Professional Documents
Culture Documents
შექმნის შესახებ
I-IV თავები
[შესავალი]
ჩვენ კი თუმცა იმასაც მოკლებული ვართ, რომ ღირსებისამებრ გვიკვირდეს მისი , მაინც
განვიზრახეთ, შეგვევსო, რაც ამ დიდი მამის განხილვებს აკლდა, არა იმიტომ , ნატყუარით
გაგვეყალბებინა მისი შრომა (რადგან გაუმართლებელია, ჩვენეული სიტყვების
მიკუთვნებით შეიგინოს ის მაღალი პირი), არამედ - არ ეფიქრათ, რომ დაკლებულია
მოძღვრის დიდება მოწაფეებში. ამგვარად, აკლდა რა "ექვსი დღის" შესახებ მის შრომას
"მსჯელობა ადამიანზე, თუკი, ასეთ დროს, მისდამი დამოწაფებულთაგან არავინ
გამოიჩენდა რამ გულმოდგინებას დაკლებულის შესავსებად, სამართლიანად ექნებოდა
ხელმოსაჭიდი სიბილწეს მისი მაღალი დიდების წინააღმდეგ, - რომ თითქოს არ ესურვა
მას შემეცნებითი რამ თვისება (ἕξιν τινὰ κατανοητικὴν) ჩაენერგა მსმენელებში.
თავი I
ეს არის ცისა და მიწის შექმნის წიგნი, ამბობს წერილი, როდესაც სრულქმნა ყოველივე
ჩენილი და არსებულთაგან თითოეული გამოიყო და განცალკევდა საკუთარი
მდებარეობის მიმართ და როდესაც ყველაფერი წრიულად გარემოიცვა ციურმა სხეულმა ,
ხოლო ყოვლიერების შუა ადგილი განიკუთვნეს მძიმე და ქვევარდნადმა სხეულებმა , -
მიწამ და წყალმა, - ურთიერთშორის შეცვულებმა.
ქმნილებათა რამ ბორკილად და სიმტკიცედ საღვთო ოსტატობა და ძალა ჩაიდო
არსებულთა ბუნებაში, მრჩობლი მოქმედებით ყოველიერების აღვირმპყრობელი , რადგან
უძრაობითა და მოძრაობით იხელოვნა მან როგორც არარსებულთა დაბადება , ასევე
არსებულთა მედეგობა (διαµονὴν), ბორბლისებრ წრიულად აბრუნებს რა იგი უძრავი
ბუნების სიმძიმისა და ადგილუცვლელობის ირგვლივ, როგორც რამ მყარი ღერძის
გარშემო, ცარგვალის (τοῦ πόλου) უსწრაფეს მოძრაობას და ინარჩუნებს რა ერთიმეორის
მიერ ორივეს ურღვევობას, როდესაც, ერთი მხრივ, წრიულად მსრბოლი არსება სწრაფი
მოძრაობით წრიულად ამჭიდროებს მიწის სიმკვრივეს (τὸ ναστὸν), მეორე მხრივ კი, ის , რაც
მყარია და გამძლე (ἀνενδότου), ადგილუცვლელი სიმყარით შეუნელებლად ამძაფრებს მის
გარშემო მბრუნავთა მოძრაობას, ჩანერგილია რა მოქმედებით განსხვავებულთა შიგნით ,
ანუ მდგრად ბუნებაში და არამდგრად მიმოქცევაში, თანაბარი ურთიერთმძლეობა ,
რადგან არც მიწა გადაინაცვლებს თავისი ფუძისგან, არც ოდესმე ცა შეასუსტებს და
შეარბილებს მოძრაობის სიმტკიცეს.
ამგვარად, ყვეაფერი თავის სასრულს ეწია უკვე, რადგან სრულიქმნა , როგორც ამბობს
მოსე, ცაც, მიწაც და მათ შუაში ყველაფერი და სათითაოდ შეიმკო ისინი შესაფერისი
მშვენებით: ცა მნათობთა ბრწყინვით, ზღვა და ჰაერი მცურავი და მფრინავი (სიტყვ .
"ჰაერისშიგა") ცხოველებით, მიწა მცენარეებისა და პირუტყვების ყოველგვარი
ნაირფერობით, რომლებიც მან, საღვთო განზრახვით ძალცემულმა, მყისვე ერთიანად შვა .
და სავსე იყო მიწა ხილთაგან, აღმოაცენა რა მან ყვავილთან ერთად ნაყოფიც ; სავსე იყო ,
აგრეთვე, წალკოტებიც მათგან, რაც წალკოტს ამშვენებს. ყველა ნაპირი თუ მწვერვალი ,
ყველაფერი, რაც დამრეცია თუ დავაკებული, ყველაფერი, რაც ღრმულებშია , ხასხასა
ბალახითა და ხეთა ნაირფერი მშვენებით დაგვირგვინდა, მათ კი, რაწამს მიწიდან
ამოიმაღლეს, მყისვე სრულქმნილი მშვენიერებისაკენ აღისწრაფეს. შესაფერისად
გაიხარა ყველაფერმა. და დახტოდა ღვთისბრძანებით სულჩადგმული პირუტყვი ,
მიმორბოდა რა იგი ნახირებად და ჯოგებად ღრმა ტყეებში, ხოლო ყველაფერი , რაც
უღრანი და დაბურული იყო, მგალობელი ჩიტების მღერით ხმიანებდა ყველგან . ასევე ,
ზღვის საწიერიც, როგორც წესია, რაღც ამგვარივე იყო, - მყისვე ღრმულოვან საცავებში
შემდგარი სიმშვიდისა და სიწყნარისათვის, რომლის გაყოლებაზეც , ნაპირებზე , საღვთო
ნებით თავისთავად გამოღრმავებულიყვნენ მისადგომები და სანავსადგურეები ,
მომთვინიერებლები ზღვისა ხმელეთისათვის. ტალღების მიწყნარებული მოძრაობები ,
სუსტი და უწყინარი სიოს მიერ მთელ ზედაპირზე გლუვად ათრთოლებულნი ,
დამშვენებულიყვნენ წალკოტთა სანაცვლო სიტურფით. ასე, მთელი შესაქმისეული
სიმდიდრე მიწაზე თუ ზღვაზე მზა იყო, მაგრამ არ იყო წილმქონე (μετέχων).
თავი II
თავი III
ჰოი საკვირველებავ! მზე იბადება და არანაირი ბჭობა არ უძღვის მას წინ , ცაც - ასევე , მათი
სწორი კი ქმნილებათაგან არაფერია. მარტოდენ თქმით წარმოჩნდა ამგვარი
საკვირველება. არც ის, თუ საიდან, არც ის, თუ როგორ, არცთუ სხვა რამ ამგვარი
აღუნიშნავს სიტყვას. ასევე, სათითაოდ ყველაფერი, - ეთერი, ვარსკვლავები , შუამდებარე
ჰაერი, ზღვა, მიწა, ცხოველები, მცენარეები, - ყველაფერი ეს სიტყვით შემოდის შესაქმეში .
მარტოდენ ადამიანის შემზადებას შეუდგება ბჭობითად4 ყოვლიერების შემოქმედი , ისე
რომ, აგებულების ნივთიც წინდაწინ გაუმზადა მას, მთავარსახის რამ მშვენიერებასაც
მიამსგავსა დასახულობით (τὴν φύσιν), მიზანიც განუსაზღვრა, რის გამო შეიქმნებოდა ,
ბუნებაც დაუბადა, მისი საფერი და მოქმედებათა შესაფარდისი , რაც მის მომავალს
ეთვისებოდა.
თავი IV
-----------------------------------------------------------------------
სათაურს ახლავს ადრესატზე მითითება: "ძმას, ღვთის მონა პეტრეს გრიგოლი , ნისის
ეპისკოპოსი".
4 - περιεσκεμμένως.