You are on page 1of 13

რამდენიმე ნაწყვეტი დიმიტრი მერეჟკოვსკის რომანიდან “იულიანე

განდგომილიდან”

წიგნი 1

“ელინურ სიბრძნეს მოწყურებული ცხრამეტი წლის იულიანე მცირე აზიის


ქალაქებში - ნიკომედიაში, პერგამოსსა და სმირნაში მოგზაურობდა,
სადაც მან ცნობილი თეურგისა და სოფისტის, ნეოპლატონიკოსისა და
პორფირიოსის მოწაფის, ქალკიდელი იამბლიკუსის[85] ანუ, როგორც მას
უწოდებდნენ, ღვთიური იამბლიკუსის შესახებ შეიტყო.

იულიანე მასთან გაემართა ქალაქ ეფესოში.

იამბლიკუსი დანაოჭებული, გამხდარი და ჩია მოხუცი იყო, რომელსაც


საკუთარ ავადმყოფობაზე საუბარი უყვარდა. მას ნიკრისის ქარი,
სახსრების ტეხა და თავის ტკივილი აწუხებდა; ლანძღავდა ექიმებს,
მაგრამ გულმოდგინედ მკურნალობდა და ტკბობით საუბრობდა
საფენების, ნაყენების, წამლებისა და სალბუნების შესახებ;
ზაფხულობითაც რბილი და თბილი, ორმაგი ტუნიკა ეცვა, მაგრამ
ვერაფრით ვერ თბებოდა და მზეს მუდამ ხვლიკივით ეფიცხებოდა.

“და პორფირიოსის მოწაფის, ქალკიდელი იამბლიკუსის[85] ანუ,


როგორც მას უწოდებდნენ, ღვთიური იამბლიკუსის შესახებ შეიტყო.

იულიანე მასთან გაემართა ქალაქ ეფესოში.

იამბლიკუსი დანაოჭებული, გამხდარი და ჩია მოხუცი იყო, რომელსაც


საკუთარ ავადმყოფობაზე საუბარი უყვარდა. მას ნიკრისის ქარი,
სახსრების ტეხა და თავის ტკივილი აწუხებდა; ლანძღავდა ექიმებს,
მაგრამ გულმოდგინედ მკურნალობდა და ტკბობით საუბრობდა
საფენების, ნაყენების, წამლებისა და სალბუნების შესახებ;
ზაფხულობითაც რბილი და თბილი, ორმაგი ტუნიკა ეცვა, მაგრამ
ვერაფრით ვერ თბებოდა და მზეს მუდამ ხვლიკივით ეფიცხებოდა.

იამბლიკუსი ახალგაზრდობიდან გადაეჩვია ხორცით კვებას და მის


მიმართ ზიზღს განიცდიდა; არც ესმოდა, როგორ შეეძლოთ ადამიანებს
ხორცით კვება. მოახლე მისთვის ქერის საგანგებო ფაფას, მცირეოდენ
თბილ ღვინოსა და თაფლს ამზადებდა. მოხუცს უკბილო პირით პურის
დაღეჭვაც კი არ შეეძლო.

იამბლიკუსის გარშემო მთელი სამყაროდან ჩამოსული პატივსაცემი და


დიდგვაროვანი მოწაფეები ირეოდნენ, მათ შორის რომიდან,
ანტიოქიიდან, კართაგენიდან, ეგვიპტიდან, მესოპოტამიიდან,
სპარსეთიდან და ყოველ მათგან სწამდა, რომ იამბლიკუსი სასწაულებს
სჩადიოდა. იგი მათ ეპყრობოდა, როგორც მამა, რომელსაც თავი
მოაბეზრეს უმწეო შვილებმა. როდესაც ისინი კამათსა და ჩხუბს
იწყებდნენ, იამბლიკუსი ხელებს იქნევდა და თითქოს ტკივილისგან სახე
ეკრუნჩხებოდა. ჩუმად საუბრობდა და რაც უფრო ხმამაღლა
კამათობდნენ მოწაფეები, მით უფრო ჩუმი ” “ხდებოდა მისი საუბარი.

1
იამბლიკუსი ვერ იტანდა ხმაურს, ხმამაღალ ადამიანებსა და ჭრაჭუნა
სანდლებს.

იულიანე გაკვირვებული შეჰყურებდა თავნება, მცივანა და ავადმყოფ


მოხუცს, და არ ესმოდა, რა ძალით იზიდავდა იგი ადამიანებს.

მას ახსენდებოდა ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ იხილეს მოწაფეებმა


ერთხელ ღვთაებრივი, რომელიც ლოცვის დროს ზეციური ძალით იქნა
მიწიდან აზიდული ათი წყრთის[86] სიმაღლეზე და გარს ოქროსფერი
ციალი ეკრა; ახსოვდა მეორე ამბავი, თუ როგორ გამოიძახა მოძღვარმა
სირიულ ქალაქ გადარაში ცხელი წყლის ორი წყაროდან ეროსი და
ანტეროსი[87] - ერთი, სიყვარულის მხიარული და ქერათმიანი, ხოლო
მეორე - მწუხარე და შავგვრემანი გენია. ორივე ბავშვივით მიილტვოდა
იამბლიკუსისკენ და მისივე მინიშნებით გაქრა.

იულიანე მასწავლებლის სიტყვებს უსმენდა, მაგრამ მათში ძალას ვერ


გრძნობდა. პორფირიოსის[88] სკოლის მეტაფიზიკა მისთვის
უსიცოცხლო, მშრალი და მტანჯველად რთული იყო. იამბლიკუსი თითქოს
დიალექტიკური დაბრკოლებების გადალახვით ერთობოდა. მის
სწავლებაში ღმერთის, სამყაროს, იდეებისა და პლოტინის[89] ტრიადის
შესახებ იგრძნობოდა დიდი მწიგნობრობა, მაგრამ არა სიცოცხლის
ნაპერწკალი. იულიანე ამას არ ელოდა.

და მაინც ელოდა.

იამბლიკუსს უცნაურად მწვანე თვალები ჰქონდა, რომლებიც 


დანაოჭებულ და მუქ სახეზე მეტ სიმკვეთრეს იძენდნენ. ასეთი მწვანე
ფერი აქვს ზოგჯერ ღრუბლებს მიღმა ”
“საღამოს ცას ჭექა-ქუხილამდე. იულიანეს ეჩვენებოდა, თითქოს ამ
არაადამიანურ და მიწიერ თვალებში კრთოდა ის გველური სიბრძნე[90],
რომლის შესახებ იამბლიკუსი მოწაფეებთან კრინტს არ ძრავდა. მაგრამ
მოულოდნელად, დაღლილი და ჩუმი ხმით ღვთიური კითხულობდა,
რატომ არ იყო მზად ქერის ფაფა ან საფენები, უჩიოდა სახსრების
ტკივილს და მთელი ხიბლი ქრებოდა.

ერთხელ იამბლიკუსი იულიანესთან ერთად ზღვის სანაპიროზე


სეირნობდა. საამო და სევდიანი საღამო იყო. შორს, პანორმოსის
ნავსადგურის თავზე თეთრად მოჩანდა არტემიდე ეფესელის ტაძრის
ქანდაკებებით მორთული კიბის საფეხურები. კაისტროსის ქვიშიან
ნაპირზე (გადმოცემის მიხედვით, სწორედ აქ შვა ლეტომ[91] არტემიდე
და აპოლონი) თხელი ლელიც კი არ ირხეოდა. ორტიგიოსის წმინდა
კორომის მრავალრიცხოვანი სამსხვერპლოებიდან კვამლი სვეტებად
ადიოდა ცაში. სამხრეთით სამოსის მთები მოჩანდა ლურჯად. ზღვა იყო
მშვიდი, როგორც მძინარე ბავშვის სუნთქვა. გამჭვირვალე ტალღები
მოსწორებულ, შავ ქვიშაზე ამორბოდნენ; გარშემო დღის განმავლობაში
დამთბარი მარილიანი წყლისა და ზღვის მცენარეულობის სურნელი
იდგა. ჩამავალი მზე ღრუბლებს მიეფარა და ოქროსფერი მოფინა მათ
მწვერვალებს.

2
იამბლიკუსი ქვაზე ჩამოჯდა, იულიანე - მის ფერხთით. მოძღვარი მას შავ,
ხეშეშ თმაზე ეფერებოდა.

მოწყენილი ხარ?
დიახ.
ვიცი. შენ ეძებ და ვერ პოულობ. არ გაქვს ძალი თქვა: იგი არის, და ვერ
ბედავ თქვა: იგი არ არის.”
“როგორ მიხვდი, მოძღვარო?
ჩემო ბიჭუნავ! აგერ უკვე ორმოცდაათი წელიწადია, რაც იგივე სენით ვარ
შეპყრობილი და სიკვდილამდე ასე ვიქნები. ფიქრობ, რომ მე უკეთ
ვიცნობ მას, ვიდრე შენ? ვერც მე ვიპოვე. ქვეყნად მოვლენის მარადი
ტანჯვა. მასთან შედარებით ყველა სხვა ტანჯვა უმნიშვნელოა. ადამიანებს
ჰგონიათ, რომ ისინი შიმშილის, წყურვილის, ტკივილის ან სიღარიბისგან
იტანჯებიან. სინამდვილეში კი მათ მხოლოდ ის აზრი სტანჯავთ, რომ
შესაძლოა ის არ არსებობდეს. ეს არის ერთადერთი  სამყაროული სევდა.
ვინ გაბედავს თქვას: ის არ არის, და ვინ იცის, რა ძალაა საჭირო იმის
სათქმელად, რომ ის არის?
შენც კი ვერასოდეს მიხვედი მასთან ახლოს?
ცხოვრების განმავლობაში სამჯერ განვიცადე აღტაცება - სრული ერთობა
მასთან. პლოტინმა - ოთხჯერ, პორფირიოსმა - ხუთჯერ. იყო სამი წამი ჩემს
ცხოვრებაში, რომელთათვის ღირდა ცხოვრება.
მე ვკითხე ამის შესახებ შენს მოწაფეებს, მაგრამ მათ არაფერი იციან...
გაბედავენ კი ისინი ცოდნას? მათთვის სიბრძნის ჩენჩოც საკმარისია.
გული თითქმის ყველას მოაკვდინებს.
დაე მოვკვდე. მომეცი იგი მე, მასწავლებელო!
გაბედავ აღებას?
თქვი, თქვი!
მე რა უნდა ვთქვა? ეს მე არ გამომდის... და ამის შესახებ საუბარი
უხერხულიც კია. ყურიდაუგდე საღამოს სიჩუმეს, ყველა სიტყვაზე მეტს იგი
გეტყვის.
და კვლავ ეფერებოდა თმაზე იულიანეს, ”
“როგორც ბავშვს. მოსწავლემ იფიქრა: „ეს არის ის, ამას ველოდი!“ იგი
მუხლებზე მოეხვია იამბლიკუსს, ვედრებით ახედა და თქვა:

შემიბრალე, მოძღვარო!  ყველაფერი მითხარი. არ დამტოვო...


იამბლიკუსმა ჩუმად დაიწყო საუბარი, თავისთვის, თითქოს ვერც ამჩნევდა
იულიანეს. უცნაურად უმოძრაო, მწვანე თვალები ღრუბლებისკენ
მიეპყრო, რომელთა შორის მზის სხივები გამოკრთოდა.

კი, ეს ასეა... ჩვენ ყველამ დავივიწყეთ ჩვენი ზეციური მამის ხმა. როგორც
აკვნიდან მამასთან განშორებულ შვილებს, ჩვენ კიდეც გვესმის და ვერც
ვცნობთ მას. საჭიროა, რომ სულში ყველაფერი დადუმდეს, ყველა
ზეციერი და მიწიერი ხმა. და მაშინ გავიგონებთ ჩვენ მას... სანამ გონება
ელვარებს და შუადღის მზესავით ასხივოსნებს სულს, ჩვენ ჩვენადვე
ვრჩებით და ვერ ვხედავთ ღმერთს. მაგრამ როდესაც გონება იწყებს
ქვესვლას, სულს აღტაცება, როგორც ღამის ცვარი, ისე ეფინება...
ბოროტები ვერ გრძნობენ აღტაცებას. მხოლოდ ბრძენი იქცევა ქნარად,
რომელიც თრთის და მღერს ღმერთის ხელში. საიდან მოდის ეს შუქი,
რომელიც სულს ანათებს? არ ვიცი. ის მოულოდნელად მოდის, როდესაც

3
მას არ ელი. მისი ძებნა შეუძლებელია. ღმერთი ჩვენთან ახლოს არის.
მზადებაა საჭირო, მშვიდად, და კიდევ მოლოდინი, ისე, როგორც
თვალები ელიან მზის ამოსვლას, პოეტის სიტყვებით რომ ვთქვათ, შავი
ოკეანიდან. ღმერთი არ მოდის და არ მიდის. ის აქ არის. ის არის
სამყაროს უარყოფა, უარყოფა ყველაფრის, რაც არსებობს. ის - არარაა.
ის - ყველაფერია.”

“იამბლიკუსი ქვიდან წამოდგა და გამხდარი ხელები გაშალა.

ჩუმად, ჩუმად, ვამბობ მე. ჩუმად! ყველამ უსმინეთ მას. ის აქ არის. დაე,
დადუმდეს მიწა და ზღვა და ჰაერი და ზეცაც კი. უსმინეთ! ის ავსებს
სამყაროს, აღწევს ატომებში, ასხივოსნებს მატერიას - ქაოსი, ღმერთთა
შიშის საგანი - როგორც საღამოს მზე ანათებს შავ ღრუბლებს...
იულიანე უსმენდა და მას ეჩვენებოდა, რომ მასწავლებლის სუსტი და
მშვიდი ხმა ავსებდა სამყაროს და აღწევდა ზეცასა და ზღვის კიდეს.
მაგრამ იულიანეს სევდა იმდენად დიდი იყო, რომ ყმაწვილს კვნესა
აღმოხდა მკერდიდან:

მამაო, მაპატიე, მაგრამ თუკი ეს ასეა, რა საჭიროა ცხოვრება? რა საჭიროა


დაბადებისა და სიკვდილის მუდმივი მონაცვლეობა? რატომ არსებობს
ტანჯვა? ბოროტება? რისთვის არის სხეული? რატომ არის ეჭვი? რატომ
გვსურს შეუძლებლის მიღწევა?
იამბლიკუსმა მშვიდად შეხედა მას და კვლავ გადაუსვა ხელი თმაზე:

სწორედ აქ იმალება საიდუმლო, შვილო ჩემო. არ არსებობს ბოროტება,


არ არსებობს სხეული, არ არსებობს სამყარო, თუკი არის ის. ან ის ან
სამყარო. ჩვენ გვეჩვენება, რომ ბოროტება, სხეული და სამყარო
არსებობს. ეს აჩრდილია, ცხოვრებისეული სიცრუეა. გახსოვდეს: ყველას
ერთი სული აქვს, ყველა ადამიანსა და პირუტყვსაც კი. ოდესღაც ყველანი
მამის მკერდს ვიყავით მიკრული ერთიან შუქში. მაგრამ ერთ დღეს
სიმაღლიდან გადმოვხედეთ შავსა და მკვდარ მატერიას და თითოეულმა
საკუთარი სახე დაინახა, ისე, როგორც ”
“სარკეში. და სულმა უთხრა საკუთარ თავს: „მე შემიძლია, მე მინდა ვიყო
თავისუფალი. მე ვიქნები, როგორც ის. ნუთუ ვერ გავბედავ მოვშორდე მას
და გავხდე ყოველი?“ სული, მდინარეში შესული ნარცისის[92] მსგავსად,
ტკბებოდა საკუთარი სილამაზის ცქერით, რაც სხეულში იყო არეკლილი.
და დაეცა. სურდა ბოლომდე დაცემულიყო, საუკუნოდ დაშორებოდა
ღმერთს, მაგრამ არ შეეძლო: მოკვდავის ფეხები მიწას ეხებიან, სხეული
კი ზეცას სწვდება და დაბადებებისა და სიკვდილთა მარად კიბეზე ყველა
არსების სული მასთან ადის და მისგან ეშვება. სურთ მისი დატოვება,
მაგრამ არ ძალუძთ. ყოველ სულს თავად სურს ღმერთობა, მაგრამ
ფუჭად: სული მამის მკერდს მისტირის. მიწაზე იგი ვერ მოიპოვებს
სიმშვიდეს, იგი ერთობას ელტვის. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ მას და მაშინ
ყოველი იქნება ღმერთი და ღმერთი იქნება ყოველში. შენ არ ხარ
ერთადერთი, ვინც მას ნატრობს. ნახე, როგორი ზეციური სევდაა ბუნების
მდუმარებაში. ყური მიუგდე, ნუთუ ვერ გრძნობ, რომ ყველაფერი მას
ნატრობს?
მზე ჩაეშვა. ღრუბელთა ოქროსფრად გავარვარებული კიდეები ქრებოდა.
ზღვა მკრთალი და ჰაეროვანი გახდა, როგორც ცა, ცა კი ღრმა და

4
უფსკერო, როგორც ზღვა. ოთხთვალამ გაიქროლა გზაზე, რომელშიც
ყმაწვილი კაცი და გოგონა, შესაძლოა შეყვარებულები, ისხდნენ. ქალის
ხმით გაისმა სიყვარულის ნაცნობი და სევდიანი სიმღერა. შემდეგ
ყველაფერი ისევ დადუმდა და კიდევ უფრო სევდიანი გახდა. ზეციდან
სწრაფად ეშვებოდა სამხრეთული ღამე.

იულიანემ ჩაიჩურჩულა:” “რამდენჯერ მიფიქრია: რატომ არის ასეთი


სევდა ბუნებაში? რაც უფრო თვალწარმტაცია, მით უფრო სევდიანია იგი...
იამბლიკუსმა ღიმილით უპასუხა:

კი, ასეა... ნახე: მას სურს მოგვითხროს საკუთარი სევდის შესახებ, მაგრამ
არ შეუძლია. ის მუნჯია. მას სძინავს და სურს სიზმარში გაიხსენოს ღმერთი,
მაგრამ, მატერიით დამძიმებულს, ეს არ შეუძლია. იგი მას ბუნდოვან
თვლემაში განჭვრეტს. მთელი სამყარო, ყველა ვარსკვლავი, ზღვა, მიწა
და ცხოველები, მცენარეები და ადამიანები, ეს ყველაფერი ბუნების
სიზმარია ღმერთის შესახებ. ის, რასაც იგი განჭვრეტს, იბადება და კვდება.
იგი მხოლოდ ჭვრეტით ქმნის, როგორც ეს სიზმრად ხდება. ადვილად
ქმნის, ძალისხმევისა და დაბრკოლების გარეშე. ამიტომ არიან მისი
ქმნილებები ასე ლაღები, უმიზნონი და ღვთიურნი. ბუნების სიზმართა
თამაში ღრუბლების თამაშს წააგავს, დასაწყისისა და დასასრულის
გარეშე. სამყაროში არაფერია ჭვრეტის გარდა. რაც უფრო ღრმაა იგი,
მით უფრო ჩუმია ის. ნება, ბრძოლა, ქმედება - ეს არის ღმერთის
დასუსტებული, დაუსრულებელი ან ბნელით მოცული ჭვრეტა. ბუნება მის
დიად უმოქმედობაში გეომეტრის მსგავსად ქმნის ფორმებს: არსებობს ის,
რასაც იგი ხედავს. ბუნებაც, დედის მუცლიდან შობს ფორმებს, მაგრამ
მისი მდუმარე, ბუნდოვანი ჭვრეტა მხოლოდ განსხვავებულის, უცხადესის
სახეა. ბუნება ეძებს სიტყვებს და ვერ პოულობს. ბუნება - მძინარე დედა
კიბელაა[93] მუდამ დახრილი ქუთუთოებით. მხოლოდ ადამიანმა შეძლო
იმ სიტყვის პოვნა, ”
“რომელსაც იგი ეძებდა და ვერ იპოვა. ადამიანის სული არის ბუნება,
რომელმაც ზეასწია მთვლემარე ქუთუთოები, გაიღვიძა და მზად არის
იხილოს ღმერთი არა სიზმრად, არამედ უკვე ცხადში, პირისპირ...
დაბნელებულ ცაზე პირველი ვარსკვლავები გამოისახა, რომლებიც ხან
ქრებოდნენ და ხან ისევ ინთებოდნენ, თითქოს ზეცას მბრუნავი ალმასები
გამოეკიდაო. შემდეგ ახლებმა ინათეს. იამბლიკუსმა მათზე მიუთითა.

იცი, რას მივამსგავსებ სამყაროს, ამ მზესა და ყველა ვარსკვლავს? ბადეს


მივამსგავსებ, ზღვაში გადაგდებულს. ღმერთი მოიცავს სამყაროს,
როგორც ზღვა მოიცავს ბადეს. ბადე მოძრაობს, მაგრამ წყლის შეჩერება
არ შეუძლია. სამყაროს სურს, მაგრამ არ შეუძლია ღმერთის შეცნობა.
ბადე მოძრაობს, მაგრამ ღმერთი მშვიდია, როგორც წყალი, რომელშიც
ბადეა ჩაგდებული. სამყარო რომ არ მოძრაობდეს, ღმერთი არაფერს
შექმნიდა, არ დაირღვევდა სიმშვიდეს, რადგან რისთვის და რას უნდა
ელტვოდეს იგი? იქ, მარადი დედების სამეფოში, სამყაროული სულის
წიაღშია დაფარული თესლი, იდეა და ფორმა ყველაფრისა, რაც იყო,
არის და იქნება. დაფარულია სიტყვა-ჩანასახი ბალახის,  კალიის და
ოლიმპიური ღმერთისაც...
მაშინ იულიანემ ხმამაღლა იყვირა და მისი ხმა ღამის წყვდიადში
სასიკვდილოდ დაჭრილის ყვირილს ჰგავდა:

5
ვინ არის ის? ვინ არის? რატომ არ გვპასუხობს, როცა ვუხმობთ? რა ჰქვია?
მე მინდა ვიცნობდე მას, მესმოდეს მისი და ვხედავდე! რატომ გაურბის
ჩემს ფიქრს? ”
“სად არის?
შვილო, რას ნიშნავს აზრი მასთან შედარებით? მას არ აქვს სახელი: ის
ისეთია, რომ ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რა არ უნდა იყოს ის,
და არ ვიცით, თუ რა არის ის. მაგრამ ნუთუ შენ შეძლებ იტანჯო და არ
ადიდო იგი? შეძლებ გიყვარდეს და არ ადიდო იგი? დაწყევლო და არ
ადიდო იგი? ყველაფრის შემოქმედი, თვითონ ის - არაფერია
ყველაფრიდან, რაც მან შექმნა. როდესაც შენ ამბობ: ის არ არის, შენ
არანაკლებ ადიდებ მას, ვიდრე მაშინ, როდესაც ღაღადებ: ის არის. მის
შესახებ არაფრის მტკიცება არ შეიძლება, არც ყოფიერების, არც
ცხოვრების, არც არსის, რადგან ის ყოფიერებაზე, ცხოვრებასა და არსზე
მაღლა იმყოფება. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ იგი არის სამყაროს
უარყოფა, უარყოფა შენი აზრისა. უარყავი არსებული, ყველაფერი, რაც
არის და იქ, უფსკრულთა უფსკრულში, ენით გამოუთქმელ წყვდიადში
იპოვი მას, როგორც სხივს სინათლისა. დათმე მისთვის მეგობრები,
ნათესავები, სამშობლო, ცა, მიწა, საკუთარი თავი და საკუთარი გონება.
მაშინ შენ უკვე ვეღარ დაინახავ შუქს, რადგან თავად იქნები შუქი. შენ
ვეღარ იტყვი: მე და ის, შენ იგრძნობ, რომ შენ და ის ერთი მთლიანი ხართ.
და სული შენი გაიცინებს საკუთარ სხეულზე, როგორც აჩრდილზე. მაშინ
დადგება მდუმარება, მაშინ აღარ იქნება სიტყვები. და თუ იმ წუთს
სამყაროს განადგურება დაიწყება, შენ მოხარული იქნები, რადგან რად
გინდა სამყარო, როდესაც შენ მასთან რჩები? შენ სულს აღარ ექნება[…]”
“რადგან იგი ფიქრზე მეტია. ფიქრი არის სინათლის ძიება, მაგრამ იგი არ
ეძებს სინათლეს, რადგან თავად არის სინათლე. იგი მთელ სულს 
მოიცავს და საკუთარ თავად გარდაქმნის. და მაშინ, უგრძნობი და
მარტოსული მოისვენებს იგი გონების, ზნეობისა და იდეის სამეფოს
მიღმა, მიღმა სილამაზისა  - უფსკრულში, სინათლის მამის წიაღში. სული
ხდება ღმერთი, თუმცა უკეთესია ვთქვათ, რომ მხოლოდ იხსენებს, რომ
უხსოვარი დროიდან იგი იყო და იქნება ღმერთი.
.................................................................................
...........

ასეთია, შვილო ჩემო, ოლიმპიელთა ცხოვრება, ასეთია ღმერთის


მსგავსთა და ბრძენთა ცხოვრება: ყოველივე სამყაროულის უარყოფა,
მიწიერ გრძნობათა მიმართ სიძულვილი, სულის ლტოლვა ღმერთისაკენ,
რომელსაც იგი პირისპირ დაინახავს.

იამბლიკუსი დადუმდა, იულიანე კი მის ფერხთით დაეცა, მაგრამ ვერ


ეხებოდა მათ, არამედ მხოლოდ კოცნიდა მიწას, რომელსაც წმინდანის
ფეხები ეხებოდნენ. შემდეგ მოწაფემ თავი წამოსწია და უცნაურ, მწვანე
თვალებში ჩახედა მას, რომელშიც „გველური“ სიბრძნის ამოხსნილი
საიდუმლო კიაფობდა. თვალები თითქოს ცაზე მშვიდი და უსაზღვრო იყო,
თითქოს მათგან წმინდა ძალა მოედინებოდა.

იულიანემ ჩურჩულით თქვა:

6
მოძღვარო, შენ ყოვლისშემძლე ხარ. მწამს! უბრძანე მთებს და ისინი
დაიძვრებიან![94] იყავი მისი მსგავსი! ჩაიდინე სასწაული! შეძელი
შეუძლებელი! შემინდე! მწამს, მწამს!
შვილო ჩემო, რას მთხოვ? სასწაული, რომელიც შესაძლოა შენს სულში
მოხდეს, ნუთუ ყველა იმ სასწაულზე დიდი არ არის, რომლის ჩადენაც მე
შემიძლია? შვილო ჩემო, ნუთუ დიადი და ზეციური სასწაული არ არის
ძალა, რომლის მეოხებითაც შენ გაბედავ თქვა: ის არის, მაგრამ თუ არ
არის, იტყვი: ის იქნება? და შენ ამბობ - დაე იყოს ის, მე ასე მსურს!”

თ. X

იულიანე, შეხედე ადამიანებს შავ სამოსში! ეს საღამოს აჩრდილებია,


სიკვდილის აჩრდილები. მალე აღარ იარსებებს არანაირი თეთრი
სამოსი, მზით შუქფენილი მარმარილოს არც ერთი ნატეხი. მორჩა!
ასე ამბობდა ახალგაზრდა სოფისტი ანტონინუსი, ეგვიპტელი
წინასწარმეტყველის, სოზიპატრასა და ნეოპლატონიკოს ედესიოსის[105]
შვილი.  იგი იულიანესთან ერთად უზარმაზარ და მაღალ მოედანზე იდგა
პერგამოსის[106] სამსხვერპლოს წინ, რომელიც მზით განათებული და
ლურჯი ცით გახლდათ გარშემორტყმული. ტაძრის კვარცხლბეკთან
გიგანტომაქია, ტიტანებისა და ღმერთების ბრძოლა, იყო გამოსახული:
ღმერთები ზეიმობდნენ - ფრთიან რაშთა ჩლიქები ტიტანთა
გველისმაგვარ ფეხებს თელავდნენ.

ანტონინუსმა იულიანეს ქანდაკებებზე მიუთითა.

ოლიმპიელებმა დაამარცხეს ძველი ღმერთები; ახლა ოლიმპიელებს


ამარცხებენ ახალი ღმერთები და ტაძრები აკლდამებად იქცევა...
ანტონინუსი წარმოსადეგი ახალგაზრდა გახლდათ. მისი სახის ზოგიერთი
ნაკვთი აპოლონ პითიელს[107] მოგაგონებდათ, თუმცა დიდი ხანია უკვე,
რაც ” “იგი უკურნებელი სენით იყო ავად. უცნაურად გეჩვენებოდათ ამ
წმინდად ელინური სახის ხილვა, რომელიც გაყვითლებული და
ჩამომხმარი იყო. მასზე სევდა და ახლებური ავადმყოფობა ასახულიყო,
რომელიც უცხო გახლდათ ძველი კაცებისათვის.

მხოლოდ ერთ რამეს ვთხოვ ღმერთებს, - განაგრძობდა ანტონინუსი. -


რომ არ მოვესწრო ამ ბარბაროსულ ღამეს, რომ მასზე ადრე მოვკვდე.
რიტორები, სოფისტები, სწავლულები, პოეტები, მხატვრები, ელინური
სიბრძნის მოყვარულები, ჩვენ ზედმეტები ვართ. ჩვენ დავაგვიანეთ.
დასრულდა!
იქნებ არ დასრულებულა? - ჩაილაპარაკა  იულიანემ ჩუმად, თითქოს
თავისთვის.
არა, დასრულდა! ჩვენ ავადმყოფები და სუსტები ვართ.
ცხრამეტი წლის იულიანეს სახე თითქმის ისეთივე გამხდარი და
ფერმკრთალი იყო, როგორც ანტონინუსისა. წინ გამოწეული ქვედა ტუჩი
მას პირქუში ქედმაღლობის გამომეტყველებას სძენდა; ხშირი წარბები

7
ბოროტი სიჯიუტით მოქუფრულიყო; უშნო, ზედმეტად დიდი ცხვირის
გარშემო ადრეული ნაოჭები მოჩანდა, თვალები კი მშრალად,
ავადმყოფურად უელავდა. იულიანე ქრისტიანი მორჩილივით იყო
ჩაცმული. დღისით, როგორც ყოველთვის, იგი ეკლესიებში დადიოდა,
ტანჯულთა საფლავებს მოინახულებდა და ამბონიდან წმინდა წერილს
კითხულობდა. იულიანე ბერად უნდა აღკვეცილიყო. დროდადრო ეს
ფარისევლობა მას ფუჭად ეჩვენებოდა. მან იცოდა, რა ბედი ეწია გალუსს,
იცოდა, რომ ძმა სიკვდილს ვერ გადაურჩებოდა და თავადაც, დღიდან
დღემდე და თვიდან თვემდე სიკვდილის მუდმივი მოლოდინით ”

“ცხოვრობდა.

ღამეებს იულიანე პერგამოსის წიგნთსაცავში ატარებდა, სადაც


ქრისტიანობის ცნობილი მტრის, ლიბანიუსის[108] ქმნილებებს
ეცნობოდა; ესწრებოდა ბერძენი სოფისტების გაკვეთილებს, რომელთა
შორის იყვნენ ედესიოს პერგამოსელი, ქრიზანთიოს სარდინიელი,
პრისციუს თესეფროსელი, ევსევიუს მინოსელი, პროერეზიუსი და
ნიმფიდიანე. ისინი მას იმის შესახებ მოუთხრობდნენ, რაც იულიანეს უკვე
გაგონილი ჰქონდა იამბლიკუსისგან: ნეოპლატონიკოსების ტრიადის,
ზეციური აღტაცების და ა.შ.

„არა, ეს ის არ არის, - ფიქრობდა იულიანე. - ისინი მთავარს მიმალავენ.“

პრისციუსმა, რომელიც პითაგორას ჰბაძავდა, ხუთი წელი მდუმარებაში


გაატარა; არაფერს ჭამდა, რაშიც სიცოცხლე იყო, არ იკარებდა, არც
მატყლის ქსოვილსა და არც ტყავის სანდლებს. მისი სამოსის ქსოვილი
იყო მცენარეული, როგორც მისი საკვები. პითაგორელთა სუფთა, თეთრი
სელის ქლამიდასა და პალმის რტოთაგან დამზადებულ სანდლებს
ატარებდა. „ჩვენ დროს, - ამბობდა იგი. -მთავარია შეგეძლოს დუმილის
შენარჩუნება და ფიქრი იმის შესახებ, რომ ღირსეულად მოკვდე.“ და
ყველას უგულვებელმყოფელი პრისციუსიც ღირსეულად ელოდა იმას,
რაც, მისი წარმოდგენით, დაღუპვას უტოლდებოდა: ქრისტიანთა
გამარჯვებას ელინებზე.

ცბიერი და ფრთხილი ქრიზანთიოსი, როდესაც საუბარი ღმერთებს


ეხებოდა, თვალებს ცას მიაპყრობდა და ირწმუნებოდა, ვერ ვბედავ მათ
შესახებ საუბარს, რადგან არაფერი ვიცი, ხოლო ის, რაც მანამდე ”
“ვიცოდი, დამავიწყდაო და სხვებსაც დავიწყებისკენ მოუწოდებდა. მაგიის,
ჯადოქრობის და ხილვების შესახებ სიტყვის გაგონებაც კი არ სურდა,
ამბობდა რა, რომ ეს ყველაფერი იყო ცდომილება, რაც რომის იმპერიის
კანონებით იკრძალებოდა.

იულიანე ცუდად იკვებებოდა და ცოტა ეძინა. მას სისხლი უდუღდა


მგზნებარე მოლოდინისგან და ყოველ დილას, გაღვიძებისას, ფიქრობდა:
„დღეს ხომ არა?“

საბრალო, დაშინებულ ფილოსოფოს თეურგებს მან თავი მოაბეზრა


საიდუმლოებებისა და  სასწაულების შესახებ გამოკითხვით. ზოგი
მათგანი იულიანეს დასცინოდა კიდეც, განსაკუთრებით კი ქრიზანთიოსი.

8
მას ეშმაკური, მელიის ღიმილი და უცნაური ჩვევა ჰქონდა დათანხმებოდა
მოსაზრებებს, რომლებიც, მისი აზრით, დიდ უგნურებას წარმოადგენდა.

ერთხელ ედესიოსმა, ჭკვიანმა, კეთილმა და მფრთხალმა მოხუცმა,


შეიბრალა რა იულიანე, უთხრა:

შვილო, მე მშვიდი სიკვდილი მინდა. შენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ. 


თავი დამანებე და ჩემ მოწაფეებს მიმართე. დიახ, მრავალი რამ არის,
რის შენთვის გამხელასაც ვუფრთხით... როდესაც საიდუმლოებას
ეზიარები, შესაძლოა შეგრცხვეს კიდეც, რომ მხოლოდ ადამიანად
დაიბადე და რომ აქამდე რჩები ასეთად.
ევსევიუს მინოსელი, ედესიოსის მოწაფე, ღვარძლიანი და შურიანი
ადამიანი გახლდათ.

სასწაულები აღარ არსებობს, - გამოუცხადა მან იულიანეს. - და არც


ელოდო. ადამიანებმა თავი მოაბეზრეს ” “ღმერთებს. მაგია როშვაა. მისი
მხოლოდ სულელებს სჯერათ, მაგრამ თუკი შენ მოგბეზრდა სიბრძნე და
გსურს იყო მოტყუებული, მაქსიმესთან გაემართე. იგი უგულვებელყოფს
ჩვენს დიალექტიკას, თავად კი... თუმცა, მეგობრების შესახებ ცუდად
საუბარი არ მიყვარს. სჯობს მომისმინო, რა მოხდა ამას წინათ ჰეკატას
ერთ მიწისქვეშა ტაძარში, სადაც მაქსიმემ მიგვიყვანა თავისი
ხელოვნების საჩვენებლად. როდესაც შევედით და ღმერთქალის წინაშე
მოვილოცეთ, მან თქვა: „დასხედით. ახლა სასწაულს იხილავთ.“ ჩვენ
დავსხედით. მან სამსხვერპლოზე გუნდრუკის მარცვალი დააგდო და
რაღაც ჩაიბურდღუნა, შელოცვა უნდა ყოფილიყო. და ჩვენ ნათლად
დავინახეთ, რომ ჰეკატას ქანდაკებამ გაიღიმა. მაქსიმემ განაგრძო: „ნუ
გეშინიათ. ახლა დაინახავთ, როგორ აინთება ღმერთქალის ხელში
ორივე ლამპარი. უყურეთ!“ სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ
ორივე ლამპარი აინთო.
სასწაული მოხდა! - წამოიძახა იულიანემ.
კი, კი, ჩვენ იმდენად დაბნეულები ვიყავით, რომ პირქვე დავემხეთ,
მაგრამ როდესაც ტაძრიდან გამოვედი, ვიფიქრე: „რა არის ეს? არის კი
სიბრძნის შესატყვისი ის, რასაც მაქსიმე სჩადის? იკითხე წიგნები, იკითხე
პითაგორა, პლატონი, პორფირიოსი - აი, სად ნახავ სიბრძნეს. ნუთუ
ყველა სასწაულზე მეტი არ არის გულის განწმენდა ღვთიური
დიალექტიკით?!“
იულიანე მას აღარ უსმენდა. მან ანთებული თვალებით შეხედა ევსევიუსის
ფერმკრთალ და ღვარძლიან სახეს და თქვა, სკოლიდან ” “მიმავალმა:

თქვენთვის დაიტოვეთ წიგნები და დიალექტიკა. მე სიცოცხლე და რწმენა


მჭირდება. რწმენა კი სასწაულის გარეშე არ არსებობს. გმადლობ,
ევსევიუს. შენ მე მიმითითე ადამიანი, რომელსაც დიდი ხანია დავეძებ.
სოფისტმა ღვარძლიანი ღიმილით გახედა და მიაძახა:

ეი, კონსტანტინეს ძმისშვილო! ბიძისგან შორს ვერ წასულხარ. სოკრატეს


რწმენისთვის სასწაულები არ სჭირდებოდა.”

წიგნი 2

9
თ. V

 კონსტანტინოპოლის სასახლის ერთ-ერთ დიდ დარბაზში იულიანე


სახელმწიფო საქმეებით გახლდათ დაკავებული.

დახურული გასასვლელის პორფირის სვეტებს შორის ცისფერი ზღვა


მოჩანდა. იგი პაპირუსისა და პერგამენტის გრაგნილებით დაფარულ
მარმარილოს მრგვალ მაგიდასთან იჯდა. თავდახრილი
სწრაფადმწერები ეგვიპტურ ლერწმებს ანუ კალმებს აწრიპინებდნენ.
მოხელეებს ნამძინარევი სახეები ჰქონდათ; ისინი არ იყვნენ ასე ადრე
ადგომას ჩვეული. ოდნავ მოშორებით ახალი არქიელი ჰეკებოლიუსი და
მოხელე იუნიუს მავრიკუსი, კარის პეწენიკი ღვარძლიანი და ჭკვიანი
სახითა და ზიზღის გამომხატველი ნაკეცებით ტუჩების გარშემო,
ჩურჩულით საუბრობდნენ.

საყოველთაო ცრურწმენის მორევში იუნიუს მავრიკუსი ერთ-ერთი


უკანასკნელი იყო, ვინც თაყვანს სცემდა ლუკიანეს[284], დიდ სამოსელ
სატირიკოსს, გესლიანი დიალოგების შემოქმედს, რომელიც ოლიმპოსა
და გოლგოთას ყველა სალოცავს, ელადისა და რომის ყველა თქმულებას
დასცინოდა.

იულიანე მშვიდი ხმით კარნახობდა უსტარს გალათიის უმაღლესი


ქურუმის, არკაზიუსისადმი:”
“არ მისცე უფლება ქურუმებს დაესწრონ სანახაობებს, სვან დუქნებში,
დაკავებული იყვნენ დამამცირებელი საქმიანობით; თვინიერნი
დააჯილდოვე, ურჩები კი დასაჯე. თითოეულ ქალაქში დააფუძნე
სასტუმრო სახლები, სადაც ჩვენს ძღვენს მიიღებენ არა მხოლოდ
ელინები, არამედ ქრისტიანებიც, იუდეველებიცა და ბარბაროსებიც.
გალათიის ღატაკთათვის ყოველწლიურ გასაცემად დადგენილია
ოცდაათიათასი საწყაო ხორბალი, სამოციათასი ქსესტი ღვინო; მეხუთედი
დაურიგე ღატაკებს, რომლებიც ტაძრების სიახლოვეს ცხოვრობენ,
დანარჩენი - მწირებსა და ღარიბებს: სამარცხვინო იქნება უარი ვუთხრათ
შემწეობაზე ელინებს, როდესაც იუდეველებს საერთოდ არ ჰყავთ
ღატაკები, ხოლო უღმერთო გალილეველები თავისიანებსაც კვებავენ და
ჩვენიანებსაც, თუმცა ამ დროს ისე იქცევიან, როგორც ადამიანი,
რომელიც ბავშვს სასუსნავით ხიბლავს: იწყებენ სტუმართმოყვარეობით,
ლმობიერებით, მიპატიჟებით სასიყვარულო სერობებზე, რასაც მათ ენაზე
საიდუმლო ეწოდება და თანდათან, ითრევენ რა მორწმუნეებს
ღმერთისთვის საძულველ უწმინდურებაში, აბოლოვებენ მარხვით,
გამათრახებით, ხორციელი წამებით, ჯოჯოხეთის საშინელებითა და
ულმობელი სიკვდილით; ასეთია ჩვეული გზა ამ კაცთმოძულეებისა,
რომლებიც საკუთარ თავს და სხვებს ძმებს უწოდებენ. დაამარცხე ისინი
ლმობიერებით მარადი ღმერთების სახელით. ყველა ქალაქსა და
სოფელს აუწყე, რომ ასეთია ჩემი ნება; აუხსენი მოქალაქეებს, რომ მე
მზად ვარ მივიდე მათ დასახმარებლად ნებისმიერ საქმეში, ნებისმიერ
წუთს. მაგრამ თუ მათ ჩემი განსაკუთრებული წყალობა სურთ, მაშინ გული
და გონება ერთსულ მიუძღვნან ღმერთების დედას - დინ “დიმენეს, და
დიდება და პატივი მიაგონ მას მარად.“

10
უკანასკნელი სიტყვები იმპერატორმა საკუთარი ხელით მიაწერა.

ამ დროს საუზმე გაშალეს: ხორბლის უბრალო პური, ახალი ზეთისხილი


და თხელი თეთრი ღვინო. იულიანე ისე საუზმობდა, რომ მუშაობას თავს
არ ანებებდა. უეცრად იგი შებრუნდა, ოქროს ლანგარზე მიანიშნა,
რომელზეც ზეთისხილი ეწყო და თავის უერთგულეს მონას, რომელიც
გალიიდან იყო ჩამოყვანილი და სუფრას ემსახურებოდა, ჰკითხა:

რა საჭიროა ოქრო? ძველი სად არის, თიხის?


მაპატიე, ხელმწიფეო, გატყდა...
დაიმსხვრა?
არა, მხოლოდ კიდე ჩამოტყდა.
მოიტანე.
მონა გაიქცა და თიხის თეფში მოარბენინა ჩამოტეხილი კიდით.

არაფერია, კიდევ დიდხანს გვემსახურება. - თქვა იულიანემ და კეთილად


გაიცინა. – მეგობრებო, მე შევამჩნიე, რომ გატეხილი საგნები ახლებზე
დიდხანს და უკეთ ძლებენ. უნდა ვაღიარო, რომ ეს ჩემი სისუსტეა: მე
ვეჩვევი ძველ საგნებს, მათში ჩემთვის განსაკუთრებული ხიბლია, ისევე,
როგორც ძველ მეგობრებში. მე მეშინია სიახლის და მძულს
ცვლილებები; ძველი ყოველთვის მებრალება, თუნდაც უხეირო იყოს.
ძველი მყუდრო და ძვირფასია...
მას საკუთარ სიტყვებზე გაეცინა:

ხედავთ, რა ფიქრებამდე შეიძლება ” “მიგვიყვანოს თიხის გატეხილმა


ჭურჭელმა?!
იუნიუს მავრიკუსმა ჰეკებოლიუსს ტანსაცმლის კიდეზე მოქაჩა:

გაიგონე? ამაშია მთელი მისი ბუნება: ერთნაირად უფრთხილდება თავის


გატეხილ თეფშებსა და სანახევროდ მკვდარ ღმერთებს. აი, ვინ წყვეტს
სამყაროს ბედს!..
იულიანე გაერთო; ედიქტებიდან და კანონებიდან იგი მომავლის
გეგმებზე გადავიდა: მას იმპერიის ყველა ქალაქში ელინური
დოგმატების, ლოცვების დადგენილი ნიმუშების, ეპიტიმიის და
ფილოსოფიური ქადაგების სასწავლებლებისა და კათედრების,
სიბრძნისა და ფიქრის მოყვარულთათვის თავშესაფრების დაფუძნება
სურდა.

როგორია? - უჩურჩულა მავრიკუსმა ყურზე ჰეკებოლიუსს. - მონასტრები


აფროდიტესა და აპოლონის პატივსაცემად. წუთიდან წუთამდე უარესს
უნდა ველოდოთ!
დიახ, ჩემო მეგობრებო, ყოველივე ამას აღვასრულებთ ღმერთების
დახმარებით. - დაასკვნა იმპერატორმა. - გალილეველებს სურთ
დაარწმუნონ სამყარო, რომ მოწყალება მხოლოდ მათი მონაპოვარია.
მაგრამ მოწყალება ეკუთვნის ყველა ფილოსოფოსს, მიუხედავად იმისა,
თუ რომელ ღმერთს სცემს თაყვანს იგი. მე მოვედი, რათა ვიქადაგო
ახალი სიყვარული, არა მონური და ცრურწმენით აღსავსე, არამედ
თავისუფალი და მხიარული, როგორც ოლიმპიელთა ცა!..
მან დარბაზს გამომცდელი მზერა მოავლო, ” “მაგრამ მოხელეთა სახეზე
ვერ ჰპოვა მან ის, რასაც ეძებდა.

11
დარბაზში ქრისტიან რიტორთა და ფილოსოფოსთა ელჩები შემოვიდნენ.
მცირე ხნის წინ გამოცემულ იქნა ედიქტი, რომელიც გალილეველ
მოძღვრებს ელინური მჭევრმეტყველების სწავლებას უკრძალავდა.
ქრისტიან რიტორებს ან იესოზე უნდა ეთქვათ უარი ან სკოლები
დაეტოვებინათ.

გრაგნილით ხელში მიუახლოვდა ავგუსტუსს ერთ-ერთი ელჩი -


გამხდარი და დაბნეული კაცი, რომელიც ბებერ, გაქუცულ თუთიყუშს
ჰგავდა. მას ორი წითელლოყება მოწაფე ახლდა.

მოიღე მოწყალება, ღვთივმოყვარულო!


რა გქვია?
პაპირიანე ვარ, რომის მოქალაქე.
როგორც ხედავ, ძვირფასო პაპირიანე, მე თქვენ ცუდს არ გისურვებთ.
პირიქით, დარჩით გალილეველებად.
მოხუცი იატაკზე დაემხო და იმპერატორის ფეხებს ემთხვია.

ორმოცი წელიწადია ვასწავლი გრამატიკას. სხვაზე ნაკლებ არ ვიცნობ


ჰომეროსსა და ჰესიოდეს...
რას მთხოვ? - იკითხა ავგუსტუსმა წარბშეჭმუხვნით.
ექვსი მოწაფე დამრჩა, ხელმწიფეო. ნუ წამართმევ უკანასკნელ ლუკმას .
მოწაფეებს ვუყვარვარ. შეგიძლია ჰკითხო... მე ხომ არაფერს ცუდს არ
ვასწავლი?!
პაპირიანემ აღელვებისგან სიტყვა შეწყვიტა. იგი ორ მოწაფეზე
მიუთითებდა, რომლებმაც არ იცოდნენ, სად წაეღოთ ხელები, და
გაწითლებულები და თვალებგადმოცვენილე “ბი იდგნენ.

არა, მეგობრებო! - შეაწყვეტინა იმპერატორმა მშვიდად და მტკიცედ. -


კანონი სამართლიანია. მე შეუსაბამობად მიმაჩნია, რომ რიტორიკის
ქრისტიანი მასწავლებლები ჰომეროსის ახსნის დროს იმ ღმერთებს
უარყოფდნენ, რომლებსაც ჰომეროსი სცემდა თაყვანს. ხოლო თუკი
თქვენ თვლით, რომ ჩვენნი ბრძენნი მხოლოდ იგავებს თხზავდნენ, მაშინ
სჯობს ეკლესიაში მიბრძანდეთ და მათე და ლუკა განმარტოთ!
ყურადღება მიაქციეთ, გალილეველებო, ამას მე თქვენივე
კეთილდღეობისთვის ვაკეთებ...
რიტორთა შეკრებაში ვიღაცამ ჩაილაპარაკა:

ჩვენივე კეთილდღეობისთვის შიმშილით ამოგვხდება სული!


ქრისტიანობის მასწავლებლებო, თქვენ გეშინიათ საკუთარი თავი
სამსხვერპლო ხორცით ან წყლით არ წაბილწოთ, - განაგრძობდა
იმპერატორი აუღელვებლად. - როგორღა არ უფრთხით თქვენ თავის
წაბილწვას იმით, რაც ყველა ხორცსა და წყალზე უფრო სახიფათოა - ცრუ
სიბრძნეს? თქვენ ამბობთ: „ნეტარ არიან ღატაკნი სულით[285]“. მაშ
იყავით ღატაკნი სულით. ხომ არ ფიქრობთ, რომ მე თქვენს მოძღვრებას
არ ვიცნობ? მე ის თითოეულ თქვენთაგანზე უკეთ ვიცი! გალილეურ
მცნებებში მე ისეთ სიღმეებს ვხედავ, თქვენ რომ არც დაგსიზმრებიათ.
მაგრამ მოდით ყველას თავისი მივუზღოთ: დაგვიტოვეთ ჩვენ ჩვენი ამაო
სიბრძნე, ჩვენი საბრალო ელინური მეცნიერება. რაში გჭირდებათ ეს
დაავადებული წყაროები? თქვენ ” “უმაღლესი სიბრძნე გაგაჩნიათ. ჩვენი

12
სიბრძნე მიწიერია, თქვენი - ზეციური. დაფიქრდით: ზეციური სამეფო, ეს
არც თუ ისე ცოტაა თქვენისთანა მორჩილი და უპრეტენზიო ხალხისთვის.
დიალექტიკა მხოლოდ თავისუფალი აზროვნების სურვილს აღძრავს.
მართლაც! იყავით უბრალონი, ვითარცა ბავშვები[286]. ნუთუ ყველა
პლატონისეულ დიალოგზე მაღლა არ დგას კაპერნაუმელ
მეთევზეთა[287] კურთხეული უმეცრება?! გალილეველთა მთელი სიბრძნე
ერთი სიტყვით გამოიხატება: გწამდეს! თქვენ რომ ჭეშმარიტი
ქრისტიანები იყოთ, ჩემს კანონს დალოცავდით. ახლა კი თქვენში
აღშფოთებულია არა სული, არამედ ხორცი, რომლისათვის ცოდვა
ტკბილია. ყველაფერი გითხარით, რის თქმასაც ვაპირებდი და იმედს
ვიტოვებ, რომ მაპატიებთ და დამეთანხმებით, რომ რომის იმპერატორი
მეტად ზრუნავს თქვენი სულების გადარჩენაზე, ვიდრე თავად თქვენ.
საკუთარი სიტყვით კმაყოფილმა, მან მშვიდად გაიარა რიტორთა
შეკრება.

პაპირიანე კვლავ მუხლებზე იდგა და მეჩხერ თმებს იპუტავდა.

რისთვის, რისთვის დედაო ღვთისავ, ასეთი მიმნებებლობა?


მოძღვრის საცოდაობის შემყურე ორი მოწაფე მუშტებით მოუქნელად
იწმენდდა გამობერილ თვალებს.”

13

You might also like