You are on page 1of 12

1.

ადამიანი დემიურგის იდეა (რომაული კულტურის მიხედვით)

1. არ ვიცით, ეს კაცი საიდანაა მოსული. ან მოვიდა ისეთი ადგილიდან, სადაც ვერ


დაბრუნდება. ამის მაგალითია ენეასი (ვირგილიუსის ენეიდა)
2. მოდის არსაიდან და ანადგურებს ყველაფერს, რაც იქ ხვდება.
3. იწყებს ახალი იდეის, ახალი სამეფოს დაარსებას.
4. ვერ ტკბება თავისი შექმნილით.

 გნოტიციზმი - როგორც მიმდინარეობა აღიარებს სამყაროს შექმნის იდეას არა


უმაღლესი ღმერთის, არამედ ერთ-ერთი დაბალი რანგის „ღმერთის“- დემიურგის
მიერ. გნოსტიკური სწავლება მიიჩნევს რომ ღმერთი იგივე ცაობითი დემიურგია, მისი
სახელი ნიშნავს ოსტატს, შემოქმედს. სწორედ მან შექმნა ჩვენი ხილული სამყარო და
ჩვენი სხეულები. მანვე მოაქცია ჩვენი უკვდავი სულები ამ სხეულების ტყვეობაში.
მისი დამახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ მისი თვალსაწიერი შეზღუდულია, მას არ
ძალუძს დაინახოს მისი და მისი ქმნილების გარეთ სხვა რეალობა. ამის გამო მას
თავისი თავი გონია ერთადერთი და უმაღლესი. ამიტომ აცხადებს იგი თავს ასეთად.
მას არ შეუძლია შეიცნოს ჭეშმარიტება და სიყვარული. დემიურგი ნამდვილად არ არის
ღმერთი, რომელიც სიყვარულია. სწორედ ამით აიხსნება მისი გაუგონარი სისასტიკე,
ამპარტავნება, არასრულფასოვნების კომპლექსი, ეჭვიანობა და მრისხანება.
ის უშვებს შეცდომებს, ახასითებს პიროვნული გაორება და ორმაგი სტანდარტები.
ვინაიდან დემიურგის განჭვრეტის უნარი შეზღუდულია და იგი ნამდვილად არ არის
ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე, ყოვლადბრძენი და არ შეუძლია წინასწარგანჭვრეტა
მოვლენების განვითარების, ეს უკვე გასაგებს ხდის უამრავ ღმერთისთვის
შეუფერებელ საქციელს. მაგალითად, წარღვნას. მან ჯერ წარღვნა მოავლინა, მერე ინანა
ეს საქციელი და ცისარტყელა გააკეთა, რათა თავისი თავისთვის შეეხსენებინა, რომ ასე
მეტს აღარ იზავდა.

მაგალითები:

 პომპეუსი („ოქროს ვირი“) - ????????????


 ენეასი („ენეიდა“ - ვირგილიუსი): ,,ენეიდა“-ში შემავალი პირველი 6 თავი,
ოდისევსის მსგავსად, სამშობლოდან გადაკარგული ენეასის თავგადასავალს
მოგვითხრობს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ენეასი სამშობლოში ვეღარ ბრუნდება,
რადგან ის აღარ არსებობს. თუმცა ღმერთების ნებით ლეგენდალური გმირი თავის
სამშობლოს იტალიის ტერიტორიაზე დააარსებს . ენეასი საფუძველს უყრის ახალ,
რომაულ მოდგმას. დაცემულ ტროას, სამკვიდრებელს მოწყვეტილი ენეასი,
მომავალი დიადი ხალხის, რომაელების მამა ხდება. ენეასს აქვს ყველა ის თვისება
რაც შეეფერება დიდებულ წინაპარს. მიუხედავად იმისა რომ ოჯახის დიდად
მოყვარულია და უმძიმს მშობლიური მიწების მიტოვება, ემორჩილება ღმერთების
ნებას. ენეასი გადაიხვეწა იტალიაში ღმერთების ნებითა და ბედისწერის ძალით,
მაგრამ ის შემხვევითი პიროვნება, ბრმა იარაღი როდია. მას გაუცნობიერებია ის
მისია, რაც აკისრია შთამომავლობის წინაშე. ენეასის ყველა ნაბიჯი წინასწარ
მოფიქრებულია, გარდა ერთი გამონაკლისისა - დიდოსადმი დაუძლეველი,
გამაბრუებელი, დამატყვევებელი ტრფობა. მაგრამ ამ სურვილს და მიზიდულობასაც
სძლია ენეასმა საკუთარი მისიის და პასუხისმგებკლობის გააზრებით: ენეასის
წინამძღოლობით ლათინების და ეტრუსკების ბრძოლაში ლათინები იმარჯვებენ,
თვითონ ენეასი კი იღუპება და და კრძალავენ მდინარე ნუმიკთან. ენეასი იწყებს
ნულიდან, უცხო მხარეში აღწევს საწადელს და მიღწეულით ვერ ტკბება.
 აიაქსი - ?????
 რიჩარდ III (რენესანსი) – პლანტაგენეტთა ბოლო მეფე, ისტორიაში არის შესული
როგორც ინგლისის და ევროპის ერთ–ერთი ყველაზე ბოროტი, მზაკვარი და
სისხლისმსმელი დიქტატორი, რომელიც საგვარეულო წესის მიხედვით ლოგიკურად
ვერასდროს დაიკავებდა სამეფო ტახტს, რომ არა მანიპულაცია და ძალადობა. მას
გააჩნია უდიდესი დესტრუქციული ენერგია და უნარი, იგი ანგრევს და ანადგურებს
ყველას და ყველაფერს რაც გზაზე გადაეღობება, მაგრამ მალევე ემხობა მისი
ძალაუფლება. მისი მანიპულაციის ყველაზე მძლავრი იარაღი არის ენა, რომლის
მეშვეობითაც არწმუნებს ყველას მიჰყვნენ და შეასრულონ მისი მითითებები. ხოლო
როდესაც მისი ეს ხერხები არ ამართლებს, იგი უბრალოდ მიმართავს ფიზიკურ
ძალადობას, მაგ. როდესაც მან ვერ შეძლო დაარწმუნოს სტენლი, რომ შეუერთდეს მას
ბრძოლაში, ბრძანა მისი შვილის სიკვდილი.

პარალელები:

 There will be blood (დანიელი) – მთავარი პერსონაჟი მიზანდასხული, მისწრაფებებით


შეპყრობილი ადამიანია. მის არსებობას ამართლებს მხოლოდ ერთი რამ - მიზანი -
უპოვარობიდან კეთილდღეობამდე, სიღატაკიდან სიმდიდრემდე. ის აკმაყოფილებს
ყველა კრიტერიუმს, რომელიც ადამიან დემიურგს უნდა ჰქონდეს: არ ვიცით საიდან
მოდის, ქალაქში ანგრევს ყველაფერ ძველს და სიახეები შემოაქვს ქალაქის
ცხოვრებაში. დანიელი ტოვებს მშობლირ მხარეს და მიდის კალიფორნიაში ახალი
ნავთობის საბადოს აღმოსაჩენად. მას არ აქვს დრო განცხრომისთვის, ადამიანური
ურთიერთობებისთვის, სითბოსთვის. სხვებში ამჩნევს მხოლოდ უარყოფით
თვისებებს და ძირითადად ეზიზღება ისინი. ცდილობს წარმატებას მხოლოდ მან
მიაღწიოს და შეაგროვოს საკმარისი თანხა, რათა ყველასგან განცალკევებულად,
მარტო იყოს, რაც მისთვის ბედნიერებაა. ერთადერთუ რაც დანიელს ადამიანურ
ფასეულობებთან აკავშირებდა იყო H. W. თუმცა მას შემდეგ რაც მან სმენა დაკარგა
დანიელისთვის, როგორც სრულყოფილების მაძიებელი, პერფექციონისტი
ადამიანისათვის, რთულად შესაგუებეული, აუტანელი აღმოჩნდა. საბოლოოდ
დანიელი აღწევს მიზანს და ბოლოს ამთავრებს დიდებულ სასახლეში სიტყვებით I’m
finished.
 ექიმი ჰაუსი - ექიმი ჰაუსის პერსონაჟი თავის თავში აერთიანებს დემიურგის
თვისებებს. ყველაზე თვალსაჩინო მათ შორის მისი ფიზიკური ნაკლია - კოჭლობა.
აღსანიშნავია, ასევე უზარმაზარი დესტრუქციული ენერგია, რაც იკვეთება მის
ხასიათში. პერფექციონისტი ექიმი ვერ ეგუება უმნიშვნელო მარცხსაც კი და
მუდმივად მიისწრაფვის სრულყოფილებისაკენ.

 უძვლო აივარი („ვიკინგები“)

 კონსტანტინე არსაკიძის ნახატი („კოჭლი იაკობი“) – კონსტანტინე გამსახურდიას


ნაწარმოებში „დიდოსტატის მარჯვენა“, რომელიც მე-20 საუკუნეში დაიწერა,
მკვეთრად გამოხატულია „ადამიანი დემიურგის“ იდეა. წიგნის სიუჟეტში არსაკიძე
მოულოდნელად წარმოგვიდგება ყურადღების ცენტრში, იგი ნადირობისას გაიცნობს
მეფეს, რაც ხაზს უსვამს იდეის პირველ მახასიათებელს, კერძოდ იმას, რომ ადამიანი
დემიურგი უნდა მოვიდეს არსაიდან. არსაკიძის მიერ დახატული ნახატი „ღმერთთან
მებრძოლი იაკობი“ გვაჩვენებს, რომ ოსტატი მეამბოხე სულის მატარებელია, რადგან
იაკობი დემიურგის იდეის ორი თვისების მატარებელია, კერძოდ კოჭლია და ღმერთს
ებრძვის, მისით კი არსაკიძემ საკუთარი თავი გამოხატა. ასევე საყურადღებოა, რომ
არსაკიძე აშენებს რაღაც ახალს (მოიაზრება სვეტიცხოველი), რითიც ხაზი ესმევა
დემიურგის იდეის მესამე მახასიათებელს, ხოლო არსაკიძის სიკვდილი ნიშნავს იმას,
რომ ოსტატი ვერ ტკბება საკუთარი შექმნილით.

ისტორიული პირები: (ar gvinda)

 ალექსანდრე მაკედონელი - ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი


ისტორიაში, რომელმაც სიკვდილამდე დაიპყრო იმ დროისთვის ცნობილი თითქმის
მთელი მსოფლიო გახლდათ ალექსანდრე დიდი. ტახტზე 20 წლის ალექსანდრე
ავიდა. მისი ოცნება სპარსეთის დაპყრობა და მსოფლიოში პირველობის მოპოვება იყო.
ალექსანდრეს არ სწამდა თავისი ღმერთობა და არც ამაყობდა ამით. მაგრამ მისი
ღვთაებრივი წარმოშობის შესახებ გავრცელებულ აზრს იგი იყენებდა როგორც
საშუალებას სხვა ხალხების დასამორჩილებლად. ერთ-ერთი ლაშქრობის შემდეგ
ბაბილონში დაბრუნებული ალექსანდრე მაკედონელი მოულოდნელად გარდაიცვალა
და ვერ დატკბა თავისი წარმატებით. ალექსანდრე მაკედონელის საფლავს ამკობდა
ეპიტაფია: "ეს საფლავი საკმარისი აღმოჩნდა მისთვის, ვისაც არ ჰყოფნიდა მთელი
სამყარო".
 სტალინი - სტალინი ადამიანი დემიურგის მიწიერი განსხეულებაა. ის არ
დაბრუნებულა საქართველოში და ყველა საშუალებით ცდილობდა მიეღწია
მიზნისათვის. ლენინის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივად სრულად გაანადგურა
ტროცკი და მისი მომმხრეები და თავად მოვიდა ხელისუფლების სათავეში.
 ნაპოლეონ ბონაპარტე - ნაპოლეონი იყო ერთ-ერთი უდიდესი დამპყრობელი
თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში. თავისი მმართველობის მწვერვალზე, მან
დაიპყრო თითქმის მთელი ევროპის კონტინენტი მისი სამხედრო გამჭრიახობის,
ამბიციისა და ცივსისხლიანობის ნაზავის წყალობით. მან საფრანგეთში არსებული
ვიტარება გამოიყენა მის საკეთილდღეოთ და სწრაფად ავიდა მთავრობის სათავეში და
ახალგაზრდა ასაკშივე გახდა საფრანგეთის არმიის გენერალი. ნაპოლეონი
პროპაგანდისა და ხალხის მანიპულირების ოსტატი იყო. მან იცოდა, რამდენად
მნიშვნელოვანი იყო ხალხის აზრი და იყენებდა თავის ორატორულ უნარს მისი
მიზნებისთვის ჩამოსაყალიბებლად.

2. გამარჯვებული ადამიანის იდეა რომაული კულტურის მიხედვით

 ტრიუმფალური თაღების აგების ტრადიცია გამარჯვების სიმბოლოდ -


 ავგუსტუსის ქანდაკება -
 გალი კლავს ცოლს და იკლავს თავს - ქანდაკება -
 ტრაიანეს სვეტი -
 ტიბერიუსის ტრიუმფალური თაღი -
 გეუს პომპეუსის ბიუსტი -
 კოლიზეუმი -
 ნელსონის სვეტი -

ტრიუმფალური თაღი არის არქიტექტურული ძეგლი, რომელიც წარმოადგენს დიდ


საზეიმოდ მორთულ თაღს. ტრიუმფალური თაღები მოწყობილია ქალაქების
შესასვლელთან, ქუჩების ბოლოს, ხიდებზე, მაღალ გზებზე გამარჯვებულთა
პატივსაცემად ან მნიშვნელოვანი მოვლენების ხსოვნას.მათი გმირების საპატივსაცემოდ
რომში ტრიუმფალური თაღები აღმართეს. ბრძოლაში გამარჯვებულმა გამარჯვებულმა
განადიდა თავისი საგმირო საქმეები რომში წმინდა კარიბჭით შესვლით. რომში თაღების
აგების დასაწყისი ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნით თარიღდება, მაგრამ რომის
იმპერიის დროს აშენებული თაღების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ეს იმის გამო
ხდება, რომ ახლა თაღები ადიდებდნენ არა მხოლოდ ომებში გამარჯვებულებს, არამედ
იმპერატორთა ოჯახებსაც.

მაგალითები:

 ტიტუსის თაღი- თაღი იერუსალიმის დაპყრობის, იუდეველთა აჯანყების ჩახშობის


აღსანიშნავად ააგეს იმპერატორ ტიტუსის ბრძანებით. სხვადასხვა ცნობების
თანახმად, ებრაელი ტურისტების უმეტესობა დღესაც კი ქალაქის სტუმრობისას
გვერდს უვლის ამ თაღს. ეს რომაული თაღი შემდგომში ბევრი სახელმწიფოს
შთაგონების წყარო გახდა და მან საყოველთაო მნიშვნელობა მიიღო. ტიტუსის თაღის
მარმარილოს რელიეფებზე სადღესასწაულო მსვლელობის სცენებია გამოკვეთილი.
სცენები მნახველს აფიქრებინებს, რომ რომაელი მოქანდაკე არა მარტო გამარჯვებით
გამოწვეული სიხარულის გადმოცემას ისახავდა მიზნად, არამედ მისი მთავარი
გათვლა სხვადასხვა დეტალის ზედმიწევნითი იდეალურობით გადმოცემა იყო.
მოქანდაკემ იდეალურად გამოხატა კოსტიუმის, იარაღისა და ალაფის დეტალები.
გამარჯვებული რომაელი ლეგიონერები, რომლებსაც დაპყრობილი ქალაქების
სახელებით სავსე ტაბულები მიაქვთ, დაფნით არიან მორთული, რაც ასევე
გამარჯვების სიმბოლოა. ჯარისკაცების ჟესტები თითქოს ენერგიული და
მოუხეშავია, მოკლებულია ყოველგვარ პლასტიკურობასა და სილამაზეს. ამ გზით
ავტორი თითქოს რომაელი ხალხის მებრძოლი ბუნების გამოხატვას ცდილობს.
განხილული ნამუშევრის მაგალითით შეგვიძლია მნიშვნელოვანი განსხვავება
დავინახოთ საბერძნეთის ხელოვნებასა და რომაულ ხელოვნებას შორის. საბერძნეთი
პატარა ქვეყანა იყო, ხოლო რომი კი მრავალი ხალხისა და ქვეყნის დამპყრობი
სახელმწიფო, რაც ნათლად ვლინდება ამ ორი ხალხის ხელოვნებაშიც.

 კონსტანტინეს თაღი - რომელიც დღემდე შემორჩენილია, არის ძველი რომის ერთ-


ერთი ყველაზე დიდებული ძეგლი, რომელიც მდებარეობს ტრიუმფების ქუჩაზე (Via
dei Trionfi), რომელიც ძველად განკუთვნილი იყო იმპერატორის პატივსაცემად
გამართული საზეიმო მსვლელობებისთვის.
თაღი აღმართეს იმპერატორ კონსტანტინეს პატივსაცემად, რომელიც რომაელი
ხალხისთვის გახდა "მშვიდობის განმათავისუფლებელი და მაცნე", როგორც
მადლიერება მისი დამსახურებისთვის. ისტორიკოსთა დასკვნების მიხედვით,
კონსტანტინე დიდი მართლაც იყო რომის ერთ-ერთი საუკეთესო მმართველი და
იმპერიის დაცვის უნარის მქონე სარდალი.
კონსტანტინეს თაღი ერთადერთი ძეგლია რომში, რომელიც იხსენებს გამარჯვებას
არა გარე მტერზე, არამედ ორ იმპერატორს შორის სამოქალაქო შიდა
კონფლიქტში.შენობის ორივე ფასადი, გარე და შიდა კედლები მორთულია
ბარელიეფებით, რომლებიც წარმოადგენენ მარმარილოში აღბეჭდილ იმპერიის
ორასწლიან ისტორიას.

 კოლიზეუმი - მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნანგრევი, ძველი რომის საფირმო


ნიშანი, კოლიზეუმი, შესაძლოა, არასოდეს აშენებულიყო, ვესპასიანეს რომ არ
გადაეწყვიტა მისი წინამორბედის ნერონის მეფობის კვალის განადგურება. ამ
პროგრამის ფარგლებში, 70000 მაყურებელზე გათვლილი გრანდიოზული
ამფითეატრი აშენდა აუზის ადგილზე გედებით, რომლებიც ამშვენებდნენ ოქროს
სასახლეს - იმპერიის ყველაზე დიდ ცირკს.
ეს კოლოსალურად დიდი ნაგებობა ორმოცდაათი ათასზე მეტ მაყურებელს იტევდა.
იგი გათვლილი იყო სხვადასხვა წარმოდგენების გასამართად, რაც რომაელი
ხალხისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ატრიბუტს წარმოადგენდა. “მიეცით ხალხს
პური და სანახაობა “ -ამბობდა იმპერატორი გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი ძვ. წ I
საუკუნეში. აქ იმართებოდა გლადიატორთა ბრძოლები და ასევე საცირკო
წარმოდგენები. გადმოცემის თანახმად, კოლიზეუმის გახსნა რომაელებს სწორედ
გლადიატორთა შერკინებებით აღუნიშნავთ. ეს შენობა მრავალჯერ ყოფილა იმ
სასტიკი ორთაბრძოლების მომსწრე, რომლებიც თავად გლადიატორებს შორის ან
გლადიატორსა და სხვადასხვა ცხოველს შორის იმართებოდა.

პარალელელები:

 სპარტაკი - ერთ- ერთი ცნობილი გლადიატორი იყო სპარტაკი, რომელმაც სხვა


„თანამოძმეთაგან“ გასნხვავებით, დიდი კვალი დაატყო რომის ისტორიას. სწორედ
სპარტაკის ისტორია გახდა შთაგონების წყარო მეცხრამეტე საუკუნის იტალიელი
მწერლის, რაფაელო ჯიოვანოლისათვის, რომელმაც დაწერა რომანი „სპარტაკი“.

რაფაელო ჯოვანოლის ნაწარმოები „სპარტაკი“ ისტორიულ სინამდვილეზეა აგებული


და მასში დაწვრილებითაა აღწერილი ძველ რომაელთა ყოფა; ავტორმა წიგნი
მიუძღვნა იტალიელი ხალხის თავდადებულ ბრძოლას, უცხოელ დამპყრობთა
წინააღმდეგ. ავტორი თავად იყო მონაწილე ამ ბრძოლისა, რომელიც რისორჯიმენტოს
სახელითაა ცნობილი.გამოგონილ პერსონაჟებთან ერთად მოხსენიებულია არაერთი
ისტორიული პიროვნება, რომელთაც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ მაშინდელ
მსოფლიო პოლიტიკაში. ისტორიული პირია ნაწარმოების მთავარი პერსონაჟიც,
სპარტაკი – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომაელი გლადიატორი, რომელსაც
წლების განმავლობაში აიძულებდნენ, არენაზე გასულიყო და ხალხი გაერთო, რათა
საყვარელი ქალის ნახვის უფლება მოეპოვებინა. სპარტაკი მეთაურობდა მსოფლიო
ისტორიაში მონათა ერთ-ერთ ყველაზე დიდ აჯანყებას, რომელიც რომაელებმა
საბოლოოდ სისხლში ჩაახშეს. ზემოთხსენებული ფაქტები კი მანიშნებელია იმის, რომ
„სპარტაკი“ გამომხატველია „გამარჯვებული ადამიანის“ იდეის.

 საფრანგეთის რევოლუცია (ეჟენ დელარუა - თავისუფლება) - ასევე ,,გამარჯვებული


ადამიანის“ იდეას გამოხატავს ეჟენ დელაკრუას ნახატი ,,თავისუფლება, ხალხის
წინამძღოლი“. ვენის კონგრესის შემდეგ, ტახტზე დაბრუნებული ბურბონები ისევ
გააძევეს ხალხის სამდღიანი აჯანყებისას, რომელიც ისტორიაში შესულია, როგორც
ივლისის რევოლუცია.დელაკრუა, როგორც ნაციონალური გვარდიის
წევრი,მონაწილეობდა მღელვარებაში და პარიზის ქუჩები მოიარა, რათა მასალები
მოეგროვებინა გრანდიოზული ალეგორიისთვის და ისტორიული დღეებისთვის
ხოტბა შეესხა. იგი მეტაფორულად გმირობასა და ხალხის ძლიერებას ასახავს. სურათი
რაიმე განსაკუთრებულ ეპიზოდს არ გადმოგვცემს, თუმცა მარტივი ქრონიკისაგან
შორსაა და ამბოხის მოთავე რესპუბლიკელთა იდეალის სიმბოლოდ
იქცევა.დელაკრუა ამ ნახატით სამშობლოს ფასეულობებს განადიდებს, რაც
გვარწმუნებს იმაში, რომ ნახატი მართლაც ,,გამარჯვებული“ იდეის გამომხატველია.

 ენეიდა - „გამარჯვებული ადამიანის“ იდეას პირდაპირ მიესადაგება „ენეიდას“ შექმნა.


ამ იდეის მთავარი მოტივია იმპერატორების მიერ თავიანთი გამარჯვებების შესახებ
ხალხისთვის მოყოლა, ოქტავიანე ავგუსტუსი კი, რომის პირველი იმპერატორი, დიდ
ხანს ცდილობდა მის გარშემო შემოკრებილი ლიტერატორების დაინტერესებას,
შეექმნათ რაიმე დიდი ნაწარმოები, რომლის მთავარი გმირიც თვითონ იქნებოდა. ამ
მისიის აღსრულება საბოლოოდ პუბლიუს ვირგილიუს მარონმა იკისრა.

 ტრაიანეს სვეტი - იმპერატორმა ტრაიანემ ლეგიონები შეკრიბა. დიდმა არმიამ ძველი


სამყაროს ორი ყველაზე გრძელი ხიდით გადაკვეთა დუნაი და მიწასთან გაასწორა
ბარბაროსების ძლევამოსილი სახელმწიფო. შემდეგ კი მეთოდურად ამოშალა ის
ევროპის რუკიდან. სვეტი იმპერატორ ტრიანეს სამხედრო ტრიუმფში გამარჯვების
დაიდგა. ტრაიანეს სვეტი არის რომის იმპერიის ძალაუფლებისა და მისი
იმპერატორების დიდებულების ერთ-ერთი შეხსენება.სვეტის რელიეფზე გამოსახული
სცენები იმ დღეებში გიბრუნებს, როცა ახალმა გამარჯვებებმა ახალგაზრდა მეომრების
გონება ააღელვა. არქიტექტორი იყო ბერძენი აპოლოდორე დამასკელი.
თავდაპირველად ტრაიანეს სვეტს ბრინჯაოს არწივი აგვირგვინებდა, შემდგომ —
ტრაიანეს ქანდაკება, პეტრე მოციქულის ქანდაკება.სვეტი დაფარულია სპირალურად
განლაგებული ბრწყინვალედ შესრულებული რელიეფებით რომელიც იმპერატორის
მიერ დაკიაში გამართული ბრძოლების სცენებს ასახავს.

 მომაკვდავი გალი - ნახევრად დაწოლილი ქანდაკება, არის ელინისტური


პერიოდის ახლა დაკარგული ქანდაკების ასლი, რომელიც,
სავარაუდოდ, ბრინჯაოშია დამზადებული . ორიგინალი შესაძლოა შეკვეთილი
ყოფილიყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე 230-დან 220 წლამდე პერგამონის ატალუს I- ის
მიერ გალატელებზე გამარჯვების აღსანიშნავად.კელტი ან გალიელი
ხალხი ანატოლიის ნაწილებში . თეთრი მარმარილოს ქანდაკება, რომელიც შესაძლოა
თავდაპირველად მოხატული იყოს, გამოსახავს დაჭრილ, დაქანებულ გალიელ ან
გალატიელ კელტს , რომელიც გამოსახულია შესანიშნავი რეალიზმითა და პათოსით ,
განსაკუთრებით სახეზე. ხმლის სისხლიანი პუნქცია ჩანს მის ქვედა მარჯვენა
მკერდში. მეომარი წარმოდგენილია დამახასიათებელი კელტური ვარცხნილობითა
და ულვაშებით კისერზე კელტური ტორკით . ის თავის ფარზე ზის, ხოლო მის
გვერდით დევს ხმალი, ქამარი და მოხრილი საყვირი. ხმლის ხელზე ლომის
თავია. ქანდაკება ემსახურება როგორც კელტების დამარცხების შეხსენებას, რითაც
დემონსტრირებს იმ ხალხის ძალას, ვინც დაამარცხა ისინი, და მემორიალი მათი
მამაცობის, როგორც ღირსეული მოწინააღმდეგეების.

3. ადამიანური ვნებების იდეა ანტიკური კულტურის მიხედვით

 მედეა - მედეა არის ინტელიგენტი, თავდაჯერებული, ძლევამოსილი ქალი რომელიც


არ აძლევს საკუთარ თავს უფლებას სასოწარკვეთაში დარჩეს და სწორედ მის ტკივილს
გარდაქმნის იგი შურისძიების მოტივად. ვფიქრობ, დასაწყისიდანვე ავტორი ისეთ
წინაპირობას ქმნის რომ მკითხველს შეეძლოს მედეას გაგება და მისი თანაგრძნობა.
მედეა ცხოვრობდა მამაკაცების მიერ დომინირებულ საზოგადოებაში, საზოგადოებაში
რომელიც უფლებას აძლევს კრეონს და იასონს, მიეტოვებინათ და გაერიყათ იგი.
მაგრამ მედეა ახერხებს იმას, რასაც მისგან არავინ მოელოდა, იგი საკუთარ დედობრივ
იმპულსებსაც კი უგულველყოფს, რათა კიდევ უფრო მტკივნეული გახადოს შურიგება
იასონისთვის.
ევრიპიდემ შექმნა დასავლური ლიტერატურის ქალური ამბოხის ყველაზე
არქეტიპული სიმბოლო. თვალსაჩინოა რომ, მედეას რისხვის ობიექტი მარტო იასონი
არ გახლავთ, მედეა განრისხებულია იმდროინდელ საზოგადოებასა და მის
პატრიარქალურ სისტემაზე.“ჩვენზე ამბობენ, მშვიდად და უზრუნველად ვცხოვრობთ
ქმრის სახლში, კაცის ცხვრება კი ხელჩართული ბრძოლააო. რა სიბრიყვეა! ერთი
შვილის შობას მირჩევნია სამი ბრძოლა გადავიხადო.“

 მედიჩების ვენერა (ბოტიჩელის ვენერა) - ბოტიჩელის ვენერა - ფლორენციაში


სიმონეტა ვესპუჩის მშვენიერ სიმონეტას ეძახდნენ. იგი მშვენიერ ქალზე
გაცილებით მეტი იყო და რენესანსის პერიოდის ქალის სილამაზის სიმბოლოდ
აღიარეს. სიმონეტაა გამოსახული სანდრო ბოტიჩელის ყველაზე ცნობილ ნახატზე
”ვენერას დაბადება”. სიმონეტა ვესპუჩის გრძელი, ოქროსფერი თმა და ულამაზესი
თვალები ჰქონდა.მას თითქმის ყველა ფლორენციელი მამაკაცი ეტრფოდა.
სიმონეტა მხოლოდ ბოტიჩელის მუზა არ ყოფილა. სხვა მხატვრებიც უძღვნიდნენ
ნახატებს, პოემებსა და ლექსებს. მას ფლორენციის მმართველი მედიჩების ოჯახის
წარმომადგენლები, ძმები ლორენცო და ჯულიანოც ეტრფოდნენ. ბოტიჩელიმ
ანდერძი დატოვა, მის ფეხებთან დაეკრძალათ. სანდრო ბოტიჩელიმ სიმონეტა
მაშინ დაინახა, როცა ჯერ კიდევ ჭაბუკი იყო. ქალის მშვენიერებამ ისე მონუსხა, რომ
ბოტიჩელის ის აღარასოდეს დავიწყებია. მისი მადონები, ვენერები და სხვადასხვა
სახის ალეგორიული ნახატები ამ ქალმა შთააგონა. მართლაც ღვთაებრივი
სილამაზე ჰქონდა. ”ვენერას დაბადება” ბოტიჩელიმ სიმონეტას გარდაცვალებიდან
9 წლის შემდეგ დახატა.
 კლიტემნესტრა - კლიტემნესტრა არის მომხიბლავი, ძლიერი, მეამბოხე ქალი,
რომელიც ესქილეს ტრილოგიიის ერთ-ერთი ტრაგედიის მთავარი გმირია. იგი
გამოირჩევა ისეთი თვისებებით რომელიც მაშინდელ მამაკაცების მიერ
დომინირებულ საზოგადოებას დისკომფორტს უქმნიდა, კლიტემნსესტრას აქვს
პოლიტიკური მისწრაფებები,საკუთარი სტარტეგიები, იგი ავლენს ვაჟკაცობას და
სიმამაცეს, ჰყავს ქმრის გარდა სხვა სექსუალური პარტნიორი. ქალის სექსუალური
ბუნება კი განიხილებოდა, სოციუმში მამაკაცის სტატუსის განადგურების
უპირველესი საფრთხედ, შესაბამისად კლიტემნსეტრა საფრთხეს უქმნის მაშინდელ
საზოგადოებას.
ნაწარმოების იწყება ტროას დაცემით და ჩვენ ვხედავთ თუ როგორ ელოდება
კლიტემნესტრა მეუღლეს: „განა უფრორე სასურველი რაა ქალისთვის, ვიდრე დღე
იგი, რაჟამს ქმარი ომგადახდილი, ღვთისგან მრთელი გიბრუნდება და ჭიშკარს უღებ.“
მაგრამ, როგორც მალე ირკვევა, მისი სიტყვები მხოლოდ თვალისასახვევი ოსტატური
ტყუილი გახლდათ. ამ ტყუილის უკან იმალებოდა მისი ქალიშვილის მკვლელობისგან
გამოწვეული ტკივილი, რისხვა, წუხილი რომელიც 10 წლის განმავლობაში
გროვდებოდა და რომელიც გახდა მთავარი მოტივი მისი ქმრის მკვლელობისა.
როდესაც კლიტემნესტრა ომიდან დაბრუნებულ აგანემნონს ეგებება მას არ უჭირს
ერთგული, მორჩილი, მოსიყვარულე ცოლის როლის მორგება, მაგრამ ამავდროულად
როდესაც აგანემნონი უარს ამბობს ხალიჩაზე გავლაზე, ნათლად ვხედავთ როგორ
შეუძლია კლიტემნესტრას ზეგავლენის მოხდენა მის ქმარზე. „დამმორჩილდი და
გაიმარჯვებ მეტის ღირსებით.“
ყველაზე მეტად რაც მხიბლავს კლიტემნესტრას პერსონაჟში არის ის რომ იგი
სრულიად დარწმუნებულია თავის თავში, ოდნავი ეჭვიც არ შეაქვს მის საქციელში. მას
სჯერა რომ იგი არის სამართლიანობის აღმსრულებელი და მზად არის ყველანაირი
შედეგისთვის: “რაც გსურთ იფიქრეთ, ჭკუამოკლე ქალად მიგულვეთ, მე კი ამრიგად,
როგორც მხედავთ, უშფოთველ გულით, გესაუბრებით, გინდ მაძაგეთ, გინდ
განმადიდეთ.“ „მაგრამ მოხუცო ჩემი მუქარაც დაიხსომე, მზად ვარ ბრძოლისთვის“
 იოკასტე - ძალზედ გონიერი ქალია, ამას ვხედავთ მისი პირველი გამოჩენიდანაც
სოფოკლ ეს „ოიდიპოს მეფეში.“ როდესაც ოიდიპოსი და კრეონი დაობენ, იოკასტე
მშვიდობისმყოფელის როლს ირგებს და ცდილობს ორივეს დამშვიდებას. ადვილი
მისახვედრია ისიც, რომ იოკასტე ოიდიპოსამდე არკვევს სიმართლეს, მაგრამ იგი
განზრახ არ ეუბნება მას: „ვისზე ამბობ? ნურას სწუხარ, ნუღარ იხსენებ მის მიერ
ნათქვამ ამ ცარიელ უაზრო სიტყვებს.“ ძალიან ბევრი ფიქრობს რომ იოკასტეს მიერ
წარმოთქმული ეს სიტყვები და შემდგომში მისი თვითმკვლელობაც უკავშირდება მის
დედობრივი იმპულსების გამოღვიძებას, თითქოს იგი ცდილობს ოიდიპოსის,
როგორც მისი შვილის დაცვას და დანაშაულის თავის თავზე აღებას.
მე ვფიქრობ იოკასტეს სუიციდი არანაირად არ იყო დაკავშირებული მის დედობრივ
მხარესთან, როდესაც იოკასტემ დატოვა ოიდიპოსი და საკუთარი ოთახისკენ გაემართა
ვფიქრობ მას უკვე გააზრებული ჰქონდა, რომ როგორც კი ოიდიპოსი სიმართლეს
შეიტყობდა, მისი რისხვის ობიექტი იოკასტე გახდებოდა და ეს ასეც მოხდა. იოკასტემ
წინასწარ გათვალა ყოველივე და მის ქმარს არ მიანიჭა ძალაუფლება რომ მისი
სიცოცხლე წაერთმია.
 ელენე - ეს ლეგენდარული, ღვთაებრივი სილამაზის ქალბატონი ერთ-ერთი
თქმულების მიხედვით, დაიბადა მას მერე, რაც ზევსი გედად გადაიქცა, ოლიმპოდან
ჩამოვიდა და აცდუნა დედამისი, სპარტის მეფის მეუღლე ლედა. 10 წლის ასაკში
მშვენიერი ელენე მოიტაცა თესევსმა, მაგრამ ძმები დაეხმარნენ და გამოიხსნეს.
ტინდარევსმა, მისმა მიწიერმა მამამ, აიძულა ყველა მისი ხელის მთხოვნელი,
ერთგულება შეეფიცათ იმ კაცისთვის, რომელიც მან თავისი ქალიშვილის მეუღლედ
აირჩია. ეს იყო მენელაოსი.
როდესაც პარისმა, ტროას მეფემ მოიტაცა ელენე, ყველა მთავარმა ვინც ფიცში მიიღო
მონაწილეობა, მენელაოსს მხარდაჭერა გამოუცხადა და ტროას წინააღმდეგ ომში
გაჰყვა. ქალაქი 10 წლის მანძილზე ალყაში იყო. ბოლოს ელენე გაათავისუფლეს და
მენელაოსს დაუბრუნეს.
 ჰომოსექსულობა ანტიკურ ხანაში: - ალბათ, ბევრი თქვენგანი მიაქცევდა ყურადღებას
იმ ფაქტს, რომ ძველ დროში ჰომოსექსუალიზმი ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
ანტიკურმა ცივილიზაციებმა სექსუალური ორიენტაციის ცნებაც კი არ
იცოდნენ. მეტიც, ვნება მხოლოდ საპირისპირო სქესის მიმართ ეჭვს ბადებდა და
ნაკლად განიხილებოდა.
კაცობრიობის ისტორიაში ჰომოსექსუალიზმი ყოველთვის არსებობდა. ერთსქესიანთა
ურთიერთობის ამსახველი გამოსახულებები გამოქვაბულთა კედლებზე ქვის ხანაშიც
კი იყო. არსებული არტეფაქტები ადასტურებს ჰომოსექსუალიზმის არსებობას ძველ
ეგვიპტეში, ჩინეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში, თუმცა ჰომოსექსუალიზმი
სახელმწიფო დონეზე წახალისებული მხოლოდ ძველ საბერძნეთსა და რომში იყო. ეს
ინსტიტუციონალიზებული ჰომოსექსუალიზმია (ე.ი. კულტურის მიერ
ოფიციალურად მიღებული და სპეციალური რიტუალებით გაფორმებული.
გულისხმობს ურთიერთობას, უფროს მამაკაცსა და მოზარდ-ბიჭს შორის) საქმე იმაშია,
რომ ასეთი კავშირები მხოლოდ ზრდასრულ მამაკაცსა და მოზარდ ბიჭს შორის
დგებოდა. მამაკაცი ახალგაზრდის ცხოვრებაში მენტორის როლს ასრულებდა,
ეხმარებოდა მას საზოგადოებაში საკუთარი ადგილის პოვნაში, უზრუნველყოფდა მას
ფინანსურად, ასწავლიდა და კარგ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში ეხმარებოდა.
სპარტელები, ახალგაზრდობაში ჰომოსექსუალურ კავშირებს, მართლაც ამყარებდნენ,
თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ისინი ცოლებს ირთავდნენ და ოჯახებს ქმნიდნენ.
ყოფილი ჰომოსექსუალი პარტნიორი კი მხოლოდ მეგობრად რჩებოდა. გამონაკლისს
თებეს სასულიერო ლეგიონი წარმოადგენს, რომელიც სამასი ჰომოსექსუალი
წყვილისგან შედგებოდა. ლეგიონის სრული შემადგენლობა მაკედონელებთან
ბრძოლას ძვ.წ 383 წელს შეეწირა და ისტორიაში საკუთარი ორიენტაციის წყალობით
შევიდა.

პარალელები:

 იუდა - იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან


ამ თემის გააზრებას და ძალიან მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.არავინ იცის, რა
გრძნობები ბობოქრობდა მაშინ იუდას სულში. ალბათ, უფრო ბოღმა,
პატივმოყვარეობა, მომხვეჭელობა, უმადურება, მრისხანება. ნუ დაგვავიწყდება, რომ
საიდუმლო სერობის დროს იუდას უკვე ჩადენილი ჰქონდა ღალატის აქტი. იესომ სხვა
მოციქულების მსგავსად მასაც დაბანა ფეხები, მაგრამ არც ამ დროს გაიღვიძა მისმა
სინდისმა. ამიტომაც იუდას საქციელს არავითარი გამართლება არ აქვს - ის ბოლომდე
თავის უკეთურებაში დარჩა.

დინამუურობის იდეა
 კლაისკური პერიოდის ქანდაკება რადიკალურ გარდასახვას გვთავაზობს. ამ
პერიოდში მოქანდაკის თვალსაწიერი ფართოვდება და მას სურვილი უჩნდება,
რომ უფრო დახვეწილი და ამავდროულად რთულად შესასრულებელი
სხახელოვნებო საშუალებებით გაამდიდროს ქანდაკება, რაც ამ უკანასკნელს
მეტ ძლევამოსილებას ჰმატებს. ამ ეპოქაში უმთავრესი ნიშანი იყო ადამიანის
სხეულის სილამაზე, კუნთოვანი აღნაგობის ისეთი ჰარმონიული და
სრულყოფილი სისტემა, რომელიც საკმაო იშვიათობაა. ძველი იდეალური
სხეულის წარმოჩენა კი აჯადოებსმაყურებელს და უტოვებს შთაბეჭდილებას,
რომ შინაგანად სრულყოფილია. პოლიკლეტის ქანდაკებები - „შუბოსანი“,
ასახავს ადამიანებს უძრავად მდგართ, ოღონდ ამავდროულად ქმნის
შთაბეჭდილებას, რომ ეს -ესაა ნაბიჯი უნდა გადადგას; მირონის ქანდაკებები -
„ბარდოსმტყორცნელი“, ასახავს ადამიანის სხეულის სილამაზეებს, კუნთებს
და თანაც მოძრაობაშია)

შუა საუკუნეები:
1. საკუთარი თავის გამოცდის იდეა
რაინდები არიან არისტოკრატული წარმოშობის ადამიანები (ძირითადად უმცროსი ვაჟები
ოჯახში, რომლებსაც თითქმის არ რჩებათ ქონება), რომლებიც იწყებენ მოხეტიალე
ცხოვრებას: იცლებიან სოციალურობისგან. რაინდებმა შეიძლება კითხვაც კი არ იცოდნენ,
მათი ერთადერთი საქმე ცხოვრებაში არის შემდეგი:

რაინდი ირჩევს სატრფოს, მიდის მასთან, ჩუქნის გულს და ეუბნება: „წავალ, მოვივლი მთელს
დედამიწას და შენს სახელზე საგმირო საქმეებს ჩავიდენ.“ ამავე დროს სხვა რაინდიც
უთანხმდება თავის სატრფოს და ეს ორნი ერთმანეთს ხვდებიან ტყეში. რა თქმა უნდა,
ერთმანეთს არ იცნობენ, მაგრამ დაინახავენ თუ არა, მაშინვე შუბებით დაეტაკებიან.
სიკვდილი ძალიან იშვიათია. ძირითადად ერთერთი უბრალოდ ცხენიდან ჩამოაგდებს
მეორეს, მერე მივა, ხელს ჩამოართმევს და გაიცნობს. მოუყვებიან ერთმანეთს თავიანთ ამბებს
და ან ერთად გაუყვებიან გზას და ერთად ჩაიდენენ საგმირო საქმეებს, ან გამარჯვებული
დაავალებს დამარცხებულს: „წადი და ჩემს ქალს უთხარი, რომ აქა და აქ დაგამარცხე“. ესეც
მიდის. ქალი პატივისცემით იღებს და მერე ან უშვებს, ან იტოვებს და ისევ საგმირო საქმეების
ჩადენას სთხოვს.

რაინდი აუცილებლად ამხედრებულია ცხენზე, ხელში უჭირავს შუბი და ჩაცმულია


შესაფერისად (მკერდზე გვარის ნიშანიც კი აქვს მიბმული).

რაინდები მთელს ცხოვრებას უძღვნიან საკუთარი შესაძლებლობების ზღვრის ძიებას.


მათთვის არსებობს მხოლოდ უმაღლესი სიკეთე და უმაღლესი მშვენიერება. ყველაფერს
გაწირავენ მიზნის მისაღწევად.

სარაინდო ტექსტებია : „სიმღერა ჩემს სიდზე“, „სიმღერა ნიბელუნგებზე“, „სიმღერა


როლანდზე“. როლანდი არის საფრანგეთის ჯარის უკანა ნაწილის მეთაური. მუსულმანები
ებრძვიან და ღალატით დაამარცხებენ როლანდის ჯარს, რომელიც არაფერს არ ატყობინებს
მეფეს. ყველანი იხოცებიან. მაგრამ სამართლიანობა მაინც იზეიმებს, მეფე დაბრუნდება და
მტერს დაამარცხებს. როლანდმა იმიტომ არ დაუძახა მეფეს, რომ მისთვის მთავარი იყო
გამოეცადა საკუთარი შესაძლებლობები. რაინდისთვის საკუთარი სიცოცხლე არასდროს არ
წარმოადგენს ფასეულობას. ის არის მხოლოდ საშუალება უკვდავი სახელის მოსაპოვებლად.

 ნახატები რაინდებზე
 პარალელი: - ფიონას შეხედულება რაინდზე

2. სიკვდილის იდეა
3. რელიგიურობის იდეა
იდეალური ადამიანები მთელ თავიანთ ქონებას სწირავდნენ იმისთვის, რომ სასუფეველი
მოეპოვებინათ. მათ სჯეროდათ, რომ ადამიანს აქვს წმინდანობის პოტენციალი, მაგრამ
ამქვეყნიური ცხოვრება, ხორცი უშლის ხელს. ხორცი არის მაცდური, სული კი
ყოველდღიურად გადის გამოცდას.

 ელ გრეკო - ელ გრეკო თავის შემოქმედებაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა წმიდანთა ხატვას


(„ჯვრის მატარებელი ქრისტე“) - “ქრისტე ჯვარისმტვირთელში” ელ გრეკო გადმოსცემს ქრისტეს,
რომელმაც არა მარტო პირდაპირი მნიშვნელობით აზიდა საკუთარი მხრებით ჯვარი გოლგოთაზე,
არამედ კაცობრიობის ცოდვათა ჯვარიც იტვირთა. ტილოზე ის ზეცისკენ იყურება. ცრემლიანი თვალები
სულაც არ უგულებელყოფს იმ სიმშვიდესა და მზაობას მსხვერპლას შეწირვის წინ, რომლითაც
მაცხოვარი ჯვარს აცვეს. ქრისტეს ნათელი ადგას თავზე, რომელიც წაგრძელებული კუთხეებით ჯვრის
ფორმის სინათლეს ქმნის. ჯვრის წვერი თითქოს არღვევს ცის ერთიან ფონს და ზეცაში იჭრება, იქ, სადაც
ნათელი სუფევს. ქრისტეს სახე დიდი ოსტატობითაა შესრულებული, მისი ყოველი ნაკვთი, წვერის თმის
ღერებიც კი, ძარღვები – მის ხელებზე.
 ტიციანი - მარიამ მაგდალინელი
 სიმღერა რონალდზე
 დანტე ალიგიერი
 ჰამლეტი
 ბოტიჩიელი - „ქრისტეს დატირება“

You might also like