You are on page 1of 4

ჭიამაიას სკოლა

Das Nomen (Substantiv), seine Begleiter und Stellvertreter

Das Nomen, გერმანულად das Namenwort, „სახელის სიტყვა“, აღწერს სულიერ


არსებას, საგნებს, აბსტრაქტულ სიტყვებს – ანუ ყველაფერს, რასაც შეიძლება
დაარქვას ადამიანმა სახელი.

Das Substantiv დამოუკიდებელი სიტყვაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია


წინადადებაში, ის არის მთავარი სიტყვა, მოქმედი: das Hauptwort.

არსებითი სახელები შეიძლება იყოს ein Konkretum (Pl.: Konkreta), ანუ აღწერდეს
რაიმე კონკრეტულს, ან კონკრეტულ საგანს ან ადამიანს. ან კიდევ ein Abstraktum
(Pl.: Abstrakta) – ანუ იმას, რასაც ხელს ვერ შეახებ, რასაც გრძნობ ან ფიქრობ.

მაგალითად:

Miriam hat gute Beziehung mit ihren Schulfreundinnen. Diese Freundschaft findet sie
sehr wichtig. - მირიამს კარგი ურთიერთობა აქვს თავის ორ კლასელ გოგოსთან. ეს
მეგობრობა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

აქ გვაქვს ოთხი Substantive: Miriam, Beziehung, Schulfreundinnen,


Freundschaft. ამ სიტყვებიდან მხოლოდ მირიამი არის მოქმედი არსებითი
სახელი. Sie არის ნაცვალსახელი და ასევე მთავარის სიტყვის „მოადგილე“,
ანაცვლებს მას.

Miriam und Schulfreundinnen sind Konkreta.


Beziehung und Freundschaft sind Abstrakta.

Genus - გრამატიკული სქესი

ყველა სახელს თავისი გრამატიკული სქესი აქვს. ამ სქესს ვიგებთ არტიკლის


საშუალებით (der Artikel, ასევე ეძახიან das Geschlechtswort ან der Begleiter),
რომელიც შეიძლება ყველა სახელის წინ იდგეს (der Computer, das Fahrrad, die
Arbeit).

ასხვავებენ სამ სქესს:

Femininum (weiblich, მდედრობითი): die Lehrerin, die Sonne, die Klugheit


Maskulinum (männlich, მამრობითი): der Junge, der Klassenraum, der Glaube
Neutrum (sächlich, საშუალო): das Mädchen, das Pferd, das Gefühl

გრამატიკული და ბუნებრივი სქესი ერთმანეთს შეესაბამება: der Mann კაცი, die


Frau ქალი, der Stier ხარი, die Kuh ძროხა, das Buch წიგნი (ნეიტრალურია, სქესი
არ აქვს წიგნს).

1
ჭიამაიას სკოლა

არ შეესაბამება: das Mädchen გოგო, der Löffel კოვზი, die Teekanne ჩაიდანი (გოგო
უნდა იყოს მდედრობითი, და კოვზს და ჩაიდანს სქესი არ აქვს, ამიტომ წესით
საშუალო).

არის შემთხვევები, რომ ზოგიერთი ერთმანეთის მსგავსი სახელი სქესის


შეცვლისას მნისვნელობასაც იცვლის:

der Tau (ნამი) – das Tau (სქელი თოკი)


die Steuer (გადასახადი) – das Steuer (საჭე)
der Band (წიგნი - ერთი ბევრტომეულიდან) – das Band (ლენტი)
der Bauer (გლეხი, სოფლის მეურნე) – der/das Bauer (ჩიტის გალია)

Genus bei zusammengesetzten Wörtern - შედგენილი სიტყვების სქესი

როცა სახელი ორი ან მეტი სიტყვისგან შედგება, მაშინ ყოველთვის ბოლო სიტყვის
არტიკლი განსაზღვრავს ამ სიტყვის სქესს:

das Bett საწოლი + die Decke საბანი, გადასაფარებელი = die Bettdecke საბანი
das Buch წიგნი + die Klappe მაგ. სახურავი, საკეტი = die Buchklappe წიგნის ყდა
der Hahn მამალი + der Kampf ბრძოლა = der Hahnenkampf მამლების ბრძოლა

საორიენტაციო ტაბულა, როგორ გამოიცნოთ სახელის სქესი

იცოდეთ: თითქმის ყველა მაგალითს აქვს თავისი გამონაკლისი! ამიტომ ეს


ტაბულა არის საორიენტაციოდ. ჩემი რჩევაა: შეამოწმოთ ყველა სიტყვის სქესი
შესაბამის ლექსიკონში, მხოლოდ ასე ჩაჯდება თავში სწორი ფორმა. და ამ სწორი
ფორმის ცოდნა ელემენტარულად მნიშვნელოვანია სწორად სალაპარაკოდ და
საწერად. ვთარგმნე მხოლოდ ზოგიოერთი სიტყვა, რომელიც, ვფიქრობ, არ
იცოდეს დამწყებმა.

Maskulina (der): სახელები მამრობითი სქესით

მამრობითი სქესის ადამიანები, der Junge, der Mann, der Onkel, der Opa, der
ცხოველები Stier ხარი, der Hengst ულაყი

მანქანის მარკები der Opel, der Fiat, der Mercedes, …

der Frühling, der Sommer, der Herbst, der


წელიწადის დროები
Winter

თვეები der Januar, der Februar, der März, …

კვირის დღეები der Montag, der Dienstag, der Mittwoch, …

2
ჭიამაიას სკოლა

ნალექები der Hagel სეტყვა, der Regen, der Schnee, …

კომპასის მიმართულება der Osten, der Westen, der Süden, …

-ling დაბოლოებით der Schmetterling პეპელა, der Feigling მშიშარა

der Teppich ხალიჩა, der Wüterich ასე ეძახიან


-ich დაბოლოებით
იოლად ფეთქებად ადამიანს …

-ig დაბოლოებით der Honig თაფლი, der König, …

der Adjutant ადიუტანტი, der Dirigent


უცხო სიტყვები -ant, -ent, -eur, -
დირიჟორი, der Ingenieur, der Tourist, der
ist, -ismus, -or დაბოლოებით
Kapitalismus, der Direktor

Feminina (die): სახელები მდედრობითი სქესით

die Frau, die Ministerin, die Schwägerin


მდედრობითი სქესის რძალი/მული, die Sau დედალი ღორი, die
ადამიანები, ცხოველები Stute ფაშატი
aber: das Mädchen, das Fräulein

die Botschaft საელჩო, die Mannschaft


-schaft დაბოლოებით
გუნდი …

die Nationalität ეროვნება, die Identität


-tät დაბოლოებით
ვინაობა …

-ik დაბოლოებით die Politik, die Fabrik, die Musik, …

die Warnung გაფრთხილება, die Lösung


-ung დაბოლოებით
გადაწყვეტილება, die Zeitung გაზეთი…

die Nation ერი, die Union კავშირი, …


-ion დაბოლოებით
aber: der Spion

die Freiheit თავისუფლება, die Einheit


-heit დაბოლოებით
ერთიანობა, …

die Ewigkeit მარადისობა, die Übelkeit


-keit დაბოლოებით
გულისრევის გრძნობა, …

die Malerei მხატვრობა, die Druckerei სტამბა,


-ei დაბოლოებით
die Detektei დედექტიური ბიურო, …

die Auskunft ინფორმაცია, die Herkunft


-kunft დაბოლოებით
წარმოშობა, die Ankunft ჩამოსვლა, …

გემების სახელები die Titanic, die Concordia, die Aida, …

3
ჭიამაიას სკოლა

რიცხვები სახელებად die Eins, die Zwei, die Drei, …

die Eiche მუხა, die Rose, die Ananas, …


ბევრი ხე, ყვავილი და ხილი aber: der Wacholder ღვია, der Apfel, der
Buchsbaum ბზა, …

Neutra (das): სახელები საშუალო სქესით

ასოები das A, das B, das C, das D, …

das Mädchen, das Brötchen, das Eichhörnchen


-chen დაბოლოებით
ციყვი, …

das Fräulein ქალისვილი (მოძველებული


-lein დაბოლოებით
სიტყვაა), das Vöglein ჩიტუნია, …

das Experiment, das Argument, das


-ment დაბოლოებით Dokument, …
aber: der Zement

-um დაბოლოებით das Aquarium, das Museum, …

-ma დაბოლოებით das Drama, das Thema,

ზმნიდან ნაწარმოები არსებითი das Gehen სიარული, das Schießen სროლა,


სახელები das Rennen ჩქარი სირბილი, …
Achtung: ბევრი გამონაკლისია viele Ausnahmen!
das Kind, das Kalb ხბო, das Kitz შვლის
სახელები ბავშვებისთვის და
ნუკრი, …
ასაკით პატარა ცხოველებისთვის
aber: der Welpe ლეკვი

შემოკლებული სიტყების და აკრონიმების* სქესი


შემოკლებული სიტყვების ან აკრონიმების სქესი ემთხვევა წესის მიხედვით შესაბამის
სრულ სიტყვას
die Uni die Universität

das unidentifizierte fliegende Objekt -


das UFO
ამოუცნობი მფრინავი ობიექტი

der LKW der Lastkraftwagen სატვირთო მანქანა

* აკრონიმი ნიშნავს სიტყვის ან სიტყვათშეთანხმების პირველი ასოებიდან


შექმნილ სპეციალურ აბრევიატურას.

You might also like