You are on page 1of 8

XI კლასი

№ ავტორი ნაწარმოები # საკითხები


I ალექსანდრე გოგჩა 1 „აჰა, ქალაქთა ჩინებულთა ხვედრი უცილო, აჰა, ჩვენისა მომავლისაც ნამდვილი
ჭავჭავაძე ხატი; მხოლოდ აწმყოზე რას დაბმულხარ, ხედვავ ბრმობილო!“ –
როგორი ფილოსოფიური დასკვნაა გაკეთებული მეოთხე სტროფში.
2 რომანტიზმისთვის დამახასიათებელი რომელი ნიშნები ჩანს ამ ლექსში.
ვაჰ, დრონი, დრონი 3 ალექსანდრე ჭავჭავაძის ცხოვრების რონმელი ეტაპის გამოძახილი შეიძლება იყოს
სიტყვები - „განვშორდი მოყვასს, ძალს ცხოვრებისას“?
4 ვინაა ის, ვისაც პოეტმა თავი უძღვნა?
II გრიგოლ თამარ მეფის სახე 5 რა გრძნობები აღეძვრის პოეტს თამარის ფრესკის ცქერისას.
ორბელიანი ბეთანიის ეკლესიაში 6 პოეტის აზრით, ქვეყნის გაძლიერებისთვის საჭიროა:
(მიუწერეთ, რა იგულისხმება)
წმიდით საყდარით -
ენით მდიდარით -
სწავლისა შუქით განათებული -
ზნე ამაღლებით -
ძლევის დიდებით -
სამშობლო მიწის სიყვარულითა -
იარალის 7 ვინ არის იარალი შანშიაშვილი და რატომ უძღვნა გრ. ორბელიანმა მას ლექსი?
8 თქვენი აზრით, ლექსი ერთგვარი ხილვის, ოცნების მხატვრულ ხორცშესხმას
წარმოადგენს თუ პოეტისა და იარალის რეალურ ლხინს აღწერს?
9 როგორ ხატავს ლექსის ავტორი ძველ საქართველოს, რეალისტურად თუ მის
იდეალიზაციას ახდენს? (პასუხი დაასაბუთეთ).
10 პოეტის რა მთავარი სათქმელია ლექსში გამოხატული.
III ნიკოლოზ ხმა იდუმალი 11 რას მოწმობს, რაზე მეტყველებს ის, რომ იდუმალი ხმა პოეტს სიზმარშიც ჩაესმის.
ბარათაშვილი 12 რა არის იდუმალი ხმის სათქმელი, რას მოითხოვს იგი.
13 ბარათაშვილი გრიგოლ ორბელიანს სწერს: „მე შინაგანი ხმა მიწევს საუკეთესოს
ხვედრისაკენ, გული მეუბნება, რომ შენ არა ხარ შენი ახლანდელი
მდგომარეობისთვის დაბადებულიო! ნუ გძინავსო! მე არა მძინავს, მაგრამ კაცი
მინდა, რომ ამ პატარა ღრე-კლდეს გამიყვანოს და დავდგე გაშლილს ადგილზე. ოჰ,
რა თავისუფლად ამოვისუნთქავ, რა ხელმწიფურად გარდავხედავ ჩემს ასპარეზსა!“
ა) იმსჯელეთ, რით ეხმიანება, ან რა განსხვავებაა ამ წერილსა და „ხმა იდუმალს“
შორის.
სულო ბოროტო 14 რა დაპირებებით შეაცდინა ბოროტმა სულმა პოეტი?
1
15 რა არის ამ ლექსის მთავარი მოტივი, რა არის გამოხატული?
16 ბარათაშვილმა „ხმა იდუმალი“ 1836 წელს, 19 წლის ჭაბუკმა, დაწერა, ხოლო „სულო
ბოროტო“ 1843 წელს, 26 წლის ასაკში. რა კავშირია მათ შორის?
შემოღამება 17 ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი დამაფიქრველნი, ვერანანი და
მთაწმინდაზე უდაბურნი“ – რომელი სიტყვებით არის გამოხატული მთაწმინდის უკაცრიელობა.
18 როგორ არის ლექსში შეფასებული „საწუთროება“ და რა უპირისპირდება მას?
19 ლექსი ამ სიტყვებით სრულდება - „რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა
ის განანათლებს!“ შეიძლება ეს სიტყვები ოპტიმისტურად მივიჩნიოთ?
როგორ ფიქრობთ, იგი უფრო სინამდვილესთან შერიგებაზე მეტყველებს თუ მასთან
შურიგებლობაზე?
მერანი 20 რისი სიმბოლოებია „მერანი“ და „ყორანი“?
21 თქვენი აზრით, რაში მდგომარეობს „მერანის“ ტრაგიზმი.
22 მხედარმა იცის, რომ მარცხი გარდაუვალია. რატომ აგრძელებს იგი ჭენებას?
IV ილია ჭავჭავაძე პასუხის პასუხი 23 რა ბრალდებებს უყენებს ილია მამებს?
24 რისი თქმა სურს ილიას ამ ანდაზით:
„ასეთმა ფურმა უნდა დაგვწიხლოს
რომ ჩვენზე ბევრსა თვით იწველდესა...“
25 ილიამ „მამებს“ მძიმე ბრალდებები წაუყენა. საერთოდ, ილია ჭავჭავაძე თავისი
პირუთვნელობითა და სიმართლის სიყვარულით გამოირჩეოდა, მაგრამ, როგორ
ფიქრობთ, ამჯერად ზედმეტად მკაცრად ხომ არ მოექცა ოპონენტებს? (გაიხსენეთ,
როგორი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარებაა ამ დროს საქართველოში და რა
მიზნებს ისახავდნენ თერგდალეულები თავიანთ მოღვაწეობაში).
ბედნიერი ერი 26 რა განწყობას გიქმნით სათაური?
27 რამდენად ლოგიკურია ამგვარი შეკავშირება: ყალნით (ბეგარით, ხარკით) და
ფალნით (კურტანი) მორთული და მშვენიერი.
28 რომელი ორტაეპედი მეორდება ლექსში და რა მხატვრული ფუნქცია აქვს მას?
მგზავრის წერილები 29 როგორ აქვს ავტორს აღწერილი „იამშჩიკი“ და „ფოშტის პოვოსკა“?
30 „იამშჩიკი“ და „ფოშტის პოვოსკა“ - რისი ხატია?
31 რა მიზნით შემოჰყავს ილიას მოთხრობაში „ფრანსიელი“?
32 ავტორი ხატავს თერგის ორ სახეს - საქართველოში ის მქუხარეა, რუსეთში კი
დადუმებულა და დამდოვრებულა. როგორ ქართველს გულისხმობს ილია თერგის
სახეში?
33 რუსეთში გატარებულ წლებზე ფიქრისას მგზავრი ამბობს, რომ ეს წლები „სიბნელესა
და სინათლეს შუა გადებული ბეწვის ხიდია“. ზოგისთვის ტვინსა და გონებაში
გამოკვანძული „კვირტი“ კეთილ ნაყოფს („ბრწყინვალე მტევანი“) გამოიღებდა და
2
ზოგიერთისთვის - ბოროტს („ძაღლ-ყურძენა“).
იმსჯელეთ, რას გულისხმობს ილია.
34 რუსი „აფიცერი“ გროტესკული სახეა დამპყრობელი რუსეთისა. რა მინიშნებებს
გვაძლევს ავტორი?
35 როგორ ახასიათებს მგზავრი მყინვარსა და თერგს?
36 რატომ ადარებს ავტორი გოეთეს მყინვარს და თერგს - ბაირონს?
37 რისი თქმა სურს ავტორს, როგორც რეალისტ მწერალს, ღამისა და დღის
შეპირისპირებით? (პასუხი გაეცით კრიტიკული რეალიზმის პრინციპებზე
დაყრდნობით).
38 იმსჯელეთ ლელთ ღუნიას მიერ დასმულ პრობლემებზე:
1. ქართველისათვის საკუთარი მიწა–წყალი უსარგებლო გამხდარა.
2. თავისუფლების დაკარგვით ქვეყანამ დაკარგა სახე, ტრადიციები, ზნეობა (ადრიდა
და აწინა).
3. მტერი და მოყვარე ძნელი გასარჩევი გახდა.
4. დამყარებულია მოჩვენებითი მშვიდობა.
კაცია-ადამიანი?! 39 რომელი ანდაზა უძღვის ნაწარმოებს ეპიგრაფად და რა ფუნქცია აქვს მას?
40 1. მწერალი გროტესკულად წარმოაჩენს ლუარსაბის გარეგნობას. რისი ხაზგასმა სურს
მას?
41 2. ადამიანის მიზანი და დანიშნულება რა არის, ლუარსაბის აზრით?
42 3. “ნეტავი იმათ“ - ასეთ დასკვნას აკეთებს ავტორი ცოლ-ქმარზე. რას გამოხატავს ეს
რეპლიკა?
43 1. როგორ „მზრუნველობს“ ლუარსაბი თავის მამულს?
44 2. იმსჯელეთ, როგორ გადის ცოლ-ქმრის წუთისოფელი და რა დატვირთვა აქვს
სიტყვებს „უმანკო სულნი“.
45 1. როგორ უხსნის ლუარსაბი დათოს დიდ-პატარაობას და რას პასუხობს მოურავი?
46 იმსჯელეთ დავითის სიტყვებზე: „ხუთ თუმანზედ ძმა როგორ გავყიდო?“
47 ავტორი წერს - როდესაც ვერაფერს გახდა, ლუარსაბი გარემოებას დაემორჩილაო.
რაზე მეტყველებს ეს ფაქტი?
48 რა ჯავრი აქვთ ლუარსაბს და დარეჯანს?
49 გაიხსენეთ როგორ გამოიყურება თელეთისკენ მიმავალი ლუარსაბი. რა ქმნის
ირონიის საფუძველს?
50 დეტალურად გადმოეცი სიზმრის შინაარსი (ორი ნაწილი):
1. რას შესჩივის ღმერთს.
2. რას ხედავს „მკვდარი“ ლუარსაბი.
51 როგორ იქცევა ლუარსაბი, როდესაც გაიგებს, რომ ეზოში ჯადოა და
3
მის რა თვისებას წარმოაჩენს ეს საქციელი?
52 თათქარიძეების ცხოვრების სურათი ნათელია. მაგრამ ასეთ ცხოვრებას რა უნდა
მოჰყვეს, როგორ უნდა გაგრძელდეს ან, საერთოდ, აქვს თუ არა მას გაგრძელება?
თქვენი აზრით, რა პასუხს იძლევა ილია ჭავჭავაძე ამ კითხვაზე?
53 ილია წერს „მე გავათავე და შენ რაც გინდა, ჰქმენ, მკითხველო! გინდა იცინე, გინდა
იტირე, როცა ამ ამბავს წაიკითხავ“ და შემდეგ გვიყვება ერთი გაუბედურებული და
გარიყული მოხუცის ამბავს. რაზეა დამოკიდებული ამბავს სასაცილოდ აღიქვამ თუ
სატირლად?
ოთარაანთ ქვრივი 54 მიუხედავად იმისა, რომ თანასოფლელები და მოხელეები სხვადასხვაგვარად
ახასიათებენ ოთარაანთ ქვრივს, ერთ რამეში ყველა ერთიანია, და ეს ერთიანობა
მისადმი შიშის გრძნობაში გამოიხატება. თქვენი აზრით, რატომ ხდება ასე? რაზე
მეტყველებს თანასოფლელთა შიში?
55 როგორ გეგმავს ოთარაანთ ქვრივი საოჯახო ბიუჯეტს?
56 აღწერეთ გიორგის გარეგნობა.
57 რაზეა დამყარებული დედა-შვილის ურთიერთობა?
58 რის გამო იჩხუბა გიორგიმ ომარაანთ მოჯამაგირესთან?
59 სასამართლოში გიორგი მხოლოდ მომხდარი ამბით შემოიფარგლება, თუ პრობლემას
განაზოგადებს?
60 შვილის „უგუნებობის“ მიზეზზე ფიქრით ძილგამტყდარი ოთარაანთ ქვრივი
გონებით ჩხრეკს შვილის დადარდიანების ყველა შესაძლო მიზეზს, მაგრამ ყველაზე
მეტად მაინც ერთ რამეზე ფიქრი ზარავს. რა შემთხვევის გახსენება აშფოთებს
ოთარაანთ ქვრივს?
61 რისი თქმა უფრო ემძიმება გიორგის დედისათვის, იმისა, რომ მოჯამაგირედ უნდა
დაუდგეს არჩილს, თუ იმისა, რომ შეყვარებულია? რატომ?
62 მიუხედავად იმისა, რომ ოთარაანთ ქვრივი შინაგანად სასტიკად ეწინააღმდეგება
შვილის გადაწყვეტილებას, მაინც თავისი ფეხით მიდის და-ძმასთან და თვითონვე
ამცნობს შვილის სურვილს. რატომ?
63 რომელი მკვეთრი, მამხილებელი ფრაზით გაკილა მან მასპინძლები?
64 რას ფიქრობს ოთარაანთ ქვრივი დედაშვილობაზე?
6566 როგორ გესმით ამ სიტყვების მნიშვნელობა: ქვრივმა გადაწყვიტა, „თავისად
მაყურებელი თვალი დაებრმავებინა“ და შვილისკენ მაყურებელი თვალითღა ევლო
და ეცოცხლა.
67 როგორ ჰქონდა არჩილს გაშენებული ვენახი და რა დაუწუნა გიორგიმ ?
68 რას ამბობს არჩილი წიგნიერებასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე?
69 რაზე წაეჩხუბა გიორგი მეჯინიბეს?
4
70 რატომ შეენაცვლა გიორგი თივის მდგმელ პეტრეს?
71 გიორგის რა თვისებები, გრძნობები ხდება მისი დაღუპვის მიზეზი?
72 რა გაუმხილა დედას სიკვდილის წინ გიორგიმ?
73 რისი თავისუფლება მიანიჭა მოახლოებულმა სიკვდილმა გიორგის?
74 თქვენი აზრით, რატომ აღმოჩნდა და-ძმისთვის მომაკვდავი გიორგის სიტყვები
მოულოდნელი?
75 რატომ იჩენს ასეთ განსაკუთრებულ ყურადღებას სოსია მეწისქვილე ოთარაანთ
ქვრივის ტრაგედიის მიმართ?
76 როგორ დამარხა და-ძმამ გიორგი და როგორ შეაფასა სოფელმა და-ძმის საქციელი?
77 როგორ ხსნის არჩილი გლეხებსა და თავადებს შორის გაუცხოებას, როგორც თვითონ
უწოდებს, ხიდჩატეხილობას?
78 გაიხსენე თერგდალულთა მსოფლმხედველობა. მათ მიერ დასმული საკითხებიდან
რომელს ეხმიანება ხიდჩატეხილობის პრობლემა?
79 როგორ ფიქრობთ, გიორგის ტრაგედია, მართლაც სოციალურმა უთანასწორობამ
განაპირობა თუ თავად გიორგის პიროვნებაში უნდა ვეძებოთ დამარცხების
მიზეზები?
80 არჩილის აზრით, რატომ ვერ მიუხვდა კესო გიორგის სიყვარულს?
81 რომელი ქრისტიანული დღესასწაულის ღამეს მოვიდა დიდი თოვლი?
82 ხალხში რა მითქმა-მოთქმა ატყდა ოთარაანთ ქვრივის სიკვდილის გამო?
83 რა ეპითეტებით არის წარმოჩენილი წუთისოფელი და რატომ?
84 ვისა და ვის შორისაა ჩატეხილი ხიდი ნაწარმოებში და რა არის ამ გაუცხოების
მიზეზი.
განდეგილი 85 რას შეიძლება ნიშნავდეს სიმბოლურ-ალეგორიულად ჯაჭვის კიბე, რომელიც
ერთადერთი გზაა მონასტერში ასასვლელად?
86 როგორია წუთისოფელი, რომელიც განდეგილმა დატოვა? (აღწერე, ჩამოთვალე).
87 როგორ სულიერ მდგომარეობას მიაღწია განდეგილმა თავისი მოღვაწეობით?
88 როგორ ხატავს ავტორი განდეგილის პორტრეტს?
89 რის ნიშნად მოუვლინა უფალმა მწირს სასწაული?
90 როგორ აღწერს ილია იმ საშინელ ტაროსს, რომელიც საღამოს არაჩვეულებრივი
პეიზაჟის შემდეგ დადგა მყინვარზე?
91 როგორ აღწერს მწყემსი ქალის გარეგნობას ავტორი?
92 როგორ იმართლებს თავს მწყემსი ქალი იმის გამო, რომ მამის დარიგება დაავიწყდა?
93 როგორ ხსნის განდეგილი, რომ ამ ყინულებში მარტო ცხოვრობს?
94 რა სიტყვა წამოსცდა უნებურად მწირს?

5
95 რა შეიძლება დავარქვათ იმ ხმას, რომელიც შეძრწუნებულ განდეგილს გამუდმებით
ჩაესმის?
96 რატომ გრძნობს მწირი დროის დენას?
97 რა მოუვიდა განდეგილს, როცა სასწაული არ მოხდა?
V აკაკი გამზრდელი 98 აკაკი პოემას უძღვნის პედაგოგებს. რისი თქმა სურს ამით პოეტს?
წერეთელი
99 რას გაგონებთ საცალფეხო, მიხვეულ-მოხვეული „იწრო ბილიკი“, რომელიც ბათუს
სახლისკენ მიდის.
100 რაზე მიგვანიშნებს ის დეტალი, რომ, როდესაც ეშმაკიც კი თავშესაფარს ეძებს, მაშინ
მივიდა აფხაზთან საფარ-ბეგი.
101 შეაფასეთ ბათუს გადაწყვეტილება - თვითონ წავიდეს ცხენის მოსაპარად.
102 შეაფასეთ ბათუს საქციელი, უკვე სახლს გაცილებულ საფარ-ბეგს მხოლოდ
სიტყვიერი მუქარით რომ სჯის.
103 თქვენი აზრით, რა მიზნით აგზავნის ბათუ საფარს მოძღვართან.
104 დაახასიათეთ ჰაჯი-უსუბი. იმსჯელეთ, აკაკის აზრით, რა თვისებები უნდა ჰქონდეს
მოძღვარს.
105 რა სიტყვით შეაფასა ჰაჯი-უსუბმა საფარის საქციელი, როცა „თვალწინ
გაისიგრძეგანა“ მისი ცოდვა.
106 თქვენი აზრით, რამ გადაააწყვეტინა თავის მოკვლა ჰაჯი-უსუბს, საფარის თუ ბათუს
საქციელმა? პასუხი დაასაბუთეთ.
VI ვაჟა-ფშაველა ალუდა ქეთელაური 107 რა მდგომარეობა უკავია ალუდა ქეთელაურს თემში
108 ვაჟას თქმით, მუცალის თოფი „გამასტყვრა“, ალუდას თოფის ხმა „ცის ჭეხასა“ ჰგავს.
თქვენი აზრით, რის გამოკვეთა სურს მწერალს ერთი და იმავე მოვლენის ასეთი
ურთიერთგანსხვავებული აღწერით.
109 ალუდა „მარჯვენას არ სჭრის მუცალსა, იტყოდა „ცოდვა არიო“. - ეს სიტყვები
გესმით „ცოდვის - ცოდვიანობის“ თუ „ცოდოს - საცოდავის, საბრალოს“ -
მნიშვნელობით.
110 გულდამძიმებული ალუდა შატილში ბრუნდება. ამ სიტყვებს ალუდას შატილში
დაბრუნებამდე ვკითხულობთ: „ვისაც მტერობა მოსწყურდეს .... ... ... ... მკვლელს არ
შაარჩენს გვარია“.

რა ფუნქციას ასრულებს ეს ეპიზოდი ნაწარმოებში?


111 ალუდას სულში არსებული ჭეშმარიტების მარცვალი აღორძინდებოდა მუცალთან
შეხვედრის, ამ გმირის სიკვდილის გარეშე?
6
112 ალუდას საზარელი სიზმრები ტანჯავს. როგორ ფიქრობთ, რაზე მეტყველებს ეს
გარემოება? შეიძლება ითქვას თუ არა, რომ ალუდამ პირველად დაინახა მტერში
ადამიანი?
113 მინდია დატუქსავს ახალგაზრდა შატილიონებს: „ახლებო, სისხლი გიფუისთ... ... ...
გული-დ გონება ძმანია...“. განმარტეთ, როგორ გესმით ეს სიტყვები.
114 თქვენი აზრით, „ვაჟკაცური რჯული“ რით განსხვავდება სარწმუნოებითა თუ
ტრადიციებით დამკვიდრებული შეხედულებებისაგან.
115 როდის მიაღწია კულმინაციას ალუდასა და თემის დაპირისპირებამ?
116 მინდია „გულზე მკლავებგადაწყობილი“ დგას, როდესაც ხევისბერი თემიდან
მოკვეთს ალუდას. რა სახის ინფორმაციას შეიცავს ეს დეტალი?
სტუმარ-მასპინძელი 117 რა თვისებებს ამჟღავნებენ ჯოყოლა და ზვიადაური მათი შეხვედრის ეპიზოდში?
დაიმოწმეთ ტექსტი.
118 რას გამოხატავს ჯოყოლას სიტყვები: „არ მოგვიხდება, ერთურთში/სიტყვა ვიუბნოთ
მცდარადა“.
119 ზვიადაურს მაშინვე შეიცნობს ჯოყოლას სახლში მყოფი ქისტი, მაგრამ არ იმჩნევს.
რატომ იქცევა ასე და რა ტრადიციაზეა გამახვილებული ყურადღება?
120 ჯოყოლა სტუმარმასპინძლობას საუფლო წესს უწოდებს. რაზე მეტყველებს ეს?
121 ჩამოთვალეთ მიზეზები, რომელთა გამოც იცავს ჯოყოლა ზვიადაურს.
122 როგორ იქცევა უმძიმეს განსაცდელში ჩავარდნილი ზვიადაური?
123 როგორ იმოქმედა ზვიადაურის გაუტეხლობამ ქისტებზე?
124 რად ჩათვალეს ქისტებმა ჯოყოლა ზვიადაურის გამოსარჩლების გამო?
125 შეაფასეთ ჯოყოლას მიერ მარტო ბრძოლის ეპიზოდი. რა აიძულებს ჯოყოლას ასე
მოიქცეს? რა სურს მას?
126 როგორ გესმით ნაწარმოების ფინალი? რისი სიმბოლოა ჟანღი?
127 როგორ ახსნით პირიმზისა და უფსკრულის სიმბოლოებს, რაზეც ფინალური
სტრიქონებით დაგვაფიქრებს ვაჟა?
ბახტრიონი 128 ფშავში ხატობის დღეა. რით არის უჩვეულო ეს ხატობა?
129 რა ირკვევა, რა გასაჭირი დასტეხია თავს სანათას?
130 დააკვირდით კვირიას პორტრეტს, მის თვითდახასიათებას და იმსჯელეთ ამ
პერსონაჟზე, მის შინაგან ბუნებაზე.
131 რას გამოხატავს სიმბოლურად კვირიას სიზმარი?
132 რა სიზმრებს ხედავს ლელა?
133 რა გრძნობა, განწყობა აერთიანებს ლელას და კვირიას?
7
134 რა იდეაა წარმოჩენილი სიტყვებში“ „დღეს მკვდარი, ხვალე დილითა / ცოცხალი
წამოდგებოდა“?
135 პოემაში მთა პერსონიფიცირებულია, იგი ფიქრობს: „ნისლი ფიქრია მთებისა, / იმათ
კაცობის გვირგვინი!“ რისი მანიშნებელია, რა არის პოეტის სათქმელი, გამოხატული
ამ გაპიროვნებით?
136 როგორ ფიქრობთ, რატომ უთითებს მთებზე ლუხუმი ლაშქარს, რომელიც კვირიას
ღალატს აბრალებს?
137 რა უნარის უქონლობას საყვედურობს ლაშქარს ლუხუმი?
138 როგორია ბრძოლის ველიდან გაქცეული წიწოლასადმი ფშაველების
დამოკიდებულება და რამდენად იზიარებთ მას?
139 როგორ შეაფასებთ თემის დამოკიდებულებას წიწოლასადმი მას შემდეგ, რაც ეს
ადამიანი თვითონ გამოუტანს განაჩენს საკუთარ თავს?
140 როგორ ფიქრობთ, რა მსგავსება შეიძლება ვიპოვოთ, ერთი მხრივ, გველის და
ლუხუმის ამბავს და, მეორე მხრივ, ალუდას და მუცალის ამბავს შორის?

You might also like