You are on page 1of 2

სალომე ჩხიკვაძე III ჯგუფი

1. ელიოზი შუაღამისას დიდი მონდომებით ათვალიერებდა შეჭირხლულ ხეებს.


ელიოზი- ქვემდებარე, გადმოცემულია არსებითი სახელით, სახ. ბრუნვაში, მთავარი
წევრი. ათვალიერებდა- მარტივი შემასმენელი, გადმოცემულია საუღლებელი
ფორმით, მთავარი წევრი. ხეებს- პირდაპირი ობიექტი, გადმოცემულია არსებითი
სახელით, მიცემითი ბრუნვა, ნიშანი -ს, მთავარი წევრი. შუაღამისას- დროის
გარემოება, არამთავარი წევრი. დიდი- ატრიბუტული განსაზღვრება, ზედსართავი
სახელი, სახელობითი ბრუნვა, არამთავარი წევრი. მონდომებით- ვითარების
გარემოება, არამთავარი წევრი, ვითარებითი ბრუნვა, ნიშანი -ით. შეჭირხლულ-
ვითარების გარემოება, არამთავარი წევრი, მიცემითი ბრუნვა
2. ის დაწვრილებით უამბობდა სოფლის დიაკვანს თავის საინტერესო თავგადასავალს.

ის უამბობდა- სახელით გადმოცემული წევრი მართავს ზმნით გადმოცემულ წევრს S3


პირში -ა ნიშნით, ზმნით გადმოცემული წევრი მართავს სახელით გადმოცემულს-
ბრუნვაში. გვაქვს ორმხრივი მართა ანუ კოორდინაცია. უამბობდა არის ძირითადი
კოორდინატი, ის (სახელით გადმოცემული წევრი არის) დიდი კოორდინატი, რადგან
აქვს რიცხვში შეთანხმების ძალა.

დაწვრილებით უამბობდა- მირთვა.

თავგადასავალს უამბობდა- სახელი მართავს ზმნას პირდაპირ O3 პირში. თავის მხრივ


ზმნაც მართავს სახელით გადმოცემულ წევრს ბრუნვაში. გვაქვს ორმხრივი მართავ
ანუ კოორდინაცია. უამბობდა არის ძირითადი კოორდინატი, თავგადასავალს არის
მცირე კოორდინატი, რადგან არ ააქვს რიცხვში შეთანხმების ძალა.

დიაკვანს უამბობდა- სახელი მართავს ზმნას ირიბ O3 პირში, თავის მხრივ ზმნაც
მართავს სახელით გადმოცემულ წევრს ბრუნვაში. გვაქვს ორმხრივი მართა ანუ
კოორდინაცია. უამბობდა არის ძირთადი კოორდინატი, დიაკვანს არის დიდი
კოორდინატი, რადგან აქვს რიცხვში შეთანხმების ძალა.

სოფლის დიაკვანს- სახელი მართავს სახელს ნათესაობით ბრუნვაში. ცალმხრივი


მართვა ანუ სუბორდინაცია.

საინტერესო თავგადასავალს- შეთანხმება, სახელი ითანხმებს სახელს ბრუნვაში.


არასრული შეთანხმება, პირდაპირი წყობა.

თავის თავგადასავალს- შეთანხმება, სახელი ითანხმებს სახელა ბრუნვაში. პირდაპირი


წყობა, არასრული შეთანხმება.
3. ნინიას თავდადებული, გამრჯე ბიჭები ჰყავდა- ჩვეულებრივი, ერთგვარ
განსაზღვრებიანი შერწყმული. აქ განსაზღვრებები არის თავდადებული და გამრჯე.
ორივე ატრიბუტული განსაზღვრებაა. ორივე პასუხობს კითხვაზე როგორი?
გადმოცემულია ზედსართავი სახელით. ერთგვარ განსაზღვრებიანი არის შერწყმული
წინადადება თუ სახელით გამოხატულ წევრს ახლავს ერთგვარი განსაზღვრება.
ნინია შრომობდა, ირჯებოდა და პური, სარჩო-საბადებელი მოჰქონდა- შერეული
სახის შერწყმული. აქ შერეული სახითაა შემასმენლიანი და დამატებიანი
წინადადებები. ერთგვარშემასმენლიანია- შრომობდა და ირჯებოდა, ორივე ზმნა-
შემასმენლითაა გადმოცემული. ორივე პასუხობს კითხვაზე რას შვრებოდა?
დამატებები კი არის პური და სარჩო-საბადებელი. გადმოცემული არიან არსებითი
სახელით და დაესმით კითხვა რა?
4. ელიოზის სახლთან ბავშვებმა ისეთი გუბე შენიშნეს, რომელიც მწვანე ბუზებით იყო
სავსე- მოცემული გვაქვს რთული ქვეწყობილი წინადადება, რომელიც შეიცავს
განსაზღვრებით დამოკიდებულ წინადადების. წინადადების პირველი ნაწილი არის
მთავარია, ხოლო მეორე განსაზღვრებითი დამოკიდებული. დამოკიდებულ
წინადადებას დაესმის კითხვა- როგორი? განსაზღვრებითი დამოკიდებული
წინადადება მთავარს მიმართებითი ნაცვალსახელით- რომელიც უერთდება.
განსაზღვრებით დამოკიდებულ წინადადებას მთავარ წინადადებაში მოეპოვება
მისათითებელი სიტყვა კორელატი, ეს კი არის ჩვენებითი ნაცვალსახელი ისეთი.
5. ელეფთერს ხშირად ნახავდით იქ, სადაც ჭიქა-საინის ხმას გაიგონებდა- მოცემული
გვაქვს რთული ქვეწყობილი წინადადება, რომელიც შეიცავს ადგილის გარემოებით
დამოკიდებულ წინადადებას. წინადადების პირველი ნაწილი მთავარი წინადადებაა,
ხოლო მეორე ნაწილი ადგილის გარემოებითი დამოკიდებული წინადადება.
დამოკიდებულ წინადადებას დაესმის კითხვა- სად? ის უკავშირდება მთავარს
მისათითებელი ზმნიზედით სადაც. მთავარ წინადადებაში კორელატად გვევლინება
ადგილის ზმნიზედა იქ.
6. ცოტა ხნის წინ ძვირად გაყიდულ ძროხას ნინია შინ აბრუნებდა.

You might also like