You are on page 1of 2

„თავისუფლება უპირველესი ღირებულებაა“

ადამიანისთვის ცხოვრების მთავარი მიზანია გააჩნდეს პიროვნული თავისუფლება. ის


მუდამ უნდა იბრძოდეს ამ სურვილის ასახდენად. არ იქნება ლოგიკური ვიფიქროთ, რომ
არსებობს ვიღაც, ვისაც არ სურს მოიპოვოს ეს პრივილეგია. თუმცა, ზოგიერთი ადამიანის
აზრით, ბედთან უშედეგო ბრძოლას, სჯობს დანებდე მას და შეეგუო მის კანონებს. ასეთი
მოსაზრების მთქმელს, შეიძლება დავასკვნათ, რომ არ განუცდა ჭეშმარიტი თავისუფლება და
ადამიანების მოვალეობაა უჩვენონ მას თავისუფლების ნამდვილი ეშხი.

ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი „მერანი“ სწორედ ამ საკითხს წარმოაჩენს. მერანი უგზო -


უკვლოდ მიქრის გაუკვალავი გზით. მის ჭენებას საზღვრები არ აქვს. მხედარი პირველია,
ვინც ამ გზას დაადგა. მან არ იცის საით გაუწევია, მთავარია, „შავ ყორანს“ გაურბის. ლექსში
ეს სიმბოლო ბედისწერის გამომხატველია. მხედარი მზად არის გადალახოს, როგორც
ფიზიკური დაბრკოლებები, ასევე სულიერი წინააღმდეგობები. მას უწევს გაკვეთოს ქარი,
გააპოს წყლები, გადაიროს კლდე - ღრეები. არ ერიდება არც სიცხეს, არც ავდარს.
მიუხედავად ამისა, დაქანცულ და თავგანწირულ მხედარს არ სურს მისმა მერანმა
შეიბრალოს. ლექსის ლირიკულ გმირს უწევს განშრება მამულთან, მეგობრებთან, ოჯახთან
და სატრფოსთანაც კი. ის ტრფობის ნაშთსა და გულის კვნესას ზღვის ღელვას და
სატრფოსადმი გიჟურ ლტოლვას გაატანს. მისი სამშობლო ამიერიდან სადაც გაუთენდება, იქ
იქნება. ერთადერთ მეგობრად ბუნება ეგულება. მხოლოდ მის გვერდზე მიმავალ
ვარსკვლავებს გაუმხელს გულის წუხილს. მხედარი წინასწარ მეტყველებს საკუთარ
აღსასრულს მარტოობაში. ის არ დაიმარხება მამულში, წინაპართა საფლავებს შორის.
მხედარს „შავი ყორანი“ გაუთხრის საფლავს და ქარიშხალი მიაყრის მიწას მის ნეშტს. მის
უპატრონო სხეულს სატრფოს ცრემლის ნაცვლად წვიმის წვეთები დაეცემა. ნათესავების
ნაცვლად მხედარს სვავები დაიტირებენ. ლირიკულის გმირის აღსასრულზე ლაპარაკის
ეპიზოდი „ვეფხისტყაოსნის“ ალუზიაა. ავთანდილი თავის ანდერძში სწორედ ამ საკითხს
განიხილავს:

„თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან,

ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან,

ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან,

და მუნ შემიწყალოს თქვენმანვე გულმან მოწყალე, მლმობელმან.“

ამ ეპიზოდში ავთანდილსა მხედარს შორის საერთო თვისებები ვლინდება. ორივე


პერსონაჟი პიროვნული თავისუფლების მაგალითს ავლენს. ავთანდილმა, მხედრის მსგავსად,
არჩევანი გააკეთა, თავი გადადო და მოყვასს დაეხმარა. მათ, ორივეს გაცნობიერებული აქვთ,
რომ შეიძლება ბრძოლაში დამარცხდნენ, სულისკვეთებას კი მაინც გამოხატავენ. „ვის
სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად“, ამბობს ავთანდილი. მხედარს არ
აშინებს „შავი ყორნის“ ბასრი კლანჭები. მან იცის, რომ მისი სულისკვეთება უშედეგოდ არ
ჩაივლის. დარჩება მერანის მიერ გათელილი გზა. ამ ტაეპებიდან გამომდინარე, ლექსი
ოპტიმისტურია, რადგან მხედარი არ ნებდება ბედს. მან იცის, რომ მისი ბრძოლა თავიდანვე
განწირულია მარცხისთვის, მაგრამ ის თავისუფლებისკენ სწრაფვას უფრო დიდ
ბედნიერებად მიიჩნევს, ვიდრე ბედთან შეგუებას. ამ თაეპით ვლინდება მისი დაუმონებელი,
თავისუფალი სული. მხედრის ნუგეში თანამოძმეზე ზრუნვაა, რადგან იცის, რომ
სულისკვეთება ცოცხალია და გადაეცემა შთამომავლობას. ეს ტაეპი მიგვანიშნებს პოეტის
ჰუმანიზმზე: „რომ ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს“. ადამიანმა
არ იცის, სად გადის ბედის საზღვარი, და სიცოცხლის არსიც სწორედ თავისუფლებისთვის
ბრძოლის უსასრულო პროცესშია.

თავისუფლებისთვის ბრძოლაზე ნიკო ლორთქიფანიძეს შესანიშნავი მოთხრობა აქვს


დაწერილი, სახელად „ამაყი“. მოთხრობის ლირიკულ გმირს აქვს პროტესტი
საზოგადოებასთან, რომელიც შეგუებულია წუთისოფლის უნიათობას. „ან მოკვდეს კაცი და
ან ცოცხალი იყოს!..“, ამბობს ის. მას სურს გამოხატოს აღშფოთება, ციხის აღების სახით. მან
ვერ იპოვა თანამოაზრე და ვერავინ აიყოლია. თუმცა იხტიბარი არ გაიტეხა და მარტო წავიდა
ციხის ასაღებად. მან იცოდა, რომ ეს ბრძოლა მარცხით დასრულდებოდა და ის, მაინც,
ბოლომდე თავგანწირით იბრძოდა. გავიდა ბერვი წელი და მხოლოდ მაშინ მიხვდა ხალხი,
რომ ერის თავისუფლებაა სათავე ყველა შემდგომი განვითარების. იმ დღიდან მოედო
ქვეყანას აზრი განთავისუფლების და დაიწყეს მისთვის გარჯა. გათავდა ომი და დაქანცული,
გავერანებული ქვეყნის შვილები მაინც ბედნიერნი არიან. ცრემლისა და ოფლის ქვეშ
მოღიმარი და ჯანსაღი სახეები მოუჩანთ. „თავისუფლების ცოცხალ ფერს დაუფარავს
დანაკლისის ფერმკრთალი ბუნება“, იდელურად აღწერს ქვეყენას მწერალი.

თავისუფლებისთვის ბრძოლა, დღესაც არის, და ყოველთვის იყო აქტუალური თემა. ზოგი


თანამედროვე ცხოვრებას თავისუფლებასთან აიგივებს. ეს მცდარი შეხედულებაა, რადგან
თანამედროვე ცხოვრებაშიც ისევე ვხვდებით წინააღმდეგობებს თავისუფლებისკენ
სწრაფვისას, როგორც წარსულში. დამპყრობელი ქვეყნისაგან თავის დაღწევა არ ნიშნავს,
თავისუფლებისთვის ბრძოლის შეწყვეტას. ნელსონ მანდელა: „იყო თავისუფალი არ ნიშნავს
მხოლოდ მარწუხებისა და ბორკილებისგან გათავისუფლებას, არამედ ცხოვრებაში დააფასო
სხვისი თავისუფლება და გაავრცელო“. სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში ისევ
ძნელია პროგრესულად მოაზროვნე მხარდამჭერების გამონახვა. ეს კარგად შეიმჩნევა
სახალხო გამოსვლებზე, როდესაც ხალხი სახლიდან ადევნებს თვალყურს მიმავალ
ვითარებას, იმის ნაცვლად, რომ გვერდში ამოუდგეს თანამოძმეებს და წვლილი შეიტანოს
სამშბლოს განვითარებაში. თუმცა, ამავე გამოსვლებზე, ისიც შეიმჩნევა, რომ ხმამაღლა
მოსაუბრე საზოგადოების უმრავლესობა ახალგაზრდა თაობაა, რაც იმედის მომცემია,
ქვეყნისათვის.

თავისუფლებისთვის ბრძოლა ყველა ადამიანის უპირველესი ღირებულება უნდა იყოს.


მოსალოდნელმა მარცხმა არ უნდა დააფრთხოს სწორად მოაზროვნეები, რადგან მარცხი
გაკვეთილია შთამომავლობისთვის და ეს თავისუფლებისთვის ბრძოლის უსასრულო
პროცესის გარდაუვალი ნაწილია.

You might also like