You are on page 1of 2

თავისუფლება, როგორც საყოველთაო ღირებულების დაცვის აუცილებლობა

თავისუფლება უწმინდესი, უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, რომლის დაცვა


თითოეული ადამიანის ვალდებულებაა. მისი დაკარგვა საყოველთაო ჭირია და თუ
თავის დროზე ვერ შეინარჩუნე, დაბრუნება რთულია. ბრძოლის უნარი და მხნეობა
კი ყველას არ გააჩნია, რასაც შეიძლება ერთიანობის დარღვევა მოჰყვეს და ბზარი
გააჩინოს თავისუფლების არსში.
გოჩას და მოხევეებს არ სურდათ თავისუფლების დათმობა, მზად იყვნენ საერთო
სულისკვეთებით აღმოეფხვრათ განადგურებისა და დაშლის ალბათობა.
„ნუგზარაი კი თავს იგდებს და, დღეს გაძლიერებულს, გაუმაძღარი თვალი
ჩვენკენ მოუქცევია, ორი მეზობელი ერთურთს უნდა წაჰკიდოს,მოხევე და
მთიულნი ერთურთს შეახოცოს და თავად კი გაბატონდეს“, თუმცა
ერთიანობას შესწევს ძალა, დაიცვას თავისუფლება.
სახელმწიფოს ერთიანობას ყოველთვის შესწევდა ძალა მთელი ისტორიის
მანძილზე, დაემარცხებინა უძლიერესი მტერი, რომელიც ვირუსივით
მოედებოდა მოსახლეობას და უმოწყალოდ ხოცავდა მათ. ერთიანობა
ყოველთვის დაუძლეველ იარაღს წარმოადგენდა და კაცობრიობას
გადაულახავი დაბრკოლებისგან იცავდა, თუმცა არავინ იცის, რამდენად
ძლიერია მტერი. ზოგჯერ დამორჩილება სჯობს უმოწყალო ხოცვა-ჟლეტას.
„მოკვდეს ის კაცი, ვინც მოძმეს ვერ გაიტანს, შერცხვეს ის ქუდოსანი, ვინც
მეზობელს ღალატად შეადგების.. მაგრამ ის მოხევეც დაიმარხოს, ვინც ყმად
გახდომა ისურვოს!...“. მოხევეების მთავარი მიზანი თავისუფლების დაცვა
იყო, უმოქმედობა კი შერცხვენას ნიშნავდა, „ვაჟკაცს შერცხვენილს
სიცოცხლს სიკვდილი ურჩევნიან, გაწბილებას - ცოცხლივ მიწაში ჩამარხვა“.
თემისკაცებს სწრაფი რეაქცია მართებთ მტრის წინააღმდეგ, „მტერსა და
მოყვარესაც ყველას დახვედრა უნდა“.

ბრძოლის შემდეგ, მღელვარებით, შიშით, სასოწარკვეთით მოცული ხევისბერი


გოჩა, ნუგეშს თავის მოძმეებსა და შვილში ეძებდა, მას ძლიერ არ სურდა
არსებული იმედების ჰაერში გაფანტვა და ტანჯვის გაუარესება. ის მოძმეებისგან
ერთგულებას, თავდადებას, ვაჟკაცობას ელოდა და ამ გზიდან გადახვევის
შემთხვევაში, არავინ იცოდა, რას მოიმოქმედებდა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო
კულტურული ფესვების შენარჩუნება და მოძმეების ღალატი მთელი ერის
შეურაცხოფას, საკუთარი მიწა-წყლის უარყოფას ნიშნავდა. მას განსხვავებული
გრძნობა და დამოკიდებულება ჰქონდა ონისეს მიმართ, ყოველთვის არიგებდა,
რომ მისი გვარი არ დავიწყებოდა, გრძნობდა, რომ ყმაწვილკაცობის მჩქეფარე
სისხლმა შესაძლოა, ზნეობირივი გზიდან ჩამოშორება განაპირობოს. მას მკაცრად
ჰქონდა სისხლში გამჯდარი ამგვარი ხასიათი და ვერავის პატიობდა
მოლოდინების ღალატს. სიმკაცრე, სისასტიკე აუცილებელი იყო, რომ ყველას
სცოდნოდა, კაცობრიობას რასთან უწევს გამკლავება. თუმცა მას გააჩნდა უმანკო
გრძნობები, სიყვარულის ცეცხლი,მაგრამ მაინც მზად იყო, თავი გაეწირა
გამარჯვებისთვის, საკუთარი და ერის სახელის განმტკიცებისთვის. სიცოცხლის
დათმობა, გრძნობების გაყინვა, შიშის დათესვა გოჩასთვის აუცილებელ
კრიტერიუმებს წარმოადგენდა, ბოროტების დამარცხებისა, სისუსტის
აღმოფხვრისა და სიძლიერის გასხივოსნებისთვის. მაგრამ განა მრისხანება
ყოველთვის იმარჯვებს?...
მთავარია, რომ ადამიანები ერთად შეიყარნონ საბრძოლველად და ისინი
უძლეველ მტერსაც კი დაამარცხებენ. ერთობას ყველანაირი შიშის დაძლევა
შეუძლია, მაგალითად, ილია ჭავჭავაძეც ქვეყნის გაერთიანებით ცდილობდა
თავისუფლების აღდგენას.
მოხევეების დაბრკოლებას წარმოადგენდა არსებული თავისუფლების სამუდამო
წახდომა, მონური, ყმური მდგომარეობა. მშობლიური ადგილსამყოფელი
დამოუკიდებლობის, თავისუფლების გარეშე უდიდესი დეგრადაციის მომტანია.
როდესაც საკუთარ ტერიტორიაზე შენი თავი შენ არ გეკუთვნის, არ გაქვს
თავისუფალი არჩევნის უფლება და სიმწრით აშენებული, შეკოწიწებული ერთობა
გაურკვეველ, ამოუცნობ მმართველს ეწირება, ეს ტრაგედიაა. „ჩვენი თავი
ჩვენადვე გვეყუდნესო“ - სწორედ ეს გამოძახილი დარჩება თავისუფლების,
როგორც საყოველთაო ღირებულების დაცვის მთავარი დევიზი.

You might also like