You are on page 1of 29

იუდა ისკარიოტელის სახარება ნაწ.

ის  ისტორიაში  ერთ‐ერთი  ყველაზე  საძულველი 


ადამიანია.მოციქული,  რომელმაც  გასცა  იესო. 
მისი  სახარება  2000  წელი  უცნობი  იყო  ჩვენთვის. 
ხოლო  აღმოჩენის  შემდეგ  სახარებამ  ქრისტეს 
გაცემაზე ისტორია თავდაყირა დააყენა. 

იუდას  სახარების  აღმოჩენის  რამდენიმე  ვერსია 


არსებობს, მაგრამ ყველაზე რეალური შემდეგია : 

1978  წ.  ეგვიპტეში  ერთი  ფერმერი  ,  რომელსაც 


ძვირფასეულობის  პოივნის  სურვილი  ჰქონდა, 
ნილოსის  პირას  მდებარე  გამოქვებყლში  შევიდა. 
ძველად  ეს  გამოქვაბული  გამოიყენებოდა  როგორც  მიცვალებულთა 
აკლდამა. გარდაცვლილთა ძვლებს შორის მან ქვისგან გაკეთებული ყუთი 
იპოვა.  ყუთში  კი  ტყავში  გახვეული  უცნაური  კოდექსი  იდო.  მაგრამ  რას 
წარმოდიგენდა  ფერმერი,  რომ  ეს  უდიდესი  აღმოჩნეა  იქნებოდა,რომ  მან 
ზუსტად  ის  დოკუმენტი  იპოვა,რომელიც  ადრეულმა  ქრისტიანულმა 
ეკლესიამ ერესად გამოაცდა. 

1980  წელს  იგივე  ფერმერმა  კოდექსი  ეგვიპტის  ძველმანების  ბაზარზე 


არანორმალური 

გაყიდა. მისი ახალი მფლობელი ეგვიპტური სიძველეებით მოვაჭრე გახდა. 
წლების  შემდეგ  ვაჭარს  ეს  კოდექსი  სხვა  ძვირფას  ნივთებთან  ერთად 
მოპარეს.  მაშინაც  კი  როდესაც  იუდას  სახარება  ძვირფასეულობის  შავ 
ბაზარზე  გადაინაცვლებს  ვერავინ  ხვდება,  რომ  ეს  შეუფასებელი 
დაკარგული სახარებაა. 

https://www.facebook.com/groups/379226079356037/ 
1983  წელს  კოდექსი,  რომელიც  იუდას  სახარებას  შეიცავდა  საოცარია, 
მაგრამ ისევ იგივე ეგვიპტელმა ვაჭარმა იპოვა. მან ჟენევაში სამი სხვადახვა 
მეცნიერი  მიიწვია  შეხვედრაზე  და  მანუსკრიპტში  3  მილიონი  მოსთხოვა. 
კოდექსი  3  სხვადასხვა  მანუსკრიპტისგან  შედგებოდა:  2  ბერძნულ  და  1 
კოპტურ  ენაზე.  მეცნიერებს  ჯამში  მხოლოდ  100  ათასი  აღმოაჩნდათ. 
ამიტომ  ვაჭარმა  კოდექსი  ჩაიტანა  აშშ‐ში  სადაც  რამდენჯერმე 
წარუმატებლად  სცადა  მისი  გაყიდვა.  ბოლოს  იმედ  გაცრუებულმა 
ეგვიპტელმა  ბანკის  საცავში  შეინახა  კოდექსი.ის  ნიუ‐იორკის  ერთ‐ერთი 
ბანკის საცავში 16 წელი ინახებოდა, ისე რომ ჯერ კიდევ არავის არ ჰქონდა 
წარმოდგენა თუ რა იყო. 

 სიძველლების  გამყიდველი  ფრიდმა  ჩაკესი:  მე 


მსმენია  იუდას  სხარების  შესახებ  და  მინდოდა 
გამერკივა  რეალურად  არსებობდა  თუ  არა.  1999 
წელს  მივაგენი  მის  იმჟამინდელ  მფლობელს,  ერთ 
ეგვიპტელ  კაცს  და  ვიხილე  განდგურები,მტვრად 
ქცეული ხელნაწერი. 

15  საათიანი  რადიოკარბონული  შესწავლის  შედეგად  დადგინდა,  რომ 


პაპირუსი  220‐340  წლებშია  შექმნილი.  2002  წელს  ნაფლეთებად  ქცეული 
სახარების  რესტავრაცია  დაიწყეს.  თხელი  პაპირუსის  აღდგენას  წლები 
დასჭირდა.  მაგრამ  რაოდენ  გასაკვირიც  არ  უნდა  იყოს  თავად 
დასახელების  „იუდას  სახარების“  რამდენიმე  ასო  არის  დაკარგული. 
(იხ.ფოტო) 
არანორმალური 

მარვინ  მაერი(კოპტური  ენის  ექსპერტი)  :  ჩემი  აზრით  ორიგინალი 


დაწერილია  არა  კოპტურ,  არამედ  ბერძნულ  ენაზე.  რომლის  პირველი 
ასლიც,  მოგვიანებით  ეგვიბტეში  ქრისტიანების  საოგადოებაში  მოხვდა  და 
იქ იქნა თარგმნილი კოპტურად. მისი ასლი გაკეთებულია სავარაუდოდო 3‐
4 საუკუნეეში. ხოლო, როდის იყო დაწერილი ეს არავინ იცის. 

https://www.facebook.com/groups/379226079356037/ 
*ირინეოსის  წყალობით  ცნობილია,  რომ  180  წელს  იუდას  სახარება  უკვე 
არსებობდა.  ბევრისთვის  იუდას  სახარება  დღემდე  **ერესად  ითვლება. 
ასევე ნაგ‐ჰამადში ნაპოვნი სახარებებით ნათელი გახდა, მეცნიერებისთვის 
რომ  ადრეულ  საუკუნეებში  ქრისტიანობის  რამდენიმე  მიმდინარეობა 
არსებობდა,რომლებიც ვერ განვითარდნენ. 

2006  წელს  პირველად  გახდა  შესაძლებელი  იუდას  ევანგელიის 


გამოქვეყნება. 

II ნაწილში გაიგებთ : ვინ და რატომ აკრძალა იუდას სახარება და რა წერია 
მასში 

ითარგმნა და მომზადდა National Geographic – ის მიხედვით 

———————————————‐ 

*ირინეოსი  –  (ირინეოსზე  მეორე  ნაწილში  უფრო  მეტს  ვისაუბრებთ.) 


მღვდელმოწამე  ირინეოს  ლიონელი  130 წელს  დაიბადა  ქალაქ  სმირნაში. 
ქრისტიანული  მოძღვრებაში  იგი  მოციქულ  იოანე  ღვთისმეტყველის 
მოწაფემ,  მღვდელმთავარმა  პოლიკარპე  სმირნელმა  განსწავლა.  178 
წელს,  ეპისკოპოს  პოთინეს  მოწამეობრივი  აღსასრულიდან  ერთი  წლის 
თავზე  ნეტარ  ირინეოსს  ქალაქ  ლუგდუნის  ეპისკოპოსად  დაასხეს  ხელი. 
„მოკლე  ხანში,  –  წერდა  წმინდანის  შესახებ  მღვდელმთავარი  გრიგოლ 
ტურელი,  –  თავისი  ქადაგებით  მან  მთელი  ლუგდუნი  ქრისტიანულ 
ქალაქად აქცია!“ 
არანორმალური 

იმპერატორ  სეპტიმიუს  სევერუსის  (193‐211)  ზეობის  დროს,  202  წელს 


ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისთვის მღვდელმთავარ ირინეოსს თავი 
მოჰკვეთეს. 

https://www.facebook.com/groups/379226079356037/ 
**  ერესი  –  ქრისტიანობის  პირველ  საუკუნეებში,  მას  შემდეგ,  რაც  ახალი 
რელიგიის  დევნა  შეწყდა,  დაიწყო  თეოლოგიური  დისკუსიები  ძირითადი 
დოგმების  განმარტების  შესახებ,  როგორებიცაა,  მაგალითად,  ღმერთის 
სამერთიანობა  და  ქრისტეს  ბუნება.  არიოსი  მიიჩნევდა,  რომ  ქრისტე 
მხოლოდ  მამა  ღმერთის  მსგავსი  იყო  და  არა  მისი  ღვთაებრივი  ბუნების 
თანასწორი.  ამ  მოსაზრების  წინააღმდეგ  გამოვიდა  ნიკეის  საეკლესიო 
კრება (325 წ.), რომელმაც ქრისტეს ღვთაებრიობა და მამა ღმერთთან მისი 
თანაარსობა  გამოაცხადა.  მოგვიანებით  ნესტორი  ქრისტეში  ორ  პირს 
აღიარებდა:  ღვთაებრივსა  და  ადამიანურს.  მას  დაუპირისპირდა  ეფესოში 
გამართული საეკლესიო კრება (431 წ.), რომელმაც ქრისტეში ღვთაებრივი 
პირის  ერთადერთობა  გამოაცხადა.  ნესტორის  საპირისპიროდ,  ევთიკე 
ქრისტეში  ღვთაებრივ  და  ადამიანურ  ბუნებებს  განასხვავებდა.  მისი 
მოსაზრება  უარყო  454  წელს  ქალკედონიაში  გამართულმა  საეკლესიო 
კრებამ,  რომელმაც  დაგმო  მონოფიზიტური  სწავლება  და  გამოაცხადა, 
რომ ქრისტეში ერთი პირი და ორი – ღვთაებრივი და ადამიანური – ბუნებაა 
გაერთიანებული.  ეს  თეოლოგიური  კამათი  იყო,  მაგრამ  ის  გავლენას 
ახდენდა  ფილოსოფიაზე,  ფილოსოფიის  ძირეულ  ცნებათა 
ჩამოყალიბებაზე,  როგორებიცაა:  სუბსტანცია,  ბუნება,  არსი, 
დამოკიდებულება, პირი და ა.შ.
არანორმალური 

https://www.facebook.com/groups/379226079356037/ 
იუდა ისკარიოტელის სახარება ნაწ. II

ვინი იყო იუდა ისკარიოტელი? მასზე ძალიან მცირეა ცნობილი. იგი


შეიძლება იუდეიდან იყო და არა გალილეიდან, როგორც ქრისტე და
დანარჩენნი. ახალ აღთქმაში იუდა მხოლოდ 18-ჯერ არის მოხსენიებული.
ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს რომ ქრისტე იუდას ყველაზე მეტად
ენდობოდა.

გნოსტიკოსები

ქრისტეს  შობიდან  დაახლოებით  100 


წელს  იერუსალიმში  ,  რომელსაც 
მართავდნენ რომაელები იყო ძლიერი 
რელიგიური  აფეთქებები:  იუდაიზმის, 
რომაული  კულტებისა  და 
ქრისტიანობის  მიმდევრები 
ბრძოლობდნენ  საკუთარ  რიგებში 
მორწმუნეების  შემატებას.  ამ  დროს 
ახალი  აღთქმა  ჯერ  კიდევ  არ  არსებობდა.  ერთი  ქრისტიანი  მეორეს 
ზეპირად  გადასცემდა  სხვადასხვა  ამბებს  ქრისტეზე.  ბოლოს  ეს  ამბები 
დაწერილი  იქნა  ევანგელიის  სახით  მაგრამ  ქრისტეს  სიკვდილიდან  30‐60 
წლის შემდეგ. 

დღეს, ბევრი მეცნიერი თვლის რომ ოთხივე სახარების ავტორი იმაზე ადრე 
არანორმალური 

გარდაიცვალა ვიდრემ მათი სახარებები იქნა დაწერილი. 100‐ზე მეტი წლის 
მანძილზე  ვრცელდობოდა  უამრავი  და  ხშირად  ურთერთ  გამომრიცხავი 
ინფომრაცია  იესოზე  და  მის  სწავლებაზე.  რეალურად  არსებობდა  არა  4 
სახარება არამეს 30‐ზე მეტი და მათ შორის იუდას ევანგელია. 

https://www.facebook.com/groups/379226079356037/ 
ბევრ,  ადრეული  ხანის  ქრისტიანს  უწოდებენ  გნოსტიკოსებსა  ანუ 
ადამინებს,რომლებმსაც  განსაკუთრებული  ცოდნის  ფლობაზე  ჰქონდათ 
პრეტენზია. ბევრი გნოსტიკოსი იყო ქრისტიანი. გნოსტიკოსები ასევე იყვნენ 
ისინი ვინც დაწერეს ე.წ. ნაგ‐ჰამადის ბიბლიოთეკა. ისინი ჰყვებიან ქრისტეზე 
უფრო  მეტად  აბსრაქტულად  და  ფილოსოფიურად  ვიდრემ  ახალ 
აღთქმაში  წერია.  ადრეული  ქრისტიანული  ეკლესიის  მამამთავრები 
გნოსტიკებს დევნიდნენ. 

გნოსტიკები  ასევე  ქადაგებდნენ,  რომ  სხეული  იყო  სულის  საპყრობილე 


მათთვის  იესოს  სიკვდილი  იყო  კარგი  ქმედება  ხოლო  იუდა  გმირი, 
რომელიც  ქრისტეს  სულს  დაეხმარა  განთავისუფლებაში.  ადრეული 
ქრისტიანების  მამამთავრებისთვისთვის  მსგავსი  ტექსტები  საკმაოდ 
სკანდალური  იყო.  მათ  უარყვეს  დანრჩენი,  30‐მდე  გნოსტიკოსის 
დაწერილი სახარება. 

ირინეოსი, ლიონი, 180 წელი 

ქრისტიანობა  არ  იყო  სახელმწიფო  რელიგია  და  მორწმუნენი  საფასრუს 


საკუთარი  სიცოცხლის  ფასად  იხდიდნენ.  რომაელები  ბრალს  დებდნენ 
ქრისტიანებს,  რომ  მათ  არ  უნდოდათ  რომაულ  ღმერთებისთვის 
მსხვერპლი  შეეწირათ.  ირინეოსის  ქალაქში  არეულობა 
დაიწყო.(ირინეოსზე  ცნობები  I  ნაწილშია).  ბევრი  ქრისტიანი,  რომელმაც 
საჯაროდ  აღიარა  ქრისტე  საჯაროდვე  იქნენ  ნაწამებნი.  სავარაუდოდ 
ირინეოსზე  ამ  ფაქტმა  იმოქმედა  :  თუ  შენ  კვდები  რწმენისთვის,  გაგდებენ 
ჯურღმულში  ან  მშიერ  მხეცებს  მიუგდებენ  შენს  თავს  უნდა  იცოდე  თუ  რაში 
არანორმალური 

მდგომარებოს  ეს  რწმენა  და  რისთვის  ეწამები.  30‐ზე  მეტი  სახარებიდან 


ირინეოსმა შეარჩია მხოლოდ 4. (4 სახარება) 

თითქმის  1800  წლის  წინ  ეპისკოპოსმა  ირინეოსმა  ვრცელი  წერილი 


მიუძღვა  იმ  დროს  გავრცელებულ  სახარებას,  რომელსაც  იუდას  სახარება 

https://www.facebook.com/groups/379226079356037/ 
ეწოდებოდა. იუდას ვერსია იყო დაწყევლილი ირინეოსის მიერ, მოიხსენია 
როგორც ერესი და პირველი საუკუნეების მამებმა უარყვეს მისი ისტორია. 

უილიამ  კლასი(მკვლევარი):  მარკოზის  სახარება  დაწერილია 


დაახლოებით  60  წელს.  მასში  იუდა  არ  არის  გამოყვანილი  როგორც 
საშინელი  ადამიანი.  საიდუმლო  სერობის  სცენის  აღწერისას  მარკოსი  არ 
აკეთებს  აქცენტს  იუდაზე,  საიუდიმლო  სერობის  სცენა  რომ 
წარმოვიდგინოთ  ეს  იყო  ყველაზე  ინტიმური  მომენტი,  ყველაზე  ახლო, 
მეგობრული  შეხვედრა  ქრისტესა  და  მის  მოსწავლეებს  შორის.  ალბათ 
მათთვის  მტკივნეული  იყო  იმის  მოსმენა,  რომ  ქრისტეს  აღსასრული  იყო 
მოახლოებული.  წმინდა  სერობის  აღწერისას  მარკოზი  არ  მიუთითებს 
იუდაზე, როგორც გამცემელზე , მაგრამ შემდეგ ევანგელისტთან მათესთან 
იუდას  დანაშაული  ეჭვს  აღარ  ბადებს.  მათესა  და  მარკოზის  ევანგელიებს 
შექმნის  შორის  დაახლოებით  10‐12  წლია  სხვაობა.  ვიცით,  რომ 
გამცემლობა  გეთსიმანიის  ბაღში  ხდება.  იუდა  მიუთითებს  იესოზე 
ისტორიაში  ყველაზე  ცნობილი  ამბორის  სახით.  როგორც  მათეს  სახარება 
გვამცნობს  იუდამ,  როცა  გაიგეო  იესო  კაიაფედან  პილატესთან  გააგზავნეს 
სასოწარკვეთილებაში  ჩავარდა,  რადგანაც  მიხვდა  რომ  იესოს 
მოკლავდნენ  და  სუიციდის  გადაწყვეტილება  მიიღო.  ყველაზე 
უარყოფითად  და  ბოროტ  ადმიანად  კი  იუდა  იოანეს  სახარებაშია 
მოხსენიებული.  ჩნდება  კითხვა:  იუდას  ფიგურა  რატომ  ხდება  უფრო  და 
უფრო  ბოროტი?  ზოგიერთ  ექსპერტს  მიაჩნია,  რომ  იუდას  ასეთი 
დემონიზირებას  ქრისტიანები  ეწეოდნენ  იმ  მიზნი,  რომ  ებრაელებისგან 
შორს მდგარიყვნენ და საკუთარი რწმენა გადაერჩინათ. 
არანორმალური 

66 წელი 

66  წელს  ებრაელთა  დიდი  აჯანყება  დაიწყო.  ისინი  ცდილობდნენ 


გაედევნათ რომაელები იუდეიდან.  იერუსალიმი რამდენიმე თვე უძლებდა 
რომაელების  შემოტევას.  მაგრამ  შევარდნენ  რომაელები,  მოკლეს 

https://www.facebook.com/groups/379226079356037/ 
ასეულობით  ებრაელი,გადაწვეს  და  დაანგრიეს  სოლომონის  ტაძარი, 
ებრაელების  სულიერი  ცენტრი.  ამის  შემდეგ  ქრისტიანებისა  და 
ებრაელების  ურთერთობა  კიდე  უფრო  დაიძაბა.  ქრისტიანები  თავიანთ 
რიგებში  იზიდავნენ  გოებსაც  (გოები  ღმერთმა  შექმნა  იმისთვის,  რათა 
მოემსახურონ  ებრაელებს  შაბათის  დღეს.  ეს  არის  ერთადერთი  მიზეზი, 
რომლის  გულისთვისაც  დაუშვა  ღმერთმა  მათი  გაჩენა  ქვეყანაზე.  ამ 
სამყაროში  არ  არის  გოების  ადგილი,  თუ  ის  არ  ემსახურება  ებრაელს”). 
ყველამ  იცოდა,  რომ  იესო  მოკლეს  რომაელებმა  და  გააკრეს  რომაულ 
ჯვარზე,  მაგრამ  ამაში  ყოველთვის  ადანაშაულებდნენ  ებრაელებს  . 
მოგვიანებით იუდას ეშმაკისეულ პორტრეტზე აღმოცენდა ანტისემიტიზმი.

რა წერია იუდას სახარებაში?

სახარებაში  წერია  იუდასა  და  ქრისტეს  ურთერთობაზე, 


რომ  რეალურად  იუდას  არ  გაუცია  ქრისტე  და  მან 
მხოლოდ ის აღასრულა რაც ქრისტემ მოსთხოვა. იუდამ 
იცოდა  ზეციური  საიდუმლო:  განეშორე  სხვებს 
[მოწაფეებს]  და  მე  შენ  მოგიყვები  ზეციურ 
საიდუმლოებებს,  რომლებიც  ანგელოზებსაც  კი  არ  უხილავთ, 
შეუძლებელია მისი გონებით ან გულით ჩაწვდომა. 

იესომ ეს საიდუმლოება პასექამდე 3 დღით ადრე მოუყვა იუდას. 
არანორმალური 

როდესაც  ქრისტე  მოევლინა  დედამიწას  იგი  ახდენდა  სასწაულებს.  ის 


ხშირად  მოსწავლეებს  წარუდგებოდა  ბავშვის  სახით  .  სხვაგან  საუბარია 
რომ იესო ევლინებოდა ხალხს იმ სახით,რომლითაც მათ შეეძლოთ იესოს 
აღქმა. 

https://www.facebook.com/groups/379226079356037/ 
იუდას  სახარებაში  ასევე  წერია,  რომ  ერთხელ  როდესაც  მოციქულები 
იუდეაში ერთად ისხდნენ მაგიდასთან, ასრულებდნენ რიტუალს და მადლს 
სწირავდნენ  ღმერთს  პურის  მოცემისთვის  მივიდა  იესო.  მოციქულებმა 
სთხოვეს მას, რომ ღვთისადმი სამადლობელი ლოცვა წარმოეთქვა. იესომ 
გაიცინა.  მას  გაეცინა  იმიტომ,რომ  მოსწავლეებს  ეგონათ  ისინი  თაყვანს 
სცემდნენ  ჭეშმარიტ  ღმერთს,მაგრამ  რეალურად  ისინი  ეთაყვანებოდნენ 
ღმერთს, რომელმაც შეჰქმნა ყველაფერი. და ერთადერთი ვინც ეს იცოდა 
იყო  იუდა.  სხვა  მოციქულებს  ეს  არ  ესმოდათ  და  გული  მოუვიდათ  იესოს 
სიცილზე.  რატომ  განრისხდით?‐ჰკითხა  იესომ‐  ადგეს  ნებისმიერი 
თქვანგანი  და  მაჩვენოს  შინაგანი  სულიერი  სრულყოფა.  არც  ერთ 
მოციქულს არ ეყო გამბედაობა, იუდა კარიოტელის გარდა. 

–  მე  ვიცი  ვინც  ხარ  და  საიდანაც  მოხვედი  –  უპასუხა  იუდამ  –  მე  არ  ვარ 
ღირსი, რომ წარმოვთქვა მისი სახელი ვინც გამოგგზავნა. 

იუდა ცალკე გაიყვანს იესოს და ეუბნება: 

‐  მოძღვარო,  მე  მქონდა  ხილვა  თუ  როგორ  ჩამქოლეს  ქვებით  სხვა 


მოციქულებმა. 

‐  შენ  იქნები  მოციქული,რომელსაც  ყველა  დაწყევლის  –  უპასუხა  იესომ  – 


შენ  შეგიძლია  დაიმკვიდრო  ცათა  სასუფეველი,  მაგრამ  გამოივლი  ბევრ 
სატანჯველს. 

‐  რა  სარგებელს  მოიტანს  ეს  ჩემთვის?  შენ  ხომ  განმაცალკევე  მე  ამ 
მოდგმისაგან! 
არანორმალური 

‐  შენი  ვარსკვლავის  სიკაშკაშე  დაჩრდილავს  სხვებს.  შენ  გახდები  სხვებზე 


ამაღლებული.წყეულ  იქნები  სხვა  მოდგმათაგან,  და  იქნები  მათი 
მბრძანებელი. 

https://www.facebook.com/groups/379226079356037/ 
ბარტ  ერმანი  (მკვლევარი):  ამ  საუბრის  შემდეგ  იუდასთვის  ნათელი  ხდება 
მისი  მისია.  ის  არ  სჩადი  არაფერს  ცუდს  ,  რეალურად  ეს  სმხვერპლად 
შეწირვაა.  სხვა  დანარჩენი  მახარებლებისგან  განსხვავებით  იუდას 
სახარებაში  არაა  მოთხრობილი  ჯვარცმის  სცენა.  იუდას  სახარება  იუდას 
გაცემით მთავრდება. ოთხივე სახარებაში იესოს სიკვდილს და მკვდრეთით 
აღდგომას  აქვს  დიდი  მნიშველობა.  იესო  ეცხადება  მის  მიმდევრებს,რათა 
დაარწმუნოს,რომ  ცოცხალია.  ხოლო  იუდას  სახარებაში  მის  სიკვდილზე 
არაფერია  მოთხრობილი,  არც  მის  მკვდრეთით  აღდგომაზე,  რადგანაც 
იესოს ჯვარცმა არაა მთავარი იუდას სახარების მიხედვით. მთავარია, რომ 
სხეული  მოკვდება  ხოლო  სული  მარადიულად  იცოცხლებს. 
გნოსტიკოსებისთვის  იესო  უნდა  მომკვდარიყო,  რათა  მისი  სხეულის 
ტყვეობსიგან  განთავისუფლებულიყო,  ხოლო  მართლმადიდებლობამ 
ამგვარი ინტერპრეტაციის მქონენი ერეტიკოსებად შერაცხა.
არანორმალური 

https://www.facebook.com/groups/379226079356037/ 
თქმულებები იუდა ისკარიოტელზე
იუდა  ისკარიოტელზე  ყველამ  ვიცით  სახარება  რასაც  მოგვითხრობს:რომ 
იყო  ქრისტეს  12  მოწაფეთაგან  ერთ‐ერთი.  იუდამ  30  ვერცხლის  ფასად 
გასცა  იესო  ქრისტე  და  შეაპყრობინა  იუდეველთა  მღვდელთმთავრებს, 
რომელთაც  რომაელების  დახმარებით  იგი  ჯვარს  აცვეს.  შემდეგ  იუდა 
სინანულმა შეიპყრო და თავი ჩამოიხრჩო. 

იუდა ისკარიოტელის ცხოვრებაზე რამდენიმე თქმულება არსებობს: 

ლეგენდის  თანახმად  იუდას  მშობლები  მის  სიყრმეში  ნახულობენ  სიზმარს, 


რომელიც აუწყებს რომ მათი შვილი იქნება მათთვის ბოროტების მომტანი. 
მშობლებმა გადაწყვიტეს ყმა იუდა კიდობანში ჩაესვათ და გაუშვეს ზღვაში. 
მრავალი  წლის  შემდგომ  კუნძულ  ისკარიოტიდან  მშობლიურ  სახლში 
დაბრუნდა იუდა და შური იძია მშობლებზე. სინანულის შემდგომ მიღებული 
იქნა მოციქულთა რიგში. 

აპოკრიფის  თანახმად,  ეშმაკისგან  შეპყრობილი  იუდა  ცხოვრობდა  იმავე 


სოფელში  სადაც  იესო.  როცა  ეშმაკეული  იუდა  იესოსთან  განსაკურნად 
მიიყვანეს  იუდამ  გვერდზე  უკბინა.  ეს  ის  გვერდია  სადაც  შემდგომ 
ჯვარცმისას ლახვარი ჩასცეს ქრისტეს. 

*აპოკრიფი”დაფარული,  საიდუმლო”  ისეთი  ბიბლიური  თხზულება, 


რომელსაც  არ  სცნობს  ეკლესია  და  ამიტომ  არ  შედის  “საღმრთო 
წერილში” (ძველი და ახალი აღთქმის წიგნებში). 

თქმულების  თანახმად  იესომ  რამდენჯერმე  სცადა  იუდას  გამოსწორება. 


არანორმალური 

მიუხედავად  იმისა,რომ  იუდა  ვერცხლისმოყვარებოით  იყო  შეპყრობილი 


იესომ  მას  ნდობა  გამოუცხადა  და  მათი  (იესოსი  და  მოსწავლეების)  ფული 
მიაბარა. ასევე არსებობს თქმულება რომ ღმერთმა სიკვდილის წინაც მისცა 

https://www.facebook.com/groups/379226079356037/ 
შანსი  იუდას.როდესაც  იგი  ხეზე  ჩამოკიდებული  თოკით  თავის  ჩამოხჩობას 
აპირებდა ხის ტოტები რამდენჯერმე ჩამოიწია.

ინოკენტი (ბელოკრინიცელი მიტროპოლიტი;


აპოლოგეტი და მწერალი) იუდაზე: როცა
გადაწყდა შეეპყრათ და მოეკლათ იესო
ქრისტე დაუყოვნებლად, პირველივე
შესაძლებლობისთანავე. სინედრიონის
წევრთა ფიქრების ასეთი უეცარი შეცვლის
მიზეზი იყო ერთი კაცი, რომელიც ეახლა რა
მღვდელმთავრებს, განუცხადა, რომ იგი
ეკუთვნოდა იესოს მოწაფეებსა და მის
თანმხლებ პირებს, იცოდა ყველა საიდუმლო
ადგილი, სადაც კი იმყოფებოდა ქრისტე, შეეძლო დახმარებოდა მათ
სურვილის განხორციელებაში და მზად იყო, ამისათვის გამოეყენებინა
მთელი თავისი ძალა და საშუალებანი, თუკი უმაღლესი სინედრიონი
დაუფასებდა მას ასეთ სამსახურს. იუდა მივიდა უფალთან ქვეყნიური
ზრახვით, – მესიის ქვეყნიური მეფობის იმედის გრძნობით. შენიშნა რა, რომ
მასწავლებელი არ ეძებდა ქვეყნიურ მეფობას, რომ იგი მეფობის ნაცვლად
ლაპარაკობდა ჯვარზე, წამებაზე, იუდას დაუმძიმდა უფალთან
დამოკიდებულება და გადაწყვიტა მისი მიტოვება. მაგრამ აქ მას თავი
გაახსენა ვერცხლისმოყვარეობისა და ანგარების ვნებამ: რატომ არ
შეიძლებოდა ასეთი სიახლოვით ესარგებლა, რათა ამით ფული
არანორმალური 

გაეჩინა?მღვდელმთავრები არ ეძახდნენ მას, არც აიძულებდნენ, მან


თვითონ, საკუთარი ნებით მოიყვანა მოქმედებაში თავისი
გადაწყვეტილება, ისე, რომ ამ უწმიდურ საქმეში მას ერთი მრჩეველიც კი
არ ჰყოლია. სიტყვები „ერთი იგი ათორმეტთაგანი“ უდიდეს ბრალსა

https://www.facebook.com/groups/379226079356037/ 
სდებენ მას. ეს იყო კრებული, რომელიც მეფეს ეხვია გარს, ეს იყო
მასწავლებელთან დაახლოებული ხალხი, რომელთაც იუდა მოწყდა“
არანორმალური 

https://www.facebook.com/groups/379226079356037/ 
იუდასს სახარ
რება
არანორმალური 

XX საუ
უკუნის 50
0-იანი წლ
ლების დასაწყისში
დ ი ეგვიპტიის ქალაქ ელ-მინნიას
მახლო
ობლად უც რცლისგან შემდგარ
ცნობმა პიირმა იპოვვა 62 ფურ რი პაპირ
რუსი.
პაპირუ
უსი იმდენნად ძველ
ლი იყო (ჩვვ. წ-აღ. III-IV
I სს), რომ ჩვეენს დრო
ომდე
მისი მო
ოღწევა და
დ ზედ რააიმეს წაკიითხვა რო
ომ შეიძლ
ლებოდა – უკვე პატ
ტარა
სასწაულ
ლი იყო. როგორც
რ ლისტები ამმბობენ, ეს იმიტომ მოხდა, რომ
სპეციალ რ

htttps://ww
ww.face
ebook.co
om/grou
ups/3792
2260793
356037// 
იმ ადგილზე, სადაც პაპირუსი ინახებოდა, საკმარისი ტენიანობა იყო,
თორემ ძველი ხელნაწერი მტვრად იქნებოდა ქცეული.

წიგნმა შვეიცარიაში ამოჰყო თავი, შემდეგ საიდანღაც აშშ-ში მოხვდა და 20


წელი იქ გაატარა. სახელოვანი თუ უსახელო კოლექციონერების ხელიდან
ხელში პაპირუსის მოგზაურობა 2001 წელს ისევ შვეიცარიაში, უძველესი
ხელოვნების გადარჩენის ფონდ “მაკენასში” დასრულდა (შესყიდულ იქნა
ფასში, რომელიც არ გაუხმაურებიათ), რომლის დაფინანსებითაც
სხვადასხვა ქვეყნის კოპტოლოგები, პაპიროლოგები, რესტავრატორები
მკაცრად გასაიდუმლოებულ სახელოსნოში შეუდგნენ უძველესი წიგნის
ფურცლების წმენდას, ფოტოგრაფირებას, თარგმნას…

სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ყოფილი ჟენეველი პროფესორი,


ამჟამად მღვდელი რუდოლფ კასერი, ცნობილი კოპტოლოგი. ხუთი წლის
დაუღალავი შრომის შედეგად, 2006 წლის აღდგომისათვის, როგორც იქნა
გამოქვეყნდა პაპირუსის პირველი თარგმანი.

როგორც ამბობენ, “იუდას სახარების” ნამდვილობა დადასტურებულია


ხუთი სხვადასხვა საიმედო მეთოდის გამოყენებით.

მაკენასის დირექტორს. მარიო ჟან რობერტის, მიაჩნია, რომ ამ ტექსტის


ასლები ვატიკანის სარდაფებშიც მოიძებნება, მაგრამ ეკლესია ამაზე დუმს.

პაპირუსი, როგორც სჩანს, წარმოადგენს ბერძნულიდან თარგმანს საკლას


ენაზე – ეგვიპტელი ქრისტიანების – კოპტების ენაზე. კოპტებს
ეკრძალებოდათ განადგურება ტექსტისა, რომელშიც სიტყვა “ღმერთი”
არანორმალური 

იყო ნახსენები რაიმე კონტექსტით. ალბათ ამანაც გადაარჩინა ეს წიგნი


თავის დროს განადგურებას.

საკუთრივ “იუდას სახარება” ამ მანუსკრიპტის მხოლოდ ერთი ნაწილია.


პაპირუსის “ნამდვილი სახელია” ჩაკოსის კოდექსი და შედგება შემდეგი
ტექსტებისაგან:

https://www.facebook.com/groups/379226079356037/ 
1. გნოსტიკური კოდექსი, დაწერილი კოპტური ენის საიდურ დიალექტზე.
მასში შედის:

• იუდას სახარება;

• იაკობის პირველი აპოკალიფსი;

• პეტრე მოციქულის წერილი ფილიპე მოციქულს;

• “სხვარჯულისანთა წიგნი”…

2. “გამოსვლა” ბერძნულად.

3. პავლეს წერილები საიდურ დიალექტზე.

4. “მათემატიკური ტრაქტატი” ბერძნულად.

ფონდი აცხადებს, რომ კვლევის და აღდგენის დამთავრების შემდეგ


პაპირუსს უსასყიდლოდ გადასცემს კაიროს კოპტურ მუზეუმს, სადაც ის
ხელმისაწვდომი იქნება ყველა მკვლევარისათვის. ჯერჯერობით
ფურცლები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

თარგმანი შესრულებულია ინგლისური ტექსტის მიხედვით.

ცნობები ამ საინტერესო დოკუმენტზე, რომელიც აქამდე დაკარგულად


ითვლებოდა, მოიპოვება ირინეი ლიონელის (დაახლ. 130-200 წწ)
შრომებში, სადაც ის ლაპარაკობს “კაენიტების საშინელ სექტაზე”,
რომლებიც ამ სახარებით ხელმძღვანელობდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ
კაენი – უმაღლესი ძალის წარმომადგენელია, აღიარებდნენ ისავს, ქორეის
არანორმალური 

მოდგმასა და სოდომიტებს თავის თანასწორად. ირინეი ლიონელი წერს:


“შემოქმედი ებრძოდა მათ, მაგრამ ვერაფერი დააკლო, რადგან სოფიამ
შეძლო გადაერჩინა და დაებრუნებინა ყველაფერი, რაც მას ეკუთვნოდა.
იუდა-მოღალატეს ეს მშვენივრად ესმოდა, მან მოციქულთაგან
ერთადერთმა გაიგო ჭეშმარიტება და ჩაიდინა გამცემლობა, რითაც, მათი

https://www.facebook.com/groups/379226079356037/ 
სიტყვებით, ყოველი მიწიერი განიყო ზეციერისაგან. მათ შექმნეს ცრუ წიგნი
– იუდას სახარება”.

ჩაკოსის კოდექსის ბევრი ტექსტი ემთხვევა 1946 წელს კაიროს მუზეუმის


მიერ ანტიკვარისაგან ნაყიდ მანუსკრიპტში შემავალ ტექსტებს, რომელთა
კვალმა მუზეუმის თანამშრომლები ნილოსის ნაპირზე მდებარე უძველეს
ქალაქ ჰენობოსკიონის ნეკროპოლებთან მიიყვანა. ქალაქს ეხლა ნაგ-
ჰამადა ჰქვია და ეს მანუსკრიპტები “ნაგ-ჰამადას ხელნაწერების”
სახელითაა ცნობილი. თეოლოგიური უთანხმებები ამ ორ ხელნაწერს
შორის არაუმეტესია, ვიდრე ახალი აღთქმის სხვადასხვა ტექსტებს შორის
(თუ არ განვიხილავთ ე. წ. რედაქციულ თეორიას, რომლის თანახმადაც
ახალი აღთქმის ტექსტების უმეტესობა მიღებულ იქნა უფრო ადრინდელი,
თავისი წარმოშობით გნოსტიკური ტექსტების რედაქტირების შედეგად).

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, “იუდას სახარება” არ არის


“სახარება იუდას მიერ”, არამედ “სახარება იუდას შესახებ”, რადგან თუ
ავტორად ნაგულისხმევი იქნებოდა თვით იუდა, მისი სათაური უნდა
ყოფილიყო euaggelion kata ioudac, არადა არის euaggelion ioudac, ანუ
გამოტოვებულია kata – “მიერ”.

ჩაკოსის 62-ფურცლიან კოდექსში “იუდას სახარება” 33-დან 58-ე


ფურცლამდეა. ფურცლის ნომრები ტექსტშივეა ჩართული ფრჩხილებში
(მაგ: (37)). კვადრატულ ფრჩხილებში მოთავსებულია ის, რისი ამოკითხვაც
ვერ მოხერხდა, ან ამოიკითხეს, მაგრამ საეჭვოა.

შესავალი
არანორმალური 

იესოს მიერ იუდა ისკარიოტელისათვის ვნების კვირამდე სამი დღით ადრე


გამხელილი საიდუმლო.

იესოს საქვეყნო საქმეები

https://www.facebook.com/groups/379226079356037/ 
ქვეყნად მოვლენილი იესო სჩადიოდა სასწაულებსა და საოცარ საქმეებს,
რათა გადაერჩინა კაცობრიობა. რადგანაც ზოგი [გაჰყვა] ჭეშმარიტ გზას,
ზოგი კი ძველებურად სცოდავდა, მოწოდებულ იქნა თორმეტი მოწაფე.

ის ესაუბრებოდა მათ ამ ქვეყნის საიდუმლოებებსა და იმაზე, თუ რა


იქნებოდა ბოლოს. ხშირად ის ეცხადებოდა მოწაფეებს არა თავისი სახით,
არამედ გაერეოდა მათში შეუმჩნევლად.

სცენა 1. იესოს საუბარი მოწაფეებთან: ღვთის სადიდებელი თუ ევქარისტია.

ერთხელ ის მოვიდა იუდეაში თავის მოწაფეებთან, და ნახა რომ ისინი


შეგროვილიყვნენ ერთად და ღმერთს ადიდებდნენ. როცა ის
[მიუახლოვდა] თავის მოწაფეებს, (34) რომლებიც მადლს აღუვლენდნენ
ღმერთს – პურის მომცემელს – [მას] გაეცინა.

მოწაფეებმა ჰკითხეს [მას]: “მასწავლებელო, რად დასცინი [ჩვენს]


სამადლობელ ლოცვას? ჩვენ ხომ ისე ვიქცევით, როგორც საჭიროა”.

მან უპასუხა: “მე თქვენ არ დაგცინით. <თქვენ> ასე იმიტომ კი არ იქცევით,


რომ ასეთია თქვენი ნება, არამედ იმიტომ, რომ ასე [იქნება] განდიდებული
თქვენი ღმერთი”.

მათ უთხრეს: ” მასწავლებელო, შენ ხომ [...] ჩვენი ღმერთის შვილი ხარ”.

იესომ უთხრა მათ: “რა იცით ვინა ვარ? [მე] ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ –
არცერთმა კაცთაგანმა თქვენს შორის არ იცის ეს”.

მოწაფეთა განრისხება
არანორმალური 

როცა მოწაფეებს ესმათ ეს, აღშფოთდნენ და განრისხდნენ და გულში


გმობა დაუწყეს მას.

იესომ კი, შენიშნა რა მათი [უგუნურება, უთხრა] მათ: “რატომ გადაიზარდა


თქვენი აღტყინება განრისხებაში? თქვენმა ღმერთმა, რომელიც თქვენშია

https://www.facebook.com/groups/379226079356037/ 
და [...] (35) ჩასახა რისხვა [შიგ] თქვენს სულებში. [მოვიდეს] ნებისმიერი
თქვენგანი, რომელიც [საკმარისად ძლიერია] კაცთა შორის, გამოიჩინოს
ადამიანის სრულყოფილება და დადგეს ჩემს პირისპირ”.

მათ უთხრეს ერთხმად: “ჩვენ ვართ ძლიერები”.

მაგრამ ვერ შესძლო მათმა სულებმა წარმსდგარიყვნენ [მის] პირისპირ,


გარდა იუდა ისკარიოტელისა. იუდა წარუდგა მას, მაგრამ ვერ გაუსწორა
თვალი მანაც, და მიაბრუნა სახე გვერდზე.

იუდამ [უთხრა] მას: “მე ვიცი ვინ ხარ შენ და საიდან მოხვედი. შენ
ბარბელოს უკვდავი სამეფოდანა ხარ. და მე არა ვარ ღირსი წარმოვსთქვა
მისი სახელი, ვინც შენ გამოგგზავნა”.

იესოს საუბარი იუდასთან განმარტოებით

იესო ხედავდა, რომ იუდას თავი სხვებზე აღმატებულად მიაჩნდა, და


უთხრა: “მოსცილდი დანარჩენთ და მე შენ მოგიყვები სამეფოს
საიდუმლოებებს. შენ შეიძლება მოხვდე იქ, მაგრამ ეს შენ დიდ მწუხარებას
მოგიტანს. (36) რადგან ვიღაცა დაიკავებს შენს ადგილს, რათა თორმეტნი
[მოწაფენი] კვლავ სრულად იყონ თავიანთ ღმერთთან”.

იუდამ უთხრა: “როდის მეტყვი ამას, და [როდის] იქნება მოდგმის


გაბრწყინების დიდი დღე?”

მაგრამ როცა მან ეს სთქვა, იესომ დასტოვა იგი.

სცენა 2: იესო მოწაფეებთან ბრუნდება


არანორმალური 

ამ ამბის შემდეგ დილას იესო კვლავ მოწაფეებთან [დაბრუნდა].

მათ ჰკითხეს: ” მასწავლებელო, სად იყავი და რას აკეთებდი, რაც ჩვენგან


წასული იყავი?”

https://www.facebook.com/groups/379226079356037/ 
იესომ უპასუხა: “მე ვიყავი სხვა დიდ და წმინდა მოდგმასთან”.

მოწაფეებმა ჰკითხეს: “უფალო, რა მოდგმაა ეს, ჩვენზე დიდი რომ არის და


ჩვენზე წმინდა, ამ ქვეყნისა არ არის?”

იესომ ეს რომ მოისმინა, გაიცინა და სთქვა: “რა გესაქმებათ თქვენ ამ


მძლავრ და წმინდა მოდგმასთან? (37) ჭეშმარიტად გეუბნებით [მე] თქვენ,
რომ ვერავინ ამ დროში დაბადებული ვერ იხილავს მას [მოდგმას],
ვერავინ ვარსკვლავთა ანგელოზების ჯარიდან ვერ იმბრძანებლებს მათზე,
ვერცერთი მოკვდავი ვერ მიეახლება მას, რადგან ეს მოდგმა არ მოდის [...]
რომლებიც მოდიან [...]. მოდგმა მათი, ვინც [თქვენს] შორისაა, კაცთა
მოდგმაა [...] ძალა, რომელიც [...] სხვა ძალები{ს} [...] რომელთაც თქვენ
განაგებთ” .

ამის გაგონებაზე [მისი] მოწაფეები აღშფოთდნენ. მათ სიტყვა ვერ დაძრეს.

შემდეგ დღეს იესო ისევ მივიდა [მათთან]. მათ უთხრეს [მას]: ”


მასწავლებელო, ჩვენ გნახეთ შენ [ხილვაში], ჩვენ საოცარი რამ
[გვესიზმრა...] ღამე [...]“.

[მან სთქვა]: “[თქვენ] რატომ [... როცა] <თქვენ> ეწევით თვითგვემას?”

(38)

მოწაფეების ხილვა სასახლისა და ამის განსჯა

მათ [სთქვეს: "ჩვენ ვიხილეთ] დიდებული [სასახლე დიდი]


სამსხვერპლოთი [, და] თორმეტი კაცი – ჩვენი აზრით ღვთისმსახურები –
არანორმალური 

და სახელი; და სამსხვერპლოსთან ხალხის ბრბო იცდიდა, [სანამ]


ღვთისმსახურები [... და ჩაატარეს] ღვთისმსახურება. ჩვენ [კი] ბოლომდე
დავრჩით.

[იესომ ჰკითხა:] “როგორ გამოიყურებოდნენ ღვთისმსახურები?”

https://www.facebook.com/groups/379226079356037/ 
მათ [უპასუხეს: "ზოგი...] ორი კვირა; [ზოგი] მსხვერპლად სწირავდა [თავის]
შვილებს, სხვები – ცოლებს, ლოცავდნენ [ან] გმობდნენ ერთმანეთს; ზოგი
მამათმავლობდა; სხვები ვინმეს [ჰკლავდნენ], სჩადიოდნენ მრავალ
ცოდვასა და დანაშაულს. და სამსხვერპლოს [წინ] მდგარნი ახსენებდნენ
შენს [სახელს], (39) და მათი მანკიერების ყოველი საქციელით
მსხვერპლშეწირვა სულ უფრო სრული ხდებოდა [...]“.

სთქვეს ეს და გაჩუმდნენ, შეწუხებულნი.

იესო უხსნის სასახლის ხილვას

იესომ უთხრა მათ: “რად დამწუხრებულხართ? ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ,


ის ღვთისმსახურები, რომლებიც იმ სამსხვერპლოსთან იდგნენ, ჩემს
სახელს ახსენებდნენ. და კიდევ გეტყვით – ჩემი სახელი სწერია ამ [...ზე]
ვარსკვლავთა მოდგმისა ადამიანთა მოდგმის მიერ. [და მათ] დარგეს ჩემს
სახელზე ხე უნაყოფო, მათდა სამარცხვინოდ”.

იესომ უთხრა მათ: “ის, ვინც მონაწილეობდა მსხვერპლშეწირვაში – თქვენ


იყავით. ის იყო ღმერთი, რომელსაც თქვენ მსახურებთ, და თქვენა ხართ ის
თორმეტი, ვინც თქვენ იხილეთ. პირუტყვი, რომელსაც მსხვერპლად
სწირავდნენ – ეს ის ხალხია, ვინც თქვენ შეიყვანეთ შეცდომაში (40) იმ
სამსხვერპლოს წინ. [...] დადგება და ამგვარად გამოიყენებს ჩემს სახელს,
და ღვთისმორჩილთა თაობანი უერთგულებენ მას. შემდეგ დადგება სხვა,
[გარყვნილთაგანი,] შემდგომ [იქნება] ვინმე ბავშვთამკვლელთაგანი,
შემდეგ მამათმავალი, და ასკეტი, და სხვა უწმინდურები, ავაზაკები და
ცოდვილები, და ისინი იტყვიან: ჩვენ ანგელოზთა სწორნი ვართ. ისინი
არანორმალური 

არიან მნათობნი, რომლებიც მიიღებენ ყველაფერს. რამეთუ კაცთა


მოდგმისაგან თქმულა: – აი, ღმერთმა მიიღო თქვენი მსხვერპლი
ღვთისმსახურის ხელიდან – შეცდომის მსახურისაგან. მაგრამ არის ღმერთი
– სამყაროს უფალი – რომელიც ბრძანებს: ბოლო ჟამს ისინი
შერცხვენილნი იქნებიან”.

https://www.facebook.com/groups/379226079356037/ 
(41)

იესომ უთხრა: “შეწყვიტეთ [მსხვერპლშეწირვა], სამსხვერპლოზე თქვენი


შეწირული [...] თქვენს ვარსკვლავებსა და ანგელოზებზე მაღლა დგანან,
და უკვე მიღწეული აქვთ თავიანთი დასასრული. ვითომ [დაგიჭერიათ]
ისინი, და ეხლა გაუშვით [- - - დაზიანებულია 15-მდე სტრიქონი - - -]

მოდგმა [...]. ვერცერთი მეპურე ვერ დააპურებს ყველა სულდგმულს (42)


[ცის]ქვეშეთში. და [...] მათ [...] და [...] ჩვენ და [...].

იესომ უთხრა: “შეწყვიტეთ ჩემთან ბრძოლა. ყველას თქვენ-თქვენი


ვარსკვლავი გაქვთ და ყველა [თქვენგანი... - - - დაზიანებულია 15-მდე
სტრიქონი - - -]

(43)

სადაც [...] ვინც მოვიდა [... გაზაფხული] ხეებისათვის [...] ამჟამად [...]
დროში [...] მაგრამ ის მოვიდა რათა დაარწყულოს ედემის ბაღი, და
[მოდგმა], რომელიც იქნება ბოლოს, რადგან [ის] არ წაბილწავს [გზას] ამ
მოდგმისას, არამედ [..] იქნება უკუნითი უკუნისამდე”.

იუდა ეკითხება იესოს იმ მოდგმისა და კაცთა მოდგმის შესახებ

იუდამ ჰკითხა [მას: "რაბი], რა ნაყოფს მოგვცემს ის მოდგმა?”

იესომ უპასუხა: “სული ყოვლის კაცთა მოდგმისაგანისა მოკვდება. ხოლო


ისინი, როცა განასრულებენ დროს ქვეყანაზე, და სული მათი გაეყრება
არანორმალური 

ხორცს, მათი ხორცი მოკვდება, სულები კი იცოცხლებენ და ამაღლდებიან


ზეცად”.

იუდამ ჰკითხა: “და სხვა კაცთა მოდგმისანი რაღას იზამენ?”

https://www.facebook.com/groups/379226079356037/ 
იესომ უპასუხა: “შუძლებელია (44) დათესო [ქვაზე] და მოიმკა მოსავალი.
[ასევე...] [წაბილწული] მოდგმა [...] და გახრწნილი სოფია [...] ხელი,
რომელმაც შექმნა მოკვდავნი, რათა მათი სულები ამაღლდნენ სამუდამო
სამეფოში. [ჭეშმარიტად] გეტყვით თქვენ, [...] ანგელოზი [...] ძალა,
რომელიც იხილავს [...] მათ, ვინც [...] წმინდა მოდგმის [...]“.

სთქვა ეს იესომ და წავიდა.

სცენა 3: იუდას ხილვა და იესოს ახსნა

იუდამ უთხარა: “მასწავლებელო, როგორც მოუსმინე სხვებს, მომისმინე


მეც. მე მქონდა საოცარი ხილვა”.

იესომ მოუსმინა და გაიცინა: “შენ რაღას წვალობ, მეცამეტე სულო? მაგრამ


მოყევი, აგიტან შენც!”

იუდამ უთხარა: “მე ვიხილე ჩემი თავი, და თორმეტი მოწაფე ქვებით


მქოლავდნენ და (45) [სასტიკად] მდევნიდნენ. და მე დავბრუნდი იქ, სადაც
[...] მეგულებოდი. მე ვიხილე [სახლი...], იმხელა, რომ ჩემი თვალები ვერ
გასწვდა, დიდი ხალხით გარშემორტყმული, მწვანე ტოტებით [იყო]
გადახურული, და სახლში იყო [ბევრი ხალხი...- - - დაზიანებულია 2
სტრიქონი - - -], უთხრა: “მასწავლებელო, მიმიღე მეც იმ ხალხში”.

[იესომ] უპასუხა: “იუდა, შენი ვარსკვლავი გაცდუნებს შენ!” მან განაგრძო:


“არცერთ მოკვდავს არ ძალუძს შესვლა იმ სახლში, რომელიც შენ იხილე,
იმიტომ, რომ ის სახლი წმინდანებისათვისაა. იქ ვერ განაგებს ვერც მზე და
ვერც მთვარე, ვერც დღე, წმინდანები კი მუდამ იქნებიან იქ, უკუნითი
არანორმალური 

უკუნისამდე წმინდა ანგელოზებთან ერთად. აჰა, აგიხსენი მე შენ


სამეუფეოს საიდუმლონი (46) და გაგრძნობინე ვარსკვლავთა ცდუნების
შესახებ; და [...] გაგზავნა [...] თორმეტ ჟამზე”.

იუდა ეკითხება თავისი შიშის შესახებ

https://www.facebook.com/groups/379226079356037/ 
იუდამ ჰკითხა: “მასწავლებელო, რამდენად დასაშვებია, რომ ჩემს თესლს
განაგებდნენ მეუფენი?”

იესომ უპასუხა: “მოდი, მე [- - - დაზიანებულია 2 სტრიქონი - - -], მაგრამ შენ


ძალიან დამწუხრდები, როცა იხილავ სამეფოს და ყველა მის მოდგმას”.

როცა მოისმინა ეს, იუდამ უთხრა: “რით იქნება ჩემთვის კარგი ეს? შენ ხომ
განმაცალკევე მე ამ მოდგმისაგან!”

იესომ უპასუხა: “შენ იქნები მეცამეტე, და წყეულ იქნები სხვა მოდგმათაგან,


და იქნები მათი მბრძანებელი. ბოლო დღეებში ისინი დასწყევლიან შენს
აღზევებას (47) წმინდა [მოდგმამდე]“.

იესო უხსნის იუდას კოსმოლოგიას: სული და თვითქმნილი

იესომ უთხრა: “[მოდი], მე მოგიყვები შენ იმ [საიდუმლოებების] შესახებ,


რომელიც არ იცის [არცერთმა] კაცმა.

ისმინე: არის ჟამი დიდი და უსასრულო, რომლის სიდიდე ანგელოზთა


არცერთ მოდგმას არ უხილავს, [რომელშიც] არის დიდი უხილავი [სული],

რომელიც არ უხილავთ ანგელოზთა თვალებს,

რომელსაც არ მისწვდომია გულის წადილი,

და რომელსაც არ ჰქვია სახელი.

“და გაჩნდა იქ შუქმფენი ღრუბელი. მან სთქვა: “მოვიდეს ანგელოზი და


წარმომიდგეს მე!”
არანორმალური 

დიდი ანგელოზი – სხივოსანი, ღვთიური, თვითქმნილი – გამოვიდა


ღრუბლიდან. მას მოჰყვა ოთხი ანგელოზი სხვა ღრუბლიდან და თაყვანი
სცეს თვითქმნილ ანგელოზს. თვითქმნილმა სთქვა: (48) “იქმნას [...], და
იქმნა [...]. და [შექმნა] მან პირველი მნათობი მის მბრძანებლად. მან სთქვა:

https://www.facebook.com/groups/379226079356037/ 
“იქმნან ანგელოზნი და ემსახურონ [მას]“, და იქმნენ უამრავნი ურიცხვნი.
მან სთქვა: “[იქმნას] შუქმფენი ეონი”, და იქმნა იგი. შექმნა მან მეორე
მნათობი მის მბრძანებლად ურიცხვ ანგელოზთან ერთად, და მის
სამსახურად. ასე შექმნა მან დანარჩენი შუქმფენი ეონები. დაუწესა მათ
მბრძანებლობა მათზე, და შეუქმნა მათ დამხმარედ უამრავი ანგელოზი.

ადამასი და მნათობები

” ადამასი იყო იმ პირველ შუქმფენ ღრუბელში, რომელიც არასოდეს


უხილავთ იმ ანგელოზებს, რომელთაც ღმერთებს ეძახიან. ის (49) [...] რომ
[...] სახედ [...] და ხატად [ამ] ანელოზისა. მან შექმნა უხრწნელი [მოდგმა]
სეთისა, რომელიც [...] თორმეტი [...] ოცდაოთხი [...]. მან შვა უხრწნელი
მოდგმის სამოცდათორმეტი მნათობი, სულის ნებით. ამ 72 მნათობმა კი
შვეს 360 მნათობი უხრწნელი მოდგმისა, სულის ნებით, რათა ყოფილიყო
ხუთი თითოეულ მათგანზე.

“თორმეტი მნათობის თორმეტი ეონი შეადგენს მამას მათსას, და ექვსი


ზეცაა ყოველ ეონში, ანუ სულ 72 ზეცა 72 მნათობისათვის, და ყოველ (50)
[მათგანში ხუთი] სამყაროა, [სულ] 360 [სამყარო...]. მათ მიეცათ
ძალაუფლება და [დიდი] ჯარი ანგელოზთა [ურიცხვთა], დიდებისა და
თაყვანისცემისათვის, [ხოლო შემდეგში კი] უმანკო სულები ყველა ეონთა
და ზეცათა და მათს სამყაროთა დიდებისა და თაყვანისცემისათვის.

ზესკნელი (კოსმოსი, ქვეყანა), ქაოსი და ქვესკნელი

“ამ უკვდავთა ერთობლიობა წოდებულია ქვეყანად, ანუ ჯოჯოხეთად,


არანორმალური 

მამისა და 72 მნათობის მიერ, რომლებიც არიან თვითქმნილთან და მის 72


ეონთან. აქ იქმნა პირველი ადმიანი თავისი უხრწნელი თვისებებით, ხოლო
ეონი, რომელიც იქმნა მის მოდგმასთან ერთად, ეონი, რომელშიც არის
ღრუბელი შემეცნებისა და ანგელოზი, არის სახელად (51) ელ. [...] ეონ [...]
მას შემდეგ [...] სთქვა: ‘იქმნას 12 ანგელოზი [რათა] განაგოს ქაოსი და

https://www.facebook.com/groups/379226079356037/ 
[ქვესკნელი]‘. და აჰა, ღრუბლისგან იშვა [ანგელოზი], რომლის სახე
ცეცხლით იყო განათებული დ სისხლით შებილწული. სახელი მისი იყო
ნებროთი, რაც ნიშნავს ‘მოჯანყეს’. ზოგი მას იალდაბაოთს ეძახდა. მეორე
ანგელოზი – საკლასი – გამოვიდა იმავე ღრუბლიდან. მაშინ ნებროთმა
შექმნა ექვსი ანგელოზი დამხმარედ, ისევე როგორც საკლასმა, და გახდა
12 ანგელოზი ზეცაში, რომელიც დაინაწილეს მათ.

მეუფენი და ანგელოზები

“თორმეტმა მეუფემ უთხრა თორმეტ ანგელოზს: ‘ყოველი თქვენგანი (52)


[...] და მათ [...] მოდგმა [- - - დაზიანებულია 1 ხაზი - - -] ანგელოზები’:

პირველი არის [ს]ეთი, რომელიც არის სახელად ქრისტე.

[მეორე] არის არმათოთი, რომელიც არის [...].

[მესამე] არის გალილა.

[მეოთხე] არის იობელი.

[მეხუთე] არის ადონაიოსი.

ეს ხუთი მეუფებს ქვეყანაზე, უპირველეს ყოვლისა ქაოსზე.

ადამიანის შექმნა

“შემდეგ საკლასმა უთხრა თავის ანგელოზებს: ‘შევქმნათ ადამიანი სახედ


და ხატად ჩვენად’. შექმნეს მათ ადამი და ცოლი მისი ევა, რომელსაც
ღრუბელში ერქვა ზოე. რამეთუ ყველა მოდგმა ამ სახელით ეძებს კაცს, და
არანორმალური 

ყოველი მათგანი ამ სახელს არქმევს ქალს. ამჯერად საკლასს არ (53)


უბრძა[ნებია ...] გარდა [...] მოდგ[მას...] ეს [...]. და უთხრა მეუფემ ადამს:
‘შენ იცოცხლებ დიდხანს, შენს შვილებთან ერთად.’ ”

იუდას კითხვები ადამისა და ადამიანთა ბედის შესახებ

https://www.facebook.com/groups/379226079356037/ 
იუდამ ჰკითხა იესოს: “რას ნიშნავს დიდხანს სიცოცხლე?”

იესომ უპასუხა: “რატომ გიკვირს რომ ადამმა, მის მოდგმასთან ერთად,


იცხოვრა თავისი წილი ცხოვრება იქ, სადაც მიიღო თავისი სამეფო, და
იმდენი, რამდენიც მისმა მეუფემ?”

იუდამ ჰკითხა იესოს: “ადამიანის სული კვდება?”

იესომ უპასუხა: “იმიტომ უბრძანა ღმერთმა მიქაელს ადამიანთა სულები


ეთხოვებინა მათთვის, რათა მათ შესძლებოდათ ღმერთის მსახურება,
ხოლო გაბრიელს უბრძანა ეჩუქებინა სულები დიდი მოდგმისათვის,
რომელსაც არა ჰყავს მბრძანებელი მათზე – ანუ spirit და soul. ამდენად,
[დანარჩენი] სულები (54) [- - - დაზიანებულია ერთი ხაზი - - -].

იესოს მსჯელობა იუდასა და სხვების უზნეობაზე

“[...] სხივი [- - - 2 ხაზი თითქმის არ იკითხება - - -] გარშემო [...] დაე [...]


სული [რომელიც] შენშია, იყოს [ამ] ხორცში ანგელოზთა მოდგმას შორის.
მაგრამ ღმერთმა ინება [მისცემოდა] ცოდნა ადამსა და მას, ვინც მასთან
იყო, რათა ქაოსისა და ქვესკნელის მეუფეებს ვერ ემბრძანებლათ მასზე.

იუდამ ჰკითხა იესოს: “და რა უნდა ჰქნან ამ მოდგმათ?”

იესომ უპასუხა: “ჭეშმარიტად გეტყვი შენ, რომ მათ ნაცვლად ვარსკვლავები


განასრულებენ. და როცა საკლასი განასრულებს დროს, მისთვის
განკუთვნილს, მათ პირველ ვარსკვლავს იხილავს მოდგმა, და ისინი
განასრულებენ იმას, რაც თქმული იყო მათთვის. მაშინ ისინი იმრუშებენ
არანორმალური 

ჩემი სახელით და და დახოცავენ საკუთარ შვილებს (55) და ისინი [...] და [-


- - დაახლოებით ექვსნახევარი სტრიქონი დაზიანებულია - - -] ჩემი
სახელი, და იქნება [...] შენი ვარსკვლავი [მეცა]მეტე ეონზე”.

სთქვა ეს იესომ და [გაიცინა].

https://www.facebook.com/groups/379226079356037/ 
[იუდამ ჰკითხა:] “მასწავლებელო, [რატომ დაგვცინი]?”

[იესომ] უპასუხა: “მე [თქვენზე კი არ] ვიცინი, არამედ იმაზე, თუ როგორ


ცდებიან ვარსკვლავები, რამეთუ ეს ექვსი ვარსკვლავი ცდებიან თავიანთ
ხუთ მეომართან ერთად, და ყველანი განადგურდებიან ყველა მათს
ქმნილებებთან ერთად”.

იესო მოუთხრობს ნათელცხებულებზე და იუდას ღალატზე

იუდამ უთხრა იესოს: “მაშინ რას იზამენ შენი სახელით ნათელცხებულები?”

იესომ უპასუხა: “ჭეშმარიტად გეტყვი [შენ], ეს ნათლობა (56) [...] ჩემი


სახელით [- - - გამოტოვებულია 9 სტრიქონამდე - - -] მე. ჭეშმარიტად
გეუბნები [მე] შენ, იუდა, [ის, ვინც] მსხვერპლს სწირავს საკლასს [...]
ღმერთი [- - - გამოტოვებულია 3 სტრიქონი - - -] ყოველივე, რაც
ბოროტებაა.

“მაგრამ შენ აღემატები მათ ყველას, რადგან მსხვერპლად მიიტან კაცს,


რომელშიც ვარ მე”.

უკვე დაჰკრა შენმა ნაღარამ,

აღივსო შენი რისხვა,

ჩაესვენა შენი ვარსკვლავი,

და შენი გული [...] (57)

“ჭეშმარიტად [...] შენი ბოლო [...] იქნება [- - - გამოტოვებულია 2,5


არანორმალური 

სტრიქონამდე - - -], გლოვა [- - - გამოტოვებულია 2 სტრიქონამდე - - -]


მეუფე, რადგან ის განადგურებულ იქნება. და აღზევდება მაშინ ხატი ადამის
დიდი მოდგმისა, რამდენადაც ზეცის, მიწისა და ანგელოზთა წინაა
დაყენებული ეს მოდგმა ეონთა მიერ. აჰა, მე ყველაფერი გითხარი. ასწიე

https://www.facebook.com/groups/379226079356037/ 
თვალები და იხილე ღრუბელი და სინათლე მასში და ვარსკვლავები მის
ირგვლივ. მათი გზამკვლევი ვარსკვლავი – შენი ვარსკვლავია”.

იუდამ აიხედა და დაინახა შუქმფენი ღრუბელი, და შევიდა მასში. მიწაზე


მდგომებმა გაიგონეს ღრუბლიდან ხმა, რომელიც ამბობდა: (58) [...] დიდი
მოდგმა [...] ხატი [- - - გამოტოვებულია 5 სტრიქონამდე - - -].

დასასრული: იუდას ღალატი

[...] მათი მღვდელმთავრები აღშფოთდნენ, როცა {ის} შევიდა სასტუმრო


ოთახში სალოცავად. მაგრამ რამდენიმე მწიგნობარი ფხიზლად აევნებდა
თვალს, რათა ლოცვისას შეეპყროთ იგი, რადგან ეშინოდათ ხალხისა,
რომლისთვისაც ის წინასწარმეტყველი იყო.

ისინი მივიდნენ იუდასთან და ჰკითხეს: “შენ რას აკეთებ აქ, იესოს მოწფევ?”

იუდამ უპასუხა, როგორც მათ უნდოდათ. მიიღო ფული და გადასცა ის მათ.


არანორმალური 

https://www.facebook.com/groups/379226079356037/ 

You might also like