You are on page 1of 65

ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი

ქართულის, როგორც უცხო ენის, მასწავლებელთა საჭიროების გამოვლენის შედეგად


გამოიკვეთა გრამატიკის დამხმარე სახელმძღვანელოს შექმნის აუცილებლობა. ამ
მიზნით კახა გაბუნიას "ქართული ენის გრამატიკის ზოგადი კურსი", რომელიც 2010-2011
წლებში დაიწერა ქართული ენის ფლობის დონეების სტანდარტული აღწერილობისათვის,
სპეციალურად გადამუშავდა ქართულის, როგორც უცხო ენის, ვებგვერდისათვის
და მომზადდა ახალი ვერსია “ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი”. ახალი
ფორმატი ვებგვერდზე განთავსებულ სხვა სასწავლო მასალებთან თავსებადია და მათი
ერთმანეთთან დაკავშირების საშუალებას იძლევა. ეს მასწავლებლებს გაუადვილებთ
სხვადასხვა მასალის მოძიებასა და სასწავლო პროცესის წარმართვას.

ავტორი — რუსუდან ზექალაშვილი


ლინგვისტური მიმართულების კოორდინატორი — თეა ტეტელოშვილი
რედაქტორი – ნატა დავითაშვილი

ილუსტრატორ-დიზაინერი — ქეთევან ლომიშვილი


დამკაბადონებელი — ტატიანა საბანაძე

სახელმძღვანელო მომზადდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების


სამინისტროს ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროგრამა "ირბახის"
ფარგლებში.

პროგრამის ავტორი და ხელმძღვანელი — მარიკა ოძელი

© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროგრამა "ირბახი", 2016
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
თავი I  ფონეტიკა
1.1. ხმოვანი და თანხმოვანი ბგერები ქართულში
ბგერა ორგვარია: ხმოვანი და თანხმოვანი.
ხმოვანი ისეთი ბგერაა, რომლის წარმოთქმისას ფილტვებიდან ამონადენ ჰაერს არ ხვდება დაბრკოლება
და თავისუფლად ამოდის.
თანხმოვანი ისეთი ბგერაა, რომლის წარმოთქმის დროს ჰაერის ნაკადს უხდება დაბრკოლების გადალახვა.
ქართულში ხმოვანი ხუთია: ა, ე, ი, ო, უ, დანარჩენი 28 ბგერა კი თანხმოვანია.

1.2. თანხმოვანთა ჯგუფები წარმოთქმის ადგილის მიხედვით


ქართულ ენაში წარმოთქმის ადგილის მიხედვით თანხმოვნები ხასიათდება შემდეგნაირად:
წყვილბაგისმიერი: ბ, ფ, პ, მ
კბილისმიერი: დ, თ, ტ
კბილ-ბაგისმიერი: ვ
წინა ნუნისმიერი: ძ, ც, წ, ზ, ს (ამათ სისინა ბგერებსაც უწოდებენ)
უკანა ნუნისმიერი: ჯ, ჩ, ჭ, ჟ, შ (ამათ შიშინა ბგერებსაც უწოდებენ)
უკანა სასისმიერი: გ, ქ, კ, ღ, ხ
ხახისმიერი: ყ
ხორხისმიერი: ჰ
ნუნისმიერი: ნ, რ, ლ, მ (ამათ ნარნარა ბგერებსაც უწოდებენ).

1.3. მჟღერი და ყრუ ბგერები


მჟღერი ბგერის წარმოთქმის დროს ხორხში მოთავსებული სახმო სიმები პერიოდულად ირხევა და
ჟღერს. ქართულში სულ 18 მჟღერი ბგერაა, ამათგან 5 ხმოვანია, 13 – თანხმოვანი. ესენია: ა, ე, ი, ო, უ
(ხმოვნები) და ბ, გ, დ, ვ, ზ, ლ, მ, ნ, ჟ, რ, ღ, ძ, ჯ (თანხმოვნები).
ზოგიერთი თანხმოვნის წარმოთქმის დროს სახმო სიმები არ ირხევა და, მაშასადამე, არც ჟღერს,
ბგერები ყრუდ მოისმის. მათ ყრუ ბგერებს უწოდებენ. ქართულში 15 ყრუ თანხმოვანია. ესენია: თ, კ, პ, ს,
ტ, ფ, ქ, ყ, შ, ჩ, ც, წ, ჭ, ხ, ჰ.

1.4. მკვეთრი და ფშვინვიერი თანხმოვნები


ყრუ თანხმოვნები, თავის მხრივ, ორგვარია: მკვეთრი და ფშვინვიერი.
მკვეთრია თანხმოვანი, რომლის წარმოსათქმელად საკმარისია ჰაერის მარაგი, რომელიც პირის
ღრუშია. ასეთი თანხმოვნებია: კ, ტ, პ, წ, ჭ, ყ.
ფშვინვიერია თანხმოვანი, რომლის წარმოთქმის დროს ფილტვებიდან ამოდის ჰაერის დიდი ნაკადი
და ისმის ფშვინვა. ფშვინვიერი თანხმოვნებია: ფ, თ, ქ, ჩ, ც.

1.5. ფუძის კუმშვა და კვეცა


ბრუნვის ნიშნის დართვის შედეგად შეიძლება ცვლილება განიცადოს სახელის ფუძემ. კერძოდ,
ფუძიდან ამოვარდეს ხმოვანი ან ფუძეს ჩამოსცილდეს ბოლოკიდური ხმოვანი.
თუ ბრუნებისას ხმოვანი ამოვარდება სახელის ფუძიდან, ამას კუმშვა ეწოდება. თუ ფუძეს ჩამოშორდება
ბოლოკიდური ხმოვანი, ამას კვეცა ჰქვია.
თანხმოვანფუძიანი სახელი შეიძლება იყოს კუმშვადი (თუ ბრუნებისას ხმოვანი ამოვარდება ფუძიდან)
ან უკუმშველი (თუ ბრუნებისას ხმოვანი არ ამოვარდება ფუძიდან). მაგალითად, კუმშვადია: ატამ-ი (ატმ-
ის), ირემ-ი (ირმ-ის), უკუმშველია: კაც-ი (კაც-ის), მარწყვ-ი (მარწყვ-ის)... ფუძის კუმშვას იწვევს ხმოვნით
დაწყებული ბოლოსართის დართვა: მხოლობით რიცხვში – ბრუნვის ნიშნები (-ის, -ით, -ად), მრავლობითში
– რიცხვის ნიშანი (-ებ).
ხმოვანფუძიანი სახელი შეიძლება იყოს კვეცადი (თუ ბრუნებისას ბოლო ხმოვანი ჩამოსცილდება
ფუძეს) ან უკვეცელი (თუ ბრუნებისას ბოლო ხმოვანი არ ჩამოსცილდება ფუძეს). მაგალითად, კვეცადია:
ძმა – ძმ-ის, მზე – მზ-ის, უკვეცელია: წყარო – წყარო-ს(ი), მენიუ – მენიუ-ს(ი).
კუმშვა კვეცა
ატამ-ი → ატმ-ის ძმა → ძმ-ის
მერცხალ-ი → მერცხლ-ის ზღვა → ზღვ-ის
ბოსტან-ი → ბოსტნ-ის მამა → მამ-ის
ირემ-ი → ირმ-ის მიწა → მიწ-ის
სოფელ-ი → სოფლ-ის ტყე → ტყ-ის
ფოთოლ-ი → ფოთლ-ის მზე → მზ-ის

5
რუსუდან ზექალაშვილი
თავი II
ენათმეცნიერების ერთ-ერთი დარგი არის გრამატიკა, რომელიც სწავლობს ენის აგებულებას. იგი
იკვლევს სიტყვათა თვისებებს, მათი ცვლილებისა და წინადადებაში ერთმანეთთან დაკავშირების წესებს.
გრამატიკა შედგება მორფოლოგიისა და სინტაქსისგან.

მორფოლოგია
მორფოლოგია სწავლობს სიტყვათა თვისებებსა და მათი ფორმაცვალების წესებს ლექსიკური
მნიშვნელობის შეუცვლელად. მაგალითად: კაცი, კაცმა, კაცს... ამ დროს ფორმა იცვლება, სიტყვის
ლექსიკური მნიშვნელობა კი უცვლელია.

2.1. მეტყველების ნაწილები


ენაში არსებული სიტყვები ჯგუფებად იყოფა, რომელთაც მეტყველების ნაწილები ჰქვია.
ქართულში ათი მეტყველების ნაწილია:
1. არსებითი სახელი: კაცი, ცხენი, დედა, ხე, თამარი, ნიკა...
2. ზედსართავი სახელი: თეთრი, ტკბილი, ქუდიანი...
3. რიცხვითი სახელი: ერთი, ორი, მეხუთე, მერვე, მესამედი...
4. ნაცვალსახელი: მე, შენ, ჩვენ, თქვენ, ის, მან, ჩემი, ჩვენი, მათი, ყველა...
5. ზმნა: ვსწავლობ, ვაკეთებ, ხატავს, მიდის, მიფრინავს, დგას...
6. ზმნიზედა: აქ, იქ, გუშინ, ხვალ, ზეგ, გარეთ, წინ, უკან, ზევით...
7. თანდებული: -ზე, -ში, -თან, -გან, -კენ, -თვის...
8. კავშირი: და, მაგრამ, ხოლო, რომ...
9. ნაწილაკი: არ, ვერ, ნუ, ხომ, განა, -მეთქი...
10. შორისდებული: უჰ! ოჰ! ვაი! უი! ვაშა!...

2.1.1. მეტყველების ნაწილები ფორმაცვალებისა და ფუნქციის მიხედვით


მეტყველების ნაწილები შეიძლება დაჯგუფდეს რამდენიმე ნიშნის მიხედვით: ფორმაცვალებადია ის
თუ ფორმაუცვლელი; სრულმნიშვნელობიანია ის თუ დამხმარე.

2.1.1.1. ფორმაცვალებადი და ფორმაუცვლელი მეტყველების ნაწილები


სახელები და ზმნა ფორმაცვალებადი მეტყველების ნაწილებია, ხოლო დანარჩენი მეტყველების
ნაწილები (ზმნიზედა, თანდებული, კავშირი, ნაწილაკი და შორისდებული) ფორმაუცვლელნი არიან, ე.ი.
მათ არ გააჩნიათ უნარი, შეიცვალონ ბრუნვების, პირების ან მწკრივების მიხედვით. თუ, მაგალითად,
ზმნიზედამ ფორმა შეიცვალა, შეიქმნება ახალი სიტყვა ანუ ეს სიტყვაწარმოებაა და არა ერთი სიტყვის
ფარგლებში ფორმაცვალება, მაგალითად: მეტადრე, წინაშე...
ქართულ ენაში ჩვეულებრივია ზედსართავი სახელის "გადაქცევა" ზმნისართად, ხოლო
ფორმაუცვლელებისა – არსებით ან ზედსართავ სახელებად: ვაის გავეყარე, უის შევეყარე. იშვიათად
შესაძლებელია სახელთა გადაქცევა ნაწილაკად ან შორისდებულად, მაგალითად, მე უნდა გადავიხადო
გადასახადი. ამ წინადადებაში უნდა ნაწილაკის ფუნქციით გამოიყენება.

2.1.1.2. სრულმნიშვნელობიანი და დამხმარე მეტყველების ნაწილები


სრულმნიშვნელობიანი მეტყველების ნაწილებია: სახელები, ზმნა და ზმნიზედა.
დამხმარე მეტყველების ნაწილებია: თანდებული, კავშირი და ნაწილაკი.
განცალკევებით დგას შორისდებული, რომელიც ადამიანის სულიერ განწყობილებასა და ემოციებს
გამოხატავს.

2.1.2. არსებითი სახელი


არსებითი სახელი არის მეტყველების ნაწილი, რომელიც აღნიშნავს საგანს.
საგანი ჰქვია ყველაფერს, რასაც ვინ ან რა კითხვა დაესმის. მაგ.: არსებითი სახელებია: ქალი, კაცი,
ბავშვი, ცხენი, ქვა, მდინარე, მთა, ჰაერი, მეგობრობა...
არსებითი სახელი შინაარსის მიხედვით შეიძლება იყოს: ვინ და რა ჯგუფის, სულიერი და უსულო,
საკუთარი და საზოგადო, კონკრეტული და აბსტრაქტული, ასევე კრებითი თუ ნივთიერებათა.
არსებით სახელში აგრეთვე აერთიანებენ მოქმედების სახელებს, როგორებიცაა: წერა, კითხვა, ხატვა,
ჯდომა, დგომა...
არსებითი სახელი შეიძლება იყოს მარტივი (ერთი ფუძისაგან შედგენილი), ან რთული (ორი ან მეტი
ფუძისაგან შედგენილი). მაგალითად, მარტივი არსებითი სახელებია: დედა, მამა, დღე, მზე, ხე... რთული
არსებითი სახელებია: ცოლ-ქმარი, და-ძმა... დედაჩემი, მამაჩემი, ქინძისთავი, ბიძაშვილი...

6
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
არსებითი სახელის ტრანსფორმაცია ზედსართავ სახელად და ზმნად ჩვეულებრივია ქართული
ენისთვის, ისევე, როგორც ზმნისა – სახელად.

2.1.2.1. ვინ ჯგუფისა და რა ჯგუფის სახელები


კითხვების მიხედვით არსებითი სახელები ორგვარია: ვინ ჯგუფისა და რა ჯგუფისა. ვინ კითხვა
დაესმის ადამიანთა სახელებს, რა კითხვა – ყველა დანარჩენს. მაგ.: ვინ მოვიდა? – დედა, მამა, ქალი,
კაცი, ბავშვი... რა დახატა? – ცხენი, მუხა, ტყე, ზღვა...
ზოგიერთი არსებითი სახელი სხვადასხვა წინადადებაში შეიძლება სხვადასხვა ჯგუფს ეკუთვნოდეს.
მაგ.: ჩვენ კარგი ახალგაზრდობა გვყავს. ვინ გვყავს? – ახალგაზრდობა. მან სიამოვნებით მოიგონა თავისი
ახალგაზრდობა. რა მოიგონა? – ახალგაზრდობა. ახალგაზრდობა პირველ მაგალითში ვინ ჯგუფის
სახელია, მეორეში – რა ჯგუფისა.

2.1.2.2. სულიერთა და უსულოთა სახელები


საგანი ორგვარია: სულიერი ან უსულო.
სულიერი არსებითი სახელი აღნიშნავს საკუთარი ძალით მოძრავ ცოცხალ არსებას: ადამიანი,
ცხოველი, ფრინველი, თევზი, მწერი...
უსულო არსებითი სახელი აღნიშნავს უსიცოცხლო საგანს: ხე, ქვა, მდინარე, მთვარე, სახლი, ბაღი,
მინდორი...
ვინ ჯგუფის სახელები სულიერ არსებებს აღნიშნავენ, რა ჯგუფისა – სულიერსაც და უსულოსაც.
მაგ.: ვინ ჯგუფის – დედა, ძმა, ბავშვი, სტუდენტი; რა ჯგუფის – ძაღლი, ცხენი, მაგიდა, ოთახი.

2.1.2.3. საკუთარი და საზოგადო სახელები


არსებითი სახელი შეიძლება იყოს საკუთარი ან საზოგადო.
საკუთარია სახელი, რომელიც ჰქვია ერთ რომელიმე საგანს, საზოგადო კი ერთნაირ საგანთა
საერთო სახელია. მაგ.: მსოფლიოში უამრავი ქალაქია, რომელთაც თავ-თავისი სახელი ჰქვია: ერთი
ქალაქის სახელია თბილისი, მეორისა – პარიზი, მესამისა – ოქსფორდი და ა.შ. ქალაქი ყველა ქალაქის
საერთო სახელია, თბილისი კი – ერთი ქალაქისა. მაშასადამე, თბილისი საკუთარი სახელია, ქალაქი –
საზოგადო.
საკუთარი სახელებია: ადამიანთა სახელები (ნინო, გიორგი), გვარები (მაჩაბელი, ჭონქაძე),
ფსევდონიმები (ვაჟა-ფშაველა, არაგვისპირელი), ცხოველისთვის შერქმეული სახელები (გიშერა,
წიქარა, აფთარა), გეოგრაფიული სახელები (საქართველო, მტკვარი, კავკასიონი), ციურ მნათობთა
სახელები (მზე, მთვარე, ვენერა, მარსი), წიგნების, ჟურნალ-გაზეთების, მხატვრული ნაწარმოებების,
დაწესებულება-ორგანიზაციების, გემების სახელწოდებები...

2.1.2.4. კონკრეტული და აბსტრაქტული სახელები


არსებითი სახელი არის კონკრეტული ან აბსტრაქტული.
კონკრეტულია სახელი, თუ ის აღნიშნავს ნივთიერი სახის მქონე საგანს: დაფა, მერხი, წიგნი, ოქრო,
წყალი...
აბსტრაქტულია სახელი, თუ ის აღნიშნავს ისეთ რამეს, რომელსაც ნივთიერი სახე არ გააჩნია.
მაგ.: სიბრძნე, სიმშვიდე, მეგობრობა, ბედნიერება, ჭეშმარიტება...
ვინ ჯგუფის სახელები ყველა კონკრეტულია, რა ჯგუფისა კი შეიძლება იყოს კონკრეტულიც და
აბსტრაქტულიც.
ზოგიერთი სახელი ერთ წინადადებაში შეიძლება კონკრეტული იყოს, მეორეში – აბსტრაქტული.
მაგ.: კრებითი სახელი მეზობლობა კონკრეტულია, როცა ვამბობთ: "მთელი მეზობლობა ივანესთან იყო
სტუმრად", მაგრამ აბსტრაქტულია ამ წინადადებაში: "ივანესა და გიორგის კარგი მეზობლობა ჰქონდათ".

2.1.2.5. კრებითი სახელები


კრებითია კონკრეტული საზოგადო სახელი, რომელიც აღნიშნავს ერთგვარ საგანთა კრებულს,
როგორიცაა: ხალხი, ერი, ჯარი, სტუდენტობა, ჯოგი, გუნდი, ფარა...
კრებითის მნიშვნელობა აქვს -ნარ სუფიქსით წარმოქმნილ სახელს. მაგ.: ნაძვ-ნარ-ი, ფიჭვ-ნარ-ი,
ბუჩქ-ნარ-ი, ყვავილ-ნარ-ი...
ზოგიერთი სახელი ერთ ცალ საგანსაც აღნიშნავს და ერთგვარ საგანთა კრებულსაც. მაგ.: ძროხა ერთ
ცალ საგანს აღნიშნავს, როცა ვამბობთ: ჩემი ძროხა მინდორში საძოვრად გასულა; მაგრამ კრებითია
წინადადებაში: მინდორში ძროხა გაშლილიყო.

7
რუსუდან ზექალაშვილი
2.1.2.6. ნივთიერებათა სახელები
ნივთიერებათა სახელები აღნიშნავენ ისეთ საგნებს, რომელთა დათვლა და ცალკე ერთეულებად
წარმოდგენა შეუძლებელია. მაგ.: ოქრო, ვერცხლი, რკინა, შაქარი, რძე, წყალი, თაფლი, ფქვილი...
ნივთიერებათა სახელებით აღნიშნული საგნები შეიძლება აიწონოს ან გაიზომოს, დათვლა კი
შეუძლებელია. ამიტომ ნივთიერებათა სახელს მსაზღვრელად შეიძლება ახლდეს: გრამი, კილოგრამი,
ტონა, ჭიქა, ბოთლი... აგრეთვე სიტყვები: ბევრი, ცოტა. მაგ.: ითქმის: კილოგრამი შაქარი, ჭიქა წყალი,
ბოთლი რძე...
ნივთიერებათა სახელები კონკრეტულია და საზოგადო.

2.1.2.7. მოქმედების სახელები


ბევრი სიტყვა მოქმედებას აღნიშნავს, რა კითხვაზე მიუგებს და წინადადებაში ისეა გამოყენებული,
როგორც არსებითი სახელი. მაგ.: აკეთებს ზმნაა, კეთება კი მისგან ნაწარმოები ბრუნებადი სიტყვაა. ასეთ
სიტყვებს მოქმედების სახელები ჰქვია. მაგ.: წერა, ცხოვრება, თქმა, შენება მოქმედების სახელებია.

2.1.2.8. არსებითი სახელის ბრუნება. ბრუნვები და მათი ნიშნები


ერთი და იგივე სახელი მნიშვნელობის შეუცვლელად შეიძლება შვიდი სხვადასხვა ფორმით შეგვხვდეს.
მნიშვნელობის შეუცვლელად დაბოლოებების მიხედვით სახელის ცვლას ბრუნება ჰქვია, ხოლო
თითოეულ ფორმას ბრუნვა ეწოდება.
ქართულში შვიდი ბრუნვაა. ეს ბრუნვებია: სახელობითი, მოთხრობითი, მიცემითი, ნათესაობითი,
მოქმედებითი, ვითარებითი და წოდებითი.
თითოეულ ბრუნვას თავისი ნიშანი აქვს. ბრუნვათა ძირითადი ნიშნებია: სახელობითის – -ი,
მოთხრობითის – -მა, მიცემითის – -ს, ნათესაობითის – -ის, მოქმედებითის – -ით, ვითარებითის – -ად,
წოდებითის – -ო.
წოდებითი ბრუნვა, ფაქტობრივად, მიმართვის ფორმაა.

2.1.2.8.1. ბრუნვის ნიშანთა გავრცობა


მიცემითში, ნათესაობითში, მოქმედებითსა და ვითარებითში ბრუნვის ნიშანი შეიძლება გაივრცოს
ა ხმოვნით, რომელსაც სავრცობი ანუ ემფატიკური ხმოვანი ჰქვია. ბრუნვის ნიშანთა გავრცობა უფრო
ხშირია პოეზიაში. მაგალითად,
მიცემითი: არწივს / არწივსა მეგობარს / მეგობარსა
ნათესაობითი: არწივის / არწივისა მეგობრის / მეგობრისა
მოქმედებითი: არწივით / არწივითა მეგობრით / მეგობრითა
ვითარებითი: არწივად / არწივადა მეგობრად / მეგობრადა
ზოგჯერ ა სავრცობი ხმოვნის გამოყენება აუცილებელია. ასეა, მაგალითად, და კავშირით ორი სიტყვის
დაკავშირებისას, როდესაც და კავშირის წინ მდგარი სიტყვა უნდა გაივრცოს: კაცსა და ქალს, დედისა
და შვილის, ტყითა და მინდვრით. ეს წესი ვრცელდება თანდებულიან სახელებთანაც: მთასა და ბარში,
დედასა და შვილზე, მამასა და პაპასთან და სხვა.

2.1.2.9. მრავლობითი რიცხვის წარმოება


სახელის ფორმა ერთ საგანს აღნიშნავს ან ერთზე მეტს. ამის მიხედვით რიცხვი ორია ქართულში:
მხოლობითი და მრავლობითი.
ის ფორმა, რომელიც ერთ საგანს აღნიშნავს, მხოლობითია: კაცი, სახლი, წიგნი...
ის ფორმა, რომელიც ერთზე მეტ საგანს აღნიშნავს, მრავლობითია: კაცები, სახლები, წიგნები...
მრავლობითის ფორმას აწარმოებს -ებ ან -ნ და -თ ბოლოსართები. პირველს (-ებ-ით ნაწარმოებს)
-ებიანი მრავლობითი ჰქვია, მეორეს – ნართანიანი.
თანამედროვე ქართულში უფრო ხშირად -ებიანი ფორმა გამოიყენება, ნართანიანი კი – იშვიათად.
ნართანიან მრავლობითს უმეტესად პოეზიაში შეიძლება შევხვდეთ.
მრავლობითის მაწარმოებელი -ებ გვხვდება შვიდივე ბრუნვაში:
სახელობითი: ადამიან-ებ-ი
მოთხრობითი: ადამიან-ებ-მა
მიცემითი: ადამიან-ებ-ს
ნათესაობითი: ადამიან-ებ-ის

8
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"

მოქმედებითი: ადამიან-ებ-ით
ვითარებითი: ადამიან-ებ-ად
წოდებითი: ადამიან-ებ-ო
-ნ აწარმოებს მრავლობითს ორ ბრუნვაში – სახელობითსა და წოდებითში, თანიანი ფორმა საერთოა
სამი ბრუნვისათვის: მოთხრობითის, მიცემითისა და ნათესაობითისთვის. -თ (გავრცობილი სახით -თა)
მრავლობითსაც გამოხატავს და ამ სამიდან ერთ-ერთ ბრუნვასაც.
სახელობითი კაც-ნ-ი
მოთხრობითი კაც-თა
მიცემითი კაც-თა
ნათესაობითი კაც-თა
მოქმედებითი ––––
ვითარებითი ––––
წოდებითი კაც-ნ-ო
იმისათვის, რომ გავიგოთ, რომელი ბრუნვის მნიშვნელობითაა ნახმარი თანიანი ფორმა, მას -ებიანი
მრავლობითი უნდა შევუნაცვლოთ, მაგ.: ქალთა საბჭო = ქალ-ებ-ის (ნათესაობითი) საბჭო; ვარსკვლავთ
ააკაშკაშეს ცა = ვარსკვლავ-ებ-მა (მოთხრობითი) ააკაშკაშეს ცა.
თანიანი ნათესაობითის ფორმას ხშირად ვხმარობთ მყარ გამონათქვამებში, როგორებიცაა: მწერალთა
კავშირი, კომპოზიტორთა კავშირი, ექიმთა საზოგადოება...

2.1.2.9.1. მრავლობითი რიცხვის უქონელი არსებითი სახელები


ზოგიერთ არსებით სახელს, ჩვეულებრივ, მარტო მხოლობითი რიცხვის ფორმა აქვს, მრავლობითის
ფორმა კი არ გააჩნია. ასეთებია:
საკუთარი სახელები (ადამიანთა, გეოგრაფიული...): ანა, ნუნუ, ვახტანგი, გიორგი... თბილისი, უშბა,
მტკვარი, საქართველო...
ნივთიერებათა სახელები: თაფლი, თოვლი, წყალი, ოქრო...
აბსტრაქტული სახელები: მეგობრობა, სილამაზე, თავისუფლება...
მოქმედების სახელები: წერა, ხატვა, ბეჭდვა...
მრავლობითი რიცხვის უქონელმა სახელმა განსხვავებული მნიშვნელობით ხმარებისას შეიძლება
აწარმოოს მრავლობითის ფორმაც. მაგ.: ოქრო ნივთიერებათა სახელია და პირდაპირი მნიშვნელობით
მრავლობითი არ ეწარმოება, მაგრამ როცა ეს სიტყვა ფულს აღნიშნავს, მრავლობითშიც გვხვდება. მაგ.:
კაცმა დაიწყო ოქროების თვლა.

2.1.2.10. სახელები ფუძეთა მიხედვით


სახელის იმ ნაწილს, რომელსაც ბრუნვის ნიშნები დაერთვის, ფუძე ჰქვია. სახელის ფუძე ან თანხმოვანზე
ბოლოვდება, ან ხმოვანზე. თანხმოვანზე დაბოლოებულს თანხმოვანფუძიანი სახელი ჰქვია, ხმოვანზე
დაბოლოებულს – ხმოვანფუძიანი.
იმისათვის, რომ დავადგინოთ, რა არის სახელის ფუძე, სახელი უნდა ჩავსვათ მოთხრობით ბრუნვაში,
ჩამოვაშოროთ ბრუნვის ნიშანი და რაც დარჩება, ის იქნება ფუძე. მაგალითად,
მოთხრობითი: მტრედ-მა, ვეფხვ-მა, დროშა-მ, დღე-მ, ოქრო-მ, გიორგი-მ, ნუნუ-მ...
ჩამოთვლილ ფორმებს მოთხრობითი ბრუნვის ნიშანი რომ ჩამოვაშოროთ, დაგვრჩება ფუძეები:
მტრედ, ვეფხვ, დროშა, დღე, ოქრო, გიორგი, ნუნუ.
ამათგან მტრედ-ი და ვეფხვ-ი თანხმოვანფუძიანი სახელებია, ყველა დანარჩენი – ხმოვანფუძიანი.
სახელის ფუძე სრულია ან უსრული.
სრულია ფუძე, თუ მას ხმოვანი არ აკლია. მაგ.: ირემ (ირემ-მა, ირემ-ს) და მუხა (მუხა, მუხა-ს) სრული
ფუძეებია.
უსრულია ფუძე, თუ მას აკლია ხმოვანი. უსრული ფუძეებია: ირმ (ირმ-ის, ირმ-ით) და მუხ (მუხ-ის,
მუხ-ით). პირველს აკლია ფუძის შიგნითა ე ხმოვანი, მეორეს – ფუძის ბოლოკიდური ა ხმოვანი.
უსრული ფუძე შეკუმშულია ან შეკვეცილი.

2.1.2.11. ბრუნება და სახელთა ბრუნების მორფონოლოგიური ტიპები


ქართულ ენას აქვს ბრუნების ერთი ტიპი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა არსებით სახელს ამა
თუ იმ ბრუნვაში ერთი და იგივე ბრუნვის ნიშანი აქვს. სახელთა ფუძეებისა და ბრუნვის ნიშნების ან
ფუძეთა და მრავლობითის -ებ სუფიქსის ურთიერთზემოქმედების შედეგად სიტყვის ფარგლებში ხდება

9
რუსუდან ზექალაშვილი
განსაზღვრული ფონეტიკური ცვლილებები. ამ ცვლილებათა სახეობების მიხედვით ყალიბდება ბრუნების
მორფონოლოგიური ტიპები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია ორთოგრაფიულ წესებში, რადგან
თითოეულ მორფონოლოგიურ ტიპს აქვს თავისებურება, რომელიც სხვა ტიპებში არ მეორდება.
თანხმოვანფუძიან სახელებში:
ფუძეუკუმშველები

სახელობითი: კაც-ი (მხ. რ) კაც-ებ-ი (მრ. რ.)


ნათესაობითი: კაც-ის (მხ. რ)
ფუძეკუმშვადები

სახელობითი: სტუმარ-ი (მხ. რ) სტუმრ-ებ-ი (მრ. რ.)


ნათესაობითი: სტუმრ-ის (მხ. რ)
ხმოვანფუძიან სახელებში:
ფუძეუკვეცელები

სახელობითი: წყარო-Ø (მხ. რ) წყარო-ებ-ი (მრ. რ.)


ნათესაობითი: წყარო-სი (მხ. რ)
ფუძეკვეცადები

სახელობითი: დედა-Ø (მხ. რ) დედ-ებ-ი (მრ. რ.)


ნათესაობითი: დედ-ის (მხ. რ)
კუმშვად-კვეცადფუძიანები

სახელობითი: მოყვარე-Ø (მხ. რ) მოყვრ-ებ-ი (მრ. რ.)


ნათესაობითი: მოყვრ-ის (მხ. რ)
მხოლობით რიცხვში კვეცად- და მრავლობით რიცხვში ფუძეუკვეცელები

სახელობითი: ხე-Ø (მხ. რ) ხე-ებ-ი (მრ. რ.)


ნათესაობითი: ხ-ის (მხ. რ)
მხოლობით რიცხვში უკვეცელ- და მრავლობით რიცხვში ფუძეკვეცადები. I

სახელობითი: გოგონა-Ø (მხ. რ) გოგონ-ებ-ი (მრ. რ.)


ნათესაობითი: გოგონა-სი (მხ. რ)
მხოლობით რიცხვში უკვეცელ- და მრავლობით რიცხვში ფუძეკვეცადები. II

სახელობითი: სამურაი-Ø (მხ. რ) სამურა-ებ-ი (მრ. რ.)


მოქმედებითი: სამურაი-ს (მხ. რ)
მხოლობით რიცხვში კვეცად-კუმშვად- და მრავლობით რიცხვში უკვეცელ-უკუმშველფუძიანები

სახელობითი: დღე-Ø (მხ. რ) დღე-ებ-ი (მრ. რ.)


მოქმედებითი: დღ-ის (მხ. რ)

2.1.2.11.1. თანხმოვანფუძიან საზოგადო სახელთა ბრუნება


როგორც უკვე აღნიშნულია, თანხმოვანფუძიან სახელებში გვაქვს ორი ქვეჯგუფი: ფუძეუკუმშველი
და ფუძეკუმშვადი. რომ გავიგოთ, სახელი კუმშვადია თუ უკუმშველი, იგი ნათესაობით ბრუნვაში უნდა
ჩავსვათ: თუ ამ ბრუნვაში არ შეიკუმშა სახელის ფუძე, იგი უკუმშველია, თუ შეიკუმშა – კუმშვადი.
მაგ.:  რწივ-ი და ირემ-ი თანხმოვანფუძიანი სახელებია, არწივ და ირემ სრული ფუძეებია. ნათესაობითში
იქნება: არწივ-ის და ირმ-ის. არწივ ფუძე ნათესაობითშიც უცვლელი დარჩა, ირემ ფუძიდან კი ამოვარდა
ე ხმოვანი, ე.ი. არწივ-ი უკუმშველი სახელია, ირემ-ი – კუმშვადი.

10
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
2.1.2.11.1.1. ფუძეკუმშვად სახელთა ბრუნება
კუმშვად სახელებს ფუძე ეკუმშებათ მხოლობითი რიცხვის სამ ბრუნვაში: ნათესაობითში, მოქმედებითსა
და ვითარებითში და მთელ ებიან მრავლობითში. კუმშვის დროს იკარგება ა, ე ან ო ხმოვნები (ო შეიძლება
სულ დაიკარგოს ან შეიცვალოს ვ თანხმოვნით).
ა-ს ამოვარდნა მეტწილად მაშინ ხდება, როცა სახელის ფუძე ბოლოვდება ალ, ან, არ, ამ მარცვლებზე.
მაგ.: ალუბალ -ი, ბორბალ -ი, მამალ -ი, ქათამ -ი...
მხ. რ. მრ. რ. მხ. რ. მრ. რ.
სახელობითი: ბალ-ი ბლ-ებ-ი ქათამ-ი ქათმ-ებ-ი
მოთხრობითი: ბალ-მა ბლ-ებ-მა ქათამ-მა ქათმ-ებ-მა
მიცემითი: ბალ-ს ბლ-ებ-ს ქათამ-ს ქათმ-ებ-ს
ნათესაობითი: ბლ-ის ბლ-ებ-ის ქათმ-ის ქათმ-ებ-ის
მოქმედებითი: ბლ-ით ბლ-ებ-ით ქათმ-ით ქათმ-ებ-ით
ვითარებითი: ბლ-ად ბლ-ებ-ად ქათმ-ად ქათმ-ებ-ად
წოდებითი: ბალ-ო ბლ-ებ-ო ქათამ-ო ქათმ-ებ-ო
იშვიათად შეიძლება შეიკუმშოს სხვა მარცვლებზე დაბოლოებული ფუძეებიც: ნაბად-ი – ნაბდ-ის,
ნაბდ-ით; კარავ-ი – კარვ-ის, კარვ-ით, ყასაბ-ი – ყასბ-ის, ყასბ-ით...
თვალი, თუ მხედველობის ორგანოს აღნიშნავს, უკუმშველია (თვალ-ის ტკივილი, თვალ-ით ვხედავთ),
თუ – არა, კუმშვადი. მაგ., ძვირფასი თვლები.
ამბავი შეკუმშულ ფორმებში უკანასკნელ თანხმოვანსაც კარგავს: ამბ-ის (<ამბავ-ის), ამბ-ით (<ამბვ-
ით), ამბ-ებ-ი (<ამბვ-ებ-ი).
ე-ს ამოვარდნა ფუძიდან ჩვეულებრივია, როცა ფუძე ბოლოვდება -ელ, -ენ, -ერ, -ემ მარცვლებზე:
-ელ: კედელ -ი, -ენ: ყურძენ -ი, -ერ: დედაბერ -ი, -ემ: ირემ -ი...
კუმშვადია აგრეთვე ზოგიერთი სხვა ტიპის სახელიც, მაგ.: ბეჭედი…
მხ. რ. მრ. რ. მხ. რ. მრ. რ.
სახელობითი: კედელ-ი კედლ-ებ-ი ირემ-ი ირმ-ებ-ი
მოთხრობითი: კედელ-მა კედლ-ებ-მა ირემ-მა ირმ-ებ-მა
მიცემითი: კედელ-ს კედლ-ებ-ს ირემ-ს ირმ-ებ-ს
ნათესაობითი: კედლ-ის კედლ-ებ-ის ირმ-ის ირმ-ებ-ის
მოქმედებითი: კედლ-ით კედლ-ებ-ით ირმ-ით ირმ-ებ-ით
ვითარებითი: კედლ-ად კედლ-ებ-ად ირმ-ად ირმ-ებ-ად
წოდებითი: კედელ-ო კედლ-ებ-ო ირემ-ო ირმ-ებ-ო
ო-ს ამოვარდნა ფუძიდან:
მხ. რ. მრ. რ.
სახელობითი: მინდორ-ი მინდვრ-ებ-ი
მოთხრობითი: მინდორ-მა მინდვრ-ებ-მა
მიცემითი: მინდორ-ს მინდვრ-ებ-ს
ნათესაობითი: მინდვრ-ის მინდვრ-ებ-ის
მოქმედებითი: მინდვრ-ით მინდვრ-ებ-ით
ვითარებითი: მინდვრ-ად მინდვრ-ებ-ად
წოდებითი: მინდორ-ო მინდვრ-ებ-ო
მინდვრის მსგავსად იბრუნვის: მაწონი, ნიგოზი, ნიორი, იორი.
სახელობითი: ნიორ-ი ნიგოზ-ი იორ-ი
მოთხრობითი: ნიორ-მა ნიგოზ-მა იორ-მა
მიცემითი: ნიორ-ს ნიგოზ-ს იორ-ს
ნათესაობითი: ნივრ-ის ნიგვზ-ის ივრ-ის
მოქმედებითი: ნივრ-ით ნიგვზ-ით ივრ-ით
ვითარებითი: ნივრ-ად ნიგვზ-ად ივრ-ად
წოდებითი: ნიორ-ო ნიგოზ-ო იორ-ო

11
რუსუდან ზექალაშვილი
ო უკვალოდ ქრება ო ხმოვნისა და ბაგისმიერი თანხმოვნების (ბ, პ, ფ) გვერდით:

მხ. რ. მრ. რ. მხ. რ. მრ. რ.


სახელობითი: ფოთოლ-ი ფოთლ-ებ-ი საპონ-ი საპნ-ებ-ი
მოთხრობითი: ფოთოლ-მა ფოთლ-ებ-მა საპონ-მა საპნ-ებ-მა
მიცემითი: ფოთოლ-ს ფოთლ-ებ-ს საპონ-ს საპნ-ებ-ს
ნათესაობითი: ფოთლ-ის ფოთლ-ებ-ის საპნ-ის საპნ-ებ-ის
მოქმედებითი: ფოთლ-ით ფოთლ-ებ-ით საპნ-ით საპნ-ებ-ით
ვითარებითი: ფოთლ-ად ფოთლ-ებ-ად საპნ-ად საპნ-ებ-ად
წოდებითი: ფოთოლ-ო ფოთლ-ებ-ო საპონ-ო საპნ-ებ-ო
ამ სიტყვების მსგავსად იბრუნვის: გოდორი, ობოლი, ხოხობი.

2.1.2.11.2. ხმოვანფუძიან საზოგადო სახელთა ბრუნება


ხმოვანფუძიან საზოგადო სახელებში გვაქვს ბრუნების სამი ქვეჯგუფი: ფუძეკვეცადი, ფუძეკუმშვად-
კვეცადი და ფუძეუკვეცელი.

2.1.2.11.2.1. ფუძეკვეცად სახელთა ბრუნება


კვეცადია ის საზოგადო სახელები, რომელთა ფუძეც ა ან ე ხმოვანზე ბოლოვდება. კვეცას, როგორც
კუმშვას, ხმოვნით დაწყებული ბოლოსართის დართვა იწვევს: მხოლობითში – ბრუნვის ნიშნის (-ის, -ით),
მრავლობითში – რიცხვის მაწარმოებლის (-ებ).
ა-სა და ე-ზე დაბოლოებულ სახელებს მხოლობითში ფუძე ეკვეცებათ ორ ბრუნვაში – ნათესაობითსა
და მოქმედებითში. ებიან მრავლობითში მხოლოდ ა-ზე დაბოლოებული ფუძეები მოიკვეცენ ხმოვანს, ე-ზე
დაბოლოებულები კი – არა.

მხ. რ. მრ. რ. მხ. რ. მრ. რ.


სახელობითი: ძმა ძმ-ებ-ი დღე დღე-ებ-ი
მოთხრობითი: ძმა-მ ძმ-ებ-მა დღე-მ დღე-ებ-მა
მიცემითი: ძმა-ს ძმ-ებ-ს დღე-ს დღე-ებ-ს
ნათესაობითი: ძმ-ის ძმ-ებ-ის დღ-ის დღე-ებ-ის
მოქმედებითი: ძმ-ით ძმ-ებ-ით დღ-ით დღე-ებ-ით
ვითარებითი: ძმა-დ ძმ-ებ-ად დღე-დ დღე-ებ-ად
წოდებითი: ძმა-ვ/ო ძმ-ებ-ო დღე-ვ/ო დღე-ებ-ო

2.1.2.11.2.2. ფუძეუკვეცელ სახელთა ბრუნება


უკვეცელია ის საზოგადო სახელები, რომელთა ფუძეც ბოლოვდება ო ან უ ხმოვანზე.
ფუძეუკვეცელ სახელთა ბრუნების თავისებურება ის არის, რომ ბრუნვის ნიშანს მოსდის ცვლილება
ნათესაობითსა და მოქმედებითში: ნათესაობითი ბრუნვის ნიშანი -ის კარგავს ხმოვანს და რჩება
თანხმოვანი -ს, რის გამოც ნათესაობითის ფორმა ემთხვევა მიცემითისას. მაგ., წყაროს მიცემითი
ბრუნვის ფორმაც შეიძლება იყოს და ნათესაობითისაც. მოქმედებითში -ით ბრუნვის ნიშანს ეკარგება ი
და რჩება თ, რომელსაც ბოლოში ერთვის ი და გვაქვს თი: წყარო-თი, კუ-თი. ებიან მრავლობითში ო-სა
და უ-ზე დაბოლოებული სახელები იბრუნვის სხვა ხმოვანფუძიანების მსგავსად.

მხ. რ. მრ. რ. მხ. რ. მრ. რ.


სახელობითი: წყარო წყარო-ებ-ი ბუ ბუ-ებ-ი
მოთხრობითი: წყარო-მ წყარო-ებ-მა ბუ-მ ბუ-ებ-მა
მიცემითი: წყარო-ს(ა) წყარო-ებ-ს(ა) ბუ-ს(ა) ბუ-ებ-ს(ა)
ნათესაობითი: წყარო-ს(ი) წყარო-ებ-ის ბუ-ს(ი) ბუ-ებ-ის
მოქმედებითი: წყარო-თი წყარო-ებ-ით ბუ-თი ბუ-ებ-ით
ვითარებითი: წყარო-დ წყარო-ებ-ად ბუ-დ ბუ-ებ-ად
წოდებითი: წყარო-ვ წყარო-ებ-ო ბუ-ო ბუ-ებ-ო

12
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
მიცემითისა და ნათესაობითის ფორმები რომ ერთმანეთისაგან გავარჩიოთ, შენაცვლების ხერხს უნდა
მივმართოთ: ფუძეუკვეცელი სახელის ნაცვლად შესიტყვებაში უნდა ჩავსვათ თანხმოვანფუძიანი ან
ფუძეკვეცადი სახელი.
მაგალითები:
• ტყეში წყაროს ვეძებდი. იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რომელ ბრუნვაშია წყაროს,
წინადადებაში წყაროს ნაცვლად უნდა ჩავსვათ ფუძეუკვეცელი სიტყვა, ვთქვათ, მარწყვი:
ტყეში მარწყვს ვეძებდი. მარწყვ-ს მიცემითი ბრუნვის ფორმაა. მაშასადამე, ამ შემთხვევაში
– წყაროს – მიცემითის ფორმაა.
• წყაროს წყალი ცივია. იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რომელ ბრუნვაშია წყაროს, წინადადებაში
წყაროს ნაცვლად უნდა ჩავსვათ ფუძეკვეცადი სიტყვა, მაგალითად, მდინარე: მდინარის წყალი
ცივია. მდინარ-ის ნათესაობითშია. მაშასადამე, ამ შემთხვევაში – წყაროს – ნათესაობითი
ბრუნვის ფორმაა.
ი-ფუძიანი სახელები უკვეცელია. მაგ.: ჩაი, ტრამვაი, დიჯეი, ტაქსი, ლედი, სამურაი და სხვა. ქალები
ჩაი-ს კრეფენ. ტაქსი-მ დაიგვიანა. ტრამვაი-ში ჩავჯექი.
მხ. რ. მხ. რ. მხ. რ.
სახელობითი: ჩაი ტრამვაი დიჯეი
მოთხრობითი: ჩაი-მ ტრამვაი-მ დიჯეი-მ
მიცემითი: ჩაი-ს ტრამვაი-ს დიჯეი-ს
ნათესაობითი: ჩაი-ს ტრამვაი-ს დიჯეი-ს
მოქმედებითი: ჩაი-თ ტრამვაი-თ დიჯეი-თ
ვითარებითი: ჩაი-დ ტრამვაი-დ დიჯეი-დ
წოდებითი: − − დიჯეი

2.1.2.11.3. კუმშვად-კვეცად სახელთა ბრუნება


რამდენიმე სახელს ფუძე ერთდროულად ეკუმშება და ეკვეცება მხოლობითი რიცხვის სამ ბრუნვაში
(ნათესაობითში, მოქმედებითსა და ვითარებითში) და მთელ ებიან მრავლობითში. ეს სახელებია: პეპელა,
ფანჯარა, ქარხანა, ქვეყანა, ტომარა...
მხ. რ. მრ. რ. მხ. რ. მრ. რ.
სახელობითი: პეპელა პეპლ-ებ-ი ქვეყანა ქვეყნ-ებ-ი
მოთხრობითი: პეპელა-მ პეპლ-ებ-მა ქვეყანა-მ ქვეყნ-ებ-მა
მიცემითი: პეპელა-ს პეპლ-ებ-ს ქვეყანა-ს ქვეყნ-ებ-ს
ნათესაობითი: პეპლ-ის პეპლ-ებ-ის ქვეყნ-ის ქვეყნ-ებ-ის
მოქმედებითი: პეპლ-ით პეპლ-ებ-ით ქვეყნ-ით ქვეყნ-ებ-ით
ვითარებითი: პეპლ-ად პეპლ-ებ-ად ქვეყნ-ად ქვეყნ-ებ-ად
წოდებითი: პეპელა-ვ პეპლ-ებ-ო ქვეყანა-ვ ქვეყნ-ებ-ო

2.1.2.11.4. თავისებურად ბრუნებადი ხმოვანფუძიანი საზოგადო სახელები


ო- და ა- ფუძიანი რამდენიმე საზოგადო სახელი თავისებურად იბრუნვის.
ღვინო: მხოლობითში კვეცადია (ღვინ-ის, ღვინ-ით), მრავლობითში – უკვეცელი (ღვინო-ებ-ი,
ღვინო-ებ-მა).
დრო: ეს სახელი ნათესაობითსა და მოქმედებითში ორგვარად იხმარება: დრო-ის, დრო-ით − დრო-ის,
დრო-თი.
ა-ფუძიანი რამდენიმე საზოგადო სახელი მხოლობითში უკვეცელია, ებიან მრავლობითში – კვეცადი.
ასეთი სახელებია: ჭიანჭველა, ჭიაყელა, ტოროლა, ჭრიჭინა... მაგ.: ტოროლა, ტოროლა-მ, ტოროლა-ს
(ვხედავ), ტოროლა-ს (ბარტყი), ტოროლა-თი, ტოროლა-დ, ტოროლა-ვ, მრავლობითში: ტოროლ-ებ-ი,
ტოროლ-ებ-მა, ტოროლ-ებ-ს...
ე-ფუძიანი უცხოური საზოგადო სახელები უკვეცელია. ასეთი სახელებია: კაფე, იუბილე, კაშნე და
სხვა. მაგ.: ჩემი მეგობარი კაფეს [და არა კაფის] გახსნას აპირებს. დიდი პოეტისთვის იუბილეს [და არა
იუბილის] გადახდა გადაწყვიტეს.

13
რუსუდან ზექალაშვილი
2.1.2.11.5 საკუთარ სახელთა ბრუნება
I ადამიანთა სახელების ბრუნება
ადამიანთა საკუთარი სახელები, როგორც საზოგადო სახელები, ან თანხმოვანფუძიანია,
ან ხმოვანფუძიანი.
თანხმოვანფუძიანია ადამიანთა საკუთარი სახელები: ნიკოლოზ-ი, დარეჯან-ი, მერაბ-ი, ლევან-ი,
ნოდარ-ი, ნუგზარ-ი, ტარიელ-ი...
ხმოვანფუძიანია ადამიანთა საკუთარი სახელები:
ა: ლელა, ნანა, შოთა, ნიკა
ე: ელენე, ირინე, კოტე, ცოტნე
ი: დალი, ლალი, აკაკი, რატი...
ო: დოდო, ნინო, ვანო, ანდრო...
უ: ნუნუ, ბათუ, დუდუ...
თანხმოვანფუძიანი ადამიანთა საკუთარი სახელი ყველა უკუმშველია, ხმოვანფუძიანი კი –
უკვეცელი.
სახელობითი: დავით-ი ასმათ-ი ლელა აკაკი ნინო ცოტნე
მოთხრობითი: დავით-მა ასმათ-მა ლელა-მ აკაკი-მ ნინო-მ ცოტნე-მ
მიცემითი: დავით-ს ასმათ-ს ლელა-ს აკაკი-ს ნინო-ს ცოტნე-ს
ნათესაობითი: დავით-ის ასმათ-ის ლელა-ს(ი) აკაკი-ს ნინო-ს(ი) ცოტნე-ს(ი)
მოქმედებითი: დავით-ით ასმათ-ით ლელა-თი აკაკი-თ ნინო-თი ცოტნე-თი
ვითარებითი: დავით-ად ასმათ-ად ლელა-დ აკაკი-დ ნინო-დ ცოტნე-დ
წოდებითი: დავით ასმათ ლელა აკაკი ნინო ცოტნე
ადამიანთა საკუთარ სახელებს არ აქვს მრავლობითი რიცხვი, მაგრამ არაპირდაპირი მნიშვნელობით
ხმარებისას ადამიანის სახელი მრავლობითშიც გვხვდება. მაგ.: ასმათები დღესაც არიან ჩვენში.
იგულისხმება არა ბევრი ასმათი, არამედ ასმათის მსგავსი ქალები.
II ადამიანთა გვარების ბრუნება
• თანხმოვანფუძიანი გვარები ისევე იბრუნვის, როგორც შესაბამისი ფუძის საზოგადო
სახელები. თანხმოვანფუძიანი გვარებიდან -ელ-ზე დაბოლოებული ზოგი გვარი კუმშვადია
(მაგ., წერეთელ-ი – წერეთლ-ის, მაჩაბელ-ი – მაჩაბლ-ის, გომართელ-ი − გომართლ-ის),
დანარჩენები – უკუმშველი. ცალკე ან რამდენიმე სახელთან ხმარებისას გვარებს მრავლობითი
აქვთ: ორბელიანებ ი, ჭავჭავაძეებ ი, ტაბიძეებ ი. მაგ., ვახტანგ და გრიგოლ ორბელიანები;
გარსევან, ალექსანდრე და ილია ჭავჭავაძეები...
ბრუნების მაგალითი:
მხ რ. მრ. რ.
სახელობითი: ჯავახიშვილ-ი ჯავახიშვილ-ებ-ი
მოთხრობითი: ჯავახიშვილ-მა ჯავახიშვილ-ებ-მა
მიცემითი: ჯავახიშვილ-ს ჯავახიშვილ-ებ-ს
ნათესაობითი: ჯავახიშვილ-ის ჯავახიშვილ-ებ-ის
მოქმედებითი: ჯავახიშვილ-ით ჯავახიშვილ-ებ-ით
ვითარებითი: ჯავახიშვილ-ად ჯავახიშვილ-ებ-ად
წოდებითი: ჯავახიშვილ-ო ჯავახიშვილ-ებ-ო
• ხმოვანფუძიანი გვარებიდან ა-ზე დაბოლოებული ქართული გვარები მხოლობითში
უკვეცელია, ხოლო წოდებითში (მხოლობით რიცხვში) ბრუნვის ნიშანს არ დაირთავენ; ებიან
მრავლობითში -ა ფუძიანი გვარები კვეცადია. -ძე-ზე დაბოლოებული ხმოვანფუძიანი გვარები
მხოლობითში კვეცადია, მრავლობითში – უკვეცელი.
ბრუნების მაგალითი:
მხ. რ. მრ. რ. მხ. რ. მრ. რ.
სახელობითი: ბუკია ბუკი-ებ-ი ტაბიძე ტაბიძე-ებ-ი
მოთხრობითი: ბუკია-მ ბუკი-ებ-მა ტაბიძე-მ ტაბიძე-ებ-მა
მიცემითი: ბუკია-ს ბუკი-ებ-ს ტაბიძე-ს ტაბიძე-ებ-ს

14
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"

ნათესაობითი: ბუკია-ს(ი) ბუკი-ებ-ის ტაბიძ-ის ტაბიძე-ებ-ის


მოქმედებითი: ბუკია-თი ბუკი-ებ-ით ტაბიძ-ით ტაბიძე-ებ-ით
ვითარებითი: ბუკია-დ ბუკი-ებ-ად ტაბიძე-დ ტაბიძე-ებ-ად
წოდებითი: ბუკია ბუკი-ებ-ო ტაბიძე-(ვ) ტაბიძე-ებ-ო
-ი-ზე დაბოლოებული არაქართული გვარები მხოლობითში უკვეცელია (ამ ტიპის ქართული გვარები
არ არსებობს):
სახელობითი: ვერდი ვივალდი დისნეი დოსტოევსკი
მოთხრობითი: ვერდი-მ ვივალდი-მ დისნეი-მ დოსტოევსკი-მ
მიცემითი: ვერდი-ს ვივალდი-ს დისნეი-ს დოსტოევსკი-ს
ნათესაობითი: ვერდი-ს ვივალდი-ს დისნეი-ს დოსტოევსკი-ს
მოქმედებითი: ვერდი-თ ვივალდი-თ დისნეი-თ დოსტოევსკი-თ
ვითარებითი: ვერდი-დ ვივალდი-დ დისნეი-დ დოსტოევსკი-დ
წოდებითი: ვერდი ვივალდი დისნეი დოსტოევსკი
III სახელისა და გვარის ერთად ბრუნება
ადამიანის სახელისა და გვარის ერთად ბრუნების დროს იბრუნვის გვარი, სახელი კი უცვლელი რჩება.

სახელობითი: თამაზ ამირეჯიბ-ი დარეჯან ასათიან-ი


მოთხრობითი: თამაზ ამირეჯიბ-მა დარეჯან ასათიან-მა
მიცემითი: თამაზ ამირეჯიბ-ს დარეჯან ასათიან-ს
ნათესაობითი: თამაზ ამირეჯიბ-ის დარეჯან ასათიან-ის
მოქმედებითი: თამაზ ამირეჯიბ-ით დარეჯან ასათიან-ით
ვითარებითი: თამაზ ამირეჯიბ-ად დარეჯან ასათიან-ად
წოდებითი: თამაზ ამირეჯიბ-ო დარეჯან ასათიან-ო

2.1.2.11.6. არსებითი სახელი მსაზღვრელად


არსებით სახელს შეიძლება განსაზღვრავდეს არსებითი სახელი. მაგ.: პოეტი წერეთელი, ექიმი
მაჩაბელი, ჟურნალი “ცისკარი”, დირექტორი ჯაფარიძე... როცა ასეთი ხმოვანფუძიანი არსებითი სახელი
საკუთარ სახელს ახლავს, ზედსართავის მსგავსად იგი სამ ბრუნვაში: სახელობითში, მოთხრობითსა და
წოდებითში დაირთავს ბრუნვის ნიშნებს, დანარჩენ ოთხ ბრუნვაში კი ფუძის სახით იქნება შეწყობილი.

სახელობითი: ექიმ-ი მაჩაბელ-ი


მოთხრობითი: ექიმ-მა მაჩაბელ-მა
მიცემითი: ექიმ მაჩაბელ-ს
ნათესაობითი: ექიმ მაჩაბლ-ის
მოქმედებითი: ექიმ მაჩაბლ-ით
ვითარებითი: ექიმ მაჩაბლ-ად
წოდებითი: ექიმ-ო მაჩაბელ-ო
ზემოთ ჩამოთვლილი არსებითი სახელებისგან განსხვავებით, როდესაც ბატონი და ქალბატონი წინ
უძღვის არსებით სახელს (მაგ.: ბატონი დავითი, ქალბატონი ქეთევანი...), ბრუნვის ნიშნები ასე დაერთვის:

სახელობითი: ბატონ-ი დავით-ი ქალბატონ-ი ნათელა


მოთხრობითი: ბატონ-მა დავით-მა ქალბატონ-მა ნათელა-მ
მიცემითი: ბატონ დავით-ს ქალბატონ ნათელა-ს
ნათესაობითი: ბატონ-ი დავით-ის ქალბატონ-ი ნათელა-ს
მოქმედებითი: ბატონ-ი დავით-ით ქალბატონ-ი ნათელა-თი
ვითარებითი: ბატონ დავით-ად ქალბატონ ნათელა-დ
წოდებითი: ბატონ-ო დავით ქალბატონ-ო ნათელა

15
რუსუდან ზექალაშვილი
არსებით სახელს შეიძლება განსაზღვრავდეს ნათესაობითი ბრუნვის ფორმით წარმოდგენილი
არსებითი სახელი. ასეთი მსაზღვრელი აღნიშნავს კუთვნილებას ან მასალას. მაგ.: მეზობლის სახლი
(აღნიშნავს კუთვნილებას); ქვის სახლი (აღნიშნავს მასალას).
თუ ნათესაობით ბრუნვაში მდგომი არსებითი სახელი წინ უძღვის საზღვრულ წევრს, ბრუნებისას იგი
უცვლელია: ქვ-ის სახლი, ქვ-ის სახლმა, ქვ-ის სახლს...

2.1.3. ზედსართავი სახელი


ზედსართავი სახელი ჰქვია მეტყველების ნაწილს, რომელიც ახლავს არსებით სახელს და გამოხატავს
საგნის ნიშან-თვისებას.
მაგალითად, ქვა შეიძლება იყოს: დიდი, პატარა, ბრტყელი, მრგვალი, ხავსიანი... ვამბობთ: დიდი ქვა,
პატარა ქვა, ბრტყელი ქვა, მრგვალი ქვა, ხავსიანი ქვა... ეს სიტყვები არსებით სახელს (ქვა) დაერთვის და
საგნის ნიშან-თვისებას გამოხატავს, ე.ი. ზედსართავი სახელებია.
ზედსართავი სახელის კითხვებია: როგორი? რომელი? სადაური? როდინდელი?
როგორი? (ან რანაირი?) – მთვარიანი (ღამე), ძლიერი (ქარი).
რომელი? – უფროსი (შვილი), უმცროსი (ძმა), დიდი (ბავშვი).
სადაური? – სოფლელი (ბავშვი), აქაური (ხილი).
როდინდელი? – გუშინდელი (ამბავი), წუხანდელი (სიზმარი).

2.1.3.1. ვითარებითი და მიმართებითი ზედსართავი სახელი


არსებობს ორი სახის ზედსართავი სახელი: ვითარებითი და მიმართებითი.
ვითარებითია პირველადი (ძირეული) ზედსართავი სახელი: დიდი, თეთრი, შავი, მწვანე, გრძელი,
მოკლე...
მიმართებითია წარმოქმნილი ზედსართავი სახელი. იგი მიღებულია თვით ზედსართავისგან ან სხვა
მეტყველების ნაწილისაგან. მაგ.: ქუდ-ი არსებითი სახელია, ქუდ-იან-ი (კაცი) კი – მისგან წარმოქმნილი
ზედსართავი, რომელიც საგანს (ამ შემთხვევაში კაცს) ახასიათებს ძირეული სიტყვით აღნიშნულ საგანთან
(ქუდთან) მიმართებით.

2.1.3.2. ხარისხის ფორმები


ვითარებით ზედსართავ სახელებს ხარისხი ეწარმოება (მაღალი – უმაღლესი, ლამაზი – ულამაზესი...),
მიმართებითებს – არა, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. მაგ., ჭკვ-იან-ი (< ჭკუა) – უ-ჭკვიან-ეს-ი და
სხვა.
ვითარებითი ზედსართავი სახელის ხარისხის ფორმები ძირეულთან მიმართებით მეტი ან ნაკლები
ოდენობით გამოხატავს საგნის თვისებას: დიდი – უდიდესი, მოდიდო; თეთრი – უთეთრესი, მოთეთრო.
ძირეულ ფორმას (დიდი, თეთრი) დადებითი ჰქვია, მისგან წარმოქმნილებს – ოდნაობითი (მოდიდო,
მოთეთრო) და უფროობითი (უდიდესი, უთეთრესი).
ოდნაობითი ხარისხის მაწარმოებელია მო–ო თავსართ-ბოლოსართი და გამოხატავს თვისებას ნაკლები
ოდენობით: დიდ-ი – მო -დიდ- ო, თეთრ-ი – მო -თეთრ- ო... უფროობითი ხარისხის ფორმას აწარმოებს უ–ეს
თავსართ-ბოლოსართი და აღნიშნავს თვისებას მეტი ოდენობით, ვიდრე ძირეული ზედსართავი სახელი:
დიდ-ი – უ -დიდ- ეს-ი, მაღალ-ი – უ -მაღლ- ეს-ი.
ზოგიერთ ვითარებით ზედსართავს არ ეწარმოება ხარისხის ყველა ფორმა. მაგალითად, ზედსართავ
სახელს წმინდა აქვს უფროობითი ხარისხის ფორმა (უ-წმინდ-ეს-ი), მაგრამ არ აქვს ოდნაობითი.
უფროობითი ხარისხის ფორმა ეწარმოება ზოგიერთ წარმოქმნილ და რთულ ზედსართავსაც:
ჭკვ-იან-ი – უ-ჭკვიან-ეს-ი, ძლ-იერ-ი – უ-ძლიერ-ეს-ი. ხარისხის ფორმათა წარმოებისას ზოგიერთ -ელ
და -ილ სუფიქსიან სახელს მოეკვეცება ეს სუფიქსები: გრძ-ელ-ი – მო-გრძ-ო – უ-გრძ-ეს-ი, ტკბ-ილ-ი –
მო-ტკბ-ო – უ-ტკბ-ეს-ი.

2.1.3.3. დამოუკიდებელი ზედსართავი სახელის ბრუნება


ზედსართავი სახელი, ჩვეულებრივ, არსებით სახელს ახლავს და მისი განსაზღვრებაა: ავი ძაღლი,
კარგი კაცი. ზოგჯერ შეიძლება არსებითი სახელი გამოტოვებული იყოს. ამ შემთხვევაში ზედსართავ
სახელს არსებითი სახელის მნიშვნელობა აქვს და არსებითი სახელის მსგავსად იბრუნვის.
თანხმოვანფუძიანი ზედსართავი სახელის ბრუნება დამოუკიდებლად

მხ. რ. მრ. რ. მხ. რ. მრ. რ.


სახელობითი: დიდ-ი დიდ-ებ-ი მაღალ-ი მაღლ-ებ-ი

16
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"

მოთხრობითი: დიდ-მა დიდ-ებ-მა მაღალ-მა მაღლ-ებ-მა


მიცემითი: დიდ-ს დიდ-ებ-ს მაღალ-ს მაღლ-ებ-ს
ნათესაობითი: დიდ-ის დიდ-ებ-ის მაღლ-ის მაღლ-ებ-ის
მოქმედებითი: დიდ-ით დიდ-ებ-ით მაღლ-ით მაღლ-ებ-ით
ვითარებითი: დიდ-ად დიდ-ებ-ად მაღლ-ად მაღლ-ებ-ად
წოდებითი: დიდ-ო დიდ-ებ-ო მაღალ-ო მაღლ-ებ-ო
ხმოვანფუძიანი ზედსართავი სახელების ბრუნება დამოუკიდებლად

მხ. რ. მრ. რ. მხ. რ. მრ. რ.


სახელობითი: პატარა პატარ-ებ-ი მლაშე მლაშე-ებ-ი
მოთხრობითი: პატარა-მ პატარ-ებ-მა მლაშე-მ მლაშე-ებ-მა
მიცემითი: პატარა-ს პატარ-ებ-ს მლაშე-ს მლაშე-ებ-ს
ნათესაობითი: პატარ-ის პატარ-ებ-ის მლაშ-ის მლაშე-ებ-ის
მოქმედებითი: პატარ-ით პატარ-ებ-ით მლაშ-ით მლაშე-ებ-ით
ვითარებითი: პატარა-დ პატარ-ებ-ად მლაშე-დ მლაშე-ებ-ად
წოდებითი: პატარა-ვ პატარ-ებ-ო მლაშე-ვ მლაშე-ებ-ო

მხ. რ. მრ. რ. მხ. რ. მრ. რ.


სახელობითი: ფართო ფართო-ებ-ი ყრუ ყრუ-ებ-ი
მოთხრობითი: ფართო-მ ფართო-ებ-მა ყრუ-მ ყრუ-ებ-მა
მიცემითი: ფართო-ს ფართო-ებ-ს ყრუ-ს ყრუ-ებ-ს
ნათესაობითი: ფართო-ს ფართო-ებ-ის ყრუ-ს ყრუ-ებ-ის
მოქმედებითი: ფართო-თი ფართო-ებ-ით ყრუ-თი ყრუ-ებ-ით
ვითარებითი: ფართო-დ ფართო-ებ-ად ყრუ-დ ყრუ-ებ-ად
წოდებითი: ფართო-ვ ფართო-ებ-ო ყრუ-ო ყრუ-ებ-ო

2.1.3.4. ზედსართავი სახელი მსაზღვრელად


ზედსართავი სახელი ჩვეულებრივ არსებითი სახელის წინ დგას: დიდი სახლი, პატარა ბავშვი, მწვანე
მინდორი...
ზედსართავის არსებით სახელთან ერთად ბრუნებისას მნიშვნელობა აქვს, თანხმოვანფუძიანია ის თუ
ხმოვანფუძიანი, არსებითის წინ დგას თუ მოსდევს მას.

2.1.3.5. ზედსართავის ბრუნება არსებითთან ერთად


• თანხმოვანფუძიან ზედსართავ სახელს არსებითთან ერთად ბრუნებისას ბრუნვის ნიშნები
სრულად აქვს სამ ბრუნვაში: სახელობითში, მოთხრობითსა და წოდებითში; არ აქვს მიცემითსა და
ვითარებითში, ხოლო ნათესაობითსა და მოქმედებითში მოკვეცილია თანხმოვანი (ნათესაობითში -ს,
მოქმედებითში -თ) და დარჩენილია ხმოვანი ი:

სახელობითი: დიდ-ი სახლ-ი ლამაზ-ი ქალ-ი


მოთხრობითი: დიდ-მა სახლ-მა ლამაზ-მა ქალ-მა
მიცემითი: დიდ სახლ-ს ლამაზ ქალ-ს
ნათესაობითი: დიდ-ი სახლ-ის ლამაზ-ი ქალ-ის
მოქმედებითი: დიდ-ი სახლ-ით ლამაზ-ი ქალ-ით
ვითარებითი: დიდ სახლ-ად ლამაზ ქალ-ად
წოდებითი: დიდ-ო სახლ-ო ლამაზ-ო ქალ-ო
• ხმოვანფუძიანი ზედსართავი სახელის ბრუნება არსებითთან ერთად
ხმოვანფუძიან ზედსართავს ბრუნვის ნიშნები არ დაერთვის. ის ყველა ბრუნვაში ფუძის სახითაა და
იბრუნება მხოლოდ არსებითი სახელი:

17
რუსუდან ზექალაშვილი

სახელობითი: მწვანე მინდორ-ი პატარა ბავშვ-ი


მოთხრობითი: მწვანე მინდორ-მა პატარა ბავშვ-მა
მიცემითი: მწვანე მინდორ-ს პატარა ბავშვ-ს
ნათესაობითი: მწვანე მინდვრ-ის პატარა ბავშვ-ის
მოქმედებითი: მწვანე მინდვრ-ით პატარა ბავშვ-ით
ვითარებითი: მწვანე მინდვრ-ად პატარა ბავშვ-ად
წოდებითი: მწვანე მინდორ-ო პატარა ბავშვ-ო

2.1.3.5.1. ზედსართავი სახელის ბრუნება მრავლობითში მდგომ არსებითთან ერთად


ზედსართავი სახელი ებიან მრავლობითში დასმული არსებითი სახელის წინ მხოლობითში გამოიყენება.
ნართანიან მრავლობითში დასმულ არსებით სახელებს კი თანხმოვანფუძიანი ზედსართავი სახელები
უმეტესად ეთანხმება ბრუნვასა და რიცხვში (ნარიან ფორმებთან სახელობით და წოდებით ბრუნვებში
შეთანხმება აუცილებელია, თანიან ფორმასთან კი პირდაპირი წყობის დროს ზედსართავი შეიძლება
შეეთანხმოს არსებითს რიცხვში ან გამოიყენებოდეს ფუძის სახით).
სახელობითი: დიდ-ი სახლ-ებ-ი მაღალ-ნ-ი მთა-ნ-ი
მოთხრობითი: დიდ-მა სახლ-ებ-მა მაღალ-(თა) მთა-თა
მიცემითი: დიდ სახლ-ებ-ს მაღალ-(თა) მთა-თა
ნათესაობითი: დიდ-ი სახლ-ებ-ის მაღალ-(თა) მთა-თა
მოქმედებითი: დიდ-ი სახლ-ებ-ით – –
ვითარებითი: დიდ სახლ-ებ-ად – –
წოდებითი: დიდ-ო სახლ-ებ-ო მაღალ-ნ-ო მთა-ნ-ო

2.1.4. რიცხვითი სახელი


რიცხვითი სახელი ჰქვია მეტყველების ნაწილს, რომელიც აღნიშნავს საგნის რაოდენობას, რიგს ან
მთელის ნაწილს. ამის მიხედვით რიცხვითი სახელი სამგვარია: რაოდენობითი, რიგობითი და წილობითი.
მაგ., სამი რაოდენობითი რიცხვითი სახელია, მესამე – რიგობითი, მესამედი კი – წილობითი.
რიცხვითი სახელის კითხვებია: რამდენი? მერამდენე? (ან რიგით რომელი?) მერამდენედი?
ზედსართავი სახელის მსგავსად, რიცხვითი სახელის არსებით სახელად ქცევა შესაძლებელია ყოველ
საჭირო შემთხვევაში; მაგ.: სამი კაცი ჩამოვიდა, ორი აქ დარჩა, ერთი უკან გაბრუნდა. ამ წინადადებაში ორი
და ერთი გაარსებითებული რიცხვითი სახელებია, სამი კი რიცხვითი სახელია. ანალოგიური ვითარებაა
რიგობით და წილობით რიცხვით სახელებთან: მეორე კაცი დაბრუნდა, მესამე – არ დაბრუნებულა. მეორე
რიგობითი სახელია, მესამე კი – გაარსებითებული რიცხვითი სახელი.
რამდენიმე სიტყვა გაურკვეველ სიმრავლეს გამოხატავს. ასეთი სიტყვებია: ბევრი, მრავალი, ურიცხვი,
ცოტა, რამდენიმე...

2.1.4.1. რაოდენობითი რიცხვითი სახელები


რაოდენობითი რიცხვითი სახელი შედგენილობით არის მარტივი ან რთული.
მარტივი რიცხვითი სახელებია: ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა, ცხრა, ათი, ოცი,
ასი. დანარჩენები – რთულია.
რთული რიცხვითი სახელი ორი ან მეტი ფუძისაგან შედგება: ორასი (ორ-ას-ი), სამასი (სამ-ას-ი),
სამოცდაორი (სამ-ოც-და-ორ-ი), სამოცდაათი (სამ-ოც-და-ათ-ი).
რიცხვი შეიძლება რამდენიმე რიცხვითი სახელით გამოიხატოს, რომლებიც ცალ-ცალკე იწერება: ათას
ცხრაას ორმოცდაათი, ცხრა ათას რვაას ოთხმოცდაცხრამეტი...
რიცხვითი სახელი გაორკეცებითაც იხმარება: სამ-სამი, ხუთ-ხუთი, ოც-ოცი, ას-ასი, ათას-
ათასი...
გარკვეული რიცხვის აღმნიშვნელი რიცხვითი სახელი იხმარება ისეთი საგნის სახელთან, რომელიც
შეიძლება დავთვალოთ: ათი ვაშლი, თორმეტი რვეული, თხუთმეტი მერხი, ოცი ფანქარი, ოცდახუთი
ბავშვი...
იმ საგნის სახელთან კი, რომელსაც ვერ დავთვლით, გარკვეული რაოდენობის აღმნიშვნელი რიცხვითი
სახელი არ იხმარება. მაგალითად, არ ითქმის: ორი სილამაზე, ხუთი ფქვილი / ჰაერი, ათასი მარილი,
არამედ: ბევრი ფქვლი, ცოტა მარილი...

18
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
2.1.4.2. რიგობითი რიცხვითი სახელები
რიგობითი რიცხვითი სახელი, როგორც ვიცით, აღნიშნავს საგნის რიგს და დაესმის კითხვა: მერამდენე?
– პირველი, მეორე, მერვე, მეათე, მეოცე...
რიგობითი სახელები, გარდა პირველისა, ნაწარმოებია რაოდენობითის ფუძისაგან მე — ე თავსართ-
ბოლოსართით: მე-ორ-ე, მე-ათ-ე, მე-ოც-ე, მე-ას-ე, მე-ათას-ე...
მე-ერთ-ე რთულ რიცხვით სახელებთან გამოიყენება, ცალკე კი მის ნაცვლად პირველი იხმარება:
ოცდამეერთე, ორმოცდამეერთე, სამოცდამეერთე, ოთხმოცდამეერთე, ას მეერთე, ათას მეერთე.
და-თი შეერთებული რიცხვითი სახელებისაგან რიგობითის მაწარმოებელი აქვს მეორე ნაწილს:
ოცდახუთი > ოცდამეხუთე, სამოცდახუთი > სამოცდამეხუთე.
თუ რიცხვითი სახელი რამდენიმე სიტყვით გადმოიცემა, რიგობითის ფორმები აქვს უკანასკნელს: ას
ორი > ასმეორე, ორი ათას ხუთი > ორი ათას მეხუთე.
რიგობითი სახელები, გარდა პირველისა, ყველა ხმოვანფუძიანია.
რიგობით რიცხვით სახელები შეიძლება გადმოიცეს რომაული ან არაბული ციფრებით. კერძოდ,
თუ რიცხვითი სახელი მე- პრეფიქსით იწყება, არაბული ციფრებით გადმოცემისას რიცხვის წინ იწერება
მხოლოდ მე-: მე-2, მე-10, მე-19, მე-20, მე-100, მე-1000...
პირველი არაბული ციფრით ასე დაიწერება: 1-ლი.
თუკი რიცხვით სახელს მე- პრეფიქსი სიტყვის მეორე ნაწილში აქვს (უმეტესად და კავშირის შემდეგ),
არაბული ციფრებით გადმოცემისას მხოლოდ რიცხვის შემდეგ იწერება -ე: 23-ე, 27-ე, 45-ე, 65-ე, 84-ე,
102-ე, 1005-ე.
რომაული ციფრები გამოხატავს მხოლოდ რიგობით რიცხვით სახელებს და ამიტომ მათთან არ არის
საჭირო არც პრეფიქსისა და არც სუფიქსის გამოყენება. მაგ.: VII, X, XVI...
რომაული ციფრებით გამოხატული რიგობითი რიცხვითი სახელები დაირთავს ბრუნვის ნიშნებსა და
თანდებულებს: VI-მ, X-ს, VII-ში, V-ზე.
რომაული ციფრებიდან რიგობითი რიცხვითი სახელის ჩასაწერად გამოიყენება შვიდი ნიშანი: პირველი
– I, მეხუთე – V, მეათე – X, ორმოცდამეათე – L, მეასე – C, მეხუთასე – D, მეათასე – M და ამ ნიშნანთა
კომბინაციები: მეთერთმეტე – XI, მეცხრამეტე – XIX, ოცდამეხუთე – XXV და ა.შ.

2.1.4.3. წილობითი რიცხვითი სახელები


წილობითი სახელები იწარმოება რიგობითი რიცხვით სახელებისგან. ფუძედ გამოყენებულია რიგობითი
რიცხვითი სახელის ვითარებითი ბრუნვის ფორმა: მეორე -დ > მეორედ-ი, მესამე -დ > მესამედ-ი, მეათე -დ
> მეათედ-ი, მეასე -დ > მეასედ-ი.
განცალკევებით დგას ნახევარი, რომელიც მეორედის ნაცვლად იხმარება.
ყველა წილობითი სახელი თანხმოვანფუძიანია: მესამედ-ი, მეათედ-ი...

2.1.4.4. რიცხვით სახელთა ბრუნება


რიცხვითი სახელი, ჩვეულებრივ, არსებით სახელს ახლავს და განსაზღვრავს მას. მაგ.: ათი სახლი, მეათე
სახლი, მეათედი ნაწილი. ასეთ შემთხვევაში იგი ისე იბრუნვის, როგორც შესაბამისი ფუძის ზედსართავი
სახელი არსებითთან ერთად:
სახელობითი: ორ-ი ბავშვ-ი მეხუთე სახლ-ი
მოთხრობითი: ორ-მა ბავშვ-მა მეხუთე სახლ-მა
მიცემითი: ორ ბავშვ-ს მეხუთე სახლ-ს
ნათესაობითი: ორ-ი ბავშვ-ის მეხუთე სახლ-ის
მოქმედებითი: ორ-ი ბავშვ-ით მეხუთე სახლ-ით
ვითარებითი: ორ ბავშვ-ად მეხუთე სახლ-ად
წოდებითი: – – – –

სახელობითი: მესამედ-ი ნამცხვარ-ი


მოთხრობითი: მესამედ-მა ნამცხვარ-მა
მიცემითი: მესამედ ნამცხვარ-ს(ა)
ნათესაობითი: მესამედ-ი ნამცხვრ-ის(ა)
მოქმედებითი: მესამედ-ი ნამცხვრ-ით(ა)
ვითარებითი: მესამედ ნამცხვრ-ად
წოდებითი: მესამედ-ო ნამცხვარ-ო

19
რუსუდან ზექალაშვილი
რაოდენობით რიცხვით სახელთან არსებითი სახელი მხოლობითში დაისმის: ორი ბიჭი, სამი მაგიდა,
ათი ვაშლი...
დამოუკიდებლად ნახმარი რიცხვითი სახელი ისე იბრუნვის, როგორც შესაბამისი ფუძის არსებითი
სახელი. ხმოვანფუძიან რიცხვით სახელებს ფუძე ეკვეცებათ ნათესაობითსა და მოქმედებითში.
რაოდენობით რიცხვით სახელებს, ჩვეულებრივ, წოდებითი ბრუნვა და ებიანი მრავლობითი
არა აქვს.
მხ. რიცხვი მრ. რიცხვი
სახელობითი: სამ-ი რვა სამ-ნ-ი რვა-ნ-ი
მოთხრობითი: სამ-მა რვა-მ სამ-თა რვა-თა
მიცემით:ი სამ-ს(ა) რვა-ს(ა) სამ-თა რვა-თა
ნათესაობითი: სამ-ის(ა) რვ-ის(ა) სამ-თა რვა-თა
მოქმედებითი: სამ-ით(ა) რვ-ით(ა) – –
ვითარებითი: სამ-ად(ა) რვა-დ(ა) – –
წოდებითი: – – – –

2.1.5. ნაცვალსახელი
ნაცვალსახელი ჰქვია მეტყველების ნაწილს, რომელიც იხმარება არსებითის, ზედსართავისა და
რიცხვითი სახელების ნაცვლად გარკვეულ შემთხვევაში.
ნაცვალსახელი იმავე კითხვებზე მიუგებს, რაზედაც არსებითი, ზედსართავი და რიცხვითი სახელები:
ვინ? როგორი? რამდენი?
ნაცვალსახელი არსებითისა და გაარსებითებული სხვა მეტყველების ნაწილების ეკვივალენტური
სიტყვაა. მაგალითად, კაცი შემოვიდა, ის იცინოდა. ის ნაცვალსახელია, ცვლის არსებით
სახელს კაცი.
ჭკვიანი ყველა საქმეს კარგად აკეთებს, მას ყველგან აფასებენ. ჭკვიანი ნიშნავს გონიერ პიროვნებას.
აქ ზედსართავი გაარსებითებულია, მას კი – ჭკვიანის შემცვლელი ნაცვალსახელია.
სამნი ქეიფობენ, ისინი მხიარულ ხასიათზე არიან. სამნი ნიშნავს სამ მოქეიფეს. სამნი გაარსებითებული
რიცხვითი სახელია, ისინი კი სამი მოქეიფის შემცვლელი ნაცვალსახელია.
არსებობს ნაცვალსახელთა ათი ჯგუფი: პირის, ჩვენებითი, კითხვითი, კუთვნილებითი, კითხვით-
კუთვნილებითი, მიმართებითი, ურთიერთობითი, განსაზღვრებითი, განუსაზღვრელობითი
და უარყოფითი.
ზოგ ჯგუფს აქვს სპეციფიკური ბრუნება და მრავლობითი რიცხვის წარმოება.

2.1.5.1. ნაცვალსახელის ჯგუფები

ნაცვალსახელი ენაში ცოტაა, მაგრამ მნიშვნელობით მრავალფეროვანია, გამოიყოფა ნაცვალსახელთა


შემდეგი ჯგუფები:
პირის: მე შენ, ის (იგი); ჩვენ, თქვენ, ისინი, თავი.
თავი არსებითი სახელია (მაგ.: თავი დაიბანა), მაგრამ ხშირად ის პირის ნაცვალსახელად არის
გამოყენებული (მაგ.: თავი ისახელა, თავი შეირცხვინა, თავი შეაკლა...).
ჩვენებითი: ეს, ეგ, ის (იგი); ასეთი, ამნაირი, ამისთანა, ამდენი...
კუთვნილებითი: ჩემი, შენი, მისი,თავისი, ჩვენი, თქვენი, მათი...
კითხვითი: ვინ? რა? რომელი? როგორი? რანაირი? რამდენი? სადაური?..
კითხვით-კუთვნილებითი: ვისი? რისი? რისა?
მიმართებითი: ვინც, რაც, რომელიც, როგორიც, რანაირიც, რამდენიც...
უარყოფითი: არავინ, ვერავინ, ნურავინ, არაფერი, ვერაფერი...
განსაზღვრებითი: თვით, თვითონ, თითოეული, ყველა...
განუსაზღვრელობითი: ვიღაც, რაღაც, რომელიღაც; ვინმე, რამე, რომელიმე, რამდენიმე...
ურთიერთობითი: ერთმანეთი, ერთურთი, ერთიმეორე...

2.1.5.1.1. პირის ნაცვალსახელები

პირის ნაცვალსახელებია: მე, შენ, ის, ჩვენ, თქვენ, ისინი.


I და II პირის ნაცვალსახელები

20
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
მე და ჩვენ I პირის ნაცვალსახელებია, შენ და თქვენ – II პირისა.
მე-ს უწოდებს მოსაუბრე თავის თავს, ხოლო ჩვენ სიტყვით იგი თავის თავთან ერთად სხვასაც /
სხვებსაც გულისხმობს, ანუ მეორე პირს – მე და შენ ან მე და თქვენ; ან მესამე პირს – მე და ის ან
მე და ისინი.
შენ ნაცვალსახელით მივმართავთ ერთ პირს, თქვენ სიტყვით კი – რამდენიმეს (ორს ან მეტს).
თქვენ სიტყვით მოსაუბრე მეორე პირთან ერთად სხვასაც / სხვებსაც გულისხმობს, ანუ შენ და ის
ან შენ და ისინი.
თავაზიანი მიმართვისას ერთ პირსაც თქვენობით მივმართავთ.
I და II პირის ნაცვალსახელები ბრუნვათა მიხედვით არ იცვლება, ოღონდ მე-ს ნათესაობითის
მნიშვნელობით ჩემ ენაცვლება (თანდებულის დართვით: ჩემთვის, ჩემგან), ხოლო შენ და
თქვენ ნაცვალსახელებს წოდებითში დასმულ სიტყვასთან ეკვეცება -ნ: შე დალოცვილო! თქვე
დალოცვილებო!
რომელი ბრუნვის მნიშვნელობით არის ნახმარი პირის ნაცვალსახელი, ადვილად გაირკვევა, თუ მას
ბრუნვიან სახელს შევუნაცვლებთ:
სახელობითი ბრუნვის მნიშვნელობით: ჩვენ (ირმები) ენით არ ვლაპარაკობთ (ვაჟა-ფშაველა).
მოთხრობითი ბრუნვის მნიშვნელობით: ჩვენ (ირმებმა) ტყეს შევაფარეთ თავი.
მიცემითი ბრუნვის მნიშვნელობით: ჩვენ (ირმებს) ბევრი მტერი გვყავს.
ნათესაობითი ბრუნვის მნიშვნელობით: ჩვენთვის (ირმებისთვის) ძნელი ასატანია მკაცრი
ზამთარი.
პირველი და მეორე პირის ნაცვალსახელები ბრუნებისას უცვლელია (მხოლოდ პირველი პირის
ნაცვალსახელი იყენებს ნათესაობითში ჩემ- ფორმას). ეს ნაცვალსახელები ნათესაობითის მნიშვნელობით
მხოლოდ თანდებულთან ერთად იხმარება და მათ არ სჭირდებათ -ს ბრუნვის ნიშანი:
ჩემთვის, ჩემგან, ჩემკენ, ჩემ მიერ;
ჩვენთვის, ჩვენგან, ჩვენკენ, ჩვენ მიერ;
შენთვის, შენგან, შენკენ, შენ მიერ;
თქვენთვის, თქვენგან, თქვენკენ, თქვენ მიერ.
რაც შეეხება მესამე პირის ნაცვალსახელებს, ისინი შემდეგნაირად იბრუნვის:
მხ. რ. მრ. რ.
სახელობითი: ის იგი ისი-ნ-ი იგი-ნ-ი
მოთხრობითი: იმა-ნ მა-ნ იმა-თ მა-თ
მიცემითი: იმა-ს მა-ს იმა-თ მა-თ
ნათესაობითი: იმ-ის მ-ის იმა-თ მა-თ
მოქმედებითი: იმ-ით მ-ით – –
ვითარებითი: იმა-დ მა-დ – –
წოდებითი: – – – –

2.1.5.1.2. ჩვენებითი ნაცვალსახელები და მათი ბრუნება


ჩვენებითი ნაცვალსახელებია: ეს, ეგ, ის (იგი); ასეთი, ეგეთი, ისეთი; ამნაირი, მაგნაირი, იმნაირი;
ამისთანა, მაგისთანა, იმისთანა; ამდენი, მაგდენი, იმდენი. ამათგან ბრუნების თვალსაზრისით თავისებურია
ეს, ეგ, ის (იგი), ხოლო დანარჩენი ისევე იბრუნვის, როგორც მსგავსი ფუძის ზედსართავი სახელები.
ეს, ეგ, ის (იგი) ჩვენებითიც არის და მესამე პირის ნაცვალსახელიც. ჩვენებითია მაშინ, როცა არსებითს ახლავს
(ის კაცი, ეს საქმე, ეგ წიგნი), ხოლო პირისაა, როცა ზმნას უკავშირდება (ის მოვიდა, იგი წავიდა, ეგ გააკეთებს).
ეს გვიჩვენებს ჩემთან (1-ელ პირთან) მყოფს, აქ მყოფს.
ეგ გვიჩვენებს შენთან (მე-2 პირთან) მყოფს, მანდ მყოფს.
ის და იგი სინონიმებია და გვიჩვენებენ იქ (1-ლი და მე-2 პირებისგან მოშორებით) მყოფს.
არსებით სახელთან ჩვენებითი ნაცვალსახელი ორი ფორმით იხმარება: სახელობითში დასმულ
არსებითთან გვაქვს ეს, ეგ, ის, ხოლო დანარჩენ ბრუნვებში, ორივე რიცხვში – ამ, მაგ, იმ.
ჩვენებით ნაცვალსახელთა ბრუნება მხოლობითში მდგარ არსებითთან ერთად
სახელობითი: ეს სახლ-ი ეგ ყვავილ-ი ის სკოლა
მოთხრობითი: ამ სახლ-მა მაგ ყვავილ-მა იმ სკოლა-მ
მიცემითი: ამ სახლ-ს მაგ ყვავილ-ს იმ სკოლა-ს
ნათესაობითი: ამ სახლ-ის მაგ ყვავილ-ის იმ სკოლ-ის

21
რუსუდან ზექალაშვილი

მოქმედებითი: ამ სახლ-ით მაგ ყვავილ-ით იმ სკოლ-ით


ვითარებითი: ამ სახლ-ად მაგ ყვავილ-ად იმ სკოლა-დ
წოდებითი: – – –

სახელობითი: ეს სახლ-ებ-ი ეგ ყვავილ-ებ-ი ის სკოლ-ებ-ი


მოთხრობითი: ამ სახლ-ებ-მა მაგ ყვავილ-ებ-მა იმ სკოლ-ებ-მა
მიცემითი: ამ სახლ-ებ-ს მაგ ყვავილ-ებ-ს იმ სკოლ-ებ-ს
ნათესაობითი: ამ სახლ-ებ-ის მაგ ყვავილ-ებ-ის იმ სკოლ-ებ-ის
მოქმედებითი: ამ სახლ-ებ-ით მაგ ყვავილ-ებ-ით იმ სკოლ-ებ-ით
ვითარებითი: ამ სახლ-ებ-ად მაგ ყვავილ-ებ-ად იმ სკოლ-ებ-ად
წოდებითი: – – –

2.1.5.1.3. კითხვითი ნაცვალსახელები და მათი ბრუნება


კითხვითი ნაცვალსახელებია: ვინ? რა? რომელი? როგორი? რანაირი? რამდენი? სადაური?
როდინდელი? ვისი? რისი? რისა? ამათგან სამი – ვისი? რისი? რისა? – კითხვასთან ერთად კუთვნილებასაც
გამოხატავს, რის გამოც მათ კითხვით-კუთვნილებითს უწოდებენ.
კითხვით ნაცვალსახელთაგან ბრუნების დროს თავისებურებას იჩენს ვინ და რა.
ვინ ნაცვალსახელს ორი ფორმა აქვს ოთხი ბრუნვისათვის: ვინ – სახელობითსა და მოთხრობითში, ვის
– მიცემითსა და ნათესაობითში. მას არ აქვს მრავლობითი.
მხ.რ. მრ. რ.
სახელობითი: ვი-ნ რა რა-ებ-ი
მოთხრობითი: ვი-ნ რა-მ რა-ებ-მა
მიცემითი: ვი-ს რა-ს რა-ებ-ს
ნათესაობითი: ვი-ს(ი) რ-ის(ი) რა-ებ-ის
მოქმედებითი: (ვის-ით) რ-ით რა-ებ-ით
ვითარებითი: (ვის-ად) რ-ად რა-ებ-ად
წოდებითი: – – –
როგორი კითხვითი ნაცვალსახელის ბრუნება ცალკე:
მხ.რ. მრ.რ.
სახელობითი: როგორ-ი როგორ-ებ-ი
მოთხრობითი: როგორ-მა როგორ-ებ-მა
მიცემითი: როგორ-ს როგორ-ებ-ს
ნათესაობითი: როგორ-ის როგორ-ებ-ის
მოქმედებითი: როგორ-ით როგორ-ებ-ით
ვითარებითი: როგორ-ად როგორ-ებ-ად
წოდებითი: – –
როგორი კითხვითი ნაცვალსახელის ბრუნება არსებითთან ერთად:
მხ. რ. მრ. რ.
სახელობითი: როგორ-ი ადამიან-ი როგორ-ი ადამიან-ებ-ი
მოთხრობითი: როგორ-მა ადამიან-მა როგორ-მა ადამიან-ებ-მა
მიცემითი: როგორ ადამიან-ს როგორ ადამიან-ებ-ს
ნათესაობითი: როგორ-ი ადამიან-ის როგორ-ი ადამიან-ებ-ის
მოქმედებითი: როგორ-ი ადამიან-ით როგორ-ი ადამიან-ებ-ით
ვითარებითი: როგორ ადამიან-ად როგორ ადამიან-ებ-ად
წოდებითი: (როგორ-ო ადამიან-ო) (როგორ-ო ადამიან-ებ-ო)
ნაცვალსახელთან რამდენი არსებითი სახელი მხოლობით რიცხვში დგას: რამდენი ბავშვი მოვიდა?
რამდენი წიგნი გჭირდება?

22
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
2.1.5.1.4. კუთვნილებითი ნაცვალსახელები და მათი ბრუნება
კუთვნილებითი ნაცვალსახელებია: ჩემი, შენი, მისი (ამისი, იმისი), ჩვენი, თქვენი, მათი (ამათი, იმათი),
თავისი. ჩემი და ჩვენი პირველი პირის კუთვნილებას გამოხატავს, შენი და თქვენი – მეორე პირისას,
დანარჩენები – მესამე პირისას.
კუთვნილებით ნაცვალსახელთა ბრუნება არ განსხვავდება თანხმოვანფუძიან ზედსართავთა ბრუნებისაგან.
ჩემი და ჩვენი შვიდივე ბრუნვის ფორმით იხმარება, დანარჩენებს წოდებითის ფორმა არ გააჩნიათ.
კუთვნილებით ნაცვალსახელებს მიცემითსა და ვითარებითში -ს უნდა დაერთოს: ჩემ-ს (შენ-ს, ჩვენ-ს,
თქვენ-ს, მათ-ს) მეგობარ-ს.
სახელობითი: ჩემ-ი შვილ-ი ჩემ-ი შვილ-ებ-ი თქვენ-ი სკოლა თქვენ-ი სკოლ-ებ-ი
მოთხრობითი: ჩემ-მა შვილ-მა ჩემ-მა შვილ-ებ-მა თქვენ-მა სკოლა-მ თქვენ-მა სკოლ-ებ-მა
მიცემითი: ჩემ-ს შვილ-ს ჩემ-ს შვილ-ებ-ს თქვენ-ს სკოლა-ს თქვენ-ს სკოლ-ებ-ს
ნათესაობითი: ჩემ-ი შვილ-ის ჩემ-ი შვილ-ებ-ის თქვენ-ი სკოლ-ის თქვენ-ი სკოლ-ებ-ის
მოქმედებითი: ჩემ-ი შვილ-ით ჩემ-ი შვილ-ებ-ით თქვენ-ი სკოლ-ით თქვენ-ი სკოლ-ებ-ით
ვითარებითი: ჩემ-ს შვილ-ად ჩემ-ს შვილ-ებ-ად თქვენ-ს სკოლა-დ თქვენ-ს სკოლ-ებ-ად
წოდებითი: ჩემ-ო შვილ-ო ჩემ-ო შვილ-ებ-ო – –

სახელობითი: მის-ი შვილ-ი მის-ი შვილ-ებ-ი მათ-ი სკოლა მათ-ი სკოლ-ებ-ი


მოთხრობითი: მის-მა შვილ-მა მის-მა შვილ-ებ-მა მათ-მა სკოლა-მ მათ-მა სკოლ-ებ-მა
მიცემითი: მის შვილ-ს მის შვილ-ებ-ს მათ-ს სკოლა-ს მათ-ს სკოლ-ებ-ს
ნათესაობითი: მის-ი შვილ-ის მის-ი შვილ-ებ-ის მათ-ი სკოლ-ის მათ-ი სკოლ-ებ-ის
მოქმედებითი: მის-ი შვილ-ით მის-ი შვილ-ებ-ით მათ-ი სკოლ-ით მათ-ი სკოლ-ებ-ით
ვითარებითი: მის შვილ-ად მის შვილ-ებ-ად მათ-ს სკოლა-დ მათ-ს სკოლ-ებ-ად
წოდებითი: – – – –

2.1.5.1.5. მიმართებითი ნაცვალსახელები


მიმართებითი ნაცვალსახელებია: ვინც, რაც, რომელიც, როგორიც, რანაირიც, რამდენიც, ვისიც,
რისაც, სადაურიც, როდინდელიც.
მიმართებითი ნაცვალსახელები იწარმოება კითხვითი ნაცვალსახელებისაგან -ც (-ცა) ნაწილაკის
დართვით. მაგ.: ვინ, რა, რომელი კითხვითი ნაცვალსახელებია, ვინც, რაც, რომელიც – მათგან ნაწარმოები
მიმართებითი ნაცვალსახელები.
მიმართებითი ნაცვალსახელი აერთებს ერთ წინადადებას მეორესთან:
შემცდარია, ვინც გულს იტეხს.
გადაცემის სტუმარია კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს.

2.1.5.1.6. უარყოფითი ნაცვალსახელები


უარყოფითი ნაცვალსახელებია: არავინ, ვერავინ, ნურავინ, ნუვინ; აღარავინ, ვეღარავინ,
ნუღარავინ; არაფერი, ვერაფერი, ნურაფერი; აღარაფერი, ვეღარაფერი, ნუღარაფერი; არავითარი,
ვერავითარი…
სახელობითი: არავი-ნ არაფერ-ი
მოთხრობითი: არავი-ნ არაფერ-მა
მიცემითი: არავი-ს არაფერ-ს
ნათესაობითი: არავი-ს(ი) არაფრ-ის
მოქმედებითი: – არაფრ-ით
ვითარებითი: – არაფრ-ად
წოდებითი: – –

2.1.5.1.7. განსაზღვრებითი ნაცვალსახელები


განსაზღვრებითი ნაცვალსახელებია: თვით, თვითონ, თითოეული, ყოველი, ყველა, თავად, სხვა.
თვით და თვითონ უბრუნველი ნაცვალსახელებია. თავისებურებას იჩენს ნაცვალსახელი ყველა,
რომელიც დამოუკიდებლადაც იხმარება და არსებითთანაც: ყველა ბუზი ბზუისო, ფუტკართან ყველა

23
რუსუდან ზექალაშვილი
ტყუისო (ანდ.). ამ წინადადებაში ყველა ორჯერ არის ნახმარი. პირველად ის სახელს ახლავს და
განსაზღვრებაა, მეორედ დამოუკიდებლად არის ნახმარი, ზმნას უკავშირდება და ქვემდებარეა.
ნაცვალსახელი ყველა უკვეცელია. არ აქვს ვითარებითი ბრუნვის ფორმა. მრავლობითში მხოლოდ
ნარიანი სახელობითი ეწარმოება (ყველა-ნ-ი) და ზმნაც მრავლობით რიცხვში შეეწყობა (ყველანი
მოგროვდნენ).
ცალკე არსებით სახელთან
მდგომი ერთად
სახელობითი: ყველა ყველა მოსწავლე
მოთხრობითი: ყველა-მ ყველა მოსწავლე-მ
მიცემითი: ყველა-ს ყველა მოსწავლე-ს
ნათესაობითი: ყველა-ს(ი) ყველა მოსწავლ-ის
მოქმედებითი: ყველა-თი ყველა მოსწავლ-ით
ვითარებითი: (ყველა-დ) ყველა მოსწავლე-დ
წოდებითი: – –

2.1.5.1.8. განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელები


განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელებია: ვიღაც, რაღაც, რომელიღაც; ვინმე, რამე, რომელიმე,
რამდენიმე; კაცი, ერთი, ზოგი (ზოგიერთი).
განუსაზღვრელობით ნაცვალსახელთა უმეტესობა ნაწარმოებია კითხვითი ნაცვალსახელებისაგან
-ღაც(ა) ან -მე ნაწილაკის დართვით.
კაცი არსებითი სახელია, ერთი – რიცხვითი, მაგრამ ზოგჯერ ეს სიტყვები განუსაზღვრელობითი
ნაცვალსახელებია:
მაგას კაცმა პასუხი უნდა მოსთხოვოს. აქ კაცმა მნიშვნელობით იგივეა, რაც ვინმემ, ვიღაცამ. იყო
ერთი მდიდარი კაცი. ერთი აქ ვიღაც ნაცვალსახელის მნიშვნელობით არის ნახმარი. მაშასადამე, კაცი და
ერთი დასახელებულ მაგალითებში განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელებია.
-მე და -ღაცა ნაწილაკები ნაცვალსახელებს ერთვის და ბრუნვის ნიშნები მათ მოსდევს.
განუსაზღვრელობით ნაცვალსახელებს ებიანი მრავლობითიც ეწარმოებათ: ვინმე-ებ-ი, ვინმე-ებ-მა,
ვინმე-ებ-ს... რამე-ებ-ი, რამე-ებ-მა, რამე-ებ-ს... ვიღაც-ებ-ი, ვიღაც-ებ-მა, ვიღაც-ებ-ს... რაღაც-ებ-ი,
რაღაც-ებ-მა, რაღაც-ებ-ს...
ეს ნაცვალსახელები გაორკეცებითაც იხმარება და დეფისით იწერება: ვიღაც-ვიღაცები, რაღაც-რაღაცები.
რომელიმე და რამდენიმე ისევე იბრუნვის, როგორც ვინმე, ოღონდ მათ მრავლობითი არა აქვთ. ამ
ნაცვალსახელებთან არსებითი სახელი მხოლობითში დაისმის. მაგ.: რომელიმე ამხანაგი, რამდენიმე ბავშვი.
არსებითთან ბრუნებისას განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელები უცვლელია: ვიღაც კაცი, ვიღაც
კაცმა... რაღაც ამბავი, რაღაც ამბავმა... რომელიღაც ფრინველი, რომელიღაც ფრინველმა...

2.1.5.1.9. -ვე ნაწილაკიანი ნაცვალსახელების ბრუნება


-ვე ნაწილაკიან სიტყვათაგან შეცდომები გვხვდება იგივე და ერთი და იგივე ნაცვალსახელთა
ხმარებისას. უნდა გვახსოვდეს, რომ იგივე ნაცვალსახელს -ვე ნაწილაკი ბრუნვის ფორმაზე ერთვის,
ხოლო ერთი და იგივე ნაცვალსახელის ბრუნებისას -ვე ნაწილაკი ფუძეზე დაერთვის ბრუნვის ნიშნის წინ.
ცალკე გამოყენებისას ერთი და იგივე ნაცვალსახელის ორივე ნაწილი იცვლება.
სწორია: იმავემ, იმავეს, იმავეთი, იმავედ.
სახელობითი: იგივე ერთი და იგივე
მოთხრობითი: იმანვე / მანვე ერთმა და იმავემ
მიცემითი: იმასვე / მასვე ერთსა და იმავეს // ერთ და იმავეს
ნათესაობითი: იმისვე / მისვე ერთისა და იმავესი // ერთი და იმავესი
მოქმედებითი: იმითვე / მითვე ერთითა და იმავეთი // ერთი და იმავეთი
ვითარებითი: იმადვე / მადვე ერთსა და იმავედ // ერთ და იმავედ
წოდებითი: – –

სახელობითი: იგივე ადამიანი ერთი და იგივე ადამიანი


მოთხრობითი: იმავე ადამიანმა ერთმა და იმავე ადამიანმა

24
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"

ერთსა და იმავე ადამიანს // ერთ და


მიცემითი: იმავე ადამიანს
იმავე ადამიანს
ერთისა და იმავე ადამიანის // ერთი და
ნათესაობითი: იმავე ადამიანის
იმავე ადამიანის
ერთითა და იმავე ადამიანით // ერთი
მოქმედებითი: იმავე ადამიანით
და იმავე ადამიანით
ერთსა და იმავე ადამიანად // ერთ და
ვითარებითი: იმავე ადამიანად
იმავე ადამიანად
წოდებითი: – –

2.1.6. ზმნა
ზმნა ჰქვია მეტყველების ნაწილს, რომელიც გამოხატავს საგნის მოქმედებას ან მდგომარეობას.
მაგ.: მღერის გამოხატავს მოქმედებას, ზის – მდგომარეობას.
ზმნა ფორმაცვალებადი მეტყველების ნაწილია. იგი იცვლება პირისა და რიცხვის მიხედვით.
მაგ.: ვმღერი (მე), მღერი (შენ), მღერის (ის), ვმღერით (ჩვენ), მღერით (თქვენ), მღერიან (ისინი) – ერთი
ზმნის სხვადასხვა პირისა და რიცხვის ფორმებია.
სახელებისგან განსხვავებით (რომელთაც მხოლოდ ორი კატეგორია აქვთ), ზმნას მრავალი კატეგორია აქვს:
პირი, რიცხვი, დრო, კილო, ჯერობა, მწკრივი, გეზი, ორიენტაცია, ასპექტი, გვარი, ქცევა, კონტაქტი და სხვა.

2.1.6.1. პირველადი და ნასახელარი ზმნები


ზმნა ან პირველადია ან ნასახელარი.
პირველადია ზმნა, რომელიც არ არის ნაწარმოები სხვა მეტყველების ნაწილისაგან. ასეთი ზმნებია:
დგას, წერს, ჭრის, ტეხს, ხტის, აქებს, აღებს...
ნასახელარია ზმნა, რომელიც ნაწარმოებია რომელიმე სახელისაგან: ასახლებს და სახლდება
(არსებითი სახელისაგან სახლ-ი), ათეთრებს და თეთრდება (ზედსართავი სახელისაგან თეთრ-ი), უორდება
(რიცხვითი სახელისაგან ორ-ი), იჩემებს (ნაცვალსახელისაგან ჩემ-ი).

2.1.6.2. ზმნის გრამატიკული კატეგორიები


ქართულ ენაში მეტყველების ნაწილთა შორის ზმნა ყველაზე რთული და მრავალფეროვანია. მას ბევრი
გრამატიკული კატეგორია აქვს. ზმნის ერთ ფორმას შეუძლია აღნიშნოს მოქმედების ჩამდენი, სამოქმედო
ობიექტი, დრო, კილო, მოქმედების დასრულებულობა, ადგილი ან მიმართულება, ვისთვისაა განკუთვნილი
ეს მოქმედება, სუბიექტის აქტიურობა ან პასიურობა და სხვა. ზმნას აქვს შემდეგი კატეგორიები: პირი,
რიცხვი, დრო, კილო, ასპექტი, გვარი, ქცევა, კონტაქტი...

2.1.6.2.1. გრამატიკული პირი და რიცხვი


პირი არის ზმნის კატეგორია, რომელიც აღნიშნავს სუბიექტის (ან ობიექტის) დამოკიდებულებას
მოლაპარაკე პირთან. ამის მიხედვით გვაქვს სამი პირი: პირველი, მეორე და მესამე. მაგ.: ვიზრდები
(მე), ვიზრდებით (ჩვენ) პირველი პირის ფორმებია, იზრდები (შენ), იზრდებით (თქვენ) – მეორე პირისა,
იზრდება (ის), იზრდებიან (ისინი) – მესამე პირისა.
პირი შეიძლება იყოს მხოლობითში ან მრავლობითში. მხოლობითშია პირი, რომელიც გულისხმობს
ერთ საგანს: ვმღერი (მე), მღერი (შენ), მღერის (ის). მრავლობითშია პირი, რომელიც გულისხმობს ერთზე
მეტ საგანს: ვმღერით (ჩვენ), მღერით (თქვენ), მღერიან (ისინი).
პირი არის ზმნის კატეგორია, რომელიც გამოხატავს სუბიექტის ან ობიექტის დამოკიდებულებას
მოსაუბრე პირთან: თუ სუბიექტი ან ობიექტი მოსაუბრეა, ის, შესაბამისად, იქნება ან სუბიექტური
პირველი პირი (ვწერ მე), ან ობიექტური პირველი პირი (მწერს მე); ვისაც მიმართავენ, სუბიექტია ან
ობიექტი, შესაბამისად, როგორც გრამატიკული პირი, ის იქნება სუბიექტური მეორე (ხარ შენ, მოხვალ
შენ) ან ობიექტური მეორე პირი (ჩაგწერა შენ); სუბიექტური ან ობიექტური მესამე პირი დიალოგში არ
მონაწილეობს (წერს ის მას; სწერს ის მას მას).

2.1.6.2.1.1. პირთა რაოდენობა ზმნის ერთ ფორმაში


ზმნები პირთა რაოდენობის მიხედვით სამგვარია: ერთპირიანი, ორპირიანი და სამპირიანი. ერთპირიან
ზმნას ერთი პირის გაგება აქვს, ორპირიანს – ორისა, სამპირიანს – სამისა.
ზმნის ფორმაში პირთა რაოდენობის გამოსარკვევად ამ ზმნას უნდა შევუწყოთ პირის ნაცვალსახელები
უთანდებულოდ: მე, შენ, ის, იგი, ჩვენ, თქვენ, ისინი, მან, მას, მათ... რამდენი პირიც შეეწყობა ზმნას,

25
რუსუდან ზექალაშვილი
იმდენპირიანი იქნება ის. მაგ.: დაიმალა, დამალა და დაუმალა ზმნებს რომ აღნიშნული ნაცვალსახელები
შევუწყოთ, მივიღებთ: დაიმალა იგი / ის, დამალა მან იგი / ის, დაუმალა მან მას იგი / ის. პირველ ზმნას
ერთი პირის ნაცალსახელი შეეწყო, მეორეს – ორი, მესამეს – სამი. შესაბამისად, დაიმალა ერთპირიანი
ზმნა ყოფილა, დამალა – ორპირიანი, დაუმალა კი – სამპირიანი.

2.1.6.2.1.2. სუბიექტური და ობიექტური პირი


გრამატიკული პირი ორგვარია: სუბიექტური და ობიექტური. მაგ.: გხატავ (მე შენ) ორპირიანი ზმნაა.
პირველი პირი მოქმედია (გხატავ მე), მეორე კი პირველი პირის სამოქმედო საგანია (გხატავ შენ). მოქმედ
პირს სუბიექტური ჰქვია, სამოქმედოს – ობიექტური.
სუბიექტური პირი არის მოქმედების ინიციატორი.
ერთპირიან ზმნაში წამოდგენილია მხოლოდ სუბიექტური პირი (პირველი, მეორე ან მესამე): ვდგები
მე, დგები შენ, დგება ის.
ორპირიან ზმნაში ერთი პირი სუბიექტურია, მეორე – ობიექტური. მაგ.: გხატავ ფორმაში პირველი
პირი (მე) სუბიექტურია, მეორე (შენ) – ობიექტური.
სამპირიან ზმნაში ერთი პირი სუბიექტურია, ორი – ობიექტური. მაგ.: დაგიხატე (მე შენ ის) ფორმაში
პირველი პირი (მე) სუბიექტურია, მეორე (შენ) და მესამე (ის) – ობიექტური. დამიხატე (შენ მე ის): მეორე
პირი (შენ) სუბიექტურია, პირველი (მე) და მესამე (ის) – ობიექტური. დაუხატა (მან მას ის): სამივე პირი
მესამეა. ამათგან ერთი (მან) სუბიექტურია, ორი (მას, ის) – ობიექტური.

2.1.6.2.1.3. ობიექტური პირები


ობიექტური პირი ორგვარია: პირდაპირი და ირიბი.
პირდაპირობიექტური პირი სამოქმედო პირია: "მან სარკე გატეხა".
ვისთვისაც ან რისთვისაც (ან ვის სასარგებლოდ ან საზიანოდ) ხდება მოქმედება, ის ირიბობიექტური
პირია: "მან მეზობელს სარკე გაუტეხა".
"მან" საკუთარი ინიციატივით მოქმედებს და სუბიექტია (სუბიექტ-ინიციატორი); "მეზობელს", ვის
საზიანოდაც იმოქმედა სუბიექტმა, ირიბი ობიექტია. "სარკე", რაზეც იმოქმედა სუბიექტმა, პირდაპირი
ობიექტია. სამპირიან ზმნაში ორივე ობიექტია, ორპირიანში – ერთ-ერთი (პირდაპირი ან ირიბი).
პირდაპირია ობიექტი, თუ ობიექტური პირის ფარდი სახელი ზმნას კითხვაზე – რა ქნა? (შესაბამისად:
რა ვქენი? რა ქენი?) – სახელობითის ფორმით ეწყობა. ირიბია ობიექტი, თუ ასეთი სახელი მიცემითშია.
მაგ.: ვაქებ (მე მას) და ვეფერები (მე მას) ორპირიანი ზმნებია. პირველი პირი ორივე ზმნაში სუბიექტურია,
მესამე – ობიექტური, მაგრამ როგორი – პირდაპირი თუ ირიბი?
თუ დავსვამთ კითხვას: რა ვქენი? პასუხი იქნება: ვაქე ის (ბავშვ-ი), მოვეფერე მას (ბავშვ-ს). ობიექტური
პირის ფარდი სახელი პირველ ზმნას სახელობითში (ბავშვ-ი) შეეწყო, მეორესთან კვლავ მიცემითშია
(ბავშვ-ს). ე.ი. ობიექტური პირი ვაქებ ზმნასთან პირდაპირი ყოფილა, ვეფერები ზმნასთან კი – ირიბი.
თუ ზმნას ორი ობიექტი აქვს და ერთი მიცემით ბრუნვაში დგას, ხოლო მეორე – სახელობით ბრუნვაში,
პირველი არის ირიბი ობიექტი, მეორე – პირდაპირი ობიექტი. როცა ორივე ობიექტი მიცემით ბრუნვაშია,
მაგალითად, ბებია შვილიშვილს ქუდს უქსოვს, სამოქმედო (ქუდს) იქნება პირდაპირი ობიექტი; ვისთვისაც
ხდება მოქმედება (შვილიშვილს) – იქნება ირიბი ობიექტი.
ფორმის მიხედვით რომ გამოვიცნოთ ობიექტები, საჭიროა ზმნა "რა ქნა?" კითხვის საპასუხო ფორმით
წარმოვადგინოთ: "რა ქნა ბებიამ?" "ბებიამ შვილიშვილს ქუდი მოუქსოვა". "ქუდი" პირდაპირი ობიექტია,
რადგან სახელობით ბრუნვაში დადგა, "შვილიშვილს" კი ირიბი ობიექტია.

2.1.6.2.1.4. ზმნის პირისა და რიცხვის ნიშნები


სუბიექტურ პირს ზმნის ფორმაში თავისი ნიშანი აქვს, ობიექტურს – თავისი. მაგ.: პირველი პირი ვხატავ
ფორმაში სუბიექტურია, მხატავ ფორმაში – ობიექტური. სუბიექტურ პირს ვ- თავსართი გამოხატავს,
ობიექტურს – მ-. უღლების დროს პირის ნიშნები დაერთვის ზმნის ფუძეს (ზმნის ნაწილს, რომელსაც
ჩამოშორებული აქვს პირისა და რიცხვის ნიშნები, ზმნის ფუძე ჰქვია). მაგ.: ვაქებთ ზმნის ფუძეა აქებ,
ვიმღეროთ ზმნისა – იმღერო, ვხატავდეთ ზმნისა – ხატავდე.
სუბიექტური პირის ნიშნები პირველსა და მეორე პირში თავსართებია, მესამე პირში –ბოლოსართები.
ზოგიერთ ზმნასთან სუბიექტი გამოხატულია ობიექტის ნიშნით და ობიექტი – სუბიექტური პირის
ნიშნით. ამას პირის ნიშანთა ფუნქციების შებრუნებას უწოდებენ. ასეთი ზმნებია: მ-ყავ-ს, მ-აქვ-ს,
მ-იყვარ-ს, მო-მ-წონ-ს, მ-ინდ-ა, მ-სურ-ს, მ-ქვი-ა და სხვა.

2.1.6.2.1.4.1. პირველი სუბიექტური პირის ნიშანი


პირველი სუბიექტური პირის ნიშანი ორივე რიცხვში ვ- თავსართია, მრავლობით რიცხვში კი -თ
ბოლოსართი გამოხატავს. მაგ.: ვ-მღერი – ვ-მღერი-თ, ვ-წერ – ვ-წერ-თ, ვ-ხატავდი – ვ-ხატავდი-თ.

26
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
თუ ზმნის ფორმას შეესაბამება როგორც სუბიექტური პირველი პირი, ისევე ობიექტური მეორე პირი,
ზმნის ფორმაში პირის ნიშნით წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ობიექტური მეორე პირი (“მე გ-ხატავ
შენ”), სუბიექტური პირის ნიშანი კი – არა. შდრ.: ის გ-ხატავ-ს შენ (გ-ხატავ-ს ფორმაში წარმოდგენილია
როგორც ობიექტის, ისე სუბიექტის ნიშანი).

2.1.6.2.1.4.2. მეორე სუბიექტური პირის ნიშანი


მეორე სუბიექტურ პირს ნიშანი არ აქვს. მხოლოდ ორიოდე ზმნაში გვხვდება ხ- თავსართი,
მრავლობით რიცხვს კი -თ ბოლოსართი გამოხატავს. მაგ.: ხ-არ – ხ-არ-თ, მო-ხ-ვალ – მო-ხ-ვალ-თ,
მო-ხ-ვედი – მო-ხ-ვედი-თ.

2.1.6.2.1.4.3. მესამე სუბიექტური პირის ნიშნები


მესამე სუბიექტური პირის ნიშნები მხოლობითში არის: -ს, -ა, -ო ბოლოსართები, მრავლობითში
კი – -ენ, -ან, -ნენ, -ნ, -ეს. მაგ., აქებ-ს, აქებდ-ა, აქ-ო, აქებ-ენ, მღერი-ან, მღეროდ-ნენ, იმღერ-ეს,
იმღერო-ნ.
სუბიექტური მესამე პირის ნიშანი -ს იკარგება ობიექტური პირის მრავლობითი რიცხვის -თ სუფიქსის
წინ: გაქებ-თ (< გაქებსთ).
სუბიექტური პირის ნიშნები
პირები მხ. რ. მრ. რ.
I ვ- ვ–თ
II ხ- ხ–თ
III -ს, -ა, -ო -ნ, -ან, -ენ, -ნენ, -ეს

2.1.6.2.1.5. ობიექტური პირისა და რიცხვის ნიშნები


სამივე ობიექტური პირის ნიშნები თავსართებია. პირდაპირსა და ირიბ ობიექტურ პირებს პირველსა
და მეორე პირებში ერთნაირი ნიშნები აქვთ, მესამე პირში კი მათ შორის განსხვავებაა: ირიბს აქვს ნიშანი,
პირდაპირს – არა.

2.1.6.2.1.5.1. პირველი ობიექტური პირის ნიშანი


პირველი ობიექტური პირის ნიშანი მხოლობითში არის მ-, მრავლობითში – გვ-.
ობიექტური პირი პირდაპირია: მ-ნახა (მე), გვ-ნახა (ჩვენ), მ-ხატავს (მე), გვ-ხატავს (ჩვენ).
ობიექტური პირი ირიბია: მ-ესალმება (მე), გვ-ესალმება (ჩვენ), მ-კითხა (მე), გვ-კითხა (ჩვენ).

2.1.6.2.1.5.2. მეორე ობიექტური პირის ნიშანი


მეორე ობიექტური პირის ნიშანი ორივე რიცხვში არის გ- თავსართი, მრავლობით რიცხვში კი -თ
ბოლოსართი ემატება. მაგ.: ობიექტური პირი პირდაპირია: გ-ნახა (შენ), გ-ნახა-თ (თქვენ); გ-ხატავს (შენ),
გ-ხატავ-თ (ის თქვენ, ან: მე თქვენ). ობიექტური პირი ირიბია: გ-ესალმება (შენ), გ-ესალმება-თ (თქვენ);
გ-წერს (შენ), გ-წერ-თ (ის თქვენ, ან: მე თქვენ).
თუ სუბიექტური პირი მრავლობითშია და ეს ზმნაში აფიქსით არის გამოხატული, მეორე ობიექტური
პირის მრავლობითობა ზმნის ფორმაში აღარ აღინიშნება. როცა ვამბობთ გ-ხატავ-თ მე თქვენ, ან ის
თქვენ, -თ მეორე ობიექტური პირის მრავლობითობას გამოხატავს; მაგრამ თუ ეს ფორმა გულისხმობს
პირველ სუბიექტურ პირს მრავლობითში (გ-ხატავ-თ ჩვენ შენ; ან: გ-ხატავ-თ ჩვენ თქვენ), მაშინ -თ
სუბიექტური პირის მრავლობითის ნიშანია და მეორე ობიექტური პირის მრავლობითობა ზმნის ფორმაში
აღარ აღინიშნება.

2.1.6.2.1.5.3. მესამე ობიექტური პირის ნიშანი


მესამე ობიექტურ პირს, თუ ის პირდაპირია, ნიშანი არ უნდა; თუ ირიბია და ზმნის ფუძე თანხმოვნით
იწყება, ჰ- ან ს- თავსართი ექნება ორივე რიცხვში:
ს- იხმარება ცხრა თანხმოვნის წინ (დ, ტ, თ, ძ, წ, ც, ჯ, ჭ, ჩ): მი-ს-დევს, მო-ს-ტყდა, ს-თხოვს, მო-ს-
ძახის, მი-ს-წერა, მო-ს-ცილდა, მო-ს-ჭიდა, ს-ჯობს, შე-ს-ჩივლა.
ჰ-, ჩვეულებრივ, შვიდი თანხმოვნის წინ იხმარება (ბ, პ, ფ, გ, კ, ქ, ყ): მი-ჰ-ბაძა, მო-ჰ-პარა, მო-ჰ-ფინა,
მო-ჰ-გვარა, ჰ-კითხა, მი-ჰ-ყვება, ჰ-ქვია.
მესამე ირიბი ობიექტის მრავლობითობა ზოგჯერ -თ ბოლოსართით არის გამოხატული: ახალგაზრდებს
გული აუჩუყდათ.

27
რუსუდან ზექალაშვილი
ორ- და სამპირიან ზმნებში ერთდროულად შეიძლება იყოს ორი პირის ნიშანი: მ-ხატავ-ს, მ-ესალმებ-ა,
მო-მ-წერ-ს, გა-გვ-იკეთ-ა.
ზოგიერთი ორპირიანი ზმნა ერთპირიანად არის ქცეული, პირის ნიშანი კი ორი აქვს შერჩენილი.
ასეთებია: მ-ძინავ-ს, მ-ღვიძავ-ს, მ-ეძინებ-ა და სხვა. დაკარგულია მესამე პირი, თუმცა მისი ნიშანი
ზმნის ფორმებში მაინც არის.
ობიექტური პირის ნიშნები
პირები მხ. რ. მრ. რ.
I მ- გვ-
II გ- გ–თ
III პირ. ობ. Ø- Ø-
ირ. ობ. ჰ-, ს-, Ø- ჰ-, ს-, Ø – თ

2.1.6.2.1.6. ზმნის რთული ფორმები და მეშველი ზმნა


ზმნის ფორმა მარტივია ან რთული. მაგ., მარტივია მიდის, მირბის, მაგრამ რთულია ამავე ზმნების
პირველი და მეორე პირის ფორმები: მივდივარ, მიდიხარ, მივრბივარ, მირბიხარ. ზოგიერთი ზმნა
რთულია სამივე პირში: გავზრდილიყავი, გაზრდილიყავი, გაზრდილიყო.
რთულ ფორმებში ხშირად პირველი სუბიექტური პირი ორმაგად არის აღნიშნული: მივდივარ, ვზივარ,
წავსულვარ...
რთული ფორმების მაწარმოებელ ზმნას მეშველი ჰქვია. ასეთი ზმნებია: ვარ, ხარ, იყავი, იყო, არის,
ვართ, ხართ, იყავით, იყოთ. მაგ.: გავზრდილვარ, გაზრდილხარ, გავზრდილიყავი, გავზრდილიყო.

2.1.6.2.2. გარდამავალი და გარდაუვალი ზმნები


ისეთ ზმნას, რომელიც პირდაპირობიექტურ პირს შეიცავს, გარდამავალი ჰქვია; თუ ასეთ პირს არ
შეიცავს – გარდაუვალი. ერთპირიან ზმნაში მარტო სუბიექტური პირია. მაშასადამე, ერთპირიანი ზმნები
გარდაუვალია. სამპირიანში ერთ-ერთი პირი ყოველთვის პირდაპირობიექტურია, ამიტომ სამპირიანი
ზმნა ყოველთვის გარდამავალია. ორპირიან ზმნაში კი გვაქვს სუბიექტური და ერთ-ერთი ობიექტური
პირი: პირდაპირი ან ირიბი. შესაბამისად, ორპირიანი ზმნა ან გარდამავალია (თუ ობიექტური პირი
პირდაპირია), ან გარდაუვალი (თუ ობიექტური პირი ირიბია).

2.1.6.2.3. ზმნისწინი. ზმნისწინის რაობა და ჯგუფები


ზმნისწინი ზმნას თავში დაერთვის და მას ან გრამატიკულ მნიშვნელობას უცვლის, ან ლექსიკურს.
გრამატიკაში განსახილველია მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც ზმნისწინი დაკავშირებულია
გრამატიკულ მნიშვნელობასთან. მაგ., ვხატავ, ხატავ, ხატავს ფორმებს შეიძლება თავში დაერთოს
სხვადასხვა ზმნისწინი: და-, ჩა-, გადა-, გადმო-: და-ვხატავ, და-ხატავ, და-ხატავს; გადა-ვხატავ, გადა-
ხატავ, გადა-ხატავს და ა.შ.
თანამედროვე ქართულში 15 ზმნისწინია. მათგან რვა ერთმარცვლიანია, შვიდი – ორმარცვლიანი.
ერთმარცვლიანი ზმნისწინებია: მი-, მო-, ა-, და-, ჩა-, შე-, გა-, წა-.
ორმარცვლიანი ზმნისწინებია: ამო-, ჩამო-, შემო-, გამო-, გადა-, გადმო-, წამო-.
ზმნისწინები ზმნით გამოხატული მოქმედების მიმართულებას აღნიშნავენ და ქმნიან ორიენტაციისა და
გეზის კატეგორიებს. მო- და ყველა მო- დართული შედგენილი ზმნისწინები გამოხატავენ მიმართულებას
მოლაპარაკისკენ (მოდის, მოაქვს, მოცურავს, ამოდის, შემოდის...). ყველა სხვა ზმნისწინი, რომლის
შემადგენლობაში არ არის მო-, გამოხატავს მიმართულებას მოლაპარაკის საპირისპირო მხარეს
(მიდის – აქედან იქით, შედის – გარედან შიგნით, გადის – შიგნიდან გარეთ...). ისინი ასევე გამოხატავენ
მიმართულებას სივრცეში მდებარე რომელიმე პუნქტისკენ. ეს მიმართულებებია: ქვემოდან ზევით
(ავარდა, ააგდო, აიყვანა...), ზევიდან ქვევით ზედაპირზე (დავარდა, დააგდო, დაიყვანა...), ზევიდან ქვევით
სიღრმეში (ჩავარდა, ჩააგდო, ჩაიყვანა...), გარედან შიგნით (შევარდა, შეაგდო, შეიყვანა...), შიგნიდან
გარეთ (გააგდო, გავიდა, გაიყვანა) და სხვა.

2.1.6.2.3.1. ზმნისწინები ძველი სახით თანამედროვე ქართულში


თანამედროვე ქართულში ზოგ ზმნასთან კვლავ გვხვდება ძველი სახის ზმნისწინები, განსაკუთრებით
აღ-, გან-.
მაგალითები:
აღ-: აღ-ვადგინე, აღ-ვზარდე, აღ-ვნიშნავ, აღ-ვძარი...
აღმო-: აღმო-აჩინა, აღმო-აცენა...

28
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
გან-: გან-აგრძო, გან-იხილა, გან-იცადა, გან-მარტა, გან-რისხდა (მაგრამ: გა-ათავისუფლა,
ვათავისუფლებ)...
გარდა-: გარდა-იქმნა, გარდა-იცვალა, გარდა-ქმნის...
შთა-: შთა-აგონა, შთა-ნთქა, შთა-უნერგა...
წარ-: წარ-ადგინა, წარ-მართა...
წარმო-: წარმო-თქვა, წარმო-იდგინა, წარმო-იშვა...

2.1.6.2.3.2. მიმართულების არმქონე ზმნები


მოქმედების მიმართულება გამოხატულია მოძრაობის აღმნიშვნელ ზმნებში, მაგრამ ენაში ბევრია
ისეთი ზმნა, რომლებშიც ზმნისწინი მოქმედების მიმართულებას არ გვიჩვენებს. მაგალითად, ასეთებია:
და-იბადა, მო-კვდა, გა-წითლდა, წა-იკითხა, შე-ისწავლა, მო-იგონა, გადა-იფიქრა და სხვა.

2.1.6.2.3.3. სიტყვის მნიშვნელობის შეცვლა ზმნისწინით


ზმნისწინი ზოგჯერ ისე უცვლის ზმნას მნიშვნელობას, რომ ახალ სიტყვას ვიღებთ. მაგ.: სხვადასხვა
მნიშვნელობის ზმნებია: ა-იგო (მან სახლი), გა-იგო (მან ამბავი), მო-იგო (ლატარიის ბილეთით მანქანა),
რომლებიც ერთმანეთისაგან მხოლოდ ზმნისწინებით განსხვავდებიან. ასევე სხვადასხვა მნიშვნელობის
ზმნებია: შე-ხვდა, მი-ხვდა, მო-ხვდა, და-ხვდა.
ზოგიერთი ზმნა ზმნისწინს სულ არ დაირთავს. ასეთებია, მაგ.: უყვარს, სძულს, სწამს, ცოცხლობს,
ცელქობს, ცხოვრობს, წუხს და ა.შ.

2.1.6.2.4. გრამატიკული დრო


დრო არის ზმნის კატეგორია, რომელიც გვიჩვენებს, როდის ხდება მოქმედება: თქმის დროს, თქმამდე
თუ თქმის შემდეგ. ამის მიხედვით დრო სამია ქართულში: ახლანდელი, წარსული და მომავალი.
ახლანდელი დროის ფორმა გვიჩვენებს, რომ ზმნით გამოხატული მოქმედება ხდება ახლა, თქმის დროს:
მღერის, თამაშობს, ხატავს, მიდის, წერს...
წარსული დროის ფორმა მიგვითითებს, რომ ზმნით გამოხატული მოქმედება უსწრებს თქმის დროს:
მღეროდა, თამაშობდა, ხატავდა, წავიდა, დაწერა...
მომავალი დროის ფორმა აღნიშნავს, რომ მოქმედება უნდა მოხდეს თქმის შემდეგ: დაწერს, დახატავს,
მოიტანს, ნახავს, ააშენებს...

2.1.6.2.5. ასპექტი
ასპექტი ჰქვია ზმნის კატეგორიას, რომელიც მოქმედებას დასრულებულად ან დაუსრულებლად
წარმოგვიდგენს. მაგ.: ვხატე და დავხატე წარსული დროის ფორმებია, რომელთაგანაც პირველი
მოქმედებას დაუსრულებლად წარმოგვიდგენს, ხოლო მეორე – დასრულებულად. ამის მიხედვით ასპექტი
ორგვარია: უსრული და სრული.
ზმნის უსრული ასპექტის ფორმა გვიჩვენებს, რომ მოქმედება დაუსრულებელია: ვხატე, ვწერე, ვკერე,
ვხაზე, ვღებე.
ზმნის სრული ასპექტის ფორმა მიგვითითებს, რომ მოქმედება დასრულებულია წარსულში ან
დასრულდება მომავალში: დავხატე – დავხატავ, ავაშენე – ავაშენებ.
უსრული ასპექტის ზმნას სამივე დრო აქვს, სრულასპექტიანს კი – ორი: წარსული და მომავალი.
მაგ.: ვხატე, ვხატავ (ახლა), ვხატავ (სახლში რომ დავბრუნდები) უსრული ასპექტის ფორმებია. ამათგან
პირველი (ვხატე) დროის მიხედვით წარსულია, მეორე (ვხატავ ახლა) – ახლანდელი, მესამე (ვხატავ, შინ
რომ დავბრუნდები) – მომავალი. დავხატე და დავხატავ სრული ასპექტის ფორმებია, რომელთაგანაც
პირველი (დავხატე) დროის მიხედვით წარსულია, მეორე (დავხატავ) – მომავალი.

2.1.6.2.5.1. სრული ასპექტის წარმოება


ასპექტიანი ზმნის უზმნისწინო ფორმა უსრულია, ზმნისწინიანი – სრული. მაგ.: უზმნისწინო უწერია
უსრული ასპექტის ფორმაა, ზმნისწინიანი და-უწერია, ამო-უწერია, გადა-უწერია, ჩა-უწერია,
ჩამო-უწერია – სრული ასპექტისაა. მაშასადამე, სრული ასპექტის ფორმას უსრულისაგან ზმნისწინი
აწარმოებს.
რამდენიმე ზმნა უზმნისწინოდაც სრული ასპექტისაა: ბრძანა, თქვა, იკითხა, იტყვის, იყიდა, ნახა,
სთხოვა, უბრძანა, უპასუხა, ქნა, ჰკითხა, ჰკრა და სხვა.

29
რუსუდან ზექალაშვილი
2.1.6.2.5.2. უასპექტო ზმნები
უასპექტოა ზმნა, რომლის უზმნისწინო თუ ზმნისწინიან ფორმას ასპექტის გაგება არ აქვს. ასეთი
ზმნები ორგვარია:
ა) ზმნები, რომლებიც არ დაირთავენ ზმნისწინებს: აგდია, ვიცი, ვწვალობ, ვხუმრობ, მიყვარს,
მღვიძავს, მძინავს...
ბ) ზმნები, რომელთა ახლანდელი დროის ფორმები დაირთავენ ზმნისწინებს, მაგრამ, ჩვეულებრივ,
მიმართულების აღსანიშნავად და ფორმას მომავალი დროის მნიშვნელობას ვერ აძლევენ: ფრინავს
– მი-ფრინავს, მო-ფრინავს; ცოცავს – მი-ცოცავს, მო-ცოცავს; გორავს – მი-გორავს, მო-გორავს;
ხოხავს – მი-ხოხავს, მო-ხოხავს...

2.1.6.2.6. კილო
კილო არის ზმნის კატეგორია, რომელიც გვიჩვენებს, როგორ უნდა გავიგოთ ზმნით გამოხატული
მოქმედება: როგორც ნამდვილი ამბავი, თუ როგორც სასურველ-შესაძლებელი ან შესასრულებელი. მაგ.:
წერს, წერდეს (ნეტავი) და წეროს! ერთი ზმნის ეს ფორმები სხვადასხვაგვარად გადმოგვცემენ ზმნით
გამოხატულ მოქმედებას: პირველი (წერს) – ნამდვილ ამბად, მეორე (წერდეს) – სასურველ-შესაძლებლად,
ხოლო მესამე (წეროს!) – შესასრულებლად. ამის მიხედვით კილო სამია ქართულში: თხრობითი,
კავშირებითი და ბრძანებითი.
თხრობითია კილო, რომელიც ზმნით გამოხატულ მოქმედებას ისე წარმოგვიდგენს, რომ იგი ნამდვილი
ამბავია: წერს, დახატავს, აკეთებდა, ააშენა.
კავშირებითია კილო, რომელიც ზმნით გამოხატულ მოქმედებას გადმოსცემს სასურველ-
შესაძლებლად: (ნეტავი) ვწერდე, (რომ) წერდეს, (რომ) დაწერონ.
ბრძანებითია კილო, რომელიც მოითხოვს მთქმელის სურვილის შესრულებას სხვა პირის მიერ.
ბრძანებითი ორგვარია: წართქმითი და უკუთქმითი. წართქმითია: წერე! წაიღე! გააკეთე! წაიღოს!
უკუთქმითია: არ დაივიწყო! ნუ ცელქობ!
ბრძანებითი კილოს ფორმამ, გარდა საკუთრივ ბრძანებისა, შეიძლება გამოხატოს თხოვნა, ხვეწნა-
მუდარა, დარიგება ან დალოცვა.

2.1.6.2.7. მოდალობა
მოდალობა სემანტიკური კატეგორიაა, რომელიც აღნიშნავს გამონათქვამის დამოკიდებულებას
სინამდვილესთან. ეს მიმართება შეიძლება გამოიხატოს ინტონაციური და ლექსიკურ-გრამატიკული
საშუალებებით. მოდალობის კატეგორია უნივერსალურია და სხვადასხვა ენის სისტემაში თავისებურად
ვლინდება. მოდალობის გამოხატვის ძირითადი საშუალებაა ზმნის კილო. ქართულში იგი ასევე
გამოიხატება მოდალური ფორმებისა და ნაწილაკების საშუალებით. მოდალურ ფორმათა დიდი ნაწილი
ზმნური წარმომავლობისაა (ეგებ, იქნებ, ლამის, უნდა, გინდა, თუგინდ, ეტყობა, თითქმის...). ქართულში
მოდალობის გამოხატვის ფუნქცია აგრეთვე ეკისრება განკერძოებულ სიტყვებსა და გამოთქმებს,
განსაკუთრებით კი ჩართულს.

2.1.6.2.8. უღლება
ზმნის ფორმაცვალებას პირის, რიცხვისა და მწკრივების მიხედვით უღლება ჰქვია. მაშასადამე, ყველა
პირიანი ზმნა უღლებადი სიტყვაა.
ერთპირიან ზმნას ერთ მწკრივში ექვსი ფორმა მოეპოვება: სამი – მხოლობითში და სამიც –
მრავლობითში: ვთბები, თბები, თბება, ვთბებით, თბებით, თბებიან.
ბევრი ორპირიანი ზმნა იცვლება როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური პირის მიხედვითაც.
დღევანდელ ქართულში 11 მწკრივია, რომლებიც სამ ჯგუფად ანუ სერიად იყოფა.
პირველ სერიაში 6 მწკრივია, მეორეში – 2, მესამეში – 3.
პირველი სერიის მწკრივები იყოფა ორ წრედ – აწმყოს წრედ და მყოფადის წრედ.
აწმყოს წრის მწკრივებია: აწმყო, უწყვეტელი და აწმყოს კავშირებითი.
მყოფადის წრისა: მყოფადი, ხოლმეობით-შედეგობითი და მყოფადის კავშირებითი.
მეორე სერიის მწკრივებია: წყვეტილი და II კავშირებითი.
მესამე სერიის მწკრივებია: I თურმეობითი, II თურმეობითი და III კავშირებითი.
თითოეულ მწკრივს შესაბამისი კითხვა დაესმის.
I სერია
აწმყოს წრე
1. აწმყო: რას ვშვრები? – ვწერ, ვთბები.
2. უწყვეტელი: რას ვშვრებოდი? – ვწერდი, ვთბებოდი.
3. აწმყოს კავშირებითი: რას ვშვრებოდე? – ვწერდე, ვთბებოდე.
30
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
მყოფადის წრე
4. მყოფადი: რას ვიზამ? – დავწერ, გავთბები.
5. ხოლმეობით-შედეგობითი: რას ვიზამდი? – დავწერდი, გავთბებოდი.
6. მყოფადის კავშირებითი: რას ვიზამდე? – დავწერდე, გავთბებოდე.
II სერია
7. წყვეტილი: რა ვქენი? – დავწერე, გავთბი.
8. I კავშირებითი: რა ვქნა? – დავწერო, გავთბე.
III სერია
9. I თურმეობითი: რა მიქნია? – დამიწერია, გავმთბარვარ.
10. II თურმეობითი: რა მექნა? – დამეწერა, გავმთბარიყავი.
11. III კავშირებითი: რა მექნას? – დამეწეროს, გავმთბარიყო.
მწკრივის ფორმებს აერთიანებს დროისა და კილოს კატეგორიები მაგ.: აწმყოს მწკრივის ფორმებს
საერთო აქვთ ახლანდელი დრო და თხრობითი კილო. მყოფადის მწკრივის ფორმათა გამაერთიანებელია
მომავალი დრო და თხრობითი კილო.

2.1.6.2.8.1. სერიები და მწკრივები


ქართული ზმნა მდიდარია ფორმებით. ეს ფორმები იყოფა ჯგუფებად. მაგალითად, ერთი ჯგუფის
ფორმებია: ვთბები, თბები, თბება, ვთბებით, თბებით, თბებიან. მეორე ჯგუფისაა: ვთბებოდი, თბებოდი,
თბებოდა, ვთბებოდით, თბებოდით, თბებოდნენ. ერთ ჯგუფში გაერთიანებული ფორმები ერთმანეთისაგან
მხოლოდ პირისა და რიცხვის მიხედვით განსხვავდება.
ზმნის ფორმათა ისეთ ჯგუფს, რომელიც აერთიანებს ერთმანეთისაგან მხოლოდ პირისა და რიცხვის
მიხედვით განსხვავებულ ფორმებს, მწკრივი ჰქვია, ე.ი. ვთბები, თბები, თბება, ვთბებით, თბებით, თბებიან
– ერთი მწკრივის ფორმებია, ვთბებოდი და მისი მიმყოლი ფორმები – სხვა მწკრივისა.

2.1.6.2.8.1.1. პირველი სერიის მწკრივები


პირველი სერიის მწკრივებია: აწმყო, უწყვეტელი, აწმყოს კავშირებითი (აწმყოს წრე); მყოფადი,
ხოლმეობით-შედეგობითი, მყოფადის კავშირებითი (მყოფადის წრე).
აწმყო და აწმყოს კავშირებითი დროის მიხედვით ახლანდელია (ვწერ, ვწერდე), უწყვეტელი და
ხოლმეობით-შედეგობითი – წარსული (ვწერდი, დავწერდი), ხოლო მყოფადი და მყოფადის კავშირებითი
– მომავალი (დავწერ, დავწერდე).
ასპექტიან ზმნათა აწმყოს წრის მწკრივები უსრულია (ვწერ, ვწერდი, ვწერდე), მყოფადის წრისა –
სრული (დავწერ, დავწერდი, დავწერდე).
უწყვეტლის, ხოლმეობით-შედეგობითისა და ორივე კავშირებითის ფორმებში გამოიყოფა -დ ან -ოდ
ბოლოსართი, რომლებსაც სავრცობი ჰქვია: ვწერ-დ-ი – დავწერ-დ-ი, ვიხატებ-ოდ-ი – დავიხატებ-ოდ-ი.
ე.ი. ეს ოთხი მწკრივი სავრცობიანია. სავრცობის შემდეგ დართული -ი უწყვეტლისა და ხოლმეობით-
შედეგობითის ნიშანია, -ე კი კავშირებითს აწარმოებს.
თუ აწმყოს ან მყოფადის ფორმას ნუ ნაწილაკი დაერთო, ის უკუთქმით ბრძანებითად გადაიქცევა: ნუ
ვწერთ! ნუ წერ! ნუ წერთ! ნუ წერს! ხოლმეობით-შედეგობითის ფორმა ხშირად განმეორებულ მოქმედებას
გამოხატავს, ე.ი. ხოლმეს გაგება ახლავს.
მოქმედების განმეორება უწყვეტლის მწკრივითაც გადმოიცემა: დილით ადრე ვდგებოდი, მივდიოდი
სკოლაში...

2.1.6.2.8.1.2. მეორე სერიის მწკრივები

მეორე სერიაში ორი მწკრივია: წყვეტილი და II კავშირებითი.


წყვეტილი დროის მიხედვით წარსულია, კილოს მიხედვით – თხრობითი. ამ მწკრივის ნიშანია -ე ან -ი
პირველსა და მეორე პირში, მესამეში კი მწკრივის ნიშანი იკარგება მომდევნო ხმოვნის გამო: დავწერ-ე,
დაწერ-ე; გავთბ-ი, გათბ-ი, მაგრამ: დაწერ-ა, გათბ-ა.
ამ მწკრივს ემთხვევა ხშირად წართქმითი ბრძანებითის მეორე პირის ფორმები: გააკეთე! დაწერე!
დახატე! ამ შემთხვევაში ზმნას მომავალი დროის გაგება აქვს.
მეორე კავშირებითი დროის მიხედვით მომავალია, კილოს მიხედვით – კავშირებითი. ამ მწკრივის
ნიშნებია: -ა, -ე, -ო: ჩავიცვ-ა, ჩაიცვ-ა, ჩაიცვ-ა-ს; გავთბ-ე, გათბ-ე, გათბ-ე-ს; დავწერ-ო, დაწერ-ო,
დაწერ-ო-ს.
ამ მწკრივის ფორმებიც იხმარება ბრძანებითი კილოს მნიშვნელობით: წართქმითად – პირველსა და
მესამე პირში – ვწეროთ! წერონ! და უკუთქმითად, არ ნაწილაკის დართვით – სამივე პირში: არ დავდგათ!
არ დადგა! არ დადგათ! არ დადგას! არ დადგან!

31
რუსუდან ზექალაშვილი
2.1.6.2.8.1.3. მესამე სერიის მწკრივები

მესამე სერიის მწკრივებია: I თურმეობითი, II თურმეობითი და III კავშირებითი.


I თურმეობითი და II თურმეობითი დროის მიხედვით წარსულია, კილოს მიხედვით – თხრობითი. ამ
ორი მწკრივის ფორმები ხშირად გამოხატავენ უნახავ მოქმედებას. მაგ.: რომ შევადაროთ ერთმანეთს
წაიღო (წყვეტილი: გიამ წიგნი წაიღო) და წაუღია (I თურმეობითი: გიას წიგნი წაუღია), შევნიშნავთ, რომ
წაიღო ნანახ მოქმედებას გამოხატავს, წაუღია – უნახავს, ე.ი. ისეთ მოქმედებას, რომელიც მთქმელმა
სხვისგან გაიგო ან შედეგი ნახა.
II თურმეობითს შეუძლია გამოხატოს როგორც თხრობითი, ისე კავშირებითი კილო. მაგალითად:
სახლში რომ მოვედი, ჩემს ქალიშვილს ყველაფერი დაელაგებინა. აქ დაელაგებინა თხრობითი კილოს
ფორმაა და გამოხატავს ქმედების შედეგს. მაგრამ წინადადებებში: ნეტა ჩემს ქალიშვილს დაელაგებინა
ბინა! თავის დროზე რომ დაელაგებინა ბინა, თეატრში წასვლას მოვასწრებდით. იგივე ფორმა კავშირებით
კილოს გამოხატავს (პირველში ნატვრას აღნიშნავს, მეორეში – პირობას).
III კავშირებითი კილოს მიხედვით კავშირებითია, დროის მიხედვით კი – წარსული ან მომავალი. ამ
მწკრივის ნიშნები იგივეა, რაც II კავშირებითისა: -ა, -ე, -ო: დამებ-ა-ს, დაგებ-ა-ს, დაებ-ა-ს; მოვფარებოდ-ე,
მოჰფარებოდ-ე, მოჰფარებ-ოდ-ე-ს; დამეწერ-ო-ს, დაგეწერ-ო-ს, დაეწერ-ო-ს.

2.1.6.2.8.1.3.1. მესამე სერიის მწკრივების წარმოების თავისებურებები

მესამე სერიის ფორმები ხშირად რთულია, მეშველზმნიანი: ჩავსულვარ, ჩავსულიყავი, ჩავსულიყო.


ზოგიერთ ზმნას II თურმეობითსა და III კავშირებითში -ოდ სავრცობი აქვს: მოვფარებ-ოდ-ი,
მოვფარებ-ოდ-ე; მოჰფარებ-ოდ-ი, მოჰფარებ-ოდ-ე; მოჰფარებ-ოდ-ა, მოჰფარებ-ოდ-ე-ს.
მესამე სერიის მწკრივებისათვის დამახასიათებელია გარდამავალ ზმნათა ინვერსია, ანუ პირის ნიშანთა
დანიშნულების შეცვლა: სუბიექტური პირის ნიშანი გამოხატავს ობიექტურ პირს, ირიბობიექტური
– სუბიექტურს. მაგ.: ვწერ ზმნის პირველი და მეორე სერიის მწკრივებში პირველ სუბიექტურ პირს
სუბიექტური პირის ნიშანი გამოხატავს (ვ-წერ, ვ-წერდი, ვ-წერდე, და-ვ-წერ, და-ვ-წერდი, და-ვ-წერდე;
და-ვ-წერე, და-ვ-წერო), მესამე სერიის მწკრივებში კი – ირიბობიექტური (და-მ-იწერია, და-მ-ეწერა,
და-მ-ეწეროს, და-გ-ეწეროს).
ასპექტიან ზმნებს, რომელთაც სრული ასპექტი ზმნისწინით აქვთ ნაწარმოები, მესამე სერიის
მწკრივებში (მსგავსად II სერიის მწკრივებისა) ორ-ორი ფორმა მოეპოვებათ: უზმნისწინო (უსრული) და
ზმნისწინიანი (სრული): მიწერია – დამიწერია, მეწერა – დამეწერა, მეწეროს – დამეწეროს.
მესამე სერიის მწკრივებში ზმნა ერთპირიანია ან ორპირიანი. იმ ზმნებს, რომლებიც სამპირიანია I-სა
და II სერიებში, აქ ორპირიანი ფორმები ენაცვლება: მისწერს ის მას მას, მისწერა მან მას ის, მაგრამ
მიუწერია მას ის. აუშენებს ის მას მას, აუშენა მან მას ის, მაგრამ აუშენებია მას ის.

2.1.6.2.9. ფუძე, ძირი და თემა

ქართული ზმნის ფორმა რთული აგებულებისაა, მასში შეიძლება გამოიყოს რამდენიმე აფიქსი:
თავსართები, ძირი, ფუძე, ბოლოსართები.
ფუძე ეწოდება ზმნის იმ ნაწილს, რომელსაც უკავშირდება მისი ლექსიკური მნიშვნელობა. ზმნას
სხვადასხვა მწკრივში შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფუძე. ის არის სრული ან უსრული, თუკი აკლია
ფუძისეული ხმოვანი. მაგ.: გა-ჭრ-ა (მან ის) – ამ ზმნის ფუძე წყვეტილის მესამე პირში შეკუმშულია: ჭრ-,
ხოლო პირველ-მეორე პირებში – სრული: ჭერ (გა-ვ-ჭერ-ი, გა-ჭერ-ი).
ზმნის ფუძე საერთოა ერთ მწკრივში. მას ემატება პირისა და რიცხვის ნიშნები და ასე იუღლება.
მაგ.: ვხატავდი უწყვეტლის მწკრივია, მისი ფუძე ამ მწკრივში არის ხატავდ, უღლებისას ეს ნაწილი
საერთოა სამივე პირის ფორმაში (მხოლობითსა და მრავლობით რიცხვში):
მხოლობითი რიცხვი მრავლობითი რიცხვი
I მე ვ-ხატავდი ჩვენ ვ-ხატავდი-თ
II შენ ხატავდი თქვენ ხატავდი-თ
III ის ხატავდ-ა ისინი ხატავდ-ნენ
ზმნის ფუძე განსხვავებულია სხვადასხვა მწკრივში: აწმყო – ხატავ, უწყვეტელი – ხატავდ(ი), აწმყოს
კავშირებითი – ხატავდ(ე), მყოფადი – დახატავ, ხოლმეობით-შედეგობითი – დახატავდ(ი), მყოფადის
კავშირებითი – დახატავდ(ე), წყვეტილი – დახატ(ე), მეორე კავშირებითი – დახატო, პირველი თურმეობითი
– (და)გიხატავს, მეორე თურმეობითი – (და)გეხატა, მესამე კავშირებითი – (და)გეხატოს.
ზმნის ნაწილი, რომელიც საერთოა ყველა მწკრივის ფორმისთვის, არის ძირი. ერთ საუღლებელ
ფორმას ერთი ძირი აქვს. ზემოთ დასახელებული ზმნისთვის ძირია ხატ.

32
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
2.1.6.2.9.1. თემა. თემის ნიშნები
ზმნის უღლებისას გამოიყოფა ისეთი ნაწილიც, რომელიც საერთოა I ან II სერიის ყველა მწკრივისათვის.
მაგ.: ვღებავ ზმნის პირველი სერიის ყველა მწკრივისათვის საერთოა ღებავ (ვღებავ, ვღებავდი, ვღებავდე,
შევღებავ, შევღებავდი, შევღებავდე), მეორე სერიის მწკრივებისათვის – ღებ: (შე)ვღებე, (შე)ვღებო, მან
(შე)ღება.
ზმნის იმ ნაწილს, რომელიც საერთოა I ან II სერიის ყველა მწკრივისათვის, თემა ჰქვია. მაშასადამე,
ღებავ პირველი სერიის თემაა, ღებ – მეორისა. პირველი სერიის თემას მეორისაგან -ავ ბოლოსართი
განასხვავებს. მაშასადამე, -ავ თემის ნიშანია.
თემის ნიშნებია: -ი, -ავ, -ამ, -ებ, -ობ, იშვიათად -ემ და -ოფ.
ი: ვზრდი, ვთლი, ვღვრი, ვშლი, ვჭრი...
ავ: ვბარავ, ვკლავ, ვმალავ, ვფარავ, ვქარგავ, ვღებავ, ვხატავ...
ამ: ვაბამ, ვარტყამ, ვდგამ, ვიცვამ, ვსვამ...
ებ: ვათეთრებ, ვაკეთებ, ვანათებ, ვაშენებ, ვახარებ...
ობ: ვადნობ, ვაქრობ, ვაშრობ, ვამბობ...
ემ და ოფ გვხვდება თითო ფუძისაგან ნაწარმოებ ზმნებში: მივცემ, მისცემს, გასცემს, დასცემს; გავყოფ,
ჩავყოფ...

2.1.6.2.9.2. ერთთემიანი და ორთემიანი ზმნები


ერთთემიანია ზმნა, რომელსაც ერთი და იგივე თემა აქვს პირველსა და მეორე სერიაში. ასეთი ზმნებია:
ვწერ, ვტეხ, ვქსოვ, ვჭამ...
ორთემიანია ზმნა, რომელსაც პირველსა და მეორე სერიებში სხვადასხვა თემა აქვს.
ორთემიანი ზმნებია:
ა) ყველა ზმნა, რომელთა თემაც პირველი სერიის მწკრივებში თემის ნიშანს შეიცავს, მეორე სერიის
მწკრივებში კი ეს ნიშანი ჩამოშორდება. მაგ.: ვხატავ ზმნის პირველი სერიის თემაა ხატავ, მეორისა
– ხატ (ვხატავ – ვხატე).
ბ) ხმოვანმონაცვლე ზმნები, ე.ი. ისეთი ზმნები, რომელთა ფუძის ე ხმოვანი მეორე სერიის მწკრივებში
ი ხმოვნით შეეცვლებათ: ვ-გრეხ – ვ-გრიხე, ვ-კრეფ – ვ-კრიფე და სხვა.
ორთემიანი ზმნა ბევრია, ერთთემიანი – ცოტა.
თემა და ზმნის ფუძე აწმყოს მწკრივში ზოგჯერ ერთი და იგივეა. მაგ.: წერ თემაცაა და ზმნის ფუძეც
აწმყოს მწკრივში. წერ არ დაიშლება, იგი უაფიქსოა. სიტყვის უაფიქსო ნაწილს ძირი ჰქვია.

2.1.6.2.10. გვარი
გვარი არის ზმნის ფორმა, რომელიც გვიჩვენებს, როგორია სუბიექტური პირის მიმართება ზმნით
აღნიშნული მოქმედებისადმი.
გვარი სამია ქართულში: მოქმედებითი, ვნებითი და საშუალი.
სამივე გვარის ფორმათა წარმოება ერთი ძირისაგან იშვიათია.

2.1.6.2.10.1. მოქმედებითი გვარი


მოქმედებითი გვარისაა ზმნის ფორმა, რომელიც გვიჩვენებს, რომ სუბიექტი მოქმედებს პირდაპირ
ობიექტზე.
მოქმედებითი გვარის ზმნა გარდამავალია, ორპირიანი ან სამპირიანი: აშენებს (ის მას), უშენებს (ის
მას მას), წყვეტს (ის მას), უწყვეტს (ის მას მას), აბამს (ის მას), დაუბამს (ის მას მას).

2.1.6.2.10.2. ვნებითი გვარი


ვნებითი გვარისაა ზმნის ფორმა, რომლის სუბიექტიც თვითონ განიცდის მოქმედებას: შენდება,
უშენდება, ხმება, იხატება.
ვნებითი გვარის ზმნები ორგვარია: დინამიკური და სტატიკური.
დინამიკურია ვნებითი, რომელიც გამოხატავს მოქმედების მსვლელობას, პროცესს: მთებს ნისლი
ეფინება. მთები ნისლით იფარება. მთები მწვანდება.
სტატიკურია ვნებითი, რომელიც გამოხატავს მოქმედების შედეგს: მთებს ნისლი აფენია.
დინამიკური ზმნა ბევრია, სტატიკური – ცოტა (მაგალითად: წერია / უწერია, ყრია / უყრია,
ასვენია / უსვენია, აფენია / უფენია).
დინამიკური ვნებითი წარმოების მიხედვით სამგვარია: პრეფიქსიანი, სუფიქსიანი და უნიშნო.

33
რუსუდან ზექალაშვილი
2.1.6.2.10.2.1. პრეფიქსიანი ვნებითი
პრეფიქსიან ვნებითს აწარმოებს ი- ან ე- პრეფიქსი. ი- ხმოვნით ნაწარმოებ ფორმებს ინიანი ვნებითი
ჰქვია, ე-თი ნაწარმოებს – ენიანი. ინიანი ვნებითი ერთპირიანია, ენიანი – ორპირიანი. მაგ.: ი-მალება (ის)
– ე-მალება (ის მას), ი-ზრდება (ის) – ე-ზრდება (ის მას), ი-ხატება (ის) – ე-ხატება (ის მას), ი-წერება (ის) –
ე-წერება (ის მას), ი-ნახება (ის) – ე-ნახება (ის მას).

2.1.6.2.10.2.2. სუფიქსიანი ვნებითი


სუფიქსიან ვნებითს აწარმოებს -დ სუფიქსი, რის გამოც ამ ტიპის ვნებითს სხვანაირად დონიანი ვნებითი
ჰქვია. დონიანი ვნებითი უმეტესად ნასახელარია, ერთ- ან ორპირიანი: თეთრ-დ-ება (ის) – უ-თეთრ-დ-ება
(ის მას), მწარ-დ-ება (ის) – უ-მწარ-დ-ება (ის მას), ძველ-დ-ება (ის) – უ-ძველ-დ-ება (ის მას), დიდ-დ-ება
(ის) – უ-დიდ-დ-ება (ის მას).

2.1.6.2.10.2.3. უნიშნო ვნებითი


ამ ჯგუფის ზმნებს ვნებითის მაწარმოებელი ნიშანი არ გააჩნიათ, მაგრამ ნიშნიანი ვნებითების მსგავსად
ეწარმოებათ უღლების ფორმები: აწმყოსა და მყოფადში ესენიც დაირთავენ -ებ-ი დაბოლოებას პირველსა
და მეორე პირებში (ვთბ-ებ-ი – გავთბ-ებ-ი, თბ-ებ-ი – გათბ-ებ-ი), ხოლო მესამე პირში ებ-ა გვაქვს:
თბ-ებ-ა – გათბ-ებ-ა, დნ-ებ-ა – გადნ-ებ-ა, ხმ-ებ-ა – გახმ-ებ-ა, შრ-ებ-ა – გაშრ-ებ-ა; ორპირიანი ფორმები:
უთბ-ებ-ა – გაუთბ-ებ-ა, უდნ-ებ-ა – გაუდნ-ებ-ა, უხმ-ებ-ა – გაუხმ-ებ-ა, უშრ-ებ-ა – გაუშრ-ებ-ა.

2.1.6.2.10.2.4. სტატიკური ვნებითი


ვნებითი გვარის ფორმა შეიძლება გამოხატავდეს მოქმედების შედეგსაც. ასეთ ზმნას მიიჩნევენ
სტატიკურ ვნებითად, რომელიც გამოხატავს საგნის სტატიკურ, უმოქმედო მდგომარეობას, რაღაც
მოქმედების შედეგს. მაგ.: წერს ზმნა აქტიურ პროცესს აღწერს, რომელსაც სამოქმედო ობიექტი აქვს,
იწერება – დინამიკური ვნებითის ფორმაა, რომელსაც სამოქმედო ობიექტი არა აქვს და სუბიექტი თვითონ
განიცდის მოქმედებას, ხოლო წერია / უწერია სტატიკური ვნებითია. მაგ.:

მოქმედ. გვარი დინამიკ. ვნებითი სტატიკ. ვნებითი


ხატავს (ის მას) იხატება (ის) ხატია (ის)
წერს (ის მას) იწერება (ის) წერია (ის)
აფენს (ის მას მას) ეფინება (ის მას) აფენია (ის მას)
ყრის (ის მას) იყრება (ის) ყრია (ის)
აკერებს (ის მას მას) ეკერება (ის მას) აკერია (ის მას)
ახურავს (ის მას მას) ეხურება (ის მას) ახურავს (ის მას)
სტატიკური ვნებითის ზმნათა დიდ ნაწილს აწმყოს მწკრივის მესამე პირში -ია დაბოლოება აქვს და
უღლებისას მეშველი ზმნა სჭირდება.

მხ. რ. მრ. რ. მხ. რ. მრ. რ.


I მე ვ-წერი-ვარ ჩვენ ვ-წერი-ვარ-თ მე ვ-ხატი-ვარ ჩვენ ვ-ხატი-ვარ-თ
II შენ წერი-ხარ თქვენ წერი-ხარ-თ შენ ხატი-ხარ თქვენ ხატი-ხარ-თ
III ის წერი-ა ისინი წერი-ან ის ხატი-ა ისინი ხატი-ან
ამ ტიპის ზმნა ზმნისწინს არ დაირთავს და აწარმოებს მხოლოდ აწმყოს მწკრივს, ხოლო დანარჩენ
მწკრივებს ივსებს დინამიკური ვნებითის ფორმებით. მაგ.: ყრია (ის), ეყრება (ის), ეყარა (ის).

2.1.6.2.10.2.5. აღწერილობითი ვნებითი


გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ფორმებისა, ზმნას შეუძლია აწარმოოს აღწერილობითი ვნებითის
ფორმები. მაშინ ის იყენებს ვნებითი გვარის წარსული დროის მიმღეობას ფუძის სახით და მეშველ ზმნას
იქნა, რომელსაც ეკისრება მწკრივის წარმოება: დამუშავდა – დამუშავებულ იქნა, აღიწერა – აღწერილ
იქნა, გაანალიზდა – გაანალიზებულ იქნა...
აღწერილობითი ვნებითი არ აწარმოებს აწმყოს, უმეტესად გამოიყენება წყვეტილში (დამუშავებულ
იქნა, დამზადებულ იქნა), შეიძლება შეგვხვდეს მყოფადის წრესა და მეორე კავშირებითში (დამუშავებულ
იქნება, დამზადებულ იქნება; დამუშავებულ იქნეს, დამზადებულ იქნეს...).

34
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
2.1.6.2.10.3. საშუალი გვარი
საშუალი გვარისაა ზმნის ფორმა, რომელიც გვიჩვენებს, რომ სუბიექტი "მოქმედებს", მაგრამ არ
მოეპოვება სამოქმედო პირდაპირი ობიექტის სახით.
საშუალი გვარის ზმნები გარდაუვალია, ერთპირიანი ან ორპირიანი, უასპექტო. დიდი უმეტესობა
მხოლოდ უზმნისწინოდ იხმარება (დუღს, წუხს, ქუხს...), ხოლო ის ზმნები, რომლებიც ზმნისწინს
დაირთავენ, ზმნისწინის დართვის შედეგად აწმყოს მწკრივიდან მყოფადის მწკრივში ვერ გადავლენ. მაგ.:
გორავს და მიგორავს, ფრინავს და მოფრინავს, ცურავს და მიცურავს – ყველა აწმყოს მწკრივის ფორმაა.
საშუალი გვარის ზმნებს ან მარტო აწმყოს მწკრივის ფორმები აქვს (დგას, წევს, ზის...), ან აწმყოს
წრის მწკრივებისა (დუღს, წუხს, ხტის, დუღდა, დუღდეს), დანარჩენი მწკრივების შესავსებად კი მათ სხვა
ზმნები ენაცვლება. ნაკლული მწკრივების შესავსებად გამოიყოფა საშუალი გვარის ორი ჯგუფი: საშუალ-
ვნებითი და საშუალ-მოქმედებითი.

2.1.6.2.10.3.1. საშუალ-მოქმედებითი გვარი


საშუალ-მოქმედებითი გვარის ზმნები ნაკლული მწკრივების შესავსებად იყენებენ იმავე ძირის ისეთ
ფორმებს, რომელთაც პირდაპირი ობიექტი არ მოიპოვებათ, მაგრამ სხვა მხრივ მოქმედებითი გვარის
ზმნათა თვისებებს გვიჩვენებენ:
სუბიექტი I და II სერიებში ბრუნვაცვალებადია: ის ჰყარაულობს სახლს; მან უყარაულა სახლს.
წყვეტილში მესამე სუბიექტური პირის ნიშანი მრავლობითში -ეს სუფიქსია (იცხოვრ-ეს, იჭიკჭიკ-ეს,
უპატრონ-ეს).
მესამე სერიის ფორმები ინვერსიულია.
ერთპირიანი ზმნის მონაცვლეს თავში ი- აქვს, ორპირიანისას – უ-: ცოცხლობს – ი-ცოცხლებს,
ი-ცოცხლა; პატრონობს – უ-პატრონებს, უ-პატრონა (მიპატრონა მან მე, გიპატრონა მან შენ).
მონაცვლე ზმნებში -ობ თემის ნიშანი უმეტესად იცვლება -ებ-ით: ცხოვრ ობს – იცხოვრებს, ნადირ ობს
– ინადირებს, მეფ ობს – იმეფ ებს და სხვა.

2.1.6.2.10.3.2. საშუალ-ვნებითი გვარი


საშუალ-ვნებითისაა ზმნები, რომლებიც ნაკლული მწკრივების შესავსებად პრეფიქსიანი ვნებითის
ფორმებს იყენებენ (ერთპირიანები – ინიანს, ორპირიანები – ენიანს). მაგ.: ვარ – ვიქნები, ვიყავი; ზის –
იჯდა, წევს – იწვა, უზის – ეჯდა, უყვარს – ეყვარება, უწევს – ეწვა, ჰყავს – ეყოლება.

2.1.6.2.11. ქცევა
ქცევა არის ზმნის კატეგორია, რომელიც გამოხატავს, თუ როგორია კუთვნილებით-დანიშნულებითი
ურთიერთობა სუბიექტსა და ობიექტს / ობიექტებს შორის.
მოქმედებითი გვარის ზმნას სამი ქცევა აქვს: საარვისო, სათავისო და სასხვისო.

2.1.6.2.11.1. საარვისო ქცევა


საარვისო ქცევა არ მიგვითითებს, თუ ვისია ან ვისთვის არის განკუთვნილი პირდაპირი ობიექტი:
აშენებს (ინჟინერი სახლს), კერავს (ნინო კაბას), გამოწერა (ნანამ ჩანთა).
მოქმედებითი გვარის ზმნის საარვისო ქცევის ფორმა ორპირიანია ან სამპირიანი. ეს ქცევა უნიშნოა
ან აქვს ა- თავსართი სამივე პირში: წერს, ხატავს, შლის, ღებავს, კერავს, სთხოვს, მისწერს, ჰკითხავს და
სხვა. ნიშნიანი: ა-თბობს, ა-კეთებს, ა-თეთრებს; და-ა-ბარა, გა-ა-ტანა, გა-ა-კეთებინა და სხვა.

2.1.6.2.11.2. სათავისო ქცევა


სათავისო (ანუ სასუბიექტო ქცევა) გამოხატავს, რომ პირდაპირი ობიექტი სუბიექტისაა ან
სუბიექტისთვისაა განკუთვნილი: იშენებს (ლევანი სახლს), იკერავს (ნინო კაბას), გამოიწერა (ნანამ ჩანთა).
სათავისო ქცევის ფორმა ყოველთვის ორპირიანია. ამ ქცევის ნიშანია ი- თავსართი სამივე პირში:
ვ-ი-შენებ, ი-შენებ, ი-შენებს; ვ-ი-შენებთ, ი-შენებთ, ი-შენებენ.

2.1.6.2.11.3. სასხვისო ქცევა


სასხვისო ანუ საობიექტო ქცევა გვიჩვენებს, რომ პირდაპირი ობიექტი ეკუთვნის ირიბ ობიექტს ან
მისთვის არის განკუთვნილი: უშენებს (ნიკა მეზობელს სახლს), უკერავს (ნინო შვილს კაბას), გამოუწერა
(ნანამ მეგობარს ფეხსაცმელი).
მოქმედებითი გვარის ზმნის სასხვისო ქცევის ფორმა სამპირიანია. ამ ქცევის ნიშნებია ი- და უ-
თავსართები. ამათგან ი- სასხვისო ქცევის ნიშანია მაშინ, როცა ირიბ ობიექტად პირველი ან მეორე პირია,
უ- კი მაშინ, როდესაც ირიბ ობიექტად მესამე პირია.
ქცევის ფორმები ზმნას მარტო პირველი და მეორე სერიის მწკრივებში აქვს.

35
რუსუდან ზექალაშვილი
2.1.6.2.11.4. სათავისო და სასხვისო ქცევის ფორმათა გარჩევა
ი- თავსართი სათავისო ქცევის ნიშანიც არის და სასხვისოსიც. სათავისო ქცევას სამივე პირში ი-
გამოხატავს, სასხვისოს ეს ნიშანი აქვს პირველსა და მეორე ობიექტურ პირებში, მესამე ობიექტურში კი
– უ-. ე.ი. ქცევის ამ ორ ფორმას შორის განსხვავება ჩანს მესამე პირში. ამიტომ, როცა ზმნა პირველი ან
მეორე პირის ფორმაა, მესამე პირში უნდა გადავიყვანოთ და გავიგებთ, სათავისო ქცევის ფორმაა ის თუ
სასხვისოსი.
თუ I და II პირებში ი- პრეფიქსი მოსდევს ირიბი ობიექტის ნიშანს (მ-ი-შენებს, გ-ი-შენებს; მ-ი-ყიდის,
გ-ი-ყიდის...), III პირში ქცევის ნიშნად უ- პრეფიქსი იქნება (უ-შენებს; უ-ყიდის). ისინი გამოხატავენ
სასხვისო ქცევას (მიშენებს, გიშენებს, უშენებს...); თუ ქცევის ი- პრეფიქსი მოსდევს პირდაპირი ობიექტის
ნიშანს I და II პირებში (და-მ-ი-ქირავა, და-გ-ი-ქირავა; წა-მ-ი-ყვანა, წა-გ-ი-ყვანა...), ქცევის ნიშანი III
პირშიც ი- პრეფიქსი იქნება (დამიქირავა, დაგიქირავა, დაიქირავა; წამიყვანა, წაგიყვანა, წაიყვანა). აქ ი
სათავისი ქცევის ნიშანია.

2.1.6.2.11.5. ქცევა ვნებითსა და საშუალი გვარის ზმნებში


ვნებითისა და საშუალი გვარის ზმნები გარდაუვალია, ამიტომ მათ არ შეიძლება ჰქონდეს სათავისო
ქცევა.
გარდაუვალი ზმნის სასხვისო ქცევას იგივე ნიშნები აქვს, რაც გარდამავალი ზმნის ამავე ქცევის
ფორმებს: ი-, როცა ირიბ ობიექტად პირველი ან მეორე პირია, და უ-, როცა ირიბ ობიექტად მესამე პირია:
მ-ი-შენდება (სახლი მე), გ-ი-შენდება (სახლი შენ), უ-შენდება (სახლი მას).
ინიან ვნებითს საარვისო ქცევის გაგება აქვს, ენიანს – სასხვისოსი: იზრდება (ის) – ეზრდება (ის მას),
იფურჩქნება (ის) – ეფურჩქნება (ის მას), იწყება (ის) – ეწყება (ის მას).

2.1.6.2.11.6. უქცეო ზმნები


არის ზმნები, რომლებსაც არ აქვს ქცევის გაგება. მაგ.: ჰგონია, ჰყავს, ა-ქვს, ა-ხსოვს, იცის (ვ-იცი,
ი-ცი, ი-ცის), უყვარს (მ-ი-ყვარს, გ-ი-ყვარს, უ-ყვარს), მათ უქცეო ზმნები ეწოდება. ასევე უქცეოა
გარდამავალ ზმნათა I თურმეობითის ფორმები, რომლებიც სასხვისო ქცევის ნიშნებს შეიცავენ: და-მ-ი-
წერია, და-გ-ი-წერია, და-უ-წერია; ა-მ-ი-შენებია, ა-გ-ი-შენებია, ა-უ-შენებია; გა-მ-ი-ღია, გა-გ-ი-ღია,
გა-უ-ღია და სხვა.

2.1.6.2.12. კონტაქტი
გარდამავალი ზმნის სუბიექტი ან უშუალოდ მოქმედებს პირდაპირ ობიექტზე, ან ირიბი ობიექტის
მეშვეობით. მაგალითად, შევადაროთ ერთმანეთს ეს ორი ფორმა: დაჭრა (ნინომ პური) და დააჭრევინა
(ნინომ შვილს პური). ნინომ სუბიექტია, პური – პირდაპირი ობიექტი, ხოლო შვილს – ირიბი ობიექტი.
პირველი (დაჭრა) ზმნის მიხედვით სუბიექტი უშუალოდ მოქმედებს პირდაპირ ობიექტზე, მეორე ზმნის
მიხედვით კი – ირიბი ობიექტის მეშვეობით.
ზმნის ფორმას, რომელიც გვიჩვენებს, სუბიექტი უშუალოდ მოქმედებს პირდაპირ ობიექტზე თუ
ირიბი ობიექტის მეშვეობით, კონტაქტი ჰქვია. ამის მიხედვით კონტაქტი ორგვარია: უშუალო და
შუალობითი.

2.1.6.2.12.1. უშუალო კონტაქტი


უშუალო კონტაქტის ფორმა აღნიშნავს, რომ სუბიექტი სხვა პირის დაუხმარებლად მოქმედებს
პირდაპირ ობიექტზე: ვხატავ (სურათს), ვწერ (წერილს), ვაღებ (კარს), ვმალავ (ბურთს), ვჭრი (პურს).

2.1.6.2.12.2. შუალობითი კონტაქტი


შუალობითი კონტაქტის ფორმა გვიჩვენებს, რომ სუბიექტი პირდაპირ ობიექტზე ირიბი ობიექტის
მეშვეობით მოქმედებს: ვახატვინებ (მას სურათს), ვაწერინებ (მას წერილს), ვაღებინებ (მას კარს),
ვაჭრევინებ (მას პურს).
გარდამავალი ზმნის შუალობითი კონტაქტის ფორმა სამპირიანია (დააწერინა მან მას ის), უშუალოსი
კი – ორპირიანი (დაწერა მან ის) ან სამპირიანი (მისწერა მან მას წერილი).

2.1.6.2.13. თავისებური ზმნები


ქართულ ენაში ზმნები შეიძლება იყოს თავისებური: აკლდეს პირის, რიცხვის ან მწკრივის ფორმები.
თავისებური ზმნებია: პირნაკლი და რიცხვნაკლი, პირში მონაცვლე, რიცხვში მონაცვლე და მწკრივში
მონაცვლე ზმნები.

36
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
2.1.6.2.13.1. პირნაკლი და რიცხვნაკლი ზმნები
ზოგიერთი ზმნა მარტო მხოლობითი რიცხვის მესამე პირის ფორმით იხმარება, პირველი და მეორე
პირებისა და მრავლობითი რიცხვის ფორმები კი არ ეწარმოება. ასეთ ზმნებს პირნაკლი და რიცხვნაკლი
ზმნები ჰქვია.
პირნაკლი და რიცხვნაკლი ზმნები ბუნების მოვლენებს გამოხატავენ: წვიმს, თოვს, ცივა, ცხელა,
თბილა, გრილა, ბნელა... ამ ზმნებთან პირის ნაცვალსახელი არ გამოიყენება, რადგან პირის მნიშვნელობა
საერთოდ დაკარგულია. ვერ ვიტყვით წვიმს ის, თოვს ის, რადგან ისინი უპირო ზმნებია.

2.1.6.2.13.2. პირში მონაცვლე ზმნები


გვაქვს სინონიმური მნიშვნელობის ზმნები, რომლებიც ერთმანეთს პირში ენაცვლებიან: ერთი
ჩვეულებრივი მეტყველებისას (თანატოლთან, მეგობართან...) იხმარება, მეორე – თავაზიანი საუბრისას
და პატივისცემას გამოხატავს. ასეთ ზმნებს პირში მონაცვლე ზმნები ჰქვია.
პირში მონაცვლე ზმნებია:
ჩვეულებრივი თავაზიანი
საუბრისას საუბრისას
არის გახლავს
ხარ ბრძანდები
ჭამა მიირთვა
თქვა ბრძანა
დაჯდა დაბრძანდა

2.1.6.2.13.3. რიცხვში მონაცვლე ზმნები


სინონიმური მნიშვნელობის ზმნებს, რომელთაგანაც ერთი მხოლობით რიცხვში იხმარება და მეორე –
მრავლობითში, რიცხვში მონაცვლე ზმნები ჰქვია.
გარდაუვალ ზმნებში ასეთი ფორმები ენაცვლება სუბიექტურ პირს მრავლობით რიცხვში, გარდამავალში
კი – პირდაპირ ობიექტურ პირს.
• სუბიექტური პირების შენაცვლება რიცხვში
ზი, ჯედ ( ჯექ) – სხედ; ზი ან ჯედ ( ჯექ) ფუძისაგან ნაწარმოები ფორმები იხმარება მხოლობით რიცხვში,
სხედ ფუძისაგან ნაწარმოები – მრავლობითში:
ვზივარ, ზიხარ, ზის – ვსხედვართ, სხედხართ, სხედან;
ვჯდები, ჯდები, ჯდება – ვსხდებით, სხდებით, სხდებიან;
დავჯექი, დაჯექი, დაჯდა – დავსხედით, დასხედით, დასხდნენ.
სხედ ფუძისაგან ნაწარმოები ფორმები იხმარება, თუ ქვემდებარე კრებითი სახელით არის
გადმოცემული: ხალხი (ახალგაზრდობა) ისხდა.
ვარდნა – ცვივნა: ვარდნა ერთზე ითქმის, ცვივნა – ბევრზე:
იგი გარეთ გავარდა და ხალხიც გაცვივდა.
ხიდან მოტეხილი ტოტი ვარდება – ხიდან ფოთლები ცვივა.
გდება – ყრა: გდია (ერთი) – ყრია (ბევრი):
ხის ძირში ერთი ფოთოლი ეგდო – ხის ძირში ჩამოცვენილი ფოთლები ეყარა.
მობმა – მოსხმა: მობმა (ერთისა) – მოსხმა (ბევრისა):
ამ ვაზს შარშან ერთი მტევანი ება, წელს კი ბევრი ასხია.
• პირდაპირობიექტური პირების შენაცვლება რიცხვში
რიცხვში მონაცვლე გარდამავალ ზმნებში ერთმანეთს ენაცვლება პირდაპირობიექტური პირები:
გადაგდება (ერთისა) – გადაყრა (ბევრისა):
ქვა გადააგდო – ქვები გადაყარა.
ფოთოლი გადააგდო – ფოთლები გადაყარა (ფოთოლი აქ კრებითი სახელია) ან ფოთლები გადაყარა.
მობმა (ერთისა) – მოსხმა (ბევრისა):
ამ ვაზმა შარშან ერთი მტევანი მოიბა, წელს კი ბევრი მოისხა.
მოკვლა (ერთისა) – დახოცვა (ბევრისა):
დამნაშავემ ერთი ადამიანი მოკლა. დამნაშავემ ადამიანები დახოცა.
გატეხა (ერთისა) – დამტვრევა (ბევრისა):
ბავშვმა ჭიქა გატეხა. ბავშვმა ჭიქები დაამტვრია.

37
რუსუდან ზექალაშვილი
2.1.6.2.13.4. მწკრივში მონაცვლე ზმნები
ზოგიერთ ზმნას აკლია რომელიმე მწკრივი ან მთელი სერია და ნაკლული მწკრივების შესავსებად
იყენებს სხვა ზმნას. ასეთ ზმნებს მწკრივში მონაცვლე ზმნები ჰქვია:
ვარ – ვიქნები – ვიყავი;
მაქვს – მექნება;
ზი (ზის, ზიხარ) – ჯედ (ჯექ) (დაჯდა, დაჯექი);
ვალ (მოვალ, მოვა) – ვედ (მოვედი)– ვიდ (მოვიდა);
ვშვრები – ვიზამ – ვქენი;
მომაქვს – მოვიტან;
მიმაქვს – წავიღებ;
ვამბობ – ვიტყვი – ვთქვი.

2.1.7. სახელზმნა
ზმნისაგან შეიძლება ვაწარმოოთ ბრუნებადი სიტყვა: არსებითი ან ზედსართავი სახელი. ზმნისაგან
ნაწარმოებ ბრუნებად სიტყვას სახელზმნა ჰქვია. მაგ.: ხტის და დგას ზმნის მესამე პირის ფორმებია,
ხტომა და დგომა კი მათგან ნაწარმოები ბრუნვადი სიტყვები, სახელზმნებია: წერა, წერამ, წერას... დგომა,
დგომამ, დგომას... დაწერილი, დამდგარი...
სახელზმნა ორგვარია: საწყისი და მიმღეობა.
სახელზმნას აქვს როგორც სახელური, ისე ზმნური ნიშნები. ე.ი. სახელზმნა სახელიც არის და
ზმნაც. იბრუნვის, როგორც სახელი და წინადადებაში ისეა გამოყენებული, როგორც სახელი, ხოლო,
როგორც ზმნა, დაირთავს ზმნისწინს და აქვს ზმნის რამდენიმე კატეგორია: ასპექტის, ორიენტაციის,
კონტაქტის.

2.1.7.1. საწყისი
საწყისი ჰქვია ზმნისგან ნაწარმოებ სახელს, რომელიც წინადადებაში ისეა გამოყენებული, როგორც
არსებითი სახელი. მაგ.: ღელვა საშიში იყო (ღელვა – ქვემდებარე), ზღვამ ღელვა დაიწყო (ღელვა –
ობიექტი)...
საწყისს მოქმედების სახელსაც უწოდებენ. საწყისებია: წერა, ხატვა, თესვა, პოვნა, ბრძოლა, კვდომა,
ყიდვა, სირბილი, სიყვარული, სინანული, ტრიალი, გრიალი, ბრახუნი და სხვა.
საწყისს აქვს არსებითი სახელის შემდეგი ნიშნები: დაესმის არსებითი სახელის კითხვა (რა?); იბრუნვის
ისე, როგორც მსგავსი ფუძის არსებითი სახელი: ხატვა, ხატვამ, ხატვას... ქუხილი, ქუხილმა, ქუხილს;
წინადადებაში ისეა გამოყენებული, როგორც არსებითი სახელი: შეიძლება იყოს ქვემდებარე, ირიბი,
პირდაპირი ან უბრალო დამატება.
საწყისს აქვს შემდეგი ზმნური ნიშნები: დაირთავს ზმნისწინს: გაცურვა, მიცურვა, გადაცურვა,
შეცურვა..; შეიძლება ჰქონდეს ასპექტი (წერა – დაწერა, ხატვა – დახატვა; კეთება – გაკეთება, შეკეთება,
გადაკეთება, გადმოკეთება) და კონტაქტი (გაკეთება – გაკეთებინება, დაწერა – დაწერინება).
საწყისი მხოლობითი რიცხვის ფორმით იხმარება, მაგრამ გაარსებითების შემთხვევაში მრავლობითიც
ეწარმოება და რიცხვითი სახელიც შეეწყობა მსაზღვრელად: შემთხვევა – შემთხვევები, სხდომა –
სხდომები, ორი სხდომა...

2.1.7.2. მიმღეობა
მიმღეობა ჰქვია ზმნისგან ნაწარმოებ ზედსართავ სახელს, რომელიც წინადადებაში ისეა გამოყენებული,
როგორც ზედსართავი სახელი. მაგ.: დახატა ზმნისაგან ნაწარმოები მიმღეობაა დახატული, რომელიც
არსებით სახელთან გამოყენებისას განსაზღვრებაა და იბრუნვის.
მიმღეობას აქვს ზედსართავი სახელის შემდეგი ნიშნები: დაესმის ზედსართავი სახელის კითხვა:
როგორი? იბრუნვის ისე, როგორც შესაბამისი ფუძის ზედსართავი სახელი: დაწერილი წიგნი, დაწერილმა
წიგნმა, დაწერილ წიგნს, დაწერილი წიგნის, დაწერილი წიგნით, დაწერილ წიგნად, დაწერილო წიგნო;
წინადადებაში გამოყენებულია ზედსართავი სახელის მსგავსად: როგორც განსაზღვრება, ქვემდებარე,
დამატება.
მიმღეობას აქვს შემდეგი ზმნური ნიშნები: გამოხატავს დროს (დახატული – წარსული დრო, დასახატი
– მომავალი დრო); დაირთავს ზმნისწინს (დაწერილი, დაფარული); აქვს ასპექტის გაგება: სრული
და უსრული (აღებული – სრული, ასაღები – უსრული); ზოგიერთ მიმღეობას ეწარმოება კონტაქტი;
შეიძლება გამოხატოს გვარი (მოქმედებითი გვარის მიმღეობებია: მღებავი, მშენებელი.., ვნებითი გვარის
მიმღეობებია: დახატული, დაღლილი, გაუკეთებელი (წარსული დროის); დასაწერი, გასაკეთებელი
(მომავალი დროის); საშუალი გვარის მიმღეობებია: მოლაქლაქე, მოჭიკჭიკე, მჯდომარე).

38
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
2.1.8. ზმნიზედა
ზმნიზედა ჰქვია სრული მნიშვნელობის მქონე უცვლელ მეტყველების ნაწილს, რომელიც, ჩვეულებრივ,
ზმნას ახლავს და გვიჩვენებს, თუ სად, როდის, როგორ, რატომ ან რისთვის ხდება მოქმედება. მაგ.: სამი
ზმნიზედა ახლავს ზმნას ამ წინადადებაში: გუშინ იქ ძალიან ცხელოდა. პირველი ზმნიზედა აღნიშნავს,
თუ როდის ცხელოდა, მეორე – სად ცხელოდა, მესამე – როგორ ცხელოდა.
ზმნიზედა წინადადებაში გარემოებაა. მაგ.: გუშინ – დროის გარემოებაა, იქ – ადგილისა, ძალიან –
ვითარებისა.
ზმნიზედა იშვიათად შეიძლება ახლდეს ზედსართავ სახელსა და თვით ზმნიზედასაც: ოდნავ წითელი,
ძალიან თეთრი, ძალიან შორს.
ზმნიზედას ზმნისართსაც უწოდებენ.

2.1.8.1. ზმნიზედის ჯგუფები შინაარსის მიხედვით


ზმნიზედის ძირითადი ჯგუფებია: ადგილის, დროის, ვითარების, მიზეზის, მიზნის, ზომა-წონისა და
ჯერობის, კითხვითი, მიმართებითი, განუსაზღვრელობითი, უარყოფითი.
ადგილის: აქ, იქ, აქედან, იქიდან, აქეთ, იქით, ახლოს, შორს, აქვე, იქითკენ, ყველგან, წინ, უკან, ზევით,
ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ (დაესმის კითხვები: სად? საიდან? საითკენ? სადამდე?).
დროის: ახლა, დღეს, გუშინ, გუშინწინ, ხვალ, ზეგ, წელს, გაისად, შარშან, ერთხელ, ყოველთვის,
ხანდახან, ზოგჯერ, წინათ (დაესმის კითხვები: როდის? რა დროიდან? როდემდე?).
ვითარების: ასე, ისე, ნელა, ჩქარა, ავად, კარგად (დაესმის კითხვები: როგორ? რანაირად?).
მიზეზის: ამიტომ, იმიტომ (დაესმის კითხვა: რატომ?).
მიზნის: ამისთვის, იმისთვის (დაესმის კითხვები: რისთვის? რად?).
ზომა-წონისა და ჯერობის: ამდენად, იმდენად, ხუთჯერ, ბევრჯერ, ერთგზის (დაესმის კითხვები:
რამდენად? რამდენჯერ? რა ზომით?).
კითხვითი: სად? საიდან? საითკენ? როდის? როდიდან? რატომ? რისთვის? როგორ? რანაირად?
რამდენჯერ?
მიმართებითი: სადაც, საიდანაც, როდესაც, რატომაც, რისთვისაც, როგორც...
განუსაზღვრელობითი: სადღაც, სადმე, ოდესღაც, ოდესმე, რატომღაც, როგორღაც, როგორმე.
უარყოფითი: არსად, ვერსად, ნურსად, არასდროს, ვერასდროს, არანაირად.

2.1.8.2. პირველადი და მეორეული ზმნიზედები


ზმნიზედები ორგვარია: პირველადი და მეორეული.
პირველადია ზმნიზედა, რომელიც არ არის მიღებული სხვა მეტყველების ნაწილისაგან ან თვით
ზმნიზედისაგან: აქ, იქ, წინ, უკან, შინ, ხვალ...
მეორეულია ზმნიზედა, რომელიც მიღებულია სხვა მეტყველების ნაწილისაგან ან თვით ზმნიზედისაგან:
ორგზის, ათჯერ, დღეს, ორშაბათს, წელს, წლობით, ნაჭერ-ნაჭერ, სოფელ-სოფელ, ფეხდაფეხ,
ცხენდაცხენ...

2.1.9. თანდებული
თანდებული არის დამხმარე მეტყველების ნაწილი, რომელიც დაერთვის სახელის გარკვეული ბრუნვის
ფორმას და აკავშირებს სახელსა და სახელს ან სახელსა და ზმნას.

2.1.9.1. თანდებულიანი ბრუნვები


თანდებული ფორმაუცვლელი მეტყველების ნაწილია. იგი დაერთვის სახელის ამა თუ იმ ბრუნვის
ფორმას. თანდებულიანი ბრუნვებია: სახელობითი, მიცემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი და
ვითარებითი. მოთხრობით და წოდებით ბრუნვებს თანდებული არ დაერთვის.
• -ვით თანდებულიანი სახელობითი და მიცემითი
-ვით თანდებული დაერთვის სახელობითსა და მიცემით ბრუნვებს. -ვით დაერთვის ხმოვანფუძიანი
სახელის მიცემითი ბრუნვის ფორმას და თანხმოვანფუძიანი სახელის სახელობითი ბრუნვის ფორმას.
მაგ.: ძმასა-ვით, ხესა-ვით, წყაროსა-ვით, მეგობარი-ვით, ბავშვი-ვით.
• თანდებულიანი მიცემითი
მიცემითი ბრუნვის თანდებულებია: -თან, -ზე, -ში.
-თან დაერთვის როგორც ხმოვანფუძიანი, ისე თანხმოვანფუძიანი სახელის ფორმას: ძმას-თან, ხეს-
თან, ორმოს-თან, ნუნუს-თან... თანხმოვანფუძიან სახელებთან ბრუნვის ნიშანი იკარგება: კარ-თან (კარ-
ს-თან), სახლ-თან (სახლ-ს-თან), ბავშვ-თან (ბავშვ-ს-თან).
39
რუსუდან ზექალაშვილი
-ზე და -ში თანდებულების დართვისას ბრუნვის ნიშანი ს იკარგება მომდევნო ზ და შ ბგერების
გავლენით: კარადა-ზე (კარადა-ს-ზე), სახლზე (სახლ-ს-ზე)... კარადა-ში (კარადა-ს-ში), სახლში (სახლ-ს-
ში)....
• თანდებულიანი ნათესაობითი
ნათესაობითი ბრუნვის ფორმას დაერთვის თანდებულები: -თვის, -გან, -კენ, -თანავე, -ებრ.
-თვის, -გან და -კენ დაერთვის როგორც გაუვრცობელ, ისე გავრცობილ ფორმას: მეგობრის-
თვის // მეგობრისა-თვის, ძმის-გან // ძმისა-გან, ქალაქის-კენ // ქალაქისა-კენ.
-თანავე (თანა-ვე) დაერთვის მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვის ნათესაობითი ბრუნვის ფორმას:
მოსვლ-ის-თანავე, დარეკვ-ის-თანავე, დანახვ-ის-თანავე...
-ებრ დაერთვის სახელთა ნათესაობითის ფორმას ან ფუძეს: ლომის-ებრ, ლომ-ებრ.
• თანდებულიანი მოქმედებითი
მოქმედებითი ბრუნვის ფორმას დაერთვის -ურთ და -გან თანდებულები.
-ურთ თანდებული: მეგობრ-ით-ურთ, ძმ-ით-ურთ, მებაღ-ით-ურთ, გიორგი-თ-ურთ...
-გან თანდებულში გ დაიკარგა და გვაქვს -იდან ფორმა: სახლ-იდან, ხ-იდან, ორმო-დან.
კითხვებზე ვისგან? და რისგან? ნათესაობითის ფორმას უნდა დაერთოს -გან თანდებული, ხოლო
კითხვებთან საიდან? და რა დროიდან? კითხვებთან -იდან თანდებულიანი ფორმა უნდა ვიხმაროთ. მაგ.:
გუშინ მეგობრისგან (ვისგან?) წიგნი წამოვიღე. მამამ ხისგან (რისგან?) მაგიდა გააკეთა. ბიჭი გავიდა
ოთახიდან (საიდან?). იმათი ბრძოლა დილიდან (რა დროიდან?) საღამომდე გაგრძელდა.
• თანდებულიანი ვითარებითი
ვითარებითის ფორმას -მდე (-მდის) თანდებული დაერთვის. თანდებულის დართვისას ბრუნვის ნიშნის
დ იკარგება: სახლ-ა-მდე ( სახლ-ად-მდე), მთა-მდე (მთა-დ-მდე), კლდე-მდე (კლდე-დ-მდე).

2.1.9.2. ზმნიზედა თანდებულის მნიშვნელობით


ზოგიერთი ზმნიზედა ხშირად თანდებულის მნიშვნელობით იხმარება. ასეთებია: ადგილისა და დროის
ზმნიზედები: წინ, უკან, ქვეშ, ზევით (ზემოთ), ქვევით (ქვემოთ), წინათ, შემდეგ, ირგვლივ, გარშემო,
ახლოს, აქეთ, იქით, გაღმა, გამოღმა და სხვა. მაგ.: ირგვლივ ადგილის ზმნიზედაა, როცა ვამბობთ:
ირგვლივ სრული სიჩუმე ჩამოვარდნილიყო, მაგრამ თანდებულია ამ წინადადებაში: შენობის ირგვლივ
დადიოდნენ მუშები.
ზმნიზედა თანდებულის მნიშვნელობითაა, როცა ნათესაობითი ბრუნვის ფორმას, ხოლო იშვიათად
მიცემითი ბრუნვის ფორმას მოსდევს: სახლის წინ, სახლის უკან, სახლის ირგვლივ, სახლის გარშემო,
სახლის ახლოს, სახლის აქეთ და სხვა.
პირველი და მეორე პირის ნაცვალსახელებთან ამ ტიპის თანდებულების გამოყენებისას
ნაცვალსახელთან ზედმეტია ბრუნვის ნიშანი -ს: ჩემ გვერდით, შენ წინ, თქვენ პირდაპირ [და არა: ჩემს
გვერდით, შენს წინ, თქვენს პირდაპირ].

2.1.10. კავშირი
კავშირი ჰქვია დამხმარე მეტყველების ნაწილს, რომელიც უცვლელია და აერთებს წინადადების ორ
წევრს ან ორ წინადადებას.
კავშირებია: და, თუ, მაგრამ, ხოლო, თორემ, ან, რომ, თუ არა, რათა, ესე იგი (ე.ი.), ანუ, რომ, რათა,
რაკი, სანამ, ვიდრე, რადგანაც.

2.1.10.1. კავშირის ჯგუფები


კავშირი ორგვარია: მაერთებელი და მაქვემდებარებელი.
მაერთებელი კავშირი აერთებს ორ ერთგვარ წევრს ან ორ ისეთ წინადადებას, რომლებიც ერთმანეთის
მიმართ თანასწორია. მაქვემდებარებელი კავშირი ორ ისეთ წინადადებას აერთიანებს, რომელთაგანაც
ერთი მთავარია და მეორე – დამოკიდებული.
მაერთებელ კავშირებში, თავის მხრივ, გამოიყოფა რამდენიმე ჯგუფი:
მაჯგუფებელი: და, თუ (და-ს მნიშვნელობით); მაჯგუფებელი კავშირების ფუნქციით გამოიყენება
ასევე: კიდეც – კიდეც, არც – არც, აღარც – აღარც, ვერც – ვერც, ვეღარც – ვეღარც, ნურც – ნურც.
მაპირისპირებელი: მაგრამ, ხოლო, კი; ასევე: ოღონდ, თუმცა, არა მარტო – არამედ, კი არ – არამედ,
არამცთუ – არამედ.
მაცალკევებელი: ან – ან, ან – ანდა, ან – ან კიდევ, ხან – ხან, ხან – ხან(აც), ხან – ხან კიდევ, გინდ –
გინდ, თუნდ – თუნდ.
მაიგივებელი: ანუ, ესე იგი.

40
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
მაქვემდებარებელი კავშირებია: რომ, სანამ, ვიდრე, რადგან, რათა, რაკი, ვინაიდან, ვიდრე, თუ, თუკი,
თუმცა და სხვა. მაქვემდებარებელი კავშირის ფუნქციით გვხვდება (ა) მიმართებითი ნაცვალსახელები:
ვინც, რაც, რომელიც, როგორიც, ვისიც, რისიც, სადაურიც და (ბ) მიმართებითი ზმნიზედები: როგორც,
სადაც, საითაც, საიდანაც, როდესაც, რადგანაც, რატომაც, რამდენადაც.
თუ მაერთებელი კავშირიც არის და მაქვემდებარებელიც:
მოხუცი თუ ახალგაზრდა დღესასწაულზე წავიდა. აქ თუ მაერთებელი კავშირია.
თუ თავის დროზე არ მოხვალ, ვერ დაგეხმარები. აქ თუ მაქვემდებარებელი კავშირია.
მაერთებელი კავშირები გამოიყენება შერწყმულ და რთულ თანწყობილ წინადადებებში.

2.1.11. ნაწილაკი
ნაწილაკი ჰქვია დამხმარე მეტყველების ნაწილს, რომელიც დაერთვის ამა თუ იმ სიტყვას ან მთელ
წინადადებას და მეტ-ნაკლებად ცვლის მას მნიშვნელობის მხრივ. ზოგი ნაწილაკი აწარმოებს გრამატიკულ
ფორმას, ზოგიც შინაარსს უცვლის სიტყვას. ნაწილაკი ყოველთვის უცვლელია, გვხვდება ყველა
მეტყველების ნაწილთან და წინადადების წევრი არ არის.
ნაწილაკი ან შერწყმულია სიტყვასთან, ან ცალკე მდგომია.
შერწყმული ნაწილაკებია: -ოდე (სამიოდე), -ც (იგიც), -ვე (იგივე), -ღა (ორიღა), -მე (ვინმე).
ცალკე მდგომი ნაწილაკებია: ნუთუ, განა, ხომ, თურმე, ხოლმე...
ზოგი ნაწილაკი შეიძლება დაერთოს სახელის უთანდებულო თუ თანდებულიან ფორმებს. ასეთებია: -ც,
-ღა, -ვე, -მე ნაწილაკები. მაგ.: მეგობარიც, ძაღლიც, ორიღა, სამივე, ვინმე, რამე.., დედისთვისაც, ჩემთვისაც.
ცალკე მდგომი ნაწილაკებია: არ, ვერ, ნუ, ხომ, განა, ნუთუ, თურმე, ხოლო და სხვა.
ზოგიერთი ნაწილაკი სიტყვას წინ დაერთვის, ზოგი მოსდევს მას.
სიტყვას წინ უძღვის ნაწილაკები: არ, ვერ, ნუ. მაგ.: არ წავიდეთ, ვერ შევჭამ.
სიტყვას მოსდევს ნაწილაკები: -მეთქი, -თქო, ხოლმე. მაგ.: მოდი-მეთქი, შევალ ხოლმე.

2.1.11.1. ნაწილაკთა ჯგუფები


ნაწილაკები მნიშვნელობით მრავალფეროვანია. ამასთანავე, ერთი და იგივე ნაწილაკი ზოგჯერ
სხვადასხვა სიტყვასთან განსხვავებული მნიშვნელობისაა.
ნაწილაკებში გამოიყოფა რამდენიმე ჯგუფი: კითხვითი, უარყოფითი, განუსაზღვრელობითი,
მიახლოებითი, გაძლიერებითი, გამორჩევითი, ნება-სურვილის, სიტყვასიტყვითი, მიგებითი.
კითხვითი ნაწილაკები: ხომ, განა, ნუთუ;
უარყოფითი ნაწილაკები: არ, ვერ, ნუ; აღარ, ვეღარ, ნუღარ; არც, ვერც, ნურც; აღარც, ვეღარც, ნუღარც;
განუსაზღვრელობითი ნაწილაკები: -მე, -ღაც(ა);
მიახლოებითი ნაწილაკები: თითქმის, ლამის, კინაღამ, -ოდე;
გაძლიერებითი ნაწილაკები: -ც, -ც კი, კიდეც, მაინც, უკვე;
გამორჩევითი ნაწილაკები: -ღა, მხოლოდ;
ნება-სურვილისა და გრძნობის გამომხატველი ნაწილაკები: რა, არ, აკი, აკი არ, ნეტავი, -მც, -მც კი,
დაე, ვაითუ;
სიტყვასიტყვითი ნაწილაკები: -მეთქი, -თქო, -ო;
მიგებითი ნაწილაკები არის სიტყვები, რომლებიც იხმარება ცალკე, კითხვის პასუხად და მთელი
წინადადების ნაცვლად. ასეთი ნაწილაკები ორგვარია: დადასტურებითი და უარყოფითი. დადასტურებითია:
ჰო, კი, დიახ (დიახ მორიდებულ, თავაზიან საუბარში იხმარება); უარყოფითია: არა, ვერა.
მიგებითი ნაწილაკები მომდევნო სიტყვებისაგან მძიმით გამოიყოფა. თუ მას რომელიმე სიტყვა არ
ახლავს, მის შემდეგ წერტილი იწერება.
მაგალითად,
– წავიდა დედაშენი?
– ჰო, წავიდა.
– მოიტანე?
– დიახ, ბატონო!
– თუ იცანი? – ჰკითხა იალქანიძემ თუთაშხიას, სტუმრები რომ წავიდნენ.
–კი.
– მამაშენის წერილი მოდის? – მკითხა მან მოულოდნელად.
– არა.
ნაწილაკის მნიშვნელობით ზოგჯერ გამოიყენება სრულმნიშვნელობიანი სიტყვები. მაგ.: უნდა, მოდი.
უნდა მესამე პირის ზმნის ფორმაა (დედას უნდა დასვენება), მაგრამ ზმნის პირიან ფორმასთან ნაწილაკად
გამოყენებისას ვალდებულებასა და აუცილებლობას გამოხატავს: მე უნდა გავაკეთო, შენ უნდა გააკეთო, მან

41
რუსუდან ზექალაშვილი
უნდა გააკეთოს. მოდი ბრძანებითი კილოს ფორმაა: მოდი ჩემთან! მაგრამ, როცა მოდი წაქეზებას აღნიშნავს
და სხვა ზმნის მეორე კავშირებითის ფორმასთან გვხვდება, ის ნაწილაკია: მოდი წავიდეთ! მოდი ვითამაშოთ!

2.1.12. შორისდებული
შორისდებული ჰქვია ფორმაუცვლელ მეტყველების ნაწილს, რომელიც უშუალოდ გამოხატავს
ადამიანის სულიერ განწყობილებას, გრძნობასა თუ ნება-სურვილს. მაგ.: ახ, ეჰ, ვაი, ჰეი, ყოჩაღ, სუ, უი...
შორისდებულის მნიშვნელობის გასარკვევად წარმოთქმისას მთავარია ტონი. ამიტომ ერთი და
იგივე გრძნობა შეიძლება სხვადასხვა შორისდებულით გამოიხატოს ან ერთი და იმავე დაწერილობის
შორისდებულით გადმოიცეს სხვადასხვა გრძნობა.
შორისდებული განცალკევებით მდგომი მეტყველების ნაწილია. იგი არც სრულმნიშვნელობიანია და
არც დამხმარე, ე.ი. წინადადების წევრი არ არის.
შორისდებული შეიძლება სახელის მნიშვნელობით იქნეს ნახმარი და მაშინ წინადადების წევრი
გახდება. მაგ.: ვაი და უი შორისდებულებია, მაგრამ წინადადებაში – ოთხი გამოქცეული ვაის გაეყარა და
უის შეეყარა – ორივე არსებითი სახელია, მიცემით ბრუნვაში დგას და ირიბი ობიექტია.

2.1.13. ეტიკეტური სიტყვები და გამოთქმები


ეტიკეტურ სიტყვებსა და ფრაზებს ადამიანები იყენებენ ყოველდღიურ ურთიერთობაში. ეტიკეტური
ფორმულირებისათვის ენა იყენებს მორფოლოგიურ, გრამატიკულ-ლექსიკურ და ლექსიკურ
საშუალებებს.
• მორფოლოგიურ ეტიკეტურ საშუალებებში შედის პირისა და კუთვნილებითი
ნაცვალსახელების თქვენობითი ფორმები თავაზიანი საუბრისას. ამ დროს ზმნასაც ემატება
მრავლობითი რიცხვის სუფიქსი -თ. მაგ.: მჯერა, რომ შენ ყველაფერი იცი. თავაზიან საუბარში
უნდა ითქვას: მჯერა, რომ თქვენ ყველაფერი იცით.
• გრამატიკულ-ლექსიკური საშუალებებია ე.წ. პირში მონაცვლე ზმნები: ხარ → ბრძანდებით!
მოდი → მობრძანდით! დაჯექი → დაბრძანდით! შედი → შებრძანდით! ჭამე → მიირთვით!
აიღე → ინებეთ! გსურს → გნებავთ! თქვი → ბრძანეთ!..
თანამოსაუბრე პირისადმი პატივისცემის ნიშნად პირველი პირის ფორმასაც შეიძლება შეენაცვლოს
სხვა ზმნა: ვჭამ → გეახლებით // ვჭამე→გეახელით; ვარ → გახლავართ; მოვალ → გეახლებით.
სამეტყველო ეტიკეტისთვის მნიშვნელოვანია თავაზიანი მიმართვის ფორმების გამოყენება
ოფიციალურ სიტუაციაში: ბატონო / ქალბატონო + საკუთარი სახელი. ბატონო გიორგი, ბატონო რამაზ,
ქალბატონო ეთერ, ქალბატონო ნათელა.
ამავე სიტყვებით მოიხსენიება პატივსაცემი პიროვნება: ხომ კარგად ბრძანდება ბატონი გიორგი?
დღეს ქალბატონი მარიამი ლექციაზე ვერ მოვა.
საკუთარ სახელთა კნინობით-ალერსობითი ფორმები მისაღებია მხოლოდ თანატოლებსა და
ნათესავებს შორის საუბრისას: ნელიკო, ნატუკა, ნანკა, ნოდიკო, ეკუნა, ელენიკო და სხვა.
• ეტიკეტური ფორმულების ლექსიკურ საშუალებებში ერთიანდება სპეციალური ეტიკეტური
სიტყვები და ფრაზები. საკომუნიკაციო დანიშნულების მიხედვით მათში შეიძლება გამოვყოთ
რამდენიმე სემანტიკური ჯგუფი:
• მისალმება: გამარჯობა, გაგიმარჯოს, დილა მშვიდობისა, საღამო მშვიდობისა...
• გამომშვიდობება: ნახვამდის, მშვიდობით, ღამე მშვიდობისა, ძილი ნებისა, კარგად
იყავი(თ), კარგად ბრძანდებოდეთ, დროებით...
• თხოვნა ან ნებართვის აღება: ძალიან გთხოვთ; თუ შეიძლება, რომ გთხოვოთ; შეგიძლიათ
მითხრათ? შეგიძლიათ მომაწოდოთ?.. თუ არ შეწუხდებით; თუ თქვენთვის რთული არ
იქნება; დიდად დამავალებთ, თუ...
• მადლიერების გამოხატვა: დიდი მადლობა, გმადლობთ, მადლობას გიხდით, მადლობას
მოგახსენებთ, თქვენი მადლიერი ვიქნები, დიდად მადლიერი დავრჩები, დიდ მადლიერებას
გამოვხატავ...
• პასუხი მადლობაზე: არაფრის, ეს რა სამადლობელია, რას ბრძანებთ...
• ბოდიშის მოხდა: ბოდიში, დიდი ბოდიში, მაპატიე(თ), უკაცრავად, ბოდიშს გიხდით...
• თანხმობა: დიახ, აუცილებლად მოვალ; დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის; ცხადია, რა
თქმა უნდა, სიამოვნებით დავესწრები თქვენს პრეზენტაციას.
• უარყოფა: არა, ვერ დავესწრები; ნუ მიწყენთ, მაგრამ მაგ დროს ლექცია მაქვს; ბოდიში,
ვერ მოვალ; სამწუხაროდ, ვერ შევძლებ დასწრებას; გული მწყდება, რომ ხუთშაბათს
თბილისში არ ვიქნები და ვერ დავესწრები თქვენს მოხსენებას.

42
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
• შეთავაზება: ხომ არ ინებებთ? ხომ არ მოგართვათ? ხომ არ მიირთმევთ?..
• პასუხი გაცნობისას: სასიამოვნოა, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა,
მოხარული ვარ თქვენი გაცნობით...
• მილოცვა: გილოცავთ, სულითა და გულით გილოცავთ, გულწრფელად გილოცავთ...
• დალოცვა: დაგლოცავთ, დიდხანს იცოცხლეთ, გისურვებთ ჯანმრთელობას, გისურვებთ
ხანგრძლივ სიცოცხლეს, სულ დალოცვილი იყავით, ღმერთმა დაგლოცოთ, მრავალს
დაესწარით, კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს ოჯახში, თქვენს ოჯახს დავლოცავ...
ღმერთმა შეგაბეროთ ერთმანეთს (ახალდაქორწინებულთა დალოცვა)... კეთილი იყოს
თქვენი მობრძანება (სტუმრის შემოსვლისას)... მშვიდობაში, სიკეთეში, სიხარულში,
ბედნიერებაში, მზით გაცვითე (ახალი ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის შეძენისას)...
• მოკითხვის გადაცემა: მომიკითხეთ, მომიკითხეთ დიდი სიყვარულით / პატივისცემით,
მოკითხვა გადაეცით...
• კომპლიმენტი: რა ლამაზად გამოიყურებით, რა მომხიბვლელი ხართ, რა კარგი მოსაუბრე
ბრძანდებით, როგორ გიხდებათ ეს კაბა / საყურე / მძივი....
• დაფიცების ფორმულები: შენს თავს ვფიცავ, დედას გეფიცები, ჩემს თავს გაფიცებ, შენ
არ მომიკვდე, დედაშვილობას, დაძმობას...
• მწუხარების გაზიარება: ძალიან ვწუხვარ, რა სამწუხაროა, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას,
ძალიან მეწყინა თქვენი ამბავი...
• შიშისა და შეშფოთების გამოხატვა: ვშიშობ, რომ... შიში მაქვს, რომ... ვაითუ...
• გამხნევება-ნუგეშისცემა: გამხნევდით, გამაგრდით, ღმერთი თქვენკენ, ყველაფერი
კარგად იქნება, იმედი არ უნდა დაკარგოთ...
• საალერსო ფორმულები: შენი ჭირიმე, (შენ) გენაცვალე, შენ შემოგევლე, ჩემი თავი
შემოგევლოს...

2.1.14. სიტყვათა წარმოქმნა


სიტყვა აგებულებით შეიძლება იყოს ძირეული და წარმოქმნილი. მაგ.: კაცი მარტივი აგებულების
სიტყვაა, კაც-ურ-ი, სა-კაც-ე და უ-კაც-ურ-ი მისგან ნაწარმოები სახელებია, ხოლო სიტყვები მამაკაცი
და ვაჟკაცი კომპოზიტებია და კაც-ი რთული ფუძის შემადგენელი კომპონენტია.
ქართულ ენაში ახალ სიტყვათა წარმოქმნა შესაძლებელია სიტყვაწარმოებითა (ფუძეზე აფიქსების
დართვით) და სიტყვათა შეერთებით (კომპოზიციით). შეიძლება ვაწარმოოთ სხვადასხვა მეტყველების
ნაწილი: არსებითი და ზედსართავი სახელები, სახელზმნები, ზმნები და ზმნიზედები.

2.1.14.1. სიტყვაწარმოება
სიტყვის ფუძეს შეიძლება დაერთოს აფიქსი თავში (ასეთ აფიქსს ეწოდება თავსართი ანუ პრეფიქსი),
ბოლოში (ბოლოსართი ანუ სუფიქსი) ან თავსა და ბოლოში ერთად ( თავსართ-ბოლოსართი, იგივე პრეფიქს-
სუფიქსი). მაგ.: სიტყვაში მგლ-ურ-ი -ურ ბოლოსართია, უ-რიცხვ-ი ნაწარმოებია უ- თავსართით, ხოლო
მე-ურმ-ე – მე – ე თავსართ-ბოლოსართით.

2.1.14.1.1. არსებითი სახელების წარმოება


არსებითი სახელები იწარმოება როგორც სუფიქსებით (წიგნ-აკ-ი, დედოფალ-ა, მტრ-ობა, ნაძვ-ნარ-ი),
ისე პრეფიქს-სუფიქსებით (სი-კეთ-ე, სა-ბერძნ-ეთ-ი).
ნაწარმოები არსებითი სახელები შინაარსის მიხედვით შეიძლება იყოს: კნინობით-ალერსობითი,
აბსტრაქტული, მცენარეთა კრებულისა და გეოგრაფიული სახელები.

2.1.14.1.2. კნინობით-ალერსობითი სახელები


კნინობითია წარმოქმნილი სახელი, რომელიც ძირეული სიტყვით აღნიშნულ საგანს შემცირებულად
ან ალერსობითის მნიშვნელობით წარმოგვიდგენს: კაცუნა, დედიკო, დაიკო, თამრიკო...
კნინობითის მაწარმოებელი სუფიქსებია: -ა, -აკ, -ია, -იკო, -ილო.
-ა: დედოფალ-ა, იმედ-ა, დათ-ა...
-აკ: წიგნ-აკ-ი, გორ-აკ-ი, სახლ-აკ-ი...
-ია: ბიძ-ია, გოგ-ია...
-იკო: დედ-იკო, მამ-იკო, ძამ-იკო, ბიძ-იკო, პაპ-იკო...
-უკა: ნან-უკა, ბაბ-უკა...
-ილო: მამ-ილო, დედ-ილო...

43
რუსუდან ზექალაშვილი
-იკო და -ილო გვხვდება ადამიანთა სახელებში, რომელთაც ალერსობითის მნიშვნელობა აქვთ.
კნინობით სახელს ზოგჯერ რამდენიმე სუფიქსი ერთად აწარმოებს: -უნ+ა: კაც-უნ-ა, წალდ-უნ-ა, დათ-
უნა, ბიჭ-უნა... -უნ+ია: ციც-უნ-ია... -უნ+იკო: დათ-უნ-იკო... -იკ+ელ+ა: დათ-იკ-ელ-ა, ზურ-იკ-ელ-ა.

2.1.14.1.3. აბსტრაქტული სახელები


აბსტრაქტულია სახელი, თუ ის აღნიშნავს ისეთ რამეს, რომელსაც ნივთიერი სახე არ გააჩნია,
აბსტრაქტული ცნებაა. მისი მაწარმოებლებია: -ება, -ობა, სი – ე, სი – ო.
-ება: ბედნიერ-ება, ჭეშმარიტ-ება, ბოროტ-ება...
-ობა: მეგობრ-ობა, მტრ-ობა, გულწრფელ-ობა...
სი – ე: სი-ბრძნ-ე, სი-მშვიდ-ე, სი-კეთ-ე...
სი – ო: სი-თბ-ო...

2.1.14.1.4. მცენარეთა კრებულის სახელები


კრებითის მნიშვნელობა აქვს -ნარ (დისიმილაციით -ნალ) სუფიქსით წარმოქმნილ სახელს. ის უმეტესად
აღნიშნავს ადგილს, სადაც უხვად არის ესა თუ ის მცენარე (ან რომელიმე საგანი, ნივთიერება). მაგ.: ნაძვ-
ნარ-ი, ფიჭვ-ნარ-ი, წაბლ-ნარ-ი, ბუჩქ-ნარ-ი, ყვავილ-ნარ-ი...

2.1.14.1.5. გეოგრაფიული სახელები


გეოგრაფიულ სახელთა გარკვეული ნაწილი სპეციალური აფიქსებით იწარმოება. მათი ძირითადი
მაწარმოებლებია: სუფიქსი -ეთ, პრეფიქს-სუფიქსი – სა – ო და პრეფიქსი სა- და ა.შ.
-ეთ: კახ-ეთ-ი, სვან-ეთ-ი, სომხ-ეთ-ი, ჩინ-ეთ-ი, შვედ-ეთ-ი...
სა – ეთ: სა-ბერძნ-ეთ-ი, სა-ფრანგ-ეთ-ი...
სა – ო: სა-ქართველ-ო, სა-ინგილ-ო, სა-მეგრ-ელ-ო...
გეოგრაფიულ სახელთა საწარმოებლად გამოიყენება ქართულ ენაში არსებული თითქმის ყველა
მაწარმოებელი: სა-ირმ-ე, სა-მტრედ-ია, შინდ-ის-ი... ის შეიძლება წარმოიქმნას სიტყვის მრავლობითი რიცხვის
ფორმით (ბერიძეები), ორი სიტყვის შეერთებით (ციხისძირი, თამარაშენი, ახალსოფელი, ახალდაბა...)
და სხვა.

2.1.14.1.6. ზედსართავი სახელების წარმოება


წარმოქმნილი ზედსართავი სახელი მიმართებითია. იგი იწარმოება არსებითი ან ზედსართავი
სახელისაგან, ასევე სხვა მეტყველების ნაწილებისაგან. მაგ.: ხავს-იან-ი ნაწარმოებია არსებითისაგან
ხავს-ი, ერთ-იან-ი – რიცხვითი სახელისაგან ერთ-ი, თქვენებ-ურ-ი – ნაცვალსახელისაგან თქვენ, შარშან-
დელ-ი – ზმნიზედისაგან შარშან.
მიმართებითი ზედსართავი იწარმოება როგორც სუფიქსებით (ხავს-იან-ი, კახ-ურ-ი), ისე პრეფიქს-
სუფიქსებით (სა-ერ-ო, უ-ენ-ო).

2.1.14.1.6.1. წარმოქმნილი ზედსართავი სახელის ჯგუფები შინაარსის მიხედვით

შინაარსის მიხედვით წარმოქმნილი ზედსართავი სახელები შეიძლება აღნიშნავდეს: ყოლა-ქონებას,


უყოლობა-უქონლობას, სადაურობას, დანიშნულებას, ხელობას, წინა ვითარებას...

2.1.14.1.6.1.1. ყოლა-ქონის სახელები


ყოლა-ქონების ზედსართავ სახელებს არსებითი სახელებისაგან აწარმოებენ სუფიქსები: -იან, -იერ,
-ოსან, -ოვან, -ა.
-იან აღნიშნავს ძირეული სახელით გამოხატული საგნის ყოლას ან ქონებას: შვილ-იან-ი, ცოლ-იან-ი,
მზ-იან-ი, ღრუბლ-იან-ი;
-იერ (> -იელ) რამდენიმე სიტყვისაგან აწარმოებს ქონების სახელს: გონ-იერ-ი, ღონ-იერ-ი, ძლი-ერ-ი,
გემრ-იელ-ი;
-ოსან აღნიშნავს რაიმეს მატარებელს ან მქონებელს: მანდილ-ოსან-ი, მედალ-ოსან-ი, გვირგვინ-
ოსან-ი, ხელ-ოსან-ი, ცხენ-ოსან-ი; ასეთი წარმოების ზედსართავი ხშირად არსებითად არის ქცეული
და დაესმის არსებითი სახელის კითხვები (ვინ? რა?): ჭიშკარს მოადგა ცხენოსანი. ქალბატონი ეთერი
მომხიბვლელი მანდილოსანი არის.
-ოვან აღნიშნავს ქონებას: ყინულ-ოვან-ი, კლდ-ოვან-ი, ხმ-ოვან-ი...
-ა სუფიქსიც ხშირად აღნიშნავს ქონებას: ულვაშ-ა, შავთვალ-ა, დიდთვალ-ა, დიდთავ-ა...

44
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
2.1.14.1.6.1.2. უყოლობა-უქონლობის სახელები
არსებითი სახელისაგან უყოლობასა და უქონლობას აწარმოებს პრეფიქს-სუფიქსები: უ – ო, უ – ურ
(-ულ), უ – არ (-ალ).
უ – ო: უ-მზე-ო, უ-ჭკუ-ო, უ-თავ-ო, უ-ხელ-ო, უ-ცოლ-ო;
უ – ურ (< უ – ულ): უ-ბედ-ურ-ი, უ-გუნ-ურ-ი, უ-ფერ-ულ-ი;
უ – არ (< უ – ალ): უ-შიშ-არ-ი, უ-ჩინ-არ-ი.

2.1.14.1.6.1.3. დანიშნულების სახელები


დანიშნულებას გამოხატავს პრეფიქს-სუფიქსები: სა – ე, სა – ო, სა – ურ (<-ულ).
სა – ე: სა-ქათმ-ე, სა-კაბ-ე;
სა – ო: სა-ბავშვ-ო, სა-ნადირ-ო, სა-სკოლ-ო;
სა – ურ / სა – ულ: სა-გან-ძურ-ი, სა-მკერდ-ულ-ი.
ამგვარი წარმოების ბევრი ზედსართავი სახელი უკვე არსებითი სახელის მნიშვნელობით იხმარება და
დაესმის არსებითი სახელის კითხვა რა?: სა-ქათმ-ე, სა-კაც-ე, სა-ყურ-ე, სა-მზარეულ-ო, სა-საუზმ-ე,
სა-ხელოსნ-ო, სა-ფეხ-ურ-ი.

2.1.14.1.6.1.4. სადაურობის / წარმომავლობის სახელები

სადაურობის / წარმომავლობის სახელებს აწარმოებს -ელ და -ურ (-ულ) ბოლოსართები.


-ელ მაჩვენებელია ადამიანთა სადაურობისა/წარმომავლობისა: სოფლ-ელ-ი, რაჭვ-ელ-ი, ქართლ-
ელ-ი, ქუთაის-ელ-ი, იაპონ-ელ-ი, გერმან-ელ-ი.
-ელ სუფიქსი აგრეთვე აღნიშნავს მიმდევრობას, წევრობას, როდინდელობას: რაზმ-ელ-ი, წუხანდ-ელ-ი...
-ურ (< -ულ) ადამიანის გარდა ყველაფრის სადაურობას/წარმომავლობას გვიჩვენებს: ქიზიყ-ურ-ი,
სვან-ურ-ი, არაბ-ულ-ი, გერმან-ულ-ი, მეგრ-ულ-ი... ეს სუფიქსი გვიჩვენებს თვისებასაც: დედაშვილ-
ურ-ი, გმირ-ულ-ი, ვაჟკაც-ურ-ი...

2.1.14.1.6.1.5. ხელობის სახელები


ხელობის სახელებს აწარმოებს თავსართ-ბოლოსართები: მე – ე, მე – ურ.
მე – ე: მე-ბაღ-ე, მე-ცხვარ-ე, მე-პურ-ე, მე-თევზ-ე, მე-ფუტკრ-ე;
მე – ურ (< მე – ულ) ხელობის სახელს აწარმოებს რამდენიმე ფუძისაგან: მე-ზღვა-ურ-ი, მე-თა-ურ-ი,
მე-ბარგ-ულ-ი.
ხელობის სახელები, ჩვეულებრივ, არსებითი სახელის მნიშვნელობით იხმარება და მიუგებს არსებითი
სახელის კითხვაზე (ვინ?).

2.1.14.1.6.1.6. წინა ვითარების სახელები


წინა ვითარების სახელებს აწარმოებს თავსართ-ბოლოსართები: ნა – არ (< ნა – ალ), ნა – ურ
(< ნა – ულ), ნა – ევ.
ნა – არ (< ნა – ალ): ნა-ქალაქ-არ-ი, ნა-სოფლ-არ-ი, ნა-ტყვი-არ-ი, ნა-სუფრ-ალ-ი;
ნა – ურ: ნა-ფეხ-ურ-ი, ნა-მზე-ურ-ი;
ნა – ევ: ნა-ხმლ-ევ-ი, ნა-ჭრილობ-ევ-ი.

2.1.14.1.6.1.7. ბრუნვის ნიშნებით წარმოქმნილი ზედსართავი სახელები


ბრუნვის ნიშანი ზოგჯერ ახალი სიტყვის წარმოსაქმნელად არის გამოყენებული. მაგ.: მოქმედებითი
და ვითარებითი ბრუნვის ნიშნები აწარმოებენ ზედსართავებს არსებითი სახელებისაგან.
-ით: ბრძანებ-ით-ი, თხრობ-ით-ი, რიგ-ით-ი, შემთხვევ-ით-ი;
-ად (დ): გულ-ად-ი, ტან-ად-ი, კვეცა-დ-ი, აალებ-ად-ი.

2.1.14.1.7. ზმნების წარმოება. ნასახელარი ზმნები


ზმნები იწარმოება ამა თუ იმ სახელისაგან ზმნური აფიქსებით. ასეთი ზმნა ნასახელარია.
მაგ.: ა-სახლ-ებ-ს და სახლ-დ-ებ-ა (არსებითი სახელისაგან სახლ-ი), ა-თეთრ-ებ-ს და თეთრ-დ-ებ-ა
(ზედსართავი სახელისაგან თეთრ-ი), ა-სამ-ებ-ს და სამ-დ-ებ-ა (რიცხვითი სახელისაგან სამ-ი), ი-ჩემ-
ებ-ს (ნაცვალსახელისაგან ჩემ-ი).
ყველაზე ხშირად სახელებისაგან ზმნა იწარმოება -დ სუფიქსით:
ქვეყანა →  ქვეყნ-დ-ება, ახალგაზრდა  →  ახალგაზრდავ-დ-ება, შავ-ი  →  შავ-დ-ება, მდიდარ-ი →  მდიდრ-
დ-ება, წითელ-ი →  წითლ-დ-ება, მწიფე →  მწიფ-დ-ება, ყრუ →  ყრუვ-დ-ება.

45
რუსუდან ზექალაშვილი
სახელებისაგან შესაძლებელია მოქმედებითი და საშუალი გვარის ზმნათა წარმოებაც: სახლ → 
გა-ა-სახლ-ებ-ს, და-ა-სახლ-ებ-ს, ჩა-ა-სახლ-ებ-ს; ახალგაზრდა →  ა-ახალგაზრდ-ავ-ებ-ს, ლამაზ-ი → 
გა-ა-ლამაზ-ებ-ს; მეფე →  ა-მეფ-ებ-ს, მეფ-ობ-ს და ა.შ.

2.1.14.1.8. სახელზმნების წარმოება


სახელზმნები ნაზმნარი სახელებია. მათში შედის ნაზმნარი არსებითი სახელი ანუ საწყისი და ნაზმნარი
ზედსართავი სახელი ანუ მიმღეობა.

2.1.14.1.8.1. საწყისის წარმოება


საწყისი იწარმოება მოქმედებითი გვარის ზმნის ფუძისგან.
საწყისის ყველაზე გავრცელებული მაწარმოებელია -ა სუფიქსი: კერვ-ა, კეთებ-ა, ხატვ-ა.
საწყისის მაწარმოებლებია ასევე: -ილ სუფიქსი: ტირის – ტირ-ილ-ი, წუხს – წუხ-ილ-ი, დუმს – დუმ-
ილ-ი, დუღს – დუღ-ილ-ი.
პრეფიქს-სუფიქსები:
სი – ილ: სი-ც-ილ-ი, სი-რბ-ილ-ი, სი-რცხვ-ილ-ი, სი-ძულვ-ილ-ი.
სი – ულ: სი-ყვარ-ულ-ი, სი-ხარ-ულ-ი, სი-ბრალ-ულ-ი.
ს – ა (იშვიათად): ს-ვლ-ა, შე-ს-ყიდვ-ა.
რამდენიმე ზმნას საწყისის ნიშნის წინ უჩნდება ნ-, ოლ- ან ომ-:
-ნ: სთხოვს – თხოვ-ნ-ა, იპოვის – პოვ-ნ-ა, ვარდება – ვარდ-ნ-ა, ეძებს – ძებ-ნ-ა;
-ოლ: იბრძვის – ბრძ-ოლ-ა, თრთის – თრთ-ოლ-ა;
-ომ: ხტის – ხტ-ომ-ა, დგას – დგ-ომ-ა, წყრება – წყრ-ომ-ა.
საწყისთა მცირე ნაწილი ზმნისგან კი არაა ნაწარმოები, არამედ პირიქით, ზმნები იწარმოება მისგან.
ამგვარ საწყისს პირველადი ეწოდება. ბევრი მათგანი ხმაბაძვითი სიტყვაა: ჭიკჭიკი, წიკწიკი, ლაქლაქი,
გრიალი, ჭრიალი, ბრახუნი, კაკუნი და სხვა.

2.1.14.1.8.2. მიმღეობის წარმოება


მიმღეობების წარმოება და მაწარმოებელი აფიქსები დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი გვარის
მიმღეობა იწარმოება.

2.1.14.1.8.2.1. მოქმედებითი გვარის მიმღეობა


მოქმედებითი გვარის მიმღეობა მიუთითებს მოქმედ საგანზე. მაგ.: დამხატავი არის ის, ვინც დახატა.
ამ ტიპის მიმღეობას აწარმოებს მ- თავსართი ან მ – ელ და მა – ელ თავსართ-ბოლოსართები.
მ: და-მ-წერი, მო-მ-ტანი, და-მ-წყები, წამო-მ-წყები, მ-კერავი, მ-ღებავი, მ-ლესავი,
მ-ბეჭდავი;
მ – ელ: მ-კეთებ-ელ-ი, მ-შენებ-ელ-ი, მ-ხვნ-ელ-ი, და-მ-ცვ-ელ-ი, და-მ-კვლ-ელ-ი;
მა – ელ: და-მა-არსებ-ელ-ი, მა-სწავლებ-ელ-ი, შე-მა-ერთებ-ელ-ი, გა-მა-მხნევებ-ელ-ი;
მ – არ (< მ – ალ): ნაწარმოებია მოქმედებითი გვარის რამდენიმე მიმღეობა: მ-ხატვ-არ-ი,
მ-წერ-ალ-ი, მ-კურნ-ალ-ი (ბევრ ამგვარ მიმღეობას უკვე არსებითი სახელის მნიშვნელობა აქვს).

2.1.14.1.8.2.2. ვნებითი გვარის მიმღეობა


ვნებითი გვარის მიმღეობა სამოქმედო საგნის მდგომარეობას გამოხატავს. აქვს ორი დრო: წარსული
და მომავალი. ფორმა წართქმითია ან უკუთქმითი.
ვნებითი გვარის მიმღეობის ფორმათა წარმოება სამგვარია:
პრეფიქსული (ნა-, უ-, სა-), სუფიქსური (-ილ, -ულ), პრეფიქსულ-სუფიქსური (მ – არ, სა – ელ, უ – ელ).
წარსული დროის მიმღეობები: პრეფიქსული: ნა-: ნა-წერი, ნა-შენ-ი, ნა-ყიდი, ნა-კეთები; სუფიქსური:
-ილ: დაწერ-ილ-ი, შეღებ-ილ-ი; -ულ: დახატ-ულ-ი, გაკეთებ-ულ-ი; პრეფიქსულ-სუფიქსური: მ – არ
(< მ – ალ): მ-კვდ-არ-ი, და-მ-წვ-არ-ი; გა-მ-ქრ-ალ-ი, გა-მ-შრ-ალ-ი.
მომავალი დროის მიმღეობები: სა-: და-სა-წერ-ი, და-სა-ხატ-ი, წა-სა-ღები; სა – ელ: გა-სა-კეთებ-ელ-ი,
სა-ჭრ-ელ-ი, სა-ჩვენებ-ელ-ი, სა-ვედრებ-ელ-ი;
უკუთქმითი მნიშვნელობის ვნებითი გვარის მიმღეობები: უ-: უ-ნახავი, და-უ-ხატავი,
და-უ-წერ-ელ-ი; უ – ელ: უ-ჭმ-ელ-ი, გა-უ-კეთებ-ელ-ი, და-უ-მთავრებ-ელ-ი.

2.1.14.1.8.2.3. საშუალი გვარის მიმღეობა


საშუალი გვარის მიმღეობა მიგვითითებს ისეთ მოქმედზე, რომელთანაც სამოქმედო საგანი არ
იგულისხმება. მაგ.: მწუხარე ითქმის იმაზე, ვინც წუხს.

46
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
საშუალი გვარის მიმღეობას აწარმოებს მ- თავსართი და თავსართ-ბოლოსართები: მ – არ / მ – ალ,
მ –არე / მ –ალე, მო –ე.
მ: მ-ბრწყინავი, მ-ცოცავი, მ-ცურავი.
მ – არ (< მ – ალ): მ-ცინ-არ-ი, მ-ტირ-ალ-ი.
მო – არ (< მო – ალ): მო-ღიმ-არ-ი, მო-ტირ-ალ-ი.
მ – არე (< მ – ალე): მ-დუმ-არე, მ-წუხ-არე, მ-ღელვ-არე.
მო – ე: მო-ცურავ-ე, მო-დარაჯ-ე, მო-თამაშ-ე.

2.1.14.1.9. ზმნიზედების წარმოება


ზმნიზედათა ერთი ნაწილი მეორეულია ანუ სახელებისა და სახელზმნებისაგანაა ნაწარმოები. ბრუნვის
ფორმათაგან ზმნიზედად შეიძლება იქცეს მიცემითის, ნათესაობითის, მოქმედებითისა და ვითარებითის
უთანდებულო თუ თანდებულიანი ფორმები. თვით ზმნიზედისაგან ნაწარმოები მეორეული ზმნიზედა
ენაში ცოტაა.
ზმნიზედების წარმოება ბრუნვის ფორმების მიხედვით:
ზმნიზედად შეიძლება იქცეს არსებითი სახელი მიცემითსა და მოქმედებით ბრუნვებში. მიცემითი
ბრუნვის უთანდებულო ან თანდებულიანი ფორმებია: წელს, დღეს, ორშაბათს, კვირას... ბოლოში, თავში,
განზე, გვერდზე;
მოქმედებითი ბრუნვის უთანდებულო ან თანდებულიანი ფორმებია: ღამით, დილით, გვერდით,
წლობით... (ით-გან > იდ-გან > ) იდან: ზევიდან, ქვევიდან, დილიდან, შორიდან...
ზედსართავი სახელისა და მიმღეობის ვითარებითი ბრუნვის ფორმები, რომლებიც ზმნას ახლავს,
გამოიყენება ზმნიზედის ფუნქციით: ავად, კარგად, ცუდად, თეთრად, მყარად.
ზმნიზედად შეიძლება გამოვიყენოთ სიტყვის ფუძეც: ძალიან, ძლიერ.
ზმნიზედები იწარმოება ფუძის გაორკეცებითაც: (ა) უკავშიროდ: სოფელ-სოფელ, გზა-გზა, ქუჩა-
ქუჩა, უკან-უკან; (ბ) და-კავშირიანი შეერთებით: ფეხდაფეხ, ცხენდაცხენ.
ზმნიზედებია -ივ, -რე, -გან, -ჯერ, -გზის მაწარმოებლებით მიღებული სიტყვები:
-ივ: ირგვლივ, მარჯვნივ, მარცხნივ; -რე: აგრე, ადრე; -გან: ყველგან, ზოგან, სხვაგან; -ჯერ: ორჯერ,
სამჯერ, ზოგჯერ; -გზის: ორგზის, ხუთგზის.

2.1.14.2. კომპოზიცია
სახელი შეიძლება მიღებული იყოს ორი ან მეტი ფუძის შეერთებით. ასეთი სიტყვა რთული აგებულებისაა
და კომპოზიტს უწოდებენ. ახალი ლექსიკური ერთეულის მისაღებად შეიძლება შეერთდეს სხვადასხვა
ფუძე ან ერთი ფუძე გაორკეცდეს. მათ შორის განასხვავებენ ერთ- და ორცნებიან კომპოზიტებს.

2.1.14.2.1. ერთცნებიანი კომპოზიტები


თუ კომპოზიტის შემადგენელ ფუძეთა მნიშვნელობა დაჩრდილულია, ის ერთცნებიანია. ასეთებია:
ცისკარი, ქინძისთავი, გულგახეთქილი, თავქუდმოგლეჯილი...
ერთცნებიანი (ერთმნიშვნელობიანი) კომპოზიტი იქმნება სხვადასხვა მეტყველების ნაწილის
შეერთებით, აღნიშნავს ერთ ცნებას და ერთ სიტყვად იწერება:
არსებითი სახელი + არსებითი სახელი: დედაკაცი, ვაჟკაცი, ქალბატონი...
არსებითი სახელი + ზედსართავი სახელი / მიმღეობა: დიდგულა, თავდახრილი...
არსებითი სახელი + ნაცვალსახელი: დედამისი, მამაჩემი...
ზედსართავი სახელი + არსებითი სახელი: ავდარი, ავგული...
რიცხვითი სახელი + არსებითი სახელი: ორგული, ორპირი...
ზოგიერთი რთული სიტყვის პირველი კომპონენტი ნათესაობით ბრუნვაში დგას (მხოლობით ან
მრავლობით რიცხვში): ქინძისთავი, ცისარტყელა.
ფუძეგაორკეცებული სიტყვა ერთად დაიწერება, თუკი მისი შემადგენელი ფუძე ცალკე არ გამოიყენება:
ჭიკჭიკი, ლაქლაქი, კისკისი...
თუ გაორკეცებულ არსებით სახელებს შორის და კავშირი დაისმის, მაშინ ის ერთად იწერება: პირდაპირ,
გზადაგზა, ფეხდაფეხ...

2.1.14.2.2. ორცნებიანი კომპოზიტები


თუ შემადგენელ ფუძეთა მნიშვნელობა შენარჩუნებულია, ასეთ კომპოზიტს ორცნებიანს
(ორმნიშვნელობიანს) ვუწოდებთ: მთა-ბარი, დედ-მამა, ცოლ-ქმარი...
ორცნებიან კომპოზიტებში შეიძლება იყოს ორი ან სამი სახელი (არსებითი, ზედსართავი, რიცხვითი
სახელები ან ნაცვალსახელი), ზმნა ან ზმნიზედა:
არსებითი სახელები: დედ-მამა, და-ძმა... საწყისები: ცეკვა-თამაში, წერა-კითხვა...

47
რუსუდან ზექალაშვილი
ზედსართავი სახელები: წითელ-ყვითელი, დიდ-პატარა... მიმღეობები: ნათქვამ-ნაფიქრი...
რიცხვითი სახელები: ორი-სამი, ხუთი-ექვსი...
ზმნები: მიდი-მოდის, ავა-ჩამოვა...
ზმნიზედები: დილა-საღამოს, ზამთარ-ზაფხულ...
ფუძეგაორკეცებული ზედსართავი, რიცხვითი, არსებითი სახელები, ნაცვალსახელები და ზმნიზედები
დეფისით დაიწერება; ზოგიერთი ფუძეგაორკეცებული სიტყვა კი სხვა მეტყველების ნაწილად იქცევა.
გაორკეცებული არსებითი სახელები: ქუჩა-ქუჩა, ალაგ-ალაგ, გზა-გზა...
გაორკეცებული ზედსართავი სახელები: დიდ-დიდი, ცხელ-ცხელი, ცივ-ცივი...
გაორკეცებული რიცხვითი სახელები: ორ-ორი, ათ-ათი, ას-ასი...
გაორკეცებული ნაცვალსახელები: რაღაც-რაღაცა, ვიღაც-ვიღაცა...
გაორკეცებული ზმნიზედები: ნელ-ნელა, ჩქარ-ჩქარა...
თუკი ორცნებიან კომპოზიტს დაერთო სიტყვამაწარმოებელი აფიქსი, ის ერთად დაიწერება: სტუმარ-
მასპინძელი → სტუმარმასპინძლ ობა, და-ძმა → დაძმურ ი, დედა-შვილი → დედაშვილ ობა.

48
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
თავი 3  სინტაქსი

სინტაქსი არის გრამატიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის წინადადების ტიპებს და სიტყვათა


შეკავშირების წესებს წინადადებაში. სინტაქსი შეისწავლის რა და რა სახის სიტყვები შეიძლება შეეწყოს
ერთმანეთს, რა სახის ურთიერთობა შეიძლება იყოს სიტყვებს შორის და რა დანიშნულება აქვს ამა თუ იმ
სიტყვას წინადადებაში.

3.1. სინტაქსური ერთეულები


სინტაქსური ერთეულებია წინადადება, წინადადების წევრი და სინტაქსური წყვილი.
წინადადება ჰქვია ერთ ან რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებულ სიტყვას, რომელიც ამა თუ
იმ აზრს გადმოგვცემს. მაგ.: 1. ღამდებოდა. 2. ჩემი და ძალიან კარგად ცეკვავს. პირველი წინადადება
ერთი სიტყვით არის გადმოცემული, მეორე – ხუთით. წინადადება სხვადასხვაგვარია შინაარსისა და
აგებულების მიხედვით.

3.2. სინტაქსური ურთიერთობის სახეები: შეთანხმება, მართვა, მირთვა


წინადადების წევრები ქმნიან წყვილებს. წყვილის წევრების სინტაქსური ურთიერთობის ძირითადი
სახეებია: შეთანხმება, მართვა და მირთვა.
• შეთანხმება ჰქვია სიტყვათა სინტაქსური ურთიერთობის ისეთ სახეს, როცა დაქვემდებარებული
სიტყვა იმ ფორმას იღებს, რომელიც აქვს მთავარ სიტყვას.
სახელი შეიძლება შეეთანხმოს სახელს ბრუნვასა და რიცხვში:
ლამაზმა ქალმა – ამ წყვილში შეთანხმება არის ბრუნვაში. მსაზღვრელი (ზედსართავი სახელი ლამაზმა)
ეთანხმება საზღვრულს (არსებით სახელს ქალმა) მოთხრობით ბრუნვაში.
მთანი მაღალნი – მსაზღვრელი (ზედსართავი სახელი მაღალნი) ეთანხმება საზღვრულს (არსებით
სახელს მთანი) სახელობით ბრუნვასა და ნარიან მრავლობითში.
ზმნა სახელს შეიძლება შეეთანხმოს რიცხვში:
ბავშვები თამაშობენ – შემასმენელი (თამაშობენ) ეთანხმება ქვემდებარეს (ბავშვები) მრავლობით
რიცხვში.
• მართვა ეწოდება სიტყვათა სინტაქსური ურთიერთობის ისეთ სახეს, როდესაც ერთი სიტყვა
მეორისაგან მოითხოვს იმ ფორმას, რომელიც მას არ აქვს.
დანით გაჭრა – ზმნა-შემასმენელი (გაჭრა) მართავს არსებითი სახელით გადმოცემულ უბრალო
დამატებას (დანით) მოქმედებით ბრუნვაში.
ბავშვი თამაშობს – არსებითი სახელით გადმოცემული ქვემდებარე (ბავშვი) მართავს ზმნა-შემასმენელს
(თამაშობს) მესამე პირში.
• მირთვა ჰქვია სიტყვათა სინტაქსური ურთიერთობის ისეთ სახეს, როდესაც ფორმაუცვლელი
სიტყვა აზრობრივად არის შეწყობილი მთავარ სიტყვასთან.
ფორმაუცვლელი სიტყვები უკავშირდება ზმნა-შემასმენელს: გუშინ ჩამოვიდა. ჩქარა აკეთებს. აქ
კონცერტი ტარდება.

3.3. წინადადება და წინადადების წევრები


სიტყვას ან სიტყვების ჯგუფს, რომელიც დასრულებულ აზრს გამოხატავს წინადადება ჰქვია. ცალკე
სრულმნიშვნელობიანი სიტყვა ლექსიკური ერთეულია, იგივე სიტყვა წინადადებაში სხვა სიტყვასთან
დაკავშირებისას წინადადების ნაწილია, რომელსაც წინადადების წევრი ჰქვია.
წინადადების წევრებია: შემასმენელი, ქვემდებარე, პირდაპირი დამატება, ირიბი დამატება, უბრალო
დამატება, განსაზღვრება და გარემოება.
წინადადების წევრები ორგვარია: მთავარი და არამთავარი.
მთავარი წევრებია: შემასმენელი, ქვემდებარე, პირდაპირი დამატება და ირიბი დამატება; არამთავარი
წევრებია: უბრალო დამატება, განსაზღვრება და გარემოება.

3.3.1. წინადადების სახეები შინაარსის მიხედვით


შინაარსის მიხედვით წინადადება შეიძლება იყოს: თხრობითი, კითხვითი, ბრძანებითი. გამოყოფენ
ასევე ძახილის და კითხვით-ძახილის წინადადებებს.
• თხრობითი წინადადება
თხრობითია წინადადება, რომელიც მოგვითხრობს, გადმოგვცემს რამეს. თხრობითი წინადადების
ბოლოს წერტილი იწერება. მაგ.: დღეს კარგი ამინდია. დილა საინტერესოდ დაიწყო.

49
რუსუდან ზექალაშვილი
• კითხვითი წინადადება
კითხვითია წინადადება, რომელიც კითხვას შეიცავს. იგი ორგვარია: კითხვითსიტყვიანი და
არაკითხვითსიტყვიანი.
კითხვითსიტყვიანი კითხვითი წინადადებაა, მაგ.: ვინ გიშლის ხელს? რომელი საათია?
არაკითხვითსიტყვიანი კითხვითი წინადადებაა, მაგ.: შენს ძმას უთხარი ყველაფერი? ხვალ მოხვალ ჩემთან?
ქართულში კითხვითი წინადადება გამოხატულია აღმავალი ინტონაციით.
კითხვითი წინადადების ბოლოს კითხვის ნიშანი იწერება.
• ბრძანებითი წინადადება
ბრძანებითია წინადადება, რომელიც მოითხოვს მთქმელის ნება-სურვილის შესრულებას.
ბრძანებითი წინადადება შინაარსისა და წარმოთქმის ხასიათის მიხედვით მრავალფეროვანია. იგი,
გარდა საკუთრივ ბრძანებისა, შეიძლება გამოხატავდეს მოწოდებას, თხოვნას, დალოცვას, წყევლას,
გაფრთხილებას, გამხნევებას, მიწვევა-მიპატიჟებას, რჩევა-დარიგებას, აკრძალვასა და სხვა. მაგ.: მოდი
აქ! ჩქარა გამოდი გარეთ! გაჩუმდი!
ბრძანებითი წინადადება ორგვარია: წართქმითი და უკუთქმითი.
წართქმითია წინადადება, თუ მოსაუბრე ზმნა-შემასმენლით აღნიშნული მოქმედების შესრულებას
ითხოვს: გაჩერდი! წადი!
უკუთქმითია წინადადება, თუ მოსაუბრე ზმნა-შემასმენლით გამოხატული მოქმედების შესრულებას
კრძალავს. წინადადებაში არის უარყოფითი ნაწილაკები: ნუ, არ ან მათი შემცვლელი სიტყვები: ნუღარ,
ნურსად, არსად, არავინ...
მაგ.: არ წახვიდე იქ! ნუ ტირი! არავინ შემოვიდეს ოთახში!
ბრძანებითი წინადადების ბოლოს ძახილის ნიშანი იწერება.

3.3.2. წინადადების მთავარი წევრები


წინადადების მთავარი წევრებია: შემასმენელი, ქვემდებარე, პირდაპირი და ირიბი დამატებები.

3.3.2.1. შემასმენელი
შემასმენელი წინადადების ძირითადი წევრია. იგი მნიშვნელობით მრავალფეროვანია და გამოხატავს:
საგნის მოქმედებას; საგნის მდგომარეობას; რა მოსდის საგანს; როგორია საგანი; ვინ არის საგანი; რა
არის საგანი.
მისი კითხვებიც შესაბამისია:
რას შვრება საგანი? – ბავშვი ხატავს მთებს.
რა მდგომარეობაშია საგანი? — გოგონა ზის კედელთან.
რა მოსდის საგანს? – სიმინდი გაზაფხულზე ითესება.
როგორია საგანი? – ვაშლი წითელია.
ვინ არის საგანი? – დედაჩემი მასწავლებელია.
რა არის საგანი? – ვარდი ყვავილია.
შემასმენელი ორგვარია: მარტივი და რთული.

3.3.2.1.1. მარტივი შემასმენელი


მარტივია შემასმენელი, რომელიც გადმოცემულია ზმნის ამა თუ იმ მწკრივის ფორმით.
მაგ.: საინტერესო წიგნს ვკითხულობ.
გუშინ დავალება არ დამიწერია.
ზმნის მწკრივის ფორმა ზოგჯერ რთულია, მეშველზმნიანი, მაგრამ ასეთი ფორმებიც მარტივი
შემასმენლებია. მაგ.: ბუხართან ვზივარ. დავბადებულვარ.

3.3.2.1.2. შედგენილი შემასმენელი


შედგენილია შემასმენელი, რომელიც გადმოცემულია ორი სიტყვით – ბრუნებადი სიტყვითა და
მეშველი ზმნით.
ბრუნებადი სიტყვა სახელია (არსებითი, ზედსართავი, რიცხვითი, ნაცვალსახელი) ან სახელზმნა და
სახელობით ბრუნვაში დგას. მაგ.: ეს გოგო ლამაზია. ჩემი მოსწავლე ძალიან ნიჭიერია.
ეს ძნელი ამოცანაა.
მეშველ ზმნად ხშირად იხმარება ვარ და მისი შემცვლელი ზმნების ფორმები: ვართ (ხარ / ხართ,
არის / არიან), ვიყავი / ვიყავით (იყავი / იყავით, იყო / იყვნენ), ბრძანდება, გახლავს, გახდება და სხვა.
მაგ.: შენ კარგი სტუდენტი ხარ. ნიკო და დათო ძმები არიან.

50
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
3.3.2.2. ქვემდებარე
ქვემდებარე ჰქვია წინადადების მთავარ წევრს, რომელიც ზმნის სუბიექტურ პირთან არის შეწყობილი.
ქვემდებარედ შეიძლება იყოს მხოლოდ არსებითი სახელი, ნაცვალსახელი და რომელიმე სხვა
გაარსებითებული მეტყველების ნაწილი. ქვემდებარეს აქვს გარკვეული ბრუნვისა და რიცხვის ფორმა
(შეიძლება გამოხატავდეს პირსაც).
ქვემდებარე შემასმენლით გამოხატული ქმედების ინიციატორია (ზმნის სუბიექტია).
ქვემდებარე გარდამავალი ზმნით გამოხატულ შემასმენელთან სამ ბრუნვაში დგას: სახელობითში,
მოთხრობითსა და მიცემითში. მაგ.: ბავშვი (სახელობითი) კრეფს ყვავილებს.
ბავშვმა (მოთხრობითი) დაკრიფა ყვავილები.
ბავშვს (მიცემითი) დაუკრეფია ყვავილები.
გარდაუვალი ზმნით გამოხატულ შემასმენელთან კი ქვემდებარე ყოველთვის სახელობით ბრუნვაში
დგას. მაგ.: ფოთოლი (სახელობითი) ყვითლდება.
ფოთოლი (სახელობითი) გაყვითლდა.
ფოთოლი (სახელობითი) გაყვითლებულა.
ქვემდებარისა და შემასმენლის კავშირი ორმხრივია. ქვემდებარეზეა დამოკიდებული შემასმენლის
პირისა და რიცხვის ფორმა, შემასმენელი კი განსაზღვრავს ქვემდებარის ბრუნვას.

3.3.2.2.1. ქვემდებარისა და შემასმენლის ურთიერთობა


ქვემდებარეზეა დამოკიდებული რომელ რიცხვში იქნება შემასმენელი.
თუ ქვემდებარე მხოლობით რიცხვშია, შემასმენელიც მხოლობითში დგას: ბედნიერი ლილი სკოლაში
მიდიოდა. თუ ქვემდებარე მრავლობით რიცხვშია, მაშინ შემასმენელი მას რიცხვში ეთანხმება შემდეგი
წესის მიხედვით:
• თუ ქვემდებარე I ან II პირშია, ქვემდებარე ყოველთვის ითანხმებს შემასმენელს რიცხვში:
ჩვენ ვწერთ. თქვენ მიდიხართ. ჩვენ ვდგავართ. თქვენ მუშაობთ.
• ვინ ჯგუფის ქვემდებარე შეითანხმებს შემასმენელს რიცხვში: ბიჭები მოვიდნენ. ბიჭები
დგანან. ბიჭებმა დაწერეს.
• თუ ქვემდებარე -ნ / -თ სუფიქსებიან მრავლობითშია, შემასმენელს შეითანხმებს მრავლობით
რიცხვში: ხენი დგანან.
• თუ ქვემდებარე -ებ სუფიქსიან მრავლობითშია, მაშინ რიცხვში შეთანხმებისას შემდეგი
წესები მოქმედებს:
სულიერი სახელით გამოხატული ქვემდებარე შემასმენელს შეითანხმებს მრავლობით რიცხვში:
ბავშვები თამაშობენ.
რა ჯგუფის სახელებს შემასმენელი ებიან მრავლობითში არ ეთანხმება რიცხვში: ხეები დგას. სახლები
აშენდა. ხშირად ესაა მდგომარეობის გამომხატველი ზმნები.
თუკი ქვემდებარე უსულო საგანია, მაგრამ სულიერის თვისებები მიეწერება, შემასმენელი რიცხვში
ეთანხმება ებიან მრავლობითში მდგარ ქვემდებარესაც: მთებმა დახუჭეს თვალები.
ღრუბლები საწყლად ტირიან.
• რიცხვში მონაცვლე ზმნები მხოლობითში დასმულ სახელთან სხვა ფორმას იყენებენ,
მრავლობით რიცხვში – სხვას: ქვა ჩამოვარდა – ქვები ჩამოცვივდა. ქვა გდია – ქვები ყრია.
ვაშლი აბია – ვაშლები ასხია.
• კრებითი სახელით გადმოცემულ ქვემდებარესთან შემასმენელი მხოლობით რიცხვშია:
ხალხი სწრაფად შეგროვდა.
• მხოლობით რიცხვში დასმულ და-ძმა ტიპის კომპოზიტით გადმოცემულ ქვემდებარეს
შემასმენელი მხოლობითში უნდა შევუწყოთ: და-ძმა იქიდან წავიდა.
• როცა ქვემდებარეს მსაზღვრელად ახლავს ერთზე მეტი რაოდენობის გამომხატველი სახელი,
ქვემდებარეც მხოლობით რიცხვშია და მასთან შეწყობილი შემასმენელიც: რამდენიმე
სტუდენტი ეზოში ჩამოვიდა.

3.3.2.3. დამატება-ობიექტები
წინადადების მთავარ წევრს, რომელიც ზმნის ობიექტურ პირთან არის შეწყობილი, დამატება-ობიექტი ჰქვია.
ობიექტური პირი ორგვარია: პირდაპირი და ირიბი. ამის შესაბამისად, დამატება-ობიექტიც ორგვარია:
პირდაპირი დამატება და ირიბი დამატება. ამათგან ორპირიან ზმნას ერთ-ერთი ახლავს, სამპირიანს – ორივე.
დამატება-ობიექტები იმავე მეტყველების ნაწილებით გადმოიცემა, რომლებითაც ქვემდებარე.

51
რუსუდან ზექალაშვილი
3.3.2.3.1. პირდაპირი დამატება
პირდაპირია დამატება, რომელიც ზმნის პირდაპირობიექტურ პირთან არის შეწყობილი. პირდაპირ
დამატებად შეიძლება შეგვხვდეს არსებითი სახელი ან გაარსებითებული სხვა მეტყველების ნაწილი.
პირდაპირი დამატება მხოლოდ გარდამავალ ზმნას მოეპოვება. იგი ბრუნვაცვალებადია: პირველი
სერიის ფორმებთან მიცემით ბრუნვაში დგას, მეორისა და მესამე სერიის ფორმებთან კი – სახელობითში.
მაგ.: მხატვარი ხატავს სურათს (მიცემითი).
მხატვარი დახატავს სურათს (მიცემითი).
მხატვარმა დახატა სურათი (სახელობითი).
მხატვარს დაუხატავს სურათი (სახელობითი).
პირდაპირი დამატების ბრუნვებს მართავს შემასმენელი.
პირდაპირი დამატება შემასმენელს მართავს მხოლოდ I და II პირებში.
მხოლობითი რიცხვი მრავლობითი რიცხვი
I (ის) მე მ-ხატავს I (ის) ჩვენ გვ-ხატავს
II (ის) შენ გ-ხატავს II (ის) თქვენ გ-ხატავ-თ
III (ის) მას ხატავს III (ის) მათ ხატავს

3.3.2.3.2. ირიბი დამატება


ირიბია დამატება, რომელიც ზმნის ირიბობიექტურ პირთან არის შეწყობილი.
ირიბი დამატება შეეწყობა ორპირიან გარდაუვალსა და სამპირიან გარდამავალ ზმნას. ორპირიან
გარდაუვალ ზმნას ირიბი დამატება სამივე სერიის ფორმებთან აქვს, გარდამავალს კი – მხოლოდ
პირველსა და მეორე სერიაში. სამპირიანი ზმნა მესამე სერიაში ორპირიანად გადაკეთდება და ის სახელი,
რომელიც ირიბ დამატებას გამოხატავდა, ნათესაობითში დადგება, -თვის თანდებულს დაირთავს და
წინადადების არამთავარი წევრი გახდება.
ირიბი დამატება ყოველთვის მიცემით ბრუნვაში დგას, ე.ი. ბრუნვაუცვლელია.

3.3.3. წინადადების არამთავარი წევრები


წინადადების არამთავარი წევრებია: უბრალო დამატება, განსაზღვრება და გარემოება.

3.3.3.1. უბრალო დამატება


უბრალო დამატება ჰქვია ისეთ დამატებას, რომელიც არ არის შეწყობილი ზმნის ობიექტურ პირთან. მისი
კითხვებია: რას? ვისთან? ვისთან ერთად? რასთან? რასთან ერთად? ვისზე? რაზე? რაში? ვისგან? რისგან?
ვისთვის? რისთვის? ვის მიერ? ვის შესახებ? რის შესახებ? ვის მიმართ? ვისთან ერთად? რასთან ერთად?
უბრალო დამატება ზმნის გარდა უკავშირდება სახელზმნებსაც – საწყისსა და მიმღეობას, იშვიათად –
ზედსართავ სახელსაც.
უბრალო დამატების ბრუნვებია: მიცემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი და ვითარებითი. პირველ სამ
ბრუნვაში უბრალო დამატება უთანდებულოც შეიძლება იყოს და თანდებულიანიც, ვითარებით ბრუნვაში
კი ყოველთვის უთანდებულოა.
შემასმენელზეა დამოკიდებული უბრალო დამატების ცვლილება ბრუნვების ფორმისა და თანდებულის
მიხედვით.
მიცემით ბრუნვაში უბრალო დამატება შემდეგი თანდებულებით გვხვდება:
ის სახლზე ბევრს ფიქრობდა;
ამ სახლში ამდენს ვერ გადაიხდის;
მისი ფიქრები ყოველთვის სახლთან იყო დაკავშირებული.
ნათესაობით ბრუნვაში: ძმისგან წერილი მიიღო.
მოქმედებით ბრუნვაში: ძმით ამაყობს.
ვითარებით ბრუნვაში: ძმად მიიჩნია.

3.3.3.2. განსაზღვრება
განსაზღვრება ჰქვია წინადადების არამთავარ წევრს, რომელიც ახლავს არსებით სახელს და საგანს
რაიმე ნიშნის მიხედვით ახასიათებს. განსაზღვრების კითხვებია: როგორი? რომელი? რამდენი? სადაური?
როდინდელი? ვისი? რისა?
განსაზღვრება გადმოიცემა ზედსართავი სახელით (კარგი ამხანაგი), რიცხვითი სახელით (მეოცე
საუკუნე), ნაცვალსახელით (ჩვენი სამშობლო), არსებითი სახელით (მეზობლის სახლი), სახელზმნით
(დაბურული ტყე).

52
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
ტრადიციულად გამოყოფენ ორგვარ განსაზღვრებას: შეთანხმებულსა და მართულს (ნათესაობითი
ბრუნვის ფორმით გადმოცემულს).

3.3.3.2.1. შეთანხმებული განსაზღვრება


• შეთანხმებულია განსაზღვრება, თუ მისი ბრუნვისა და რიცხვის ფორმა დამოკიდებულია
საზღვრული სახელის ბრუნვისა და რიცხვის ფორმაზე.
მაგ.: ვამბობთ: დიდი სახლი, დიდმა სახლმა, დიდო სახლო.
განსაზღვრება, რომელიც აქ ზედსართავი სახელითაა (დიდი) გადმოცემული, ეთანხმება საზღვრულ
არსებითს ბრუნვაში.
განსაზღვრება საზღვრულ სახელს ზოგჯერ შეიძლება შეეთანხმოს მრავლობით რიცხვშიც: მთანი მაღალნი.
• განსაზღვრების საზღვრულთან შეწყობის ძირითადი წესები:
ხმოვანფუძიანი სახელით გადმოცემული განსაზღვრება, რომელიც საზღვრულის წინ დგას ბრუნვის
ნიშნებს არ დაირთავს:
სახელობითი: პატარა ბიჭ-ი
მოთხრობითი: პატარა ბიჭ-მა
მიცემითი: პატარა ბიჭ-ს
ნათესაობითი: პატარა ბიჭ-ის
მოქმედებითი: პატარა ბიჭ-ით
ვითარებითი: პატარა ბიჭ-ად
წოდებითი: პატარა ბიჭ-ო
თანხმოვანფუძიანი სახელით გადმოცემული წინ მდგომი განსაზღვრება ბრუნვის ნიშნებს დაირთავს
სახელობითში, მოთხრობითსა და წოდებითში, არ დაირთავს მიცემითსა და ვითარებითში, ნაწილობრივ
დაირთავს ნათესაობითსა და მოქმედებითში.
სახელობითი: ლამაზ-ი ოთახ-ი
მოთხრობითი: ლამაზ-მა ოთახ-მა
მიცემითი: ლამაზ ოთახ-ს
ნათესაობითი: ლამაზ-ი ოთახ-ის
მოქმედებითი: ლამაზ-ი ოთახ-ით
ვითარებითი: ლამაზ ოთახ-ად
წოდებითი: ლამაზ-ო ოთახ-ო
პირველი და მეორე პირის კუთვნილებითი ნაცვალსახელებით გადმოცემულ განსაზღვრებას მიცემითსა
და ვითარებითში უნდა დაერთოს -ს: ჩემ-ს მეგობარს, ჩემ-ს მეგობრად; შენ-ს მეგობარს, შენ-ს მეგობრად;
ჩვენ-ს მეგობარს, ჩვენ-ს მეგობრად; თქვენ-ს მეგობარს, თქვენ-ს მეგობრად. -ს უნდა დაერთოს ამ ბრუნვებში
მესამე პირის კუთვნილებით ნაცვალსახელსაც მრავლობით რიცხვში: მათ-ს მეგობარს, მათ-ს მეგობრად.
საკუთარი სახელის განსაზღვრებად გამოყენებული თანხმოვანფუძიანი არსებითი სახელი ბრუნვის
ნიშნებს დაირთავს სახელობითში, მოთხრობითსა და წოდებითში, დანარჩენ ოთხ ბრუნვაში ფუძის სახით
უნდა გამოვიყენოთ:
სახელობითი: ექიმ-ი ფაღავა ქირურგ-ი იოსელიან-ი
მოთხრობითი: ექიმ-მა ფაღავა-მ ქირურგ-მა იოსელიან-მა
მიცემითი: ექიმ ფაღავა-ს ქირურგ იოსელიან-ს
ნათესაობითი: ექიმ ფაღავა-ს(ი) ქირურგ იოსელიან-ის
მოქმედებითი: ექიმ ფაღავა-თი ქირურგ იოსელიან-ით
ვითარებითი: ექიმ ფაღავა-დ ქირურგ იოსელიან-ად
წოდებითი: ექიმ-ო ფაღავა ქირურგ-ო იოსელიან-ო
განსაზღვრება, რომელიც საზღვრული სახელის შემდეგაა, დაირთავს ბრუნვის ნიშნებს:
სახელობითი: მინდორ-ი მწვანე
მოთხრობითი: მინდორ-მა მწვანე-მ
მიცემითი: მინდორ-ს მწვანე-ს

53
რუსუდან ზექალაშვილი

ნათესაობითი: მინდვრ-ის მწვან-ის


მოქმედებითი: მინდვრ-ით მწვან-ით
ვითარებითი: მინდვრ-ად მწვანე-დ
წოდებითი: მინდორ-ო მწვანე-ვ

3.3.3.2.2. ნათესაობითი ბრუნვის ფორმიანი განსაზღვრება


არსებითი სახელის ნათესაობითი ბრუნვის ფორმა (უთანდებულო) შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს
განსაზღვრებად და გამოხატოს კუთვნილება ან მასალა, ან კიდევ დანიშნულება: მეგობრის წიგნი, აგურის
სახლი, სუფრის კოვზი. ასეთი განსაზღვრება საზღვრულის წინ დგას და უცვლელია:
სახელობითი: ხის სახლ-ი
მოთხრობითი: ხის სახლ-მა
მიცემითი: ხის სახლ-ს
ნათესაობითი: ხის სახლ-ის
მოქმედებითი: ხის სახლ-ით
ვითარებითი: ხის სახლ-ად
წოდებითი: ხის სახლ-ო

3.3.3.2.3. ნათესაობითი ბრუნვის ფორმიანი განსაზღვრებისა და უბრალო დამატების


გარჩევა ერთმანეთისაგან

ნათესაობითი ბრუნვის ფორმიანი განსაზღვრება და უთანდებულო უბრალო დამატება გარეგნულად


ერთმანეთისაგან არ განსხვავდება. იმის გასარკვევად, ასეთი სახელი განსაზღვრებაა თუ უბრალო
დამატება, უნდა დავადგინოთ, იგი სახელს ახლავს თუ სახელზმნას.
სახელთან შეწყობისას ნათესაობითი ბრუნვის ფორმიანი სიტყვა გამოხატავს კუთვნილებას –
მონადირის სახლი, ან მასალას – ხის სახლი, ან კიდევ დანიშნულებას – სუფრის კოვზი და განსაზღვრებაა;
სახელზმნასთან შეწყობისას კი გამოხატავს მოქმედ საგანს – მონადირის მოკლული დათვი ან სამოქმედოს
– დათვის მოკვლა და უბრალო დამატებაა.

3.3.3.3. გარემოება
გარემოება არის წინადადების არამთავარი წევრი, რომელიც ზმნას ახლავს და გვიჩვენებს, თუ სად, როდის,
როგორ, რატომ ან რისთვის ხდება მოქმედება. მაგალითად, იქ ადგილის ზმნიზედაა, რომელიც წინადადებაში
გარემოებაა და შეეწყობა ზმნის პირიანსა და უპირო ფორმებს: იქ წავიდა, იქ წასვლა, იქ წასული.
გარემოება იშვიათად შეიძლება ახლდეს ზედსართავ სახელსა და ზმნიზედას: ოდნავ წითელი, ძალიან შორს.
გარემოება გადმოიცემა ზმნიზედითა და ბრუნებადი სიტყვით (სახელით ან სახელზმნით).
არსებობს გარემოების შემდეგი სახეები: ადგილის, დროის, ვითარების, მიზეზისა და მიზნის.

3.3.3.3.1. ადგილის გარემოება


ადგილის გარემოება აღნიშნავს მოქმედების ადგილს. დაესმის კითხვები: სად? საითკენ? საიდან? სადამდე?
ადგილის გარემოება გადმოიცემა ადგილის ზმნიზედითა და სახელის უთანდებულო და თანდებულიანი
ფორმებით.
სახელი ადგილის გარემოების გადმოსაცემად შეიძლება იდგეს ოთხ ბრუნვაში: მიცემითში,
ნათესაობითში, მოქმედებითსა და ვითარებითში. ნათესაობითი მუდამ თანდებულიანია, სხვა ბრუნვებში
უთანდებულო ფორმებიც გვხვდება. მაგ.: გარეთ ქარი ქრის; დედა სახლიდან გამოვიდა.

3.3.3.3.2. დროის გარემოება


დროის გარემოება აღნიშნავს, თუ როდის ხდება მოქმედება. დაესმის კითხვები: როდის? რამდენ
ხანს? რა დროიდან? როდემდე? (რა დრომდე?)
დროის გარემოება გადმოიცემა დროის ზმნიზედით, სახელითა და სახელზმნით (საწყისით).
სახელი ადგილის გარემოების გადმოსაცემად შეიძლება იდგეს ოთხ ბრუნვაში: მიცემითში,
ნათესაობითში, მოქმედებითსა და ვითარებითში. ნათესაობითი მუდამ თანდებულიანია, სხვა ბრუნვებში
უთანდებულო ფორმებიც გვხვდება.
მაგ.: ზამთარში ცივა.
დღეს ადრე ავდექი.
54
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
3.3.3.3.3. ვითარების გარემოება
ვითარების გარემოება აღნიშნავს, თუ როგორ ხდება მოქმედება. დაესმის კითხვები: როგორ?
რამდენად? რამდენჯერ? მერამდენედ?
ვითარების გარემოება ახლავს არა მარტო ზმნას, არამედ ზედსართავ სახელსა და ზმნიზედასაც:
ძალიან კარგი, ოდნავ წითელი, უფრო მაღლა, კარგად გამოიყურები.
ვითარების გარემოება გადმოიცემა ზმნიზედით, სახელითა და სახელზმნით. ვითარების გარემოების
გადმოსაცემად გამოყენებულია სახელობითი, მიცემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი და ვითარებითი
ბრუნვის ფორმები, მაგ.: ლამაზად ხატავს. ცეკვით შემოვიდა.

3.3.3.3.4. მიზეზის გარემოება


მიზეზის გარემოება, გამოხატავს მოქმედების გამომწვევ მიზეზს. იგი ახლავს ზმნა-შემასმენელს ან
სახელზმნით გადმოცემულ წინადადების წევრს და მოგვიგებს კითხვებზე: რატომ? რის გამო? რა მიზეზით?
მიზეზის გარემოება გადმოიცემა მიზეზის ზმნიზედით და სახელით, რომელიც დგას ნათესაობითში ან
მოქმედებითში. ნათესაობითის ფორმას დაერთვის გამო ან -გან თანდებული; მოქმედებითის ფორმა კი
უთანდებულოა.
მაგ.: სიბნელის გამო ვერაფერს ვხედავდი.
ბავშვმა შიშისგან ტირილი დაიწყო.

3.3.3.3.5. მიზნის გარემოება


მიზნის გარემოება გამოხატავს მოქმედების მიზანს. დაესმის კითხვები: რისთვის? რა მიზნით? ახლავს
ზმნა-შემასმენელს ან სახელზმნით გადმოცემულ წევრს: სანადიროდ წავიდა, სანადიროდ წასვლა,
სანადიროდ წასული.
მიზნით გარემოების გადმოსაცემად გამოყენებულია ორი ბრუნვა: ნათესაობითი და ვითარებითი.

3.4. წინადადების სახეები აგებულების მიხედვით


აგებულების მიხედვით წინადადება სამგვარია: მარტივი, შერწყმული და რთული.
მარტივია წინადადება, თუ იგი გადმოცემულია ერთი ან რამდენიმე სიტყვით, რომელთა შორის არ
არის ერთგვარი წევრები.
მაგ.: ჩვენი ქალაქი ძალიან ლამაზია.
შერწყმულია წინადადება, თუ მასში არის ორი ან ორზე მეტი ერთგვარი წევრი.
მაგ: დედამ შვილს უყიდა: ჩანთა, კალამი, რვეული.
მიირთვით ვაშლი და ყურძენი.
რთულია წინადადება, თუ იგი შედგება ორი ან მეტი მარტივისა თუ შერწყმული წინადადებისაგან.
რთული წინადადება ორგვარია: რთული თანწყობილი და რთული ქვეწყობილი.
მაგ.: წვიმამ გადაიღო, მზე გამოვიდა (რთული თანწყობილი).
როცა გათენდა, კაცი გარეთ გავიდა (რთული ქვეწყობილი).

3.4.1. მარტივი წინადადების შედგენილობა მთავარ წევრთა მიხედვით


ზმნა-შემასმენელზეა დამოკიდებული რამდენი მთავარი წევრია წინადადებაში. ერთპირიან ზმნასთან
ქვემდებარეა წარმოდგენილი, ორპირიანთან – ქვემდებარე და დამატება-ობიექტი (გარდამავალთან –
პირდაპირი, გარდაუვალთან – ირიბი), სამპირიანთან – ქვემდებარე და ორივე დამატება. გარდა ამისა,
ზმნა-შემასმენელთან ზოგჯერ ქვემდებარე არ არის და მის ნაცვლად ვერც ვიგულისხმებთ რომელიმე
სახელს, ე.ი. წინადადებაში მარტო ერთი მთავარი წევრია.
მარტივი წინადადება მთავარი წევრების მიხედვით ოთხგვარია: ერთმთავარწევრიანი, ორმთავარ-
წევრიანი, სამმთავარწევრიანი და ოთხმთავარწევრიანი.
ერთმთავარწევრიანი: გუშინ წვიმდა. მოულოდნელად აცივდა.
ორმთავარწევრიანი: ბავშვი დარბის ეზოში.
სამმთავარწევრიანი: გოგონამ გემრიელი ნამცხვარი იყიდა.
ოთხმთავარწევრიანი: დეიდამ პატარა დისშვილს ლამაზი სათამაშო აჩუქა.

3.4.1.1. გაუვრცობელი და გავრცობილი წინადადება


მარტივი წინადადება გაუვრცობელია ან გავრცობილი.
გაუვრცობელია მარტივი წინადადება, რომელშიც არის მხოლოდ მთავარი წევრები:
მაგ.: ცხელოდა.
ბიჭი იდგა.

55
რუსუდან ზექალაშვილი
მასწავლებელი ხსნის გაკვეთილს.
ბებია შვილიშვილს წიგნს უყიდის.
გავრცობილია წინადადება, რომელშიც არის ერთი ან მეტი არამთავარი წევრი.
მაგ.: გუშინ ძალიან ცხელოდა.
ბაღში მაღალი ხე დგას.
ჩემს მეგობარს ძალიან ლამაზი კაბა ეცვა.

3.4.1.2. სრული და უსრული წინადადება


მარტივი წინადადება არის სრული ან უსრული.
წინადადება სრულია, თუ გამოტოვებული არ არის რომელიმე წევრი.
მაგ.: ოთახში ბევრი სკამი იდგა.
წინადადება უსრულია, თუ გამოტოვებულია ერთი ან რამდენიმე წევრი, რომელთა აღდგენაც
ადვილად შეიძლება წინა ნათქვამის ან სხვა ვითარების მიხედვით. უსრული წინადადება ხშირად გვხვდება
დიალოგებში კითხვა-პასუხის დროს. მაგ.:
– ყველაფერი მოიტანა გიორგიმ მაღაზიიდან?
– კი, მოიტანა.
მეორე წინადადება (მოიტანა) უსრულია, რადგან არ ჩანს ქვემდებარე, რომელიც იგულისხმება
დიალოგის წინა კითხვის მიხედვით.

3.4.1.3. უქვემდებარო წინადადება


უქვემდებაროა წინადადება, რომლის შემასმენელთანაც ქვემდებარე არ არის და არც გამოტოვებულად
იგულისხმება.
უქვემდებარო წინადადების ზმნა-შემასმენელი ხშირად აღნიშნავს ბუნების მოვლენებს და იხმარება
მხოლობითი რიცხვის მე-3 სუბიექტური პირის ფორმით.
მაგ.: თოვს. წვიმს. ძალიან ბნელა.
უქვემდებაროდ ხშირად იხმარება აგრეთვე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამომხატველი ზმნები,
როგორებიცაა: მაციებს, მაცემინებს, მაკანკალებს.

3.4.2. შერწყმული წინადადება


შერწყმულია წინადადება, რომელშიც ერთ საერთო წევრთან დაკავშირებულია ორი ან ორზე
მეტი ერთგვარი წევრი: რამდენიმე შემასმენელი ერთ ქვემდებარესთან, რამდენიმე ქვემდებარე ერთ
შემასმენელთან, რამდენიმე ერთი შინაარსის დამატება, რამდენიმე განსაზღვრება და გარემოება ერთ
საერთო წევრთან. ამის მიხედვით, შერწყმული წინადადდება შეიძლება იყოს: ერთგვარშემასმენლებიანი,
ერთგვარქვემდებარეებიანი, ერთგვარდამატებებიანი, ერთგვარგანსაზღვრებებიანი, ერთგვარგარე-
მოებებიანი და სხვ.
ერთგვარი ქვემდებარეები: ნინო და ნიკა მეგობრები არიან; დედა, მამა და ბავშვები კინოში წავიდნენ.
ერთგვარი შემასმენლები: ქეთი კარგად ცეკვავდა, მღეროდა, უკრავდა.
ერთგვარი პირდაპირი დამატებები: მე შენ გაჩუქებ იებს და ვარდებს.
ერთგვარი ირიბი დამატებები: დათო ეთამაშებოდა ლუკასა და ნიკას.
ერთგვარი განსაზღვრებები: ნინო ერთგული და კარგი მეგობარია.
ერთგვარი გარემოებები: ეზოებში, გზებზე დიდი თოვლი იდო.
შერწყმული წინადადება შეიძლება იყოს შერეული სახისაც, როცა მასში ერთდროულად რამდენიმე
სხვადასხვა სახის ერთგვარი წევრი შედის. ამ ტიპის შერწყმული წინადადებაა: შრომა და სიყვარული
აძლევს შნოსა და ლაზათს ადამიანის სიცოცხლეს ( ვაჟა-ფშაველა). აქ ერთ შემასმენელთან დაკავშირებულია
ორი ქვემდებარე (შრომა და სიყვარული) და ორი პირდაპირი დამატება (შნოსა და ლაზათს).

3.4.2.1. ერთგვარ წევრთა შეერთების საშუალებები


შერწყმულ წინადადებაში ერთგვარი წევრების შეერთება ორგვარია: კავშირიანი და უკავშირო.
უკავშიროდ შეერთებულ ერთგვარ წევრებს შორის მძიმე დაისმის.
მაგ.: მთა და ბარი თოვლით დაიფარა (კავშირიანი).
ძაღლი, კატა, ცხენი შინაური ცხოველებია (უკავშირო).
ერთგვარ წევრთა შესაერთებლად შერწყმულ წინადადებაში გამოყენებულია მაერთებელი კავშირები:
მაჯგუფებელი: და, თუ (და-ს მნიშვნელობით);
მაპირისპირებელი: მაგრამ, ხოლო, კი;
მაცალკევებელი: ხან – ხან, ან – ან, გინდ – გინდ, თუნდ – თუნდ.
მაჯგუფებელკავშირიანია: წითელი და თეთრი ბურთები ვიყიდე; ხელოსანმა კარები და ფანჯარა შეღება.

56
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
მაპირისპირებელკავშირიანი: უფროსი შვილი სახლში დატოვა, უმცროსი კი წაიყვანა; ღრუბლიანი,
მაგრამ წყნარი დღე იყო.
მაცალკევებელკავშირიანი: დედა ხან სოფელში იყო, ხან ქალაქში მოდიოდა; მე არც პირი დამიბანია,
არც თმა დამივარცხნია.

3.4.3. რთული წინადადება


რთულია წინადადება, რომელიც შედგება ორი ან ორზე მეტი მარტივი ან შერწყმული წინადადებისგან.
რთული წინადადება ორგვარია: რთული თანწყობილი და რთული ქვეწყობილი.
რთულ წინადადებას, რომელიც შედგება ერთმანეთის მიმართ თანასწორი წინადადებისგან, რთული
თანწყობილი წინადადება ჰქვია.
მაგ.: არც სიმღერის ხმა ისმის, არც ადამიანები ჩანან.
რთულ წინადადებას, რომელშიც ერთი წინადადება მთავარია, მეორე კი მასზეა დაქვემდებარებული,
რთული ქვეწყობილი წინადადება ეწოდება.
მაგ.: უკვე ბნელოდა, როცა სახლში მივედი.
წვიმამ რომ გადაიღო, ცაზე ცისარტყელა გამოჩნდა.

3.4.3.1. რთული წინადადებების შეერთების საშუალებები


რთული წინადადება შეერთების საშუალების მიხედვით ორგვარია: კავშირიანი და უკავშირო.
უკავშირო რთული წინადადების ნაწილების შეერთების საშუალებაა ინტონაცია, კავშირიანისა კი –
სპეციალური სიტყვები, რომელთაც საკავშირებელი სიტყვები ჰქვია.
რთულ თანწყობილ წინადადებაში გამოყენებულია მაერთებელი კავშირები, რთულ ქვეწყობილში –
მაქვემდებარებელი კავშირები და მიმართებითი სიტყვები.

3.4.3.2. რთული თანწყობილი წინადადება


რთული თანწყობილია წინადადება, რომელიც შედგება ერთმანეთის მიმართ თანასწორი ორი ან მეტი
წინადადებისგან.
რთული თანწყობილი წინადადების შემადგენელ წინადადებებში ზმნა-შემასმენლებით შეიძლება
გამოიხატოს ერთდროული ან თანამიმდევრული მოვლენები, ასევე მოვლენათა მიზეზ-შედეგობრიობა
ან დაპირისპირება.
რთული თანწყობილი წინადადებები ერთმანეთს უკავშირდება უკავშიროდ ან მაერთებელი
(მაჯგუფებელი, მაპირისპირებელი ან მაცალკევებელი) კავშირებით.
მაგ.: ერთდროული მოვლენებია გადმოცემული უკავშირო თანწყობილ წინადადებაში:
გარეთ ქარიანი დღეა (1), თან ქარია (2), თან წვიმს (3), წვიმაში თოვლსაც ურევს (4)
(რ. ინანიშვილი).
თანამიმდევრული მოვლენებია გადმოცემული:
წუხელ ჯერ ჭექა-ქუხილი ატყდა (1), მერე კოკისპირული წვიმა წამოვიდა (2) (გ. ჩოხელი).
რთული თანწყობილი წინადადება კავშირიანია:
შენ მარისგან ისწავლე და შენ მე მასწავლე.
უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე (1), არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ (2) (გ. ტაბიძე).

3.4.3.3. რთული ქვეწყობილი წინადადება


რთულ ქვეწყობილ წინადადებაში დამოკიდებული წინადადება მრავალგვარია.
დამოკიდებული წინადადებების სახელწოდებები წინადადების წევრთა სახელებისაგან არის
ნაწარმოები: ქვემდებარული, დამატებითი (პირდაპირი, ირიბი და უბრალო), განსაზღვრებითი და
გარემოებითი: ადგილის, დროის, ვითარების, მიზეზისა და მიზნის.
არის სხვა სახის დამოკიდებული წინადადებებიც. ასეთებია: პირობითი, დათმობითი, შედეგობითი
დამოკიდებული წინადადებები.
თუ რა სახისაა დამოკიდებული წინადადება, უმეტეს შემთხვევაში ვარკვევთ კითხვითა და
მისათითებელი სიტყვით: რა წევრიც არის კითხვითი (და მისათითებელი) სიტყვა, მისი შესაბამისია
დამოკიდებული წინადადებაც. ასე, მაგალითად, თუ კითხვითი (და მისათითებელი) სიტყვა ქვემდებარეა,
დამოკიდებული წინადადება ქვემდებარული იქნება, თუ დამატებაა, დამატებითი და ა.შ.

3.4.3.3.1. ქვემდებარული დამოკიდებული წინადადება


ქვემდებარულია დამოკიდებული წინადადება, რომელიც მოგვიგებს ქვემდებარის კითხვაზე
და აზუსტებს მთავარ წინადადებაში ნაცვალსახელით გამოხატულ ან ნაგულისხმებ ქვემდებარეს.

57
რუსუდან ზექალაშვილი
მისათითებელი ნაცვალსახელი და კითხვები (ვინ? რა?) იქნება ქვემდებარის ერთ-ერთ ბრუნვაში.
დამოკიდებულ წინადადებას მთავართან აერთებს მიმართებითი ნაცვალსახელები: ვინც, რაც და
მაქვემდებარებელი კავშირები: რომ, თუ.
მაგ.: მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო.
ფანჯრიდან კარგად ჩანდა, როგორ თოვდა გარეთ.

3.4.3.3.2. დამატებითი დამოკიდებული წინადადება


დამატებითია დამოკიდებული წინადადება, რომელიც მოგვიგებს დამატების კითხვაზე. იგი ხსნის
და აზუსტებს მთავარ წინადადებაში მისათითებელი ნაცვალსახელით გამოხატულ ან ნაგულისხმებ
დამატებას: პირდაპირს, ირიბს ან უბრალოს. ამის შესაბამისად, დამატებითი დამოკიდებული წინადადება
სამი სახისაა: პირდაპირდამატებითი, ირიბდამატებითი და უბრალოდამატებითი.
საკავშირებელი სიტყვები იგივეა, რაც ქვემდებარულ დამოკიდებულ წინადადებაში: ვინც, რაც,
რომ, თუ. პირდაპირდამატებითი წინადადების მისათითებელი ნაცვალსახელი და კითხვითი სიტყვა
იქნება მიცემითში ან სახელობითში, ირიბდამატებითისა – მიცემითში, უბრალო დამატებითისა –
უბრალო დამატების ერთ-ერთ ბრუნვაში: მიცემითში, ნათესაობითში, მოქმედებითში ან ვითარებითში,
თანდებულის დართვით ან უთანდებულოდ.
პირდაპირდამატებითი დამოკიდებული წინადადება:
ვერ მიატოვებდა გაჭირვებაში იმას, ვინც მისთვის ამდენი რაღაც გააკეთა.
ნინომ ისიც ვერ შეძლო, თავი გაემართლებინა მეგობართან.
ირიბდამატებითი დამოკიდებული წინადადება:
მე ახლა მივხვდი, რომ სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია.
არ დარდობდა, რომ მის გამო სხვამ საყვედური მიიღო.
უბრალო დამატებითი დამოკიდებული წინადადება:
სულ ხატავდა, რითიც კი შეიძლებოდა ხატვა.
ყველა დარწმუნდა, რომ ერისთავის ლაშქარს ომის გაგრძელება აღარ შეეძლო.

3.4.3.3.3. განსაზღვრებითი დამოკიდებული წინადადება


განსაზღვრებითია დამოკიდებული წინადადება, რომელიც დაერთვის არსებითი სახელით გადმოცემულ
წევრს და დაესმის კითხვები: რომელი? როგორი?
საზღვრულ არსებით სახელს განსაზღვრებად შეიძლება ახლდეს ჩვენებითი ნაცვალსახელი, რომლის
მნიშვნელობასაც განმარტავს და აზუსტებს დამოკიდებული წინადადება. მას მთავარ წინადადებასთან
აერთებს რომ კავშირი და მიმართებითი სიტყვები: მიმართებითი ნაცვალსახელები ( ვინც, რაც, რომელიც,
როგორიც) და მიმართებითი ზმნიზედები (სადაც, საიდანაც, საითკენაც, როდესაც...).
მაგ.: ოთახში შემოვიდა მოხუცი კაცი, რომელიც მივიდა ბიძაჩემთან.
იმ ქალს, რომელსაც ლამაზი თვალები ჰქონდა, ახლა ვერ ვამჩნევდი.
ერთი ლექსი დავწერე, რომელსაც ახლა გიგზავნი.
ისეთი ლამაზი იყო, რომ ყველა მას უყურებდა.
ბინა, რომელიც მან შეარჩია, მოსახერხებელი უნდა ყოფილიყო.

3.4.3.3.3.1. გარემოებითი დამოკიდებული წინადადება


გარემოებითი დამოკიდებული წინადადება მრავალგვარია. მათი უმეტესობა ერთ-ერთი გარემოების
შინაარსისაა: ადგილის, დროის, ვითარების, მიზეზისა და მიზნის.

3.4.3.3.3.2. ადგილის გარემოებითი დამოკიდებული წინადადება


ადგილის გარემოებითია დამოკიდებული წინადადება, რომელიც გვიჩვენებს მთავარი წინადადების
ზმნა-შემასმენლით გამოხატულ მოქმედების ადგილს.
ადგილის გარემოებითი დამოკიდებული წინადადება მოგვიგებს კითხვებზე: სად? საიდან? საითკენ?
სადამდე? მთავარ წინადადებაში არის მისათითებელი ადგილის ზმნიზედა, რომლის მნიშვნელობასაც
დამოკიდებული წინადადება ხსნის და აზუსტებს. მთავარ წინადადებასთან აერთებს მიმართებითი
ზმნიზედები (სადაც, საითკენაც, საიდანაც), იშვიათად – რომ კავშირიც.
მაგ.: იქ, სადაც ვსწავლობდი, ბევრი ჭკვიანი ადამიანი იყო.
მგზავრები იქით წავიდნენ, საიდანაც მანქანის ხმა ისმოდა.
ქვეყანა, საიდანაც ეს კაცია, ძალიან ცნობილია.
თუ სადაც, საიდანაც, საითკენაც არსებით სახელს მიემართება, დამოკიდებული წინადადება
განსაზღვრებითია და არა ადგილის გარემოებითი: ბაღს, სადაც ჩვენი ვარდი იდგა, მზე ანათებდა.

58
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
3.4.3.3.3.3. დროის გარემოებითი დამოკიდებული წინადადება
დროის გარემოებითია დამოკიდებული წინადადება, რომელიც აღნიშნავს, როდის ხდება მთავარი
წინადადების ზმნით გამოხატული მოქმედება. მოგვიგებს კითხვებზე: როდის? რა დროიდან? რა დრომდე?
რამდენ ხანს? მთავართან აერთებს კავშირები: როდესაც (როცა), რომ, სანამ, რა, თუ არა, რაწამს,
როგორც კი, რაკი, ვიდრე... მთავარში მისათითებელ სიტყვად შეიძლება იყოს დროის ზმნიზედა (მაშინ,
მაშინვე, მანამ), რომლის მნიშვნელობასაც ხსნის და აზუსტებს დამოკიდებული წინადადება.
მაგ.: მაშინ დაგეხმარები, როცა მეტყვი.
სანამ წვიმა გადაიღებდა, კაფეში შევედით.
როდესაც თამარი ხმამაღლა იცინოდა, ყველა მას უყურებდა.
დილაობით, სკოლისკენ რომ მივდიოდი ხოლმე, ნაცნობებს ვხვდებოდი.
თუ საკავშირებელი მიმართებითი ზმნიზედა (როდესაც, როცა…) არსებით სახელს მიემართება,
დამოკიდებული წინადადება განსაზღვრებითია (და არა დროის გარემოებითი): არის ხოლმე ისეთი
წუთები, როდესაც სიხარულისგან დაფრინავ. კითხვაც განსაზღვრებისა დაესმის: როგორი წუთები?

3.4.3.3.3.4. ვითარების გარემოებითი დამოკიდებული წინადადება


ვითარების გარემოებითია დამოკიდებული წინადადება, რომელიც გვიჩვენებს, როგორ ხდება
მოქმედება მთავარ წინადადებაში. დაესმის კითხვები: როგორ? რამდენად? რამდენჯერ? მთავარ
წინადადებასთან აერთებს კავშირები: რომ, როგორც, თითქოს, რამდენადაც, რამდენჯერაც, ვითომც...
მთავარ წინადადებაში შეიძლება იყოს მისათითებელი სიტყვები: ისე, იმდენად, იმდენჯერ...
მაგ.: ოთახი ისე იყო დალაგებული, როგორც გვინდოდა.
კონცერტმა ისე ჩაიარა, როგორც ორგანიზატორები ვარაუდობდნენ.
რამდენადაც კარგად საუბრობდა, იმდენად ცუდად წერდა.

3.4.3.3.3.5. მიზეზის გარემოებითი დამოკიდებული წინადადება


მიზეზის გარემოებითია დამოკიდებული წინადადება, რომელიც გამოხატავს იმის გამომწვევ მიზეზს,
რაზეც მთავარ წინადადებაშია საუბარი. მოგვიგებს კითხვებზე: რატომ? რის გამო? მთავართან
აერთებს კავშირები: რომ, იმიტომ, რადგანაც, ვინაიდან, რაკი. მთავარ წინადადებაში შეიძლება იყოს
მისათითებელი სიტყვები: იმიტომ, ამიტომ, იმის გამო, ამის გამო.
მაგ.: იმიტომ რომ ტყუილის თქმა არ შემიძლია, ვიტყვი რასაც ვფიქრობ.
ოთახში ბნელოდა, რადგან ფანჯარაზე ფარდები იყო ჩამოფარებული.
გშორდები, რადგან მომენატრა შეხვედრა შენთან (მ. მაჭავარიანი).

3.4.3.3.3.6. მიზნის გარემოებითი დამოკიდებული წინადადება


მიზნის გარემოებითია დამოკიდებული წინადადება, რომელიც გვიჩვენებს მთავარ წინადადებაში
გადმოცემული მოქმედების მიზანს. მოგვიგებს კითხვებზე: რისთვის? რა მიზნით? მთავართან
აერთებს კავშირები: რომ და რათა. მთავარში შეიძლება იყოს მისათითებელი ზმნიზედები: მისთვის,
იმისთვის.
მაგ.: იმისათვის, რომ შეენიღბა მთავარი სათქმელი, გალაკტიონი ლექსებს თარიღებს უცვლიდა.
ჩემი ძმა ყველა წინააღმდეგობას გადალახავდა, რათა მიზნისთვის მიეღწია.
ნიკომ ყველაფერი მიატოვა, რათა სამშობლოში დაბრუნებულიყო.

3.4.3.3.4. შედეგობითი დამოკიდებული წინადადება


შედეგობითია დამოკიდებული წინადადება, რომელიც გვიჩვენებს იმის შედეგს, რაზეც ლაპარაკია
მთავარ წინადადებაში. იგი ყოველთვის მთავარი წინადადების შედეგია და მასთან შეერთებულია
კავშირებით: ასე რომ, რის გამოც.
მაგ.: მთვარიანი ღამე იყო, ასე რომ მგზავრობა არ ჭირდა.
დღისით ბევრი საქმე გავაკეთე, ასე რომ შემიძლია გავისეირნო.
მეგობრებს ხუთი წელი არ ენახათ ერთმანეთი, რის გამოც ეს შეხვედრა საზეიმოდ აღნიშნეს.

3.4.3.3.5. პირობითი დამოკიდებული წინადადება


პირობითია დამოკიდებული წინადადება, რომელიც გვიჩვენებს, რა პირობაა საჭირო მთავარ
წინადადებაში დასახელებული მოქმედების შესასრულებლად. მას დაესმის კითხვა: რა პირობებში?
მთავარ წინადადებასთან აერთებს კავშირები: რომ, თუ, თუკი, უკეთუ.
მაგ.: ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა (ანდაზა).
თოვლი თუ არ იქნება გზაზე, არაფერი შეგვიშლის ხელს.

59
რუსუდან ზექალაშვილი
ეს რომ ჩემი თვალით არ მენახა, არ დავიჯერებდი.
ყველაფერს მიაღწევ, თუკი მოინდომებ.

3.4.3.3.6. დათმობითი დამოკიდებული წინადადება


დათმობითია დამოკიდებული წინადადება, რომელიც ისეთ რამეზე მიგვითითებს, რის მიხედვითაც
მთავარ წინადადებაში გადმოცემული ამბავი საერთოდ მოსალოდნელი არ არის, მაგრამ გარკვეულ
კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია. ის მოგვიგებს კითხვაზე: რის მიუხედავად? მთავარ
წინადადებასთან აერთებს კავშირები: თუმცა, თუნდ, გინდ.
მაგ.: თუმცა მზე მცხუნვარედ ანათებდა, მაინც სასიამოვნო იყო სეირნობა.
რასაც მიზნად დაისახავ, უნდა მიაღწიო, გინდ ბევრი წინააღმდეგობა შეგხვდეს.

3.4.3.4. თანამიმდევრული დაქვემდებარება


ერთ მთავარ წინადადებას შეიძლება ახლდეს ორი ან მეტი დამოკიდებული წინადადება ანდა
დამოკიდებულს უკავშირდებოდეს სხვა დამოკიდებული წინადადება. მაშინ იქმნება რთული სინტაქსური
კონსტრუქციები, გვექნება თანამიმდევრული დაქვემდებარება.
მაგ.: კაცი მიდიოდა გზაზე (1), რომელსაც პირდაპირ იმ ადგილას უნდა მივეყვანე (2), სადაც მისი სახლი
იყო (3). აქ პირველი წინადადება მთავარია, მეორე – განსაზღვრებითი დამოკიდებული, მესამე კი, თავის
მხრივ, ახლავს დამოკიდებულ წინადადებას (ისიც განსაზღვრებითი დამოკიდებულია).
გავედი თუ არა (1), ის ბიჭი წიგნით ხელში იქვე დამხვდა (2), სადაც ადრე ვხედავდი ხოლმე (3). აქ
მთავარია მეორე წინადადება, მასთანაა დაკავშირებული პირველი და მესამე წინადადებები. პირველი
(გავედი თუ არა) დროის გარემოებითი დამოკიდებულია, ბოლო კი (სადაც ადრე ვხედავდი ხოლმე) –
ადგილის გარემოებითი დამოკიდებული.

3.5. პირდაპირი და ირიბი ნათქვამი


ვინმეს ნათქვამი შეიძლება გადმოიცეს მეტ-ნაკლები სიზუსტით: სიტყვასიტყვით, ფორმის შეუცვლელად
ან ფორმის შეცვლით.
თუ ვინმეს ნათქვამი სიტყვასიტყვით არის განმეორებული, ამას პირდაპირი ნათქვამი ჰქვია.
თუ ვისიმე ნათქვამი გადმოცემულია შეცვლილი ფორმით, ამას ირიბი ნათქვამი ჰქვია.

3.5.1. ნაწილაკებიანი პირდაპირი ნათქვამი


პირდაპირ ნათქვამს ხშირად დაერთვის სიტყვასიტყვითი ნაწილაკები: -მეთქი, -თქო და -ო. ეს
ნაწილაკები წინადადებაში ბოლო სიტყვას დაერთვის. ზმნა-შემასმენელს სიტყვასიტყვითი ნაწილაკი კი
მაშინაც დაერთვის, როცა ის არ არის წინადადების ბოლოს.
სხვათა სიტყვის -ო ჩვეულებრივია ანდაზებში, რადგანაც იგულისხმება: ნათქვამია, ამბობენ, თქმულა.
ეს სიტყვები ზოგჯერ ითქმის კიდეც: ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, ნათქვამია. ხშირად კი ეს სიტყვები
იგულისხმება.
-მეთქი პირველი პირის ნათქვამის (ან ნაფიქრის) გამეორებაა. მაგ.: ხომ გითხარი, გაგიადვილებთ-
მეთქი საქმეს.
-თქო აღნიშნავს პირველი პირის დანაბარებ სიტყვას, რომელიც მეორე პირმა მესამეს უნდა გადასცეს.
მაგ.: დედას უთხარი, ყველაფერი კარგად იქნება-თქო.
-ო იხმარება მე-3 პირის ნათქვამის გადმოსაცემად. მაგ.: კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო (ანდაზა).
ნანამ თქვა, ყველაფერი კარგად იქნებაო.
-ო ნაწილაკი სიტყვასთან შერწყმულად იწერება, -მეთქი და -თქო კი დეფისით გამოეყოფა.

3.6. განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები


წინადადების წევრი ზოგჯერ შეიძლება პაუზით გამოეყოს მეზობელ სიტყვებს და განცალკევებით
დადგეს. ამ მოვლენას განკერძოება ჰქვია, ხოლო თვით წევრს – განკერძოებული. გარდა განკერძოებული
წევრებისა, არის ისეთი სიტყვები და გამოთქმები, რომლებიც განცალკევებით დგას, მაგრამ წინადადების
წევრის განკერძოება არ არის. ყველას ერთად განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები ჰქვია.
განკერძოებული სიტყვები და გამოთქმებია: განკერძოებული განსაზღვრება, განკერძოებული
გარემოება, დანართი, მიმართვა, ჩართული, მიგებითი ნაწილაკები და შორისდებული.

3.6.1. განკერძოებული განსაზღვრება


განკერძოებულია განსაზღვრება, რომელიც თავისი მიმყოლი სიტყვებითურთ პაუზით გამოეყოფა
საზღვრულს, დაწერისას კი – სასვენი ნიშნით.

60
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
მაგ.: შორს ჩანდა მთა, თეთრი და მაღალი.
გვერდით მომყვებოდა ჩემი მეგობარი, ჩამოსული სოფლიდან.
განკერძოებული განსაზღვრება პირველ წინადადებაში ზედსართავი სახელებით არის გადმოცემული,
მეორეში – მიმღეობით, რომელსაც ახლავს მიმყოლი სიტყვა (ადგილის გარემოება). პირველ მაგალითში
გვაქვს ორი განკერძოებული განსაზღვრება, მეორეში – ერთი, რომელსაც სხვა სიტყვა ახლავს. ამასთანავე,
განკერძოებული განსაზღვრება უშუალოდ მოსდევს საზღვრულ წევრს. თუმცა ასევე შეიძლება იყოს
საზღვრული წევრისაგან გათიშული, მაგალითად, ჩემი მეგობარი გვერდით მომყვებოდა, ჩამოსული
სოფლიდან.
განკერძოებული განსაზღვრება რომ საზღვრულის წინ გადავიტანოთ, იგი ჩვეულებრივ განსაზღვრებად
გადაიქცევა. მაგ.: შორს ჩანდა თეთრი და მაღალი მთა.
განკერძოებული განსაზღვრება შეიძლება ახლდეს პირის ნაცვალსახელსაც. პირის ნაცვალსახელი
ზოგჯერ არ არის ნახმარი და განკერძოებული განსაზღვრება ცალკეა.
განკერძოებული განსაზღვრება თავისი მიმყოლი სიტყვებით გამოიყოფა მძიმით (როცა წინადადების
თავშია ან ბოლოში) ან მძიმეებით (როცა წინადადების შიგნითაა).
მაგ.: ბავშვებს, სიცივისგან გაყინულებს, პაპამ ღუმელი დაუნთო.
შეხვედრიდან დაბრუნებულმა, დიდხანს ვერ დაიძინა დავითმა.
უყვარდა ნინას თავისი ბაღი, დიდი და მრავალფეროვანი.

3.6.2. განკერძოებული გარემოება


გარემოება შეიძლება პაუზით გამოეყოს წინადადებაში სხვა სიტყვებს და განკერძოებით დადგეს.
მაგ.: განკერძოებული დროის გარემოებაა:
საღამოს, მზის ჩასვლის დროს, უკვე მივედით ჩვენს მეგობართან.
შარშან, გვიან შემოდგომაზე, სოფელში ჩავედი.
განკერძოებული ადგილის გარემოება:
სოფელში, შუა ტყეში, ერთი ლამაზი ადგილი იყო.
განკერძოებულია სახელის ნათესაობითის ფორმა, რომელსაც დაერთვის ზმნიზედა მიუხედავად.
მაგ.: თვითმფრინავი, უამინდობის მიუხედავად, მაინც გაფრინდა პრაღაში.
განკერძოებული გარემოება ისევე გამოიყოფა მძიმით (ან მძიმეებით), როგორც განკერძოებული
განსაზღვრება: იმ წელს, გაზაფხულზე, ჩვენი ატმის ხე არ აყვავებულა.
ქალაქიდან ჩამომსვლელებს გიორგი შაბათს ელოდა, დილით ადრე.

3.6.3. მიმართვა
წოდებით ბრუნვაში მდგომ სახელს, რომელიც მეორე პირს ან მეორე პირად წარმოდგენილ საგანს
აღნიშნავს, მიმართვა ჰქვია. იგი გაუვრცობელია ან გავრცობილი არამთავარი წევრებით, ცალკე დგას ან
წინადადებას ახლავს. ცალკე მდგომი მიმართვა დაძახებისას იხმარება, რომ მისამართი პირის ყურადღება
მიიპყროს. თუ მიმართვა ცალკე არ არის ნახმარი, იგი შეიძლება იყოს წინადადების თავში ან ბოლოში, ან
კიდევ წინადადების შიგნით.
წინადადების თავშია:
ხალხო, ნუ ბრაზობთ!
ჩემო მშვენიერო ქალბატონო, სულ თქვენ გვერდით ვიქნები!
მიმართვა წინადადების შიგნითაა:
ეგ საქმე, ჩემო გიორგი, ასე ადვილად ვერ გადაწყდება.
ფრთხილად იარეთ, მეგობრებო, ფრთხილად!
წინადადების ბოლოსაა:
ეს დოკუმენტი ვის გადავცე, თინა?
ნელა ვიაროთ, ცოტნე!
მიმართვასთან დაკავშირებით უნდა დავიცვათ შემდეგი წესები:
ცალკე მდგომი მიმართვის შემდეგ ძახილის ნიშანი იწერება. თუ ასეთი მიმართვა მეორდება ან
რამდენიმე სხვადასხვა სახელია, უკანასკნელის შემდეგ ძახილის ნიშანი იწერება, ხოლო ყოველი წინა
მიმართვის შემდეგ – მძიმე ან ძახილის ნიშანი.
მაგ.: დედა! რატომ მეძახდი?
ნინო, ნინო! შემოდი ჩემთან.
თუ მიმართვა წინადადების თავშია, ძლიერი გრძნობითა და დიდი პაუზით წარმოითქმის, მის შემდეგ
ძახილის ნიშანი იწერება, სხვა შემთხვევაში – მძიმე.
მაგ.: ნიკო! არ გესმის, რომ გეძახი?

61
რუსუდან ზექალაშვილი
ჩემო კარგო, ეგ მარტივი გასაკეთებელია.
თუ მიმართვა წინადადების ბოლოშია, ის წინა სიტყვისაგან მძიმით გამოიყოფა, ხოლო შემდეგ ის
ნიშანი იწერება, რომელიც წინადადებას შეეფერება.
მაგ.: გარკვევით თქვი, რისი თქმაც გინდა, ნინი?
შენი დიდი მადლობელი ვარ, თამარ!
ადამიანის საკუთარი სახელის მიმართვის ფორმა (წოდებითი ბრუნვა) ბრუნვის ნიშანს არ საჭიროებს.
მაგ.: გურამ! ვახტანგ! დავით! ნოდარ! თამარ! ელისაბედ!

3.6.4. ჩართული
ჩართული ჰქვია განკერძოებულ სიტყვასა თუ სიტყვათა ჯგუფს, რომლითაც მთქმელი გამოხატავს,
როგორ უყურებს ის წინადადებაში გამოქმულ აზრს. ზოგჯერ ჩართულია მთელი წინადადებაც.
ჩართული წინადადების თავშია ან შუაში, იშვიათად ბოლოშიც გვხვდება. წარმოთქმისას პაუზით
გამოიყოფა, წერისას – სასვენი ნიშნით: მძიმით, როცა წინადადების თავშია ან ბოლოში, და ორივე
მხრიდან მძიმით, როცა წინადადების შიგნითაა.
ჩართული მნიშვნელობით მრავალგვარია. იგი გამოხატავს:
ამა თუ იმ გრძნობას (საბედნიეროდ, ჩვენდა სასიხარულოდ, ჩვენდა ბედად, საუბედუროდ,
სამწუხაროდ);
დარწმუნებულობას (ცხადია, რასაკვირველია, უეჭველია, აშკარაა, რა თქმა უნდა, იმედია); ვარაუდს,
დაეჭვებას (მგონი, ჩანს, შესაძლებელია, თუ არ ვცდები);
წინადადებაში გამოთქმული აზრის წყაროს (ავტორის/ჩემი/მისი... აზრით, როგორც ამბობენ, როგორც
ეძახიან, მისი წარმოდგენით);
აზრების თანამიმდევრობასა და ურთიერთმიმართებას (ჯერ ერთი, მერე მეორე, ერთი მხრივ, მეორე
მხრივ, ამგვარად, მაშასადამე, ერთი სიტყვით, პირიქით);
შენიშვნას, რომელიც აზრის გამოთქმის ფორმას ეხება (უკეთ რომ ვთქვათ, ასე რომ ვთქვათ, უფრო
სწორად, რომ ვთქვათ).
ჩართული ზოგჯერ თანამოსაუბრისადმი მიმართვაა (დამეთანხმებით, თქვენ წარმოიდგინეთ,
როგორც თქვენ ხედავთ).
ჩართულად მიიჩნევენ საალერსო სიტყვებსა და გამოთქმებს, ზოგიერთი ფიცის ფორმულას,
რომელთაც შორისდებულის მნიშვნელობა აქვთ: დედაშვილობამ, გენაცვალე, შენი ჭირიმე...).
მაგ.: ვფიქრობ, ეს ლექსი კარგად წაიკითხე.
ამ სახლში, როგორც ეტყობა, არავინ ცხოვრობდა.
საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა.
ვერ წარმოიდგენთ, როგორ მომენატრა ჩემი ქვეყანა.
დამეთანხმებით, მშვენიერი სპექტაკლი იყო.

3.6.5. დანართი
დანართი არის განკერძოებული სიტყვა ან გამოთქმა, რომელიც დაერთვის სახელით გამოხატულ
წევრს და გვაძლევს დამატებით ინფორმაციას მის შესახებ.
დანართი შეიძლება გადმოცემული იყოს შემდეგი კავშირებით: ანუ, ესე იგი... ან მაკავშირებელი
სიტყვებით: წარმოშობით, სახელად, გვარად, ტომით...
მაგ.: ჩემი მეგობრები, ნინო და ლელა, გუშინ პარიზში წავიდნენ.
მისი უფროსი შვილი, ცხრა წლის ნიკი, წიგნს კითხულობდა.
ჩვენ, ბავშვები, უფროსებს ვეხმარებით.

62
რუსუდან ზექალაშვილი
შინაარსი

თავი I  ფონეტიკა.................................................................................................................................................................... 5
1.1. ხმოვანი და თანხმოვანი ბგერები ქართულში..................................................................................................... 5
1.2. თანხმოვანთა ჯგუფები წარმოთქმის ადგილის მიხედვით............................................................................. 5
1.3. მჟღერი და ყრუ ბგერები........................................................................................................................................... 5
1.4. მკვეთრი და ფშვინვიერი თანხმოვნები................................................................................................................. 5
1.5. ფუძის კუმშვა და კვეცა............................................................................................................................................. 5
თავი II  მორფოლოგია........................................................................................................................................................... 6
2.1. მეტყველების ნაწილები............................................................................................................................................. 6
2.1.1. მეტყველების ნაწილები ფორმაცვალებისა და ფუნქციის მიხედვით................................................. 6
2.1.1.1. ფორმაცვალებადი და ფორმაუცვლელი მეტყველების ნაწილები........................................ 6
2.1.1.2. სრულმნიშვნელობიანი და დამხმარე მეტყველების ნაწილები............................................... 6
2.1.2. არსებითი სახელი................................................................................................................................................ 6
2.1.2.1. ვინ ჯგუფისა და რა ჯგუფის სახელები......................................................................................... 7
2.1.2.2. სულიერთა და უსულოთა სახელები............................................................................................... 7
2.1.2.3. საკუთარი და საზოგადო სახელები................................................................................................ 7
2.1.2.4. კონკრეტული და აბსტრაქტული სახელები................................................................................. 7
2.1.2.5. კრებითი სახელები............................................................................................................................... 7
2.1.2.6. ნივთიერებათა სახელები.................................................................................................................... 8
2.1.2.7. მოქმედების სახელები......................................................................................................................... 8
2.1.2.8. არსებითი სახელის ბრუნება. ბრუნვები და მათი ნიშნები....................................................... 8
2.1.2.8.1. ბრუნვის ნიშანთა გავრცობა.......................................................................................................... 8
2.1.2.9. მრავლობითი რიცხვის წარმოება.................................................................................................... 8
2.1.2.9.1. მრავლობითი რიცხვის უქონელი არსებითი სახელები.......................................................... 9
2.1.2.10. სახელები ფუძეთა მიხედვით.......................................................................................................... 9
2.1.2.11. ბრუნება და სახელთა ბრუნების მორფონოლოგიური ტიპები............................................. 9
2.1.2.11.1. თანხმოვანფუძიან საზოგადო სახელთა ბრუნება............................................................... 10
2.1.2.11.1.1. ფუძეკუმშვად სახელთა ბრუნება.................................................................................... 11
2.1.2.11.2. ხმოვანფუძიან საზოგადო სახელთა ბრუნება...................................................................... 12
2.1.2.11.2.1. ფუძეკვეცად სახელთა ბრუნება...................................................................................... 12
2.1.2.11.2.2. ფუძეუკვეცელ სახელთა ბრუნება................................................................................... 12
2.1.2.11.3. კუმშვად-კვეცად სახელთა ბრუნება....................................................................................... 13
2.1.2.11.4. თავისებურად ბრუნებადი ხმოვანფუძიანი საზოგადო სახელები.................................. 13
2.1.2.11.5 საკუთარ სახელთა ბრუნება....................................................................................................... 14
2.1.2.11.6. არსებითი სახელი მსაზღვრელად............................................................................................ 15
2.1.3. ზედსართავი სახელი........................................................................................................................................ 16
2.1.3.1. ვითარებითი და მიმართებითი ზედსართავი სახელი.............................................................. 16
2.1.3.2. ხარისხის ფორმები............................................................................................................................. 16
2.1.3.3. დამოუკიდებელი ზედსართავი სახელის ბრუნება.................................................................... 16
2.1.3.4. ზედსართავი სახელი მსაზღვრელად............................................................................................ 17
2.1.3.5. ზედსართავის ბრუნება არსებითთან ერთად............................................................................. 17
2.1.3.5.1. ზედსართავი სახელის ბრუნება მრავლობითში მდგომ არსებითთან ერთად............... 18
2.1.4. რიცხვითი სახელი............................................................................................................................................. 18
2.1.4.1. რაოდენობითი რიცხვითი სახელები............................................................................................. 18
2.1.4.2. რიგობითი რიცხვითი სახელები..................................................................................................... 19
2.1.4.3. წილობითი რიცხვითი სახელები.................................................................................................... 19
2.1.4.4. რიცხვით სახელთა ბრუნება............................................................................................................ 19
2.1.5. ნაცვალსახელი................................................................................................................................................... 20
2.1.5.1. ნაცვალსახელის ჯგუფები............................................................................................................... 20
2.1.5.1.1. პირის ნაცვალსახელები................................................................................................................ 20
2.1.5.1.2. ჩვენებითი ნაცვალსახელები და მათი ბრუნება..................................................................... 21
2.1.5.1.3. კითხვითი ნაცვალსახელები და მათი ბრუნება...................................................................... 22

64
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
2.1.5.1.4. კუთვნილებითი ნაცვალსახელები და მათი ბრუნება........................................................... 23
2.1.5.1.5. მიმართებითი ნაცვალსახელები.................................................................................................. 23
2.1.5.1.6. უარყოფითი ნაცვალსახელები.................................................................................................... 23
2.1.5.1.7. განსაზღვრებითი ნაცვალსახელები........................................................................................... 23
2.1.5.1.8. განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელები................................................................................. 24
2.1.5.1.9. -ვე ნაწილაკიანი ნაცვალსახელების ბრუნება........................................................................ 24
2.1.6. ზმნა....................................................................................................................................................................... 25
2.1.6.1. პირველადი და ნასახელარი ზმნები.............................................................................................. 25
2.1.6.2. ზმნის გრამატიკული კატეგორიები.............................................................................................. 25
2.1.6.2.1. გრამატიკული პირი და რიცხვი................................................................................................... 25
2.1.6.2.1.1. პირთა რაოდენობა ზმნის ერთ ფორმაში........................................................................ 25
2.1.6.2.1.2. სუბიექტური და ობიექტური პირი.................................................................................... 26
2.1.6.2.1.3. ობიექტური პირები................................................................................................................ 26
2.1.6.2.1.4. ზმნის პირისა და რიცხვის ნიშნები.................................................................................... 26
2.1.6.2.1.4.1. პირველი სუბიექტური პირის ნიშანი....................................................................... 26
2.1.6.2.1.4.2. მეორე სუბიექტური პირის ნიშანი............................................................................ 27
2.1.6.2.1.4.3. მესამე სუბიექტური პირის ნიშნები.......................................................................... 27
2.1.6.2.1.5. ობიექტური პირისა და რიცხვის ნიშნები........................................................................ 27
2.1.6.2.1.5.1. პირველი ობიექტური პირის ნიშანი......................................................................... 27
2.1.6.2.1.5.2. მეორე ობიექტური პირის ნიშანი.............................................................................. 27
2.1.6.2.1.5.3. მესამე ობიექტური პირის ნიშანი.............................................................................. 27
2.1.6.2.1.6. ზმნის რთული ფორმები და მეშველი ზმნა..................................................................... 28
2.1.6.2.2. გარდამავალი და გარდაუვალი ზმნები..................................................................................... 28
2.1.6.2.3. ზმნისწინი. ზმნისწინის რაობა და ჯგუფები........................................................................... 28
2.1.6.2.3.1. ზმნისწინები ძველი სახით თანამედროვე ქართულში................................................. 28
2.1.6.2.3.2. მიმართულების არმქონე ზმნები........................................................................................ 29
2.1.6.2.3.3. სიტყვის მნიშვნელობის შეცვლა ზმნისწინით................................................................ 29
2.1.6.2.4. გრამატიკული დრო......................................................................................................................... 29
2.1.6.2.5. ასპექტი............................................................................................................................................... 29
2.1.6.2.5.1. სრული ასპექტის წარმოება................................................................................................. 29
2.1.6.2.5.2. უასპექტო ზმნები.................................................................................................................... 30
2.1.6.2.6. კილო.................................................................................................................................................... 30
2.1.6.2.7. მოდალობა.......................................................................................................................................... 30
2.1.6.2.8. უღლება............................................................................................................................................... 30
2.1.6.2.8.1. სერიები და მწკრივები........................................................................................................... 31
2.1.6.2.8.1.1. პირველი სერიის მწკრივები........................................................................................ 31
2.1.6.2.8.1.2. მეორე სერიის მწკრივები............................................................................................ 31
2.1.6.2.8.1.3. მესამე სერიის მწკრივები............................................................................................ 32
2.1.6.2.8.1.3.1. III სერიის მწკრივების წარმოების თავისებურებები.................................. 32
2.1.6.2.9. ფუძე, ძირი და თემა....................................................................................................................... 32
2.1.6.2.9.1. თემა. თემის ნიშნები.............................................................................................................. 33
2.1.6.2.9.2. ერთთემიანი და ორთემიანი ზმნები.................................................................................. 33
2.1.6.2.10. გვარი................................................................................................................................................. 33
2.1.6.2.10.1. მოქმედებითი გვარი............................................................................................................. 33
2.1.6.2.10.2. ვნებითი გვარი....................................................................................................................... 33
2.1.6.2.10.2.1. პრეფიქსიანი ვნებითი................................................................................................. 34
2.1.6.2.10.2.2. სუფიქსიანი ვნებითი................................................................................................... 34
2.1.6.2.10.2.3. უნიშნო ვნებითი........................................................................................................... 34
2.1.6.2.10.2.4. სტატიკური ვნებითი................................................................................................... 34
2.1.6.2.10.2.5. აღწერილობითი ვნებითი........................................................................................... 34
2.1.6.2.10.3. საშუალი გვარი...................................................................................................................... 35
2.1.6.2.10.3.1. საშუალ-მოქმედებითი გვარი................................................................................... 35
2.1.6.2.10.3.2. საშუალ-ვნებითი გვარი.............................................................................................. 35

65
რუსუდან ზექალაშვილი
2.1.6.2.11. ქცევა................................................................................................................................................. 35
2.1.6.2.11.1. საარვისო ქცევა..................................................................................................................... 35
2.1.6.2.11.2. სათავისო ქცევა.................................................................................................................... 35
2.1.6.2.11.3. სასხვისო ქცევა..................................................................................................................... 35
2.1.6.2.11.4. სათავისო და სასხვისო ქცევის ფორმათა გარჩევა.................................................... 36
2.1.6.2.11.5. ქცევა ვნებითსა და საშუალი გვარის ზმნებში............................................................ 36
2.1.6.2.11.6. უქცეო ზმნები........................................................................................................................ 36
2.1.6.2.12. კონტაქტი......................................................................................................................................... 36
2.1.6.2.12.1. უშუალო კონტაქტი.............................................................................................................. 36
2.1.6.2.12.2. შუალობითი კონტაქტი....................................................................................................... 36
2.1.6.2.13. თავისებური ზმნები...................................................................................................................... 36
2.1.6.2.13.1. პირნაკლი და რიცხვნაკლი ზმნები.................................................................................. 37
2.1.6.2.13.2. პირში მონაცვლე ზმნები.................................................................................................... 37
2.1.6.2.13.3. რიცხვში მონაცვლე ზმნები............................................................................................... 37
2.1.6.2.13.4. მწკრივში მონაცვლე ზმნები.............................................................................................. 38
2.1.7. სახელზმნა........................................................................................................................................................... 38
2.1.7.1. საწყისი................................................................................................................................................... 38
2.1.7.2. მიმღეობა............................................................................................................................................... 38
2.1.8. ზმნიზედა............................................................................................................................................................. 39
2.1.8.1. ზმნიზედის ჯგუფები შინაარსის მიხედვით................................................................................ 39
2.1.8.2. პირველადი და მეორეული ზმნიზედები...................................................................................... 39
2.1.9. თანდებული......................................................................................................................................................... 39
2.1.9.1. თანდებულიანი ბრუნვები................................................................................................................ 39
2.1.9.2. ზმნიზედა თანდებულის მნიშვნელობით..................................................................................... 40
2.1.10. კავშირი............................................................................................................................................................... 40
2.1.10.1. კავშირის ჯგუფები........................................................................................................................... 40
2.1.11. ნაწილაკი............................................................................................................................................................ 41
2.1.11.1. ნაწილაკთა ჯგუფები....................................................................................................................... 41
2.1.12. შორისდებული.................................................................................................................................................. 42
2.1.13. ეტიკეტური სიტყვები და გამოთქმები..................................................................................................... 42
2.1.14. სიტყვათა წარმოქმნა..................................................................................................................................... 43
2.1.14.1. სიტყვაწარმოება............................................................................................................................... 43
2.1.14.1.1. არსებითი სახელების წარმოება............................................................................................... 43
2.1.14.1.2. კნინობით-ალერსობითი სახელები.......................................................................................... 43
2.1.14.1.3. აბსტრაქტული სახელები............................................................................................................ 44
2.1.14.1.4. მცენარეთა კრებულის სახელები............................................................................................. 44
2.1.14.1.5. გეოგრაფიული სახელები............................................................................................................ 44
2.1.14.1.6. ზედსართავი სახელების წარმოება.......................................................................................... 44
2.1.14.1.6.1. წარმოქმნილი ზედსართავი სახელის ჯგუფები შინაარსის მიხედვით................. 44
2.1.14.1.6.1.1. ყოლა-ქონის სახელები............................................................................................... 44
2.1.14.1.6.1.2. უყოლობა-უქონლობის სახელები........................................................................... 45
2.1.14.1.6.1.3. დანიშნულების სახელები.......................................................................................... 45
2.1.14.1.6.1.4. სადაურობის / წარმომავლობის სახელები............................................................ 45
2.1.14.1.6.1.5. ხელობის სახელები...................................................................................................... 45
2.1.14.1.6.1.6. წინა ვითარების სახელები........................................................................................ 45
2.1.14.1.6.1.7. ბრუნვის ნიშნებით წარმოქმნილი ზედსართავი სახელები............................. 45
2.1.14.1.7. ზმნების წარმოება. ნასახელარი ზმნები................................................................................. 45
2.1.14.1.8. სახელზმნების წარმოება............................................................................................................. 46
2.1.14.1.8.1. საწყისის წარმოება............................................................................................................... 46
2.1.14.1.8.2. მიმღეობის წარმოება........................................................................................................... 46
2.1.14.1.8.2.1. მოქმედებითი გვარის მიმღეობა.............................................................................. 46
2.1.14.1.8.2.2. ვნებითი გვარის მიმღეობა........................................................................................ 46
2.1.14.1.8.2.3. საშუალი გვარის მიმღეობა....................................................................................... 46

66
"ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსი"
2.1.14.1.9. ზმნიზედების წარმოება............................................................................................................... 47
2.1.14.2. კომპოზიცია........................................................................................................................................ 47
2.1.14.2.1. ერთცნებიანი კომპოზიტები....................................................................................................... 47
2.1.14.2.2. ორცნებიანი კომპოზიტები......................................................................................................... 47
თავი 3  სინტაქსი................................................................................................................................................................... 49
3.1. სინტაქსური ერთეულები......................................................................................................................................... 49
3.2. სინტაქსური ურთიერთობის სახეები: შეთანხმება, მართვა, მირთვა........................................................ 49
3.3. წინადადება და წინადადების წევრები................................................................................................................. 49
3.3.1. წინადადების სახეები შინაარსის მიხედვით.............................................................................................. 49
3.3.2. წინადადების მთავარი წევრები..................................................................................................................... 50
3.3.2.1. შემასმენელი......................................................................................................................................... 50
3.3.2.1.1. მარტივი შემასმენელი.................................................................................................................... 50
3.3.2.1.2. შედგენილი შემასმენელი............................................................................................................... 50
3.3.2.2. ქვემდებარე........................................................................................................................................... 51
3.3.2.2.1. ქვემდებარისა და შემასმენლის ურთიერთობა....................................................................... 51
3.3.2.3. დამატება-ობიექტები......................................................................................................................... 51
3.3.2.3.1. პირდაპირი დამატება..................................................................................................................... 52
3.3.2.3.2. ირიბი დამატება............................................................................................................................... 52
3.3.3. წინადადების არამთავარი წევრები............................................................................................................. 52
3.3.3.1. უბრალო დამატება............................................................................................................................. 52
3.3.3.2. განსაზღვრება...................................................................................................................................... 52
3.3.3.2.1. შეთანხმებული განსაზღვრება.................................................................................................... 53
3.3.3.2.2. ნათესაობითი ბრუნვის ფორმიანი განსაზღვრება................................................................ 54
3.3.3.2.3. ნათესაობითი ბრუნვის ფორმიანი განსაზღვრებისა და უბრალო დამატების გარჩევა
ერთმანეთისაგან...................................................................................................................................................................... 54
3.3.3.3. გარემოება............................................................................................................................................. 54
3.3.3.3.1. ადგილის გარემოება....................................................................................................................... 54
3.3.3.3.2. დროის გარემოება........................................................................................................................... 54
3.3.3.3.3. ვითარების გარემოება................................................................................................................... 55
3.3.3.3.4. მიზეზის გარემოება........................................................................................................................ 55
3.3.3.3.5. მიზნის გარემოება........................................................................................................................... 55
3.4. წინადადების სახეები აგებულების მიხედვით................................................................................................... 55
3.4.1. მარტივი წინადადების შედგენილობა მთავარ წევრთა მიხედვით..................................................... 55
3.4.1.1. გაუვრცობელი და გავრცობილი წინადადება............................................................................ 55
3.4.1.2. სრული და უსრული წინადადება................................................................................................... 56
3.4.1.3. უქვემდებარო წინადადება............................................................................................................... 56
3.4.2. შერწყმული წინადადება.................................................................................................................................. 56
3.4.2.1. ერთგვარ წევრთა შეერთების საშუალებები.............................................................................. 56
3.4.3. რთული წინადადება......................................................................................................................................... 57
3.4.3.1. რთული წინადადებების შეერთების საშუალებები................................................................... 57
3.4.3.2. რთული თანწყობილი წინადადება................................................................................................. 57
3.4.3.3. რთული ქვეწყობილი წინადადება.................................................................................................. 57
3.4.3.3.1. ქვემდებარული დამოკიდებული წინადადება......................................................................... 57
3.4.3.3.2. დამატებითი დამოკიდებული წინადადება............................................................................... 58
3.4.3.3.3. განსაზღვრებითი დამოკიდებული წინადადება..................................................................... 58
3.4.3.3.3.1. გარემოებითი დამოკიდებული წინადადება.................................................................... 58
3.4.3.3.3.2. ადგილის გარემოებითი დამოკიდებული წინადადება................................................. 58
3.4.3.3.3.3. დროის გარემოებითი დამოკიდებული წინადადება..................................................... 59
3.4.3.3.3.4. ვითარების გარემოებითი დამოკიდებული წინადადება.............................................. 59
3.4.3.3.3.5. მიზეზის გარემოებითი დამოკიდებული წინადადება.................................................. 59
3.4.3.3.3.6. მიზნის გარემოებითი დამოკიდებული წინადადება..................................................... 59
3.4.3.3.4. შედეგობითი დამოკიდებული წინადადება............................................................................... 59
3.4.3.3.5. პირობითი დამოკიდებული წინადადება................................................................................... 59

67
რუსუდან ზექალაშვილი
3.4.3.3.6. დათმობითი დამოკიდებული წინადადება................................................................................ 60
3.4.3.4. თანამიმდევრული დაქვემდებარება.............................................................................................. 60
3.5. პირდაპირი და ირიბი ნათქვამი.............................................................................................................................. 60
3.5.1. ნაწილაკებიანი პირდაპირი ნათქვამი.......................................................................................................... 60
3.6. განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები....................................................................................................... 60
3.6.1. განკერძოებული განსაზღვრება................................................................................................................... 60
3.6.2. განკერძოებული გარემოება.......................................................................................................................... 61
3.6.3. მიმართვა.............................................................................................................................................................. 61
3.6.4. ჩართული............................................................................................................................................................. 62
3.6.5. დანართი............................................................................................................................................................... 62

68

You might also like