You are on page 1of 24

შინაგანი სიმტკიცე შიშის დაძლევაში გვეხამრება

აბო. 9/30/23
შიში არის ადამიანის უნივერსალური ემოცია, რომელიც შინაგანი
პასუხია აღქმულ საფრთეებზე და გამოწვევებზე. კაცობრიობას თავისი
არსებობის მანძილზე შიშის მრავალ ფორმასთან უწევდა ჭიდილი, იყო ეს
შიში ფიზიკური ზიანის, შიში სიკვდილის, იმედგაცრუების, უიმედობის,
სიმარტოვის თუ შიში სულიერი დაცემის. ამასთანავე შიში აბრკოლებს
ყოველნაირ პიროვლუნ განვითარებას და აუცილებელია მასთან ბრძოლა.
შიშთან ბრძოლა ყველაზე ეფექტური ხდება შინაგანი სიმტკიცის
განვითარებასთან ერთად. შინაგანი სიმტკიცე არის თვისება, რომლის
დახმარებითაც ადამიანს შეუძლია გაუძლოს სხვადასხვა დაბრკოლებებს,
გამოწვევებს. შინაგანი სიმტკიცე ეს არა არის თანდაყოლილი, ეს თვისება
შეიძლება განვითარდეს დროთა განმავლობაში. როგორც ცეცხლი
წვრთნის რკინას, ისე დაბრკოლებები ანვითარებენ შინაგან სიმტკიცეს.
იოვანე საბანისძის ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში: „აბოს წამებაში“,
მთავარი პერსონაჟი აბო აწყდება დიდ განსაცდელს, მას ეშინია თავისი
გადაწყვეტილების გამომზეურების. კერძოდ, აბო გაქრისტიანებული
მაჰმადიანია, რომელიც ქართლში გადმოვიდა საცხოვრებლად. თუმცა
მერვე საუკინის ქართლი მუსულმან არაბებს ებყროთ რაც აბოსთვის
შიშის საფუძველს წარმოადგენდა. როგორც ზევით აღვნიშნე, შინაგან
სიმტკიცესთან დაკავშირებით, ეს თვისება შეიძლება განვითარდეს
დროთა განმავლობაში. მთავარი პერსონაჟის შემთხვევაში შინაგანი
სიმტკიცის განვითარება ხდებოდა ქრისტიანობის შეცნობის
პარალელურად და მონათვლასთან ერთად ამ თვისებამ პიკს მიაღწია.
როდესაც აბო იგებდა ქრისტიანულ ღირებულებებს, ხვდებოდა ამ
რელიგიის ხალხს და ურთიერთობდა მათთან ერთად, ეს ყველაფერი
საშუალებას აძლევდა მის პიროვნებაში მჭიდროდ გაედო ფესვები მის
სიმტკიცეს ქრისტიანობასთან დაკავშირებით. „და გამოვიდა იგი ნერსეის
თანა ქუეყანად ქართლდ და შემოვიდა ქალაქსა ტფილისსა, და იქცეოდა
იგი განცხადებულად ქრისტდეანედ“ ამონარიდიდან ჩანს, თუ როგორ
დონეზე იყო აბოს შინაგანი სიმტკიცე. მას უკვე არავისი არ ეშინოდა და
თავის რელიგიას აღარსად არ მალავდა. მიუხედავად იმისა, რომ აბოს
მრავალი დასცინოდა, აგინებდა, აშინებდა და სიმდიდრესაც კი
სთავაზობდნენ, ოღონდაც მას ქრისტიანობა უერყო, აბო მაინც მტკიცედ
იდგა ქრისტეს მიმართ: „იგი განმტკიცებულ იყო ქრისტეის მიმართ და
არვისგან შეძრწუნდებოდა“ საბოლოოდ მეთერთმეტე ჟამის მუშაკმა არც
წამებას დაუდო თავი და საბოლოოდ სიცოცხლეც გაწირა ქრისტეს
სიყვარულისთვის.
უდიდესი სიმტკიცის მაგალითები მრავლად გხვდება სხვა
ნაწარმოებებშიც, მაგალითად ქეთრის ევერდინის პეროსანაჟი, სუზან
კოლინსის მხატვრულ ნაწარმოებში-„შიმშილის თამაშები“ ახალგაზრდა
ქეთრინი თავისი დის ნაცვლად იღებს მონაწილეობას სასიკვდილო
კონკურსში. მისი გამბედაობა, მონდომება და შინაგანი სიმტკიცე,
რომელიც მას გამოიმუშავებული აქვს მთელი ცხოვრება სიღარიბეში
ცხოვრებით, ეხმარება ამ სასტიკი შეჯიბრის წარმატებით გადალახვაში.
ასევე, შეგვიძლია გავიხსენოთ ოქროს გლობუსის მფლობელი ფილმი,
„ პის ცხოვრება“ პი პატელი უეცრად შუაგულ ოკეანეში მოხვდება
სამაშველო ნავის ამარა, თუმცა მასთან ერთად კიდევ ერთი
გაუთვალისწინებელი სტუმარია, ბენგალური ვეფხვი. პის შინაგანი
სიმტკიცე ეხმარება სიტუაციასთან ადაპტირებაში, შიშის დაძლევაში და
ოკეანეში ვეფხვთან ერთად გადარჩენაში.
დღევანდელობაშიც მრავალი მაგალითი გვაქს, სადაც ადამიანის ეს
გამორჩეული თვისება შიშს ამარცხებს. მაგალითისთვის, უახლოესი
ისტორიის გმირი მებრძოლი, გიორგი ანწუხელიძე, რომელმაც სასტიკ
წამებას გაუძლო იმისთვის, რომ თავისი დროშისთის შეურაწხყოფა არ
მიეყნებინა უარყოფდა. ეს არის უდიდესი მაგალითი შინაგანი
სიმტკიცისა, რომელსაც შეუძლია დაამარცხოს ყველანაირი შიშის
გრძნობა.
რომ შევაჯამოთ ყველაფერი ზემოთთქმული, შინაგანი სიმტკიცის
განვითარება არის ყველაზე ეფექტური გზა შიშთან გამკლავების და ეს
თვისება მხოლოდ რჩეულების
ხვედრია.0000000000000000000000000000000000000000000000000000000000
00000000000000000000000000000+++++++++++++++++++++++++++++++++++++
+++++

აწმყო წარსულის, წარსული კი აწმყოს მსაჯულია


შუშანიკი 10/2/23

გმირობა გაკვეთილია
აბო 10/5/23
გმირობა არიც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე
დაფასებული ცნება. გმირები კი არიან ადამიანები, რომლებიც იჩენენ
არაჩვეულებრივ გამბედაობას, სიმტკიცეს, თავგანწირვას და გონიერებას
უბედურების წინაშე.
საოკუპაციო რეჟიმი ორგანიზებული დანაშაულის სახე, იდეა და
ხელემწყობი ძალაა
გრიგოლი 10/9/23
ტერმინი ოკუპაცია აღნიშნავს რომელიმე სახელმწიფოს შეიარაღებული
ძალების მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიის დროებით დაკავებას და
უფლებას განაგონ ქვეყანა, თავიანთი იურისდიქციით. ოკუპაციის
რეჟიმის წინაშე დგას დღევანდელი მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მათ
შორისაა საქართველოც. ზოგჯერ ტერიტორიების ძალით დაკავებას
განიხილავენ, როგორც აუცილებელ და მშვიდობიან ოპერაციად. თუმცა
როგორ შეიძლება მშვიდობიანი და სამართლიანი იყოს ის მოქმედება,
რომლის სიტყვის წარმომავლობაც occupio ნიშნავს, სხვის საკუთრებაში
არსებული ქონების ძალისხმიერი გზით წართმევას. ამ ესეში მინდა
დავატმკიცო და გავამყარო არგუმენტებით ის ფაქტი, რომ საოკუპაციო
რეჟიმი, მართლაც, ორგანიზებული დანაშაულის სახეა.
პირველ რიგში ტერიტორიის ოკუპირება, უმეტეს შემთვევაში, ხდება
ძალის მეშვეობით. კერძოდ, შეიარაღებული ძალების ჩართულობით.
დღევანდელ მსოფლიოში კი ამორალურია ყველანაირი ომის მცდელობა,
რადგან როგორც ჯორჯ ვაშინგტონი იტყოდა „ომი არაფერს წყვეტს“.
მაშასადამე მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ოკუპაციის მცდელობას
აუცილებლად მოსდევს ომი, შეგვიძლია ეს ტერმინი დანაშულის სახედ
და იდეად მივიჩნიოთ. შემდეგი მიზეზი რის გამოც საოკუპაციო რეჟიმი,
აუცილებლად, ორგანიზებული დანაშაულის ხელშემწყობი ძალაა არის
ის, რომ ოკუპირებული ტერიტორიები თავიდან ძალიან ძნელი
სამართავები ხდებიან. რასაც მოსდევს კრიმინალის გაზრდა ორივე
მხრიდან. გავიხსენოთ აფხაზეთის მაგალითი გასული საუკუნის ბოლოს.
აფხაზეთი თავიდან იქცა კრიმინალების, სისხლის და იარაღის ბუდედ,
რადგან დამპრობელი მხარე ხელს უწყობდა აფხაზეთში კრიმინალური
დაჯგუფებების განვითარებას, იმის გამო რომ დაემორჩილებინათ ის
გადარჩენილი აფხაზები რომლებიც მათ წინააღმდეგ იბრძოდნენ. ამ
ყველაფერმა გამოიწვია, როგორც უკვე ავღნიშნე კრიმინალური
დაჯგუფებების გაზრდა, რომლებიც კიდევ მრავალი წელი იყვნენ
არამარტო აფხაზეთში, არამედ საქართველოშიც კი. არგუმენტების უკეთ
გასამყარებლად გავიხსენოთ გიორგი მერჩულეს ჰაგიოგრაფიული
ნაწარმოები „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“. წიგნის დასასრულს ჩანს
ერთი ამბოხებული პერსონაჟი, რომელმაც ისარგებლა ანჩის ეპისკოპოსის
სიკვდილით და ძალის მეშვეობით დაიმორჩილა ანჩის მონასტერი. „და
რაჟამს მძლავრებით დაიპყრა ანჩი, კუალად შესწირა ძვირი ძვრსა მისსა
ზედა მრავალი, რომლისა მოხსენებაი ამას წიგნსა შინა არა ჯერ არს
შთაწერად ყოველი“. ამ ეპიზოდში ძალიან კარგად ჩანს ოკუპანტის სახე.
„ცქირმა“ ჯერ ეპისკოპოსის გარდაცვალებით ისარგებლა, ხოლო შემდეგ
ამას დაუმატა ისეთი ბოროტი საქმეები, რომლებიც მერჩულემ წმინდა
წიგნში ჩასაწერად ვერ გაიმეტა. როგორც ზემოთ ავღნიშნე, ოკუპაციას
მოსდევს ბოროტმოქმედი ჯგუფების მომრავლება, ნაწარმოებში ჩანს თუ
როგორ აქეზებს ეს ადამიანი სხვა მოწაფეებს, სხვადასხვა ბოროტი
საქმეების ჩასადენას. მაგალითად იშხნის მონასტრის დასანგრევად და
თვითონ გრიგოლის მოსაკლავადაც კი. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც
რომ, არასდროს ეს ადამიანი ნაწარმოებში აქტიურად არ ჩანს, იგი
მოქმედებს ამირას ზურგის გამაგრებით და აქეზებს სხვებს რათა
შეისრულოს თავისი წადილი.
ესეს უკეთ გასაგებად მოვიშველიოთ რამდენიმე მაგალითი
ისტორიიდან, მაგალითად ჰოლოკოსტი. რომელიც ისტორიაში შესულია
როგორც ერთ-ერთ უდიდეს გენოციდად. მეორე მსოფლიო ომში
ნაცისტურმა გერმანიის მხარემ, მოახდინა არაერთი ქვეყნის ოკუპირება
რასაც მოყვა ხალხის, უმეტესად კი, ებრაელების ხოცვა-ჟლეტა. ასევე
შეგვიძლია გავიხსენოთ თუ რა ხდებოდა საქართველოში, როდესაც
ქვეყანა საბჭოთა კავშირის მმართველობის ქვეშ იყო. ეს იყო დრო
როდესაც არამარტო ტერიტორია, არამედ ხალხი და მათი გრძნობები,
ემოციები და ნიჭიც კი იყო ოკუპირებული. ქართული ინტელიგენციის
წარმომადგენლების წინააღმდეგ ბრძოლა და მათი განადგურება
საბჭოთა ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა იყო. ქართველ
მამულიშვილთა უდიდესი ნაწილი ვერ ეგუებოდა საბჭოთა
პოლიტიკას, ხოლო საბჭოთა მმართველობა მათი ეროვნული
სულისა და აზრის განადგურებას მიიჩნევდა უმთავრესად მიზნად.
ოცდაჩვიდმეტი წლის რეპრესიებმა შეიწირა პაოლო იაშვილის,
ტიციან ტაბიძის, მიხეილ ჯავახიშვილის, სანდრო ახმეტელის,
ნიკოლო მიწიშვილისა და სხვა გამორჩეულ მოღვაწეთა სიცოცხლე.
სამწუხაროდ, ოკუპაცია და მისი პრობლემები ისევ აქტუალურია
დღესაც. მხოლოდ ის რად კმარა, რომ საქართველოს
ტერიტორიის 20% ოკუპირებულია სხვა ქვეყნის მიერ. 1991-1993
აფხაზეთის და 2008 წლის სამაჩაბლოს ომებმა ჩვენს ქვეყანაში
მართლაც აჩვენა რომ ოკუპაციის რეჟიმი ორგანიზებული
დანაშაულის სახე, იდეა და ხელშემწყობი ძალაა. ორმა ომმა
საქართველო მნიშვნელოვნად დახია უკან და როდესაც სხვა
ქვეყნები აღმავლობის გზას ადგნენ, ჩვენ ჭრილობებს
ვიშუშებდით. ასევე მოიმატა კრიმინალის დონემ, დაეცა
განათლების, თავდაცვის, მედიცინის და მთლიანად სიცოცხლის
ხარისხი.ქვეყანაში გაიზარდა იძულებითი მიგრანტების დონე და
ქვეყანას ათასი ჯაჭვის პრობლემები დაუგროვდა, რისგანაც ჯერაც
ვერ მოვშუშებულვართ. აგრეთვე იგივე გრძელდება უკრაინაში,
ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აფრიკის მრავალ
ქვეყნებში.
რომ შევაჯამოთ ყველაფერი ზემოთთქმული ოკუპაცია სრულიად
სცილდება სამართლებრივ და მორალურ დონეს და ეს არ
შეიძლება იყოს გამართლებული. ის ემსახურება როგორც
დანაშაულის ხელშეწყობას, ასევე არის დანაშაულის ერთგვარი
სახე და იდეა.

10/16/23

ჯონ კენედი ამბობდა: „მხოლოდ ორი ვარიანტი არსებობს – ან


კაცობრიობა დაასრულებს ომს, ან ომი დაუსვამს წერტილს კაცობრიობას“
მართლაც, ომის ყველანაირი სახე არის ყველაზე სასტიკი რამ, რაც კი
შეიძლება ადამიანმა იხილოს ან წარმოიდგინოს. მიუხედავად ამისა ომს
დიდი ისტორია აქვს. მისი ფორმები კაცობრიობის გაჩენასთან ერთად
იწყებს განვითარებას და ჩრდილივით დასდევს ჩვენს მოდგმას. ამ
თხზულებაში მინდა დავამტკიცო ომის სისასტიკე და გავამყარო ჩემი
აზრი არგუმენტებით და მაგალითებით.
ლეო ქიაჩელის რომანში: „მთის კაცი“, მოქმედება მიმდინარეობს
აფხაზეთში მეორე მსოფლიო ომი პერიოდში.

თხზულების უკეთ გასააზრებლად შეგვიძლია მოვიშველიოთ ერნესტ


ჰემინგუეის რომანი: „მშვიდობით, იარაღო“. რომანში მოქმედება
ვითარდება პირველი მსოფლიო ომის დროს. მთავარი პერსონაჟ
ფრედერიკი ომში ირიცხება პატრიოტიზმის გამო, თუმცა დროის
გასვლის შემდეგ ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ბრძოლის მთავარ აზრს
და იმედგაცრუებული რჩება. ჰემინგუეი წიგნში აღწერს ქაოსს, ტანჯვას,
ძალადობას, იმედგაცრუებას და მთლიანი ომის გამანადგურებელ ძალას,
რომელიც გავლენას ახდენს პერსონაჟებზე არამარტო ფიზიკურად,
არამედ ფსიქიკურადაც კი. ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ სპილბერგის
ოსკაროსანი ფილმი: “შინდლერის სია“. ეს ფილმი დაფუძნებულია
გერმანელი ბიზნესმენის ოსკარ შინდლერის ისტორიაზე, რომელმაც
გადაარჩინა ათასზე მეტი პოლონელი და ებრაელი მეორე მსოფლიო ომის
დროს. ეს ფილმი ნათლად ასახავს ომის უბედურებას და მათ გავლენას
უდანაშაულო ხალხზე.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ომი კაცობრიობას აჩრდილივით დასდევს და
ეს პრობლემა აქტუალურია დღესაც. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ
მრავალი მაგალითი უახლოესი ისტორიიდან, რა დროსაც მრავალი
უდანაშაულო ხალხის სიცოცხლე შეიწირა ომმა. პირადი
გამოცდილებიდან შემიძლია მოვიყვანო 2008 წლის სამაჩაბლოს ომი.
ახლაც ნათლად მესმის თვითმფრინავების ხმა, რომლებმაც ჩემს ქალაქში
საავადმყოფოები, სამხედრო ბაზები და სკოლები ააფეთქეს. ასევე
მრავალია ჩემი თაობიდან რომლებსაც არ მოსწონდათ სათამაშო
თვითმფრინავებით და ჯარისკაცებით თამაში, რადგან ეს მათთვის
აფეთქებეთან ასოცირდებოდა. 11 წლის შემდეგაც კი ჩანს ომის
ნამსხვრევები ქვეყანაში და ქვეყანას ჯერაც კი ვერ მოუშუშებია იარები.
დასასრულს მინდა ავღნიშნო, რომ მხოლოდ მშვიდობა და მშვიდობისკენ
სწრაფვა მოუტანს კაცობრიობას სიკეთეს და ომს არანაირი .

უნდა გაითვალისწინოს თუ არა ადამიანმა საყვარელი ადამიანები


საკუთარი მოქმედების დაგეგმვისას.
დათა თუთაშხია 11/2/2023

ალბათ ყველა აღმოჩენილა ისეთი სიტუაციაში, როდესაც ჩვენი მოქმედება საფრთხის


შემცველი ყოფილა მეგობრების, ნათესავებისა თუ მშობლებისთვის. თუმცა ასეთ
დროს ძალიან ძნელია გააკეთო არჩევანი შენი და საყვარელი ადამიანების
სურვილებს შორის. შეკითხვა კი იმის შესახებ, რომ უნდა გავითვალისწინოთ
ახლობლები საკუთარი ქმედების დაგეგმვისას თუ არა, ყოველთვის აქტუალური იყო
და დღემდე რჩება პასუხგაუცემლად, რამეთუ ეს ამ პრობლემის გადაჭრა მოითხოვს
ბალანსს პიროვნების მოთხოვნილებებსა და საზოგადოებას შორის. ჩემი აზრით,
სანამ ამ თემას განვიხილავთ, საჭიროა ვიცოდეთ, რომ გასათვალისწინებელია დრო,
ადგილი, მოქმედება, ადამიანები და ყველა ის დეტალი რომლებიც მონაწილეობენ
მოქმედების დაგეგმვისას.
შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია წარმართოს ცხოვრება
საკუთარუ ფასეულობების, სურვილების და ამბიციების შესაბამისად და ამ პროცესში
ხელი არ შეუშალოს ან არ შეაშლევინოს სხვა პირებს. თუმცა ვერ გავექცევით იმ
ფაქტს, რომ ჩვენ საზოგადოების ნაწილი ვართ და ადრე თუ გვიან მოგვიწევს ჩვენს
ცხოვრებაში სხვა ადამიანების ჩარევა და შესაბამისად მათი გათვალისწინებაც. ჭაბუა
ამირეჯიბის დიდებული პერსონაჟი დათა თუთაშხიაც ამ დილემის წინაშე იდგა.
მიუხედავად იმისა, რომ მას საკუთარი ცხოვრება ჰქონდა, რომელიც ქვეყნის
უკუღმართობამ აარჩევინა, და ჰყვდა მეგობრები რომლებიც მას ეთაყვანნებოდნენ და
მხარს უჭერდნენ, მას მდინარის მეორე ნაპირზე ოჯახი, ახლობლები და
მაღალჩინოსანი ნათესავები ჰყავდა. ამის გამო დათას რადიკალურად
განსხვავებული ცხოვრება და მისი ქმედებები ზიანს აყენებდა მის ოჯახის წევრებს.
“-...დათა ამბობს ასეთი ცხოვრება მიყვარს და მეც ასე უნდა ვიყოო. თავისკენ თლის
და ჩეხავს მხოლოდ. ჩვენსკენაც ხოუნდა გადმოაპნიოს ნახერხები ოდესმ?“ იძახის
გაცხარებული კონსტანტინე, რომლის სიტყვებშიც მართლაც არის სიმართლე. იგი
მხარს უჭერს დათას, თუმცა თვლის რომ ყაჩაღი უკვე დაბერდა და მნიშვნელოვანია
ცოტა ნათესავებსაც შეუმართოს ხელი და მეტი დრო გაატაროს ახლობლებთან და
ოჯახის წევრებთან ერთად, რადგან მისი მოქმედებები უარყოფით გავლენას ახდენს
მათზე. „-რაქნას რას ურჩევ, ხელახლა დაიბადოს თუ უკვდავების წყალი დალიოს?-
ჰკითხა მაგალიმ კონსტანტინეს„ საქმეც ზუსტად იმაშია რომ დათა თავიდან ვერ
დაიბადება, და რომც დაიბადოს ქვეყანა ალბათ ისევ იმავე გზით წაიყვანს. ის
ცხოვრება კი რომლითაც ყაჩაღი ცხოვრობს დროა დავიწყებას მიეცეს, რადგან
ახლობლების გათვალისწინება არამხოლოდ მორალურადაა მართებული, არამედ იმ
სიყვარული დამტკიცებაა რომელიც მათთან გვაკავშირებს. ამრიგად, დათა თუთაშხია
ვალდებულია ჩამოშორდეს აბრაგობას და ის რომანის ნაწილში სწორედ ასეც იქცევა,
ბოლოს კი ისევ საკუთარი შვილის ტყვიას ემსხვერპლება. ეს რათქმაუნდა მხოლოდ
ერთი პიროვნების მაგალითი იყო. რეალობაში კი ჩვენ იმდენივე პასუხი გვაქვს ამ
კითხვაზე რამდენი მაგალითიცაა, ქვემოთ კი შევეცდები რამდენიმე განსხვავებული
აზრის მოყვანას.

მარიო პიუზოს ნაწარმოებში, „ნათლია“ ვხვდებით პერსონაჟ მაიკლ კორლეონეს,


რომელიც მისი ოჯახის ანტიპოდია. მას არ სურს რაიმე კავშირი ჰქონდეს
კრიმინალურ ახლობლებთან, თუმცა მამის სიკვიდლის შემდეგ ერთადერთი გვარის
ღირსეული გამგრძელებელი თვითონ რჩება, რაც მას დილემის წინაშე აყენებს,
აირჩიოს ოჯახი და გადაარჩინოს იგი თუ საკუთარ სურვილებს მიჰყვეს. საბოლოოდ
მაიკლიც უარს იტყვის მოთხოვნილებებზე და საკუთარ თავს კრიმინალურ
დაჯგუფებაში იპოვის. დათა თუთაშხიასგან განსხვავებით, მაიკლის მოქმედება
მისთვის უკეთესიც კი აღმოჩნდა.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს პრობლემა ყოველთვის აქტუალური იყო, გამონაკლისი
არც დღევანდელობაა. მაგალითად, შემიძლია მოვიყვანო ჩემი ოჯახის მაგალითი,
სადაც შეგვიძლია დავინახოთ თუ რა შემთხვევაში შეიძლება იყოს გამართლებული
ახლობლების უგულვებელყოფა. 2 წლის წინ ბიძაჩემმა გადაწყვიტა ოჯახთან ერთად
ქვეყანა შეეცვალა, კარიერული შესაძლებლობების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ
ჩვენ ძალიან დიდი სიყვარული გვაკავშირებდა მის ოჯახთან და მათი წასვლა
მონატრებას გამოიწვევდა, მათი კეთილდღეობისთვის აჯობებდა დათმობებზე
წასვლა.
საბოლოოდ, ახლობელი ადამიანების გათვალისწინება ჩვენი მოქმედებებისას ძალიან
კომპლექსური საკითხია და არ შეიძლება ქონდეს ერთი აზრი და პასუხი.
პირველ რიგში ომი არის სისასტიკე ადამიანებისთვის. არ აქვს
მნიშვნელობა შენ სამხედრო პირი ხარ თუ მშვიდობიანი მოქალაქე. ომის
უბედურება ყველას უკაკუნებს კარზე. ჯარისკაცებს გზავნიან ფრონტის
ხაზზე და შორებენ საყვარელ ადამიანებს, მათ რიგებში არიან ძალიან
ახალგაზრდებიც. ხშირად კი ჯარისკაცები უკან ვეღარ ბრუნდებიან და
ვინც ბრუნდება მათ ძალიან ძნელად უწევთ წარსულის დავიწყება,
რადგან როგორც რემარკი ამბობს: ომს გადაურჩე ცოცხალი-მარტივია,
რთულია ომის შემდეგ გინდოდეს ცხოვრება. მშვიდობიანი მოქალაქეები
კი ხდებიან იძულებითი მიგრაციის მსხვერპლნი. მათ უწევთ თავიანთი
საცხოვრებელი ადგილების დატოვეა

„ნიჭიერი ადამიანები თამაშებს იგებენ, გუნდები კი ჩემპიონატებს„ ეს


სიტყვები ლეგენდარულ ამერიკელ კალათბურთელ მაიკლ ჯორდანს
ეკუთვნის. მართლაც, ადამიანების კოლექტიური მუშაობა გადამწყვეტ
როლს თამაშობს სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარებაში.
ერთობლივი მუშაობაა მიზეზი, რის გამოც ჰომო საპიენსი განვითარდა,
როგორც გონიერი ადამიანი და არა ჩვეულებრივი ცხოველი. ამ
თხზულებაში მინდა აღვნიშნო ერთიანობის უპირატესობები და მისი
მნიშვნელობა საზოგაოდებაზე.
გიორგი მერჩულის ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში: „გრიგოლ
ხანძთელის ცხოვრება“ ვხვდებით ძალიან კარგად ორგანიზებულ
საზოგადოებას, რომელიც შექმნილია სათანადო ლიდერის მიერ. ეს
სულიერი ძმებისგან შექმნილი ჯგუფი ახერხებს თითქმის შეუძლებელს
და უდაბნოში, სადაც ძალიან ძნელია რესურსების მოპოვება ან მათი
გამოყენება, აშენებენ ეკლესიებს. თუმცა თუ თვალსაწიერს გავზრდით,
ერთობლივ მუშაობაში არ შეიძლება განიხილოს რამდენიმე ათეული
ადამიანის ერთად თანაცხოვრება. კოლექტიური მუშაობა ასევე
უზრუნველყოფს ძლიერი სახელმწიფოს შექმნას. ნაწარმოებში ნათლად
ჩანს აშოტ კურაპალატის ძლიერი სახელმწიფო, რომელიც დგას ყველა იმ
ფასეულობებზე რომელსაც ერთიანობა და ხარისხიანი მუშაობა ჰქვია.
„„სადა არს პატივი მთავრობისაი, მუნ არს მსგავსებაი ღმრთეებისაი“,
რამეთუ თქუენ, ხელმწიფენი, უფალ გყვნა ღმერთმან ქუეყანისა
განგებასა, ვითარცა გულისხმა-ვჰყოთ კეთილის-ყოფა ღმრთისასა
ჩუენდა მომართ მეფობითა შენითა“ ციტატაში კარგად ჩანს
საზოგადოებრივი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რომელიც
გულისხმობს თვითგამოხატვას იმ სფეროში სადაც პიროვნება უკეთესია.
უხეშად რომ ვთქვათ: ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე, რითაც
არამარტო თავის თავს, არამედ სხვებსაც გაუმარტივებს საქმეს და კიდევ
უფრო დაუახლოვდება წარმატებული საზოგადოების მოდელს. ასევე,
გრიგოლ ხანძთელის საზოგადოებიდან შეგვიძლია მრავალი მაგალითის
მოყვანა, როგორიცაა: სამართლიანობა, ცოდნა, უსაფრთხოება,
ტოლერანტობა, საარსებო გარემო, თანასწორობა. ყველა ამ
ღირებულებების გათვალისწინების გამო ადამიანები სამყაროს განაგებენ,
ხოლო ჭიანჭველები ნარჩენებით იკვებებიან.
თხზულების უკეთ გასააზრებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ
კარგის დაფასება და წარმოჩენა საზოგადოებას იმისათვის სჭირდება,
რომ უზნეობა არ გაბატონდეს

საზოგადოებებში კარგისა და ცუდის ერთმანეთში შერევა და


გახლართვა ნორმალურია, მეტიც ეს მოქმედება მას სხვადასხვა ხასიათს
სძენს და აძლევს უნიკალურობას. ყველგან შევხვდებით ისეთ
სიტუაციებს, მაგალითად ქვეყნის ისტორიაში, სადაც მოიპოვება,
როგორც სასახელო, ასევე სამარცხვინო ფაქტები. თუმცა
მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ისიც, რომ აუცილებელია
ბოროტისა და კეთილის ერთმანეთისაგან გარჩევა და
განსხვავება.რადგან, ჩემი აზრით, საზოგადოებები დგანან პრინციპზე,
რომელიც გულისხმობს კარგის დაფასებას და წარმოჩენას. ამ ცნებას
ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს, ერთ-ერთი კი თვითონ ბოროტების
აღმოფხვრას გულისხმობს.
კარგის დაფასებას ძალიან დიდი ძალა და მნიშვნელოვანი როლი
აქვს საზოგადოების განვითარებაში. მაგალითად, თუ ჩვენ ამ საკითხს
შევხედავთ ისტორიულად და ხალხს ვაჩვენებთ თუ რა გვქონდა უწინ
კარგი, ეს არა მხოლოდ სიამაყით აავსებს საზოგადოებას, არამედ მისცემს
მოტივაციას იგივეს გამეორებისათვის და შთააგონებს მათ უკეთესი
საზოგადოების შექმნისთვის. ასევე, იგი შექმნის ხალხში მორალს და
ეთიკას, რადგან კარგი საქმეები ყველასათვის სამაგალითოა. ამ
ყველაფრის გათვალისწინების შემდეგ, რასაკვირველია, ბოროტება უკან
იხევს და საზოგადოება იწყებს განვითარებას. თუმცა არ უნდა
დავივიწყოთ ისიც, რომ ისტორიას მეორე მხარეც აქვს და მხოლოდ
დადებითით არ შემოიფარგლება. მნიშვნელოვანია ღიად ვისაუბროთ
შეცდომებზეც და შევისწავლოთ ისინი, რადგან აღარ მივცეთ საკუთარ
თავებს იგივეს დაშვების საშუალება. დავით გურამიშვილს,
„დავითიანში“ აქვს ძალიან საინტერესო თავი ამ საკითხთან
დაკავშირებით: „აწ რომ ავი არ ვაძაგო, კარგი როგორ უნდა ვაქო, ავს თუ
ავი არ უწოდო, კარგს სახელად რა დავარქო...“ მწერლის აზრით კარგის
დაფასება არ გამოგვივა მანამ, სანამ არ არ გვეცოდინება ცუდი და არ
დავაფასებთ მასაც. ამ შემთხვევაში სიტყვა დაფასება არ აღნიშნავს
პატივისცემას, არამედ შეცნობას და აღიარებას, რაც ჩვენი თავის სხვა
რაკურსით შეფასებაში დაგვეხმარება. ასევე, აღსანიშნავია ისიც , რომ
რაცარუნდა დავმალოთ და ბოლომდე მივჩქმალოთ, ბოროტება თავს
არ დაიმალავს, რადგან ადამიანი სხვა არაფერია, ვიდრე თავისივე
წინაპრები და მათი ხასიათი. ამიტომ აჯობებს, ცუდი თავიდანვე
გამოვაჩინოთ და მზად ვიყოთ ყველაფრისთვის: რა გინდ რომე კაცმან
მალოს, ჭირი თავსა არ დამალავს, ვერ გაუძლებს, რაც კაცს სენი გულსა
უკოდს, სჩხვლეტს და მსჭვალავს. სხვის არმკრძალავს რად ემდურის,
ვინც თავის თავს არა ჰკრძალავს, თვით ვერ ხედავს, სხვის საჭვრეტლად,
თუ არ უნდა, პირს რად ჰკალავს?
ისტორიაში მრავლად მოგვეპოვება ფაქტები ,როდესაც კარგის
წარმოჩენამ საზოგადოება უკეთესი გახადა. მაგალითად, ის, თუ
როგორ შეიტანეს იაპონელებმა წვილილი მსოფლიოში ბედნიერების
ასამაღლებლად. იაპონელები ოდითგანვე დისციპლინის მოყვარული
ერი იყო. მათ ჰქონდათ საკუთარი წესები და ტრადიციები, რომლებიც
უკავშირდებოდნენ კვებასა და დიეტას. სწორი კვებით და სულის
სიმშვიდით კი ისინი აღწევდნენ შინაგან ბედიერებას და მათი
ცხოვრების ხანგრძლივობაც უფრო დიდი იყო. ამ წესების მიხედვით
ერთ-ერთმა ისტორიკოსმა შეკრა წიგნი სახელად „იკიგაი“, რომელიც
მსოფლიოში მრავალ ქვეყანაში გახდა პოპულარული, მათ შორის
საქართველოშიც.
თუ საკითხს შევხედავთ სხვა კუთხით, ზედმეტმა საიმაყემ
შეიძლება ცუდი შედეგები მოიტანოს. მაგალითისთვის ავიღოთ ჩვენი
ქვეყნის მაგალითი. უკვე მერამდენე ათწლეულია ჩვენი ხალხი
წარსული სიდიადით ცხოვრობს და საზრდოობს. რა თქმა უნდა,
როგორც უკვე აღვნიშნეთ ეს ძალიან კარგია, თუმცა ზღვარი
ყველაფერს აქვს და მუდამ უკან არ უნდა ვიხედოთ. მწერლები,
საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკოსები და თვითონ ხალხიც ისე
იყვნენ შეპყრობილი წარსულის მანიით, რომ სულ გადაავიწყდათ
აწმყო და მომავალზე ზრუნვა. სამწუხაროდ იგივე დღესაც გრძელდება,
კარგთან ერთაც ცუდი არასოდეს არ გამოგვაქვს.
საბოლოოდ, კარგი და ცუდი ცალ-ცალკე არ არსებობს და
ორივეს ერთ გარემოში უწევს არსებობა, რაც რთულს ქმნის მათ
გარჩევას, თუმცა მნიშვნელოვანია დავიჭიროთ ოქროს შუალედი და
შევიხნოთ, როგორც კეთილი, ასევე ბოროტიც. წინააღმდეგ
შემთვევაში საზოგადოებაში თავს წარმოიჩენს უზნეობა.
წარსულის განცდა მამულიშვილის შინაგანი სიძლიერის
წინაპირობაა.

“მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი


ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა.” – ამბობდა ილია.
მართლაც, წარსულის განცდის უნარი ადამიანისთვის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი თვისებაა, რომელიც მას ცხოვრების ბოლომდე
გამოადგება. მსოფლიოში უამრავი ერია და მათ, რასაკვირველია,
თავიანთი ისტორია გააჩნიათ და წარსული, თავისი წარმატებებითა და
წარუმატებლობებით, გადამწყვეტ როლს თამაშობს მათი იდენტობისა და
შინაგანი სიძლიერის ჩამოყალიბებაში. ისტორიის განცდა ინდივიდზე
მოქმედებს, როგორც კომპასი, რომელიც გვხელძღვანელობს ცხოვრების
ლაბირინთში და გვაძლევს გამოცდილებასა და ძალას. ამ ესეში
შევეცდები მკაფიოდ ჩამოვაყალიბო დებულება, რომელიც გულისხმობს
კავშირს ისტორიის განცდასა და შინაგან სიძლიერეში.
აზრის უკეთ ჩამოსაყალიბებისთვის დაგვეხამრება გრიგოლ
ორბელიანის ლექსი „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“ რომელიც
იმ პერიოდში დაიწერა, როდესაც საქართველო რუსეთის იმპერიის ქვეშ
იყო და კარგი პერიოდი ნამდვილად არ ედგა. „წალკოტი შენი, შენის
დიდების სხივ-მოკლებული, აღარა ჰშვენის, აღარ გვიბრწყინვის, შავ
დროთა ძალით ფერ წახდენილნი“ ვინაიდან მაშინ ქართველებში
დაკარგული იყო ეროვნული ღირსებები,ავტორი ამ ლექსით ეცადა
მკითხველისთვის ეჩვენებინა წარსულის სიდიადე და ოქროს ხანას,
რომელიც ,ზუსტად, თამარის მეფობას უკავშირდება, ამკობს ლამაზი და
ღირსეული სიტყვებით. პირადად, გრიგოლს აბსოლუტურად ვეთანხმები,
რადგან მისი მწუხარების მიზეზი საქართველოს ცუდი პერიოდი იყო და
ამის შესაცვლელად, პირველ რიგში, ხალხის გონზე მოსვლა გახლდათ
საჭირო. რაც, თავდაპირველად, წარსულის განცდასა და შეცნობას
გულისხმობს, რადგან ისტორია არ არის მხოლოდ თარიღები და მეფეები,
ისტორია არის ცოცხალი ორგანიზმივით, რომელიც გაჟღენთილია აწმყოში
და გავლენას ახდენს მომავალზე. და, ვით განვლილსა
სიზმარსა ტკბილსა,
მზეს დიდებულად ჩასვენებულსა,
ვიგონებთ შენს დროს,
გული გვიმაგროს,
სრულად არ წავჰსწყდეთ ცის შემრისხავნი!
საბოლოოდ, ხალხი, რომელიც აფასებს და ფლობს საკუთარი ქვეყნის
ისტორიას არის ძლიერი, რადგან მას გააჩნია ულევი გამოცდილება,
რომელიც მის წინაპრებს აქვთ დაცდილი და გაკვეთილებად შემონახული
მომავალი თაობებისთვის. ეს ყველაფერი კი საძირკველია, პირველ რიგში,
შინაგანი სიძლიერისთვისა და იტენდობის ჩამოყალიბებისთვის და შემდეგ
უკვე წინაპირობა ქვეყნის მდგრადობისა.

თავისუფლება ერის უპირველესი ღირებულებაა


როგორც ხალილ გიბრანი ამბობდა „ცხოვრება თავისუფლების გარეშე
არის სხეული სულის გარეშე“ მაშინ რა არის თავისუფლება? ეს ძალიან
ხშირად დასმული შეკითხვა თან ძალიან მარტივი და თან ძალიან
რთულია, რადგან პასუხი ამ კითხვაზე იმდენივეა, რამდენიც ადამიანი
დედამიწაზე. თუმცა თუ ჩვენ გავცდებით ინდივიდებს და მასშტაბებს
გავზრდით, დავინახავთ ქვეყანას და ერს, რომლისთვისაც
თავისუფლება არის საწინდარი წარმატებისა და დამოუკიდებლობა
საზოგადოებაში უკვე ნიშნავს იმდენივე თავისუფლების არსის გაგებას,
რამდენზედაც დასაწყისში ვისაუბრე, ეს ყველაფერი კი ქმნის
ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ უკეთესი საზოგადოების შექმნა.

გამარჯვება და დამარცხება ორი ერთ-ერთი უდიდესი ცნებებია


მსოფლიოში. მთლიანი ისტორიის მანძილზე ამ ორისგან ერთი
წარმატებას, ხოლო მეორე წარუმატებლობას ნიშნავს. მართლაც,
როგორ შეიძლება, მაგალითად, მონადირემ მარტორქა მოკლას და ეს
მას დამარცხებად ჩაეთვალოს? რა თქმა უნდა ეს მისთვის მიღწევაა.
თუმცა, თუ უფრო მეტად ჩავუღრმავდებით ამ თემას, მივხვდებით, რომ
ზოგჯერ დამარცხება გამარჯვებას, ხოლო გამარჯვება კი დამარცხებას
უდრის. ამ თხზულებაში აღვწერ და დავამტკიცებ, თუ როგორ შეიძლება
მოხდეს ზემოთხსენებული ფენომენი.
სიყვარული გრძნობაა, რომელიც ადამიანის მოდგმის გაჩენის
დღიდან არის, როგორც შემქმნელი და ისე დამანგრეველი
ყველაფრისა. ეს არის გრძნობა, რომელიც აღემატება მატერიალურს
და ეხება პიროვნების სულს. ამის გამო მისი განსზაზღვრება ძალიან
რთულია, რადგან ის შეიძლება იყოს ყველგან, ყველაში და
ყველანაირი სახით. მაგალითად, რომანტიული კავშირის გარდა,
სიყვარულს აქვს შესანიშნავი უნარი აამაღლოს ადამიანი სულიერად
და ხელი შეუწყოს საკუთარი თავის აღმოჩენაში. ამ ესეში შევეცდები
დავასაბუთო აზრი, იმის შესახებ თუ როგორ უკავშირდება ერთმანეთს
სიყვარული და პიროვნული ზრდა.

საზოგადოებები ყოველთვის შედგებოდა ადამიანებისაგან, რომელთა


აზრიც არ მოდიოდა თანხვედრაში სხვების შეხედულებებთან. ეს
სრულიად ნორმალურია და ამგვარ გარემოს პოლარიზებულს
უწოდებენ. თუმცა, ზოგჯერ ასეთ საზოგადოებებში წარმოიქმნება
პრობლემა, ადამიანები განსხვავებული აზრს ვერ ეგუებიან და მას
პირად შეუარცხყოფად იღებენ. ასეთი ხარვეზები კი, არამარტო ხელს
უშლის მათ განვითარებას, არამედ მნიშვნელოვნად ცვლის
საზოგადოებას და სახელმწიფოს.
თავიდან ეს ყველაფერი ორ თაობას შორის კამათს ჰგავდა,
რომელსაც ყველგან შევხვდებით, თუმცა როდესაც გრიგოლ
ორბელიანმა დაბეჭდა ლექსი პასუხი შვილთა ყველაფერი შეიცვალა.
გრიგოლ ორბელიანი დაუფარავად აყენებდა შეურაცხყოფას
თერგდალეულებს და ეჭვქვეშ აყენებდა მათ სამშობლოსადმი
სიყვარულს. ასეთი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა ხელს შეუშლიდა
მაშინდელ საქართველოს. პრობლემა ძალიან ადვილი გამოსაცნობი
იყო და ეს გახლდათ მეფის რუსეთი, რომელიც ქვეყანას ენას, მამულსა
და სარწმუნოებას ართმევდა. ოქროს ჯაჭვით თვალებახვეული
ორბელლიანი კი ამ ყველაფერში ილიას და მის თანამოაზრეებს
ადანაშაულებდა. ეს ყველაფერი კი გამოწვეული იყო მისი არასწორი
დასკვნებიდან, მან არ დაუშვა, რომ ილიას წერილში შესაძლოა რაიმე
სასარგებლო ყოფილიყო და არა შეუარაცხმყოფელი. ახალგაზრდა
მწერალმაც არ დააყოვნა და დაწერა პასუხის პასუხი : ჩვენ უჩინონი,
ჩვენ უჩინონი
თქვენ ჩინიანთა, ბუზად გგონივართ...
იქიდამ ვკნავით,
სად თქვენის მადლით
ხაფანგებ ქვეშე დამწყვდეული ვართ.
საბედნიეროდ სამოციენელებმა მოახერხეს და გაუმკლავდნენ ძველ
თაობას, რითაც ფაქტიურად საძირკველი ჩაუყარეს მომავალს და უკეთეს
საქართველოს.
ჯორჯ ორუელის ნაწარმოებ „ცხოველების ფერმაში“ შინაური
ცხოველები აუჯანყდებიან ადამიანებს და გახდებიან ფერმის ლიდერები.
აჯანყებულების მეთაურები ღორები არიან, რომლებისთვისაც სხვა
აზრის მქონე ცხოველების არსებობა მიუღებელია და ამას იღებენ ისე,
როგორც პირად შეურაცხყოფას. ამის გამო ყველა იმ სარსებას, რომელსაც
გამოიჭერენ სხვა იდეოლოგიის ქონაში, აგდებენ ფერმიდან ან უარეს
შემთხვევაში, კლავენ.
დღევანდელ სამყაროში, სადაც განათლების დონემ საგრძნობლად იმატა,
თავი იჩინა ძალიან ბევრმა განსხვავებულმა აზრმა, რაც ჩემი აზრით
ძალიან კარგია. თუმცა, მიუხედავად დადებითი მხარეებისა ადამიანები
ვერ აფასებენ ახალ იდეებსა თუ წამოწყებებს, რაც საზოგადოებისათვის
ცუდის მომტანია.
საბოლოოდ, მნიშვნ

კაცობრიობას თავისი ისტორიის მანძილზე მრავალჯერ ჰქონია ისეთი


საკითები, რომლებსაც მორალური გაურკვევლობა მოუტანია. ასეთი
პრობლემაა კითხვა, არის თუარა გამართლებული მტერთან
თანამშრომლობა? ამ ერთი შეხედვით მარტივ კითხვას ნამდვილად არ
გააჩნია ერთი პასუხი. მიუხედავად იმისა, რომ მტერთან
თანამშრომლობა ეწინააღმდეგება ზოგად ნორმებს, მორალსა თუ
ტრადიციებს, რიგ შემთვევებში ისტორია გვიყვება ამბებს, რომლის
მიხედვითაც ინდივიდებსა თუ დიდ ჯგუფებს წარმატებით
გამოუყენებიათ მოწინააღმდეგესთან კოლაბორაცია. ამ თხზულებაში
მოვიყვან არგუმენტებს ორივე მხარის დასაცავად და შევეცდები
ნათლად ავხსნა თუ რატომ შეიძლება იყოს გამართლებული ან
გაუმართლებელი მტერთან თანამშრომლობა.
ლეო ქიაჩელის მოთხრობა „მთის კაცში“ ვხვდებით ერთ საინტერესო
პერსონაჟ სამსონს, რომელიც მტერთან კოლაბორაციონიზმმა
სიკვდილს გადაარჩინია ”ჩემი ამბავი ნუ გაგიკვირდება მთის კაცო,
მოღალატე არ გეგონო, დათვი მომერია და ბაბაია ვუწოდე...“ მის
სიტყვებში, რომელშიც იგი ხსნის თუ რატომ მოუწია ქვეყნისთვის
ღალატი, შეგვიძლია დავინახოთ ორი ტიპის ადამიანი. პირველი,
ინდივიდი, რომელიც იმდენად ლაჩარია, რომ სიკვილს საკუთარი
ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა ურჩევნია, რასაც, დამეთანხმებით, ვერ
გავამართლებთ და ასეთი ადამიანის არსებობა, არამარტო
სამშობლოსთვის, არამედ მეორე მხარისთვისაც საზიანოა. და მეორე,
პიროვნება, რომელსაც შეუძლია უკან დაწიოს ადამიანური გრძნობები,
ნორმები და მისი რეპუტაციაც კი, ყველაფერს შეხედოს ცივი გონებით
და კრიტიკულად იმის გამო, რომ ამ გზით დაიცვას საკუთარი ხალხი.
რა თქმა უნდა, როგორი არასასიამოვნოც არ უნდა იყოს პასუხი, ასეთი
ადამიანი სასარგებლოა და გასამართლებელი მსგავს სიტუაციაში.
ალბათ, სამსონიც ასეთი კაცი იყო, რადგან დიალოგის ბოლოს
დატყვევებულს მთის კაცს გათავისუფლებას ჰპირდება: ბლა ბლა ბლა
როგორც თხზულების დასაწყისში ვახსენე, ისტორიას მრავლად ახსოვს
ფაქტები, როდესაც მტერთან თანამშროლობამ დადებითი შედეგები
მოიტანა. ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარიაო ალბათ ყველას
გაგვიგონია ეს გამოთქმა და მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირი
ზუსტად ამ სტრატეგიას დაეყრდნო. როდესაც ორმა
დაპირისპირებულმა მხარეებმა, საბჭოთა კავშირმა და ბრიტანეთი -
ამერიკამ, გაანალიზეს ფაშისტური გერმანიის საფრთხე, მათ
გადაწყვიტეს გაერთიანებულიყვნენ საერთო მტრის წინააღმდეგ.
საბოლოოდ მსოფლიო გადაურჩა ფაშისტურ რეჟიმს და მეორე
მსოფლიო ომიც დასავლეთის გამარჯვებით დასრულდა.
მეორე მხრივ, გვაქვს სიტუაციები, რომელშიც მტერთან
თანამშრომლობას ვერ გავამართლებთ. მაგალითისთვის
დღევანდელი საქართველოს მაგალითი რუსეთთან მიმართებაში .
სამწუხაროდ, ბოლო 20 წელიწადია ნათლად ჩანს სახელმწიფოს
კეთილგანწყობა ჩრდილოელ მეზობელთან, მიუხედავად იმისა, რომ
ამის გასამართლებლად ძალიან საინტერესო ფრაზა მოჰყავთ,
რომლის მიხედვითაც მრისხანე დათვი არ უნდა გავაბრაზოთ, ყველამ
კარგად იცის რუსეთის, როგორც სახელმწიფოს დამოკიდებულება.
ისინი არ ცნობენ არანაირ მორალსა თუ მსოფლიო კანონებს, რის
გამოც მათთან თანამშრომლობა დამღუპველია. მაგალითისთვის, ომი
სამაჩაბლოში, მცოცავი ოკუპაცია, შინა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა
და უდანაშაულო ადამიანების მოტაცება-დაპატიმრება.
დასასრულს, ჩემი აზრით, მთავარია ადამიანს არ აერიოს ზღვარი,
რომელიც გადარჩენასა და ადამიანურ მთლიანობას შორის გადის და
დაიცვას მათ შორის ბალანსი, რადგან კითხვა იმის შესახებ, რომ არის
თუ არა მტერთან თანამშრომლობა გამართლებული არის ორაზნოვანი
და უგუნურობაა მისი ერთ ხაზზე დაყვანა.
იმ დროიდან, როდესაც ადამიანმა ისწავლა კომუნიკაცია და
განუვითარდა ცნობიერი, მან დაიწყო ნივთების, ცხოველებისა თუ
სხვადასხვა გამოგონილი არსებების თაყვანისცემა, რასაც
ცრუმორწმუნეობა ეწოდება. უხსოვარი დროიდან დღემდე
ცრურწმენებმა მედგრად გაიდგა ფესვები სხვადასხვა ერის
კულტურაში. მიუხედავად ამისა, ფიქრისა და დაკვირვების შემდეგ ,
ჩვენ შეგვიძლია ნათლად დავინახოთ მისი ცუდი მხარეები. ამ
თხზულებაში შევეცდები დავასაბუთო აზრი, რომლის მიხედვითაც
ცრუმორწმუნე ადამიანი, შეიძლება დაბალი ინტელექტის მქონედ და
უვიცად ჩაითვალოს.

კაცობრიობას თავისი ისტორიის მანძილზე მრავალჯერ ჰქონია ისეთი


საკითხები, რომლებსაც მორალური გაუკრვევლობა მოუტანია. ასეთი
საკითხია ის, რომ კეთილშობილური მიზნის მიღწევისთვის ფიზიკური
დაპირისპირებაც არ გამოვრიცხოთ. ზოგიერთისთვის მიუღებელია
ძალადობრივი გზის გამოყენება, რადგან მათი აზრით ეს პრობლემის
მოგვარების არა ადამიანური გზაა. ხოლო, ჩემი აზრით, რადგან მიზანს
შეუძლია გაამართლოს საშუალება და ამ შემთხვევაში მიზანი
კეთილშობილურია, დაშვებულია ამისთვის ძალადობის, როგორც
უკანასკნელი საშუალების გამოყენება.
ჩემი პოზიციის გასამყარებლად დამეხმარება ილია ჭავჭავაძის
ნაწარმოები „ოთარაანთ ქვრივი“, რომლის ერთ-ერთ ეპიზოდშიც
ვაწყდებით ძალიან საინტერესო სიტუაციას. კერძოდ, გიორგი,
რომელსაც სოფელში დიდ ვაჟკაცად იცნობენ, ტყეში სიარულისას
გადაეყრება ომარაანთ მოჯამაგირეს. მოჯამაგირეს ხის ქვეშ, ჩრდილში
წამოწოლილს სძინავს და ამასთან ერთად ხარები, რომლებიც მისი
მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ, მზეზე იდგნენ და საცოდავად
სცოხნიდნენ. სცენარით აღშფოთებულმა გიორგიმ ზარმაც
მოჯამაგირეს კამეჩების აშვება სთხოვა თავაზიანად, რაზეც აგდებული
და შეურაცხმყოფელი პასუხი მოჰყვა: „-შენ რა ჩემი ფეხები გინდა...შენ
რა გეპრიანება?“. ამისდა მიუხედავად ოთარაანთ ქვრივის
ერთადერთი ვაჟი ცდილობდა, როგორმე სიტყვით მოეგვარებინა
პრობლემა და ამისთვის ყველაფერი სცადა. თუმცა მოჯამაგირემ
ყურშიც არ შეუშვა მისი თხოვნა, რის შემდეგაც ორივე ეცნენ
ერთმანეთს და დაიწყეს ჩხუბი, რომელშიც გიორგიმ იმარჯვა.
დამარცხებულმა კი მას სოფლის სასამართლოში უჩივლა, თუმცა
გიორგი აქაც გაამართლეს. თუკი ამ ეპიზოდს განვიხილავთ
მივხვდებით, რომ მოჯამაგირე არ წარმოადგენდა პრობლემას
მხოლოდ გიორგისთვის ან კამეჩებისთვის, არამედ ის იყო მთლიანი
სოფლის პრობლემა. ასეთი ადამიანები ხელს უშლიან საზოგადოების
განვითარებას და მხოლოდ საკუთარი თავებისთვის იღწვიან. მისი ეს
უგუნურობა არამარტო ომარაშვილებს, არამედ შემდეგში სხვებსსაც
დააზარალებდა და ერთ დღესაც პრობლემა გიორგის კარზეც
მიდგებოდა. როგორც ვიცით, პრობლემა მაქამდე უნდა გავაჩერთ,
სანამ გაიზრდება და ცუდ შედეგებს მოიტანს. გიორგიმ კი პირველივე
შესაძლებლობა გამოიყენა, აღსანიშნავია ისიც, რომ მან ძალა მაშინ
იხმარა, როდესაც სხვა გზა აღარ ჰქონდა დარჩენილი.
დღეს ამ საკითხს ისევ იმავე ადგილი უჭირავს, როგორიც უწინ, თუმცა
ადამიანებს ხშირად ეშლებათ მისი მთავარი აზრი. მიუხედავად იმისა ,
რომ დღეს ყველანაირი ფიზიკური დაპირისპირება კანონით ისჯება,
მაინც არის შემთხვევები, როდესაც ერთმანეთს ფიზიკურად
უპირისპირდებიან არასაკმარისი მიზეზების გამო. ყველაზე კარგი
მაგალითი ამისა არის პარლამენტი. ადამიანები, რომლებმაც
მაგალითი უნდა მისცენ მოსახლეობას, მართონ ქვეყანა და
გადაწყვეტილებები ერთად მიიღონ, მცირე კამათსაც კი ვერ აგვარებენ
სიტყვიერად და იწყებენ გინებასა და ჩხუბს. არადა, მოგეხსენებათ,
ფიზიკური ძალა უნდა იყოს ბოლო ვარიანტი პრობლემის
მოსაგვარებლად, თანაც მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს ყველაფერი
კეთილშობილურ მიზნებს ემსახურება. პოლიტიკოსების შემთხვევაში
კი ყველაფერი პირიქითაა.

ჩვენი ცხოვრება სავსეა დაყოფებით. ადამიანები იყოფიან მრავალი


მიზეზის გამო, რასაც მოსდევს მათი ცვლილებები და განსხვავებები
სხვებთან შედარებით. ამის ყველაზე კარგი მაგალითია თაობების
დაყოფა, რომელიც, ერთი შეხედვით, ბუნებრივი პროცესია.
განსხავვებულ დროში, განსხვავებულ ადამიანებთან და განსხვავებულ
სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტში თაობა იძენს თავის
მახასიათებლებს, რომლებიც გამოარჩევს მას წინა და შემდეგი
თაობისგან. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც პოულობენ ისეთ
რაღაცეებს, რაც ქმნის მათი კავშირის საფუძველს, რაც, თავისთავად,
ხელს უწყობს ორივე მხარის განვითარებას.
პირველ რიგში, სხვადასხვა თაობის კავშირის საფუძველი არის არც
მეტი და არც ნაკლები-ოჯახი. დიახაც, ჩვენ ოჯახში ვხვდებით არა ორ,
არამედ სამ და შესაძლოა ოთხი ან მეტი თაობის წარმომადგენლებს.
მაგალითდ, როდესაც მშობლები დაკავებულები არიან, პატარები
ხშირად იზრდებიან ბებია-ბაბუებთან ერთად, რაც მათ შორის ძალიან
ძლიერ კავშირს ქმნის. კიდევ ერთი რამ, რამაც შეიძლება თაობები
დააკავშიროს არის საერთო საქმე და პროფესია. სხვადასხვა
დაწესებულებეში მნიშვნელოვანია განსხავებული ასაკის
თანამშრომლები. ისინი ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას,
სიახლეებსა და ძლიერ მხარეებს, რითაც ზრდიან პროდუქტიულობასა
და ასევე ეხმარებიან ერთმანეთს.
მიზნების დასახვის უნარი არის თვისება, რომელიც ადამიანს
ცხოვრების უკეთ წარმართვაში და დაგეგმვაში ეხმარება. ადამიანი
მისი სიცოცხლის მანძილზე ისახავს უამრავი მიზანს და ყველაფერს
აკეთებს იმისთვის, რომ მისი სურვილი სისრულეში მოვიდეს. თუმცა
არის შემთხვევები, როდესაც გარემოებების გამო ჩვენი მიზნებისა და
პირადი ინტერესების გვერდზე გადადება გვიწევს. ეს, რა თქმა უნდა,
იწვევს უსამართლობის გრძნობას, რადგან, ჩვენდა უნებურად,
დასახულ გეგმას გზაზე პრობლემა ეღობება. მიუხედავად ამისა
ადამიანმა უნდა შეძლოს საღად აზროვნება და სიტუაციის
გაანალიზება, რათა მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ
სწრაფად გადალახოს დაბრკოლება და ისევ დაუბრუნდეს საკუთარ
გეგმებს.

ჩვენი სამშობლო ძალიან პატარა, თუმცა უმდიდრესი ისტორიის მქონე


ქვეყანაა, რომელსაც საკუთარ თავზე გადატანილი აქვს გაჭირვება,
ომები, სისხლი, მშვიდობა, სიხარული და რაც მთავარია-დრო.
საქართველომ გაუძლო ყველანაირ ჟამს და მის მოტანილ სიკეთესა
თუ ბოროტებას. ქართველი ხალხიც უფრო და უფრო ძლიერი
ხვდებოდა ყველანაირ გამოცდას, რადგან ყოველ შემდეგ თაობას
მოყვებოდა ის ინსტიქტები, რომლებიც მის წინაპრებს გააჩნდათ და
დრომ თითქმის ყველაფერში დაგვახელოვნა და გამოგვწაფა. ერთ-
ერთი რამ კი, რაც საუკუნეობრივი ისტორიიდან ვერ ვისწავლეთ არის
მტრის ამოცნობა. ეს საკითხი, რომელიც ჩვენთვის ყოველთვის
უმთავრეს პრობლემას წარმოადგენდა, იყო მიზეზი ყველა იმ
განსაცდელისა, რომელიც ოდესმე დასტყდომია ქართველ ერს. და
ასეც იქნება მაქამდე, სანამ ვერ ვისწავლით მტყუან-მართლის
გარჩევას.
ჩემი თხზულების ძირითადი ნაწილში საუბარი გარეშე მტერზე
მიმდინარეობდა, თუმცა სხვა მტერზე უფრო მეტი ბოროტება ჩვენთვის
ცრუ მოყვარეს ჩაუდენია, მტერი მოყვრულად მოსული მტერზედ
უარესიაო. დამეთანხმებით, რომ შენიანის მტრად შერაცხვას არა
მარტო გამჭრიახობა, არამედ უდიდესი გამბედაობა სჭირდება და
ალბათ, ქართველს ყოველთვის აკლდა ამ ორიდან ერთ-ერთი მაინც,
რის გამოც, სამწუხაროდ, ხშირი იყო ჩვენში მოღალატეები.

დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიებმა, თითქოს, ყველაფერი


მარტივი და ნათელი გახადა, ეს პრობლემა ისევ აქტულური რჩება.
ტექნოლოგიურმა განვითარებებმა დრო დააჩქარა, რამაც ქაოსი
გამოიწვია და ამ მდგომარეობაში მტრის ამოცნობა ისევ ძალიან
ძნელი რჩება. შეიძლება ის გარეშე სახელმწიფოები, რომლებსაც
ჩვენთვის კარგი არ უნდათ ნათელია, მაგრამ მიანც რჩება კითხვის
ნიშნები იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვენდოთ ქვეყნის შიგნით და
ვის არა. მაგალითისთვის ავიღოთ პოლიტიკოსები, რომლებიც არიან
ან, რომლებსაც სურთ ქვეყნის სათავეში მოსვლა. ისინი ავრცელებენ
და მოგვძღვრავენ ისეთი იდეოლოგიებით, როგორიც ჩვენს ქვეყანას
არ გამოადგება და არ სჭირდება ან უშვებენ უამრავ შეცდომას,
როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამდენი ხარვეზის
მიუხედავად, ჭარბი ინფორმაციის გამო მოსახლეობას უძნელდება
მტყუან-მართლის გარჩევა და მათი გადახარისხება. შეიძლება ეს
ყველაფერი მიზანმიმართულად არ ხდება, თუმცა ისიც უნდა
გვახსოვდეს, რომ უგუნური მოყვარეც არაფრით ჩამოუვარდება მტერს.
ამის გამოსასწორებლად ყველას უნდა გააჩნდეს საკმარისი აზრი და
ცოდნა ქვეყნის შესახებს, რაც გააადვილებს ავ-კარგის გარჩევას.

ადამიანის ცხოვრებაში არის ორი ძირითადი ეტაპი. პირველი,


როდესაც იბადება და მეორე, როდესაც ხვდება თუ რისთვის დაიბადა .

ცოდნას ადამიანის ცხოვრებაში უდიდესი როლი უჭირავს. ცოდნის


გადაცემის უპირველესი მეთოდი ზეპირი გადაცემა იყო. ადამიანები
დღის განმავლობაში დაგროვილ ცოდნას ერთმანეთს უზიარებდნენ
და ასე აძლიერებდნენ ერთმანეთს. შემდგომ დრო გადიოდა,
გამოცდილება იზრდებოდა და ზეპირმეტყველება საკუთარ
მოვალეობას ვეღარ ასრულებდა. ამის გამო ადამიანებმა დაიწყეს
ინფორმაციის გადაცემა უფრო სისტემური მეთოდებით დაიწყეს,
მაგალითად: ჯერ იყო ხატვა კედლებზე, მორებზე, ქვებზე და ბოლოს
ფურცელზეც, რამაც საბოლოოდ წიგნის სახე მიიღო. წიგნი კი, ჩემი
აზრით, არის კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი გამოგონება და მისი მისია არ შემოიფარგლება
მხოლოდ გამოცდილების გადაცემით, არამედ წიგნი ბევრად დიადია
და მას ადამიანის ცხოვრებასა და ცნობიერებაში უდიდესი როლი
უჭირავს.
ფრენსის ბეკონს ტყუილად არ უთქვამს, რომ წიგნები აზრის ხომალდებია,
ჟამთა ტალღებში რომ მიცურავენ და ზრუნვით გადასცემენ ძვირფას ტვირთს თაობიდან
თაობასო.

ადამიანის ცხოვრებაში არის ორი ძირითადი ეტაპი. პირველი, როდესაც


იბადება და მეორე, როდესაც ხვდება თუ რისთვის დაიბადა და ამ
რეალიზაციაში მას ყველაზე მეტად წიგნი ეხმარება. მაგალითად,
ფრენსის ბეკონს ტყუილად არ უთქვამს, რომ წიგნები აზრის ხომალდებია,
ჟამთა ტალღებში რომ მიცურავენ და ზრუნვით გადასცემენ ძვირფას ტვირთს თაობიდან
თაობასო. მართლაც, წიგნს აქვს უნიკალური უნარი ..
თუმცა გედეონი, თითქოს, წიგნს მხოლოდ იმისთვის კითხულობს, რომ
იძულებულია და სხვა გზა არ აქვს. არადა წიგნი შეიძლება განვიხილოთ,
როგორც უფრო დიდი რამ, ვიდრე ეს კარიერაში გზის გაკვლევაა.
მაგალითად, ლიტერატურა, განსაკუთრებით მხატვრული, ადამიანში
აღვიძებს ადამიანურ და მივიწყებულ გრძნობებსა და თვისებებს. თანაც
არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ მასში დახარჯული დრო
დაკარგულად არასდროს არ ჩაგვეთვლება და ეს ცოდნა ყოველთვის წინ
დაგხვდება.

არ არსებობს ადამიანი, რომელიც მეორეს ჰგავს. ყოველი მათგანი


ერთმანეთისგან განსხვავებული და უნიკალურია. გარემო, სადაც
ცხოვრობენ ა თუმცა არსებობს რაღაცეები, რაც მათ აერთიანებთ,
მაგალითად, გვარი.
დღეს ეს თესიზი ისეთივე აქტუალურია, როგორც უწინ. ეს ბუნებრივია,
რადგან ჩვენ საქმე არ გვაქვს რაიმე უბრალო მოვლენასთან, არამედ -
ბუნების ურყევ კანონთან. როგორც ყველას, მეც შემიმჩნევია კავშირი
და მსგავსება ჩემი გვარის უფროს წარმომადგენლებთან, რაც ჩემში
სასიამოვნო გრძნობებს ტოვებს. რადგან, როდესაც ხვდები, რომ
რაღაცის ნაწილი ხარ ეს უფრო გაძლიერებს, ვიდრე პირიქით და
მიჩნდება სურვილი, რომ ყოველი შემთხვევა გამოვიყენო და ჩავწერო
ჩემი გვარი ყველგან. ასევე გენიჭება უდიდესი პასუხისმგებლობა,
რადგან შენ შენი თაობის სახე ხარ და უნდა ეცადო, არ დაუშვა იგივე
შეცდომები, რაც - წინაპრებმა და ამასთანავე შექმნა ნათელი
მომავალი შემდეგი თაობებისთვის.

მორალი ეს არის რთული და მრავლმხრივი კოცეფცია, რომელიც


მოიცავს პრინციპების, ღირებულებების, რწმენისა და ეთიკის
ერთობლიობას. ადამიაინი მორალური არსებაა, რაც გულისხმობს
იმას, რომ იგი, უპირველესად, იმ დაუწერელ კანონებს ემორჩილება,
რომელსაც სინდისი კარნახობს. მორალის მთავარი ფიგურა, ჩემი
აზრით, არის თვითონვე პიროვნება და ის თვითონ განსაზღვრავს მას,
რაშიც ეხმარება ის წესები, ტრადიციები და ჩვევები, რომლებიც
საზოგადოებაში ყალიბდებოდა და ვითრდებოდა საუკუნეების
განმავლობაში.

როგორც უკვე აღვნიშნე ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, ეყრდნობა


საკუთარ სინდისსა და მორალს, თუმცა არის სიტუაციები, როდესაც
ჩვენი დამოკიდებულება ეწინააღმდეგება საზოგადოებაში
დამკვიდრებულ წესებსა და კანონებს. ამ შემთხვევაში გამოვყოფ ორ
ვარიანტს: პირველი, როდესაც ადამიანი საკუთარ პრინციპებზე უარს
ამბობს და მეორე, პირიქით, ადამიანი გამონაკლისს არ აღიარებს და
მორალს ბოლომდე მიყვება. ალექსანდრე ყაზბეგის დიდებულ
ნაწარმოებში „ხევისბერი გოჩა“ ვხვდებით ეპიზოდს, რომელშიც
ასამართლებენ ხევისბერი გოჩას შვილ ონისეს. კერძოდ, ონისემ
დაუშვა უდიდესი შეცდომა, რის გამოც მრავალი მისიანი დაიღუპა და
შეეწირა ბრძოლას და ახლა იგი დგას მამამისისა და სოფლის წინაშე
და ელოდება განაჩენს.
ეს სიტუაცია შეგვიძლია გავაიგივოთ აკაკი წერეთლის გამზრდელთან.
როდესაც ჰაჯი-უსუფი გაიგებს, თუ რა ჩაიდინა საფარ-ბეგმა იგი არა
აღზრდილს, არამედ აღმზრდელს, ანუ საკუთარ თავს იკლავს. ეს
ამბავი შეიძლება აიხსნას ჰაჯი-უსუფის უდიდესი მორალური
პასუხისმგებლობით. მისთვის საფარ-ბეგის შეცდომა მხოლოდ და
მხოლოდ საკუთარი დანაშაულია, რადგან მან ვერ შეძლო და ვერ
აღზარდა სწორად იგი. ჩვენ ვიტყვით, რომ განა გამზრდელს არ
შეეძლო, სხვანაირად დაფიქრებულიყო და დანაშაული საკუთარ
თავზე არ აეღო? ჩემი აზრით, ამის პასუხი არის ის, რომ ჰაჯი-უსუფის
ზნეობრივი პრინციპები ძალიან მაღლა იდგა და იგი არ აღიარებდა
არანაირ გამონაკლისებს.
ადამიანს, როგორც ყველა სხვა არსებას, ყველაზე ძლიერად
განვითარებული აქვს თვითგადარჩენის ინსტიქტი. ეს თვისება მის
ყველა მოქმედებაში ჩანს. მაგალითად, თეზისად მოცემული
პრობლემა ამბობს, რომ ადამიანები საკუთარ ნაკლოვანებების
გასამართლებლად ყველაფერს აკეთებენ, რაც ამავე თვისებაში
შეგვიძლია გავატაროთ. მიუხედავად იმისა, რომ პიროვნება შესაძლოა
სიკვდილის პირას არ იდგეს, მას უწევს არანაკლებ მნიშვნელოვანი-
რეპუტაციის გადარჩენა. თუმცა, ჩემი აზრით, წაურუმატებლობის
გამართლება არ მოაგვარებს პრობლემას, რადგან როდესაც ადამიანი
უარყოფს საკუთარ ნაკლოვანებებს, ანუ გაურბის პასუხისმგებლობას,
ეს მის ღირსებას კიდევ უფრო შელახავს. მაგალითად, მოსწავლეს
ყოველთვის შეუძლია გამოცდაზე მიღებული უარყოფითი ქულა ტესტის
სირთულეს დააბრალოს, მაგრამ მანამ, სანამ უკეთ არ ივარჯიშებს მისი
შედეგები ისევ იგივე დარჩება.

ჩემი აზრით, ნებისმიერი სარწმუნოების მიმდევარი, ვისაც კი ბიბლია


წაუკითხვას, რთულია არ დაეთანხმოს იქ დაწერილ ცნებებსა თუ
ფრაზებს. ასეთივეა ფრაზა: “ნუ განსჯი სხვას” , რომელიც, ჩემი აზრით,
თეზისად მოყვანილი სათაურის შემოკლებული ვერსიაა. მართლაც,
ადამიანი ერთადერთი არსებაა დედამაწაზე, რომელსაც საღად
აზროვნება შეუძლია. ამის გამო იქამდე, სანამ სხვას განვსჯით, კარგად
უნდა დავფიქრდეთ, დავძლიოთ სიძულვილის გრძნობა და ცივ
გონებაზე არ მივიღოთ გადაწყვეტილება, რათა შეცდომაში არ
შევიდეთ და უდანაშაულო ადამიანს არ დავწამოთ ცილი. ერთი
სიტყვით, როგორც ქართული ანდაზა გვეუბნება-ასჯერ გაზომე
ერთხელ გაჭერიო.

You might also like