You are on page 1of 2

ადამიანი და სამშობლო ერთი ცხოვრებით ცხოვრობენ.

„როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა, სამშობლო, პირველ ყოვლისა,


გულისხმობს სიყვარულს. სიყვარული კი უპირატესი მცნებაა, რადგან „ღმერთი
სიყვარულია“. ამდენად, რაც მისგან მომდინარეობს ღვთიურია, კურთხეულია ,
მაცხოვნებელია". ყოველი ადამიანის ნაფეხური სამუდამო კვალს ტოვებს სამშობლოზე ,
რაც დეგრადაციასა ან აყვავებას განაპირობებს. "ადამიანი სამშობლოს გარეშე , იგივეა
რაც ხე ფესვების გარეშე", წარმოუდგენელია იცხოვრო საკუთარი კულტურის გარეშე და
შეუძლებელია განვითარდე სხვა ქვეყნის ფესვებზე, მანამ სანამ, სამშობლო უძირო ზღვაში
იძირება.

ადამიანისა და სამშობლოს ბედისწერა ერთმანეთთან დაკავშირებულია , ისინი


ერთმანეთს ჰგვანან და მათი გზა თუ გაიყარა, განსაცდელის ჟამი გარდაუვალი იქნება .
"თბილისი ჩემთვის არის მაღალი, გილიოტინა და ეშაფოტი", თუ ნადგურდება სამშობლო ,
ნადგურდები შენც. "უბედურება, რღვევა, ცხედრები, დახავსებული კარებით შევლა , სად
ყვავილების ჩუმია შფოთი,და განიცადო ასეთი წყევლა:გილიოტინა და ეშაფოტი " .

ისტორიას ახსოვს უამრავი მაგალითი იმისა, რომ სამშობლოსა და ყოველი ცოცხალი


არსება უდიდეს გავლენას ახდენს ერთი მეორეზე. ინდივიდების ნაბიჯები ცვლიან ქვეყნის
აღმავლობის მიმართულებას. რუსეთის დაქვემდებარების პერიოდში ქვეყანა
დეგრადირების საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა, ენა ნელ-ნელა სხვა ენით ნაცვლდებოდა ,
კულტურა ფერს იცვლიდა, ადამიანები კი მმართველობის მონებად იყვნენ ქცეულნი . ისინი
ფიზიკურად საკუთარ ქვეყანაში იმყოფოდნენ, მაგრამ სულიერად ისინი დაშორებულები
იყვნენ საკუთარ ბედისწერას, მათი ბედი ხელოვნურად შეიქმნა , წუთისოფელმა უწინდელ
გზას გადაუხვია და სრუილად სხვა მიმართულებით გაიჭრა . ინტელიგენტა უმრავლესობამ
ასეთ მდგომარეობას ვერ გაუძლო და საკუთარი სახსრებით ქვეყანა გადაგვარებას
გაადარჩინა, დაუახლოვდა, ზღვარი აღადგინა და ისტორიულ მიწა-წყალს უწინდელი სახე
დაუბრუნა. ტრაგედიაა, როდესაც საკუთარ სამშობლოში შენი თავი შენ არ გეკუთვნის .
სამშობლოსა და მამულიშვილის კავშირი, დედაშვილურ ურთიერთობას ჰგავს, ისინი
სიძლიერეს კარგავენ ერთმანეთის გარეშე და განშორება უმძიმთ. „ქვეყანა იმით კი არ
არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი ,
გულანთებული კაცები არა ჰყავს.“ რა დონეზეც გაუფრთხილდებიან ინდივიდები
სამშობლოს, ისე ამაღლდება და განათლდება ქვეყნის ფესვები. აღსანიშნავია ჭირი ,
რომელსაც განიცდის მიწა-წყლისგან შორს მყოფი ცოცხალი არსება .

ნიკო ლორთქფინიძის ნაწარმოები „შელოცვა რადიოთი“ მკვეთრად გვიხატავს


სამშობლოსგან შორს მყოფი ადამიანის სულიერ სიმძიმეს, შეუვსებელ სიცარიელეს ,
დაუოკებელ სურვილს დაბრუნებისა. ელის წარსულის მიმართ მუდმივი ლტოლვა
მოსვენებას არ აძლევს, ნელ-ნელა ანადგურებს. „ელის აღარაფერი ესმოდა:
სინემატოგრფიულად თვალწინ მიურბოდა ბორანი მტკვარზე... ფიქრის გორა ... პანსიონის
კვიპაროზები... მამა... სიონი... ნარიყალის ნანგრევები... ოთახი სადღაც ჩიხში... და სულ
ბოლოს ტკბილი ძიძა“.
წარსულს რომ გადავხედოთ, საქართველოს მუდმივად ახსოვს ისტორიულ მიწა -წყალს
განშორებული ადამიანების საერთო ჭირი, ნაცრისფერი ყოფა , მანამდე ცეცხლით
გამთბარი გულის საუკუნო გაყინვა. აღსანიშნავია ილია ჭავჭავაძის განცდები
მოგზაურობაში ყოფნის დროს. მას ეშინოდა იმისა, რომ რუსეთში ყოფნის გამო სამშობლო
გაუუცხოვდებოდა, ზურგს შეაქცევდა,მისი სიტყვები სხვებს ვერ ანუგეშებდა , თუნდაც იმ
საქმისა , რომელიც წინ ელოდა. მას ზოგჯერ ეჭვიც კი ეპარებოდა მიაღწევდა თუ არა
დასახულ მიზანს, მაგრამ ამან გზიდან არ გადაახვევინა , პირიქით უფრო მეტი გამბედაობა
შესძინა და სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლა. ყოველივე კი სამშბლოს უანგარო
სიყვარულით იყო განპირობებული.

მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოების „მიწის ყივილი“ მიხედვით , ანდრეი კაშორის,


რომელიც საქართველოდან საფრანგეთში გაიქცა სასჯელის თავიდან აცილების მიზნით ,
დროთა განმავლობაში ქართული დაავიწყდა, საფრანგეთის კულტურას ამოეფარა და
საკუთარი თავი დაკარგა. თუმცა მას არასოდეს უღალატია ქართული ფესვებისთვის და
გამუდებით იგონებდა იქაურ სილამაზეს, მისი უკანასკნელი სურვილიც კი სამშობლოში
სიკვდილი იყო.

ტრაგედიაა, როდესაც საკუთარ ტერიტორიაზე უცხოდ გრძნობ თავს და სიმწრით


აშენებული, შეკოწიწებული ერთობა გაურკვეველ ამოუცნობ მმართველს ეწირება .
შეუძლებელია, იყო ბედნიერი, როდესაც სამშობლო გასაჭირშია და შეუძლებელია ქვეყანა
აყვავდეს, თუ მასში მყოფი ადამიანები უბედურნი არიან. ასევე რთულია , სამშობლოსგან
შორს ყოფნა, სხვა კულტურაზე მორგება და თავის დამკვიდრების მცდელობა ,
წარმომავლობის დავიწყების საფუძველზე.

You might also like