You are on page 1of 1

მწყემსი

მწყემსმა საბალახოდ გაშვებული ხარების ჯოგიდან ერთი მოზვერი დაკარგა . მოიარა


არემარე და რადგან მას ვერსად მიაგნო, ზევსს შესთხოვა: შენ ქურდი მაპოვნინე , მე კი
თხას შემოგწირავო. ჩანჩქერს როცა მიაღწია, ლომი დაინახა, რომელიც მოზვერს
ახრამუნებდა. ამ დროს შიშისგან აზრი შეიცვალა, ხელები ცისკენ აღაპყრო და თქვა :
მბრძანებელო ზევსო, წინათ ქურდის პოვნის სანაცვლოდ თხის შემოწირვას დაგპირდი .
ახლა კი მოზვერს გპირდები, თუ ქურდის თათებს გამაპარებ.

You might also like