You are on page 1of 5

ტკბობის ბაღი - ადამიანთა მისწრაფება ცოდვისაკენ

კარგად მოგვეხსენება, შუა საუკუნეებში ევროპაში ბიბლიური სცენების გაცოცხლება გახდა


პოპულარული, მხატვრები ტაძრის კედლებზე, საკურთხევლებზე, ტრიფტიქებზე
გამოსახავდნენ მას. ჩემთვის ყველაზე საინტერესო ტრიფტიქებია, კერძოდ კი
განსაკუთრებული ყურადღება ბოსხის „ტკბობის ბაღმა“ მიიპყრო. მინდა ავღწერო ეს
ნამუშევარი და ვისაუბრო მის მნიშვნელობასა და სიმბოლიკაზე.

ძრითადად ტრიფტიქებზე ბიბლიური სცენები გამოისაებოდა, რომელიც შემდგომ ტაძარში


უნდა ყოფილიყო დაბრძანებული, მაგრამ ბოსხმა რაღაც განსხვავებული შექმნა. „ტკბობის
ბაღის“ ადგილი ვერ იქნებოდა სამლოცველოში პერსონაჟების სიშიშვლისა და უხამსი
გამოსახულებების გამო. ნახატი აღწერს ადამიანის დაბადებას, მისი ცოდვებისკენ
მისწრაფებასა და ბოლოს ჯოჯოხეთს, მათი ცხოვრების შედეგს.

სანამ ტრიფტიქის შიდა გამოსახულების კონკრეტულ აღწერას დავიწყებ, მინდა ვისაუბრო


მის გარე დარაბებზე, რომელზეც სამყაროს შექმნაა გამოსახული.

პანელების დახურვისას იქმნება იდეალური წრე,


რომელიც არის დედამიწის გამოსახულება. მის არსს
რას შეეხება, შეიძლება მივიჩნიოთ წარღვნის მომენტად
ან მისი შექმნის პროცესად. მის მარცხენა ზედა
კუთხეში გამოსახულია ღმერთი, ხელში გაშლილი
წიგნით და იქვე გვხვდება წარწერა: "Ipse dīxit, et facta
sunt: ipse mandāvit, et creāta sunt" რომელიც
დაახლოებით ითარგმნება როგორც „ბრძანა და იქმნა
ასე“.
თუ გარე დარაბებს მთელი ნამუშევრის ბოლო „გვერდებად“ ჩავთვლით, მაშინ შეიძლება ის
გავაიგივოთ თავს დამტყდარ წარღვნასთან, რომელიც განწმენდდა კაცთა მოდგმას
ცოდვებისაგან.

გზა მანკიერებისკენ არის გამოსახული ტრიფტიქის შიდა პანელებში. ამიტომ გარე პანელები
განკუთვნილია მედიტაციური განწმენდის პროვოცირებისთვის.

იხსნება დარაბები და იშლება ჩვენს თვალწინ


მრავალფეროცანი სცენები. შიდა ნამუშევარი სამ პანელად
იყოფა. ესენია: ედემის ბაღი, ტკბობის ბაღი და ჯოჯოხეთი.

ჯერ ვისაუბროთ პირველ მათგანზე, აქ არის ასახული


ბიბლიური მომეტი, მაგრამ არა ზუსტი გამეორებით,
თვალსაჩინოა რომ ბევრი რამ ავტორის ფანტაზიის ნაყოფია.
კონკრეტული მომენტში ღმერთი წარუდგენს ადამს ევას.
ნახატზე ნაჩვენებია ადამი, რომელიც ღრმა ძილიდან იღვიძებს
და ხედავს, რომ ღმერთს ევა მაჯით უჭირავს და აკურთხებს
მათ კავშირს.

ეს პერსონაჟები ისეთივე მნიშვნელობის არიან როგორიც იქ


არსებული არსებები: სპილო, ჟირაფი, იუნიქორნი და ა.შ.

ქალის და კაცის შეხვედრა შეიძლება იყოს არა მხოლოდ


იმისთვის რომ ყურადღება მიექცეს ღმერთის
შემოქმედითობას, არამედ გამრავლების უნარის დაბადებას.
მათი შექმნა ღმერთის ყველაზე გაბედული გადაწყვეტილება
და მიღწევაა, მაგრამ ცენტრალურ პანელზე გადასვლისას
ვაწყდებით პრობლემას. უნდა ვიფიქროთ, რომ ბოსხის აზრით,
კაცთა მოდგმის შექმნა და მასზე თავისუფალი ნების მიცემა ღვთაებრივი შეცდომა იყო.

ედემში არსებული სიტუაციაც გვაძლევს საშუალებას ვიწინასწარმეტყველოთ, რომ რაღაც


კარგი არ მოხდება, უკვე იგრძნობა მოსალოდნელი ქაოსი. მაგალითად, პანელის ქვედა
ნაწილში წარმოდგენილი უცნაური ცხოველების არსებობა( მაგ. სამთავიანი ჩიტი), ზედა
ნაწილში ვხედავთ იუნიქორნს, სიწმინდის სიმბოლოს, როგორ სვავს წყალს თხასა და ხართან
ერთად, ცენტრში არის შადრევანი, სიმბოლო სიცოცხლის, ნაყოფიერების, გამრავლების,
რომლის ცენტრშიც დავინახავთ ბუს. ბუ უნდა იყოს
ეშმაკის სიმბოლო. ეს ყველაფერი გვამცნობს
მოსალოდნელ ქაოსზე.

გადავდივართ ცენტრალურ სურათზე, რომლის


მიხედვითაც დაერქვა სახელი ტრიფტიქს. აქ უკვე
ვხედავთ ნამდვილ ქაოსს რომელსაც პირველი პანელი
გვიწინასწარმეტყველებდა. აღწერილია შვიდ
მომაკვდინებოლ ცოდვათაგან ერთ-ერთი, ვნება. ეს
უნდა აღვიქვათ თავისუფალი ნების შედეგად. სამყარო ცოდვებში იძირება, კაცთა სურვილი
გარყვნილებისკენ არის მიდრეკილი, არსებობა სექსუალური სურვილს დაკმაყოფილებით
შემოიფარგლა. ნახატზე გამოკვეთილად ჩანს ადამიანთა რამდენიმე ჯგუფი, რომლების
სათითაოდ აღწერა შეგვიძლია, მაგრამ ყველას არსი მაინც ერთი რამ არის, სამყარო ცოდვებმა
მოიცვა. არის ერთი მონაკვეთი რომელზეც ყურადრების გამახვილება მინდა.

პანელის ქვედა მარჯვენა კუთხეში დავინახავთ ორ


ადამიანს, რომელიც ერთ-ერთი თეორიის თანახმად
ადამი და ევა არიან. ადამი მიუთითებს ევაზე,
როგორც დამნაშავეზე და ამ ყველაფრის გამომწვევ
მიზეზზე. ყველა პერსონაჟისგან განსხვავებით
ისინი არ არიან შიშვლები, შემოსილი არიან
ცხოველის ტყავით, სირცხვილის ნიშნად.

და ბოლო
პანელი, ეს არის
ჯოჯოხეთი, შედეგი ჩადენილი ცოდვებისა. აქ უკვე
ყველანაირი ეროტიკულობის შეგრძნება დაკარგულია.
ადამიანების უსაზღვრო ტანჯვაში არიან ჩაძირულები,
განიცდიან ხორციელ ტკივილს, უკვე რცხვენიათ
საკუთარი სიშიშვლის და ცდილობენ სხეულის
დაფარვას. მათ გარშემო არიან დემონები, მუსიკალური
ინსტრუმენტები, რომლებიც მათთვის მეტი ტკივილის
მიყენების მიზნითაა შემოტანილი.

მუსიკაში აქ არ იგულისხმება ნებისმიერი. იმ პერიოდში


არარელიგიური მუსიკის დაკვრა ცოდვასთან იყო
გაიგივებული, ამიტომაც
გვხვდება ის ბოსხის
ჯოჯოხეთში. ერთ-ერთი
არსების პირიდინ გამოდის
ნოტები, რომლებიც
ინსტრუმენტის ქვემოთ
მოყოლილი ადამიანის
უკანალზე იწერება,
ადამიანები კი
ძალდატანებით მღერიან მას, ზოგიც ყურების დაფარვას
ცდილობს ხმის დასახშობად, მაგრამ არამგონია
ახერხებდნენ რამეს, რადგან ასე მარტივი ვერ იქნება შენი
ცოდვებისთვის მოზღული სასჯელის თავიდან არიდება.
აღსანიშანვია, რომ მოხდა ამ ნოტების აღდგენა და დღეს შეგვიძლია მოვისმინოთ ბოსხის
აზრით, რა მელოდია ისმოდა ჯოჯოხეთში. ამ მელოდიას დღეს „butt music“-ის სახელით
ვიცნობთ.

საინტერესოა, ქვედა მარჯვენა კუთხეში ასახული სცენა, რომელშიც მონაზვნის თავსაფარში


გამოწყობილი ღორი და მუზარადიანი გაურკვეველი არსება რაღაც ოფიციალურ
ხელშეკრულებას დებენ ადამიანთან. არის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ეს
ინდულგენციებით ვაჭრობასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული.

სხვა ცოდვების დანახვაც მარტივია, შური, ვნება, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება,


ღმერთის გმობა, სიხარბე, ნაყროვანება, სიზარმაცე, პერსონაჟებზე დაკვირვებისას შეგვიძლია
ამოვიცნოთ თითოეული მათგანი.

როგორც უკვე ვახსენე, თუ განვიხილავთ გარე დარაბებს ბოლო პანელად მაშინ მოხდებოდა
დიდი წარღვნა და განიწმინდებოდა ყველა ცოდვისაგან კაცობრიობა.

ვფიქრობ ეს ნამუშევარი იდეალურად ასახავს ადამიანთა არსებობას და შეიძლება


დაგვებადოს იდეა, რომ დაბადება(Genesis) მართლაც შეცდომა იყო.

ბოსხმა დიდი გავლენა მოახდინა ხელოვნებაზე. ის მრავალი მხატვრის ინსპირაციის წყარო


გახდა. ერთ- ერთი ეს არის სალვადორ დალი, რომელმაც საკუთარ სურეალისტურ
ნამუშევრებში შეიტანა ბოსხის სტილი, ანუ გახადა კომპოზიცია უცნაური და სიზმრის
მაგვარი. კონკრეტული მაგალითზეც შეგვიძლია ვისაუბროთ. ტკბობის ბაღის ედემის
პანელზე გარკვეული ფიგურების ერთობლიობით ადამიანის სახე იქმნება, სალვადორ
დალის „დიად მასტურბატორთან“ მსაგვსება საკმაოდ შესამჩნევია.
ასევე არსებობს მოსაზრება, რომ პიტერ
ბრეიგელ უფროსმა „სიკვდილის ტრიუმფი“
სწორედ რომ „ტკბობის ბაღის“ გავლენით
დახატა და სხვა მრავალი.

ბიბლიოგრაფია

1. https://www.youtube.com/watch?v=vBG621XEegk&t=1027s&ab_channel=GreatArtExplained
2. https://www.khanacademy.org/humanities/renaissance-reformation/northern/hieronymus-
bosch/a/bosch-the-garden-of-earthly-delights
3. https://www.artsy.net/article/artsy-editorial-decoding-boschs-wild-whimsical-garden-
earthly-delights
4. https://artincontext.org/the-triumph-of-death-by-pieter-bruegel-the-elder/

You might also like