You are on page 1of 2

ალექსანდრე ჭავჭავაძის უკლებლივ ყველა ნაწარმოები გაჟღენთილია უკიდეგანო

პატრიოტული სულისკვეთებითა და სამშობლოს დაცემით გამოწვეული ამოუვსები


ტკივილით. თავის შემოქმედებაში იგი ეხება საქართველოსათვის საჭირბოროტო ეროვნულსა
და სოციალურ საკითხებს.

ეპოქა, რომელშიც პოეტი ცხოვრობდა, სავსე იყო უსამართლობითა და ღალატით;


საქართველომ ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოცადა.

ალ. ჭავჭავაძის კალამს ეკუთვნის უმშვენიერესი ლექსი: „ჰე, საქართველო“. სადაც ჩვეული
რომანტიზი იჩენს თავს. პოეტი მისტირის დროს, როდესაც საქართველო იყო კაშკაშა
ვარსკლავი მის შემოგარენ მუსლიმანურ ქვეყნებში, როცა დავით აღმაშენებლის ძალა შიშის
ზარს სცემდა ურჯულოტა სამყაროს. დროს, რომელიც საქართველოს მრავალსაუკუნივან და
საამაყო ისტორიის ფურცლებზე ოქროს ასოებით იწერებოდა. აიდეალებს საუკუნეებს,
როდესაც თამარ მეფის იზიკური და სულიერი სილამაზე ამშვენებდა და მზის სხივივით
ეფინებოდა საქართველოს ყოველ კუთხე-კუნჭულს. მე-12 მე-13 საუკუნე, ეპოქა, რომელსაც
ქართველმა ერმა ოქროს ხანა უწოდა.

„გაჰქრა დავითის ხრმლის ელვა, ჩაჰქრა თამარის ლამპარი.“

მკვეთრად განსხვავებულია საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და რელიგიური


მდგომარეობა მე-18 საუკუნის ბოლოს, პოეტის სამოღვაწეო დროში. ოქროს ხანა მუსლიმთა
თარეშმა და ქრისტიანობის რბევამ შეცვალა. დასუსტდა საქართველო, ძნელბედობის ჟამი
დაუდგა.

„ოქროს დრო ჟამმა შესცვალა, აგარეანთა სრბოლამა,

შეიქმნა ვაი-ვიშვიში, საქრისტეანოს რბევა და

ქართველთა სისხლის დინება, გული შეზარა სრევამა.“

გასაჭირის ჟამს მეფე ერეკლემ მეზობელ სახელმწიფოს, რუსეთს მიმართა.

ალბათ, ყველას გვახსოვს 1783 წელს რუსეთსაქართველოს შორის დადებული ე.წ.


„მეგობრობის ტრაქტატი“ (საუბარია „გეორგიევსკის ტრაქტატზე“), რომლის მიხედვითაც
რუსეთს საქართველოს მფარველობა ევალებოდა, და არა მისი დაპყრობა, დამონება და
სულიერი თავისუფლების წართმევა. რუსეთმა, როგორც ჩვევია ხოლმე, „პირნათლად“
შეასრულა ტრაქტატში არსებული ყველა პუნქტი, რისი ნათელი მაგალითიც შემდეგ
დამოუკიდებლობის დაკარგვა გახდა.

„როსნი მოიხმო საშველად, მან იმედგაცრუებულმან,

მათ, ნაცვლად ძმობის, ერტობის, დაგვტოვა დანასხეულად,


მახვილღებულად მოვიდა, მზაკვრულად მიგვცა გვემასა,

ყელსა შეგვაბა სარაზი მიმოძგონარედ მთვლემარსა…“

მაგრამ, მიუხედავად ამ უმძიმესი მდგომარეობისა, ალექსანდრე ჭავჭავაძე მაინც არ კარგავს


მომავლის იმდეს და საქართველოს ნათელ მომავალს სახავს.

„მზაკვარს ხრმლით გავუსწორდებით, ქართლს მივცემთ შვება-ლხენასა!“

You might also like