Professional Documents
Culture Documents
1
1
მომავლის შიში
ისინი თავისუფალი ადამიანები არიან. ბუნებით ყველა თანასწორია. აქ ვერ ვხედავთ, ვერც
პოლიტიკური და ვერც სოციალური ჩაგვრის კვალს… ამ საზოგადოებაში დაცულია
აზროვნების თავისუფლება, იდეათა თავისუფალი გაცვლა…
მართალია, მათ უკვე დაუთრგუნავთ ღვთის შიში, მაგრამ ისინი უფრო დიდ შიშს შეუპყრია,
რომლის წინაშეც ისეთივე უძლურნი არიან და მტანჯველ მოლოდინშიც ისევე განილევიან,
როგორც მათი შორეული წინაპარნი…
“_ იფიქრე, ქალო, იფიქრე, ეგებ შენც მოიგონო რამე… ე ოხერი თავი აღარ მუშაობს! ბრუ
მესხმის მხოლოდ…”
გაჭირვებული ქართველი კაცის გონებამ კი ისეთი რამ მოიფიქრა, რომ ბეკინაც, რომელსაც
ეჭვიც არ ეპარებოდა შვილის სიმარჯვესა და მოხერხებულობაში, გაოცებული დარჩა:
პლატონმა რომ მიუსაფრად იგრძნო თავი, დაფიქრდა იმის შესახებ, თუ რატომ მოუვლინა
ღმერთმა ამგვარი სასჯელი.
მან გადახედა თავისი ცხოვრების გზას და ვერაფერი ნახა იქ ისეთი, რასაც შეეძლო ღვთის
რისხვა გამოეწვია:
აქ პლატონს ახსენდება, რომ ბრეგაძეებს ართმევს.. დაირწმუნებს თავს, რომ ესაა მიზეზი მის
თავზე დატრიალებული უბედურებისა და გადაწყვეტს ეს სადავო საქმე მოსპოს…
მაგრამ ღმერთმა არ მოხედა პლატონის შესაწირს და ისიც იძულებული გახდა ისევ საკუთარ
გონებას მინდობოდა.
ღმერთი აღარ გაგახსენდა, მაგისთანა აზრები რომ თავში მოგივიდა?! მოხუცებულ კაცს
მაძალებ სულის წასაწყმედი საქმე ჩევიდინო?… ღვთის ჩასახული კაცი მოვკლა?… გაგიჟდი, შე
ღმერთგამწყრალო? რავა მეუბნები დედაკაცს მუცელი მოვაშლევინო?! რამ გაფიქრებია
ამნაირი უღვთო საქმე, რამ?…”
მართალია, უღვთო საქმე განიზრახა პლატონმა, მაგრამ ღმერთი როდი დავიწყნია? პირიქით,
მას არ უთქვამს ბეკინასთვის, რომ მას შემდეგ, რაც ეს თავზარდამცემი ამბავი შეიტყო,
მსხვერპლიც კი შესწირა ღმერთს… არ უთხრა, თორემ რომ ეთქვა, იქნებ ბეკინაც
მიეხვედრებინა, რომ მისი პასუხი პლატონის თხოვნაზე, უფლის სიტყვადაც შეეძლო
ჩავთვალა, ისევე როგორც ის ხელი, რომელმაც ელენე პლატონის თავდასხმისგან იხსნა.…
უნებური მამა
ბეკინა უნებური მამაა. ის მხოლოდ შესაფერი ამხანაგს დაეძებდა, სიბერე რომ ტკბილად
გაეტარებინა, მაგრამ ბუნებამ სხვაგვარად ინება და თამაში სინამდვილედ უქცია.
შემაცდინა ეშმაკმა…
თუმცა, იქვე, თითქოს სურს თავისი როყიოდ წამოსროლილი სიტყვები უკანვე დაიბრუნოსო,
დასძენს:
ლიტერატურული საიდუმლო
ის მაინც დაიბადა
მაშ უნდა დაიბადოს? არ შეიძლება განა ჩავშალო განკარგულება ღვთისა? _ ამბობდა იგი
დაჟინებით, ეკითხებოდა თავის თავს…”
პლატონსაც მოუხდებოდა ასეთი ტექსტი, მაგრამ ეს არაა პლატონი. თუმცა ბოროტი ძალის
გამძვინვარებული სახე, რომელიც ახალი ადამის დაბადებითაა გამოწვეული (ვაჟა-ფშაველა
“ეშმაკი”), ისევე ზუსტად მიესადაგება მის გარეგნულ და სულიერ მდგომარეობას, როგორც
ბოროტზე არანაკლებ გაბოროტებული მისი ქცევა და სიტყვები:
არ მოკვდა. დაიბადა და ოთხი- ხუთი წლის წლის პატარა შავთვალა მალხაზი ბავშვი, ჩითის
ბლუზით, წითელი წუღებით, კიზიროკიანი ქუდით თავზე, რომელიც სასამართლოს კარზე
იზრდება, ერთადერთი ლიტერატურული მემკვიდრეა მეცხრამეტე საუკუნისა, რომელიც
ამანათივით გადმოეცა ჩვენს მხატვრულ სინამდვილეს.
მან ჯერ არ იცის, თუ რამდენი უსიამოვნება მოიტანა მისმა გაჩენამ და რომ არა ის, ეს ქვეყანა
მთლიანად პლატონ-კაენის შთამომავლობას დარჩებოდა.
****
ნაწარმოების ფინალში, პესონაჟები, რომლებიც აქამდე ერთგვარად “არბილებდნენ”
სიტუაციას და ტრაგედიისთვის უჩვეულო თეატრალიზებულ, სანახაობით მხარეს ქმნიდნენ,
სადღაც გაუჩინარდნენ. კირილე, არისტო, დარიკო, რომელთაც შეეძლოთ ხალისი თუ არა,
მეტ-ნაკლები ნუგეში მაინც შემოეტანათ სამანიშვილების ოჯახში, უკვალოდ გაქრნენ. ისინი
ლანდებივით გადაცვივდნენ სცენიდან, მოშალეს დეკორაცია, თან წაიღეს რეკვიზიტი და რაც
მთავარია, მათი წასვლის შემდეგ სრულიად დაიკარგა იმერული დიალექტის ის სიმსუბუქე
(ვიღაცამ ფონოგრამა გამორთო), რომელიც ერთგვარად, თითქოს ძალას აცლიდა სისასტიკეს.