You are on page 1of 7

ჩხიკვაძე სალომე მე-2 ჯგუფი

გრ. ორბელიანის პოემა ,,სადღეგრძელო“ (შექმნის ისტორია, ჟანრობრივი


დახასიათება, თემატიკა, მხატვრული მხარე)

პოემა ,,სადღეგრძელოზე“ მუშაობა გრ. ორბელიანმა დაიწყო 1827 წელს, ჯერ


კიდევ მაშინ, როცა ჭაბუკია. სულ რაღაც 23 წლისაა. მან ამ პერიოდში ვერ შეძლო
პოემის დასრულება. შემდეგ დიდი ამბები დაიწყო, 1832 წლის შეთქმულება. გრ.
ორბელიანი 1832 წლის შეთქმულების მონაწილედ ჩათვალეს და გადაასახლეს.
სწორედ მაშინ, როცა მას ჩხრეკდნენ გრ. ორბელიანს უპოვეს
პოემა ,,სადღეგრძელო” და ჰკითხეს თუ რა იყო ეს. გრ. ორბელიანმა უპასუხა, რომ
ეს მიძღვნა, ქება იყო იმპერატორისადმი, რაც, რა თქმა უნდა, არ დაუჯერეს. გრ.
ორბელიანი გადაასახლეს და პოემის გაგრძელება და დასრულება ვეღარ შეძლო.
გრ. ორბელიანი პოემას მიუბრუნდა 40-იან წლებში და 60-იან წლებში დაასრულა.
პოემა გამოქვეყნდა 1871 წელს ჟურნალ ,,კრებულში“. როგორც ვთქვით, პოეტი
პოემაზე მუშაობას იწყებს 1827 წელს, ხოლო მასზე მუშაობას ასრულებს 1871
წლისთვის. თითქმის ნახევარი საუკუნე ფიქრობდა და აწუხებდა ეს პოემა გრ.
ორბელიანს. გასაოცარია ისიც, რომ შემოქმედებითი უკმარისობის გრძნობით
გაშორდა მას. პოემა ეძღვნება ალექსანდრე ორბელიანს. პოეტი პოემაზე ამბობდა,
ეს რატომ ვთქვი თუ რაც მინდოდა ვერა ვთქვი და გულში დამრჩაო. პოემა იტევს
ჭაბუკის მღელვარებასაც და უკვე ასაკში შესული კაცის დადინჯებულ
გრძნობასაც. პოემა სულიერი ისტორიაა გრ. ორბელიანისა. აქ შრეებად აწყვია
სხვადასხვა ასაკში გამოხატული გრძნობა. ამ მხრივ იგი ძლიერ საინტერესოა.
ამბობენ, რომ პოეტს ამ პოემის შექმნისაკენ უბიძგა ცნობილი რუსი მწერლის,
ვასილი ჟუკოვსკის, პოემამ ,,მომღერალი რუს მეომართა ბანაკში“. ზოგს მიაჩნია,
რომ გრ. ორბელიანის სადღეგრძელო ამ ნაწარმოების ერთგვარი გადამღერებაა.
შემოქმედება ასეთია, ვიღაცა ვიღაცაზე მოახდენს გავლენას (მაგალითად, ვაჟაზე
რაფაელ ერისთავმა მოახდინა გავლენა) , მაგრამ „სადღეგრძელო“ სრულიად
ორიგინალურია, ქართული სულითა და პატრიოტიზმითაა გაჟღენთილი.

პოემა ,,სადღეგრძელოს“ მიხედვით შეგვიძლია ვისაუბროთ პატრიოტული


გრძნობის გამოხატვის თავისებურებასა და ბუნების გრძნობის განსახიერებაზე გრ.
ორბელიანის შემოქმედებაში. გრ. ორბელიანი იყო არისტოკრატი, დახვეწილი
სტილის პოეტი. ავტორი ლექსებისა: ,,ჩემს დას ეფემიას“, „თამარ მეფის სახე
ბეთანიის ეკლესიაში“, „და სხვა რიგის ლექსებისა, სადაც დემოკრატიული
ტენდენციები ვლინდება. გრ. ორბელიანის ერთ-ერთი მოტივია პატრიოტული
გრძნობის განსახიერების თავისებურება. მაინც რითია გამორჩეული ერთი
ხელოვანი მეორისგან სამშობლოს სიყვარულის მხრივ. რა თავისებურება შეიტანა
გრ. ორბელიანმა სამშობლოს სიყვარულის გამოსახატავად. თავისებურების მხრივ
საუბარი გვაქვს გრძნობის გამოხატვაზე. გრძნობის გამოხატვა სხვადასხვაგვარია.
გრ. ორბელიანი არის კონკრეტულის პოეტი. კონკრეტული შინაარსითაა ავსებული
გრ. ორბელიანთან პატრიოტული გრძნობა. ამით გამოირჩევა ის სხვებისგან. მაგ:
ალ. ჭავჭავაძისგან, რომლის გრძნობას კი ვხედავთ, მაგრამ ეჭვი შეგვაქვს.
კონკრეტული ემოციებით გრძნობის ავსებაა დამახასიათებელი. ასეთი ვითარება
გვაქვს მაგალითად პოემაში ,,სადღეგრძელო“. პოემაში აღწერილია ომის შემდგომი
ლხენა, ერევნის მახლობლად. მეომრები თავდაპირველად სვამენ ომში დაღუპული
მებრძოლების სადღეგრძელოს. აქ ვხვდებით წარსულის კონკრეტული შინაარსით
დატვირთვას. პოემაში საზოგადოდ გაურკვეველ წარსულზე კი არ საუბრობს
პოეტი, არამედ მისი წარსულია ფარნავაზი, მირიანი, ვახტანგ გორგასალი, დავით
აღმაშენებელი, თამარი, ქეთევანი, ვახტანგ VI, მისი პაპა ერეკლე II. უბრალოდ კი
არ ჩამოთვლის ჩვენი ძვირფასი, საფიცარი მეფეების სახელებს, არამედ
კონკრეტული შინაარსითაა აღვსილი. ფარნავაზი ჩვენთან მწიგნობრობის
შემომტანი, მირიანი ქრისტეს ნათელით განათებული, გორგასალი, შიშის ზარს
სცემდა მტერს. დიდი დავითი შესანიშნავი მხედართმთავარი, მსაჯული და დიდი
განათლების მქონე მეფე. გვიხატავს მეფე-პოეტს, ქართული ლიტერატურის დიდ
მოამაგეს ვახტანგ VI-ს. თამარ მეფეს ყველაზე დიდი ადგილი ეთმობა, საგანგებოდ
აღწერს თამარის ამალას. აღწერს თამარის დროშის ქვეშ გაერთიანებულ და ძლიერ
საქართველოს. ერეკლეს ახასიათებს, როგორც საქართველოსათვის თავდადებულ
მეფესა და სარდალს. პოეტი ამბობს, რომ ძველი ივერიის დიდება ერეკლე
მეფესთან ერთად მარხია. აღწერს საქართველოს ყველა კუთხეს, ეფერება მათ და
სხვადასხვა ეპითეტებით ახასიათებს: მესხი სწავლით არის შექებული, გმირი
იმერელი ზრდილობით, მშვიდობიანობით გამოირჩევა აფხაზეთი, მეგრელი
ენამკვურცხლობით. მწელალი გვიცოცხლებს სახეს გმირი დედოფლის
ქეთევანისა, რომელმაც დიდი ტანჯვა მოითმინა სარწმუნოების დასაცავად.
დედოფლისა, რომლის ბადალი არ არსებობს მსოფლიოში. იგი არ დანებდა, მან
იცოდა, რომ მაგალითი იყო მისი ქვეყნისა და ხალხისთვის. წერს სამას არაგველზე,
ცხრა ძმა ხერხეულიძეზე, მხაგრძელზე, გამრეკელზე, ორბელიანებზე და სხვა.
პოეტი აქებს მათ, რადგან სამშობლოსა და მიწა-წყლისთვის თავი გაწირეს. არავის
არ ივიწყებს. ორბელიანი მოიხსენიებს, აქებს და ადიდებს ყველა იმ წინაპარს,
რომლებმაც თავიანთი ქვეყნისთვის გული და სული არ დაიშურეს, რომლებსაც
საკუთარი სისხლის ფასად დაუჯდათ სამშობლოს დაცვა. მათი სახელების
გახსენებით კი დიდების შუქი მოეფინება ყველა მებრძოლს, შეაგულიანებს და
გაამხნევებს მათ მომავალ ბრძოლაში გასამარჯვებლად. შემდეგ მხედრებს
მიმართავს თამადა, რომელთა სახელებიც ამაყად უნდა წარმოთქვას
შთამომავლობამ, როგორც ისინი წარმოთქვამენ წინაპართ სადღეგეძელოს. შემდეგ
თამადა მამულის სადღეგრძელოს ამბობს. საყვარელ მამულს მიმართავს,
რომელიც ყველას გულს უთრთოლებს, რომლის გულისთვის არცერთი მებრძოლი
დაიხევს უკან და მსხვერპლად შეეწირება. აღრერს თავისი ქვეყნის ბუნებას,
რომელსაც არაფერი შეედრება. აღწერს გულად, პურად ერს, რომლის მსგავსი
ამქვეყნად არსადაა: ,,სხვა საქართველო სად არის , რომელი კუთხე ქვეყნისა“.
შემდეგ სვამენ სიცოცხლისა და სიყვარულის სადღეგრძელოს. საუბრობს
მჩაგვრელ ძალაზე, ამ ძალის უსამართლობაზე, კაცის წამბილწველ ძალაზე.
შემდეგ საუბრობს სიცოცხლის დამატკბობელ სიყვარულზე, რომელიც
აღგვამაღლებს და როლითაც სული გვინათდება. ამბობს, რომ გულს, როცა
სიყვარული ეწვევა სიცოცხლეც საამური მაშინ ხდება.

გრ. ორბელიანი საქართველოს ახალი ბედის ძიებამ რუსი იმპერატორის ქებამდე


მიიყვანა და მას თამარის დღეთა დიდების დღეთა დაბრუნება შესთხოვა. პოემის
ვრცელ რედაქციაში გმირ წინაპართა შემდეგ თამადა სვამს იმპერატორის
სადღეგრძელოს. (60-იან წლებში, როცა მიუბრუნდა პოემას დაწერა იმპერატორის
სადღეგრძელო) . ეს კომპოზიციურად აუცილებელია, რადგან ჩვენი ჯარი
იბრძვის რუსული დროშის ქვეშ. ჩვენი ჯარი არ არსებობს. გრ. ორბელიანის
სიცოცხლეში 4-ჯერ დაიბეჭდა პოემა და არც ერთხელ ნიკოლოზ I არ არის
ნახსენები, საზოგადოდ იმპერატორზეა. თანაც ორბელიანიც მივიდა იმ
დასკვნამდე, რომ ლეკიანობას ერთმორწმუნე რუსეთი ჯობია. იმპერატორის ქების
ერთ-ერთ მიზანს ძლიერი ივერიის აღდგენის სურვილი წარმოადგენს ამ მიზნის
მისაღწევად იგი მზადაა მსხვერპლიც გასწიოს. პოეტი იმპერატორს უწოდებს
ბრძენს, ძლიერს, სულგრძელს. ეს მონაკვეთი წარმოადგენს თხოვნას
იმპერატორისადმი, რომ მან საქართველოს ძველი დიდიება აღადგინოს. პოემაში
მოქმედების ადგილი არის ბრძოლის ველი, სადაც დღისით ბრძოლა ბობოქრობს,
ხოლო საღამოს ჯარი ისვენებს ახალი ბრძოლის დასაწყებად. პოემის ცენტრში
დგას თამადა, რომელიც სადღეგრძელოს თანმიმდევრულად ამბობს და ჯარიც
თანხმობის ნიშნად თამადის სიტყვის დასკვნით ნაწილს იმეორებს. გრ.
ორბელიანმა დიდი სარგებლობა გასწია პოემის დაწერით. მტერი ცდილობდა
ჩვენი ქვეყნის წარსული დაგვევიწყებინა ის კი გვახსენებს მას. გრ. ორბელიანის
მოწოდება, გმირ მჭერმეტყველთა სახეების დახატვა, პირველ რიგში, ქართველ
ახალგაზრდობას დაეხმარ, რომ არ დავიწყებოდათ წარსული.

ასევე პოემის მიხედვიტ შეგვიძლია ვისაუბროთ ბუნების გრძნობის


გამოხატულების შესახებ გრ. ორბელიანის ემოქმედებაში. ბუნების გრძნობას
გამორჩეული ადგილი უჭირავს სხვა გრძნობებს შორის. ბუნების გრძნობის
განხილვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქ ხელოვანის, პოეტის
დასახასიათებლად. ამბობენ, რომ ბუნების გრძნობის განსახიერებაში
თვალნათლივ ჩანს პოეტის მხატვრული შესაძლებლობები, მისი განსახიერების
ძალა, მისი ნიჭი. საკითხავია, რატომ მაინც და მაინც ბუნების გრძნობა იქცევა
პოეტის ნიჭის საზომად და არა ადამიანის მოქალაქეობის აღწერა. ადამიანთა
ცხოვრება, მათი ურთიერთობა გარკვეულად თვითონ გამოდის მოკარნახე
მწერლისთვის. ის კარნახობს მწერალს რა უნდა დაწეროს? რაზე გაამახვილოს
ყურადღება? მაგალითად, დიდი მწერალი ზოლა პარიზის ბაზარს, ბირჟას
სწავლობდა და ამის შედეგად გაჩნდა ის მსუყე-მსუყე ჩანაწერები მის რომანებში.
ამასაც, რა თქმა უნდა, ნიჭი სჭირდება, მაგრამ მოკარნახე თავად ცხოვრებაა. რაც
შეეხება ცხოვრებას, იგი არავის, არაფერს კარნახობს. მას ჩვენ თვითონ უნდა
ვუკარნახოთ, ამიტომაა ბუნება ჩვენი შესაძლებლობების გამოხატულება.
ამიტომაც ვართ დადუმებულნი ვაჟას ნიჭის წინაშე. სწორედ, ამიტომ ვამბობთ,
რომ ბუნების განსახიერებაში ჩანს მწერლის მხატვრული შესაძლებლობები.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბუნების გრძნობა ყველაზე ინდივიდუალურია
გრძნობათა შორის. ფრანგი ფსიქოლოგი, რიბო ამბობს, რომ ბუნების აღწერით
ჩვენს გამოხატულებას კი არ ვახდენთ, არამედ ბუნებას მივაწერთ, ბუნებას
ვაშინაარსებთ.

გრ. ორბელიანს არ აქვს ბევრი თხზულება, სადაც ბუნებაზეა საუბარი. ერთ ტომში
ეტევა მისი მთელი შემოქმედება. ბუნების გრძნობის გამოხატვის თავისებურების
თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ლექსი ,,საღამო გამოსალმების“ და პოემა
„სადღეგრძელო“. პირველი თავისებურება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დიდმა
ილიამაც იგრძნო. ეს თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ გრ. ორბელიანის
პოეზიაში ბუნების გრძნობა პატრიოტულადაა შეფერილი ან თუ შეიძლება ითქვას
ბუნების გრძნობაში იჭრება პატრიოტული შინაარსი. ეს არ გვხვდება არც
რუსთაველთან, არც თეიმურაზთან და არც ბესიკის ,,სევდის ბაღი“ იქნება
პატრიოტულად გაშინაარსებული. ეს მხოლოდ გრ. ორბელიანთან არის. პოემა
,,სადღეგრძელოში“ ხელმწიფის შემდეგ სადღეგრძელოს მოსდევს მამულის
სადღეგრძელო. პოეტი ამბობს, სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე
ქვეყნისა. გრ. ორბელიანი გატაცებულია ბუნებით, მაგრამ ყველა ბუნებაზე
შეყვარებული კი არ არის, არამედ მისი ქვეყნის, საქართველოს ბუნებაზეა
შეყვარებული. მას მისი ქვეყნის ცა უყვარს, მდინარე უყვარს, ჩაბნელებული
უფსკრული უყვარს, რადგან ეს მისი სამშობლოს მთა და ველია. პოეტი საუბრობს
მისი ქვეყნის ცაზე, მზით განათებულზე, მისი ქვეყნის ვარსკვლავებზე, მთვარით
განათებულზე. მისი ქვეყნის ჰაერის სურნელებაზე. მთაზე, რომელიც ცამდე არის
ასული. მდინარეზე, ზვირთის მსროლელზე. ჩაბნელებულ უფსკრულზე, კლდეზე,
რომელსაც თვალს ვერ გადააწვდენ. ზურმუხტისფერ მდელოზე და მასზე
მიმდინარე კავკასის კამკამა წყალზე. ესაა მისი სამშობლო, ესაა მისი ქვეყანა
საქართველო.

პოემა ,,სადღეგრძელოში“ წარმოდგენილი სურათი არის ღია ცის ქვეშ, ბუნებასთან


უშუალო კავშირში. ომის ქარიშხალთან ერთად ბუნებაც გრგვინავდა და
ბობოქრობდა. ბინდისას ომი წყდება და ბუნებაც ისვენებს. მოქეიფე
მებრძოლებთან ერთად თითქოს ბუნებაც ილხენს. მოკაშკაშე მთვარის შუქი
ნუგეშად დაადგება ქართველ მეომრებს.
2. სიყვარულის განსახიერების თავისებურება ნ. ბარათაშვილის პოეზიაში ( ,,რად
ჰყვედრი კაცსა“, ,,ვპოვე ტაძარი“, ,,არ უკიჟინო სატრფოო“, ,,საყურე“ და ა.შ)

ვ. სოლოვიოკის თქმით, ყველანაირი სიყვარული არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი


ლირიკის წყარო. სიყვარული, რომ ლირიკის წყარო გახდეს ის უნდა იყოს
ნამდვილი. უამრავი პოეტი საფოს ჩათვლით სიყვარულის ვნებაზე, გატაცებულ
სიყვარულზე გვესაუბრება. ეს ვნებიანი სიყვარული არ შეიძლება იყოს ნამდვილი
ლირიზმის სათავე. ჭეშმარიტი სიყვარული სამ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს,
სამი ნიშან-თვისება უნდა ჰქონდეს: პირველი, იგი უნდა იყოს ინდივიდუალური.
მეორე, იგი ყოველგვარი შემთხვევითობისგან უნდა იყოს განთავისუფლებული.
ნამდვილი სიყვარული არ შეიძლება შეაჩეროს რაღაც გარკვეულმა შემთხვევამ.
მესამე, ნამდვილი სიყვარული უნდა იყოს მარადიული და გამძლე. თვით
ყველაფრის დამზაფრავი ფაქტი, ყველაფრის დამთრგუნველი ფაქტი, სიკვდილიც,
კი უძლურია ჭეშმარიტ სიყვარულთან. ვერ კლავს და ანადგურებს მას. ეს სამი
ნიშან-თვისება არის აუცილებელი ნამდვილი სიყვარულისთვის, რომელიც
შეიძლება იყოს ნამდვილი ლირიზმის წყაროც და შინაარსიც. ნ. ბარათაშვილის
პოეზია არის ის მაღალი პოეზია, რომელიც ამ საკითხზე სასაუბროდ გვიწვევს
ჩვენ. ბარათაშვილის პოეზია აჩენს იმის სურვილს, რომ ვისაუბროთ ნამდვილი
ლირიზმის წყაროზე. მისი ნაწარმოებებიდან ჩანს, რომ მას ჰქონდა და შეეძლო
ასეთი გრძნობების ტარება. ნუ გვეგონება, რომ კონკრეტულ ქალში
განვითარებული გრძნობა შეიძლებოდა ყოფილიყო მისი კმაყოფილებისა და
შეჩერების წყარო. ჩვენი პოეტი მაძიებელი სულის პოეტი გახლავთ და ამ მაძიებელ
სულს, მის შინაარს, როგორც ჩანს, ვერ განმარტავს ვერავითარი ხორციელი
სამოსი. ერთგვარ რელიგიურ შინაარსზეც საუბრობენ, როცა ნ. ბარათაშვილის
სატრფიალო ლირიკაზე ამახვილებენ ყურადღებას. ამ მხრივ კი ყურადღებას
აქცევენ ლექსს ,,ვპოვე ტაძარი“. აღნიშნულ ლექსში კარგად ჩანს ბარათაშვილის
სულიერი ტკივილები. მაგრამ ეს ლექსი არ უნდა გავიგოთ, როგორც საკუთარი
ცოდვების მონანიებად ღვთის წინაშე. ლექსსი პოეტი საკუთარი ტანჯვის
მოთხრობის გზით ცდილობს ცდილობს შეიმსუბუქოს სულიერი ტკივილები.
ადგილები სადაც პოეტი საუბრობს, რომ იგი დადის ობლად, მწირი და
მიუსაფარი, მართლაც, რომ ღრმად სევდიანია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს იმას, რომ
პოეტის ეს სევდა გადაულახავია. ტაძარში იგი თავის გულს და სულს წმინდა
სიყვარულს შესწირავდა, ეს სიყვარული მას სიმშვიდესა და ნეტარებას გვრიდა.
ისეთ დიდ ბედნიერებას გრძნობდა, რომ ეს ადგილი მისთვის სასუფევლად იყო
ქცეული. ტაძრის გაქრობასთან ერთად გაქრა თითქოს ეს სიყვარული. სიყვარულის
გარეშე ეს ადგილი უდაბურად გადაიქცა და პოეტის გულშიც დიდმა სევდამ და
მწუხარებამ დაისადგურა.
ჩვენ ნუ წარმოვიდგენთ, რომ ნ. ბარათაშვილი არ არის ქართველი ჭაბუკი,
ქართველი კაცი. ბარათაშვილი არ არის ევროპულად გაგებული, ავადმყოფი იმ
აზრით, რომ მას ფიზიკურის დანახვის და ფიზიკურით ტკბობის უნარი არ
ჰქონდეს. სრულებითაც არა. ნ. ბარათაშვილმა ფიზიკურის ფასიც კარგად იცის.
მისი გენიალობა ჩანს დიდებულ ლექსში ,,საყურე“. თვალსაჩინოებისთვის
შეგვიძლია შევადაროთ ბესიკის ,,ტანო ტატანოს“. იქაც გარეგნული სილამაზე
მოდის წინ სატრფოსი და აქაც. მაგრამ დიამეტრალური სხვაობაა ბესიკსა და
ბარათაშვილს შორის. ბესიკის ტრფობა მაინც აღმოსავლური ტრფობაა, ბესიკის
გრძნობა ვნებიანი გრძნობაა. ფაქიზი, მაგრამ მაინც ვნებიანი. ბარათაშვილის
,,საყურეში’’ წინ წამოიწევს სიფაქიზე და მორიდებულობა. ბესიკის ,,ტანო ტატანო“
შესანიშნავი ლექსია, მაგრამ იგი მკითხველის გრძნობებს არ პასუხობს, ხოლო
საყურე მკითხველის სულის გამოხატულებაა. ბარათაშვილი ამ ლექსში
მორიდებით საუბრობს. ერთგვარ შემოვლით გზას მიმართავს საუბრისას.
ნაწარმოებში საკუთრივ ლოყაზე კი არ გვესაუბრება, არამედ საყურის ჩრდილზე.
სწორედ ეს არის შემოვლითი გზა. ნ. ბარათაშვილის პოეზია და საკუთრივ ეს
ლექსი გვეუბნება, რომ გარეგნულს, ხორციელს უარი კი არ უნდა ვუთხრათ,
არამედ მისი სულიერად ტარება უნდა შევძლოთ. სატრფიალო ლექსებში ნ.
ბარათაშვილი სატრფოს სახეს, მისი ნაკვთების თვალსაჩინოებას კი არ ეხება,
არამედ იგი მოგვითხრობს ქალის მშვენიერ ხმაზე, მის ტკბილ გალობაზე, მის
სინარნარესა და პირმცინარობაზე. როგორც აღვნიშნეთ, სხეულის გარკვეულ
ნაწილს კი არ ასახელებს, არამედ მიუთითებს საყურის ჩრდილზე და ამით ცვლის.
ნ. ბარათაშვილი ამ ჩრდილის ქვეშ სულის მობრუნებასა და დაკონებაზე
ოცნებობს:,, ნეტა იმასა ვინც თავსი სუნთქვას შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს’’.

ნ. ბარათაშვილი თავის სატრფოს ლექსში ,,არ უკიჟინო სატრფოო“ ადარებს


მშვენიერების ცის ცვარს, რომელიც მაცოცხლებელ ძალად უნდა იქცეს და
სიცოცხლე მოჰფინოს მზით დამწვარ არემარეს. ამ ძალით გამოირჩევა
ბარათაშვილის საყვარელი ქალი სხვებისგან და თუ ამ ძალას დაკარგავს იგიც
ჩვეულებრივ ბანოვანთ მიემსგავსება. როდესაც პოეტი საუბრობს სატრფოსთან
დაახლოების სურვილზე იგი კვლავ შემოვლით გზას ირჩევს, შემოვლითი გზით
საუბრობს, ამგვარად კი შეუძლებელი ხდება უხეში წარმოდგენების ამოტივტივება
თავში. ეს ყოველივე კი ცხადყოფს, რომ ნ. ბარათაშვილის ლირიკა ცარიელის
ყოველგვარი უხეში გრძნობებისაგან. თავისუფალია ყოველგვარი ხორციელისაგან
და ეს გადატანილი აქვს სულიერ სფეროში. ეს ყოველივე ცხადყოფს ნ.
ბარათაშვილის ლირიკის სიფაქიზეს და დახვეწილობასა და უშუალობას
ლექსში ,,არ უკიჟინო სატრფოო“ ბარათაშვილი სიყვარულს მარადისობასთან,
უკვდავებასთან, უსასრულობასთან გვითანაბრებს. ეს ის გრძნობა, რომლის ენით
გამოთქმაც არ ძალუძთ მოკვდავებს. ეს ის გრძნობაა, რომელსაც სიკვდილიც კი
ვერაფერს დააკლებს.

ლექსში ,,რად ჰყვედრი კაცსა ბანოვანო“ თითქოს იმართება დიალოგი, პოეტი


მიმართავს ქალს, მაგრამ პასუხის გამცემი არ ჩანს. კითხვაზე პასუხს პოეტი ჩვენ
თავად გვცემს. იგი სიყვარულს მარადიულობასა და მშვენიერებას უდარებს. ნ.
ბარათაშვილი კიდევ ერთხელ ამ ლექსშიც წინა პლანზე წამოსწევს სულიერ
სილამაზესა და მშვენიერებას და მას ხორციელთან შედარებით დიდ
უპირატესობას ანიჭებს. პოეტი სიყვარულის მარადიულობას სწორედ სულიერ
მშვენიერებაში ხედავს. პოეტი აღნიშნავს, რომ სულიერი სილამაზე, როგორც
ყვავილი , თავის დროზე დაჭკნება და გაქრება, ხოლო სულიერი, შინაგანი
სილამაზე მუდამ მარადიული და უკვდავი იქნება და მას,, ვერც შემთხვევა და
ვერც ხანი ვერ ვერ დააბერებს“. უკვდავებს, მხოლოდ სულიერ სილამაზეს
შეუძლია და სწორედ სულიერ სილამაზეს იყენებს პოეტი ადამიანის მთავარ
საზომად. პოეტის აზრით, მხოლოდ ერთნარი სულის კავშირს შეუძლია შვას
ნამდვილი სიყვარული, რომელიც ნაზიარები ზეციურ სიკეთესთან იქნება:
,,მხოლოდ კაშირი ესრეთ სულთა შობს სიყვარულსა, ზეგარდმო მადლით
დაუხსნელად დამტკიცებულსა“.

You might also like