You are on page 1of 7

ARTICLE - არტიკლი

არტიკლი

არტიკლი არის არსებითი სახელის განმსაზღვრელი დამხმარე,


უცვლელი სიტყვა . მას დამოუკიდებელი მნიშვნელობა არ გააჩნია
. ის დგას არსებითი სახლის წინ და ბრუნვის , რიცხვისა და სქესის
მიხედვით არ იცვლება .ინგლისურ ენაში ორი სახის არტიკლია. :
განუსაზღვრელი (a & an ) და განსაზღვრული . (the)

1. A / AN განუსაზღვრელი არტიკლია . იგი იხმარება მხოლობით რიცხვში


მდგარი , თვლადი არსებითი სახელების წინ და ნიშნავს ერთს , ნებისმიერს.
მაგ : a man , a hat , a pan
2. A არტიკლი იხმარება თანხმოვნით დაწყებული არსებითი სახელის წინ ,
მაგ : a man , a hat, a pen…

შენიშვნა : a არტიკლი იხმარება ხმოვნით დაწყებული არსებითი


სახელების წინ როდესაც ეს ხმოვანი წარმოითქმის როგორც თანხმოვანი.

A university , a European , a one way ticket , a universal,


a union , a eucalyptus

3. An არტიკლი იხმარება ხმოვნით დაწყებული არსებითი სახელების წინ (a , e , i,


o, u . )

მაგ : an actor , an uncle , an apple

შენიშვნა: An არტიკლი იხმარება h-ით დაწყებული არსებითი


სახელების წინ , თუ h არ გამოითქმის მაგ: an hour, an honest, an
honour, an heir, an herbal.

შენიშვნა : თუ ზედსართავი სახელი წინ უსწრებს არსებით


სახელს, მაშინ არტიკლი დაისმის ზედსართავი სახელის წინ

მაგ : an old man, a very beautiful girl

Page1
ARTICLE - არტიკლი

A / AN განუსაზღვრელი არტიკლი გამოყენება :


• მხოლობით რიცხვში მდგარი იმ არსებითი სახელების წინ ,
როცა მათ აქვთ მნიშვნელობა ყველა.
• A car must be insured = all cars must be insured -
ყველა მანქანა უნდა იყოს დაზღვეული

• პროფესიის აღმნიშვნელი საზოგადო არსებითი სახელების


წინ.
A / AN • She is a doctor, I am a tudent , he is an actor.

• სიტყვების - ასი , ათასი, მილიონი, გირვანქა, კილოგრამი- ის წინ


როდესაც მათ აქვთ მნიშვნელობა ერთი (განუსაზღვრელი არტიკლი
წარმოქმნილია რიცხვითი სახელიდან one (ერთი)
A / AN • a hundred , a million

• თვლადი არსებითი სახელის წინ , მხოლობით რიცხვში.


• I read a book. She eats an ice-cream.
A / AN

• თხრობის დროს პირველად მოხსენიებულ არსებით


სახელებთან.
A / AN • I see a man in the street. They live in a flat.

• როცა არსებით სახელს ზოგადი მნიშვნელობით


ვხმარობთ.
A / AN • Give me a book

Page2
ARTICLE - არტიკლი

• დროის გამომხატველი არსებითი სახელების წინ


რომელსაც აქვს მნიშვნელობა - ყოველი
A / AN • twice a week he has 7 lessons a day

• სიტყვა what - ის შემდეგ ძახილის წინადადებაში.


მხოლობით რიცხვში მდგარი თვლადი არსებითი
A / AN სახელის წინ what a fine day !

• A არტიკლი შეიძლება გამოვიყენოთ + Mr/ Mrs / Miss


+ გვარის წინ.
A / AN • A Mr Smith

A MrSmith ნიშნავს კაცს, რომლის გვარია სმიტი და ეს ადამიანი უცნობია


მოსაუბრისთვის. თუ არტიკლს არ გამოვიყენებთ მრ.სმიტის წინ გამოდის რომ ეს
ადამიანი უკვე ნაცნობიაა მოსაუბრისათვის

განსაზღვრული არტიკლი

Theარტიკლი არის განსაზღვრელი . იგი გვიჩვენებს რომ მხედველობაშია არა


რომელიმე , არამედ განსაზღვრული პირი ან საგანი.

° მაგ : give me a book - მომეცი წიგნი

The არტიკლი გვიჩვენებს რომ მე მინდა ვთხოვო არა რომელიმე წიგნი, არამედ
სწორედ ის წიგნი რომელიც მაგალითად ხელში გვიჭირავს , აქ საუბარია რომელიღაც
კონკრეტულ წიგნზე

Theგანსაზღვრული არტიკლის გამოყენება

1.
როცა თხრობა გრძელდება რომელიმე საგანზე ან პიროვნებაზე :
I met a man in the street . The man was very tall.
ის კაცი რომელსაც მე შევხვდი ქუჩაში იყო ძალიან მაღალი.

Page3
ARTICLE - არტიკლი

8
მრავლობით რიცხვში მდგარ სახელწოდებათა , კუნძულთა
ჯგუფის ,უდაბნოების და რეგიონების წინ. (The Netherlands,
The philippines, The sahara.

შემდეგი ქვეყნების სახელ. წინ : The United States of America,


The United Kingdom , The Caucasus The Ukraine , The Crimea

10
შემდეგ ზედსართ. სახელების წინ : following, last, net , same ,
very , only (you are the very girl i need- შენ სწორედ ის გოგო
ხარ რომელიც მე მჭირდება. & the only child- დედისერთა)

5
მხოლობითი რიცხვის არსებითი სახელების წინ ,როცა ისინი
გამოხატავენ ადამიანტა კლასს ( A whale is in danger of
becoming extinct- ვეშაპებს გადაშენების საფრთხე ემუქრებათ)

6
გაარსებითებულ ზედსართავ სახელებთან , რომლებიც
გამოხატავენ ადამიანთა კლასს ( the old -მოხუცები
the young-ახალგაზრდები )

7
ოკეანეების, ზღვების, ტბების, მდინარეების
სახელწოდებათ წინ : (the Atlantic Ocean, The Black Sea, The
Volga, The Mtkvari, The Alps,The Urals ...)

Page4
ARTICLE - არტიკლი

11

გემების, გაზეთების,ჟურნალების , სასტუმროების


სახელწოდებატა წინ. ( the "Tbilisi ", the "Metekhi" , the "Times" )

12

თეატრების, მუზეუმების , კინოთეატრების წინ ( The British


museum, The philarmonia Hall, The Rustaveli Theatre)

13
გუნდების ,ორკესტრების ,პოპ ჯგუფების, სახელწოდებათა წინ.(
The Beatles , The bach Choir- ბახის გუნდი )

14

გვარების წინ როდესაც ისინი მთელს ოჯახზე


მიუთითებენ. (The Browns)

15
შემდეგ გამოთქმებთან : in the morning ,in the afternoon ,
in the evening.

16

ქუჩების, სადგურების, აეროპორტების წინ. (i go to the


station, she is at the airoport

Page5
ARTICLE - არტიკლი

ნულოვანი არტიკლი The Zero Article

არტიკლი არ იხმარება :

● საკუთარი სახელების , გვარების, ქვეყნების და ქალაქების სახელწოდებათა


წინ Peter, Nino, Georgia, England, Africa

• თუ საკუთარ არსებით სახელებს წინ უსწებს ტიტულების სახელწოდებები.


Mr brown, Lord Oliver, Captain Cook.

• ნათესაობის აღმნიშვნელ არსებით სახელებთან , როცა მათზე საუბრობენ ოჯახის


წევრები.
Mother is at home, Father is at work

• უთვლადი არსებითი სახელების წინ


Water , money, milk , paper, homework. (Iron is hard)

• აბსტრაქტული არსებითი სახელების წინ .


Science , love, beauty,
შენიშვნა :

1. თუ მხედველობაში გვაქვს ნივთიერებათა განსაზღვრული რაოდენობა, მათ წინ იხმარება


არტიკლი THE .( The milk in the glass is hot)

2. აგრეთვე თუ აბსტრაქტულ არსებით სახელებს განსაზღვრული მნიშვნელობით ვხმარობთ


მათ წინ დაისმის არტიკლი THE . ( the music is too loud )

• არტიკლი არ იხმარება მრავლობით რიცხვში თუ მათ ზოგადი მნიშვნელობით


ვხმარობთ
I am afraid of dogs ( მე ძაღლების მეშინია& საერთოდ ყველა ძაღლის )

• სიტყვა WHAT ის შემდეგ ძახილის წინადადებაში თუ მას უთვლადი არსებითი


სახელი მოსდევს
What beautiful weather !what loud music!
• წლების, დროების, თვეების, კვირის დღეების აღმნიშვნელ არსებით სახელებთან
Pupils have their final exams in Spring
Today is Monday

Page6
ARTICLE - არტიკლი

• არტიკლი არ იხმარება საკვები პროდუქტების სახელწოდებებთან ,როდესაც


ისინი იხმარება ზოგადი მნიშვნელობით
She doesnot care much for chocolate
I always have bread andbutter for breakfast.

შენიშვნა : თუ მხედველობაში გვაქვს ნივთიერებათა განსაზღვრული


რაოდენობა, მათ წინ იხმარება არტიკლი THE . ( The milk in the glass is hot

• არტიკლი არ დაისმის ისეთი არსებითი სახელების წინ როგორიცაა


Home , school , market, hospital, work, bed –
იმ შემთხვევაში როდესაც მათ მიერ აღნიშნული ადგილებისს გამოყენება ხდება
ძირითადი დანიშნულების მიხედვით , კერძოდ :

I go to school - სკოლაში მივდივარ -იტყვის მოსწავლე ან მასწავლებელი

I go to the school - იტყვის მშობელი, რომელსაც სურს გაიგოს შვილის სწავლ.მდგომარ.

I am in a hospital - იტყვის ის ვინც ავადაა და წევს საავადმყოფოში

I am in the hospital – იტყვის ის ვინც უბრალოდ მიდის საავადმყოფოში და არა


ავადმყოფობის გამო .

• არტიკლი არ დაისმის სიტყვასთან home მაგრამ თუ მას მოსდევს


განმსაზღვრელი ვწერთ the არტიკლს.
მაგ: this is the home of my parents

• არტიკლი არ იხმარება ტრანსპორტის აღმნიშვნელ არსებით სახელებთან.


By car , by bus , by plane.

We travelled by car

Let’s go by bus

They went to Moscow by plane yesterday.

Page7

You might also like