You are on page 1of 2

სინესიოს კირენელი (370-413)

პირველი საგალობელი

მოდი ტკბილხმიანო ლირავ, ნაცვლად რბილი ტეიური საზომისა,


და ნაზი ლესბიური გალობისა რომლებიც დატკბობისთვისაა მომართული,
შებერე აწ, გთხოვ, მძლავრი და დიადი დორიული რიტმი
ღვთიუერი საგალობლისა და დაე მოგვცილდეს ჩვენ ყოველი ვულგარული კილო.
მე არ ვუმღერ ქებას ლამაზმანის ღიმილს, რომელიც ტკბილად აჯადოვებს ყრმათა გულებს,
არც ახალგაზრდულ სილამაზეზე, რომელიც ასე სასიამოვნოა და
გამოსჭვივის მათ ყოველ ჟესტში და ყოველ მოძრაობაში.
არა, სიბრძნის წმინდად და უხრწნელად შობის ტკივილი ჩემს გალობას
ღვთაებრივისკენ აღზიდავს და შესაფერისად ძაბავს ლირის სიმებს,
მაიძულებს გავექცე მიწიერ სიხარულებთან მიჯაჭვულობას:
რადგან, მართლაც, რაა კუნთების ძალა, ან რაა სილამაზის გვირგვინი,
ან რაა ოქრო-ვერცხლის სიმრავლე, ან განთქმული სახელი,
ან თუნდაც სამეფო ძალაუფლება? ვინ გაბედავს და შეადარებს ამ ფუჭ რამეებს
ფიქრებს ღმერთზე ან ზეცაზე?
ვინ ცხენს მიაჭენებს ლამაზად, ვინ მძლავრად მოზიდავს მშვილდს,
ვინ თავის დიდ ქონებას და ოქროულობას უფრთხილდება, ვინ მშვენიერი თმებით იწონებს თავს,
ვის კი აქებენ სიმღერებით ჭაბუკებში და ქალწულებში თავიანთი პირ-სახის მშვენიერების გამო.

მაგრამ მე კი მსურს ჩუმი ცხოვრება, სხვათათვის უჩინარი და მხოლოდ ღმერთისთვის


გამხელილი;
ცხოვრება, რომელსაც გინდაც სიყრმეში, გინდაც სიბერეში თანაბრად გასდევს და ამშვენებს
სიბრძნე,
რომლითაც ბრძენი სიღარიბე წყნარად გაიღიემებს, რადგან შეუხებელია ყოველი მწარე
საზრუნავისაგან და რისხვისაგან, რომელიც თან ახლავს ყველას, ვინს გულით მიწებებულია
წუთისოფლის საქმეებს.

მე კი დაე მხოლოდ იმდენი მქონდეს, რაც საკმარისია ჩემი თავი თავისუფლად ვამყოფო
იმისაგან, რომ მეზობლის კართან ატუზულმა ვიმათხოვრო, ან შიმშილმა და გაჭირვებამ
არ მაიძულოს ფიქრი შავ და მძიმე საზრუნავებზე.

აი, ყურს ვუგდებ ჭრიჭინის გალობას, რომელიც დილის ცვარს სვამს, და, აჰა, ჩემი სულის სიმებიც
თითქოს თავისთ იწყებენ სიხარულით ხმობას და რაღაც იდუმალი, ზეციდან მოსული სუნთქვა
მომებერა ყველგან ჩემს ირგვლივ. ო, ნეტავ რა გალობა დამებადება საკვირველი შობის
ტკივილით?!

თვითმოძრავი საწყისი იგი ყველა საწყისის; გამრიგე და მამა არსთა; დაუადგილებელი და


დაუბადებელი; ცის მწვერვალებზე დადგმულ მაღალ ტახტზე უცვალებელი პატივით ხარებული
ღმერთი უძრავად ზის!

წმინდა ერთი და ყველა მონადის (ერთობის) მონადა, რომელმაც ყველა არსთა მწვერვალთა
მარტივობები შეაერთა და შვა ზე-არსული შობით; ვისგანაც გამოსხლტა მონადა პირველშობილი
და გამოუთქმელად განფენილმა სამმწვერვალიანი ძალა მიიღო!

მაგრამ, დადუმდი, ჩემო კადნიერო ლირავ! დეგ და ნუ განუცხადებ ხალხს


უორგიებო საიდუმლოებებს. ჯობს ქმნილების საქმეებზე იგალობო, რადგან ზესთა საქმეებს
დუმილი ფარავს. ჩვენი გონება კი მხოლოდ გონითსაწვდომი კოსმოსის საზრუნავებს თუ
იტვირთავს:

მოკვდავი სულის კეთილი საწყისი განუნაწილებლად განაწილდა, ეს უხრწნელი გონება


ნივთამდე (მატერიამდე) ჩამოვიდა, ღმერთისგან შობილთა წილხვედრი, თუმცა მცირე, მაგრამ
მათი მონათესავე. ის მთლიანია და ერთიანი და ყველაში არის წარმოდგენილი: მაშინაც, როცა
ცათა სფეროებს ატრიალებს, მაშინაც როცა ამ ხილული სამყაროს წესრიგს იცავს და სხვადასხვა
სახით არის დანაწევრებული ვარსკვლავებში და ანგელოზთა დასებში, და მიაშინაც როცა
საკრველებიდან აწყვეტილმა მიწიერი ფორმა მიიღო და მშობლისაგან განშორებულმა პოვა
ბნელი დავიწყება და ბრმა საზრუნავით იქმნა შეპყრობილი; მის მზირალ ღმერთს უკვირს, რადგან
მის [ანუ ჩამოვარდნილი გონების] თვალებს ნათლი ჯერაც შერჩენიათ;

და არის დაცემულის აღმყვანებელი და განმაბრძნობელი რამ ძალა, რომლითაც ცხოვრების


ტალღებს თავდაღწეულები უზრუნველად წარემართებიან წმინდა სავალით კვლავ მშობლის
ტაძრისკენ.

ნეტარია, ვინც განერიდა ნივთის (მატერიის) ხარბ ყეფას და მიწისაგან ამოზიდული მსუბუქი
ასხლეტით ღმერთისაკენ იკვ
ალავს გზას. ნეტარია, ვინც ბედისწერის, ტანჯვისა და მწარე მიწიერი წუხილის ნაცვლად გონების
გზას დაადგა და ღვთიური ნათლის უფსკრული იხილა.

ძნელია მთელი გული მისცე ამ ტრფობას, მაგრამ განიმტკიცე ამისკენ წადილი, გონებითი
სწრაფვით და ნდომით; და თუ ამას გაბედავ, მაშინ ღმერთიც გაცხადდება შენს მახლობელად:
ხელს გამოგიწვდის დამბადებელი და რაღაც სხივი წინ მსწრობელი განანათლებს შენს ბილიკებს
და გაგიცხადებს გონითსაწვდომ ველს,რომელიც არის საწყისი და დასაბამი ურყვევი
მშვენიერების.

მაშ, სულო ჩემო, სვი ამ კეთილად მედინი წყაროდან, ევედრე მშობელს და აღვედ, ნუღარ
აყოვნებ:
მიწა მიწიერებს დაუტოვე შენ კი მოსწრაფებით მამას შეეერთე, ღმერთი, ღმერთში აღლაღებული.

You might also like