Professional Documents
Culture Documents
ნაწილი II
„ წმინდა გარდამოცემა და წმინდა წერილი “
„წმინდა გადმოცემა“
ახალი აღთქმის წიგნების მიხედვით „წმინდა გადმოცემაში“ პროცესი კი არა, უწინარეს ყოვლისა,
თვითონ ის სწავლება იგულისხმება, რომელიც გადმოსაცემია:
„მაშ, მტკიცედ იდექით, ძმანო, და ხელთ გეპყრათ სწავლა, სიტყვით თუ წერილით რომ
გადმოგეცით“ (2 თეს. 2:15{{1}}[[1]]ძვ.ქართ: ,,ამიერითგან, ძმანო, მტკიცედ დეგით და
შეიკრძალეთ მოძღურებაჲ ესე, რომელიცა გისწავიეს გინა სიტყჳთა, გინა წიგნითა
ჩუენითა“.[[1]]);
„...გაქებთ, ძმანო, რომ ჩემი ყველაფერი გახსოვთ და, როგორც გადმოგეცით, ისე ინახავთ
გადმოცემას“ (1 კორ. 11:2{{2}}[[2]]ძვ.ქართ: ,,გაქებთ თქუენ, ძმანო, რამეთუ ჩემი ყოველივე
გაჴსოვს, და ვითარცა-იგი მიგეც თქუენ, მოძღურებაჲ იგი შეიკრძალეთ“.[[2]]).
ასეთივე აზრია ნაგულისხმევი ადრეული ეკლესიის წმინდა მამების და კერძოდ, წმინდა
მღვდელმოწამე პოლიკარპე სმირნელის (+156) სიტყვებში „დასაბამიდან გადმოცემული
სიტყვის შესახებ“ და წმინდა მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელის (+202) სიტყვებში, როდესაც
იგი ბრძანებდა: „გადმოცემა, რომელიც მომდინარეობს მოციქულებისგან და პრესვიტერების
მიმღეობის საშუალებით ინახება ეკლესიაში“ ან „მოციქულთა გადმოცემის“ და
„მოციქულთაგან ეკლესიური გადმოცემის“ შესახებ.
გადმოცემის მთავარი წყარო თავად ღმერთია. უფალი იესო ქრისტე სამღვდელმთავრო ლოცვაში
თავის მამას, ანუ მამა ღმერთს ასე მიმართავს:
„...შენგან მოცემული სიტყვები მათ მივეცი, ხოლო მათ მიიღეს და სცნეს ჭეშმარიტად“
(იოან. 17:8{{3}}[[3]]ძვ.ქართ: ,, სიტყუანი, რომელნი მომცენ მე, მივსცენ მათ, და მათ
მიიხუნეს და ცნეს ჭეშმარიტად“. [[3]]).
ტერტულიანე წერდა, სარწმუნოებრივი სწავლება „ეკლესიებმა მოციქულებისგან მიიღეს,
მოციქულებმა იესო ქრისტესგან და იესო ქრისტეთი ღმერთისგან“.
ამრიგად, გადმოცემა თავისი შინაარსით მთლიანად ემთხვევა იმ ქადაგებას, რომელსაც
მოციქულები ეწეოდნენ და, შესაბამისად, წარმოადგენს ღვთივგანცხადებულ სწავლებას, რომელიც
იესო ქრისტეში სრულად არის გამოვლენილი.
ესე იგი, იესო ქრისტეს თავის ღმერთად აღიარება მხოლოდ მას შეუძლია, ვის გულსაც უწინარესად
სულიწმიდა შეეხება. ამიტომ წმინდა ფილარეტ მოსკოველის სიტყვებით რომ ვთქვათ: „წმინდა
გადმოცემა - ეს არა მხოლოდ სწავლების, წესების, კრებების დადგენილებების, წეს-ჩვეულებების
ხილული და სიტყვიერი გადაცემა, არამედ უხილავი და მომქმედი მადლის მიღება და მადლით
კურთხევაა“.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წმინდა გადმოცემის
განუყოფელ მთლიანობაში გადმოსაცემი მასალის სამი დონე გამოირჩევა:
ა) გამოცხადებით მოცემული სწავლებისა და იმ ისტორიული ძეგლების გადმოცემა, რომელიც ამ
სწავლებას მოიცავს;
ბ) გამოცხადების შედეგად მიღებული სწავლების შესაბამისი სულიერი გამოცდილების პირადი
მაგალითის სახით გადაცემა;
გ) ღვთივკურთხეული მადლის უწინარეს ყოვლისა განხორციელებული საეკლესიო
საიდუმლოებების საშუალებით გადაცემა.
და ბოლოს: „წმინდა გადმოცემა - ეს არა მხოლოდ უამრავი წერილობითი დოკუმენტის კრებულია,
არამედ, ის არის სულიწმინდით შთაგონებული და ხილული პირადი ცხოვრებისა და ეკლესიური
გამოცდილების ერთობლიობა“.
სახელწოდება წმინდა ან საღვთო წერილი თავად წმინდა წერილიდან არის აღებული. მოციქული
პავლე თავისი მოწაფის, ტიმოთეს მიმართ წერდა: „აკი სიყრმითგანვე იცნობ საღვთო
წერილსაც“ (2 ტიმ. 3:15{{9}}[[9]],,და რამეთუ სიყრმითგან საღმრთონი წიგნნი იცნი,
რომელნი შემძლებელ არიან განბრძნობად შენდა ცხორებისათჳს სარწმუნოებითა ქრისტე
იესუჲსითა“.[[9]]).
ვრცელი „კატეხიზისის“ მიხედვით, წმინდა წერილად იწოდება „წიგნები, რომლებიც სულიწმიდის
მადლით წინასწარმეტყველებად და მოციქულებად წოდებული ღვთივკურთხეული ადამიანების
მიერ დაიწერა. როგორც წესი,
ამ წიგნების კრებულს ბიბლიას უწოდებენ“.
ასეთი სახელწოდების შესახებ ცნობილია, რომ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ქ. ბეირუთიდან
დაახლოებით 20 კმ-ზე, არის ამჯერად არაბული, ხოლო წარსულში ფინიკიური ქალაქი ჟიბოლი.
წმინდა წერილში ეს ქალაქი გებალად მოიხსენიება (ეზეკ. 27:9{{10}}[[10]],,გებალის უხუცესები
და მისი ბრძენი ხალხი იყვნენ შენში გარღვეულის შესაკეთებლად; ყოველნაირი ხომალდი
მეზღვაურებითურთ იყო შენში საქონლის გაცვლა-გამოცვლისთვის“.[[10]]). ბერძნები ამ
საპორტო ქალაქს „ბიბლოსს“ უწოდებდნენ, ვინაიდან ამ პორტის გავლით საბერძნეთში საწერი
მასალა შემოჰქონდათ. მოგვიანებით სიტყვა „ბიბლოსმა“ ბერძნებისათვის წიგნის მნიშვნელობა
შეიძინა. ამრიგად, სიტყვა „ბიბლია“ თავისი შინაარსით წიგნებს ნიშნავს.
წმინდა წერილის შესწავლის დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ წმინდა წერილს აქვს ორი -
ღვთაებრივი და ადამიანური მხარე. ღვთაებრივი მხარე გულისხმობს, რომ წმინდა წერილი თავის
თავში ღვთივგამოცხადებულ ჭეშმარიტებას მოიცავს. ადამიანური მხარე კი გულისხმობს, რომ ეს
არის მარადიული, უცვლელი ჭეშმარიტება, რომელიც გარკვეულ ეპოქაში ადამიანურ ენაზეა
განცხადებული და მიეკუთვნება გარკვეულ კულტურას. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ბიბლიურ
წიგნებში მისი ავტორის ეპოქის დამახასიათებელი კოსმოლოგიური, საბუნებისმეტყველო და
ისტორიული თავისებურებებია ასახული. როდესაც ვამბობთ, რომ წმინდა წერილი მოიცავს
ღვთივგანცხადებულ ჭეშმარიტებას, ნათლად უნდა გვესმოდეს, რომ ეს მხოლოდ სარწმუნოებრივ
და ზნეობრივ ჭეშმარიტებებს ეხება, შესაბამისად სულაც არ არის აუცილებელი რომ ბიბლია ასევე
ჭეშმარიტი იყოს ისტორიული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების თვალსაზრისით.
ძველი აღთქმა არის „ღმერთისა და ადამიანის ძველი კავშირი“, რომლის არსიც „იმაში
მდგომარეობს, რომ ღმერთმა ადამიანებს ღვთაებრივი მხსნელის მოვლინება აღუთქვა და
მესიასთან (ღვთაებრივ გამომხსნელთან) შესახვედრად იგი მათ თანმიმდევრული გამოცხადების,
წინასწარმეტყველებებისა და სულ უფრო სრულყოფილი გარდაქმნების საშუალებით ამზადებდა“.
ძველი აღთქმის წიგნების ღვთივსულიერებას მოციქული პავლე ადასტურებს, ის წერს:
„მთელი წერილი ღვთივსულიერია და სარგო-სასწავლად, სამხილებლად,
გამოსასწორებლად და სიმართლის შესაგონებლად“ (2 ტიმ. 1:16),
ხოლო მოციქული პეტრე ბრძანებს, რომ
„უწინარეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ წერილის არც ერთი წინასწარ¬მეტყველება
თავისით არ განიმარტება. რადგანაც წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ
წარმოთქმულა, არამედ სულიწმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღვთის წმიდა
კაცნი“ (2 პეტ. 1:20-21{{13}}[[13]]ძვ.ქართ: „ესემცა პირველად უწყით, რამეთუ ყოველი
წინაწარმეტყუელებაჲ წიგნისაჲ თჳსისა თავისა სათარგმანებელ არა იქმნების“.[[13]]).
თავად სახელწოდება „ძველი აღთქმა“ წმინდა მოციქული პავლეს მიერ არის შემოღებული:
„ხოლო „ახალიო“ რომ თქვა, ამით პირველის სიძველე გვიჩვენა“ (ებრ.
8:13{{14}}[[14]]ძვ.ქართ: ,,რაჟამს-იგი თქუას: „ახალიო“, დააძუელა პირველი იგი; ხოლო
დაძუელებადი იგი და დაბერებადი მახლობელ არს განრყუნისა“.[[14]]). რაც შეეხება „ძველი
აღთქმის“ წიგნების კანონს, ის „ქრისტიანულმა ეკლესიამ ... ძველი აღთქმის ებრაული
ეკლესიიდან გადმოიღო“.
მიუხედავად იმისა, რომ ძველი აღთქმის წიგნები საბოლოოდ 364 წელს ლაოდიკიისა და 397 წელს
კართაგენის კრებაზე იქნა დამტკიცებული, უძველესი დროიდან მოყოლებული ეკლესია ძველი
აღთქმის იმ კანონებით ხელმძღვანელობდა, რომელთაც ახლაც იყენებს. ასე მაგალითად, წმინდა
მელიტონ სარდელის მიერ ანესიმეს მიმართ მიწერილ წერილში, რომელიც დაახლოებით 170
წლით თარიღდება, მოყვანილია ძველი აღთქმის წიგნების სია, რომელიც სრულად ეთანხმება IV
საუკუნეში დამტკიცებულ სიას.
ძველი აღთქმის წიგნები შეიძლება შემდეგი სახის, ოთხ ჯგუფად დავყოთ:
ა) „კანონმდებლობითი წიგნები, რომლებიც ძველი აღთქმის უმთავრეს საფუძველს
წარმოადგენენ“.
ეს წიგნებია: დაბადება, გამოსვლა, ლევიანები, რიცხვნი და მეორე სჯული.
„ამ წიგნებს იესო ქრისტე მოსეს სჯულს უწოდებს“ (ლუკ. 24:44).
ბ) ისტორიული შინაარსის, „რომლებშიც ძირითადად ღვთისმოსაობის ისტორიაა გადმოცემული“,
ეს წიგნებია: ისუ ნავეს ძის წიგნი, მსაჯულთა წიგნი, რუთის წიგნი, მეფეთა წიგნები, ნეშტთა
წიგნები, ეზრას წიგნი, ნეემიას წიგნი და ესთერის წიგნი.
გ) დამრიგებლურ-აღმზრდელობითი შინაარსის წიგნები, „რომლებიც მოიცავენ სწავლებას
ღვთისმოსაობის შესახებ“: იობის წიგნი, ფსალმუნები, სოლომონის იგავები, ეკლესიასტეს წიგნი,
ქებათა ქება.
დ) წინასწარმეტყველთა წიგნები: „რომლებშიც შესულია წინასწარმეტყველებები ან
მომავლისმჭვრეტელობითი ხასიათის წიგნები და ისინი ძირითადად იესო ქრისტეს შეეხება“,
ესენია: დიდი წინასწარმეტყველების ესაიას წიგნი, იერემიას წიგნები, ეზეკიელის წიგნი, დანიელის
წიგნი და თორმეტი მცირე წინასწარმეტყველის - ოსიას, იოელის, ამოსის, აბდიას, იონას, მიქას,
ნაუმის, აბაკუმის, სოფონიას, ანგიას, ზაქარიასა და მალაქიას წიგნები.
ახალი აღთქმა „ღმერთის ახალი კავშირია ადამიანთან“, რომლის არსიც ის არის, რომ
„ღმერთმა ადამიანებს მართლაც მოუვლინა ღვთაებრივი გამომხსნელი, თავისი ერთარსი ძე - იესო
ქრისტე“.
თავად სახელწოდება „ახალი აღთქმა“, პირველად იერემია წინასწარმეტყველთან გამოჩნდა:
„აჰა, დღენი მოვლენ, - იტყვის უფალი, - და აღუთქუა სახლსა ისრაელისასა და სახლსა
იუდაისასა აღთქმაი ახალი“ (იერ. 31:31{{14}}[[14]]ძვ.ქართ: ,,აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს
უფალი, - და აღუთქუა სახლსა ისრაჱლისასა და სახლსა იუდაჲსასა აღთქმაჲ ახალი. არა
აღთქმისაებრ, რომელი აღუთქუ მამათა მათთა დღესა შინა, პყრობისა ჩემგან ჴელისა
მათისასა, გამოყვანებისათჳს მათისა ქუეყანით ეგჳპტით; რამეთუ იგინი არა დაადგრეს
აღთქმისა შორის ჩემისა, და მე უდებ ვყვენ იგინი, - თქუა უფალმან“.
ახ.ქართ: ,,არა ისეთ აღთქმას, რომელიც დავუდევი მათ მამა-პაპას, როცა ხელჩაკიდებული
გამომყავდა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან. დაარღვივს ის ჩემი აღთქმა, თუმცა მე მათი
პატრონი ვიყავი, ამბობს უფალი“.[[14]]), ანუ ახალი კავშირი, რომელიც განსხვავებული იქნება
იმ აღთქმისაგან, რაც მოსესთან დაიდო. ეს წინასწარმეტყველება აღსრულდა საიდუმლო სერობის
დროს, როდესაც უფალმა იესო ქრისტემ ადამიანებთან ახალ კავშირს, მისი სისხლით დადებული
„ახალი აღთქმა“ უწოდა (მათ. 26:28{{15}}[[15]] „ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ,
მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა“.[[15]]). „ახალი აღთქმის შუამდგომელი“
(ებრ. 9:15), ასე იხსენიებს მოციქული პავლე იესო ქრისტეს.
ნათელია, რომ წმინდა გადმოცემა, წმინდა წერილზე ძველია. ვრცელ კატეხიზისში ვკითხულობთ:
„ზეპირი გადმოცემა ღვთაებრივი გამოცხადების გავრცელების უძველესი საშუალება იყო...
ადამიდან მოსემდე წმინდა წიგნები არ იწერებოდა. თავად ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ თავისი
ღვთაებრივი სწავლება მოწაფეებს ცოცხალი მაგალითებისა და ზეპირი სიტყვის საშუალებით
გადასცა. ასევე ზეპირი სიტყვით და არა წიგნებით ავრცელებდნენ რწმენას და ამკვიდრებდნენ
ეკლესიას მოციქულები“.
ახალი აღთქმის კანონის ფორმირების პროცესში წმინდა გადმოცემა ამა თუ იმ წიგნის შინაარსის
ნამდვილობის ავტორიზებული დამოწმების საშუალებას წარმოადგენდა. ამ პრინციპით, მრავალი
წიგნიდან, რომელიც კანონის ნაწილად მოიაზრებოდა, ეკლესიამ ღვთივსულიერად მხოლოდ
მცირეოდენი მიიჩნია, ხოლო სხვები, როგორც შეთხზულები, უარყო. კრიტერიუმს, რომლის
საფუძველზეც შერჩევის პროცესი მიმდინარეობდა, წმინდა გადმოცემა წარმოადგენდა. „ღმერთის
შესახებ ცოდნის პირველწყარო არც ქრისტოლოგიურია... და არც ლოგიკური (რადგან წმინდა
წერილის კანონს სულიწმიდით მომქმედი ეკლესია ადგენს და ამტკიცებს). სინამდვილის ასეთ
ფონზე აშკარად ვლინდება პროტესტანტებისა და სექტანტების პოზიციების უსაფუძვლობა,
რომლებიც ვერ ეგუებიან ეკლესიის ავტორიტეტს, მის გადმოცემას და ცდილობენ, საკუთარი
პოზიციები მხოლოდ წმინდა წერილზე ააგონ. წმინდა წერილი არ არის ღვთისშემეცნების
ერთადერთი და თვითკმარი წყარო“,
„მე ქედს ვუხრი წმინდა წერილის სრულყოფილებას“, - წერდა ტერტულიანე, ხოლო წმინდა
ათანასე დიდი მიიჩნევდა, რომ წმინდა წერილი „თავისთავად საკმარისია ჭეშმარიტების
გამოსარჩევად“. მეორე მხრივ, თუ წმინდა წერილი ისეთი სრულყოფილია, რომ მხოლოდ იგია
საკმარისი ჭეშმარიტების გამოსაკვლევად, განა ლოგიკური არ იქნებოდა, რომ წმინდა წერილის
სასარგებლოდ, წმინდა გადმოცემის ავტორიტეტზე უარი გვეთქვა? სწორედ ასე მოიქცნენ XVI
საუკუნეში პროტესტანტები. მაგრამ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავად წმინდა წერილში ამ
მოსაზრების ვერანაირ მტკიცებულებას ვერ მოვიკვლევთ და, პირიქით, ეს უკანასკნელი
ერთმნიშვნელოვნად მოგვიწოდებს: „როგორც გადმოგეცით, ისე ინახავთ გადმოცემას“ (1 კორ.
11:2) ან „მაშ, მტკიცედ იდექით, ძმანო, და ხელთ გეპყრათ სწავლა, სიტყვით თუ წერილით
რომ გადმოგეცით“ (2 თეს. 2:15{{21}}[[21]] ძვ.ქართ: ,,ამიერითგან, ძმანო, მტკიცედ დეგით და
შეიკრძალეთ მოძღურებაჲ ესე, რომელიცა გისწავიეს გინა სიტყჳთა, გინა წიგნითა ჩუენითა“.[[21]]),
ან კიდევ: „ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი, რაც მოგენდო, ერიდე უკეთურ ფუჭსიტყვაობას და
ცრუმეცნიერების უკუღმართობას“ (1 ტიმ. 6:20{{22}}[[22]] ძვ.ქართ: ,,ჵ ტიმოთე, ვედრი იგი
დაიმარხე და განეშორე ბილწთა მათგან ცუდთა ჴმათა და სიტყჳს-გებათა მათგან
ტყუვილით სახელის მეცნიერებისასა“.[[22]]).
წმინდა გადმოცემას, მოციქულთა ქადაგების დასაწყისში, ზეპირი სიტყვის სახე ჰქონდა და წმინდა
წერილიც სწორედ ამ ქადაგებების საფუძველზე შეიქმნა. აქვე უნდა ითქვას, რომ წმინდა წერილი
არასოდეს ყოფილა ერთადერთი ფორმა, რომელშიც ღვთივგანცხადებული წმინდა გადმოცემა
განხორციელდა, მის გაჩენას წინ უძღოდა და შემდეგ მასთან ერთად მინიმუმ ორი სხვა ფორმა
მოქმედებდა, ესენია: რწმენის წესები (რეგულა ფიდეი) და ეკლესიურ ღვთისმსახურებასთან და
ლიტურგიულ პრაქტიკასთან დაკავშირებული ლიტურგიული გადმოცემა. მოგვიანებით სხვა ისეთი
ფორმებიც გაჩნდა, რომლებშიც წმინდა გადმოცემა სრულიად ბუნებრივად განთავსდა. მათ შორის
ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა წმინდა მამებისა და ეკლესიის მასწავლებლების ქმნილებებს
ენიჭება.
ტერტულიანე ამტკიცებდა, რომ „იესო ქრისტემ რწმენის ზუსტი და უცვლელი წესები ყველა
ხალხისათვის იქადაგა და ამიტომ ეს წესები ყველამ უნდა გაითავისოს“.
უძველეს ეკლესიებში მოციქულთა მიერ ნათლისღებასთან დაკავშირებული აღმსარებლობის
გარკვეული ფორმულირებების შინაარსში არსებული უმნიშვნელო განსხვავებების მიუხედავად,
ასახული იყო თავად იესო ქრისტესგან მომდინარე ერთიანი სამოციქულო რწმენა. უდავოა, რომ
ნიკეა-კონსტანტინოპოლის რწმენის სიმბოლოსაც, რომელიც I და II მსოფლიო კრებებზე
ჩამოყალიბდა, საფუძვლად სწორედ ეს წესები დაედო. ისტორიულად, ეკლესიის საჭიროებიდან
გამომდინარე, ქცევის წესები თანდათანობით ვითარდებოდა და ივსებოდა. მას მუდმივად
ემატებოდა მსოფლიო კრებებზე სარწმუნოებრივი საკითხების დამაზუსტებელი ახალი წესები.
ამდენად, რწმენის წესებში შემავალი დოგმატური შინაარსის ყველა განსაზღვრება ერთმანეთთან
განუყოფლად არის დაკავშირებული და ისინი ერთიან ღვთივგანცხადებულ ჭეშმარიტებას
შეადგენენ.
ასევე საერთო შინაარსი აქვთ რწმენის წესებსა და წმინდა წერილს, ისინი ერთმანეთისგან
მხოლოდ ფორმით განსხვავდებიან. თუ წმინდა წერილი ღვთივგანცხადებულ ჭეშმარიტებას,
გამოხსნის საიდუმლო განგებულების ისტორიად წარმოგვიდგენს, რწმენის წესებში
„ჭეშმარიტების რწმენა“, ანუ „ძველ და ახალ აღთქმაში აღწერილი ღვთივმოსაობა, მოკლე და
ლაკონური ფრაზებით არის მოწოდებული“.
ამრიგად, არ უნდა ვიფიქროთ, რომ წმინდა წერილი, რწმენის წესები და ლიტურგიული გადმოცემა
წმინდა გადმოცემის ურთიერთშემავსებელი ნაწილებია, ესენი ერთიანი გადმოცემის
ურთიერთშესატყვისი შინაარსის მქონე, ერთმანეთთან განუყრელად დაკავშირებული ფორმებია.
შეიძლება ითქვას, რომ წმინდა წერილი ღვთივგანცხადებულ ჭეშმარიტებას გვახარებს, რწმენის
წესები თავისი დოქტრინული ფორმით გვმოძღვრავს, ხოლო ღვთისადმი ლოცვა და ღვთის დიდება
ეკლესიაში ლიტურგიული ცხოვრების პროცესში მიმდინარეობს.
ყველა ფორმასთან შედარებით, რომელშიც გადმოცემის ხორცშესხმა ხდება, ჩვენთვის
უმნიშვნელოვანესი წმინდა წერილია. არქიმანდრიტი სოფრონი წმინდა წერილის უპირატესობის
ორ მიზეზს ასახელებს:
„ეს ფორმა, როგორც შენახვის, ისე გადმოცემის თვალსაზრისით, ყველაზე მოხერხებულია“...
წმინდა ფილარეტ მოსკოველის სიტყვებით: „ყველაზე უცვალებელი და ღვთის სულის
გამორჩეულად შემნახველი, გადმოცემის მყარი სახე - ღვთივსულიერი წმინდა წერილია“.
წმინდა წერილი „სარწმუნოებრივი სწავლების ერთადერთი ფორმაა, რომლის შესახებაც სრული
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომ ჭეშმარიტების სისრულესთან ის
არანაირად არ სცოდავს. ყველაფერზე უფრო სრულად და სწორად მასშია გამოხატული ღვთის
მიერ განხორციელებული ადამიანის გამომხსნელი ქმედება“.
„ვრცელი კატეხიზისის“ მიხედვით, წმინდა წერილი იმისთვის მოგვეცა, რათა „ღვთაებრივი
გამოცხადება სრულად და უცვლელად შენახულიყო“.
ამიტომ „მას შემდეგ, რაც ქრისტიანული სწავლება წმინდა წიგნებში განთავსდა, იმისათვის, რათა
ამ ღვთივსულიერ სწავლებაში არსებული საგნებისა და ნაწილების არა მხოლოდ შინაარსი, არამედ
სიტყვები და გამოთქმებიც სწორად და უცვალებლად შენახულიყო, წმინდა ეკლესიამ გარკვეული
ტრადიცია და წესი გამოიმუშავა და ეს წესი საშუალებას იძლევა, ყოველივე სწორედ ამ წმინდა
წყაროდან იქნეს აღებული“.
გარდა ამისა, წმინდა წერილის საშუალებით მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების სისწორის
„შემოწმება მუდმივად მიმდინარეობს“.
3.6. „მაშინ, როდესაც ჩვენ გაგვაჩნია წმინდა წერილი, რატომ უნდა მივსდიოთ წმინდა
გადმოცემას?“
დაწერილია: მაშინაც კი, როდესაც ჩვენ წმინდა წერილი გაგვაჩნია, სამი მიზეზის გამო უნდა
„შევიკრძალოთ აღსარებაი“.
ა) წმინდა გადმოცემა ისეთ მასალასაც მოიცავს, რაც შეუძლებელია ჩაიწერო, ესენია: სულიერი
გამოცდილება, რომელიც პირადი მაგალითით გადაიცემა და მადლმოსილებით აღვსილი
კურთხევა, რაც საიდუმლოთა მიმდინარეობის პროცესში ხორციელდება.
ბ) „წმინდა წერილის სწორად გასააზრებლად“: სადავო არ არის, წმინდა წერილი თავის თავში
სრულად მოიცავს ყველა ელემენტს, რაც აუცილებელია ღვთივგანცხადებულ ჭეშმარიტებისა და
ჭეშმარიტი რწმენის შესანარჩუნებლად. თუმცა იმისათვის, რომ წმინდა წერილში თავმოყრილი
საგანძურის გამოყენება შევძლოთ, მხოლოდ დაზუსტებული ტექსტი საკმარისი არ არის, წმინდა
წერილი სწორად უნდა გვესმოდეს, ამიტომ საჭიროა მისი შესაბამისი განმარტება ხელმისაწვდომი
იყოს.
წმინდა წერილის სიღრმეების შესაცნობად მხოლოდ ადამიანური გონი საკმარისი არ არის, ამის
ნათელი დასტური პროტესტანტიზმის ისტორიაა. მათ უარყვეს წმინდა გადმოცემის ავტორიტეტი და
მრავალრიცხოვანი პროტესტანტული დენომინაციები ერთი და იგივე წმინდა წერილის ტექსტის
სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის გამო სხვადასხვა დასკვნებამდე მივიდნენ და ერთმანეთს
დაუპირისპირდნენ.
წმინდა გადმოცემის ფორმები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. რწმენის წესები წმინდა
წერილთან მიმართებაში სახელმძღვანელოს, განმარტებისათვის აუცილებელ გასაღებს
წარმოადგენს (ტრადიტიო ინტეპერატა). ლიტურგიულ ცხოვრებაში, ღვთაებრივი მადლი
საიდუმლოებების განხორციელებების პროცესში გადაიცემა და როგორც დაწერილია: მაშინ
იხსნება გონება, რათა შეცნობილ იქნეს წერილი (ლუკ. 24:45{{25}}[[25]] ,,მაშინ განუხუნა
გონებანი მათნი გულისჴმის-ყოფად წიგნთა“.[[25]]). წმინდა მამების ქმნილებების სახით ჩვენ
გაგვაჩნია ბიბლიის ტექსტების განმარტების უწყვეტი ტრადიცია.
ამიტომ: როდესაც „გონს წმინდა წერილის შემეცნებისკენ მივაპყრობთ“, უნდა გვახსოვდეს,
რომ „წმინდა წერილი ერთიანი წმინდა გადმოცემიდან არის აღებული და მისი ნამდვილი
შინაარსის გაგება, თუ არა წმინდა გადმოცემის დახმარებით, არანაირი მეცნიერული
გამოკვლევებით არ იქნება შესაძლებელი“.
წმინდა ბასილი დიდი წერდა:
„თუ გავბედავთ და უარს ვიტყვით, თითქოსდა არც თუ მნიშვნელოვან დაწერილ ტრადიციებზე,
უმთავრესად უეჭველად სახარება დაზარალდება, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოციქულთა
ქადაგებიდან მხოლოდ სახელწოდება შემოგვრჩება“.
გ) „იმისათვის, რომ სწორად აღვასრულოთ საიდუმლოებები, იმ წმინდა სახით უნდა
შევინარჩუნოთ წმინდა წესები, როგორც ისინი დასაწყისში მოგვეცა“.
საეკლესიო საიდუმლოებები და წმინდა მღვდელმოქმედებები ფორმისა და შინაარსის
ერთობლიობას წარმოადგენენ. საიდუმლოებების განხორციელებების დროს, რაც ხილულ
ფორმაში ან წესში მიმდინარეობს, მორწმუნე მადლმოსილ ძღვენს იღებს და ეს პროცესი ამ
საიდუმლოს შინაგანი უხილავი მხარეა. მიუხედავად ამისა, წესი არ უნდა იქნეს აბსოლუტიზებული.
უნდა გვახსოვდეს, რომ წესი დოგმატი არ არის. წესი შეიძლება იცვლებოდეს. მაგრამ წესის ფორმა
თავისთავად საიდუმლოა და იგი შინაარსთან პირდაპირ არის დაკავშირებული. ამიტომ წესის
შეცვლასაც თავისი გარკვეული საზღვრები გააჩნია: ერთი და იგივე საიდუმლო შეიძლება
სხვადასხვა წესით შესრულდეს, მაგრამ არ შეიძლება მას ნებისმიერი სახე მიეცეს. წესს ორმაგი
მნიშვნელობა აქვს:
- წესის საშუალებით მორწმუნე ღვთაებრივი მადლის მოზიარე ხდება;
- საიდუმლოს განხორციელების პროცესში ღვთაებრივი მადლის მიღებისა და გათავისებისათვის
წესმა მორწმუნის სამშვინველი, ანუ პიროვნული სული უნდა შეამზადოს.
თუ წესში განხორციელებული ცვლილება დასაშვებ ნორმებს გასცილდა, საწესო ფორმასა და მის
დანიშნულებას შორის კავშირი გაწყდება და საიდუმლოს დარღვევა დაიწყება. ამ მდგომარეობაში
წესი ვეღარ შეასრულებს თავის დანიშნულებას და პირიქით, საიდუმლოს აღსრულებისა და,
შესაბამისად, ადამიანის მიერ მადლის მიღებისა და გათავისების პროცესის ხელისშემშლელი
გახდება. წესის შემდგომი დეფორმაცია საიდუმლოს და მის ქმედითუნარიანობას საბოლოოდ
ანგრევს. მაგალითად, თუ ნათლობის საიდუმლოს განხორციელების დროს არ განხორციელდა
წყალში სამჯერადი შთაფლვა, აზრს დაკარგავს მომდევნო სიტყვები („ინათლება მონა ღვთისა
(სახელი). სახელითა მამისათა. ამინ. და ძისათა. ამინ. და სულისა წმინდისათა. ამინ“)
შესაბამისად, საიდუმლო ვერ აღესრულება.
რა თქმა უნდა, სწავლების სიწმინდის შენახვა ეკლესიის გარეთაც არის შესაძლებელი, მეტიც,
შეიძლება შეეცადო, მთელი შენი ცხოვრება სწავლებას შეუსაბამო, მაგრამ ეკლესიის მიღმა არც
მადლის მიღება და არც კურთხევაა შესაძლებელი, ამის გარეშე კი სწავლების სწორად გაგებაც და
სულიერი ცხოვრების ნამდვილი გამოცდილების მიღება ადამიანისთვის შეუძლებელია, „რამეთუ
წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული აცხოვნებს“ (2 კორ. 3:6). ამიტომ, ერთმნიშვნელოვნად
შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ეკლესიას გააჩნია ის საშუალებები, ანუ საიდუმლოებები,
რომლითაც მადლი გადაიცემა.
„ეკლესია არა მხოლოდ ადგილია, სადაც ღვთაებრივი სახარება და სამოციქულო რწმუნებულება
ინახება; ეს არის ადგილი, სადაც თავად ქრისტე განაგრძნობს თავის გამომხსნელ მოქმედებას,
ხოლო ნუგეშინისმცემელი, სული ჭეშმარიტებისა, „რომელი მოავლინოს სახელითა ჩემითა
მამამან, მან გასწაოს თქუენ ყოველი და მოგახსენოს თქუენ ყოველი, რაოდენი გარქუ
თქუენ“, - ბრძანებს უფალი (იოან. 14:26).
ვ. ლოსკი წმინდა გადმოცემას „ჭეშმარიტების აღქმის ერთადერთ საშუალებას უწოდებს“,
რადგან გადმოცემაა სულიწმიდას ცხოვრება ეკლესიაში, ეს ცხოვრება ყოველ მორწმუნეს
ჭეშმარიტების მისსავ ნათელში შესმენის, მიღების და შეცნობის საშუალებას ანიჭებს, ამგვარი
შეცნობა ადამიანის მიერ ჩვეულებრივად, გონით შესმენას არ წარმოადგენს“.
ამიტომ ბრძანებს პავლე მოციქული: „არს ეკლესიაი ღმრთისა ცხოველისაი, სუეტი და
სიმტკიცე ჭეშმარიტებისაი“ (1 ტიმ. 3:15).
ეკლესია, როგორც წმინდა გადმოცემის სანდო დამცველი, ბუნებრივია, წმინდა წერილის სწორად
განმარტების ერთადერთი საიმედო შემნახველიც არის. „აღმოსავლეთის პატრიარქთა
ცირკულარში“ ნათქვამია: „წმინდა წერილი ღვთივშთაგონებული წიგნია; ამიტომ ჩვენ ის
შეუსიტყვებლად უნდა მივიღოთ, და არა როგორღაც ჩვენებურად, არამედ ზუსტად იმგვარად,
როგორც განგვიმარტა და გადმოგვცა კათოლიკე ეკლესიამ. „მსოფლიო ეკლესიას“ არც შეცოდება,
არც მოტყუება და არც ის შეუძლია, რომ თვითონ მოტყუვდეს, ის, ღვთაებრივი წერილის მსგავსად,
უცდომელი და მარად მართალია“.
სულიწმიდა „ყოველთვის საიმედოდ მოღვაწე მამებისა და ეკლესიის მასწავლებლების
საშუალებით მოქმედებს, ამიტომ ეკლესია დაცულია ყოველგვარი ცდომილებისაგან“.
„რადგან მიზეზი ერთისა და მეორისა სულიწმიდაა, ჩვენ გვწამს, რომ კათოლიკე ეკლესიას
ღვთაებრივ წერილზე ნაკლები ძალა არ გააჩნია, ამიტომ სულერთია, წერილი იქნება შენი
განსწავლის წყარო თუ მსოფლიო ეკლესია... “
ეკლესიას თავისი სწავლება თავისთავად გააჩნია და ის უშუალოდ წმინდა წერილიდან არ
მომდინარეობს, ამიტომ ჭეშმარიტებას ეკლესიური კაცი ეკლესიაში ეზიარება. ეკლესია თავად არის
წყარო. თუ რაიმე დოგმატის განხილვის პროცესში ეკლესია ბიბლიის ამა თუ იმ ფრაგმენტს
იყენებს, ეს არა დოგმატის დასადგენად, არამედ დოგმატის განმარტებისათვის, მისი
ნამდვილობისა და შეურევნელობის მტკიცებულებად ხდება.