You are on page 1of 5

The Passive Voice ვნებითი გვარი

მოქმედებითი გვარისაგან განსხვავებით, ვნებით გვარში ქვემდებარე პასიურია, არ


მოქმედებს. ის თავად განიცდის ზეგავლენას.

The letter was written by Ann. წერილი დაიწერა ანას მიერ (ქვემდებარე -წერილი პასიურია და
მასზე ზეგავლენას ახდენს მოქმედების შემსრულებელი, ანა).

ვნებითი გვარი გამოიყენება გარდამავალ ზმნებთან (ანუ იმ ზმნებთან, რომელთაც გააჩნიათ


დამატება). მოქმედებითი გვარის დამატება ხდება ვნებითი გვარის ქვემდებარე.

They built the palace in 1985.

სასახლე 1985 წელს ააშენეს (სასახლე – მოქმედებითი გვარის დამატება).

The palace was built in 1985.

სასახლე 1985 წელს იქნა აშენებული (სასახლე – ვნებითი გვარის ქვემდებარე).

 ვნებითი გვარი გამოიყენება:


როცა მოქმედების შემსრულებელი არის უცნობი;უმნიშვნელო; ან კონტექსტის
მიხედვით აშკარა.

My wallet was stolen yesterday.

გუშინ ჩემი საფულე მოიპარეს (ვინ მოიპარა ჩემი საფულე უცნობია).

The house redecorating was completed last week.

სახლის რეკონსტრუქცია დასრულდა გასულ კვირას (ვის მიერ – უმნიშვნელოა).

The robbers were arrested.

მძარცველები დააპატიმრეს (აშკარაა, ისინი პოლიციამ დააპატიმრა).

 როცა ვცდილობთ ვიყოთ უფრო თავაზიანი.

My new dress was burnt yesterday.

ჩემი ახალი კაბა დაწვეს გუშინ (ეს უფრო თავაზიანი ნათქვამია ვიდრე პირდაპირ იმის თქმა,
რომ შენ დაწვი ჩემი ახალი კაბა You burnt my new dress yesterday).
 როცა მოქმედება უფრო მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია ვიდრე თავად მოქმედების
შემსრულებელი, რაც ძირითადად გვხვდება ახალ ამბებში; ოფიციალურ შენიშვნებში;
ინსტრუქციებში; სათაურებში; განცხადებებში და ა. შ.

Smoking is not allowed here. აქ მოწევა აკრძალულია.

 დავიმახსოვროთ!
ვნებით გვარში მოქმედების შემსრულებელი გადმოიცემა წინდებულით "by"; ხოლო
ის, რისი საშუალებითაც ხორციელდება მოქმედება – წინდებულით "with".

The door was locked by a man with a key. კარი კაცმა ჩაკეტა გასაღებით.

The cake was baked by mother with some eggs, sugar and flour. ნამცხვარი დედამ გამოაცხო
კვერცხით, შაქრითა და ფქვილით.

Simple Passive –ის წარმოება:

 Present Simple-ში ვნებითი გვარი იწარმოება am / is / are დამხმარე ზმნითა და


ძირითადი ზმნის ნამყოს მიმღეობით, ანუ (ზმნის III ფორმით),

I am woken up by that noise every day. ის ხმაური მაღვიძებს ყოველ დღე.

This umbrella is used by everybody. ყველა იყენებს ამ ქოლგას.

Millions of letters are sent every day. მილიონობით წერილი იგზავნება ყოველ დღე.

 Past Simple-ში ვნებითი გვარი იწარმოება : was / were დამხმარე ზმნითა და ძირითადი
ზმნის ნამყოს მიმღეობით. ანუ (ზმნის III ფორმით).

A light was switched on. სინათლე ჩაირთო.

The windows were cleaned by Jane. ფანჯრები გაიწმინდა ჯეინის მიერ.

 Future Simple-ში ვნებითი გვარი იწარმოება will be დამხმარე ზმნითა და ძირითადი


ზმნის ნამყოს მიმღეობით, ანუ (ზმნის III ფორმით).

Everything will be done perfectly. ყველაფერი არაჩვეულებრივად იქნება გაკეთებული.

- be going to გამოიყენება ვნებით გვარში შემდეგნაირად: am/is/are going to + be + ზმნის


III ფორმა.
Burgerland is going to be sued by overweight customers. ბურგერლენდი გაპროტესტდება
ჭარბწონიანი მომხმარებლების მიერ.

- Future perfect simple იწარმოება will have + been + ზმნის III ფორმა.

All the grapes will have been harvested by the end of September. სექტემბრის ბოლოსათვის, მთელ
ყურძენს აიღებენ.

 Present Continuous-ში ვნებითი გვარი იწარმოება am being / is being / are being დამხმარე
ზმნითა და ძირითადი ზმნის ნამყოს მიმღეობით. ანუ (ზმნის III ფორმით).

He is being examined by the doctor right now. ამ წუთას მას ექიმი სინჯავს.

The tests are being written in that room. იმ ოთახში ტესტები იწერება.

I am being asked questions and I can't talk to you now. შეკითხვებს მისვამენ ახლა და არ შემიძლია
შენთან საუბარი.

- Past Continuous-ში ვნებითი გვარი იწარმოება was being / were being დამხმარე ზმნითა
და ძირითადი ზმნის ნამყოს მიმღეობით, ანუ (ზმნის III ფორმით).

The bread was being baked. პური ცხვებოდა.

Meetings were being held at that time. იმ დროს შეხვედრები იმართებოდა.

- Present Perfect-ში ვნებითი გვარი იწარმოება have been / has been დამხმარე ზმნითა და
ძირითადი ზმნის ნამყოს მიმღეობით, ანუ (ზმნის III ფორმით).

He has been given details of the will by the lawyer. ადვოკატმა მას ანდერძის დეტალები გააცნო.

They have been invited to the party. ისინი მიიწვიეს წვეულებაზე.

- Past Perfect-ში ვნებითი გვარი იწარმოება had been დამხმარე ზმნითა და ძირითადი
ზმნის ნამყოს მიმღეობით. ანუ (ზმნის III ფორმით).

The house had been broken into before she returned home. მის სახლში დაბრუნებამდე სახლი
გაეძარცვათ.

The new material had been explained by the time she entered the classroom. სანამ ის საკლასო
ოთახში შევიდოდა ახალი მასალა უკვე ახსნილი იყო.

- დავიმახსოვროთ!
თუკი მოქმედებით გვარში ზმნას აქვს ორი დამატება, უფრო მისაღებია ვნებით გვარში
გადაყვანისას ქვემდებარედ ვაქციოთ სულიერი დამატება.

Jane has told him the news.

ჯეინმა მას ახალი ამბავი უთხრა (მოქმედებითი გვარი).

He has been told the news by Jane.

ახალი ამბავი მას ჯეინმა უთხრა (უფრო მისაღები ფორმა).

The news has been told to him by Jane.

ახალი ამბავი ჯეინმა უთხრა მას (ნაკლებად გავრცელებული ფორმა).

- თუ მოდალური ზმნა გვაქვს, ვნებითი გვარის წინადადებაში, მაშინ მოდალურ ზმნას


მოსდევს be და ზმნის III ფორმა.

All compositions should be left. ყველა თხზულება უნდა დატოვონ.

- Modal+ perfect infinitive იწარმოება modal + have + been + ზმნის III ფორმა.

The groceries should have been delivered by now. სურსათი აქამდე უნდა მოეტანათ.

- გერუნდის შემთხვევაში, to be ზმნა იქცევა გერუნდად და მიიღევს being ფორმას.


საუღლებელი ზმნი III ფორმაში იქნება.

I remembered being invited to the party. მახსოვს დამპატიჟეს წვეულებაზე.

- ინფინივის შემთხვევაში to be იქნება ინფინიტივში და ზმნა III ფორმაში.

Terry refused to be interviewed by the local newspaper. ტერიმ უარყო რომ იყო გამოკითხული
ადგილობრივი გაზეთის მიერ.

- ვნებით გვარში არ გამოიყენება შემდეგი ზმნები: have, let, die, lack, resemble, fit/suit.
- ვნებითი გვარი არ გამოიყენება შემდეგ დროებთან: Present perfect Continuous, Past
Perfect Conrinuous, Future Continuous, Future Perfect Continuous. ეს დროები ვნებით
გვარში უნდა ჩავანაცვლოთ შემდეგი დროებით:
Present perfect Continuous – Present Perfect Passive
Past Perfect Continuous - Past Perfect Passive
Future Continuous – Future Simple Passive
Future Perfect Continuous – Future Perfect Passive

The restaurant has been being built for four years.

სწორია: The restaurant has been built for four years. რესტორანი 4 წელია შენდება.
- თუ ზედსართავ სახელს მოსდევს სრული ინფინიტივი მაშინ არ გაოიყენება ვნებითი
გვარი საუღლებელ ზმნასთან.

არ შეიძლება: It is easy to be played Snakes and Ladders.

სწორეა:It is easy to play Snakes and Ladders.

The impersonal passive უპირო ვნებითი გვარი

სხვა ადამიანების აზრის ფორმალურად გამოხატვისას, შეგვიძლია გამოვიყენოთ ვნებითი


გვარის 2 სპეციალური ფორმა. ეს ფორმები შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგ ზმნებთან: say,
believe, think, claim, estimate, feel, know, understand. უპირო ვნებითი გვარის ფორმებია:
არს+ to be said to + bare inf / perfect inf (to + have + ზმნის III ფორმა)

ზოგიერთ ზმნებთან როგორიცაა: (argue, suggest, calculate, say) გამოიყენება მხოლოდ მეორე
სტრუქტურა.

It is said that + მთავარი წინადადება (სრული სინტაქსური წყობა)

You might also like