You are on page 1of 12

ზინა გაბიჩვაძე ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისათვის

სახელები
არსებითია სახელი, რომელიც არსებობს, არა აქვს მნიშვნელობა ჩვენ მას
ვხედავთ თუ ვერა, ვეხებით თუ ვერა, მთვარია, რომ არსებობს.
მაგალითდ, არსებითი სახელებია: ქვაც და ცაც, ადამიანიც
და სიყვარულიც, ბუხარი და სიცივე...

ზედსართავი სახელი - ის „ზედ დაერთვის“ არსებით სახელს და გვიჩვენებს


როგორია, სადაურია, როდინდელია ის( სახელი): დიდი ქვა, ლურჯი ცა,
კეთილი ადამიანი, წრფელი სიყვარული...

რიცხვითი სახელი გვიჩვენებს საგნის რაოდენობას, რიგს ან ნაწილს: ოთხი ქვა,


მეშვიდე ცა, დედამიწის მეათედი...

ნაცვალსახელი არის სიტყვა, რომელიც შეგვიძლია ვიხმაროთ რომელიმე


სახელის ნაცვლად: მე, მან, ეს, ვინ, რომელი, როგორი, ყველა...

ბრუნება
რა არის ბრუნება და ბრუნვები?

ბრუნვა ტრიალს აღნიშნავს, ჰოდა, ბრუნების დროს სიტყვაც ტრიალებს, ოღონდ წინ
და უკან კი არა, ფორმა ეცვლება. ქართულში გვაქვს 7 ბრუნვა, თავისი სახელწოდებებით
და ნიშნებით.
ბრუნვის ნიშნები ფუძეზეა დამოკიდებული, 1-ლ რიგში მოცემულია თანხმოვანფუძიან
სახელთა ბრუნვის ნიშნები, მე-2-ში --- ხმოვანფუძიანების, თუმცა რაღაც
ცვლილებები აქაც გვხვდება:

სახელობითი ი -
მოთხრობითი მა მ
მიცემითი ს ს
ნათესაობითი ის ს(ი)
მოქმედებითი ით თი
ვითარებითი ად დ
წოდებითი ო -, ვ, ო
როგორ გავარკვიოთ როგორ ფუძიანია სახელი? ჩავსვათ მოთხრობით ან მიცემით
ბრუნვაში, შემდეგ ჩამოვაცილოთ ბრუნვის ნიშანი და რაც დაგვრჩება, სწორედ, ის
იქნება სახელის ფუძე, დაბოლოების მიხედვით კი გავარკვევთ თანხმოვანფუძიანია
თუ ხმოვანფუძიანი:

1
ზინა გაბიჩვაძე ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისათვის

I II

მინდორ - მა წყარო - მ
მინდორ - ს წყარო - ს

დიდ - მა მწვანე - მ
დიდ - ს მწვანე - ს

სამ - მა რვა - მ
სამ - ს რვა - ს

კუმშვა და კვეცა
თანხმოვანფუძიანი სახელების ნაწილი ფუძეკუმშვადია, ხმოვანფუძიანებისა კი-
ფუძეკვეცადი.კუმშვისას სიტყვაში (შიგნით) ბოლო მარცვლის ხმოვანი იკარგება ან
იცვლება, ამით კი სიტყვა ერთი მარცვლით მცირდება:

მგელ-ი - მგლ-ის ატამ-ი - ატმ-ის ნიორ-ი - ნივრ-ის


მაწონ-ი - მაწვნ-ის გოდორ-ი - გოდრ-ის ფოთოლ-ი - ფოთლ-ის

ხმოვანფუძიან სახელებს ბოლო ხმოვანი ეკარგებათ და სიტყვა იკვეცება:

ხე - ხ-ის მწვანე - მწვან-ის მეხუთე - მეხუთ-ის


მაგიდა - მაგიდ-ის პატარა - პატარ-ის რვა - რვ-ის

ფუძის კუმშვასა და კვეცას იწვევს ხმოვნით დაწყებული სუფიქსები(


მხოლობით რიცხვში ბრუნვის ნიშნები - ის, ით, ად, ხოლო მრავლობითში- რიცხვის
ნიშანი -ებ).
კუმშვა

ფუძის კუმშვა ხდება მხოლობითი რიცხვის სამ (ნათესაობითი,მოქმედებითი და


ვითრებითი) და მრავლობითი რიცხვის შვიდივე ბრუნვაში:

მხოლობითი რიცხვი

სახ. მგელ-ი ატამ-ი საპონ-ი ნიორ-ი მსუქან-ი


მოთხ. მგელ -მა ატამ - მა საპონ - მა ნიორ - მა მსუქან - მა
მიც. მგელ -ს ატამ - ს საპონ - ს ნიორ -ს მსუქან -ს
ნათ. მგლ - ის ატმ - ის საპნ - ის ნივრ - ის მსუქნ-ის
მოქ. მგლ - ით ატმ - ით საპნ - ით ნივრ - ით მსუქნ - ით
ვით. მგლ- ად ატმ - ად საპნ - ად ნივრ - ად მსუქნ - ად
წოდ. მგელ - ო ატამ - ო საპონ -ო ნიორ-ო მსუქან - ო

2
ზინა გაბიჩვაძე ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისათვის

მრავლობითი რიცხვი

სახ. მგლები ატმები საპნებ-ი ნივრებ-ი მსუქნებ-ი


მოთხ. მგლებმა ატებმ მა საპნებ მა ნივრებმა მსუქნებმა
მიც. მგლებს ატებმს საპნებს ნივრებს მსუქნებს
ნათ. მგლების ატმების საპნების ნივრების მსუქნების
მოქ. მგლებით ატმებით საპნებით ნივრებით მსუქნებით
ვით. მგლებად ატმებად საპნებად ნივრებად მსუქნებად
წოდ. მგლებო ატმებო საპნებო ნივრებო მსუქნებო

ძირითადად იკუმშებიან შემდეგ მარცვლებზე დასრულებული სახელები :

ალ ამ ან არ

ელ ემ ენ ერ

ოლ ომ ონ ორ

წყალი - წყლის ქათამი - ქათმის


სანთელი - სანთლის ურემი - ურმის
ფოთოლი - ფოთლის დიღომი - დიღმის

საგანი - საგნის ფანქარი - ფანქრის


შევარდენი - შევარდნისა მტერი - მტრის
მონაზონი - მონაზვნის გოდორი - გოდრის

p.s.თუ რომელიმე ფორმამ დაგაეჭვათ უმჯობესია, მრავლობითში ჩასვათ


და ისე შეამოწმოთ, ფუძის კუმშვა მრავლობითში უფრო სტაბილურია.
დავიმახსოვროთ, არ იკუმშება ადამიანის საკუთრი სახელები!
დანარჩენი ყველაფერი იკუმშება თუ ამას ფუძე მოითხოვს( კაკლის, ჩარგლის,
მტკვრის)!

კვეცა

ხმოვანფუძიან სახელებს ბოლო ხმოვანი ეკარგებათ და სიტყვა იკვეცება.


იკვეცებიან -ა- და -ე- ხმოვნებზე დაბოლოებული ფუძეები მხოლობითი რიცხვის
ორ, ნათესაობით და მოქმედებით, ბრუნვაში, ხოლო -ა-ზე დაბოლოებული
სახელები იკვეცება მრავლობითი რიცხვის შვიდივე ბრუნვაშიც:

3
ზინა გაბიჩვაძე ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისათვის

სახელობითი კატა კატებ-ი სარკე სარკეებ-ი


მოთხრობითი კატა-მ კატებ - მა სარკე-მ სარკეებ-მა
მიცემითი კატა-ს კატებ-ს სარკე-ს სარკეებ -ს
ნათესაობითი კატ-ის კატებ -ის სარკ -ის სარკეებ-ის
მოქმედებითი კატ-ით კატებ -ით სარკ-ით სარკეებ -ით
ვითარებითი კატა-დ კატებ-ად სარკე-დ სარკეებ -ად
წოდებითი კატა (ვ) კატებ -ო სარკე(ვ) სარკეებ -ო

სახელოობითი მწვანე მწვანეები მეოთხე


მოთხრობითი მწვანე -მ მწვანეებ-მა მეოთხე -მ
მიცემითი მწვანე -ს მწვანეებ -ს მეოთხე - ს
ნათესაობითი მწვან - ის მწვანეებ -ის მეოთხ -ის
მოქმედებითი მწვან - ით მწვანეებ - ით მეოთხ-ით
ვითარებითი მწვანე-დ მწვანეებ-ად მეოთხე - დ
წოდებითი მწვანე(ვ) მწვანეებ-ო მეოთხე(ვ)

დავიმახსოვროთ, არ იკვეცება ადამიანის საკუთრი სახელები!


დანარჩენი ყველაფერი იკვეცება თუ ამას ფუძე მოითხოვს ( მზის, ბოდბის,რაჭის)!

კუმშვად - კვეცადი სახელები


რამდენიმე ხმოვანფუძიანი სიტყვა ბრუნებისას იკვეცება და იკუმშება კიდეც,
ამიტომ მათ კუმშვად-კვეცად სახელებს ვუწოდებთ. ეს სახელებია: ქვეყანა,
ქარხანა, ფანჯარა, პეპელა, ტომარა, ბეგარა, მოყვარე.
მხოლობითი რიცხვი

სახელობითი ფანჯარა მოყვარე


მოთხრობითი ფანჯარა -მ მოყვარე -მ
მიცემითი ფანჯარა - ს მოყვარე - ს
ნათესაობითი ფანჯრ - ის მოყვრ - ის
მოქმედებითი ფანჯრ -ით მოყვრ -ით
ვითარებითი ფანჯრ - ად მოყვრ -ად
წოდებითი ფანჯარა(ვ) მოყვარე(ვ)

4
ზინა გაბიჩვაძე ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისათვის

მრავლობითი რიცხვი

სახელობითი ფანჯრებ-ი მოყვრებ-ი


მოთხრობითი ფანჯრებ -მა მოყვრებ -მა
მიცემითი ფანჯრებ - ს მოყვრებ - ს
ნათესაობითი ფანჯრებ - ის მოყვრებ - ის
მოქმედებითი ფანჯრებ -ით მოყვრებ -ით
ვითარებითი ფანჯრებ - ად მოყვრებ -ად
წოდებითი ფანჯრებ-ო მოყვრებ -ო
შეცდომები
ამ თავში შევეცდები მეტ-ნაკლებად თვალსაჩინო გავხადო ის
შეცდომები, რომლებსაც საუბრისას ძალიან ხშირად ვუშვებთ და აგიხსნით, რატომ
არის ესა თუ ის ფორმა შეცდომა.

არსებითი სახელი

ადამიანის საკუთარი სახელი


რა უნდა ვიცოდეთ, რომ სახელის ხმარებისას შეცდომა არ დავუშვათ?

1. ადამიანის თანხმოვანფუძიან სახელებს ი- ბოლოსართი, რომელიც


სახელობითი ბრუნვის ნიშანია, დანარჩენ ბრუნვებში აღარ სჭირდება:

სახელობითი მერაბ-ი მოვიდა


მოთხრობითი მერაბ -მა (მერაბიმ) მომიტანა
მიცემითი მერაბ -ს (მერაბის) ვუთხარი
ნათესაობითი მერაბ-ის მეგობარია
მოქმედებითი მერაბ -ით აღფრთოვანებული ვარ
ვითარებითი მერაბ-ად მივიჩნიე
წოდებითი მერაბ,(მერაბი) მოდი აქ
როგორ გავარკვიოთ -ი- ფუძისეულია თუ ბრუნვის ნიშანი? მარტივად,
წინადადებაში ეს სახელი გვართან ერთად ჩავსვათ მოთხრობით ბრუნვაში, თუ -ი-
არ დასჭირდა ანუ -ი-სთან ერთად ცუდად გვესმის ე.ი. თანხმოვანფუძიანია და
აღარ ვიხმართ ამ -ი-ს. მაგალითად:

ეს წიგნი მერაბ გოგიჩიშვილმა მოიტანა.


ეს წიგნი მერაბი გოგიჩიშვილმა მოიტანა.

ნამცხვარი ეთერ ქაჯაიამ გამოაცხო.


ნამცხვარი ეთერი ქაჯაიამ გამოაცხო.

5
ზინა გაბიჩვაძე ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისათვის

თუცა:
ეს წიგნი გიორგი გოგიჩიშვილმა მოიტანა.
ნამცხვარი დალი ქაჯაიამ გამოაცხო.

2. ადამიანის საკუთარ სახელებს მრავლობითი რიცხვი არა აქვს:

დავითი დავითები
დათო დათოები

თუმცა გვხვდება : ლუარსაბები, ჯაყოები, თეიმურაზები... ამ


შემთხვევაში საკუთრი სახელი საზოგადო სახელად იქცა და მისი ხმარებისას
იგულისხება, რომ ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც მოიხსენიებენ ამ სახელით, ჰგავს:
ლუარსაბ თათქარიძეს, ჯაყო ჯივაშვილს, თეიმურაზ ხევისთავს...

3.ადამიანის საკუთარი სახელები წოდებით ბრუნვაში ბრუნვის ნიშანს არ


დაირთავს:
მერაბ! ზურაბ! დარეჯან! ეთერ!

მერაბ, არ გესმის, რომ გეძახი!


ეთერ, ფანჯრიდან გადმოიხედე!

მერაბი, არ გესმის, რომ გეძახი!


ეთერი, ფანჯრიდან გადმოიხედე!

წოდებითი ბრუნვა

ეს ბრუნვა გამოხატავს მიმართვას და მისი გამოყენებისას არცთუ იშვიათად


ვუშვებთ შეცდომებს. რა უნდა ვიცოდეთ, რომ მეტ-ნაკლებად თავიდან ავიცილოთ
არასწორი ფორმები:
1.ა) წოდებითი ბრუნვის ნიშანი -ო- სუფიქსი( ბოლოსართი)
გვაქვს მხოლოდ თანხმოვანფუძიან საზოგადო სახელებთან
ე. ი. - ო- წოდებით ბრუნვაში გვაქვს თანხმოვანფუძიანებთან:

კაც-ო ბავშვ-ო სახლ -ო ქალაქ-ო

ბ)ზოგჯერ ერთმარცვლიან ხმოვანფუძიან საზოგადო სახელებთანაც


გვხვდება(ძირითადად პოეზიაში):

მზე -ო დღე-ო მთა-ო

6
ზინა გაბიჩვაძე ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისათვის

2. ორ- და მეტმარცვლიან ხმოვანფუძიან საზოგადო სახელებში ამ ბრუნვაში


(წოდებითი) დასაშვებია როგორც -ვ- დაბოლოება, ისე სახელის ფუძის სახით
წარმოდგენა:

მოხევე-ვ // მოხევე
ქვეყანა-ვ // ქვეყანა

3. ნათესაობის აღმნიშვნელი ხმოვანფუძიანი სიტყვები გათანაბრებულნი არიან


საკუთარ სახელებთან და მიმართვისას ნიშანი არ სჭირდებათ:

დედა! მამა! დეიდა! ბიცოლა! ბიძა!


დედავ! მამავ! დეიდავ! ბიცოლავ! ბიძავ!

4. თუ მამა ან დედა გამოყენებულია სასულიერო პირთან, მხოლოდ


მიმართვისას სჭირდება - ო- და არა სხვა ბრუნვებში:

მამა გიორგი! მამაო გიორგი!


მამა გიორგიმ მაზიარა. მამაო გიორგიმ მაზიარა.
მოძღვარმა მაზიარა. მამაომ მაზიარა.

სახელობითი მამა გიორგი! მამაო გიორგი!


მოთხრობითი მამა გიორგიმ! მამაო გიორგიმ!
მიცემითი მამა გიორგის! მამაო გიორგის!
ნათესაობითი მამა გიორგის! მამაო გიორგის!
მოქმედებითი მამა გიორგით! მამაო გიორგით!
ვითარებითი მამა გიორგიდ! მამაო გიორგიდ!
წოდებითი მამა გიორგი! მამაო გიორგი!

ადამიანის გვარი

დავიმახსოვროთ:

1. ხმოვანფუძიანი გვარები წოდებით ბრუნვაში ნიშანს არ დაირთავს:

აბულაძე აბულაძე
მებუკე მებუკე
მენაბდე მენაბდე
ქაჯაია ქაჯაია

7
ზინა გაბიჩვაძე ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისათვის

2. თანხმოვანფუძიანი გვარები წოდებით ბრუნვაში დაირთავს -ო- ნიშანს :

ქარაულო ბარათაშვილო
გოგოჭურო წერეთელო
კანდელაკო ავალიანო

3.მიმართვისას გვარი წოდებით ბრუნვაში დგას, ხოლო სიის ამოკითხვისას -


სახელობითში:
ღუდუშაურო, მოდი აქ!
აბულაძე, კანდელაკი,ღუდუშაური...

4. წიგნის ავტორად, განცხადებაში, წერილებზე, რვეულზე ჯერ იწერება


სახელი ფუძის სახით და შემდეგ გვარი:

თორნიკე ლეკვეიშვილი
მერაბ კანდელაკი
მარიამ ასათიანი
ნინო შოვნაძე

5. სიებში, ენციკლოპედიებში ჯერ იწერება გვარი (სახ.ბრუნვაში), შემდეგ -


სახელი ფუძის სახით:

ახმეტელი სანდრო
ბარათელი დავით
გეგეშიძე გიორგი
გოგიჩიშვილი ლელა
წილოსანი არჩილ
6. წინადადებაში გვარის შემდეგ დასმულ სახელს დაერთვის ბრუნვის ნიშანი:
ღაღანიძე მერაბმა და სარალიძე ტრისტანმა, რუსთაველის თეატრის
მსახიობებმა, პოეზიის საღამო გამართეს.

7. ორმაგი გვარის გამოყენებისას 1-ლი გვარი ფუძის სახითაა, მე-2 -


იბრუნვის:

სახელობითი ჩიქოვან-ახობაძე დოლიძე-ლოლაშვილი


მოთხრობითი ჩიქოვან-ახობაძემ დოლიძე-ლოლაშვილმა
მიცემითი ჩიქოვან-ახობაძეს დოლიძე-ლოლაშვილს
ნათესაობითი ჩიქოვან-ახობაძის დოლიძე-ლოლაშვილის
მოქმედებითი ჩიქოვან-ახობაძით დოლიძე-ლოლაშვილით
ვითარებითი ჩიქოვან-ახობაძედ დოლიძე-ლოლაშვილად
წოდებითი ჩიქოვან-ახობაძე დოლიძე-ლოლაშვილო

8
ზინა გაბიჩვაძე ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისათვის

ვითარებითი ბრუნვა

ვითარებითი ბრუნვის ნიშნები არის -ად- და - დ-, აქედან გამომდინარე


სახელების დაბოლოება იქნება -ად- და - დ-. ასევე ზედსართავი სახელისაგან
ნაწარმოებ ზმნიზედების ბოლოს დაიწერება - დ- და არა - თ:
კაცად კარგად სამად ხუთად ცუდად ლამაზად ზეპირად
თუ ვერ ვარკვევთ -დ- თუ - თ- , დავიმახსოვროთ სახელების
(არსებითი, ზედსართვი,რიცხვითი) ბოლოს იწერება დ, ზმნიზედების ბოლოს
იწერება - თ,(ასევე თ- იწერება ზმნის ბოლოს თუ მრ.რიცხვს გვიჩვენებს):

კარგად ვიმგზავრეთ ალბათ მოვალთ


კარგათ ვიმგზავრეთ ალბად მოვალთ
კარგათ ვიმგზავრედ ალბად მოვალდ

თავისებურებანი
ნებისმიერი ჩვენგანი შინაგანად მეტ-ნაკლებად ემორჩილება ცხოვრებისეულ
დაწერილ თუ დაუწერელ კანონებს, თუმცა ხშირად გვიჩნდება სურვილი, დინების
საწინააღმდეგოდ წავიდეთ, ვცდილობთ ისე მოვიქცეთ, ჩვენთვის რომ უფრო
მისაღები იყოს, დავამკვიდროთ ჩვენებური წესები.
გრამატიკაშიც „მოსულა“ ასეთი შემთხვევები. ზოგიერთი არსებითი სახელი არ
ემორჩილება დაწესებულ მკაცრ კანონებს და თავისებურად, „თავის ჭკუაზე“ ირგებს
მათ. ასეთი არსებითი სახელებია: თვალი, წელი, ამბავი, ღმერთი,
ღვინო, ხბო, ზოგიერთი -ა-სა და ე-ზე დაბოლოებულნი.

1. თვალი --- თუ გამოხატავს ორგანოს არ იკუმშება, დანარჩენ ყველა სხვა


შემთხვევაში ის კუმშვადია. მაგალითდ:

თვალის ექიმთან მივდივარ. <---> ურმის თვლის გაკეთება საკმაოდ ძნელი


იყო.

მარგალიტის თვლიანი ბეჭედი და არა მარგალიტის თვალიანი ბეჭედი.


2. წელი --- თვალის ანალოგიურად, თუ აღნიშნავს ორგანოს არ
იკუშება, ხოლო თუ - დროს, იკუმშება:

ხშირად მაწუხებს წელის ტკივილი.


მთელი წლის განმავლობაში ირაკლის არაფერი გაუკეთებია.

9
ზინა გაბიჩვაძე ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისათვის

დაჭრილს წელები გადმოყრილი ჰქონდა.


წლები გადიოდა და სიყვარული უფროდაუფრო ძლიერდებოდა.

წელის ტკივილი <-->წლის განმავლობაში


წელები (ნაწლავები) გადმოაყრევინა <--> წლები ემატებოდა

3. ამბავი --- თანხმოვანფუძიანი სახელია, რომელმაც მოინდომა გამონაკლისი


ყოფილიყო თანამოძმეთაგან. კუმშვადია, მაგრამ ხმოვანი კი არა ბოლო
მარცვალი ეკუმშება იმ სამ ბრუნვაში ჩვენ რომ ვიცით( ნათ., მოქ., ვით.):
ნათესაობითი ამბ-ის
მოქმედებითი ამბ-ით
ვითარებითი ამბ-ად

4. ბალი --- ფუძეკუმშვადია თუ ხილს აღნიშნავს, სხვა შეთხვევაში უკუმშველია:


ძალიან მიყვარს ბლის მურაბა.
ნინო მოუთმენლად ელოდა ბალის(მეჯლისის) გამართვას.
9-ბალიანი იყო იაპონიის მიწისძვრა.

5. ღმერთი --- თუ იგულისხმება ქრისტიანული ღმერთი უნდა ვიხმაროთ:


ღმრთ -ის // ღვთ -ის
ღმრთ -ით // ღვთ-ით
ღმრთ-ად
ყველა სხვა შემთხვევაში ვხმარობთ: ღმერთ-ის, ღმერთ-ით, ღმერთ-ად, ღმერთ-ებ-ი...
ქრისტიანობაში დალოცვის ყველაზე გავრცელებული ფორმაა - „ღვთის წყალობა არ
მოგკლებოდეს!“
• ეგვიპტელებს თვიანთი ღმერთის იმედი ჰქონდათ.
• ილია ღვთით დაჯილდოებული პოეტი იყო.
• ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ოლიმპოს მთაზე ღმერთები
ცხოვრობდნენ.

6. ღვინო --- გასაკვირიც კი იქნებოდა ეს სიტყვა მიღებულ კანონებს


დამორჩილებოდა, სხვებს ურევს ჭკუა-გონებას, დადგენილი წესებიდან
ხშირად ახვევინებს და თავად, როგორ ფიქრობთ, კანონების მორჩილი
იქნებოდა? - ო - ზე დაბოლოებული ( ამ ხმოვანზე დაბოლოებული სახელები არ
იკვეცებიან)ერთადერთი სიტყვაა, რომელიც მხოლობით რიცხვში
იკვეცება და მრავლობითში - არა:

10
ზინა გაბიჩვაძე ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისათვის

მხ. რიცხვი მრ. რიცხვი

სახელობითი ღვინო ღვინო -ებ-ი


მოთხრობითი ღვინო-მ ღვინო -ებ-მა
მიცემითი ღვინო-ს ღვინო - ებ-ს
ნათესაობითი ღვინ-ის ღვინო -ებ-ის
მოქმედებითი ღვინ-ით ღვინო -ებ-ით
ვითარებითი ღვინო-დ ღვინო -ებ-ად
წოდებითი ღვინო (ვ) ღვინო -ებ-ო

7.- ი- ზე დაბოლოებული ხმოვანფუძიან ( არ აგვერიოს სახელობით ბრუნვაში მდგარ


სახელებთან, თორემ ასე უმეტესი არსებითი სახელი -ი-ზე დაბოლოებული გამოვა:
სახლ-ი, კარ-ი, ქალაქ-ი...) სახელებს თუ გახსოვთ ფუძე არ ეკვეცება მხოლობით
რიცხვში, ხოლო მრავლობითში კვეცადები ხდებიან:
მხ. რიცხვი მრ. რიცხვი

სახელობითი ტრამვაი ტრამვა-ებ-ი


მოთხრობითი ტრამვაი-მ ტრამვა-ებ-მა
მიცემითი ტრამვაი-ს ტრამვა-ებ-ს
ნათესაობითი ტრამვაი-ის ტრამვა-ებ-ის
მოქმედებითი ტრამვაი-ით ტრამვა-ებ-ით
ვითარებითი ტრამვაი-დ ტრამვა-ებ-ად
წოდებითი ტრამვაი ტრამვა-ებ-ო
-ი-ზე დაბოლოებული ხმოვანფუძიანი საზოგადო სახელები ბევრი არ
გვაქვს ქართულში: ჩაი, ტაქსი, დიჯეი, ტრავაი და ა.შ.

8. ა-ზე დაბოლოებულ სახელებს, საერთოდ, ფუძე ეკვეცება, მაგრამ აქაც გვხვდება


გამონაკლისები, მხოლობით რიცხვში უკვეცელები არის -ა-
ზე დაბოლოებული შედეგი სიტყვები:

ა) ტოროლა, ჭინჭრაქა, ნიბლია, ობობა, ჭრიჭინა, ღამურა


ბ) -ა- მაწარმოებლიანი არსებითი და ზედსართავი სახელები:
გოგონა, აბეზარა, ცისფერთვალება, ლურჯა
გ) კნინობითი ფორის სახელები: დათუჩა,
დ) -ია- სუფიქსიანი სახელები: თხუპნია, წუნია
ე) ნათესაობის აღმნიშვნელი საზოგადო სახელები თუ აღნიშნავს საკუთარ ნ
ათესავს ( ამაზე გვქონდა ზემოთ საუბარი!): დედა, მამა, ბიძა...
სახელობითი ტოროლა
მოთხრობითი ტოროლა -მ
მიცემითი ტოროლა -ს
ნათესაობითი ტოროლა -სი

11
ზინა გაბიჩვაძე ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისათვის

მოქმედებითი ტოროლა -თი


ვითარებითი ტოროლა -დ
წოდებითი ტოროლა

9. ასევე უკვეცელია უცხო ენიდან შემოსული -ე-ზე დაბოლოებული სიტყვები :

სახელობითი ჟელე კაშნე


მოთხრობითი ჟელემ კაშნემ
მიცემითი ჟელეს კაშნეს
ნათესაობითი ჟელესი კაშნესი
მოქმედებითი ჟელეთი კაშნეთი
ვითარებითი ჟელედ კაშნედ
წოდებითი ჟელე კაშნე

10.ორიოდე სიტყვა ორი არსებითი სახელის შესახებ, რომელთა ფუძეებსაც


ძირითადად არასწორად ვიყენებთ: ტაქსი და ტარაკანი.
ტაქსი არის ხმოვანფუძიანი ტაქსი-მ, ტარაკანი კი თანხმოვანფუძიანია ტარაკან-მა
და არა ხმოვანფუძიანი ტარაკანა

12

You might also like