You are on page 1of 15

axali aRTqmis wignTa kanonizaciis istoria

სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი ბიბლიის წმინდა წიგნებისა, რომელიც


თავისში შეაპირობებს განსხვავებულ ხარისხს მათი ავტორიტეტულობისა, გახლავთ
ერთი ნაწილის კანონიკური თვისება და მეორე ნაწილის არაკანონიკური. ჩვენ უკვე
ვახსენეთ, რომ წმინდა წერილის წიგნები სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ავტორის
მიერ სულიწმინდის შთაგონებით იწერებოდა. აი, ამ „ღვთივსულიერ“ წიგნთა
გვერდით გამოჩნდა არაჭეშმარიტი, არა „ღვთივსულიერი“ წიგნებიც, რომელთა
ავტორებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ როგორმე თავიანთი ნაშრომებისთვის
„ღვთივსულიერ წიგნთა“ ავტორიტეტი მოეპოვებინათ. განსაკუთრებით მრავალი
ასეთი ნაშრომი ქრისტიანობის პირველივე საუკუნეში გამოჩნდა ებიონიტებისა და
გნოსტიკოსების წიაღში, მაგალითად: „იაკობის პირველსახარება“, „თომას სახარება“,
„პეტრე მოციქულის გამოცხადება“, „პავლე მოციქულის გამოცხადება“ და სხვ. აქედან
გამომდინარე, რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო ავტორიტეტული ხმა, რომელიც
ნათლად განსაზღვრავდა, ამ წიგნთაგან რომელი იყო ჭეშმარიტად ნამდვილი და
„ღვთივსულიერი“, რომელი სამოძღვრებელი და სასარგებლო, და რომელი საზიანო და
ყალბი. ამგვარი მითითებები მორწმუნეებისათვის მიცემული იყო თავად ქრისტეს
ეკლესიის მიერ „კანონის“ შესახებ თავისი სწავლებით1.

1
საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ჭეშმარიტად ღვთივსულიერი და უცდომელი ხმა აქვს წმინდა
კათოლიკე ეკლესიას, რომელსაც ეს ხელმწიფება თავად იესო ქრისტეს მიერ მიენიჭა. ნებისმიერი
საკითხი, რომელიც საეკლესიო ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანია, საეკლესიო ერთობის მიერ
განიმარტება და იბეჭდება. ამიტომაც აქვს მინიჭებული ერთიან ეკლესიას უცდომელობის სტატუსი;
ხაზს ვუსვამთ, „ერთიანს“ (ანუ „კათოლიკეს“) და არა ცალკე დანაწევრებულად რომელიმე საკრებულოს.
ამიტომაც იყო, რომ ქრისტიანულმა ეკლესიამ, როდესაც IV საუკუნის დასაწყისში განთავისუფლდა
მაშტაბური, იმპერიული დევნისაგან, აუცილებლად მიიჩნია საეკლესიო კრებების დამკვიდრება,
რადგან საღვთო სიტყვა, რომელიც წმინდა წერილში იყო დავანებული და რომელიც ზეპირად
გადმოეცემოდა საეკლესიო თაობას, განმარტებულიყო და უცდომელად წარმოჩენილიყო ხალხისათვის
და საეკლესიო საზოგადოება დაეცვათ გარეშე მინარევებისაგან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნებისმიერი
საკითხის უცდომელობის განმსაზღვრელი მხოლოდ და მხოლოდ საეკლესიო კრებსითობაა.
აქვე ვიტყვით, რომ ყოველივე ზემოთ ნათქვამი ეხებოდა დოგმატურ და მნიშვნელოვან
ზნეოვრივ საკითხებს, რომელთა არამართებულად წარმოჩენაც გამოიწვევს გაუკუღმართებას. ასე
მაგალითად: დიდი სჯულის კანონი, რომელშიც შესულია 7 მსოფიო საეკლესიო კრება, 9 ადგილობრივი
საეკლესიო კრება, მოციქულთა კანონები და წმინდა მამათა კანონები, გახლავთ ერთიანი საეკლესიო
ხმა, რომლის უცდომელობაც განსაზღვრულია სწორედ საეკლესიო კრებსითობით. ხსენებული
საეკლესიო კრებებისა და კანონების შესახებ რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერაში ვკითხულობთ: „ესე
არიან შეკრებანი წმიდათა და საეკლესიოთა კანონთანი დაბეჭდულნი და დამარხულნი თჳნიერ
ყოვლისა შემატებისა და მოკლებისა და ამათი მეცნიერებაჲ და შედგომაჲ და მტკიცედ პყრობაჲ უჴმს
ყოველთა წინამძღუართა ქრისტეანობითისა მადიდებლობისათა მღდელთმთავართა და მღდელთა და
დიაკონთა და ჩუენ შორის მოძღურად სახელდებულთა მათცა მონაზონთა და ერთბამად ყოველსა
სავსებასა მართლმადიდებელთა ეკლესიისასა“ (დიდი სჯულისკანონი, გამოსაცემად მოამზადეს ე.
გაბიძაშვილმა, ე. გიუნაშვილმა, მ. დოლაქიძემ, გ. ნინუამ, რედ. ე. გაბიძაშვილი, „მეცნიერება“, თბ., 1975,
გვ. 547). რაც შეეხება, კონკრეტულ საკითხებს, რომლებიც არ ვნებს ჭეშმარიტ საეკლესიო მოძღვრებას,

1
ვიდრე უშუალოდ კანონის ისტორიას შევეხებოდეთ, თავდაპირველად უნდა
დავსვათ ასეთი საკითხი: საინტერესოა, რას უწოდებდა ადრეული ეკლესია თავის
წერილებს? ახალი აღთქმის წიგნებში ხშირად ვხვდებით ასეთ გამონათქვამებს:
„რადგან ასე წერია“ (ძვ. ქართ.: „რამეთუ წერილ არს ესრეთ“), „წერილი ამბობს“ (ძვ.
ქართ.: „წერილი იტყჳს“ ან „იტყჳს წიგნი“), „ყოველი დაწერილი“ (ძვ. ქართ.: „ყოველნი
წერილნნი“), „წერილის შესაბამისად“ (ძვ. ქართ.: „მსგავსად წერილისა მის“) და სხვა
მსგავსი ამათი. ამგვარი გამონათქვამების მეშვეობით როგორც თავად ქრისტე, ისე
ახალი აღთქმის წიგნთა ავტორები იმოწმებდნენ თხრობისას ციტატებს ძველი
აღთქმიდან, რომელიც იყო აღიარებული წმინდა წერილად ადრეული ეკლესიის მიერ
და რომელსაც უწოდებდნენ, ასევე, „სჯულსა და წინასწარმეტყველებს“2.
მართლაც, ადრეული პერიოდიდანვე მოყოლებული ქრისტიანული ეკლესია
მთელს ძველ აღთქმას აღიქვამდა, როგორც იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლისა და
განახლებული, ქრისტიანული ეპოქის დაფუძნების წინამაუწყებლად.
ვამბობთ რა, რომ წმინდა წერილად პირველ ქრისტიანებთან იგულისხმებოდა
ძველი აღთქმა, ვგულისხმობთ ძველაღთქმისეულ სხვადასხვა წიგნებს, და არა მათგან
ჩამოყალიბებულ კანონს, რომელიც განისაზღვრა ცოტა მოგვიანებით3.
ბერძნული სიტყვა kanw/n („კანონ“), ისევე როგორც სემიტური „კანე“,
თავდაპირველად აღნიშნავდა „ლერწმის ჯოხს“ ან, საერთოდ, „სწორ ჯოხს“, ხოლო
აქედან, გადატანითი მნიშვნელობით – ყველაფერი ის, რაც ემსახურება სხვა საგნების
გამართვას, გასწორებას, მაგალითად: „შვეული“, ან, ე. წ. „სამართი“. კიდევ უფრო
მეტად, განკერძოებული მნიშვნელობით, სიტყვამ kanw/n მიიღო „წესის“, „ნორმის“,
„ნიმუშის“ მნიშვნელობა, როგორი შინაარსითაც ეს სიტყვა გვხვდება პავლე
მოციქულის ეპისტოლეში: „რაოდენნი წესსა (t%җ kano/ni) ამას ზედა ეგნენ, მშჳდობაჲ მათ
ზედა და წყალობაჲ და ისრაელსა ზედა ღმრთისასა“ (გალ. 6, 16). ეფუძნება რა ამას,
ტერმინი kanw/n და მისგან წარმოქმნილი ზედსართავი სახელი kanoniko/j („კანონიკოს“
– კანონიკური) საკმაოდ ადრიდანვე დაერთვოდა იმ წმინდა წიგნებს, რომლებშიც,
ეკლესიის გადმოცემის თანახმად, ხედავდნენ სარწმუნოების ჭეშმარიტი სჯულის
გამოხატულებას. უკვე წმ. ირინეოს ლიონელი ამბობდა: ჩვენ გვაქვს „ჭეშმარიტების
კანონი – ღვთის სიტყვა“. ხოლო წმ. ათანასე ალექსანდრიელი „კანონიკურად“
განსაზღვრავს ისეთ წიგნებს, რომლებიც წარმოსახულია ხსნის წყაროდ, რომელშიც
ერთად მოსწავებულია ღვთივსათნო სწავლება. „კანონიკური“ წიგნების
„არაკანონიკურისგან“ საბოლოო გაყოფა იწყება წმ. იოანე ოქროპირის, ნეტარი

შესაძლებელია რომელიმე ადგილობრივმა ეკლესიამ თავად განსაზღვროს კონკრეტული ეპოქისა და


კონკრეტული საზოგადოების გათვალისწინების შესაბამისად.
2
Иоаннис Каравидопулос, Введение Новый Завет, Перевод с греческого свящ. Максима Михайлова,
Москва, 2009, с. 60.
3
Иоаннис Каравидопулос, Введение Новый Завет, Перевод с греческого свящ. Максима Михайлова,
Москва, 2009, с. 61.

2
იერონიმესა და ნეტარი ავგუსტინეს დროიდან. ამ დროიდან ეპითეტი „კანონიკური“
მიემართებოდა ბიბლიის იმ წმინდა წიგნებს, რომლებიც მთელი ეკლესიის მიერ
აღიარებულნი იყვნენ „ღვთივსულიერი“ ღირსებით, რომლებიც თავის თავში
შეიცავდნენ სარწმუნოების წესებსა და ნიმუშებს4.
რაც შეეხება „არაკანონიკურ“ წიგნებს, ისინი იყოფა ორ ნაწილად –
„არაკანონიკური შეწყნარებული“ და „არაკანონიკური შეუწყნარებელი“ ანი
„აპოკრიფული“ (a)po/krufoj – „დაფარული“, „საიდუმლო“) წიგნები. „არაკანონიკურ
შეწყნარებულ“ წიგნებში იგულისხმება ისეთი წერილები, რომლებიც, მართალია,
გარკვეული მიზეზების გამო, არ აღრიცხულა კანონში, მაგრამ სასარგებლოა და
სამოძღვრებლად გამოსაყენებელი. აქ, ძირითადად, ძველი აღთქმის კანონიკური
კრებულის გარეთ დარჩენილი წიგნები იგულისხმება. ძველი აღთქმის წერილთა
შორის მრავლად არის ისეთი წიგნები, რომლებიც შინაარსითა და ღირსებით
ნამდვილად არ ჩამოუვარდებიან კანონიკურ წიგნებს; ასეთებია მაგალითად:
„სოლომონის სიბრძნე“, „ისუ ზირაქის ძის სიბრძნე“, „ტობითი“, „ივდითი“, „ნეემია“ და
სხვა. საკუთრივ „სოლომონის სიბრძნესთან“ დაკავშირებით უნდა აღვნიშნოთ, რომ იგი
ადრეული პერიოდიდანვე ავტორიტეტულ ძეგლად იყო მიჩნეული საეკლესიო
მოძღვართა მიერ და დღესაც გამოიყენება ღვთისმსახურების ჟამს, აქედან
გამომდინარე, შეუძლებელია ვისაუბროთ მის რაიმე ნაკლოვანება-უდარესობაზე
„კანონიკურ წიგნებთან“ მიმართებით, თუმცა მაინც არ არის აღრიცხული კანონიკურ
წიგნებში იუდაურ ტრადიციაში.
აქედან გამომდინარე, „არაკანონიკური შეწყნარებული“ წიგნები პირობითად
თუ ითქმის არაკანონიკურად (მიზეზებზე, თუ რატომ არ მოექცა ჩვენ მიერ ნახსენები
წიგნები კანონთა კრებულში, ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ), თორემ შინაარსობრივი
ღირსების თვალსაზრისით არაფრით არიან ნაკლულევანნი. წმ. ათანასე
ალექსანდრიელი საინტერესოდ აფასებს იმ „არაკანონიკურ“ წიგნებს, რომლებიც
აპოკრიფებისგან რადიკალურად განსხვავდებიან; აი, რას ბრძანებს მოძღვარი: „არიან
სხუანიცა წიგნნი თჳნიერ ამათსა5 არა განკანონებულნი უკუე, ხოლო დაწერილნივე
მამათა მიერ საკითხავად მათთჳს, რომელნი აწღა მოუჴდებოდინ და ენებოს
დამოწაფებაჲ კეთილად მსახურებისა სიტყჳსაჲ“6.
რაც შეეხება აპოკრიფულ წიგნებს, ისინი სრულიად უარყოფილია, როგორც
ნაყალბევი და კაცთათვის საზიანო ძეგლები. თუმცა ისეთი ისტორიული დეტალები,
რომლებიც თანხვდება სამოციქულო გადმოცემებს და, შესაბამისად, ჭეშმარიტ
ცნობებს შეიცავენ, ეკლესიის მოძღვართაგან მიღებულია, როგორც სანდო წყაროსთან
წილნაყარი.

4
Толковая Библия, или Комментарии на все книги Св. Писания Ветхого и Нового Завета, под редакцией
проф. А. П. Лопухина, в семи томах, Ветхий Завет, том I, Москва, 2008, с. 13.
5
მანამდე დახასიათებული აქვს „კანომიკური“ წიგნები და სწორედ მათ გულისხმობს.
6
დიდი სჯულისკანონი, გამოსაცემად მოამზადეს ე. გაბიძაშვილმა, ე. გიუნაშვილმა, მ. დოლაქიძემ, გ.
ნინუამ, რედ. ე. გაბიძაშვილი, „მეცნიერება“, თბ., 1975, გვ. 471.

3
ქრისტიანული ეკლესიის ისტორიის ადრეული პერიოდიდანვე, გარკვეული
მზაკვრული მიზანდასახულობებით, გაჩნდა არაერთი წიგნი, რომელთაც
სამოციქულო ავტორიტეტი მიეწერებოდა. აქედან გამომდინარე, დიდი იყო ალბათობა
იმისა, რომ საეკლესიო წიაღში მყოფი ადამიანები ცდუნებულიყვნენ ამ წიგნებისგან და
მცდარი მოძღვრება შეემეცნებინათ. ამიტომ იყო აუცილებლობა იმისა, რომ ეკლესიას,
რა თქმა უნდა, სულიწმინდის შთაგონებით, გაერჩია კეთილი ნაყოფი ღვარძლისაგან,
ანუ ჭეშმარიტი სამოციქულო წიგნები ცრუ, ნაყალბევი წიგნებისაგან. თუმცა,
ბუნებრივია, ეს გარჩევა სწრაფად ვერ მოხდებოდა და უდიდესი სიფრთხილე იყო
საჭირო. ამიტომაც ახალი აღთქმის წიგნთა საბოლოო სახით კანონიზირებას საკმაოდ
დიდი დრო, ოთხი საუკუნე დასჭირდა.
კანონის მიღების კრიტერიუმები სხვადასხვა დროს სსხვადასხვაგვარად
ფორმულირდებოდა. მათგან შეიძლება სამი ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი
გამოვყოთ. 1) პირველი და მთავარი დაკავშირებულია წიგნების საღვთისმეტყველო
მნიშვნელობასთან – შეესაბამება თუ არა ტექსტი „სარწმუნოების განსაზღვრებას“, ე. ი.
ქრისტიანული ტრადიციის სულს. „სარწმუნოების განსაზღვრების“ გარდა
გამოიყენება სხვა ტერმინები: „ჭეშმარიტების განსაზღვრება“, „საეკლესიო კანონი“.
თუკი წიგნში გადმოცემული სწავლება საწინააღმდეგო იქნებოდა საეკლესიო
სარწმუნოებრივ ტრადიციასთან, თავისთავად ხდებოდა მისი გამორიცხვა
ავტორიტეტული წიგნების რიცხვიდან. სხვა ორი კრიტერიუმი მოიცავს ისტორიულ
ხასიათს და უკავშირდება ავტორობასა და ეკლესიაში წიგნების აღიარებას. 2) მეორე
კრიტერიუმი არის წიგნების სამოციქულო წარმომავლობა, რამდენად
დაკავშირებულია ადრეულ სამოციქულო საზოგადოებასთან. 3) მესამე კრიტერიუმი
არის ეკლესიის მიერ წიგნების აღიარება და საყოველთაო გამოყენება7.
მართლაც gamoeZiebdnen, namdvilad aris Tu ara wigni miRebuli
pirdapir mociqulisgan an mociqulTa TanamoRvawisgan, da mkacri
gamoZiebis Semdgom SeqondaT es wigni RvTivsulier wignTa SemadgenlobaSi.
magram, amasTan, did yuradRebas amaxvilebdnen imazec, gansaxilvel wignSi
mocemuli swavleba Tanxvdeboda Tu ara, erTi mxriv, mTliani (erTiani)
eklesiis swavlebas da, meore mxriv, im mociqulis swavlebas, romlis
saxelsac atarebda konkretuli wigni. arasdros ar yofila SemTxveva, rom
eklesias jer ecno romelime wignis kanonikuroba, xolo Semdgom Seecvala
misi mimarTulebiT Tavisi xedva da amoeRo igi kanonidan. Tuki calkeuli
mamebi da saeklesio moZRvarni amis Semdegac cnobdnen axalaRTqmiseul
romelime werils araavTenturad, es xom maTi kerZo azri iyo, romlis
Serevac saeklesio xmasTan dauSvebelia. amgvaradve, ar yofila SemTxveva,
rom Tavidan eklesias ar mieRos romelime wigni kanonSi, xolo Semdgom
ki CaerToT is. Tuki romelime kanonikuri wigni ar aris miTiTebuli
mociqulebriv mamebTan (magaliTad, iudas epistole), es aixsneba imiT, rom

7
Протоиерей Алексей Емельянов, Введение в четвероевангелие, Москва, 2009, с. 123-124.

4
xsenebul mamebs (mociqulebriv mamebs) ar hqoniaT sababi am wignebis
damowmebisa.
amgvarad, eklesiam kritikuli Semowmebis gziT, erTi mxriv,
sayovelTao gamoyenebidan moacila is wignebi, romlebic ukanonod
sargeblobdnen namdvilad mociqulebrivi Txzulebebis avtoritetiT,
xolo meore mxriv, daamtkica (daamyara) rogorc sayovelTao wesi, raTa
mTels eklesiaSi ecnoT namdvilad samociqulod is wignebi, romlebic,
SesaZloa, zogierTi adgilobrivi eklesiisaTvis ar iyo cnobili. aqedan
cxadia, rom marTlmadidebluri TvalsazrisiT SesaZlebelia visaubroT
ara `Seqmnil kanonze~, aramed mxolod `damtkicebul (dabeWdul) kanonze~8.
ახალი აღთქმის წიგნთა კანონიზაციის ისტორია, ძირითადად, ოთხ პერიოდად
შეიძლება დაიყოს:
1) ადრეული პერიოდი, ანუ თავად მოციქულთა ხანა, I საუკუნე;
2) მოციქულთა უშუალო მოწაფეების (ე. წ. მოციქულებრივი მამების) ხანა,
რომელიც მოიცავს I საუკუნის ბოლოდან II საუკუნის პირველ ნახევარ
პერიოდს;
3) აპოლოგეტთა ხანა, რომელიც მოიცავს დროის შემდეგ პერიოდს: II საუკუნის
მეორე ნახევრიდან (დაახლოებით, 150 წლიდან) III საუკუნის დასაწყის
პერიოდამდე;
4) III-IV საუკუნეები; განსაკუთრებით საინტერესო და გადამწყვეტია IV
საუკუნე, ანუ საეკლესიო კრებათა ეპოქა, როდესაც საბოლოოდ მტკიცდება
ახალი აღთქმის წიგნთა კანონიკურობა. სწორედ ამ დროს ჩნდება ახალი
აღთქმის წიგნთა ინდექსები.
პირველ პერიოდში თავად მოციქულები ადასტურებდნენ ახალი აღთქმის
წიგნთა არსებობას. თუმცა ისინი კონკრეტულად წიგნებსა და მათს ავტორებს არ
ასახელებენ, არამედ უბრალოდ მიუთითებენ, რომ არსებობს წმინდა წიგნები. პავლე
მოციქული ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში ამგვარ რამეს ამბობს: „რამეთუ იტყჳს
წიგნი: ჴარსა მეკალოესა არა დაუკრა პირი; და: ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა“
(1 ტიმ. 5, 18). აქ აშკარაა, რომ პავლე მოციქული, ერთი მხრივ, გულისხმობს ძველი
აღთქმის წიგნს („ჴარსა მეკალოესა არა დაუკრა პირი“ (II სჯულ. 25, 4)), ხოლო მეორე
მხრივ, ახალი აღთქმის წიგნს, სადაც მაცხოვარი ზუსტად ამგვარად ეუბნება
მოციქულებს: „რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა“ (მათ. 10, 10). პავლე
მოციქულის ეპისტოლეთა არსებობაზე მიუთითებს პეტრე მოციქული თავის
კათოლიკე ეპისტოლეში, როდესაც ამბობს: „და უფლისა ჩუენისა იგი სულგრძელებაჲ
ცხორებად შეჰრაცხეთ, ვითარცა-იგი საყუარელმან ძმამან ჩუენმან პავლე, მსგავსად
მოცემულისა მის მისდა სიბრძნისა მიწერა თქუენდა. ვითარცა-იგი ყოველთა შინა
წიგნთა მისთა იტყჳს ამისათჳს, რომელნი-იგი არიან ძნიად საცნაურ რაჲმე, რომელსა-
იგი უსწავლელნი და დაუმტკიცებელნი გარდააქცევენ, ვითარცა სხუათა მათცა წიგნთა
მსგავსად მათისავე მის წარწყმედისა“ (2 პეტ. 3, 15-16). მართალია, პეტრე მოციქული

8
Толковая Библия, или Комментарии на все книги Св. Писания Ветхого и Нового Завета, под редакцией
проф. А. П. Лопухина, в семи томах, Новый Завет, том VI, Москва, 2009, с. 6-7.

5
არ ასახელებს, თუ რამდენი ეპისტოლე და საკუთრივ რომლები ეკუთვნის პავლეს,
მაგრამ მიუთითებს, რომ მის მიერ არის დაწერილი წიგნები, რომლებიც თანხვდება
ჭეშმარიტ საუფლო სწავლებას.
ლუკა მახარებელი „საქმე მოციქულთაში“ ამბობს: „პირველი სიტყუაჲ ვყავ
ყოველთათჳს“ (საქ. მოც. 1, 1). ეგზეგეტთა მიხედვით, „პირველ სიტყვაში“
იგულისხმება ლუკა მახარებელის მიერვე დაწერილი სახარება. აქედან გამომდინარე,
ლუკა მახარებელი თავადვე ადასტურებს, რომ ადრე (ცოტა ხნის წინ) უკვე აღწერა იესო
ქრისტეს ამქვეყნიური მოღვაწეობა (იხ. საქ. მოც. 1, 1-5), ხოლო ეს წიგნი იქნება
გაგრძელება მისი შემდგომი მოვლენებისა, ე. ი. მოციქულთა მოღვაწეობისა და მთელს
ქვეყანაზე სარწმუნოების გავრცელებისა.
პირველი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი აღთქმის
წიგნებთან დაკავშირებით (კერძოდ – სინოპტიკურ სახარებებთან დაკავშირებით) არის
იოანე ღვთისმეტყველისა და მახარებლის მოწმობა, რომლის მიხედვითაც, ეფესელმა
პრესვიტერებმა მას სთხოვეს, რომ დაედასტურებინა, რომელი წიგნები იყო ჭეშმარიტი
და არა ნაყალბევი; იოანემ კი წაიკითხა რა სამი სახარება, სცნო მათი უტყუარობა.
ხსენებულ ცნობას გვაწვდის ევსები კესარიელი: „ამბობენ, რომ იოანე, რომელიც
მთელი ამ ხნის განმავლობაში ზეპირად ქადაგებდა, ბოლოს შეუდგა წერას. როდესაც
ადრე დაწერილი სამი სახარება უკვე ყველგან და მასთანაც იყო გავრცელებული,
ამბობენ, რომ აჩვენა მათი ჭეშმარიტება და დაამოწმა, მაგრამ ამბობენ, რომ აკლდა
მხოლოდ პირველად, ქადაგების დასაწყისში ქრისტეს საქმეების შესახებ თხრობა. და
ეს გადმოცემა ნამდვილად ჭეშმარიტია“9.
მეორე პერიოდი არის მოციქულთა უშუალო მოწაფეების, მოციქულებრივი
მამების ხანა. ტერმინი „მოციქულებრივი მამები“ გამოიყენება იმ ავტორებთან
მიმართებით, რომლებიც უშუალოდ იცნობდნენ ზოგიერთ მოციქულს, მაგრამ თავად
არ განეკუთვნებოდნენ მათს რიცხვს. ამ პერიოდის მთავარი წყაროებია ბარნაბას
ეპისტოლე, წმ. კლიმენტი რომაელის ეპისტოლეები, ჰერმესის „მწყემსი“, წმ. ეგნატი
ანტიოქიელისა და წმ. პოლიკარპე სმირნელის ეპისტოლეები, ეპისტოლე
დიოგნეტესადმი, პაპია ჰიერაპოლელის ფრაგმენტები, წმ. იუსტინე მარტვილის
შრომები და დიდაქე. მოციქულებრივი მამების შრომებში იშვიათად არის
გამოყენებული ახალაღთქმისეული ტექსტებიდან პირდაპირი ციტატები10.
ეკლესიის დასაწყის პერიოდში საკმაოდ დიდი მნიშვნელობა და ავტორიტეტი
ჰქონდა სამოციქულო გადმოცემას. ასე მაგალითად: წმ. პაპია ჰიერაპოლელი, II ს.-ის
დასაწყისში, იმის შესახებ, რომ მისთვის ცნობილი იყო წერილობითი სახარებები,
რომელთა შესახებაც ის გვაწვდის ჩვენ მნიშვნელოვან ცნობებს, შენიშნავს: „მე არ
ვაყოვნებ შეერთებას ჩემს განმარტებებთან იმისა, რაც თავად არასდროს კარგად არ
მისწავლია უხუცესთაგან და კარგად არ დამიმახსოვრებია... რადგან მე მივხვდი, რომ
არა იმდენად წიგნების კითხვისგან ვიღებ სარგებელს, რამდენადაც ცოცხლად

9
ევსები კესარიელი, საეკლესიო ისტორია, წიგნი III, თავი XXIV, 2007, გვ. 113-114.
10
Брюс М. Мецгер, Канон Нового Завета,
https://azbyka.ru/kanon-novogo-zaveta#chast_vtoraja_formirovanie_kanona

6
მოსმენისგან“. ხოლო ჩაწერილ სიტყვებთან შედარებით მაცხოვრის ცოცხალ
პიროვნებასთან ურთიერთობის უპირატესობის შესახებ მიანიშნებს, ასევე, II საუკუნის
დასაწყისში წმ. ეგნატი ანტიოქიელის პასუხი იმათთვის, ვინც დაჟინებით მოითხოვდა,
რომ თუკი ისინი ვერ ნახავდნენ „ძველებთან“ დაწერილებს მთელი ქრისტიანული
ჭეშმარიტების შესახებ, მაშინ არ ერწმუნებიან. წმ. ეგნატი ამბობს: „ხოლო ასეთების
შესახებ ვამბობ, რომ ჩემთვის უძველესია თავად იესო ქრისტე, არა მოსმენა იმისა, რაც
არის ცხადი ბოროტება11. ჩემთვის ავტორიტეტული და საფუძვლიანი არის მისი ჯვარი
და სიკვდილი, ასევე, მისი აღდგომა, და მათ შესახებ რწმენა“12. პირველი ქრისტიანები
დარწმუნებულნი იყვნენ იმაში, რომ სულიწმინდის მიერ დაფუძნდებოდა
კაცობრიობის ისტორიის ახალი ეპოქის დასაწყისი, ეპოქისა, როდესაც „ძველი
განქარდა, ხოლო ახლა ყველაფერი ახალია“13. ეს ჭეშმარიტება კი ზეპირად
გადაეცემოდათ უხუცესთაგან მომდევნო თაობებს.
აქედან გამომდინარე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხსენებული სამოციქულო
მამები ხშირ შემთხვევაში, იმოწმებენ რა მაცხოვრის სწავლებებს, არ ასახელებენ
პირდაპირ წყაროს. მაგალითად: წმ. კლიმენტი რომაელი თავის კორინთელთა პირველ
ეპისტოლეში14 ხშირად იმოწმებს ციტატებს ძველი აღთქმიდან, ავლებს რა მათ შორის
პარალელებს, და ნაწყვეტებს ახალი აღთქმის ზოგიერთი წიგნიდან.
ძველაღთქმისეული ტესტების დამოწმების დროს არაიშვიათად წინ უძღვის ამგვარი
გამონათვქმები: როგორც „წერილი ამბობს“ (h( grafh/ le/gei), „დაწერილია“ (ge/graptai),
„ის, რაც დაწერილია“ (toґ gegramme/non). უმრავლესი მათგანი მთელი სიზუსტით
მოყვანილია ბერძნული ტექსტიდან (სეპტუაგინტადან).
ახალი აღთქმიდან რამდენიმე ციტატა მოხმობილია სრულიად
განსხვავებულად. ტრადიციული წინასწარი შესავლის ნაცვლად, რომელიც
მითითებულია არსებულ წერილობით ტექსტებზე, წმ. კლიმენტი ორჯერ მოუწოდებს
თავის მკითხველს: „გავიხსენოთ უფალ იესოს სიტყვები“. მაგალითად: XIII თავში წმ.
კლიმენტი უცნაურად აერთიანებს ფრაზებს, რომლებიც მოცემულია მათესა და ლუკას
სახარებებში. მაშ ასე, იგი წერს: „განსაკუთრებით გაიხსენეთ უფალ იესოს სიტყვები,
რომლებიც მან წარმოთქვა, როდესაც ასწავლიდა მოწყალებისა და დიდი მოთმინების
შესახებ. ის ამგვარად ამბობდა: „იყავით მოწყალენი, რათა თქვენდამიც იყვნენ
მოწყალენი; მიუტევეთ და თქვენც მოგეტევებათ; როგორც თქვენ მოექცევით სხვებს,
ისე თქვენც მოგექცევიან; როგორც თქვენ მისცემთ, ისევე თქვენც მოგეცემათ; როგორც
თქვენ განსჯით, ისევე თქვენც განისჯებით; როგორც თქვენ იქნებით კეთილნი, ისე

11
o)/leqroj – ეს სიტყვა ნიშნავს „ბოროტებას“, „წარწყმედას“, „მოოხრებას“, „მოსრვას“, „დაკარგვას“,
„დაღუპვას“.
12
The Epistle to the Philadelphians, 8, 2, CORPUS IGNATIANUM, A complete collection of the IGNATIAN
EPISTLES, in Syriac, Greek and Latin, An English translation of the Syriac text, copius notes and introduction by
WILLIAM CURETON, Berlin, 1849, col. 97.
13
Иоаннис Каравидопулос, Введение в Новый Завет,
https://azbyka.ru/vvedenie-v-novyj-zavet-karavidopulus
14
ეპისტოლე დაწერილია დაახლოებით 95-96 წლებში.

7
თქვენზეც იქნება გამოვლენილი სიკეთე; რა ზომითაც თქვენ მიუწონით, იმ ზომითვე
თქვენც მოგეწონებათ“15.
წმ. კლიმენტი რომაელის მიერ დამოწმებული, რომელიც დაკავშირებულია
პავლე მოციქულის ზოგიერთ ეპისტოლესთან, შედარებით ცხადად ჟღერს. ასე
მაგალითად: 47-ე თავში ის მოუწოდებს თავის კორინთელ მკითხველებს
ეპისტოლეების შესწავლას, რომლებითაც „კურთხეული პავლე მოციქული“16 მათ
მიმართავს. ის, რომ წმ. კლიმენტი წერს ამის შესახებ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ
ეპისტოლეების ჩამონათვალი ხელმისაწვდომი იყო რომში. სხვა ადგილას ავტორი
სრულიად გარკვევით ეხება შემდეგ ეპისტოლეებსაც – რომაელთა, გალატელთა,
ეფესელთა და ფილიპელთა ეპისტოლეებს. ეს საშუალებას გვაძლევს დანამდვილებით
ვთქვათ იმის შესახებ, რომ მას ჰქონდა პავლეს ეპისტოლეების კრებული17.
წმ. კლიმენტი რომაელის ეპისტოლეების განხილვისას ნათლად დასტურდება
ის, რომ ავტორი ასევე იცნობს პავლე მოციქულის ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს,
„საქმე მოციქულთას“, იოაკობის კათოლიკე ეპისტოლესა და პეტრეს პირველ
ეპისტოლეს18.
მაშ ასე, კლიმენტი რომაელთან დაკავშირებით შეჯამებულად შეგვიძლია
ვთქვათ, რომ ხსენებულ მოძღვართან ბიბლია ეწოდება ძველი აღთქმის წიგნებს,
რომელთაც ის არაერთგზის მოიხსენიებს წერილებად და მეტ-ნაკლებად
ზედმიწევნით ციტირებს. რაც შეეხება ახალი აღთქმის წიგნებს, წმ. კლიმენტისთვის
ისინი საკმაოდ დიდი ღირსებისა და ავტორიტეტის მქონეა, მაგრამ, როგოც ჩანს,
არასდროს არ მოიხსენიებს მათ წერილებად19.
წმ. კლიმენტი რომაელისგან განსხვავებით, წმ. ეგნატი ანტიოქიელი
(ღმერთშემოსილი) საერთოდ არ ახსენებს ავტორებს და, ამასთან, იშვიათად ციტირებს
ზედმიწევნით, არამედ მასთან უფრო თავისუფალი, პერიფრაზირებული
დამოწმებებია წმინდა წერილის წიგნებიდან. თანამედროვე მკვლევრის, ბრიუს
მეცგერის თქმით, წმ. ეგნატი ანტიოქიელი მხოლოდ სამჯერ იყენებს ასეთ გამოთქმას:
„როგორც წერია“, ამასთან, სამივე შემთხვევაში ძველ აღთქმასთან მიმართებით20.

15
Брюс М. Мецгер, Канон Нового Завета,
https://azbyka.ru/kanon-novogo-zaveta#chast_vtoraja_formirovanie_kanona
16
სხვათა შორის, წმ. კლიმენტი რომაელის ეპისტოლეში ამ ადგილას პირდაპირ დასახელებულია პავლე
მოციქული და მისი ერთ-ერთი ეპისტოლე. აი როგორ იწყებს მოძღვარი ეპისტოლეს: „მიიღეთ ნეტარი
პავლე მოციქულის ეპისტოლე“ – )Anala/bete thÉn e)pistolhÉn touÍ makari/ou Pau/lou touÍ a)posto/lou (The
Epistles of S. Clement of Rome, XLVII, THE APOSTOLIC FATHERS, Revised texts with short introductions and
English translations by the late J. B. Lightfoot, Edited and completed by J. R. Harmer, Lomdon, 1912, col. 30).
17
Брюс М. Мецгер, Канон Нового Завета,
https://azbyka.ru/kanon-novogo-zaveta#chast_vtoraja_formirovanie_kanona
18
Брюс М. Мецгер, Канон Нового Завета,
https://azbyka.ru/kanon-novogo-zaveta#chast_vtoraja_formirovanie_kanona
19
Брюс М. Мецгер, Канон Нового Завета,
https://azbyka.ru/otechnik/Biblia/kanon-novogo-zaveta/2
20
Брюс М. Мецгер, Канон Нового Завета,
https://azbyka.ru/otechnik/Biblia/kanon-novogo-zaveta/2

8
საკმაოდ საინტერესო მინიშნებებია მოციქულთა სახელით ცნობილ ერთ-ერთ
უადრეს ძეგლში – დიდაქეში21. კერძოდ, VIII თავში ვკითხულობთ: „ნუ ილოცებთ ისე,
როგორც თვალთმაქცნი, არამედ როგორც ბრძანა უფალმა თავის სახარებაში (a)ll ) w(j
e)ke/leusen o( Ku/rioj e)n t%Í eu)aggeli/% au)touÍ), ამგვარად ილოცეთ: მამაო ჩვენო... (მათ. 6, 9-
13)“22 და შემდგომი.
ამავე ძეგლის სხვა ადგილას ვკითხულობთ: „ნურავინ შეჭამს და ნურავინ
შესვამს თქვენი ევქარისტიისგან, არამედ მხოლოდ უფლის სახელით მონათლულებმა.
რადგან ამის შესახებაც თქვა უფალმა (kaiÉ gaÉr periÉ tou/tou ei)/rhken o( Ku/rioj): ნუ მისცემთ
სიწმინდეს ძაღლებს (მათ. 7, 6)“23.
ბრიუს მეცგერის თქმით, მხოლოდ ეს ორი შემთხვევაა მთლიან ძეგლში,
როდესაც დამოწმებულია სახარებიდან ზუსტი ციტატა და თან ნახსენებია, რომ ეს
არის უფლის მიერ წარმოთქმული სიტყვები24.
ამასთან, ამავე ძეგლში ორგზის არის დამოწმებული ციტატა ძველი აღთქმის
წიგნებიდან და მითითებულია, რომ ეს სიტყვები დაწერილია. XIV თავში წერია:
„უფლის კვირადღეს შეკრებილებმა განტეხეთ პური და სამადლობელი აღავლინეთ,
როდესაც აღიარებთ თქვენს შეცოდებებს, რათა წმინდა იყოს თქვენი მსხვერპლი.
ხოლო ყოველი, ვისაც ცილობა აქვს თავის მოყვასთან, ნუ შემოგიერთდებად თქვენ,
ვიდრე არ შერიგდებიან, რათა არ შეიბილწოს თქვენი მსხვერპლი. რადგან ეს არის, რაც
ითქვა უფლის მიერ (au(/th ga/r e)stin h( r(hqeiÍsa u(poÉ Kuri/ou): <ყოველ ადგილას და ყოველ
ჟამს შემომწირეთ მე წმინდა მსხვერპლი, რადგან დიდი მეუფე ვარ, – ამბობს უფალი, –
და ჩემი სახელი საკვირველია წარმართთა შორის (მალაქ. 1, 11)25>“26.
ასევე დამოწმებულია ძველი აღთქმიდან, კერძოდ, ზაქარია წინასწარმეტყველის
წიგნიდან, ძეგლის დასასრულს, საკუთრივ, XVI თავში, სადაც ვკითხულობთ: „მაშინ
გამოჩნდება ჭეშმარიტების ნიშნები: პირველად ზეცაში განვრცობის ნიშანი, შემდეგ –

21
„დიდაქე“, ანუ როგორც მისი სრული სახელწოდებაა: „მოძღვრება თორმეტი მოციქულისა“ (Didaxh/ twÍn
dwÍdeka aposto/lwn) არის ადრექრისტიანული ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი.
„დიდაქე“ შემოინახა ერთადერთმა ხელნაწერმა (Hierosolymitanus - 54), რომელიც დათარიღებულია 1056
წლით და რომელიც 1873 წელს აღმოაჩინა მიტროპოლიტ ფილოთეოს ბრიენნიოსმა ქალაქ
კონსტანტინოპოლში.
22
The Didache or Theaching of the apostles, VIII, 2, THE APOSTOLIC FATHERS, Revised texts with short
introductions and English translations by the late J. B. Lightfoot, Edited and completed by J. R. Harmer, Lomdon,
1912, col. 221.
23
The Didache or Theaching of the apostles, IX, 5, THE APOSTOLIC FATHERS, Revised texts with short
introductions and English translations by the late J. B. Lightfoot, Edited and completed by J. R. Harmer, Lomdon,
1912, col. 221.
24
Брюс М. Мецгер, Канон Нового Завета,
https://azbyka.ru/otechnik/Biblia/kanon-novogo-zaveta/2
25
ძალზედ მცირედი განსხვავებით არის ეს ადგილი თავად მალაქია ქინასწარმეტყველის წიგნში:
„ყოველსა ადგილსა საკუმეველი მოერთუმის სახელსა ჩემსა და მსხუერპლი მწიდაჲ, რამეთუ დიდ არს
სახელი ჩემი წარმართთა შორის, – იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი“ (მალაქ. 1, 11).
26
The Didache or Theaching of the apostles, XIV, 1-3, THE APOSTOLIC FATHERS, Revised texts with short
introductions and English translations by the late J. B. Lightfoot, Edited and completed by J. R. Harmer, Lomdon,
1912, col. 224.

9
საყვირის ხმის ნიშანი, და მესამე – მკვდართა აღდგომა; მაგრამ არა ყველასი, არამედ
როგორც ნათქვამია (w(j e)rre/qh): <მოვა უფალი და მასთან ერთად ყველა წმინდანი
(ზაქარ. 14, 5)27>“.
ასევე, ცხადადაა ნახსენები სახარება შემდეგ წინადადებებში: „ამხილეთ
ერთმანეთი არა რისხვით, არამედ მშვიდობით, როგორც გაქვთ ეს სახარებაში28 (e)n t%Í
eu)aggeli/%)“29; და: „თქვენი ლოცვები, მოწყალებანი და ყველა საქმე იმგვარად აკეთეთ,
როგორც გაქვთ ჩვენი უფლის სახარებაში (e)n t%Í eu)aggeli/% touÍ Kuri/ou h(mwÍn)“30.
აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ სხვა ადგილებშიც მრავლად გვხვდება
დამოწმებანი წმინდა წერილიდან სხვადასხვა ადგილებისა, მაგრამ, როგორც უკვე
აღვნიშნეთ, მხოლოდ მოხმობილ ადგილებშია მითითებული, რომ ეს არის „უფლის
სიტყვები“.
დამოწმებული ადგილებიდან გამოჩნდა ის, რომ ძეგლში ნახსენებია წერილები,
რომლებშიც მაცხოვრის სიტყვებია ჩაწერილი და რომელთაც სახარება ეწოდება;
თუმცა კონკრეტული წიგნები არ არის დასახელებული.
წმ. იუსტინე მარტვილი თავის შრომებში – „საუბარი იუდეველ ტრიფონთან“ და
პირველ და მეორე აპოლოგიებში, დაურიდებლად ციტირებს სინოპტიკური
სახარებებიდან, რომლებსაც მოციქულთა მოგონებებს უწოდებს. არ ჩანს, იცნობს თუ
არა წმ. იუსტინე იოანეს სახარებას, მაგრამ მასთან გამოყენებულია იოანეს
„გამოცხადების“ („აპოკალიპსის“) სახელწოდება, რომელიც დაიწერა კუნძულ
პატმოსზე. ეს არის დღეისათვის ცნობილი პირველი შემთხვევა, როდესაც საეკლესიო
მოძღვარი უთითებს ძეგლის სახელწოდებაზე, რომელიც შესულია ახალი აღთქმის
კანონში31.
ასე რომ, ამ პერიოდის საეკლესიო მოძღვრები, მართალია, ციტირებენ როგორც
ძველი, ისე ახალი აღთქმის წიგნებიდან, მაგრამ ავტორებს არ ასახელებენ, რაც,
თავისთავად, აძნელებს იმის გარკვევას, თუ ამ პერიოდის ეკლესიაში კერძოდ რომელი
წიგნები იყო საყოველთაოდ აღიარებული.
ახალი აღთქმის წიგნთა კანონიზასიის პროცესში საკმაოდ მნიშვნელოვანი
გამოდგა მესამე პერიოდი, როდესაც უკვე საეკლესიო მოძღვრებმა დაიწყეს არა
უბრალოდ ციტირება წმინდა წერილიდან, არამედ დასახელებაც კი კონკრეტული
წიგნებისა და, არაიშვიათად, მათი ავტორებისა. ეს, უპირველესად, განპირობებული

27
დამოწმებული ტექსტი ზაქარიასთან სიტყვა-სიტყვით ასეა: „და მოიწიოს უფალი ღმერთი ჩემი და
ყოველნი წმიდანი მის თანა“ (ზაქარ. 14, 5). ზედმიწევნით და უცვლელად არის დამოწმებული დიდაქეში
ეს ადგილი, გარდა იმისა, რომ „უფალი ღმერთი ჩემი“-ს ნაცვლად წერია მხოლოდ „უფალი“.
28
შდრ. მათ. 18, 15.
29
The Didache or Theaching of the apostles, XV, 3, THE APOSTOLIC FATHERS, Revised texts with short
introductions and English translations by the late J. B. Lightfoot, Edited and completed by J. R. Harmer, Lomdon,
1912, col. 224.
30
The Didache or Theaching of the apostles, XV, 4, THE APOSTOLIC FATHERS, Revised texts with short
introductions and English translations by the late J. B. Lightfoot, Edited and completed by J. R. Harmer, Lomdon,
1912, col. 224.
31
Брюс М. Мецгер, Новый Завет, Контекст, формирование, содержание, перевод: Глеб Ястребов, Москва,
2006, с. 299.

10
იყო იმით, რომ ამ პერიოდში უკვე მრავალი ნაყალბევი წიგნი და ახალი აღთქმის
წიგნთა ნატყუარი ინდექსი გაჩნდა. ამიტომ ამ პერიოდის საეკლესიო მოძღვრებმა,
რომელნიც ჩაბმულნი იყვნენ ცრუ სწავლებებისა და ცრუმოძღვართა მიმართ
ბრძოლაში (სწორედ ამიტომაც ეწოდათ მათ აპოლოგეტი მამები), დაიწყეს ჭეშმარიტად
მოციქულთაგან მომდინარე წიგნების დასახელება და ახალი აღთქმის წიგნთა
ინდექსების შედგენა.
წმ. ირინეოს ლიონელი (დაახლ. 130-200 წწ.) არის პირველი ავტორი წმინდა
მამათაგან, რომელიც ახალი აღთქმის ყველა წიგნს იყენებს. განსხვავებით თავისი
წინამორბედებისაგან, იგი ახალი აღთქმის წიგნებიდან უფრო მეტად ციტირებს, ვიდრე
ძველი აღთქმის წიგნებიდან. მის შრომაში „ერესების წინააღმდეგ“ ჩვენ ვპოულობთ
1075 ციტატას პრაქტიკულად ახალი აღთქმის ყველა წიგნიდან32. თუკი გნოსტიკოსებმა
შექმნეს მრავალი ახალი „სახარება“, ეკლესია წმ. ირინეოს ლიონელის დროს
სარგებლობდა მხოლოდ ოთხი სახარებით (ანუ, როგორც თავად წმ. ირინეოს
ლიონელი გამოთქვამს, ერთი სახარება ოთხი ფორმით)33.
სხვათა შორის, წმ. ირინეოს ლიონელი ნათლად საუბრობს ოთხი სახარების
ავტორიტეტულობაზე, განმარტავს კიდეც რიცხვი ოთხის სიმბოლურ მნიშვნელობას
და ამტკიცებს საკუთრივ ოთხი სახარების არსებობის სამართლიანობას, არც მეტი და
არც ნაკლები. წმ. ირინეოსი წერს: „რამდენადაც სამყაროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ,
ოთხი კიდე აქვს და ეკლესია დაფუძნდა მთელს ქვეყანაზე, ხოლო სახარება და
სიცოცხლის სული არის მისი სვეტი და საყრდენი, მაშინ ეკლესიას უნდა ჰქონდეს
ოთხი სვეტი... და თუ ეს ასეა, მაშინ ამაო და უმეცარია ის, ვინც უარყოფს სახარების
ამგვარ იდეას, და შემოაქვთ ბევრი თუ ცოტა რიცხვი მახარებლებისა. პირველ
შემთხვევაში ისინი მიიჩნევებ, რომ თითქოს იპოვეს თავად ჭეშმარიტებაზე უფრო
მეტი, ხოლო მეორე მხრივ, უარყოფენ ღვთის განგებულებას“34.
სახარებების გარდა წმ. ირინეოს ლიონელი ახალი აღთქმის წიგნებთან
აღრიცხავს ასევე პავლე მოციქულის ეპისტოლეებს, „საქმე მოციქულთას“, აპოკალიპსს
(„გამოცხადება“) და კათოლიკე ეპისტოლეებიდან პეტრეს I-ს, იოანეს I-სა და II-ს35.
ამავე პერიოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ავტორი გახლავთ კლიმენტი
ალექსანდრიელი (დაახლ. 150-215 წწ.), რომელიც ძალზედ ხშირად ციტირებს როგორც
კლასიკური ლიტერატურიდან, ისე ბიბლიური წიგნებიდან. ციტატების საერთო
რიცხვი 8000-ს აღემატება (აქედან ერთ მესამედზე (1/3) მეტი არაქრისტიანი

32
626 ციტატა – სახარებებიდან, 54 ციტატა –„საქმე მოციქულთაგან“, 280 ციტატა – პავლე მოციქულის
ეპისტოლეებიდან (ფილიმონის მიმართ ეპისტოლის გარდა), 15 ციტატა – კათოლიკე ეპისტოლეებიდან
(პეტრეს მე-2, იოანეს მე-3 და იუდას ეპისტოლეების გარდა), 29 ციტატა – აპოკალიპსიდან
(„გამოცხადებიდან“).
33
Брюс М. Мецгер, Новый Завет, Контекст, формирование, содержание, перевод: Глеб Ястребов, Москва,
2006, с. 300.
34
Иоаннис Каравидопулос, Введение в Новый Завет,
https://azbyka.ru/vvedenie-v-novyj-zavet-karavidopulus
35
Иоаннис Каравидопулос, Введение в Новый Завет,
https://azbyka.ru/vvedenie-v-novyj-zavet-karavidopulus

11
ავტორებისგანაა დამოწმებული). ამასთან, დაახლოებით 1575 ციტატა მოხმობილია
ოთხი სახარებიდან, ხოლო დაახლოებით 1375 ციტატა – პავლე მოციქულის
ეპისტოლეებიდან36. საბოლოოდ, კლიმენტი ალექსანდრიელისთვის ცნობილია
პავლეს 14 ეპისტოლე (ებრაელთა მიმართ ეპისტოლესთან ერთად), „საქმე
მოციქულთა“, კათოლიკე ეპისტოლეებიდან პეტრეს I, იოანეს I და II, იუდას
ეპისტოლე, აპოკალიპსი („გამოცხადება“)37. ევსები კესარიელის ცნობით, კლიმენტი
ალექსანდრიელმა თავის „ნარკვევებში“ ( )Upotupw/seij) განმარტა ყველა კათოლიკე
ეპისტოლე38.
ამ პერიოდის ახალი აღთქმის კანონის შედგენილობის განსაზღვრებისათვის
საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს II საუკუნის მიწურულის უძველესი ხელნაწერის
ფრაგმენტს, რომელიც 1740 წელს აღმოაჩინა მონაზონმა მურატორიმ მილანის
ბიბლიოთეკაში, და რომელმაც განიკუთვნა სწორედ აღმომჩენის სახელწოდება. ეს
ტექსტი თარიღდება დაახლოებით 200 წლით და შედგენილია უეჭველად რომის
ეკლესიაში. მურატორის ხსენებული კატალოგი ახალი აღთქმის შემდეგ წიგნებს
აღრიცხავს: ოთხი სახარება (მეოთხე სახარების შესახებ ნათქვამია, რომ ის დაწერილია
იოანეს მიერ), „საქმე მოციქულთა“, პავლეს 13 ეპისტოლე (არ არის ებრაელთა მიმართ
ეპისტოლე) და 3 კათოლიკე ეპისტოლე – იუდასი, იოანეს I და II, იოანეს აპოკალიპსი
და პეტრეს აპოკალიპსი, ამასთან, უკანასკნელთან (პეტრეს აპოკალიპსი)
დაკავშირებით კატალოგში შენიშნულია, რომ ზოგიერთს არს სურს, რათა ის
იკითხებოდეს ეკლესიაში39.
ამგვარად, II საუკუნის დასრულებისთანავე ახალი აღთქმის 27 წიგნიდან
საყოველთაოდ აღიარებულია 20, დანარჩენ 7 წიგნთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არ
იყო შეთანხმებულობა ავტორთა შორის. ეს წიგნებია: ებრაელთა მიმართ ეპისტოლე,
იაკობის ეპისტოლე, პეტრეს II ეპისტოლე, იოანეს II და III ეპისტოლეები, იუდას
ეპისტოლე და აპოკალიპსი40.
ამის შემდეგ უკვე დგება მეოთხე პერიოდი, რომელმაც, ფაქტობრივად,
დააგვირგვინა ორსაუკუნოვანი მსჯელობა და საბოლოო სახით წარმოადგინა ახალი
აღთქმის წიგნთა კანონი. ხსენებული პერიოდის ერთ-ერთი პირველი და
მნიშვნელოვანი წარმომადგენელია III საუკუნის პირველი ნახევრის საეკლესიო
ავტორი ორიგენე (დაახლ. 185-253/254 წწ.). ორიგენე იყენებს ტერმინ „ახალ აღთქმას“,
რომელიც უკვე საკმაოდ გავრცელებული იყო, და ახალი აღთქმის წიგნებს ყოფს ორ
ჯგუფად: 1) საყოველთაოდ აღიარებული (omologou/mena) ან არასადავო (a)nantiirrhta)

36
Брюс М. Мецгер, Новый Завет, Контекст, формирование, содержание, перевод: Глеб Ястребов, Москва,
2006, с. 301.
37
იხ. კლიმენტი ალექსანდრიელის „სტრომატები“, 111, 13, 93.
38
Иоаннис Каравидопулос, Введение в Новый Завет,
https://azbyka.ru/vvedenie-v-novyj-zavet-karavidopulus
39
Иоаннис Каравидопулос, Введение в Новый Завет,
https://azbyka.ru/vvedenie-v-novyj-zavet-karavidopulus
40
Брюс М. Мецгер, Новый Завет, Контекст, формирование, содержание, перевод: Глеб Ястребов, Москва,
2006, с. 301.

12
და 2) საეჭვო (a)mfiballo/mena). პირველს განეკუთვნება ოთხი სახარება, პავლეს 13
ეპისტოლე (ებრაელთა მიმართ ეპისტოლის შესახებ ორიგენე აღნიშნავს საეჭვოობას
ზოგიერთი ეკლესიისა მხოლოდ მისი პავლე მოციქულისადმი მიკუთვნებულობასთან
დაკავშირებით), „საქმე მოციქულთა“, კათოლიკე ეპისტოლეთაგან პეტრეს I და იოანეს
I, და აპოკალიპსი. ხოლო მეორეს, რომელსაც ორიგენე უწოდებს „საეჭვოს“,
რამდენადაც მთელი ეკლესია არ თახვდება მათს კანონიკურობაზე, განეკუთვნება
კათოლიკე ეპისტოლეთაგან პეტრეს II, იოანეს II და III, იაკობისა და იუდასი. დიდი
პატივისცემით აღნიშნავს ის ჰერმესის „მწყემსს“, წმ. კლიმენტი რომაელის I
ეპისტოლეს, პავლეს საქმეებს, ბარნაბას ეპისტოლესა და დიდაქეს, მაგრამ არცერთ
შემთხვევაში არ ადარებს მათ ღვთივსულიერსა და კანონიკურ წიგნებს. ნაყალბევ
(yeudh/) წიგნებად ორიგენე მოიხსენიებს თომას ერეტიკულ სახარებას, ბასილიდეს
სახარებას, თორმეტი მოციქულის სახარებასა და ეგვიპტელთა სახარებას41.
ასე რომ, მთელი III საუკუნის განმავლობაში და IV დასაწყის პერიოდში
გრძელდებოდა განხილვა სადავო წიგნებისა. ზოგიერთი მათგანის კანონიკურობა იყო
აღიარებული, ხოლო ზოგი უარყოფილ იქნა, როგორც აპოკრიფი. იმ პერიოდის
საეკლესიო პრაქტიკის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ევსები
კესარიელი. თავის „საეკლესიო ისტორიაში“ ის ციტირებს უფრო მეტად ადრეული
ავტორების გამონათქვამებს კანონთან დაკავშირებით. თავს უყრის რა თავისი
გამოძიების შედეგებს, ევსები კესარიელი გვთავაზობს კანონის შემდეგ
კლასიფიკაციას:
1) 22 „არასადავო“, „საყოველთაოდ აღიარებული“ წიგნი: ოთხი სახარება, „საქმე
მოციქულთა“, პავლეს ეპისტოლეები (შედის ებრაელთა მიმართ
ეპისტოლეც), იოანეს I ეპისტოლე, პეტრეს I ეპისტოლე და იოანეს
აპოკალიპსი.
2) 5 „საეჭვო, მაგრამ ბევრის მიერ მიღებული“ წიგნი: იაკობის ეპისტოლე,
იუდას ეპისტოლე, პეტრეს II ეპისტოლე და იოანეს II და III ეპისტოლეები
(საყურადღებოა, რომ თავად ევსები აღიარებს ყველა ამ ტექსტს).
3) 5 ნაყალბევი (ნატყუარი) წიგნი: პავლეს საქმეები, ჰერმესის „მწყემსი“, პეტრეს
აპოკალიპსი, ბარნაბას ეპისტოლე და დიდაქე. ამასთან, ევსები ამატებს: „და,
როგორც უკვე ვთქვი, თუ გნებავთ, იოანეს აპოკალიპსი, რომელსაც ერთნი
უარყოფენ, ხოლო მეორენი აღიარებენ“.
საბოლოოდ, IV საუკუნე, განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი, როგორც უკვე
აღვნიშნეთ, არის დამაგვირგვინებელი პერიოდი ახალი აღთქმის კანონიზაციის
ისტორიაში. ევსები კესარიელიდან მოყოლებული ამ პერიოდში ჩნდება საკმაოდ ბევრი
ნუსხა (ინდექსი), რომლებშიც ჩამოთვლილია ის წიგნები, რომლებსაც იწყნარებს
კათოლიკე (ერთიანი) ეკლესია (განსხვავებული ვითარებაა მხოლოდ იოანეს
აპოკალიპსთან დაკავშირებით, ზოგიერთ ნუსხაში შესულია, ზოგში კი არა).

41
Иоаннис Каравидопулос, Введение в Новый Завет,
https://azbyka.ru/vvedenie-v-novyj-zavet-karavidopulus

13
ამ პერიოდის ერთ-ერთი პირველი უმნიშვნელოვანესი წყარო გახლავთ
მოციქულთა კრების კანონები (85-ე კანონი), სადაც ჩამოთვლილია ახალი აღთქმის 26
წიგნი (არ არის აქ იოანეს აპოკალიპსი). შემდეგი მნიშვნელოვანი წყაროა ლაოდიკიის
ადგილობრივი საეკლესიო კრების (დაახლ. 363 წ.) კანონები (59-ე კანონი), რომელშიც,
ასევე, 26 წიგნია ჩამოთვლილი (აქაც არ არის იოანეს აპოკალიპსი). აღმოსავლეთში წმ.
ათანასე ალექსანდრიელი არის პირველი ავტორი, რომელსაც მოაქვს საკუთრივ იმ 27
წიგნის ჩამონათვალი (ნუსხა)42, რომელიც შეადგენს საბოლოოდ ახალი აღთქმის
კანონს43. ამავე პერიოდის მნიშვნელოვანი ინდექსებია წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველისა
(არ არის მასში იოანეს აპოკალიპსი) და წმ. ამფილოქე იკონიელის. უკანასკნელ
ინდექსში აპოკალიპსთან დაკავშირებით წერია, რომ ზოგიერთი სცნობს იოანეს
აპოკალიპსს, ზოგი კი უარყოფს.
რაც შეეხება დასავლეთის ეკლესიას, იქ ახალი აღთქმის 27 წიგნის ნუსხა
(ინდექსი) დამტკიცდა აფრიკაში – ჰიპონიისა (393 წ.) და კართაგენის (397 და 419 წწ.)
საეკლესიო კრებებზე44.
ასე რომ, V საუკუნის დამდეგისთვის ახალი აღთქმის კანონი ფაქტობრივად
საბოლოოდ დადგენილია (თუ არ ჩავთვლით „გამოცხადების“ (აპოკალიპსი) წიგნს,
რომელიც VI-VII საუკუნეებამდე ერთმნიშვნელოვნად არ აღირიცხება კანონიკურ
წიგნებში), რაც გადაწყდა ერთიანი საეკლესიო შეთანხმების შედეგად. აქედან
გამომდინარე, კვლავ გავიმეორებთ და შევაჯამებთ, კრიტერიუმები, რომლებიც
გამოიყენებოდა კანონიზაციის პროცესში, იყო შემდეგი: 1) „მართლმადიდებლობა“ –
პირველ რიგში გათვალისწინებული იყო ის, რომ ესა თუ ის ტექსტი რამდენად
შეესაბამებოდა „სარწმუნოების განსაზღვრებას“, ე. ი. დასაძირკვლებულ ქრისტიანულ
გადმოცემებს. 2) „სამოციქულო ავტორობა“ და 3) „საეკლესიო შეთანხმებულობა“ –
გათვალისწინებული იყო ის, თუ რამდენად გამოიყენებოდა და ავტორიტეტული იყო
ეკლესიაში ესა თუ ის ტექსტი45.
ამასთან, დავძენთ, რომ ახალი აღთქმის წიგნთა კანონიზაციის პროცესის ნათელ
დადასტურებად თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ საეკლესიო მოძღვრები, რომლებიც
განმარტავენ კონკრეტულ წიგნებს. ასე მაგალითად: როდესაც წმ. იოანე ოქროპირი
განმარტავს ახალი აღთქმის კონკრეტულ წიგნებს, ამით, ფაქტობრივად, ადასტურებს
მათს კანონიკურობას (წმ. იოანე ოქროპირს განმარტებული აქვს ახალი აღთქმის 26
წიგნი, გარდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებისა). ასევე, მნიოშვნელოვან
წყაროდ უნდა მივიჩნიოთ წმ. ეფრემ ასურის (ოთხთავისა და პავლეს 14 ეპისტოლის

42
წმ. ათანასე ალექსანდრიელის ეს ჩამონათვალი ანუ ინდექსი არის მის სადღესასწაულო (პასქალურ)
ეპისტოლეში, რომელიც დაწერილია 367 წელს.
43
Брюс М. Мецгер, Новый Завет, Контекст, формирование, содержание, перевод: Глеб Ястребов, Москва,
2006, с. 302-303.
44
Брюс М. Мецгер, Новый Завет, Контекст, формирование, содержание, перевод: Глеб Ястребов, Москва,
2006, с. 303.
45
Брюс М. Мецгер, Новый Завет, Контекст, формирование, содержание, перевод: Глеб Ястребов, Москва,
2006, с. 304.

14
განმარტება), ნეტ. იერონიმეს (ოთხთავი და პავლეს 14 ეპისტოლე), ნეტ. თეოდორიტე
კვირელისა (პავლეს 14 ეპისტოლე) და სხვათა განმარტებანი.
საკუთრივ გამოცხადების წიგნის კანონიკურობასთან დაკავშირებით
მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს წმ. ირინეოს ლიონელისა და, განსაკუთრებით, წმ.
იპოლიტე რომაელის შრომები. წმ. ირინეოს ლიონელს „გამოცხადების“ წიგნიდან აქვს
განმარტებული მცირე ადგილები. რაც შეეხება წმ. იპოლიტე რომაელს, მას გაცილებით
მეტი ადგილი აქვს განმარტებული თავის ცნობილ შრომაში – „ქრისტესა და
ანტიქრისტეს შესახებ“.

15

You might also like