You are on page 1of 5

ნიკოლოზ შაფაქიძე

სახარებისეული ქართული რეალობა ნიკო ლორთქიფანიძის ნოველაში „ტრაგედია


უგმიროთ“

სახარებისეული პასაჟები ქართულ ლიტერატურაში ხშირად გვხვდება, ჯერ კიდევ


ლიტერატურის საწყისი ეტაპებიდან, მაშინ როცა მწერლობას ბოლომდე არ გაეშალა
ფრთები და არ ჰქონდა შემეცნებული ჭეშმარიტი რემინისცენციების მცირე
კათარზისული ძალა, ქრისტიანული სიმბოლიკა იჩენდა მწერლობაში თავს. შეიძლება
სწორედ ამ ისტორიული, უკვე გენეტიკაში გადასული რელიგიური ნიუანსების ან
უშუალოდ, ნიკო ლორთქიფანიძის პიროვნული ინტერესიდან გამომდინარე, გვიჩნდება
განცდა რომ ავტორი პირდაპირ თუ ირიბად ეხება „წმინდა ოთხთავში“ გაერთიანებულ
იგავებს და ქრისტიანულ სიბრძნეს გადმოგვცემს. ნიკო ლორთქიფანიძის
შემოქმედებაში ცალკე როლი უკავია ნოველას „ტრაგედია უგმიროდ“. როგორც ოთარ
ჩხეიძე აღნიშნავს სტატიაში1, იშვიათია ასე მონუმენტური სახე შემოგვთავაზოს
ავტორმა, აქ არის ტრაგედია და ამ ტრაგედიას ქმნის მეტოქეობა შვილებსა და მამას
შორის, მეტოქეობა საჭმლის გამო.

თითქოს ამ ნოველას არაფერი უნდა ჰქონდეს საერთო ქრისტიანობასთან და მით


უმეტეს მის საკულტო ნაწარმოებთან- „სახარებასთან“. წიგნთან, რომელიც
ადამიანთათვის ღმერთის არსის ახსნას მამის არსის წარმოდგენით ახერხებს. მათე 7:72-
11

„ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძიეთ და ჰპოვებთ. დარეკეთ და გაგეღებათ.


რადგან ყველა, ვინც ითხოვს, იღებს, ვინც ეძიებს, პოულობს და ვინც რეკავს, გაეღება.
განა არის თქვენს შორის კაცი, რომელსაც საკუთარმა შვილმა პური სთხოვოს, მან კი ქვა
მისცეს?
ანდა თევზი სთხოვოს და გველი მიაწოდოს?
მაშ, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის,
მით უფრო თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს მათ, ვინც სთხოვს.“
1
https://burusi.wordpress.com/2010/04/04/niko-lortkipanidze-3/
2
მათეს სახარება
თითქოს ზემოთ მოყვანილი ფრაგმენტიც ერთგვარ წინაღობაშია ნიკო ლორთქიფანიძის
ნოველასთან და ამ ფილოსოფიის შესაბამისი ერთეული ვერ უნდა მოვიპოვოთ
განსახილველ ნოველაში, მაგრამ თუ დავუკვირდებით სახარებაში არის რამდენიმე
არაქრისტიანული მონაკვეთი, რომელიც შეგვიძლია დავუკავშიროთ ნიკო
ლორთქიფანიძის აღნიშნულ ნოველას.

რას ვგულისხმობ როცა ვამბობ არაქრისტიანულ მონაკვეთს?

სახარების მიხედვით, ქრისტე წარმოთქვამს ფრაზას: ვინც ჩემთან არ არის, ჩემს


წინააღმდეგაა.

მაშ ყოველი ისეთი მონაკვეთი, როგორიც გვიამბობს არა ქრისტესა და მისი მიმდევრების
შესახებ, არამედ მისი მოწინნაღმდეგეების შესახებ, უნდა მივიღოთ, როგორც
არაქრისტიანული.

სახარების მთავარი არაქრისტიანული პერსონაჟია იუდა, რომელიც დანტე ალიგიერმა


ჯოჯოხეთის მეცხრე რგოლში მოათავსა.

გგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგ
რმაშ რა აქვს საერთო სახარებასა და ქრისტიანული მორალის ასე საწინააღმდეგო
ნაწარმოებს?

არაქრისტიანული მისწრაფების გმირი.

სანამ უშუალოდ ამ პრობლემას განვიხილავდეთ, მინდა მცირე თავისებურებები


აღვნიშნო, რომლებიც დამახასიათებელია ნიკო ლორთქიფანიძის ნოველისათვის.

ნიკო ლორთქიფანიძე გვესაუბრება არა განყენებული, იდეალური სამყაროს შესახებ,


როგორც წარსული დროის ზოგიერთი გენიოსისასთვის ( თომას მორი, პლატონი) არის
დამახასიატებელი, არამედ ის გვიჩვენებს მისი თანამედრვეობის ჭეშმარიტ ხატებას, იმ
ტრაგიკულ რეალობას, რომელიც გმირებს აქრობს და ყოველ ადამიანს უკარგავს
ადამიანურ სახეს და უკარგავს სახელს.

ქრისტიანობისათვის სახელი უმნიშვნელოვანესი რამ არის, მირონცხების შემდეგ


ყოველი ქრისტიანი იღებს წმინდანის სახელს და ამით ხდება ერთი დიდი მთლიანობის
ნაწილი, რომელშიც ის ინდივიდუალურობას ინარჩუნებს სახელის დახმარებით და თან
მთლიანის ნაწილია სახელის გამო.

სწორედ ამიტომ არ ჰქვია ნაწარმოების მთავარ (ადამიან) პერსონაჟს სახელი. ადამიან


პერსონაჟს ვამბობ, ვინაიდან ამ ნოველას ჰყავს კიდევ ერთი პერსონაჟი, რომელიც არ
ჩანს, ეს არის შიმშილი.

შიმშილი, რომელიც მამას აკარგვინებს სახეს და კიდევ უფრო მეტად განაშორებს


ზეციურ მამას.
ნიკო ლორთქიფანიძე ხედავს სამყაროს ისეთს, როგორიც არის, მისი ბიოგრაფიის მქონე
ადამიანისაგან ეს არც უნდა გაგვიკვირდეს, როგორც ნოდარ დუმბაძე მიგვანიშნებდა
სტატიაში. 3

ამ ნოველის მტავარი პერსნაჟი შეგვიძლია განვაზოგადოთ (ესეც ერთ-ერთი მიზეზია


მისი უსახელობისა) მასში ჩვენ შეგვიძლია აღვიქვათ მთელი იმდროინდელი
საქართველო.

სწორედ ამიტომ არ მგონია შემთხვევით ნიკო ლორთქიფანიძის სიტყვები, რომლითაც


ის გამოხატავს ლამის მაძღარი მამის ფიქრებს და ამავდროულად თითქოს ის
საყვედურობს ყოვლის მპყრობელ ღმერთს, ღმერთს, რომელიც არის მამა.
ვგულისხმობ სიტყვებს: დედა ხომ არ იზამდა!!

თითქოს აქ ნიკო ლორთქიფანიძე მიგვანიშნებს, რომ მატრიარქალურ იდეალთან


მდგომი ღმერთი ვერ გაუძლებდა შვილების ასეთი ტანჯვის ყურებას.

ახლა კი ვისაუბროთ იმაზე, თუ სად იკვეთება სახარების არაქრისტიანი პერსონაჟის,


მეტიც არაქრისტიანი მოციქულისა და უსახელო მშიერი მამის გზები და რა მსგავსებაა
მათ შორის.

სახარების მიხედვით, ქრისტეს მეგუადრუცემაც დაახლოებით მსგავსი გზა განვლო.


პირველ ყოვლისა, მან გაყიდა ქრისტე 30 ვერცხლად. 30 ვერცხლი საკრალური
მთლიანობის ნახევარია და ალბათ შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ნიკო
სამადაშვილის ნოველის პერსონაჟიც შვილებს ნახევარ ჯამ ფქვილზე ცვლის, არა მთელ
საწყაოზე, არამედ ნახევარზე!

„აი დღეს ქე მაქ ცოტა, და ნახევარ ჯამს გიზიარებ...“

სახარების მიხედვით უკანასკნელი რამ, რაშიც იუდა მონაწილეობს ქრისტესთან და


მციქულებთან ერთად არის საიდუმლო სერობა4:

20. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც შეიწყნარებს ჩემს მიერ


მოვლინებულს, მე შემიწყნარებს, ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს
მომავლინებელს.

21. ეს რომ თქვა, შეიძრა იესო სულით, იმოწმა და თქვა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად
გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე.

22. მოწაფეები ერთმანეთს მისჩერებოდნენ და ვერ გაეგოთ, ვისზე თქვა ეს.

23. ხოლო ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს, მკერდზე მიყრდნობოდა მას.
3
https://burusi.wordpress.com/2011/01/04/niko-lortkipanidze-7/
4
იოანეს სახარება
24. სიმონ-პეტრემ ანიშნა მას და უთხრა: ჰკითხე, ვინ არის, ვისზედაც ამას ამბობსო.

25. ხოლო ის მკერდზე მიეკრა იესოს და უთხრა: უფალო, ვინ არის?

26. იესომ მიუგო: ის არის, ვისაც ჩაწებულ ლუკმას მივცემ. ჩააწო ლუკმა და მისცა იუდას,
სიმონის ძეს, ისკარიოტელს.

27. ამ ლუკმის შემდეგ შევიდა მასში სატანა. და უთხრა მას იესომ: რასაც აკეთებ, მალე
გააკეთე.

სწორედ იუდას სულიერი მეტამორფოზას ემსგავსება უსახელო პერსონაჟის სულიერი


მდგომარეობა, როდესაც ის გასასინჯად მოტეხს მჭადის პატარა ნაწილს, თითქოს ამ
ლუკმასთან ერთად მასში შევიდა სატანა და მან გადაუხვია ქრისტიანობის ყოველგვარი
ნორმიდან. ის კარგავს ადამიანურ სახეს და არაფრით აღემატება ცხოველს, რომლის
ერთადერთი გრძნობა შიმშილია. ტიციან ტაბიძე ამბობს:

„ისე ტკბილია ეს მოგონება, როგორც დემონის ფრთების შეხება...“

ამ სიტყვებით უნდა აღიწეროს ცოდვის წამიერი სიამოვნება, თუმცა აღსანიშნავია ისიც,


რომ ნოველის მთავარი პერსონაჟი კი არ ნანობს საკუთარ ცოდვას, კი არ ნანობს
შვილების მშივრად დარჩენას, ის ჩრდილში წვება და თვლემას იწყებს, ნიკო
სამადაშვილმა ამ პლასტიკური ჟესტიკულაციით გამოხატა პერსონაჟის დამდაბლებული
ბუნება, მისი მორალის გაქრობა, ამ პასაჟით უსახელო პერსონაჟი მიწასთან გაასწორა
ავტორმა. გამოღვიძების შემდეგ რა ხდება?

თითქოს სინანული უნდა დაიწყოს, ვინაიდან აფექტის მომენტი სრულდება და ფრაზით


„მე შევჭამე!“ უნდა დაიწყოს მონანიება, მაგრამ განა ეს მართლაც სინანულია? არამც და
არამც!

გავიხსენოთ პერსონაჟის ფიქრები: სირცხვილი!.. ხალხს რაღა უთხრა?!. ვაი თუ დაიხოცენ...

ხალხის შიში, აი კიდევ ერთი საერთო იუდასა და ამ პერსონაჟს შორის. გავიხსენოთ


იუდას ქმედება ქრისტეს ჯვარცმის შემდგომ. მან თავი ჩამოიხრჩო. განა ეს მისგან
საკუთარი დანაშაულის გაცნობიერება იყო? არა, ვინაიდან თუ ის გააცნობიერებდა
საკუთარ დანაშაულს, გააცნბიერებდა ქრისტიანულ მორალსაც და ქრისტიანული
მორალის მიხედვით, მას თავი კი არ უნდა მოეკლა, არამედ უნდა მოენანიებინა, სწორედ
ამიტომ ვფიქრობ, რომ იუდას სინანულის განცდამ კი არა შიშის ან იდუმალი
სირცხვილის გრძნობამ მოაკვლევინა თავი.

ახლა განვიხილოთ რას აკეთებს უსახელო პერსონაჟი?


მამა წამოიჭრა, ეზო გადირბინა. ვენახში მოხვდა. გაბმული ცხვარი სძოვდა. ახსნა. გავიდა ხეზე.
დაჯდა. ბაწარი ტოტს მაგრათ მიაბა, მარყუჟი გამოსკვნა მეორე ბოლოში, გაშინჯა - კისერზე თუ
მომიჭერსო და...

სიმბოლურია რომ მან თოკი მოხსნა ცხვარს, რომელიც ძოვდა ვენახში, ეს თითქოს
წალკოტია, რომლის კარიც არასდროს გაიღება უსახელო ადამიანისთვის და
თვითმკვლელობის სცენაც ზუსტად იდენტურია იუდას თვითმკვლელობისა,
შესაბამისად, ვასკვნი, რომ ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, გენეტიკაში ჩანერგილი
ქრისტიანობის, თუ მისი გაცნობიერების დახმარებით ნიკო ლორთქიფანიძე ახერხებს
რომ შემოგვთავაზოს სახარებისეული ალუზიები. ვინაიდან ამჟამად მხოლოდ
„ტრაგედია უგმიროთ“ არის ჩემი განხილვის თემა სხვა ნოველებში არსებულ ალუზიებს
ამჟამად არ შევეხები.

დამოწმებანი:

ოთარ ჩხეიძე-ხატი ნიკო ლორთქიფანიძისა https://burusi.wordpress.com/2010/04/04/niko-


lortkipanidze-3/

ნოდარ დუმბაძე- ნიკო ლორთქიფანიძე https://burusi.wordpress.com/2011/01/04/niko-lortkipanidze-


7/

მათეს სახარება მეშვიდე თავი

იოანეს სახარება მეცამეტე თავი

You might also like