You are on page 1of 2

„აღმართ-აღმართ”

მხატვრული ანალიზი
აკაკი წერეთლის შემოქმედებაში იკითხება უდიდესი სიყვარული
სამშობლოსადმი, არც ლექსი „აღმართ-აღმართ” არის გამონაკლისი. ეს ლექსი
შეიძლება ცხოვრების მოდელადაც წარმოვიდგინოთ, რადგან ნაწარმოები
აღმასვლით იწყება, ხოლო დაღმართის გავლით სრულდება. ასევე შესაძლებელია
სატრფოს სახით წარმოდგენილი გვქონდეს გარუსების გზაზე დამდგარი
საქართველო.
„აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა...”
ამ გზის გავლა ღვთისკენ სიარულს უტოლდება. ჭმუნვის ალის განელება
ხორციელი ტანჯვის, ხორციელი ცხოვრების დაძლევამ გამოიწვია. მზე ღვთის
ხატია. მისი სხივების შეგრძნება ღმერთთან სიახლოვესთან ასოცირდება.
„შემიდუღდა მაშინ სული და გული,
იმ ნადუღში თვით მე ვიყავ დაგული”.
ცეცხლი ამ ლექსში შეიძლეგა ატარებდეს იმავე აზრს, რასაც „გრიგოლ ხანძთელის
ცხოვრებაში”, როცა მნათე გრიგოლის სენაკთან მივა და იქიდან გამომავალ
ცეცხლის შუქს დაინახავს: „ცეცხლი აღდებულ არს სენაკსა შინა მამისასა!”
შესაბამისად, ცეცხლი შეიძლება აღნიშნავდეს არა დამწველს, არამედ სულის
ამამაღლებელს.
მიწაზე დაშვება აღნიშნავს პოეტის შინაგან გრძნობას, დაეხმაროს საკუთარ მამულს
და არ მიატოვოს იგი გასაჭირში. თითქმის ცად ამაღლებულს, კვლავ ადარდებს
ქვეყნის ბედი და ვერ ტოვებს მას. მწვერვალზე ასულმა კი შემდეგი სურათი
დაინახა:
„გავიხედე, ვნახე, რომ სხვას ჰმონებდა!
გამიკვირდა! ვსთქვი: „მტერს როგორ მონებდა?”
ამ მონაკვეთში კარგად იკვეთება საქართველოს იმდროინდელი პოლიტიკური
ვითარება. თავისუფლების და სიმშვიდის დაპირებას ამოფარებული რუსეთი
რეალურად ორივეს გვართმევდა. ჭინჭარი ერთი შეხედვით უწყინარია, მაგრამ
შეხებისთანავე ვგრძნობთ სუსხს. ასევე იყო მეზობელი ქვეყანაც.
სამწუხაროდ, პოეტის გაფრთხილება ამაო აღმოჩნდა და ,,მშობელმა შობილს” უარი
უთხრა.
„არ მისმინა მწუხარებით დანაგულს,
და დამასვა საუკუნოდ დანა გულს!”
პოეტი ხვდება, რომ ის გზა, რომელსაც მისი სამშობლო მიჰყვება სულაც არ არის
გზა ღმერთამდე, მზემდე, სინათლემდე, არამედ ესაა ბილიკი სიბნელისკენ და
ბოროტებისკენ. ამ ყველაფრის გააზრების მიუხედავად, აღმართზე ასული
მემამულეებთან ერთად იწყებს დაღმა სვლას.
ლექსს განსაკუთრებულ ეფექტს სძენს მხატვრული ხერხები. მეტაფორები:
„აღმართ-აღმართ”, „მზემან” აღნიშნავს თავად ღმერთს და მისკენ სწრაფვას.
ეპითეტები: „დანაგული”, „სადარი” გვეხმარება ავტორის და საქართველოს
მდგომარეობის უკეთ გააზრებაში.
ლექსი ასევე დაწერილია ომონიმური რითმის სახით, რაც ნაწარმოებს
კეთილხმოვანებას მატებს და აზრობრივ სათქმელსაც ამძაფრებს. ასევე სტროფებში
ოთხი სტრიქონის მაგივრად გვხვდება ორ-ორი ტაეპი. მთელი ლექსი კი
ალეგორიულადაა გადმოცემული.
ლექსში ,,აღმართ-აღმართ” გამოკვეთილია ავტორის გულისტკივილი და ღრმა
განცდები სამშობლოს მიმართ. აკაკი ერის მაჯისცემის მაყურადებელი იყო და
ძილშიც კი არ ეძინა სამშობლოზე მოფიქრალს. ის იმდენად სავსე იყო სევდითა და
ნაღვლით, ლექსშიც ჩააქსოვაეს თითოეული განცდა. მან სამშობლო წარმოაჩინა,
როგორც მოტყუებული და სასიკვდილოდგანწირული სატრფო.პოეტი
მჭმუნვარედ, სევდით იყურება და მას ყოველგვარი იმედი წარსულში დარჩა,
თუმცააღმართ-აღმართ იწყებს სვლას, რათა შედგეს სერზე და ჭმუნვის ალი
შეინელოს.„აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა, სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი
მენელა.”ლირიკული გმირი სულიერი განვითარების გზას შეუდგა და ღვთისკენ
დაიწყო სიარული, სადაც, ჩანს ხორციელი ყოფა დასძლია, ამ სიმაღლეზე კი
სიკვდილის შიში აღარ აწუხებს. აქყოველგვარ სისპეტაკეს ეზიარება და მზის
სხივის სახით ღვთიური ნათელი ეფინება. პოეტიუცნაურ გრძნობას განიცდის,
რასაც მეტაფორულად გადმოგვცემს:„შემიდუღდა მაშინ სული და გული, იმ
ნადუღში თვით მე ვიყავ დაგული”უცნაური ცეცხლი გიზგიზებს მის გულში,
ცეცხლი რომელიც შიგნიდან განწმენდს მას,მაგრამ უეცრად ბზარი ჩნდება,
სულისშემძვრელი რეალობა ჩანს ამ სიყვარულითა და სიწმინდით სავსე ადგილას.
ამის შემდეგ ავტორი სულ სხვა გარემოს გვიხატავს, იწყებადაღმა სვლა, თითქოს
მიწას ბოლომდე ვერ მოსწყდა და იგრძნო სიმძიმე. გაახსენდა მტრისფარისევლური
ალერსით მოტყუებული სატრფო, თავისი სამშობლო და უდიდესმატკივილმა
შეიპყრო. სამშობლოს ის პატივაყრილ ქალწულს ადარებს, რომელიც
გულუბრყვილოდ ენდობოდამოყვრის ნიღბით მოსულ მტერს. მას აწუხებს ეს
მტკივნეული მდგომარეობა და ამბობს: “: „ მივაძახე ჭინჭარში ნუ ვარდები !” ნუ
გგონია იქ ია და ვარდები ის აფრთხილებს სატრფოს, თუმცა ამაოდ, რადგან
თითქოს პოეტმა და სატრფომ ერთმანეთსვერ გაუგეს. აქ იწყება პოეტის
ტრაგედია, ვეღარ ძგერს მისი გული ისე, როგორც უწინ. თოთქოს დაკარგა
მხნეობა და რწმენ.“იქ ჩაბრძანდი, სად გელიან ლოდებით, ბარით, ნიჩბით, კუბოთი
და ლოდებით!”"

You might also like