You are on page 1of 19

მეცნიერება, მეცნიერული მეთოდი

და დარვინამდელი მოაზროვნეები
სარჩევი:

შესავალი .......................................................................................................................................... 2
რა არის და არ არის მეცნიერება .................................................................................................. 2
მეცნიერება შეისწავლის ფიზიკურ და ბუნებრივ სამყაროს და იმას, თუ როგორ
მუშაობს ის .................................................................................................................................. 3
მეცნიერული თეორია უნდა იყოს შემოწმებადი, განმეორებადი და გამტყუნებადი 3
მეცნიერება ეყრდნობა ემპირიულ მტკიცებულებებს ....................................................... 8
სამეცნიერო საზოგადოება მეცნიერების განუყოფელი ნაწილია ................................... 9
შემეცნების გზები: მეცნიერება, რწმენა და ანთროპოლოგია ............................................... 9
დარვინამდელი იდეები ევოლუციის შესახებ - ევოლუციის თეორიის სათავეებთან . 10
ჩარლზ დარვინი ...................................................................................................................... 16

1
შესავალი

ბევრი ფიქრობს, რომ სამეცნიერო კვლევის პროცესი სტერილური ლაბორატორიით


შემოიფარგლება, თუმცა, რეალურად, ის ბევრად უფრო მრავალფეროვან სივრცეებს მოიცავს:
ბიოლოგიურ ანთროპოლოგიაში საველე სამუშაოები ჩვეული მოვლენაა. ეს ნიშნავს, რომ
მკვლევრები მიემართებიან ტყის, ქალაქის, უდაბნოს, გამოქვაბულისა თუ მღვიმეებისკენ,
რათა მათთვის საინტერესო ხელშესახები მონაცემები მოაგროვონ. იმის გასაგებად, თუ როგორ
ყალიბდება ცოდნა ბიოლოგიურ ანთროპოლოგიაში, მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, თუ
რა არის და რა არ არის მეცნიერება და როგორ მუშაობს მეცნიერული მეთოდი რეალობაში.

რა არის და არ არის მეცნიერება

მეცნიერება ადამიანის ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის შედეგია. ის გვეხმარება, უკეთ


ჩავწვდეთ ჩვენ ირგვლივ არსებულ სამყაროს, მიღებული ცოდნა კი ჩვენს საზოგადოებაში
არსებულ პრობლემათა გადასაჭრელად გამოვიყენოთ. მეცნიერება რომ მუშაობს, და თანაც,
კარგად მუშაობს, ამის დანახვა ყოველდღე შეგიძლიათ - განსაკუთრებით სამედიცინო თუ
ტექნოლოგიური მიღწევების თვალსაზრისით.

მეცნიერება მოიცავს როგორც უკვე არსებულ ცოდნებს, ასევე ახალი ცოდნის მოპოვების
პროცესსაც. ზოგჯერ რთულია, მეცნიერული დებულებები სხვა ტიპის ინფორმაციისგან
გავარჩიოთ. თქვენი რიდერის ეს ნაწილი განიხილავს ოთხ ძირითად მახასიათებელს,
რომლებიც გვეხმარება მეცნიერების განსაზღვრასა და ამოცნობაში :

(1) მეცნიერება შეისწავლის ფიზიკურ და ბუნებრივ სამყაროს და იმას, თუ როგორ


მუშაობს ის
(2) მეცნიერული თეორია/ჰიპოთეზა უნდა იყოს შემოწმებადი, განმეორებადი და
გამტყუნებადი
(3) მეცნიერება ეყრდნობა ემპირიულ მტკიცებულებებს
(4) სამეცნიერო საზოგადოება მეცნიერების განუყოფელი ნაწილია

ახლა თითოეული განვიხილოთ.

2
მეცნიერება შეისწავლის ფიზიკურ და ბუნებრივ სამყაროს და იმას, თუ როგორ
მუშაობს ის
მეცნიერები ხშირად თავიანთი კვლევით იმის დადგენას ცდილობენ, თუ როგორ და რატომ
ახდენს გავლენას ბუნებრივი ძალები ჩვენს ფიზიკურ და ბუნებრივ სამყაროზე. ბიოლოგიურ
ანთროპოლოგიაში ჩვენი შეკითხვები ადამიანებისა და სხვა ცოცხალი თუ გადაშენებული
პრიმატების ირგვლივ კონცენტრირდება.

ზოგადად, ცოტაა ისეთი შეკითხვები, რომლებიც მეცნიერების საკვლევ სფეროში ვერ


მოექცევა, თუმცა ასეთებიც არსებობს. როგორც ითქვა, მეცნიერული კვლევის სფერო
ძირითადად ორიენტირებულია ბუნებრივ მოვლენებსა და ბუნებრივ პროცესებზე,
შესაბამისად, ის გამორიცხავს - არ იკვლევს - ზებუნებრივს. ზებუნებრივად, როგორც წესი,

მივიჩნევთ იმას, რაც ბუნებრივი სამყაროს კანონებს არ ემორჩილება - იქნება ეს ღმერთი,


მოჩვენება, თუ იღბალი. ამდენად, მეცნიერება არც ადასტურებს და არც ეწინააღმდეგება
ზებუნებრივი ძალების არსებობას - არამედ, ის უბრალოდ არ იკვლევს ზებუნებრივს.

მეცნიერული თეორია უნდა იყოს შემოწმებადი, განმეორებადი და


გამტყუნებადი
მეცნიერთა მიზანია გამოავლინონ საკვლევი შეკითხვა და შემდეგ დაადგინონ ამ შეკითხვაზე
საუკეთესო პასუხი(ებ)ი. მაგალითად, პრეისტორიული სასაფლაოს გათხრებმა შეიძლება
გამოავლინოს, რომ იქ დაკრძალულ ადამიანთაგან გარდაცვალებისას ბევრს აღენიშნებოდა
მოტეხილობები. ანთროპოლოგი დასვამს შეკითხვას: "რატომ აღინიშნებოდა ამ პოპულაციაში1
უფრო მეტი ძვლის მოტეხილობა, ვიდრე მეზობელ პოპულაციებში?". შეიძლება არსებობდეს
მრავალი ახსნა: კალციუმის ნაკლებობა მათ რაციონში, სახიფათო საქმიანობების შესრულება
ანდა ძალადობრივი კონფლიქტი მეზობლებთან; ეს განმარტებები განიხილება სამუშაო
ჰიპოთეზებად ან უბრალოდ - ჰიპოთეზებად. შესაძლოა, აქამდე გაგიგიათ, რომ ჰიპოთეზა

არის „ვარაუდი“ რაღაცის ასახსნელად, მაგრამ მეცნიერებაში ჰიპოთეზა ამაზე ბევრად მეტია.
მეცნიერულ ჰიპოთეზას მეცნიერი უკვე არსებულ ცოდნასა და თავის დაკვირვებებზე

დაყრდნობით გამოთქვამს. ამდენად, ეს არაა ზედაპირული, მშრალი ვარაუდი, არამედ


წარმოადგენს დაკვირვების შედეგად შემჩნეული ფაქტების ახსნის მცდელობას. მეცნიერული

1
პოპულაცია - ერთი და იმავე სახეობის წარმომადგენელთა ჯგუფი, რომელიც კონკრეტულ
ტერიტორიაზე ცხოვრობს

3
ჰიპოთეზები ხსნიან, რატომ არის დაკვირვების შედეგად შემჩნეული ფენომენები ისეთი,
როგორიც არის.

შემდეგი ეტაპი ამ ჰიპოთეზის ცდისეულად, ფაქტების დახმარებით დადასტურება ან


უარყოფაა, ანუ მოფიქრება და ჩატარება ისეთი ცდისა, რომლის შედეგების ლოგიკური
ანალიზიც აჩვენებს, რომ სამუშაო ჰიპოთეზა მართალია, ან პირიქით - მცდარია. ეს აჩვენებს
ჩვენი ჰიპოთეზის სისწორეს ან სიმცდარეს.

ჰიპოთეზები, როგორც წესი, ასე თუ ისე, ფენომენთა ვიწრო სპექტრის ახსნას გვთავაზობს.
(მაგალითად, კონკრეტულ პოპულაციასთან ანდა კონკრეტულ სახეობასთან დაკავშირებული
საკითხების.) ამისგან განსხვავებით, სამეცნიერო თეორია ფენომენთა ფართო სპექტრის ახსნას
წარმოადგენს. აქვე შევნიშნოთ, რომ როდესაც მეცნიერულ თეორიაზე ვსაუბრობთ, სიტყვა
თეორიის მნიშვნელობაც განსხვავებულია მისი ყოველდღიური გამოყენებისგან. თუკი
ყოველდღიურობაში თეორიას ზოგად, ფაქტებით გაუმყარებელ, აბსტრაქტულ მსჯელობებსაც
ვუწოდებთ ხოლმე, ამისგან განსხვავებით, მეცნიერული თეორია მოგროვილ მონაცემებზე,
მტკიცებულებებზე დაყრდნობით შექმნილი ახსნაა.

მეცნიერული ჰიპოთეზებისა და თეორიების ჩამოყალიბება მკაცრი წესების მიხედვით ხდება.


თუ ჰიპოთეზა ან თეორია ამ წესებს არ ეთანხმება, მაშინ ის მეცნიერულად არ ითვლება.

მოკლედ ამ წესების შესახებაც ვთქვათ.

მეცნიერების ფილოსოფიაში არსებობს ცნება „მეცნიერული მეთოდი“. ის ცოდნის


ემპირიულად შეგროვების მეთოდია და ექვსი ძირითადი საფეხურისგან შედგება:

(1) დაკვირვება / კითხვის დასმა

მეცნიერული მეთოდი იწყება ბუნებაში მიმდინარე რაიმე მოვლენაზე დაკვირვებით და


კითხვის დასმით - რატომ ხდება ეს ბუნებრივი მოვლენა? როგორ მიმდინარეობს იგი?
იმისთვის, რომ ინტუიციურად გავიგოთ, რას ნიშნავს სამეცნიერო კვლევის მეთოდი,
განვიხილოთ მაგალითი ყოველდღიური ცხოვრებიდან და მოვარგოთ მას მეთოდის
საფეხურები.2

2
მაგალითთან დაკავშირებული ილუსტრაციების წყარო: ხანის აკადემია

4
(2) კვლევა, მონაცემთა შეგროვება

ძალიან მნიშვნელოვანია რომ დასაწყისშივე საფუძვლიანად შევისწავლოთ ჩვენი დაკვირვების


საგანთან მიმართებაში უკვე არსებული კვლევები. დავიწყოთ მონაცემების შეგროვება. ჩვენი
მაგალითის შემთხვევაში, ამ საფეხურის შესაბამისი მოქმედება იქნებოდა ინტერნეტში
ტოსტერის გაფუჭების შესაძლო მიზეზების მოძიება.

(3) ჰიპოთეზა

ჩამოვაყალიბოთ ჰიპოთეზა - პოტენციური პასუხი კითხვაზე. პასუხი, რომლის სისწორეც


შეგვიძლია რაიმე გზით შევამოწმოთ.
ჰიპოთეზა აუცილებლად სწორი ახსნა არ არის. ის სავარაუდო ახსნაა, რომლის სისწორე-
მცდარობაც შეგვიძლია შევამოწმოთ. მისი მცდარობის შემთხვევაში, ახალი ჰიპოთეზა უნდა
მოვიფიქროთ.

საჭიროა ჩამოვაყალიბოთ პროგნოზი, თუ რა შედეგს მივიღებთ ჰიპოთეზის სისწორის


შემთხვევაში.

(4) ექსპერიმენტი

ჰიპოთეზის შესამოწმებლად, უნდა დავაკვირდეთ ან ჩავატაროთ ექსპერიმენტი, რომელიც


ჩვენს ვარაუდს შეამოწმებს. ექსპერიმენტის მსვლელობისას ვაგროვებთ მონაცემებს, რომელთა
ანალიზსაც შემდგომ განვახორციელებთ.

5
(5) მონაცემთა ანალიზი

ექსპერიმენტის დასრულების შემდგომ, ვაანალიზებთ მის მსველობისას დაგროვილ


მონაცემებს და ვამოწმებთ მხარს უჭერს თუ არა შეგროვებული მონაცემები ჩვენს ჰიპოთეზას.
ექსპერიმენტის შედეგები ან გაამყარებს, ანდაც უარჰყოფს ჰიპოთეზას. შედეგები, რომლებიც
ჰიპოთეზას ამყარებს, არ ამტკიცებს, რომ ეს ჰიპოთეზა აუცილებლად ჭეშმარიტია, თუმცა
გვაძლევს საფუძველს, რომ სავარაუდოდ ჭეშმარიტად მივიჩნიოთ ის. მეორე მხრივ, თუ
შედეგები ჰიპოთეზას უარჰყოფს, ეს ჰიპოთეზა სავარაუდოდ არ არის სწორი. თუ
ექსპერიმენტის ჩატარების დროს რამე არ შეგვეშალა — ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ
ამის ალბათობა — ჰიპოთეზის უარმყოფი შედეგი ნიშნავს, რომ ეს ჰიპოთეზა მცდარია და
ახალი უნდა მოვიფიქროთ.

(6) დასკვნების გამოტანა და გამოქვეყნება

ვხსნით ექსპერიმენტით მიღებულ შედეგებს, ვუკავშირებთ შედეგებს არსებულ ჰიპოთეზებს ან


ვაყალიბებთ ახალს. ჩვენი ექსპერიმენტის განმეორება სხვა მკვლევარებმაც უნდა შეძლონ,
ამიტომ აუცილებელია შედეგების სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნება ან მათი სხვა სახით
კომუნიკაცია სამეცნიერო საზოგადოებისთვის.

6
სურათი 1 მეცნიერული მეთოდის შემადგენელი ნაწილები. წყარო: Wikipedia

მეცნიერული მეთოდის მიხედვით, მეცნიერული ჰიპოთეზა თუ თეორია უნდა იყოს


შემოწმებადი, განმეორებადი და გამტყუნებადი. განვიხილოთ სამივე მახასიათებელი ცალ-

ცალკე.

შემოწმებადობა გულისხმობს, რომ აუცილებლად უნდა შეიძლებოდეს გამოთქმული

ჰიპოთეზის/თეორიის ცდისეულად შემოწმება. ნებისმიერი გამოთქმული აზრი და


წინადადება, რომელიც სამეცნიერო სტატიებსა და წიგნებში იწერება, უნდა დადასტურდეს
ცდებით. სხვა სიტყვებით, გამოთქმული აზრი უნდა იყოს ცდის შედეგების მკაცრი ლოგიკური
ანალიზი; ცდა ზედმიწევნით უნდა უჩვენებდეს გამოთქმული აზრის სისწორეს. დასკვნების
გამოტანისას სჯობს თავი შევიკავოთ, ვიდრე გადავაჭარბოთ და უსაფუძვლო ან საეჭვო
დასკვნები გამოვიტანოთ. სწორედ ამიტომაა, რომ მეცნიერებაში ფრაზა „არ ვიცით“ სულაც არ
ითვლება სასირცხვილოდ. მეცნიერებმა უამრავი რამ არ იციან, მაგრამ ეს მათ არ აძლევთ იმის
უფლებას, რომ თავიანთი მსჯელობა და დასკვნები არარსებულ ფაქტებზე ან რწმენაზე
დააფუძნონ, გადააჭარბონ და ამით მოატყუონ მათი მსმენელი თუ მკითხველი. ეს ერთგვარი
თავმდაბლობა მეცნიერების მნიშვნელოვანი თვისებაა. სასურველი (დადებითი) ცდისეული
შედეგის მიღების შემთხვევაში გასაგებია, რომ ყველაფერი კარგადაა. უარყოფითი შედეგის
მიღების შემთხვევაში კი კეთდება საპირისპირო დასკვნა. ამაში ცუდი არაფერია - უარყოფითი
შედეგიც შედეგია და სასარგებლო ინფორმაციაა მომავალი კვლევისათვის. თუმცა ეს
ბედნიერება არაა სამუდამო - მოგვიანებით შეიძლება აღმოჩნდეს, რომ არსებობს

7
გამონაკლისები, ან საქმე ცოტა სხვაგვარადაა და, შესაბამისად, ჰიპოთეზაში დამატების ან
შესწორების შეტანა გახდეს საჭირო. მეცნიერებაში ეს არავის უკვირს; ეს ჩვეულებრივი
პროცესია. მეცნიერება ცოცხალია, მოძრავი და განვითარებადი - აქ არ არსებობს
ეჭვშეუტანელი დოგმები და, ცხადია, არც ხელშეუხებელი ავტორიტეტის მქონე მეცნიერები
არსებობენ.

მეცნიერული თეორიის მეორე თვისება, განმეორებადობა, გულისხმობს, რომ შესაძლებელი


უნდა იყოს ცდის ზუსტად გამეორება და ზუსტად ანალოგიური შედეგების მიღება. არ აქვს
მნიშვნელობა, ვინ ჩაატარებს მას ხელახლა. ხშირად ჩვენ ან სხვა მეცნიერები ვიმეორებთ ჩვენს
ცდებს, რათა მიღებული შედეგების სისწორეში დავრწმუნდეთ. გასაგებია, რომ სხვაგვარი
შედეგის მიღებისას ჩვენი დასკვნები ეჭვქვეშ დგება; თავის მართლება და ფრაზა „რა ვიცი, ჩემს
ხელში და ლაბორატორიაში ასე გამოვიდა“ - არ გვიშველის.

მესამე თვისება, გამტყუნებადობა, ნიშნავს, რომ თეორიულად მაინც უნდა შეიძლებოდეს


ისეთი ცდისეული შედეგების მიღება, რომლებიც ჩვენს ჰიპოთეზას თუ თეორიას გაამტყუნებს.
არაა სავალდებულო, რომ პრაქტიკულადაც ასე მოხდეს. ჩვენი ვარაუდი, თეორიულად მაინც,
უნდა იყოს გამტყუნებადი; უნდა შეიძლებოდეს მისი ცდისეულად დადასტურება ან უარყოფა.

ამრიგად, მეცნიერული თეორიები გამყარებულია მრავალი ფაქტითა და მათგან გამომდინარე


ლოგიკური დასკვნებით. ამით ისინი ძირეულად განსხვავდებიან ყოველდღიურ საუბარში
გამოყენებული ცნება „თეორიისგან“, რაც ნიშნავს, რომ რაღაც დაუმტკიცებელია ან მხოლოდ
ვარაუდია.

მეცნიერება ეყრდნობა ემპირიულ მტკიცებულებებს

სიტყვა „ემპირიული“ ითქმის ისეთი მტკიცებულებების შესახებ, რომლებიც დაკვირვების


შედეგებს წარმოადგენენ(ამდენად, ემპირიული არ არის მტკიცებულება, რომელიც
ძირითადად ლოგიკასა და განსჯას ეყრდნობა). ბიოლოგიურ ანთროპოლოგიაში ფაქტები
ჩვენი სამყაროს შესახებ საველე სამუშაოების განმავლობაში ან ლაბორატორიაში გაკეთებული
ზუსტი დაკვირვებებით გროვდება. მეცნიერები ფასეულად მხოლოდ ისეთ კვლევებს
მიიჩნევენ, რომლებიც დეტალურად აღწერს, თუ რა მეთოდებს იყენებდნენ კვლევის
თითოეულ ეტაპზე, ვინაიდან ასეთი კვლევების მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის
პროცესები რეპროდუცირებადია - ანუ განმეორებადია.

8
სამეცნიერო საზოგადოება მეცნიერების განუყოფელი ნაწილია

სამეცნიერო პროცესი არ მიმდინარეობს იზოლირებულად, არამედ სამეცნიერო


საზოგადოების აქტიურ კომუნიკაციას გულისხმობს. მეცნიერები ყურადღებას აქცევენ სხვა
მეცნიერთა საქმიანობას, რათა სხვადასხვა სფეროში ცოდნის დაგროვების პროცესი
კოორდინებული იყოს. ისინი თავიანთ ახალ საკვლევ იდეებსა თუ მიგნებებს სამეცნიერო
ჟურნალებში აქვეყნებენ და სამეცნიერო კონფერენციებზე აზიარებენ. სამეცნიერო კვლევების
უმეტესობა თანამშრომლობას გულისხმობს და საერთო პროექტზე სამუშაოდ აერთიანებს
სხვადასხვა ტიპის სპეციალიზებული ცოდნის მქონე მკვლევრებს. ბუნებრივია, ყველაზე დიდ
ანთროპოლოგიურ შეკითხვებს, როგორიცაა, მაგალითად, "სად განვითარდნენ თანამედროვე
ადამიანები?", "რა გენეტიკური ცვლილებები გვაქცევს ცალსახად ადამიანებად?" „როგორ
განვითარდა კოოპერატიული ქცევა?“ - ერთი მარტივი კვლევა, ანდა მხოლოდ ერთ დარგში
ჩატარებული კვლევა ვერ გასცემს პასუხს, არამედ სხვადასხვა მიმართულებიდან მიღებულ
მტკიცებულებათა დაგროვებით უნდა მივდიოდეთ ერთსა და იმავე შედეგთან.

სამეცნიერო საზოგადოების არსებობა ქმნის მეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ


თვისებას: მის თვით-კორექტირებად ბუნებას. ღია კომუნიკაციის პროცესი შემოწმებისა და
ბალანსის სისტემას ქმნის: კონკურენტული ჰიპოთეზების წამოყენება და საეჭვო შედეგების
ხელახალი გადამოწმება მეცნიერებას ცოცხალ პროცესად აქცევს; შედეგი კი ისაა, რომ დროთა
განმავლობაში იმგვარ ახსნებამდე მივდივართ, რომლებიც დროს უძლებს.

შემეცნების გზები: მეცნიერება, რწმენა და ანთროპოლოგია

შემეცნების გზას, რომელსაც იზიარებს ადამიანების ჯგუფი და ფენომენების ახსნისა და


პროგნოზირებისთვის იყენებს, ცოდნის სისტემას ვუწოდებთ. მეცნიერებაც და რელიგიაც
ცოდნის სისტემებს წარმოადგენს და უმჯობესია, მკაფიოდ განვასხვაოთ ისინი. სამეცნიერო
ცოდნა, როგორც ზემოთ შეიტყვეთ, თვით-კორექტირებადია, ცვალებადია, ეყრდნობა
ფიზიკურ სამყაროში არსებულ მტკიცებულებებს და მოითხოვს მკაცრ ტესტირება-
გადამოწმებას. ამისგან განსხვავებით, შემეცნების რელიგიური გზა რწმენას ემყარება,
რომელიც ტესტირებასა და ვალიდაციას(ე.ი. დადასტურებას) არ მოითხოვს. სწორედ ამაში
მდგომარეობს რწმენის არსიც - ის მტკიცებულებებს არ დასდევს, მის საფუძველში უანგარო
დაჯერებაა.

ბიოლოგიური ანთროპოლოგია ადამიანისა და მისი წარმოშობის შესახებ ცოდნის


შესაქმნელად სამეცნიერო გზებს ეყრდნობა. შესაბამისად, მთელი დარჩენილი კურსის

9
განმავლობაში ადამიანის წარმოშობის შესახებ გაეცნობით ისეთ მასალებს, თეორიებსა და
ცოდნებს, რომლებიც სამეცნიერო მეთოდის მკაცრი გამოყენებით, ფიზიკურ სამყაროზე
დაკვირვებითაა მიღებული.

ზემოთ სამეცნიერო თეორიასა და მის მახასიათებლებზე ვრცლად ვილაპარაკეთ.


ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ მიღებული და
დადასტურებული სამეცნიერო თეორია ევოლუციის თეორიაა; მოგვიანებით მის შესახებ
უფრო ვრცლად შეიტყობთ და სწორედ მისი დახმარებით ავხსნით ჩვენი სახეობის
წარმოშობასაც, თუმცა ვიდრე ამაზე გადავალთ, მანამ ნიადაგი შევიმზადოთ და ევოლუციის
შესახებ არსებულ დარვინამდელ შეხედულებებს გავეცნოთ.

დარვინამდელი იდეები ევოლუციის შესახებ - ევოლუციის


თეორიის სათავეებთან

სახეობათა ევოლუციის შესახებ დღემდე


მიღებული თეორია ჩარლზ დარვინს
ეკუთვნის, თუმცა დარვინი არ
გახლდათ პირველი ადამიანი,
რომელმაც გამოთქვა იდეა, რომ ბუნება
სურათი 2 ევოლუციის თეორია არ გულისხმობს საბოლოო
წერტილის არსებობას. წყარო: Uncle Leo/Shutterstock.com ევოლუციური გზით ვითარდება. ფრანგი
ბუნების-მეტყველები ბუფონი, ლამარკი
და დარვინის ბაბუა, ერაზმუს დარვინი, ევოლუციის მომხრენი იყვნენ და მათი იდეები
დარვინის „სახეობათა წარმოშობამდე” ბევრად ადრე გამოითქვა. ეს ის თეორიები და იდეებია,
რომელთაც საფუძველი მოუმზადეს დარვინის ევოლუციის თეორიას.

პირველი ვარაუდები, რომ ერთი ტიპის ორგანიზმისაგან შესაძლოა მეორე წარმოიქმნას, ჯერ
კიდევ სოკრატემდელ, ძველ ბერძენ ფილოსოფოსებს, ანაქსიმანდრესა (ძვ. წ. 610-546) და
ემპედოკლეს (ძვ. წ. 490-430) ეკუთვნით. მოგვიანებით გაბატონდა პლატონისა (ძვ. წ. 427-347)

და მისი მოწაფე არისტოტელეს (ძვ. წ. 384-322) ე.წ. ტელეოლოგიური3 იდეები, რომელთა


მიხედვითაც ყველაფერი, ცოცხალი თუ არაცოცხალი, არის განსხეულება უცვლელი,
ფიქსირებული ფილოსოფიური შესაძლებლობებისა („იდეებისა“) და რომ ყველაფერს აქვს
თავისი უცვლელი როლი სამყაროს ღვთიურ კოსმიურ წესრიგში. სოკრატეს, პლატონისა და

3
ტელეოლოგია - იდეალისტური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც ყოველი განვითარება არის
წინასწარ განსაზღვრული მიზნის განხორციელება.

10
არისტოტელეს შრომებმა საფუძველი დაუდო ევროპულ და ისლამურ ფილოსოფიას,
შესაბამისად, მოსაზრება სამყაროს უცვლელობის შესახებ („ფიქსირებული სამყარო“),
ფიქსიზმი, დიდი ხნით გაბატონდა და ეჭვშეუტანლად ითვლებოდა XVII-XVIII
საუკუნეებამდე.

XVII საუკუნის დასასრულს ვითარება შეიცვალა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების


აყვავებამ, განმანათლებლების ეპოქის მეცნიერებებში მომხდარმა წინსვლამ და ცოცხალი
სახეობების დაჯგუფებამ (მათი უკეთ შესწავლის მიზნით) პირველად შეურყია საფუძველი
აქამდე ეჭვშეუტანელ საკითხებს. გეოლოგიის განვითარებასა და პალეონტოლოგიის4
გაჩენასთან ერთად უფრო მეტმა წინააღმდეგობამ იჩინა თავი. ამ ეპოქაში მსოფლიოს ოთხივე
კუთხეში ხდება ახალი აღმოჩენები, მზის სინათლეზე ამოდის ასეულობით იქამდე უცნობი
განამარხებული ცხოველისა თუ მცენარის ფორმები. ნათელი ხდება, რომ სამყაროს
ყოველთვის ისეთი სახე არ ჰქონია, როგორიც დღეს აქვს და რომ მასზე მცხოვრები მცენარეები
და ცხოველები განსხვავდებიან სხვა ეპოქებში მცხოვრები სახეობებისაგან.

ბრიტანელი მეცნიერი რობერტ ჰუკი (1635-1703) ინტერესდება უცნობი ნამარხი ფორმებით. ის


იაზრებს მათ ორგანულ ბუნებას მაშინ, როცა მის თანამედროვე მეცნიერთა დიდ ნაწილს ეს
ფორმები მინერალები ჰგონია. თუ მეცნიერთა დიდი ნაწილის აზრით, ბიბლიური წარღვნის
შედეგად ეს სახეობები ქანებში იქნა ჩაბეჭდილი, ჰუკის მოსაზრების თანახმად, ეს
განამარხებული ფორმები გადაშენებულ სახეობებს უნდა მიეკუთვნებოდეს: ზოგიერთი
მათგანი განადგურდა, სხვები კი შეიცვალნენ. ცოტა მოგვიანებით ბენუა დე მელეც (1656-1738)
იმავე დასკვნამდე მიდის. მთების ქანებში ზღვის ნიჟარების არსებობას ზღვების დონის
დაცემით ხსნის და ეჭვქვეშ აყენებს ბიბლიურ წარღვნას - მისი აზრით, დედამიწას უფრო
დიდი ხნის ისტორია აქვს, ვიდრე ეს თეოლოგებს მიაჩნიათ. 1690 წელს გერმანელი
ფილოსოფოსი, გოტფრიდ ლაიბნიცი (1646-1716) ჰუკის მსგავს ჰიპოთეზას ავითარებს:
განამარხებული ფორმების მიხედვით სახეობათა რაღაც ნაწილი დღეს აღარ არსებობს. რა არის
გასაკვირი იმაში რომ დედამიწაზე მომხდარ ცვლილებებთან ერთად სახეობებმაც იცვალეს
ფორმა? ის ამის დასამტკიცებლად ის ანაქსიმანდრეს იდეებს იყენებს: როცა ოკეანე ფარავდა
ყველაფერს, დღესდღეობით ხმელეთზე მცხოვრები ცხოველები წყლის ცხოველები უნდა
ყოფილიყვნენ. შემდეგ, როცა წყალმა უკან დახევა დაიწყო, ისინი ამფიბიებად იქცნენ.

პალეონტოლოგიის ფუძემდებელი, ფრანგი ბუნებისმეტყველი ჟორჟ კუვიე (1769-1832),


განამარხებული სახეობების არსებობას სხვადასხვა ასაკის გეოლოგიურ ქანებში

4
პალეონტოლოგია - მეცნიერება ნამარხი ორგანიზმების შესახებ.

11
კატასტროფების მთელი სერიის მიხედვით ხსნის („კატასტროფიზმი“), რომლის დროსაც
განადგურდა ესა თუ ის სახეობა. მე-17 საუკუნის ზემოხსენებული მოაზროვნეებისგან
განსხვავებით, კუვიესათვის სახეობები უცვლელია, ისინი არ ტრანსფორმირდებიან, არამედ
კვდებიან - გადაშენდებიან. თავისი თეორიის დასაბუთებას კუვიე უძველესი დოკუმენტების
მეშვეობით ცდილობს და ამას „საღვთო ივეოსის“ (ინგ. Sacred ibis) მაგალითით აკეთებს.

ივეოსი ყარყატისნაირთა რიგის დიდი ფრინველია, რომელიც აფრიკის ტერიტორიაზეა


გავრცელებული. 1798 წელს ეგვიპტე დაიპყრო ნაპოლეონ ბონაპარტის ჯარმა, რომელიც
საფრანგეთში განძეულობითა და წმინდა ივეოსის მუმიებით დაბრუნდა. ძველი ეგვიპტელები
ივეოსს თაყვანს სცემდნენ და მილიონობით მათგანს მუმიფიცირებას უკეთებდნენ. ფრანგმა
ბუნებისმეტყველმა, ჟორჟ კუვიემ, ფრინველების მუმიები ჟან-ბატისტ ლამარკის ევოლუციის
თეორიის გასამტყუნებლად გამოიყენა. კერძოდ, კუვიემ აღმოაჩინა, რომ მუმიფიცირებული
ივეოსი და ივეოსის თანამედროვე სახეობის წარმომადგენლები ერთმანეთისაგან არ
განსხვავდებოდნენ, რის საფუძველზეც „სახეობათა ფიქსისტურობას“, უცვლელობას
ამტკიცებდა. კუვიეს ამ მოსაზრებებმა ევოლუციის თეორიისადმი მიმღებლობა ევროპაში
ათეულობით წლით უკან დახია5.

ცნობილმა შვედმა მეცნიერმა, კარლ ლინემ (1707-1778), ერთ-


ერთმა პირველმა დაიწყო ცოცხალი ორგანიზმების
დაჯგუფება-კლასიფიკაცია; მან სახეობებს ორნაწილიანი
სახელები დაარქვა (ბინომური ნომენკლატურა) და ამით
საფუძველი ჩაუყარა ტაქსონომიას6, რისთვისაც
სამართლიანად იწოდება ამ სამეცნიერო დისციპლინის
მამად.

ლინეს თავდაპირველად სჯეროდა, რომ სახეობები


სურათი 3 კარლ ლინე , 1707-1778. უცვლელნი და ღვთიური გეგმის მიხედვით შექმნილნი
წყარო: Wikipedia
იყვნენ: „სახეობების უცვლელობა [ბუნების] წესრიგის

5
The Sacred Ibis debate: The first test of evolution,
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC6159855/#:~:text=The%20ancient%20Egyptians%20revered%20t
he,Baptiste%20Lamarck's%20theory%20of%20evolution.
6
ტაქსონომია - ტაქსონომია (ბერძ. taxis - განლაგება, nomos - კანონი) - აღნიშნავს იმგვარ კლასიფიკაციას,
რომელიც ობიექტს ახასიათებს მარტივი კატეგორიიდან რთულისაკენ. ეს არის კლასიფიკაციის
პრინციპების ნაკრები ან სტრუქტურა. ამ ტერმინის სინონიმად შეგვიძლია განვიხილოთ ასევე
სისტემატიკა, რაც გულისხმობს საგანთა, მოვლენათა დაჯგუფებას.

12
წინაპირობაა“ („Unitas in omni specie ordinem ducit“). თუმცა მოგვიანებით ლინემ შეამჩნია, რომ
მცენარეთა სხვადასხვა სახეობებს ჰიბრიდიზაცია7 შეეძლოთ, წარმოქმნილი ჰიბრიდები კი
ძალიან ჰგავდნენ ახალ სახეობებს. ამის გამო მან შეიცვალა წარმოდგენები და ჩათვალა, რომ
შესაძლოა, ახალი სახეობების დიდი ნაწილი სამყაროს შექმნის შემდეგ, ჰიბრიდიზაციის
საშუალებით წარმოქმნილიყო. თუმცაღა მისთვის ახალი სახეობების წარმოშობა არ იყო
შეუზღუდავი; მისი აზრით, ყველა სახეობა, რომლებიც წარმოიშვა სამოთხის ბაღში არსებული
პირველადი სახეობებისაგან („primae speciei“), მაინც ღმერთის წინასწარ განსაზღვრული
გეგმის ნაწილი იყო და პოტენციურად, იდეის სახით, ისინი ყოველთვის არსებობდნენ. მან
ასევე შეამჩნია სახეობათა შორის ბრძოლა გადარჩენისათვის, თუმცა ჩათვალა, რომ ესეც კვლავ
ღვთიური გეგმის ნაწილი და ბუნების წონასწორობისათვის აუცილებელი იყო. ერთი სახეობის
ცვლილებით (და არა ორის ჰიბრიდიზაციით) ახალი სახეობების წარმოქმნის შესაძლებლობა
და ამ ცვლილებების თეორიულად უსასრულობის იდეა ლინესათვის წარმოუდგენელი იყო.
შესაბამისად, ლინეს იდეები ჯერ კიდევ „ფიქსისტური“ იყო. მიუხედავად ამისა, ეს იყო
დასაწყისი და შეიცავდა ცოდნის მარცვალს, რომელიც მეცნიერთა მომავალ თაობებში
გაღვივდა. მოსაზრება, რომ სახეობები დროთა განმავლობაში იცვლებიან, გვხდება ფრანგ
ბუნებისმეტყველთა პიერ ლუი მორო დე მოპერტუისა (1698-1759) და ჟორჟ ბუფონის (1707-
1788) შრომებში. შემდგომში ერაზმუს დარვინმა (1731-1802) გამოთქვა მოსაზრება, რომ
თბილსისხლიანი (მრავალუჯრედიანი) ცხოველები შესაძლოა წარმოშობილიყვნენ
ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმიდან.

პირველი დასრულებული ევოლუციური სქემა იყო ჟან-ბატისტ ლამარკის (1744-1829)


ტრანსმუტაციის8 თეორია (1809), რომლის მიხედვითაც, ცოცხალი ორგანიზმები
ვითარდებიან, ეგუებიან გარემოს მემკვიდრეობით მიღებული თვისებების საშუალებით,

7
ჰიბრიდიზაცია - გენეტიკურად განსხვავებული მშობლიური ფორმების (სახეობების, გვარების,
ხაზების და სხვ.) შეჯვარების შედეგად წარმოქმნილი ორგანიზმის (ან უჯრედის) მიღების პროცესი.
ერთი სახეობის ინდივიდების შეჯვარებას შიდასახეობრივი ჰიბრიდიზაცია ეწოდება, სხვადასხვა
სახეობების ან გვარების ინდივიდების შეჯვარებას კი შორეული. განასხვავებენ ბუნებრივ და
ხელოვნურ ჰიბრიდიზაციებს.
8 ტრანსმუტაცია - ერთი სახეობის სხვა სახეობად გარდაქმნა.

13
ინდივიდუალური ცხოვრების განმავლობაში იძენენ ახალ ნიშან-თვისებებს და მათაც
მემკვიდრეობით გადასცემენ (ე.წ. „რბილი მემკვიდრეობითობა"9, ინგ. „soft inheritance“).

სამხედრო კარიერის მიტოვების შემდეგ, ლამარკი


ბოტანიკით ინტერესდება. იგი თავდაპირველად
ბუფონმა შენიშნა. 1793 წელს ლამარკმა მუშაობა
დაიწყო პარიზის საბუნებისმეტყველო მუზეუმში
პროფესორის თანამდებობაზე. მას უნდა შეესწავლა
ზოოლოგია, რადგან მას გადასცეს მწერების,
მატლებისა და მიკროსკოპული ცხოველების
უზარმაზარი კოლექცია, რომლის შესწავლაც
არავის სურდა. ამ შემთხვევის გამო, ის
„უხერხემლო“ ცხოველების პალეონტოლოგიის
ფუძემდებელი გახდა. ლამარკს საშუალება მიეცა,
სისტემატურად შეედარებინა განამარხებული და
სურათი 4 ჟან-ბატისტ ლამარკი, 1744-1829. წყარო:
Wikipedia
თანამედროვე ფორმები და გამოექვეყნებინა
ნაშრომები. მან არამარტო დააჯგუფა ბუფონის
მიერ დაყოფილი ცხოველთა სახეობები, არამედ დაიწყო საკუთარი ევოლუციის სქემის
ჩამოყალიბებაც. ლამარკმა გამოიგონა ტერმინი ბიოლოგია - ცოცხალი არსებების
შემსწავლელი მეცნიერება. მისი იდეები ძირითადად ჩამოყალიბებულია მის ცნობილ წიგნში
„ზოოლოგიის ფილოსოფია“ (ფრ. „Philosophie Zoologique“, 1809).

თავდაპირველად ლამარკი ფიქრობდა, რომ სახეობები დროში არ იცვლებიან. თუმცა


მოლუსკების შესწავლის შემდეგ დარწმუნდა, რომ დროთა განმავლობაში სახეობები
განიცდიან ტრანსმუტაციას, ანუ იცვლებიან. მათ შეუძლიათ თავიანთი ნიშან-თვისებები (მაგ.
ორგანოები) გამოიყენონ, ან - არ გამოიყენონ. ორგანოები იცვლებიან გარემოსა და საჭიროების
მიხედვით და ეს ცვლილებები შთამომავლობას გადაეცემა. ლამარკმა ეს პოზიცია საჯაროდ
განაცხადა 1809 წელს და გამოაქვეყნა თავის „ზოოლოგიის ფილოსოფიაში“.

„ბუნებამ შექმნა არა კლასები, გვარები, ოჯახები და მუდმივი სახეობები, არამედ ინდივიდები,
რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებიან და მათ წინაპარ სახეობებს ჰგვანან’’. ლამარკი არ
უარყოფს ღმერთის არსებობას, მაგრამ ცდილობს, მის გარეშე ახსნას ბუნებაში მომხდარი

9 რბილი მემკვიდრეობა - მემკვიდრეობითობის ისეთი ტიპი, რომელიც იმ ნიშან-თვისებების


მემკვიდრეობით გადაცემას გულისხმობს, რომლებიც გარემოს ზეგავლენით ჩამოყალიბდა
ორგანიზმში. წყარო: https://www.bionity.com/en/encyclopedia/Soft_inheritance.html

14
ცვლილებები. მისი ჟირაფის მაგალითი საქვეყნოდაა ცნობილი: ჟირაფი აფრიკის სავანაში
ერთადერთი ცხოველია, რომელიც ხეებზე ფოთლებს სწვდება. ჟირაფს გრძელი კისერი აქვს
და, მიუხედავად ამისა, მისი კისერი ადამიანის და თაგვის კისრის მსგავსად, შვიდი მალისგან
შედგება. მაშ, რატომ აქვს ჟირაფს ასეთი გრძელი კისერი?

სურათი 5 ლამარკისეული ევოლუციის თეორია: ჟირაფებს გრძელი კისერი განუვითარდათ, რადგან ჟირაფების
თაობები კისერს იგრძელებდნენ ხის კენწეროებზე არსებული ფოთლების მისაწვდომად. წყარო: BioNinja

ლამარკის მიხედვით, ჟირაფს კისერი ხეებიდან ფოთლების მოპოვების მიზნით დაუგრძელდა.


მისი ჩვევების შედეგია, რომ წინა ფეხის კიდურები უფრო გრძელია, ვიდრე უკანა და მისი
კისერი ისე დაგრძელდა, რომ უკანა ფეხებზე შედგომის გარეშე შეუძლია თავის 6 მეტრ
სიმაღლეზე აწევა. ლამარკის თანახმად, ფუნქცია და საჭიროება აჩენს ორგანოს. მთლიანობაში,
ლამარკის ევოლუციის თეორია შეგვიძლია ორ მთავარ პრინციპად ჩამოვაყალიბოთ:

(1) ორგანოთა გამოყენება-გამოუყენებლობა (სხეულის ის ნაწილები, რომელთაც ცხოველი


ინტენსიურად იყენებს, ძლიერდება და ზომაში იზრდება. ის ნაწილები კი, რომელთაც არ
იყენებს, დეგრადირდება);

(2) შეძენილ ნიშან-თვისებათა მემკვიდრეობითობა (ორგანიზმის ინდივიდუალური


განვითარების პერიოდში შეძენილი ნიშან-თვისებები შთამომავლობით გადაიცემა).

ეს თეორია დღეს მთლიანად უარყოფილია, თუმცა მაშინ გენეტიკა არ არსებობდა. გრეგორ


მენდელი (1822-1884) ჯერ კიდევ 13 წლის იყო და ამიტომ, არაფერი იყო ცნობილი ნიშან-
თვისებების მემკვიდრეობით გადაცემის შესახებ. ამ თეორიისა და ერთი ხუმრობანარევი
მაგალითის მიხედვით, თუ თაგვს კუდს მოვაჭრით, წესით, მისი შვილები უკუდო უნდა
დაიბადონ. მოგეხსენებათ, რომ ეს ასე არ ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ ლამარკის მთავარი თეორია დღეს გაბათილებულია, მისმა შრომებმა
დიდი წვლილი შეიტანეს ბიოლოგიის განვითარებაში. მან ჩამოყალიბებული თეორიის სახით,

15
პირველმა აჩვენა, რომ ცოცხალი სამყარო დინამიკურია. მეცნიერები ლამარკს ევოლუციის
პირველ თეორეტიკოსად მიიჩნევენ.

დარვინამდელ ევოლუციონისტებს ის აერთიანებდათ, რომ ვერცერთმა მათგანმა ვერ


მოახერხა, მიეგნო ცოცხალი ორგანიზმების ნიშან-თვისებათა ცვლილებებისა და ახალ
სახეობათა წარმოშობის მიზეზისათვის. მანამდე ერთნი ფიქრობდნენ, რომ ეს იყო
ზებუნებრივი ნება (ფიქსისტური წარმოდგენები: ყველაფერი წინასწარი გეგმის მიხედვით
შეიქმნა); მეორენი, უფრო „პროგრესულნი“, ფიქრობდნენ, რომ ეს იყო ბიოლოგიური სწრაფვა
მეტი სირთულისაკენ (ჟირაფს სჭირდება გრძელი კისერი; მოინდომა და კისერიც
დაუგრძელდა, შემდეგ კი შთამომავლობას გადასცა). არც ერთი იყო სწორი და არც - მეორე.
დარვინმა მოახერხა ევოლუციის მიზეზის ახსნა და სწორედ ამაშია მისი გენიალობა.

ჩარლზ დარვინი

ჩარლზ რობერტ დარვინი (1809-1882) დაიბადა დასავლეთ ბრიტანეთის პატარა ქალაქ


შრუსბურში. 1825 წელს, მამის თხოვნით, სწავლა ედინბურგის უნივერსიტეტის მედიცინის
სკოლაში გააგრძელა, მაგრამ ამ პროფესიამ საერთოდ არ დააინტერესა, ლექციები კი
მოსაწყენად მოეჩვენა. ჩარლზ დარვინს ბავშვობიდან აინტერესებდა საბუნებისმეტყველო
საგნები, ამიტომ მეორე კურსიდანვე, 1826 წლის შემოდგომაზე, გაერთიანდა უნივერსიტეტის
ბუნების ისტორიის მოყვარულთა კლუბში, ე.წ. „პლინიუსის საზოგადოებაში“. სწორედ აქ
გაიცნო ცნობილი მეცნიერი და კლუბის წევრი, რობერტ ედმონდ გრანტი (1793-1874). დარვინი
გრანტის მოწაფე გახდა და მისთვის ზღვის უხერხემლოთა სინჯების შეგროვება და მათი
ანატომიის შესწავლა დაიწყო, რასაც მალე პუბლიკაციებიც მოჰყვა. ასევე, მან შეისწავლა
მცენარეთა კლასიფიცირება და უნივერსიტეტის მუზეუმის კოლექციების დალაგებაში მიიღო
მონაწილეობა.

ედმუნდ გრანტმა დარვინი ლამარკის იდეებსაც აზიარა. ჩარლზს წაკითხული ჰქონდა ბაბუის,
ერასმუს დარვინის, ცნობილი „ზოონომია“, თუმცა ამ ნაშრომს მასზე, როგორც ჩანს, დიდი
შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ლამარკის ნაწერების გაცნობის შემდეგ კი დარვინი
ევოლუციის ამბებით დაინტერესდა.

მედიცინისადმი ჩარლზის აგდებული დამოკიდებულებით გაღიზიანებულმა მამამ იგი


კემბრიჯის უნივერსიტეტში გადაიყვანა, სადაც მას ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი უნდა
მიეღო და ანგლიკანი მღვდელი გამხდარიყო. თუმცა, დარვინი აქაც მწერების შეგროვებითა და
ენტომოლოგიით დაინტერესდა და ბოტანიკის პროფესორ ჯონ სტივენს ჰენსლოუს (1796-

16
1861) დაუმეგობრდა. სწორედ ჰენსლოუმ მიიწვია ის კომპანიონად გემ „ბიგლით“
მოგზაურობაში, რომელიც 1831 წლის 27 დეკემბერს დაიწყო და 1836 წლის 2 ოქტომბრამდე
გაგრძელდა. მოგზაურობისას დარვინმა შეაგროვა დიდი რაოდენობით გეოლოგიური,
ბოტანიკური, ანთროპოლოგიური და სხვა კოლექციები, რომელთაც დიდი მნიშვნელობა
ჰქონდათ ბუნებისმეტყველთათვის. მით უმეტეს, რომ ისინი ჯერ კიდევ უცნობი ეგზოტიკური
რეგიონებიდან მოდიოდნენ.

მოგზაურობიდან დაბრუნებული დარვინი უკვე ცნობილი ადამიანია. მან უამრავი ნიმუში


ჩამოიტანა და იაზრებდა, რომ მის გაანალიზებას მარტო ვერ მოახერხებდა. სხვა მეცნიერები
სიხარულით დათანხმდნენ თანამშრომლობაზე: რა თქმა უნდა, ჯონ ჰენსლოუ (1796-1861)
ცნობილი გეოლოგი ჩარლზ ლიელი (1797-1875), ანატომისტი რიჩარდ ოუენი (1804-1892) და
სხვანი. მან მოგზაურობიდან ჩამოტანილი ჩიტების კოლექცია ცნობილ ორნითოლოგ ჯონ
გულდს (1804-1881) გადასცა. თვით დარვინი კემბრიჯში დასახლდა და გამალებით შეუდგა

მუშაობას. მალე გამოაქვეყნა პირველი სტატიაც და წარუდგინა ლონდონის გეოლოგიურ


საზოგადოებას, ჩიტებისა და ძუძუმწოვართა
კოლექციები კი - ლონდონის ზოოლოგიურ
საზოგადოებას.

მალე ორნითოლოგმა ჯონ გულდმა დაადასტურა,


რომ დარვინის მიერ შეგროვებული სკვინჩები 12
სხვადასხვა სახეობას განეკუთვნებოდნენ.
ბიოლოგმა რიჩარდ ოუენმა
სურათი 6 დარვინის სკვინჩები. წყარო: Wikipedia
დაადასტურა, რომ ნაპოვნი
ორგანიზმების სახეობები ენათესავებოდნენ იმავე გეოგრაფიულ რეგიონებში ნაპოვნ ნამარხ
სახეობებს. გეოლოგმა ჩარლზ ლიელმა გეოლოგიური საზოგადოებისადმი თავის
საპრეზიდენტო მიმართვაში ხაზი გაუსვა ოუენის დასკვნების სისწორეს, გეოლოგიური
თვალსაზრისით.

ამ და სხვა მაგალითების შესწავლის შემდეგ დარვინი დარწმუნდა, რომ სახეობათა გარდაქმნა


მართლა ხდება და ჩაიწერა პირველი ევოლუციური იდეები თავის ცნობილი წითელ
ბლოკნოტში. მოგვიანებით მან საგანგებო "ბლოკნოტი B" მიუძღვნა მსგავს იდეებს. სწორედ აქ
დახატა მან სახეობათა გენეალოგიური დაყოფა, პირველი ევოლუციური ხე! მან, ასევე,
გამოიკვლია ცხოველთა გამრავლება და ჯიშების გამოყვანა („ხელოვნური გადარჩევა“):
ფერმერები არჩევენ მხოლოდ იმ ინდივიდუალურ ცხოველებს (ინდივიდებს), რომელთაც

17
საჭირო/საინტერესო ნიშან-თვისებები აქვთ. რამდენიმე თაობის მერე კი მათ შთამომავლებს
უკვე მნიშვნელოვნად გამოხატული აქვთ ფერმერისათვის საინტერესო თვისებები.

1840 წელს დარვინი ჯერ კიდევ არ გრძნობს თავს მზად, გამოაქვეყნოს თავისი ნაშრომი. ამ
დროს გამოდის რობერტს შამბერის ტრანსფორმისტული ნაშრომი, რომელიც ცუდად არის
არგუმენტირებული და დიდ პოლემიკას იწვევს სამეცნიერო წრეებში. ზუსტად ამის თავიდან
არიდება სურს დარვინს. მას უნდა, თავისი იდეების გასამყარებლად რაც შეიძლება მეტი
ფაქტი და არგუმენტი დააგროვოს. 1855 წელს ალფრედ უოლასმა (1823-1913) გამოაქვეყნა
სტატია ევოლუციის მისეული ვერსიის შესახებ. უოლასმა შეაგროვა დიდი რაოდენობით
მასალა და წარმოადგინა იდეები სახეობათა ცვლილებებსა და მათ გეოგრაფიულ
გავრცელებაზე. 1858 წელს, უოლასმა დარვინს ბუნებაში არსებული გადარჩევის მექანიზმის
შესახებ დაწერილი სტატია გაუგზავნა და ერთობლივი სტატიის გამოქვეყნება შესთავაზა. ასეც
მოხდა. ეჭვები გაიფანტა: ორივე მათგანს ერთნაირი იდეები აქვთ სახეობათა ცვლილებების

18
ასახსნელად (თუმცა მნიშვნელოვანი განსხვავებებით). 1858 წლის 1 ივლისს ლონდონის ლინეს
სახელობის საზოგადოების წინაშე ჩარლზ ლიელმა, თომას ჰაქსლიმ და დალტონ ჰუკერმა
ჩარლზ დარვინისა და ალფრედ უოლასის ერთობლივი
სტატიის ამონარიდები წარადგინეს (დარვინი ამ წარდგენას
შვილის გარდაცვალების გამო არ დასწრებია). ამ ამბავს დიდი
გამოხმაურება არ მოჰყოლია. ლინეს საზოგადოების
პრეზიდენტმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ იმ წელს არცერთი
რევოლუციური აღმოჩენა არ გაკეთებულა. მძიმე შრომის
გამო, დარვინს ჯანმრთელობა საკმაოდ შეერყა. თუმცა
მეგობრების მუდმივი შეგულიანებითა და დახმარებით,
მაინც მოახერხა სამუშაოს დასრულება. ჩარლზ ლიელი
მოურიგდა გამომცემელ ჯონ მურეის (John Murray) და 1859
წლის 22 ნოემბერს პირველად გამოვიდა და უსწრაფესად
გაიყიდა 1250 ასლი ჩარლზ დარვინის წიგნისა „სახეობათა
სურათი 7 ჩარლზ დარვინი,
ევოლუციური ხე, ჩანახატი წარმოშობა“.
რვეულიდან „სახეობათა
ტრანსმუტაცია", 1837. წყარო:
Wikipedia

სურათი 8 ლამარკის და დარვინის ხედვების შედარება ევოლუციასთან მიმართებაში.

19

You might also like