You are on page 1of 2

The indefinite article / განუსაზღვრელი არტიკლი

არტიკლი არის არსებითი სახელის განმსაზღვრელი დამხმარე სიტყვა. ინგლისურ


ენაში ორი სახის არტიკლი გვაქვს განუსაზღვრელი - a/an და განსაზღვრული The
არტიკლი.

განუსაზღვრელი არტიკლის გამოყენება:

 თვლადი არსებითი სახელის წინ მხოლობით რიცხვში


This is a book.
 თხრობის დროს პირველად მოხსენიებულ არსებით სახელებთან.
This is a flower. The flower is red.
 როცა არსებით სახელს ზოგადი მნიშვნელობით ვიყენებთ
A book should be interesting.
 პროფესიის აღმნიშვნელი სახელების წინ
He’s a doctor.
 დროის გამომხატველი არსებითი სახელების წინ, რომლებსაც აქვთ
მნიშვნელობა - ყოველი.
I go to gym twice a week.
 სიტყვა what-ის შემდეგ ძახილისნიშნიან წინადადებაში, როცა თვლადი
არსებითი სახელი მხოლობით რიცხვშია
What a fine day ! - რა მშვენიერი დღეა!

Definite article/განსაზღვრული არტიკლი - The

 იმ არსებითი სახელების წინ, რომლებიც გამოხატავენ ერთადერთ საგანს


The sun ; The moon; The sky ; The Earth; The Universe; The North ; The ground; The
world
 მხოლობითი რიცხვის არსებითი სახელების წინ, როცა ისინი გამოხატავენ
საგანთა მთელს კლასს
The whale is in danger of being extinct - ვეშაპს გადაშენების საფრთხე ემუქრება.
 გაარსებითებულ ზედსართავ სახელებთან, რომლებიც ადამიანთა კლასს
გამოხატავენ:
The old ; the young ; the poor; the rich; the sick; the homeless; the unemployed etc.
 ოკეანეების, ზღვების, მდინარეების სახელწოდებათა წინ
The Nile ; the Atlantic ocean
 მრავლობით რიცხვში მდგარი სახელწოდებათა, კუნძულთა ჯგუფის, ტბების
ჯგუფის, უდაბნოების რეგიონების და მთაგრეხილების სახელწოდებების წინ:
The Philippines ; the Sahara ; the Netherlands
 ქვეყნების სახელწოდების წინ, როცა ის შედგება : kingdom, states, republic
The United kingdom ; the united states ; the Czech republic
 ინსტრუმენტების სახელწოდებასთან
I play the piano
 ქუჩების, სადგურების, აეროპორტების წინ
I’m going to the airport
 დეკადებთან
I was born in the 90’s

You might also like