You are on page 1of 3

აღვსების ორშაბათის წამება

იმსჯელეთ ეპიზოდში დასმულ მორალურ-ეთიკურ პრობლემებზე და


განაზოგადეთ ისინი.

„შუშანიკის წამების“ მე-8 თავი აღწერს, ტექსტის მსვლელობის კულმინაციურ,


შუშანიკის აღვსების ორშაბათის წამების ეპიზოდს, სადაც ვარსქენი შუშანიკის
ხელმეორედ წამებით, კიდევ ერთხელ ავლენს თავის ბოროტ, ეშმაკისეულ ბუნებას,
რომელიც სისხლისღვრით და ძალმომრეობით საზრდოობს. ტექსტის ამ თავში
იკვეთება რამოდენიმე მორალურ-ეთიკური პრობლემა, რომელთაგან ერთ-ერთია
ვარსქენის ამორალურობა და სისასტიკე. ეპიზოდში ვარსქენის ბოროტების პირველ
გამოვლინებას, მისი ომიდან დაბრუნების შემდეგ ვხვდებით. ბრძოლიდან დაბრუნებულ
პიტიახშს გულს ეშმაკი უთხრიდა, თავისი ღვარძლი და აგრესია ომშიც კი ვერ გამოლია,
ამიტომ გადაწყვეტს ჯავრი შუშანიკზე იყაროს, მაგრამ შუშანიკამდე, ჯერ სასულიერო
პირს უთავაზებს კვერთხს შეპასუხებისთვის: „ხოლო მან უხეთქნა კუერთხითა ხუცესსა
მას ზურგსა და მან ვერღარა იკადრა სიტყუად.“. შუშანიკის სასახლეში ძალით
წათრევისა და მისი 300-ჯერ კვერთხით წამების შემდეგ, ვარსქენი შუშანიკს ჯაჭვებით
აბამს და გზავნის საპყრობილეში. ამ მომენტში შუშანიკთან მიდის ერთი „დიაკონი
ვინმე“ რათა შუშანიკის მტკიცედ დგომა მოუწოდეს მაგრამ ამ მომენტში იმავე დიაკონი
ეჩეხება ვარსქენის ცხოველურ მზერას, რომელიც საკმარისია სასულიერი პირი გატეხოს
და გააქციოს: „“მტკი...“ და დადუმნა ხოლო და სივლტოლოდ იწყო სწრაფით.“. თითქოს
ვარსქენი რაღაც ბოროტი აურით იყოს გარემოცვილი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს
შიშს გვრის, ვინც კი მის სიახლოვეს აღმოჩნდება. ასეთი გავლენის მქონე პერსონაჟი
მხოლოდ საურონი მახსენდება „ბეჭდების მბძანებლიდან“, ბოროტი ძალა, რომლის
მზერაც კი საკმარისი იყო ნებიმიერი ადამიანსა თუ მაგიურ არსებაში სულის გამყინავი
შიში აღეძრა. საბოლოოდ კი ვარსქენი თავის სისასტიკეს, ცინიკური გამოსვლით
აგვირგვინებს, როდესაც დაბეჩავებულ, მომაკვდავ დედოფალს მიმართავს: „- შენდა
ეგდენ ყოფად არს ფერ(ქხ)ითა შენითა სლვა(იოტა), რამეთუ ცოცხალი არღარა
გამოსვლად ხარ, გარნა თუ ოთხთა გამოგიღონ“.

ტექსტში ასევე ვხვდებით მარტვილის წარმოუდგენელი სიმტკიცისა და სიმამაცის


მომენტებს. პირველი, როდესაც 300-ჯერ კვერთხის მოხვდრის შემდეგ, იგი ხმასაც კი არ
იღებს ტკივილის მიუხედავად. მეორე კი მაშინ, როცა ჭრილობებითა და
დალურჯებებით სავსე, ბორკილებდადებულმა, თავდაუბურავმა შუშანიკმა საკუთარ
თავში იპოვა ძალა, რომ თავისი ხალხისთვის მიემართა: „ ნუ სტირთ, ძმანო ჩმნო, და
დანო ჩემნო, და შვილნო ჩემნო, არამედ ლოცავასა მომი(ქხ)სენიეთ. და ჯმნულმცა ვარ მე
თქუენგან ამიერითგან, რამეთუ არღარა მიხილოთ ცოცხალი გამოსრული ციხით.“. ამ
მომენტში შუშანიკს ბოლომდე ჰქონდა გაცნობიერებული მისი მარტვილობის
მნიშვნელობა, თუ რამხელა გავლენა აქვს დიდმოწამიეს მიერ დაღვრილი სისხლის
თითოეულ წვეთს. დედოფალმა დათმო ყველაფერი მიწიერი და მატერიალური, რაც მას
წუთისოფელთან აკავშირებდა, საკუთარი სხეულის ჩათვლით, რადგან ისწრაფოდა
განღმრთობისკენ, ცხოვრების ახალ სტადიაზე გადასვლისკენ. მსგავსად ქრისტესი,
მარტვილიც ეწირება საღმრთო საქმეს და ამით იმეორებს მაცხოვრის გზას, რითაც კიდევ
უფრო უახლოვდება ღმერთს და სრულყოფილებას. მაცხოვრისა და შუშანიკს შორის
პარალელებს ვხდებით მე-8 თავშიც, მაგალითაც როდესაც ვარსქენი შუშანიკს
მიმართავს: „- აჰა ეგერა, არა გერგო სენ ეკლესია(იოტა) შენი და არცა ზურგნი ეგე შენნი
ქრისტიანენი და უფალი იგი მათი.“. მსგავსად ამ ეპიზოდისა, მაცხოვარსაც
მიმართავდნენ იუდავლები, ეხსნა თავი თუ ის მართლა მესია იყო.

მე-8 თავში ასევე ვხვდებით არშემდგარი საზოგადობის დიქტატორისადმი


მორჩილების პრობლემას. მარტივი მისახვედრია, რომ ამ ისტორიაში დიქტატორი
ვარსქენია, მორჩილი ერი კი ის ხალხი ვინც შუშანიკის წამებას უცქერდა, საპასუხოდ კი
არაფერს აკეთებდა ყურებისა და ტირილის ნაცვლად. შუშანიკის მთელი ამ
მარტვილობის კამპანიის მიზანი, სწორედ ხალხის მხარდაჭერისა და თანაგრძნობის
იმედზე იყო დაყრდნობილი. დედოფალი თავისი დაღვრილი სისხლით ამხელდა
ვარსქენის სისასტიკეს, რასაც ხალხის პროტესტი უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ
სამწუხაროდ არავინ გამოდგა ისეთი ვინც ღიად შუშანიკის მხარეს დაიჭერდა. ამის
მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ დიაკონის ეპიზოდი ან თუნდაც ის მომენტი, როცა
შუშანიკი „თმა-გარდატევებული“ მიჰყავთ საპყრობილეში, მისი თავის შებურვას კი
ვერავინ ბედავს.

ეხლა კი, რაც შეეხება ჩამოთვლილი პრობლემების აქტუალურობას. პირველი ეს


იყო ანტაგონისტური ძალის ბოროტი და სასტიკი ბუნების გამოვლინება. მოცემული
ფენომენი საკმაო პოპულარობით სარგებლობს ყველა დროის ლიტერატურასა თუ
კინემატოგრაფიაში. ისტორიულ კონტექსტში ყველაზე ახლო პარალელი შეგვიძლია
გავავლოთ იმ იუდაველ სასულიერო პირებეზე, რომლებიც მაცხოვარს
დაუპირისპირდნენ და ჯვარს აცვეს, რაც მსგავსად შუშანიკისა, გახდა მისი ადამიანთა
ცნობიერებაში უკვდავების მიზეზი.

მეორე პრობლემა იყო მარტვილის სიმტკიცე და სიმამაცე. იგივენაირად,


პროტაგონისტი, რომელიც თავისი მიზნის მიღწევისკენ ისწრაფვის, იჩენს სიმამაცეს,
სულიერ სიმტკიცეს, დაბრკოლებების მიუხედევად მაინც წინ მიიწევს დიდი
პოპულარობით სარგებლობს, როგორც ლიტერატურაში ასევე კინემატოგრაფიაში.
ხალხისგან კი ასეთი გმირები, უფრო მეტ თანაგრძნობას იღებენ. მსგავსად შუშანიკისა,
საკუთარ რელიგიურ იდეალებს შეეწირა ასევე აბოც, რომელმაც არანაკლები სახელი
მოიხვეჭა ქართველ ერში.

მესამე პრობლემა ეს იყო დიქტატორისადმი მორჩილება. ასევე არანაკლებ


აქტუალური, როგორც დანარჩენი ორი. ლიტერატურულ და კინემატოგრაფიულ
კონტექსტში პარალელების გავლება შეიძლება „დათა თუთაშხიის“ ერთ-ერთ
ეპიზოდთან, „მოსე ზამთარაძის ნაამბობთან“, სადაც ვეცნობით მიკრო დიქტატურის
სათვეში მყოფ არქიფო სეთურს, რომელიც მანიპულირებს სოფლის მაცხოვრებლების
ცნობიერებით, იმედებით, შიშით და სიყვარულით რათა მუდამ იერარქიის სათავეში
იდგეს. განსხვავებით ვარსქენისა, რომელსაც დიქტატურა მხოლოდ შიშზე და ტერორზე
აქვს დაშენებული, არქიფო გაუნათლებელი ხალხის მანიპულირების სხვა ხერხებს
მიმართავს, გარდა დაშინებისა. ზოგადად დიქტატურა ფეხს ყოველთვის ფეხს იკიდებს
იმ ხალხში სადაც განათლების, მორალის და ეროვნული თვითშეგნების დონე
მინიმუმამდე არის დაყვანილი. ასეთი ტიპის არშემდგარი ბრბოს მანიპულირება
გაცილებით მარტივია, ვიდრე ჩამოყალიბებული, მაღალგანვითარებული ერების.
ავიღოთ მაგალითად საბჭოთა კავშირის დიქტატურის მაგალითი. საბჭოთა კავშირის
დიქტატორული რეჟიმის დამყარება კომუნისტებმა მოახერხეს დაბეჩავებული,
გაუნათლებელი და შიმშილის ზღვარზე მყოფი მუშათა კლასის ინტერესებით
მანიპულირებით. კომუნისტური მთავრობა იშორებდა ყველა პროგრესულად
მოაზროვნე ადამიანს, შედეგად ერში რჩებოდა მხოლოდ ის გაუნათლებელი ბრბო,
რომელის კონტროლიც მარტივი იყო დაშინებით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით,
კომუნისტურ იდეოლოგიაზე მორგებული ისტორიის სწავლებით, დიქტატორული
რეჟიმის ადრეული ასაკიდან შეყვარებისა და სხვა მეთოდებით, რაც ერს აქცევდა
უგუნური ცხვრების ფარად, რომელსაც მწყემსი ნებისმიერი მიმართულების
წაერეკებოდა.

You might also like