You are on page 1of 2

ბედისამდი დაუმორჩილებლობის იდეა

ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების მიხედვით

ნიკოლოზ ბარათაშვილი იყო მე-19 საუკუნის რომანტიკოსი პოეტი.მიუხედავად


იმისა,რომ მისი შემოქმედება ძალიან მცირეა,მისი ლექსები თავისი სიდიადით არ
ჩამოუვარდება მსოფლიოში ცნობილი რომანტიკოსი პოეტების შედევრებს.

ნიკოლოზ ბარათაშვილის ერთ-ერთი ლექსი არის „ხმა იდუმალი“.როგორც ცნობილია


მან ეს ლექსი დაწერა როდესაც იგი იყო 19 წლის,რაც მეტყველებს იმაზე,რომ მან
სიყმაწვილის შეგრძნება ვერ მოასწრო და მის ფიქრებს იდუმალი ხმა დაეპატრონა .

ლექსის დასაწყისში,პოეტი საკუთარ ფიქრებს ორი კითხვის მეშვეობით გვიზიარებს:

„ ვისი ხმა არის ეს საკვირველი?

რად აქვს გულს ესე ჩუმი ნაღველი?“

პოეტისთვის არ არის ცნობილი თუ რისგან არის გამოწვეული იდუმალი ხმა მის


ფიქრებში,ამიტომ იგი ლექსში განიხილავს,თუ რატომ შეიძლება დამართნოდა
ეს.ნიკოლოზ ბარათაშვილი თავის ლექსში წერს ცხოვრებაში გზის პოვნაზე ,რომელშიც მას
არ გაუმართლა(საუბარია მის 3 სურვილზე,რომელთაგანაც მას არცერთის ასრულების
შესაძლებლობა არ მიეცა).წერილში პოეტი ცდილობს,რომ შეიცნოს იდუმალი ხმა და იგი
ამბობს:

„ ანგელოზი ხარ მფარველი ჩემი

ან თუ ეშმაკი, მაცთური ჩემი?“

რა თქმა უნდა,ეს ხმა იყო ბედისწერა,რასაც ნიკოლოზ ბარათაშვილი თავის შემდეგ


ლექსში,“სულო ბოროტო“-ში წერს:

„ სულო ბოროტო ვინ მოგიხმო შემად წინამძღვრად,

ჩემი გონების და სიცოცხლის შენ აღმაშფოთრად?

მარქვი, რა უყავ, სად წარმიღე სულის მშვიდობა,

რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა საწმუნოება?“

პოეტი როგორც „ხმა იდუმალი“-ში ისევე „სულო ბოროტო“-ში წერს თავის სულიერ
მდგომარეობაზე.ბარათაშვილი ამბობს,რომ ბოროტმა სულმა დაუმსხვრია მას ბავშვობის
ოცნებები და სურვილები.ავი სული პოეტს შეჰპირდა,რომ თავისუფლებას მისცემდა და
ჯოჯოხეთს სამოთხედ გარდაუქცევდა.ლექსის გმირი ამ ლექსით და თავისი მაგალითით
გვასწავლის,რომ ბოროტ სულს არ უნდა მივცეთ სულის შეცდენის უფლება:
„ წყეულიმც იყოს დღე იგი, როს შენთა აღთქმათა,

ბრმად ვუმსხვერპლიდი, მივანდობდი ჩემთ გულისთქმათა“

მისი შემდეგი ლექსია „მერანი“ სადაც პოეტი საუბრობს ბედისწერაზე.ლექსის გმირი


მიმართავს მერანს რომ გადალახოს ბედის საზღვარი და არ შეუშინდეს ავ
ბედისწერას,რომელსაც ავტორი „შავი ყორანის“ სახით მოიხსენიებს.პოეტი მზადაა
ყველანაირი დაბრკოლება გადალახოს,გარდაიაროს კლდები და ღრენი .იგი იმისთვისაც
მზადაა რომ საყვარელი ადამიანები დატოვოს და გაწიროს,ოღონდაც ნანატრი
თავისუფლება მოიპოვოს.მსგავსი დამოკიდებულბა არის ერთ-ერთ ცნობილ სერიალში
„კალმარის თამაში“ სადაც ერთ-ერთმა პერსონაჟმა ასობით ადამიანი გასწირა
სასიკვდილოდ იმისათვის რომ დიდი თანხა მოეგო.

ნიკოლოზ ბარათაშვილს სურს გააღვიოს ბედის საზღვარი და ნიავს მისცეს შავბნელი


ფიქრები.იგი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას უცხადებს ბედისწერას და მზადაა
დაადგეს თავის გზას და მიაღწიოს მიზანს,ან დაიღუპოს ბედისწერასთან ბრძოლაში :

„ დაე, მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან ოხერი!

ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი!“

პოეტს ბოლომდე სწამს,რომ უშედეგედოდ არ ჩაივლის მისი ეს მისწრაფება და იგი გზას


გაუმარტივებს მომავალ თაობას,რომ მარტივად დაამარცხონ და დაჯაბნონ ბედისწერა :

„ და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა


გაუადვილდეს,

და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავი ბედის წინ


გამოუქროლდეს!“.

You might also like