You are on page 1of 3

 An-ხმოვნით დაწყებული მხოლობითი რიცხვის თვლად არსებითი სახელების

წინ: An apple
 A-თანხმოვნით დაწყებული მხოლობითი რიცხვის თვლად არსებითი სახელების
წინ: A book

განუსაზღვრელი არტიკლი a,an :

 როდესაც საგანზე ვლაპარაკობთ პირველად: She has an interesting book.


 პროფესიისა და ჩინის აღმნიშვნელ სიტყვებთან: I am a doctor.
 როდესაც ზოგადად აღვწერთ ცხოველებს: A lion is a strong animal and a mouse is
weak.
 ძახილის წინადადებაში, თვლად არსებით სახელებთან მხოლობით რიცხვში: What a
nice day!
 შემდეგ გამონათქვამებში: ერთი მილიონი – a million; ერთ დღეში – in a day; კვირაში
ერთხელ – once a week.
 ყურადღება მიაქციეთ ,,მუნჯი h”-ით დაწყებულ არსებით სახელებს, ამ შემთხვევაში
მათ წინ ,,a” არტიკლის ნაცვლად ვიყენებთ ,,an” არტიკლს, რადგან ,,silent h’‘-ი არ
გამოითქმის: an hour,an honour… ხოლო, თუკი ,,h” ჩვეულებრივად
გამოითქმის,მაშინ გამოიყენეთ ,,a’‘ არტიკლი: a house, a horse…

განსაზღვრული არტიკლი ( The Definite)

გამოიყენება:

 ისეთი არსებითი სახელების წინ,რომლებიც განსაზღვრულია და


დაკონკრეტებული- The man who wrote this book is famous.
 რაიმის ხელახლა ხსენებისას,
 ისეთ საგანთან, რომელიც არის მხოლოდ ერთი, უნიკალური, განუმეორებელი მთელ
სამყაროში(the moon, the earth…).
 სასტუმროების,კინოთეატრების,თეატრების,მუზეუმების,გალერიებისა და
ბიბლიოთეკების სახელებთან(the Cavea, the Apollo,the Tbilisi History Museum,the
National Gallery…).
 გვარის დასახელებისას, თუ გვსურს, მთლიანობაში მოვიხსენიოთ ოჯახი(the Greens,
the Browns…).
 ოკეანეების,ჰორიზონტის მხარეების,შტატების, მდინარეების,ზღვების,მთათა
სისტემების,არქიპელაგების (კუნძულების ჯგუფების წინ):სახელებთან (the Alps,the
North, the Florida,the California,the West, the East,the Bahamas, the Mtkvari,the Pacific
Ocean…).
 ისეთი ქვეყნის სახელებთან, რომლის სახელიც შედგება ერთზე მეტი სიტყვისგან(The
United States,The United Kingdom…) (გამონაკლისია:Great Britain.)
 ჟურნალ-გაზეთების სახელებთან (The Prime Time, The Tbiliselebi…).
 ეროვნების აღმნიშვნელ სიტყვებთან,თუკი ეს სახელები ბოლოვდება sh;ch;ese-ზე და
ისინი მხოლობით რიცხვშია მოცემული(the British; the English; the Welsh; the
Irish;the French;the Spanish…).
 რიგობით რიცხვით სახელებთან(the first;the second…).
 გემებისა და თვითმფრინავების სახელების წინ(the Titanic, the Boeing 797…).

ნულოვანი არტიკლი (The zero article)

ნულოვანი არტიკლი ნიშნავს არტიკლის არ ქონას (ანუ არსებით სახელს არტიკლის


გარეშე).

ნულოვან არტიკლს ვიყენებთ:

 ქვეყნების სახელების წინ: Georgia, London, Peter…


 საკუთარი არსებითი სახელების წინ: Levani, Marry, Iamze, Gurami….
 აბსტრაქტულ არსებით სახელებთან: Freedom, happiness.
 ნივთიერების აღმნიშვნელ არსებით სახელებთან (განსაზღვრული მნიშვნელობით): I
don’t like milk.
 ქუჩების,სადგურებისა და პარკების სახელებთან:Noneshvili Street,Victoria
Station,Vake Park…
 თვლადი არსებითი სახელების წინ მრავლობით რიცხვში, როდესაც ისინი ზოგადი
მნიშვნელობით იხმარებიან: I like books.
 კვირის დღეების, თვეებისა და დღესასწაულების სახელების წინ: Sunday, Monday,
January, May, Christmas, New Year, Easter…
 შემდეგი სიტყვების წინ: Breakfast, lunch, dinner, supper.
o I have breakfast in the morning.
o Lets have lunch.
 ცალკეული ტბების სახელების წინ: Lake Baikal, Ritsa….
 მთების სახელების წინ: Mount Everest, Mount Vesuvius…
 კონტინენტებთან: Europe, Asia, Africa, America, Australia (მაგრამ – The Antarctic).
 სპორტის სახეობებთან: tennis, football, baseball…
 სასწავლო დისციპლინებთან: mathematics, physics, history…
 რაოდენობრივ რიცხვით სახელებთან, რომლებიც დგანან არსებითი სახელის
შემდეგ: Room five, Chapter three, Page ten…
 კუთვნილებით ზედსართავი სახელების წინ:This is not your bag.
 თუ სკოლა, კოლეჯი, უნივერსიტეტი, იწყება საკუთარი სახელით: Oxford University,
Florida University [შენიშვნა: თუ საკუთარი სახელით არ იწყება წინადადება, მაშინ
არტიკლი the იხმარება: The University of Florida].
 ნულოვანი არტიკლი იხმარება გამოთქმებში: to go to school, hospital, prison, church,
market, college, town, bed (go home).
 შემდეგ ფრაზებთან:
o by bus-ავტობუსით;
o by car-მანქანით;
o by train-მატარებლით;
o by plane-თვითმფრინავით;
o on foot-ფეხით.
 პლანეტის სახელებთან:
o Jupiter is a very large planet.

You might also like