You are on page 1of 6

1.

"აწ გლოცავ თქუენ ქრისტჱს მიმართ სურვიელითა გულითა: მომიპყრენით საჩინონი ეგე
სასმენელნი თქუენნი და უფროჲსღა საცნობელნი ეგე ყურნი გულისა და გონებისა
თქუენისანი განჰმარტენით სმენად და მასპინძელ ექმნენით სიტყუათა ამათ ჩემთა".

 ამოიწერეთ სიტყვები, რომლებიც ნიშნავს გულისყურს.

თქუენისანი განჰმარტედ სმენად

 ამოიწერეთ ორი სიტყვა, რომელიც ნიშნავს მოსმენას.

მასპინძელ ექმნენით სიტყუათა ამათ ჩემთა

2. "და არა თუ ხოლო ჩემდა მარტოჲსა საძიებელ არს სმენად საწადელი ესე მარტჳლობაჲ
წმიდისა ამის მოწამისაჲ, არამედ ყოველთაჲ ჯერ-არს თქუენდაცა დაკჳრვებად ჩემ თან."

 გადმოეცით თქვენი სიტყვებით აბზაცის შინაარსი?

მხოლოდ მე კი არ უნდა ვისწრაფოდე, რომ მოვიძიო მარტვილობის ამბავი არამედ თქვენც


გსაჭიროებთ ჩაუღრმავდეთ ყველაფერს.

3. "მიერითგან და ვიდრე აქამომდე ნაშობნი ქრისტეანეთანი გარდაგულარძნნეს: რომელნიმე


მძლავრებით, რომელნიმე შეტყუვილით, რომელნიმე სიყრმესა შინა უმეცრებით, რომელნიმე
მზაკუვარებით. და სხუანი, რომელნი ესე ვართ მორწმუნენი, მძლავრებასა ქუეშე
დამონებულ[ნი] და ნაკლულევანებითა და სიგლახაკითა შეკრულნი, ვითარცა რკინითა,
ხარკსა ქუეშე მათსა გუემულნი და ქენჯნილნი, ძჳრ-ძჳრად ზღვეულნი, შიშითა განილევიან
და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა, არამედ ქრისტჱს სიყუარულითა და
შიშითა, ჩუეულებისაებრ მამულისა სლვისა, ჭირთა მოთმინებითა. არა განეშორებიან
მხოლოდ-შობილსა ძესა ღმრთისასა."

 მოცემული აბზაცის მიხედვით როგორია იმდროინდელი ადამიანების


სარწმუნოებრივი მდგომარეობა?

არაბებმა ბევრი შეაცდინეს და გადაიბირეს ,თავიანთ რჯულზე, ზოგი ძალით, ზოგი


ტყუილით, ზოგი კი მზაკვრულობით.

 რას ნიშნავს “გარდაგულარძნეს”?

გადაიბირეს

 რას ნიშნავს “ქენჯნილნი”?

ნატანჯნი
 რასთან არიან შედარებული მერყევი სარწმუნოებრივი პოზიციის მქონე ადამიანები?

ლერწამთან არიან შედარებულნი.

 რა გზით არ განეშორებიან ადამიანები ღვთის ძეს?

მამაპაპურ გზაზე სვლით და ქრისტესადმი სიყვარულით და შიშით არ განეშორებიან.

4. "ესევითარსა ჟამსა შინა გამოჩნდა ახოვნად წმიდაჲ ესე მოწამჱ; არა თუ


პირველითგანვე ჩუენგანი იყო, არამედ უმეცარი, სარწმუნოებისაგან ჩუენისა უცხოჲ,
უცხოჲთა შჯულითა მოვიდა და ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, შეემეცნა."

 რომელი სიტყვები მიუთითებს, რომ აბო თავიდან არ იყო ქრისტიანი?

უცხოითა შჯულითა მოვიდა

 ამოიწერეთ ფრაზა, რომელიც აღნიშნავს, რომ აბომ ქრისტიანულად მოინათლა.

ესევითარ ჟამსა შინა გამოჩნდა ახოვნაფ წმიდაი ესე მოწამე

5. "ესე ნაშობი იყო აბრამეანი, ძეთაგან ისმაელისთა, ტომისაგან სარკინოზთაჲსა, რომლისაჲ


მამაჲ მისი და დედაჲ მისი და ძმანი და დანი მისნი იყვნეს მუნვე ქალაქსა მას შინა ბაღდადს
ბაბილოვნისასა. და ესე იყო ყრმა, ჭაბუკ, ვითარ ათრვამეტის წლის, გინა უკნინჱს -
აჩჳდმეტის წლის. ამან ინება წარმოსლვაჲ თჳსი აქა ერის-მთავრისა მის ნერსჱს თანა და შეეყო
იგი მსახურად მისა. და იყო იგი ჴელოვან, კეთილად-შემზავებელ სულნელთა მათ
საცხებელთა, და სწავლულ იყო მწიგნობრებითა სარკინოზთაჲთა."

 ვისი ძე იყო ისმაილი?

აბრაამის

 რას უწოდებდნენ ძველ ქართულ ტექსტებში ბაღდადს?

ბაბილონს

 დაახასიათეთ აბო მოცემული ეპიზოდის მიხედვით.

იგი მენელსაცხებლე იყო და ასევე განსწაბლული იყო სარკინოზთა მწიგნობრობაში.

აბო თვრამეტისაც არ იქნებოდა, როცა იგი თავისი ნებით გამოყვა ნერსეს ქართლში
და დაუდგა მსახურად.

 ამოიწერეთ (ან გამოთქვით) ოთხი სიტყვა, რომლებიც ნიშნავს: “იგი მას მსახურად
დაუდგა”.
შეეყო იგი მსახურად მისა

 რა ხელოვნებას ფლობდა აბო და რაში იყო განსწავლული?

იგი მენელსაცხებლე იყო.

6. "მაშინ იწყო ზედა-მიწევნად და სწავლად წმიდათა საღმრთოთა წიგნთა ძუელისა და


ახლისა შჯულისათა, რომეთუ უფალი მეცნიერ-ჰყოფდა მას. და მრავალთაგან შჯულის-
მეცნიერთა იკითხავნ და ისწავებნ. და ესრეჱთ სრულ იქმნა იგი ყოვლითა მოძღურებითა".

 რა წიგნებია ძველი და ახალი აღთქმის წიგნები?

ძველი და ახალი სჯულის ბიბლია. შველი შედგება 39 წიგნისგან, ხოლო ახალი 27


წიგნისგან.

 ვისგან სწავლობდა აბო ქრისტიანულ მოძღვრებას?

იგი მრავალ საღვთო სჯულის მცოდნეს ეკითხებოდა.

7. „ხოლო ღმერთმან მოამშჳდა პირი მეფისა მის ჩრდილოჲსაჲ და განუტევა ნერსე


მრავლითა ნიჭითა. „

 ამოიწერეთ სამი სიტყვა, რომელიც ნიშნავს: “მეფე დამშვიდდა”.

მოამშვიდა პირო მეფისა

 როგორ გაისტუმრა ჩრდილოეთის მეფემ ნერსე?

საჩუქრებით

8. „ესეცა წადიერ იქმნა უფროჲსღა გულს-მოდგინედ და წარმოავლინნა მოციქულნი და


ითხოვა ჴელმწიფეთაგან ამირათა ამის ქუეყანისათა, რაჲთა უშიშ-ყონ იგი ბოროტისაგან და
გამოვიდეს ჴსნილად ყოვლით ერით მისითურთ.“

 რა ითხოვა ნერსემ ამირასგან?

რომ დაიცვან იგი საფრთხისგან და თავისუფლად წამოვიდეს.

 რომელი სიტყვები გამოხატავს უსაფრთხოდ დაბრუნებას?

გამოვიდეს ხსნილად ყოვლით ერით მისითურთ

9. “არავინ აღანთის სანთელი და შედგის იგი ქუეშე ჴჳმირსა, არამედ ზედა


სასანთლესა გადგიან, რაჲთა ენთებოდის ყოველთა; ეგრე ბრწყინევდინ ნათელი
თქუენი წინაშე კაცთა”.
 რისი თქმა სურს ამ სიტყვებით აბოს?

ეს სიტყვები არის მათეს სახარებიდან, ნათელი კი ქრისტეს სიმბოლოა.

დაე, ასე ბრწყინავდეს, ადამინების წინაშე

 რა არის "ჴჳმირი?"

მარცვლეული

10. „რომელნი ხართ ქრისტჱს-მოყუარენი და მარტჳლთ-მოყუარენი, მიიღეთ ჩემგან


სანატრელი ესე სმენაჲ წმიდისა მოწამისა და ქრისტჱს-მოღუაწისაჲ, რომელი სიმჴნითა და
დიდებითა გჳრგჳნოსან იქმნა ქრისტჱს მიერ!“

 რომელი სიტყვები გამოხატავს ქრისტეს რჩეულს?

რომელი სიმხნითა და დიდებითა გვირგვინოსან იქმნა ქრისტეს მიერ.

11. და ესრჱთ მიიწია იგი კარსა მას მსაჯულისა მის ამირისასა; და რაჟამს მიიწია, კადნიერად
დასწერა ჯუარი კარსა მას და თჳთცა დაიბეჭდა ჯუარი. და წარადგინეს იგი წინაშე
მსაჯულისა მის, და ჰრქუა მას მსაჯულმან: “რაჲ არს, ჭაბუკო, რაჲ განიზრახე თავისა
შენისაჲ”? ხოლო წმიდაჲ მოწამჱ აღივსო სულითა წმიდითა და ჰრქუა მას: “მე განვიზრახე და
ქრისტეანე ვარ!”

 ამოიწერეთ 2 სიტყვა, რომელიც ნიშნავს პირჯვრის გადასახვას.

დასწერა ჯუარი და დაიბეჭდა ჯუარი

 აბოს რა თვისება ჩანს ამ ეპიზოდში?

რწმენაში თვითდაჯერება და სიმტკიცე.

 რას ნიშნავს: „რაჲ განიზრახე თავისა შენისაჲ”?

რა მოიფიქრე შენს შესახებ?

12. ჰრქუა მას მსაჯულმან მან: “რაჲ ეგოდენი სიტკბოებაჲ გაქუს ქრისტჱს შენისაგან,
რომლითა სიკუდიდცა არა გეწყალის თავი შენი”? ჰრქუა მას წმიდამან ჰაბო: “უკუეთუ გნებავს
ცნობად სიტკბოებაი მისი, შენცა გრწმენინ ქრისტე და ნათელი იღე მისა მიმართ და მაშინღა
ღირს იქმნე ცნობად სიტკბოებისა მისისა!“

 ვის სიტყვებს გაგონებთ “შუშანიკის წამებიდან” მსაჯულის ეს სიტყვები: “რაჲ


ეგოდენი სიტკბოებაჲ გაქუს ქრისტჱს შენისაგან”?
ვარსქენს

 ამოიწერეთ ოთხი სიტყვა, რომელიც ნიშნავს: “არ გეცოდება საკუთარი თავი?”

არა გეწყალოს თავი შენი?

 რა ურჩია აბომ მსაჯულს და მის რა თვისებაზე მეტყველებს ეს რჩევა?

რომ ერწმუნა ქრისტე, მინათლულიყო.

13. „და ვითარცა იხილეს ქრისტჱს მბრძოლთა მათ შემასმენელთა წმიდისა მის მოწამისათა,
რამეთუ სარწმუნოებითა და მოთმინებითა სძლო მათსა მას სიბორგილესა, უფროჲსღა
აღივსნეს შურითა და შევიდეს წინაშე მძლავრისა.“

 რითი სძლია აბომ სარკინოზები?

მისი რემენით და მოთმინებით.

 რას ნიშნავს “სიბორგილე”?

სიგიჟე

14. „აწ მოვედით, ქრისტჱ-მორწმუნენო, და ვდღესასწაულობდეთ ჴსენებასა ახლისა ამის


წმიდისა მოწამისასა, რომელი ყოველსა ამას სოფელსა ჩუენსა ქართლისასა მეოხად ჩუენდა
ქრისტემან მოგუანიჭა, და სიხარულითა მრავლითა განვახუნეთ საუნჯენი გულთა და
გონებათა ჩუენთანი და მხიარულითა პირითა და განმარტებულითა ენითა ვაქებდეთ
კეთილად-მოღუაწებასა მისსა და ვიტყოდით:“

 რას ნიშნავს ახალი წმინდა მოწამე?

წმინდანი რომელიც ახლახანს ეწამა

 რას ნიშნავს: “მეოხედ ჩვენდა”?

შემწედ

 რას ნიშნავს: “განმარტებულითა ენითა”?

გულწრფელად.
15. “ოქროჲ და ვერცხლი შენი შენ თანავე იყავნ წარსაწყმედელად თავისა შენისა; მე პატივსა
კაცთაგან არა ვეძიებ, რამეთუ მაქუს მე ნიჭი ქრისტჱს-მიერი, გჳრგჳნი ცხოვრებისა და
უხრწნელებისაჲ და პატივი საუკუნოჲ ცათა შინა”.

 ვინ ამბობს ამ სიტყვებს და ვის ეუბნება?

აბო ამ სიტყვებს ეუბნება ამირას

16. "ხოლო მან ღამესა მას წმიდისა მის დღესასწაულისასა, ღამისთევასა მიიხუნა ორნი
სანთელნი დიდნი ჴელთა თჳსთა და დადგა იგი შორის საპყრობილესა და დაადგრა
მდგომარჱ ზედა ფერჴთა თჳსთა, ვიდრე განთიადამდე, ყოვლადვე დაუჯდომელად,
ვიდრემდე აღასრულნა ფსალმუნნი და სანთელნი დაიწუნეს ჴელთა შინა მისთა, რკინითა
შეჭედილთა ზედა ქედსა".

 რომელ ღამეზეა ტექსტში საუბარი?

ნათლისღების წინა ღამეზეა საუბარი

You might also like