You are on page 1of 15

ზინა გაბიჩვაძე ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისათვის

ზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელი გვიჩვენებს საგნის ნიშან-თვისებას, სახელს „ ზედ დაერთვის“ და მისი
კითხვებია: როგორი? რანაირი? რომელი? როდინდელი? სადაური? მაგ. სახლი შეიძლება
იყოს: დიდი, პატარა, ძველი, მრავალსართულიანი, მრგვალი...
ზედსართავი სახელი, ჩვეულებისამებრ, არსებით სახელს ახლავს და მისი განსაზღვრებაა:
მშიერი კაცი, ღონიერი კაცი. ზედსართავ სახელს აქვს ორი ჯგუფი:ვითარებითი( ძირეული )
დამიმართებითი(წარმოქნილი):
ვითარებითი მიმართებითი
დიდი გადიდებული
შავი გაშავებული
მწვანე გონიერი
წითელი გაწითელებული
სქელი შესქელებული
პატარა დაპატარავებული

მიმართებითია ზედსართავი, თუ საგნის ნიშანი, რომელსაც ის გამოხატავს, სხვა საგანთან


მიმართებით არის ნაგულისხმევი. იგი მიღებულია ზედსართავისგან ან სხვა მეტყველების
ნაწილისაგან: ნაბადი არსებითი სახელია, ნაბდიანი (კაცი) კი მისგან წარმოქმნილი
ზედსართავია, რომელიც საგანს (ამ შემთხვევაში კაცს) ახასიათებს ძირეული სიტყვით
აღნიშნულ საგანთან (ნაბადთან) მიმართებით.
უმცირესი ნაწარმოებია ზედსართავისაგან მცირე, ხუთიანი - რიცხვითი სახელისაგან ხუთი,
ჩემეული - ნაცვალსახელისაგან თქვენ, გუშინდელი - ზმნიზედისაგან გუშინ.
მიმართებითი ზედსართავი იწარმოება სუფიქსებით (ნაბდ-იან-ი, კახ-ურ-ი// გურ-ულ-ი)
ან პრეფიქს-სუფიქსებით ( სა-ცირკ-ო, უ-ლამაზ-ეს-ი, უ-ქარქაშ-ო).
ცალკე მდგომი ზედსართავი სახელი შესაბამისი ფუძის მქონე არსებითი სახელის მსგავსად
იბრუნვის, ანუ თანხმოვანფუძიანი შეიძლება იყოს ფუძე კუშვადი ან უკუმშველი,
ხმოვანფუძიანი კი - კვეცადი ან უკვეცელი:
უკუმშველი კუმშვადი
სახელობითი დიდ-ი წითელ-ი
მოთხრობითი დიდ-მა წითელ-მა
მიცემითი დიდ-ს წითელ-ს
ნათესაობითი დიდ-ის წითლ-ის
მოქმედებითი დიდ-ით წითლ-ით
ვითარებითი დიდ-ად წითლ-ად
წოდებითი დიდ-ო წითელ-ო
ზინა გაბიჩვაძე ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისათვის

უკვეცელი კვეცადი
სახელობითი ფართო პატარა
მოთხრობითი ფართო-მ პატარა-მ
მიცემითი ფართო-ს პატარა-ა
ნათესაობითი ფართო-ს(ი) პატარ-ის
მოქმედებითი ფართო-თი პატარ-ით
ვითარებითი ფართო-დ პატარა-დ
წოდებითი ფართო (ვ) პატარა(ვ)
ცალკე მდგომ ზედსართავ სახელს შეუძლია მრავლობით რიცხვშიც მოგვევლინოს,
ხოლო როცა არსებით სახელთან ერთად ვაბრუნებთ მრავლობითი რიცხვი არა აქვს:
ა) დიდები
პატარებმა
ფართოებს
წითლებით
ბ) დიდი სახლები დიდები სახლები
ფართო ქუჩები ფართოები ქუჩები
ზედსართვ სახელს სხვა სახელებისაგან განსხვავებით აქვს ხარისხის ფორმები: დადებითი,
ოდნაობითი და უფროობითი. ხარისხის ფორმები აქვს მხოლოდ ვითარებით ზედსართავ
სახელს და არა მიმართებითს, თუმცა გამონაკლისები აქაც გვხვდება:

დადებითი ოდნაობითი უფროობითი

დიდი მო-დიდ-ო უ-დიდ-ეს-ი


წითელი მო-წითალ-ო უ-წითლ-ეს-ი
ოდნაობითი ხარისხის მაწარმოებელი პრეფიქს-სუფიქსია მო-ო, ხოლო უფროობითის უ-ეს.
ზედსართავი სახელი ხარისხის ფორმების წარმოებისას ფუძეს არ იცვლის, გამონაკლისების
გარდა:

1. კარგი - უკეთესი - საუკეთესო //ყველაზე კარგი


2. ცუდი - უარესი - ყველაზე ცუდი //ყველაზე უარესი
3. ბევრი - მეტი - უმეტესი //უფრო მეტი
4. ცოტა - ნაკლები - უმცირესი //ყველაზე ცოტა

თუ ზედსართავი სახელი ბოლოვდება -ილ-ზე ან -ელ-ზე, ხარისხის ფორმების


წარმოებისას ეს დაბოლოებანი შეეკვეცება:
მსხვილი მომსხო უმსხოსი // უმსხვილესი
ტკბილი მოტკბო უტკბესი//უტკბილესი

გამონაკლისია:

ბნელი უბნელესი
გრილი უგრილესი
ზინა გაბიჩვაძე ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისათვის

რადგან ქართულ ენაში არა გვაქვს შედარებითი ხარისხი, მისი შინაარსი გადმოიცემა
აღწერილობითი ფორმით: უფრო პატარა, უფრო დიდი...
როგორც აღვნიშნეთ ხარისხის ფორმები აქვს ვითარებით სახელებს, თუმცა გითხარით,
რომ მიმართებით ზედსართავებთანაც გვხვდება გამონაკლისები:
ძლიერი უძლიერესი
ჭკვიანი უჭკვიანესი
წესიერ უწესიერესი
მშვენიერი უმშვენიერესი
განიერი უგანიერესი
ყველა ვითარებით ზედსართავ სახელს კი არ შეუძლია ხარისხის სამივე
ფორმის წარმოება, ზოგს მხოლოდ დადებითი და უფროობითი ფორმები აქვს:

წმინდა მოწმინდო უწმინდესი


ფართო მოფართო უფართოესი
ახალი მოახლო უახლესი

რიცხვითი სახელი
რიცხვითი სახელი გვიჩვენებს არსებითი სახელის რაოდენობას, რიგს ან ნაწილს. ამის
მიხედვით გამოიყოფა : რაოდენობითი, რიგობითი და წილობითი ჯგუფის რიცხვითი
სახელები:
ერთი პირველი
ორი მეორე მეორედი
ოცდახუთი ოცდამეხუთე ოცდამეხუთედი

რიცხვითი სახელი, ისე როგორც ზედასართავი სახელი, იბრუნვის ცალკეც და არსებითთან


ერთად. ცალკე მდგომი არაფრით გასხვავდება, ბრუნების თავლსაზრისით, არსებთი
სახელის ბრუნებისაგან.
რაოდენობითი რიცხვითი სახელი

რაოდენობითი რიცხვითი სახელის კითხავაა რამდენი? რვა, ცხრა და ამ ფუძეებზე


დამთავრებული რაოდენობთი რიცხვით სახელები არის ხმოვანფუძიანები და
კვეცადები, ყველა დანარჩენი კი თანხმოვანფუძიანია:

რვა-მ სამ -მა


ცხრა-მ შვიდ-მა
ოცდარვა -მ ოცდახუთ-მა
სამოცდაცხრა-მ ოთხმოცდაექვს-მა
ზინა გაბიჩვაძე ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისათვის

რაოდენობითი რიცხვითი სახელები შედგენილობის მიხედვით არის მარტივი (ერთი,


ოთხი, ოცი,ასი) და რთული ( თოთხმეტი, ოთხმოცდაათი, ათასი).
დაიმახსოვრეთ, ერთად იწერება ერთიდან ასის ჩათვლით, ასეულთა სახელები, მილიონი,
მილიარდი, ხოლო ყველა დანარჩენი იწერება ცალ-ცალკე:
თორმეტი
ოცდაერთი
ორმოცდარვა
ოთხმოცდაჩვიდმეტი
ასი
ხუთსი
მილიონ ხუთი ათას რვაას ოთხმოცდაერთი
რიცხვის აღნიშვნისას თუ მანცდამაინც სიტყვიერად უნდა გამოვხატოთ, ვთქვათ,
125857, დავიმახსოვროთ, ცალ-ცალკე იწერება ათასეულები, ასეულები, ათეულები:

125857 - ას ოცდახუთი ათას რვაას ორმოცდაჩვიდმეტი, თუმცა ვფიქრობ, ამხელა


რიცხვი ჯობს ციფრებით გამოვხატოთ.
როცა რიცხვი ციფრითაა დაწერილი, მას ბრუნვის ნიშანი(სახელობითის გარდა),
თანდებული, ნაწილაკი დეფისით გამოეყოფა:

3-მა 4-თან
10-ს 33-ვე
17-ის 57-ში
21-ით 13-ც

რაოდენობითმა რიცხვითმა სახელმა -ვე- და -ოდე- ნაწილაკები სახელობითი


ბრუნვის ფორმასთან შეიზარდა:
ხუთიოდე, შვიდივე, ექვსივემ,
ოციოდეს

თუმცა ასეთი ფორმებიც დასაშვებადაა მიჩნეული:


შვიდმავე შეცდომაა:
შიდსავე შვიდთავე
შვიდისავე შვიდთავენი

რიგობითი რიცხვითი სახელი


რიგობითი რიცხვითი სახელის კითხვაა მერამდენე? ის რაოდენობით რიცხვით სახელზე -
მე---ე თავსართ -ბოლოსართის დართვით მიიღება, ამიტომ ბოლოვდება -ე-ზე.
თავისთავად ყველა ხმოვანფუძიანია და კვეცადი:

სახელობითი მეორე ოცდამეხუთე


მოთხრობითი მეორე-მ ოცდამეხუთე-მ
ზინა გაბიჩვაძე ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისათვის

მიცემითი მეორე-ს ოცდამეხუთე-ს


ნათესაობითი მეორ-ის ოცდამეხუთ-ის
მოქმედებითი მეორ-ით ოცდამეხუთ-ით
ვითარებითი მეორე-დ ოცდამეხუთე-დ
წოდებითი მეორე ოცდამეხუთე
რიგობით რიცხვით სახელებშიც გვხვდება გამონაკლისი, გვაქვს მეორე, მესამე,
მეასე, მაგრამ არა გვაქვს მეერთე; მის ნაცვლად იხმარება პირველი, თუმცა რთულ
სახელებში - მეერთე.
მე ვსწავლობ პირველ სკოლაში და არა მე ვსწავლობ მეერთე სკოლაში,
თუმცა მე ვსწავლობ ოცდამეერთე სკოლაში და არა მე ვსწავლობ ოცდაპირველ
სკოლაში.
დავიმახსოვროთ:
1.-მე- თავში დაერთვის რიცხვებს ორიდან ოცის ჩათვლით ოცეულებს, ათასეულებს,
მილიონს, ყველა სხვა შემთხვევაში, ანუ რთულფუძიანებში -მე- თავსართი კომპოზიტის
ბოლო ნაწილს დაერთვის :
მეორე ორმოცდამერვე
მეთერთმეტე ოთხმოცდამეცხრამეტე
მეასე ასმეორე
ოცდამეხუთე

2. თუ რაოდენობითი რიცხვითი სახელი ხუთას ორმოცდაშვიდი და მისი მსგავსნი,


ანუ რთული შედგენილობისანი იწერებოდა ცალ-ცალკე, რიგობით რიცხვით სახელად
გადაქცევისას დაიწერება ერთად ხუთასორმოცდამეშვიდე:
სამას ოცდაერთი
სამასოცდამეერთე
ხუთას ორმოცდაშვიდი
ხუთასორმოცდამეშვიდე
რიგობითი რიცხვითი სახელის ტექსტში გადმოცემა არაბული და რომაული ციფრებით!
მაშ ასე, არაბული ციფრით:
პირველი - 1-ლი
1-ლმა
1-ლს
1-ლში
მეორე...მეოცეს ჩათვლით:
მე-2 მე-2-ე
მე-2- მ მე-2-ემ
მე-2- ს მე-2-ეს
მე-11-ში მე-11-ეში
მე-15 - ზე მე-15 - ეზე
მე-17 - ისთვის მე-17 - ესთვის
ზინა გაბიჩვაძე ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისათვის

ოცდაერთიდან...:

21-ე
21-ემ
21-ეს
38 - ეში
45 -ეზე
1001-ისგან
ე. ი. ვიმახსოვრებთ, არაბული ციფრით რიგობითი რიცხვითი სახელის გაოხატვისას -
მე- თავსართიან რიცხვით სახელებს , ანუ მე- 2-დან მე-20-ის ჩათვლით, ოცეულებს,
მე-100-ს და მემილიონეს ბოლოში დეფისით გამოეყოფა ბრუნვის ნიშანები( გარდა
სახელობითი ბრუნვისა), თანდებულები და ნაწილაკები.
იგივე პრინციპია ე- ბოლოსართიანებთანაც, მხოლოდ მათ ბრუნვის ნიშანთან,
თანდებულსა და ნაწილაკთან ერთდ ექნებათ -ე- ბოლოსართიც:
მე - 2-მ 21 - ე
მე-12-ში 38- ეს
მე-20-ის 75 - ეში
მე- 100- ისგან 102 - ეზე
ახლა რომაული ციფრები!
თუ რიგობით რიცხვით სახელს გამოვხატავთ რომაული ციფრით ის არ დაირთავს
არანაირ თავსართ-ბოლოსართს, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომაული ციფრით
გამოხატვისას რიგობითი რიცხვითი სახელი არ დაირთვს -მე-ე-ს :
I I-ლი
II მე-II
IV მე-IV
VIII მე-VIII
XXI XXI-ე
XX X XXX-ე
LI LI-ე
რომაული ციფრებით გამოხატვისას რიგობითი რიცხვითი სახელი არ დაირთავს
სახელობითი ბრუნვის ნიშანს, დანარჩენი ბრუნვის ნიშნები კი დართულია :
ბაგრატ III -მა
გიორგი V - ს
ერეკლე II -ის
ასევე, თანდებულები და ნაწილაკები:
III -ზე X- ღა
VIII - ში XX-ც
წილობითი რიცხვითი სახელი
წილობით რიცხვით სახელი ნაწარმოებია რიგობითი რიცხვითი სახელის ვითრებითი
ბრუნვის ფორისგან:
ზინა გაბიჩვაძე ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისათვის

მეორედ - მეორედი
მეოთხედ - მეოთხედი
ოცდამეთხუთმეტედ - ოცდამეთხუთმეტედი
მეასედ - მეასედი
ყველა მათგანი თანხმოვანფუძიანი და უკუმშველია.
წილობითი რიცხვითი სახელები იწერება ცალ-ცალკე:
სამი მეოთხედი
ორი მეასედი
ოთხი მერვედი
ერთი მეორედი
ფორმა მეორედი არ გამოიყენება ყოველდღიურ მეტყველებაში , მის ნაცვლად ვამბობთ
ნახევარს. ცოტა ძნელი წარმოსადგენელია „ მაღაზიიდან ნახევარი კილო კარტოფილი
მოვიტანე“-ს, ნაცვლად ასეთი წინადადება რომ გავიგოთ „მაღაზიიდან ერთი მეორედი
კილო კარტოფილი მოვიტანე.“
ნახევარი იწერება დეფისით:
სამ-ნახევარი
კილო-ნახევარი
მეტრ-ნახევარი
თვე-ნახევარი
გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ და დაიმახსოვროთ:
ხუთ თვე-ნახევარი ხუთ - ნახევარი თვე
ორ საათ-ნახევარი ორ- ნახევარი საათი
შვიდ მეტრ-ნახევარი შვიდ- ნახევარი მეტრი
სამ წელიწად-ნახევარი სამ- ნახევარი წელიწადი
ფორმებიდან - მეორეული და მეორადი - დასაშვებია ორივე თავ-თავისი შინაარსობრივი სხვაობის
გათვალისწინებით: სამეცნიერო ტერმინოლოგიაში (ძირითადად) - მეორეული: მეორეული მოვლენა,
მეორეული დაავადება...

რაიმეს ხელახალი გამოყენების ან დამატებითი ფუნქციის აღსანიშნავად - მეორადი: მეორადი


ფაკულტეტი, მეორადი ავეჯი…

ნაცვალსახელი

ნაცვალსახელი შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი სახელის ნაცვლად, მაგალითად:


არ გინდა, ყველამ გაიგოს,რომ ალექსანდრე მოვიდა, რა პრობლემაა, ნაცვალსახელი აქ
არ არის, ჩაენაცვლება ის მოვიდა, ან კიდევ:
დარეჯანის ბიძაშვილია - მისი ბიძაშვილია.
შენ არ იცი, რა კარგი ბიჭია! - შენ არ იცი, როგორი ბიჭია!
თედო მოუყვება ლუკას ამბავს - ის მოვუყვები მის ამბავს.
აუ, სოფლიდან ხუთნი ჩამოვიდნენ - აუ, სოფლიდან რამდენი ჩამოვიდნენ.
ზინა გაბიჩვაძე ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისათვის

ნაცვალსახელს აქვს 10 ჯგუფი:

1. პირის - მე, შენ , ის; ჩვენ, თქვენ, ისინი(იგინი); თავი;


სიტყვა თავი არსებითი სახელია- ცხვარს თავი მოაჭრა, ქეთი თავს ყოველდღე იბანს, თუმცა
ზოგჯერ არსებითი სახელი თავი გამოყენებულია პირის ნაცვალსახელად:
თავი ისახელა
თავი მოიკლა
თავი შეირცხვინა
თავი გამოიჩინა
ეს, ეგ, ის (იგი) ჩვენებითიც არის და მესამე პირის ნაცვალსახელიც. ჩვენებითია მაშინ, როცა
არსებითს ახლავს (ის ბავშვი, ესკაცი, ეგ სახლი), ხოლო პირისაა, როცა ზმნას უკავშირდება (ის
მოვიდა, იგი წერს, ეგ მოვიდოდა).
2. ჩვენებითი - გვიჩვენებენ რამეს ან ვინმეს, ესენია: ეს, ეგ, ის, ესენი, ეგენი, ისინი;
ამისთანა, იმისთანა, მაგნაირი....
3. კუთვნილებითი - ჩემი, შენი, მისი...
4. კითხვითი - რა? ვინ? რომელი? როგორ?...
5. კითხვა-კუთვნილებითი - ვისი? რისი?
6. მიმართებითი - ნებისმიერ კითხვით ნაცვალსახელს დაურთეთ ნაწილაკი -ც- და
მიიღებთ მიმართებითს: რაც, ვინც, სადაურიც, რამდენიც...
7. განსაზღვრებითი - თვითონ, თავად, თითოეული, ყოველი...
8. განუსაზღვრელობითი - ნებისმიერ კითხვით ნაცვალსახელს დაურთეთ ნაწილაკები: -
მე-, -ღაც- და მიიღებთ განუსაზღვრელს:
რაღაც რამდენიღაც
ვიღაც რომელიმე
სადაურიღაც რამდენიმე (და არა რამოდენიმე)
9. ურთიერთობითი - ერთმანეთი, ერთიმეორე, ერთურთი...
10. უარყოფითი - კითხვით ნაცვალსახელებს -ვინ? რა?-ს- ან „ფერი“-ს დაურთეთ
უარყოფითი ნაწილაკები : არა, ვერა, ნურა... და უარყოფითი ნაცვალსახელიც მზადაა:
არავინ არაფერი
ვერავინ აღარავინ
არარა ვერაფერი
ნურაფერი
იყო და არა იყო რა - იყო და არაფერიც (არარა) იყო
ნაცვალსახელი სახელებს შორის გამოირჩევა ფორმაცვალებადობის სირთულით, ყველაზე
მეტი გამონაკლისი მასთან გვხვდება.
1-ლი და მე-2 პირის ნაცვალსახელები უბრუნველია, გასაგები რომ იყოს, რომც აბრუნო,
ბრუნებისას ფუძეს არ შეიცვლის:
ზინა გაბიჩვაძე ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისათვის

მხ. რიცხვი მრ. რიცხვი

სახელობითი მე შენ ჩვენ თქვენ


მოთხრობითი მე შენ ჩვენ თქვენ
მიცემითი მე შენ ჩვენ თქვენ
ნათესაობითი ჩემ შენ ჩვენ თქვენ
მოქმედებითი ------------------------------------------------------
ვითარებითი ------------------------------------------------------
წოდებითი ---- შენ, შე ----- თქვენ, თქვე
როგორც ვნახეთ, სახელობით, მოთხრობით და მიცემით ბრუნვებში ერთი და იმავე ფორმით
გვხვდება, ნათესაობით ბრუნვაში 1-ლი პირის (მხ. რიცხვში) ნაცვალსახელი მოგვევლინა
სხვა ფორმით ჩემ, მის მრ. რიცხვის ფორმასა და მე-2 პირის ნაცვალსახელს კი არაფერი
მოსვლია, მაგრამ დავიმახსოვროთ ამ ბრუნვაში -ნათესაობითში- 1-ლი და მე-22
პირის ნაცვალსახელები აუცილებლად დაირთავს ნათესაობითი ბრუნვის
თანდებულებს და თანდებულის წინ არ ექნება -ს-!!!!
წოდებით ბრუნვას რაც შეეხება, პირველ პირს -მე, ჩვენ-( წინადადებაში თუ
შეგვხვადა მეო ან ჩვენო, ის -ო- სხვათა სიტყვის -ო- იქნება და არა წოდებითი ბრუნვის
ნიშანი. „ ჩვენო, ამბობდა პეტრე, სანადიროდ სისხამ დილით გავდიოდით“ ან „ მეო,
ყოველთვის ვუჯერებდი უფროსებს, იმეორებდა სალომე.“)
მე-2 პირს კი აქვს წოდებითი ბრუნვა:
შე, კაცო!
შენ, ეი, არ გესმის!
თქვენ, თუ შეიძლება, ყურადღება მომაქციეთ!
მივუბრუნდეთ 1-ლი და მე-2 პირის ნაცვალსახელების ნათესაობით ბრუნვას. კიდევ
ერთხელ შეგახსენებთ, ამ ბრუნვაში ეს ნაცვალსახელები გვხვდება მხოლოდ
თანდებულით გაფორმებული და -ს- ს გარეშე:

ჩემ გვერდით ჩემკენ


ჩემს გვერდით ჩემსკენ

შენ გვერდით შენგან


შენს გვერდით შენსგან

ჩვენ შესახებ ჩვენს შესახებ


ჩვენთვის ჩვენსთვის

თქვენ შესახებ შენ მიერ


თქვენს შესახებ შენს მიერ
ზინა გაბიჩვაძე ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისათვის

ასე რომ, როდესაც 1-ლ და მე-2 პირის ნაცვალსახელებთან თანდებულს ან თანდებულთან


გათანაბრებულ ზმნიზედას ვხმარობთ ნათესაობით ბრუნვაში -ს- არ გვჭირდება, რადგან
კუთვნილებას არ გამოვხატავთ.
ჩემი და შენი კუთვნილებითი ნაცვალსახელები ნათესაობით ბრუნვაში -ს-ს არ დაირთავს:
ჩემი მეგობრის ბებიაა. <-----> საბას მეგობრის ბებიაა.
შენი ბლოგის ხშირი სტუმარი ვარ.<---> საბას ბლოგის ხშირი სტუმარი ვარ.
ჩვენი სახლის აივნიდან კარგად ჩანს მთაწმინდა.
კუთვნილებითი ნაცვალსახელები -ს-ს დაირთავენ მიცემით და ვითარებით ბრუნვებში:
ჩემს მეგობარს ვესტურეთ.
შენს პოსტებს ვკითხულობ ხოლმე.
ჩვენს საიტად აღარ ვთვლით ამ გვერდს.
თქვენს გაზეთს მრავალი მკითხველი ჰყავს.
რა ხდება მე-3 პირის ნაცვალსახელთან, შეგახსენებთ, პირისა და კუთვნილებით ჯგუფებს
საზიარო აქვს ნაცვალსახელი მათ(ამათ, მაგათ, იმათ). სწორედ ეს იწვევს მოთხრობით და
მიცემით ბრუნვებში გაურკვევლობას. ალბათ, გვსმენია, წაგვიკითხავს, ზოგჯერ თავადაც
გვითქვამს ასეთი ფორმები:
ამათმა დახატეს
იმათმა მომიტანეს
ამათმა იმღერეს
მათმა დახატეს
მაგათმა დამანგრიეს
ჰოდა, თუ გსმენიათ, წაგიკითხავთ ან ზოგჯერ თავადაც გითქვამთ ასეთი ფორმები,
დაიმახსოვრეთ, რომ შეცდომაა.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში - მათ, ამათ, მაგათ, მათ, პირის ნაცვალსახელია,
აღნიშნავს მოქმედ პირს, დგას მოთხრობით ბრუნვაში, დაკავშირებულია ზმნასთან და აღარ
არის საჭირო ზედმეტად მოთხრობითი ბრუნვის ნიშნის -მა-ს დამატება:
ამათ დახატეს ( ვინ დახატა? კაცებმა) ამათმა დახატეს
იმათ მომიტანეს ( ვინ მომიტანა?შვილებმა) იმათმა მომიტანეს
ამათ იმღერეს (ვინ იმღერა? ბავშვებმა) ამათმა იმღერეს
მათ ააშენეს (ვინ ააშენა? მშენებლება) მათმა ააშენეს
მაგათ დამანგრიეს (ვინ დამანგრია? მეზობლებმა) მაგათმა დამანგრიეს
რაც შეეხება, მათმა, ამათმა, იმათმა, მაგათმა - ესენი კითვნილებითი ნაცვალსახელებია,
უკავშირდება მეორე სახელს და დაესმის კითხვა - ვისმა?
ამათმა სიმღერამ მომხიბლა. (ვისმა სიმღერამ?)
იმათმა მოტანილმა წამალმა მარგო. (ვისმა მოტანილმა?)
მათმა დახატულმა ნახატმა სკოლას წარმატება მოუტანა.(ვისმა დახატულმა?)
მაგათმა დანგრეულმა შენობამ დიდი ზიანი მოგვიტანა. (ვისმა დანგრეულმა?)
ე. ი. მათ, იმათ, მაგათ, ამათ - ნაცვალსახელები მოთხრობითი ბრუნვის ნიშანს დაირთავს
თუ უკავშირდება სახელებს,ხოლო ზმნასთან დაკავშირების შემთხვევაში ბრუნვის ნიშნით
გაფორმება არ სჭირდება, რადგან უკვე მოთხრობით ბრუნვაში დგას.
ზინა გაბიჩვაძე ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისათვის

კუთვნილებითი ნაცვალსახელის შესახებ რა მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ: 1-ლი, მე-2


და მე-3 პირის კუთვნილებითი (და არა პირის ნაცვალსახელები) ნაცვალსახელები მიცემით და
ვითარებით ბრუნვებში აუცილებლად დაირთავს -ს-ს:
ჩემს მეგობარს
ჩემს მეგობრად
შენს მეგობარს
შენს მეგობრად
მათს სახლს
მათს სახლად...

დავიმახსოვროთ, შეცდომაა:
ჩემის აზრით

ჩვენის აზრით

ჩვენის აზრით

შენის აზრით

თქვენის აზრით
სწორი ფორმაა:
ჩემი აზრით
ჩვენი აზრით
შენი აზრით
თქვენი აზრით

ამ შეთხვევებში კუთვნილებითი ნაცვალსახელი შეთანხმებული მსაზღვრელია, დგას


ნათესაობით ბრუნვაში და ნაწილობრივ არის ბრუნვის ნიშნით გაფორმებული. შეადარეთ:

დიდი ბურთით და არა დიდის ბურთით


შვიდი კაცით და არა შვიდის კაცით
ასევე:
კაცის აზრით მაგრამ ჩემი აზრით
მწერლის აზრით მაგრამ შენი აზრით
მეცნიერის შეხედულებით მაგრამ თქვენი შეხედულებით
ხშირად გვერევა კუთვნილებითი ნაცვალსახელები მისი და თავისი. ორივე ნაცვალსახელი
მესამე პირის კუთვნილებას გამოხატავს, თუმცაღა სხვადასხვა ვითარებაში. ეს იწვევს
გაუგებრობას, გვავიწყდება ან არ ვიცით, როგორ დავადგინოთ ამ ორ ნაცვალსახელს შორის
სხვაობა. არადა, სულ არ არის რთული:
1. თუ საგანი(ობიექტი), რომელზეც საუბარია, მოქმედი პირის( სუბიექტის) კუთვნილებაა,
ითქმის და იწერება თავისი:
რატიმ თავისი(საკუთრი) წიგნი მათხოვა.
ზინა გაბიჩვაძე ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისათვის

რატი თავისი(საკუთრი) ბურთით თამაშობდა.


2.თუ საგანი(ობიექტი), რომელზეც საუბარია, მოქმედი პირს(სუბიექტს) არ ეკუთვნის,
ითქმის და იწერება მისი:
არატიმ მისი(დათოს) წიგნი მათხოვა.
რატი მისი(დათოს) ბურთით თამაშობდა.
პირველ შემთხვევაში დავინახეთ, რომ წიგნიც და ბურთიც რატისი იყო, ხოლო მეორე
შემთხვევაში - დათოსი და რატომღაც(ეს სულ არ არის ჩვენთვის საინტერესო )
აღმოჩნდა რატისთან.
შეცდომა რომ არ დავუშვათ, შეიძლება ეს ხერხი გამოვიყენოთ, საორჭოფო ნაცვალსახელის
ნაცვლად ჩავსვათ სიტყვები, საკუთარი ან სხვისი და ეს არის სულ! მაგალითად:

რატიმ საკუთარი წიგნი მათხოვა, ე. ი. საჭიროა ნაცვალსახელი თავისი.


რატიმ სხვისი წიგნი მათხოვა, ე. ი. საჭიროა ნაცვალსახელი მისი.

3. კრებით სახელებთან: ხალხი, ყველა, სტუდენტობა - ვიყენებთ თავისი, ხოლო თუ


სუბიექტი მრავლობითშია ან რამდენიმეა - თავიანთი:

ხალხი თავის გასაჭირზე საუბრობდა.


სანდრომ და დათომ თავიანთი წიგნები მაჩუქეს.
ბავშვებმა თავიანთი ოთახები დაალაგეს.

კითხვითი ნაცვალსახელები - ვინ და რა, დავიმახსოვროთ ვინ ნაცვალსახელს არა აქვს


მრავლობითი რიცხვი .რადგან მრავლობით რიცხვს ვერ აწარმოებს, ზმნაც მხოლობითი
რიცხვის ფორმით შეეწყობა:
ვინ მივიდა? სტუმრები მოვიდნენ.
ვინ წამოვა ჩვენთან ერთად? ყველა წამოვა.
რაც შეეხება რა ნაცვალსახელს, აქ მეცნიერთა აზრი იყოფა. ნაწილი თვლის, რომ ამ
ნაცვალსახელს მხოლოდ ნართანიანი მრავლობითის ფორა აქვს და ისიც მხოლოდ
სახელობით ბრუნვაში - რანი, ებიან მრავლობითს კი საერთოდ ვერ აწარმოებს. მეორე
ნაწილს მიაჩნია, რომ ებიანი მრავლობითი აქვს - რაები, არის უკვეცელი და
ჩვეულებრივად იბრუნვის. ორივე ფორმა დასაშვებია!
ენა ცოცხალია-მეთქი და, აჰა, მრავლობითის ფორმა, რომელიც ამ ნაცვალსახელებს
არა აქვს,არადა სჭირდება ენამ თავად მოძებნა გამოსავალი: ვინ და ვინ? რა და რა?
ვინ და ვინ წავიდა? მარი და ნინო წავიდნენ.
რა და რა მოიტანე? მსხალი და ატამი მოვიტანე.
კიდევ რა შეიძლება გავითვალისწინოთ კითხვით ნაცვალსახელებთან დაკავშირებით?
რა და, ნაცვალსახელ რამდენის შემდეგ სიტყვა ყოველთვის მხოლობით რიცხვში
დგას:
რამდენი მოსწავლეა კლასში? რამდენი მოსწავლეებია კლასში?
რამდენი წიგნი დევს თაროზე? რამდენი წიგნები დევს თაროზე?
ცალკე დიდი ასოებით, წითელი ფერით გამოვყოფ სწორ ფორმას რამდენიმე!!!
ზინა გაბიჩვაძე ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისათვის

რამდენიმე რამდენიმე რამდენიმე


რამოდენიმე რამოდენიმე რამოდენიმე
რამოდენიმე რამოდენიმე რამოდენიმე
რამდენიმე რამდენიმე რამდენიმე
რა უნდა ვიცოდეთ, რომ აღარ დავუშვათ შეცდომები, რომლებიც ყველაზე ხშირია:
ა)მხოლობით რიცხვში დგას სახელიცა და ზმნაც თუ შეეწყობა ნაცვალსახელი “ყველა”:
ყველა მღერის.
ყველა გოგონა ლამაზად გამოუყურებოდა.

ყველა მღერიან.
ყველა გოგონები ლამაზად გამოუყურებოდნენ.

ბ) თუ “ყველა” ნართანიან მრავლობითში დგას, ანუ გვაქვს ფორმა „ყველანი,“


მაშინ მასთან შეწყობილი ზმნა ჩადგება მრავლობით რიცხვში:
ყველანი მღერიან.
ყველანი ლამაზად გამოიყურებოდნენ.

2. ნაცვალსახელების - ჩვენ, თქვენ-ის ფორმები:

ჩვენგანი ჩვენთაგანი
თქვენგანი თქვენთაგანი

რატომ?
თითოეული ჩვენგანი, არცერთი თქვენგანი - ნახათ რა ხდება, ამ გამოთქმებში საუბარია
ბევრისგან ერთის გამოყოფაზე. ჩვენ და თქვენ აღნიშნავს მრავლობით რიცხვს, -
თ- არის ნართანიანი მრავლობითის ერთ-ერთი სუფიქსი კაც-თ-ა (კაცებმა...), ასე რომ ამ
ნაცვალსახელებში თუ ვიხმართ -თ- ს, ჩვენთაგანი, თქვენთაგანი, გამოდის, რომ
მრავლობითი რიცხვი ორჯერ არის გამოხატული, ფუძის შეცვლით, მე- ჩვენ, შენ -
თქვენ, და სუფიქსით, რაც აბსოლიტურად ზედმეტია.
მცდარი ფორმების დამკვიდრებას ხელი შეუწყო გამოთქმებმა, რომლებიც თავისთავად
სწორია : არეცერთი მათგანი, თითოეული მათგანი, მათგან ერთი, ყოველი მათგანი...
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ:
ჩვენგანი
თქვენგანი
3. რაც შეეხება ფორმა თვითოეულს - შეცდომაა! მართებული ფორმაა - თითოეული,
თითოეული თქვენგანი

4. ვიღაცები და რაღაცები სწორი ფორმებია! შეიძლება ყურს გვჭრის,


რადგან მიჩვეულნი ვართ, რომ უმეტესად არასწორი ვიღაცეები და რაღაცეები გვესმის.

კითხვით ნაცვალსახელებს, ვინ და რას, დაერთო ნაწილაკი ღაც და მივიღეთ


განუსაზღვრელი ნაცვალსახელები ვიღაც(ა) და რაღც(ა), როგორც ვხედავთ -ც-ზე
ზინა გაბიჩვაძე ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისათვის

დაბოლოებულნი არიან და არა-ე-ზე, როგორც ხე - ხეები, მდინარე- მდინარეები, რომ ებიან


მრავლობითში გაუჩნდეს ორი -ე-.
ე .ი. შევთნხმდით, სწორი ფორმაა:
ვიღაცები
რაღაცები
და არა:
ვიღაცეები
რაღაცეები
ნაწილაკი ისეთი დამოკიდებული მეტყველების ნაწილია, რომ შეიძლება დაერთოს
სიტყვას ან სულაც წინადადებას და მთლიანად შეუცვალოს მნიშვნელობა. ზოგი
მათგანი(ნაწილაკზე მოგახსენებთ) ცალკე დგას, ზოგი - შეხორცებულია სიტყვის ფუძესთან.
და მას(ფუძეს) მოსდევს ბრუნვის ნიშანი:
სახელობითი ვინმე რამე//რამ ვინმე-ები-ი
მოთხრობითი ვინმე-მ რაემ-მ ვინმე-ებ-მა
მიცემითი ვინმე-ს რამე-ს ვინმე-ები-ი
ნათესაობითი ვინმე-ს(ი) რამე-ს//რამ-ის(ა) ვინმე-ები-ი
მოქმედებითი ვინმე-თი რამე-თი//რამ-ით ვინმე-ები-ი
ვითარებითი ვინმე-დ რამე-დ//რადმე ვინმე-ები-ი
რადგან -მე- ნაწილაკიანი ნაცვალსახელებია, მრავლობით რიცხვში თავს იყრის
ორი -ე-: რამეები, რამეებმა, რამეებს...
სახელობითი რამდენიმე რომელიმე
მოთხრობითი რამდენიმე რომელიმე-მ
მიცემითი რამდენიმე-ს//რამდენსამ რომელიმე-ს//რომელსამე
ნათესაობითი რამდენიმე-ს//რამდენისამე რომელიმეს(ი)//რომელისამე
მოქმედებითი რამდენიმე-თი რომელიმე-თი
ვითარებითი რამდენიმე-დ რომელიმე-დ

სახელობითი ვინღა რაღა ვიღაც(ა) რაღაც(ა)


მოთხრობითი ვინღა-მ რაღა-მ ვიღაცა-მ რაღაცა-მ
მიცემითი ვინღა-ს რაღა-ს ვიღაცა-ს რაღაცა-ს
ნათესაობითი ვინღა-ს(ი) რაღა-ს(ი) ვიღაცა-ს(ი) რაღაცა-ს(ი)
მოქმედებითი ვინღა-თი რაღა-თი ვიღაცა-თი რაღაცა-თი
ვითარებითი ვინღა-დ რაღა-დ ვიღაცა-დ რაღაცა-დ

სახელობითი რაიმე ------


მოთხრობითი ------ ------
მიცემითი რასმე ვისმე
ნათესაობითი რისამე//რისგანმე ვისიმე//ვისგანმე
მოქმედებითი რითმე//რითიმე --------------------
ვითარებითი --------------------
ზინა გაბიჩვაძე ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისათვის

ყოვლად მიუღებელია და არ შეიძლება ასეთი ფორმების ხმარება: ვისმეს, რასმეს...

იგივე და ერთი და იგივე ნაცვალსახელების ბრუნება:

სახელობითი იგი-ვე
მოთხრობითი იმან-ვე
მიცემითი იმას-ვე
ნათესაობითი იმის-ვე
მოქმედებითი იმით-ვე
ვითარებითი იმად-ვე

ერთი და იგივე!
იწერება ცალ-ცალკე და სახელობითი ბრუნვის გარდა სხვა ბრუნვებში -იგივე- იყენებს იმავე
ფუძეს:
სახელობითი ერთ-ი და იგივე
მოთხრობითი ერთ-მა და იმავე-მ
მიცემითი ერთ-ს(ა) და იმავე-ს
ნათესაობითი ერთ-ის(ა) და იმავე-ს(ი)
მოქმედებითი ერთ-ით(ა) და იმავე-თი
ვითარებითი ერთ(სა) და იმავე-დ
ასე იბრუნვის იგივე და ერთი და იგივე თუ დამოუკიდებლად, არსებითი სახელის
გარეშე გვხვდება, ხოლო როცა მათ მოჰყვება არსებითი სახელი ასეთი ვითარება გვაქვს:
სახელობითი იგივე სახლი ერთი და იგივე სახლი
მოთხრობითი იმავე სახლ-მა ერთ-მა და იმავე სახლ-მა
მიცემითი იმავე სახლ-ს ერთ(სა) და იმავე სახლ-ს
ნათესაობითი იმავე სახლ-ის ერთ-ი(სა) და იმავე სახლ-ის
მოქმედებითი იმავე სახლ-ით ერთ-ი(თა) და იმავე სახლ-ით
ვითარებითი იმავე სახლ-ად ერთ(სა) და იმავე სახლ-ად
თუ ეს ნაცვალსახელები მსაზღვრელებად გვევლინება, მაშინ სახელობით ბრუნვაში გვხვდება
იგივე, ერთი და იგივე, ხოლო დანარჩენ ბრუნვებში - იმავე ფუძით და არ დაირთავს არანაირ
ბრუნვის ნაშანს.

You might also like