You are on page 1of 110

წმინდა ანთიმოზ ივერიელი

ძველი და ახალი
აღთქმის სახეები
1
2
3
[ამ წიგნში გადმოცემულია ახალი და ძველი აღთქმის
სახეები, ანუ ცნობილი ადამიანების სახეები, რომლებზეც წერია
„წმინდა წერილში“, „ბიბლიასა“ და „სახარებაში“, ასევე აქ
აღწერილია ისტორიები, რომლებიც მოხდა მათ დროს.
გადმოცემულია ცხოვრება და საქმე თითოეული ადამიანის
კეთილი თუ უღირსი ცხოვრებით ცხოვრობდა ის, დაწყებული
ადამით და დამთავრებული ქრისტეთი.1 ამ სახით შედგენილია
და დალაგებული ეს წიგნი დიდი ღვაწლითა და მოღვაწეობით
ყოვლადუსამღვდელოესი უნგროვლახეთის მიტროპოლიტის
მეუფე ანთიმოზ ივერიელის მიერ პატივის მისაგებად და
ჭეშმარიტი სიყვარულის ნიშნად უბრწყინვალესისა და უდიდე-
ბულესისა, სრულიად რუმინეთის ვოევოდას იონ კონსტანტინე
ბრინკოვიანუს მიმართ]2.
მოცემულია დიდებულ ქალაქში - ტირგოვიშტეში სამყაროს შექმნიდან
7217 (1709) წელსა ივლისისა თვესა, 1.

4
უფალმა შექმნა ქვეყანა დასაბამიდან ყოვლისა,3

გარდააქცია არცარა სიუხვედ ამა სოფლისა4.

მან აღაშენა კაცი მყის, თიხისაგან და მიწისა,

უცოდველ ყმად ჰქმნა ადამი, არა იცოდა ბიწისა.

შეამკო სახით მშვენითა, ხატად და მსგავსად უფლისა,

დაჰბადა გონი ცხოველი, მისცა სინათლე სულისა.

ნეკნისგან კაცის მან შექმნა ევა სიბრძნითა თვისითა,

უბოძა ორთავთ საყდარი, მბრწყინველი წალკოტი ვითა.

და მათგან იშვა ურიცხვი, კაცი თუ ქალი მრავალი,

ამასვე ამბობს ყოველი სამღთო წერილის მარცვალი,

რჩეულნი კაცნი საქმითა, მთქმელნი სიტყვისა მართლისა,

საღმრთო წერილი მოგვითხრობს მათს ნათესს სვეტსა ნათლისა.

მათნი ნაშობნიც შეიქმნენ სარწმუნოების მცველადა,

მიენდო კაცი ყოველი ქრისტეს სიყვარულს მშველადა,

ვითარც კონსტანტინ ბატონი ბასარაბთ შტოთა გვარისა

ხელმწიფე რუმინეთისა, მას დღენი ჰქონდეს ხვალისა,

სიკეთის ყვავილთ თავს უყრის, რწმენით უფლისა მაღლისა,

ის დაამარცხებს ბოროტსა, დაჯაბნის გზებსა ავისა.5

5
უბრწყინვალესსა და უდიდებულეს ვოევოდას
კონსტანტინე ბრინკოვიანუ ბასარაბს

მრავალნი და მრავალმხრივნ არიან საქმენი, რომელთა არდავიწყებითაც ადამიანს


შეუძლია გამოხატოს მისთვის ნაწყალობევი ურიცხვი სიკეთე, მოიხვეჭოს ყოველგვარი
სიკეთე, მაგრამ განსაკუთრებით ეს ორი: პირველი, ჭეშმარიტი მადლიერება, რომელიც
გამოიხატება მხურვალე გულიდან გამომდინარე სიტყვით და მეორე, რაიმე მტკიცე
ძღვენით, ნიშნად იმ ვალდებულების აღიარებისა, რომელიც მას აკისრია.

6
ამიტომაც ჩვენი სიმდაბლეც ხედავს რა, მთელ სიკეთესა და მადლს, რომელსაც
გვიბრძანებს მარადის ჩვენი უდიდებულესობა, ჩვენ ვალდებულნი ვართ არამხოლოდ
ვილოცოთ ღვთის მიმართ შენი უდიდებულესობის კეთილი ჯანმრთელობისა და
მტკიცე ყოფნისათვის შენს ბრწყინვალე ტახტსა ზედა, არამედ სხვა რამის მეშვეობითაც
შემიძლია გამოვხატო შენი უდიდებულესობის მიმართ ჩემი მადლიერება და კეთილი
სურვილი სულიერისა და ხორციელის მიმართ.
ამიტომაც, შრომისმოყვარეობით შევკრიბე და ამა წიგნში აღვწერე ყველა ჩვენი
წინაპრის სახე და პირი, რომელთაგან წარმოვიშვით, როგორც ეს არის გადმოცემული
წმინდა და საღმრთო წერილში ძველსა და ახალში, და როგორც ერთდროულად მტკიცე
და დიდი ძღვენი მივართვა შენს ქრისტიან უდიდებულესობას, მე ვიტყოდი, მცირე,
მისი მოცულობისა გამო, რადგან მოკლე და მცირე სიტყვებით აღწერს მთელს
შთამომავლობას ადამიდან ქრისტემდე; მე კიდევ ვიტყოდი, ის დიდია, ჩანაფიქრის
გამო, რადგან ეს შთამომავლობა მოიცავს დიდი და ბრწყინვალე ადამიანების სახეებს,
წინასწარმეტყველებს, მართლებსა და მეფეებს, რომელთა მხურვალე მოშურნე ხარ შენ,
შენო უმაღლესობავ და წმინდა სარკე, რომლის მეშვეობითაც ყველას შეუძლია დაინახოს
იმ ნეტარი ადამიანების სიკეთენი.
და მე ვთვლი, რომ ეს საქმე არ იქნება უღირსი და უაზრო; ერთია ის, რასაც ვიგებთ
სმენით და მრავალი დროის განმავლობაში კითხვით წიგნში აღწერილი სახელის
შესახებ. მოკლედ, უკეთესად ვიგებთ და ვიმახსოვრებთ მათ შესახებ და მეორე:
რომელიც ხარ შენ, ამ დიდებული საპყრობელის მბრძანებელი, მორწმუნეთა სიმრავლის
მმართველი და მზრუნველი,
ამიტომაც შეჰფერის, რომ თქვენს უდიდებულესობას მივუძღვნა ეს წიგნი; რადგან,
ბრწყინვალება ეკუთვნით მათ, რომელნიც არიან თავად ბრწყინვალენი და დიდებულნი.
რადგან შენი უდიდებულესობა ბასარაბების მოდგმიდან წარმოიშვა, საიდანაც
გამოვლენ ღირსი და ქრისტიანი მთავრები, თვით შენ აღიმართე ოქროს
ბრწყინვალებითა და აყვავდი ვითარცა კეთლსურნელი ყვავილი, იქნები დაცული აწ და
მარადის მრავალი და უთვალავი ღვთის წყალობით აქამობამდე უჭკნობი, კეთილი
საქმეებისათვის, რომლენიც ეფინება შორსა და ახლომყოფთ ქრისტიანებსა და
ქრისტესმსგავსთ, შენი ნებისაგან. ამისთვისცა ვიტყვით სახელდებთ, რომ ხარ ყველა

7
მთავრის გვირგვინი, არ შევცდებით, რადგან ვითარცა ნაყოფიერი ზეთისხილი,
რომელიც დანერგული ხარ სახლსა შინა უფლისა, გაშლილი ყველას მიმართ წყალობის
უჭკნობი ტოტებით და ღვთისნიერი და კეთილი საქმეების მიმართ ანთებული შენი
ქრისტიანული სულის ალი მარადის აღნთებულია რწმენისა და მხურვალე სიყვარულის
ცეცხლით და დაბრძანებულია სასანთლეზე, რათა გაუნათოს ყველას ვინც იმყოფება
მწუხარების სიბნელეში.
და ვითარცა მრავალი მშვენიერებით შემოსილი სამეფო ბაღი, არსებობს მრავალი
და სხვადასხვა სახის ყვავილი, რომელნიც კეთილსურნელებით ახარებენ ყველა
გრძნობას, ყველას, ვინც მათ მიუახლოვდება. ასევე, ღვთისაგან შემკობილი შენი
უდიდებულესობის სახე, შემკობილია მრავალი მადლითა და სიკეთით და შემიძლია
ვთქვა, რომ ვითარცა სხვა, სამოთხისებრი ველი, რომელიც მისი მიმზიდველი ძალით
იზიდავს ყველა საგანს; ან სხვა ზეციური წყარო, რომელიც კრავს ყველა დამსხვრეულ
ჭურჭელს, ასევე შენი უდიდებულესობის სიკეთე თავისკენ იზიდავს ყველას და
ნუგეშით კრავს და თითეულის გულის მხურვალებას და უპოვარობის სევდას
წყალობითა და მოწყალებით კურნავს.
და ჭეშმარიტად ხარ განღმრთობილი სახე მსგავსად იმ დიდებული და
ბრწყინვალე ადამაინებისა, რომლებზეც ზევით ითქვა. ყველას იზიდავ და ერთად კრებ
ყველა სასიკეთო და კეთილ საქმეს: ერთისგან ღირსებას, სხვისგან მხურვალე რწმენასა
და ღვთიურმოშურნეობას, კიდევ სხვისგან უცხოთა სიყვარულს, სხვისგან სიკეთეს,
სხვისგან მოთმინებასა და უბოროტობას, სხვათაგან გულმოწყალებასა და ღარიბთა
სიყვარულს და სხვათაგან კიდევ სხვა სიკეთეებს, რომლებიც ჭეშმარიტად გააჩნია შენს
უდიდებულესობას, მაგრამ განსაკუთრებით ღებულობ ჩემი ტკბილი იესოსაგან ისეთი
თავმდაბლობით, რომელსაც არ გააჩნია საზღვარი; რამდენად განგადიდა ღმერთმა და
აღგამაღლა პატივსა და ძალაუფლებაში, იმდენად უფრო მეტად შენ იმდაბლებ თავს
სულიერად. ამიტომაც დიდი ღირსებით იმყოფები შენ კეთილი ტვირთისა და ქრისტეს
ტკბილი უღლისა და მსუბუქი ტვირთის ქვეშ. დიდი მოთმინებითა და სიკეთით იღებ
მრავალ მწუხარებასა და განსაცდელს, რომლებიც მუდმივად, ყოველთვის და ყველა
მხრიდან შემოგჯარვიან შენ.

8
და როგორც შენთან იმავე სახელის მქონე ღვთისაგან დიდებული და
გვირგვინოსანი დიდი და მოციქულთა სწორი კონსტანტინე6, ქრისტიანთა პირველი
კეისარი, რომელსაც ადამიანური ძალით როდი ეპყრა კესირის სკიპტრა, არამედ
მხოლოდ ზეციური მეუფის უძლეველი ძალით, მხოლოდ ამ სახით შენი
უდიდებულესობა, როგორც ყოველთვის მოყვარე, ადამიანური ძალისა და სიბრძნის
იმედით კი არ მართავ შენს სამფლობელოს, არამედ შეწევნად უხმობ ზეციურ ძალასა და
დახმარებას, რომლის მიმართაც მეც მხურვალედ ვლოცულობ, რათა შეეწიოს შენს
უდიდებულესობას, დაგიცვას ჯანმრთელობით, სიხარულით, დღეგრძელობით, უფრო
მეტად, ვიდრე ის, რასაც მოაქვს მწუხარება, იყავ მტკიცედ, იყავ უძვრელად შენი
უდიდებულესობის ამაღლებულ ტახტზე. მთელ შენს ბრწყინვალე ნათესაობასთან
ერთად7.
ამინ

შესრულებულია დიდებულ ქალაქში ტირგოვიშტეში,


სამყაროს შექმნიდან 7217 (1709) წელსა
ივლისის თვესა 1.
შენი ღვთივდაცული უდიდებულესობის ქრისტესმიერი მლოცველი,
უნგროვლახეთის მდაბალი მიტროპოლიტი, ანთიმოზი.

9
მოკლე მოთხრობა ადამის შექმნის შესახებ

ადამი და ევა. შუშაზე დაწერილი ხატი. ძველი რუმინული ხატმწერლობის


ნიმუში.

10
ადამი შეიქმნა და სულით იქმნა შთაბერილი დამასკოს ადგილას, როგორც
ზოგიერთნი ამბობენ.8 და ამის შემდეგ წარიყვანა ღმერთმა იგი განცხრომის ბაღში,
(სადაც მოედინება მდინარე, რომელიც იყოფა ტოტებად; ერთ-ერთის სახელია ფისონი;
ეს უვლის ევილატის მთელს მიწას,9 მეორის სახელია გეონი და უვლის ეთიოპიის მთელ
მიწას. მესამის სახელია ტიგრისი, ის მოედინება ასურეთის გარშემო და მეოთხე
მდინარეა ევფრატი) და დაადგინა ღმერთმა ადამი და აიღო მისგან გვერდი და შექმნა
ქალი, რომელიც დაინახა რა ადამმა მისცა სახელი ევა: ამით წინასწარმეტყველებით
წარმოისახა ქრისტე და ეკლესია, ასევე, ღვთის სხვა ქმნილებებსაც, ყველას,
წინასწარმეტყველებით მიეცა სახელები. და დაუჯერა ადამმა ევას სიტყვებს, ჭამა
ნაყოფი, რომელიც ღვთისგან ჰქონდა აკრძალული. რაკი საკუთარი სიშიშვლისა
შერცხვათ, ლეღვის ფოთლებისაგან შეიკერეს სამოსი და დაიფარეს თავიანთი სიშიშვლე,
და დასაჯა ღმერთმა ისინი და განდევნა ორივენი სამოთხიდან. და დააყენა ღმერთმა
სამოთხის კართან ქერუბიმი და ცეცხლოვანი მახვილი.
ხოლო თავისი ცხოვრების თხუთმეტი წლის შემდეგ ადამმა შუა კაენი და ოცდაათი
წლის შემდეგ აბელი, ხოლო თავისი ცხოვრების 230 წლის ასაკში შუა სეთი. ამბობენ,
რომ ადამმა კაენისა და აბელის გარდა შუა 30 ძე და 30 ასული, როგორც ამას ამბობს
ისტორიკოსი ფილონი10. პირველი და მეორე შობა ნათქვამია, რომ 4 შობა ადამისგან
შეიქმნა, პირველი და მეოთხე შობა, ნათქვამია, რომ 4 შობა ადამისგან შეიქმნა: შვა კაენი,
ერთი შობა; შვა პალმანა, მეორე შობა; შვა აბელი, მესამე შობა; შვა დედვორა, მეოთხე
შობა. ეს შობები აქ ითვლება ერთმხარედ .
და იყო ადამის სიცოცხლე 930 წელი. შექმნათა, თავი I – IV.
ესეც უნდა იცოდე, რომ ბუნებითი სჯული11 იყო დაწყებული ადამიდან მოსემდე
3682 წელი, ხოლო მოსედან დაიწყო წერილობითი სჯული.

11
სეთს, რომელიც შვა ადამმა თავისი ცხოვრების 230-ე წელს, მოსე არ იხსენებს იმ ას
წელში, რომელთა განმავლობაშიც ადამი და ევა დასტიროდნენ აბელს. ამ სეთისაგან
წარმოიშვნენ ძენი ღვთისანი. და იცოცხლა სეთმა 912 წელი.
ზოგიერთნი ამბობენ, რომ ეს სეთი ადამმა გააგზავნა, როდესაც გახდა ავად, რათა
წასულიყო სამოთხეში და მისთვის მოეტანა ნაყოფი სიცოცხლის ხისგან; მაგრამ მას ამის
უფლება არ მიეცა, არამედ ანგელოზმა მისცა მას ფინიკის ხე. და როდესაც დაბრუნდა
ადამი უკვე მკვდარი ნახა. დარგო ის ხე ადამის საფლავზე თვითონ და გაიზარდა დიდ
ხედ. როგორც მოთხრობილია ისტორიებში ამის მერე სოლომონმა გამოიყენა ის ხე
თავისი სასახლის მშენებლობაში, რომელზეც, როგორც ამბობენ, ივნო ჯვარცმული
ქრისტე (მაგრამ მე არ ვამტკიცებ, რომ ეს ყველაფერი ჭეშმარიტებაა).
როგორც ამბობს ისტორიკოსი სტრაბონი12: ამის მერე, რაც მოკვდა აბელი, ადამმა
დიდი აღთქმა დადო ღვთის წინაშე, რომ არ შეერთვოდა თავის ცოლს. ხოლო თავისი
ანგელოზის მეშვეობით ღმერთმა დაურღვია მას მისი აღთქმა, რომ მისი თესლისგან
დაბადებულიყო ძე ღვთისა.
ხოლო ისტორიკოსი იოსები ამბობს, რომ მის მერე რაც მოკლულ იქნა აბელი,
ხოლო კაენი გაიქცა ადამი იხსენებდა თავის ძეებს (ანუ მათ შობას) და წუხდა ძალიან
ძლიერი მონატრებისა და სიყვარულის გამო, რომელიც ჰქონდა მათ მიმართ. როგორც
ამბობს სტრაბონი: დაკარგულ ძეებში იგულისხმება ღვთის მცნებები, რადგან შექმნათა
წიგნში ღმერთი ამბობს: „გამრავლდით და იზარდეთ“. ასე ამბობს ისტორიკოსი
ფილონი.
კაენი იყო მიწათმოქმედი და რადგან მისი ძღვენი არ იყო მოტანილი სიმართლით,
ღმერთმა არ მიიღო ის, ხოლო მისი ძმის ძღვენი ღმერთმა მიიღო. ამიტომ კაენი
მწუხარებამ შეიპყრო. და მიუხედავად იმისა, რომ ღმერთისგან საყვედური ჰქონდა
მიღებული, მაინც მოკლა თავისი ძმა აბელი და ამით შვიდგზის შესცოდა. პირველი,
შესცოდა, რომ არ მიუტანა ღმერთს ძღვენი მართალი. მეორე, რომ შეშურდა თავისი
ძმის; მესამე, რომ იცრუა; მეოთხე, რომ მოკლა; მეხუთე, რომ შებილწა მიწა თავისი ძმის
სისხლის დანთხევით; მეექვსე, რომ უდიერად შეეპასუხა ღმერთს; მეშვიდე, რომ არ
შეინანა. ამიტომაც შვიდგზის იქნა დასჯილი, ხოლო ღმერთის დაწყევლის შემდეგ
გახდა მოხეტიალე და არა მკვიდრი. შექმნათა, თავი IV.13

12
ამ კაენმა, უპირველეს ყოვლისა, შემოსაზღვრა მიწები, დაზომა ისინი და ააშენა
ქალაქები. ამის მერე იმყოფებოდა რა ერთ ტყეში, მოკლულ იქნა მათუსალას ძის
ლამექის მიერ, რომელიც იყო მეშვიდე ადამის შემდგომ. საქმეთა თავი IV.
ისტორიკოსი იოსები14 ამბობს: შვა ადამმა კაენი თავისი სიცოცხლის მე-15 წელს.
ეს აბელი უყვარდა ღმერთს და მიიღო მისი ძღვენი, რადგან სიმართლით იქნა
მირთმეული; ამ მიზეზის გამო იქნა მოკლული თავისი ძმის - კაენის - მიერ, როცა იყო
100 წლის ასაკისა. ეს აბელი ადამმა შვა თავისი სიცოცხლის 30-ე წლის ასაკში, აბელი
ადამმა და ევამ დაიტირეს 100 წლის განმავლობაში და იმ ადგილს, სადაც დაიტირეს,
დღემდე ეძახიან ცრემლთა ხევს, რომელიც არის ჰებრონის სიახლოვეს.
ამ ლამექმა პირველად განიზრახა რომ ჰყოლოდა ორი ცოლი და ამ უღირსი
საქციელით დაარღვია ღვთის ცნება, რომელმაც ბრძანა: „იქმენ ორნი ერთხორც“. იყო რა
ბრმა და სხვას დაჰყავდა. და რადგან მოკვდა კაენი სიმწრით ეუბნებოდა თავის
მეუღლეებს: „მოვკალი კაცი ჩემი გულის ჭრილობისათვის და მწუხარებისათვის ამიტომ
მომეზღა 77 გზის. შექმნათა IV თავი.
ეს ენოსი სეთმა შვა თავისი ცხოვრების 205 წლის ასაკში, როდესაც ადამი იყო 335
წლისა და სახელი ენოსი ითარგმნება, როგორც ადამიანი, ანუ კაცი მეტყველი და
მტკიცე. მან პირველმა შეიცნო ლოცვის სიტყვები და დაიწყო ლოცვა ღვთის მიმართ და
მისი სახელის მოწოდება. ხოლო როგორც ამბობენ ჰურიები, ღვთის სადიდებლად ის
სახეებს გამოსახავდა, რათა ადამიანები არ გაზარმაცებულიყვნენ ღვთის თაყვანისცემასა
და დიდებაში, ამიტომაც ახდა, ჩვენ, ქრისტიანები, თაყვანს ვცემთ წმინდა ხატებს; მისი
ცხოვრების ხანგრძლივობა იყო 905 წელი. ამ კაენანმა იცოცხლა 900 წელი და შვა ძენი და
ასულნი.
ეს მაჰალალეელი- იცოცხლა 895 წელი
ეს იარედი - იცოცხლა 962 წელი
ეს ენოქი ღვთისათვის სათნო იყო, ამიტომ წაყვანილ იქნა განცხრომის ბაღში (ანუ
სასუფეველში) და იმყოფება მანდ წინასწარმეტყველ ილიასთან ერთად, ხოლო ზაქარიას
წინასწარმეტყველებისა და იოანეს აპოკალიფსის15 მიხედვით ანტიქრისტეს დროს
ორივე მოევლინება, რათა მოატრიალონ მშობელთა გულნი მათი ძეების მიმართ; და
მისი (ანტიქრისტეს) მიერ მოკლულნი იქნებიან იერუსალიმში. ხოლო როგორც

13
ნათქვამია იუდეველთა მიმართ ეპისტოლეში, ამ ენოქმა შექმნა დამწერლობა და დაწერა
წიგნი. გადმოცემის მიხედვით (მოწმობის მიხედვით) მის დროს გარდაიცვალა ადამი.
დედამიწაზე ენოქის ცხოვრება იყო 365 წელს.
მათუსალას წლების შესახებ ბევრი აზრი არსებობს. 70 მთარგმნელის მიხედვით,
ზოგიერთნი ამობენ, რომ წარღვნის შემდეგ მან იცოცხლა 14 წელი, თუმცა არსად არ
ჩანს, რომ ის კიდობანში ყოფილიყო. არ ჩანს სადმე, რომ ენოქივით ცოცხალი
აღყვანებულიყო ზეცაში. ხოლო სხვები ამბობენ, რომ ის უნდა წარღვნამდე
მომკვდარიყო. ხოლო ირონიმოსი ამბობს, რომ ის გარდაიცვალა წარღვნის დროს;
რადგან ამბობს, რომ მან იცოცხლა ლამბექამდე 188 წელი და ლამბექმა ნოემდე 181 წელი
და ნოემ წარღვნამდე 600 წელი. და ირონიმოსის ასეთი განმარტებით ყველაფერი
ემთხვევა, რომ მათუსალა გარდაიცვალა წარღვნის დროს, ხოლო 70 მთარგმნელის 16

მიხედვით ჩანს, რომ მათუსალამ იცოცხლა ლამექამდე 167 წელი და ლამექმა ნოემდე
188 წელი და ნოემ წარღვნამდე 600 წელი და წარღვნის შემდეგ 14, რაც სულ შეადგენს
950 წელს17 (შექმნათა, V თავი). ამ იობელმა პირველმა იპოვა მწყემსების კარვები და
დაყო ფარები ჯიშებისა და სახეობების მიხედვით, ანუ თხებისაგან გამოყო ცხვრები და
დააწყო ასაკის მიხედვით (შექმნათა, IV თავი).
ამ იუბალკმა პირველმა გამოიგონა მუსიკის ხელოვნება, ანუ შექმნა
ინსტრუმენტები, ორღანი და სხვა ტიპის საკრავები. მან გაიგო რა, რომ იქნება წარღვნა,
დაწერა იმდროის ისტორიები მიწისა და ქვის ძელზე, რადგან თუკი წარღვნა წყლით
მოხდებოდა, დარჩენილიყო ქვის ძელი მასზე დარწერილი ისტორიებით. ხოლო თუ
ცეცხლით მოხდებოდა დარჩენილიყო მიწისგან შექმნილი ძელი (შექმნათა, IV თავი).
ამ ქალმა, ნოემანმა, როგორც ამბობს ზოგიერთი ისტორიკოსი, პირველმა
გამოიგონა ჭრა-კერვისა და ქსოვის ხელობა. ამ თუბალმა პირველმა გამოიგონა
მჭედლობა, ანუ მან პირველმა დაიწყო რკინისა და სპილენძის აბანოების მშენებლობა,
აგრეთვე ოქროსა და ვერცხლის აბანოების და სხვ. თუბალის უროს ხმისგან
გახარებულმა იუბალმა გაიგო და დაადგინა ხმების ჰარმონია (შექმნათა, IV თავი).
მალელეილის დროს ღვთის შვილები, რომლებიც წარმოიშვნენ სეთისგან შეერთდნენ
კაენის ქალიშვილებთან, და დაიბადნენ გოლიათები (შექმნათა, VI თავი).

14
კაენის მთელი მოდგმა დაიღუპა წარღვნის დროს და ესენი იყვნენ 77 სული.
ამიტომ ითქვა ლამექის შესახებ, 77-ჯერ დაისჯება კაენის მკვლელობისათვის, რადგან
77 სული, მისი მოდგმიდან დაიღუპება, როგორც ამბობს ზოგიერთი ისტორიკოსი.
უნდა ვიცოდეთ, რომ საუკუნეები არ აღირიცხება წლების მიხედვით, როგორც ეს
ზოგიერთისთვის განისაზღვრა, არამედ გარკვეული სასწაულების მიხედვით,
რომლებიც მომხდარა სამყაროს დასაწყისში, რადგან პირველი საუკუნის დასაწყისში
შეიქმნა სამყარო; ხოლო მეორე საუკუნის დასაწყისში მოხდა კაცობრიობის განწმენდა
წარღვნის მოვლენით, ხოლო მესამე საუკუნის დასაწყისში დაწესდა წინადაცვეთა
ადამის ცოდვის წინააღმდეგ.18
ამ ლამექმა იცოცხლა 753 წელი და შვა ძენი და ასულნი (შექმნათა, V თავი).
აქ, ნოეს დაბადებისას, მთავრდება პირველი საუკუნე. როგორც ზოგიერთი ჰურია
ამბობს იყო 1642 (სამყაროს შექმნიდან); და ნოეს დაბადებიდან წარღვნამდე იყო გასული
600 წელი, ანუ ადამიდან წარღვნამდე გასული იყო 2242 წელი. ახლოვდებოდა რა
წარღვნა, ნოე თავისი სიცოცხლის მე-600 წელზე, ცოლით, სამ ვაჟიშვილსა და რძლებთან
ერთად შევიდა კიდობანში, რომელიც ააშენა ღვთის ბრძანებით (100 წლით ადრე,
როგორც ამბობს იერონიმოსი, გაიხსნა წყლის ყველა წყარო და ჩამოიქცა ცის თაღი.
იწვიმა 40 დღე და 40 ღამე. და ამაღლდა წყალი 15 მკლავამდე, ყველაზე მაღალი მთების
მწვერვალებამდე, რომელნიც კი იყვნენ ცის ქვეშ, როგორც ეს არის ნათქვამი შექმნათა
წიგნის VII თავში. და მოკვდა ყველა ცოცხალი არსება, და ყოველი სულიერი
დედამიწაზე. ხოლო მეშვიდე თვის 27 რიცხვს, შეცოტავდა რა წყალი, გაჩერდა
კიდობანი არარატის მთაზე და მეორე თვის 27 რიცხვში ნოე გამოვიდა კიდობნიდან და
შედგა მზის მოგზაურობის ერთი წელი და იყო თვის 17 რიცხვი.
გეოგრაფოსი სტრაბონი ამბობს, რომ როდესაც ღმერთი ესაუბრა ნოეს, მან იმავე
წელს დაიწყო კიდობნის მშენებლობა, დაასრულა ის და შევიდა მასში.
უნდა ვიცოდეთ, რომ წელიწადი არის ორი სახის: მზის წელიწადი, რომელიც
მოგზაურობს 12 თვის განმავლობაში და ამ წელიწადს მივყვებით ჩვენ და არსებობს
მთვარის წელიწადი, რომელიც 12 წლის შემდგომ ისევ ბრუნდება თავის ადგილას. სულ
მთვარის წელიწადი არის 11 დღით უფრო მოკლე, ვიდრე მზისა.

15
ხოლო თუ გვინდა მთვარის წელი დავამთხვიოთ მზისას, ის 11 დღე, რომელიც
ვთქვი რომ რჩება წლის შემცირებიდან, უნდა დაემატოს მთვარის პირველი წლის
დასაწყისს. და ამის მეშვეობით, ორივე მნათობის წელი დაემთხვევა ერთმანეთს.
მეორე თვის 21 რიცხვში რაკი მზის ერთი წელიწადი შესრულდა, შევიდა
კიდობანში, იმავე დღეს გამოვიდა და შესწირა ღმერთს მსხვერპლი და მიეცა უფლება
ეჭამა ხორცი ოღონდ სისხლის გარეშე. და ცაში გამოჩნდა ცისარტყელა იმის ნიშნად,
რომ წარღვნა აღარ იქნება. ამის შემდეგ ნოე ღვინით დათვრა, გაშიშვლდა თავის სახლში,
ხოლო მისმა ძემ ქამმა დაინახა თავისი მამის სიშიშვლე და დასცინა.
ხოლო IV საუკუნის დასაწყისში დაწესდა მეფობა; V საუკუნის დასაწყისში ღვთის
ერი იქნა გადასახლებული ბაბილონში. ხოლო VI საუკუნის დასაწყისში მოხდა ძე
ღვთისას განკაცება, VII საუკუნის დასაწყისში გაიხსნა ზეცის კარი; ხოლო VIII
საუკუნის დასაწყისში მოხდება მკვდართა აღდგინება და კეთილი და ბოროტი
ადამიანების გასამართლება დამსახურებისამებრ, როგორც ამბობს ავგუსტინე.
საუკუნე იყო ადამიდან ნოემდე და ნოედან აბრაამამდე, და აბრაამიდან
დავითამდე, და დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე. ბაბილონში
გადასახლებიდან ქრისტემდე და ქრისტედან სამყაროს აღსასრულამდე.
ეს არის ცოცხალთა საუკუნეები და არის მართალთა საუკუნე, რომლებიც
განისვენებენ. იგი დაიწყო ქრისტეს ვნებებიდან და გაგრძელდება განკითხვის დღემდე.
იქნება მკვდრეთით აღმდგართა საუკუნეც, რომელიც დაიწყება განკითხვის დღეს და
გაგრძელდება უსასრულობამდე.
და გაიგო რა მამამისმა დაწყევლა ის, ხოლო მისი ძმები დალოცა და იცოცხლა 950
წელი და გარდაიცვალა და იყო 500 წლისა, როდესაც შუა სემი და იდგა სამყაროს
შექმნიდან 2140 წელი (შექმნათა, VIII-IX თავი).
მიზეზი, რის გამოც ღმერთმა მოახდინა წარღვნა, როგორც ამბობს მეთოდი, არის
ის, რომ პირველი ათასწლეულის 100 წლის თავზე, კაენის ძენი შეერთდნენ თავისი
ძმების ცოლებთან და ჩაიდინეს დიდი მრუშობა. ხოლო ქალები, მიიდრიკნენ რა
ბოროტებისაკენ, შეერთდნენ სხვა მამაკაცებთან და ამით შეურაცყვეს თავიანთი ქმრები.
ხოლო მას შემდეგ, რაც ადამი გარდაიცვალა, დაშორდა სეთის ნათესაობა კაენის
ნათესაობას და თითოეული გაემართა იმ ადგილისკენ, სადაც დაიბადა, რადგან სანამ

16
მათი მამა ცოცხალი იყო, აჩერებდა რომ არ ყოფილიყო მასთან ერთად, ხოლო სეთი
ცხოვრობდა ერთ-ერთ მთაში, მდინარესთან ახლოს, სადაც აბელი მოკლა.
მაშასადამე, მეორე ათასწლეულის მე-500-ე წლისთავზე ადამიანები მიემართნენ
ერთიმეორის ცოლების მიმართ და 600 წლის თავზე შეუერთდნენ სეთის ძენი კაენის
ქალიშვილებს, რომელთაგან დაიბადნენ გოლიათები; დაიწყო მესამე ათასწლეული და
მოვიდა წარღვნა.
ხოლო წარღვნიდან ასი წლის შემდეგ შვა ქამმა ძე და დაარქვა ჰუსი, რომელსაც 30
წლის ასაკში მიართვეს საჩუქრები და დაასახლეს ეთამის მიწაზე. და ეპყრა ჰუსს ის მიწა
ზღვამდე, რომელსაც ჰქვია მზის ქალაქი.
მას ღვთისგან მიეცა სიბრძნე და მან შეისწავლა ასტრონომია. მისგან იშვა ნებროთი,
გოლიათი, რომელიც იყო 20 მკლავის სიმაღლის. მან დაიწყო მეფობა ბაბილონში და
მიეცა ცოდნა ოთხი მეფობის დასაწყისისა და დასასრულის შესახებ, რომ იქნება ერთი
მეორის შემდეგ, რომელთა დასასრულის შესახებ განსაკუთრებით იმეტყველა
წინასწარმეტყველმა დანიელმა და ნებროთმა ისაუბრა თავისი მოწაფის მიმართ, რომ
თავდაპირველად იმეფებდნენ ქამის ძენი, რომელთაგან იშვა ბილი; შემდეგ იმეფებენ
ისინი ვინც წარმოიშვებიან სემისაგან, ანუ მიდიელები, ელინები და სპარსელები; ამის
შემდეგ იმეფებენ ისინი ვინც წარმოიშვებიან იაფეტისაგან, ანუ რომაელები. ასე ამბობენ
ისტორიკოსები.
ნოეს სამი ძისაგან სემისაგან, ქამისა და იაფეტისაგან იშვა 72 ტომი: 15 იაფეტისაგან,
30 ქამისაგან, 27 სემისაგან, და გაიფანტნენ სამყაროში; რადგან სემმა დაიჭირა ასიის
მხარე, ქამმა აფრიკა, იაფეტმა ევროპა, ანუ ჩრდილოეთის მხარეები.
ხოლო ჩვენ სემის შთამომავლობაზე ვიტყვით დაწვრილებით, რადგან მისი
თესლისგან, მის მერე, რაც გაიარა ბევრმა თაობამ, იშვა ქრისტე, როგორც ეს იქნება
ქვემოთ ნაჩვენები. ხოლო დანარჩენი ორისგან ქამისგან და აიფეტისგან წარმოიშვნენ
ერები.
სემი იყო 102 წლის, როდესაც შვა არფაქსადი, რომლისგან წარმოიშვნენ
იუდევლები და ქალდეველები. ხოლო მისი ცხოვრების წლები იყო 602 (შექმნათა, XI
თავი).

17
ფილონი შეკითხვათა წიგნში შექმნათა წიგნზე განმარტებებში ამბობს, რომ ნოეს
სამი ძისაგან, ჯერ კიდევ მანამ სანამ ის ცოცხალი იყო, იშვა 2400 მამაკაცი, გარდა
ქალებისა და ბავშვებისა და იყვნენ მათ შორის ერისმთავრები; ქამის ძისაგან ბაბილონში
მმართველი იყო ნებროთი. სემის ძისაგან იყო გეთრაფი, ხოლო იაფეტის ძეთაგან იყო
სულფანოსი.
იერონიმუსი ესაიას წიგნში კომენტარებში ამბობს, რომ ბაბილონი აშენდა ერთ-
ერთ მინდორში, ხოლო ციხე-სიმაგრეს ჰქონდა ოთხი გოდოლი და ერთი გოდოლისაგან
იყო მანძილი 1600 ნაბიჯი. ხოლო მის ეზოში, ანუ მეფის სამყოფელში, იყო სხვა
გოდოლი, რომელიც წარღვნის შემდეგ აშენდა და მას ერქვა ბაბილონის გოდოლი, მისი
სიმაღლე იყო 3000 ნაბიჯი, რომლის შიგნითაც იყო მარმარილოს ქუჩები და ოქროს
ტაძრები; ქუჩები იყო ოქროთი და ძვირფასი ქვებით მორთული და ყველა სახის
ცხოველის სამეფო მონადირენი იყვნენ ქალაქის შიგნით, რომელიც დაინგრა ბაბილონის
მეფის ბალთაზარისა და წინასწარმეტყველ დანიელის დროს. და ეხლა მანდ ცხოვრობენ
გველეშაპები და ფრინველები, რომელთაც სირაქლემები ჰქვიათ. როგორც ეს უფრო
ადრე ნათქვამი იყო ისაიას წიგნის მეცამეტე თავში.
ხოლო ვიდა ამბობს, რომ ბაბილონი აშენდა გოლიათი ნებროთის სამყაროს
წარმოდგენიდან, რომელიც იყო 20 მკლავის სიმაღლის და იყო პირველი მეფე. მის დროს
ბაბილონის გოდოლის სიგანე იყო 200 მკლავი, ხოლო გარშემოწერილობა 300
სტადიონი, ეს იყო გამაგრებული ციხესიმაგრე ასი კარიბჭით. და მიედინებოდა მის
შიგნით მდინარე ევფრატი, სადაც, როგორც წერია, იყო 300 ნაბიჯის სიმაღლის
გოდოლი.
არფაგსაგმა იცოცხლა 330 წელი. მისგან წარმოიშვნენ სამარიტელები და
ინდოელები (შექმნათა, XI თავი. წელი 2379).
წარღვნის შემდეგ დაიწყო ოთხი მეფობა. აღოსავლეთში აღოცენდა ასურელების
მეფობა, რომელშიც მეფობდა ბილი; დასავლეთში შეიქმნა სიქინელების სამეფო,
რომელშიც პირველი მეფე იყო ეგიალი. ჩრდილოეთში სკვითების სამეფო, რომელშიც
პირველი მეფე იყო დარიოსი, სამხრეთში ეგვიპტელების სამეფო, რომელშიც მეფობდა
მენეფტა.

18
ხოლო ბილის შემდეგ ასურელებში იმეფა სემირამისი, მისი ცოლი, რომელმაც ქმრად
მიიღო საკუთარი ძე და მან გახადა ბაბილონი სამეფოს დედაქალაქად. ხოლო მას
შემდეგ მეფედ მოვიდა ნინოსი, რომელმაც დაიწყო კერპების შექმნა, მან გამოძერწა
თავისი მამის სახე და დადგა ის ქალაქის ქუჩებში და ავალდებულებდა ყველას თაყვანი
ეცათ მისთვის, ხოლო მის შემდეგ მეფე გახდა სარდანაპალი.
მის შემდეგ არბაკიმ გადაიტანა დედაქალაქი მიდიაში და იმეფა მიდიაში ასტეაგიმ,
რომელმაც მისცა თავისი ქალიშვილი სპარსელების მთავარს, რომლისგანაც იშვა
კიროსი, რომელმაც დაამარცხა ასტეაგი, რომელიც მოკვდა რა, დასრულდა მისი მეფობა.
მას შემდეგ დარიოსი ასტიაგის ვაჟი, იმეფა კიროსთან ერთად, როგორც ეს ჩანს
დანიელის წიგნიდან.
ამ სალამ იცოცხლა 800 წელი. მან ააშენა ქალაქი სალიმი, ანუ იერუსალიმი.
შექმნათა თავი XI.
ამ ებერისაგან ერს დაერქვა ებრაელები (ან აბრამის სახელიდან დაერქვათ
აბრამიელები). ამ ებერმა იცოცხლა 200 წელი. მის დროს აშენდა ბაბილის გოდოლი
სანაარის ველში.
ფალეკმა იცოცხლა 209 წელი. მან პირველმა თაყვანი სცა კერპებს. ამ ფალეკის
დროს მოხდა ენების დაყოფა ბაბილის გოდოლის მშენებლობისას და მის სანათესაოში
დარჩა ებრაული ენა, რომელზედაც საუბრობდნენ ყველა ენაზე უფრო ადრე. მას
დაერქვა ფალეკი, რაც ნიშნავს დაყოფას, რადგან მის დროს ღმერთმა დაყო ნოეს ყველას
ძე 72 ენად. შექმნათ მე-11 თავი.
რაგაბმა იცოცხლა 207 წელი. მის დროს დაიწყო სკვითების მეფობა, რომელშიც
პირველი მეფე იყო რანოსი ჩრდილოეთ მხარეს 2902 წელი.
სერუქმა იცოცხლა 200 წელი. მის დროს დაიწყო ეგვიპტელების მეფობა,
რომლებშიც პირველი მეფე იყო მინკოსი. ნაქორმა იცოცხლა 125 წელი, მის დროს
დაიწყო ასურელების მეფობა, რომლებშიც პირველი მეფე იყო ბილი აღმოსავლეთით და
სიქინმეილების მეფობა დასავლეთით, რომლებშიც პირველი მეფე იყო ეგიალი.
ნაქორი თარას ძე და აბრაამის ძე ღვთის ბრძანებით წავიდა ქანაანში. მან შვა სამი
ძე: უზი, ბუზი და ბათუილი და კიდევ სხვა 5 ძე. ამ ბუზისაგან იშვა ბალაამი,

19
რომელზეც არის მოთხრობილი რიცხვთა წიგნის 23-ე და 24-ე თავში, რომელსაც
ებრაელების გადმოცემით იობის წიგნში ქვია ელიუზ ბუზიტელი. იობი თავი 32-ე.
ეს ნაქორი გმოვიდა რა ქალდაველების მიწიდან ცოლად შეირთო მალქა თავისი
ძმის არრანის ქალიშვილი, თავად არრანი ამ დროს უკვე იყო გარდაცვლილი და
ცხოვრობდა ის შუამდინარეთის ქარრანში, სადაც გარდაიცვალა თვითონ და მამამისი
თარა. შესაქმეთა მე-11 თავი.
ამ თარას, აბრაამის მამას, არ შეეძლო ქალდეველების მხრიდან შეურაცხყოფის
ატანა, რადგან მას არ სურდა, რომ თაყვანი ეცა ცეცხლისათვის, იყო რა მათ მიწაზე
ქალდაველებმა მოკლეს მისი პირველი ძე. ის იძულებული გახდა გაქცეული იყო
აბრაამთან, ნაქორთან და არრანის სახლეულებთან შუამდინარეთის ქარრანში, სადაც
იცხოვრა 205 წელი. გარდაიცვალა.
მისი დროს ზოროასტრმა ისწავლა ჯადოს ხელობა, 3184 წელი. შექმნათა მე-11
თავი.
აბრაამის დაბადებისას შესრულდა მეორე საუკუნე, რომელიც მოიცავდა 942 წელს,
ხოლო სრულად დაწყებული ადამიდან იყო გავლილი 3184 წელი.
აბრაამმა მის მერე, რაც დაიხრჩო მისი ძმა არრანი, წაიყვანა თავისთან ლოთი
თავისი ძმის ძე და ცოლად მოიყვანა სარრა თავის ძმის არრანის ქალიშვილი და თავის
მამასთან ერთად წავიდა ქარანის მიწაში, სადაც მის მერე გარდაიცვალა მამამისი,
მივიდა საცხოვრებლად სიქემში და იქ მისვლისას აიშენა ქოხი პენდაპოლისში ბეთილსა
და აგგეს შორის.
მაშასადამე დაბრუნდა რა ეგვიპტეში, მან თავის ცოლზე თქვა, რომ ვითომ მისი და
იყო და მეფე ფარაონის შიშით და დასახლდა რა მამრის მუხასთან, ნახა სამი ანგელოზი,
როგორც სამი ძმა და დაბრუნდა რა ხუთი მეფის მოკვლის შემდეგ, აიღო რა სოდომიდან
ყველაფერი, რაც მისგან იყო მოპარული, იყო დიდად პატივცემული.
სალიმის მეფის მელქისედეკის მიერ და მისცა აბრაამმა მელქისედეკს ათეული
მთელი მის ნადავლისაგან. შექმნათა მე-11 თავიდან მე-14 თავამდე.
ამ აბრაამს მისი ცხოვრების 75 წლის ასაკში ღვთისაგან მიეცა აღთქმა, რომ
ეყოლებოდა ძე და 86 წლის ასაკში მას ეყოლა ისააკი. ხოლო 127 წლის ასაკში
გარდაიცვალა სარა, ხოლო აბრაამის ასაკი იყო 175 წელი.

20
მან პირველმა მიიღო წინადაცვეთა.
თუ იქნება შეკითხვა, რატომ მახარობელი არაფერს არ ამბობს აბრაამის სხვა
ძეებზე, არამედ მხოლოდ ისააკზე, უნდა ვუპასუხოთ, რომ ისმაილი და აბრაამის სხვა
ძეები არ შეინარჩუნეს ერთი ღმერთის რწმენა ისააკთან ერთად. ამიტომაც აბრაამიდან
იწყება მოთხრობა, რომელმაც ცხადად იქადაგა ერთი ღმერთის თაყვანისცემა, ამიტომაც
მას უნდა დავარქვათ პირველმორწმუნე.
განიზრახა რა ღვთაებრივი მრისხანებით რომ ცეცხლითა და გოგირდით
გაენადგურებინა სოდომის 5 ქალაქი გაიქცა ლოთი თავის ცოლთან ერთად და წავიდა
სიგორში და ცოლმა დაარღვია რა ჯიუტი მზერით ღვთის მცნება, გადაიქცა მარილის
სვეტად. ხოლო ამის შემდეგ ლოთმა შვა 2 ძე. მოაბი და ამონი თავი ორ ქალიშვილთან,
რომლებმაც დაათვრეს რა ის, შეერთდნენ მასთან და ორივე დაორსულდა.
როგორც ზოგიერთები ამბობენ, ეს იობი იყო ბილის შემდეგ მეორე მეფე ედომის
ნათესავთაგან, რომელიც, როგორც წერია, შექმნათა წიგნის 36-ე თავში იყო ედომის
ვაჟის შვილიშვილი. ხოლო ჰურიები ამბობენ, რომ ის წარმოიშვებოდა ნაქორის ძისაგან
უზისაგან.
ფილინი ამბობს, რომ იობმა ცოლად მოიყვანა იაკობის ასული დინა და შვა მასთან
7 ძე და 3 ასული, მანამდე, სანამ მას მოევლინა განსაცდელი ღვთისაგან.
ხოლო მის შემდეგ შვა მაგდენი ძე და ასული, როგორც ეს ჩანს იობის წიგნში.
აბრაამი იყო პირველმორწმუნე, რჩეული სიმართლეში, მამაცი ბრძოლაში და
ძლიერი გამარჯვებაში, როგორც წერს ამბროსი.
ეს ხეთურა აბრაამმა მოიყვანა ცოლად იმის შემდეგ, რაც გარდაიცვალა სარა. ხოლო
ზოგიერთები ამბობენ, რომ ის უნდა იყოს აგარი, როგორც ნაცვალი იყო მისი
თავისუფალი ცოლი. კარგად ემთხვევა ხეთურასთვის, რომ ითარგმნება, როგორც
შეერთებული.
და შვა მან მრავალი ძე, რომლიდანაც წარმოიშვნენ სარაცინები. თუმცა კი ისინი
უარყოფენ ამას. ამას ამტკიცებენ ისტორიკოსები.
ეს ორი ვაჟი ნაბეოთი და კიდარი შვა ისმაილმა ეგვიპტელი აგარის ძემ და ასევე შვა
სხვა ათი შვილი. შექმნათა 25-ე თავი.

21
ეს ბალაამი, რომელსაც იობის წიგნში ქვია ელიუს ბუზიტელი, წარმოიშვება
ნაქორის ძის ბუზისაგან. მას დაუძახა მოაბიტელების მეფემ ბალაკმა, რომ დაეწყევლა
ისრაელის ერი, რომელიც მის დასაპყრობად მოდიოდა ეგვიპტიდან, ხოლო წყევლის
ნაცვლად ის პირიქით აკურთხებდა მას. რადგან სანამ მივიდოდა მეფე ბალაკთან
გამოელაპარაკა მას მისი ვირი (ადამიანური სიტყვებით): „რატომ მირტყამ (მცემ), აჰა,
ღვთის ანგელოზი, რომელი დგას გაშიშვლებული ხმლით და არ მიშვებს, რომ ვიარო“.
მან იწინასწარმეტყველა მაცხოვარი იესო ქრისტეს ვარსკვლავის შესახებ. თქვა, რომ
აღმოცენდება იაკობოს ვარსკვლავი. წარსდგება კაცი ისრაელიდან და შემუსრავს მოაბის
წარმომშობებს და სხვა. რიცხვთა თავი 22 და 23.
ეს რებეკა აბრამის მსახურმა ელიაზარმა წამოიყვანა შუამდინარეთიდან, რომე
გამხდარიყო ისაკის ცოლი, რომელმაც ამოიღო რა წყალი ჭიდან, ელიაზარმა სთხოვა მას
დასალევად. რებეკამ უპასუხა: დალიე ბატონო, და შენს აქლემებსაც მივცემ წყალს
დასალევად“. და ეს იყო ბათუილის ქალიშვილი და ლაბანის და. შექმნათა თავი 24.
ისაფი, ისაკის ძე, რომელსაც ხშირი თმა ჰქონდა, იყო მონადირე. მან მიყიდა თავისი
პირველი შობილობა თავის ძმას იაკობს ერთი ჯამი ოსპისათვის. მას თავისი ფეთქებადი
ხასიათისათვის დაერქვა ედომი. მან მოიყვანა სამი ცოლი: ორი გაბარნიელი ივდითი და
ბეთიამათი და ერთი სიმაელის ქალიშვილთაგანი. მისმა ძმამ იაკობმა დედამისს რებეკას
დარიგებით თავის ძმას წაართვა კურთხევაც. შექმნათა თავები 26 და 27.
როდესაც რებეკა იტანჯებოდა თავისი ვაჟების მშობიარობისას, მისმა ქმარმა ისაკმა
გაიგონა წინასწარმეტყველება ისააფისათვის, რომ ის გადასცემდა თავის პირველ
შობილობას იაკობს. მაშასადამე დასახლდა რა გერარაში მეფე აბიმელექთან თავის
ცოლზე, რებეკაზე, თქვა, რომ არ მოკლულიყო მის გამო, რადგან იყო ლამაზი. იქ
ყოფნისას იქიდან რაც დათესა იმ მიწაში ასმაგად აიღო მოსავალი. და სამი ჭა, რომელიც
იყო ამოთხრილი მამამისის მიერ დროთა განმავლობაში ამოვსებულა მიწით, ამიტომ
იაკობმა ამოთხარა მეოთხე ჭა და შესწირა მათ მსხვერპლი აბიმელექთან და ფილოქთან
ერთად.
მაშასადამე რაკი ისაკი მოხუცდა და სიკვდილისათვის ემზადებოდა არყოფნის
გამო აკურთხა იაკობი, ხოლო ეხაკი განაგდო. როდესაც ისააკმა ცოლი მოიყვანა იყო 40
წლი, მხოლოდ სრულად მისი სიცოცხლის წლები იყო 180. შექმნათა 24-29.

22
მას შემდეგ, რაც იაკობმა ესავს მოტყუებით წაართვა პირმშობა და კურთხევა გაიქცა
შუამდინარეთში, სადაც აღმართა ძელი იმ ხილვის აღსანიშნავად, რომელიც მან ნახა. და
შეუთანხმდა რეზეას ძმას ლაზამს, რომ მოემსახურებოდა 7 წელიწადს, რათა მისთვის
ცოლად მიეცა რაქელი, ხოლო ლაზამს არ უნდოდა მისთვის რაქელის მიცემა,
მოტყუებით მისცა ლია; ამის შემდეგ იაკობმა ლაზანთან იმსახურა კიდევ სხვა 7
წელიწადი და რაქილიც ცოლად შეირთო. და კვერთხების მანიპულაციით, რომლებსაც
სდებდა გამდინარე წყალში, საიდანაც სვამდნენ ცხოველები, ის ძალიან გამდიდრდა.
ამის შემდეგ იაკობი გაიქცა ლაბანისაგან და წაიყვანა თავისი ცოლები, თერთმეტივე ძე,
და თავისი ქონება, ხოლო რაქილმა მოიპარა თავისი მამისაგან, ლაბანისაგან, კერპები.
გაიგო რა ლაბანმა იაკობის გაქცევის შესახებ, დაედევნა და დაეწია გალაადში.
იაკობმა და ლაბანმა შერიგების ნიშნად ააწყეს ქვებისაგან ბორცვი19 და თითოეული
წავიდა თავის გზაზე და იხილა იაკობმა ანგელოზთა სიმრავლე. და გადაიარა რა
მდინარე ანგელოზმა დაუზიანა ბარძაყი, რომელსაც ებრძოლა საღამოდან დილამდე და
ამიტომ ცხოვრების ბოლომდე დარჩა კოჭლი და ანგელოზმა შეუცვალა მას სახელი
იაკობიდან ისრაელში; და გაუგზავნა რა თავის ძმას – ესავს – ძღვენი, გამოვიდა მის
დასახვედრად 400 მამაკაცთან ერთად. მას შემდეგ, რაც დახოცა სიქემეტიელები რადგან
გაიტაცეს მისი შვილი, ააშენა საკურთხეველი ბეთილში და განწმინდა თავისი სახლი.
ამის შემდეგ მოვიდა რა შუამდინარეთიდან, მთელი თავისი სახლეულით,
მდინარეზე თაბორის მუხასთან ახლოს იმ ადგილას გარდაიცვალა რაქილი. იმის მერე,
რაც იაკობმა ააშენა ცხვრებისთვის სადგომი და დადგა მისი მოხუცებულობის ჟამი,
ძმებმა გაყიდეს იოსები ვაჭრებთან. და შიმშილის დროს ჩავიდა რა იაკობი ეგვიპტეში,
იყო მიღებული თავის ძმის, იოსების, მიერ დიდი პატივით.
მაშასადამე, უპასუხა რა იაკობმა ფარაონს მსახურებითა და ერთგულებით, და
დაულოცა რა მისი ძეები, აღასრულა თავისი სიცოცხლე, იცხოვრა რა სულ 167 წელი.
როდესაც შვა იუდა, ის იყო 65 წლის, ხოლო როდესაც შვა იოსები, იყო 91 წელის.
ეს დინა გამოვიდა რა, რომ ენახა სიქემის ქალიშვილები, გატაცებულ იქნა სიქემის
მეფის მიერ, რომელიც შეერთდა კიდეც დინასთან. მას შემდეგ, მან სთხოვა მამამისს,
რომ გაეყოლებინათ მისთვის ცოლად, ხოლო ძმებმა უპასუხეს, რომ უნდა წინადაეცვითა
თვითონ და მთელი მისი სამეფოს მამაკაცები. და მეფემ შეასრულა მათი მოთხოვნა.

23
ხოლო სიმონი და ლევი არც ამის შემდეგ არ გაჩერდნენ და თავს დაესხნენ სიქემის მეფეს
და მოკლეს ის და მისი ქალაქის ყველა მაცხოვრებელი. შექმნათა თავი 34.
ამ სიმონისაგან წარმოიშვნენ მწიგნობართუხუცესები, რომლებიც დევნიდნენ
ქრისტეს და მის მოწაფეებს მისი ცხოვრების წლები იყო 142.
ხოლო ლევისაგან წარმოიშვნენ მღვდლები, რომლებიც მსხვერპლს სწირავდნენ
ღმერთს და მათ არ მიეცათ ცალკე მიწა სამკვიდროდ ხალხთა შორის, არამედ მათი
გასამრჯელო იყო პირველი მოსავალი და შეწირულობები, რომელიც ხალხს მოქონდა
ტაძარში. იუდას ცხოვრების წლები იყო 137.
ხოლო დათან და აბირონი, რადგან პირველშობილი რუბიმის შვილები იყვნენ,
უნდოდათ, რომ ყოფილიყვნენ მთელ ერზე ბატონები და მათ გამო ქორეს მხრიდან
წაქეზებით ჩამოვარდა მტრობა ერში. ამ დროს ერის წინამძღოლი იყო მოსე და შთანთქა
მიწამ დათანი და აბირონი, მათი სახლეულები და კარვებთან ერთად, როგორც წერია
რიცხვთა წიგნის 16 თავში.
ამ იუდასაგან წარმოიშვნენ მეფეები, რომელთა თესლისაგან მრავალი თაობის
შემდეგ გაჩნდა ქრისტე.
მის დროს ფერონიმ ელინებს მისცა სჯული (კანონი) შექმნათა 35 თავიდან 49
თავამდე. სამყაროს შექმნიდან 3935 წელი.
რაქილი იყო იაკობის მეორე ცოლი, თავისუფალი, რომელიც ბენიამინის
მშობიარობისას გარდაიცვალა და იქნა დამარხული თაბორის მუხასთან ახლოს.
შექმნათა თავი 35.
დანის თესლისაგან იშვება ანტიქრისტე და ამიტომაც იოანეს გამოცხადების წიგნში
არ არის ნახსენები სხვა ერებთან ერთად.
იოსები, გაყიდეს რა ის ძმებმა ისმაიტელებზე, იქნა წაყვანილი ეგვიპტეში, სადაც ის
ჩასვეს საპყრობილეში თავისი ბატონის პეტეფრის ცოლის გამო, რადგან არ უნდოდა
ჩაედინა ცოდვა მასთან და განმარტა რა ფარაონის მეჭურჭლეთუხუცესისა და
მეპურეთმთავარის სიზმრები იქნა გათავისუფლებული, ხოლო მის შემდეგ, რაც
განმარტა ფარაონის სიზმარი, შვიდი მსუქანი და შვიდი გამხდარი ხარის შესახებ,
დასმულ იქნა მთელი ეგვიპტის მმართველად.

24
ხოლო შიმშილის დროს მოვიდნენ რა მისი ძმები ეგვიპტეში, რომ ეყიდათ
ხორბალი, იოსებმა იცნო ისინი და მაშინვე გაუგზავნა თავის მამას ხორბალი და
უბრძანა თავის ძმებს, რომ მათი მამაც, იაკობიც, ჩამოსულიყო ეგვიპტეში. მაშასადამე,
იაკობი, მთელი თავისი სახლეულით, დაახლოებით 75 ადამიანის თანმხლებით, წავიდა
ეგვიპტეში და დიდი პატივით იყო მიღებული იოსების მიერ. იოსებმა ცოლად მოიყვანა
ეგვიპტელი ქალი და მასთან შვა ორი ძე: მანასე და ეფგრაიმ, რომლებიც იაკობმა
მთავისი შვილების რიგში ჩააყენა და აღასრულა იოსებმა ცხოვრება, გარდაიცვალა.
შექმნათა წიგნი 41 თავიდან 49 თავამდე. ამ იოსების დროს ელადამ დაიწყო ხორბლის
მოყვანა, ხოლო ატლასმა შეისწავლა ასტრონომია. სამყაროს შექმნიდან 355 წელი.
კაათი იყო მოსეს წინაპარი, რომელმაც იცოცხლა 133 წელი. აბრამი მოსესი და
აარონის მამა იყო სამღვდელოთა ოჯახის შთამომავალი, ხოლო მათ დედას ერქვა
იოთავიტი. მოსე იყო პირველი მსაჯული და იცოცხლა 140 წელი. მოსეს დროს
აღსრულდა ბუნებითი სჯული, რომელიც არსებობდა 368 წლის განმავლობაში. ხოლო
მოსედან დაიწყო დაწერილი სჯულის ხანა, რომელიც გაგრძელდა ქრისტემდე და
რომლის ხანგრძლივობაც იყო 1536 წელი. მარიამს, მოსეს დას, იმის გამო, რომ მოსეს
წინააღმდეგ ილაპარაკა მთელ სხეული დაეფარა წყლულებით. ის ისევ განიკურნა.
მსაჯულთა წიგნი თავი 12.
ამ ქორემ წამოიწყო მტრობა აარონის წინააღმდეგ მღვდლობისთვის, ამბობდა რა,
რომ არის პირველშობილი, ანუ ის არის შვილი. ამიტომ დაიწვა ზეციდან გადმოსული
ცეცხლით სხვა 250 მამაკაცთან ერთად, როგორც ეს წერია რიცხვთა წიგნის 16 თავში.
ეს მოსე, ჩვილობაში, გაშვებული იქნა რა მდინარეში, ის იპოვნა ფარაონის
ქალიშვილმა ხერფუმისმა20, რომელმაც მიიღო ის საკუთარ ძედ და მისცა ის
აღსაზრდელად საკუთარ დედასვე, ისე რომ არაფერი იცოდა ამის შესახებ, და სახელად
დაარქვა მოსე, რაც ითარგმნება, როგორც წყლიდან ამოყვანილი.
ეს მოსე, მოკლა რა ერთი ეგვიპტელი, გაიქცა მადიამის ქვეყანაში და ცოლად
მოიყვნა მადიამის მღვდლის იოთორის ქალიშვილი. ეს მოსე მის მერე, რაც გამოეცხადა
ღმერთი ცეცხლოვან მაყვალში, იქნა გაგზავნილი ისრაელის გამოსაყვანად ეგვიპტიდან.
გამოსვლათა წიგნი მე-2 თავიდან მე-7 თავამდე.

25
თამარის შესახებ იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ის არ იყო იუდას რძალი, რადგან
არცერთ მის ვაჟიშვილს არ შეუცდენია ის, არც მეძავი იყო, რადგან არა მრუშობის
ფიქრით, არამედ ბავშვების გაჩენის სიყვარულით გადაიცვა, როგორც მეძავმა და
შეუერთდა იუდას, რადგან იცოდა, რომ იუდას თესლისაგან იშვებოდა ქრისტე.
იუდას ჰყავდა სამი ვაჟი: ერი, ავნანი და სელომი და გააყოლა იუდამ თამარი ერს
ცოლად და „ყერის“ გარდაცვალების შემდეგ თამარს, არ გაუჩნდა რა მისგან შვილები,
იუდამ ის ცოლად გააყოლა ონანს და არც მასთან გაუჩნდა მას შვილები, რადგან ორივე
ძმა იქნა მოკლული ღვთის მრისხანებით, მათი უღირსი ცოდვის გამო და აღარ ისურვა
იუდამ, რომ მიეცა თამარი ცოლად თავისი მესამე შვილისათვის. და დარჩა თამარ
თავისი მშობლების სახლში.
და რადგან არ უნდოდა თამარს, რომ დარჩენილიყო უშვილოდ, გაიხადა გლოვის
ტანსაცმელი, შემოისხა მოსასხამი და ისე გამოვიდა გზასაყარზე და თავი წარმოაჩინა,
ვითომ იყო მეძავი. და მიდიოდა რა იმ გზაზე იუდა, რომ გაეპარსა ცხვრები, არ ყავდა რა
ცოლი და ვერ იცნო, რა გადაცმული თამარი, დაწვა მასთან. და მაშინვე თამარმა
მუცლად იღო და იუდამ გადასახადის სახით მისცა თავისი კვერთხი, ბეჭედი და მძივი.
შემდეგ დაიჭირეს რა თამარი, როგორც მეძავი, და უნდოდათ რა მისი დაწვა, როგორც
მეძავისა, მან აჩვენა ის ნივთები, რომლებიც ჰქონდა მიღებული იუდასაგან. ასე
გაიმართლა თავი, მისგან იშვნენ: ფარეზი და ზარა. შექმნათა წიგნი, თავი 38.
ისო ნავის ძემ მიიღო ერის წინამძღოლობა მოსეს შემდეგ, როგორც ეს წერა მეორე
სჯულის წიგნის 31-ე თავში და გააგზავნა მან სიქემიდან იერიქონში ორი მზვერავი,
ხოლო შვიდი დღის შემდეგ მან გაიარა იორდანე, მთელ ერთან ერთად, ისე, რომ არ
დასველებიათ თავისი ფეხები. და ამოიღო მან მდინარიდან ხმელეთზე 12 ქვა და
ჩაიტანა მდინარეში ისევ 12 ქვა იმ სასწაულის სამახსოვროდ, რომ გაიარეს იორდანე
ხმელეთით და განაახლა მან ერი მეორე წინადაცვეთით გალგალში. და შთაბერეს რა
მღვდლებმა საყვირებში იერიქონის ციხე-სიმაგრის გარეშემო მე-7 დღეს დაეცნენ მისი
კედლები.
და დაიპყრო რა ის, გაასწორა მიწასთან და მოკლა ყველა, ადამიანებით
დაწყებული დამთავრებული ცხოველებით და ცოცხლად დატოვეს მხოლოდ რაბა (???)
მეძავი ყველა მის სახლეულთან ერთად იყო რა მისი სახლი დანიშნული წითელი

26
თოკით, როგორც იყო ნათქვამი მისთვის იესოს ნავის მზვერავების მიერ. იმ
სიკეთისათვის, რომელიც მან გაიღო მათთვის გადაარჩინა რა ისინი სიკვდილისაგან და
იესომ აღთქმა დაუდო ღმერთის დაფიციებთ, რომ არანაირ ნადავლს არ აიღებდნენ
იერიქონიდან.
სიხარბით შეპყრობილმა ახირმა აიღო ოქროს ერთი ზოდი და ოქროს მოსასხამი;
ამიტომ განრისხდა ღმერთი ისრაელის ერწე და დახოცა გილგესში 36 მამაკაცი და
ჩაქოლა ხალხმა ახარი მისი სიხარბის გამო. ასევე გეიც, მზაკვრობით შეპყრობილი
ქალაქი, სრულ გაანადგურეს და გაბათნელები გახადეს მონები წყლის და შეშის
მზიდავები და 5 მეფე, რომლებიც მზაკვრობას შთააგონებდნენ გაბაონს, მოკლეს.
და გახანგრძლივდა დღე მთვარისა და მზის გაჩერებით 24 საათით იესოს
ლოცვებით და ააშენა რა გელაბში საკურთხეველი, ერის წინაშე დაილოცა და
დაიწყევლა და შთააგონა ყველას შეეძახათ: „ამინ, დაე იყოს“.
ამის შემდეგ გაიყო 12 ტომმა მთელი მიწა, რომელიც დაიპყრეს; ხოლო ორ ნახევარ
ტომ, ანუ რუბიმს, გადს და მანასეს ნახევარ ტომს მიეცათ მიწა, რომელიც მანამდე
ქონდათ მიცემული მოსეს მიერ. ხოლო დანარჩენ ცხრა ნახევარ ტომს ერების მიხედვით
მიეცა დანარჩენი მიწა გაყოფით, ხოლო 14 წლის შემდეგ დაბრუნდნენ და ააშენეს
საკურთხეველი იორდანეს საფლავებზე და აქციეს ისრაელის ერი თავისუფალი
ყველანაირი მტრისაგან. და ღმერთის თაყვანისცემის ნიშნად მთელმა ერმა იპკურა
წყალი. და შეიქმნა ისოს ცხოვრების წლები 110.
ეს ყველაფერი წერია მის წიგნში პირველი თავიდან ბოლომდე. (??) ხუზის დროს
მღვდლობა გადავიდა ელიაზარიდან ილიზე, ეს ილი იყო ითამარისაგან. ხოლო ილის
შთამომავლებს წაერთვათ მღვდლობა მათი ბოროტების გამო. მეფეთა პირველი წიგნი,
თავი II.
ხოლო ისოს გარდაცვალების შემდეგ ისრაელმა დაივიწყა ღმერთი და თაყვანი სცა
ბელფეგორს. ამიტომ ღმერთმა მისცა ისრაელი შუამდინარეთის მეფის, ხუსარსათების,
ხელში, რომლის მონობაშიც იყვნენ 8 წლის განმავლობაში. როგორც ამბობს ზოგიერთი,
იმ დროს, მოხდა, რაც ნათქვამია მიხეის კერპისთვის. მსაჯულთა წიგნის მე-17 თავში და
რაც არის ნათქვამი ლეგის ცოლისთვის მსაჯულთა წიგნის მე-19 თავში.

27
ეს გოთონიელი იყო გენეზის ძე, ქალევის ძმა და მან ცოლად მოიყვანა კანევის
ასული აქსანი, მან გაათავისუფლა ისრაელი ხუსართუმის ხელდებიდან. და დაისვენა
ქვეყანამ 40 წლის განმავლობაში. ხოლო მის გარდაცვალების შემდეგ ისევ შესცოდა
ისრაელმა და მისცა ღმერთმა ის მოაბითელების მეფის ეგლონის ხელში და იყო ერი
მონობაში 18 წლის განმავლობაში.
ამ დროს შეიქმნა პადამიდის მიერ ელიბის დამწერლობა. ეს ამინადავი იყო იუდას
ერის მბრძანებელი, ერის ეგვიპტიდან გამოსვლის დროს. ის შევიდა პირველი წითელ
ზღვაში თავის ნათესაობასთან ერთად, რადგან დანარჩენებს ეშინოდათ, ამიტომაც
ღმერთმა მისცა მის შვილებს სამეფო ძალაუფლება. რადგან გაყვნენ მათ მამას.
ერის ეგვიპტიდან გამოსვლის ჟამს ნაასონი იყო იუდას ერის მეთაური. თავისი
მამის გარდაცვალების შემდეგ, როგორც ეს წერია რიცხვთა წიგნის მე-10 თავში. ხოლო
ამ ნაასონზე აღსრულდა აბრაამის მიმართ ღმერთის მიერ ნათქვამი სიტყვა, შექმნათა
წიგნის მე-15 თავში, რომ მეოთხე თაობაში ძენი ისრაელისანი გამოვლენ ეგვიპტიდან.
მის დროს ფიქტონიმ გამოიგონა და შეაბა ერთად ოთხი ცხენი ტროადაში. ეს
აბიმელიქი იყო იერობაალის ძე გაჩენილი მხევლისაგან სიქემში. და გახდა რა
სიქემიტელების მეფე, მან მოკლა თავისი სამოცდაათი ძმა, მათგან გადარჩა მხოლოდ
ერთი იუატანი, რომელიც იმალებოდა რა ერთ-ერთ მთაზე, სიქემეტელებს მოუყვა ერთი
იგავი – ზეთის ხილის ხის, ლეღვის ხის, ვაზისა და კუნლის შესახებ.
მის დროს შეიქმნა პადამიდის მიერ ელინთა დამწერლობა.
ეს აოდი იყო ძალზედ მამაცი, მან მოკლა მობითელების მეფე ეგლონი მისივე
სახლში, გაათავისუფლა ისრაელი და განისვენა ქვეყანამ 80 წლის განმავლობაში.
მაშასადამე მოკვდა რა ეს, მაშინვე მის ადგილას იყო დაყენებული სამეგარი. მსაჯულთა
წიგნი მე-3 თავი. სამყაროს შექმნიდან 3879.
ამ სამეგარდმა მოკლა 600 ფილისტიმელი სახნისით; ამიტომაც იყო დაყენებული
ისრაიტელების მთავრად. მისი გარდაცვალების შემდეგ ისევ შესცოდა ისრაელმა ღვთის
წინაშე და მიეცა ის ქანაანელების მეფის, იაბინოს ხელში, რომელმაც დაიპყრო ისრაელი
თავისი ერთ-ერთი თავადის სხარას მეშვეობით. 20 წლის განმავლობაში.
ეს დებორა იყო წინასწარმეტყველი ბარაკის და ლაგიდოხის ცოლი. მან მოკლა
სიხარა იაილელის ჰავერის ცოლის მეშვეობით. რომელიც იყო სისარას მსახური და

28
გაათავისუფლეს რა ისრაელი, იგალობეს საგალობელი, როგორც წერია მსაჯულთა
წიგნის მე-4 თავში.
და განისვენა ქვეყანამ 40 წლის განმავლობაში. მაშასადამე გარდაიცვალა რა
დებორა ისევ იმზაკვრა ისრაელმა ღვთის წინაშე და მისცა ღმერთმა ისრაელი მადიამის
ხელში 7 წლის განმავლობაში. მსაჯულთა მე-5 თავი. სამყაროს შექმნიდან 3926 წელი.
ამ გედეონმა დადო ხორცი ანგელოზის წინაშე, რომელიც გამოეცხადა მას და
დაამსხვრია რა ბაალის საკურთხეველი, მას დაერქვა იერობაალი. და ეჩვენა მას ნიშანი
საწმისზე, რომ ღმერთი გადაარჩენს ისრაელს მისი მეშვეობით 300 ადამიანის
დახმარებით, რომლებიც დალევდნენ წყალს მდინარიდან ძაღლებივით.
თუ დათვლი მეფეთა დინასტიებს ერთი მეორის შემდეგ იმისდა მიხედვით, როდის
იმეფეს და არა სახარების მიხედვით, დაინახავ ამ მეოთხე თაობის დაწყებული
იუდასაგან და დამთავრებული ნაასონით. ხოლო თუ ამ მეოთხე თაობას დაყვები
სამღვდელოთა თაობების მიხედვით, უნდა დავიწყოთ დევიდან და დავასრულოთ
ელიაზარით.
სალმონმა ცოლად მოიყვანა რააბი, მეძავი (რომელმაც დამალა იესოს მზვერვაბეი
სელის ქსოვილებში, რომლის სახლიც იყო ქალაქის კედელთან ახლოს, როგორც ამას
წერს იესო ნავი). მისგან იშვა ბოოზი. ეს ბოოზი იყო სხვა ბოოზის ბაბუა, რომელმაც შვა
ოვიდი.
სამპირს ზედიზედ მამას, ძეს და შვილიშვილს ერქვა ერთი და იგივე სახელი
ბოოზი; ამიტომაც მათ მახარებლებმა მაცხოვრის გენეოლოგიაში ახსენა მხოლოდ
ერთხელ ეს სახელი.
ამ წარმოდგენით სწორედ გავიგებთ, რა წერია რიცხვთა წიგნის I და II თავში,
სადაც აღწერილია როგორ დაჯდა დევის 12 ტომი კარვის გარშემო, რადგან უნდა
გავიგოთ, რომ უფრო მეტი ღვთის მსახური არსებობდა, რომელთაც იესომ გაუნაწილა
ქალაქები და დაბები, რომ მათგან მიეღოთ ათეული საკუთარი თავის სარჩენად. იესო
ნავი თავი 21.
ამ ქალაქებში თავს აფარებდნენ მკვლელები, რომლებმაც მკვლელობა ჩაიდინეს
განუზრახველად, რომ გაუსამართლებლად თვითონ არ მოკლულიყვნენ მოკლულების
ნათესავების მიერ და მათი სახელებია: ბოსორი, არიმოტი, გაბლონი. იესო ნავი თავი 20.

29
ამის შემდეგ აბიმელექმა გაანადგურა სიქემი და მოკლა აგაალი სიქემის
მმართველი, რომელიც აღსდგა მის წინააღმდეგ. და აბიმელეს ქალის მიერ ნასროლი ქვა
მოხვდა თავში და ხვდებოდა რა, რომ კვდებოდა, უთხრა თავი მეაბჯრეს: „მომკალი მე
რომ ხალხმა არ თქვას, ქალმა მოკლაო“. მსაჯულთა მე-9 თავი. ამ დროს ელადაში
გამოიგონეს ცეკვა. იაროსს ეყოლა 32 ძე და მან არ ჩაიდინა არცერთი საქმე, რომელიც
მოყოლის ღირსი იქნებოდა. სამყაროს შექმნიდან 3990 წელი. ამ დროს კარმენტიმ შექმნა
ლათინური მწერლობა.
მაშასადამე, გარდაიცვალა რა იაიროსი ძენმა ისრაელისანმა ისევ დაიწყეს ბაალის
თაყვანისცემა, ამიტომაც ღმერთმა მისცა ისინი ფილისტიმის და ამონის ძეთა ხელთ 18
წლის განმავლობაში. მსაჯულთა მე-10 თავი.
და მიეპარა რა მტრების კარვებს, გაიგონა როგორც უყვებოდნენ ისინი ერთიმეორეს
სიზმრებს და მაშინვე დაბრუნდნენ რა თავის ჯართან, თავს დაესხა მტრებს.
და ატეხს რა ხმაური საყვირებითა და რკინის ქვაბებზე რტყმევით, შიში ჩამოაგდეს
მტრებში და მოკლეს მტრებს 4 მეფე ორებ, ზიბ, ზებეე და სალმანა. და გაათავისუფლეს
ისრაელი მადიამისაგან და განისვენა ქვეყანამ 40 წლის განმავლობაში. და გარდაიცვალა
რა ის, ისევ ჩაიდინა ბოროტება/ მზაკვრობა ისრაელმა ღვთის წინაშე და თაყვანი სცა
ბაალს. და ღმერთმა არ მისცა ისრაელი არავის ხელში, არამედ მაშინვე, მის ადგილას
იყო დაყენებული მისი ძე აბიმედექი. მსაჯულთა თავი 6,7,8,9. ამ დროს მერკურიმ
გამოიგონა და არაფერი გააკეთა მოყოლის ღირსი.
იმ დროს ტროაში მეფობდა არამოსი. სამყაროს შექმნიდან 3959.
ეს იეფთაი განაგდეს მისმა ძმებმა, რადგან იყო შობილი მეძავისაგან და
ცხოვრობდა რა თავის ქვეყანაში, ბოლოს გახდა ისრაიტელების მმართველი და
მსაჯული და დაამარცხა მონიტელები. მტრებზე გამარჯვებამდე მან დაუდო აღთქმა
ღმერთს, რომ თუ დაბრუნდებოდა გამარჯვებული ღმერთს მსხვერპლად შესწირავდა
ტავის ქალიშვილსა, ამიტომ უკვე გამარჯვებულმა მან შეასრულა თავისი აღთქმა.
ამიტომაც მის მერე, რაც მისმა შვილმა ორი თვის განმავლობაში დაიტირა თავისი
ქალიშვილობა, ის მსხვერპლად შესწირეს ღმერთს. ამის შედეგად გაიარეს რა იორდანე,
დახოცეს 42 000 ადამიანი ეფრაიმის ტომიდან. მსაჯულთა 11, 12 თავები.

30
ეს არის რააბი მეძავი, რომელიც გადაურჩა იერიქონის განადგურებას იმ
წყალობისათვის, რომელიც მან გამოიჩინა იესოს მზვერავების მიმართ, როგორც ეს
დავწერეთ ზემოთ. ის გახდა სალმონის ცლი.
ეს აბიმელიქი შიმშილის დრო, მაშინ, როდესაც მღვდლად იყო ლი, თავის ცოლტან,
ნოემინთან და ორივე ვაჟიშვილთან ერთად, ბეთლემიდან გადასახლდა ამობში. იქ მისმა
ვაჟიშვილებმა მოიყვანეს ცოლები: რუთი და ორფა და გარდაიცვალენ რა მოაბში
აბიმელიქი და მისი ძენი, ნოემინი დაბრუნდა თავის სამშობლოში მოაბიტელი რუთთან
ერთად, ხლო ორფა დარჩა ადგილზე.
ეს ესებონი გახდა მმართველი იეფთეს შემდეგ. მას ეყო 30 ძე და 30 ასული და არ
გაუკეთებია არაფერი მოსაყოლად ღირსი. მსაჯულთა თავი 12.
სამსონი, მანოახის ძე, წარმოიშვა დანის ტომიდან. მისი დაბადების შესახებ
ანგელოზმა ამცნო. ჯერ კიდევ დედის მუცლად ყოფნისას მას დაერქვა წმინდა. მან
ცოლად მოიყვანა თამნათიდან, ფილისტიმელთა ტომიდან. მან ახალგაზრდებს მოუყვა
იგავი ლომის შესახებ, ხოლო მისმა ცოლმა გამჭრიახობა გამოიჩინა და განმარტა ეს. ამის
შემდეგ დაიჭირა სამასი მელა, კუდებზით გადაბმულებს თითო ჩირაღდანი მიაბა და
გადაუწვა მტრების ხორბლის თავთავები21 და ვირის ახალი თავებით მოკლა 1000
ადამიანი. რის შემდეგ იმ ძვლისაგან წარმოსჩქეფდა წყარო, რომლისგანაც თვითონ
შესვა22; და ღაზის კარიბჭე მან აიტანა ერთ-ერთ მთაზე.
ბოლოს დალილამ მოტყუებით მოპარსა სამართებლით თმა, რის შემდეგაც
ფილისტიმელებმა ის შეიპყრეს, ჩააგდეს საპყრობილეში და მასხრად იგდებდნენ.
ამასობაში გაეზარდა რა ხელახლა თმა, ფილისტიმელები შეიკრიბნენ მსხვერპლის
შესაწირავად და მოიყვანეს სამსონიც, რომ დაეცინათ და დაემცირებინათ იგი. იგი
ჩაეჭიდა რა ერთ-ერთ სვეტს, დაანგრია ის შენობა, სადაც იყვნენ შეკრებილები და მაშინ
საკუთარ დაღუპვასთან ერთად მან სიცოცხლეს გამოასალმა უფრო მეტი ხალხი, ვიდრე
თავისი სიცოცხლის განმავლობაში. მსაჯულთა 13-16
ეს ედომი მიიღო მმართველობა ესებონის შემდეგ და არ გააკეთა არაფერი ღირსი
მოსაყოლად. მსაჯულთა 12 თავი.
ეს ევდომი მიიღო მმართველობა ელომის შემდეგ. მან შვა 40 ძე. რადგანაც მას
შემდეგ ისევ შესცოდა ისრაელმა ღვთის წინაშე და მისცა ღმერთმა ის ფილისტიმელთა

31
ხელში 40 წლის განმავლობაში. მსაჯულთა 12 თავი. მის დროს დაეცა ტროა. სამყაროს
შექმნიდან 4033 წელი.
ეს ელკანა იყო ქორეს თესლისაგან ისეროსამის ძე, რომელიც წარმოშობით იყო
ლევის ტომიდან. ამ ელკანას ჰყავდა ორი ცოლი: ფენნა, შვილების დედა, და ანნა –
უშვილო. ხოლო ანნამ ღვთის წინაშე აღთქმის დადებით შესძლო გაეჩინა სამუელი,
რომლის სახელიც ითარგმნება, როგორც „გამოთხოვილი“ ღვთისაგან23 და დედამისმა
მიიყვანა ის ილი მღვდელთან ისე, როგორც დადო აღთქმა. მეფეთა I, 1: 1-7.
ხოლო დაბრუნდა რა ნაყომინი თავის სამშობლოში, ამბობდნენ ბეთლემელი
ქალები: „დაბრუნდაო ნოემინი თავისი მოგზაურობიდან“. ხოლო ის პასუხობდა: „ნუღა
დამიძახებთ ნაყომინს, ანუ ლამაზს (სიამეს), არამედ დამიძახეთ გამწარებული, რადგან
სიმწარით სავსე ვარ მე.“ 24 ხოლო რუთი ცოლად მოიყვანა ბოყაზმა და მასთან შვა
ყობედი.25 ეს წერია რუთის წიგნში.
ხოლო საულმა დაკარგა რა ვირები, დიდხანს ეძებდა მათ და ვერ იპოვა რა ისინი,
წავიდა სამოელ წინასწარმეტყველთან, რომ ეკითხა და გაეგო მისგან, სად არიან მისი
ვირები. ხოლო სამოელმა, მიიღო რა ბრძანება ღვთისაგან, რომ ეცნო საული
ისრაელიანიების მეფედ და იწინასწარმეტყველა ვირების შესახებ, რომ ისინი იპოვნა
საულის მამამ – კისმა. და დაუსვა სამოელმა სამი ნიშანი, რომ ის იქნება მეფე და წავიდა
მისგან საული, ამის შემდეგ ყარეს რა წილი მიცფაში, წილი შევხდა საულს. და სცხეს
უკვე ის მეფედ ერის წინაშეც. მაშასადამე მიიღო რა მეფობა, მან დაამარცხა ნასი და
გაათავისუფლა იაბეშენელები მისი ხელიდან.
და შესცოდა საულმა ღვთის წინაშე და ქუხილით მიეცა ნიშანი სამოელს, რომ
განრისხდა ღმერთი მასზე (საულზე) და შესწირა რა მსხვერპლი საულმა, ამით
დაარღვია სამოელის მიერ მიცემული მცნება, რომელმაც უბრძანა რომ მოეცადა 7 დღე.
ამის გამო სამოელმა უსაყვედურ საულს.
ეს აბიელი იყო ბენიამინის ტომიდან ბევრად უფრო გვიან, ვიდრე სხვები. აბიელის
ძემ კისმა შვა საული, რომელიც ისრაელის ერის პირველი მეფე გახდა.26
ეს აბნერი ნერის ძე იყო ჭკვიანი ადამიანი და მეფე საულის ჯარის მეთაური. ეს იყო
იშბოშეთის დამხმარე დავითის წინააღმდეგ და სცა რა შუბი ტერუიას ძეს ყასაელს
მუცელში, მოკლა ის.

32
მაშასადამე მოუვიდა რა ჩხუბი იშბოშელთან საულის ხარჭის გამო, განრისხდა
აბნერი და წავიდა დავითთან და შეურიგდა მას. მაშასადამე, დაბრუნდა რა, მოკლა
იოაბი ცერუის ძე II. მეფეთა, მე-3 თავი.
მაშასადამე, მოკვდა რა ის, აღარ იყვნენ დაყენებული სხვა მსაჯულები,
მიუხედავად იმისა, რომ ილი და სამოელი ჯერ კიდევ იყვნენ ერში და მსაჯულობდნენ.
მსაჯულთა წიგნი თავები 13,14,15,16. სამყაროს შექმნიდან 4055 წელი. ამ დროს
გააძლიერა ასკანმა ალბა.
ეს ელი იყო მსაჯული და მღვდელიც. და აპირებდა რა, რომ საყვედური ეთქვა
ვაჟებისათვის უღირსად ჩაითვალა ღვთის წინაშე, რადგან არ თქვა საყვედური, როგორც
ეს წერია მეფეთა პირველი წიგნის 2 და 3 თავებში.
და ღვთის წინაშე დადებული აღთქმის შესაბამისად ჯერ კიდევ ყრმობის ასაკიდან
მშობლებმა მიიყვანეს სამოელი27 ელი მღვდელთან. და ზრდიდა ელი სამოელს და
უყვარდა ის, განსაკუთრებით ხედავდა ელი ძეების ოფნისა და ფინესის დაცემას. როცა
გაიგო რომ ფილისტიმელებმა ომის დროს ხელთ ჩაიგდეს კიდობანი, დიდმა მწუხარებამ
შეიპყრო იგი და გადმოვარდა სკამიდან და მოკვდა. ხოლო მღვდლად დასახელდა
სამოელი. რადგან მასზე გადავიდა მღვდლობა, უფრო წმინდა თესლისაგან, ანუ
ელიაზარის ძეებისაგან. მან მიიღო მღვდლობა იყო რა ითამარის შთამომავალი. ხოლო
მის შემდეგ ისევ მღვდლობა გადავიდა ელიაზარის შთამომავლობაზე, ელის ვაჟების
(ძეების) ოფნისა და ფინესის სიბოროტის გამო, როგორც ეს წერია მეფეთა წიგნის მე-2
თავიდან მე-4 თავამდე.
მის მიერ შეიქმნა დიდი შიმშილი იუდეაში. სამყაროს შექმნიდან 4085 წელი.
სამოელი სამგზის იყო მოწოდებული ღვთისაგან, რითაც იყო მოცემული ნიშანი,
რომ ის სამმაგი ძალით აყვავდებოდა, ანუ მსაჯულობის, მღვდლობისა და
წინასწარმეტყველობის მადლით (ძალით), როგორც ეს წერია მეფეთა პირველი წიგნის
მე- 3 თავში.
ეს მოხდა იმის შემდეგ, რაც მან ფილისტიმელებისაგან გადაარჩინა ისრაელი,
შესწირა რა კრავი ხსნის ქვაზე, რომელიც მთაში, ღვთის ბრძანებით იყო დაბრძანებული,
დავითს, მეფედ ისრაელისა, სცხო ზეთი. შემდგომში ღმერთმა შეიძულა საული, რადგან
არ მოინდომა დაეხოცა აგაგი და ამალაკი, მეფენი, რომლნიც მოკლა სამოელმა,

33
დაანაკუწა ისინი და ღვთის ბრძანებით გაემართა ბეთლემს მსხვერპლის შესაწირად,
მასთან ერთად წავიდა დავითის მამა იესე თავის ყველა ძესთან ერთად.
ხოლო ამის შემდეგ ისევ დაარღვია ღვთის ბრძანება, დაატყვევა რა მეფე აგაგი და
მთელი მისი ქონება მოიგდო ხელთ, და ტყვედ ჰყავდა იგი. ამ ბრძანების დარღვევის
გამო ღმერთი ძალზე განრისხდა მასზე. იმდენად განრისხდა, რომ მიუხედავად სამოელ
წინასწარმეტყველის მიერ ღმერთის წინაშე მისთვის გოდებით აღვლენილი ვედრებისა,
მაინც ვერ შესძლო რომ აეცილებინა მისგან ღმერთის რისხვა. რადგან, როგორც წერია
მეფეთა პირველ წიგნში მეორე თავიდან ბოლომდე, დავითი იყო არჩეული მეფე.
საულმა პირველმა იმეფა ისრაელში და მისი მეფობის ხანა იყო 20 წელი.
იონათანი საულის ძე იყო ძალზედ ჭკვიანი ადამიანი, და ამიტომ დავითს უყვარდა
ის. მან ბევრჯერ გადაარჩინა დავითი სიკვდილისაგან, რითაც აჩვენა საკუთარი მამის
სულიერი ბოროტება. ის იცავდა დავითს, რადგან მამამისს მისი მოკვლა სურდა.
და გაიგო რა იონათანმა რომ ღმერთის მიერ საულის შემდეგ მეფედ არის არჩეული
დავითი, სთხოვა დავითს, რომ მეფედ ცხების მერე მისთვის არ განეზრახა ბოროტის
ქმნა, რადგან მამამისი საული მტრობდა დავითს, არამედ შეეწყალებინა მისი ოჯახი. ამ
იონათამა მარტომ, თავის საჭურველმტვირთველთან ერთად, ფარულად გადაიარა
მაღალი მთები, თავს დაესხა უცხოტომელებს და დაამარცხა ისინი. თუმცა ეს მან
მამამისის გვერდის ავლით ჩაიდინა, რადგან ომში მამასთან ერთად იმყოფებოდა, მან
კვერთხის წვერით, რომელიც იყო მის ხელში, აიღო გოლეულის ნაჭერი რათა ეჭამა,
ერის მოთხოვნით ძლივს გადაურჩა მამის რისხვას, რადგან მას უნდოდა მისი მოკვლა.
საულს ძალზედ მტკიცედ ჰქონდა დაიფიცებული, რომ ის მოკლავდა იმას, ვინც
გამარჯვების მოიპოვების დღემდე იხმევდა.
ამის შემდეგ იონათანი მოკლული იქნა თავის მამასთან საულთან ერთად
ფილისტიმელების მიერ ვერვუნეს მთებში.
როცა დავითმა შეიტყო იონათანის გარდაცვალების შესახებ, დაიტირა ის და
უგალობა სამგლოვიარო საგალობელი, როგორც ეს წერია მეფეთა მე-2 წიგნის პირველ
თავში. მაშასადამე მოკვდა რა იონათანი და დარჩა მისი ძე მეფივოსტე, დავითმა გაიღო
წყალობა მისი ოჯახის მიმართ და იმ მეგობრობისთვის, რომელიც ჰქონდა მამამისთან.
და აირჩია რა დავითი მეფედ, სცხო მას სამოელმა ზეთი რქიდან, როგორც ეს წერია

34
მეფეთა პირველ წიგნში, 18 თავში და დაასრულა სამოელმა თავისი სიცოცხლე 4125
წელს სამყაროს შექმნიდან.
დავითი, იესეს ყველაზე უმცროსი შვილი, ღმერთმა აირჩია მეფედ საულის შემდეგ
და სამუელის მეშვეობით სცხო ის ბეთლემში. მიიღო რა მეფობის ნიშანი ებონში,
პირველად იმეფა იულეაში 7 წელი და 6 თვე. ხოლო ამის შემდეგ იმეფა მთელს
ისრაელში 33 წელი, როგორც ეს წერია მეორე მეფეთა მე-5 თავში.
და დაამარცხა რა ბრძოლაში გოლიათი, ამით დაამკვიდრა საული. ატარებდა რა
იონათანის მიმართ დიდ სიყვარულს, იგი მისი დახმარებით გახდა მეფის სიძე.
გოლიათის მოკვლის შემდეგ გამარჯვებით დაბრუნებული დავითის მიმართ, საული
აღივსო შურით, იმ ქება-დიდების გამო, რომელთაც ქალიშვილები უძღვნიდნენ
დავითს. ამიტომ მეფემ მოისურვა მისი დაღუპვა და მარტო გაგზავნა ბრძოლაში 100
წინადაუცვეთელი ფილისტიმელის წინააღმდეგ, მაგრამ იმ ბრძოლაში დავითმა
გაიმარჯვა და საულის ეშმაკობამ მიზანს ვერ მიაღწია და მისი ვერაგული მახეებისაგან
მან თავი დააღწია, მელგოლეის გამჭრიახობის გამოისობით იგი გადაურჩა სიკვდილს.
მელგოლეიმ დავითის საწოლში დააწვინა მისი გარეგნობის მქონე ადამიანი და
გამოაცხადა ავადააო. ხოლო ნავა შევიდა ღვთის ტაძარში, მშიერი იყო და შეჭამა
მღვდლებისათვის განკუთვნილი პური.
და დახოცა საულმა მღვდლები დავითის გამო, და მისი დახმარებით გადარჩა
მარტო აბიათარი. ამის შემდეგ მან ცოლად მოიყვანა აბიდია შეშლილი ნავალის ცოლი,
მას შემდეგ რაც ნაბალი გარდაიცვალა. დავითმა იპოვა რა თავისი მტერი საული
მძინარე, არ მოკლა ის, აიღო შუბი და წყლის ჭურჭელი, შუბით მისი სამოსის ბოლოს
ქსოვილის ნაჭერი მოჭრა. და თან წაიღო ესენი, ხოლო საული დატოვა ცოცხალი.
ეს აბესა ჭკვიანი ადამიანი იყო, და ახლდა რა თან დავითს, მან იპოვნა ერთ
ადგილას მძინარი საული და აიღო შუბი, მის თავთან ახლოს ჩარჭობილი, და წყლის
ჭურჭელი, დააპირა რა მისი მოკვლა, მაგრამ დავითმა არ მისცა ამისი ნება, როგორც ეს
ჩანს მეფეთა პირველი წიგნის 26 თავში.
ეს აზაილი ძალიან სწრაფი იყო სირბილში. ის შუბით განგმირა ნირის ძემ აბენირმა
და მოკლა ის. ამიტომაც იობმა შემდგომში მოკლა აბენირ. ამ ამასსას უნდოდა
გამხდარიყო ერის, ჯარის მეთაური, რადგან დავითიც შეპირებული იყო, რომ ჯარის

35
წინამძღოლად გახდიდა, ამიტომ იობმა მოკლა ის, როგორც ამ სიტყვებით წერია
პირველ მეფეთა წიგნში 19 თავში.
ეს იობი არონის ძე ყოველთვის დავითთან ერთად იყო და ეხმარებოდა ქვეყნის
მართვაში. დავითმა ის ჯარის მეთაურად განაწესა და მან მოკლა აბესალომი, აბენირი და
ამასსა. ამიტომაც სოლომონმა თავისი მამის დარგებით მოკლა ის, მიუხედავად იმისა,
რომ ის გაიქცა და თავი შეაფარა საკურთხეველს. მეფეთა მესამე წიგნი, თავი 19.
ეს იოაბი არონის ძე დავითის დროს იყო იოსაფატის ჯარის კომენდარისი, ანუ
ჯარის ამბების აღმწერელი, ხოლო სადოკი და აბიათარი იყვნენ მღვდლები, ნათანი იყო
წინასწარმეტყვლი, სარონი იყო მწერალი ანუ კანცელარი, უიანია იოაკელის ძე იყვნენ
ზერეთის და ფერეთის ჯარის მეთაურები. ზერეთი ნიშნავს დამანგრეველს, ხოლო
ფერეთი საყვარელს.
და დაბრუნდა რა ანკუსიდან სიკილათში დავითმა დაამარცხა ამალიკი და საულის
სიკვდილის ამბის მომტანიც დავითმა მოკლა, რადგან თავად ამბის მომტანი იყო
მკვლელი და დაიტირა დავითმა საული და იგალობა გლოვის საგალობელი.28 საულის
სიკვდილის შემდეგ დავითს მეიცა მეფობა მთელს ისრაელზე, და გააძევა იებოსეი
იერუსალიმის მიწიდან. და ბარსაფარიმში დაამარცხა უცხოტომელნი.
შემდეგ დავითმა კიდობანი იერუსალიმში გადაიტანა. მიჰქონდა რა კიდობანი,
დავითი მას ;წინ მიუძღოდა გალობითა და როკვით; დადავითის ცოლმა მელქოლამ
შეიძულა ის იმ გალობისა და როკვის გამო, ამის გამო იგი ბერწი დარჩა დავითისაგან.
არ დაანება ღმერთმა დავითს ტაძარის აშენება, რადგან დავითმა დაატყვევა
მოაბიტელები, იღუმელები და ფილისტიმელები და ჩააყრევინა მარილის შახტში, მათი
ქონება კი თავის ხალხს გაუნაწილა.
ამის შემდეგ მოინდომა რა შერშებას ცოლად შერთვა, დავითმა მოაკვლევინა მისი
ქმარი ური, რომ ცოლად მოეყვანა შერშება; დავითმა, ომიდან იერუსალიმში
დაბრუნებულმა, აღწერა ისრაელის ერი და განურისხდა მას ღმერთი ამ აღწერისათვის.
დავითმა მეფედ ცხო სოლომონი და დაუბარა მტრებზე გამარჯვება და აღასრულა
კეთილად სიცოცხლე, დავითი გარდაიცვალა. დავითის შვილის ნათათანისაგან, მას
შემდეგ რაც ბევრმა თაობამ გაიარა, დაიბადა წმინდა ქალწული მარიამი, როგორც ეს
ნაჩვენებია მწვანე ზოლში, მის გენეალოგიაში, რომელიც ადის ღვთისმშობლამდე.

36
აბესალომმა მოკლა ამონი, მისი დის გახრწნის გამო, და იმწუთსავე გაიქცა
დავითისაგან.
ეს აბესალომი იყო გარეგნობით ძალზე ლამაზი. მოკლა რა ამონი და გაიქცა
მამამისისაგან, იოაბის შუამდგომლობით ძლივს შერიგდნენ. მიუხედავად იმისა, რომ
ერუსალიმში დაბრუნებული დავითი შეურიგდა მას, სამი წლის განმავლობაში არ
ისურვა შვილის ნახვა.
დავითზე დასრულდა 1002 წელის ხანგრძლივობის მესამე ხანა, ხოლო სულ,
ადამიდან დავითამდე - 4204 წელი.
მათე მახარებელმა აღწერა რა თაობები პირველად ახსენა დავით და შემდეგ
აბრაამი. მახარებელმა მათემ დაწერა „ძე დავითისი, ძე აბრაჰამისი“. და ამის მიზეზი
არის ის, რომ დავითს მიეცა ქრისტეს განკაცების აღთქმა. ხოლო აბრაამს მიეცა აღთქმა
ეკლესიისათვის.
ეს ადონნი მოკლა სოლომონმა, რადან მან ცოლად სთხოვა მისი დედინაცვლის
ბერშუბას თხოვნით. მეფეთა 3 წიგნი, თავი 2.
როდესაც თავისი მამის ანდერძის თანახმად გამეფდა მეფე სოლომონი ძე
დავითისი, მან მოაკვდინა არონის ძე იოაბი, ადონი და სემე. მიიღო რა ღვთისაგან
სიბრძნე, შესწირა ღმერთს მსხვერპლი ირანის დახმარებით, 7 წლისა და 7 თვის
განმავლობაში იერუსალიმში ააშენა ტაძარი და სექტემბრის 10 რიცხვში ტაძარი
იკურთხა.
მან დიდი პატივით მიიღო სანახავად მიბრძანებული დედოფალი სავა, შემდეგ კი
შებილწა. ცხოვრობდა ქალების სიყვარულით და კერპებს სცემდა თაყვანს, რის გამოც
დაშორდა ღმერთს.
მის დროს ჰურიათა სამეფო ასევე ცხოვრობდა მშვიდობით. სოლომონის დროს
ჯარის მეთაური იყო იიადის ძე ვანია. მღვდელი იყო ნათანის ძე სადოკი. მეფის მცველი
იყო ნათან მწერლის ძე ზაბოლი. იუარი იყო ჰროპოსიტი, ანუ ფიცის მცველი. აბდურანი
იყო გადასახადთა ამკრეფი.
სოლომონის შემდეგ იწყება მეფეთა ხანა, რომლებსაც მართავს ისრაელის 10 ტომი,
როგორც ეს წერია გენეალოგიის მწვანე ზოლში ერთი მეორის შემდეგ, დაწყებული
რობოამიდან და ვიდრე ოსიამდე, და რომელიც იყო სულ ბოლო მმართველი, და ტყვედ

37
იქნა აყვნილი ასირიელების მეფის სალამანასარის მიერ ათივე ტომთან ერთად,
როგორც ეს წერია მეოთხე მეფეთა, თავი მე-9.
ხოლო გენეალოგიაში, შუაში გავლებულ წითელ ზოლში, ჩაწერილია იუდეის
მეფეები, რომლებიც მართავდნენ იუდეის ორ ტომს. მათგან პირველი იყო რობოამი.
რადგან მხოლოდ და მხოლოდ სამი მეფე იყო არჩეული მთელი ისრაელის მიერ: საული,
დავითი და სოლომონი. მეფეების მოპირდაპირე მხარეს ჩაწერილია
წინასწარმეტყველების სახელები, რომლებიც მართავდნენ მათ დროს.
ამიტომაც გადარჩა რა აბესალომი, ავიდა სამეფო ტახტზე და აქიტოფელის რჩევით
კავშირი დაიჭირა მამამისის მხევლებთან. მამამისმა დააპირა თავს დასხმოდა
მოსაკლავად; ის გაიქცა და თმებით გაება მუხის ტოტებში და ჩამოეკიდა. და იოაბმა
არონის ძემ ესროლა სამი ისარი და მოკლა ის. მეფეთა 2 წიგნი, 16 თავი.
ძემ სოლომონისამ, როგოამმა, უარყო რა უხუცესთა და ბრძენთა რჩევა და
გაიზიარა ახალგაზრდების სიტყვები, ხალხს მისცა ამპარტავნული და უღირსი
პასუხები, რამაც გააღიზიანა ისრაელის ერი, და გაიყო ისრაელის სამეფო ორ ნაწილად
და დაერქვა ერთ ნაწილს იუდეა, რომელშიც შევიდა ორი ტომი და ლევიტელთა ტომი,
რომლებიც მამის შემდეგ აბესალომმა მართა. მეორე ნაწილს დაერქვა ისრაელის
სამეფო, რომელშიც შევიდა დანარჩენი 10 ტომი.
ამის შემდეგ რობოამი თავისი ცოდვების სიმრავლის გამო დამარცხდა ეგვიპტის
მეფის სუსაიკვის მიერ, რომელიც თავს დაესხა მას, ისინი იმდენადა გაღატაკდნენ, რომ
ოქროს ფარების ნაცვლად რკინის ფარები გაიმზადეს, როგორც ეს წერია მეფეთა მე-3
წიგნის მე-12, მე-13 და მე-14 თავებში.
სამეფოების ისტორია გვიყვება, რომ სოლომონისა და რობოამის ცოდვების გამო
ღმერთმა გადასცა 10 ტომის მეფობა საულის ნათესავს ნაბალის ძეს იერობოამს. ეს
ნაბალი იყო ერას ძე - საულის მამის კისის ძმა.
ამ აბიამ, ერობამის ექვსი წლის თავზე დაიწყო მეფობა იუდეაში. მან ღვთის წინაშე
ჩაიდინა ვერაგობა და მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ომები ჰქონდა
ერობოამთან. ხოლო ბოლოს ორივე ჯარი გაერთიანდა ამორეილების მთაში და იქ
დაიღუპა აბია ბრძოლაში. 3 მეფეთა, 15 თავი.

38
შუაში ჩამოწერილ სვეტში ჩამოთვლილია იუდეისა და ისრაელის წლები,
რომლებიც ერთმანეთს არ ემთხვევიან და ერთმანეთისაგან განსხვავდებიან. ეს
გამოწვეულია იმით, რომ ერთმანეთს არ ემთხვევა წინასწარმეტყველებისა და
ისტორიათა სიტყვები, რომლებიც შეკრებილია მეფეთა წიგნში. ხოლო სიტყვებს შორის
შეუსაბამობის გამო, ის მოხდა, რომ ზოგიერთმა სოლომონის გარდაცვალების
შემდეგდროინდელი ისრაელისა და იუდეის მეფეთა წლების სხვა ჩამონათვალი მოგვცა,
ხოლო სხვებმა კიდევ სხვა.
ეს ირობოამი იყო სოლომონის მსახური; იერუსალიმიდან სოლომონის შიშით
გაქცეულს აქია სილონიტელი შეხვდა, მან ამოჭრა ათი ნაკუწი მისი ტანსაცმელიდან,
მისცა ირობოამს, რითაც იწინასწარმეტყველა, რომ ირობოამი იმეფებს ისრაელის ათ
ტომზე, როგორც ეს წერია მეფეთა მესამე წიგნში, მე-11 თავში.
ხოლო სოლომონის გარდაცვალების შემდეგ 10 ტომმა მართლაც აირჩია ირობოამი
თავის მეფედ, ხოლო მან მიიღო რა ძალაუფლება, მაშინვე გამოაჩინა თავისი ბოროტება.
კერპები, – ორი მოზვერი, - დადგა დანში და ბეთილში და მსხვერლიც შესწირა
მათ. და შერისხა ის წინასწრამეტყველმა ადონმა და გაუხმა მას ერთი ხელი და
სამსხვერპლოც დაიმსხვრა, მაგრამ ის მაინც არ მოეშვა ბოროტის კეთებას.
ამის შემდეგ ირობოამმა გააგზავნა თავისი ცოლი აქია სილონიტელთან, რათა მას
ეწინასწარმეტყველებინა მათი ძის შესახებ, განიკურნებოდა თუ არა ის
ავადმყოფობისაგან და უპასუხა აქიმ, რომ არ განიკურნებოდა. იორობამმა, შეიტყო თუ
არა ეს ცუდი ამბავი, - მოკვდა. მიუხედავად კერპების თაყვანისცემის მიუხედავად მან
ვერ აიძულა ისრაელი ეცა თაყვანი მათთვის. მეფეთა მე-3 წიგნი, თავები მე-13, მე-14.
აბდონი წინასწარმეტყველი ერთმა ლომმა მოკლა, რადგან მან დაარღვია ღვთის
მცნება და იტრაპეზა ცრუწინასწარმეტყველთან ერთად.
ფილისტიმელთა ციხე-სიმაგრის თებეტონის გაძარცვის შემდეგ, ნაბატი მოკლა
ბაასსმა. მეფეთა მე-3 წიგნი, თავი მე-15.
ეს ბაასსა შერისხა წინასწარმეტყველმა იუმ, რადგან მან რამა განაწყო იუდეის
მეფის ასას წინააღმდეგ. ყურად არ იღო ბასამ წინასწარმეტყველის სიტყვა, რის გამოც
მოკლულ იქნა ასურეთის მეფის ბენადავის მიერ. მესამე მეფეთა. თავი 15.

39
ამ ბაასამ ააშენა ორი ციხე-სიმაგრე,- გამაონი და მასიფა,- ხის მასალითა და ქვებით,
რომლებიც შეგროვილი იყო ისრაელის მეფის ბაასის მიერ რამას ასაშენებლად.
ასსა დაბერდა და გარდაიცვალა ფეხების ტკივილისა და სნეულებებისაგან. 3
მეფეთა. 15 თავი.
მის დროს დაიწყეს წინასწარმეტყველება ნაუმმა, ამმოსმა და იოილმა.
ეს იოსაფატი, თავს დაესხნენ რა მტრები იუდეას, თავი შეაფარა ტაძარს. და ნახა რა
ის წინასწარმეტყველმა ოზიიდმა, ანუგეშა და გაბედა თქმა: „ჰო, ისრაელ, ნუ გეშინინ“.
მან დაარქვა ისრაელის სიმართლის ადგილს კურთხევის ხევი. 3 მეფეთა, 16 თავი.
მის დროს დაიწყეს წინასწარმეტყველება ილიამ და მიქიამ.
ეს იორამი, მოიყვანა ცოლი ქაბისა და იეზაბელის ქალიშვილებისაგან, მან
დაამარცხა ედომი და მოკლა მისი ექვსი ძმა ჰემასი. ისიც მოკვდა მუცლის
ავადმყოფობისაგან. მანაც ჩაიდინა თავისი სიცოცხლეში ბოროტება ღვთის წინაშე.
მის დროს თავს დაესხნენ არაბები და ბიიანელები იუდეას და წაიყვანეს იორამის
ცოლები, ხოლო ოქოზიას გარდა ყველა მისი ძმა მოკლეს. 2 პარაპოლიპომენი. 21 თავი.
მის დროს დაიწყო წინასწარმატყეველება ელისემ.
მათე მახარობელი მის შესახებ მოთხრობისას ტოვებს თაობებს ამ იორამიდან
მეოთხე თაობამდე, ანუ ოქოზიამდე, იეზაბელის ქალიშვილის გამო,
ეს ოქოზია მოკლული იქნა გალაადის რამოთში სიძესთან, ისრაელის მეფე
იორამან ერთად. იმ დროს, როდესაც ეხმარებოდა იორამს, ხოლო იუ
წინასწარმეტყველი წავიდა, რათა ეცხო ის ისრაელის მეფედ. 4 მეფეთა. 9 თავი.
მის დროს ილია წინასწარმეტყველი ზეცად იქნა აღტაცებული .
ეს ილლა, მთვრალებაში მყოფი მოკლული იქნა ზამბრის მიერ. 3 მეფეთა 16 თავი.
ეს ზამბრი, მეფად შედგომამდე სამი წლით ადრე წაეჩხუბა ქამნის, ხოლო შემდგომში
გახდა რა მეფე, ააშენა სამარია. 3 მეფეთა, 16 თავი.
აქააბის დროს აშენდა იერიქონი ათიილის მიერ. მან ჩააგდო საპყრობილეში
წინასწარმეტყველი მიქეა, რადგან იგი კიცხავდა მას ჩადენილი ბოროტი საქმეების გამო.
მან მოკლა ნაბუთე, რათა წაერთვა მისთვის ვენახი. ამის გამო შერისხა ის ილი
წინასწარმეტყველმა, ხოლო მატყუარა ქალის სედეკიის რჩევის გამო აქააბი დამცირდა.

40
ამის შემდეგ მან ისურვა ქალაქ რამოთის გაძარცვა, მას წინ აღუდგა
წინასწარმეტყველი მიქეა და არ დაუჯერა აქაბმა წინასწარმეტყველს, წავიდა ომში და იქ
დაიღუპა. მას ცოლად ყავდა იეზაბელი ურჯულო. 3 მეფეთა. 16 თავი.
ილია წინასწარმეტყველი ცხოვრობდა აქააბის დროს. მან ჩაკეტა ცა და 3 წელი და 6
თვე არ უწვიმია და შეიქმნა დიდი შიმშილი. და იყო გაგზავნილი ილია სარეფტაში ერთ
ქვრივ ქალთან, რომელიც აძლევდა მას საჭმელს და რომელსაც შემდგომში ილია
წინასწარმეტყველმა აღუდგინა მკვდრეთით ვაჟიშვილი. მან მოკლა წარმართი
ღმერთის ბაალის 450 წინასწარმეტყველი. და აქააბის ცოლის იეზაბელის შიშის გამო
ილია გაიქცა უდაბნოში და მიჰქონდა მისთვის ანგელოზს პური და წყალი.
ხოლო 40 დღიანი მარხვის შემდეგ, ის ავიდა ქორიბის მთაში და მიიღო ღვთისგან
ბრძანება, რომ ეცხო აზაილი სირის მეფედ და მისი ძე ისრაელის მეფედ და ელისე
თავის მონაცვლე წინასწარმეტყველად. ამის შემდეგ ილია იყო აღტაცებული ზეცაში და
ელისეს თხოვნით დაუტევა მას თავისი ხალემი. 3 მეფეთა, 17 და 18 თავები.
ეს ოქოზი იყო რა ავად, გააგზავნა თავისი მსახურები ბაალ მუსკასთან, რათა
ეკითხათ განიკურნებოდა თუ არა ღმერთი აკარონი. ღვთის ბრძანებით მათ
დასახვედრათ გზაზე გამოვიდა ილია წინასწარმეტყველი.
და მაშინვე მან უკან ოქოზისთან გააგზავნა ისინი რათა ეთქვათ, რადგან არ
ისურვა ჭეშმარიტი ღმერთისთვის ეკითხა და ბაალ მუსკას დაეკითხა, იცოდეს რომ
ნამდვილად არ განიკურნება.
დაბრუნდნენ რა მოციქულები და გადასცეს ოქოზის ილიას ნათქვამი, ის ძალიან
განრისხდა და გააგზავნა ერთი მეთაური 50 ჯარისკაცთან ერთად, რათა ჩამოეყვანათ
ილია მთიდან. მივიდნენ მთის ძირთან და ილიას ბრძანებით ჩამოვიდა ცეცხლი
ზეციდან და დაწვა მეთაური და ყველა მისი ჯარისკაცი. გაიგო რა ოქოზიამ ეს ამბავი,
გააგზავნა სხვა მეთაური იმდენივე ჯარისკაცთან ერთად და მათაც იგივე დაემართათ,
რაც პირველებს.
ოქოზის დედამ გოთოლიამ მისი ძის სიკვდილის მერე, მოკლა მეფის ყველა
შთამომავალი, გარდა იოასისა, რომელიც იყო პატარა ბავშვი და ის დამალა იოსაბემ,
იოად მღვდლის ცოლმა და იორამის ქალიშვილმა და შეინახა ის ბავშვი 6 წლის
განმავლობაში.

41
ხოლო 6 წლის გავლის შემდეგ იოვად მღვდელმა ტაძარში ერის წინაშე სცხო იოასი
მეფედ და დაინახა რა ეს გოლოთიამ დაიწყო ყვირილი ტაძარში „ვერაგობაა“,
„ვერაგობაა“ და გაიყვანა ის იოადმა ტაძრიდან და მოკლა უპატიოდ. და იმეფა ამ ქალმა
(გოლოთიამ) 6 წელი. 4 მეფეთა, თავი 11.
იოასი ოქოზის ძე კეთილად იქცეოდა ღვთის წინაშე, სანამ მას ასწავლიდა
მღვდელი იოადი, ხოლო მის მეერ დაიწყეს ბოროტების ჩადენა.
ისურვა რა, რომ ხალხს პატივი ეცა მისთვის, როგორც ღმერთისთვის. მის დროს
გარდაიცვალა ენისე წინასწარმეტყველი. მან შექმნა ხაზინა, რომ შეეგროვებინა ფული
ტაძრის დანგრეული ადგილების აღსადგენად. ხოლო შემდგომში მისი უღირსი
ამპარტავნების გამო მსახურებმა მოკლეს ის და მისი ძეები ქვების ჩაქოლეს და მისი
შვილებიდან გადარჩა მხოლოდ ამასია. 4 მეფეთა 12 თავი.
ეს ამასია, მამამისის მკვლელის მოკვლის შემდეგ, დამარცხდა ომში ისრაელის
მეფის იოაქაზის ძის, იოასის მიერ და შეპყრობილ იქნა მის მიერ. და დაანგრია იოასმა
იერუსალიმის კედლები, წაართვა ამასიას ღვთის სახლის ყველა ნივთი, ხოლო თავად
ამასია არ მოკლა ამასიას მიერ მოყოლილი იგავის გამო. 4 მეფეთა. 14 თავი.
ეს აზარია სიკეთეს ქმნიდა ღვთის წინაშე, მაგრამ რადგან ძალით დაეუფლა
მღვდელობას, დაიფარა წყლულებით მთელს ტანზე, მის ბაღებზე ერთი მთა ჩამოიშალა
და გაანადგურა. 4 მეფეთა, 15 თავი.
როგორც ამბობენ, მისი გამარჯვების დროს დაიწყეს წინასწარმეტყველება ისიამ,
ოსიამ, იოილმა და აბდიამ.
და ოქოზიამ გააგზავნა სხვა მესამე მეთაური და ის კეთილი სიტყვებით ესაუბრა
ილიას და ჩამოვიდა მთიდან ილია მეფესთან და უწინასწარმეტყველა უშუალოდ მეფე
ოქოიზოას, რომ მეფე ვერ გამოჯანმრთელდებოდა; და ასე ილია სიტყვების შემდეგ ის
მოკვდა. 4 მეფეთა 1 თავი.
იორამის, ოქოზიასს და საქააბის დახოცვის მერე ბავშვს ელისეს სცხო იუმ მეფედ.
ამის შემდეგ დახოცეს იეზაბალაც ურჯულო და გადააგდეს ის სასახლის ფანჯრიდან. და
ასევე მოკვეთეს თავები აქაბის ძეებს სამარიტელების მეშვეობით. მან ასევე დახოცა
იუდეის მეფის, ოქოზიას 40 ძმა, მათი ძმის, იქოზიას ბოროტი საქმეების გამო.

42
და მის შემდეგ, რაც ის მღვდელმა ბენადარმა აკურთხა, მან ასევე დახოცა ბაალის
წინასწარმატყველები სამარიაში. დაამსხვრია მათი სალოცავი და ნაგავსაყრელად აქცია.
და მის შემდეგ, რაც იუმ მიიღო პასუხი ღმრთისაგან, რომ მისი შვილები იმეფებენ
მეოთხე თაობამდე, გარდაიცვალა და დაიმარხა სამარიაში. მის შემდეგ მეფობა
გააგრძელა მისმა ერთერთმა ძემ. 4 მეფეთა, 12 თავი.
ამ იოაქაზმა დაიწყო მეფობა იოასის 13 მეფობის წლისთავზე. მან ჩაიდინა
ვერაგობა ღვთის წინაშე, გაყვა რა იერობოამის გზას, ამიტომ ღმერთმა გაუჩინა ომი
თავის ძეებთან აზაილთან და ბენადავთან და დაიღუპა იოქაზამის ყველა ჯარისკაცი.
ხოლო თავად შეღაღადა რა ღმერთს, გადარჩა. 4 მეფეთა. 13 თავი.
ეზეკია სათნო იყო ღვთისა, რადგან კეთილი მშობლების მაგალითს გაყვა. მან
დაამსხვრია ყველა საკერპო ადგილი, სპილენძის გველიც ჩამოხსნა, რომელიც თავის
დროზე აღმართა მოსემ. ხოლო მერე გაიგო რა გმობა და ლანძღვა ღვთის მისამართით
რაფსაკის მხრიდან, ძალზედ შეწუხდა ღვთის წინაშე. ამიტომ შეკითხვებით მივიდა
ისაიასთან და დამდაბლებული გულით შეუვრდა რა ღმერთს, მას მიეცა სიხარულის
ნიშანი, რომ არ დამწუხრებულიყო სენაქერიმის მხედართმთავრის რაფსაკის
ამპარტავნული და უღირსი სიტყვების გამო. და ირწმუნა რა ეზეკიამ ისაიას სიტყვებისა,
გამოუცხადა ღმერთმა თავისი ძალა. რადგან, როდესაც მოვიდა სენაქერიმი
თვითქებითა და ამპარტავნებით იერუსალიმის დასაპყრობად, წავიდა დამარცხებული
და შერცხვენილი.
მის მერე, რაც მან დაამსხვრია საკერპოები, როგორც უკვე ვთქვი, დიდი
სიხარულით აღნიშნა პასექი სჯულისამებრ. ამის შემდეგ მძიმედ დასენდა ეზეკია და
იყო რა უკვე სიკვდილს მიახლოებული, მან ილოვა, რომ ღმერთმა კიდე გაუხნგრძლიოს
სიცოცხლე, და მიეცა მას ნიშანი ისაიას მეშვეობით, რომ იცოცხლებდა კიდე 15 წელს. და
ადგა რა სნეულების ცხედრისაგან, იგალობა მან საგალობელი: „ვთქვი მე სიტყვანი ჩემნი
დღეების განახევრებისას“. მაშასადამე, განდიდდა რა თავის ცხოვრებაში, გაუგზავნა მას
ელჩები ბაბილინის მეფემ მეროდაკმა, რომ ეკითხათ იმ ნიშნებისთვის, რომლებიც
გამოჩნდნენ მიწაზე. და უჩვენა ეზეკიამ ელჩებს ღვთის ტაძრის საგანძური. ამის გამო
გაკიცხა ისაიასაგან, რის შემდეგაც მშვიდობით განისვენა. მე-2 ნეშტთა, თავი 31 და 32.
წელი 4473.

43
ამ მანასემ ვერაგობა ჩაიდინა ღვთის წინაშე და წინასწარმეტყველთა სისხლით
მოცხო მან იერუსალიმის ქუჩები. ხოლო შემდგომში, გაიაზრა მან თავისი
უსჯულოებანი და დიდი შიშით შეიცვალა თავისი ცხოვრება სათნოებისკენ. მე-2
ნეშტთა, თავი 33. წელი 4544.

ეს ამმონი იყო 25 წლის, როდესაც დაიწყო მეფობა. და ამანაც ჩაიდინა ვერაგობა


ღვთის წინაშე, იმით, რომ დაიწყო მამა მისის გაკეთებული კერპებისა და ძელების
თაყვანისცემა. ამიტომ აღსდგნენ მის წინაამღდეგ მისივე მსახურები და მოკლეს. ხოლო
ხალხმა მოკლა მისი მკვლელები და ისინიც ვინც მიზეზს წარმოადგენდნენ მისი
მკვლელობისა. და მის ნაცვლად მეფედ დასვეს მისი ძე, იოსია. მე-2 ნეშტთა, თავი 33.

და სამარიის დაპყრობის შემდეგ, სალმანასარმა გადაასახლა ჰურიები სამარიიდან


და დაასახლა გოზანის მდინარეების ახლობლად, მიდიელებისა და სპარსელების
საზღვრებს ზემოდ, კასპიის სანაპიროებთან ახლოს (ხოლო, ალექსანდრე [მაკედონელის]
ისტორიაში ნათქვამია, რომ ალექსანდრემ იმ ადგილებში ჩაკეტა ორი წაბილწული
ტომი: გოგი და მაგოგი, რომ არ წაბილწულიყო მათგან მთელი სამყარო. მაგრამ
ანტიქრისტე - ჰურიების მესია, გამოიყვანს მათ იქიდან).

ხოლო სამარიის ქალაქებში სალმანასარმა ჰურიების ნაცვლად ჩაასახლა


ასურელები. მაშ, სამარიაში მათი დასახლების დასაწყისში ასურელებს არ ჰქონდათ
ღვთის შიში. ამიტომ მიუშვა მათზე ღმერთმა ლომები, რომლებიც კლავდნენ მათ; და
თუმცა არ მოეშვნენ ესენი ბოლომდე კერპების თაყვანისცემასა და სხვა ბოროტებების
ჩადენას, მაგრამ ღვთის შიში მაინც გაუჩნდათ. მე-4 მეფეთა, თავი 17.

ამ 10 ტომის მეფობა დაიწყო მათი პირველი მეფით - იერობოამით, რომელმაც


ისრაიტელებს დაანებებინა კერპტთაყვანისმცემლობა. და დამთავრდა მათი ბოლო
მეფით - ოსიით. ხოლო იერობოამიდან ოსიამდე გავიდა 250 წელი.

უნდა ვიცოდეთ, რომ ისრაელის 10 ტომი პირველმა დაამარცხა ასურელების


მეფემ ფულმა, იმ დროს ისრაელის მეფე იყო მანიამი. მეორედ ისინი დაიპყრო
თეგლაფალასარმა, იმ დროს მათი მეფე იყო ფაკე როტელის ძე. მესამედ ისრაელი
მონობაში ჩაიგდო სალმანასარმა ოსიას მეფობისას.

44
ხოლო იერუსალიმი პირველად დაიპყრო სარგონმა, მეორედ ასარადონმა,
მესამედ სენაქერიმმა, იუდეას მეფის ეზეკიას დროს. მაგრამ, ზოგიერთნი ამბობენ, რომ
ეს სამივე სახელი, რომელიც ითქვა, რეალურად ერთი ადამიანისა - სენაქერიმის,
რომელმაც ბევრჯერ დაარბია იერუსალიმი.

ეზეკიას დროს, სენაქერიმი როდესაც მიდიოდა იერუსალიმის დასაპყრობად,


დიდად შერცხვენილი გადაურჩა ღვთის ხელს; რადგან ანგელოზის მიერ ცოტაღა
დააკლდა, რომ არ დაეკარგა მთელი თავისი ჯარი, და ეს მოხდა იმ გმობის გამო,
რომელიც წარმოსთქვა მისმა მხედართმთავარმა რაფსაკმა ღმერთზე და ეზეკიაზე.

ამის გამო განრისხებულმა სენაქერიმმა მოკლა ბევრი ჰურია, რომლებიც მანამდე


დატყვევებულები იყვნენ სალმანასარის მიერ. და როდესაც გაიგო მეფე სენექერიმმა,
რომ ტობითი მარხავს მოკლულთა გვამებს, წაართვა მთელი მისი ქონება და მისი
მოკვლის ბრძანებაც გასცა. ეს ამბავი რომ გაიგო ტობითმა, გახდილი გაიქცა მინდვრებში
დასამალად. ხოლო 40 დღის შემდეგ თავად სენაქერიმი იყო მოკლული თავისი
შვილების მიერ. და დაბრუნდა ტობითი და დაუბრუნეს მას ყველაფერი ის, რაც
წართმეული ჰქონდა სენაქერიმს.

გარკვეული დროს გავლის შემდეგ, მოვიდა [მთავარ]ანგელოზი რაფაელი და


წაიყვანა ტობიია, ტობითის ძე, რაგუილთან, რომელსაც უნდა გაეყოლა თავის
ქალიშვილი მისთვის ცოლად. ადგილზე მისვლისას მათ ჯერ განდევნეს ის ბოროტი
სული, რომელიც კლავდა ყველა მამაკაცს ვინც იმ ქალიშვილის ქმარი ხდებოდა.
ტობიიას და რაგუილის ქალიშვილის შეუღლების შემდეგ [მთავარანგელოზმა] მიიყვანა
ისინი ჯანმრთელები უკან ტობითთან. და ადგილზე მისვლისას მათ განკურნეს
ტობითი სიბრმავისაგან თევზის ნაღველით, რის შემდეგაც ტობიიას თანამგზავრმა
გაუმხილა მათ, რომ იყო [მთავარ]ანგელოზი რაფაელი და წავიდა მათგან. ეს ისტორია
წერია ტობითის წიგნში.

ბაბილონის მეფე მეროდაკი და მიდიელების მეფე გამოეყვნენ ასურელების


სამეფოს, ანუ ასარადონს, რადგან, როგორც უკვე ითქვა, მანამდე ეს ორი სამეფო
დაქვემდებარებულები იყვნენ ასურეთის სამეფოს.

45
იოსიამ იპოვა ღვთის სახლში მეორე სჯულთა წიგნი და რომ წაიკითხა, შეეშინდა
ქალწინასწარმეტყველ ოლდას სიტყვებისა, ამიტომ დაიმდაბლა თავი და შემუსრა
მაღლობ ადგილებში დადგმული კერპები და დაწვა ბეთელის ცრუ
წინასწარმეტყველებისა და მღვდლების სახლები. ამ იოსიაზე აღსრულდა ადონის
წინასწარმეტყველება ნათქვამი მაშინ, როდესაც იერობოამი მსხვერპლს სწირავდა დანში
ჩამოსხმულ კუროს კერპს, მან თქვა: „აჰა, დაებადება ძე დავითის სახლს და იოსია იქნება
სახელი მისი. ზედ დაგაკლავს, სამსხვერპლოვ, იგი მაღლობ ადგილთა მღვდლებს,
რომლებიც მსხვერპლ სწირავენ შენსზედა; და შენს თავზე დაწვავენ ადამიანთა ძვლებს“.
მე-3 მეფეთა, თავი 13.

მან აღნიშნა შეუდარებელი პასექი. ხოლო, ამის შემდეგ, მაგედოში ფარაონის


ხალხთან ბრძოლაში იოსია იყო მოკლული მეფე ნექაოს მიერ. და ხალხმა ის დიდად
დაიტირა მრავალი დღის განმავლობაში. მე-4 მეფეთა, თავი 22.

იოსიას მეფობის მესამე წელს წინასწარმეტყველება დაიწყო იერემიამ, რომელსაც


ეჩვენა 3 ნიშანი: კაკლის ხის კვერთხი, ცეცხლზე დადგმული ქვაბი და სარტყელი.
იერემია, თავი 1. წელი 4586.

ეს იოაქაზი მეფედ აირჩია ხალხმა. და მისი ბოროტებების გამო ფარაონმა წაიყვანა


ის ეგვიპტეში; ხოლო მის ნაცვლად დააყენა მისი ძმა, ელიაკიმი. ამ იოაქაზის დროს
იერუსალიმი დაემორჩილა ფარაონს. მე-4 მეფეთა, თავი 23.

ამ ელიაკიმმა, რომელსაც ასევე იოაკიმსაც ეძახიან, მოკლა ურია და ბარუქის


ქალწინასწარმეტყველის წიგნი დახია და ცეცხლში ჩააგდო. მან აძლია ფარაონს ხარკი
სამი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც იყო მოკლული ფარაონის მიერ. მე-4 მეფეთა,
თავი24.

ეს იექონია ჩაბარდა ნაბუქოდონოსორის ხელში, როდესაც მოვიდა ის


იერუსალიმის დასაპყრობად. და იექონიასთან ერთად გადასახლდა [ბაბილონში]
დაახლოებით 10 ათასი ადამიანი, რომელთა შორის იყვნენ იეზაკიელი, დანიელი და 3
ყრმა რომლთაც ცეცხლში ჩააგდებენ. მე-4 მეფეთა, თავი 24.

ხოლო ამ ტყვეობას ეძახიან გადასახლებას, რადგან თავისივე ნებით ჩაბარდნენ


ნაბუქოდონოსორის ხელში, ხოლო სხვა შემთხვევებში ეძახიან ტყვეობას, როდესაც ეს

46
ხდება წაყვანილთა ნების გარეშე. და დააყენა ნაბუქოდონოსორმა მეფედ იექონიას
ნაცვლად, სედეკა - იექონიას მამის ძმა.

ბაბილონის ამ განთქულმა მეფემ მეროდაკმა იუდეას მეფესთან ეზეკიასთან


გააგზავნა ელჩები და ძღვენიც გაატანა. ხოლო ამპარტავნების გამო ეზეკიამ უჩვენა
ელჩებს ღვთის ტაძრის საგანძური. და მის შემდეგ რაც პატივი მიაგო მათ, გაისტუმრა
უკან. და ეზეკიას ამ შეცდომის გამო, ბაბილონის მეფეებმა დაამცირეს იუდეას მეფეები,
მაგალითად როგორც იყო ნაბუქოდონოსორი და ყველა მის შემდგომი მეფე
უკანასკნელამდე ბალთაზარის დრომდე, რომელმაც მეფედ ყოფნისას გადაიტანა
ბაბილონის სამეფო ისევ მიდიელებთან და სპარსელებთან; ხოლო ბაბილონი
გაანადგურა.

როგორც ამბობენ ზოგიერთები, მიზეზი რატომაც მეროდაკმა გააგზავნა ელჩები


ეზეკიასთან, იყო შემდეგი: ქალდეველებს, მიუხედავად იმისა რომ თაყვანსცემდნენ
მზეს და თავს იქებდნენ ასტრონომიის ცოდნით, არ შეეძლოთ იმის გაგება, რატომ დღე
ხდება ხოლმე უფრო გრძელი თითქმის ორმაგად.

ამიტომ, ამათმა ჩათვალეს, რომ იერუსალიმის მეფისთვის ეზეკიასთვის ხდებოდა


ხოლმე დღე უფრო ხანგრძლივი და ამიტომ გაუგზავნეს ელჩები სიმართლის გასაგებად;
და თან გაუგზავნეს ძღვენიც, რითაც გამოხატეს პატივისცემა მის მიმართ, რომელსაც,
როგორც ისინი ფიქრობდნენ, თაყვანსცემდა თავად მათი ღმერთიც ანუ მზე.

ამ ნაბუქოდონოსორმა, მის მერე რაც დაიპყრო იერუსალიმი და როდესაც


წინასწარმეტყველი დანიელი იყო ბაბილონში, სიზმარში ნახა კერპი და ლოდი
რომელიც მოწყდა მთას და დაამსხვრია კერპი. ხოლო ის ლოდი ისევ მთად იქცა და
მოიცვა მთელი დედამიწა. და განდიდების სურვილით ნაბუქოდონოსორმა გააკეთა
თავისთვის ოქროს კერპი, დადგა ის გაშლილ ველზე და მოიყვანა ყველა დიდებული
ადამიანი და ყველა ხალხი მთელი ქვეყნიდან, და გასცა დიდი ბრძანება, რომ ყველას
თაყვანიეცა იმ კერპისთვის. ხოლო ვინც უარს იტყოდა, მას ჩააგდებდნენ
ცეცხლანთებულ ღუმელში. და სამმა ყრმამ: ანანია, აზარია და მისაილმა უარი თქვეს
თაყვანისცემაზე, რის გამოც ჩააგდეს ისინი იმ ღუმელში.

47
და ისევ ნახა სიზმარი: ერთი ძალიან მაღალი ხე, რომლის სიმაღლეც ცამდე
აღწევდა და ფურცელი მისი იყო მშვენიერი და ნაყოფი ჰქონდა ბევრი, და ტოტებით
მოიცავდა მთელ სამყაროს, და მის ქვეშ ბინადრობდა ყველა მხეცი ველური, და მის
ტოტებში ბუდობდა ყველა ფრინველი. და გაისმა ხმა: „მოჭერით ეს ხე და გაფანტეთ
მისი ტოტები“, და სხვა.

ამის შემდეგ, მისი დიდი ამპარტავნების გამო, ღვთის განგებით, მას შეეცვალა
სახე და სხეული მისი დაიფარა თმით როგორც ლომის და ხარივით ძოვა დაიწყო
ბალახის. და ადამიანებმა გააძევეს იგი მინდვრებში სანამ არ შესრულდა 7 წელი.

მაშასადამე, შეინანა რა თავისი ცოდვები, ისევ დაუბრუნდა თავის თავდაპირველ


ადამიანურ ბუნებას და გახდა პატივცემული ხალხის მიერ უპრო მეტად ვიდრე მანამდე.
დანიელი, თავი 3, 4.

ამ დანიელმა, როდესაც იყო ქალდეველთა ქვეყანაში ნაბუქოდონოსორის


მეფობისას, ტყვეობის დროს, ნახა ათი ხილვა. პირველად ნახა კერპი და ლოდი
რომელიც მოიკვეთა კლდისგან და დაამსხვრია ის კერპი.

და დასვა ნაბუქოდონოსორისმა სედეკა ძმა ელიაკიმისა იუდასა და იერუსალიმის


მეფედ.

და იყო სედეკა 21 წლის, როდესაც დაიწყო მეფობა. მეფობდა ის 11 წლის


განმავლობაში და ვერაგობდა ღვთის წინაშე და არ რცხვენოდა წინასწარმეტყველ
იერემიასი, რომელიც საყვედურობდა მას ბოროტებებისთვის, რომლებსაც ჩადიოდა,
არამედ დააპატიმრა კიდევაც ის. და გააგზავნა მეფე ნაბუქოდონოსორისმა მოციქულები
სედეკასთან ხარკის ასაღებად, როგორც იყვნენ შეთანხმებულები, ხოლო სედეკამ
გამოუშვა ისინი უკან ხელცარიელები და შეურაცყოფილები.

ამიტომ განრისხებულმა ნაბუქოდონოსორმა გაილაშქრა მთელი მისი ძალით


იერუსალიმზე და რაც იპოვა აიღო ტაძრისა და მეფის მთელი საგანძური და წაიღო
ბაბილონში. და ნაბუქოდონოსორის გამგებელმა ნაბუზარდმა დაწვა ღვთის ტაძარი. მე-4
მეფეთა, თავი25.

ამ სედეკას დროს დასრულდა იუდეას სამეფო, რომელიც, როგორც ამბობს


ისტორიკოსი იოსები, იარსება 514 წელი, 4 თვე და 8 დღე. ხოლო მეფეთა წიგნიდან არ

48
გროვდება 500 წელზე მეტი. და იერუსალიმის ტაძრის მშენებლობიდან ერის ბაბილონში
გადასახლებამდე ჟამი გასულა 480 წელი, 6 თვე და 10 დღე.

აქ, ბაბილონში გადასახლებისას, მთავრდევა მეოთხე საუკუნე, რომელიც მოიცავს


409 წელს, რაც ადამიდან დაწყებული შეადგენს 4613 წელს.

მეორე ხილვაში [დანიელმა] ნახა ანგელოზი, რომელმაც გადაარჩინა სამი ყრმა


ღუმელში, სადაც იყვნენ ჩაგდებულები ნაბუქოდონოსორის მიერ, რადგან არ
მოინდომეს თაყვანისცემა ოქროს კერპისთვის.

მესამე ხილვით მან განმარტა მეფე ნაბუქოდონოსორის სიზმარი ხის შესახებ და


უთხრა, რომ მისი ამპარტავნების გამო დაკარგავს ადამიანის სახეს და დაემსგავსება
პირუტყვს.

მეოთხე ხილვა ნახა ბალთაზარის დროს, კერძოდ, ოთხი ქარი და ოთხი მხეცი,
რომლებიც გამოვიდნენ ზღვიდან, ანუ ლომი, დათვი, ფოცხვერი და კიდე სხვა
საშინელი მხეცი. ეს მხეცები სიმბოლურად ნიშნავდნენ ოთხ მეფეს, რომლებიც
მოვიდნენ ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ.

მეხუთე ხილვა ნახა ისევ ბალთაზარის დროს, კერძოდ, ერთი ვერძი, რომლის
რქებიც არ იყო ერთნაირი, ანუ ერთი იყო რგძელი ხოლო მეორე კი მოკლე, რაც
მიდილელებისა და სპარსელების სამეფოებს ნიშნავდნენ.

მეექვსე ხილვა ნახა ისევ ბალთაზარის დროს, ბაბილონის დაცემის შესახებ


კიროსის და დარიუსის მიერ. მაშინ დანიელმა განმარტა ბალთაზარის ნადიმის დროს
კედელზე გაჩენილი წარწერა: მანი, თეკელ, ფარეს.

მეშვიდე ხილვა ნახა დარიუსის დროს, კერძოდ, ნახა ანგელოზი რომელიც


გამოიყვანს მას ლომების ხაროდან, სადაც, ცბიერი დაბეზღებით, დიდებულებმა
აიძულეს მეფე ჩაეგდო დანიელი ლომებთან.

მერვე ხილვა იყო ისევ ამ დარიუსის დროს, როდესაც [მთავარ]ანგელოზმა


გაბრიელმა გაუმხილა, რომ ქრისტეს მოსვლა იქნება სამოცდაათჯერ მთვარისებული
წლების შვიდეულის შემდეგ.

49
მეცხრე ხილვა ნახა კიროსის დროს მდინარე ტიგროსთან ყოფნისას: ეჩვენა მას
კაცი სელის ტანსაცმლით შემოსილი, წელზე კი უფაზის ოქროთი შემორტყმული, ტანი
იასპივით ჰქონდა, სახე კი ელვარებით და თვალები ცეცხლივით ანათებდნენ.

მეათე ხილვა ნახა სპარსელების სამეფოს შესახებ, რომ იქნება ორი, ერთი მეორის
შენაცვლებით. ასევე ალექსანდრე [მაკედონელის] და ოთხი შემდგომი მეფის შესახებ. და
განსაკუთრებით იწინასწარმეტყველა ეგვიპტეს და სირიის მეფეებსა და ანტიოქ
ეპიფანეს ბოროტების თაობაზე. დანიელის წიგნი.

როგორც ამბობს ზოგიერთი ისტორიკოსი, ამ ეველმეროდაკმა


ნაბუქოდონოსორის ძემ, ეშინოდა რა რომ არ ჩავარდნილიყო მამა მისის სიძულვილში,
არ დაწყებულიყო მასზე დევნა და მეფობა არ გადაეცა მისი უმცროსი ძმისთვის, დაჭრა
მამის სხეული სამას ნაწილად და შეაჭამა სამას არწივს; ხოლო [მან ეს გააკეთა] იუდეის
მეფის სალათიილის მამის - იოაკიმის დარიგებით, რომელიც მანამდე გამოუყვანია
საპყრობილედან. ასეთნაირი იყო ნაბუქოდონოსორის აღსასრული. მე-4 მეფეთა, თავი
25.

უნდა ვიცოდეთ, რომ ქალდეველებს ხშირად ასურელებსაც ეძახიან 2 მიზეზის


გამო: პირველი, რადგან ასურელები ქალდეველებისგან წარმოიშვნენ, რადგან ასური
არფაქსადის ძე ქალდიიდან მოვიდა ამ მიწაზე, და დამკვიდრდა რა აქ, ამ ქვეყანას
ასურეთი დაარქვა. და ამ ასურისგან აქაურმა მეფეებმა დაიწყეს საკუთარი თავის
დარქმევა ან „ასურეთის“, ან „ქალდიის“; ამიტომ სირიელები იგივე ქალდეველები არიან
და ქალდეველები იგივე ასურელები.

იერუსალიმის დაპყრობის შემდეგ ერზე მზრუნველები გახდნენ


მღვდელმთავრები, თითქმის ქრისტეს განკაცებამდე. ამიტომ ზოგიერთი პირი,
რომელიც ისტორიაში მეფედ არის ნახსენები, რეალურად მღვდელმთავარი იყო.

ერის გადასახლება ბაბილონში გაგრძელდა 70 წელი სპარსეთის მეფის დარიუსის


დრომდე, რომელმაც გაათავისუფლა ისრაელის ერი. ეზდრა, პირველი, თავი 2, 3.

ეს სალათიილი არ შვა სედეკიამ, არამედ იექონიამ ბაბილონში გადასახლების


შემდეგ.

50
ბაბილონის მეფის ბალთაზარის დროს, დანიელ წინასწარმეტყველის
დახმარებით, გადარჩა სოსანა განსაცდელისგან, რომელიც მოუვიდა მას მოხუცი
მამაკაცებისგან; ეს ამბავი წერია სოსანას წიგნში.

მის მერე, რაც დარიუსმა მოკლა ბალთაზარი, ბაბილონი გადავიდა სპარსელების


ხელში.

ეს ზორობაბელი არის სალათიელის ძე. ის გახდა დიდებული ერში მის მერე, რაც
დაბრუნდა იერუსალიმში ბაბილონის ტყვეობიდან; მაშინ სამყაროს შექმნიდან იყო 4778
წელი. ამ ზორობაბელმა მის მერე, რაც უპასუხი გასცა მეფეს ღვინის, მეფისა და
ჭეშმარიტების მნიშვნელობის შესახებ, მეფისგან მიიღო უფრო მეტი ძღვენი და
იერუსალიმში დაბრუნების უფლებაც, რომ აეშენებინა ტაძარი. ასე წერია ეზდრას
წიგნის მე-3 თავში.

მეორე მიზეზი არის ის, რომ ქალდეველთა სამეფო წარმოიშვა ასურელების


სამეფოდან. ნაბუქოდონოსორი, ასურელების მეფე, იყო ერთადერთი მბრძანებელი და
მას ყავდა რჩეული და დიდად პატივცემული ერთი მხედართმთავარი. ამ
მხედართმთავარმა სთხოვა ნაბუქოდონოსორს მისთვის ქალდიის მიცემა, რომ თვითონ
ყოფილიყო მანდ მეფე. და მეფემ შეუსრულა ეს თხოვნა და მისცა მას ქალდია. და
დაიწყო იმ მხედართმთავარმა იქ მეფობა. ხოლო, დროთა განმავლობაში
ნაბუქოდონოსორი რომ გახდა უფრო დიდებული და სახელოვანი მეფე ვიდრე მანამდე
რომ იყო, მისი მხედართმთავრის სახელი, ბუნებრივად, ჩაქრა ისტორიაში. და
შემდგომში ქალდიის სამეფო გადავიდა ნაბუქოდონოსორის ძეების ხელში; ამიტომ
ქალდეველებს ეძახიან ასურელები და ასურელებს ქალდეველები.

მიდიელების მეფე, დარიუსი ააოხრა ბაბილონი და მოკლა ბაბილონის მეფეც,


ბალთაზარი. ამის შემდეგ მან ნახა რაღაცა ჩვენება თავისი ქალიშვილის მანდანას
შესახებ და მოინდომა მისი დამცირება, ამიტომ ცოლად გააყოლა ერთ ჭკუა ნაკლებ
მამაკაცს, რომ თუ ეყოლებოდათ ვაჟი ის არ გამხდარიყო მეფე და რომ მოეცილებინა ის.
და გააჩინა მისმა ქალიშვილმა იმ კაცთან ძე და სახელი დაარქვეს კიროსი.

გაიგო რა ეს ამბავი მეფემ, წაართვა ის ბავშვი და მისცა ერთ-ერთ თავადს, რომ


იმას წაეყვანა და მოეკლა ის. ხოლო იმან არ მოკლა, არამედ მისცა ერთ წყემს, რომ

51
ფარულედ გაეზარდა; ხოლო მეფეს უთხრა, რომ ვითომ მოკლა. და როდესაც გაიზარდა
კიროსი, მეფემ იცნო ის, რომ მისი შვილიშვილია იმ ბრძნული პასუხებიდან,
რომლებსაც იძლეოდა. და თავისი ბაბუის დარიუსის შიშით გაიქცა კიროსი სპარსეთში.
მოგვიანებით კი დაბრუნდა ომით ბაბუის დარიუსის წინაამღდეგ, დაამარცხა ის და
დაიპყრო სამეფო.

დარიუსის შემდეგ კიროსის მეფობის დროს დანიელმა მოკლა ბელის 70 ქურუმი,


რომლებმაც თვითონ ჭამდნენ ბელისთვის შეწირულ საჭმელებს. დაანგრია მათი
სალოცავიც და შეურია გუდრონში ბეწვი, ანაჩეჩი და ამოწვა ღუმელში და ეს შენარევი
ისროლა გველეშაპ ბელის ხახაში, დაახრჩო ის და მოკლა. ამის გამო, ცბიერებით,
დიდებულებმა დააბეზღეს დანიელი მეფესთან და აიძულეს, რომ ჩაეგდო დანიელი
ხაროში ლომებთან. და ჩაკიდა ანგელოზმა წინასწარმეტყველ ამბაკუმს თმაში, აიტაცა ის
და წააღებინა იუდეიდან დანიელთან საჭმელი. და 3 დღის შემდეგ მეფე წავიდა
ლომების ხაროსთან, რომ დაეტირა დანიელი და ნახა ის უვნებელი. გამოიყვანა
დანიელი და ლომებთან ჩააგდო ისინი, ვინც დააბეზღეს მათი ცოლებით და
შვილებითურთ. ამის შემდეგ შთააგონა ღმერთმა კიროსს, რომ გაეშვა ჰურიები
იერუსალიმში დასაბრუნებლად. და მისი მეფობის მეორე წელს დაბრუნდა 50 ათასი
ადამიანი. და ამხნევებდნენ მათ აგგია და ზაქარია, ხოლო მათი მღვდელმთავრები
იყვნენ იესო იოსებეკის ძე, და ზორობაბელი სალათიელი ძე. და მის შემდეგ, რაც
ჩავიდნენ იერუსალიმში განაახლეს ქალაქის კედლები მხოლოდ 3 წელში; ასევე ტაძრის
კედლებიც.

ამის შემდეგ მასაგეტელების მეფემ დაამარცხა კიროსი, მოკვეთა მას თავი და


ჩააგდო სისხლით სავსე კასრში. და ცეკვავდნენ მასაგეტელები მის გარშემო და
ამბობდნენ: „თუ გწყუროდა სისხლი, დალიე სისხლი“. წელი 4778

იმ დროს მღვდელმთავარი იყო იესო იოსებეკის ძე და წინასწარმეტყველობა


დაიწყეს აგგია და ზაქარია.

ასე იყო განაწილებული იერუსალიმის კარიბჭეები, რომლებიც ააშენა ნოემიამ


ბაბილონიდან დაბრუნების შემდეგ: მეფეების კარიბჭე, მღვდლების, საპატიო

52
დიდებულების, რიგითი ხალხის, წინასწარმეტყველებების და კარიბჭე რომლიდან
გამოჰქონდათ ნაგავი ქალაქიდან, როგორც ეს არის ნაჩვენები ამ წრისებულ ნახატში.

ეს ოლოფერნი იყო კამვისის ჯარის მხედართმთავარი. და მის მერე რაც დაიპყრო


ბევრი ქალაქი და მიწა თავისი მეფისთვის, მოვიდა იუდეაშიც ციხესიმაგრე ბეთილის
დასაპყრობად. და მის მერე, რაც გაძარცვა ის, იყო მოკლული იუდითას მიერ თავის
მოკვეთით ოლოფერნის ხმლითვე. წაიღო ის ქალაქში, აიტანა ციხესიმაგრის კედლებზე
და მასხარად იგდებდა მას, როგორც ეს წერია იუდითას წიგნში.

კამვისისი, რომელსაც ნაბუქოდონოსორიც ერქვა, 7 წლის განმავლობაში პყრობდა


მთელ აღმოსავლეთს, ამ დროს მამა მისიც ცოცხალი იყო და მანამდე 12 წლის
განმავლობაში არ იძლეოდა უფლებას იერუსალიმში ტაძარი, რომ აეშენებინათ.
მაშასადამე, მას უნდოდა, რომ იერუსალიმშიც მისთვის თაყვანიეცათ როგორც
ღმერთისთვის ისე როგორც ეს ხდებოდა სხვა ქვეყნებში, მაგრამ მოეკვეთა რა თავი მის
მხედართმთავარს ოლოფერნს, გათავისუფლდა ისრაელი მისი ბატონობისგან და
იგალობა სიხარულის საგალობელი.

იმ დროს პატივში იყვნენ პოეტები სოფოკლე და ევრიპიდი.

ამ ერმიადისის არ გაუკეთებია იუდეველებისთვის არაფერი ღირსი მოსაყოლად.


წელი 4772.

ისტასპუს ძე, დარიუსი, თავისი მეფობის მეორე წელს მიართვა საჩუქრები


ზორობაბელს და მისცა უფლება აეშენებინა ტაძარი იერუსალიმში, რადგან
ზორობაბელმა განუმარტა დარიუსს იგავი ღვინის, მეფის და ჭეშმარიტების თაობაზე.
ეზდრა, თავი 3. და დარიუსის მეფობის მეშვიდე წელს დასრულდა დაძრის მშენებლობა
და მეათე თვის 20 რიცხვს აკურთხეს. წელი 4795.

იმ დროს მოღვაწეობდა ფილოსოფოსი პლატონი.

ხოლო იმ დროდან, როდესაც კიროსმა მისცა უფლება ჰურიებს


დაბრუნებულიყვნენ იერუსალიმში და აეშენათ ტაძარი, და ამ დარიუსის მეფობის
შვიდი წლის გავლამდე, როდესაც იკურთხა ტაძარი, გავიდა 46 წელი. ამიტომ იოანეს
სახარებაში მაცხოვარს ეუბნებიან: „ორმეოც და ექუსსა წელსა აღეშენა ტაძარი ესე, და შენ
სამთა დღეთა აღადგინო იგი?“ და სხვა.

53
გრძელხელა არტაქსერქსის დროს ეზდრამ იპოვა წიგნების საგანძური და 1500
ადამიანთან ერთად დაბრუნდა იერუსალიმში, და მღვდლების გადასახადებებისგან
გათავისუფლების ნებართვა მიიღო. ასევე მიიღო ნებართვა მეფისგან, რომ ისრაელის
ერის მართველებად დანიშნულიყვნენ მთავრები. ამ ეზდრამ აკრძალა ქორწინებები
უცხო ტომელებსა და ჰურიებს შორის. ეზდრა, თავი 9. ხოლო ამავე არტაქსერქსის დროს
ნეემიამ მიიღო უფლება დაბრუნებულიყო იერუსალიმში და მხოლოდ 7 წელში ააშენა
იერუსალიმის გარშემო დამცავი კედლები 6 კარიბჭით, როგორც ეს ნაჩვენებია
დახატულ წრეში.

სამ აშენებულ ტაძარს ვხედავთ წმინდა წერილში. პირველია იერუსალიმში,


აშენებული სოლომონის მიერ; მეორე გაზირიმის მთაზე, აშენებული დარიუსის დროს
გამორჩეული მღვდელმთავრის იუდას ძმის მანასეს მიერ; მესამე ილიუპოლეოსის
მთაზე, აშენებული ანტიოქ დიდის დროს მართალი სიმონის მამის ონიას მიერ.

ასევე, წმინდა წერილში ვხედავთ ღვთის ტაძრის სამ კურთხევას. პირველი,


სოლომონის მიერ, შემოდგომაზე სექტემბრის თვის 10 რიცხვში; მეორე, ისტასპუსის ძის
დარიუსის დროს ეზდრას მიერ გაზაფხულზე მარტის თვის 23 რიცხვში. ზდრას წიგნი,
თავი 6.

ხოლო ზოგიერთნი ამბობენ, რომ ეს კურთხევა არ შესრულდა ეზდრას მიერ,


არამედ იოსედეკის ძის იესოს მიერ.

მესამე კურთხევა მოხდა ანტიოქ ქებულის დროს იუდა მაკაბელის მიერ


ზამთარში დეკემბრის თვის 25 რიცხვში. მაკაბელთა პირველი წიგნი, თავი 4.

ამ მანასემ, მღვდელმთავარ იადის ძმამ, აიღო ნებართვა მეფე დარიუსისგან რომ


აეშენებინა ღვთის სახლი და ააშენა ის გაზირიმის მთაზე.

ამ ონიამ, სიმონ მართალის მამამ, ანტიოქ დიდის ბოროტების გამო გაიხიზნა


ეგვიპტეში პტოლომეუს ქებულთან, ეგვიპტეს მეფესთან და ააშენე ღვთის ტაძარი
ილიუპოლეოსის მთაზე.

ამ ონიას მღვდელმთავრობის დროს, მეფემ სელეფკიმ გააგზავნა ილიოდორი


იერუსალიმში, რომ ტაძრის საგანძურიდან აეღო მთელი საუნჯე და მიუტანოს მას.

54
მაშასადამე, წავიდა რა ილიოდორი, რომ შეესრულებინა მეფის ბრძანება, იყო დაჭრილი
ანგელოზის მიერ ლამის სიკვდილამდე.

ხალხიც ხარკისაგან გაათავისუფლა. და კარვების აღმართვის დროს ეზდრამ


წაიკითხა [ახალი] კანონი; როდესაც გავიდა 24 დღე მოუწოდებდა ხალხს
შეკრებილიყვნენ და მოესმინათ რას ამბობს კანონი, ამას აკეთებდა ოთხჯერ დღის და
ოთხჯერ ღამი განმავლობაში; ასეა ნათქვამი ნეემიას წიგნში.

როგორც ამბობს იერონიმი ისაიას წიგნის განმარტებაში, ესთირის დროს ამანის


მიერ ორგანიზებული დევნის მიზეზი გახდა ბაბილონის ზნეობრივი დაცემა 100 წლის
განმავლობაში.

ფილონ ისტორიკოსის თქმით, იუდითის დროს დევნის ბრძანება გასცა კამვისმა


კიროსის ძემ; ეს ის კიროსი რომელმაც ბაბილონიც გაანადგურა.

და სთხოვა [ილიოდორმა] ონია მღვდელმთავარს რომ ელოცა მისთვის ღვთის


წინაშე, [რის შედეგადაც] განიკურნა და დაბრუნდა თავის მეფესთან ხელცარიელი. მე-2
მაკაბელთა, თავები 2,3,4.

ამ სიმონის დროს დაწერა იესომ სირაქის ძემ სიბრძნის წიგნი. ამ სიმონს იხსენებს
იესო თავის წიგნში, თავი 50.

ამ ელეაზარმა გააგზავნა 70 მთარგმნელი ეგვიპტეში, რომლებიც, მის მერე რაც


გადათარგმნეს [ძველი აღთქმის წიგნები], ეგვიპტეს მეფემ პტოლომეუს ფილადელფმა
დიდათ დაასაჩუქრა და დიდი პატივით გაუშვა უკან იუდეაში. ამას ამბობს მემატიანე
ფილონი.

იასონმა და მენელაუმ პირველად იყიდეს მღვდელმთავრობა ანტიოქ


ეპიფანესგან. მაკაბელთა მეორე წიგნი, თავი 4. ამათმა ბევრი ბოროტება გაუკეთეს
ჰურიებს მიუხედავად იმისა, რომ თავად იყვნენ ჰურიები.

ეს ალკიმი გახდა მღვდელმთავარი დიმიტრის მიერ, მას მუდმივად ჰქონდა


მტრობა იუდასთან და იმ დროს, როდესაც ანგრევდა ტაძრის კედლებს და
წინასწარმეტყველების საგნებს ანადგურებდა, იყო დაჭრილი და მოკვდა. მაკაბელთა
პირველი წიგნი, თავი 9.

55
ეს პტოლომეუსი ლაგოსის ძე იყო ეგვიპტეს მეფე და მოტყვილებით შევიდა
იერუსალიმში უთხრა რა ჰურიებს ვითომ უნდოდა შეეწირა მსხვერპლი. მან ბევრი
ადამიანი დაატყვევა და მონებად გაყიდა ისინი. ასევე მოიქცა გაზირიმშიც. ამ დროს
დაიწერა მაკაბელთა წიგნი. წელი 4930.

ამ მარდოხეიმ იშვილა ესთირი თავისი ძმიშვილი. და მეფე არტაქსერსი ძალზედ


პატივცემდა რა მარდოხეის, ცოლად მოიყვანა მისი ნაშვილები ქალიშვილი ესთირი,
რომ ის გამხდარიყო დედოფალი. მაშასადამე, თავისი მამის დარიგებით დედოფალმა
ესთირმა სთხოვა თავის ქმარს, რომ მას შეეწყალა ისრაელის ერი რომლის მოკვლასაც
აპირებდა მეფის ვეზირი ამმანი. და მეფის ბრძანებით იმ ძელზე, რომელიც
გამზადებული იყო მარდოხეის ჩაამოსახრჩობად, ჩამოახრჩეს თავად ამმანი, ასე წერია
ესთირის წიგნში.

არტაქსერსი, რომელსაც ასუერიც ერქვა, მის მერე რაც გამართა ნადიმი, გააგდო
ასტინა [თავისი პირველი ცოლი] მისი ქედმაღლობისა და შეუგნებლობის გამო და
მოიყვანა ესთირი ჰურია ასტინას სანაცვლოდ. პატივისცა მარდოხეის და ჩამოხრჩო
ამმანი იმ უსამართლო მკვლელობისთვის რომელიც ის უპირებდა მარდოხეის და
ზოგადად ჰურიებს. მერე, წერილობითი ბრძანებით მისცა უფლება ჰურიებს დაეხოცა
თავისი მტრები, ეს მის მერე რაც გადარჩნენ სიკვდილისგან ესთერის წყალობით.
ამიტომ ზეიმობენ ჰურიები ყოველი მეშვიდე თვის 10 რიცხვში ის გადარჩენა
სიკვდილისგან; ისე როგორც წერია ესთირის წიგნში. წელი 4832. იმ დროს პლატონთან
ფილოსოფოს სწავლობდა არისტოტელი.

არტაქსერქს კოთოსმა თავისი ერთ-ერთი მთავრის ვაგოს შტაგონებით ისევ


დაუწესა ებრაელებს გადასახადები, რომლებიც, როგორც ითქვა ზემოთ, მანამდე
გაუქმებული იყო ეზდრას მიერ. ამ დროს ფილოსოფოსები იყვნენ დიმოსთენი და
არისტოტელი. წელი 4858.

პტოლომეუს ფილადელფი იყო რა წიგნების მოყვარული, დიმიტრის და არისტეს


რჩევით, იერუსალიმის ტაძარს გაუგზავნა ძღვენი, ვერცხლის 120 ებრაული სიკლი, რომ
ელეაზარს გაეგზავნა მისთვის ალექსანდრიაში მოსეს 5 წიგნი და მთარგმნელები, რომ

56
ეთარგმნათ. და ასე მოიქცა ელეაზარი, მეფის სურვილისამებ, გაუგზავნა მას წიგნები და
70 მთარგმნელი.

მიიღო მეფემ პტოლომეუსმა მთარგმნელები დიდი პატივით და მის მერე რაც


ითარგმნა, მდიდრულად დაასაჩუქრა ისინი და გაუშვა უკან და გაათავისუფლა
[იერუსალიმის] ტაძრის მსახურები ხარკისაგან 7 წლით. ამ დროს დაიწყეს მოღვაწეობა
მთარგმნელები. წელი 4951.

პტოლომეუს ევერგეტელმა არ გააკეთა ჰურიებისთვის არაფერი ღირსი


მოყოლისთვის.

მის დროს იესო სირახმა დაწერა სიბრძნის წიგნი.

პტოლომეუს ფილოპატორმა წაიყვანა თავისი ქალიშვილი ალექსანდრესგან,


რომელიც მანამდე იყო მასზე მითხოვილი და ცოლად მისცა დიმიტრის. ამ
პტოლომეუსის დროს რომაელებმა დაიპყრეს საბერძნეთი და სკიპიონმა დაამარცხა
აფრიკა.

ამ მეფეების შემდეგ ეგვიპტეში აღარ ყოფილა სხვა მეფე გარდა დედოფალ


კლეოპატრასი. მის მერე რაც კლეოპატრა დამარცხდა ანტონიუსის მიერ, ეგვიპტეს
მართველობა გადავიდა რომში. ამ დროს რომში იმპერატორათ იჯდა იულიუს ცეზარი.

მატათა მღვდელმთავარმა მოკლა ანტიოქ ეპიფანეს მოციქულები და კიდე მოკლა


ერთი ჰურია, რომელიც, ანტიოქის ბრძანებით, მსხვერპლს წირავდა საკურთხეველზე
მოდემში. ამის შემდეგ ღვთის შიშის გამო გაიქცა თავის 5 ვაჟთან და კიდე სხვა
ჰურიებთნ ერთად და დაიმალნენ მთებში და გამოქვაბულებში. მაშ, მან ასწავლა
ჰურიებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ შეუძლიათ იომონ შაბათ დღესაც და
ასწავლა ასევე რომ დაეცვათ თავისი წინაპრების სჯული. ასევე თავის ვაჟებსაც ასწავლა
სჯულის დაცვა და ომის მართვის შესახებ შაბათ დღეს. მაშინ როდესაც მოკვდა, ის
დამარხეს მოდემში. მაკაბელთა პირველი წიგნი, თავი 3.

ამ დარიუსისგან, იადის ძმამ მანასემ აიღო ნებართვა აეშენებინა ტაძარი


გაზირიმის მთაში. და დამარცხდა რა დარიუსი მეფე ალექსანდრეს მიერ, გადასახლდა
მისი თავადი სარვილი ალექსანდრიაში და გადავიდა სპარსელების მართველობა
ალექსანდრიაში.

57
დიდმა ალექსანდრე მაკედონელმა დაამარცხა დარიუსი და სპარსეთის სამეფო
ტახტი გადაიტანა მაკედონიაში. ასევე დაიპყრო ტიროსი და ღაზა, რის შემდეგაც დიდი
მრისხანებით გაიმართა იერუსალიმისკენ, რადგან იყვნენ რა ჰურიები დაპყრობილები
მის მიერ, არ მოინდომეს მისთვის ჩვეული ხარკის გაგზავნა. და მიუახლოვდა რა
იერუსალიმს ჯარით, ძალიან შეშინდნენ ჰურიები. გამოვიდნენ ქალაქიდან და შეეგებეს
ალექსანდრეს დიდი პატივის მიგებით პატიოსანი მღვდლები, ხოლო სხვა მღვდლები,
რომლებსაც არ უნდოდათ ხარკის გადახდა, დაიმალნენ.

მის მერე, რაც ნახა ალექსანდრემ მღვდლების სიბრძნე და პატიოსნობა, რომელიც


მათ გამოიჩინეს მის მიმართ, შერცხვა რომ გაეგრძელებინა თავისი მრისხანება. და მის
მერე რაც მღვდლებმა შესწირეს მსხვერპლი და წაუკითხეს დანიელის
წინასწარმეტყველება, ალექსანდრემ შეუნდო ჰურიებს ხარკი 7 წლით; ხოლო
სამარიტელებს ასეთივე დაპირება არ მიუცია.

მაშასადამე, განდიდდა რა მისი სახელი და გაფართოვდა მისი სამეფო, ძალიან


შეშურდათ მისი ზოგიერთ მის მთავართაგანს და მოწამლეს ის, რადგან შურის ნაყოფი
ყოველთვის სიკვდილია. ამის შემდეგ დაიყო ალექსანდრეს სამეფო ოთხ ნაწილად,
როგორც არის ნაჩვენები აქ. ოთხი სამეფოდან ორზე დაწვრილებით მოგვითხრობს
წმინდა წერილი, კერძოდ, იმ ბოროტებების შესახებ, რომლებიც მათ ჩაიდინეს
ჰურიების მიმართ. იმ დროს ხალხში განთქმული იყო არისტოტელე. იყო წელი 4888.

ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ დადგა 4 იმპერატორი. სამხრეთით ეგვიპტეს


მბრძანებლად დადგა პტოლომეუსი, ლაგოსის ძე; ჩრდილოეთით მაკედონია დაიტოვა
ფილიპემ, რომელსაც ასევე დარიუსსაც ეძახდნენ რადგან ალექსანდრეს ძმა იყო; სირია,
ბაბილონი და მთელი აღმოსავლეთის სამეფო დაიპყრო სელევკ მიჰანორმა; ხოლო
დასავლეთისკენ, ასიის მბრძანბლად გახდა ანტიოქი.

მის მერე რაც სამი წლის განმავლობაში ბილწავდნენ იერუსალიმის ტაძარს


აპოლონი, სირონი, ტიმოთე, ნიკანორი, გორგი და ლისიია, მღვდელმთავრად დადგა
იუდა მაკაბელი, და სექტემბრის 25 რიცხვში აკურთხეს ტაძარი, რის შემდეგაც იზეიმეს 8
დღის განმავლობაში. ამის შემდეგ გაათავისუფლა მან და მისმა ძმამ იოანათანმა
გალაადიტელები, ხოლო მათმა ძმამ სიმონმა გაათავისუფლა გალილეველები.

58
ხოლო იოსები და აზარია, რომლებიც იუდას მიერ დატოვებულები იყვნენ
ტაძრისა და იერუსალიმის მცველებად, იუდას ნებართვის გარეშე, ომი დაიწყეს
უცხოტომელებთან და მათი თვითნებობის გამო დამარცხდნენ და დაკარგეს 1000
მებრძოლი. ამის შემდეგ, შერიგდა იუდა სირიის იმპერატორთან ეფპატორთან. და ცილი
დასწამა იუდას იმპერატორთან ალკიმმა; და ამის გამო გააგზავნა იმპერატორმა იუდას
წინაამღდეგ თავისი მხედართმთავარი ნიკანორი ჯარით, და მოკლულ იქნა ნიკანორი
იუდას მიერ. გარკვეული დროის შემდეგ მშვიდობა შეკრა იუდამ რომაელებთან და
მოკლეს ის ომში ვაკიდის მიერ. მაკაბელთა 2-ე წიგნი, თავი 14.

ეს ელეაზარი, იყო რა ომში იუდასთან, კლავდა მტრებს მარჯვნივ და მარცხნივ. ის


შეძვრა სპილოს ქვეშ, რომელსაც, როგორც ამან იფიქრა მართავდა თავად იმპერატორი
და მოკლა ის სპილო. ხოლო მკვდარი სპილო დაცემისას ჩაიყოლია ქვეშ ელეაზარი და
გასრისა ის. მაკაბელთა პირველი წიგნი, თავი 6.

ამ იოანათანმა მოკლა ნაბუთე და შური იძია თავისი ძმის იოანეს


მკვლელობისთვის. და ამ გამარჯვების შემდეგ მშვიდობა შეკრა მან ვაკიდთან. ასევე,
მშვიდობა შეკრა მან ალექსანდრესთან და დაეხმარა გაუწია დიმიტრის წინაამღდეგ,
რადგან ალექსანდრემაც დაეხმარა მას მღვდელმთავრად დადგომაში.

ამის შემდეგ დახმარებას გაუწიეს ანტიოქ მირაქსაც; ხოლო შემდეგ დაიჭირეს


ტრიფონი, მოკლეს ის და ორივე მისი ვაჟი. მაკაბელთა პირველი წიგნი, თავები 9, 10.

იონათანის ძმამ სვიმონმა ტრიფონს მისცა 100 ვერცხლის ტალანტი და


იოანათანის ორივე ვაჟი მძევლებად, რომ ეხსნა იოანათანი ტყვეობიდან, რადგან ასე
მოელაპარაკა ტრიფონს. ხოლო ტრიფონმა აიღო ვერცხლი და წაიყვანა იოანათანის
ვაჟები, ხოლო პირობა არ დაიცვა და მოკლა ისინი. ამის შემდეგ სვიმონმა შეკრა
მშვიდობა დიმიტრისთან, აღადგინა სიონის ქალაქის დანგრეული კედლები და განაგდო
ისინი ვინც იცავდა ქალაქს.

ანტიოქ სოტირმა ცოლად მოიყვანა ეგვიპტეს მეფის, პტოლომეუს ფილადელფის


ქალიშვილი, ბერენიკა. და ამის შემდეგ ისევ დაიწყო ომი მეფეებს შორის რომლებიც
დარჩნენ ალექსანდრეს შემდეგ, როგორც ეს წერია მაკაბელთა წიგნში.

59
ანტიოქე დიდმა, მის შემდეგ, რაც დაიპყრო იუდეა, ხელახლა დაუწესა ტაძრის
მსახურებს გადასახადები, რომლებიც იყო მოხსნილი 70 მთარმნელის დროს
პტოლომეუს ფილადელფის მიერ. და ამ ანტიოქეს სისასტიკის გამო გაიხიზნა სვიმონის
მამა ონია მღვდელმთავარი იერუსალიმიდან ეგვიპტეში პტოლომეუს ეპიფანესთან და
ააშენა ტაძარი ილიუპოლესში, რითაც აღესრულა ისაიას წინასწარმეტყველება,
დაწერილი მე-9 თავში.

ხოლო შემდგომში ის იყო მოკლული იერიქონში მეფე პტოლოეუსის მიერ; და მის


შემდეგ მღვდელმთავრობა მიიღო იოანემ, რომელსაც ასევე ირკანოსაც ეძახდნენ.
მაკაბელთა პირველი წიგნი, თავი 16.

იოანე ირკანოსმა გახსნა დავითის 8-დან ორი საგანძური და მისცა ანტიოქეს 400
ტალანტი, რომ მას არ დაეპყრო იერუსალიმი. ხოლო იმ ფულიდან, რომელიც დარჩა,
ააშენა სახლები უპოვარებისა და უცხოელი მოგზაურებებისთვის.

ირკანოსი მოატყუა მისმა ძმამ არისტობულოსმა და წაართვა მეფობა. ამის


შემდეგ, იყო რა იერუსალიმი რომაელების ბატონობის ქვეშ, პომპეუსმა დანიშნა
მღვდელმთავრად ირკანოსი. მოგვიანებით იულიუს კეისარმა დანიშნა ის სირიის
მეფედ. შემდგომში ის იყო მოკლული პართების ხმლით, რომლებმაც დახმარება
გაუწიეს ანდიგონს.

მეფე არისტობულოსმა საპყრობილეში ჩასვა თავისი დედა და ორივე ძმა, და


დაიდო მეფის გვირგვინი. ცოლის დარიგებით მან მოკლა თავისი ძმა ანდიგონი და
თვითონაც მოკვდა 475 წელს სედეკისგან, როდესაც დაირღვა ჰურიათა სამეფო.

ანტიოქე დიდის ძემ, სელეფკიმ გააგზავნა ილიოდორი იერუსალიმში, რომ


გაეძარცვა ტაძრის საგანძური, მაგრამ იყო დაჭრილი ორი ანგელოზის მიერ და მოკვდა.
ხოლო სვიმონის ძის, მღვდელმთავარ ონის ლოცვით აღსდგა მკვდრეთით და
დაბრუნდა თავის მეფესთან ხელცარიელი. მაკაბელთა მე-2 წიგნი, თავი მე-3.

ანტიოქე ეპიფანე გაგზავნილ იქნა მამამისის მიერ რომში როგორც მშვიდობის


დაზავების მძევალი, ხოლო ასურეთის რომელიღაცა ქალაქში ჩავარდა ტყვედ, მაგრამ
ეშმაკობით მოახერხა თავი დაეღწია იქაურობისთვის, და დაერქვა მას სახელი ეპიფანე.

60
ხოლო რომში მძევლად ყოფნისას, როგორც ზემოდ უკვე ვთქვი, მან გაიგო მამის
გარდაცვალების ამბავი და თავისი ძმის მიერ ჩადენილი ბოროტი საქმეები. ამიტომ
ფარულად გაიქცა რომიდან და სელეფკის სიკვდილის შემდეგ გახდა მეფე. მერე მან
მიყიდა იერუსალიმის მღვდელმთავობა იასონს და მენელაუსს. მის შემდეგ, რაც მან
დაადგინა მღვდელმთავრები, დაირქვა წარმართული სახელი და იერუსალიმში
აკრძალა წინადაცვეთა.

და მენელაუსის დარიგებითა და ანტიოქის ბრძანებით, ანდრონიკმა მოკლა


მღვდელმთავარი ონია. ხოლო ანტიოქმა ცბიერებით დაიპყრო ეგვიპტე, რის შემდეგაც
მივიდა იერუსალიმშიც რომელიც ასევე ჩაიგდო ხელში. ამის შემდეგ, რომიდან
ჩამოსული მოციქულების მიერ ის იყო განდევნილი ეგვიპტედან.

ანტიოქმა იერუსალიმის ტაძარში დადგა ოლიმპის დიას კერპი და აძალებდა


ჰურიებს შეესრულებინათ წარმართული წესები. და მრავალი სახის წამებით მან მოკლა
მაკაბელთა 7 ძმა ელიაზართან ერთად, რადგა უარს ამბობდნენ ეჭამათ ღორის ხორცი და
თაყვანი ეცათ კერპებისთვის როგორც უბრძანებდა მათ. მოგვიანებით ისევ წავიდა
იერუსალიმზე, რომ საერთოდ გაენადგურებინა ის, ხოლო გზაში ელიამიდმა
გადმოაგდო ის ეტლიდან და დაცემისას დაიმტვრა; და მიუხედავად იმისა რომ ბოლოს
შეინანა, მაინც, ნაძირალის სიკვდილით მოკვდა. მაკაბელთა პირველი წიგნი, თავი მე-9.

ანტიოქე ეფპატორმა დაიპყრო ბეთსურა და გაძარცვა იერუსალიმი, ამის შემდეგ


მან მისცა ჰურიებს უფლება დაეცვათ თავისი სჯული და გააძევა ფილიპე ანტიოქიიდან.
ამის შემდეგ მისმა მხედრებმა შეპყრეს ის და ლისიია და მოკლეს ისინი დიმიტრი
სოტირის ბრძანებით, რომელიც გახდა კიდევაც შემდეგი მეფე. მაკაბელთა მე-2 წიგნი,
თავი მე-11.

ალექსანდრემ დახოცა ჰურიები, ამიტომ ერმა შეიძულა ის. ამის გამო მას ეშინოდა
გადაეცა მეფობა თავისი ძეებისთვის, რომ ხალხს შური არ ეძიათ მათზე და თავისი
გარდაცვალების შემდეგ გვირგვინი გადასცა თავის ცოლს, ალექსანდრას.

ხოლო ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ, ამ დედოფალმა ალექსანდრამ,


რომელიც ხატია ქვემოთ იმ მედალიონში, შეპირდა მეფობა თავის საყვარელ ვაჟს,
ირკანოსს, ხოლო მეორე ვაჟი, არისტობული, თავის ცოლთან და შვილებთან ერთად

61
ჩაკეტა ციხეში, რომ მას არ მოეწყო შეთქმულება და არ წაერთმია თავისი ძმისთვის
ირკანოსისთვის მეფობა.

ეს კლეოპატრა აკონში დაამარცხა ანტონიუსმა, რომელსაც შემდგომში შეუყვარდა


ეს ქალი. და გადავიდა ეგვიპტეს მართველობა ეგვიპტეს მხარეს. იმ დროს
დაექვემდებარა ეგვიპტე რომაელებს.

სელეფკის ძემ დიმიტრი სოტირმა დაბრუნდა რა რომიდან მოკლა ანტიოქი და


ლისიია და მღვდელმთავრად დააყენა წარმართი ალკიმი. და მასთან ერთად
იერუსალიმში გაგზავნა ვაკიდი, რომელმაც ბევრი ჰურია მოკლა. დაიღუპა ასევე
ნიკანორიც დიმიტრის მხედართმთავარი, ის იყო მოკლული იუდას მიერ. ამის შემდეგ
თავად იუდა მაკაბელიც იყო მოკლული ვაკიდის მიერ, რადგან არ დაეხმარა მას მისმა
ძმამ იოანათანმა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს პირდებოდა დიმიტრი იოანათანს, რომ
მშვიდობას დაამყარებდა მასთან და დახმარებას გაუწევდა.

მაშასადამე, შეებრძოლა რა დიმიტრი ალექსანდრე ეპიფანეს, იყო მოკლული მის


მიერ. მაკაბელთა პირველი წიგნი, თავები 8, 9, 10.

ალექსანდრე ეპიფანემ, ანტიოქე ეფპატორის ძემ, შეკრა მშვიდობა იოანათანთან,


მატათას ძესთან და მოკლა დიმიტრი იოანათანის დახმარებით და შური იძია
ალექსანდრემ თავისი მამის მკვლელობისთვის და პატივით შემოსა მან იოანათანი
დახმარებისათვის. ამის შემდეგ, ეგვიპტეს მეფემ, პტოლომეოს ფილოპატორმა,
ალექსანდრეს სიმამრმა, ჯარი შეკრიბა ალექსანდრეს წინაამღდეგ და დამხმარედ აიყვანა
დიმიტრი მცირე. და დაამარცხა რა მან ალექსანდრე, წაართვა ყველა ციხესიმაგრე და
ქალიშვილიც წაართვა და მისცა დიმიტრი მცირეს. ხოლო ალექსანდრე გაიქცა
არაბეთში, მაგრამ მოეკვეთა მას იქ თავი ზადიილ არაბმა. მაკაბელთა პირველი წიგნი,
თავი 11.

დიმიტრი მცირემ ცოლად მოიყვანა პტოლომეოსის ქალიშვილი, რომელიც


მანამდე იყო ალექსანდრეს ცოლი, და მეფეც გახდა ალექსანდრეს ნაცვლად. გარკვეული
დროს გავლის შემდეგ, უკვე თავად დიმიტრი მცირე იყო მოკლული ანტიოქე მცირის
მიერ, რომელიც ტრიფონმა ჩამოიყვანა არაბეთიდან, და იმეფა ანტიოქემ დიმიტრის
ნაცვლად. მაკაბელთა პირველი წიგნის მე-11 და მე-12 თავები.

62
ანტიოქე მირაქსი, ალექსანდრეს ძე, ტრიფონმა ჩამოიყვანა არაბეთიდან, რადგან
იქ ზრდიდა მას მამამისის სიკვდილის შემდეგ. მან მოკლა დიმიტრი და გამეფდა მის
ნაცვლად ანტიოქიაში და მისცა მღვდელმთავრობა იოანათანს მატათიას ძეს და პატივი
მიაგო მას. ხოლო შემდგომში ანტიოქე მოკლულ იყო ტრიფონის მიერ.

ამ ბილწმა ტრიფონმა მოკლა თავისი ბატონი ანტიოქ მირაქსი და იოანათანი და


ორივე მისი ვაჟი, რომლებიც მძევლაბად იყვნენ მასთან; და გადავიდა სირიის სამეფო
რომაელების ხელში.

ეს ანტიოქი იყო ყველაზე ბოლო მეფე სირიაში. და იქცა სირია რომაელების


მეხარკედ.

ამიტომ, გააგზავნეს რა რომაელებმა პომპეუსი სომხეთის მეფის ტიგრანის


წინაამღდეგ, სირიის მბრძანებლად დასვეს სკაბრონი. ხოლო არისტობულს და ირკანოსს
უთანხმობა ჰქონდათ იერუსალიმის მღვდელმთავრომაზე. პომპეუსმა კი აირჩია და
არაბების დახმარებით დაესვა იერუსალიმის მღვდელმთავრად ირკანოსი, ხოლო
არისტობულოსი და მისი ძეები ხელ-ფეხგაკრულნი, დატუსაღებულნი გააგზავნა რომში
და გადასცა ისინი რომაელების ხელში. მის მერე, რაც ირკანოსი გახდა მღვდელმთავარი,
დაირღვა ტაძარი, რადგან შეყავდათ ცხენები ტაძრის გოდლებში; ამიტომ, ამის შემდეგ
აღარ ჰქონდათ შეძლებულობა.

კრასუსმა აღმართა ჯარი პართების წინაამღდეგ და დახარჯა უფრო მეტი ოქრო


ვიდრე რაც ტაძრიდან ჰქონდა აღებული პომპეუსს. ამიტომ, პომპეუსმა დაადნო ოქრო
და ჩაასხა კრასოსს პირში და თან ეუბნებოდა: „ოქრო გწყუროდა, დალიე ოქრო“. ასე
წერს ისტორიკოსი ფილონი.

კრასუსის დროს იულიუსმა და პომპეუსმა იომეს ერთმანეთის წინააღმდეგ და


გაიმარჯვა რა იულიუსმა, სამი წელი და შვიდი თვე მარტომ დაიწყო ქვეყნის მართვა.
ხოლო იულიუსის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებამდე, 464 წლის განმავლობაში
რომის საზოგადოება იმართებოდა დიდებულების მიერ; რადგან რომულუსის შემდეგ
სახელმწიფო 200 წლის განმავლობაში 7-მა მეფემ მართა.

63
ხოლო, გარდაიცვალა რა მეშვიდე მეფე, რომის დიდებულნი ერთობლივად
გახდნენ ერის მმართველები, ვიდრე იულიუს კეისრამდე, რომელიც გახდა პირველი
იმპერატორი.

ამ იულიუს კეისარმა იომა პომპუსის წინაამღდეგ და დაამარცხა ის, ასევე თავისი


ხმლით მან ბევრი ქვეყანა და მხარე დაიმორჩილა. ამიტომ, მისი ღირსებებისთვის,
რომის დიდებულმა დააყენეს ის რომაელთა იმპერატორად. წელი 5154.

სამი ჰეროდეს შესახებ გვიამბობს წმინდა წერილი: ჰეროდე ასკალონიტელი,


რომლის მეფობის 30-ე წელს იშვა ქრისტე და იქნა მოკლული ჩვილები ბეთლემში;
მეორე იყო ჰეროდე ანტიპა, რომელიც მართავდა გალილეის მეოთხედს, რომელთანაც
პილატემ გააგზავნა ქრისტე გასასამართლებლად; მესამე იყო ჰეროდე აღრიპა
ალექსანდრეს ძე და ასკალონიტელის შვილიშვილი, რომელმაც მოკლა იაკობი და
საპყრობილეში ჩააგდო პეტრე, როგორც ეს წერია მოციქულთა საქმეში.

უნდა ვიცოდეთ, რომ მათანი და მელქი არიან დავითის შთამომავალნი. მათანი


სოლომონისგან, ხოლო მელქი, დავითის ძის ნათანისგან. ეს მათანი და მელქი იყვნენ
ერთი დედისგან შობილი ძმები მაგრამ მათ ყავდათ ორი სხვადასხვა მამა, როგორც ამას
ამბობს იერონიმი ლუკასთან.

მის მერე, რაც მათანის ცოლი, ესთა დარჩა ქვრივი, ის ცოლად მოიყვანა მისმა
ძმამ, მელქიმ, რომ აღედგინა თავისი გარდაცვლილი ძმის თესლი. და შვა ამ ქალთან
მელქიმ, ილი. ხოლო, მათანსაც გარდაცვალებამდე ამ ქალთანვე ყავდა ძე - იაკობი.

ამიტომ, იაკობი და ილი იყვნენ ძმები ერთი დედისგან და ორი მამისგან. და


მოიყვანა რა ილიმ ცოლი, გარდაიცვალა ისე, რომ არ ეყოლა მასთან შვილები.

ამიტომ იაკობმა, ილის ძმამ, მოიყვანა ცოლად თავისი რძალი, და აღადგინა


მასთან თავისი ძმის თესლი შვა რა იოსები - ყოვლადწმიდა [ღვთისმშობლის] ქმარი. და
იყო იოსები იაკობის შვილი ბუნებით, და ამავდროულად ილის შვილიც სჯულის
მიხედვით. ამიტომ მათე მახარებელი იოსების მამად ასახელებს იაკობს, ხოლო ლუკა -
ილის.29

წმინდა ქალწული მარიამი იყო 15 წლის, როდესაც მუცლად იღო სული


წმიდისაგან, ხარებისას ანგელოზის მიერ. რადგან 3 წლის იყო, როდესაც შევიდა წმიდა

64
წმიდათაში და 12 წლის შემდეგ მას ეხარა. ქრისტეს ამღლების შემდეგ იცოცხლა კიდე 24
წელი და თვითონაც იყო ამაღლებული ზეცაში 72 წლის ასაკისას, რაც მან იცოცხლა
ამქვეყნად.

ამ სალომემ ცილი დასწამა მარიამნას, ჰეროდეს ცოლს, ვითომ მან იმრუშა. და


გაიგო რა ეს ჰეროდემ, მოკლა მარიამნა.

ამ ოქტავიუს ავგუსტუს კეისარმა მიიღო მეფობა იულიუსის შემდეგ. მან ააშენა


სასახლეები, ანუ სამეფო შენობები, რის შემდეგაც ჰკითხა წინასწარმეტყველ ქალს
სიბილას, რამდენ ხანს იდგებიანო ეს სასახლეები. ხოლო მან იწინასწარმეტყველა და
უპასუხა, რომ ეს შენობები იდგება იქამდე, სანამ წმიდა ქალწული არ შობს ძესო. ხოლო
კეისარმა გაიგო რა ეს, იფიქრა, რომ მისი აშენებული არ დაინგრევა არასდროს, რადგან
შეუძლებელი ეჩვენა ის, რაც გაიგონა.

მაშასადამე, მისი მეფობის 42-ე წელს იშვა ქრისტე ქალწულისგან მარიამისა. მაშინ
წინასწარმეტყველმა სიბილამ დაუძახა ოქტავიუსს და მზეში დაანახა ქალწული,
რომელსაც ხელებში ჰყავდა ქრისტე. და უთხრა მას: „ეს არის ის ქალწული, რომელმაც
შვა ძე“. და იმწამშივე დაინგრა შენობები.

ხოლო იმ ადგილს, სადაც ის სასახლეები იდგნენ, ეწოდება: ზეცის ადგილი. ასე


ამბობენ ისტორიკოსები.

ოქტავიუს ავგუსტუსის მეფობის 42 წელს, ქალწულისა მარიამისაგან იშვა იესო


ქრისტე დავითის ქალაქში, იუდეის ბეთლემში, კვირა ღამეს. მაცხოვარი ჩვენი იესო
ქრისტე, რჩეული მღვდელმთავარი, იყო 30 წლისა, როდესაც მოინათლა
წინასწარმეტყველ იოანესაგან იორდანეში. ნათლობის შემდეგ მან იქადაგა 3 წლისა და 3
თვის განმავლობაში და ამის მერე ჯვარს ეცვა, მოკვდა, დაეფლა და მესამე დღეს აღსდგა
მკვდრეთით, ეჩვენა თავის მოწაფეებს, რის შემდეგაც 40 დღის განმავლობაში, სანამ
რჩებოდა ამ ქვეყნად, სულ 12 ჯერ ეჩვენა თავის მოციქულებს.

ხოლო მე-40 დღეს ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯვენით მამისა. ხოლო


აღდგომიდან 50-ე დღეს გამოუგზავნა თავის მოწაფეებს სული წმიდა, განამტკიცა ისინი
და მისცა მათ ძალა სასწაულთა მოქმედებისა და ცოდვათა მიტევებისა.

65
ოქტავიუს ავგუსტუსის შემდეგ მეფობა მიიღო ტიბერიუსმა, რომელმაც ჰურიებს
ბატონად გაუგზავნა ვალია. ის დაუმალავად ყიდიდა ხოლმე მღვდელმათავრობის
თანამდებობას. პირველად მან განაგდო ანნა და მის ნაცვლად დააყენა ისმაილი, შემდეგ
მან დააყენა ანნას ძე - ელეაზარი. და ამის შემდეგ მღვდელმთავრობა მან მიყიდა სიმონს,
შემდეგ იოსებს, რომელსაც ასევე ერქვა კაიფა, მის დროს ივნო უფალი ჩვენი იესო
ქრისტე.

ეს ანტიპატრუ იყო წარმართ იდუმიელთა ნათესავთაგანი. მას ჰყავდა 4 ვაჟი,


რომელთაგან ერთ-ერთი იყო ჰეროდე ასკალონიტელი. ამ ანტიპატრს ვიღაცამ ცილი
დასწამა იმპერატორ ავგუსტუსთან, რომ თითქოსდა ის არის მისი მტერი, გამყიდველი
და აპირებს მის მოკვლასო.

ხოლო, ანტიპატრუმ უჩვენა იმპერატორს თავისი ჭრილობები, რომლებიც მან


მიიღო ბრძოლებში მის სამსახურში ყოფნისას და იმართლა თავი. ამიტომ შერიგდა რა
ავგუსტუსი ანტიპატრუსთან, დააყენა მისი ძე ჰეროდე იუდეის მეფედ. ამ ჰეროდეს
ცოლად ჰყავდა ირკანოსის ასული მარიამი, ეს იყო კანონიერი საფუძველი იმისა, რომ
ჰეროდე გამხდარიყო ჰურიათა მეფე. ამ ჰეროდემ [რომ გამხდარიყო მეფე] წინაც კი
დაიცვეთა.

მის მერე, რაც ანტონიუსისა და ავგუსტუსის მიერ ჰეროდე ასკალონიტელი გახდა


მეფე, 4 წლის შემდეგ თავის 6 ცოლთან მას ეყოლა 6 ვაჟი, რომლებიც აღნიშნულები
არიან ზემოდ [გრაგნილის] მეორე პირზე. ამ ჰეროდემ, სალომეს ცილის წამების გამო,
მოკლა თავისი ცოლი მარიამნა.

მის დროს დაიბადა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მან ასევე დაახოცინა ყრმები
ბეთლემში და თავისი სამი ვაჟი: არისტობული, ალექსანდრე და ანტიპატრუ. ყრმების
დახოცვის შემდეგ მან იცოცხლა კიდევ 7 წელი, რომლის დროსაც უფალი ჩვენი იესო
ქრისტე იყო გაქცეული ეგვიპტეში თავის დედასთან და იოსებთან ერთად. ხოლო
ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ ანგელოზის ბრძანების შესაბამისად, იოსები დაბრუნდა
იუდეაში ყრმასა და დედამისთან ერთად, და დასახლდნენ ისინი გალილეის
ნაზარეთში. ხოლო ჰეროდე მოკვდა უბედური სიკვდილით, და მის ადგილას დადგა
არქელაოსი. ეს არის საეკლესიო ისტორია.

66
ჰეროდე ასკალონიტელის სიკვდილის შემდეგ მისი სამეფო გაიყო და ერთი
ნახევარი მიეცა არქელაოსს, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ერთი მეოთხედის
მმართველი ერქვა, სინამდვილეში ეპყრო ორი ნაწილი - იუდეა და იდუმეა. ასევე გაიყო
მეორე ნახევარიც: ერთი ნაწილი მიეცა ჰეროდე ტეტრარქს, ანუ გალილეა; და მეორე
ნაწილი ანუ იტურია და ტრაქონია-მის ძმას ფილიფეს,. ხოლო, მთელი ისრაელის
ერთპიროვნული მბრძანებელი არქელაოსი არასდროს ყოფილა, არამედ მხოლოდ
ხალხი თვლიდა მას ერთადერთ მბრძანებლად.

ამ ტიბერიოსმა მაცხოვრის ვნებამდე იმეფა 18 წელი, ხოლო ვნების შემდეგ კიდე 5


წელი.

აქ, ქრისტეს შობისას დასრულდა მეხუთე საუკუნე და დაიწყო მეექვსე, რომელიც


გაგრძელდება სამყაროს დასასრულამდე. ხოლო, რომ შევკრიბოთ ყველა წელი
ადამიდან ქრისტემდე, სულ 5199 წელი გამოდის.

[ხოლო], როგორც როქსი წერს ნეტარ ავგუსტინეს, სამყაროს შექმნიდან რომის


დაარსებამდე იყო გასული 4474 წელი და რომის დაარსებიდან ქრისტეს შობამდე 715
წელი, გამოდის, რომ სამყაროს შექმნიდან ქრისტემდე გავიდა 5199 წელი.

ქრისტეს შობიდან 13 წლის შემდეგ იყო რომის [იმპერიის] მოსახლეობის აღწერა


და, ოქტავიუსის დროს, გამოვიდა რიცხვი 90 გამრავლებული 380 ათასზე. ასე ამბობს
როქსი.

პირველი საუკუნე დაიწყო ადამით და გაგრძელდა ნოემდე, 1642 წელი. და ნოეს


შობიდან წარღვნამდე გავიდა 600 წელი, რაც გამოდის ადამიდან წარღვნამდე, 2242
წელი.

მეორე საუკუნე დაიწყო წარღვნით და გაგრძელდა აბრაამის შობამდე, რაც


მოიცავს 942 წელს, სულ ადამიდან აბრაამამდე გამოდის 3184 წელი.
მესამე საუკუნე დაიწყო აბრაამის შობით და გაგრძელდა დავითამდე და მოიცავს
1020 წელს. ესე იგი, ადამიდან დავითამდე გავიდა 4204 წელი. შუა ამ საუკუნეში,
კერძოდ, 3184 წელს ადამითგან მოხდა ისრაელის შვილთა გამოსვლა ეგვიპტედან.

67
მეოთხე საუკუნე არის დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე, რაც მოიცავს
409 წელს, საიდანაც გამოდის, რომ ადამიდან ბაბილონში გადასახლებამდე გავიდა 4613
წელი.

მეხუთე საუკუნე არის ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტეს შობამდე, ანუ 586


წელი, საიდანაც გამოდის რომ ადამიდან ქრისტემდე გავიდა 5199 წელი.

მეექვსე საუკუნე არის ქრისტედან სამსჯავროს დღემდე.

მეშვიდე საუკუნე დაიწყება სამსჯავროს დღით და არ დასრულდება უკუნისამდე.

არქელაოსი, თავის ძმებთან ხანგრძლივი მტრობის შემდეგ, ორივე მხარის


მბრძანებელი გახდა ანუ იუდეისა და იდუმეის. გონებით გაამპარტავნების შედეგად მან
იმპერატორის ტიტული მიითვისა. ამის გამო, ამბავი მიუტანეს კეისარს, ვითომ
არქელაოსს მთელ რომზე უნდოდა იმპერატორობაო. ამის გამო განრისხდა კეისარი და
განაგდო არქელაოსი ვენაში და გაყო მისი სამეფო რამოდენიმე მცირე სამფლობელოდ.
და გააგზავნა კეისარმა იუდეაში ეპარქად ვინმე კომპონი.

იუდეის მეფე ჰეროდე აღრიპა იყო გონებით ეშმაკი და კარგად ჭვრეტდა თავისი
დროის სიტუაციას. მან მოახერხა და თავისი ხელისუფლების ქვეშ კიდე ერთ მეოთხედი
ნაწილი მოაქცია, რომელიც წესით ეკუთვნოდა ფილიპეს და ლისანის. ამ ჰეროდემ
ჰურიათა სურვილით მოკლა [ძმა მაცხოვრისა] იაკობი და საპყრობილეში ჩააგდო
[მოციქული] პეტრე. ხოლო შემდგომში, დაიწყეს რა მისი როგორც ღმერთის
თაყვანისცემა, ცუდი ამბის მომტანისგან გაიგო, რომ მას სიკვდილი ელოდა.

ამონ რუფულუსის დროს გარდაიცვალა კეისარი ავგუსტუსი, რომელმაც იმეფა 55


წელი. მის დროს მასთან ერთად 13 წლის განმავლობაში იმეფა ანტონიუსმა.

ჰეროდე ანტიპა, როდესაც მიდიოდა რომში, დაპირდა ჰეროდიადას, თავისი ძმის


ფილეპეს ცოლს, რომ თუ წარმატებით დაბრუნდებოდა რომიდან, ა მას ცოლად
მოიყვანდ. მაშასადამე, დაბრუნდა რა უკვე როგორც იუდეის მეფე, მოიყვანა კიდევაც ის
ცოლად. მისი მეფობის დროს ივნო უფალი ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტა და თავი
მოკვეთეს იოანე ნათლისმცემელს.

68
ამ ჰეროდემ მის მერე, რაც შურიანობის გამო მტრობა დაუწყო თავის ძმას
არქელაოსს, იძულებული გახდა გაქცეულიყო რომში ჰეროდე აღრიპასთან, თავისი
ცოლის დარიგებით, და ბოროტი ილაპარაკა ჰეროდე აღრიპამ იმპერატორთან მასზე,
რის გამოც ის გაგდებულ იქნა ლუგდონში.

აქ ვწერთ იმ მსგავსებებს, რომლებიც აქვთ მოციქულებსა და წინასწარმეტყველებს


სარწმუნოების სიმბოლოსთან (ანუ მრწამსთან) მიმართებაში.

იერემია მამა დაუძახა იმას ვინც შექმნა ცა და ქვეყანა.

პეტრე მრწამს ღმერთი მამა, ყოვლისა მპყრობელი.

დანიელი ვხედავ 4 მამაკაცს ცეცხლსა შინა და მეოთხეს აქვს სახე მსგავსი ღვთის
ძისა.

ანდრია და [ერთი უფალი] იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მხოლოდშობილი.

ისაია აჰა, ქალწულმა მუცლად იღო და შვა ძე.

69
იაკობი დიდი რომელიც ჩაისახა სულისაგან წმიდისა, ანუ ხორცი შეისხა

ქალწულისგან მარიამისა.

ისაია და ვითარცა ტარიგი დაკლულ იქნა.

იოანე და ივნო პოტოელისა პილატეს-ზე, და ივნო, და დაეფლა.

ოსია სიკვდილად ვიქცევი შენთვის, ჰოი სიკვდილო! კბილებით შეგმუსვრავ შენ,

ჰოი, ჯოჯოხეთო!

ისევ ეს გამოგვიძიებს ჩვენ ორ დღეს, ხოლო მესამე დღეს აღგვადგენს.

თომა და შთავიდა ჯოჯოხეთად და აღსდგა მესამესა დღესა.

დავითი და ამაღლდა ცათა შინა ღმერთი.

ისევ ეს ჰრქუა უფალმა უფალსა ჩემსა: „დაჰშჯედ მარჯვენით ჩემსა“.

იაკობი მცირე და ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.

იოილი მოვუხმობ წარმართთა იოსაფატის წყაროზე და იქ განვსჯი მათ.

ფილიპე და კვალად მომავალ არს განსჯად ცხოველთა და მკვდართა.

ზაქარია შვიდი თვალი შემიქმნა, რათა განმესვენა სულსა ჩემსა ჩრდილოეთის

ქვეყნად.

იოელი მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა.

სოლომონი ერთი არს მტრედი ჩემი, ერთი არს დედა მისი, ანუ მისგან შობილი.

მათე წმიდა კათოლიკე ეკლესია.

მიქეა ძვალნი ძმათა ჩვენთა მოიქცნენ ისრაელისკენ.

სვიმონი წმიდანებთან თანაზიარება და ცოდვების მიტევება.

იეზეკიელი აჰა, გამოგიყვანთ მე ჩემს ერს თქვენი ჯურღმულებიდან.

თადეოზი აღდგომა ხორცითა.

დანიელი იმ დღესა ცხონება იქნების ერისა ჩემისა, რომელიც ჩაიწერილ იქნების

ცხოვრების წიგსა შინა.


70
მატათა ცხოვრება სამარადისო. ამინ.

კომენტარები და შენიშვნები:

ანთიმოზ ივერიელის ეს თხზულება გამოქვეყნდა 1708 წელს, „ახალი დროის“


დამკვიდრების ღერძულ პერიოდში, როცა დასავლური კულტურისა და ცივილიზაციის
განახლების პროცესი მიმდინარეობდა; შექსპირისა და სერვანტესის, რაიდენსისა და

71
პასკალის, კონსტიტუციონალიზმისა (1620 წელს დაიწერა „მეი ფლაუერის“ პროექტი)
და ენციკლოპედიზმის ეპოქაში ანთიმოზ ივერიელმა შექმნა საღმრთო წერილის
ჰერმენევტიკული ეპოსი, რომელიც ზედა ფენაში გენიალოგიური დოქტრინაა დემონ-
სტრირებული. სინამდვილეში კი ესაა რეტროსპექტული ნათელყოფა იმ საწყისური
ტენდენციებისა და ფაქტორებისა, რომელთა რეაქტუალიზაციამ შეიძლება დააფუძნოს
„ახალი დრო“. ანთიმოზმა შექმნა ფორმითა და შინაარსით ორიგინალური თხზულება
ბიბლიურ თემებსა და მოტივებზე. მასში ერთმანეთს შეერწყა ტრადიცია და
ნოვატორობა, ბიბლიის გენიალოგიური ლოგიკა და ესქატოლოგიურ-თეოლოგიური
ელემენტები, საბუნებისმეტყველო-გეოგრაფიული და ისტორიოგრაფიული მეცნიერე-
ბის მონაცემები, მეთოდური მიდგომები, ფილოსოფიურ-ისტორიოსოფიული განაზ-
რებანი და წიაღსვლები. მოდერნული ანალიტიკოსის, კლასიფიკატორისა და სისტემა-
ტიკოსის ბლოკებისაგან შენდება ყველაზე მისტიური ტექსტის რეკონსტრუქცია, ამ
ტექსტის საკრალური თვისებრიობის და კათარზისული ეფექტის შენარჩუნებით.

ღვთისმეტყველებაში ცნობილი ფაქტია, რომ არსებობს ერთის მხრივ ბიბლიის ვრცელი


და სწავლული კომენტარები და ბიბლიური კატენები. პირველი უფრო ერთგვაროვანია
და უკეთაა ჩამოყალიბებული. ყველაზე ძველი ქრისტიანული კომენტარი, რომელიც
ჩვენ ვიცით, იპოლიტეს კომენტარის სახელითაა ცნობილი,
კომენტარები დანიელის წიგნზე (III საუკუნის დასაწყისი), მას მოსდევს ორიგენე (III ს.),
ეკუმენე (VII ს.) წმიდა ისიდორე სევილიელისა (VII ს.) და წმიდა იოანე დამასკელი
ღირსი წმიდა ბედას (VIII ს.) (VIII ს.), კომენტარები.

თანამედროვე ხანაში ბიბლიური ეგზეგეზის განვითარებასთან ერთად ბიბლიის


მაღალხარისხოვანი მრავალი კომენტარი შეიქმნა.

ქართულ სასულიერო მწერლობაში ორიგენეს ეგზეგეტური მოღვაწეობის კვალს


ვხვდებით გელათის ბიბლიის კატენებში. გელათის ბიბლია შეიცავს ძველი აღთქმის
საკითხავების: ლევიტელთა, რიცხვთა, მეორე სჯული, ისუ ნავეს, მსაჯულთა, რუთის,
წინასწარმეტყველთა წიგნების განმარტებებს. განმმარტებლები არიან ქრისტიანული
ეგზეგეტიკის პირველი პერიოდის მამები: ორიგენე, თეოდორიტე კვირელი, გრიგოლ
ნოსელი, ევსები ემესელი, იოანე ოქროპირი, აპოლინარი და სხვები.

72
ანთიმის წარმოდგენილ თხზულებაში ჩანს, რომ იგი ძალიან კარგად იცნობს ორიგენეს.
ამდენად აქ ზოგადად და მოკლედ ავღნიშნავთ ორიგენეს წვლილს შეტანილს ბიბლიის
წიგნთა კომენტირების საქმეში.

სავარაუდოა, რომ ორიგენეს სრულად ჰქონდა დაბადების წიგნის სრული


კომენტირების შეუძლებელობა; ჩვენამდე მოღწეულია ათამდე წიგნის კომენტარები,
ხოლო დანარჩენი წიგნებისათვის იგი იყენებს ქრისტიანობამდე არსებულ სქოლიას
(σχόλια) ტრადიციას და ცალკეული ადგილების ურთავს ვრცელი კომენტარებს. რაც
თავის მხრივ რთული საქმეა და პრაქტიკულად ამ ადგილების გულისხმობდა
ეგზეგეზას. 1

. ორიგენემ შეასრულა დაბადების 5:1-დან, ესაიას, ეზეკიელის, თორმეტი


წინასწარმეტყველის (ობადიას გარდა), ფსალმ. 1-25 (ალექსანდრიაში ყოფნის დროს),
ფსალმ. 1-150, (კესარიაში ყოფნის დროს, თუმცა ყველა ფსალმუნზე არ დაურთავს
კომენტარი) იგავნი, ქებათა ქება (კომენტირება დაიწყო ალექსანდრიაში და დაასრულა
კესარიაში), გოდება
იერემიასი, მათე, ლუკა, იოანე, რომაელთა, გალატელთა, ეფესელთა, ფილიპელთა, კოლ
ასელთა, თესალონიკელთა, ტიტეს, ფილიმონისა და ებრაელთა მიმართ ეპისტოლეები.
ეს კომენტარები დაყოფილი იყო ტომებად, რომელთაც ეწოდებოდა ტომოი.
მაგალითისთვის, სულ შესრულებული ჰქონდა ოცდაათი ასეთი ტომოი დაბადების
წიგნზე და ოცდათორმეტი - იოანეს სახარებაზე. საერთო ჯამში ორიგენემ შეასრულა ას
სამოცი ტომოი ძველ აღთქმაზე და ასამდე - ახალ აღთქმაზე. თითოეული ტომოსის
გრძლივობა სხვაობს: 70’000-დან 120’000 გრაფემამდე. შესაძლებელია გამოვთვალოთ,
რომ ორიგენემ დაწერა 13’000 -დან 20’000 გვერდამდე მხოლოდ კომენტარი. მხოლოდ
და მხოლოდ რამდენიმე გვერდია შემორჩენილი ამ მასალიდან, ისიც ევსების ნაწერებში,
ფილოკალიასა და კატენებში.

ბიბლიიის ქართულ თარგმანში ორიგენეს განმარტებები დართულია შემდეგ


წიგნებზე: ლევიტელთა, რიცხვთა, მეორე სჯული, ისუ ნავე, მსაჯულთა, რუთი; ხოლო
რაც შეეხება წინასწარმეტყველთა წიგნებს, აქ ორიგენეს განმარტებები არ

1
იერონიმე მათ შენიშვნებს (σημειώσεις) უწოდებს.

73
გვხვდება.მიზეზად შეიძლება ის დასახელდეს, რომ გელათის ბიბლიაში ეს წი
ნასწარმეტყველებები ფრაგმენტებად არის გაბნეული და მცირე მოცულობისაა დანარჩენ
წიგნებთან შედარებით.

ანთიმოზ ივერიელს მიერ გადმოცემული „ძველი და ახალი აღთქმის სახეები“


გარკვეულ თანმიმდევრობას და ქრონოლოგიურ წესრიგს არ ექვემდებარება. „უნდა
ვიცოდეთ, რომ საუკუნეები არ აღირიცხება წლების მიხედვით, როგორც ეს მისცეს
ზოგიერთს, არამედ გარკვეული სასწაულების მიხედვით, რომლებიც მომხდარა
სამყაროს დასაწყისში.“

ეს სასწაულები გავლენას ახდენენ ადამიანზე და მიანიშნებენ ქრისტეს მოვლინების


შესახებ.

ანთიმის ტექსტში ელინური და ებრაული დისკუსი სამ სხვადასხვა დონეზე


ვითარდება და იშლება მსოფლიო ისტორიაში.

 პოლიტიკური ისტორიის დონეზე მოქმედი პირები და პერსონაჟები.


 წინასწარმეტყველები და ღვთის კაცები.
 ფილოსოფოსები, პოეტები, მეცნიერები.

მათ შორის საერთო ისაა, რომ შეუცნობადი აპოფატური დასაბამი ხდება


შეცნობადი მოწოდება განვითარებისა და განღმრთობისადმი (divinatio).

ანთიმის ტექსტში ისტორიულობის ზეისტორიული a priori, როგორც უსასრულო-


ბის იდეა „პასუხისმგებელია“ მთელ ამ მრავალშრიულ დინამიკაში. უსასრულობის
ასეთი გაგება განსხვავდება, როგორც ლაიბნიცის უნივერსალური პრესტაბილური
ჰარმონიისაგან, ასევე პასკალის მიკრო და მაკრო უსასრულობისაკენ.

პირველი საუკუნე არის ადამის საუკუნე, რადგან მასში განხორცელდა და გამოიხატა


ღმერთის განგება, კაცობრიობის ხვედრი და ისტორია. პირველი საუკუნის დასაწყისში
შეიქმნა სამყარო; პირველი საუკუნე დაიწყო ადამით და გაგრძელდა ნოემდე, 1642
წელი. და ნოეს შობიდან წარღვნამდე გავიდა 600 წელი, რაც გამოდის ადამიდან
წარღვნამდე, 2242 წელი.” ადამი ცხოვრობს ღმერთის გვერდით”-ეს არის ადამის
ფუნდამენტური მეტაფიზიკური და ონტოლოგიური განმარტება. ადამი არის სახე

74
ადამიანის პირველი ცოდვისა -ღმერთისადმი,მისი აკრძალვისადმი
დაუმორჩილებლობა.

პირველი ცოდვა თვითონ ადამმა ჩაიდინა როდესაც უშალოდ ღმერთის აკრძალვა


დაარღვია. ეს იყო ადამიანის ღმერთისადმი დაუმორჩილებლობის ცოდვა, მისი
შემქნელის და მზრუნველის მიმართ. ადამი დაშორდა ღმერთს. ყოველი ცოდვა ადამიანს
აშორებს ღმერთს და მის საცხოვრისს, რომელიც იყო ღმერთის გვერდით. განაჩენი იყო
ადამის და ევას სამოთხიდან გაძევება. ასეთი იყო სასჯელი ღმერთის აკრძალვის
დარღვევის გამო, რომელიც უშუალოდ ღმერთმა მისცა ადამიანს. ეს არის ადამის
ადამიანად გახდომისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. ამის შემდეგ იწყება
ადამიანური ისტორია.

ადამიანის ცოდვილი ბუნება ადამის შვილებშიც გამოვლინდა. ღმერთის აკრძალვის


დარღვევა იყო პირველი ცოდვა,რამაც ადამი ადამიანად აქცია, მეორე ცოდვა ასევე
უმძიმესია. ეს არის პირველი მკვლელობა ჩადენილი იქნა კაენის მიერ. ღმერთის
დაუმორჩილების შემდეგ ყველაზე დიდი ცოდვა იყო ადამიანის მოკვლა. კაენმა
დაიმსახურა სათანადო სასჯელი. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთისგან ჰქონდა
მიღებული საყვედური, მაინც მოკლა თავისი ძმა აბელი და ამით შვიდგზის შესცოდა:
„პირველი, შესცოდა, რომ არ მიუტანა ღმერთს ძღვენი მართალი. მეორე, რომ შეშურდა
თავისი ძმის; მესამე, რომ იცრუა; მეოთხე, რომ მოკლა; მეხუთე, რომ შებილწა მიწა
თავისი ძმის სისხლის დანთხევით; მეექვსე, რომ უდიერად შეეპასუხა ღმერთს;
მეშვიდე, რომ არ შეინანია“. ამიტომაც შვიდგზის იქნა დასჯილი, ხოლო ღმერთს
დაწყევლის შემდეგ გახდა მოხეტიალე და მიუსაფარი. თუ ადამი გამოძევებული იქნა
სამოთხიდან, როგორც მისი სახლიდან, კაენი გახდა მიუსაფარი, ანუ უსახლკარო. კაენის
ცოდვამ ნათელი გახადა თუ როგორი იქნებოდა ადამიანთა თანაცხოვრების ხასიათი:
მუდმივი მტრობა,შური, ბოროტება, მკვლელობა. ეს იყო განსაცდელი, რომელიც
ადამიანს უნდა დაეძლია სიყვარულით და სიკეთის ქმედებით. კაენი არის სახე მეორე
და ყველაზე უმძიმესი ცოდვის-მან მოკლა ძმაი თვისი. მისი ცოდვით სიკვდილი
შემოვიდა ადამიანის ცხოვრებაში.

75
ადამმა გაიაზრა კაენის მიერ ჩადენილი ცოდვა, რომელზეც პასუხიმგებლობა ღმერთის
წინაშე მანაც იგრძნო. აქ ანთიმი იმოწმებს ბერძენ ისტორიკოსს სტრაბონს: „როგორც
ამბობს ისტორიკოსი სტრაბონი: ამის მერე, რაც მოკვდა აბელი, „დიდი აღთქმა დადო
ღვთის წინაშე, რომ არ შეეყოფოდა, შეერთვოდა, შეეუღლებოდა თავის ცოლს. ხოლო
თავისი ანგელოზის მეშვეობით ღმერთმა დაურღვია მას მისი აღთქმა, რომ მისი
თესლისგან დაბადებულიყო ძე ღვთისა“. ადამის სამოთხიდან გაძევების შემდეგ
ღმერთის განგება ადამს, ადამიანთა მოდგმას აძლევს შესაძლებლობას საცხოვრისში,
სამოთხეში დაბრუნების და ადამიანის და ღმერთის ურთიერთობის ძველი წესთან
დაბრუნების. ეს უკან დაბრუნება უნდა განხორციელებულიყო ქრისტეს მეშვეობით.

ადამთან არის დაკავშირებული რამდენიმე ისტორიის განმსაზღვრელი ხდომილება.


ბუნებითი სჯული იყო ადამიდან დაწყებული და გაგრძელდა მოსემდე 3682 წელი და
მოსედან დაიწყო წერილობითი სჯული. ადამს სამოთხიდან გაძევების შემდეგ მიეცა ეს
სჯული, ხოლო შემდეგ მოსეს ღმერთმა თიხის ფილებზე დაუწერა ათი მცნება. ეს
მიუთითებდა ადამიანის განვითარების და ღმერთის ადამიანთა მოდგმასთან
დამოკიდებულების სხვა დონეს, სხვა მიმართებას. გადმოცემის მიხედვით ადამის
გარდაცვალების დროს ენოქმა შექმნა დამწერლობა და დაწერა წიგნი.

გარდაცვალების ჟამს ადამი ცდილობს ღმერთის მოწყალება კიდევ ერთხელ მოიპოვოს


და „ადამმა გააგზავნა სეთი სამოთხეში რათა მისთვის მოეტანა ნაყოფი სიცოცხლის
ხისგან; მაგრამ მას ამის უფლება არ მიეცა, არამედ ანგელოზმა მისცა მას ფინიკის ხე“.
დაბრუნებულს ადამი უკვე მკვდარი ნახა. დარგო ის ხე ადამის საფლავზე. როგორც
მოთხრობილია ისტორიებში ამის მერე სოლომონმა გამოიყენა ის ხე თავისი სასახლის
მშენებლობაში, რომელზეც, როგორც ამბობენ, ივნო ჯვარცმული ქრისტე.“ ეს
მიანიშნებს, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაფერი ხდება განგებით და მასში
ჩადებულია ღრმა აზრი, რომ სწორედ ადამის საფლავზე ამოსულ ხეზე უნდა
ვნებულიყო ქრისტე,

ეს უნდა ყოფილიყო ადამიდან მისგან მომდინარე ცოდვის, გენეალოგიური შტოს


დასასრული. ამიტომ იგი არის მეორე ადამი, რომლისგანაც უნდა დაწყებულიყო
ადამიანთა მოდგმის ახალი ისტორია, ცოდვათა გამოსყიდვა და ახალი

76
ცხოვრება,რადგან ნოეს დროს არ მომხდარა ცოდვათა გამოსყიდვა,მას უბრალოდ მიეცა
გადარჩენა. ანთიმი იქვე შენიშნავს, რომ მე არ ვამტკიცებ, რომ ეს ყველაფერი
ჭეშმარიტებაა. ამ ციტატით დასტურდება, რომ ანთიმი ცდილობს შეინარჩუნოს
გადმოცემის მეცნიერული სტილი და ობიექტურობა,რადგან მისთვის ბიბლია არის
სინამდვილეს გადმოცემა და არა მონაგონი.

მეორე საუკუნე არის ნოეს საუკუნე, რადგან მასში განხორცელდა და გამოიხატა


ღმერთის განგება, მას მიეცა კაცობრიობის ხსნის კურთხევა. ოღონდ კაცობრიობის ხსნა
არ განხორციელებული ადამიანთა ცოდვის გამოსყიდვით, როგორც ქრისტეს დროს.
მეორე საუკუნე დასაწყისში მოხდა კაცობრიობის განწმენდა წარღვნის მეშვეობით,
დაიწყო წარღვნით და გაგრძელდა აბრაამის შობამდე, რაც მოიცავს 942 წელს, სულ
ადამიდან აბრაამამდე გამოდის 3184 წელი. ადამიანის მოდგმის ისტორიამ აჩვენა, რომ
იგი ვერ განიწმინდა ცოდვილი ბუნებისგან, არ მიიღო და ვერ გაითავისა ის სასჯელი
რაც მიიღო ადამმა და კაენმა. ადამიანმა ვერ შეძლო ღმერთის ხატობა და მსგავსობა
განეხორციელებინა და დაიმსახურა საასჯელი ადამიანის მთელმა მოდგმამ. ღმერთის
მოთხოვნა თუ იქნება ნახული თუნდაც ერთი მართალი ადამიანი-გაცხადდა,ასეთი
აღმოჩნდა ნოე და მას მიეცა ადამიანთა მოდგმის გადარჩენის კურთხევა.

ანთიმი წარღვნის აღწერისას იმოწმებს სტრაბონს: „გეოგრაფოსი სტრაბონი ამბობს,


რომ როდესაც ღმერთი ესაუბრა ნოეს, მან იმავე წელს დაიწყო კიდობანის მშენებლობა,
აქ, ნოეს დაბადებისას, მთავრდება პირველი საუკუნე. როგორც ზოგიერთი ურია ამბობს
იყო 1642 (სამყაროს შექმნიდან); და ნოეს დაბადებიდან წარღვნამდე იყო გასული 600
წელი, ანუ ადამიდან წარღვნამდე გასული იყო 2242 წელი. ნოე თავისი სიცოცხლის მე-
600 წელზე, ცოლით, სამ ვაჟიშვილთან და რძლებთან ერთად შევიდა კიდობანში,
რომელიც ააშენა ღვთის ბრძანებით.

წარღვნის შემდეგ ადამიანების ისტორია ხელახლა იწყება, მაგრამ ადამიანმა მაინც


ვერაფერი ისწავლა და გააგრძელა ცოდვით დადაღული ცხოვრება. წარღვნის შემდეგ
ხდება ერების ჩამოყალიბება და მათ შორის ღმერთი გამოარჩევს თავისთის სასურველ
ტომს, რომ წარმართოს იგი მართალი გზით. ნოეს სამი ძისაგან სემისაგან, ქამისა და
იაფეტისაგან იშვა 72 ტომი: 15 იაფეტისაგან, 30 ქამისაგან, 27 სემისაგან, და გაიფანტნენ

77
სამყაროში; სემმა დაიჭირა ასირიის მხარე, აქედან არის სემიტური ერები, წარმოიშვნენ
იუდევლები და ქალდეველები. სემის შთამომავლობაში ბევრი თაობის შემდეგ იშვა
ქრისტე. ქამიდან წარმოშობილმა ტომებმა დაიკავა აფრიკა, ხოლო იაფეტმა ევროპა, ანუ
ჩრდილოეთის მხარეები. ქამისგან და იაფეტისგან წარმოიშვნენ ერები. თუ პირველი
საუკუნე არის ადამის და მისი ოჯახის საუკუნე, მეორე საუკუნე არის ნოეს და მისი
ოჯახის საუკუნე, მესამე საუკუნე არის აბრაამის საუკუნე,როდესაც ღმერთი ირჩევს უკვე
არა ოჯახს, არამედ გვარს, ტომს და ერს, როგორც მისი ნებისა და განგების
განხორციელების იარაღად.

წარღვნიდან 100 წლის შემდეგ იწყება ბაბილონის ბატონობის ეპოქა, ბაბილონზე


იმეფებენ ქანის ძენი,შემდეგ სემის შთამომავლობა:მიდიელები,ელინები და სპარსელები
და ბოლოს ბაბილონზე გაბატონდებიან იაფეტის შთამომავლები-რომაელები. დაინგრა
მეფის ბალთაზარისა და წინასწარმეტყველ დანიელის დროს.

ერების წარმოშობასთან ერთად მოხდა ენების დაყოფაც „ფალეკის დროს მოხდა


ენების დაყოფა ბაბილონის გოდოლის მშენებლობისას და მის სანათესაოში დარჩა
ებრაული ენა, რომელზედაც საუბრობდნენ ყველა ენაზე უფრო ადრე. მას დაერქვა
ფალეკი, რაც ნიშნავს დაყოფას, რადგან მის დროს ღმერთმა დაყო ნოეს ყველას ძე 72
ენად. მან პირველმა თაყვანი სცა კერპებს.“ შექმნათ მე-11 თავი.

მესამე საუკუნე არის აბრაამის საუკუნე, რადგან აბრაამი არის პირველმორწმუნე და


ერთმორწმუნე,ანუ ერთი ღმერთის რწმენის გამოხატულება. საუკუნე დაიწყო აბრაამის
შობით და გაგრძელდა დავითამდე და მოიცავს 1020 წელს. ესე იგი, ადამიდან
დავითამდე გავიდა 4204 წელი. აბრაამის დაბადებისას დასრულდა მეორე საუკუნე,
რომელიც მოიცავდა 942 წელს, ხოლო სრულად დაწყებული ადამიდან იყო გავლილი
3184 წელი. საუკუნის დასაწყისში დაწესდა წინადაცვეთა ადამის ცოდვის წინააღმდეგ.
ამ საუკუნეში, კერძოდ 3184 წელს ადამითგან, მოხდა გამოსვლა ისრაელის შვილთა
ეგვიპტედან.

ანთიმი მიუთითებს აბრაამის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ადგილს


ცივილიზაციურ ისტორიაში, ეს არის აბრაამის საუკუნე რადგან მისი თესლისგან
წარმოიშვა ებრაელთა ტომები, რადგან აბრაამი არის პირველმორწმუნე. „თუ იქნება

78
შეკითხვა, რატომ მახარობელი არაფერს არ ამბობს აბრაამის სხვა ძეებზე, არამედ
მხოლოდ ისააკზე, უნდა ვუპასუხოთ, რომ ისმაილი და აბრაამის სხვა ძეები არ
შეინარჩუნეს ერთი ღმერთის რწმენა ისააკთან ერთად. ამიტომაც აბრაამიდან იწყება
მოთხრობა, რომელმაც ცხადად იქადაგა ერთი ღმერთის თაყვანისცემა, ამიტომაც მას
უნდა დავარქვათ პირველმორწმუნე.“ ანუ დასაბუთებულია თუ რატომ და რის
საფუძველზე მოხდა ამ ერის გამორჩევა ღმერთის მიერ. ანთიმი მიუთითებს თუ რა იყო
მათე მახარობელის მიერ აბრაამის და დავითის არათანმიმდევრულად დასახელება-
„მახარებელმა მათემ დაწერა „ძე დავითისი, ძე აბრაჰამისი“. და ამის მიზეზი არის ის,
რომ დავითს მიეცა ქრისტეს განკაცების აღთქმა. ხოლო აბრაამს მიეცა აღთქმა
ეკლესიისათვის.“

მეოთხე საუკუნის დასაწყისში დაწესდა მეფობა; ღვთის ერი იქნა გადასახლებული


ბაბილონში. ეს საუკუნე არის დავითიდან გადასახლებამდე ბაბილონში, რაც მოიცავს
409 წელს, რაც გამოდის რომ ადამიდან ბაბილონში გადასახლებამდე გავიდა 4613
წელი.ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტეს შობამდე, ანუ 586 წელი.

მეხუთე საუკუნე არის მოსეს საუკუნე. მან გამოიყვანა ისრაელის ერი ეგვიპტელთა
ტყვეობიდან და მიიყვანა ისრაელისთვის ღმერთის მიერ აღთქმულ ქვეყანაში. აბრამი
მოსესი და აარონის მამა იყო სამღვდელოთა ოჯახის შთამომავალი, მოსე იყო პირველი
მსაჯული და იცოცხლა 140 წელი. მოსეს დროს აღსრულდა ბუნებითი სჯული,
რომელიც არსებობდა 368 წლის განმავლობაში. ხოლო მოსედან დაიწყო დაწერილი
სჯულის ხანა, რომელიც გაგრძელდა ქრისტემდე და რომლის ხანგრძლივობაც იყო 1536
წელი. სამყაროს შექმნიდან 3990 წელი. ამ დროს კარმენტიმ შექმნა ლათინური
მწერლობა, ხოლო ელადაში გამოიგონეს ცეკვა.

მოსეს გამოეცხადა ღმერთი ცეცხლოვან მაყვალში და იქნა გაგზავნილი ისრაელის


გამოსაყვანად ეგვიპტიდან. მოსეს ქონდა მადლი პირადად მოესმინა ღმერთისგან ის,რაც
უნდა განხორციელებულიყო, ღვთაებრივ ნისლში და ცეცხლოვან მაყვლოვანის
ბუჩქთან ყოფნისას.

შიმშილის დროს ჩავიდნენ იაკობის შვილები ეგვიპტეში ხორბლის საყიდლად,


იოსებმა იცნო ძმები, რომლებმაც იგი მონად გაყიდეს, მაშინვე გაუგზავნა მამას

79
ხორბალი და უბრძანა ძმებს, რომ მამაც, იაკობიც, ჩამოსულიყო ეგვიპტეში. მაშასადამე,
იაკობი, მთელი თავისი სახლეულით, დაახლოებით 75 ადამიანი, წავიდა ეგვიპტეში და
დიდი პატივით იყო მიღებული იოსების მიერ. იოსებმა ცოლად მოიყვანა ეგვიპტელი
ქალი და მასთან შვა ორი ძე, რომლებიც იაკობმა მიიღო თავისი შვილების რიგში და
აღასრულა იოსებმა ცხოვრება. იაკობის და იუდას დროს ფერონიმ ელინებს მისცა
სჯული (კანონი)სამყაროს შექმნიდან 3935 წელი. იაკობის ძის იოსების დროს ელადამ
დაიწყო ხორბლის მოყვანა, ხოლო ატლასმა შეისწავლა ასტრონომია. სამყაროს
შექმნიდან 3955 წელი. შექმნათა 35 თავიდან 49 თავამდე.

ერის ეგვიპტიდან გამოსვლის დროს, ამინადავი იყო იუდას ერის მბრძანებელი, ის


შევიდა პირველი წითელ ზღვაში თავის ნათესაობასთან ერთად, რადგან დანარჩენებს
ეშინოდათ. იაკობმა შვა იუდა, იუდას შთამომავლებში მრავალი თაობის შემდეგ
გაჩნდა ქრისტე. ბალაამმა იწინასწარმეტყველა მაცხოვარი იესო ქრისტეს ვარსკვლავის
შესახებ. თქვა, რომ აღმოცენდება იაკობოს ვარსკვლავი. წარსდგება კაცი ისრაელიდან და
შემუსრავს მოაბის წარმომშობებს და სხვა. რიცხვთა თავი 22 და 23.

მეექვსე საუკუნე არის ქრისტეს საუკუნე. საუკუნის დასაწყისში მოხდა ძე ღვთისას


განკაცება, მეექვსე საუკუნე არის ქრისტედან სამსჯავროს დღემდე. ანთიმი
განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს რომის ისტორიას, რომლის დროსაც გათამაშდა
ძირითადი ხდომილებები ქრისტიანობის და იესოს ცხოვრების. ანთიმი გადმოსცემს
რომის ისტორიის ცნობილ მონაკვეთს ტრიუმვირატის მართველობას ანთიმი მოკლედ
აღწერს მათი ურთიერთობების ისტორიას.

ამ იულიუს კეისარმა იომა პომპუსის წინაამღდეგ და დაამარცხა ის, ასევე თავისი ხმლით
მან ბევრი ქვეყანა და მხარე მან დაიმორჩილა. ამიტომ, მისი ღირსებებისთვის, რომის
დიდებულმა დააყენეს ის რომაელთა იმპერატორად. წელი 5154.

ოქტავიუს ავგუსტუს კეისარმა მიიღო მეფობა იულიუსის შემდეგ. მან გაამშვენიერა


რომი მრავალი სასახლითა და სამეფო შენობებით, ჰკითხა ქალ-წინასწარმეტყველ
სიბილას, რამდენ ხანს იდგებიანო ეს სასახლეები. წინასწარმეტყველმა უპასუხა, რომ ეს
შენობები იდგება იქამდე, სანამ წმიდა ქალწული არ შობს ძესო. კეისარმა გაიგო რა ეს,
იფიქრა, რომ მისი აშენებული არ დაინგრევა არასდროს, რადგან შეუძლებელი ეჩვენა

80
რაც გაიგონა. ოქტავიუს ავგუსტის მეფობის 42 წელს, დავითის ქალაქში, იუდეის
ბეთლემში, კვირა ღამეს, ქალწულისა მარიამისაგან იშვა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე,
მაშინ წინასწარმეტყველმა სიბილამ დაუძახა ოქტავიუსს და მზეში დაანახა ქალწული,
რომელსაც ხელებში ეკავა ქრისტე. და უთხრა მას: „ეს არის ის ქალწული, რომელმაც შვა
ძე“. და იმწამშივე დაინგრა შენობები. წმიდა ქალწული მარიამმა ქრისტეს ამღლების
შემდეგ იცოცხლა კიდე 24 წელი და თვითონაც იყო ამაღლებული ზეცაში 72 წლის
ასაკისას, რაც მან იცოცხლა ამქვეყნად.

ქრისტე 30 წლის იყო, როდესაც მოინათლა წინასწარმეტყველ იოანესაგან იორდანეში.


ნათლობის შემდეგ მან იქადაგა 3 წლისა და 3 თვის განმავლობაში და ამის მერე ჯვარს
ეცვა, მოკვდა, დაეფლა და მესამე დღეს აღსდგა მკვდრეთით, ეჩვენა თავის მოწაფეებს,
რის შემდეგაც 40 დღის განმავლობაში, სანამ რჩებოდა ამ ქვეყნად, სულ 12-ჯერ ეჩვენა
თავის მოციქულებს. ხოლო მე-40 დღეს ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯვენით მამისა.
აღდგომიდან 50-ე დღეს გამოუგზავნა თავის მოწაფეებს სული წმიდა, განამტკიცა ისინი
და მისცა მათ ძალა სასწაულთა მოქმედებისა და ცოდვათა მიტევებისა. აქ, ქრისტეს
შობისას დასრულდა მეხუთე საუკუნე და დაიწყო მეექვსე, რომელიც გაგრძელდება
სამყაროს დასასრულამდე. ხოლო, რომ შევკრიბოთ ყველა წელი ადამიდან ქრისტემდე,
სულ 5199 წელი გამოდის. ანთიმი იმოწმებს ნეტარ ავგუსტინეს, სამყაროს შექმნიდან
რომის დაარსებამდე იყო გასული 4474 წელი და რომის დაარსებიდან ქრისტეს შობამდე
715 წელი, გამოდის, რომ სამყაროს შექმნიდან ქრისტემდე გავიდა 5199 წელი.

მეშვიდე საუკუნე დასაწყისში გაიხსნა ზეცის კარი; დაიწყება სამსჯავროს დღით და არ


დასრულდება უკუნისამდე.

მერვე საუკუნის დასაწყისში მოხდება მკვდართა აღდგინება და კეთილი და ბოროტი


ადამიანების გასამართლება დამსახურებისამებრ, როგორც ამბობს ავგუსტინე. ეს ორი
საუკუნე არის კაცობრიობის მომავალი, რომელიც მოხდება მომავალში და რისი რწმენაც
და იმედიც წარმართავს კაცობრიობის ცხოვრებას და ისტორიას.

საუკუნე იყო ადამიდან ნოემდე და ნოედან აბრაამამდე, და აბრაამიდან დავითამდე,


და დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე. ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტემდე
და ქრისტედან სამყაროს აღსასრულამდე. ეს არის ცოცხალთა საუკუნეები და არის

81
მართალთა საუკუნე, რომლებიც განისვენებენ. იგი დაიწყო ქრისტეს ვნებებიდან და
გაგრძელდება განკითხვის დღემდე. იქნება მკვდრეთით აღმდგართა საუკუნეც,
რომელიც დაიწყება განკითხვის დღეს და გაგრძელდება უსასრულობამდე. ეს არის
ქრისტიანული ქრონოლოგია და არა საეკლესიო ქრონოლოგია.

ბიბლია და სახარება არის იმ ერების, და სახელმწიფოების, რელიგიური


შეხედულებების ისტორია, რომლისგანაც წარმოიშვა ქრისტიანობა, სადაც მოხდა
ქრისტეს მოვლინება ამქვეყნად. ასევე ეს არის ადამიანის გზა ჭეშმარიტი ღმერთისაკენ.
ეს გზა რთული და წინააღმდეგობრივია ადამიანის შეცოდებების გამო,რის გამოც იგი
ხშირად ცდებოდა, იწვევდა ღმერთის რისხვას. ამ ისტორიას თან სდევს ადამიანების
შეცოდებები და ღმერთის მოწყალება და როგორ იკვლევს გზას ამ მოვლენებში ღმერთის
განგება და ქრისტეს მოვლინება. ამ წიგნმა ადამიანს უნდა ასწავლოს სინანული და
ღმერთის იმედი, რომ ადამიანმა თავი დაიცვას სასოწარკვეთილებისაგან, ღმერთის
მიტოვებულობის განცდისგან. მართლაც ბიბლია გვიჩვენებს თუ რა ბოროტებით,
სისასტიკით სავსე გზა გაიარა ადამიანმა და მიუხედავად ამისა იგი არ მიუტოვებია
ღმერთს, არც ნოეს დროს და მით უფრო ქრისტეს მოვლინების შემდეგ. იგი უჩვენებს
ღმერთის სიყვარულის უსაზღვროებას, რადგან ადამიდან დაწყებული ჩადენილი
ცოდვების სიმრავლე და მრავალსახეობა მხოლოდ უსაზღვრო სიყვარულს შეუძლია
აიტანოს. ანთიმის მიზანია სწორედ ამის გადმოცემა, აჩვენოს ადამიანის
წინააღმდეგობებით აღსავსე გზა ღმერთისაკენ.

ეს არ არის მხოლოდ ებრაელების ისტორიული ბედისწერის აღწერა, არამედ მოცულია


მთელი გეოგრაფიული და ისტორიული არეალი, რომელშიც ვითარდება ისტორია.იგი
განსაკუთრებით გამოჰყოფს ეგვიპტის,ბაბილონის, ასურების,ქალდეველების და რომის
ისტორიას, სადაც გათამაშდა ფინალური მოვლენები ქრისტეს ამქვეყნად მოვლინებისა.
მაგრამ განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ანთიმის მიერ ბერძნული ისტორიის კარგი
ცოდნა და გათვალისწინება ბიბლიის ისტორიის გადმოცემისას. მას სურს აჩვენოს თუ
როგორ ვითარდება პარალელურად განსხვავებული ცივილიზაცია. ეს ანთიმის
მსოფლხედვის და ცოდნის ფართე ჰორიზონტზე მიუთითებს.

82
ამავე დროს ეს არის იმედის მიმცემი, რომ ყველაფერი ღმერთის განგების ქვეშაა და
მორწმუნე ყოველთვის უნდა იყოს ღმერთის იმედის მქონე რადგან ღმერთი ადამიანს არ
მიატოვებს არასდროს.

ადამიანების შემდგომი ისტორია არის ადამიანების მიერ განსხვავებული უნარების და


ნიჭის შეძენა, რაც ადამის ადამიანად გადაქცევის პროცესია. ადამის შვილმა სეთმა შვა
ენოსი სახელი ენოქი ითარგმნება, როგორც ადამიანი, ანუ კაცი მეტყველი და მტკიცე.
მან პირველმა შეიცნო ლოცვის სიტყვები და დაიწყო ლოცვა ღვთის მიმართ და მისი
სახელის მოწოდება. ხოლო როგორც ამბობენ ჰურიები, რომ ის გამოსახავდა სახეებს
ღვთის სადიდებლად, რათა ადამიანები არ გაზარმაცებულიყვნენ ღვთის
თაყვანისცემასა და დიდებაში, ამიტომაც ახლა, ჩვენ, ქრისტიანები, თაყვანს ვცემთ
წმინდა ხატებს.

საინტერესოა რომ ანთიმი ასხვავებს კაცობრიობის ცივილიზაციის ორ გზას:


იუდაისტურს და ელინურს და სურს მათ შორის ისტორიული პარალელის გავლება. ეს
მოგვაგონებს მოგვიანებით ნიცშეს მოსაზრებას ევროპული კულტურის ორი წყაროს
იუდაისტურის და ელინისტურის მნიშვნელობისა და მიმართების შესახებ და ასევე
ქრონოლოგიური ჩარჩოებით გვახსენებს ო.შპენგლერის 50 და 300 წლიანი ციკლების
თეორიას. ანთიმი ხშირად მიუთითებს სტრაბონს, ფილონ ალექსანდრიელს. ასევე
მიუთითებს თუ რა სახის ცივილიზაციური ცვლილება ხდებოდა ამ დროს ელინურ
სამყაროში. ამავე დროს ანთიმი ყურდღებას აქცევს ისეთ აღმოჩენებს, რომელიც
ადამიანის ტექნოლოგიურ და კულტურულ განვითარების დონეზე მიუთითებს, თუ
როგორ ყალიბდება ადამიანი როგორც მორწმუნე და მისი კულტურა. მაგალითად
ანთიმს მოჰყავს შემდეგი ამბები: იუბალკმა პირველმა გამოიგონა მუსიკის ხელოვნება,
ანუ შექმნა ინსტრუმენტები, ორღანოები და სხვა ტიპის საკრავები. მან გაიგო რა, რომ
იქნება წარღვნა, დაწერა იმ დროის ისტორიები მიწისა და ქვის ძელზე, რადგან თუკი
წარღვნა წყლით მოხდებოდა, დარჩენილიყო ქვის ძელი მასზე წარწერილი ისტორიებით.
(შექმნათა, IV თავი). ქალმა, ნოემანმა, როგორც ამბობს ზოგიერთი ისტორიკოსი,
პირველმა გამოიგონა ჭრა-კერვისა და ქსოვის ხელობა. ამ თუბალმა პირველმა
გამოიგონა მჭედლობა, ანუ მან პირველმა დაიწყო რკინისა და სპილენძის აბანოების
მშენებლობა, აგრეთვე ოქროსა და ვერცხლის აბანოების და სხვ. თუბალის უროს ხმისგან
83
გახარებულმა იუბალმა გაიგო და დაადგინა ხმების ჰარმონია (შექმნათა, IV
თავი).საინტერესოა ანთიმის მიერ ქრონოლოგიისადმი განსკუთრებული ყურადღება,
რითაც მკითხველისთვის ნათელი ხდება ამ განვითარების მიჯნები.

ანთიმი მოიხსენიებს წინასწარმეტყველებს ილიას, ეზეკიას და ისაიას და აღნიშნავს


მათ ბრძოლას წარმართების და კერპების წინააღმდეგ, რომ ეზეკიამ ჩამოხსნა მოსეს
მიერ დადგმული სპილენძის გველი. ანთიმს დაწვრილებით აქვს განხილული
დანიელის ხილვები, რომელიც დაკავშირებულია ებრაელთა ბაბილონის ტყვეობასთან,
რომელმაც დიდი როლი ითამაშა იმ ეპოქის ისტორიაში, მის ხილვებში მოცემული იყო
იმ ეპოქის მეფეთა, სახელმწიფოთა მომავალი. მეფემ სალამანსარმა ჰურიები გადაასახლა
სამარიიდან კასპიის სანაპიროებთან ახლოს. ანთიმს მოწმობად მოჰყავს ალექსანდრე
მაკედონელის ისტორია, რომლის მიხედვით ალექსანდრე დიდმა ამ ადგილებში ჩაკეტა
გოგის და მაგოგის წაბილწული ტომები,რომ მათგან არ წაბილწულიყო სამყარო.
მაგრამო ანტიქრისტე-ჰურიების მესია გამოიყვანსო მათ იქედან. ჰურიების ნაცვლად
ჩასახლებული იქნა ასურელები, ისინი ჯერ კიდევ კერპებს სცემდნენ თაყვანს რის გამოც
ღმერთის რისხვა დაიმსახურეს და შემდეგ ღვთის შიში გაუჩნდათ.

ანთიმი აგრძელებს იმ ეპოქის ერების და რასების ისტორიის გადმოცემას და შემდეგ


ეხება ქალდეველებს ახასიათებს მათ რწმენას და ცოდნას.ისინი მზეს სცემდენენ თაყვას
და ფლობდნენ ასტრონომიის ცოდნას,თუმცა მათთვის მიუწვდომელი იყო ღმერთის
სიბრძნე და გამოხატავდნენ პატივს იმის მიმართ,რასაც მათი აზრით მზეც,მათი
ღმერთი, სცემდა პატივს. ანთიმი აგრძელებს ეპოქის და რეგიონის ეთნიკურ
დახასიათებას და აღნიშნავს: „უნდა ვიცოდეთ, რომ ქალდეველებს ხშირად
ასურელებსაც ეძახიან 2 მიზეზის გამო: პირველი, რადგან ასურელები
ქალდეველებისგან წარმოიშვნენ, რადგან ასური არფაქსადის ძე ქალდიიდან მოვიდა ამ
მიწაზე, და დამკვიდრდა რა აქ, ამ ქვეყანას ასურეთი დაარქვა. და ამ ასურისგან აქაურმა
მეფეებმა დაიწყეს საკუთარი თავის დარქმევა ან „ასურეთის“, ან „ქალდიის“; ამიტომ
სირიელები იგივე ქალდეველები არიან და ქალდეველები იგივე ასურელები.“
ქალდეველების და ასურელების ურთიერთობის გაურკვევლობას მეორე მიზეზს იმაშიც
ხედავს, რომ ქალდეველთა სამეფო წარმოიშვა ასურელების სამეფოდან.
ნაბუქოდონოსორი, ასურელების მეფეს, ყავდა რჩეული
84
მხედართმთავარი,რომელმაც სთხოვა ნაბუქოდონოსორს მისთვის ქალდიის მიცემა,
რომ თვითონ ყოფილიყო მანდ მეფე. და მეფემ შეუსრულა ეს თხოვნა და მისცა მას
სამეფოს ქალდია. დროთა განმავლობაში ნაბუქოდონოსორი გახდა უფრო დიდებული
და სახელოვანი მეფე და მისმა ძლევამოსილებამ დაჩრდილა მხედართმთავრის სახელი,
და ბუნებრივად, ჩაქრა ისტორიაში. შემდგომში ქალდიის სამეფო გადავიდა
ნაბუქოდონოსორის ძეების ხელში; ამიტომ ქალდეველებს ეძახიან ასურელები და
ასურელებს ქალდეველები.

იერუსალემის (იგივე სოლომონის) ტაძარი იყო განსაკუთრებული მნიშვნელობის,


რადგან იგი განასახირებდა მათთვის ისრაელის ერის და სახელმწიფოს ერთობას ერთი
ღმერთის მფარველობის ქვეშ.ის ნიშნავდა კერპების და სამსხვერპლოების დაძლევას
ადამიანის რწმენის სხვა დონეს.

სალამ აღაშენა ქალაქი სალიმი, ანუ იერუსალიმი. იერუსალიმი პირველად


დაიპყრო სარგონმა, მეორედ ასარადონმა, მესამედ სენაქერიმმა, ისრაელის 10 ტომი
პირველმა დაამარცხა ასურელების მეფემ ფულმა, მეორედ ისინი დაიპყრო
თეგლაფალასარმა, მესამედ ისრაელი მონობაში ჩაიგდო სალმანასარმა.
ნაბუქოდონოსორმა დაიპყრო იერუსალიმი და დასახლდა ბაბილონში და ტაძრისა და
მეფის მთელი საგანძური და წაიღო ბაბილონში. იქ გადაასახლა რასაც ჰურიები არ
ეძახიანოტყვეობას, რადგან თავისი ნებით ჩაბარდნენო. იერუსალიმის ტაძრის
მშენებლობიდან ერის ბაბილონში გადასახლებამდე ჟამი გასულა 480 წელი, 6 თვე და 10
დღე. ამ დროს წინასწარმეტყველი იყო დანიელი. იერუსალიმის დაპყრობის შემდეგ
განდიდების სურვილით ნაბუქოდონოსორმა გააკეთა თავისთვის ოქროს კერპი, დადგა
ის გაშლილ ველზე და მოიყვანა ყველა ყველა ხალხი მთელი ქვეყნიდან, რომ ყველას
თაყვანი ეცა იმ კერპისთვის. 12 წლის განმავლობაში არ იძლეოდა უფლებას
იერუსალიმში ტაძარი, რომ აეშენებინათ. მას უნდოდა, რომ იერუსალიმშიც მისთვის
თაყვანი ეცათ როგორც ღმერთისთვის ისე როგორც ეს ხდებოდა სხვა ქვეყნებში. ანთიმი
შენიშნავს, რომ იერუსალიმის დაპყრობის შემდეგ ერზე მზრუნველები გახდნენ
მღვდელმთავრები, თითქმის ქრისტეს განკაცებამდე. ამიტომ ისტორიაში მეფედ არის
ნახსენები, რეალურად მღვდელმთავარი იყო. ერის გადასახლება ბაბილონში

85
გაგრძელდა 70 წელი სპარსეთის მეფის დარიუსის დრომდე, რომელმაც გაათავისუფლა
ისრაელის ერი.

დარიუსმა ააოხრა ბაბილონი და მოკლა ბაბილონის მეფეც, ბალთაზარი. ბაბილონი


გადავიდა სპარსელების ხელში. დარიუსმა, თავისი მეფობის მეორე წელს მიართვა
საჩუქრები ზორობაბელს და მისცა უფლება აეშენებინა ტაძარი იერუსალიმში, რადგან
ზორობაბელმა განუმარტა დარიუსს იგავი ღვინის, მეფის და ჭეშმარიტების თაობაზე.
(ეზდრა, თავი 3.) და დარიუსის მეფობის მეშვიდე წელს დასრულდა ტაძრის მშენებლობა
და მეათე თვის 20 რიცხვს აკურთხეს. წელი 4795. აქ, ბაბილონში გადასახლებისას,
მთავრდება მეოთხე საუკუნე, რომელიც მოიცავს 409 წელს, რაც ადამიდან დაწყებული
შეადგენს 4613 წელს. იმ დროდან, როდესაც კიროსმა მისცა უფლება ჰურიებს
დაბრუნებულიყვნენ იერუსალიმში და აეშენათ ტაძარი,მისი მეფობის მეორე წელს
დაბრუნდა 50 ათასი ადამიანი. და ამ დარიუსის მეფობის შვიდი წლის გავლამდე,
როდესაც იკურთხა ტაძარი, გავიდა 46 წელი. ამიტომ იოანეს სახარებაში მაცხოვარს
ეუბნებიან: „ორმეოც და ექუსსა წელსა აღეშენა ტაძარი ესე, და შენ სამთა დღეთა
აღადგინო იგი?“ ჩავიდნენ იერუსალიმში განაახლეს ქალაქის კედლები მხოლოდ 3
წელში; ასევე ტაძრის კედლებიც.ისრაელი დაბრუნდა იერუსალიმში ბაბილონის
ტყვეობიდან; მაშინ სამყაროს შექმნიდან იყო 4778 წელი. იმ დროს მოღვაწეობდა
ფილოსოფოსი პლატონი. კლიმენტი ალექსანდრიელი თვლიდა, რომ პლატონმა იცოდა
მოსეს მოსაზრებები, რომლებიც გადაიღო და გამოიყენა თავისი აზროვნების პროცესში.

განსაკუთრებული ადგილი ბიბლიურ ისტორიაში უკავია დავითს. მან დაამარცხა


გოლიათი, მთელ ისრაელში იმეფა 33 წელი. წელი. დავითი იყო არჩეული მეფე.
დავითმა კიდობანი გადაიტანა იერუსალიმში, მაგრამ ღმერთმა არ დანება დავითს
ტაძრის აშენება. დავითის შვილის ნათათანისაგან თაობების შემდეგ დაიბადა ქალწული
მარიამი. დავითზე დასრულდა 1002 წელის ხანგრძლივობის მესამე ხანა, ხოლო სულ,
ადამიდან დავითამდე - 4204 წელი. სამყაროს შექმნიდან 4033 წელს დაეცა ტროა. მეფე
სოლომონმა დავითის ძემ 7 წლისა და 7 თვის განმავლობაში იერუსალიმში ააშენა
ტაძარი და სექტემბრის 10 რიცხვში ტაძარი იკურთხა. სოლომონის შვილის მეფობისას
„გაიყო ისრაელის სამეფო ორ ნაწილად და დაერქვა ერთ ნაწილს იუდეა, რომელშიც

86
შევიდა ორი ტომი და ლევიტელთა ტომი, მეორე ნაწილს დაერქვა ისრაელის სამეფო,
რომელშიც შევიდა დანარჩენი 10 ტომი.

იერუსალემის (იგივე სოლომონის) ტაძარი ორჯერ დაინგრა, უკანასკნელად პირველი


საუკუნის 70-ე წელს. აპოკალიფსისის თანახმად, იუდეველები მოახერხებენ ტაძრის
მესამედ აგებას, რათა მასში აკურთხონ ანტიქრისტე, რომელიც თავს გამოაცხადებს
მესიად. ის, რომ ანტიქრისტე სწორედ სოლომონის ტაძარში აღსაყრდება, ცნობილია
ბიბლიიდან. "წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია
ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც
ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თესალონიკ. 2:4). მათეს სახარებაში
ნათქვამია, რომ ერთხელ როდესაც ქრისტემ იერუსალიმის ტაძარს ჩაუარა, თქვა: "ხომ
ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ,
არამედ ყველაფერი დაინგრევა" (მათე 24:2).

ქრისტეს შობიდან 70-ე წელს რომის არმია იერუსალიმში შეიჭრა და ქალაქი საშინლად
მოაოხრა.ტიტუსმა განკარგულება გასცა მთელი ქალაქი მიწასთან გაესწორებინათ,რომ
ადრინდელი ცხოვრების ნიშანწყალიც კი არ ეტყობოდა. დატოვეს მხოლოდ ოთხი
კოშკი, ერთი- ქალაქში დარჩენილი გარნიზონის ბანაკის მოსაწყობად, ხოლო პირველი
სამი კოშკი - შთამომავლობისთვის უნდა დარჩენილიყო მოწმობად იმისა, რაოდენ
დიადი და ძლიერ დაცული იყო ქალაქი, რომელიც რომაელთა გმირული მახვილის ქვეშ
დაეცა.

იმ დროს პატივში იყვნენ პოეტები სოფოკლე და ევრიპიდე. საინტერესოა ბიბლიური


ისტორიის პარალელის გავლება ანტიკურ სამყაროსთან და ცდილობს კაცობრიობის
ერთიანი ისტორიის წარმოდგენას,თუ როგორ ვითარდება ორი განსხვავებული
ცივილიზაცია სანამ მოვა მათი გამაერთიანებელი, რომელიც იტყვის არა არის ელინი და
იუდეველი.

ანთიმი ჩანს რომ კარგად იცნობს ელინიზმის ეპოქასაც. იგი გამოყოფს ძირითად და
მნიშვნელოვან მომენტებს ელინიზმის ეპოქის ანალიზისას. ბაბილონის, ეგვიპტის
წინააღმდეგ ბრძოლაში გამოწრთობილი ისრაელი შედის ელინიზმის ეპოქაში. ამ დროს
ბერძნული კულტურას უკვე მიღწეული აქვს თავისი განვითარების ზენიტისთვის.

87
სოკრატე,პლატონი და არისტოტელე ქმნიან ფილოსოფიურ სისტემებს (წელი 4832. იმ
დროს პლატონთან ფილოსოფოს სწავლობდა არისტოტელი.ფილოსოფოსები იყვნენ
დემოსთენი და არისტოტელი. წელი 4858), რომლებიც საფუძვლად დაედვება საერთოს
ევროპულ და ქრისტიანულ აზროვნებას. მეფე ხდება ალექსანდრე მაკედონელი,რაც
ნიშნავს ბერძნული კულტურის გავრცელებას უზარმაზარ ტერიტორიაზე. იწყება
ელინიზმის ეპოქა.

პტოლომეუს ფილადელფი იერუსალიმის ტაძარს გაუგზავნა ძღვენი,რომ ელეაზარს


გაეგზავნა მისთვის ალექსანდრიაში მოსეს 5 წიგნი და მთარგმნელები, რომ ეთარგმნათ.
წლით. ამ დროს დაიწყეს მოღვაწეობა მთარგმნელები. წელი 4951. ისრაელი იწყებს
საკუთარი ისტორიის ,სიბრძნის და რწმენის სიმბოლოების ჩაწერას. ეპოქას ახასიათებს
განათლების და ისტორიისადმი ინტერესის დიდი დონე ასევე ვითარდება
მთარგმნელობითი მოღვაწეობა როგორც კულტურული ურთიერთობის და
ურთიერთგაცნობის მთავარი საშუალება.

ალექსანდრე მაკედონელმა მიუახლოვდა რა იერუსალიმს ჯარით, ძალიან შეშინდნენ


ჰურიები. გამოვიდნენ ქალაქიდან და შეეგებეს ალექსანდრეს დიდი პატივის მიგებით
და შესწირეს მსხვერპლი და წაუკითხეს დანიელის წინასწარმეტყველება, ალექსანდრემ
შეუნდო ჰურიებს ხარკი 7 წლით. იმ დროს ხალხში განთქმული იყო არისტოტელე. იყო
წელი 4888. იგი იყო დიდი ალექსანდრეს აღმზრდელი.

ანთიმი განსაკუთრებულ ინტერესს აქცევს ჰეროდეს პერსონაჟს და გვიამბობს სამი


ჰეროდეს შესახებ, რომლებმაც თავისი უარყოფითი როლი ითმაშეს ქრისტიანობის
წეინააღმდეგ. ჰეროდე ასკალონიტელი, რომლის მეფობის 30-ე წელს იშვა ქრისტე და
იქნა მოკლული ჩვილები ბეთლეემში; იესო ქრისტე იყო გაქცეული ეგვიპტეში თავის
დედასთან და იოსებთან ერთად. მეორე იყო ჰეროდე ანტიპა, რომელიც მართავდა
გალილეის მეოთხედს, რომელთანაც პილატემ გააგზავნა ქრისტე გასასამერთლებლად;
მისი მეფობის დროს ივნო უფალი ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე და თავი მოეკვეთა
იოანე ნათლისმცემელს. მესამე იყო ჰეროდე აგრიპა ალექსანდრეს ძე და
ასკალონიტელის შვილიშვილი, რომელმაც მოკლა იაკობი და საპყრობილეში ჩააგდო
პეტრე, როგორც ეს წერია მოციქულთა საქმეში. ამით ანთიმმა აჩვენა ქრისტიანი

88
მოციქულების ხვედრი, რაც მათ განიცადეს რომის ბატონობისას და ყველა მათგანი
მოხდა მეფის დროს, რომელსაც ერქვა ჰეროდე.

ანთიმს მოცემული აქვს იმ მოციქულების და წინასწარმეტყველების გამოთქმები,


რომლებსაც ღმერთის წყალობით მიეცათ უნარი, ნიჭი წინასწარ ხედვისა, რომ
გამოეთქვათ, ეწინასწარმეტყველათ სარწმუნოების სიმბოლო (ანუ მრწამსი),
რომლებმაც პირველებმა გამოთქვეს ქრისტეს შესახებ, მისი მოვლინების, მისი ბუნების,
მისი დაბადების, მისი მოწამეობრივი სიკვდილის და აღდგომის სასწაულის შესახებ.

ანთიმოზ ივერიელის მიერ განმარტებული ბიბლიის წიგნები უმალ კეტეხიზმოს როლი


განეკუთვნება. ამ და ანთიმის სხვა ტექსტებიდან გამომდინარე, ბიბლიის
ინტერპრეტაციისა და ახალ ეპოქალურ კონტექსტში მისი საგანმანათლებლო
მიზნებისათვის გამოყენების კონცეფცია არსებითად განსხვავდება იმავე პერიოდში
დასავლეთის სამყაროში სემუშველი კონცეფციებისაგან. დასავლეთში, კონკრეტულად
ამერიკულ განმანათლებლობაში შემუშავებულ თეორიასა და პრაქტიკაზე გავლენა
იქონია პროტესტანტული რეფორმაციის იდეეებმა.

მაგალითისთვის მოვიყვანთ მემარცხენე პურიტანული თეოლოგიის „დიდი გონება“,


თეოკრატიული მმართველობის იდეოლოგისა და აქტიური მხარდამჭერის, მადლის
კოვენანტის შემქმნელის, საერო კატეხიზმოს შემქმნელის პასტორ ჯონ კოტონის
კონცეფციას. მისი ხედვა უკიდურესად კონსერვატული ფორმაა თეოკრატიზმისა. იგი
გამოირჩევა ნებისმიერი გადახრების მიმართ შეურიგებელობით. ასევე მიუღებელია
სკეფსისი მისი ნებისმიერი გამოვლენით. „ეჭვისგან იბადება გონების სიმწირე და
სინდისის ტერორი“ -ამ დევიზითაა გამსჭვალული მისი ხედვა. კოტონი უარყოფს
შემწყნარებლობას რწმენაში. ათწლეულების განმავლობაში აქტიურად იბრძვის
ნომიანიზმისა და სეკულარიზმის წინააღმდეგ. მისი თეოლოგიური შრომებში
ადრეული ამერიკული კონგრეგაციონალიზმის ყველა ნიშნებია გამოვლენილი.

რწმენისა და გონების, საკრალურისა და მიწიერის, უზენაესისა და დაბალის,


ხილულისა და უხილავი ეკლესიების მიმართების საკითხი ნომინალიზმის ფარგლებში
წყდება.

89
მთავარი განმასხვავებული კონტინენტურ და ამერიკულ პურიტანიზმს შორის არის ის
რომ ეს უკანასკნელი იშვა „ჯვაროსნული ექსპედიციის“ შედეგად, რომელიც მიზნად
ისახავდა დედამიწაზე ღვთის ქალაქის დაარსებას. ამდენად, კოტონი, რომელიც თავს
მიაკუთვნებდა პირველ პილიგრიმთა რიგს, უბრუნდება ორი ეკლესიის არსებობის
იდეას-რწმენასთან დაკავშირებულ სამყაროსა და ადამიანში არსებულ შინაგან,
უხილავი სახით წარმოდგენილ ეკლესიასა, და გარეგანი ხილული სახით არსებულ-
საზოგადოებრივსა და სოციალურს. იღებს რა კალვინისტურ თეზისს „ხილული“ და
„უხილავი“ ეკლესიის შესახებ, კოტონი ხილული და უხილავი ეკლესიების ერთობის
იდეას გადმოსცემს ცნობილ თხზულებაში“ კონგრეგაციული ეკლესიის ნათელი გზა“,
სადაც მწყობრადაა გაკრიტიკებული საერო და საეკლესიო ძალაუფლების გაყოფის
იდეა.

ხილული ეკლესია-სხვადასხვა ერთმანეთისაგან ცალკე მდგომი კონგრეგაციათა


ერთობაა. ამდენად, „ჭეშმარიტი ქრისტიანობა“ თემთა პლურალიზმის სახით უნდა
იქნეს წარმოდგენილი. კონგრეგაციათა ერთობა საზოგადოებრივი ინსტიტუციის
ყველაზე მნიშვნელოვან ერთეულად წარმოუდგენია კოტონს.“უხილავი ეკლესია“,
რომელიც მიუწვდომელია რაციონალური გაგებისათვის, ერთიანებს ყველა ჭეშმარიტ
მორწმუნეს მიუხედავად მათი ეროვნებისა და რწმენისა. იგი ყველა ჭეშმარიტად
მორწმუნე ადამიანის ერთობაა. კოტონი ასკვნის რომ კაცის გონებისათვის „უხილავი“
ეკლესიის გაგება მიუწვდომელია. „ხილული“ ეკლესია მორალის ველია, რომელიც
ღიაა ყველა ადამიანური გონების აღქმისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი ეკლესია
მჭიდრო კავშირშია და რაც საბოლოო ჯამში საეკლესიო კოვენანტითაა
განპირობებულია.

კოტონის მიზნი პოლიტიკურია-იგი ცდილობას გააერთიანოს ახალ ინგლისში


არსებული მრავალრიცხოვანი პროტესტანტული თემები. რადგანაც ეკლესია არის
ღმერთის ჭეშმარიტების ასახვა დედამიწაზე, მან უნდა იტვირთოს პოლიტიკური და
საზოგადოებრივი საქმიანობაც. მასაჩუსეტის ძირითადი კანონის-კონსტიტუციის
შექმნის პროცესში იგი ნეგატიური მაგალითად იღებს ათენის დემოკრატიას.
უკიდურესი ორთოდოქსია ანტიდემოკრატიზმი. თეოკრატია როგორც საუკეთესო
ფორმა მართველობისა ეკლესიაშიც და სახელმწიფოშიც.

90
მას, როგორც მამა დამფუძნებელს, სწამდა საკუთარი ისტორიული მისიისა და იმისი,
რომ რომ სამყაროული ისტორიის ცენტრი მასაჩუსეტშია. ამგვარად ფორმულირებულმა
ხედვამ განაპირობა სულიერი ცხოვრების ყველა მხარის დაქვემდებარება ერთი
ამოცანის მიმართ-ღმერთის სასუფეველისა როგორც ადამიანის შინაგან სამყაროში,
ასევე მის გარეთ. გენერალური მიზნის მისაღწევ მთავარ ინსტრუმენტად ახალგაზრდა
თაობის აღზრის თეოკრატული პარადიგმა ცხადდება. თითოეული ჭეშმარიტი
მორწმუნის მოვალეობაა ბიბლიის შესწავლა, შესაბამისად განათლების გადაცემისა და
მიღების ერთადერთ საშუალებად ცხადდებოდა ბიბლია და კატეხიზმო, მიზანად-
ბიბლიისა და კატეხიზმოს ზედმიწევნითი ცოდნა. ამ მიზნის განსახორციელებლად იგი
ქმნის ბავშვებისათვის განკუთვნილ პირველ ამერიკულ კატეხიზმოს -,”სულიერი
საზრდო ბოსტონელი ბავშვებისათვის“ (1646). ეს წიგნი დიდი ხნის განმავლობაში
ღვთისმეტყველების ერთადერთ სასკოლო სახელმძღვანელოდ ითვლებოდა ამერიკაში.

კოტონის თეოკრატულ განათლების მოდელში მთელი განათლების სისტემა, მისი


შემადგენელი დისციპლინებით უნდა დაქვემდებარებოდა ეკლესიის, როგორც
მმართველობის უზენაესი ინსტიტუციის აბსოლუტიზაციის იდეას. მაგალითად,
დისციპლინა „ლოგიკა“ ასწავლიდა ბიბლიური ტექსტების ანალიზსა და იქიდან
სიღრმისეული შინაარსის ამოღებას; ფიზიკა-ეკლესიისა და ბუნების
ურთიერთმიმართების გაგებას; რიტორიკა-საეკლესიო მსახურებისათვის დახვეწილი
ვერბალური დამარწმუნებლობის უნარის მიღწევას; სახელმწიფოსა და სამართლის
თეორია-ეკლესიის სამოქალაქო დაცვისთვის და გარეშე თავდასხმების აცილების
ხერხებს. განათლების ეს პარადიგმა ემსახურებოდა ეკლესიის როგორც სულიერების
ცენტრისა და ინტელექტუალურის სინთეზის იდეის სწავლებასა და სწავლას.

ანთიმს არ შეუქმნია განათლების თეოკრატიულ მოდელისადმი მიძღვნილი


სპეციალური თხზულება, მაგრამ ნაშრომი „ახალი და ძველი აღთქმის სახეები“, ისევე
როგორც მისი ნებისმიერი ნაშრომი ,-„დიდაქეები“, „ძველი და ახალი აღქმის
კომენტარები“, „ტრაქტატი სინანულის შესახებ“,- და სხვ. დიდაქტიკური ხასიათისაა.
მათში გატარებულია რელიგიისა და მეცნიერების, რწმენისა და ცოდნის,
გამოცხადებისა და გონების, ეკლესიისა და აკადემიის სინთეზის იდეა. თუ ათინასა და
იერუსალიმის ცნობილ მეტაფორას გავიხსენებთ. სადაც ეს არის ორი ქალაქის-
91
იერუსალიმი და ათენი,- სიმბოლურად აზროვნების ორ ურთიერთდაპირისპირებულ
პოლუსს წარმოადგენს, რომელნიც გზაგასაყარზე არსებული აზროვნების საკუთრივ
არსს გამოხატავსა და მის სპეციფიკას ქმნის, ანთიმისეული განათლების თეოკრატული
მოდელი ემყარება იერუსალიმისა და ათენის სინთეზის იდეას. ამით იგი საფუძველს
უყრის ჭეშმარიტად ინტერკულტურულ აზროვნებას, რომელიც ჩვენი ცნობიერების
ახალი კონტურების გამოკვეთას ემსახურება და ჩვენივე სამყაროს მშვიდობიანი
არსებობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობას ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი
ურთიერთდაპირისპირებული პოლუსის შერიგება, მათ შორის ფუნდამენტური და
არსებითი განსხვავების გათვალისწინებით ურთულესი ამოცანაა, ანთიმი ხედავს, რომ
კაცობრიობის კულტურის მომავალი მათ მორიგებაშია, ისე რომ, თითოეული მათგანი
საკუთარი ტრადიციის ერთგული უნდა დარჩეს და მის გაღრმავებას უნდა
ესწრაფვოდეს. პოსტბიზანტიურ სამყაროში შექმნილ ანთიმის განათლების
თეოკრატულ მოდელში ხაზი ესმევა პერსონული ნების პრიორიტეტულობასა და
განათლების პროცესში მის გათვალისწინებას.

კოტონის თეოკრატულ პარადიგმა, რომელიც მეტაფორულად იერუსალიმის მოდელს


განასახიერებს, ინდივიდის პერსონულობასა და თავისუფლებას უგულვებელყოფს. იგი
ხასიათდება უკიდურესი ფორმალიზმით და ცალმხრივობით. განათლების მისეული
მოდელიც ამ ხედვას ემყარება. საპირისპიროდ ამისა ანთიმოზ ივერიელის ნააზრევში,
რომელიც ხასიათდება კლასიკური აბსოლუტიზმითა და შორსაა ფორმალიზმისგან, არ
ვხვდებით არცერთ ამ მახასიათებელს.

1
წმინდა ანთიმოზ ივერიელის ამ თხზულების განსაკუთრებული მნიშვნელობა იქიდანაც ჩანს,
რომ „ძველი და ახალი აღთქმის სახეები“ სავალდებულო საგნებს წარმოადგენენ ყველა ქვეყნისა
და ყველა დროის სასულიერო სასწავლებლების, აკადემიებისა და სემინარიების,
საუნივერსიტეტო თეოლოგიური ფაკულტეტების სასწავლო კურუკულუმებში. რენესანსის
პერიოდიდან მოყოლებული, ბიბლიური ჰერმენევტიკისა და საინტერპრეტაციო ტექნიკის
ჩამოყალიბებამ ფაქტიურად სათავე დაუდო თანამედროვე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
მეთოდოლოგიას. მე-18 საუკუნის დასაწყისის უნგრო-ვლახეთის საზოგადოებაში ამ ტექსტმა
უდიდესი როლი შეასრულა დაწყებული სამღვდელოებისა და საეროთა ელემენტარული

92
სასკოლო, საგანმანათლებლო-დიდაქტიკური ამოცანები და დამთავრებული პიროვნული,
სულიერ-ზნეობრივი და გონებრივი განვითარების თვალსაზრისით. ანთიმოზის მიერ
შექმნილმა ამ ტექსტმა, აგრეთვე, გამოავლინა და დაადასტურა რუმინული ენის
სალიტერატურო, სამეცნიერო და საღვთისმეტყველო შესაძლებლობები. ის გახდა ერთ-ერთი
ბიძგის მიმცემი და სტიმული ბალკანეთში ახალევროპულ ყაიდაზე რეფორმატორული
მოძრაობისა, რომელიც ცნობილია „ბრინკოვიანუს რენესანსის“ სახელით.
2
ანთიმოზ ივერიელის მიძღვნას კონსტანტინე ბრინკოვიანუს მიმართ შეიძლება მივიჩნიოთ
მჭერმეტყველების ხელოვნების ერთერთ გამორჩეულ ნიმუშად. იგი გამოთქმულია
კონსტანტინე ბრინკოვიანუს როგორც ადამიანის, როგორც მეფის და როგორც ქრისტიანის
მიმართ და არის პატივისცემის, მოწიწების და მსახურების გამოხატულება.

ანთიმოზი ცდილობს აჩვენოს მისი ამგვარი დამოკიდებულების საფუძველი და წარმოჩენილია


კონსტანტინე ბრინკოვიანუს როგორც ადამიანის, როგორც მეფის და როგორც ქრისტიანის
ბუნება. ადამიანური ყოფიერების სამი ძირითადი ჰიპოსტასი: ადამიანობა, მორწმუნეობა და
ძალაუფლება ამოწურავს და ცხადს ხდის ადამიანის ამქვეყნიური ყოფიერების ბუნებას.
ანთიმოზი თვლის რომ ყოველი ქვეშევრდომი და ქრისტიანი უნდა განიცდიდეს მადლიერებას
ასეთი მართველის მიმართ. ადამიანის მიმართ დამოკიდებულება და მადლიერება შეიძლება
გამოიხატოს მისი საქმეების არდავიწყებით: “მრავალი და მრავალმხრივია საქმენი, რომელთა
არდავიწყებითაც ადამიანს შეუძლია გამოხატოს მისთვის ნაწყალობევი ურიცხვი სიკეთე.“ ეს
არის უმცირესი რაც კი მადლიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს, მაგრამ განსაკუთრებით
აღსანიშნავია მადლიერების ორი სახე: პირველი, ჭეშმარიტი მადლიერება, რომელიც
გამოიხატება მხურვალე გულიდან გამომდინარე სიტყვით და მეორე, რაიმე მტკიცე ძღვენით,
ნიშნად იმ ვალდებულების აღიარებისა, რომელიც მათ აკისრიათ.“

სწორედ ამ მადლიერების გამოხატულებად მიაჩნია საკუთარი წიგნი, რომელიც არის


გამოხატულება მადლიერების, მოწიწების და მსახურებისა. ანთიმი მიანიშნებს შინაარსზე,
რომელიც განისაზღვრება წიგნის დანიშნულებით და ადრესატით, ვისადმი მისართმევად არის
განზრახული. „შრომისმოყვარეობით შევკრიბე და ამა წიგნში აღვწერე ყველა ჩვენი წინაპრის
სახე და პირი, რომელთაგან წარმოვიშვით, როგორც ეს არის გადმოცემული წმინდა და საღმრთო
წერილში ძველსა და ახალში, და როგორც ერთდროულად მტკიცე და დიდი ძღვენი მივართვა
შენს ქრისტიან უდიდებულესობას, მე ვიტყოდი, მცირე, მისი მოცულობისა გამო, რადგან მოკლე
და მცირე სიტყვებით აღწერს მთელს შთამომავლობას ადამიდან ქრისტემდე; მე კიდევ
ვიტყოდი, ის დიდია, ჩანაფიქრის გამო, რადგან ეს შთამომავლობა მოიცავს დიდი და

93
ბრწყინვალე ადამიანების სახეებს, წინასწარმეტყველებს, მართლებსა და მეფეებს, რომელთა
მხურვალე მოშურნე ხარ შენ, შენი უმაღლესობა და წმინდა სარკე, რომლის მეშვეობითაც ყველას
შეუძლია ნახოს იმ ნეტარი ადამიანების სიკეთენი“.
ამ წიგნის საჭიროება განპირობებულია პედაგოგიური მოსაზრებითაც რადგან ქრისტიანი,
მრევლის უმრავლესობა ბიბლიის და სახარების შინაარსს ისმენს ძირითადად ქადაგებისას და
„ის, რასაც ვიგებთ სმენით და მრავალი დროის განმავლობაში კითხვით წიგნში აღწერილი
სახელის შესახებ მოკლედ, უკეთესად ვიგებთ და ვიმახსოვრებთ მათ შესახებ.“ ეს მით უფრო
სჭირდება ქრისტიანი მრევლის მწყემსს: „რომელი ხარ შენ, ამ დიდებული საპყრობელის
მბრძანებელი, მორწმუნეთა სიმრავლის მმართველი და მზრუნველი, ამიტომაც შეჰფერის, რომ
თქვენს უდიდებულესობას მივუძღვნა ეს წიგნი.“ ანთიმი აღნიშნავს კონსტანტინე
ბრინკოვიანუს ადამანურობას და კეთილშობილებას „თავმდაბლობა, რომელსაც არ გააჩნია
საზღვარი“,“დიდი მოთმინებით და სიკეთით იღებ მრავალ მწუხარებასა და განსაცდელს“ და
სახელმწიფოებრივი მზრუნველობა ერის კეთილდღეობის და სარწმუნოების დაცვისათვის.
მითითებული აქვს მეფის ყველაზე ქრისტიანული სათნოებები: სულიერი სიმდაბლე, დათმენა
და სიკეთე “რამდენად განგადიდა ღმერთმა და აღგამაღლა პატივსა და ძალაუფლებაში,
იმდენად უფრო მეტად შენ იმდაბლებ თავს სულიერად. ამიტომაც დიდი ღირსებით იმყოფები
შენ კეთილი ტვირთისა და ქრისტეს ტკბილი უღლისა და მსუბუქი ტვირთის ქვეშ. დიდი
მოთმინებითა და სიკეთით იღებ მრავალ მწუხარებასა და განსაცდელს, რომლებიც მუდმივად,
ყოველთვის და ყველა მხრიდან მოდიან შენს ზედა“. ამიტომ შენ ხარ იმედი და სასოება შენი
ერის და მორწმუნე მრევლის. “ ღვთისნიერი და კეთილი საქმეების მიმართ ანთებული შენი
ქრისტიანული სულის ალი მარადის აღნთებულია რწმენისა და მხურვალე სიყვარულის
ცეცხლით და დადგმულია სასანთლეზე, რათა უნათოს ყველა ვინც იმყოფება მწუხარების
სიბნელეში.“ ანთიმი აღნიშნავს ბრინკოვიანუს როგორც მმართველის სიკეთეს და მოწყალებას
ქვეშევრდომებისა და მორწმუნეთა მიმართ.“ შენი უდიდებულესობის სიკეთე თავისკენ
იზიდავს ყველას და ნუგეშით კრავს და თითეულის გულის მხურვალებას და უპოვარობის
სევდას წყალობითა და მოწყალებით კურნავს“. აქ აღწერილი ღვაწლი შეედარება რუსთაველის
მიერ როსტევანის მეფობის აღწერას მაღალი, უხვი, მდაბალი.

ანთიმის მიძღვნა ხასიათდება მაღალი სტილის პოეტურობით და ბიბლიური ასოციაციებით:


„შენ აღიმართე ოქროს ბრწყინვალებითა და აყვავდი ვითარცა კეთლსურნელი ყვავილი, იქნები
დაცული აწ და მარადის მრავალი და უთვალავი ღვთის წყალობით აქამომამდე უჭკნობი,
კეთილი სამქეებისათვის, რომლებიც ეფინება შორსა და ახლომყოფთ ქრისტიანულ და ქრისტეს

94
მსგავსს, შენი ნებისაგან. ხარ ყველა მთავრის გვირგვინი, არ შევცდებით, რადგან ვითარცა
ნაყოფიერი ზეთისხილი, რომელიც დანერგული ხარ სახლსა შინა უფლისა, გაშლილი ყველას
მიმართ წყალობის უჭკნობ ტოტებსა.“

ანთიმი არ ივიწყებს ბრინკოვიანუს ღვაწლს ქრისტიანობის და ქრისტიანების წინაშე და მას


თავისი ღვაწლით იმპერატორ კონსტანტინეს ადარებს: „როგორც შენთან იმავე სახელის მქონე
ღვთისაგან დიდებული და გვირგვინოსანი დიდი და მოციქულთა სწორი კონსტანტინე,
ქრისტიანთა პირველი კეისარი, რომელსაც ადამიანური ძალით როდი ეპყრა კესირის სკიპტრა,
არამედ მხოლოდ ზეციური მეუფის უძლეველი ძალით, მხოლოდ ამ სახით შენი
უდიდებულესობა, როგორც ყოველთვის მოყვარე, ადამიანური ძალისა და სიბრძნის იმედით კი
არ მართავ შენს სამფლობელოს, არამედ შეწევნად უხმობ ზეციურ ძალასა და დახმარებას.“
ანთიმი თავის მხრივ მამაზეციერს შესთხოვს დაიფაროს ქვეყნისა და სარწმუნოების მხურვალე
დამცველი: „მეც მხურვალედ ვლოცულობ, რათა შეეწიოს შენს უდიდებულესობას, დაგიცვას
ჯანმრთელობით, სიხარულით, დღეგრძელობით, უფრო მეტად, ვიდრე ის რასაც მოაქვს
მწუხარება, იყავ მტკიცედ, იყავ უძვრელად შენი უდიდებულესობის ამაღლებულ ტახტზე.
მთელ შენს ბრწყინვალე ნათესაობასთან ერთად“.

3
ანთიმოზ ივერიელი ძველი აღთქმის პირველივე წიგნში აღწერილ ამბავს „და შექმნა უფალმან
ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან. და შთაბერა პირსა მისსა სული
სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად. შექ . 2. 7.

„ესე წიგნი შესაქმისა კაცთასა, რომელსა დღესა შექმნა ღმერთმან ადამ ხატებად ღმრთისა“
შექ. 5:1
ლექსის ფორმას აძლევს და ამ ლიტერატურული ხერხის გამოყენებით, იგი მეტ საზეიმო
ელფერს სძენს მთავარისადმი ამ ნაშრომის მიძღვნას. საღმთო წერილის ანთიმოზისეული
„ეპოსი“ იხსნება გნომური ანუ ლექსმეტყველებითი პრიამბულით. თხზულების შესავალი
გალობად აღვლენილი ლოცვაა ღვთაებრივი და ადამიანური ინსტანციებისადმი. ამ გნომურ
პრეამბულაში ჩანს ანთიმის მოცემული ტექსტის მთელი სპეციფიკა, რომელიც იქმნება
ელინური და იუდაური (ანთიმის ტერმინით „ურიების“) დისკურსების გადაკვეთის არეში. ეს
უკანასკნელი კი არც იუდეურია და არც ელინური, არც მათი მექანიკური ნაზავი, ან თუნდაც
სინკრეზია, პრინციპული სიახლეა კაცობრიობის გონით დისპოზიციაში. ანთიმოზ ივერიელმა
დისკურსული კლასიფიკაციის ეს სქემა აიღო პავლე მოციქულის ეპისტოლეებიდან:

95
„იუდევლები სასწაულებს მოითხოვენ და ბერძნები ეძებენ სიბრძნეს. ჩვენ კი ჯვარცმულ
ქრისტეს ვქადაგებთ“ (პირველი კორინთელთა მიმართ, 1:17). ანთიმოზის ტექსტი ბიბლიის
გაგებაში (იუდეური და ელინური) შაბლონების გადალახვასა და გადასინჯვას ემსახურება.

4
„არარა აქცია ამა სოფლის სიუხვედ“. არარადან დაბადების (exs nihilo) ბიბლიური
გამოცხადება, ანთიმის მიხედვით წყვეტს ანტიკური ფილოსოფიის უმთავრეს გადაუწყვეტელ
პრობლემას, რომელსაც არისტოტელემ უწოდა უსასრულო ნეგაცია დასაბუთებაში. ბიბლიური
არარა პარმენიდესეული არარსისაგან განსხვავებით არის ზეარსისკენ მიმავალი გზისკენ
შემადგენელი, ეგრეთწოდებული „არარა ასომთავრულით“. ის რაც ყოფნაზე და არყოფნაზე
მეტია. დაუბოლოებელის სფეროში „ზეშთა//ჰიპერ“ ინსტანციაში ძალას კარგავს ყოფიერებისა
და არარას დაპირისპირება. ანთიმის მთელ შემოქმედებაში ყველგან ჩანს აღმოსავლური
ეკლესიის აპოფატური ღვთისმეტყველების კვალი, რომელიც ფსევდო დიონისე არიოპაგელის
თხზულებებიდან იღებს სათავეს. არის თუ არა ანთიმოზისეული ბიბლიური ჰერმენევტიკის
უშუალო ან არაპირდაპირი წყარო არეოპაგეტული კორპუსის ქართული თარგმანები (XI
საუკუნეში ეფრემ მცირეს მიერ თარგმნილი); ან პროკლე დიადოხოსის „თეოლოგიის
ელემენტებისა და არეოპაგეტიკის ივანე პეტრიწისეული სიბრძნე. და ბოლოს, რუსთაველის
„ვეფხისტყაოსანში“ დადასტურებული არეოპაგეტული პლასტები, სათანადო დოკუმენტალურ-
ტექსტოლოგიური კვლევით უნდა იქნეს გამორკვეული. თუმცა „ასეთ კავშირს, როგორც
სამუშაო ჰიპოთეზის უფლებამოსილება გამართლებული უნდა იყოს. დაუბოლოებელის
აპოფატური იდეის გარეშე წმ. ანთიმოზ ივერიელის აზრთაწყობის ისტორიული ჩარჩოების
დადგენა შეუძლებელი ჩანს.

5 ბწკარედი ანთიმის ლექსისა ამგვარად ჟღერს:

შექმნა უფალმა ღმერთმა სამყარო არაფრისაგან

და სიცოცხლე გააჩინა თვისი მრავალი ძალებისაგან.

ამის შემდეგ აიღო რა მიწა და თიხა

შექმნა ადამი, სულით უმანკოებითა,

პირველი კაცი თვისი ხატებითა და მსგავსებითა,

მასში სიცოცხლის სულის შთაბერვითა.

96
გვერდისაგან ევა შეუქმნა სიბრძნითა დიდითა,

დამხმარეთ რომ ყავდეს ბედნიერი ცხოვრებითა.

და ბევრი ადამიანი დაბადებულა ამ ორთაგან,

როგორც ვხედავთ ნათლად ამას წმიდა წერილითაგან:

ადამიანნი რჩეულნი, წმიდა, სახელოვანნი საქმითა კეთილითა,

ღვთისმოსავნი ცხოვრებით, როგორც ვიგებთ ამას ბიბლიითა.

და ამათგან ყველათაგან მიიღო სიმსგავსე

ქრისტესმოყვარემ და ძლიერ მორწმუნემ

კონსტანტინე ბასარაბელი ყოვლადბრწყინვალემ.

მრავალჟამიერ რუმინეთის ბატონსა

რომელიც იგროვებს სათნოების მრავალ ყვავილსა

და რწმენითა თვისითა გმობს გზათა მრუდესა.

6
ანთიმის ჰომილეტიკურ მემკვიდრეობაში განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი ამ
თემას. წმინდა კონსტანტინე დიდს იგი უძღვნის სპეციალურ ქადაგებებს: „ქადაგება
წმინდამოციქულთა სწორ მეფეთა კონსტანტინე და ელენეს ხსენების დღესასწაულზე“ და
„წმინდა წმინდამოციქულთა სწორთა კონსტანტინესა და ელენეს ხსენების დღეს“ იხ. ანთიმოზ
ივერიელი. დიდაქეები და სხვა თხზულებები. დობერა, 2016. გვ. 73-78, 175-179.
7
თუ უნგრო-ვლახეთის მთავარს კონსტანტინე ბრინკოვიანუს სურს იყოს მისდამი მიძღვნილ
წიგნში წარმოდგენილი ბიბლიურ პერსონაჟთა მსგავსი, მან ეს წიგნის გარეთ რეალობაში უნდა
დაადგინოს. ანთიმოზ ივერიელმა, როგორც ავტორმა, და მისივე პერსონაჟების ორეულმა, ასევე
წიგნის მიძღვნის ადრესატმა ბრინკოვიანუმ რეალობაში დაადასტურეს წიგნის სიმართლე მათი
მოწამეობრივი აღსასრულის; დაადასტურეს, რომ „ბიბლიურობა“ რაიმეს პირობითი
მოდელირება კი არა არის, არამედ, ყოფიერების ჭეშმარიტების ფუნდამენტური ფორმა.
8
ანთიმოზისეულ ბიბლიურ ნარაციაში მოქმედება იშლება ესქატოლოგიური დროის
მრავალფაზა ისტორიულ თეოფანიაში. ავტორი იყენებს რეალურისა და ზებუნებრივის
ტექსტური ჰარმონიზების ტექნიკას, ჰეროიკული გენიალოგიური კატალოგების გამოყენებით
ანთიმი ახდენს ბიბლიური თქმულებების ორგანიზებას „ლიტერატურული“ ფორმით. ანთიმის

97
ტექსტი არის საღმრთო წერილის ტრანსფორმაცია ლიტერატურის ფენომენში, რომელსაც
ახალდროული გაგებით რჩევისათვის უნდა მიმართავდეს ძალაუფლების ინსტანციაც და
ინდივიდუმიც. ამიტომაც ანთიმი ხდება წიგნის ბეჭდვის ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი
ორგანიზატორი მთელს აღმოსავლურ ქრისტიანულ სამყაროში. წიგნის ბეჭდვამ დააჩქარა და
განსაზღვრა კიდეც პროცესი, როდესაც ენის საფუძველი ევროპაში ხდება დამწერლობა და
განათლების გავრცელება. ამ პროცესს ტექსტი, როგორც ასეთი, გამოჰყავს სარიტუალო
შეზღუდულობის ჩარჩოებიდან.

ანთიმოზის მოცემულ ტექსტს საფუძვლად უდევს კლასიფიკაციის ტრიადული პრინციპი:

 გმირთა ინდივიდუალიზაციის პრინციპი.


 ბიბლიური რეალობის პარალელიზმი რეალობის ისტორიულ, გეოგრაფიულ,
ლიტერატურულ პროცესებთან.
 ბიბლიური ამბის ისტორიული ტრანსფორმაცია, მისი დაცვის, მოვლისა და გავ-
ლენისათვის რეალობაში.

ავტორის მთავარი გზავნილი მკითხველისადმი გვეუბნება, რომ ამ წიგნში შეკრებილია


„ყველა ჩვენი წინაპრის სახე და პირი“ ბიბლიიდან, ანუ ჩვენივე პერსონის ბიბლიური
ორეულები, სახე-სარკეები, რომლებშიც შეუძლია საკუთარი თავი დაინახოს და შეიცნოს ყველამ
პოლიტიკური სუვერენიდან, ხელმწიფოდან თემის რიგით წევრამდე.

ანთიმოზის ტექსტში წმინდა წერილი გაშლილია როგორც ეპოპეა, - ინფორმაციის ვრცელი


პანორამული სისტემა, რომელიც სპეციფიკური მიზანდასახულობით ახდენს წმინდა წერილის
სამყაროს არტიკულაციას და საზრისულ კოდირებას. მასში გამოყენებულია როგორც ელინური
ეპოსის, ჟანრობრივი და სტრუქტურული თავისებურებანი, ასევე სამეცნიერო-ანალიტიკური
ელემენტები, დამოწმება // ციტირების წესები, ჰიპოთეტური დაშვებები. მოცემულ ტექსტში
ანტიკური ქოროს როლს ასრულებს ასეთი ტიპის ფრაზები „როგორც ისტორიკოსი ამბობს,...
მაგრამ მე არ ვამტკიცებ რომ ეს ყველაფერი ჭეშმარიტია“.

9
ხოლო მდინარე გამოვალს ედემით მორწყვად სამოთხისა, მიერ განიყოფვის ოთხად თავად.
სახელი ერთისა - ფისონ. ესე არს, რომელი გარემოვლის ყოველსა ქვეყანასა ევლატისასა, მუნ,
სადა-იგი არს ოქროჲ.შექ 2:10-11.

98
10
ფ ი ლო ნ ი -ა ქ ა ნ თი მ ი გ უ ლი ს ხ მ ო ბ ს ალექსანდრიელს ანუ ფილონ იუდეველს,

ცნობილ ისტორიკოსსა და ფილოსოფოსს. წარმოშობით ებრაელი, ბერძნული განათლება


მიღებული, ებრაულად იყო აღზრდილი. მას სწამდა, რომ იუდაიზმი ჭეშმარიტი რელიგია იყო.
ფილონმა მშვიდობიანი გზა აირჩია უცხოტომელების ღმერთთან მისაყვანად. მას სურდა, რომ
იუდაიზმი მათთვის მისაღები გაეხადა. თავის გამოკვლევებს მან საფუძვლად დაუდო
სეპტუაგინტა — ებრაული წერილების ბერძნული თარგმანი. სეპტუაგინტის ტექსტის
შესწავლისას ის იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ტექსტი ფილოსოფიურ ელემენტებს შეიცავდა და
მოსე „გენიალური ფილოსოფოსი“ იყო. ფილონმაც წმინდა წერილების ასახსნელად
ალეგორიული ინტერპრეტაციის გამოყენება სცადა. შესაქმეთა მუხლის „გაუმზადა უფალმა
ღმერთმა ადამსა და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი, და შემოსა ისინი“ 3:21 განსამარტად
ფილონმა სიმბოლური ახსნა მოძებნა და თქვა, რომ „ტყავის სამოსელი ჩვენი ნამდვილი კანის
სიმბოლო იყო, ანუ, ასე ვთქვათ ჩვენს სხეულს განასახიერებდა; ღმერთმა ყველაზე უწინარეს
შექმნა ინტელექტი, რომელსაც ადამი უწოდა; შემდეგ შექმნა გრძნობები, რომელთაც სიცოცხლე
დაარქვა. საბოლოოდ კი, აუცილებლობის გამო, სხეულიც შექმნა, რომელსაც სიმბოლურად
ტყავის სამოსელი უწოდა“. ამგვარად, ფილონმა სცადა ფილოსოფიური ახსნა მოეძებნა ადამისა
და ევას შემოსვასთან დაკავშირებით ღვთის საქმიანობისთვის.

ფილონი ცდილობდა დაენახა ის, რაც შესაქმეთა იმ მუხლშია სადაც აღწერილია, თუ რა წყლის
საშუალებით ირწყვებოდა ედემის ბაღი და ნახსენებია ოთხი მდინარე, რომლებიც ბაღიდან
გაედინებოდა. ფილონი ბაღის პეიზაჟის აღწერილობას ძალიან გასცდა. თავად ლანდშაფტის
აღწერის შემდეგ მან თქვა: „შესაძლოა ამ მონაკვეთსაც ალეგორიული მნიშვნელობა აქვს; ეს
ოთხი მდინარე ოთხ სათნოებაზე მიუთითებს“. ის ვარაუდობდა, რომ მდინარე ფისონით
წარმოდგენილი იყო კეთილგონიერება, მდინარე გიხონი თავშეკავების სიმბოლო იყო, ტიგროსი
ასიმბოლოებდა სულის სიმტკიცეს, ხოლო ევფრატი სამართლიანობაზე მიუთითებდა. ასეთი
სახით, სიმბოლიზმმა გეოგრაფია განდევნა. ეს მუხლი ანთიმსაც აქვს მოყვანილი. ფილონის ამ
განმარტებას ანთიმი მიმაღავს არაერთგზის, მაგალითად დიდაქეში „წმინდა დიმიტრიდ
ხსენების დღესთან“ დაკავშირებით.

ფილონმა ალეგორიული ახსნა მოუძებნა შემოქმედების შესახებ ცნობას, კაენის მიერ აბელის
მოკვლას, ნოეს დღეებში მომხდარ წარღვნას, ბაბილონში ენების არევას და მოსეს რჯულში
ჩაწერილ მრავალ მითითებას. როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდანაც ჩანს, ხშირად
ბიბლიაში ჩაწერილ მუხლებს პირდაპირი გაგებით იღებდა და შემდეგ მათი სიმბოლური

99
მნიშვნელობის ახსნას იწყებდა ისეთი სიტყვებით, როგორიცაა: „შესაძლოა, მართებული იყოს,
რომ ამ ყველაფერს შევხედოთ, როგორც ალეგორიას“. სამწუხაროა, რომ ფილონის ნაშრომებში
სიმბოლიზმმა წინა პლანზე წამოიწია და ამით წმინდა წერილებში ჩაწერილი ნათელი აზრები
დაჩრდილა. ღვთის არსებობის დასამტკიცებლად ფილონს ძლიერი არგუმენტები მოჰყავდა.
დედამიწის, მდინარეების, პლანეტებისა და ვარსკვლავების აღწერის შემდეგ მან ასეთი დასკვნა
გააკეთა: „სამყარო ოდესმე შესრულებული საქმეებიდან ყველაზე დიდი ხელოვნებითა და
ოსტატობითაა შესრულებული, თითქოს ის ისეთმა ვინმემ შექმნა, ვისაც მთელ სამყაროში
ყველაზე დიდი გამოცდილება და სრულყოფილი ცოდნა აქვს. აი, რატომ ვართ ღვთის
არსებობაში დარწმუნებულები“. რომაელთა მიმართ 1:20.

მაგრამ, ყოვლისშემძლე ღვთის ბუნებაზე მსჯელობისას ფილონი ჭეშმარიტებას ძალიან


დაშორდა. ის ამტკიცებდა, რომ ღმერთს „არანაირი განმასხვავებელი თვისებები არა აქვს“ და
მისი „შეცნობა შეუძლებელია“. როცა სხვები ცდილობდნენ ღვთის შესახებ რაიმე გაეგოთ,
ფილონი გულს უცრუებდა მათ, რადგან ეუბნებოდა, რომ „ღვთის პიროვნების ან მის
განმასხვავებელი თვისებების გასაგებად ძალისხმევის მოხმარება ძალიან დიდი სისულელე
იყო“. ასეთ დასკვნამდე ფილონი მივიდა არა ბიბლიაზე დაყრდნობით, არამედ წარმართი
ფილოსოფოსის, პლატონის, გავლენით.

ფილონი ღმერთს იმდენად მიუწვდომლად თვლიდა, რომ მისთვის პირადი სახელით მოხმობა
უაზრობად მიაჩნდა. ის ამბობდა: „ამიტომ, საღი აზრიდან გამომდინარე, ვერანაირ შესაფერის
სახელს ვერ მივაკუთვნებთ მას, ვინც ნამდვილად ცოცხალი ღმერთია“. მაგრამ ეს რეალურ
ფაქტს არ შეესაბამება!

ბიბლია ნათლად ამბობს, რომ ღმერთს საკუთარი სახელი აქვს. ფსალმუნების 82:19-ში
ნათქვამია: «მიხვდებიან, რომ შენი სახელია უფალი [„იეჰოვა“, აქ], მხოლოდ შენა ხარ უზენაესი
მთელ ქვეყნიერებაზე». ესაიას 42:8-ში კი ღმერთი თავად ამბობს: «მე ვარ უფალი [„იეჰოვა“, აქ].
ეს არის ჩემი სახელი». რატომ ასწავლიდა იუდეველი ფილონი, რომელმაც მშვენივრად იცოდა
ბიბლიის ეს მუხლები, რომ ღმერთს სახელი არა აქვს? იმიტომ, რომ ის აღწერდა არა ბიბლიის
ღმერთს, არამედ ბერძნული ფილოსოფიის უსახელო, მიუწვდომელ ღვთაებას.
რა არის სული?

ფილონი ასწავლიდა, რომ სული სხეულისგან გამოყოფილია. მისი სიტყვების თანახმად,


ადამიანი „სხეულისგან და სულისგან შედგება“. შესაძლებელია, რომ სული მოკვდეს? აი, როგორ
ხსნის ფილონი ამას: „როცა ჩვენ ცოცხლები ვართ, ჩვენი სხეულია ცოცხალი, ჩვენი სული კი

100
მკვდარია და სხეულში ისეა დამარხული, როგორც საფლავში. მაგრამ, როგორც კი სხეული
კვდება, ჩვენი სული ცოცხლდება და თავისუფლდება ბოროტი და მკვდარი სხეულისაგან,
რომელიც ბოჭავდა მას და ისე ცხოვრობს, როგორც უნდა ეცხოვრა“. ფილონის აზრით, სული
სიმბოლურად კვდება, სინამდვილეში კი, ის უკვდავია.

მაგრამ, რას ასწავლის ბიბლია სულთან დაკავშირებით? დაბადების 2:7-ში ნათქვამია: «გამოსახა
უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის
სუნთქვა, და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად [„სულად“, აქ]». ბიბლიის თანახმად, ადამიანებს არა
აქვთ სული; ისინი თავად არიან სულები.
ბიბლია აგრეთვე ასწავლის, რომ სული უკვდავი არ არის. ეზეკიელის 18:4-ში წერია: „შემცოდავი
სული მოკვდება“. ამ მუხლიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ: ადამიანი არის სული.
ამიტომ, როცა ადამიანი კვდება, სული კვდება . შექ.19:19.

სიკვდილის შემდეგ იუდეველებს დიდხანს არ ხსომებიათ ფილონი. მაგრამ ქრისტიანულმა


სამყარომ ის „გულში ჩაიხუტა“. ევსები კესარიელი და ეკლესიის სხვა მოაზროვნეები
თვლიდნენ, რომ ფილონი ქრისტიანი გახდა. იერონიმემ ის ეკლესიის მამებს შორის მოიხსენია.
ასე რომ, ფილონის ნაშრომები იუდეველებმა კი არა, განდგომილმა ქრისტიანებმა შემოინახეს.

ფილონის ნაშრომებმა სერიოზული რელიგიური გარდაქმნები გამოიწვია. მისი გავლენით


ნომინალურმა ქრისტიანობამ სულის უკვდავების შესახებ არაბიბლიური სწავლება შეითვისა.
დაბოლოს, ფილონის სწავლებამ ლოგოსის (ანუ სიტყვის) შესახებ ხელი შეუწყო განდგომილი
ქრისტიანების არაბიბლიური დოგმატის — სამების — ჩამოყალიბებას.

ფილონის სიტყვების თანახმად, ებრაული წერილების გამოკვლევისას მან ყველაფერი გააკეთა


იმისათვის, რომ „არ გამოეტოვებინა არც ერთი ალეგორიული მნიშვნელობა, რაც შემთხვევით
შეიძლებოდა ჩვეულებრივ სიტყვაში ყოფილიყო ნაგულისხმევი“. მაგრამ ღვთის კანონთან
დაკავშირებით მოსემ მეორე რჯულის 4:2–ში თქვა: „არ დაამატოთ მას არაფერი, რასაც მე
გამცნებთ თქვენ, და არც მოაკლოთ. რათა დაიცვათ მცნებანი უფლისა, თქვენი ღმერთისა,
რომელთაც მე გამცნებთ თქვენ“. ფილონს, ალბათ, კეთილი განზრახვები ამოძრავებდა, მაგრამ
მან საღვთო წერილს სქელი ბურუსივით დაადო თავისი შეხედულებები, რომლებმაც ღვთის
შთაგონებით დაწერილი სიტყვის ნათელი მითითებები გააბუნდოვნა.
„როდესაც გაუწყეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ძალისა და იმ დროის შესახებ, როცა ის
მოსული იქნება, ოსტატურად შეთხზულ ზღაპრებს კი არ ვიყავით აყოლილნი“, — თქვა
მოციქულმა პეტრემ (2 პეტრე 1:16). ფილონის ნაშრომებისგან განსხვავებით, პირველი

101
ქრისტიანებისთვის პეტრეს მიერ მიცემული მითითებები დაფუძნებული იყო ფაქტებზე და
ღვთის სულიწმიდის, „ჭეშმარიტების სულის“, ხელმძღვანელობაზე, რომელსაც ისინი
ყოველგვარი ჭეშმარიტებისკენ მიჰყავდა (იოანე 16:13).
თუ ღვთისადმი თაყვანისცემამ დაგაინტერესათ, თქვენ სწორი ხელმძღვანელობა გჭირდებათ და
არა ადამიანთა აზროვნებაზე დაფუძნებული ინტერპრეტაციები. თქვენ გჭირდებათ ზუსტი
შემეცნების მიღება იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ; ამასთან თავმდაბლობაც არის
საჭირო, რომ გულწრფელი მკვლევარი იყოთ. თუ ბიბლიის შესწავლისადმი ასეთი ჯანსაღი
დამოკიდებულება გექნებათ, გეცოდინებათ „წმინდა წერილები, რომლებსაც ქრისტე იესოში
რწმენით შეუძლია . . . დაბრძენება გადასარჩენად“. თქვენ დაინახავთ, რომ ღვთის სიტყვას
შეუძლია გაგხადოთ „ყოველმხრივ მომზადებული . . . ნებისმიერი კარგი საქმისთვის“
(2 ტიმოთე 3:15—17).

11 ანთიმი აქ ავითარებს ქრისტინულ ღვთისმეტყველებაში მიღებულ თვალსაზრისს, რომ


ყოველი კაცის სულს შექმნისათანავე აქვს თანდაყოლილი თვისება, რომელიც მას, სინდისის
მსგავსად, საღმრთო ჭეშმარიტებებს კარნახობს. მთავარი მათ შორის არის უნარი რწმენისა,
რომელიც უხილავის შეცნობის ნიჭს წარმოადგენს. „ყოველთა კაცთა თანა არს ბუნებითი
სჯული და თჳნიერ სწავლისა ძალ-უც ყოველთა ბუნებისაგან დაბადებულთაჲსა ცნობაჲ
დამბადებელისა ღმრთისაჲ“ (პავლენი, თბ., 1974. გვ. 465). ამიტომ, ვიდრე კაცი თავს არ
გაიუგუნურებს, ანუ ვიდრე არაბუნებრივ თვისებებს არ შეიძენს, მას ღმრთის არსებობის
უარყოფა არ შეუძლია.

12
ანთიმს იმოწმებს უცნობილესი ძველი ბერძენი ისტორიკოსისა და გეოგრაფის სტრაბონის
სახელს. წარმოშობით პონტოელი ბერძენი ქალაქ ამასიადან, წარჩინებული წრიდან. თავისი
დროისთვის ბრწყინვალე განათლება მიუღია. ბევრი უმოგზაურია, არსებობს სავარაუდო
მოსაზრება, რომ სტრაბონი კოლხეთშიც ყოფილა. ცნობილია, მისი ორი ნაწარმოები:
„საისტორიო ნარკვევები“ და „გეოგრაფია.“
13 შდრ.: და თქუა ღმერთმან: რაჲ ესე ჰყავ? ჴმაჲ სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენ-და-მო
ქუეყანით. და აწ წყეულ იყავ შენ ქუეყანისაგან, რომელმან განაღო პირი თჳსი შეწყნარებად
სისხლისა ძმისა შენისასა ჴელისაგან შენისა. რამეთუ ჰშურებოდი ქუეყანასა და არა შესძინოს
ძალი თჳსი მოცემად შენდა, იწროებით და ძრწოლით იყო ქუეყანასა ზედა. შექმ. 4: 10-12.

102
14
ანთიმის მიერ ნახსენები ისტორიკოსი იოსები არის იოსებ ფლავიუსი (ბერძ. Φλάβιος
Ἰώσηπος, ებრ. ‫ ;מתתיהו בן יוסף‬დ. დაახლ. 37, იერუსალიმი — გ. დაახლ. 100, რომი) —
ცნობილი ებრაელი ისტორიკოსი. წარმოშობით მაღალი სამღვდელოების წრიდან. იგი იყო
ფარისეველი, მამაპაპეული ადათ-წესების ერთგული; პოლიტიკურ სარბიელზეც აქტიურად
იღვწოდა, რომის წინააღმდეგ იბრძოდა როგორც მხედართმთავარი, შემდეგ რომაელთა მხარეს
გადავიდა და მმართველი დინასტიის – ფლავიუსების – პატივსაცემად ფლავიუსი დაირქვა.
ძველი აღთქმის იუდეურ ტრადიციის, და ბერძნულ-რომაულ კულტურის, მეცნიერების
სხვადასხვა დარგში. ანტიკური ცივილიზაციის მიღწევების სიღრმისეული ცოდნა, მას ერთერთ
გამორჩეულ მოაზროვნედ წარმოგვიჩენს, ხოლო მისი თხზულებები ძვირფასი წყაროა ძველი
აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვის ხალხების ისტორიის შესასწავლად. მათი ავტორი
გვევლინება პრორომაული ორიენტაციის მიმდევრად და იუდეველთა აპოლოგეტად.
მიუხედავად იმისა, რომ იოსებ ფლავიუსი თანამემამულე ებრაელებმა მოღალატედ
გამოაცხადეს მაგრამ მთელი მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა, რომელიც ამ პერიოდში
შეიქმნა, განმსჭვალულია თანამემამულეთა სიყვარულითა და მათი ისტორიის, კულტურის,
ტრადიციებისა და რელიგიის აპოლოგიით.ცნობილ ნაშრომებს შორის უნდა
დასახელდეს„იუდეველთა ომი“, „იუდეველთა სიძველენი“;„ავტობიოგრაფია“, ანუ
იგივე „თვითაპოლოგია“„აპიონის წინააღმდეგ“ ანუ პოლემიკა ეგვიპტელ მწერალთან -
აპიონთან. ანთიმის თხზულებიდან ჩანს, რომ იგი ორიგინალში კითხულობს ფლავიუსს,
ზუსტად და მოხერხებულად იმოწმებს ადგილებს მისი ნააზრევიდან.

15
აქ იგულისხმება გამოცხადებაჲ წმიდისა მახარებლისა და ღმრთისმეტყვუელისა იოანესისი —
არის ეს ახალი აღთქმის ბოლო წიგნის სახელწოდება. ქრისტიანული ლიტერატურის და
ესქატოლოგიის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები. მას ხშირად
მოიხსენიებენ როგორც აპოკალიფსს.

16 როგორც ტექსტიდან ჩანს -ანთიმისთვის კარგადაა ცნობილი, 70 მთარგმნელი, რომ ძველი


აღთქმის ტექსტების თარგმანებიდან უძველესია ბერძნული „სეპტუაგინტის“ ანუ „სეპტანტის“
სახელწოდებით ცნობილი თარგმანი, რომელიც შესრულებულია მასორულისაგან საკმაოდ
განსხვავებული რედაქციის ტექსტიდან დაახ. ძვ. წელთაღრიცხვის II საუკუნეში, ეგვიპტეში
მცხოვრებ ბერძნულად მოლაპარაკე ებრაელთათვის. „სეპტუაგინტა“ ლათინური სახელწოდებაა
ებრაული ბიბლიის ბერძნულად თარგმანისა, მისი მთარგმნელთა რაოდენობის მიხედვით
გადმოცემით თარგმანი 70/ 72 მთარგმნელს შეუსრულებია.

103
17
ბიბლიის პირველივე წიგნი ასახელებს შვიდ მამაკაცს, რომლებმაც 900 წელზე მეტხანს
იცოცხლეს. ყველა მათგანი ნოეს დროს მომხდარ წარღვნამდე დაიბადა. მათი სახელებია:
ადამი, შეთი, ენოში, კენანი, იარედი, მეთუსალახი და ნოე, შექ. 5;5-27, 9:29. ისინი კაცობრიობის
ისტორიაში პირველი ათი თაობის წარმომადგენლები არიან. ცნობილია, რომ მეთუსალახმა
ყველაზე დიდხანს, 969 წელი იცოცხლა.
ბიბლია ასახელებს, სულ მცირე, კიდევ 25 ადამიანს, რომლებმაც იმაზე გაცილებით დიდხანს
იცოცხლეს, ვიდრე დღეს ცოცხლობენ ადამიანები. ზოგმა მათგანმა 300, 400, 700 წელი ან
უფრო მეტხანს იცოცხლა, შექ. 5:28-31, 11:10-25.
არსებობს მოსაზრება, რომ ძველად დროს სხვანაირად ზომავდნენ და ის, რასაც წელიწადს
უწოდებდნენ, სინამდვილეში, თვე იყო. მაგრამ, ამის საპირისპიროდ მკვლევარები ამტკიცებენ,
რომ ძველ აღქმის პირველ წიგნებში ჩანს, რომ დრო ისევე იზომება, როგორც დღეს იზომება.
ამის დასადასტურებლად მოყავთ მაგალითი: წარღვნა დაიწყო მაშინ, როცა ნოე 600 წლისა იყო,
„მეორე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს“. შემდეგ ვკითხულობთ, რომ დედამიწაზე წყალი
150 დღეს მძლავრობდა და რომ „მეშვიდე თვის მეჩვიდმეტე დღეს კიდობანი არარატის მთებზე
გაჩერდა“ შექ. 7:11, 24, 8:4. ამრიგად, ხუთთვიანი პერიოდი — მეორე თვის მეჩვიდმეტე დღიდან
დაწყებული იმავე წლის მეშვიდე თვის მეჩვიდმეტე დღით დამთავრებული — შეადგენს
150 დღეს. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ წელიწადში თვე
იგულისხმებოდა.
ახლა მეორე მაგალითი განვიხილოთ. შექმ . 5:15-18--ის თანახმად, მაჰალალელს 65 წლის ასაკში
შეეძინა ვაჟი. ამის შემდეგ მან კიდევ 830 წელი იცოცხლა და 895 წლისა მოკვდა. მისი
შვილიშვილი ენოქიც 65 წლისა იყო, როცა ვაჟი შეეძინა შეს. 5:21. წელიწადი თვე რომ
ყოფილიყო, გამოდის, ეს ორი კაცი ხუთი წლის ასაკში გახდა მამა, რაც სრული აბსურდია.
არქეოლოგიური მასალებიც იმაზე მოწმობს, რომ ბიბლიაში მოხსენიებული დღეგრძელი
ადამიანები მართლა არსებობდნენ. აბრაამის შესახებ ბიბლია ამბობს, რომ იგი ქალაქ ურიდან
იყო. შემდეგ ქალაქ ხარანში დასახლდა, მოგვიანებით კი — ქანაანის მიწაზე; ებრძოდა ელამის
მეფე ქედარლაომერს და დაამარცხა. შექ. 11:31;12:5, 14. არქეოლოგიური აღმოჩენები
ადასტურებს ამ ქალაქებისა და ადამიანების არსებობას. არქეოლოგიამ აგრეთვე ნათელი
მოჰფინა გეოგრაფიული ადგილების თავისებურებებსა და იმ ხალხის ტრადიციებს, რომლებიც
აბრაამთან მიმართებით მოიხსენიება. თუკი აბრაამთან დაკავშირებული ეს ინფორმაცია
უტყუარია, უეჭველია, რომ აბრაამის სიცოცხლის დღეები 175 წელს ითვლიდა, შესაქ. 25:7.

104
18
რაც შეეხება თვითონ ბიბლიის და სახარების მოკლე გადმოცემას იგი გარკვეულ შემეცნებით
მიდგომას მოითხოვდა ანთიმისაგან და მართლაც იგი ცდილობს დაიცვას ქრონოლოგია და
ამავე დროს აჩევენოს მითითებული ხდომილების მნიშვნელობა ისტორიის ღვთაებრივი
საზრისის გამოვლენაში. მან მთელი ისტორია განიხილა, როგორც ხდომილებათა
ერთობლიობა, როგორც გერმანული ფილოსოფიაში განსხვავებულია Geschichte და historie.
ანთიმოზი გადმოსცემს ხდომილებებს და არა წარსულის ფაქტებს ქრონოლოგიური
თანმიმდევრობით. მიუხედავად მასალის ქრონოლოგიურობისა იგი გამოირჩევა
დახვეწილობით და ინტერესით იკითხება. თვითონ მასალის შერჩევა მიანიშნებს მის
მოსაზრებას და გამოჰყოფს იმ ძირითად პუნქტებს, რომლებმაც განაპირობეს ისტორიის
შემდგომი განვითარება. რამაც განაპირობა ებრაელი ერის ისტორია და აჩვენა თუ როგორ
მზადდებოდა მაცხოვარის მოვლინება ამქვეყნად, რა სულიერმა და ზნეობრივმა მოვლენებმა
განაპირობეს მისი მოვლინების აუცილებლობა ადამიანისთვის და ღმერთის სიკეთის
გამოვლენის ნება. საინტერესოა ჰეროდოტეს და სტრაბონის ისტორიის შედარება ამ ისტორიაში
იკითხება შინაგანი საზრისი ქრისტეს დაბადება,რაც არ ახასიათებს სტრაბონის ისტორიას, ეს
არის ისტორია რომელიც წარმართულია ღმერთის ნებით. იგი ხშირად იმოწმებს ფილონ
ალექსანდრიელსაც.

ეს არ არის ბიბლიის უბრალოდ შემოკლება არამედ გათვალისწინებული აქვს მისი


წინამორბედი მამების და მოაზროვნეების მოსაზრებები. ეს თავის მხრივ მიუთითებს მის
მრავალმხრივ განვითარებას და ამ ლიტერატურის ცნობას. ანთიმი კაცობრიობის ისტორიას
ჰყოფს შვიდ საუკუნედ, ოღონდ ეს საუკუნე არ უდრის რაოდენობრივად 100 წელს, არამედ ეს
არის გარკვეული ეპოქის გამოხატულება, რომელშიც გაცხადდა და შეჯამდა გარკვეულ
ხდომილებათა ერთობლიობა. ეს შვიდი საუკუნე მოიცავს კაცობრიობის ისტორიას ადამიდან
და სრულდება სამსჯავროს დღით. ეს არის თავისებური წრე, რომელიც ღმერთის მეორედ
მოსვლით სრულდება ამქვეყნიური ისტორია და გრძელდება მარადისობა, არსებობის
განსხვავებული წესით. ეს შვიდი საუკუნე ემყარება შესაქმეს შვიდ დღეს, რომ სამყარო შეიქმნა
შვიდ დღეში და მისი ისტორიაც დასრულდება შვიდ დღეში, რომელსაც მოსდევს აღდგომის
მერვე დღე.

ანთიმის ისტორიოგრაფიული ტრიადის სქემა

 ცოცხალთა საუკუნეები.
 მართალთა საუკუნე.

105
 მომავალი მკვდრეთით აღმდგართა დაუსრულებელი საუკუნე.

ანთიმოზის ტექსტში ნაჩვენებია ამ ტრიადის „შრეთა“ შორის სხვაობათა და მსგავსებათა


რთული დინამიკა. „საუკუნე არ აღირიცხება წლების მიხედვით“, არამედ სამყაროს დასაბამისა
და დასაწყისის ხდომილებებით. დასაწყისი და დასაბამი ერთი და იგივე არ არის. ანთიმის
მიხედვით დასაბამი ქმედითია დასაწყისთან, დაუბოლოებლობაში. აქაც ავტორი ტრიადულ
სქემას გვთავაზობს:

I შექმნა.

II განწმენდა (წარღვნით).

III წინადაცვეთა (ადამის ცოდვის წინააღმდეგ).

19 შდრ.: “ და მოიღო იაკობ ლოდი და აღდგა იგი ძეგლად. და ჰრქუა იაკობ ძმათა თჳსთა:
შეკრიბეთ ლოდები. და შეკრიბეს ლოდები და აღდგეს ბორცუსა. და ჭამეს ბორცუსა მის თანა. ..
ჰრქუა ლაბან იაკობს: ბორცჳ ესე მოწამე არს შორის ჩემსა და შენსა დღეს. და უწოდა მას ლაბან
"ბორცუ წამებისაჲ", ხოლო იაკობ უწოდა "ბორცუ მოწამე". და ჰრქუა ლაბან იაკობს: აჰა ესერა,
ბორცჳ ესე და ძეგლი, რომელი აღმართე შორის ჩემსა და შენსა, წამებს ბორცჳ ესე და ძეგლიცა
ესე წამებს. ამისთჳს ეწოდა სახელი მისი "ბორცუ წამებისაჲ".“ შექმნ. 31:45-48.
20
იოსებ ფლავიუსი „იუდაველთა სიძველეებში“ ამტკიცებს, რომ ფარაონის ქალიშვილს ერქვა
ხერფუმისი, მაგრამ იუდაურ ისტორიაში იგი ბათიას სახელითაა ცნობილი, რაც თარგმანში
ნიშნავს „ღვთის ქალიშვილი“ ამავე გადმოცემით ბათისა დოდხანს იცოცხლა და მოსესსთან
ერთად გამოვიდა ეგვიპტიდან. აქედან ჩანს, რომ ანთიმი ზედმიწევნით კარგად იცნობს
ფლავიუსს.
21 და აღუდვა ცეცხლი ლამპრებსა მას და განუტევნა იგინი შორის მჭელეულებსა მას
უცხოთესლთასა. და მოწუა ჴუვილი ზჳნითგან ვიდრე უმკალადმდე და ვენაჴი და ზეთისხილი.
მსაჯულთა 15:5
22 მსაჯულთა მე15 თავშის ბოლოს მოთხრობილი ამბავი ანთიმმა შერბილებულად გადმოგვცა.
ძველი აღთქმის ამ წიგნში ნათქვამია, რომ პოვა ღაწჳ ვირისა მდებარე, მიყო ჴელი მისი და
მოიღო იგი და მოსრა მით ათასი კაცი. და თქუა სამსონ: ღაწვითა ვირისაჲთა აღჴოცით აღვჴოცნე
იგინი, რამეთუ ღაწჳთა ვირისაჲთა მოვსარ ათასი კაცი. და იყო, რაჟამს აღასრულნა სიტყუანი
ესე, დააგდო ღაწჳ იგი ჴელისაგან მისისა და უწოდა აღგილსა მას მუსრვაჲ ღაწჳთა. და შეეწყურა,

106
მას ფრიად, და ღაღად-ყო უფლისა მიმართ და თქუა: შენ წარუმართე ჴელსა მონისა შენისასა
ცხოვრებაჲ ესე დიდი; და აწ, ესერა, მოვკუდები წყურილითა, დავვარდი მე ჴელთა
წინადაუცუეთელთასა? და განაღო ღმერთმან წყლული იგი ღაწჳსაჲ მის და გამოეცა მისგან
წყალი, და სუა და მოიქცია სული თჳსი და განისუენა. ამისთჳს ერქუა სახვლი მისი წყაროჲ
წოდებული ღაწჳსაჲ ვიდრე აქა დღედმდე. მსაჯულთა 15: 15-19.
23 და ჟამსა თჳსსა შვა ძე და უწოდეს სახელი მისი სამოველ, რამეთუ თქუა: უფლისაგან ღმრთისა
ძალთასა ვითხოვე ესე. პირველი მეფეთა 1:20.
24 და ჰრქუა მათ: ნუ მრქუათ მე ნოომინ, არამედ მარქუთ მე სიმწარე, რამეთუ განამწარა
ძლიერმან ჩემ ზედა,

რამეთუ მე სავსე წარვედ და ცალიერი მომაქცია მე უფალმან, რაჲსათჳს მრქუათ მე ნოომინ?


და უფალმან დამამდაბლა მე და ძლიერმან ბოროტი მიყო მე. რუთი1:20-21.

25 ანთიმი თხრობისას არღვევს ძველი აღთქმის წიგნებში გადმოცემული ამბების


თანამიმდევრობას. მაგალითად აქ იგი აკეთებს ჩართვას ძველი აღთქმის წიგნიდან რუთი. „და
უწოდეს მას მოძმეთა სასელი და თქუეს: ესუა ძე ნოომინს! და უწოდეს სახელი მისი იობედ. ესე
არს მამაჲ იესესი, მამისა დავითისი. რუთ. 4:17,
სავარაუდოდ მას სურს დასაწყისშივე დავით მეფის წარმომავლობაზე ისაუბროს . ამ თემაზე იგი
საკმაოდ დიდხანს ჩერდება,

26
შდრ.: და იყო მუნ კაცი ერთი ნათესავისაგან ბენიამენისა, და სახელი მისი კისი, ძე აქელისი,

ძისა საბიგასი, ძისა ზაქესი, ძისა აფეკისი, კაცისა იემენელისი. და იყო კაცი იგი ძლიერი
პირველი მეფეთა 9:1.

27 ის, რომ ანთიმის ყურადღება განსაკუთრებით მიპყრობილის სამოელ/ სამუელ


წინასწარმეტყველის მიმართ არ უნდა იყოს შემთხვევითი ფაქტი. ეს წინასწარმეტყველი
უმნიშვნელოვანესი ფიგურაა ქართული ეროვნული ცნობიერებისათვის. ცნობილი ფაქტია, რომ
ქართველ მეფეთა ბაგრატიონების დინასტია ბიბლიური მეფის დავით მეფსალმუნის
შთამომავლობად ითვლება. დავითი კი მეფედ, უფლის მითითებით სამუელ წინასწარმტყველმა
გამოარჩია. სუმბატ დავითის ძის თხზულება „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა“ გვაუწყებს,
რომ ბიბლიური დავით მეფის შთამომავალი გუარამი ერისთავად გამოარჩიეს დაახლოებით 575
წელს. იმ დროს ქართლის კათალიკოსი იყო სამუელIII ( დაახლოებით 575-582 წწ.) “სოლომონ

107
შუა შუიდნი ძმანი-იგი მოსცნა ღმერთმან ტყუეობასა შინა და ესესნი შუიდნი ძმანი, ძენი ამის
სოლომონსანი, წარმოვიდეს ქუეყნით ფილისტიმით, ტყუეობით წარმოსულნი ჰურიანი და
მოიწივინეს ეკლეც წინაშე რაქაელ დედოფლისა და მისგან ნათელ იღეს. და დაშთეს იგინი
ქუეყანათა სომხითისათა და მუნ დღეინდელ დღემდე შვილნი მათნი მთავრობენ სომხითს.

და ოთხი ძმანიმათნი მოვიდეს ქართლს: ხოლო ერთი მათგანი, სახელით გუარამ, განაჩინეს
ერისთავად, და ესე ქართლისა ბაგრატონიანნი შვილისშვილნი და ნათესავნი არიან მის
გუარამისნი..

... მას ჟამსა კათალიკოზი იყო მცხეთას სამოელ, და ერთად შეკრბა ყოველი ქართლი და
გამოარჩივეს გუარამ, დავითის ნათესავისაგან“..

ეს ფაქტი ერთგვარ სიმბოლურ დამთხვევად ითვლება მკვლევარების მიერ. ისრაელის მეფე


უფლის ნებით გამოარჩია სამოელ წინასწარმეტყველმა, ისრაელის სულიერმა წინამძღოლმა,
ხოლო ქართლის პირველი ერისმთავარი სპარსელთა მეფობის გაუქმების შემდეგ დავით მეფის
შთამომავალი-გუარამი იქნა კრებაზე არჩეული, რომელსაც სავარაუდოდ კათალიკოსი სამუელ
III, როგორ სულიერი მამა, ხელმძღვანელობდა.

საქართველოს ისტორიაში მსგავსი ფაქტი განმეორდა მოგვიანებით, როდესაც წმინდა გრიგოლ


ხანძთელმა სამოელის მსგავსად გამოარჩია დინასტია - ცნო და აღიარა ბაგრატიონთა
წარმომავლობა ბიბლიური დავითისაგან. ამით, ბაგრატიონები, როგორც დავითის
შთამომავლები, გამორჩეულ იქნენ სხვა გვარებიდან. წმინდა გრიგოლ ხანძთელი ასე მიმართავს
აშოთ კურაპალატს: „ დავით წინასწარმეტყვუელისა და უფლის ცხებულისა შვილად
წოდებულო ხელმწიფეო! მეფონი და სათნოებანიცა მისნი დაგიმკვიდრენ ქრისტემან ღმერთმან,
რომლისათვისცა ამას მოგახსენებ: არა მოაკლდეს მთავრობაი შვილთა შენთა და ნათესავთა
მათთა, ქვეყანა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროის კლდეთა
მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე“(გიორგი მერჩულე, „გრიგოლ
ხანძთელის ცხოვრება“).

იქვე ვიპოვნით კიდევ ერთ პარალელს-მერჩულე გრიგოლ ხანძთელს სამოელ


წინასწარმეტყველს ადარებს; „საშოითგანვე დედისაით შეწირული იყო ღმრთისა დედისაგან
თვისისა, ვითარცა სამოელ წინასწარმეტყველი და მარხვითა შინა იზრდებოდა მსგავსად
წინამორბედისა“.

108
28
ანთიმი გულისხმობს დავით მეფის მე-7 ფსალმუნს, სადაც იგი შესთხოვს უფალს მიუტეოს მას
თავისი შეცოდებანი .“ უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე და ყოველთა მდევართა
ჩემთაგან მიხსენ მე. ნუსადა წარიტაცოს ვითარცა ლომმან სული ჩემი, არავინ იყოს მხსნელ
ჩემდა, არცა მაცხოვარ. უფალო ღმერთო ჩემო, უკუეთუ ვჰყავ ესე, ანუ არს უშჯულოებაი ხელთა
ჩემთა; ანუ თუ მისა დავაგე, რომელთა მომაგეს მე ბოროტი, გან-სამე-უკუე-ვვარდე მტერთა
ჩემთაგან ცუდი; დევნოს სამე მტერმან სული ჩემი და ეწიოს და დათრგუნოს ქუეყანად
ცხორებაი ჩემი და დიდებაი ჩემი მიწასა შინა დაამკვიდროს. აღსდეგ, უფალო, რისხვითა
შენითა, ამაღლდი მოსრულებად მტერთა შენთა და განიღვიძე, უფალო ღმერთო ჩემო,
ბრძანებითა მით, რომელ ამცენ. და კრებული ერთაი გარე-მოგადგეს შენ და ამისთვის მაღლად
მოიქეც. უფალმან განსაჯნეს ერნი; მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა ჩემითა და უმანკოებითა
ჩემითა ჩემდამო. აღესრულნედ ძვირნი ცოდვილთანი და წარუმართო მართალსა, რომელი
განიკითხავ გულსა და თირკუმელთა, ღმერთო მართალო. შეწევნაი ჩემი ღმრთისა მიერ,
რომელმან განარინის წრფელნი გულითა. ღმერთი მართლ-მსაჯულ, ძლიერ და სულგრძელ,
რომელ არა მოავლინის რისხვაი მისი მარადღე. არა თუ მოიქცეთ, მახვილი მისი ლესულ არს,
მშვილდსა მისსა გარდაუცუამს და განუმზადებიეს იგი; და მის თანა განუმზადებიან ჭურნი
სიკუდილისანი; ისარნი მისნი შესაწუველთათვის ქმნნა. აჰა ესერა ელმოდა სიცრუვე, მუცლად-
იღო სალმობაი და შუა უშჯულოებაი. ხნარცვი თხარა და აღმოჰკუეთა იგი და შთავარდეს იგი
მთხრებლსა მას, რომელიცა ქმნა. მიექცეს სალმობაი მისი თავსა მისსა და სიცრუვე მისი თხემსა
მისსა ზედა დაუხდეს. აუვარო უფალსა სიმართლითა მისითა და უგალობდე სახელსა უფლისა
მაღლისასა. ფს. 1:7. ეს პასაჟი ეხმაურება
მეორე მეეთა მუხლებს, სადაც აღწერილია დავითის გოდება საულის მოკვდინების გამო. „და
ვითარცა ესმა ესე დავითს, ჴელი მიყო საყელოსა და მოიღო სამოსელი თჳსი, ეგრეთვე ყოველმან
ერმან, რომელნი დგეს წინაშე მისსა, ტიროდეს. და იტყებდეს და იმარხვიდეს მწუხრამდის
საულისთჳს და იონათანისთჳს, ძისა მისისა, და ერისა მისთჳს იუდასასა და სახლისა მისთჳს
ისრაჱლისა, რამეთუ დაეცნეს მახჳლითა. და გოდებდა და შეასხმიდა დავით საულს და
იონათანს, ძესა მისსა. და უბრძანა სწავლად ძეთა ისრაჱლისათა და იუდასთა მშჳლდოსნობად.
და დაიწერა ესე წიგნთა წმიდათა: მოხუცებულნო ისრაჱლისანო! მომწყდარან მთათა შენთა
წყლულებითა, ვითარ-იგი დაეცნეს ძლიერნი! ნუ მიუთხრობთ მაგას გეთად, ნუცა ახარებთ
შესავალთა ასკალონისათა, რათა არა სცნან და უხაროდის ასულთა მათ უცხოთესლთასა, ნუცა
იხა- რებენ ასულნი წინადაუცუეთელთანი მათნი ეგე! მთანი გელბუესნი! ნუ მოვალნ თქუენ
ზედა ცვარი ცისკრისა, ნუცა გარდამოვალნ წჳმა მშჳდობისა ღრუბელთაგან მაღალთა, მთანი ეგე

109
სიკუდილისანი, რამეთუ მათ ზედა დაეცნეს შესავედრებელნი იგი ძლიერთანი შესავედრებელსა
მას საულისსა, რამეთუ არა ეცხო საცხებელითა! არამედ ეცხო მას სისხლი ბრძოლისა და ცმელი
ახოვანთა, ისარნი იგი იონათანისნი არა უკმოქცეულ იყუნეს ცუდად და მახჳლი იგი საულისი
არა მოქცეულ იყო ცუდად ცალიერი ქარქაშადვე თჳსა! საულ და იონათან, საყუარელნი,
შუენიერნი და საჩინონი, რომელნი აქა არა განშორებულ იყუნეს ურთიერთას ცხორებასა და
არცა სიკუდილსა განიშორნეს, უმაღლესნი ორბთანი და უძლიერესნი ლომთანი. ასულნი ეგე
ისრაჱლისანი! სტიროდეთ საულს, რომელი შეგამკობდა თქუენ მეწამულითა და სამკაული
ოქროსა შესამოსელად თქუენდა.ვითარ დაეცნეს ძლიერნი იგი ბრძოლასა! იონათან,
სასიკუდინედ ჩემდა იწყალ! მტკივის შენთჳს, იონათან, ძმაო, ქმუნლკეთილობა იგი შენი,
რამეთუ საყუარელ იყავ ჩემდა. და რომელი უმჯობეს იყავ სიყუარულისა და ქმნულკეთილ
უფროს დედათა! ვითარმე დაეცნეს ძლიერნი ბრძოლასა, ანუ ვითარ წარწყმდა საჭურველი იგი
გულისსათქმელი?“
მეორე მეფეთა 1: 11-12; 1:17-
29 შდრ: „იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე“.
მათე 1:16, ასევე მახარებელ ლუკასთან-

„და თავადსა იესუს ეწყო ოდენ ყოფად მეოცდაათესა წელსა, რომელი საგონებელ იყო ძედ
იოსებისა, ელისა“. ლუკა 3:23

110

You might also like