You are on page 1of 15

1.

,,ვეფხისტყაოსანი“ პროლოგი
შუა საუკუნეებში პოეტები ნაწარმოებებს იწყებდნენ ღვთის ხსენებით. შოთა რუსთაველიც ახსენებს ღმერთს,
რომელმაც შექმნა სამყარო თავისი ძალით, ზეციდან სული ჩაბერა ამქვეყნიურ არსებებს, ჩვენ, ადამიანებს მოგვცა ეს
მრავალფეროვანი ქვეყანა. ღვთის ძალით მეფობს ყოველი ხელმწიფე.
2. რუსთაველი აღიარებდა ერთ ღმერთს, რომელმაც შექმნა ყველა ამქვეყნიური არსება. ის მიმართავდა უფალს და
სთხოვდა სატანისაგან დაცვას. ასევე სთხოვდა შეყვარებული ადამიანებისთვის დამახასიათებელ სიმტკიცეს და იმ
ქვეყანაზე წასაღები ცოდვების შემსუბუქებას.
3. ავტორი ახსენებს დავით სოსლანს, მას ლომს უწოდებს მეტაფორულად და აღნიშნავს, რომ დავითს უხდებოდა
შუბისა და ფარშ-შიმშერის (ხმლის) ტარება. ამ სტროფში რუსთაველი ახსენებს თამარს და მეტაფორულად მის
ღაწვებს (ლოყებს) ლალის თვლებს ადარებს, ხოლო თმას - გიშერს. ავტორს საკუთარი თავი თამარისთვის ხოტბის
შესხმის ღირსად არ მიაჩნია, რადგან თამარი იმსახურებდა ყანდის (შაქარ ყინულისა) და მიშერის (გარეული თაფლის)
მსგავსი იშვიათი ხოტბის შესხმას.
4. ავტორი მოუწოდებს მკითხველს, რომ შეაქონ სისხლის ცრემლებდათხეული თამარ მეფე, რომელიც ადრე აქო და
კარგადაც შეაქო. პოეტის მუზა იყო თამარის გიშრისფერი თვალები და მოქნილი ტანი(,,ნა რხეული“). ვინც ამ ამბავს
გაიგებდა, გულზე ლახვარივით მოხვდებოდა
5. რუსთაველს უბრძანეს საქებარი ლექსების თქმა, თამარის წარბთა და წამწამთა შექება. ავტორი მეფის კბილებს და
ტუჩებს მეტაფორულად უწოდებს ბროლ-ბალახშს და ამბობს, რომ ასეთი სილამაზე ყველაფერს მოინადირებს
„ გასხტეხს ქვასაცა მაგარსა, გრდემლი ტყვიისა ღბილისა“. (ბალახში საუკეთესო ხარისხის ლალის თვალია).

6. ავტორი აღნიშნავს, რომ მას სჭირდება „გული და ხელოვანება“, რათა ღირსეულად აღწეროს ტარიელის ამბავი. ამ
სტროფში პირველად ახსენებს სამ გმირს, რომლებიც ერთმანეთს ემონებიან და ამით ცდილობს დააინტერესოს მკითხველი.
7. რუსთაველი მიგვანიშნებს, რომ ტარიელის უცნაური ბედით შეძრული ადამიანი ცრემლს დაღვრის. ეს გულში
ჩამწვდომი ამბავი გაიგო პოეტმა და გალექსა, ანუ წყობილ მარგალიტად აქცია.
8. ამ ამბავს ავტორი სპარსულს უწოდებს, რაშიც უცხო იგულისხმება. ის აღნიშნავს, რომ ამბავი ქართულად იყო
ნათარგმნი და თვითონ ისე გალექსა, რომ ხელი ხელ სატარებელ ,,ობოლ მარგალიტად“ აქცია. აქვე აღნიშნავს, რომ
ამბის გალექსვით საკამათო საქმე გააკეთა. ჩემმა გამგიჟებელმა დამსაჯოს თავისი სილამაზითო_წერს ავტორი და
მიგვანიშნებს, რომ უყვარდა თამარ მეფე.
9. ამ სტროფში ისევ ნახსენებია რუსთაველი, რომელიც ხელობით, ანუ გაგიჟებით აკეთებს ამ საქმეს, ესე იგი უძღვნის
პოემას მეფეს, რომელსაც ჯარი ემორჩილება და თავადაც მისთვის მკვდარია. თითქოს ავტორი შეფარვით აღიარებს,
რომ დაუძლურდა უიმედო სიყვარულით, ამიტომ ოცნებობს ან განკურნებას, ან სიკვდილს.
10. თვალისჩინდაკარგულებმა უნდა ინატრონ სინათლის დაბრუნება. გული გამიჯნურდა და უნდა ველებზე სირბილი.
შემიბრალეთ! კმარა ხორციელი ტანჯვა, დაე მიეცეს სულს ლხენა. დიახაც ,რომ სამხმოვან სიმღერას შესაბამისი
სიტყვების მიწოდება უნდა.
11. ბედი ვისაც რას არგუნებს, მას უნდა დასჯერდეს. მუშა უნდა მუშაობდეს, მეომარი გულადად იბრძოდეს. მიჯნური
უნდა ცდილობდეს გამოიცნოს შეყვარებულის ხასიათი, არც თვითონ დაიწუნოს სხვისი შეყვარებული, არც სხვას
დააწუნებინოს საკუთარი სატრფო.
რუსთაველის შეხედულება პოეზიაზე

12. რუსთაველის აზრით, შაირობა, ანუ პოეზია, სიბრძნის უძველესი დარგია. ლექსები ღვთის ნებით წარმოითქმის და
მსმენელთათვის სასარგებლოა. კარგი ადამიანი ისიამოვნებს და სიბრძნეს აითვისებს ლექსებიდან. თანაც გრძელი
ამბავი ლექსში მოკლედ შეგვიძლია გამოვთქვათ. (სიტყვაში იგულისხმება ამბავი, ხოლო ლექსში _ სიტყვა).
13. როგორც ცხენს გამოსდის დიდი გზაზე რბოლა, მობურთალი გამოიცდება მოედანზე მარჯვე თამაშით, ასევე პოეტი
გამოჩნდება გრძელი ლექსების თქმისა და შეყოვნების (,,ხევა“) დროს. მას არ უნდა გაუჭირდეს საუბარი და სიტყვები
არ უნდა გამოელიოს.
14. კარგ პოეტს სიტყვების მდიდარი მარაგი უნდა ჰქონდეს . მან სასურველია გამოიჩინოს გმირობა, რათა კარგი ლექსები
შექმნას.
15. ავტორი პოეტს ვერ უწოდებს ისეთ ადამიანებს, ვინც ერთი-ორ პატარა და უმსგავს ლექსს დაწერენ, თუმცა არსებობენ
ასეთი „მოლექსეები“, რომლებიც უაზრო ლექსებს სწერენ, მაგრამ თავდაჯერებულად, როგორც ჯორებს, საკუთარი
თავი კარგი პოეტები ჰგონიათ.
16. რუსთაველი გამოყოფს პოეზიაში მეორე ლექსად წოდებულ ლექსებს, რომლებსაც ქმნიან ახალგაზრდა პოეტები. ეს
ლექსები არც გულში ჩამწვდომია და არც გრძელი, რადგან მათი შემქმნელი პოეტები ყმაწვილი მონადირეებივით
ახალბედები არიან : „დიდსა ვერ მოჰკლვენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა“.
17. რუსთაველი მექსამე ლესად მოიხსენიებს სანადიმოდ, საარშიყოდ, სამხიარულოდ შექმნილ პატარა ლექსებს. იგი
მიიჩნევს, რომ ასეთი ლექსებიც კარგია მხილების თუ გართობის მიზნით, ოღონდ ნათლად უნდა იყოს სათქმელი
გამოთქმული. თუმცა საბოლოოდ მიიჩნევს, რომ პოეტი არ არის სრულყოფილი, თუ პოემების წერა არ შეუძლია.

რუსთაველის შეხედულება მიჯნურობაზე


18. პოეტი თავის ლექსებს უაზროდ არ უნდა ფანტავდეს (,,აბრკმობდეს“). მას ერთი უნდა უყვარდეს,მხოლოდ რჩეულს
ეარშიყებოდეს, მისთვის შრომობდეს და მას ამკობდეს.
19. ამ სტროფში რუსთველი შეფარვით ახსენებს მას, ვინც ადრეც აქო და ალბათ გულისხმობს თამარ მეფეს. ავტორს
მიაჩნია, რომ ღირსელად შეაქო მეფე და ეს მისთვის დიდი სახელია, საამაყოა. პოეტი აღიარებს, რომ თამარი მისი
სიცოცხლე,ა თუმცა პანტერასავით შეუბრალებელი. მიგვანიშნებს, რომ მისი სახელი მანამდეც ქებით გვითხრა.
20. რუსთაველი მიიჩნევს, რომ მიჯნურობა ღვთიური და უძველესი რამ არის. სათქმელად ძნელია. ეს არის აღმაფრენის
მომცემი გრძნობა. მიჯნური უნდა ეცადოს, მოითმინოს მრავალი წყენა.
21. ჭკვიანი ადამიანი, რომელმაც არ იცის, თუ რას ნიშნავს სიყვარული, ვერ გაუგებს შეყვარებულ ადამიანს.ამ გრძნობის
ასახსნელად ენაც ტყუილად დაიღლება და მსმენლის ყურიც; თუმცა არსებობს ხორციელი და ქვენა გრძნობებიც, ანუ
სიძვა და არსებობს პლატონური სიყვარულიც - შორით ტრფობა.
22. მიჯნური არაბულად გიჟს ჰქვია, რადგან გიჟურად იქცევა შეყვარებული ადამიანი_ის ვერ ხვდება, როგორ მოიქცეს.
ზოგიერთი ახალგაზრდა სიყვარულის გამო ღვთიური აღმაფრენით ივსება, ზოგი კი კეკლუცებთან ზერელე თამაშით
ერთობა.
23. რუსთაველის აზრით, მიჯნური უნდა ყოფილიყო გარეგნულად ლამაზი, ბრძენი, გულუხვი, თავმდაბალი,
ახალგაზრდა და უნდა ჰქონოდა დრო სიყვარულისთვის.
მიჯნურს უნდა შესძლებოდა მოთმენა და დათმობა, გონივრული მჭევრმეტყველება და ფიზიკურად კარგი მებრძოლი
ყოფილიყო. ამ თვისებებიდან თუ რომელიმე ეკლდა, სრულყოფილი მიჯნური ვერ იქნებოდა.
24. მიჯნურობა, ავტორის აზრით, არის ზეციური იდეა; ის არ ჰგავს სიძვას. მიჯნურობასა და სიძვას შორის დიდი
განსხვავებაა და ადამიანებმა ერთმანეთში არ უნდა აურიონ.
25. საჭიროა მიჯნური იყოს გამტანი, ერთგული, არა ბილწი და მრუში. ის უნდა ოხრავდეს, თუ საყვარელ ადამიანს
მოშორდება. ჭეშმარიტ მიჯნურს თავისი რჩეული უნდა უყვარდეს, თუნდაც ის უხასიათო აღმოჩნდეს. რუსთაველს
სძულდა უგულო სიყვარული „ ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში“.
26. ადამიანი ცოცხალი არ უნდა დაშორდეს მას, ვინც პირველად შეუყვარდება. გამიჯნურებულმა არც ლხინის დროს
უნდა დაკარგოს თავი, არც ჭირს შეუშინდეს. საყვარელი ადამიანისთვის შეყვარებულმა ყველაფერი უნდა დათმოს და
ამ ქვეყნიურ კეთლდღეობაზე არ იფიქროს შეყვარებულის გარეშე.
27. რუსთაველს არ მოსწონს იმ ახალგაზრდების საქციელი, რომლებსაც ერთ დღეს ერთი უყვართ, მეორე დღეს_ სხვა.
ავტორს ასეთი ყმაწვილური თამაში მიჯნურობად არ მიაჩნია. კარგი მიჯნური სოფელსაც კი დათმობს საყვარელი
ადამიანისთვის.
28. მიჯნურმა სიყვარული გარეგნულად არც კი უნდა შეიმჩნიოს, თავისი შეყვარებული სულ უნდა ენატრებოდეს,
საკუთარი ჭირი დამალოს და განმარტოებული სატრფოზე ფიქრობდეს. პლატონური სიყვარული ჭეშმარიტი
სიყვარულია: „ შორით ბნედა, შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით ალვა“ შეყვარებულმა სატრფოსგან უნდა
მოითმინოს წყენა და მისი მორიდება უნდა ჰქონდეს.
29. სასურველია ადამიანმა არ გაამჟღავნოს თავისი გრძნობები სხვებთან, არ შეაწუხოს მეგობრები ოხვრითა და
წუხილით, უნდა შეიფეროს მიჯნურობა და სატრფოსთვის ჭირი ლხინად მიაჩნდეს.
30. როგორ შეიძლება მიენდო იმ ადამიანს, ვინც საკუთარ სატრფოს აწყენინებს, ვინც მასაც ავნებს და საკუთარ თავსაც
ცუდ დღეში ჩაიგდებს?! თუ ნამდვილი სიყვარულია, ადამიანებმა ერთმანეთს არ უნდა აწყენინონ და გული არ უნდა
ატკინონ.
31. საკვრიველია, რატომ იფერებს კაცი შეყვარებულის სიყვარულს, თუ ხშირად აწყენინებს მას. თუ უყვარს, არ უნდა
აწყენინოს და თუ აწყენინებს, მაშინ არ ჰყვარებია. „ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა“.
32. შეყვარებულ ადამიანს სატრფოსთვის ტირილი და მარტო ველზე სიარული ეპატიება; ის ყოველთვის შეყვარებულზე
უნდა ფიქრობდეს, თუმცა უმჯობესია, თუ საზოგადოებაში იტრიალებს და არ შეიმჩნევს სიყვარულს.
ამბავი როსტევან არაბთა მეფისა
36. „ რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭკნაროსა, იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“
37. „რაღაა იგი სინათე, რასაცა ახლავს ბნელია?“
40. „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს. თუნდაც ხვადია“
43. – 45. სტუმრების მოწვევა თინათინის გამეფების ცერემონიალზე
45.- 47. სოგრატის და ავთანდილის საუბარი და თინათინის გამეფება
48.- 52. როსტევანის მიერ თინათინის დარიგება: „უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.
51. „მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია; უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია;
სმა-ჭამა - დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?
რასაცა გასცემ, შენია, რასც არა, დაკარგულია!
52.- 56. თინათინის მიერ საჭურჭლეს გაცემა.
57.-59. ნადიმი და მეფის მოწყენა
60.-64. სოგრატის და ავთანდილის მისვლა მეფესთან და მეფის მოწყენის მიზეზი.
65.-73. ავთანდილის მიერ ნადირობის შეთავაზება და სანაძლეოს დადება (წაგებული სამი დღე თავშიშველი ივლიდა)
როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა
74.-75. ძოწეულის ფერებში ჩაცმული, თეთრ ცხენზე ამხედრებული ავთანდილი, შეკაზმული მეფე, და ლაშქარი.
76. წაიყვანეს 12 მონა ისვრების მისაწვდელად და ნასროლის დასათვალიერებლად, დასათვლელად. ასევე შერმადინიც.
77. „ირემი, თხა და კანჯარი (გარეული ვირი), ქურციკი მაღლად მხლტომელი.
78.-80. ველი წითლად შეღებეს ნადირის სისხლით, რის გამოც „ცათა ღმერთი შეარისხეს“
81.-85. ნადირობის შედეგად ავთანდილმა მოკლა 110, როსტევანმა 90.
ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა
86.-87 უცხო მოყმის პორტრეტი - ძლიერი, მდიდარი, უცნაური...
88.-93. მეფის მიერ ერთი მონის გაგზავნა ვეფხისტყაოსნის მოსაყვანად და მსახურის ხელცარიელი დაბრუნება.
94.-97. 12 მონის გაგზავნა უცხო მოყმის შესაპყრობად და მათი დახოცვა მოყმის მიერ.
98.-101. მეფის და ავთანდილის მიერ უცხო მოყმის დევნა და მისი კვალის გაქრობა.
102.-106. დამწუხრებული მეფის დაბრუნება სასახლეში და ავთანდილთან ერთად განმარტოება, თინათინის სტუმრობა
მამასთან
107.-118. თინათინის და როსტევანის საუბარი და თინათინის რჩევა.
110. - ,,კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს”. (ზ)
116. - ,,ბოროტიმცა რად შეექმნა კეთლისა შემოქმედსა! “(ზ) რჩევა მსახურების გაგზავნაზე.
119.-123. როსტენანმა გააგზავნა მსახურები უცხო მოყმის საძებნელად, ვადა მისცა 1 წელი, თუმცა ისინი ხელცარიელნი
დაბრუნდნენ. მეფემ ჩათვალა, რომ უცხო მოყმე ეშმაკისეული მოლანდება იყო და ლხინი გადაიხადა.
თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად
124.-126. თინათინისგან ავთანდილის ხმობა და ავთანდილის ლაღად წასვლა მეფესთან
127.-128. გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს, ყარ-ყურმნი უსაპირონი. - თინათინის კეკლუცად დახვედრა, მისი მოწყენილობა და
გონივრული საუბრის დაწყება
129.-132. თინათნმა შეახსენა ავთანდილს უცხო მოყმის ამბავი და დაავალა მისი მოძებნა, როგორც ყმას.
133.-135. მეფემ აღიარა, რომ ხვდებოდა ავთანდილის სიყვარულს, თავადაც მოსწონდა და აგზავნიდა რთული დავალების
შესასრულებლად, რათა სპასპეტს სიყვარული დაემტკიცებინა.
136.-141. თინათინმა უცხო მოყმის მოსაძებნად სპასპეტს სამი წელი მისცა, ერთმანეთს შეჰფიცეს ერთგულება
142.-145. შეყვარებულთა ტკბილი საუბარი და ავთანდილის წუხილი მიჯნურთა განშორების გამო.
146.-149. ავთანდილის მისვლა სასახლეში და როსტევანის გაფრთხილება, რომ მიდის არაბეთში სამოგზაუროდ თინათინის
გამეფების შესატყობინებლად და ხალხის ერთუგლების შესამოწმებლად.
150.-151. გამოთხოვება როსტევან მეფესთან
152.-161. ავთანდილის წასვლა მამაპაპეულ სასახლეში, მგზავრობა ოცი დღე, შერმადინთან საუბარი და სამი დღე ნადირობა;
შერმადინისთვის თინათინის სიყვარულის ამბის განდობა; პატრონყმური ურთიერთობები „ ხამს მეფეთა ერთგულება, ყოფა
გვმართებს ყმასა ყმურად“
161.-169. ავთანდილმა დაუბარა შერმადინს ეპატრონა მისი სახლკარისა და მამულებისთვის, მეფესთან გაეგზავნა ძღვენი,
მონაწილეობა მიეღო ლაშქრობებში, მოეცადა ავთანდილისთვის სამი წელი და თუ არ დაბრუნდებოდა, ეგლოვა იგი.
167.3. მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლო უვაჭრელად.
4. კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.
169. 1. ფათერაკი სწორაად მოკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი;
წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა
170.-175. ავთანდილმა დაწერა წერილი თავიsი ქვეშემრდომების სახელზე, რომელშიც სთხოვდა მათ დამორჩილებოდნენ
შერმადინს, რადგან თავად იძულებული იყო აუცილებელი საქმის გამო გადახვეწილიყო.
176.-177. ავთანდილი მოემზადა მარტოკა სამოგზაუროდ, წავიდა ვითომ სანადიროდ თავის ლაშქართან ერთად, მაგრამ
განაპირდა და გაიპარა.
178.-181. ლაშქარმა აღმოაჩინა, რომ პატრონი წასულიყო, მოისმინეს შერმადინის მიერ წაკითხული ავთანდილის წერილი და
მორჩილება აღუთქვეს შერმადინს.
ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასვლა
182.-187. ავთანდილმა ამაოდ ეძება უცხო მოყმე ორი წელი და ცხრა თვე. იგი წუხდა თინათინთნ განშორების გამო.
188.-196. ავთანდილმა გადაწყიტა ორი თვე კიდევ მოეძებნა და ერთ თვე დაეტოვებინა უკან დასაბრუნებლად, რადგან არ
უნდოდა ხელცარიელი დაბრუნება და პირობის გატეხვა/ არც ის რომ კვდარი ჰგონებოდათ.
197.-200. ავთანდილი მოგზაურობდა ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც დაუსახლებელი იყო, ერთ სერზე ასულმა დაინახა
შვიდი დღის სავალი მინდორი. ჩავიდა მდინარესთან, ისრით მოკლა ნადირი, დაანთო ცეცხლი და ამ დროს დაინახა 6
ცხენოსანი.
201.-207. ავთანდილი ამხედრდა „მეკობრეებთან“ შესახვედრად და ბოლოს აღმოჩნდა რომ ისინი იყვნენ ხატაელი ძმები სამი
მსახურით. ორ უფროს ძმას მოყავდა ერთი თავში დაჭრილი უმცროსი ძმა, მათ ენადირათ ამ ადგილებში, ნანადირევით
დატვირთული ლაშქარი გაეშვათ ხატაეთში და თავად დარჩენილიყვნენ ერთმანეთთან შეჯიბრების მიზნით.
209. „ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი, პირ-გამქუშავია,
ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, - მერანი რამე, შავია -
თავსა და ტანსა ემოსა გარე-თმა ვეფხის ტყავია,
ჯერ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია.
208.-215.უფროს ძმას მოუნდა მხედრის ხელში ჩაგდება, შუათანას - ცხენისა, ხოლო უმცხორსს - გმირობის გამოჩენა, და
მოყმის შეპყრობა, უცხო მოყმემ კი თავში დაჭრა უმცროსი ხატაელი და გზა გააგრძელა მშვიდად.
216.-222. ავთანდილს გაუხარდა უცხო მოყმის პოვნა და ჩუმად გაჰყვა უკან რათა კონფლიკტი არ მომხდარიყო მათ შორის.
220.„საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს, ხამს თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს, არ-სიწყნარე გონების ა
მოიძულვოს, მოიძაგოს.“
223.-234.ავთანდილმა ორი დღე-ღამე სდია უცხო მოყმეს. ის მივიდა გამოქვაბულში, საიდანაც გამოეგება ქალი.
ასმათისა და ვეფხისტყაოსნის ტირილი.
ავთანდილისგან თვალთვალი.
მეორე დილით ქალმა გააცილა უცხო მოყმე, რომელიც უმშვენიერესი იყო და ავთანდილმა გადაწყვიტა ქალისთვის
ეთქმევინებინა მისი ამბავი.

ამბავი ავთანდილისა ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან


235.-236. ავთანდილი ავიდა გამოქვაბულში ასმათთან
237.-239. ასმათის საშველად ეძახდა ვინმე ტარიელს, ავთანდილი კი სთხოვდა გაჩუმებას.
240.-243. ავთანდილი ემუდარებოდა უცხო მოყმის ამბის თქმას, ასმათი კი შეუძლებლად მიიჩნევდა ამას. ავთანდილმა
„თმათა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა“.
244.-245. ასმათს არ ენანებოდა გატანჯული სიცოცხლე, ის იყო მტკიცე და გონიერი.
246.-250. ავთანდილი ნანობდა ძალადობრივ ქცევას, სთხოვდა პატიებას ასმათს და ტიროდა მიჯნურის გამო, რომელსაც
ამბავს ვერ მიუტანდა. ქალი დაინტერესდა მისი მდგომარეობით.
251.-259. ასმათს ესმოდა მიჯნურთა მდგომარეობა და თვს ვალდებულად თვლიდა დახმარებოდა ყველა მიჯნურს. მისი
მიჯნურების მიმართ დამოკიდებულებით ისარგებლა ავთანდილმა თავი შეაცოდა, მოუყვა თავისი ამბავი და მიიღო
დაპირება ასმათისგან, რომ დაეხმარებოდა.
260.-261. იგავი ორი მოგზაურისა, რომელთაგან ერთი ჭაში ჩავარდა ხოლო მეორემ უთხრა, რომ იქ მოეცადა სანამ თოკს
მოიტანდა მის ამოსავანად. ჭაში ჩავარდნილს გაეცინა: „ არ გელოდე, სად გაგეგცე, სად წავიდე?“ ავთანდილი დამორჩილდა
ასმათს
262.-271. ასმათის და ავთანდილის საუბარი, უცხო მოყმის გამოჩენა და ასმათის მიერ ავთანდილის დამალვა გამოქვაბულში.
271.-277. ასმათი შეხვდა ტარიელს. როემლიც დაბრუნდა ჩქარა იმის გამო, რომ გადაეყარა მეფის ლაშქარს და არ უნდოა
უსიამოვნება.
278.-285. ასმათმა ურჩია ტარიელს მოეძებნა მეგობარი, რომელიც სატრფოს პოვნაში დაეხმარებოდა, ტარიელი მზად იყო
მეგობრობისთვის და დაპირდა ასმათს, რომ არაფერს დაუშავებდა მოყმეს ვინც მის დახმარებას განიზრახებდა.
შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა
286-297. ასმათმა გამოქვაბულში შემოიყვანა ავთანდილი. ტარელს მოეწონა ის. ავთანდილმა მოუყვა თავისი ამბავი, შეახსენა
ნადირობა, როსტევანის წუხილი და ხატაელი ძმები.
298-303. ტარიელს გაახსენდა არაბთა მეფესთან შეხვედრის ამბავი და უსაყვედურა ათანდილს, თუ სად მორათ მოუნდომეს
შეპყრობა ისედაც დამწუხრებულ რაინდს. ტარიელი მიიჩნევდა, რომ ღირსი იყო როსტევანი იმ მონების დახოცვისა.
304-314. ავთანდილი აღფრთოვანდა ტარიელით და გადაწყვიტა ყველაფერი გაეკეთებინა მისთვის. ტარიელმაც იფიქრა, რომ
ღმერთმა უწყალობა ორი რამ ; 1. თავისი ამბის მოყოლით ავთანდილს გააბედნიერებდა. 2. ამ ამბის მოყოლისას მოკვდებოდა.
** ტარიელისგან თავის ამბის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო.
315-329. ინდოეთის სამეფო შვიდ ნაწილად იყო დაყოფილი. ექსვში მეფობდა ფარსადანი, მეშვიდეში - ტარიელის მამა -
სარიდანი. ფარსადანს შვილი არ ჰყავდა. სარიდანმა თავისი სამეფო შეუერთა ინდოეთს, მეფემ მას უბოძა ამირბარობა
(ამირსპასალარობა), იშვილა მისი შვილი ტარიელი და ხელმფწიფედ ზრდიდა. როცა ბიჭი ხუთი წლის იყო, დედოფალი
დაორსულდა და გააჩინა გოგო. მეფემ იზეიმა და ერთად ზრდიდა ქალ-ვაჟს.
330.-345. როცა მეფის ასული შვიდი წლის გახდა, ლამაზიც იყო და ჭკვიანიც. მეფემ გადაწყვიტა მისი გამეფება მომავალში და
აღსაზრდელად მიაბარა თავის დას, დავარს. დავარი ქაჯეთში გათხოვილი, დაქვრივებული, ბრძენი ქალი იყო. ნესტან
დარეჯანს ის ზრდიდა სპეციალურად აშენებულ კოშკში. ტარიელი 15 წლსა როცა იყო, მამა გარდაეცვალა. ერთი წელი
სიბნეელში იჯდა და გლოვობდა. შემდეგ მეფემ გაუგზავნა მსახურები, მიიყვანა სასახლეში, დაუმტკიცა მამისეული ქონბა,
აჩუქა ასი საჭურჭლე და უბოძა ამირბარობა. ტარიელი ლაშქრობდა ხოლმე და ილხენდა მეგობრებთან ერთად.

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა, პირველ რომ გამიჯნურდა.


346-360. ერთხელ ტარიელი და ფარსადანი დურაჯებზე სანადიროდ იყვნენ. შინ დაბურნებისაას მეფემ გადაწყვიტა
ნანადირევი თავისი ასულისთვის მიერთმია და კოშკის ეზოში შევიდნენ. მეფემ ტარიელი ეზოში დატოვა. კოშკიდან
გამოვიდა ასმათი, ნესტანის პირისფარეშეი, ნანადირევის გამოსართმევად. ამ დროს ედინახა ტარიელმა კოშკში მჯდარი
ნესტან-დარეჯანი და გონება დაკარგა. როცა გონს მოვიდა, იწვა მეფის დიდ დარბაზში და თავზე დასტრიალებდნენ
მკურნალი მოლები (მუყრნი და მულიმნი). სამი დღის შემდეგ მიხვდა, რომ ნესტანი შეუყვარდა, მეფე -დედოფალი კი მაას არ
აპატიებდა.
361-368. ტარიელმა ვთის წყალბოით შესძლო თვის სახლში წასვლა. მეფემ გააცილა და იქაც უგზავნიდა ხოლმე ექიმებს.
ერთხელ მიიღო წერილი ვიღაც ოგგოსგან, გაუკვირდა, ვინ გამიბედა სასიყვარულო არშიყი ამირბარსო., თუმცა საარშიყო
პასუხი მისწერა.
369-373. ერთხელ მეფისგან გამოგზავნილმა ექიმებმა „ ხელი გაუხსნეს „, ანუ ვენიდან სისხლი გამოუღეს. ამ დროს ისევ
მოვუიდა სასიყვარულო ბარათი, დაინტერესებულმა გადაწყვიტა სასახლეში წასვლა, რათა გაეგო, ვინ წერდა ამ წერილებს.
374-381. გახარებულმა მეფემ სანადიროდ წაიყვანა გამოჯანმრთელებული შვილობილი, შემდეგ სანადიმოდ დასხდნნე. ამ
დროს მოლარემ თხრა პირშებურული ქალი გკითხულობსო. სტუმარი საწოლ ოთახში შეაყვანინა და ცოტახნით მიატოვა
ნადიმი. ქალი ტარიელს თაყვანისცემით შეხვდა. ტარიელმა შესთავაზა გვერდით დაჯდომა.
წიგნი ნესტან დარეჯნისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი.
382-386. წერილი ნესტან დარეჯნის დაწერილი აღმოჩნდა, რამაც ძალიან გაახარა ტარიელი. ნესტანი მოუწოდებდა, რომ
ტყუილად გული არ წასვლოდა და საგმირო საქმეებით დაემტკიცებინა მიწნურისთვის სიყვარული. გოგო პოლიტიკურ
პასუხისჯმგებლობას გრძნობდა და ურჩევდა ელაშქრა ხატაეთში, რომელბიც ხარკს აღარ იუხდიდნენ ინდოეთს. წერილში
ჩანდა დიდი სიყვარული.
წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი.
387-392. ტარიელმა საპასუხო სასიყვარულო ბარათი მისწერა ნესტანს. ასმათმა გადასცა ზეპრიად დანაბარები მეფის
ასულისგან, რომ შენიღვის მიზნით ვითომ ასმათს და ტარიელს უყვარდა ერთმანეთი. ტარიელმა მადლიერების ნიშნად ერთი
ჯამით ძვირფასეულობა გამოუტანა. ქალმა მარტო ერთი ბეჭედი აიღო.
წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა
393-396. ტარიელმა ხატაეთის მეფე რამაზს მისწერა წერილი რომელშიც სთხოვდა აღედგინა ხარკის გადახდა. წინააღმდეგ
შემთხვევაშ ჩავიდოდა ხატაეთში და დასჯიდა ქვეყანას.
ნესტანისაგან ტარიელის ხმობა
397-405.ერთ საღამოს ტარიელთან მივიდა ასმათის მონა და უთხრა რომ ქალი იხმობდა მას. გახარებულ ტარიელს თითქოს
ჯაჭვით დაბმული გული გაუნთავისუფლესო. სასახლის ეზოში შესულ ამირ ბარს ასმათი შემოეგება, გაამხნევა და მეფის
ასულთან შეიყვანა. ნესტანი იჯდა ლალის თვლებით მოჭედილ ტახტზე და ნაზად უყურებდა ტარიელს, თუმცა ხმა
ვერცერთმა ამოიღო. ბოლოს ნესტანმა სთხოვა ასმათს გაეცილებინა სტუმარი. დამწუხრებულ ტარიელს ამხნევებდა ასმათი
და აიმედებდა, რომ ნესტანმა ხმა მორცხვობის გამო ვერ ამოიღო.
წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელის წინაშე მოწერილი
406-411.ხატაეთიდან დაბრუნდნენ ტარიელის ელჩები და მოიტანეს რამაზ მეფის პასუხი, რომელიც უხეში და თავხედური
იყო. ტარიელმა ბრძანა მარზსპანებს შეეგროვებინათ მოხალისეთა ლაშქარი, რათა ჭკუა ესწავლებინა ხატაელებისთვის.
საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯარი შეიკრიბა. მეომრები ხვარაზმული იარაღით იყვნენ აღჭურვილნი. დილით უნდა
აღემართათ წითელი და შავი ფერის დროშა და ხატაეთისკენ გზას დასდგომოდნენ. ტარიელს უნდოდა ნესტანთან
გამომშვიდობება.
ტარიელისა და ნესტანის პირისპირ შეყრა
412-425. ხატაეთში წასვლის წინა ღამეს ისევ იხმო სასახლეში მეფის ასულმა ამირბარი ამჯერად მათ ტკბილად ისაუბრეს,
ერთმანეთს ერთგულება შეჰფიცეს ყურანზე და გამხნევებული ტარიელი მეორე დილთ გაუდგა გზას ხატაეთისკენ.
ტარიელისაგან ხატაეთს წასვლა და დიდი ომი
426-432. ტარიელი დილით ადრე გაუდგა გზას ხატაეთისკენ. ის ჰგავდა ლომს რომელსაც ვერავინ ვერ დაუძრახავდა
სიმამაცეს. ხატაეთის საზღვრის გადალახვის შემდეგ ინდოელებს შემოეყარათ რამაზ მეფის ელჩობა. მათ მოიტანეს რამაზის
თხოვნა, რომ წასულიყვნენ ხატაეთში მცირერიცხოვანი რაზმით, რადგან რამაზი მზად იყო აღედგინა ხარკის მიცემა . მას,
შეშინებულს მოეწერა: ,,ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ თქვენნი ინდოთა თხანია“. ელჩებმა მოიტანეს უამრავი ძვირფასეულობა.
ტარიელმა შეკრიბა სარდლები და რჩევა ჰკითხა. აქ გამოჩნდა ტარიელის თავმდაბლობა, წინდახედულება და
დემოკრატიული მმართველობის უნარი. მათ ახსოვდათ რამაზისგან ბევრი ღალატი, ამიტომ ურჩიეს წაეყვანა მცირე რაზმი,
მაგრამ თვითონ დიდი ლაშქრით ერთი დღის სავალზე უკან გაჰყვებოდნენ. ღამით ივლიდნენ, დღისით კი ხეობებსა და
ტყეებში დაემალებოდნენ რამაზ მეფის მზვერავებს და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებოდნენ ტარიელს. ამგვარად
ინდოელები გონუვრულად, ფრთხილად და წინდახედულად მოიქცნენ.
433-444. ტარიელმა აარჩია სამასი რჩეული მებრძოლი და წავიდა რამაზისკენ. სამი დღის შემდეგ მას ეახლა მეორე ელჩობა,
რომლებმაც მოართვეს ძვირფასი ტანსაცმელი. როგორც ჩანს, ამ ელჩების დახმარებით იგებდა ტარიელის ამბავსა და
დამოკიდებულებას რამაზ მეფე.
კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ტარიელის ხალხი ტევრში კარვებს დგამდა, მათთან მივიდა რამაზისგან
გამოგზავნილი მესამე ელჩობა. მათ მოართვეს საუკეთესო ჯიშის ცხენები. ტარიელმა სტუმრებს კარგი კარავი დაუდგა.
შუაღამისას მათი კარვიდან ჩმად გამოძვრა ერთი ელჩი და შეძვრა ტარიელის კარავში. ის აღმოჩნდა ტარიელის მამის,
სარიდანის გაზრდილი. მან ჩუმად გააფრთხილა ტარიელი, რომ რამაზი ღალატობდა მას და ათი ათასიანი ლაშქრით
აპირებდა ტარიელის სამასი კაცის განადგურებას. საჭიროების შემთხვევაში ხატაელთა კოშკებზე დაანთებდნენ ცეცხლს და
გამოიყვანდნენ ჩასაფრებულ ლაშქარსაც. აშკარა იყო ხატაელთა მეფის ღალატი. ტარიელმა კი გამოიჩინა მადლიერების
გრძნობა, მადლობა გადაუხადა ელჩს, ჩუმად გაუშვა იგი თავის კარავში. ამ შემთხვევაში ამირბარი მოგვევლინა ნებისყოფიან,
წინდახედულ ადამიანად, რომელმაც კარგად იცოდა მებრძოლთა ფსიქიკა, იყო მზრუნველი მხედართმთავარი და არ
ანერვიულა მეგობრაბი. ამიტომ ეს ამბავი თავისიანებს არ შეატყობინა, მხოლოდ მოციქული გაგზავნა უკან მოდევნებულ
დიდ ლაშქართან, რათა სწრაფად ევლოთ და დროულად დახმარებოდნენ ხატაელთა წინააღმდეგ ბრძოლაში.
445-458. მეორე დღეს ტარიელი თავის რაზმთან ერთად მშვიდად გაუდგა გზას. ერთ ქედზე როცა ავიდნენ, გადაიხედეს და
დაინახეს მინდორში რამაზ მეფის ურიცხვი ლაშქარი. აშკარა იყო ხატაელთა ღალატი. ტარიელმა გამამხნევებელი სიტყვით
მიმართა თავისიანებს და უბრძანა აბჯარი ჩაეცვათ. ეს დაინახა რამაზ მეფემ და მეოთხედ გამოუგზავნა ელჩები, რომლებსაც
დააბარა, რომ მეგობრულად ხვდებოდა ინდოელებს. ტარიელმა შეუთვალა, რომ აშკარა იყო მისი ღალატი და ბრძოლისა არ
ეშინოდა. ამირბარმა გამოიყენა სტრატეგიული ხერხი: თავის რაზმთან ერთდ ნელი სვლთ წავიდა და შევიდა
მოწინააღმდეგეთა რიგებში. ხატაელებს ვერ გაეგოთ, თუ რა ხდებოდა და შეუშვეს თავისი რაზმებში ინდოელები. ტარიელმა
და მისმა ხალხმა უცბად იშიშვლეს ხმლები და დაერივნენ ხატაელებს. ამან ხატაელთა დაბნეულობა გამოიწვია. ტარიელი
თანგანწირვით იბრძოდა:
„ახლოს მივე, შემომხედნეს, შმაგიაო, ესე თქვესა.
მუნ მივმართე მკლავ მაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა...
შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი,
კაცი კაცსა შემოვსტყორცე, ცხენ-კაცისა დავდგი გორი,
კაცი ჩემგან განატყორცი, ბრუნავს, ვითა ტანაჯორი,
ერთობ სრულად ამოვწყვიტე, წინა კერძო რაზმი ორი.“
მტრის მრავალრიცხოვნების გამო ინდოელები მძიმე მდგომარეობაში ჩაცვივდნენ. ამ დროს გამოჩნდა უკანიდან
მოდევნებული ინდოელთა ლაშქარი, რომელთა დანახვაზეც ხატაელები შეშინდნენ და გაიქცნენ, ტარიელი დაედევნა რამაზ
მეფეს, ცხენიდან ჩამოაგდო, შეებრძოლა და დაატყვევა. აქ გამოჩნდა, რომ რაინდს შენდობა და დანდობა შეეზლო და
ტარიელი ღირსეული ვაჟკაცი იყო.
459-468. ამირბარი ხელში იყო ხმლით დაჭრილი. ყველა მის გმირობას აქებდა, რამაზ მეფემ სთხოვა ტარიელს არ დაენგრია
მისი ციხე-სიმაგრეები და საკუთარი ხელით ჩააბარებდა გასაღებებს. მხედართმთავარმა გააყოლა თვისი კაცი, და რამაზ
მეფემაც ჩააბარა ციხეთა გასაღებები. ინდოელთა ლაშქარი შევიდა ხატაელთა სიმაგრეებში და ურიცხვი სიმდიდრე
გამოიტანეს იქიდან. ტარიელმა ამ ძვირფასეულობიდან აარჩია ერთი ყაბაჩა (მოკლებეწვიანი წამოსასხამი უსახელოებო) და
ერთი რიდე (პირსაბურავი, კაშნე) რომელიც ძალიან რბილი ნაქსოვი იყო, მაგრამ მტკიცე, თანაც არ ეტყობოდა, როგორ იყო
მოქსოვილი. ეს ორი ნივთი აიღო ნესტან დარეჯანისათვის საჩუქრად, ტარიელის სარდლებმაც აიღეს თითო ოროლა ნივთი
დანარჩენი ძძვირფასეულობა კი ხურჯინებში ჩააწყვეს და აჰკიდეს ათას ჯორ აქლემს. დატყვევებული რამაზ მეფეც
ინდოეთისაკენ წამოიყვანეს.
წიგნი ტარიელისა ინდოთმეფის წინაშე და გამარჯვებით შემოქცევა.
469-474. გამარჯვებულმა ტარიელმა საასიხარულოწ ერილი მისწერა ინდოეთის მეფეს, რომელშიც ატყობინებდა რომ
ხატაეთი დაიმორჩლა და ურიცხვი ძღენით ბრუნდებოდა სამშობლოში; თან მიჰყავდა დატყვევებული რამაზ მეფე და მისი
სარდლები, გახარებულმა ფარსადანმა გამარჯვებულ ლაშქარს ციხექალაქის წინ გაშლილი კარვები დაახვედრა. იმ დღისით
გაიმართა ნადიმი ყველა აღბრთოვანებული უყურებდა ტარიელს და აქებდა მის გმირობას, რამაზ მეფე ფარსადაანის წინაშე
ისე წარადგინა ტარიელმა, რომ მეფეს ის შეეწყალებინა და ამით სიკეთე და რაინდული სული გამოამჟღავნა: „ ორგული და
მოღალატე, ნამსახურსა დავაგვანე ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიგულვანე!“
475-480. მეფემ უმასპინძლა ხატაელებს, შეიწყალა რამაზ მეფე, დაასაჩუქრა ის და მისი სარდლები ტანსაცმლით, კვლავ
დაუწესა ხარკი, და ისე გაგზავნა ხატაეთში, ხატაელებს უნდა გადაეხადათ ყოველწლიურად 10 000 დრაჰკანი, 1000 ხატაური
ფული და ძვირფასი ქსოვილები : სტავრა და ატლასი. რამაზ მეფე მადლიერი წავიდა ინდოეთიდან, ნანობდა თავის საქციელს
და ერთგულების პირობაც დადო.
ხატაეთში წასვლას, ომს და დაბრუნებას დასჭირდა 3 თვე. დაღლილ და ვალმოხდილ ტარიელს მეფემ ნადირობა შესთავაზა,
სანამ სანადიროდ წავიდოდნენ მეფემ თავის ცოლი გააფღთხილა ნადიმზე გამოეყვანა ნესტან-დარეჯანი.
481-495. მეფე დედოფალმა გადაწყვიტა ნადიმზე გამოეყვანათ ნესტან დარეჯანი რადგან ის მაინც უნდა გაემეფებინათ და
ხალხისათვის წარედგინათ პირველად. ნადირობიდან დაბრუნებულ ტარიელს სამეფო დარბაზში დახვდა უამარვი მსახური,
რომლებიც აღბრთოვანებული იყნვენ მისით, დარბაზში დედოფალთან ერთად იყო ნარინჯისფერ კაბაში გამოწყობილი
ნესტან დარეჯანი, რომელსაც ხადუნთა ჯარი იცავდა, ტარიელს დაჭრილი ხელი რიდით ჰქონდა ჩამოკიდებული კისერზე.
ნადიმის დროს ნესტან დარეჯანის ახლოს აღმოჩნდა. ისინი ჩუმად უჭვრეტნენ ერთმანეთს, ცდილობდნენ ეს არავის შეემჩნია,
მაგრამ თვალები გაურბოდათ ერთმანეთისკენ.
ნადიმზე უძვირფასესი ჭურჭელი იყო გაშლილი, ტარიელს უჭირდა მიჯნურის წინ ჯდომა. უცბად წამოდგა მეფე გააჩუმა
მუსიკოსები და მიმართა ტარიელს, რომ ჩუქნიდა მას 100 საჭურჭლეს, გამარჯვების ნიშნად. ამირბარს 100 კლიტე ჩააბარეს,
100-ივე საჭურჭლესი, როდესაც მხიარულება გაჩაღდა, დედოფალმა წაიყვანა ნესტან დარეჯანი, ახალგაზრდებმა კი სმა და
ქეიფი გააგრძელეს, სახლში დაბრუნებულ ტარიელს სიყვარულის გამო ძილი არ ეკარებოდა.
წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი
496-502. საღამოს მონა მივიდა ტარიელთან და უთხრა, რომ აჯილღოსანი, ანუ პირშებურული ქალი ელოდებოდა. ტარიელი
მიეგება ასმათს, გადაკოცნა იგი და ჩაეკითხა ნესტანის ამბავს, ასმათმა მისცა ნესტანის წერილი რომელშიც მეფის ასული
აღფრთოვანებას გამოხატავდა ტარიელის სიტურფის, გმირობის, ცხენის გაჭენებისა თუ მიხვრა-მოხვრის გამო. ის ეფიცებოდა
ამირბარს, რომ მის გარეშე ვერასდროს იქნებოდა ბედნიერი, ამხნევებდა მას და სთხოვდა ეჩუქებინა ის რიდე, რომლითაც
მკლავრი ჰქონდა ჩამობმული, თვითონ კი სახსოვრად უგზავნიდა სამკლავეს, რომელიც ყოველთვის გაახსენებდა მიჯნურის
თავს.
ტარიელის ტირილი და დაბნედა
503-508. სამკლავეს გახსენებამ, რომელიც მუდამ თან ჰქონდა, ტარიელს გაახსენა დაკარგული სატრფო, რის გამოც მას გული
წაუვიდა, ავთანდილმა და ასმათმა ძლივს მოასულიერეს ის. ტარიელმა განაგრძო თხრობა და აღნიშნა, რომ იმავე საღამოს
გაუგზავნა რიდეც და ყაბაჩაც.
წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი
509-512. ტარიელმა გრძნობით სავსე წერილი მისწერა ნესტან დარეჯანს. იგი გახარებული იყო მიჯნურის მიერ
გამოგზავნილი სამხრეს გამო, უგზავნიდა სატრფოს რიდესა და ყაბაჩას, რომელთა მსგავსიც არსად არაფერი ენახა და
წერილში სთხოვდა ნახვის საშუალება მიეცა მიჯნურისთვის. ასმათმა წაუღო წერილი მეფის ასულს, ტარიელს კი ძილი არ
ეკარებოდა

რჩევა ნესტან დარეჯანის გათხოვებისა


513-517. დილით ადრე ტარიელი მეფე-დედოფალთან იხმეს სასსახლეში. მათ წინაშე იჯდა სამი დიდვაროვანი. ტარიელიც დაჯდა და მეფე
დედოფალმადაიწყო საუბარი სიბერეზე. მათ არ ჰყავდათ ვაჟი და ამას არც დარდობდნენ, რადგან ქალიშვილის ქმარს გაამეფებდნენ.
სასიძოდ უნდოდათ რომელიმე მეფის შვილი, რომელიც კარგად უპატრონებდა ინდოეთს. მსახურებმა აღნიშნეს, რომ მზეასავით
შესანიშნავი იყო მათი ქალი. ტარიელი ვერ დაუშლიდა ნესტან დარეჯანის გათხოვებას, რადგან თავს გაამჟღავნებდა.
518-522. მეფემ ბრძანა, რომ ხვარაზმშას შშვილი მოსწონდა სასიძოდ. ცოლ-ქმარი ისე გადახედავდა ხოლმე ერთმანეთს, რომ ჩანდა,
ყველაფერი გადაეწყვიტათ წინასწარ. ტარიელი ვერაფერს ამბობდა და თავს დამიწებულად გრძნობდა, გული მისდიოდა, დედოფალმა
აღნიშნა, რომ ხვარაზმი ძლიერი სახელმწიფო იყო. მათ უკვე გაეგზავნათ კაცი ხვარაზშაჰთან შვილის სათოვნელად. ხვარაზმის მეფეს
გახარებოდა და საჩუქრებიც გამოეგზავნა ინდოელთა მბრძანებლისთვის. ახლა ისღა დარჩენოდათ, რომ კაცები გაეგზავნათ სასიძოს
ჩამოსაყვანად. ტარიელი გულმოკლული დაბრუნდა სახლში.

ტარიელისა და ნესტან დარეჯნის თათბირი და გამორჩევა.


523-528. სევდისგან გულდარდიანი ტარიელი თავის სახლში იჯდა, როცა ასმათის მონა მოვიდა და მოსაწვევი წერილი გადასცა. ტარიელი
წავიდა ნესტან დარეჯნის კოშკისკენ. ბაღში ნამტირალევი ასმათი დახვდა, ნესტან დარეჯანი მოღუშული იჯდა და ტიროდა. ის ისეთი
ლამაზი იყო, რომ სარკმლიდან შემოსულ სინათლეს ჩრდილავდა. არძე ტარიელის ნაჩუქარი რიდე ეხურა და მწვანე კაბა ეცვა> „ქვე წვა, ვით
კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხბული, არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედებმს ხებული“
529-534. ნესტან დარეჯანმა ტარიელს უწოდა მოღალატე, მატყუარა და ბრაზობდა საკთარ თავზე, თუ რად ენდო ქალურად ასეთ ცუდ
ადამიანს, ქალმა შეახსენა ის დრო, როცა სიყვარულით დაბნედილი იწვა, ახლა კი ადვილად დაეთმო მიჯნური, განრისხებული ნესტანი
იმუქრებოდა, რომ ინდოეთში ვერავინ გაბტონდებოდა მის გარდა; რომ ტარიელი ნესტანის მსგავსს ვერავის იპოვიდა სამყაროში და მეფის
ასულის ბრძანებით ცოცხალი ინდოეთში არ გაჩერდებოდა.
535-541. ტარიელი ატირდა და სცადა დაერწმუნებინა მიჯნური საკუთარ სიმართლეში. მან აიღო სასთუმალთან დადებული ყურანი და
წმინდა წიგნზე დაიფიცა ნესტანის ერთგულება. ვაჟმა დაარწმუნა ქალი, რომ მეფე-დედოფალს წინასწარ ჰქონდათ გადაწყვეტილი
ყველაფერი, რადგან მრავალმნიშვნელოვნად გადაეხედავდნენ ხოლმე ერთმანეთს. საკუთარი გრძნობა რომ არ გაემჟღავნებინა, გადაწყვიტა
თავშეკავებულად დათანხმებოდა ხელმწიფეთა გადაწყვეტილებას. თუმცა გულში ფიქრობდა, რომ ინდოეთი თავისი მამული იყო თავადვე
ყოლატრიბებდა და არც ნესტანისა თავს დაუთმობდა სხვას.
542-553. ნესტან დარეჯანმა ტირილი შეწყვიტა და გაიღიმა. აღიარა, რომ არ სჯეროდა ტარიელის ორგულობა. კარგი იქნებოდა თუ
ტარიელი მის თავს ითხოვდა და თავად დასხდებოდნენ ინდოეთში ხელმწიფედ. მოლმობიერებულმა ქალმა ახლოს დაისვა ტარიელი და
ტკბილად ალაპარაკდა:
„მიბრძანა, თუ : „გონიერი ხამს აროდეს არ აჩქარდეს, რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს,“
სასიძო თუ მოვიდოდა და ნესტანს მიათხოვებდნენ, მაშინ ერთმანეთს გაეყრებოდნენ და დაიტანჯებოდნენ. მათა რ სურდათ სასრულების
გაბატონება. ტარიელს გადაეწყვიტა საკუთარი ძალა ეჩვენებინა ხატაელთათვის და ამოეწყვიტა ისინი. ნესტან დარეჯანს, როგორც
ლმობიერ ქალს, ერჩია დიპლომატიურად მოეგვარებინა პრობლემა და სთხოვა ტარიელს მხოლოდ სასიძ მოეკლა სხვა უდანაშაულო
ადამიანების ამოწყვეტის გარეშე.
„დიადი სისხლი უბრალო კაცმაანცა ვით იტვირთაო“ ნესტანმა გამოამჟღავნა წინდახედულება და გონიერება, რადგან გააფრთხილა
ტარიელი არ გაემჟღავნებინა სასიძოს მოოკვლის ნამდვილი მიზეზი - სიყვარული, არამედ ეთქვა, რომ ხვარაზმშას შვილი მოკლა როგორც
ინდოეთის ტახტზე შემცილებელი. რადგან ასე კატეგორიულად განაცხადებდა პრეტენზიას ინდოეთის ტახტზე, ქალის აზრით, მეფე თავად
შესთავაზებდა ნესტან დარეჯანის ცოლად შერთვას.
წამოსვლისას ტარიელს უჭირდა განშორება, სურდა მოხვეოდა მიჯნურს, მაგრამ ვერ გაბედა და ატირებული გამოემშვიდობა ასმათს,
რომელმაცგამოაცილა.
ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსვლა საქორწილოდა და ტარიელისაგან მისი მოკვლა
554-559. სასახლეში მოვიდა კაცი, რომელმაც შეატყობინათ სასიძოს ინდოეთში ჩამოსვლის ამბავი. მეფეს გაუხარდა, ახლოს მიისვა
ტარიელი და საუბარი დაიწყო ქორწილზე. გადაწყვიტა გაეგზავნა კაცები ძვირფასეულობის მოსატანად, რათა დაესაჩუქრებინათ
სტუმრები. ტარიელმა გააგზავნა ხალხი საჭურჭლეს მოსატანაად. მისაგებებლად შეიკრიბნენ ინდოელები. მეფემ ბრძანა კარვები დაეგათ
მოედანზე, სადაც სიძე მოისვენებდა. საასიძოს დასახვედრად სხვა მეომრები გაუშვა, ტარიელი კი იქვე დაასაქმა. ამირბარმა გააშლევინა
წითელი ატლასის კარვები. სიძე შევიდა შიგ, რათა დაესვენა. ირგვლივ უამრავი ადამიანი შეკრებილიყო. დაღლილი და ვალმოხდილი
ტარიელი სახლში წავიდა დასასვენებლად.
560-567. ტარიელს მონამ მიუტანა ასმათის წერილი. სასწრაფოდ იბარებდა მეფის ასული. ამირბარი ჩამოქვეითებულიც კი არ იყო, ისე
წავიდა ნესტანთან. ასმათი კვლავ ტიროდა და საყვედურობდა ტარიელს. განუწყვეტლად როგორ გაგამართლოო. ნესტანი წარბ-
შეჭმუხნული იჯდა. მან მიჯნურს ისევ მატყუარა და მოღალატე უწოდა. ტარიელს ეწუინა, აღარაფერი თქვა , შემობრუნდა, მიაძახა „ქალი
ომსა რაგვარ მაწვევს, აგრე ვით დავძაბუნდიო“ და წამოვიდა სახლში სასიძოს მოკვლის მიზნით. მან ას მონას უბრძანა საომრად
მომზადება ,მათთან ერთად გაიარა ქალაქი, მივიდა სასიძოს კარავთან, კარვის კალთა ჩაჭრა, ყმას ფეხებში ხელი მოკიდა, თავი სვეზე
შეახეთქებინა და მოკლა. როცა ამას იხსენებდა ხოლმე ზარი სცემდა, რადგან ფიქრობდა რომ უსისხლოდ არ უნდა მოეკლა, არამედ
ვაჟკაცურად უნდა შებრძოლებოდა. სასიძოს მოკლვის ამბავი იმწუთშივე გაიგეს მცველებმა და გაეკიდნენ მკვლელს. ტარიელმა გადაწყვიტა
მამა პაპეულ ქალაქში წასულიყო, სადაც კარგად გამაგრებული ციხე ჰქონდა.
566-572. ტარიელმა გამოაცხადა, რომ შეერთებოდა მის ლაშქარს ყვლეა,ვინც ამირბარს ემხრობოდა.
ქვეყანაში დაიწყო დაპირისპირება და ძმათა ომი. დილით ადრე სამი დიდებული ეწვია ამირბარს. მეფეს დაებარებინა საყვედური, თუ
რატომ არ დააფასა გამზრდელის ამბავი და მოხუც მეფეს სიხარული ჭირით შეუცვალა. თანაც უბრალო ადამიანის სისხლი დაადო ვალად.
მეფე ეჭვობდა, რომ ტარიელს ნესტანი უყვარდა და საყედურობდა, რად არ მითხარიო.
ტარიელმა შეუთვალა, რომ მეფის ასული არ აინტერესებდა და შეეძლო გაეთხოვებინა ის, მაგრამ სანამ თავად ხმალი ერტყა, სხვა მეფეს
ინდოეთში არ გააჭაჭანებდა.
ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან დარეჯანის დაკარგვისა
573-571. ტარიელი, რომელცი გამაგრებული იყო მამა პაპეულ კოშკში, ნერივულობდა ნესტან დარეჯანზე. და ზღუდიდან მინდვრისკენ
იყურებოდა ხოლმე. ერთხელ დაინახა ორი ქვეითი რომელიც შუაში გაწეწილი და მტირალი ქალი ჩაეყენებინათ და მოჰყავდათ. ტარიელი
გაეგება. ქალი აღმოჩნდა ასმათი, იგი დაპირდა ტარიელს, რომ მოუყვებოდა ამბავს და სთხოვა ამის შემდეგ მოეკლა ამირბარს, რათა აღარ
დატანჯულიყო.
578-587. როდესაც მეფეს გაუგია სასიძოს მოკვლის ამბავი, თავისთან დაუბარებია ტარიელი. მას უთქვამს, რომგრძნობდა ტარიელის
ნესტანისადმი სიყვარულს, რადგან ისინი თვალმოუშორელბად უყურებდნენ ხოლმე ერთმანეთს. ფარსადანს უფიქრია, რომ მისმა დამ,
დავარმა, იცოდა ტარიელის და ნესტანის ისყვარული, მაგრამ ხელს უბოდა მათ, ამიტომ დავარს სიკვდილის დასჯით დამუქრებია. მეფის
ეს მუქარა ვიღაც უღვთო კაცს მიუტანია დავარისთვის. განრისხებული და შეურაცყოფილ დავარს უცემია ნესტან დარეჯანი, ულანძღია,
შემდეგ დაუძახია ქაჯეთიდან წამოყვანილი ორი ზანგი მონისთვის და გაუყოლებია მათთვის მეფის ასული, რათა გადაეკარგათ „სადა
ზღვისა ჭიპია“ და ვეღარასდროს შეხვედროდა ტარიელს.
588-595. დავარი მიხვდა, რომ მეფის ერთადერთი ასულის ამგვარად დასჯის შემდეგ ხელმწიფე აღარ აცოცხლებდა და დანით მოიკლა თავი.
ტარიელი დაუყონებლივ გაემართა ზღვის სანაპიროსაკენ, ას სამოც მოყმესთან და ასმათთან ერთად, რათა ნესტანი მოეძებნა. მან 20 თვე
ეძება სატრფო ამაოდ. გემზე ეპიდემიის გამო ბევრი მეზღვაური დაიღუპა. ტარიელი გამოვიდა სანაპიროზე, გემიც გაუშვა და მეომრებიც,
მხოლოდ ასმათი, დასტაქარი და ერთი მსახური დარჩნენ მასთან.

ამბავი ნურადინ ფრიდონისა, ოდეს ტარიელი შეყარა.


597-605. მთელი ღამე იარეს ტარიელმა და მისმა მხლებლებმა სანაპიროს გასწვრივ. მიადგნენ ქალაქის ახლლოს გაშენებულ ბაღებს. იქ
დაისვენეს, რადგან არავის ნახვა არ უნდოდა ტარიელს. მას ხის ძრიში ჩაეძინა, მსახურებმა კი ისადილეს. უცბად შემოესმათ სანაპიროზე,
შავ ცხენზე ამხედრებული დაჭრილი რაინდის ყვირილი (ტარიელმა აღნიშნა, რომ ის ცხენი ახლა მას ჰყავდა) ტარიელის მონა, რომელიც
პატრონმა რაინდთან ამბის გასაგებად გაგზავნა, უკან ხელცარიელი დაბრუნდა, მაშინ თვითონ ტარიელი მივიდა მხედართნ. უცნობმა
დაინახა შესანიშნავი რაინდი, აჩერდა და მოუყვა თავისი ამბავი.
606-613. დაჭრილი რაინდი აღმოჩნდა ნურადინ ფრიდონი, ამ ქვეყნისა და ქალაქ მულღაზანზარის მეფე. ის ნერვიულობდა ზღვაში მდებარე
პატარა კუნძულზე დაღცენილი 5 ბაზიერისა და მტრად გადაკიდებული ბიძა-ბიძაშვილების გამო. ის კუნძული ბავშობიდან ნურადინ
ფრიდონის სახელზე ყოფილა, მაგრამ მის პაპასს სიკვდილის წინ ბიძისა და ბიძაშვილებისთვის მიუცია. მურადინსაც არ უნდოდა დაეთმო
პატარა მაგრამ სანადიროდ კარგი კუნძული, იმ დილით მხოლოდ 5 ბაზიერთან ერთად წასულა კუნძულზე, სადაც ბიძაშვილების
ჩასაფრებული ლაშქარი დახვედრია. მტერს ალყაში მოუქცევია ფრიდონის ხალხი. ფრიდონის ალყა გაურღვევია და ნავზე ასულა
ცხენიანად, თუმცა იქაც თავს დასხმიან და ძლივსღა გადმოუღწევია ნაპირამდე დაჭრილს.
614-618. ტარიელმა თავის დასტაქარს შეახვევინა ფრიდონის ჭრილობა, დაამშვიდა დაჭრილი და დაპირდა დახმარებას მტრის წინააღმდეგ
ბრძოლაში. როდესაც ფრიდონის ქალაქში მივიდნენ, მეფის დაჭრის გამო მოსახლეობამ ჩოჩქოლი და ტირილი დაიწყო. ამავდროულად,
აღფრთოვანებულები იყვნენ ტარიელის გარეგნობითა და სიძლიერითა.

შველა ტარიელისაგან ფრიდონისა


619-622. ნურადინ ფრიდონმა და ტარიელმა გაამზადეს საბრძოლო კატარღა და ურიცხვი მეომრით წავიდნენ საბრძოლველად. ზღვაზე მათ
8 ნავი შემოეგებათ, რომელთაგან ორი ტარიელმა გადააყირავა, ერთი- ქუსლისა დაკვრით, მეორე- ხელით. დანარჩენები გაიქცნენ,
გადავიდნენ კონტინენტზე და სამალავებს ეძებდნენ. ბრძოლა გაგრძელდა ქალაქში. საოცარი იყო ფრიდონის სისწრაფე და ლომგულოვნება.
623-627. ნურადინმა ბიძა და ბიძაშვილები ცხენებიდან ჩამოყარა, ხელები დააჭრა, დააინვალიდა, თოკით შეკრა და ისე დაყარა. ქალაქი
დაიპყრეს, თუმცა სისასტიკე გამოჩინეს, რადგან ზოგიერთი მოწინააღმდეგეს წვივები ქვებით დაუმტვრიეს. ქალაქში უამრავი
ძვირფასეულობა, ოქრო-ვერცხლი და ძვირფასი ქსოვილი იყო. ბევრი საჭურჭლე წამოიღეს მურღაზანზარში, ზოგიერთი კი იქვე დატოვეს
საცავებში, რომლებიც მურადინმა დაბეჭდა.
გამარჯვებულ ლაშქარს დიდი ზეიმით შეხვდნენ მურღაზანზარში. მოქალაქენი ხოტბას ასხამდნენ ნურადინ ფრიდონს და ტარიელს.
ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ამბის მბობა
628-634. ერთ დღეს ნურადინ ფრიდონი და ტარიელი სასეირნოდ წავიდნენ ზღვის სანაპიროზე. ფრიდონმა გაიხსენა ერთი ამბავი. სერზე
ასულს დაუნახავს ნაპირისაკენ სწრაფად მომავალი რაღაც. ჯერ ჰგონებია ფრინველი, შემდეგ წყლის ცხოველი, და ბოლოს, როცა
მოახლოვებულა, ნავი ყოფილა. ნავიდან გადმოსულა ორი ზანგი კაცი, რომლებსაც გადმოუტანიათ კიდობანი. კიდობნიდან გამოუყვანიათ
მშვენიერი ქალი, რომელსაც მსხვილი ნაწნავები ჰქონდა და სილამაზით ანათებდა. ფრიდონს უზომოდ მოსწოებია ეს ქალი და მისი
შეპყრობა გადაუწყვეტია, მაგრამ როდესაც ზღვის სანაპიროზე მიუჭენებია ცხენი, ზანგებს ქალი უკვე შორს წაეყვანათ ნავით, ისე რომ ვეღარ
დაეწეოდა.
635-640. ამ ამბის გამგონე ტარიელი, ცხენიდან გადმოხტა და მიწაზე ტირილით დაემხო. ფრიდონს უკვირდა მისი საქციელი, და
განმარტებას სთხოვდა. მაშინვე უთხრა ტარიელმა, რომ ინდოეთის ამირბარი იყო, ის მშვენიერი ასული კი, ინდოეთის მეფის შვილი,
ტარიელის მიჯნური. ამის გამგონე მურადინ ფრიდონმა, გაათმაგებული პატივისცემა დაიწყო ტარიელისა და ამშვიდებდა მას.
641-648. მურადინ ფრიდონმა ტარიელს დიდებული ტახტი დაუდგა. მისი სატრფოს მოსაძებნად თავისი მსახურები გაგზავნა ყველა მხარეს.
გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნდნენ მონები, მაგრამ ვერსად ვერაფერი გაეგოთ. ტარიელმა კიდევ უფრო მოიწყინა.
649-658. ტარიელმა გადაწყვიტა წასულიყო ფრიდონის სახელმწიფოდან და სხვადასხვა ადგილებში ეძებნა თავისი სატრფო მან ამისი
ნებართვა სთხოვა ფრიდონს როემლსაც გული დასწყდა ტარიელის განშორების გამო. მუღაზანზარის მეფემ ძვრიფას სტუმარს
გამოთხოვებისას აჩუქა თავისი შავი ცხენი, რადგან იცოდა, რომ ამაზე მეტად ტარიელს არაფერი დასჭირდებოდა. ისინი ცრემლით
გამოემშვიდობნენ ერთმანეთს.
ტარიელმა ბევრგან ეძება დაკარგული სატრფო, მაგრამ ამაოდ. მან შესთავაზა ასმათსა და ორ მსახურს თავის გზაზე წასულიყვნენ, მაგრამ
ერთგულმა მონებმა არ მიატოვეს.
659-664. აქეთ იქით ხეტიალის დროს, ტარიელმა და მისმა მხლებლებმა, იპოვეს ის გამოქვაბულები, რომლებშიც ახლა ცხოვრობდა
ვეფხისტყაოსანი გმირი ასმათთან ერთად. ამ გამოქვაბულებში დევები ცხოვრობდნენ. ტარიელი შეებრძოლა მათ და ამოწყვიტა ყველა,
თუმცა ბრძოლის დროს ორივე მსახური დაეღუპა. მას შემდეგ ასმათი უვლიდა ტარიელს, რომელიც გამხეცებული დაეხეტებოდა კლდე-
ღრეში. მას ვეფხის ტყავი შემოეხვია იმიტო, რომ ვეფხვი სატრფოს ახსენებდა: „რომე ვეფხი მშვენიერი, სახედ მისა დამისახავს, ამად
მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს“.
ტარიელმა ყველაფერი მოუყვა ავთანდილს, თავის შესახებ და ურჩია წასულიყო, რათა ამ ამბით თავი მოეწონებინა თავის შეყვარებულთან,
თინათინთან.
665-676. ავთანდილმა გადაწყვიტა დაბრუნებულიყო არაბეთში, მოეთხრო ტარიელის ამბავი მიჯნურისთვის, მაგრამ ჩქარავე
დაბრუნებულიყო უკან, რათა მეგობარს დახმარებოდა დაკარგული სატრფოს მოძებნაში.
„რა აქიმი დასნეულდეს, რა ზომ გინდა საქებარი, მან სხვა იხმოს მკურნალი და მაჯასისა შემტყვებარი;... სხვისა სხვამან უკეთ იცის,
სასარგებლო საუბარი“ ავთანდილი იფიცებოდა, რომ არ უღალატებდა მეგობარს და დაბრუნდებოდა მის დასახმარებლად. მან დააფიცა
ტარიელს, რომ ისიც უვნებელი, ჯანმრთელი და საღსალამათი დახვდებოდა გამოქვაბულში. ტარიელს უკვირდა, თუ როგორ შეუყვარდა
ასე და როგორ დაუმეგობრდა უცხო ადამიანს. მას ეჭვი ეპარებოდა ავთანდილის სიტყვებში, ამიტომ ავთანდილმა შეჰფიცა ტარიელსაც და
ასმათსას. ქალი გამომშვიდობებისას ევედრებოდა, რომ ჩქარა დაბრუნებულიყო და ეშველა მათთვის. ავთანდილი დაპირდა, რომ თუ
ცოცხალი იქნებოდა, ორ თვეში აუცილებლად მოვიდოდა.
ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა
677-681. ტარიელისგან წამოსული ავთანდილი მეგობრის სიბრალულის გამო ტიროდა და სწრაფად მიდიოდა თავისი სასახლისკენ.
ავთანდილის ყმებს არც კი გაეგოთ ბატონის წასვლა, იმდენად კარგად მართავდა მეურნეობას შერმადინი. ყველას გაუხარდა ბატონის
დაბრუნება, განსაკუთრებით შერმადინს. აზნაურები თაყვანს სცემდნენ ავთანდილს და ზეიმობდნენ. უამრავი ხალხი მოგროვდა ნადიმზე,
რომელიც დაბრუნების აღსანიშნავად გადაიხადა ავთანდილმა.
682-686. შერმადინმა უამბო ავთანდილს მისი არყოფნის დროს მომხდარი ამბები. ავთანდილმაც მოუთხრო ტარიელის თავგადასავალი.
მეორე დღეს ავთანდილმა გადაწყივტა არაბეთის მეფესთან წასვლა და მახარობლად შერმადინი გააგზავნა. ათი დღის სავალი სამ დღეში
გაიარა, წინ წასულ შერმადინს დაავალა, გაეხარებინა მეფე, რომ ვეფხისტყაოსანი ყმის ამბავი გაიგო.
687-694. შერმადინმა თინათინსაც ახარა ავთანდილის დაბრუნების ამბავი და როსტევან მეფესაც. როსტევანი ციხექალაქის გარეთ გაეგება
ყმას. მეფეს მოლხენა მოუნდა. ისინი შევიდნენ დარბაზში სადაც დიდებულებიც შეკრებილიყვნენ. ავთანდილმა თაყვანი სცა „ლომთა
ლომმან მზეთა მზესა“ თინათინი კიდევ უფრო დამშვენებულიყო და თითქოს ანათებდა. სამი დღის განვმალობაში ინადიმეს. როსტევანი
შვილივით უყურებდა ავთანდილს. მეფეს ჭაღარა უხდებოდა, ხოლო ავტანდილს ვარდისფერი ღაწვები. როდესაც დიდგვაროვნები
დაიშალნენ, მეფემ დაისვა ავთანდილი და წვრილად გამოჰკითხა ყველაფერი. ავთანდილმა თავისებური მჭევრმეტყველებით, გულის
ამაჩუყებლად მოუთხრო ტარიელის ამბავი.
695-702. ავთანდილმა მოუყვა როსტევანს, თუ როგორ წაურთმევია ტარიელს დევებისთვის გამოქვაბული, როგორ ცხოვრობდა იქ
მიჯნურის მსახურ ქალთან ერთად და რომ არაფერი აღარ უნდოდა, გარდა სატრფოს პოვნისა, თინათინს ესიამოვნა უცხო მოყმის ამბის
გაგება და საღამოს თავისთან დაიბარა ავთანდილი. სპასპეტი ეახლა მიჯნურს როგორც ლომი. ისინი დასხდნენ ერთად, ტკბილად
ისაუბრეს და აქამდე გადატანილი სიძნელეები დაივიწყეს, მოილხინეს და ერთად ყოფნით დატკბნენ.
703-710. ავთანდილმა კიდევ უფრო დაწვრილებით მოუყვა თინათინს ტარიელის ამბავი, აქებდა თავის ახალ მეგობარს და ცდილობდა
დაერწმუნებინა თინათინი, რომ უნდა წასულიყო მის დასახმარებლად. ქალსაც მოუნდა სიკეთე გაეკეთებინა საბრალო მიჯნურისთვის.
ისიც გაიგო, რომ ავთანდილს დრო ჰქონდა დათქმული, რათა დაბრუნებულიყო და დახმარებოდა ტარიელს.
„ ხამს მოყვარესა მოყვრისათვის, თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული-გზად დახიდად, კვლა მიჯნურსა
მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად; აჰა, მაქვსცა უმისოსა ლხინი არმად, თავი- ფლიდად!“.
თინათინს მოეწონა მიჯნურის ერთგულება, მისი მეგობრისადმი დამოკიდებულება და უთხრა: „შენ არ გატეხა კარგი გჭირს ზენა არისა
ფიცისა, ხამს დასრულება მოყვრისა, სიყვარულისა მტკიცისა“
711-718. თინათინს გული სწყდებოდა, რომ კვლავ მიჯნურის გარეშე უნდა დარჩენილიყო, თუმცა მეგობრის დასახმარებლად ვერ
დაუშლიდა ავთანდილს. განშორება ორივესთვის ძნელი იქნებოდა. სამახსოვროდ თინათინმა მარგალიტის მძივი გაატანა ავთანდილს
*715 სტროფში, ავტორი გვიმჟღავნებს პერსონაჟების ქართველობას : „ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული, სიკეთისა ხელის მხდელი“.
განშორებისას შეყვარებულები ოხრავდნენ და ლამის ტიროდნენ. ავთანდილს თინათინთან დარჩენაც უნდოდა, მაგრამ ტარიელის
დახმარებაც ეჩქარებოდა.
719-726. ავთანდილი სევდიანი წავიდა თავის სახლში, რადგან იძულებული იყო სატრფოს განშორებოდა.
„გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი, გული - ჟამჟამა ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინტა მნდომელი, გული - ბრმაა ურჩი ხედვისა,
თვით ვერას ვერ გამზომელი! ვერცა ჰპატრონობს სივკვიდილი, ვერცა პატრონი რომელი!“
მეორე დღეს ავთანდილი და როსტევან მეფე სანადიროდ წავიდნენ.
727-733. ნადირობის შემდეგ სასახლეში დაბრუნებულმა მეფემ და სპასპეტმა ინადიმეს. მეფე ახლოს იჯდა მეფესთან და ტკბილად
ესაუბრებოდა. მას უმძიმდა როსტევანისთვის იმის თქმა, რომ ისევ უნდა წასულიყო უცხო მოყმის დასახმარებლად. ავთანდილს გული
სწყდებოდა, რომ ისევ უნდა განშორებოდა თინათინს თუმცა ვერ გამოამჟღავნებდა თავის სიყვარულს სხვების თანდასწრებით.
„თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა!“
„ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება!“
დათხოვა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა და ვაზირის საუბარი.
734-740. ავთანდილი დილით შეკაზმული წავიდა მეფის ვაზირთან, რომელსაც გაუხარდა მისი სტუმრობა. პატივისცემის ნიშნად თავისი
ოჯახის წევრები გამოიყვანა გახარებულმა ვეზირმა და ხალიჩებს უფენდა ფეხქვეშ ავთანდილს. სპასპეტმა ანიშნა, რომ ცალკე საუბარი
სურდა და ზედმეტი პირები გაუშვეს. ავთანდილმა სცადა დაერწმუნებინა ვეზირი, რომ მეგობრობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ამ
ქვეყანაზე, ამიტომ სურვილი ჰქონდა დახმარებოდა ტარიელს და ასმათს.
741-748. ავთანდილმა გაიხსენა, რომ გამომშვიდობებისას ტარიელს და ასმათს შეჰფიცა ჩქარა დაბრუნება. მას არ შეეძლო ფიცის გატეხვა.
ამიტომ სთხოვდა ვეზირს ეშუამდგომლა მეფესთან, როგორც სახლთუხუცესს, და დაერწმუნებინა მბრძანებელი სპასპეტის წასვლის
აუცილებლობაში. ავთანდილი გრძნობდა, რომ ყველას ეწყინებოდა მისი წასვლა და მეფე მოიწყენდა. ვეზირს მბრძანებლის რისხვისა
შეეშინდა და თავი შორს დაიჭირა. ავთანდილმა მას 100 000 წითელი ოქროს ფული შესთავაზა ქრთამად. ეს ვეზირისთვის ზედმეტი
იქნებოდა, რადგან მეფე თუ მოკლავდა, ვეღარაფერში მოიხმარდა. ამიტომ ვეზირი კატეგორიულ უარზე იყო. ბევრი ხვეწნის შემდეგ
ავთანდილმა სცადა სინდისში ჩაეგდო ხანში შესული ვეზირი, რადგან მისი უთქმელობის გამო სიკვდილამდე მივიდოდა ავთანდილიც,
ტარიელიც და მისი მიჯნურიც.
749-764. ბოლოს გაჭრა ტარიელის მუდარამ და ვეზირმა საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაწყვიტა ეთქვა ყველაფერი როსტევანისთვის. მას
არ აინტერესებდა ქრთამი, მზად იყო ახალგაზრდების ბედნიერებას შესწირვოდა. მეფესთან შევიდა თუარა, როსტევანი მაშინვე მიხვდა
ვეზირის უხასიათობას და მიზეზი ჰკითხა. ვეზირმა სცადა აეხსნა რომ ავთანდილი ნერვიულობდა მეგობრის უბედურების გამო და თავს
ვალდებულად სთვლიდა დახმარებოდა ინდოეთის ამირბარს. ამის გამგონე ფარსადანი ისე გაგულისდა, რომ შმაგი უწოდა ვეზირს და
სკამი ესროლა მას. მას ვერ წარმოედგინა, როგორ უნდა გაეშვა სპასპეტი გაურკვეველი დროით ასეთ რთულ საქმეზე. ვეზირი შეშინებული
გამოვარდა მეფის დარბაზიდან.
765-772. ვეზირი მეფესთან შესვლისას ამაყი და დიდებული იყო, თავისი ენის წყალობით კი იქიდან განადგურებული გამოვიდა:
„მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს“. გაწვილებულმა ვეზირმა ყველაფერი მოუყვა ავთანდილს. სპასპეტმა გადაწყვიტა
დაპირებული ქრთამი გაეგზავნა მადლიერების ნიშნად. ვეზირი შიშობდა, რომ მეფეს შეიძლება სიკვდილითაც დაესაჯა.
773-780. ავთანდილი მადლიერი იყო ვეზირის, რომელმაც მის გამო მდგომარეობა გაიუარესა, თუმცა ვეზირი კმაყოფილი გახლდათ თავისი
გაბედაობის და სიკეთისა. ავთანდილი დარწმუნებული იყო რომ მეფის რისხვის მიუხედავად უნდა წასულიყო და მეგობარს დახმარებოდა.
მან ივახშმა ვაზირთან. შემდეგ, სახლში დაბრუნებულმა 100 000 წითელი ფული, სამასი თავი სტავრა ატლასი და სამოცი თვალი ლავ-
იაბუნდი გაუგზავნა საჩუქრად ვეზირს. თან წუხდა, რომ ამაზე მეტი დედაქალაქში არ გააჩნდა და კიდევაც პირდებოდა დასაჩუქრებას.
781. „ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი“.
ავთანდილისაგან შერმადინის საუბარი
782-795. ავთანდილმა ერთგულ შერმადინს უთხრა, რომ როსტევან მეფემ არ გაუშვა ვეფხისტყაოსანი მოყმის დასახმარებლად თუმცა
თვითონ ვერ წარმოედგინა მეგობრის ღალატი და ამიტომ გაპარვას აპირებდა.
„სამი არის მოყვრისგან, მოყვრობისა გამოჩენა: პირველ, ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ-მოთმენა, მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ-
მოწყენა, გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა.“
ავთანდილმა გადაწყივტა სასაწრაფოდ გაპარულიყო და დაუბარა შერმადინს ერთგულად ეპატრონა მისი ქონებისთვის: შეენახა
ავთანდილის სახლ-კარი, მიეხედა მებრძოლებისთვის, დაეცვა ქვეყანა მტრისაგან, დაეჯილდოვებინა ერთგული ადამიანები და მეფისთვის
სამსახური გაეწია. დაბრუნების შემდეგ ავთანდილი გულუხვად დააჯილდოვებდა შერმადინს. ერთგულ ყმას არ უნდოდა პატრონთან
განშორება და სთხოვდა თან წაეყვან; მაგრამ ამჯერადაც ავთანდილი ვალდებული იყო მარტოს გაეკეთებინა ეს საგმირო საქმე, ეერთგულა
მეგობრისთვის და დახმარებოდა მას. თანაც ვერავის ანდობდა თავის სახლ-კარს, შერმადინის გარდა. ამასთანავე, თავისი საქციელით
სიყვარულს დაუმტკიცებდა თინათინს: „ ხამს, მამაცი გაგულოვნდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს.“
ოღონდ ვაჟკაცურად მოქცეულიყო, პირნათელი ყოფილიყო მეგობრის წინაშე და გმირად გამოეჩინა თავი მიჯნურთან, სპასპეტი
სისოცხლესაც კი არ დაგიდებდათ. მან გადაწყვიტა ანდერძი დაეწერა და დაეტოვებინა შერმადინისთვის, რათა მას როსტევან მეფისთვის
გადაეცა ავთანდილის დანაბარები.
ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, ოდეს გაიპარა

796-818. ავთანდილის ანდერძი პოემაში ყველაზე უფრო ბრძნული და მნიშვნელოვანი თავია. აქ ჩანს ახალგაზრდა სპასპეტის ხასიათის
თვისებები, სიბრძნე და მჭევრმეტყველება. იგი მიმართავდა მეფეს და ჩანდა, რომ უდიდეს პატივს სცემდა მას, მაგრამ არ შეეძლო ეღალატა
მეგობრისთვის და ამიტომ ისევ მეფეს სთხოვდა დალოცვას.
ავთანდილი დარწმუნებული იყო, რომ „კაცი რძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა“ იმ მიზნით სწავლობდნენ პლატონის სიბრძნეს,
რომ ცხოვრებაში გამოეყენებინათ და გაეცნობიერებინათ, რომ „ სიცრუ და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“.
რადგან სიცრუე ყოველგვარი უბედურების საწყისია. ამიტომსპასპეტი არ აპირებდა ეღალატა ძმაზე უფრო ახლობელი მეგობრისთვის და
ცხოვრებაში იყენებდა ფილოსოფოსთა სიბრძნეს. იყენებდა, რათა ბრძნული ქცევით ზეციურ ძალებს შეერთებოდა. სწორედ
კაცთმოყვარებასა და სიყვარულზე ასწავლიდნენ ადამიენებს ქრისტეს მოწაფეები. მათი თქმით : „სიყვარული აღგვამაღლებს“ , ვით ეჟვანნი,
ამას ჟღერენ.“. რაც იმას ნიშნავს, რომ შეყვარებული ადამიანი სრულყოფილებისა და კეთილშობილებისკენ უნდა ისწრაფოდეს.
ავთანდილს სწამდა ღვთის ძალისა, რომელიც თითოეული ადამიანის შემწეა. უკვდავი ღმერთი ყველასათვის განსაზღვრავს ცხოვრებისა
და სიცოცხლის არეალს; მას შეუძლია ერთ წამში ერთი ასად აქციოს, ასი - ერთად. „რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების“
როგორც ია და ვარდი გახმება მზის შუქის გარეშე, ისე მოკვდება სიყვარულისა და მეგობრის გარეშე. ამიტომ ავთანდილი პატიებას
სთხოვდა თავის გამზრდელ მეფეს და არწმუნებდა მას, რომ არ შეეძლო წაუსვლელობა. წასვლა იყო წამალი, რათა შინაგანი ცეცხლით არ
დამწვარიყო. თუ სიკვდილი ეწერა, დარჩენის შემთხვევაშიც მოკვდებოდა. ღვთის ნებას ვერავინ გადაუხვევდა. ვაჟკაცს კი ევალებოდა
„მოჭირვება, ჭირთა თმენა“. ავთანდილი თუ თავის ვალდებულებას შეასრულებდა მეგობრის წინაშე, გული აღარ დაეფერფლებოდა. ის
ისურვებდა, უკან დაბრუნებულს როსტევან მეფე კვლავ დიდებით და ბარაქით დახვედროდა. ამიტომ სთხოვდა მბრძანებელს არ ენაღვლა
სპასპეტის წასვლის გამო და ეპატიებინა მისთვის. წაუსვლელობის შემთხვევაში, იმ ქვეყანაზე თვალს ვერ გაუსწორებდა თავის მეგობარს.
„ არ დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა; ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!“.
რადგან წასვლა გადაეწყვიტა, სულმოკლედ არ უნდა მოქცეულიყო და ქჩარავე უნდა შეესრულებინა დანაპირები. ომში შიში შემდრკალი და
ქალაჩუნა კაცების დამახასიათებელი თვისება იყო, აცი ჯაბანი რათა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა? სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა
მოსახვეჭელსა!“

„ვერ დაიჭრავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;


მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალ-გულოვანი;
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი“
ავთანდილმა კარგად იცოდა იმ დროის ფილოსოფია, რელიგია და ბრძნულად ჭვრეტდა მომავალს. ის მოწიწებით შეახსენებდა მეფეს, რომ
სიკვდილს ყველა ადამიანი უნდა მოელოდეს ყოველ წამიერად, ამიტომ თუ უკან არ დაბრუნდებოდა და მარტოსულ მოგზაურად
მოკვდებოდა ისევ მეფის მოწყალე გულს უნდა შეებრალებინა იგი. (ავთანდილის ეს განწყობა გვახსენებს ნიკოლოზ ბარათაშვილის
„მერანის“ ლირიკული გმირის განწყობას)
ავთანდილი კონკრეტულ ანდერძს უტოვებდა როსტევან მეფეს, რომლის მიხედვითაც მისი გარდაცვალების შემთხვევაში ავთანდილის
სიმდიდრე უნდა დაერიგებინათ ღარიბ-ღატაკებისთვის, გაეთავისუფლებინათ მისი მონები და გაემდიდრებინათ ყველა ობოლი, რათა მათ
მოეხსენიებინათ ავთანდილის სული სასუფევლის დასამკვიდრებლად.
სპასპეტი ოცნებობდა რომ კმაყოფილი ხალხის ლოცვით სამოთხეში ადგილი დაემკვიდრებინა, და ამქვეყნიურ ცოდვებს განშორებოდა, რაც
დარჩებოდა მისი სიმდიდრიდან და მეფეს არ ენდომებოდა, სურდა გამოეყენებინათ ხიდებისა და ღარიბთა თავშესაფრების ასაშენებლად .
ამ ანდერძში გამოჩნდა სპასპეტის უსაზღვრო გულკეთილობა.
ავთანდილს არც შემადინი დავიწყებია და მეფეს შეევედრა ეპატრონა მისი ერთგული ყმისთვის, ნუგეში ეცა და წყალობა არ მოეკლო
მისთვის. ეს ანდერძი ავთანდილმა შერმადინს გადასცა. რათა მას როსტევან მეფესთან წაეღო. ანდერძში გამოჩნდა ავთანდილის
წინდახედულება, მზრუნველობა, რწმენა და თავდაჯერებულობა.

ლოცვა ავთანდილისა
819-822.
ავთანდილი, სანამ წავიდოდა ტარიელის დასახმარებლად ევედრებოდა ღმერთს და შეწევნას სთხოვდა ყოვლისშემძლეს. იგი უფალს
უწოდებდა უცნაურს, ენით უთქმელს, ზოგჯერ - ტანჯვის მომცემს, ზოგჯერ - კეთილს. რაინდი სთხოვდა ღმერთს გულის თქმის
გონივრულად დამორჩილების უნარი მიეცა მისთვის, დაეცვა ავთანდილის მიჯნური და არ გაექრო შეყვარებულებში სიყვარულის უნარი.
სთხოვდა აგრეთვე, რომ დაეცვა ზრვაზე ღელვისგან, მტრისაგან, მავნებელთაგან და მიეცა ძალა ღვთის სამსახურისა. ლოცვის შემდეგ
ავთანდილი შეჯდა ცხენზე და გაემართა ტარიელისკენ

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა


823-829. დილით ადრე მეფე როსტევანმა გაიხსენა წინა დღის ამბავი, როცა ვაზირმა მოახსენა ავთანდილის სურვილი წასვლის შესახებ,
მეფემ თავისთან იხმო ის ვაზირი. მსახური მოწიწებით შევიდა დარბაზში მეფემ შეახსენა წინა დღის ამბავი, აღნიშნა, რომ განაწყენდა და
ერთგვარად მოიბოდიშა ლანძღვის გამო, შემდეგ იკითხა, თუ მართლა უნდოდა წასვლა ავთანდილს,ვეზირმა გაიმეორა ავთანდილის
სურვილი, მეფემ კი უგუნურად ჩათვალა სპასპეტის გადაწყვეტილება და ვაზირს სთხოვა მისი მოყვანა . ვაზირმა გაიგო ავთანდილის
წასვლა და გამოაცხადა რომ მეფესთან ვეღარ შევიდოდა. მეფე მიხვდა, რომ ცუდად იყო საქმე და კარის კაცებს უბრძანა ავთანდილის
მოძებნა. მან სპასპეტს მატყუარა უწოდა ბოლოს მეფესთან შევიდა ისევ ვაზირი რომელმაც მოახსენა ავთანდილის გაპარვის ამბავი: „მზე
აღარ მზეობს ჩვენთანა, დარი არ დარობს დარულად!“ (ალიტერაცია)
830-839. მეფეს გული ეტკინა თავისი გაზრდილი ავთანდილის წასვლის გამო, თუმცა იქვე აღიარა, რომ თუ ადამიანი გონიერი იყო ,
მარტოსულად არ მოიხსენიებოდა : „თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები“ მაგრამ საკუთარ თავს გრძნობდა მეფე
მარტოსულად, მოთქვამდა და ტიროდა. თან თავს იმშვიდებდა, რომ ავთანდილს არც შიმშილი დაემუქრებოდა, მტერსაც ადვილად
დაამარცხებდა და მოახერხებდა ბედნიერად დაბრუნებას, მეფეს შემოეხვივნენ დიდგვაროვნები და ამშვიდებდნენ მბრძანებელს.
როდესაც დამშვიდდა როსტევანი, შერმადინიც მოვიდა და მოიტანა ავთანდილის დანატოვარი ანდერძი რომელიც საწოლ ოთახში ეპოვა.
გაირკვა, რომ ავთანდილი მარტო წასულიყო, ამგვარად მეტი საფრთხე ემუქრებოდა. იმ მიზნით, რომ უფალს დაეცვა მარტოკა მოსიარულე
რაინდი, ხანში შესულმა მეფემ ბრძანა მთელ ხალხს ელოცა მისთვის და თან სამგლოვიარო ფერის სამოსი ჩაეცვათ. ამგვარად შეეწეოდნენ
და მოიპოვებდნენ ღვთისგან ავთანდილის მფარველობის გარანტიას.
წასვლა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ
840-844. ავთანდილი წავიდა ტარიელის დასახმარებლად, მაგრამ გული სტკიოდა , რომ თავის სატრფოს შორდებოდა და შეიძლება
დიდხანს ვეღარ ენახა თინათინი. მას აღარც ლაპარაკი უნდოდა და გული უკვნესოდა, თუმცა იცოდა, რო ასეთ რთულ სიტუაციაში
მეგობრის დახმარება უფრო აუცილებელი იყო.
845-852. ავთანდილი მიმართავდა ღმერთს: „იტყვის: „ჰე, მზეო, ვინ ხატად გთქვეს ზიანისა ღამისად... ბედსა ნუ მიქცევ, მიაჯე, შეყრამდის
ჩემად და მისად!““ ავთანდილმა კარგად იცოდა ფილოსოფოსთა სიბრძნე, გრძნობდა რომ სიყვარულის ჯაჭვი ჰქონდა შებმული თითქოს,
მუდამ ახსოვდა თინათინის ბროლივით კანი, ბალახშის ტუჩები და გიშრის წამწამები და ცდილობდა აეტანა მასთან განშორება.
მარტოსული მოგზაური მიმართავდა მთვარეს, მზეს და ვარსკვლავებს, და სთხოვდა არ გაენელებინა თინათინის მხრიდან სიყვარული.
იგი შეჩერდებოდა ხოლმე წყაროებთან, ზოგჯერ მინდორში თხას მოკლავდა, თან ცდილობდა ჩქარა დაეფარა გასავლელი გზა და როგორც
იქნა მივიდა გამოქვაბულებში. მას ასმათი გამოეგება.
853-860. ავთანდილმა იკითხა, თუ სად იყო ტარიელი. ასმათმა უპასუხა, რომ ტარიელი კარგა ხნის წასული იყო გამოქვაბულებიდან და
მისი არაფერი იცოდა, ამაზე ავთანდილი ძალიან გაბრაზდა: „იგი ფიცი ვით გატეხა! არ ვეცრუე, ვით მეცრუა! ვერ იქმოდა, რად მიქადა? თუ
მიქადა, რად მიტყუა“ ავთანდილი ბრაზობდა, რადგან თვითონ მეგობრისთვის მიატოვა მიჯნურიც და განაწყენა გაპარვით გამზრდელი
მეფე. სპასპეტი არ მოელოდა მეგობრისგან ფიცის გატეხას. ასმათი კი ცდილობდა დაეცვა ტარიელი, რომელსაც გონება აღარ ჰქონდა და
ნებისყოფა სწორად მოქცევისთვის. ასმათის თქმით, ტარიელი სიკვდილსღა ნატრობდა :
„გული, ცნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან:
რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან;
უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან.
შენ არ გინახვან, არ იცი, მას რომე ცეცხლნი სწვიდიან!“
ასმათის თქმით არ შეიძლებოდა დამდურებოდა ისეც გაუბედურებულ კაცს, რომლის ტკივილსაც ენა ვერ გადმოსცემდა, რომელიც
სასტიკად დასჯილიყო ბედისწერის გამო და რომელსაც ტიგროსივით მოსდიოდა ცრემლნი თვალთაგან „სხვა სხვისა ომსა ბრძენია“
861-868. ასმათის თქმით, ტარიელს უთქვამს, რომ ფიცს არ გატეხდა და ავთანდილის ნახვამდე არ მოკვდებოდა; მაგრამ თუ უბედური
შემთხვევის გამო მოკვდებოდა, ითხოვდა რომ დაემარხათ და ეპატიებინათ სიკვდილი. ამირბარი ფიქრობდა, რომ იგი სიკვდილსაც კი
დავიწყებოდა.
„ესე არა კი მართალი, ჩინს სხვასა ზედა სწერია:
ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“
ამ აფორიზმით ასმათი ცდილობდა გაექარვებინა ავთანდილის წყრომა და სთხოვდა მას მოეძებნა გასაჭირში ჩავარდნილი ტარიელი,
ავთანდილმაც გადაწყვიტა მოეძებნა მეგობარი და ბოლომდე ეერთგულა მისთვის. ახალგაზრდა სპასპეტს ახსოვდა, რომ მეგობრის გამო
უღალატა გამზრდელს , გაანაწყენა მეფე და შეიძლება ღმერთსაც შესცოდა, ამიტომ აღარ უნდოდა დრო დაეკარგა და გადაწყვიტა
დაუყონებლივ წასულიყო მეგობრის მოსაძებნად.
869-874. ავთანდილმა ჩაიარა გზა გამოქვაბულიდან შამბნარიანი ველისკენ, წავიდა ტარიელის მოსაძებნად და თან ღმერთს ესაუბრებოდა.
იგი სიკვდილისთვისაც კი მზად იყო, იმდენად ეწყინა ტარიელის უპასუხისმგებლოდ წასვლა. ახლა იმასღა ნატრობდა, რომ ცოცხალი
ეპოვა. გონიერებით გამორჩეული ავთანდილი ისევ გამჭრიახობის და ღვთისგან დახმარების იმედად იყო. სამი დღის განვმალობაში ეძებდა
და ნაღველით სავსე დახმარებას სთხოვდა ღმერთს.
პოვნა ავთანდილსიაგან დაბნედილის ტარიელისა
875-879. ტარიელის საძებნელად წასულმა ავთანდილმა სამი დღის შემდეგ ქედიდან დაინახა მინდორი, შამბით დაფარული, სადაც შავი
ცხენის ზურგი მოჩანდა, გახარებული სპასპეტი იმ მხარეს წავიდა და დაინახა ტარიელი, რომელსაც სახე დაეღრიჯა, იგი მომაკვდავი იყო,
საყელო ჩამოხეოდა, თავში დაჭრილს სახეზე სისხლი ჩამოსდიოდა და თითქოს იმ ქვეყანას წასულიყო. ერთ მხარეს ეგდო ხმლით
მოკლული ლომი, მეორე მხარეს - ძირს დანარცხებული, დამხრჩვალი ვეფხვი. ტარიელს თვალთაგან ცრემლი სდიოდა და ეტყობოდა
გულზე ცეცხლი ეკიდა. ავთანდილი ეძახდა მას სახელით, მაგრამ ვერაფერს აგებინებდა. მაშინ მიეჭრა მეგობარს, ცრემლი მოსწმინდა
დაუჯდა გვერდით და ემუდარებოდა, რომ შეეხედა და ეცნო ავთანდილი.
880-887. ტარიელმა ძლივს იცნო მეგობარი და ყელზე მოეჭდო. შემდეგ უთხრა, რომ არ მოუტყუებია, ფიცი შეინახა და ცოცხალი დახვდა,
მაგრამ სიკვდილს ნატრობდა და ძმობილს სთხოვდა გარდაცვლილი იქვე დაემარხა, რათა მხეცებს არ შეეჭამათ
ავთანდილმა სცადა გაემხნევებინა ძმობილი და შეახსენა, რომ სხვაც ბევრი იყო მიჯნური, ვისაც ცეცხლი სწვავდა, მაგრამ ეშმაკს არ
უჯერებდნენ და თავს არ იკლავდნენ. რადგან ვაჟკაცი იყო ტარიელი, სჯობდა ჭირს გამაგრებოდა და გონივრულად მოქცეულიყო:
„ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვითკირსა. თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა“ (884 – 3-4)
ავთანდილი სცდილობდა ბრძნული სიტყვებით დაერწმუნებინა ტარიელი, რომ მხეცებთან ყოფნით სურვილს ვერ აისრულებდა, ვერ
იპოვიდა ამგვარად დაკარგულ სატრფოს და წყლულზე წყლულს დაიმატებდა. ბევრი ადამიანი დატანჯულა მიჯნურობის გამო, მაგრამ
გონება არ დაუკარგავთ. პირიქით, საჭირო იყო ბრძოლა საყვარელი ადამიანის საპოვნელად, „რადგან ვარდნი უეკლოდ არავის არ
მოუკრებიან“. აქ ავტორი წარმოგვიდგენს იგავს, მშვენიერი ვარდის შესახებ, როემლსაც ჰკითხეს, თუ რად იყო ასეთი ეკლიანი. ყვავილმა
უპასუხა, : „ტკბილსა მწარე ჰპოვებს“ - ანუ სიტკბო სიმწრით მოიპოვებაო და თუ მშვენიერება ადვილად მისაწვდომი იქნება, მაშინ მას ფასი
დაეკარგებაო: - „ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად“
888-895. ავთანდილის თქმით, რადგან ვარდმაც კი იცოდა მშვენიერების ფასი, მით უმეტეს ადამიანს უნდა სცოდნოდა, რომ ლხინს ვერ
მოიმკის, გაჭირვების გარეშე. კაცი არ უნდა დამდურებოდა წუთისოფელს და მხნედ უნდა ებრძოლა მომავლისთვის. ამიტომ სთხოვდა
სპასპეტი მეგობარს შემჯდარიყო ცხენზე და მასთან ერთად გაეჭენებინა. ტარიელმა აღიარა, რომ გატოკების ძალაც კი აღარ ქონდა.
ავთანდილს არ ესმოდა მისი ტკივილი და თავად კი სიკვდილს ნატრობდა რათა დაკარგულ მიჯნურს იმ ქვეყანაზე მაინც შეხვედროდა.
ანუ ამირბარი უკიდურეს დეპრესიასა და პესიმიზმში ჩავარდნილიყო, იგი მხოლოდ სიკვდილსა და დამარხვას ნატრობდა, რადგან თავის
თავს დამნაშავადედ სთვლიდა ნესტან დარეჯანის დაკარგვაში. ტარიელს სჯეროდა, რომ ნესტანიც სიკვიდლისკენ ისწრაფვოდა და მათი
სულები იმ ქვეყანაზე შეერთდებოდა. ასეთ მდგომარეობაში მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა ბრძნული დარიგება, და სთხოვდა
ავთანდილს თავი გაენებებინა მისთვის.
896-903. ავთანდილმა თავისი მოხერხებულობით და მჭერმეტყველებით დაარწმუნა ტარიელი, რომ ხელს არ შეუშლიდა სიკვდილში,
ხოლო ერთი სურვილი შეესრულებინა მისთვის - ცხენზე შემჯდარიყო და მასთან ერთად გაეჭენებინა. სპასპეტმა იცოდა რომ ჯირითი
გამოაფხიზლებდა მის ძმობილს და სიცოცხლის სურვილს დაუბრუნებდა. ტარიელი დაემორილა. შეჯდა ცხენზე და მინდორში
გაისეირნეს.
ამირბარი გამომჯობინდა. ეს შეამჩნია ავთანდილმა და დაუწყო საუბარი, რათა სევდა გაექარვებინა „ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა
ოხვრა-ახმან, ცნობიეირი სიტყვა უთხრა უცნობოსა რასმე მზრახმან.“ (ალიტერაცია, ასონანსი და მეტაფორა).
904-914. ავთანდილმა მოწიწებით დაუწყო საუბარი ტარიელს, და მიუთითა იმ სამხრეზე, რომელიც მას ნესტან დარეჯანმა აჩუქა, შემდეგ კი
უსაყვედურა, რომ უსულო საგანი ერჩია ცოცხალ ადამიანს, რომელიც დავიწყებოდა და მიეგდო, ტარიელი თავს იმართლებდა, რომ ეს
სამხრე ახსენებდა მას, ვინც მისი სიცოცხლე იყო, და ვინც ყველაფერს ერჩია, მაგრამ ავთანდილმა შეახსენა ასმათი, რომელიც უპატრონოდ
იყო მიტოვებული და მასზე დარდობდა. ერთგული მსახური ყველაფერს აკეთებდა ტარიელისთვის, იყო მისი გამზრდელი, გამომკვებელი,
მისთვის ყველაფერს გააკეთებდა, ტარიელს კი მხეცების ანაბარა მიეტოვებინა. ტარიელი დაფიქრდა და შერცხვა საკუთარი საქციელისა. მან
გადაწყვიტა ღირსეულად მიეხედა ერთგული ადამიანისთვის. მეგობრები გამოქვაბულებისკენ გაემართნენ. ავთანდილის სიბრძნემ გაჭრა
და მისმა მჭევრმეტყველებამ: „გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი.“ ადამიანს დარდი და ვაება არაფერს არ უშველიდა.
თითოეული კაცი გონივრულად უნდა მოქცეულიყო, გამოეყენებინა ნასწავლი, ემოქმედა, ჰქონოდა რწმენა ღვთისა და ბედისწერისა,
დაეჯერებინა მასწავლებლისთვის და მიაღწევდა საწადელს.

მბობა ტარიელისაგან ლომ-ვეფხის დახოცისა (915_924)

You might also like