You are on page 1of 6

სულო ბოროტო

ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების ერთ-ერთი ძირითადი მოტივი სევდა და


მწუხარებაა, რაც არსებული სინამდვილით უკმაყოფილების ნიადაგზე იყო აღმოცენებული.
ლექსს ,,სულო ბოროტოში“ დიდი რაოდენობითაა სევდა, მწუხარება და გულგატეხილობა.

ნიკოლოზ ბარათაშვილი ლექსის დასაწყისში მიმართავს ბოროტ სულს , რომელმაც


დაურღვია სულის სიმშვიდე, მოუკლა ,,ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება“.

,,სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად,

ჩემის გონების და სიცოცხლის შენ აღმაშფოთრად?“

მგოსანი ბოროტი სულის სახელით ნათლავს ხმას, რომელიც შვიდი წლით ადრე აღწერა "ხმა
იდუმალში". პოეტი სვამს საკითხს თუ ვინ არის მისი ცხოვრების წინამძღოლი ანგელოზი თუ
ეშმაკი, ვისი კარნახით აქვს ცხოვრება გატარებული. ,,სულო ბოროტოში კი ამ კითხვას პასუხს
სცემს იდუმალი ხმა პოეტს თავისუფლებას, ,,ტანჯვათა შორის სიამეს”, ჯოჯოხეთის
სამოთხედ გადაქცევას შეჰპირდა. ამ დაპირებებით მოიხიბლა და შეცდა პოეტი. ამ პერიოდში
იგი ურთულეს სიტუაციაშია, პოეტი არჩენს ოჯახსა და ავადმყოფ მამას, იძულებული იყო
უარი ეთქვა ოცნებებზე, იგი ხომ დამონებული ქვეყნის დამონებული შვილი იყო.

ბოროტმა სულმა დაპირება არ შეასრულა და ავტორს მიაგო დამსხვრეული


ოცნებები,ყოფითი ცხოვრების ტყვეობა, სულის სიმშვიდის დაკარგვა. ,,მერანის“ მხედარი,
რომელსაც არ აშინებს თვალბედითი ყორნის ჩხავილი, დაღლილია. ნიკოლოზ ბარათაშვილი
წყევლის იმ დღეს, როცა დაიჯერა, რომ ლაღად, თავისუფლად შეეძლო მიეღწია
საწადელისათვის. ოცნებათა სიმაღლეს შეენაცვალა მიუწვდომლობის უფსკრულში ჩავარდნა.
ავტორი ბოროტ სულს მოსთხოვს დატოვოს, სასწრაფოდ გაწმინდოს მისი არსება, დაუბრუნოს
სულიერი სიმშვიდე, გასცეს პასუხი მის კითხვებს, თუ რატომ აურია ,,წრფელი ზრახვანი“ ,
რატომ შეაცდინა.

,,სად ხარ, აღმშფოთო, მიპასუხე, ნუ იმალები,

რატომ გაცუდდა ძალი შენი მომჯადოები?’’

პოეტის გარშემო თითქოს სიბნელემ დაისადგურა. დაიწყო საშინელი მარტოობა


და ,,სულიერი ობლობა“. მაიკო ორბელიანს შესჩიოდა პოეტი: „არ დაიჯერებ, მაიკო,
სიცოცხლე მომძულებია ამდენის მარტოობით“, „სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს
თავი?“ ადამიანთა ნდობა დაკარგა, რადგან ის, ვინც მაღალი გრძნობის ეგონა, უგულო
აღმოჩნდა, გონიერი–უჭკუო, მშვენიერ კი მხოლოდ ნიღაბი და მოჩვენება.

,, რა ვარ აწ სოფლად დაშთენილი უსაგნოდ, მარტო.’’


ბოლო სტროფში საკუთარ მაგალითზე გვიხატავს, თუ როგორია ადამიანი ბოროტი სულის
ზემოქმედების ქვეშ. ამ დროს ადამიანი კარგავს სამ უმთავრეს ქრისტიანულ სათნოებას:
რწმენას, იმედს, სიყვარულს.

,,ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო, სულით მახვრალი?

ვაი მას, ვისაც მოხვდეს ხელი შენი მსახვრალი!“

რწმენა, ღვთიური საჩუქარია, მეფური სტუმრია,ის სტუმრობს მხოლოდ მას, ვინც მზადაა მის
მისაღებად. იმედი გრძნობაა ყველაზე მაღალი, რომელიც შეუზღუდავია. მის გარეშე, რწმენა
შეუძლებელია. სიყვარული ძალაა, რომელიც მართავს მთელი მსოფლიოს. მისი დახმარებით
შეგვიძლიათ განვსაზღვროთ ადამიანების დამოკიდებულება ერთმანეთთან და ღმერთთან.

,, ახლა კი რჩება რწმენა, სასოება, სიყვარული – ეს სამი. მათგან უდიდესი კი სიყვარულია.“

პოეტი ბოროტ სულის დახასიათებისთვის იყენებს ეპითეტებს, რითაც იდუმალი ხმის


ბუნებას წარმოაჩენს. ლექსი მთლიანად მიმართვას ეფუძნება, ხშირად გამოყენებულია
რიტორიკული კითხვები და შეძახილები.

ამ ლექსს თავიდან ბოლომდე გასდევს ბრძოლის განწყობა, სატანასთან შეურიგებლობის


სულისკვეთება, ამბოხება. პოეტი დამორჩილებული არაა, მართალია ის წაქცეულია, თუმცა
იგი წამოდგომას და “მაცთურებისაგან” თავის დაღწევას ცდილობს, რათა სიმშვიდე
მოიპოვოს.

„აღმართ-აღმართ”

აკაკი წერეთლის შემოქმედებაში იკითხება უდიდესი სიყვარული სამშობლოსადმი, არც


ლექსი „აღმართ-აღმართ” არის გამონაკლისი. ეს ლექსი შეიძლება ცხოვრების მოდელადაც
წარმოვიდგინოთ, რადგან ნაწარმოები აღმასვლით იწყება, ხოლო დაღმართის გავლით
სრულდება. ასევე შესაძლებელია სატრფოს სახით წარმოდგენილი გვქონდეს გარუსების
გზაზე დამდგარი საქართველო.

„აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა...”

ამ გზის გავლა ღვთისკენ სიარულს უტოლდება. ჭმუნვის ალის განელება ხორციელი


ტანჯვის, ხორციელი ცხოვრების დაძლევამ გამოიწვია. მზე ღვთის ხატია. მისი სხივების
შეგრძნება ღმერთთან სიახლოვესთან ასოცირდება.

„შემიდუღდა მაშინ სული და გული,

იმ ნადუღში თვით მე ვიყავ დაგული”.

ცეცხლი ამ ლექსში შეიძლეგა ატარებდეს იმავე აზრს, რასაც „გრიგოლ ხანძთელის


ცხოვრებაში”, როცა მნათე გრიგოლის სენაკთან მივა და იქიდან გამომავალ ცეცხლის შუქს
დაინახავს: „ცეცხლი აღდებულ არს სენაკსა შინა მამისასა!” შესაბამისად, ცეცხლი შეიძლება
აღნიშნავდეს არა დამწველს, არამედ სულის ამამაღლებელს.

მიწაზე დაშვება აღნიშნავს პოეტის შინაგან გრძნობას, დაეხმაროს საკუთარ მამულს და არ


მიატოვოს იგი გასაჭირში. თითქმის ცად ამაღლებულს, კვლავ ადარდებს ქვეყნის ბედი და ვერ
ტოვებს მას. მწვერვალზე ასულმა კი შემდეგი სურათი დაინახა:

„გავიხედე, ვნახე, რომ სხვას ჰმონებდა!

გამიკვირდა! ვსთქვი: „მტერს როგორ მონებდა?”

ამ მონაკვეთში კარგად იკვეთება საქართველოს იმდროინდელი პოლიტიკური ვითარება.


თავისუფლების და სიმშვიდის დაპირებას ამოფარებული რუსეთი რეალურად ორივეს
გვართმევდა. ჭინჭარი ერთი შეხედვით უწყინარია, მაგრამ შეხებისთანავე ვგრძნობთ სუსხს.
ასევე იყო მეზობელი ქვეყანაც.

სამწუხაროდ, პოეტის გაფრთხილება ამაო აღმოჩნდა და ,,მშობელმა შობილს” უარი უთხრა.

„არ მისმინა მწუხარებით დანაგულს,

და დამასვა საუკუნოდ დანა გულს!”

პოეტი ხვდება, რომ ის გზა, რომელსაც მისი სამშობლო მიჰყვება სულაც არ არის გზა
ღმერთამდე, მზემდე, სინათლემდე, არამედ ესაა ბილიკი სიბნელისკენ და ბოროტებისკენ. ამ
ყველაფრის გააზრების მიუხედავად, აღმართზე ასული მემამულეებთან ერთად იწყებს დაღმა
სვლას.

ლექსს განსაკუთრებულ ეფექტს სძენს მხატვრული ხერხები. მეტაფორები: „აღმართ-აღმართ”,


„მზემან” აღნიშნავს თავად ღმერთს და მისკენ სწრაფვას. ეპითეტები: „დანაგული”, „სადარი”
გვეხმარება ავტორის და საქართველოს მდგომარეობის უკეთ გააზრებაში.

ლექსი ასევე დაწერილია ომონიმური რითმის სახით, რაც ნაწარმოებს კეთილხმოვანებას


მატებს და აზრობრივ სათქმელსაც ამძაფრებს. ასევე სტროფებში ოთხი სტრიქონის მაგივრად
გვხვდება ორ-ორი ტაეპი. მთელი ლექსი კი ალეგორიულადაა გადმოცემული.

***

ლექსში ,,აღმართ-აღმართ” გამოკვეთილია ავტორის გულისტკივილი და ღრმა განცდები


სამშობლოს მიმართ. აკაკი ერის მაჯისცემის მაყურადებელი იყო და ძილშიც კი არ ეძინა
სამშობლოზე მოფიქრალს. ის იმდენად სავსე იყო სევდითა და ნაღვლით, ლექსშიც ჩააქსოვაეს
თითოეული განცდა. მან სამშობლო წარმოაჩინა, როგორც მოტყუებული და
სასიკვდილოდგანწირული სატრფო.პოეტი მჭმუნვარედ, სევდით იყურება და მას
ყოველგვარი იმედი წარსულში დარჩა, თუმცააღმართ-აღმართ იწყებს სვლას, რათა შედგეს
სერზე და ჭმუნვის ალი შეინელოს.„აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა, სერზედ შევდექ,
ჭმუნვის ალი მენელა.”ლირიკული გმირი სულიერი განვითარების გზას შეუდგა და ღვთისკენ
დაიწყო სიარული, სადაც, ჩანს ხორციელი ყოფა დასძლია, ამ სიმაღლეზე კი სიკვდილის შიში
აღარ აწუხებს. აქყოველგვარ სისპეტაკეს ეზიარება და მზის სხივის სახით ღვთიური ნათელი
ეფინება. პოეტიუცნაურ გრძნობას განიცდის, რასაც მეტაფორულად გადმოგვცემს:
„შემიდუღდა მაშინ სული და გული, იმ ნადუღში თვით მე ვიყავ დაგული”უცნაური ცეცხლი
გიზგიზებს მის გულში, ცეცხლი რომელიც შიგნიდან განწმენდს მას,მაგრამ უეცრად ბზარი
ჩნდება, სულისშემძვრელი რეალობა ჩანს ამ სიყვარულითა და სიწმინდით სავსე ადგილას.
ამის შემდეგ ავტორი სულ სხვა გარემოს გვიხატავს, იწყებადაღმა სვლა, თითქოს მიწას
ბოლომდე ვერ მოსწყდა და იგრძნო სიმძიმე. გაახსენდა მტრისფარისევლური ალერსით
მოტყუებული სატრფო, თავისი სამშობლო და უდიდესმატკივილმა შეიპყრო. სამშობლოს ის
პატივაყრილ ქალწულს ადარებს, რომელიც გულუბრყვილოდ ენდობოდამოყვრის ნიღბით
მოსულ მტერს. მას აწუხებს ეს მტკივნეული მდგომარეობა და ამბობს: “: „ მივაძახე ჭინჭარში
ნუ ვარდები !” ნუ გგონია იქ ია და ვარდები ის აფრთხილებს სატრფოს, თუმცა ამაოდ, რადგან
თითქოს პოეტმა და სატრფომ ერთმანეთსვერ გაუგეს. აქ იწყება პოეტის ტრაგედია, ვეღარ
ძგერს მისი გული ისე, როგორც უწინ. თოთქოს დაკარგა მხნეობა და რწმენ.“იქ ჩაბრძანდი,
სად გელიან ლოდებით, ბარით, ნიჩბით, კუბოთი და ლოდებით!”"

,,თერგისა და მყინვარის, დღისა და ღამის დაპირისპირება მგზავრის წერილების მიხედვით“

ილია ჭავჭავაძე თავის ნაწარმოებ ,,მგზავრის წერილებში“ მოგვითრობს მისი


მოგზაურობისა და ფიქრების შესახებ.

რუსეთიდან სამშობლოსაკენ მომავალი პოეტი გზაში ხედავს უცხო მიწაზე „ნათრევ


ლომს“ დამსგავსებულ თერგს და აღეძვრება ფიქრები მის მიერ ასევე უცხოეთში გატარებული
ოთხი წელიწადის შესახებ - როგორი გახდა ის თავად „უცხო ნიადაგზედ გადარგული“, ხომ
არ დაავიწყდა მშობლის ენა და გასაჭირი; რა გამოვა მისგან - „ბრწყინვალე მტევანი“ თუ
„ძაღლყურძენა“? შესძლებს იგი თავისი უპირველესი ადამიანური ვალის - მამულის
სამსახურის პირნათლად აღსრულებას? შესძლებს, რომ გულნატკენი, მტირალი, მგლოვიარე,
დავრდომილი, უნუგეშო მისი ქვეყანა ფეხზე წამოაყენოს? ამ განცდებშია პოეტი და თან
ეშინია, რომ ეს ამაღლებული ფიქრები მარტო ფიქრებად არ დარჩეს, როგორც ხშირად ხდება
ხოლმე, და თავის თავს უსვამს კითხვას - ფიქრი კი, მაგრამ ჩემმა ქვეყანამ საქმე რომ
მომთხოვოს, რეალურად რა უნდა ვქნაო. მის თვალწინ გადაიშლება საქართველოს მშვენირი
სანახაობა - მყინვარი და თერგი. ეს იწვევს მასში ასოციაციას საქართველოს წარსულის
აჩრდილთან და მის აწმყოსთან.

ილიას არ უყვარს მყინვარის მოჩვენებითი და მაცდუნებელი სიდიადე, რომელიც


რეალური შინაარსისაგან დაცლილია. “შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა,
რომ იქიდამ დაიწყოს ცხოვრების უღლის წევა. შვილს უნდა გამორკვეული ჰქონდეს, რაში
იყო მართალი და კარგი მისი მამა, რაში იყო შემცდარი, რა ავი მიაჩნდა კეთილად და რა
კეთილი - ავად, რა უმართავდა ხელს, რა აბრკოლებდა, რისთვის ირჯებოდა და მხნეობდა,
და რისთვის და რაში უქმობდა. უამისოდ თითონ შვილი, რაც გინდა მხნე და გამრჯელი
იყოს, უხორთუმო სპილოს ეგვანება, დავით გურამიშვილისა არ იყოს...“ წერდა ილია
სტატიაში „ერი და ისტორია“. მართალია, ერის დიდი წინაპარი ნამდვილად იდგა მყინვარის
სიმაღლეზე, მაგრამ შემდგომმა თაობებმა ის სიმაღლეები დაკარგა.კარგია მყინვარის
სიმაღლე, მაგრამ წარსულზე, აწმყოს გარეშე, მომავალს პირდაპირ ვერ დააშენებ.

მყინვარისაგან განსხვავებით, რომელიც მაღალი, დიდებული, მაგრამ უმოქმედო,


ფუნქციადაკარგულია, თერგი სახეა „ადამიანის გაღვიძებულის ცხოვრებისა“, „იმის მღვრიე
წყალში სჩანს მთელის ქვეყნის უბედურების ნაცარტუტა“. ნაცრიანი წყალი თავიდან
საშინლად მღვრიეა, მისი ნახარში - ნაცარტუტა კი თავადაც წმინდა და გამჭვირვალეა და
სარეცხსაც ათეთრებს. ასევე მღვრიე თერგიც შეიძლება ნაცარტუტასავით გამწმენდელად
იქცეს, ამით არის ამაღელვებელი და ღირსსაცნობი.

სხვა საქმე იქნებოდა, იგი რომ რეალურადაც ისეთი ყოფილიყო, როგორიც


გარეგნულად ჩანდა.. დღევანდელი მყინვარი კი სიმაღლის მხოლოდ გარეგანი სახეა,
შინაგანად დაფუყული, გულგამოცლილი. წარსულსა და აწმყოს შუა ხიდი ჩატეხილია.
ამიტომ ცდილობს პოეტი ჯერ ამ ხიდს აუშენოს ქვაკუთხედი, როგორც თავად ამბობს ერთ
პუბლიცისტურ წერილში, „ქვაკუთხედი იმ ხიდს, რომელიც დროთა გარემოებამ ჩატეხა
წარსულსა ადა აწმყოს შუა, რომლის ხელახლად გადებას შეუდგა დღევანდელი დღე.“ ამ
მიზნით პოეტი ირჩევს არა „სვლაშეწყვეტილ“,„დადუმებულ“ მყინვარს, არამედ თერგს
მთელი თავისი ვაითა და ვაგლახით, რადგან ის არის აწმყოს ერთადერთი ცოცხალი ძარღვი.

ილიამ ქვეყნის ბედნიერების ქვაკუთხედის განსაახლებლად აირჩია არა


ზესწრაფვაშეწყვეტილი, შინაგანად დადაბლებული მყინვარი, არამედ თავისი
გაღვიძებულობით ამაღლებული თერგი, მაგრამ არა იმიტომ, რომ მეორე ჯობდა პირველს,
არამედ იმიტომ, რომ რეალურად ხელმისაწვდომი იყო.

თერგისა და მყინვარის შედარებისას ილია თერგის სახეს ბაირონთან აკავშირებს იმის


გამო, რომ ამ სახეში მუდმივ სწრაფვას ხედავს, ხოლო მყინვარს გოეთედ .

პოეტს არ უყვარს ღამე, რომელიც ყოველგვარი უბედურების საწყისია და ამიტომაც


შეჰყურებს იმედით დილას. ეროვნული სატკივარის პირველმიზეზი გონების ძილია,
უმეცრება და გაუნათლებლობაა, რის სიმბოლოსაც „მგზავრის წერილებში” ღამე
წარმოადგენს. საქართველოს ხსნა გონების სინათლეშია, ნათელ, რეალისტურ აზროვნებაში
და განათლებაშია, რასაც დღე განასახიერებს.

იგი შექმნილი ვითარებიდან ერთადერთ გამოსავალს ერის გამოღვიძებაში ხედავს.


საჭიროა ხალხმა თავისი ცოდნა ქვეყნის ძლიერებასა და ერთიანობისთვის გამოიყენოს. ილია
ეძებს ადამიანს, რომელიც სამშობლოზე ფიქრით ძილშიც ვერ ისვენებს. მხოლოდ ასეთი
ხალხის წყალობით შეიძლება მდგომარეობის სასიკეთოდ წარმართვა.
ავტორი იმედით შეჰყურებს მომავალს, რომელიც მას და მთელ ქვეყანას გაბრწყინებას
უქადის, “დაღამდა, მაგრამ არ ვიცი, რას ვიქმოდი, რომ იმედი არა მქონდეს კვლავ
გათენებისა” . თუმცა ამავე დროს, სვამს კითხვას: ” როდემდის დამრჩეს ეგ ტკივილი გულში,
როდემდის?!” პასუხს კი საყვარელი მიწა-წყლისგან მოელის.

ილია ჭავჭავაძე შედარებებით, გაპიროვნებებით ხატავს ცადატყორცნილ, მიუკარებელ


მყინვარსა და მუდამ დაუდეგარ, მღელვარე თერგს.

ავტორი ცივი, უძრავი მყინვარისა და მოუსვენარი თერგის, ნათელი დილისა და


ბოროტებით სავსე ღამის შედარებასა და დაპირისპირებას იყენებს, რომ დაგვანახოს
მოძრაობისა და მოქმედების აუცილებლობა: "მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის... ქვეყნის
ღონისა და სიცოცხლის მომცემი". სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო ქართველობა ილიას
აზრით: აქტიური, ფხიზელი, ზნეობრივი პოზიციით. და არა ისეთი, როგორსაც ხედავდა
მაშინ– ღირსებააყრილს, მოდუნებული მაჯისცემით, ჩაგრულსა და მონობას შეგუებულს.

You might also like