You are on page 1of 4

1.

ქრისტიანული ტრადიციით, რომელი საიდუმლოს მეშვეობით ხდება ადამიანი


ეკლესიის წევდი?

ნათლობით

2. რამდენ საეკლესიო საიდუმლოს იცნბს ძველი ქრისტიანული ტრადიცია?

შვიდს

3. ეს მსახურება ბერძნულად ნიშნავს "საერთო მსახურებას და ის მთავარი


ქრისტიანული ღვთისმსახურებაა. მას მეორე ნაირად წირვას უწოდებენ, რომლის
დროსაც აღესრულებოდა ზიარების რიტუალი, რომელ მსახურებაზეა საუბარი?

ლიტურგია

4. რამდენი მარხვაა დაწესებული მართმადიდებელ ეკლესიაში?

ოთხი

5. რამდენი მუხლისგან შედგება ქრისტიანული რწმენის კრედო?

თორმეტი

6.რამდენი მსოფლიო საეკლესიო კრება ჩატარდა მართმადიდებლურ ეკლესიაში?

შვიდი

7. ეს რიტუალი სათავეს იღებს მოციქულთა დროიდან, რომლებიც ქრისტესთან


მიჯაჭვული ძალით მრავალ ადამიანს ათავისუფლებდნენ ეშმაკთაგანდა
კურნავდნენ მათ... ეს საიდუმლო დღევანდელ ეკლსიაშიც ავადმყოფი ადამიანისთის
აღესრულება, რომელ საიდუმლოზეა საუბარი?

ევქარისტიით

8. რამდენი ტიპის ლოცვებს გამოყოფენ ქრისტიანულ რელიგიაში?

სამი

9. რამდენი ნაწილისგან შედგება თანამედროვე ქრისტიანული ტაძარი?

სამი

10. რომელ საუკუნეში წარმოიშვა ბერმონაზვნობა ქრისტიანულ ეკლესიაში?

მეოთხე

11. რას ნიშნავს სიტყვა რელიგია?

მოწიწებით პატივისცემა

12. რა ქვია მოძღვრებას რომელიც უარყოფს ნებისმიერი ზებუნებრივი ძალის


არსებობას?

ათეიზმი

13. ჩინეთში რელიგიას უწოდებენ ჩიაოს, რაც ნიშნავს მოძღვრებას. ინდოეთში


სიტყვა დჰარმა გამოხატავს ლათინურ რეიგიას და ნიშნავს წესრიგს. არაბულშ კი
დინ აღნიშნავს ამ სიტყვას (რელიგიას) როგორ ითარგმნება იგი?

ღვთაებრივ გონებას
14. სხვაგვარად რა ეწოდება რელიგიებს რომლებიც მრავალღმერთიანობას
აღიარებენ? - პოლითეისტური

15. როგორ რელიგიურ სისტემებათ შეგვიძლია დავახასიათოდ რელიგიურ-


ფილოსოფიურიმიმართულებები: დეიზმი, პანთეიზმი, აგნოსციტიზმი?

ფსევდორელიგიური

16. რომელია ის პრიმიტიული რელიგია, რომელიც არა მარტო ბუნებაში იწვევს


ცვლილებებს არამედ ადამიანის ბედ-იღბალძეც დიდ ზეგავლენას ახდენს ?

ფეტიშიზმი

17.ებრაელთა მოთხოვნით წინასწარმეტყველ სამუელის მიხედვით ვინ იქნა


ნაკურთხი მეფედ? საული

18. შუამდინარეთის ქალაქ ურიდან რომელ ტერიტორიაზე გადასახლდა აბრაამი?

ქინაანის მიწაზე

19. რას ნიშნავს სიტყვა კაბალაჰ?

გადმოცემას.

20. ევროპაში დაამერიკაში ებრაელთა უმრავლესობა რომელ ფრთას მიეკუთვნება?

აშკენაზურ ფრთას.

21. რას ნიშნავს ფეტიშიზმი?

განსულიერებას, როდესაც საგანს ძებუნებრივ ძალას მიაწერენ.

22. რას ნიშნავს ანიმიზმი?

სულისა და სულიერების არსებობის რწმენას, სწავლებას სულის შესახებ .

23. რამდენ საიდუმლოს იცნობენ ქრისტიანულ ტრადიციებში პროფესიები?

შვიდს

24. რა ეწოდება პოლითეიზმს? - მრავალღმერთიანობა

25. რას ნიშნავს მონოთეისტობა?- ერთღმერთიანობა, უპირისპირდება პოლითეიზმს

26. რომელი რაბინისტული შტო მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან რომელიც


ნიშნავს ესპანეთს?

სეფერადები

27. ხასიდიზმის სახელი მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან ხასიდუტ, რას ნიშნავს


ეს სიტყვა?

ღვთის მოსავი

28. რომელ წელს მოხდა დიდი განხეეთქილება რომსა და კონსტანტინეპოლს შორის?

1054 წელს

29.რამდენი წიგნია ძველ აღთქმაში პროტესტანტულ ბიბლიაში?

38
30. რა ენაზეა დაწერილი ახალი აღთქმის წიგნები (მათეს სახარების გარდა)?

ბერძნულ ენაზე

31. ბიბლიისეულ რომელ წიგნთა კატეგორიას ეწოდება ქართულად ექვთიმე


ათინელის ტერმინოლოგიით ნატყუარი?

აპოკრიფულ წიგნებს

32. წმინდა წერილტან ერთად რა წარმოადგენს ქრისტიანულ რელიგიის


სარწმუნოებრივი მოძღვრების საფუძველს?

წმინდა გადმოცემა.

მოკლედ აღწერეთ რაარის კაბალა-იუდაური მისტიკა?

ებრაული სახელწოდება კაბალა ნიშნავს „გადმოცემას“. მისი მიმდევრები შემოქმედთან


თანაზიარების განცდისკენ მიისწრაფვიან,რომელიც შესაბამისი სულიერი პრაქტიკითა და
ასკეტური მეთოდებით მიიღწევა. კაბალის მიმდევრები არა იმდენად ფილოსოფიურ
იდეებზე, რამდენადაც ლოცვით ტექნიკაზე, ექსტატურ მედიტაციებზე თუ ალტრუიზმზე 18
არიან კონცენტრირებულნი. კაბალისტიკა აღიარებს სულთა გადასახლების თეორიას ,
რომლის მიხედვითაც ცოდვილი ადამიანის სული გარდაცვალების შემდეგ სხვა
ადამიანის სხეულით იბადება ამ ქვეყნად და ეს გრძელდება მანამდე , სანამ მისი სული არ
განიწმინდება ცოდვებისგან იმდენად, რომ ცათა სასუფეველში შესვლა შეძლოს .

ქრისტიანული რელიგიის წერილობითი წყაროები:

ძველი აღთქმა- ქრისტიანულ რელიგიაში ძველი და ახალი აღთქმის წიგნების


ერთობლიობას ბიბლია ეწოდება. სიტყვა „ბიბლია“ ბერძნულია და ნიშნავს „წიგნებს“
(მხოლობით რიცხვში „ბიბლოს“). ძველი აღთქმის წიგნთა რაოდენობა სხვადასხვა
ქრისტიანული ეკლესიის გამოცემულ ბიბლიაში სხვადასხვაა. პროტესტანტული
ეკლესიების გამოცემებში მასში მხოლოდ 38 წიგნია, ხოლო მართლმადიდებლურ და
კათოლიკურ გამოცემებში გარდა ამ 38-ისა, არის კიდევ 12 წიგნი. ამ სხვაობის ისტორიული
მიზეზი ის გახლავთ, რომ ძველი აღთქმის ბერძნული თარგმანის ავტორებმა თარგმნეს
ასევე ის წიგნებიც, რომლებსაც ებრაელები არ მიიჩნევდნენ კანონიკურად . ძველი
აღთქმის წიგნები ძველ ებრაულ ენაზეა დაწერილი ძვ. წ. X-დან III ს-მდე. III ს-ში კი იგი
ითარგმნა ბერძნულად, რომელიც სამოცდაათთა თარგმანის სახელით არის ცნობილი .

ახალი აღთქმა- გამოთქმა „ახალი აღთქმა“ იერემიას ცნობილი წინასწარმეტყველებიდან


იღებს სათავეს. ახალი აღთქმის წიგნები დაწერილია ახ. წ. I-II სს-ებში ძველბერძნულ ენაზე
(თუმცა მათეს სახარება თავდაპირველად ებრაელებისთვის ებრაულ ენაზე დაიწერა და
მხოლოდ შემდეგ ითარგმნა ბერძნულად). VI ს-ში უკვე ბიბლიის მთლიანი ტექსტი
ლათინურად ითარგმნა, რომელიც ცნობილია ვულგატას სახელით, რადგან იგი
„ვულგარულ“, ასე ვთქვათ, უხეშ ლათინურზე ითარგმნა, რომელსაც ხალხი
ყოველდღიურად იყენებდა იმისათვის, რომ ყველა ფენისთვის გასაგები ყოფილიყო
ბიბლიის შინაარსი გასაგები. ახალი აღთქმა აერთიანებს 27 კანონიკურ წიგნს.

როგორია ქრისტიანული სწავლება სამყაროს შექმნის შესახებ?

ქრისტიანული სწავლებით, ღმერთმა, როგორც უსასრულო არსებამ, ასევე უსასრულო


ხილული და უხილავი სამყარო შექმნა არა საკუთარი არსიდან, არამედ არაფრისგან.
სწორედ ამ აქტში ვლინდება ღვთის ერთ-ერთი თვისება – ყოვლადძლიერება, რადგან
ჩვენ ადამიანებს იმისათვის რომ რაღაც შევქმნათ, შესაბამისი მასალა
გვჭირდება.ღმერთმა კი ყოველგვარი წინასწარ არსებული მასალის გარეშე –
არაფრისგან შექმნა სამყარო. ადამიანი კი უფლის ხატად და მსგავსად , ქმნილი სამყაროს
გვირგვინად, შემოქმედებითი პროცესის მწვერვალად ითვლება , რადგან ამ ხილულ
სამყაროში არცერთი ქმნილება არ არის (მის მსგავსად) გონიერი და უკვდავი სულის
მქონე.

როგორია ქრისტიანული სწავლება ლოცვის შესახებ?

ქრისტიანულ რელიგიაში სამი ტიპის ლოცვებს გამოყოფენ: სავედრებელი ,


სამადლობელი და ქება-დიდების. ქრისტიანის მიერ წარმოსათქმელი ლოცვები შედგება
კანონიკური და თავისუფალი (საკუთარი) ლოცვებისგან. კანონიკურ ლოცვებში
იგულისხმება თავად ქრისტეს მიერ წარმოთქმული ლოცვა, ფსალმუნები და ეკლესიის
მიერ დადგენილი სხვა ლოცვები. თავისუფალ ლოცვაში კი იგულისხმება ადამიანის
გულში და გონებაში დაბადებული ყოველი ფიქრი ან განწყობა. როგორც წმ. ბასილი დიდი
აღნიშნავს, ადამიანის ყოველი გრძნობა, რომელიც უფლისკენ არის მიმართული , უკვე
ლოცვაა. ქრისტიანობა, სხვა მონოთეისტური რელიგიების მსგავსად, ამტკიცებს რომ
ღმერთი არ არის რაღაც იდეა, არამედ ცოცხალი პიროვნება, ამიტომ ლოცვა დიალოგია
და არა მონოლოგი. უფალმა ადამიანს მისცა იმის ძალა, რომ ზემოქმედება მოახდინოს
მასზე (ღმერთზე) – ეს ძალა ლოცვა და სინანულია.

როგორი წესებია კვების შესახებ იუდაიზმში?

აკვებთან დაკავშირებული კანონების ერთობლიობას ეწოდება „ქაშრუთი “, რომელიც


წარმოშობილია სიტყვისგან „ქაშერ“. დღეს სიტყვა „ქაშერით“ მოიხსენიება
„ნებადართული საკვები“. აკრძალული საკვები კი მოიხსენიება სიტყვით „ტრეფა“ (ნიშნავს
„დაგლეჯილს“). ტრეფა ეწოდებოდა იმ ცხოველებს, რომლებიც დაგლეჯილი იყო
მტაცებელი ცხოველის მიერ, ან იყო დამხრჩვალი. თალმუდში აკრძალულ საკვებთან
დაკავშირებით არსებობს სამი ათასამდე კანონი. მათი უმრავლესობა კი , ძირითადად ,
ბიბლიის შემდეგ ორ ადგილს ეყრდნობა: ლევიტელთა წიგნის XI თავს და მეორე რჯულთა
წიგნის XIV თავს. ებრაული რელიგიური შეგნების თანახმად , ამ კანონთა მიზანი იმის
მუდმივი შეხსენებაა, რომ ადამიანი ჭამს იმიტომ, რომ იცოცხლოს და არა პირიქით.
როგორც ებრაელი ფილოსოფოსი მოსე მაიმონიდი წერს, საკვებთან დაკავშირებული
კანონები ადამიანს ეხმარება „საკუთარ ვნებებზე ბატონობაში, საკუთარი სურვილების
შეზღუდვაში...“.

როგორ წარმოიშვა რაბინისტული იუდაიზმი?

ახ. წ. 70 წლის ტრაგედიის შემდეგ ებრაელთა კონსოლიდაციას ახდენენ რაბინები . სიტყვა


„რაბბი“ წარმოშობილია ზედსართავი სახელიდან, რომელიც ნიშნავს „დიდს“. ამ
პერიოდიდან ტაძარს სინაგოგები ენაცვლება. თანდათანობით რაბინები ერთგვარ
ნამდვილ კასტად გადაიქცნენ. ისინი, ძირითადად, ფარისეველთა წრიდან იყვნენ
გამოსული. ახ. წ. 70 წლის შემდეგ იერუსალიმთან ახლოს ქალაქ იამნაში მათ
ჩამოაყალიბეს რაბინისტული აკადემია, რომელმაც იუდაიზმის კრიზისი უფრო
გაამძაფრა, რაბინისტული საქმიანობის ცენტრი იუდეიდან გალილეაში იქნა გადატანილი .
რაბინები, რომლებსაც რომი პატრიარქად ნიშნავდა, განთავისუფლებულნი იყვნენ
თითქმის ყველა გადასახადისგან და ასევე გარკვეული პრივილეგიებითაც
სარგებლობდნენ.

You might also like