You are on page 1of 67

კარლოს კასტანედა

დროის ბორბალი
ძველი მექსიკელი შამანები და მათი აზრები

„უსასრულობა მალე მშთანმთქავს და მე მსურს


მოვემზადო ამისთვის“.

ანთროპოლოგიის დოქტორი კარლოს კასტანედა იყო მოსწავლე დონ ხუან მათუსის,


ინდიელი შამანის მექსიკიდან. კარლოს კასტანედას ახალი წიგნი „დროის ბორბალი“
არის აფორიზმების და გამონათქვამების კრებული, რვა მისი წინამორბედი წიგნიდან,
რომლებიც აღწერდნენ შამანის კლასიკურ მზადებას ინიციაციისთვის, რომელსაც ეს
უკანასკნელი გადიოდა დონ ხუან მათუსის ხელმძღვანელობით ცამეტი წლის
განმავლობაში.
დონ ხუან მათუსმა შეძლო შეეყვანა კარლოს კასტანედა უძველესი მექსიკელი
შამანების სამყაროში. ის ამტკიცებდა, რომ შამანთა სამყარო ემორჩილებოდა
განსხვავებულ კოგნიტურ სისტემას, რომელიც ბევრად განსხვავდებოდა იმისგან, რაც
დომინირებს ჩვენთვის ჩვეულ სამყაროში. გამომდინარე იქედან, რაც კარლოს
კასტანედამ მზადების დროს შეიტყო, ძველი მექსიკის შამანების სამყარო ნამდვილად
ემორჩილება ცოდნის ისეთ სისტემას, რომელიც ჩვენსაგან სრულიად განსხვავდება.
„დროის ბორბლის“ ციტატების გადახედვის შემდეგ კარლოს კასტანედამ
გააცნობიერა, რომ დონ ხუან მათუსის სწავლების მეთოდში შემთხვევითი არაფერი
არ ყოფილა, თუმცა სწავლის პროცესში მისი მითითებები კარლოს კასტანედას
იმპროვიზირებული ეგონა. ამასთან, ეს სწავლება ჩატარდა იმ ტრადიციული წესით
განსაზღვრული ფარული მოტივაციური ფაქტორების შესაბამისად, რომელსაც
იყენებდნენ მექსიკელი შამანები მრავალი საუკუნის წინ.
თუ დავეყრდნობით შამანების სამყაროს შეცნობის სისტემის ერთ-ერთი პრინციპს,
ისინი უწოდებდნენ სტრუქტურას ამ წიგნში გათავსებული აფორიზმების
თანმიმდევრობას - დროის ბორბალს, ამ ხალხისთვის მსგავსი კონცეფცია არ იყო
თეორიული ცოდნა, ყოველივე ეს მათთვის იყო ისეთივე პრაგმატული, როგორიც
ისინი თავად იყვნენ. შამანებისთვის, დრო არის სრულიად გასაგები, კანონზომიერი
ენერგიის ფორმა, რომელსაც შესაძლებელია პირდაპირ შეეხო და მოიყვანო
მოძრაობაში. მთელი ცხოვრების განმავლობაში განვითარებული კონცენტრაციის
წარმოუდგენელი ძალის წყალობით, ამ შამანებს ნამდვილად შეეძლოთ შეხებოდნენ
დროის ბორბალს და ისეთი ძალით დაებრუნებინათ ის, როგორიც მათ სურდათ.
შესავალი

აქ გადმოცემული გამონათქვამების შერჩევა მოხდა ძველი მექსიკის შამანების


სამყაროს რვა წიგნიდან. ეს უმნიშვნელოვანესი პრინციპები უშუალოდ იქნა
ამოღებული იმ ახსნა-განმარტებებისგან, რომლებიც მე, როგორც ანთროპოლოგმა,
მივიღე ჩემი მასწავლებლისგან, დონ ხუან მათუსისგან, რომელიც იყო იაკის ტომის
შამანი. ის საკუთარ თავს მიაკუთვნებდა შამანთა იმ ხაზს, რომლებიც დასაბამს
იღებენ იმ შამანთა კასტიდან, რომლებიც მექსიკაში ცხოვრობდნენ მრავალი საუკუნის
წინ.
დონ ხუან მათუსმა მაზიარა მე ამ სამყაროს - რომელიც, რა თქმა უნდა, ანტიკური
შამანების სამყარო იყო - მისთვის ხელმისაწვდომი ყველაზე ეფექტური გზით.
ამრიგად, დონ ხუანმა უმთავრესი პოზიცია დაიჭირა ჩემი განსწავლის პროცესში. მან
იცოდა განსხვავებული რეალობის არსებობის შესახებ - იმ სამყაროს შესახებ,
რომელიც არც ილუზიაა და არც ძალადობრივი წარმოსახვის ნაყოფი, რადგან დონ
ხუანისთვის და მისი თანამგზავრი შამანებისთვის (ისინი თხუთმეტნი იყვნენ),
ანტიკურობის შამანების სამყარო ისეთივე რეალური და პრაგმატული იყო,
რამდენადაც ეს საერთოდ არის შესაძლებელი.
ამ წიგნზე მუშაობა დაიწყო ძალიან მარტივი მცდელობით, ვცადე ამერჩია ამ
შამანების ტრადიციებიდან მოკლე ცნებები, აფორიზმები და აზრები, რომლებიც
შეიძლებოდა გამხდარიყო საინტერესო მასალა კითხვისა და აზროვნებისთვის.
თუმცა, მუშაობის პროცესში, ამ მიზნის მოულოდნელი ცვლილება მოხდა: მე
გავაცნობიერე, რომ თავად ეს გამონათქვამები არის გაჯერებული წარმოუდგენელი
ძალით. ისინი მალავდნენ ფარულ აზრთა მსვლელობას, რომლებიც მე მანამდე არ
შემინიშნავს და ასახავდნენ იმ მიმართულებას, რისკენაც დონ ხუანის განმარტებებს
მივყავდი იმ ცამეტი წლის განმავლობაში, როდესაც მე მისი მოსწავლე ვიყავი.
ეს ციტატები უკეთესად გადმოსცემს, ვიდრე ნებისმიერი ზოგადი თეორიული
მსჯელობა და ცხადყოფს იმ არაპროგნოზირებადი და დაუოკებელი ქმედებების
მიმდინარეობას, რასაც დონ ხუანი მიჰყვებოდა, რათა დამხმარებოდა და
დაეჩქარებინა ჩემი ამ სამყაროში ჩაფლვა. მე ეჭვი არ მეპარება იმ ფაქტში, რომ დონ
ხუანი მოქმედების იმ ხაზს მიჰყვებოდა, რომელიც ზუსტად ემთხვევა იმ მიდგომას,
როგორაც თავის დროზე მისმა მასწავლებელმა თავად დონ ხუანს გააცნო შამანების
სამყარო.
დონ ხუან მათუსის მოქმედების კურსი მოიცავდა მიზანმიმართულ მცდელობებს,
რომ შევეყვანე იმ მდგომარეობაში, რასაც ის შემეცნების სხვა სისტემას უწოდებდა.
შემეცნების სისტემაში ის გულისხმობდა შემეცნების სტანდარტულ განმარტებას:
"პროცესები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ცნობიერებაზე ყოველდღიურ
ცხოვრებაში და მოიცავენ მეხსიერებას, პირად გამოცდილებას, აღქმასა და
ნებისმიერი სინტაქსის ოსტატურ გამოყენებას." დონ ხუანი ამტკიცებდა, რომ ძველი
მექსიკის შამანების შემეცნების სისტემა მართლაც განსხვავდებოდა ჩვეულებრივი
ადამიანის შემეცნების სისტემისაგან.
ჩემი თანდაყოლილი რწმენის შესაბამისად, როგორც ადამიანის, რომელიც
სწავლობდა სოციალურ მეცნიერებებს, ლოგიკასა და საღ აზროვნებას, მე მიწევდა
უარყოფა მისი ყოველი მტკიცებულების. დროდადრო, მე დაჟინებით ვუცხადებდი
დონ ხუანს, რომ მისი ყველა მტკიცებულება სასაცილოა. საუკეთესო შემთხვევაში
ისინი მიმაჩნდა ინტელექტუალურ ცდომილებად.
იმისთვის, რომ გაქარწყლებულიყო შემეცნების ჩვეულებრივ სისტემაზე ნდობა,
დაგვჭირდა ცამეტ წლიანი მძიმე შრომა მე და დონ ხუანს. ამ ცვლილებამ ძალიან
უცნაური მდგომარეობა გამოიწვია ჩემში; მდგომარეობა, რომელშიც უნდობლობით
აღვიჭურვე იმის მიმართ, რაც ადრე უპირობოდ მიმაჩნდა სამყაროს შემეცნების
პროცესში.
ცამეტ წლიანი მძიმე ბრძოლის შემდეგ, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მივხვდი, რომ
დონ ხუან მათუსი გამოდიოდა მართლაც განსხვავებული თვალსაზრისით. ეს
ნიშნავს, რომ ძველი მექსიკის შამანები ნამდვილად ეყრდნობოდნენ შემეცნების
სრულიად განსხვავებულ სისტემას. ამ საბედისწერო აღიარებამ გამომაცარიელა
სულის სიღრმემდე. თავს მოღალატედ ვგრძნობდი. მიმაჩნდა, თითქოს ყველაზე
საშინელი ერესი გამოვთქვამდი.
როცა იგრძნო, რომ მან შეძლო ჩემი სასტიკი წინააღმდეგობის გატეხვა, დონ ხუანმა
თავისი აზრი ჩამიდო ძალიან ღრმად გონებაში და შამანების სამყაროსთან
მიმართებაში მომიწია აღიარება, რომ ისინი სამყაროს აფასებდნენ ისეთი
თვალსაზრისით, რომლის აღწერაც შეუძლებელია ჩვენთვის ჩვეული კონცეფციებით.
მაგალითად, ისინი ენერგიას აღიქვამდნენ ისე, როგორც ის რეალურად მიედინება
სამყაროში - უბრალოდ ენერგია, საზოგადოებრივი წესრიგის და სინტაქსის გავლენის
შეზღუდვებისგან თავისუფალი; სუფთა, ვიბრაციული ენერგია. ისინი ამას
ჭეშმარიტი მხედველობის აქტს უწოდებდნენ.
დონ ხუანის მთავარი მიზანი იყო დამხმარებოდა აღმექვა ენერგია ისე, როგორც ის
მიედინება სამყაროში. შამანების სამყაროში ენერგიის ასეთი აღქმა პირველი
სავალდებულო ნაბიჯია და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება სხვა მეტად
ამაღელვებელი ნაბიჯების გადადგმა. იმისთვის, რომ გამოეწვია ჩემში ხედვის
რეაქცია, დონ ხუანი იყენებდა შემეცნების სხვადასხვა ელემენტებს, ერთ-ერთ
ყველაზე მნიშვნელოვან ასეთ ელემენტს ის რეპანიკაციას უწოდა; ეს მეთოდი
გულისხმობს საკუთარი ცხოვრების სისტემატურ საფუძვლიან შესწავლას ფრაგმენტ
ფრაგმენტ, რომელიც ტარდება არა შეცდომების ძებნის ან მათი შეფასების
თვალსაზრისით არამედ იმისთვის, რომ ჩაწვდე საკუთარ ცხოვრებას და შეცვალო
მისი კურსი. დონ ხუანი ამტკიცებდა, რომ როდესაც პრაქტიკოსი დაიწყებდა
დაკვირვებას საკუთარ ცხოვრებაზე გვერდით გამდგარი დამკვირვებლის
თვალსაზრისით, ის ვეღარასოდეს შეძლებდა დაბრუნებოდა ძველი ცხოვრების
სტილს.
ხედავდე ენერგიას ისე, როგორც ის სამყაროში მიედინება, დონ ხუანის სიტყვების
თანახმად ნიშნავდა, რომ დაგენახა ადამიანები ისე, როგორც მანათობელი კვერცხი,
ან ენერგიის მანათობელი ბურთი და შეგძლებოდა გაგეკეთებინა განსხვავება მათ
გარკვეულ თვისებებს შორის, რომლებიც ახასიათებთ ყოველ ადამიანს - მაგალითად,
გაზრდილი სიკაშკაშის წერტილი ენერგეტიკულ კოკრში. შამანები ირწმუნებოდნენ,
რომ ზუსტად ამ წერტილში, რომელსაც ისინი უწოდებდნენ შეკრების წერტილს, არის
აღქმა. ამ აზრის ლოგიკური განვითარება ნიშნავს იმას, რომ გაზრდილი სიკაშკაშის ამ
წერტილში ვითარდება სამყაროს შემეცნების სისტემა. როგორ უცნაურადაც არ უნდა
ჩანდეს ყოველივე ეს, დონ ხუან მათუსი მართალი იყო იმ გაგებით, რომ ყოველივე
ზუსტად ასე ხდება.
ამრიგად, შამანების აღქმის პროცესი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა
ჩვეულებრივი ადამიანის აღქმისგან. შამანები ირწმუნებოდნენ, რომ ენერგიის
უშუალო აღქმამ ისინი მიიყვანა იქამდე, რასაც ისინი ენერგეტიკულ ფაქტს
უწოდებდნენ. ენერგეტიკულ ფაქტში ისინი გულისხმობდნენ, ენერგიის პირდაპირი
ხედვის მიერ გამოწველ სანახაობას, ყოველივე ამან ისინი საბოლოო დასკვნამდე
მიიყვანა - ეს დასკვნები არ ემორჩილება ლოგიკურ მოსაზრებებს ან მათ შეთანხმებას
ჩვენთვის ჩვეული ინტერპრეტაციის სისტემასთან.
დონ ხუანი ამბობდა, რომ მისი ხაზის შამანებისთვის, ენერგეტიკული ფაქტი იყო ის,
რომ სამყაროს განსაზღვრავდა შემეცნების პროცესები და ეს პროცესები არ იყო
უცვლელი. ეს პროცესები დამოკიდებულია მომზადებაზე, ისინი ასოცირდება
პრაქტიკულობასთან და სარგებელსთან. ეს აზრი განვითარებას პოვებს კიდევ ერთ
ენერგიულ ფაქტში: ჩვენთვის ნაცნობი შემეცნების პროცესები არის მხოლოდ
აღზრდის შედეგი და სხვა არაფერი.
დონ ხუან მატუსმა უეჭველად იცოდა, რომ მისი ისტორიები ძველი მექსიკის
შამანური სისტემის შესახებ არის ზუსტად ის, რაც სინამდვილეში ხდება სამყაროში.
ყველაფერთან ერთად, დონ ხუანი ასევე იყო ნაგუალი; შამან პრაქტიკოსთათვის, ეს
კონცეფცია ნიშნავს ბუნებრივ ლიდერს - ადამიანს, რომელსაც შეუძლია დააკვირდეს
ენერგეტიკულ ფაქტებს, საკუთარ თავზე ზიანის მიყენების გარეშე. ამრიგად, მას
ჰქონდა უნარი წარმატებულად გაძღოლოდა მის თანამოაზრეებს, აზროვნებისა და
აღქმის ისეთ გზებზე, რომელთა აღწერაც შეუძლებელია.
შემეცნების სისტემის ყველა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რაზეც დონ ხუანი
მიამბობდა, მივედი დასკვნამდე, რომ ამ სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი
ელემენტი არის განზრახვის იდეა - თავად დონ ხუანსაც იგივე მოსაზრება ჰქონდა.
ძველი მექსიკის შამანებისთვის განზრახვა იყო ერთგვარი ძალა, რომლის
ვიზუალიზაციაც იყო შესაძლებელი ენერგიის ისე დანახვით, როგორც ის მიედინება
სამყაროში. ისინი უწოდებდნენ მას ყოვლისმომცველ ძალას, რომელიც ჩართულია
დროისა და სივრცის ნებისმიერ ასპექტში. ეს არის სწორედ ის მამოძრავებელი ძალა,
რომელიც იმალება ყოველ არსში. ამ შამანების წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი
აღმოჩენა ის იყო, რომ განზრახვა - რომელიც სუფთა აბსტრაქციაა - მჭიდრო
კავშირშია პიროვნებასთან. ადამიანს ყოველთვის შეეძლო განზრახვით
მანიპულირება. ძველი მექსიკის შამანებმა გააცნობიერეს, რომ ამ ძალაზე გავლენის
ერთადერთი გზა იყო - უმწიკვლო ქცევა. მხოლოდ ყველაზე დისწიპლინირებულ
პრაქტიკოსს შეუძლია ამგვარი გმირობის ჩადენა.
კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ელემენტი ამ უცნაური შემეცნების სისტემის, იყო
დროისა და სივრცის ცნებების აღქმა და გამოკველევა. მათთვის დრო და სივრცე არ
იყო ის მოვლენები, რომლებიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია მხოლოდ
იმიტომ, რომ ისინი ჩვენთვის ჩვეული შემეცნების სისტემის მიერ არის ასე
განსაზღვრული. დროის სტანდარტული განსაზღვრება ჩვეულებრივი
ადამიანისთვის არის ასეთი: „არასივრცითი კონტინუმი, რომელშიც მოვლენები
ვითარდება შეუქცევადი თანმიმდევრობით, ამასთანავე ის მიედინება წარსულიდან -
აწმყოსკენ და აწმყოდან - მომავლისკენ“. სივრცე განისაზღვრება, როგორც
„სამგანზომილებიანი უსასრულო ველი, რომელშიც არის განთავსებული
ვარსკვლავები და გალაქტიკები; ჩვენ მას ვუწოდებთ სამყაროს”.
ძველი მექსიკის შამანებისთვის დრო იყო აზრის მსგავსი რამ - ეს არის აზრი,
რომელიც წარმოიქმნება რაღაც ისეთის აზროვნებაში, რაც გაუგებარია მისი
სიდიადის გამო. მათთვის ლოგიკური დასტური იყო ის, რომ თავად ადამიანი,
როგორც ამ აზრის ნაწილი, რომელიც თავად მიედინება ჩვენი გონებისთვის
ჩაუწვდომელი ძალების ფიქრში, საკუთარ თავში ინარჩუნებს ამ დიადი აზროვნების
მცირედ ნაწილს და განსაკუთრებული დისციპლინის შედეგად, გარკვეულ
პირობებში ეს ნაწილი შეიძლება იქნას უკუქცეული.
სივრცე ამ შამანებისთვის იყო აბსტრაქტული საქმიანობის სამყარო. ისინი მას
მოიხსენიებდნენ, როგორც უსასრულობას და ყოველი ცოცხალი არსების ქმედებათა
მცდელობის საერთო ჯამს. მათთვის სივრცე იყო უფრო ხელმისაწვდომი, თითქმის
ამქვეყნიური მოვლენა. ისინი ღებულობდნენ დიდ პრაქტიკული სარგებელს სივრცის
აბსტრაქტული განსაზღვრებიდან. დონ ხუანის ვერსიის თანახმად, ძველი მექსიკელი
შამანები, ჩვენგან განსხვავებით, არასოდეს თვლიდნენ დროსა და სივრცეს,
ბუნდოვანებით მოცულ აბსტრაქციებად. მათთვის, როგორც დრო, ისე სივრცე -
მიუხედავად მათი განმარტებების გაუგებრობისა, - ადამიანის განუყოფელი ნაწილი
იყო.
ამ შამანებს შემეცნების კიდევ ერთი ელემენტი ჰქონდათ, რომელსაც დროის
ბორბალი ეწოდება. დროის ბორბალის კონცეფციას ისინი ასე განმარტავდნენ: დრო
უსასრულო სიგრძისა და სიგანის გვირაბს ჰგავს - გვირაბი სარკისებური ღარებით.
თითოეული ღარი თავისმხრივ უსასრულოა; ასევე უსასრულოა მათი რიცხვი.
სასიცოცხლო ძალა აიძულებს ცოცხალ არსებებს, რომ მოექცნენ მხოლოდ ერთ ღარში.
ერთ ღარში მოქცევა თავის მხრივ ნიშნავს, რომ გაება ამ ხაფანგში და მუდმივად
იცხოვრო ამ ღარში.
მებრძოლის საბოლოო მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ უმწიკვლო დისციპლინის
მეშვეობით, მოახდინოს მისი ურყევი ყურადღების მიმართვა დროის ბორბალზე და
აიძულოს ის - დატრიალდეს. იმ მეომრებს, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს დროის
ბორბლის დატრიალებაში, შეუძლიათ დაინახონ ნებისმიერი ღარი და აიღონ იქედან
რაც სურთ. მომაჯადოებელი ძალისგან თავისუფლება, რომელიც ერთ ღარში
გვაქცევს ნიშნავს, რომ მეომრებს შეუძლიათ გაიხედონ ნებისმიერი მიმართულებით
და დაინახონ, თუ როგორ უახლოვდება ან შორდება მათ დრო.
ამ თვალსაზრისით, დროის ბორბალს აქვს შეუდარებელი გავლენა, რომელიც
ვრცელდება მეომრის მთელ ცხოვრებაზე და მის მიღმა, რასაც ადასტურებს ამ წიგნში
შეგროვებული გამოთქმები. ისინი გავენ რგოლებს ნაქსოვ ზედაპირზე და ყოველი
რგოლი საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს. შამანების შემეცნების სისტემის თანახმად,
სწორედ ეს რგოლებია დროის ბორბალია.
ამრიგად, დროის ბორბლის გავლენიდან გამომდინარე, ამ წიგნის მიზანი შეიცვალა
თავდაპირველი გეგმიდან განსხვავებით. თავად გამონათქვამები და მხოლოდ ისინი
გახდნენ დომინანტური ფაქტორები და მიბიძგეს, რომ მაქსიმალურად
მიახლოებული ყოფილიყო იმ პირველსახესთან, როგორაც მე გადმომეცა ისინი.
წარუმატებლად ვცდილობდი კიდევ ერთი რამე გამეკეთებინა. მინდოდა
განმეთავსებინა გამოთქმები კატეგორიების მიხედვით, რაც გაადვილებდა მათ
კითხვას. თუმცა, გამონათქვამების ასეთი კლასიფიკაცია მიუღებელი აღმოჩნდა. მე
ვერ ვიპოვნე შესაფერისი დაყოფის მეთოდი, ამ ფართო და ბუნდოვანი სისტემის,
რასაც სამყაროს მთლიანობის შემეცბენა ეწოდება, ნებისმიერ თვითნებურ
სემანტიკურ კატეგორიებად.
მე მხოლოდ ისღა დამრჩენოდა გამეგრძელებინა მოძრაობა გამოთქმების
კვალდაკვალ და მიმეცა უფლება მათთვის, რომ თავად შეექმნათ გამოთქმათა
ესკიზის მონახაზი და ძველი მექსიკელი შამანების დამოკიდებულება
სიცოცხლესთან, სიკვდილთან, სამყაროსთან და ენერგიასთან მიმართებაში. ეს
აზრები უკავშირდება არა მხოლოდ იმას, თუ როგორ აღიქვამდნენ შამანები სამყაროს,
არამედ იმასაც თუ როგორ მიმდინარეობს მასში ცხოვრებისა და თანაცხოვრების
პროცესები. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ისინი მიუთითებენ
შესაძლებლობისკენ, რომლის თანახმადაც ადამიანს შეუძლია ერთდროულად
გამოყენების შემეცნების ორი სისტემა, ნებისმიერი ინდივიდუალური ზიანის
მიყენების გარეშე პიროვნებისთვის.
უმნიშვნელოვანესი კონცეფციები «დონ ხუანის სწავლებიდან»
***
ძალა დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, თუ რა სახის ცოდნას ფლობს ადამიანი. რა
აზრის აქვს ისეთ ცოდნას, რომლისგანაც არავითარი სარგებელი არ არის? ისინი არ
გვამზადებენ ამოუცნობთან მოულოდნელი შეხვედრისთვის.
***
ამ სამყაროში არაფერი გვეძლევა საჩუქრად და ცოდნის შეძენა ყველაზე რთული
ამოცანაა, რომლის წინაშეც შეიძლება ადამიანი აღმოჩნდეს.
***
ადამიანი ცოდნისკენ მიდის ისევე, როგორც ომში - სრულად გაღვიძებული, შიშით
აღვსილი, პატივისცემითა და ურყევი გადაწყვეტილებით. ამ წესიდან ნებისმიერი
გადახრა საბედისწერო შეცდომაა და ისინი, ვინც ამას ჩადიან, ნამდვილად
მოესწრებიან იმ დღეს, როდესაც მწარედ ინანებენ.
მხოლოდ ის, ვინც ამ ოთხს პირობას ასრულებს - სრულად გაღვიძებული, შიშით
აღვსილი, პატივისცემითა და ურყევი გადაწყვეტილებით - დაზღვეულია
შეცდომებისგან რისთვისაც მოუწევს პასუხისგება; მხოლოდ ამ პირობებში არ
მოუწევს მას შემთხვევითი მოქმედება. თუ ასეთი ადამიანი განიცდის მარცხს, ის
მხოლოდ ბრძოლას აგებს, ყოველივე ეს კი სინანულად არ ღირს.
***
ძალიან ძლიერი კონცენტრაცია საკუთარ თავზე ქმნის საშინელ დაღლილობას. ამ
მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ყრუა და უსინათლო ყოველივე დანარჩენის
მიმართ. ეს უცნაური დაღლილობა ხელს უშლის მას ეძიოს და დაინახოს
სასწაულები, რომლებიც უხვად არის მის გარშემო. ამიტომ, გარდა პრობლემებისა, მას
არაფერი აღარ რჩება.
***
ნებისმიერი ვინც იწყებს სწავლას, უწევს გაიღოს იმდენი დამდენიც მას შეუძლია,
ხოლო განსწავლის საზღვრები დამოკიდებულია მოსწავლის პირადი
შესაძლებლობებზე. სწორედ ამიტომ საუბარი სწავლის თემაზე არის სრულიად
აბსურდული. ცოდნის წინაშე შიში, ჩვეულებრივი მოვლენაა; ყოველი ჩვენგანი
ექვემდებარება მას და აქ ვერაფერს გახდები. თუმცა, რაც არ უნდა საშინელი იყოს
ცოდნა, მეტად უარესი წარმოსადგენია ადამიანი, რომელსაც არ აქვს ის.
***
ხალხზე გაბრაზება ნიშნავს მიგაჩნდეს მათი მოქმედებები მნიშვნელოვნად.
აუცილებელია თავის დაღწევა მსგავსი გრძნობისგან. ადამიანთა ქმედებები არ
შეიძლება იყოს იმდენად მნიშვნელოვანი, რომ უკანა პლანზე გადაინაცვლოს
ერთადერთმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანმა მოვლენამ: ჩვენმა გარდაუვალმა
შეხვედრამ უსასრულობასთან.
***
ნებისმიერი გზა - მხოლოდ ერთერთია მილიონი შესაძლო გზებიდან. ამიტომ,
მებრძოლს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ გზა მხოლოდ და მხოლოდ გზაა; თუ
მებრძოლი გრძნობს, რომ ეს გზა მას არ მოწონს, მან იგი ნებისმიერ ფასად უნდა
მიატოვოს. ნებისმიერი გზა მხოლოდ გზაა და ვერაფერი შეაჩერებს მებრძოლს მისი
დატოვებისგან, თუ გული მას ასე კარნახობს. მისი გადაწყვეტილება თავისუფალი
უნდა იყოს შიშისგან და ამბიციისაგან. ნებისმიერ გზას პირდაპირ და უყოყმანოდ
უნდა უყურო. მებრძოლი მას გამოცდის იმდენჯერ, რამდენჯერაც ჩათვლის
საჭიროდ. შემდეგ ის უსვამს საკუთარ თავს, და მხოლოდ საკუთარ თავს, ერთი
კითხვას: აქვს თუ არა ამ გზას გული?
ყოველი გზა ერთია: მათ არსად არ მივყავართ. აქვს თუ არა ამ გზას გული? თუ აქვს,
მაშინ ეს კარგი გზაა; თუ არა, მაშინ ის გამოუსადეგარია. ორივე გზა არსაითკენ
მიდის, მაგრამ ერთს აქვს გული, მეორეს კი არა. ერთი გზა სიხარულს განიჭებს, მასზე
მოგზაურობის დროს: რამდენიც არ უნდა იმოგზაუროთ მასზე, შენ და შენი გზა
განუყოფელი ხართ. მეორე გზა კი გაიძულებთ დაწყევლო საკუთარი ცხოვრება. ერთი
გზა გაძლევთ ძალას, მეორე კი განადგურებს.
***
ეს არის ბედნიერების სამყარო, სადაც არ არსებობს განსხვავება საგნებს შორის,
რადგან იქ არავინაა ვისაც კითხავ განსხვავების შესახებ. მაგრამ ეს არ არის ადამიანთა
სამყარო. ზოგ ადამიანს გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ისინი ცხოვრობენ ორ
სამყაროში, რომ მათ შეუძლიათ აირჩიონ სამყაროებს შორის, მაგრამ ეს მხოლოდ
მათი ქედმაღლობის ბრალია. ჩვენთვის მხოლოდ ერთი სამყარო არსებობს. ჩვენ
ადამიანები ვართ და თვინიერად უნდა მივყვეთ ადამიანთა სამყაროს.
***
ადამიანს ოთხი მტერი ჰყავს: ეს არის შიში, სიცხადე, სიძლიერე და სიბერე. შიში,
სიცხადე და ძალა შეიძლება იქნას დაძლეული, მაგრამ არა სიბერე. ეს არის ყველაზე
სასტიკი მტერი, რომლის დამარცხებაც შეუძლებელია, თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ
გადადოთ საკუთარი მარცხი.
კომენტარები

დონ ხუანის სწავლებების პირველი წიგნის აბსტრაქტული ხასიათი მოიცავს იმ


ყოველივეს არსს, რასაც დონ ხუანი ამბობდა ჩემი სწავლების დასაწყისში. წიგნის
სრული ტექსტიდან ჩანს, რომ დონ ხუანი ბევრს საუბრობდა მოკავშირეებზე,
ძალაუფლების მცენარეებზე, მესკალიტოზე, „კვამლზე“, ქარზე, მდინარის და მთის
სულებზე, ჩაპარალის სულზე და ა.შ. მოგვიანებით, როდესაც მე მას ვკითხე, რატომ
აქცევდა ასეთ ყურადღება ამ ფენომენებს, მაგრამ პირადად არ მიმართავდა მათ, მან
მშვიდად აღიარა, რომ ჩემი წავლის დასაწყისში ის ჩაეფლო ყოველივე ამ ფსევდო-
შამანურ სისულელეებში მხოლოდ ჩემი გულისთვის.
გაოგნებული ვიყავი. ძალიან გამაკვირვა იმ ფაქტმა თუ როგორ შეეძლო მას, ასეთი
მტკიცებულებების გამოთქმა, რომლებიც აშკარად სიცრუე იყო. მიუხედავად ამისა ის
ზუსტად იმას გულისხმობდა, რასაც ამბობდა, ხოლო მე, უდავოდ ვიყავი ის
ადამიანი, ვისაც შეეძლო დაედასტურებინა მისი სიტყვების ჭეშმარიტება.
- ყოველივე ამას ზედმეტი სერიოზულობით ნუ მიუდგები - თქვა მან სიცილით. -
ყოველთვის მსიამოვნებდა ყოველივე ამ სისულელით დაკავება, შენთან ერთად კი
მეტად მომხიბლველი იყო, რადგან ვიცოდი, რომ ყოველივე ამას ვაკეთებდი შენი
სიკეთისთვის.
- ჩემი სარგებელისთვის, დონ ხუან? რა სისულელეა?
- დიახ, შენი სარგებლობისთვის. მე გატყულებდი და ვამახვილებდი შენს
ყურადღებას ისეთ მოვლენებზე, რომლებიც იწვევდნენ ღრმა ინტერესს შენში - და შენ
ყლაპავდი ყველაფერს მთლიანად; სატყუარასაც და ანკესსაც.
ყველაფერი რაც მე მჭირდებოდა, იყო შენი აბსოლიტური ყურადღება. მაგრამ
როგორ მიმეღო ის, ისეთი არადისციპლინირებული პიროვნებისგან, როგორიც შენ
ხარ? შენ თავად მეუბნებოდი, რომ ბრუნდებოდი ისევ და ისევ, რადგან ფიქრობდი,
რომ ჩემი ისტორიები ამ სამყაროს შესახებ, არის ძალიან საინტერესო. თუმცა შენ არ
იცოდი, რომ შენს მიერ გამოხატული ინტერესი, ამ სამყაროსთან დაკავშირებით
ნიშნავდა, რომ არაცნობიერად ეთანხმები ჩემს თითოეულ სიტყვას. შენ ფიქრობდი,
რომ სწორედ ეს ბუნდოვანება არის შამანიზმი და მიილტვოდი მისკენ - სწორედ
ამიტომ ბრუნდებოდი უკან.
- ასე ექცევი ყველას, დონ ხუან?
- ყველას არა, რადგან ჩემთან ყველა არ მოდის და უპირველეს ყოვლისა, არც მე
მაინტერესებს ყველა. მე მაინტერესებდა და მაინტერესებ მხოლოდ შენ. ჩემმა
მასწავლებელმა, ნაგუალ ხულიანმა იგივე გზით მომატყუა. მან ისარგებლა ჩემი
მგრძნობიარე ბუნებით და სიხარბით. მან პირობა მომცა, რომ გამამდიდრებდა და
ურთიერთობაში შემიყვანდა ყველა იმ ლამაზ ქალთან, რომლებიც მის გარშემო
იყვნენ. მან სიმდიდრე დამპირდა და მე სატყუარას წამოვეგე. ამ გზით ატყულებდნენ
ჩემი ხაზის შამანები თავიანთ მოსწავლეებს უხსოვარი დროიდან. ჩემი ხაზის
შამანები არ არიან მასწავლებლები ან გურუები. მათ არ აინტერესებთ თავიანთი
ცოდნის ფართო გავრცელება. მათ მხოლოდ მემკვიდრე სჭირდებათ და არა ვიღაც
ადამიანი, რომელსაც ზედაპირულად აინტერესებთ ეს ცოდნა, გარკვეული
ინტელექტუალური მიზეზების გამო.
დონ ხუანი მართალი იყო, როდესაც ამბობდა, რომ მე მთლიანად მის სატყუარას
წამოვეგე. მე ნამდვილად მჯეროდა, რომ ვიპოვნე შამანი და ანთროპოლოგიური
ინფორმაციის შესანიშნავი წყარო. სწორედ იმ დროს, როცა დონ ხუანთან ვიყავი
დავწერე უამრავი დღიური და შევაგროვე ძველი რუკები, რომლებზეც იყო
აღნიშნული მრავალი საუკუნის განმავლობაში მდებარე იაკის ინდიელთა ქალაქების
ადგილმდებარეობები, დაწყებული XVIII საუკუნის ბოლოს იეზუიტური
ხელნაწერებით. მე აღვნიშნე ყველა ეს ქალაქი, გამოვავლინე ყველაზე უმნიშვნელო
ცვლილებები და თავს ვიმტვრევდი იმაზე ფიქრით, თუ რატომ იცვლიდნენ ეს
ქალაქები თავიანთი პოზიციას და ყოველი ასეთი ცვლილების დროს, რატომ იყო
მათი შექმნის ნიმუში განსხვავებული. ფსევდო-აზროვნებამ, რომელიც ეყრდნობოდა
რაციონალურობას და ეჭვებს, ძალიან გადამღალა. შევიკრიბე ათასობით ჩანაწერი და
ვარაუდი, სხვადასხვა წიგნებიდან და ხელნაწერებიდან ამოღებული.
ანთროპოლოგიის ფაკულტეტის ნამდვილი სტუდენტი ვიყავი. დონ ხუანი აქეზებდა
ჩემს წარმოსახვას ყველა მისთვის შესაძლო საშუალებით.
- მებრძოლის გზაზე არ არის მოხალისე, - მითხრა დონ ხუანმა და ისეთი სახე მიიღო
თითქოს რაღაცას განმარტავდა. - მებრძოლის გზაზე ადამიანის გაყვანა გვიწევს,
თავისი ნების საწინააღმდეგოდ.
- დონ ხუან, რა ვუყო იმ ათასობით ჩანაწერს, რომლებიც მე შევაგროვე თქვენი
ტყუილის შედეგად? - ვკითხე მე.
მისი პასუხი ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო.
- დაწერე წიგნი მათ შესახებ! - თქვა მან. - დარწმუნებული ვარ, რომ თუ დაიწყებთ მის
წერას, შენ არასოდეს გამოიყენებ შენს ჩანაწერებს. ისინი უსარგებლონი არიან -
მაგრამ ვინ ვარ მე, რომ ეს გითხრა? თავად მოიფიქრე. თუმცა, ნუ ეცდებით წიგნის
დაწერას ისე, როგორც ამას მწერალი აკეთებს. გააკეთე ეს ისე, როგორც მებრძოლმა,
როგორც შამანი მებრძოლი გააკეთებდა ამას.
- რას გულისხმობ დონ ხუან?
- არ ვიცი. თვად გაერკვიე.
ის იყო აბსოლუტურად მართალი. მე არასოდეს მისარგებლია იმ ჩანაწერებით. ამის
ნაცვლად, ჩემთვის მოულოდნელად დავწერე წიგნი, ჩაუწვდომელი
შესაძლებლობების მქონე შემეცნების განსხვავებულ სისტემაზე.
უმნიშვნელოვანესი კონცეფციები «განსხვავებული რეალობიდან»
***
მებრძოლმა იცის, რომ ის მხოლოდ ადამიანია. მისი ერთადერთი სინანული ის არის,
რომ ცხოვრება ხანმოკლეა და მას არ აქვს დრო, შეეხოს ყველაფერს, რაც მას მოსწონს.
მაგრამ ესეც არ არის მისთვის პრობლემა; ეს მხოლოდ სინანულია.
***
საკუთარი თავის მნიშვნელობის გრძნობა ადამიანს უიმედს ხდის: მძიმეს,
მოუქნელს და ცარიელს. იყო მებრძოლი ნიშნავს, იყო მსუბუქი და მოქნილი
***
როდესაც ხედავ ენერგიის ველებს, ადამიანი გამოიყურება როგორც მანათობელი
ბოჭკოები, ობობის ქსელის მაგვარი ძალიან თხელი ელიფსის ფორმის. ისინი
გაჭიმულია თავიდან ჭიპისკენ და ადამიანი ჰგავს მანათობელ ბოჩკოვან კვერცხს.
***
მხედველი ხედავს, რომ ნებისმიერი ადამიანი მუდმივად კავშირშია დანარჩენ
სამყაროსთან. მართალია, ეს კავშირი ხორციელდება მანათობელი ბოჭკოების
დახმარებით, რომელთა ცენტრიც განთავსებულის მუცელში. ამ ბოჭკოებით ადამიანი
უკავშირდება მთელ სამყაროს, მათი წყალობით ინარჩუნებს ის წონასწორობას და
სწორედ ისინი ანიჭებენ მას სტაბილურობას.
***
როდესაც მებრძოლი ისწავლის ხედვას - დაინახავს, რომ ადამიანი არის
მანათობელი კვერცხი, იქნება ეს მათხოვარი თუ მეფე. რა შეიძლება შეიცვალოს
მანათობელ კვერცხში?
***
მებრძოლს არასდროს აწუხებს მისი შიში. ამის ნაცვლად, ის ფიქრობს ენერგიის
ველების დანახვის საოცრებაზე! ყველაფერი დანარჩენი სისულელეა.
***
მხოლოდ გახვრეტილ ქოთანს შეუძლია შეეცადოს გახდეს ცოდნის ადამიანი,
საკუთარი ნებით. საღი გონების ადამიანი უნდა შეიტყუო ამ გზაზე. იქნება უამრავი
ადამიანი, ვინც სიამოვნებით ისურვებს სწავლას, მაგრამ ისინი არ ითვლებიან.
ჩვეულებრივ, ისინი უკვე დაბზარულნი არიან. ისინი გავენ გამომხმარ ორშიმოს,
რომელიც კარგად გამოიყურება, მაგრამ იწყებს წვეთვას მაშინვე, როგორც კი მასში
წყალს ჩაასხამ და წარმოიქმნება წნევა. ერთი წუთის შემდეგ, ის კვლავ უნდა შეავსოთ
წყლით.
***
როდესაც ადამიანს არ შეუძლია ჭეშმარიტი ხედვა, როდესაც ის სამყაროს უყურებს
ნივთები ძირითადად ერთნაირად გამოიყურება. მეორეს მხრივ, როდესაც ის
ისწავლის ხედვას, არაფერი არ დარჩება უცვლელი, თუმცა ამავდროულად ყოველივე
იგივე იქნება. მხედვარის თვალსაზრისით, ადამიანი ჰგავს მანათობელ კვერცხს.
როდესაც ხედავთ ერთსა და იმავე ადამიანს, ის ჰგავს მანათობელ კვერცხს, თუმცა არა
იმავე მანათობელ კვერცხს.
***
ძველი მექსიკის შამანები უწოდებდნენ მოკავშირეებს იმ აუხსნელ ძალებს,
რომლებიც მათი ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ. მათ ამ ძალებს მოკავშირეები
უწოდეს, რადგან მათ სჯეროდათ, რომ მათ შეეძლოთ მათი გამოყენება, როგორც მათ
სურდათ - მსგავსი იდეები შამანებისთვის თითქმის მომაკვდინებელი აღმოჩნდა,
რადგან ისინი, ვისაც მოკავშირეებს ეძახდნენ, არიან უსხეულო არსებები, რომლებიც
ბინადრობენ სამყაროში. ჩვენ ვარსებობთ, ეს ფაქტია. ჩვენს მსგავსად მოკავშირეებიც
არსებობენ და შესაძლოა ისინი აქ ძალიან დიდი ხანია არიან.
***
იყო მებრძოლი - ცხოვრების ყველაზე ეფექტური გზაა. მებრძოლი სიტუაციას
აანალიზებს და ფიქრობს გადაწყვეტილების მიღებამდე. როდესაც გადაწყვეტილება
მიღებულია - ის მოქმედებს, მოქმედებს ყოველგვარი ეჭვის, შიშის და ყოყმანის
გარეშე. წინ კიდევ უამრავი გადაწყვეტილებაა, რომელთაგან თითოეული ელოდება
საკუთარ დროს. ეს არის მებრძოლის გზა.
***
როდესაც მებრძოლს ერევა ეჭვები და შიშები, ის იწყებს ფიქრობს საკუთარ
სიკვდილზე. აზრები სიკვდილზე - არის ერთადერთი, რასაც შეუძლია ჩვენი სულის
გამოწვრთობა.
***
სიკვდილი არის ყველგან. მას შეუძლია მიიღოს ავტომობილის ანთებული ფარების
ფორმა, რომელიც მოულოდნელად გამოჩნდება ჩვენს უკან. მას შეუძლია დარჩეს
ხილული გარკვეული დროის განმავლოვბაში, შემდეგ კი გაქრეს წყვდიადში, თითქოს
მან ცოტა ხნით დაგვტოვა, მაგრამ ამის შემდეგ ის კვლავ გამოჩნდება.
შუქი - ეს არის ცეცხლი სიკვდილის თავზე. ის მათ იხურავს შლაპებივით მანამ,
სანამ სანადიროდ გავა. ის ანთებს შუქებს და იწყებს ჩვენს დევნას. სიკვდილი
სტაბილური ნაბიჯებით მოგვყვება და ყოველ წამს ის უფრო და უფრო
გვიახლოვდება. სიკვდილი არასდროს არ ჩერდება. უბრალოდ ის ხანდახან შუქს
აქრობს. თუმცა ეს არაფერს არ ცვლის ...
***
მებრძოლმა უპირველეს ყოვლისა უნდა იცოდეს, რომ მის ქმედებებს აზრი არ აქვს,
მაგრამ მან უნდა შეასრულოს ისინი ისე, თითქოს მან ამის შესახებ არაფერი იცოდა. ეს
არის ის, რასაც შამანები უწოდებენ კონტროლირებად სისულელეს.
***
ადამიანის თვალები შექმნილია ორი ფუნქციის შესასრულებლად: ერთი მათგანი
სამყაროს ენერგიის ნაკადების დანახვაა, მეორე კი - ამ სამყაროში საგნების ყურება.
არც ერთი მათგანი არ არის უკეთესი ან მნიშვნელოვანი მეორეზე, მაგრამ თვალების
ვარჯიში მხოლოდ იმისთვის, რომ საგნები დაათვალიეროს სამარცხვინო და უაზრო
დროის ხარჯვაა.
***
მებრძოლი ცხოვრობს მოქმედებით და არა მოქმედებაზე ფიქრით, ან ფიქრით იმაზე
თუ რას იფიქრებს, როცა მოქმედება დასრულდება.
***
მებრძოლი გულით ირჩევს გზას და მიჰყვება მას. როდესაც ის უყურებს, მას უხარია
და იცინის; როდესაც ის ხედავს, მან იცის. მან იცის, რომ მისი სიცოცხლე ძალიან
მალე დასრულდება; მან იცის, რომ ის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა, არსად არ
მიდის; მან იცის, რომ არაფერია მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე სხვა რამ.
***
მებრძოლს არ აქვს არც პატივმოყვარეობა, არც ღირსება, არც ოჯახი, არც სახელი და
არც სამშობლო. აქვს მხოლოდ სიცოცხლე, რომელიც უნდა იცოცხლოს. ასეთ
ვითარებაში კონტროლირებადი სისულელე ერთადერთი რამ არის, რაც მას
ახლობლებთან აკავშირებს.
***
არაფერს არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ამიტომ მებრძოლი უბრალოდ
ირჩევს გარკვეულ ქმედებას და ასრულებს მას. მაგრამ ამას ისე აკეთებს, თითქოს ამ
ქმედებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. მისი კონტროლირებადი სისულელე
აიძულებს მას თქვას, რომ მისი ქმედებები ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად
მოქმედებს. ამავე დროს, მას მშვენივრად ესმის, რომ ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ
აქვს. ამრიგად, მოქმედების დასრულების შემდეგ, მებრძოლი უბრუნდება სიმშვიდეს
და წონასწორობას. კარგი იყო თუ არა მისი ქმედება, ან შეძლო თუ არა მან მისი
დასრულება - ყოველივე ეს მას არ ანაღვლებს.
***
მებრძოლმა შეიძლება საერთოდ არ იმოქმედოს. თუმცა ამ დროს ის ისე იქცევა,
თითქოს ეს პასიურობა მისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. ის მართალია ამ
შემთხვევაშიც, რადგან ესეც კონტროლირებადი სისულელეა.
***
მებრძოლის ცხოვრებაში არ შეიძლება იყოს სიცარიელე. მისი ცხოვრება სავსეა
ბოლომდე. ყველაფერი სავსეა და ყოველივე თანაბარია. მისთვის არ არსებობს არც
გამარჯვებები, არც დამარცხებები და არც სიცარიელე. ყველაფერი სავსეა ბოლომდე
და ყოველივე თანაბარია, მისი ბრძოლა ღირს ძალისხმევად.
***
ჩვეულებრივ ადამიანს ზედმეტად ადარდებს, რომ ადამიანები უყვარდეს და
ადამიანებს უყვარდეთ ის საპასუხოდ. მებრძოლს უყვარს და მორჩა, ეს არის
ყველაფერი. მას უყვარს ყველა და ყველაფერი, რაც მას მოსწონს, ამავდროულად ის
იყენებს კონტროლირებად სისულელეს, რომ არ იდარდოს მათ გამო. რაც სრულიად
საპირისპიროა იმისი, რასაც აკეთებს ჩვეულებრივი ადამიანი. გიყვარდეს ხალხი ან
იყო მათგან შეყვარებული, ეს არ არის ყველაფერი რაც ადამიანისთვის არის
ხელმისაწვდომი.
***
მებრძოლი იღებს პასუხისმგებლობას ყველა თავისი ქმედებაზე, თუნდაც ეს იყოს
წვრილმანი. რიგითი ადამიანი დაკავებულია საკუთარი აზრებით და არასდროს არ
იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რასაც აკეთებს.
***
ჩვეულებრივი ადამიანი არის გამარჯვებული ან დამარცხებული, აქედან
გამომდინარე ის არის მონადირე ან მსხვერპლი. ეს ორი მდგომარეობა ჭარბობს იმ
ადამიანებში, ვინც ვერ ხედავს. ხედვა ფანტავს გამარჯვების, დამარცხების და
ტანჯვის ილუზიას.
***
მებრძოლი იცნობს თავის მოლოდინს და იცის რასაც ელოდება. როდესაც ის
ელოდება, მას არავითარი სურვილები არ აქვს, ამიტომ რამდენიც არ უნდა მიიღოს,
ის ყოველთვის იმაზე მეტია, ვიდრე მას შეეძლო მიეღო. თუ ის მშიერია, ის ამას
გაუმკლავდება, რადგან ის არ იტანჯება შიმშილით. თუ ის დაჭრილია, ის ამას
გაუმკლავდება, რადგან ის არ იტანჯება ტკივილით. იტანჯებოდე შიმშილისგან ან
ტკივილისგან ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არ არის მებრძოლი და შიმშილის ან
ტკივილის ძალამ შეიძლება გატეხოს იგი.
***
თვითშეზღუდვა - ინდულგირების ყველაზე უარესი და მავნე ფორმაა. ამ გზით, ჩვენ
თავს ვაიძულებთ დავიჯეროთ, რომ ჩავდივართ რაღაც მნიშვნელოვანს, თითქმის
გმირობას, თუმცა სინამდვილეში ჩვენ მხოლოდ ვუღრმავდებით ნარცისიზმს,
ვაძლევთ საკვებს ამპარტავნებას და საკუთარი თავის მნიშვნელობის გრძნობას.
***
ის, რასაც მებრძოლი უწოდებს ნებას, არის ძალა ჩვენში. ეს არ არის არც აზრი, არც
ობიექტი და არც სურვილი. ნება - არის ის, რაც უზრუნველყოფს მებრძოლის
გამარჯვებას მაშინ, როდესაც მას გონება ეუბნება, რომ ის დამარცხებულია. ნება -
არის ის, რაც მას დაუმარცხებლად აქცევს. ნება - არის ის, რაც შამანს საშუალებას
აძლევს გაიაროს კედელში, სივრცეში და მიაღწიოს უსასრულობას.
***
როდესაც ადამიანი ირჩევს მებრძოლის გზას, ის სრულად იღვიძებს და
აბსოლიტურად აცნობიერებს, რომ ჩვეულებრივი ცხოვრება სამუდამოდ უკან დარჩა.
ჩვეულებრივი სამყაროს საშუალებები მას უკვე აღარ იცავს და მან უნდა აირჩიოს
ცხოვრების ახალი გზა, თუკი მას სურს გადარჩეს.
***
იმ დროს როცა, ადამიანი აცნობიერებს ცოდნის გასაოცარ ბუნებას, ის ასევე
აცნობიერებს იმას, რომ ამ გზაზე სიკვდილი მისი ერთგული თანამგზავრია,
შეუცვლელი პარტნიორი, რომელიც ყოველთვის მის გვერდით არის. სიკვდილი არის
მთავარი ფაქტორი, რომელიც ცოდნას ენერგიად და რეალურ ძალად აქცევს.
სიკვდილის შეხებით, ყველაფერი სრულდება და ყველაფერი რასაც ის ეხება, იქცევა
ძალად.
***
მხოლოდ სიკვდილის იდეის მიღებას შეუძლია მებრძოლს მისცეს მყუდროება და
საკმარისი ძალა იმისთვის, რომ აიძულოს საკუთარი თავი გააკეთოს ნებისმიერი რამ,
რასაც მოისურბს და არ უარყოს არაფერი. მან იცის, რომ სიკვდილი მას კვალდაკვალ
მიყვება და არ მიცემს საშუალებას დაეუფლოს რაიმეს, ამიტომ ის სინჯავს
ყველაფერს, თუმცა არ ეჯაჭვება არაფერს.
***
ჩვენ ადამიანები ვართ და ჩვენი დანიშნულება არის ვისწავლოთ იმ მიზნით, რომ
აღმოვაჩინოთ უფრო და უფრო საოცარი და ჩაუწვდომელი სამყაროები. მებრძოლი
სწავლობს ხედვას და ხვდება, რომ გამოუვლენელი სამყაროები არის უამრავი, და
რომ ისინი ყველა ჩვენს წინ არის.
***
სიკვდილი - არის ბრუნვა; სიკვდილი - არის ჰორიზონტზე მდებარე ღრუბელი;
სიკვდილი - არის ჩემი შენთან საუბარი; სიკვდილი - ხარ შენ და შენი ჩანაწერები;
სიკვდილი - ეს არაფერია. არაფერი! ის აქ არის, თუმცა ის საერთოდ არ არის.
***
მებრძოლის სული არ არის მიჯაჭვული არც ინდულგირებაზე და არც ჩივილზე,
ისევე, როგორც ის არ არის მიჯაჭვული არც გამარჯვებაზე და არც დამარცხებაზე.
მებრძოლის ერთადერთი მიჯაჭვულობა არის ბრძოლა და ყოველი ბრძოლა,
რომელსაც ის აწარმოებს ამ დედამიწაზე, არის მისი ბოლო ბრძოლა. ამიტომ, მისთვის
შედეგს პრაქტიკულად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ამ საბოლოო ბრძოლაში
მებრძოლი საშუალებას აძლევს საკუთარ სულს იდინოს ნათლად და თავისუფლად.
და როდესაც ის ამ ბრძოლას წარმართავს მან იცის, რომ მისი ნებისძალა უმწიკვლოა.
ამიტომ, ის ხარხარებს და ხარხარებს.
***
ჩვენ მუდმივად ვესაუბრებით საკუთარ თავს ჩვენი სამყაროს შესახებ. ფაქტიურად
ჩვენ ვქმნით მას, ჩვენი შინაგანი დიალოგის მეშვეობით. როდესაც ჩვენ ვწყვეტთ
საკუთარ თავთან საუბარს, სამყარო ხდება ისეთი, როგორიც ის უნდა იყოს. ჩვენ
მუდმივად ვანახლებთ მას, ვაძლევთ მას სიცოცხლეს, მხარს ვუჭერთ, ჩვენი შინაგანი
დიალოგის მეშვეობით. ასევე ჩვენ ვირჩევთ გზებს იმის მიხედვით, რასაც საკუთარ
თავს ვეუბნებით. ამრიგად ჩვენ ვიმეორებთ ერთ და იგივე არჩევანს ისევ და ისევ,
სანამ არ მოვკვდებით. იმიტომ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ერთ და იგივე შინაგან
დიალოგს. მებრძოლი აცნობიერებს ამას და ცდილობს შეწყვიტოს შინაგანი
დიალოგი.
***
სამყარო - ეს არის ყველაფერი, რაც აქ არის. სიცოცხლე, სიკვდილი, ხალხი,
ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ არის. სამყარო უზარმაზარი და ჩაუწვდომელია, ჩვენ
ვერასოდეს შევძლებთ მის გაგებას და ვერასოდეს ამოვიცნობთ მის საიდულოს.
ამიტომ, ჩვენ უნდა მივიღოთ ის ისეთი, როგორც არის - უმშვენიერესი საიდუმლო.
***
ის, რასაც ადამიანები აკეთებენ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს უფრო
მნიშვნელოვანი, ვიდრე სამყარო. ამრიგად, მებრძოლი სამყაროს ეპყრობა, როგორც
უშრეტ საიდუმლოებას, ხოლო იმას რასაც ხალხი აკეთებს, როგორც გაუთავებელ
სისულელეს.
კომენტარები

წიგნი „განსხვავებული რეალობა“ იწყება შენიშვნით, რომ სიცხადით გვეძლევა ის


განწყობა, რომლითაც ძველი მექსიკელი შამანები უდგებოდნენ ძალისხმევას,
რომელიც მათ უმწიკვლო ნებისყოფას განსაზღვრავდა. ძველ შამანებზე საუბრის
დროს, თავად დონ ხუანი აღნიშნავდა - ძალიან საინტერესო უნდა იყოს
თანამედროვე პრაქტიკოსებისთვის ის ფაქტი, რომ ბრიტვასავით მჭრელი
ცნობიერება, რომელიც ძველმა შამანებმა გაინვითარეს ეხმარებოდათ მათ
უნივერსალურ ძალასთან ურთიერთობაში, რომელსაც ეწოდება განზრახვა. მათ
გააცნობიერეს, რომ ამ ძალასთან მჭიდრო, სუფთა და მკაფიო კავშირს შეეძლო
მათთვის მიენიჭბინა ძალა, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა გარშემომყოფებზე
და ვითარებაზე ისე, როგორც ისინი მოისურვებდნენ ამას. დონ ხუანი ამბობდა, რომ
ამ შამანების განზრახვა, რომლიც იყო მიყვანილი უმაღლეს დონეზე, ერთადერთი
დახმარება იყო მათთვის, ვისაც უნდოდა მიეღო პრაქტიკა. მან ეს ასე განმარტა:
თანამედროვე პრაქტიკოსები, რომ ყოფილიყვნენ გულწრფელნი საკუთარ თავთან,
ისინი გადაიხდიდნენ ნებისმიერ ფასს იმისთვის, რომ ეცხოვრათ მსგავსი განზრავის
ფრთებს ქვეშ შეფარებულნი.
დონ ხუანი ამტკიცებდა, რომ ყველას, ვინც ოდნავ მაინც იჩენს ინტერესს ძველი
შამანების სამყაროს მიმართ, დაუყოვნებლივ შედის მათი უმწიკვლო განზრახვის
წრეში. დონ ხუანისთვის, მათი განზრახვა იყო რაღაც ისეთი ფასდაუდებელი, რომ
არცერთ ჩვენგანს არ შესწევს მის წინააღმდეგ ბრძოლის ძალა. გარდა ამისა, ის
ამბობდა, რომ ასეთი განზრახვის წინააღმდეგ არც ღირს ბრძოლა, რადგან ის
ერთადერთია, რაც მხედველობაში უნდა მიიღოს ადამიანმა; ეს იყო ძველი შამანების
სამყაროს არსი - სამყაროსი, რომლისკენაც თანამედროვე ადამიანები ილტვიან
ყველაზე მეტად.
განწყობა რომელსაც ქმნის „განსხვავებული რეალობა“ არ არის შექმნილი ჩემი
განზრახვით. ეს განწყობა წარმოიშვა, ჩემი მიზნების და სურვილებისგან
დამოუკიდებლად. შეიძლება ითქვას, რომ ის აღმოჩნდა სრულიად საპირისპირო ჩემი
ჩანაფიქრის. წიგნის ტექსტში დამალული, დროის ბორბლის საიდუმლო მოვიდა
მოულოდნელად მოძრაობაში და გამოვლინდა როგორც დაძაბულობა - დაძაბულობა,
რომელმაც განსაზღვრა ჩემი მომდევნო მიმართულება.
თუ ვისაუბრებთ ჩემს გრძნობებზე იმ დროს, როდესაც ვწერდი „განსხვავებულ
რეალობას“, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ თავს ვგრძნობდი იღბლიან
ადამიანად, რომელიც იყო ანთროპოლოგიურ საველე სამუშაოში ჩაძირული, ასე რომ,
ჩემი გრძნობები და აზრები ისევე შორს იყო ძველ შამანთა სამყაროდან, რამდენადაც
ეს საერთოდ არის შესაძლებელი. დონ ხუანს განსხვავებული აზრი ჰქონდა. როგორც
გამოწვრთობილმა მებრძოლმა, მან იცოდა, რომ ვერ შევძლებდი თავი დამეღწია
განზრახვის მაგნიტური ლტოლვისგან, რომელიც ძველმა შამანებმა შექმნეს. მე მასში
ჩავიძირე, მიუხედავად ჩემი სურვილისა და მიუხედავად იმისა, მჯეროდა მისი თუ
არა.
ასეთმა ვითარებამ ქვეცნობიერი შფოთი გამოიწვია ჩემში. ეს არ იყო ისეთი შფოთი,
რომლის იდენტიფიცირება ან დადგენა არის შესაძლებელი - რთული იყო მისი
გაცნობიერებაც კი. ის იკვეთებოდა ყველა ჩემს მოქმედებაში და ამავდროულად არ
მაძლევდა არანაირ შესაძლებლობას, რომ გამეანალიზებინა ის. მხოლოდ იმის თქმა
შემიძლია, რომ ძალიან შეშინებული ვიყავი, თუმცა ვერ ვხსნიდი რისი მეშინოდა.
ბევრჯერ ვცადე ამ შიშის ანალიზი, მაგრამ მყისიერად ვგრძნობდი უძალობას და
დაღლილობას მაშინვე ვხვდებოდი, რომ კითხვები რომლებსაც ჩემს თავს ვუსვამდი
იყო უსაფუძვლო და უადგილო, რის შედეგადაც ანალიზს ვწყვეტდი. დონ ხუანს
მივმართე ჩემი მდგომარეობის შესახებ, მინდოდა მისგან რჩევა და დახმარება
მიმეღო.
- შენ უბრალოდ გეშინია, - თქვა მან. - სულ ეს არის. ნუ ეცდები დაადგინო საკუთარი
შიშის იდუმალი მიზეზები. იდუმალი მიზეზი სწორედ შენს თვალწინ არის,
ხელმისაწვდომ ადგილას - ეს არის ძველი მექსიკის შამანების განზრახვა. შენ საქმე
გაქვს მათ სამყაროსთან და ეს სამყარო დროდადრო გაჩვენებს საკუთარ სახეს. რა თქმა
უნდა, შენთვის რთულია გაუძლო მსგავს სანახაობას. თუმცა, ზოგჯერ ეს ჩემთვისაც
რთულია. ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის რთულია მისი დატევა.
- გამოცანებით საუბრობთ, დონ ხუან.
- დიახ, ჯერჯერობით ეს იდუმალებად გეჩვენება. ოდესმე ყველაფერს მიხვდები.
ახლა უბრალოდ სისულელეა, რომ ამაზე ვისაუბრო, ან რაიმეს ახსნა ვცადო.
ყველაფერი, რისი ახსნაც არ უნდა ვცადო, აზრს მოკლებული იქნება შენთვის. ამ
დროისათვის, ნებისმიერი გაუგებარი ბანალურობა მოგეჩვენება უფრო
მნიშვნელოვნად.
ის აბსოლუტურად მართალი იყო. ჩემი ყველა შიშის მიზეზი ნამდვილად იყო ერთი
ბანალურობა, რომლისაც მე მრცხვენოდა მაშინ და მრცხვენია ახლა - მე მეშინოდა არ
გავმხდარიყავი ეშმაკით შეპყრობილი. ეს შიში ჩემს ბავშვობაში გაჩნდა: ყველაფერი
აუხსნელი, რა თქმა უნდა გახდა ჩემთვის რაღაც ბოროტი და დამანგრეველი,
რომელიც ჩემს განადგურებას ცდილობდა.
რაც უფრო პიკანტური ხდებოდა დონ ხუანის ახსნა-განმარტება, რომელიც ეხებოდა
ძველი შამანების სამყაროს, მით უფრო მკვეთრი ხდებოდა ჩემი შეგრძნება, რომ უნდა
დამეცვა თავი. ამ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელი იყო. ეს არ იყო
მხოლოდ საკუთარი თავის დაცვის მცდელობა; უფრო მეტად, ეს იყო სურვილი
შემენარჩუნებინა იმ სამყაროს უდავო სანდოობა და ფასეულობა, რომელშიც
ადამიანები ცხოვრობენ. ერთადერთი ნაცნობი სამყარო იყო ის, რაც მე ვიცოდი. თუ
მას საფრთხე ემუქრებოდა, მაშინვე მქონდა რეაქცია - ეს გამოიხატა იმ
განსაკუთრებულ შიშში, რომლის ახსნასაც ვერასოდეს შევძლებ. ის იმ შიშს ჰგავდა,
რომელიც ადამიანს უნდა ჰქონდეს, როდესაც საკუთარი უსასრულობის შესახებ
გაიგებენ. ეს არ იყო სიკვდილის ან დაზიანების შიში - არა, ეს იყო რაღაც მეტად
განუსაზღვრელად ღრმა. ის იმდენად ღრმა იყო, რომ ნებისმიერი შამანი პრაქტიკოსი
დაიბნეოდა მისი გაცნობიერების პროცესში.
- შენ შემოვლითი გზით მიხვედი პირდაპირ მებრძოლის კონცეფციასთან, - თქვა
დონ ხუანმა.
ამ დროისათვის ის უსასრულოდ დიდ ყურადღებას უთმობდა მებრძოლის
კონცეფციას. ის ამბობდა, რომ მებრძოლი, რა თქმა უნდა, უფრო მეტია ვიდრე
უბრალოდ პრინციპები. ეს ცხოვრების წესია; ამგვარი ცხოვრების წესი შიშის
შეჩერების ერთადერთი გზაა და ერთადერთი არხია, რომლის საშუალებითაც
პრაქტიკოსს შეუძლია უზრუნველყოს თავისი საქმიანობის თავისუფალი დინება.
მებრძოლის კონცეფციის გარეშე შეუძლებელი იქნება ცოდნის გზაზე ყველა
დაბრკოლების გადალახვა.
დონ ხუანი პირველ რიგში მებრძოლს განსაზღვრავდა, როგორც მეომარს. ეს
განსაკუთრებული განწყობაა, რომელსაც ძველ შამანთა განზრახვა უწყობს ხელს და
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ასეთ განწყობაზე გადასვლა.
- ამ შამანების განზრახვა, - ამბობდა დონ ხუანი - იყო იმდენად მახვილი და ძლიერი,
რომ უსასრულოდ ამყარებდა მებრძოლის სტრუქტურას, თუმცა თავად პრაქტიკოსი
შესაძლოა ვერც მიმხვდარიყო ამას.
მოკლედ რომ ვთქვათ, ძველი მექსიკის შამანებისთვის, მებრძოლი უნდა ყოფილიყო
იმდენად შეთანხმებული და ფხიზელი მის გარშემო მიმდინარე ბრძოლასთან, რომ
მისი სუფთა ნატურის გარდა გადარჩენისთვის მას არაფერი ზედმეტი არ უნდა
დაჭირებოდა. არ იყო აუცილებლობა მებრძოლისთვის რაიმეს ჩუქების, სიტყვებითა
თუ მოქმედებებით მისი წახალისება, ან მისი ნუგეშისცემა და შთაგონება - ეს
ყველაფერი უკვე მებრძოლის სტრუქტურაში არის ჩაქსოვილი. ვინაიდან ეს
სტრუქტურა განპირობებული იყო ძველი მექსიკის შამანების განზრახვით, მათ
წინასწარ იზრუნეს იმაზე, რომ მასში შესულიყო ყველაფერი, რაც შეიძლებოდა
ყოფილიყო საჭირო. საბოლოო შედეგი იყო მებრძოლი, რომელიც იბრძოდა მარტო,
უზრუნველყოფილი მისი სიმშვიდით და ყველა მასტიმულირებელი ძალით,
რომელიც აუცილებელია წინსვლისთვის, ჩივილისა და სხვისგან გამართლების
მიღების საჭიროების გარეშე - გარემოსგან მაქსიმალურად დამოუკიდებლად.
პირადად ჩემთვის, მებრძოლის ცნება აღმოჩნდა ამაღელვებელი და ამავდროულად,
ერთ-ერთი ყველაზე საშიში, რასთანაც მე აქამდე მქონია შეხება. მე ვფიქრობდი, რომ
თუ ამ პრინციპს მივიღებდი, ის მომაქცევდა ბრმა დაქვემდებარებაში და არ
დამიტოვებდა არც დროს და არც შესაძლებლობას გარშემო მიმოხედვის, ჩივილის ან
უკმაყოფილების გამოთქმის. პრეტენზიების წამოყენება მთელი ჩემი ცხოვრების ჩვევა
იყო და გულწრფელად ვამბობ, მე მზად ვიყავი სიკვდილამდე მებრძოლა, რათა ის
დამეცვა. მე ვთვლიდი, რომ უკმაყოფილების გამოხატვა სენსიტიური, გამბედავი და
პატიოსანი ადამიანის ნიშანი იყო, რომელიც უყოყმანოდ გამოთქვამს საკუთარ
შეხედულებებს, სიმპათიებს და ანტიპატიებს. თუ ამ ყველაფერს ეწერა
გარდაქმნილიყო საბრძოლო ერთეულად, მაშინ მე იმაზე მეტს დავკარგავდი, ვიდრე
შემეძლო.
ასეთი იყო ჩემი გამოუთქმელი აზრები. და მაინც მე მშურდა მებრძოლის
მიზანმიმართულობის, სიმშვიდის და სრულყოფილების. ერთ-ერთი უდიდესი
საშუალება, რომელსაც ძველი მექსიკის შამანები იყენებდნენ მებრძოლის კონცეფციის
გასამყარებლად, იყო ურთიერთობა სიკვდილთან როგორც თანამგზავრთან,
რომელიც აკვირდებოდა ჩვენს ქმედებებს. დონ ხუანი ამბობდა, რომ როგორც კი
ადამიანი ღებულობს ამ პრინციპს, - თუნდაც ყველაზე მსუბუქი ფორმით - ჩნდება
ხიდი უფსკრულზე, რომელიც ჰყოფს ჩვენი საქმიანობის ყოველდღიურ სამყაროს და
იმას რაც ჩვენს წინ არის, მაგრამ არ აქვს სახელი - ის, რაც ნისლის ბურუსით არის
მოცული და გვეჩვენება არარსებული. ეს რაღაც იმდენად ბუნდოვანია, რომ ის არ
შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ათვლის წერტილი, და მაინც ის ნამდვილად
არსებობს.
დონ ხუანი ამტკიცებდა, რომ დედამიწაზე ერთადერთი არსება, რომელსაც შეუძლია
გადალახოს ეს ხიდი, არის მებრძოლი: მდუმარე თავის ბრძოლაში; დაუოკებელი,
რადგან მას დასაკარგი არაფერი აქვს; შრომისუნარიანი და მოქმედი, რადგან ის
მიიღებს ყველაფერს.
უმნიშვნელოვანესი კონცეფციები წიგნიდან «მოგზაურობა იქსტლანში»
***
ადამიანები, როგორც წესი ვერ აცნობიერებენ, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ
მოიცილონ თავიანთი ცხოვრებიდან ყველაფერი, რასაც კი მოისურვებენ. ნებისმიერ
დროს. მყისიერად.
***
ადამიანს არ უნდა აწუხებდეს იმაზე ფიქრი, თუ როგორ გადაიღოს ფოტოები ან
გააკეთოს აუდიო ჩანაწერები. ყოველივე ეს მშვიდი ცხოვრების დამრღვევია.
ყველაფერში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მხოლოდ ერთი რამ არის ნამდვილად
მნიშვნელოვანი - სული. ადამიანმა მხოლოდ სულზე უნდა იფიქროს, რომელიც
დროთა განმავლობაში გვშორდება.
***
მებრძოლს არ სჭირდება პირადი ისტორია. ერთ მშვენიერ დღეს, ის აცნობიერებს,
რომ მასში არ არის არავითარი საჭიროება და უბრალოდ იცილებს მას.
***
«მე ვაპირებ მამათქვენი ავიღო მაგალითის სახით იმისთვის, რომ მოვახდინო
ჩემი თვალსაზრისის ილუსტრირება, პირად ისტორიასთან დაკავშირებით.
მამათქვენმა ყველაფერი იცის თქვენს შესახებ. ამიტომ, თქვენ მისთვის ხართ
როგორც ღია წიგნი. მან იცის ვინ ხართ, რას წარმოადგენთ და რად ღირხართ და
დედამიწაზე არ არსებობს ძალა, რომელიც მას აიძულებს, რომ შეცვალოს
დამოკიდებულება თქვენს მიმართ.
ბუნებრივია, რომ თქვენს ყველა მეგობარს მსგავსი ინტიმური ცოდნა აქვს
თქვენს შესახებ. ყველას ვინც თქვენ გიცნობთ, ჩამოუყალიბდა გარკვეული
წარმოდგენა, თქვენს პიროვნებასთან დაკავშირებით და ნებისმიერი თქვენი
მოქმედებით თქვენ კვებავთ და კიდევ უფრო მეტად ამყარებთ ამ წარმოდგენას.
პირადი ისტორია მუდმივად მოითხოვს შენარჩუნებას და განახლებას. სწორედ
ამიტომ უყვებით ყველაფერს რასაც აკეთებთ, თქვენს მეგობრებს და ნათესავებს.
მეორეს მხრივ მებრძოლს, რომელსაც არ აქვს პირადი ისტორია, არ აქვს
აუცილებლობა ახსნა-განმარტების, მის ქმედებებს არ შეუძლია ვინმეს გაბრაზება
ან იმედგაცრუება, და რაც ყველაზე მთავარია - ის არ არის დაკავშირებული
ვინმეს აზრებთან ან მოლოდინებთან.»
***
როდესაც არ არსებობს ნებისმიერი სახის გარკვეულობა, ჩვენ ყოველთვის ფხიზლად
ვართ და მუდმივად მზად ვართ ნახტომისთვის. გაცილებით საინტერესოა, არ
იცოდეთ რომელი ბუჩქის უკან იმალება კურდღელი, ვიდრე ისე მოიქცეთ თითქოს
ყველაფერი დიდი ხნის წინ იცოდით.
***
სანამ ადამიანი გრძნობს, რომ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა - მისი
პერსონაა, ის ვერასოდეს შეძლებს ჭეშმარიტად შეიგრძნოს მის გარშემო არსებული
სამყარო. ის ყველაფერში ირგვლივ საკუთარ თავს ხედავს.
***
სიკვდილი - ჩვენი მარადიული თანამგზავრია. ის ყოველთვის ჩვენს მარცხენა
მხარეს არის, გაშლილი მკლავის მანძილზე. სიკვდილი - ერთადერთი ბრძენი
მრჩეველია, რომელიც მებრძოლს ჰყავს. ყოველთვის, როდესაც მებრძოლი გრძნობს,
რომ ყველაფერი ცუდად მიდის და ის სრული კრახის პირასაა, ის მიტრიალდება
მარცხნივ და მის სიკვდილს ეკითხება - არის თუ არა ეს ასე? მისი სიკვდილი კი
პასუხობს, რომ ის ცდება და რომ მისი შეხების გარდა, არ არის არაფერი ამ სამყაროში
რასაც ჭეშმარიტი მნიშვნელობა აქვს. მისი სიკვდილი ამბობს: «მე ხომ ჯერ არ
შეხმიანებივარ!»
***
თუ მებრძოლმა რამე გადაწყვიტა, ის ყოველთვის ბოლომდე მიდის, მაგრამ ამავე
დროს, ის იღებს სრულ პასუხისმგებლობას, საკუთარ საქციელზე. კონკრეტულად რას
აკეთებს მებრძოლი, მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მან უნდა იცოდეს, რატომ აკეთებს
ამას და იმოქმედოს ეჭვებისა და სინანულის გარეშე.
***
სამყაროში, სადაც სიკვდილი ყოველ მათგანზე ნადირობს, სინანულის და ეჭვების
დრო არ არის. აქ მხოლოდ გადაწყვეტილებების მიღების დროა და არ აქვს
მნიშვნელობა რა ტიპის გადაწყვეტილებებია ესენი. არაფერი არ არის მეტ-ნაკლებად
სერიოზული ან მნიშვნელოვანი, ვიდრე სხვა რამ. სამყაროში, სადაც სიკვდილი -
მონადირეა, არ არსებობს დიდი ან პატარა გადაწყვეტილებები. ერთადერთი
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არის ის, რომ მებრძოლი უნდა შეხვდეს პირისპირ
მის გარდაუვალი სიკვდილს.
***
მებრძოლმა უნდა ისწავლოს იყოს ხელმისაწვდომი და მიუწვდომელი გზის ყოველ
მოსახვევში. მებრძოლისთვის უაზრობაა იყოს უნებლიედ ხელმისაწვდომი ნებისმიერ
დროს, ისევე როგორც მისთვის სრულიად უაზროა დამალვა, როდესაც გარშემო
ყველამ იცის, რომ ის ახლა იმალება.
***
მებრძოლისთვის მიუწვდომლობა ნიშნავს, ფრთხილად შეეხოს მის გარშემო
არსებულ სამყაროს. მიირთვას არა ხუთი კერძი, არამედ ერთი. არ დაასახიჩროს
მცენარეები იმისთვის, რომ გამოაცხოს პური. არ აღუდგეს წინ ქარის ძალას,
აუცილებლობის გარეშე. უპირველეს ყოვლისა - არავითარ შემთხვევაში არ
გამოწუროს ყველაფერი საკუთარი თავისგან და სხვებისგან. არ გამოიყენოს
ადამიანები და არ გამოწუროს ყველაფერი ბოლო წვეთამდე, განსაკუთრებით მათგან,
ვინც უყვარს.
***
მღელვარება გარდაუვლად ხდის ადამიანს ხელმისაწვდომს, ის უნებურად იხსნება.
შფოთვა და განგაში აიძულებს მას სასოწარკვეთით ჩაებღაუჭოს იმას, რაც ხელში
მოხვდება, ჩაბღაუჭებული კი ის არ გაუშვებს მას სანამ ბოლომდე არ გამოფიტავს
იმას, რასაც ჩაებღაუჭა და საკუთარ თავს. მონადირე-მებრძოლმა, მეორეს მხრივ იცის,
რომ მის ხაფანგში არაერთხელ გაებმება მსხვერპლი ამიტომ, ის არასოდეს
ნერვიულობს. ინერვიულობა - ნიშნავს გახდე ხელმისაწვდომი, არაცნობიერად
ხელმისაწვდომი.
***
იყო მიუწვდომელი - სულაც არ ნიშნავს დამალვას. ასევე არ ნიშნავს, რომ
ადამიანებთან ურთიერთობა უნდა შეწყვიტო. მონადირე-მებრძოლი მიუწვდომელია,
რადგან ყველაფერს არ იწოვეს ბოლო წვეთამდე, სამყაროდან. იგი მსუბუქად ეხება
მას და რჩება მასში ზუსტად იმდენი ხანი, რამდენიც საჭიროა, შემდეგ კი სწრაფად
გაეცლება მას ისე, რომ არავითარ კვალს არ ტოვებს.
***
იყო მონადირე-მებრძოლი - ნიშნავს არ მარტო ხაფანგების დაგებას. მონადირე
მოიპოვებს ნანადირევს არა მარტო ხაფანგების მეშვეობით და არა მხოლოდ იმიტომ,
რომ მან იცის მისი მსხვერპლის ქცევის წესები არამედ იმიტომ, რომ თავად მას არ
აქვს არავითარი წესი. მხოლოდ ეს არის მისი ერთადერთი გადამწყვეტი
უპირატესობა. მონადირე არასროს ემსგავსება მას, ვისზეც ის ნადირობს. ისინი
შეზღუდულნი არიან მკაცრი რუტინით, მიყვებიან მკაცრად განსაზღვრული
პროგრამის კვალს, შესაბამისად მათი ყოველი მომდევნო ნაბიჯი ადვილად
პროგნოზირებადია. მონადირე არის თავისუფალი, მიედინება და
არაპროგნოზირებადია.
***
ჩვეულებრივი ადამიანისთვის სამყარო არის უცნაური იმიტომ, რომ მას შეუძლია
გამოიწვიოს მოწყენილობა ან მხიარულება. მებრძოლისთვის სამყარო უცნაურია,
რადგან ის უზარმაზარი, საშიში, იდუმალი და ჩაუწვდომელია. მებრძოლმა უნდა
მოეკიდოს სრული პასუხისმგებლობით ამ მშვენიერ სამყაროში ყოფნას და ახლა - ამ
მშვენიერ დროში ყოფნას.
***
მებრძოლმა უნდა ისწავლოს, გაუწიოს ანგარიში ყოველ საკუთარ ქმედებას, გახადოს
თითოეული მათგანი გაცნობიერებული. რადგან ჩვენ დიდი ხნით არ ვართ აქ და
ჩვენთვის გამოყოფილი დრო ძალიან ცოტაა, მართლაც ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ
შევეხოთ ამ მშვენიერი სამყაროს ყოველ საოცრებას.
***
საქციელს აქვს დიდი ძალა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მან, ვინც მათ ჩადის
მათ იცის, რომ ეს მისი ბოლო ბრძოლაა. მოქმედებაში, რომელიც არის
გაცნობიერებული, როგორც ქმედება რომელიც შეიძლება იყოს ბოლო ბრძოლა
დედამიწაზე, არის განსაკუთრებული, ყოვლისმომცველი ბედნიერება.
***
მებრძოლმა ყურადღება უნდა გაამახვილოს დამაკავშირებელ რგოლზე, მასსა და მის
სიკვდილს შორის და განდევნოს სინანული, მწუხარება და შფოთვა. გაამახვილოს
ყურადღება იმ ფაქტზე, რომ მას არ აქვს დრო და იმოქმედოს ამ ცოდნის შესაბამისად.
ასეთ შემთხვევაში თითოეული მისი მოქმედება ხდება, მისი ბოლო ბრძოლა
დედამიწაზე და მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება, მის თითოეულ ქმედებას დიდი
ძალა. სხვაგვარად ყველაფერი, რასაც ადამიანი გააკეთებს ცხოვრებაში, სულელის
ქმედება იქნება.
***
«სიკვდილი მოელის ყოველ ჩვენთაგანს და ის რასაც ამ წუთას ვაკეთებთ სრულიად
შესაძლებელია, იყოს ბოლო ბრძოლა ამ დედამიწაზე. მე ამას ბრძოლას ვუწოდებ,
რადგან ეს ჭიდილია. ადამიანების უმეტესი ნაწილი მოქმედებიდან მოქმედებაში
გადადის ბრძოლისა და აზრების გარეშე. მებრძოლი-მონადირე კი პირიქით,
ყურადღებით აანალიზებს მის თითოეულ მოქმედებას. რადგან იგი ძალიან კარგად
იცნობს საკუთარ სიკვდილს, ის გონივრულად მოქმედებს, თითქოს მისი ყოველი
მოქმედება უკანასკნელი ბრძოლაა. მხოლოდ სულელი ვერ ამჩნევს, თუ რამდენად
აღემატება მებრძოლი-მონადირე ჩვეულებრივ ადამიანებს. მებრძოლი-მონადირე
პატივისცემით ეპყრობა თავის უკანასკნელ ბრძოლას და სავსებით ბუნებრივია, რომ
მისი ბოლო მოქმედება საუკეთესო უნდა იყოს. ეს მას სიამოვნებას ანიჭებს და უხშობს
შიშს».
***
მებრძოლი - არის სრულყოფილი მონადირე, რომელიც ნადირობს ძალაზე; ის არ
არის თავბრუდახვეული და უგონო, მას არ აქვს არც დრო და არც სურვილი,
მიაღწიოს რაიმეს ტყუილით, მოიტყულოს თავი ან ჩაიდინოს არასწორი ქმედებები -
ფსონები ძალიან მაღალია. ფსონები არის მისი ამაოებებისგან თავისუფლებული
ცხოვრება და სრულყოფილება, რომელსაც ის მუდმივად აძლიერებს და სრულყოფს.
ის არ აპირებს ყოველივე ამის მოცილებას, რაღაც სულელური გათვლების გაკეთებით
ან მცდარი გადაწყვეტილებების მიღებით.
***
ადამიანი, ნებისმიერი ადამიანი იმსახურებს ყველაფერს, რაც ქმნის ადამიანურ
ყოფას - სიხარულს, ტკივილს, მწუხარებას და ბრძოლას. მაგრამ ადამიანური
ქმედებების ხასიათს არ აქვს მნიშვნელობა თუ ის მოქმედებს როგორც მებრძოლი.
თუ მისი სული განადგურებულია, მას მხოლოდ მისი გაძლიერება სჭირდება -
გაწმენდა და სრულყოფა. სულის გაძლიერება ერთადერთი რამ არის, რისთვისაც
ღირს ცხოვრება. არ ილტვოდე სულის გაძლიერებისთვის, ნიშნავს სიკვდილისკენ
სწრაფვას, სიკვდილისაკენ სწრაფვა კი ნიშნავს იმას, რომ საერთოდ არ ისწრაფო
არაფრისკენ, რადგან თითოეული ჩვენგანი ყველაფრის მიუხედავად, მაინც მოექცევა
მის კლანჭებში. ლტოლვა მებრძოლის სულის სრულყოფისკენ - ერთადერთი
ღირსეული ამოცანა, რომელიც ადამიანებს შეჰფერით.
***
სამყაროში არაფერია მეტად რთული, ვიდრე მებრძოლის განწყობის მიღება.
უაზრობაა სევდა და წუწუნი და იმის დაჯერება, რომ ვიღაცა რაღაცას გვიკეთებს
გარედან. არავინ არაფერს უკეთებს არავის და მით უმეტეს - მებრძოლს.
***
მებრძოლი - უპირველეს ყოვლისა მონადირეა. ის ყველაფერს ითვალისწინებს. ამას
ეწოდება კონტროლი. მაგრამ, როდესაც გამოთვლას დაასრულებს, ის მოქმედებს. ის
თითქოს აუშვებს წინასწარ გამოთვლილ მოქმედებებს და ყველაფერი ხდება
თავისთავად. ეს განზე განდგომაა. მებრძოლი არასდროს ჰგავს ქარის ნებაზე
მინდობილ ფოთოლს. ვერავინ შეძლებს მის გზიდან გადაყვანას. მებრძოლის
განზრახვა ურყევია, მისი განაჩენი - საბოლოო და ვერავინ აიძულებს მას იმოქმედოს
საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ. მებრძოლი მომართულია გადარჩენაზე და ის
ახერხებს ამას, რადგან ირჩევს მოქმედების ყველაზე ოპტიმალური კურსს.
***
მებრძოლი - მხოლოდ ადამიანია, უბრალო ადამიანი. მას არ შეუძლია სიკვდილის
გეგმებში ჩარევა. მაგრამ მის სრულყოფილ სულს, რომელმაც ძალა მოიპოვა
წარმოუდგენელი სირთულეების გადალახვით, უდავოდ შეუძლია სიკვდილის
დროებით შეჩერება. ეს დრო კი საკმარისია იმისათვის, რომ მებრძოლი ბოლოჯერ
დატკბეს მოგონებებით - საკუთარ ძალაზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის
შეთანხმება, რომელშიც სიკვდილი შედის მასთან, ვისი სულიც სრულყოფილია.
***
აღზრდას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ის, რაც განსაზღვრავს ჩვენს გზას,
ეწოდება პირადი ძალა. ადამიანის პიროვნება - არის მისი პირადი ძალის ჯამი. და
მხოლოდ ეს ჯამი განსაზღვრავს, თუ როგორ ცხოვრობს იგი ან როგორ კვდება.
***
პირადი ძალა - არის შეგრძნება, რაღაც წარმატების ან ბედნიერების მსგავსი.
შეგიძლიათ მას განწყობაც უწოდოთ. მებრძოლი - ძალაზე მონადირეა, მასზე
აუცილებელია ნადირობა და მისი დაგროვება ბრძოლის მეშვეობით, მთელი
ცხოვრების განმავლობაში.
***
მებრძოლი ისე მოქმედებს თითქოსდა იცოდეს რასაც აკეთებს, მაშინაც კი, როდესაც
სინამდვილეში მან არ იცის. ჩვეულებრივი ადამიანი განსხვავებულად მოქმედებს
იმასთან მიმართებაში, რაც მას ჭეშმარიტად მიაჩნია და რასაც თვლის სიცრუედ.
მებრძოლი სრულყოფილად მოქმედებს ორივე შემთხვევაში.
***
მებრძოლი არ გრძნობს სინანულს საკუთარი ქმედებების გამო, რადგან საკუთარი
ქმედებების შეფასება უღირს, ამაზრზენ ან სულელურ ნაბიჯებად ნიშნავს, საკუთარ
თავის მიანიჭო უზარმაზარი მნიშვნელობა.
აზრი მდგომარებს იმაში, კონკრეტულად რას უთმობს ადამიანი ყურადღებას. ჩვენ
საკუთარ თავს ვაქცევთ უბადრუკად ან ვაძლიერებთ - დახარჯული ძალისხმევის
რაოდენობა ნებისმიერ შემთხვევაში იგივეა.
***
ადამიანები დაბადებიდანვე გვეუბნებიან, რომ სამყარო ასეთი და ასეთია და
ყველაფერი ასე და ასე ხდება. ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. ჩვენ იძულებულნი ვართ
მივიღოთ, რომ სამყარო ზუსტად ისეთია, როგორც ის ჩვენთვის აღწერეს.
***
მებრძოლის ხელოვნება მდგომარეობს იმაში, რომ შეინარჩუნოს წონასწორობა
ადამიანური ბუნების საშინელებასა და ადამიანური ბუნების სასწაულს შორის.
კომენტარები

იმ დროისათვის როდესაც მე ვწერდი «მოგზაურობას იქსტლანში », ჩემს გარშემო


გამეფდა იდუმალი ატმოსფერო. დონ ხუან მატუსმა მიიღო გარკვეული პრაგმატული
ზომები ჩემს ყოველდღიურ ქცევასთან დაკავშირებით. მან მომიხაზა საქმიანობის
რამდენიმე პრინციპი და მირჩია, რომ მკაცრად მივყოლოდი მათ. მან ჩემს წინაშე
დააყენა სამი ამოცანა, რომლებსაც ყველაზე შორს იყვნენ ჩემი ყოველდღიური
ცხოვრებიდან და ზოგადად ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებიდან. მას უნდოდა, რომ
ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული ნებისმიერი საშუალებით, წამეშალა ჩემი
პირადი ისტორია. შემდეგ მან მოითხოვა, რომ მიმეტოვებინა ჩემი ჩვეული
ყოველდღიური ქმედებები და საბოლოოდ თქვა, რომ უნდა დავთმო საკუთარი
მნიშვნელობის გრძნობა.
- როგორ მივაღწიო ყოველივე ამას, დონ ხუან? - ვკითხე მე.
- წარმოდგენა არ მაქვს, - მიპასუხა მან. - არცერთ ჩვენგანს არ აქვს წარმოდგენა, თუ
როგორ უნდა გაკეთდეს ყოველივე ეს პრაგმატულად და ეფექტურად. და მაინც,
ვიწყებთ თუ არა მოქმედებას, ჩვენ ამას ვაკეთებთ ისე, რომ ვერც კი ვაცნობიერებთ
თუ რა დაგვეხმარა.
- ახლა შენ იგივე სირთულის წინაშე დგახართ, როგორსაც მე შევხვდი თავის დროზე,
- განაგრძო მან. - გარწმუნებ, რომ ეს სირთულე გამოწვეულია ჩვენს ცხოვრებაში, იმ
მოვლენის მიმართ წარმოდგენის სრული არქონის გამო, რომელიც იწვევს ჩვენს
ცვლილებას. როდესაც ჩემმა მასწავლებელმა დამაყენა ამ ამოცანათა პირისპირ, მათ
გადასაწყვეტად მე მხოლოდ ერთი რამ დამჭირდა: იმის გაცნობიერება, რომ ამის
გაკეთება შესაძლებელია. როგორც კი ეს გავიაზრე, ყველაფერი გამომივიდა - ისე, რომ
თავადაც არ ვიცი ზუსტად როგორ. მე გირჩევდი რომ, იგივე გააკეთო.
მე დავიწყე აბსურდული პრეტენზიების გამოთქმა, რაც გულისხმობდა იმ ფაქტს,
რომ მე ვსწავლობდი სოციალურ მეცნიერებებს და მიჩვეული ვიყავი საფუძვლიან
პრაქტიკულ მითითებებს, რომლებიც ეყრდნობიან პრაქტიკულ მეთოდებს და არა
რაღაც ბუნდოვან და მაგიურ ილეთებს.
- თქვი ის, რაც გსურს, - მიპასუხა დონ ხუანმა სიცილით, - და როდესაც შენი
საჩივრების ნაკადი ამოიწურება, დაივიწყეთ ეჭვები და გააკეთე ის, რაც მე გითხარი.
დონ ხუანი მართალი იყო. ყველაფერი რაც ჩემთვის იყო აუცილებელი - უფრო
სწორად, ის ყველაფერი, რაც აუცილებელი იყო ჩემი იდუმალი ნაწილისთვის, - იყო
თავად იდეის დაჭერა. იმ «მეს», რომელსაც მთელი ცხოვრება ვიცნობდი, ბევრად მეტი
რამ სჭირდებოდა, ვიდრე მხოლოდ იდეაა: მას მომზადება, მოწოდება და
ხელმძღვანელობა ჭირდებოდა. თუმცა, წარმატებებმა იმდენად მომხიბლა, რომ
ჩვეული მოქმედებების მიტოვება, საკუთარი მნიშვნელობის დათმობა და პირადი
ისტორიის წაშლა, გადაიქცა რეალურ სიამოვნებად.
- პირდაპირ მებრძოლის გზის წინ დგახარ - ამიხსნა დონ ხუანმა, ეს საიდუმლოებით
მოცული წარმატებები.
მან ნელ-ნელა და მეთოდურად მიმართა ჩემი ცნობიერება და სტაბილურად მზარდი
ჩემი კონცენტრაცია მებრძოლის კონცეფციის აბსტრაქტულ დახვეწაზე, რომელსაც ის
მებრძოლის გზა უწოდებდა. მან განმიმარტა, რომ მებრძოლის გზა არის იდეების
ნაკრები, რომელიც დამტკიცებულია ძველი მექსიკის შამანების მიერ. მათ ეს
სტრუქტურა ააგეს იმის წყალობით, რომ მათ შეეძლოთ ენერგიის ხედვა იმ სახით,
როგორც ის მიედინება სამყაროში. ამრიგად, მებრძოლის გზა წარმოადგენდა
ენერგეტიკული ფაქტების ყველაზე ჰარმონიული კომბინაცია - შეუქცევად
ჭეშმარიტებას, რომელიც განისაზღვრება მხოლოდ სამყაროში ენერგიის ნაკადის
მიერ. დონ ხუანმა კატეგორიულად განაცხადა, რომ მებრძოლის გზაზე არაფერი არ
არის ისეთი, რისი გაპროტესტება ან შეცვლა არის შესაძლებელი. ის იყო ერთადერთი
სრულყოფილი სტრუქტურა და ყველა, ვინც მიჰყვებოდა ამ გზას, აუცილებლად
დაეუფლებოდა ენერგიულ ფაქტებს, რომლებიც არ იძლეოდა მათთან
შეწინააღმდეგების ან მათი ფასეულობის დასაბუთების არავითარ საშუალებას.
დონ ხუანმა თქვა, რომ ძველმა შამანებმა ამ სტრუქტურას მებრძოლის გზა უწოდეს,
რადგან ის მოიცავს ყველა იმ შესაძლებლობებს, რომელსაც მებრძოლი შეიძლება
წააწყდეს ცოდნის გზაზე. ამგვარი შესაძლებლობების ძიებისას ძველი შამანები
იყვნენ ძალიან ყურადღებიანნი და მეთოდურნი. დონ ხუანის თქმით, მათ
ნამდვილად შეეძლოთ თავიანთ აბსტრაქტულ წარმოსახვაში დაეტიათ ყველაფერი,
რაც შედის ადამინის ძალებში.
დონ ხუანმა მებრძოლის გზა შეადარა ბრწყინვალე ნაგებობას, რომლის ნებისმიერი
ელემენტი იყო საყრდენი; თითოეული ელემენტის ერთადერთი ფუნქცია არის ის,
რომ მხარი დაუჭიროს მებრძოლის სულს, ინიცირებული შამანის როლის
შეასრულების დროს და აქციოს მისი მოძრაობები მსუბუქი და მნიშვნელობით
აღსავსე. მან არაორაზროვნად განაცხადა, რომ მებრძოლის გზა სასიცოცხლო
მშენებლობის იყო, რომლის გარეშეც ახლად მოქცეული შამანები დაიკარგებოდნენ
სამყაროს უსასრულობაში.
დონ ხუანი მეობრძოლის გზას უწოდებდა ძველი მექსიკის შამანების დიდების
გვირგვინს. ის მიიჩნევდა მას, ძველ შამანთა ყველაზე მნიშვნელოვან ღვაწლად, მათი
თვითმყოფადობის არსში.
- ნუთუ მებრძოლის გზა მართლაც ასეთი მნიშვნელოვანი, დონ ხუან? - ერთხელ
ვკითხე.
- «წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი» - ეს მხოლოდ სიტყვებია. მებრძოლის გზა -
არის ყველაფერი. ეს გონებრივი და ფიზიკური ჯანმრთელობის განსახიერებაა.
სხვანაირად არ შემიძლია ავხსნა. ის ფაქტი, რომ ძველი მექსიკის შამანებმა შექმნეს
მსგავსი სტრუქტურა, ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ ისინი იყვნენ თავიანთი
ძალაუფლების სათავეში, ბედნიერების მწვერვალზე და სიხარულის უმაღლეს
წერტილში.
პრაგმატული შეთანხმების ან უარყოფის მსგავსი დონის მიღწევა, დროის იმ
მონაკვეთში, მებრძოლის გზის ზუსტი და მიუკერძოებელი მიღება ჩემთვის
სრულიად შეუძლებელი იყო. რაც უფრო მეტს საუბრობდა დონ ხუანი მებრძოლის
გზის შესახებ, მით უფრო ძლიერი ხდებოდა ჩემი შეგრძნება, რომ სინამდვილეში ის
უბრალოდ ცდილობდა, ჩემს წონასწორობიდან გამოყვანას.
ამრიგად, დონ ხუანის ხელმძღვანელობა იყო ფარული. ის მჟღავნდებოდა
უზარმაზარი სიცხადით, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მე ვერ ვაცნობიერებდი
ამას, გამონათქვამებიდან წიგნში «მოგზაურობა იქსტლანში » ჩანს, რომ დონ ხუანი
მიბიძგებდა და მიმაქანებდა წინ, იდგა ჩემი სულის სადარაჯოზე. დროდადრო
მჯეროდა, რომ მე ან ნამდვილი წარმატების ზღვარზე ვიყავი, ან იმდენად
გულგრილი ვიყავი ყოველივე იმის მიმართ რაც ხდებოდა, რომ საერთოდ არ
მაინტერესებდა.
რა თქმა უნდა, ნებისმიერ მომენტში შემეძლო ამ ყველაფრისგან თავის დაღწევა,
მაგრამ ეს იქნებოდა არაგონივრული. ხან დონ ხუანის მეუვეობამ, ხან მებრძოლის
კონცეფციის ინტენსიურმა გამოყენებამ, გარკვეულწილად გამაძლიერა ისე დონემდე,
რომ უკვე ვეღარ ვგრძნობდი ძველ შიშს. ხაფანგში აღმოვჩნდი, მაგრამ სინამდვილეში
ამას უკვე აღარ ჰქონდა არავითარი მნიშვნელობა. მხოლოდ იმას ვიაზრებდი, რომ
დავრჩებოდი დონ ხუანთან.
უმნიშვნელოვანესი კონცეფციები წიგნიდან «ზღაპრები ძალაზე»
***
მებრძოლის თვითრწმენა და უბრალო ადამიანის თავდაჯერებულობა, ორი
განსხვავებული რამ არის. ჩვეულებრივი ადამიანი სხვის თვალში ეძებს აღიარებას და
ამას თავდაჯერებულობას უწოდებს. მებრძოლი საკუთარ თვალებში ეძებს
სრულყოფილებას და ამას თავმდაბლობას უწოდებს. ჩვეულებრივი ადამიანი
ებღაუჭება გარშემომყოფთ, მებრძოლი კი მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობა. ამ
კონცეფციებს შორის განსხვავება უზარმაზარია. თავდაჯერებულობა ნიშნავს, რომ
შენ იცი რაღაც დანამდვილებით; მებრძოლის თავმდაბლობა - არის სრულყოფილება
მოქმედებებში და გრძნობებში. ჩვეულებრივი ადამიანი ებღაუჭება თავის მსგავს
ადამიანს, მებრძოლი კი უსასრულობას.
***
ბევრი რამ არის, რისი გაკეთებაც მებრძოლს შეუძლია გარკვეულ დროს, შესაძლოა
მათი უმეტესობა რამდენიმე წლის წინ სისულელედაც კი მიაჩნდა მას. თავისთავად,
ყოველაფერი ადრე რაც იყო ის არის ახლაც, შეიცვალა მხოლოდ მისი წარმოდგენა
საკუთარ თავზე. ის რაც შეუძლებელი იყო მაშინ, გახდა შესაძლებელი ახლა.
***
მებრძოლისთვის ერთადერთი შესაძლო კურსი - არის ურყევი მოქმედება, ის არ
ტოვებს უკან დახევისთვის სივრცეს. მან საკმარისად იცის მებრძოლის გზის შესახებ
იმისთვის, რომ ასე მოიქცეს, რადგან მისმა ძველმა ჩვევებმა და ცხოვრების
ყოველდღიურმა რუტინამ შესაძლოა ხელი შეუშალოს მას, ამ გზაზე.
***
თუ მებრძოლი რაღაცაში წარმატებას აღწევს, მაშინ ეს წარმატება უნდა მოვიდეს
მსუბუქად, თუნდაც დიდი ძალისხმევა დაჭირდეს, მაგრამ ყოველგვარი ძალის
გამოყენების და თავს მოხვეული იდეების გარეშე.
***
შიდა დიალოგი - არის ერთადერთი მიზეზი, რომელიც ადამიანებს დედამიწაზე
აჯაჭვავს, ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენთვის სამყარო ასეთი და ასეთია მხოლოდ
იმიტომ, რომ ჩვენ საკუთარ თავს ვეუბნებით, რომ ის არის ასეთი და ასეთი. შამანების
სამყაროში შესვლა მხოლოდ იმის შემდეგ ხდება შესაძლებელი, რაც მებრძოლი
ისწავლი მისი შიდა დიალოგის შეჩერებას.
***
შამანიზმის გასაღები არის ჩვენი წარმოდგენის შეცვლა, ამ სამყაროზე. შინაგანი
დიალოგის შეჩერება - ერთადერთი გზაა ამის მისაღწევად. ყველაფერი დანარჩენი -
მხოლოდ საუბარია. რაც არ უნდა გააკეთოთ, შინაგანი დიალოგის შეჩერების გარდა,
ვერაფერი შეძლებს რაიმეს შეცვლას ვერც თქვენში და ვერც სამყაროს თქვენეულ
წარმოდგენაში.
***
მებრძოლისთვის მთავარი წინააღმდეგობა - შინაგანი დიალოგია; ეს არის
ყველაფრის გასაღები. როდესაც მებრძოლი ისწავლის მის შეჩერებას, ყველაფერი
შესაძლებელი ხდება. ყველაზე წარმოუდგენელი პროექტები განხორციელებადი
ხდება.
***
მებრძოლი ღებულობს საკუთარ ბედს, როგორიც არ უნდა იყოს ის, აბსოლუტური
მორჩილებით. ის ღებულობს საკუთარ თავს თავმდაბლობით ისეთს, როგორიც ის
არის, მაგრამ არა როგორც სინანულის მიზეზს, არამედ როგორც ცხოვრებისეულ
გამოწვევას.
***
მებრძოლის თავმდაბლობა და მდაბიოს თავმდაბლობა - წარმოუდგენლად
განსხვავებული მოვლენებია. მებრძოლი არავის უხრის თავს, თუმცა ამავე დროს ის
არავის არ აძლევს უფლებას, რომ მას დაუხაროს თავი. მდაბიო კი პირიქით,
მუხლებზე ეშვება და ქუდით ეწევა იატაკის წმენდას მათ წინ, ვისაც საკუთარ თავზე
მაღლა აყენებს. მაგრამ დაუყოვნებლივ მოითხოვს, რომ მის ქვემოთ მყოფებმა იატაკი
წმინდონ მის წინაშე.
***
ნუგეში, ცა, შიში - ყოველი ეს სიტყვა ქმნის განწყობებს, რომელითა მეშვეობითაც
ადამიანი სწავლობს, თუნდა არ იცოდეს მათი ღირებულება. ასე იპყრობენ შავი
მაგები მათ ერთგულებას.
***
ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანები არიან შავი მაგები. და ის ვინც მათთან ერთადაა,
არის შავი მაგი. დაფიქრდით ერთი წუთით. შეგიძლიათ გადაუხვიოთ იმ გზას,
რომლზეც შენმა საყვარელმა ადამიანებმა დაგაყენეს? არა. შენი აზრები და ქმედებები
სამუდამოდ არის დაფიქსირებული მათ ტერმინოლოგიაში. ეს მონობაა. მებრძოლი,
თავის მხრივ, თავისუფალია ამ ყველაფრისგან. თავისუფლება მეტად ძვირია, მაგრამ
ფასი გადაუხდელი არ არის. ამიტომ გეშინოდეთ თქვენი ბადრაგების, თქვენი
მასწავლებლების. დახარჯეთ დრო და ენერგია თავისუფლების დაცვაში.
***
სიტყვების სუსტი მხარე არის ის, რომ თავს გვაგრძნობინებენ ინფორმირებულად,
მაგრამ როდესაც პირისპირ ვხვდებით სამყაროს, ისინი ყოველთვის გვღალატობენ და
ჩვენ კვლავ ვხედვათ სამყაროს ჩვეულებისამებრ, ყოველგვარი გასხივოსნების გარეშე.
ამიტომ მებრძოლს ურჩევნია იმოქმედოს ვიდრე ილაპარაკოს. შედეგად, ის იღებს
სამყაროს ახალ აღქმას, რომელშიც საუბარი არც თუ ისე მნიშვნელოვანია, ხოლო
ახალი ქმედებები, ახალ ასახვებს ჰპოვებს.
***
მებრძოლი თავს მიიჩნევს, თითქოს უკვე მკვდარია, ამიტომ მას დასაკარგი არაფერი
აქვს. ყველაზე უარესი უკვე მოხდა, ამიტომ მისი გონება მუდმივად ფხიზელი და
მშვიდია. თუ მას მისი საქციელით განსჯი, ვერასდროს იეჭვებ, რომ ის ყველაფერს
ამჩნევს.
***
ცოდნა - ყველაზე საშიში რამ არის, განსაკუთრებით მებრძოლისთვის. მაგრამ თუ
მებრძოლი ერთხელ მაინც მიიღებს ცოდნის შემზარავ ბუნებას, მაშინ ის მოიშორებს
თავად შიშის შესაძლებლობას. მებრძოლისთვის ცოდნა არის ის, რაც მყისიერად
მოდის, შთანთქავს მას და მიდის.
***
ცოდნა დაფრინავს ოქროს მტვრის მსგავსად, იმ მტვერის მსგავსად, რომელიც
ფარავს პეპლების ფრთებს. მებრძოლისთვის ცოდნა თავსხმა წვიმას ჰგავს, რომელის
წვეთებიც ოქროს მტვრისგან შედგება.
***
ყოველთვის, როდესაც შინაგანი დიალოგი წყდება, ძველი სამყარო ირღვევა და
ზედაპირზე ტივტივდება ჩვენი უცნობ მხარეები, თითქოს მანამდე ისინი
დამწყვდეულნი იყვნენ ჩვენი სიტყვების მიერ შექმნილ საპყრობილეში.
***
სამყარო განუზომელია. როგორც ჩვენ და როგორც ყოველი არსება ამ სამყაროში.
***
მებრძოლები იმარჯვებენ თავიანთ ბრძოლებში არა იმიტომ, რომ ისინი
თავქუდმოგლეჯით იბრძვიან, არამედ იმიტომ, რომ ისინი ღებულობენ მათ.
მებრძოლები ახტებიან კედლებს; ისინი არ ანგრევენ მათ.
***
მებრძოლმა უნდა განავითაროს განცდა, რომ მას აქვს ყველაფერი რაც საჭიროა ამ
ექსტრავაგანტული მოგზაურობისთვის, რომელიც სიცოცხლე ჰქვია. მებრძოლის
შემთხვევაში, ყველაფერი რაც მას სჭირდება, არის იყოს ცოცხალი. ცხოვრება - არის
პატარა გასეირნება, რომელსაც ჩვენ ახლა ვახორციელებთ, ცხოვრება თავისთავად
საკმარისია, ის საკუთარ თავს ხსნის და ავსებს.
ეს ესმის მებრძოლს და შესაბამისად ცხოვრობს სიცოცხლისთვი. აქედან
გამომდინარე, შეგვიძლია გაბედულად ვთქვათ, რომ ყოველი გამოცდილების არსი -
არის იყო ცოცხალი.
***
ჩვეულებრივი ადამიანი თვლის, რომ ინდულგირება ეჭვსა და ყოყმანს შორის - არის
სენსიტიურობის და სულიერების ნიშანი. სიმართლე არის ის, რომ ჩვეულებრივი
ადამიანი ძალიან შორს არის სენსიტიურობისგან. ის უნებურად იტყუებს თავს,
მაგრამ მისი უსური გონება აქცევს მას მონსტრად ან წმინდანად, სინამდვილეში კი ის
ძალიან მცირეა ისეთი დიდი ფორმისთვის, როგორიც ურჩხული ან წმინდანია.
***
იმისთვის, რომ იყო მებრძოლი არ არის საკმარისი მხოლოდ სურვილი. ეს არის
გაუთავებელი ბრძოლა, რომელიც გრძელდება ბოლო მომენტამდე. არავინ არ
იბადება მებრძოლად, ისევე, როგორც არავინ არ იბადება ჩვეულებრივ ადამიანად.
ჩვენ თავად ვაკეთებთ არჩევანს.
***
მებრძოლი ირჩევს რთულ გზას სიკვდილისთვის. მისმა სიკვდილმა უნდა
ებრძოლოს მას. მებრძოლი არ ნებდება სიკვდილს მარტივად.
***
ადამიანი - არ არის ობიექტები. ის მრგვალი, მანათობელი არსებაა, სუფთა
ცნობიერება, რომელსაც არც სიმკვრივე აქვს და არც საზღვრები. მკვრივი სამყაროს
ცნება ამარტივებს ჩვენს მოგზაურობას დედამიწაზე, ეს არის აღწერა ჩვენს მიერ
შექმნილი იმისთვის, რომ მოსახერხებელი იყოს და მეტი არაფერი.
***
ჩვენი გონება გვაიძულებს დავივიწყოთ, რომ აღწერილობა მხოლოდ აღწერილობაა
და სანამ ამას გავაცნობიერებთ, ადამიანები თავად იდებენ ბორკილებს, შედიან
მოჯადოებულ წრეში, რომლიდანაც ისინი იშვიათად გამოდიან მათთვის
განკუთვნილ სასიცოცხლო დროში.
***
ადამიანები - აღქმადი არსებები არიან. თუმცა სამყარო რომელსაც ისინი აღიქვამენ
არის ილუზიას - ილუზია, ილუსტრაციით შექმნილი, რომელიც მათ შთააგონეს
დაბადებიდან.
ჩვენ, მნათობი არსებები ვართ, დაბადებულნი ორი ძალაუფლების რგოლით, მაგრამ
სამყაროს შესაქმნელად მხოლოდ ერთ მათგანს ვიყენებთ. ის რგოლი, რომელიც ჩვენი
სიცოცხლის პირველ წლებში იხურება, არის გონება და მისი თანამგზავრი,
მეტყველება. სწორედ ისინი იყვნენ, ვინც ერთმანეთთან შეხვედრის შემდეგ,
ჩამოაყალიბეს ეს სამყარო აღწერილობის, დოგმატური და ურყევი წესების
დახმარებით და მას შემდეგ მხარს უჭერენ.
***
მანათობელი არსების საიდუმლო არის ის, რომ მათ აქვთ ისეთი რამ, რასაც თითქმის
არასდროს არ იყენებენ - ნება. შამანების ხრიკი არის იგივე, რაც ჩვეულებრივი
ადამიანის ხრიკია. ორთავეს აქვს სამყაროს აღწერა. ჩვეულებრივი ადამიანი გონების
დახმარებით უჭერს მხარს მის შენარჩუნებას, ხოლო შამანი - ნებით. ორივე
აღწერილობას აქვს საკუთარი კანონები და ეს კანონები ემორჩილება აღქმას. მაგრამ
შამანის განმარტებაში ნათქვამია, რომ ნება მეტად ყოვლისმომცველია ვიდრე გონება.
მებრძოლი თავს ნებას აძლევს შეაფასოს და მხარი დაუჭიროს ორივე აღწერილობას -
გონების სამყაროს და ნების სამყარო. ეს არის ერთადერთი გზა ყოველდღიური
სამყაროს აღქმის, როგორც გამოწვევა და როგორც პიროვნული ძალის დაგროვების
საშუალება, მთლიანობის მოსაპოვებლად.
***
მხოლოდ მებრძოლს შეუძლია ცოდნის გზაზე ბოლომდე დგომა. მერძოლი
არასდროს ჩივის და არაფერს ნანობს. მისი ცხოვრება - გაუთავებელი გამოწვევაა,
გამოწვევები კი არ შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი. გამოწვევები - მხოლოდ
გამოწვევებია.
***
მებრძოლსა და ჩვეულებრივ ადამიანს შორის მთავარი განსხვავება არის ის, რომ
მებრძოლი ყველაფერს გამოწვევად თვლის, ხოლო ჩვეულებრივი ადამიანი
ყველაფერს კურთხევად ან წყევლად ღებულობს.
***
მებრძოლი უნდა იყოს მოქნილი და არმონიულად შეიცვალოს მის გარშემო
არსებულ სამყაროსთან ერთად, იქნება ეს გონების თუ ნების სამყარო.
მებრძოლისთვის რეალური საფრთხე მაშინ ჩნდება, როდესაც აღმოჩნდება, რომ
სამყარო არც ერთი და არც მეორე მათგანია. ითვლება, რომ ამ კრიტიკული
სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი, არის განაგრძო მოქმედება, თითქოს
გჯეროდეს. მებრძოლის საიდუმლო ის არის, რომ მას სწამს, რწმენის გარეშე. ცხადია,
მებრძოლი უბრალოდ ვერ იტყვის, რომ მას წამს და ამით დამშვიდდება. ეს ძალიან
მარტივი იქნებოდა. უბრალო რწმენა მას სიტუაციის ანალიზისგან განაშორებდა.
ყოველთვის როდესაც მებრძოლს უნდა მიიღოს რწმენა, ის ამას ყოველთვის
თავისუფალი ნებით აკეთებს. მებრძოლს არ წამს, მებრძოლი ვალდებულია - წამდეს.
***
სიკვდილი - არის "უნდა გჯეროდეს" აუცილებელი დანამატი. სიკვდილის
გაცნობიერების გარეშე, ყველაფერი ხდება ჩვეულებრივი და უმნიშვნელო. სამყარო
იმიტომ არის წარმოუდგენელი საიდუმლო, რომ სიკვდილი მუდმივად მოგვყვება
კვალდაკვალ. სიკვდილის გაუცნობიერებლობის შემთხვევაში, არ არსებობს არც ძალა
და არც საიდუმლოება. მებრძოლის მოვალეობაა წამდეს, რომ სამყარო იდუმალი და
ჩაუწვდომელია - ეს მებრძოლის ღრმა მიდრეკილების გამოხატულებაა.
***
ძალა ყოველთვის უხსნის მებრძოლს კუბურ სანტიმეტრ შანსს. მებრძოლის
ხელოვნება გულისხმობს, რომ ის უნდა იყოს მუდმივად მიმდინარე და მოქნილი,
წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ ექნება დრო ამ შანსის გამოყენებისთვის.
***
ჩვეულებრივი ადამიანი მიჩვეულია მხოლოდ იმის გაცნობიერებას, რასაც ის თვლის
თავისთვის მნიშვნელოვნად. თუმცა ჭეშმარიტმა მებრძოლმა უნდა გააცნობიეროს
ყველაფერი და ყოველთვის.
***
შინაგანი მთლიანობა - ძალიან იდუმალი რამ არის. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ მისი
მცირე ნაწილი რთული ცხოვრებისეული ამოცანების შესასრულებლად. მაგრამ
როდესაც ჩვენ ვკვდებით - ჩვენ ვართ მთლიანები. შამანი თავის თავს ეკითხება: თუ
ჩვენ მთლიანები ვკვდებით, მაშინ რატომ არ უნდა ვიცხოვროთ ასე?
***
მებრძოლისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი წესი ცხოვრებაში არის, მისი
გადაწყვეტილებების შესრულება იმდენად ზედმიწევნით, რომ არაფერს, რაც
შესაძლოა მოქმედებების შედეგად მოხდეს, არ შეუძლია მისი გაკვირვება და
მითუმეტეს - ვერ გამოფიტავს მის ძალას.
***
როდესაც მებრძოლი გადაწყვეტილებას ღებულობს, ის მზად უნდა იყოს
სიკვდილისთვის. თუ ის მზადა არის სიკვდილისთვის, მაშინ აღარ იქნება არავითარი
ხაფანგები, უსიამოვნო სიურპრიზები და ზედმეტი მოქმედებები. ყველაფერი ნაზად
უნდა მოერგოს თავის ადგილს იმიტომ, რომ ის არაფერს არ მოელის.
***
მებრძოლმა, როგორც მასწავლებელმა, პირველ რიგში, საკუთარ მოსწავლეს უნდა
ასწავლოს ერთი შესაძლებლობა - მოქმედების უნარი, რწმენის და ჯილდოს
მოლოდინის გარეშე. მოქმედება - მოქმედებისთვის. მასწავლებლის წარმატება
დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად და კომპეტენტურად მიუძღვება იგი
თავის მოსწავლეს იმ გასაკუთრებული მიმართულებით, რომელის ჩვენებაც
შეუძლებელია.
***
პირადი ისტორიის წასაშლელად, მებრძოლმა, როგორც მასწავლებელმა, უნდა
ასწავლოს თავის მოსწავლეს სამი ტექნიკა. ისინი გულისხმობენ საკუთარი
მნიშვნელობის გრძნობისგან თავის დაღწევას, საკუთარ ქმედებებზე
პასუხისმგებლობის აღებას და სიკვდილის მრჩევლად გამოყენებას. თუ არ იქნება
სამივე ტექნიკა გამოყენებული ერთდროულად, ერთერთმა მათგანმა შეიძლება
არასასურველი ეფექტი გამოიწვიოს მაგალითად, პირადი ისტორიის წაშლამ
შეიძლება გამოიწვიოს მოსწავლეში არასტაბილურობა, არასაჭირო და მავნე
დუალიზმი საკუთარ თავთან და მის ქმედებებთან მიმართებაში.
***
არ არსებობს გზა, რომ თავი დააღწიო საკუთარი თავის მიმართ სიბრალულის
გრძნობას, თავიდან აიცილო იგი მომგებიანი გზით. ის იკავებს გარკვეულ ადგილს
და აქვს გარკვეული ხასიათი ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებაში - არის
გარკვეული ფასადი, რომელიც შორიდან ჩანს. ამიტომ, ყოველ ჯერზე, როდესაც
შესაძლებლობა ეძლევა, საკუთარი თავის მიმართ სიბრალულის გრძნობა აქტიური
ხდება. ასეთი არის მისი ამბავი. თუ ადამიანი იცვლის საკუთარი თავის მიმართ
სიბრალულის გრძნობის ფასადს, მაშინ იგი იშორებს საკუთარ თვალსაჩინო
პოზიციას. ფასადების შეცვლა ხდება თავად ფასადის ელემენტების გამოყენების
შეცვლით. საკუთარი თავის მიმართ სიბრალულის გრძნობა სასარგებლოა მისთვის,
ვინც იყენებს მას, რადგან ის გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას და თვლის, რომ ის
იმსახურებს უკეთეს პირობებს, უკეთეს მოპყრობას. ამრიგად, ის მნიშვნელოვანია
კიდევ იმიტომ, რომ ადამიანს არ სურს აიღოს პასუხისმგებლობა იმ ქმედებებზე,
რომლებიც მას უბიძგებს, რომ განიცდოს საკუთარი თავის მიმართ სიბრალულის
გრძნობა.
***
საკუთარი თავის მიმართ სიბრალულის გრძნობის ფასადის შეცვლა ნიშნავს
მხოლოდ იმას, რომ მებრძოლს გადააქვს მეორე ადგილზე ის რაც ადრე
მნიშვნელოვანი კომპონენტი ეგონა. საკუთარი თავის მიმართ სიბრალულის გრძნობა
კვლავ რჩება მისი პერსონაჟის თვისებად, მაგრამ ახლა იგი ფონზე იკავებს ადგილს -
ისევე, როგორც იდეა სიკვდილის მოახლოების შესახებ, მებრძოლის თავმდაბლობის
ან მის ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღების იდეები არსებობდა ფონზე და არ
გამოიყენებოდა მანამ, სანამ მებრძოლი არ გახდება მებრძოლი.
***
მებრძოლი აღიარებს საკუთარ ტკივილს, მაგრამ არ ინდულგირებს მასში.
მაშასადამე, მებრძოლის განწყობა, რომელიც მიდის ამოუცნობში, - არ არის
მწუხარება. პირიქით, ის მხიარულია, რადგან გრძნობს თავმდაბლობას საკუთარი
იღბლის წინ, დარწმუნებულია იმაში, რომ მისი სული ხელშეუხებელია და
უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ეფექტურობის სრულყოფილად გაცნობიერების
გამო.
კომენტარები

«ზღაპრები ძალაზე» ჩემს სრულ წარუმატებლობას აღნიშნავს. როდესაც ამ წიგნში


აღწერილი მოვლენები ხდებოდა, მე საშინელი ემოციური ცვლილებების პერიოდი
მედგა, მებრძოლის გარდამტეხი მომენტი. დონ ხუან მატუსმა დატოვა ეს სამყარო, და
მასში დატოვა მისი ოთხი მოწაფე. დონ ხუანს ყოველ მათგანთან პირადი მიდგომა
ჰქონდა და თითოეულს თავისთვის განკუთვნილ დავალებას აძლევდა. მე ამ
ამოცანებს ერთგვარ პლაცებოდ მივიჩნევდი, რომელსაც არავითარი მნიშვნელობა არ
ჰქონდა ჩვენი დანაკარგის სიმძიმესთან შედარებით.
ვერავითარი გამოგონილი დავალება ვერ ამსუბუქებდა იმ შეგრძნების სიმძიმეს, რომ
დონ ხუანს ვეღარასოდეს ვნახავდით. ჩემი პირველი თხოვნა , რა თქმა უნდა, იყო
სიტყვები, რომ მსურდა მასთან ერთად წასვლა.
- შენ ჯერ არ ხარ მზად, - თქვა მან. - იყავი რეალისტი.
- მაგრამ თვალის დახამხამებაში შემიძლია მოვემზადო, - ვარწმუნებდი მე.
- ეჭვიც არ მეპარება, რომ მოემზადები. მაგრამ, ჩემთვის ეს არ იქნება საკმარისი. მე
სრულყოფილი ეფექტურობა მჭირდება. მე მჭირდება უმწიკვლო ნებისყოფა,
უმწიკვლო დისციპლინა. ეს ჯერ შენ არ გაქვს. ისინი გამოჩნდებიან, შენ მათკენ
მოძრაობ, მაგრამ ახლა ისინი ჯერ არ გაქვს.
- მაგრამ შენ ხომ შეგიძლია ჩემი წაყვანა, დონ ხუან - მიუხედავად იმისა რომ, მე ჯერ
არ ვარ მზად.
- ვფიქრობ რომ შემიძლია, მაგრამ ამას არ გავაკეთებ. ეს სამარცხვინო ქმედება
იქნებოდა შენთვის. მერწმუნე, შენ დაკარგავდი ყველაფერს. ნუ დაიჯინებ. დაჟინება -
არ არის მებრძოლის სამყაროს ნაწილი.
ეს განცხადება საკმარისი იყო ჩემთვის, რომ შემეჩერებინა მოთხოვნები. თუმცა,
შინაგანად მსურდა მასთან ერთად წასვლა, გასვლა ყველაფრის მიღმა, რაც
ნორმალურად და რეალობად მიმაჩნდა. როდესაც დადგა ის მომენტი, როცა დონ
ხუანმა საბოლოოდ დატოვა ეს სამყარო, ის მრავალფეროვან აირისებრ მანათობელად
გადაიქცა. ის გახდა სუფთა ენერგია, რომელიც თავისუფლად მიედინებოდა
სამყაროში. იმ მომენტში, ჩემი დანაკარგის გრძნობა იმდენად აუტანელი გახდა, რომ
მინდოდა მომკვდარიყავი. ყველაფერი დამავიწყდა, რაც დონ ხუანმა დამარიგა და
ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გადავწყვიტე უფსკრულში გადაჩეხვა. ვიმედოვნებდი,
რომ თუკი ამას გავაკეთებდი, მისი სიკვდილის მომენტში, მაშინ დონ ხუანი
ვალდებული იქნებოდა წავეყვანე მასთან და გადაერჩინა ჩემი ცნობიერების ის
ნაფლეთები მაინც, რომლებიც ჩემში დარჩა.
თუმცა, რატომღაც, აუხსნელი მიზეზების გამო მე არ მოვკვდი. მე დავრჩი მარტო
ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხოლო ჩემი სამი თანამებრძოლი მიმოფანტა მთელ
მსოფლიოში. მე განვიცადე გაუცხოება საკუთარ თავთან და ამან ჩემი მარტოობა
კიდევ უფრო გაუსაძლისი გახადა.
მე თავს ერთგვარ პროვოკატორად, მზვერავად ვთვლიდი, რომელიც დონ ხუანმა
გაურკვეველი მიზეზების გამო თავის შემდეგ დატოვა აქ. გამოთქმები წიგნიდან
"ზღაპრები ძალაზე" გვიჩვენებს ამ სამყაროს წარმოუდგენელ ხარისხს - არა შამანების
სამყარო, არამედ ყოველდღიური ცხოვრების სამყარო, რომელიც დონ ხუანის თქმით,
ისევე არის საიდუმლოებით მოცული და მდიდარი, როგორც ყველაფერი დანარჩენი.
იმისთვის, რომ დატკბე ყოველდღიური ცხოვრების გასაოცარი სასწაულებით,
საჭიროა მხოლოდ ერთი რამ: საკმარისი განდეგილობა და სიყვარული.
- იმისთვის რომ, ამ სამყარომ, რომელიც ასე ბანალური ჩანს, გაუხსნას და
გაუმჟღავნოს თავისი საოცრებები, მებრძოლმა უნდა შეიყვაროს იგი, - გამაფრთხილა
დონ ხუანმა.
როდესაც მან ეს სიტყვები თქვა, ჩვენ სონორას უდაბნოში ვიყავით.
- ამ საოცარ უდაბნოში ყოფნა და ამ მთების მწვერვალების ყურება, რომლებიც
სინამდვილეში ვულკანური ნაკადების მიერ არის შექმნილი, არის ძალიან
დახვეწილი გრძნობა, - ამბობდა ის. - შეგეძლოს შემჩნევა, რომ ობსიდიანის
ზოგიერთი ნატეხი წარმოიქმნა ისეთი მაღალ ტემპერატურაზე, რომ მათ კვლავ
ეტყობა წარმოშობის ნიშნები - ეს არის დიდებული გრძნობა. ისინი სავსე არიან
ენერგიით. უმიზნოდ იხეტიალო ამ მწვერვალებს შორის და კვარცის ის ნატეხები
ეძებო, რომლებსაც რადიოტალღების დაჭერა შეუძლიათ, - აი რა არის შესანიშნავი. ამ
შესანიშნავი პეიზაჟის ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ ამ სამყაროს საოცრებებიდან
გადასვლა - ნებისმიერი სხვა სამყაროს საოცრებებზე - მოითხოვს, რომ ადამიანი იყოს
მებრძოლი: მდუმარე, კონცენტრირებული, განდეგილი, ამოუცნობის ზეწოლის ქვეშ
გამოწვრთობილი. შენ ჯერ არ ხარ საკმარისად გამოწვრთობილი და შენი
მოვალეობაა, რომ ეძებო სისავსე - მხოლოდ ამის შემდეგ შეგეძლება ისაუბრო
უსასრულობაში მოგზაურობაზე.
ჩემი ცხოვრების ოცდათხუთმეტი წელი გავატარე მებრძოლის სიმწიფის ძიებაში.
ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის მისაღწევად მე ვესტუმრე ადგილებს, რომელთა
აღწერაც შეუძლებელია. მე მივდიოდი იქ შეუმჩნევლად, მოწვევის გარეშე და იმავე
გზით უკან ვბრუნდებოდი. მებრძოლები მდუმარედ და მარტოსულად მოქმედებენ
და როდესაც ისინი მიდიან ან ბრუნდებიან უკან, ისინი ამას ჩუმად აკეთებენ ისე, რომ
ამის შესახებ არავინ იცოდეს. მებრძოლის სიმწიფის მიღწევა სხვა გზით, იქნებოდა
მოქმედება სხვის დასანახად, ამიტომ ეს მიუღებელია.
გამონათქვამები წიგნიდან «ზღაპრები ძალაზე» ჩემთვის ყველაზე მწვავე შეხსენება
გახდა, რომ იმ შამანების განზრახვა, რომლებიც ანტიკურ ხანაში ცხოვრობდნენ
მექსიკაში, კვლავ სრულყოფილია საკუთარ გამოვლინებაში. დროის ბორბალი
მუდმივად მოძრაობს ჩემს გარშემო და მაიძულებს ჩავიხედო იმ ღარებში, რომლებიც
ლოგიკურად რჩებიან კავშირში, თუმცა მათთან მიმართებაში ნებისმიერი სიტყვა
უძლურია.
- საკმარისია ითქვას, - თქვა ერთხელ დონ ხუანმა, - რომ ამ სამყაროს უსასრულობა,
იქნება ეს შამანების სამყარო, თუ უბრალო ადამიანების სამყარო, ისეთი აშკარაა, რომ
მხოლოდ მცდარ წარმოდგენას შეუძლია გვაიძულოს, რომ ეს ვერ დავინახოთ.
მცდელობა იმისა, თუ რას ნიშნავს დროის ბორბლის ღარებში დაკარგვა, აუხსნა
ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ მცდარი წარმოდგენებით, არის
ყველაზე უაზრო რამ, რაც შეიძლება გააკეთოს მებრძოლმა. ამრიგად, იგი
დარწმუნებულია, რომ მსგავსი მოგზაურობები მხოლოდ მებრძოლის
მდგომარეობისთვის არის განკუთვნილი.
უმნიშვნელოვანესი კონცეფციები «ძალის მეორე რგოლიდან»
***
ადამიანი მამაცი ხდება მაშინ, როდესაც დასაკარგი არაფერი აქვს. ჩვენ სულმოკლენი
მხოლოდ მაშინ ვართ, როდესაც გაგვაჩნია რაღაც ისეთი, რაზეც შეგვიძლია
ჩავეჭიდოთ.
***
მებრძოლს არ აქვს შესაძლებლობა შემთხვევითობას დაუთმოს რაიმე. მებრძოლი
ჭეშმარიტად ახდენს გავლენას მოვლენების შედეგებზე, მისი ცნობიერების და
უბადლო განზრახვის მეშვეობით.
***
თუ მებრძოლს სურს გადაიხადოს ვალი ყველა იმ სიკეთისთვის, რაც მისთვის
გაკეთდა და მას არ აქვს ამის გაკეთების საშუალება კონკრეტულ პიროვნებასთან
მიმართებაში, რომელიც მას ოდესღაც დაეხმარა, მას შეუძლია თავისი წვლილი
შეიტანოს ადამიანის სულში. ეს შეიძლება იყოს ძალიან ცოტა, მაგრამ რამდენიც არ
უნდა გასცეს მებრძოლმა, ეს ყოველთვის საკმარისზე მეტი იქნება.
***
სამყაროს ლამაზად და მჭერმეტყველად აღწერის შემდეგ, მეცნიერი ხუთ საათზე
მიდის სახლში იმისთვის, რომ დაისვენოს საკუთარი მშვენიერი აზრებისგან.
***
ადამიანური ფორმა არის სამყაროში არსებული ენერგეტიკული კონგლომერატი,
რომელიც დაკავშირებულია ექსკლუზიურად ადამიანებთან. შამანებმა მას ადამიანის
ფორმა უწოდეს, რადგან სიცოცხლის განმავლობაში ეს ენერგეტიკული ველები
მახინჯდება და ჩვევათა კონტროლს ექვემდებარება.
***
მებრძოლმა იცის, რომ ის ვერ შეიცვლება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მაინც
ცდილობს შეცვალოს საკუთარი თავი. ეს ერთადერთი უპირატესობაა, რომელსაც
მებრძოლს აქვს ჩვეულებრივ ადამიანთან შედარებით. მებრძოლი არ განიცდის
იმედგაცრუებას, როდესაც ცდილობს შეცვლას და ვერ ახერხებს ამას.
***
ადამიანური ფორმის შესანჯღრევად და შესაშინებლად, მებრძოლი უნდა იყოს
უმწიკვლო ცვლილების მცდელობის დროს. მრავალ წლიანი სრულყოფის შემდეგ,
დგება მომენტი, როდესაც ადამიანური ფორმა ვეღარ უძლებს და ტოვებს მას. ეს
ნიშნავს, რომ დადგება მომენტი, როდესაც ენერგეტიკული ველები, რომლებიც
მთელი ცხოვრების განმავლობაში დამახინჯებულია ჩვევების ზემოქმედებით,
გასწორდება. ეჭვგარეშეა, რომ ენერგეტიკული ველების ასეთი გასწორების დროს,
მებრძოლი განიცდის ძლიერ შოკს და შეიძლება დაიღუპოს კიდეც, მაგრამ
სრულყოფილი მებრძოლი უეჭველად გადარჩება.
***
მებრძოლისთვის ერთადერთი თავისუფლება არის ის, რომ ის უნდა იყოს
სრულყოფილი. სრულყოფილება არის არა მხოლოდ თავისუფლება, არამედ
ადამიანური ფორმის შეშინების ერთადერთი გზა.
***
ფუნქციონირებისთვის ნებისმიერ ჩვევას ესაჭიროება თავისი ყოველი კომპონენტი.
თუ მას ზოგიერთი ნაწილი აკლია, ჩვევა განადგურებულია. ჩვევას ესაჭიროვება
თავისი ყველა კომპონენტი იმისთვის, რომ ცოცხალი დარჩეს.
***
ბრძოლა მიმდინარეობს სწორედ აქ, ამ დედამიწაზე. ჩვენ ადამიანები ვართ და ვინ
იცის რა მოგველის ან რა ძალა შეგვიძლია შევიძინოთ?
***
ადამიანთა სამყარო განიცდის აღზევებას და დაეცემას, ხალხი კი აღზევდება და
ეცემა თავის სამყაროსთან ერთად. მებრძოლებს არ სჭირდებათ ყოველივე ამაზე
მიყოლა.
***
ჩვენი არსის ბირთვი არის აღქმა, ხოლო არსებობის ჯადოსნური საიდუმლო -
ცნობიერება. აღქმა და ცნობიერება არის განუყოფელი ფუნქციური ერთეული.
***
ჩვენ არჩევანს მხოლოდ ერთხელ ვაკეთებთ. ჩვენ ვირჩევთ ვიყოთ მებრძოლი თუ
ჩვეულებრივი ადამიანი. უბრალოდ სხვა არჩევანი არ არსებობს, ამ დედამიწაზე.
***
მებრძოლის გზას ადამიანი ახალ ცხოვრებამდე მიჰყავს და ეს ახალი ცხოვრება უნდა
იყოს სრულიად ახალი. მას არ შეუძლია თავისი მახინჯი ძველი გზები შეიტანოს ამ
ახალ ცხოვრებაში.
***
მებრძოლი ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მოვლენათა
ნებისმიერი სერიის პირველ მოვლენას, რადგან ეს არის ჭეშმარიტი ნიშანი.
მებრძოლი განიხილავს ისეთ მოვლენას, როგორიც არის მოვლენათა განვითარების
პროგრამა ან რუკა.
***
ადამიანებს მოსწონთ როდესაც მათ ეუბნებიან, თუ რა უნდა გააკეთონ, მაგრამ უფრო
მეტად მოსწონთ წინააღმდეგობის გაწევა და იმის არ გაკეთება, რასაც მათ ეუბნებიან.
სწორედ ამიტომ უჩნდებათ მათ სიძულვილი იმის მიმართ, ვინც მათ რაღაცის
გაკეთებას ურჩევს.
***
ყველას აქვს საკმარისი შინაგანი ძალა ნებისმიერი რამის გასაკეთებლად.
მებრძოლის შემთხვევაში ხრიკი მდგომარეობს იმაში, რომ განაცალკევოს მისი
შინაგანი ძალა მისი სისუსტეებისგან და მიმართოს იგი მებრძოლის მიზნისკენ.
***
ყველას შეუძლია დაინახოს, თუმცა ჩვენ ვირჩევთ, რომ არ დავიმახსოვროთ ის,
რასაც ვხედავთ.
კომენტარები

სანამ «ძალის მეორე რგოლს დავწერდი », წლები გავიდა. დონ ხუანი დიდი ხნის
გასული იყო ამ ქვეყნიდან და ამ წიგნში აღწერილია მოგონებები, რასაც ის
მასწავლიდა - განვითარების ახალი ეტაპის და ახალი გარემოებებით გამოწვეული
მოგონებები. ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი პერსონაჟი გამოჩნდა. ეს იყო დონ ხუანის
რაზმის წევრი - ფლორინდა მათუსი. ყოველი ჩვენთაგანი ხვდებოდა, რომ დონ
ხუანის გასვლის შემდეგ, ფლორინდა დარჩა აქ იმისთვის, რომ დაესრულებინა ჩვენი
მომზადების ბოლო ეტაპი.
- შენ ვერ მიაღწევთ სისავსეს, სანამ არ ისწავლით თუ როგორ უნდა მიიღოს
ბრძანებები ქალისგან ზიანის გარეშე, - ამბობდა დონ ხუანი. - თუმცა გახსოვდეს, ეს
ქალი არ უნდა იყოს შემთხვევითი. ის უნდა იყოს განსაკუთრებული, უნდა იყოს
დაუნდობელი და მას უნდა ჰქონდეს ძალა, რომელიც არ მოგცემს საშუალებას გახდე
ის პიროვნება, რომელსაც ოცნებებში ხედავ.
რა თქმა უნდა, ამ სიტყვებზე მეცინებოდა. ვფიქრობდი, რომ ის უბრალოდ
ხუმრობდა. თუმცა, სიმართლე ის იყო, რომ ის საერთოდ არ ხუმრობდა. ერთხელ
ფლორინდა დონერ-გრაუ და ტაიშა აბელარი დაბრუნდნენ და ჩვენ წავედით
მექსიკაში. გვადალახარაში, შევედით მაღაზიაში და იქ შევხვდით ფლორინდა
მათუსს, ყველაზე მშვენიერ ქალს ვინც კი მინახავს: ძალიან მაღალი, ხუთი ფუტი და
თერთმეტი დიუმის სიმაღლის, თხელი და წახნაგოვანი, ლამაზი და ძალიან
ახალგაზრდა, მიუხედავად მისი ასაკისა, სახის მქონე ქალი.
- აჰა! აქ ხართ! - წამოიძახა მან, როდესაც დაგვინახა. - სამი მუშკეტერი! «პეპ ბიჭები»:
ინი, მინი და მო! მე კი ყველგან დაგეძებდით!
ზედმეტი საუბრის გარეშე, მან ხელში აიღო ხელმძღვანელობა. რა თქმა უნდა,
ფლორინდა დონერ-გრაუ იყო აღფრთოვანებული. ტაიშა აბელარი იქცეოდა, როგორც
ყოველთვის, ძალიან თავშეკავებულად, მე კი შეურაცხყოფილი ვიყავი, თითქმის
გაბრაზებული. მე მესმოდა, რომ ასეთი შეთანხმება არ იმუშავებდა. მე მზად ვიყავი ამ
ქალთან კომფლიქტისთვის იმ დღიდან, როდესაც მან გააღო თავისი თავხედი პირი
და წამოიძახა ყველაფერი ეს სისულელე: «პეპ ბიჭები»: ინი, მინი და მო.
თუმცა მე შევძელი თავის შეკავება და არ მივეცი საკუთარ თავს იმის საშუალება,
რომ სიბრაზე ან აღშფოთება გამომევლინა და საბოლოოდ ფლორინდას კარგად
შევეწყვე - იმაზე უკეთ, ვიდრე წარმომედგინა. ის რკინის ხელით გვიძღვებოდა. იგი
გახდა ჩვენი ცხოვრების დედოფალი. მას ჰქონდა ძალა, რამაც მას საშუალება მისცა
ღრმა გავლენა მოეხდინა ჩვენზე. ის არ გვაძლევდა საშუალებას, მივცემოდით
თვითგვემას, როდესაც რაღაც არ მოგვწონდა. ის საერთოდ არ ჰგავდა დონ ხუანს. მას
არ გააჩნდა ის სიფხიზლე, მაგრამ ეს ხარვეზი დაბალანსებული იყო სხვა თვისებით:
ის ძალიან სწრაფი იყო. ნებისმიერ სიტუაციაში გასარკვევად და დაუყოვნებლივ იმ
მოქმედებებზე გადასვლისთვის, რასაც მისგან ელოდნენ, მისთვის საკმარისი იყო
ერთი შემოხედვა.
მისი ერთ-ერთი საყვარელი ხრიკი - რომლისგანაც მე ძალიან დიდ სიამოვნებას
ვღებულობდი - იყო მშრალი, ოფიციალური შეკითხვა, რომლითაც ის მიმართავდა
აუდიტორიას ან იმ ჯგუფს, რომელთანაც იგი საუბრობდა: «არის თუ არა ვინმესთვის
ცნობილი წნევის დაწოლის შედეგად გაზების გამოთავისუფლების პროცესის
შესახებ?» ის ამ კითხვას სრულიად სერიოზული სახით სვამდა. მას შემდეგ, რაც
დამსწრე საზოგადოება პასუხობდა შეძახილებით: «არა! არ არის ცნობილი!», ის
ამბობდა:«მაშასადამე შემიძლია გიამბოთ ის, რასაც ჩავთვლი საჭიროდ?» - და ის ამას
ნამდვილად აკეთებდა, ანუ ამბობდა ყველაფერს, რასაც საჭიროდ თვლიდა. ზოგჯერ
ის ისეთ ნომრებს დგამდა, რომ სიცილით იატაკზე ვგორავდი.
მისი სხვა კლასიკური ფრაზა იყო: «ვინმემ ხომ არ იცის რაიმე შიმპანზის თვალის
ბადურის შესახებ? არა?» - ამის შემდეგ ფლორინდა იწყებდა ყველანაირი
სისულელეების როშვას შიმპანზის ბადურის შესახებ. ეს იყო ყველაზე ბედნიერი და
სავსე პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. მე მისი გულშემატკივარი და ერთგული
მხარდამჭერი ვიყავი.
ერთხელ ამონაზარდი გამიჩნდა ბარძაყზე - დიდი ხნის წინ კაქტუსზე დაცემის
შედეგად, ჩარჩენილი მქონდა კაქტუსის ეკალი და როგორც ჩანდა დაჩირქება დაიწყო.
- არაფერის, - თქვა ექიმმა. - ეს უბრალოდ აბსცესია და მისი გახსნაა საჭირო. ძალიან
მარტივი ოპერაციაა, მის გასუფთავებას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება.
მე ფლორინდას გავესაუბრე და მან მითხრა: შენ ნაგუალი ხარ. შენ ან
გამოჯანმრთელდები, ან მოკვდები. არავითარი ორაზროვნება, არავითარი
გაორებული ქცევა. თუ შენ, ნაგუალი, მიდიხარ ექიმთან ფისტულის გახსახსნელად
ნიშნავს, რომ შენ დაკარგე ძალა. ნაგუალი ფისტულით კვდება? რა სირცხვილია!
დონ ხუანის სხვა მოსწავლეები, გარდა ფლორინდა დონერ-გრაუსა და ტაიშ
აბელარისა, არ აქცევდნენ არავითარ ყურადღებას ფლორინდას. ის მათთვის საშიში
ფიგურა იყო. ის არასდროს მისცემდა მათ იმ თავისუფლებას, რასაც ისინი თავიანთ
უფლებად თვლიდნენ. იგი არასდროს ახალისებდა მათ მოჩვენებით შამანურ
თამაშებს და აწყვეტინებდა მათ საქმიანობას, როდესაც ისინი მებრძოლის გზიდან
გადაუხვევდნენ.
მოსწავლეებს შორის ბრძოლა საკმაოდ გულწრფელად არის აღწერილი წიგნში
«ძალის მეორე წრე». დონ ხუანის მოსწავლეები იყვნენ დამწვარი ფსონები,
გადავსებულნი ნარცისიზმით, რომლის ამოფრქვევის დროსაც ყოველი მათგანი
მიათრევდა საკუთარი მიმართულებით სხვას და ხაზს უსვამდა საკუთარ
მნიშვნელობას და უპირატესობას.
ყველაფერი, რაც იმ დროს ხდებოდა ჩვენს ცხოვრებაში, იყო ფლორინდა მათუსის
ღრმა გავლენა, თუმცა იგი არასდროს გამოდიოდა წინა ფლანგზე. იგი ყოველთვის
რჩებოდა ჩრდილოვან ფიგურად - იყო ბრძენი, მხიარული და დაუნდობელი.
ფლორინდა დონერ-გრაუს და მე ის ძალიან შეგვიყვარდა; ამ ქვეყნიდან გასვლის წინ
მან ფლორიდა დონერ-გრაუს დაუტოვა სახელი, ძვირფასეულობა და ფული, მადლი
და გამჭრიახობა. ვგრძნობდი, რომ ვეარასდროს დავწერდი წიგნს ფლორინდა
მათუსის შესახებ. ერთადერთი, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია, არის ფლორინდა
დონერ-გრაუ - მისი ჭეშმარიტი მემკვიდრე, ქალიშვილი ქალიშვილთა შორის. მე
ვიყავი ფლორიდა მატუსისთვის - როგორც ფიგურა ფონზე, რომელიც დონ ხუანმა
მოათავსა იქ, მებრძოლის მარტოობის შესამსუბუქებლად და ამქვეყნად
მოგზაურობისა გასახალისებლად.
უმნიშვნელოვანესი კონცეფციები «არწივის საჩუქრებიდან»
***
სიზმრადხილვის ხელოვნება - არის საკუთარი სიზმრის გაკონტროლების უნარი,
მისი გადაყვანა ცნობიერების კონტროლირებად მდგომარეობაში, განსაკუთრებული
ფორმის ყურადღების მეშვეობით, რომელსაც ეწოდება სიზმრადხილვის ყურადღება,
ან მეორე ყურადღება.
***
სტალკინგის ხელოვნება - არის ტექნიკის და განლაგებების ერთობლიობა, რომელიც
საშუალებას გაძლევთ იპოვოთ საუკეთესო გამოსავალი ნებისმიერი წარმოსახვითი
სიტუაციიდან.
***
მებრძოლისთვის რეკომენდირებულია, რომ არ ჰქონდეთ ისეთი მატერიალური რამ,
რაზეც მისი ძალა კონცენტრირდება, მისი ყურადღება უნდა იყო გამახვილებული
სულზე, უსასრულობაში ფრენაზე და არა ტრივიალურ საგნებზე.
ყველას, ვისაც სურს მიყვეს მებრძოლის გზას, უნდა გათავისუფლდეს ფლობის
ვნებისგან და საგნების მონობისგან.
***
ხედვა - არის ცოდნა სხეულის დონეზე. მხედველობის მთავარი ცენტრი გონებაში,
აქცენტს აკეთებს თვალებზე და ამით ქმნის ილუზიას, თითქოს ხედვა თვალების
დამსახურებით ხდება.
***
ადამიანის ფორმის დაკარგვა სპირალს ჰგავს. ეს მებრძოლს აძლევს შესაძლებლობას
დაიმახსოვროს საკუთარი თავი, როგორც ენერგეტიკული ველების კონგლომერატი
და ეს, თავის მხრივ, მას კიდევ უფრო მეთ თავისუფლებას აძლევს.
***
მებრძოლმა იცის, რომ მოლოდინის რეჟიმშია, იცის რას ელოდება და როგორ
ელოდება და სანამ ის ელოდება, აკვირდება სამყაროს. მებრძოლისთვის, დავალების
დასრულება არის სიამოვნება, უსასრულობასთან ზიარების სიხარული.
***
მებრძოლის ცხოვრების კურსი უცვლელია. გამოწვევა ის არის, თუ რამდენად შორს
წავა ის, ამ ვიწრო გზაზე, რამდენად სრულყოფილი იქნება იგი ამ ცხოვრების ურღვევ
საზღვრებში ...
***
ადამიანთა ქმედებები გავლენას არ ახდენს მებრძოლზე, რადგან მას აღარ აქვს
არავითარი მოლოდინი. უცნაური სიმშვიდე ხდება მისი ცხოვრების წამყვანი ძალა.
მან მიიღო მებრძოლის ცხოვრების უმთავრესი კონცეფცია - გადეგილობა.
***
განდეილობა თავისთავად არ ნიშნავს სიბრძნეს, მიუხედავად ამისა ის მაინც
უპირატესობაა, რომელიც მებრძოლს საშუალებას აძლვეს დაუყოვნებლივ შეაფასოს
ვითარება და გადახედოს თავის პოზიციას. იმისთვის, რომ ამ დამატებითი
უპირატესობით ადეკვატურად და სწორად ისარგებლოს, აუცილებელია რომ,
მებრძოლი მუდმივად ბრძოდეს - მთელი ცხოვრების განმავლობაში.
***
მე უკვე მივენდე ძალას, რომელიც ჩემს ბედს მართავს.
მე არაფერს ვეჭიდები, ამიტომ არაფერი მაქვს დასაცავი.
მე არ მაქვს აზრები, ამიტომ ჭეშმარიტებას ვხედავ.
მე არაფრის მეშინია, ამიტომ ჩემს თავს გავიხსენებ.
განდეგილი, მსუბუქი სულით, ავიჭრები ზეცაში და განვთავისუფლდები.
***
გაცილებით ადვილია გადაადგილება მაქსიმალური სტრესის პირობებში, ვიდრე
სრულყოფილად ყოფნა ჩვეულებრივ გარემოებებში.
***
ადამიანური არსებები გაყოფილი არიან ორად. მარჯვენა მხარე, რომელსაც ტონალი
ეწოდება, მოიცავს ყველაფერს, რასაც ინტელექტი აღიქვამს. მარცხენა მხარე -
ნაგუალი - სამეფო, რომლის საზღვრები აღუწერელია, სამყარო, რომლის სიტყვებით
გადმოცემა შეუძლებელია. მარცხენა მხარე გარკვეულწილად აღიქმება (თუ ამას
შეიძლება ეწოდოს აღქმა) მთელი ჩვენი სხეულით - სწორედ აქედან მოდის მისი
წინააღმდეგობა კონცეპტუალიზაციაზე.
***
შამანიზმის ყველა შესაძლებლობები და მიღწევები, ყველაზე მარტივიდან ყველაზე
წარმოუდგენლის ჩათვლით, არის თავად ადამიანის სხეულში.
***
ძალას, რომელიც განაგებს ყველა ცოცხალი არსების ბედს, ეწოდება არწივი. არა
იმიტომ, რომ ეს არის არწივი ან რაიმე საერთო აქვს მასთან, არამედ იმიტომ, რომ
მხედველისთვის ის გამოიყურება როგორც უზარმაზარი ფეხზე მდგომი ცისფერი და
შავი არწივი.
***
არწივი ჭამს ყოველი არსების ცნობიერებას, ერთი წუთის წინ დედამიწაზე, რომ
ცხოვრობდნენ, ახლა კი მკვდრები არიან. ისინი მიფრინავენ არწივის პირისკენ
იმისთვის, რომ შეხვდნენ თავიანთ ბატონს და გაიგონ მიზეზი თუ რატომ
ცხოვრობდნენ ამქვეყნად. არწივი გლეჯს ამ ცეცხლის ნაპერწკლებს და ჭამს მათ,
რადგან ცნობიერება არის მისი საკვები.
***
არწივი - არის ძალა, რომელიც მართავს ცოცხალ არსებათა ბედს, ხედავს ყოველ
არსებას ერთდროულად და ერთნაირად. ამიტომ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა,
რომ არწივს გული მოულბოს, სთხოვოს მას მოწყალება ან იქონიოს იმედი, რომ
დაუსხლტება მას. არწივის ადამიანური ნაწილი ძალიან მცირე და უმნიშვნელოა
იმისთვის, რომ გავლენა იქონიოს მთლიანზე.
***
მიუხედავად იმისა, რომ არწივს არ ანაღვლებს რიმელიმე ცოცხალი არსების ბედი,
მან თითოეული მათგანი მაინც გაუკეთა საჩუქარი.
საკუთარი გზით და საკუთარი საშუალებებით, თითოეულ მათგანს, თუ ის
ისურვებს, რომ შეინარჩუნოს ცნობიერების ძალა და არ დაემორჩილოს სიკვდილის
ძახილს, ყოველ ცოცოხალ არსებას ებოძა საჩუქრად ძალა, თუ რა თქმა უნდა ამას
თავად ისურვებს, მოძებნოს თავისუფლებისკენ მიმავალი გზა და გაიაროს იგი.
მხედველისთვის, ვისაც ამ გადასასვლელის დანახვა და იმათთვის ვინც გაიარა ეს
გზა, ცხადია, რომ არწივი ამ საჩუქარს უბოძებს მათ, რათა უკვდავჰყოს ცნობიერება.
***
თავისუფლების გზის პოვნა არ ნიშნავს მარადიულ ცხოვრებას იმ გაგებით, როგორც
ის ჩვეულებრივ ესმით ადამიანებს - როგორც უწყვეტი უსასრულო ცხოვრება.
მებრძოლი უბრალოდ ინარჩუნებს ცნობიერებას, რომელიც ჩვეულებრივ იშლება
სიკვდილის დროს. გადასვლის მომენტში სხეული მთლიანად ივსება ცოდნით.
თითოეული უჯრედი მყისიერად აცნობიერებს საკუთარ თავს და სხეულის
მთლიანობას.
***
არწივის ნაჩუქარი თავისუფლება - არ არის ჯილდო, ეს არც საჩუქარია, ეს არის
შანსი, რომ გქონდეს შანსი.
***
მებრძოლს ვეარასოდეს მოაქცევ ალყაში. ალყაში მოქცევა ნიშნავს, რომ შენ გაქვს
პირადი საკუთრება, რომლის ალყაში მოქცევა არის შესაძლებელი. მებრძოლს კი
არაფერი გააჩნია სამყაროში, თავისი უმწიკვლობის გარდა, უმწიკვლობას კი
ვერაფრით დაემუქრები. თუმცა, საკუთარი სიცოცხლისთვის ბრძოლაში მებრძოლმა
სტრატეგიულად უნდა გამოიყენოს, მის ხელთ არსებული ყველა საშუალება.
***
სტალკინგის ხელოვნების პირველი პრინციპი არის ის, რომ მებრძოლი თავად
ირჩევს ბრძოლის ადგილს. მებრძოლი არასდროს ებმება ბრძოლაში, თუ არ
შეისწავლის გარემოცვას.
***
ყველაფერი ზედმეტის უგულებელყოფა - სტალკინგის ხელოვნების მეორე
პრინციპია. მებრძოლი არაფერს ართულებს. მისი მიზანია იყოს მარტივი.
***
მებრძოლი იყენებს მის განკარგულებაში არსებულ სრულ კონცენტრაციას იმისთვის,
რომ გადაწყვიტოს ჩაებას თუ არა ბრძოლაში, რადგან ყოველი ბრძოლა მისთვის არის
ბრძოლა საკუთარი სიცოცხლისთვის - ეს არის სტალკინგის ხელოვნების მესამე
პრინციპი. მებრძოლი უნდა იყოს მზად და ქონდეს სურვილი, რომ ბოლო ბრძოლა
ჩაატაროს აქ და ახლა. თუმცა, ის ამას შემთხვევით არ აკეთებს.
***
მებრძოლი არის მოდუნებული, საკუთარი თავისგან მოშორებული და არაფრის არ
ეშინია. მხოლოდ ამის შემდეგ გაუხსნიან გზას მებრძოლს ძალები, რომლებიც
უძღვებიან ადამიანებს და დაეხმარებიან მას. ეს არის სტალკინგის ხელოვნების
მეოთხე პრინციპი.
***
მოულოდნელთან და გაუგებართან შეხვედრის დროს, როდესც მებრძოლმა არ იცის
რა უნდა გააკეთოს, ის გარკვეული დროით უკან იხევს და მის ფიქრებს უაზროდ
ხეტიალის საშუალებას აძლევს. თავად კი სხვა რამეს აკეთებს. ამ შემტხევეაში
ყველაფერის კეთება გამოდგება. ეს არის სტალკინგის ხელოვნების მეხუთე პრინციპი.
***
სტალკინგის ხელოვნების მეექვსე პრინციპი: მებრძოლი კუმშავს დროს, წამებიც კი
მნიშვნელოვანია. საკუთარი სიცოცხლისთვის ბრძოლაში წამი - არის მარადიულობა,
რომელსაც შეუძლია გადაწყვიტოს ბრძოლის შედეგი. მებრძოლი ისწრაფვის
წარმატებისკენ, ამიტომ ის ზოგავს დროს და არ კარგავს ერთი წამსაც ტყუილად.
***
იმისთვის, რომ გამოიყენო სტალკინგის ხელოვნების მეშვიდე პრინციპი
აუცილებელია ყველა სხვა პრინციპების გამოყენება, - ის აერთიანებს წინა ექვსს:
სტალკერი არასოდეს აყენებს საკუთარ თავს პირველ ადგილზე. ის ყოველთვის
იყურება კედლის უკნიდან.
***
ამ პრინციპების გამოყენება სამ შედეგს იწვევს. პირველი - სტალკერი სწავლობს, რომ
არასოდეს მიიღოს საკუთარი თავი სერიოზულად და ის სწავლობს საკუთარ თავზე
სიცილს. თუ მას არ ეშინია იმის, რომ გამოიყურებოდეს სულელად, მას შეუძლია
გაასულელოს ნებისმიერი. მეორე - სტალკერი იძენს უსასრულო მოთმინებას. ის
არასდროს ჩქარობს და არასდროს ღელავს. მესამე - სტალკერი უსასრულოდ
აფართოებს საკუთარ იმპროვიზაციის უნარს.
***
სტალკერები სახით დგანან მომავლის წინაშე. ჩვეულებრივი ადამიანები კი
უყურებენ დროს, რომელიც მიედინება წარსულში. მხოლოდ მებრძოლებს შეუძლიათ
შეიცვალონ მიმართულება და მიმართონ საკუთარი სახე მომავალისკენ.
***
მებრძოლებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ - მათი თავისუფლება. გარდაიცვალო და
იქნა არწივის მიერ შეჭმული - ეს არ არის გამოწვევა. მეორეს მხრივ, გაექცე არწივს და
გახდე თავისუფალი - განსაკუთრებული იშვიათობაა.
***
როდესაც მებრძოლები საუბრობენ დროზე, ისინი არ გულისხმობენ იმას, რაც
იზომება საათის ისრის მოძრაობით. დრო არის ყურადღების არსი, დროისგან
შედგება არწივის ემანაცია. ასევე, როდესაც შედიხართ «მეს სხვა» ნებისმიერ ასპექტში,
ეცნობით დროს.
***
მებრძოლს არ შეუძლია ტირილი და ტკივილის ერთადერთი გამოხატულება არის
კანკალი, რომელიც მოედინა სამყაროს სიღრმიდან, თითქოს არწივის ერთ-ერთი
ემანაცია იყო ტკივილი და როდესაც ის მიაღწევს მებრძოლამდე, მისი კანკალი
უსასრულოა.
კომენტარები

«არწივის საჩუქრებიდან» ამოღებული გამოთქმების შესწავლამ, გამოიწვია ჩემში


შესანიშნავი შეგრძნება. მაშინვე ვიგრძენი ძველი მექსიკის შამანების განზრახვის
მკაცრი რგოლი, რაც გამოიხატებოდა უპრეცედენტო ძალაში. მაშინ გავაცნობიერე,
რომ ამ წიგნში არსებული გამონათქვამები ემორჩილება მათი დროის ბორბალს.
უფრო მეტიც, მე მივხვდი, რომ ის შეეხო ყველაფერს, რაც მე წარსულში გავაკეთე, მათ
შორის «არწივის საჩუქრების» შექმნასაც და არანაკლებ გავლენას ახდენს იმაზე, რასაც
ახლა ვაკეთებ მათ შორის, ამ წიგნის შექმნაზე.
იმის გამო, რომ ძალიან რთულია ამის უფრო ნათლად აღწერა, მხოლოდ ერთი
შესაძლებლობა მრჩება: ამ ფაქტის სრული თავმდაბლობით მიღება. ძველი მექსიკის
შამანებმა ნამდვილად შეიმუშავეს შემეცნების განსხვავებული სისტემა და ამ
სისტემის ელემენტების მეშვეობით, დღემდე შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ჩემზე,
ყველაზე ხელსაყრელი და ინსპირაციული მეთოდებით.
ფლორინდა მათუსის ძალისხმევის წყალობით, რომელმაც ჩამითრია უძველეს
შამანთა მიერ შემუშავებული სტანდარტული შამანისტური ტექნიკის ყველაზე
დახვეწილი ვერსიების შესწავლაში - მაგალითად, გადახედვის ტექნიკის მეშვეობით -
მე მოვახერხე დამენახა დონ ხუანის მიერ გაზიარებული გამოცდილება ისეთი
ძალით, რომლის წარმოდგენასაც ვეარასდროს შევძლებდი. წიგნი «არწივის
საჩუქრები» იყო შედეგი დონ ხუან მათუსის ასეთი ახალი ხედვის.
დონ ხუან მათუსისთვის გადახედვა გულისხმობდა განცდის გამეორებას და
საკუთარი ცხოვრების მოვლენათა სრულ გადასინჯვას. ის არასოდეს ხარჯავდა დროს
ამ უძველესი ტექნიკის დახვეწილ ვერსიებზე. ფლორიდა კი საპირისპიროდ,
დეტალებზე ზედმიწევნითი ყურადღებით გამოირჩეოდა. მრავალი თვის
განმავლობაში, ის მიმიწოდებდა გადავსულიყავი გადახედვის იმ ასპექტებზე,
რომლთა აღწერაც დღემდე არ შემიძლია.
- ის, რასაც შენ გრძნობ, - არის მებრძოლის უსასრულობა - განმიმარტა მან. -
არსებობს ტექნიკები. ისინი უამრავია. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანი,
ვინც იყენებს მათ და მისი სურვილია, რომ მათი დახმარებით გავიდეს ბოლომდე.
დონ ხუანის პიროვნების გადახედვამ, ფლორინდას თვალსაზრისით, განაპირობა
მასზე ახალი წარმოდგენების წარმოშობა ყველაზე მტკივნეული დეტალებით და
მათი გაგებით. ეს იყო რაღაც გაცილებით ძლიერი, ვიდრე თავად დონ ხუანთან
საუბრები. სწორედ ფლორინდას პრაგმატიზმმა გამოიწვია ჩემში გაცნობიერება
გადახედვის იმ პრაქტიკული შესაძლებლობების ასპექტის, რომლებიც საერთოდ არ
ანაღვლებდა ნაგუალ ხუან მათუსს.
- მებრძოლმა უნდა იმოძრაოს ძალიან ნელა, - მირჩია მან, - და მიიღოს სარგებელი
ყველაფერიდან, რაც მებრძოლის გზაზე ხვდება მას. ერთ-ერთი ყველაზე
საყურადღებო უპირატესობა არის ურყევი ძალისხმევით კონცენტრაციის უნარი,
ყურადღების გამახვილება მიმდინარე მოვლენებზე - ამ უნარს, ყოველი მებრძოლი
ფლობს. მებრძოლებს შეუძლიათ ყურადღების გამახვილება იმ ადამიანებზეც კი,
რომელთაც არასდროს შეხვედრიან. რა თქმა უნდა ასეთი ღრმა კონცენტრაციის
საბოლოო შედეგი ყოველთვის ერთი და იგივე არის: მებრძოლისთვის
ხელმისაწვდომი ხდება ქცევის სრული სპექტრი, დიდი ხნით დავიწყებულიდან
სრულად ახლებამდე. სცადე თავად.
მე მის რჩევას მივყევი და რა თქმა უნდა, კონცენტრაცია გავაკეთე დონ ხუანზე.
გამახსენდა ყველაფერი, რაც ხდებოდა ყოველ წამს. მე გამახსენდა ისეთი დეტალები,
რომლებიც საერთოდ არ უნდა მხსოვნებოდა. ფლორინდას დახმარების წყალობით,
მე შევძელი აღმედგენა უზარმაზარი იმფორმაცია დონ ხუანთან ურთიერთობის
პერიოდიდან, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც აქამდე
არასდროს შემინიშნავს.
«არწივის საჩუქრების» გამონათქვამების სული ჩემთვის ისეთი შოკისმომგვრელი
იყო, რომ მათი წყალობით მე გამეხსნა ის ღრმა ყურადღება, როგორსაც დონ ხუანი
უთმობდა ამ სამყაროს ობიექტებს მებრძოლის გზაზე, რომელიც არის ადამიანის
შესაძლებლობების მაქსიმუმი. ამ მამოძრავებელმა ძალამ გაუძლო მის აღსასრულს
ისე, რომ არ დაუკარგვს ენერგიის არცერთი წვეთი. მე გამიჩნდა გულწრფელი
შეგრძნება, რომ დონ ხუანი არსად არ წასულა და მივედი იმ აზრამდე, რომ მართლა
მესმოდა თუ როგორ დადიოდა ის სახლში. ამის შესახებ კითხვით მივმართე
ფლორინდას.
- ოჰ, ეს არაფერია, - თქვა მან. - ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ნაგუალ ხუან მათუსის
სიცარიელე გწვდება და გეხება შენ, მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფება ახლა მისი
ცნობიერება.
მისმა პასუხმა კიდევ უფრო მეტად გამაკვირვა და ამაფორიაქა, ამავდროულად
სასოწარკვეთილებაში ჩამაგდო. მიუხედავად იმისა, რომ ფლორინდა იყო ყველაზე
ახლო ადამიანი ნაგუალ ხულიან მათუსის, ის სრულიად განსხვავდებოდა მისგან.
მათი ერთადერთი საერთო მახასიათებელი იყო სიცარიელე. ისინი უკვე აღარ იყვნენ
ადამიანები. დონ ხუანი საერთოდ აღარ არსებობდა, როგორც პიროვნება: პიროვნების
ნაცვლად, იყო ისტორიების მთელი რიგი, რომელთაგან თითოეული შესაფერისი იყო
მოცემული სიტუაციისთვის, - ისტორიების და ხუმრობების კრებული, რომლებიც
გამოხატავდა მის მაღალ ცნობიერებას და ზომიერებას.
ფლორინდა ისეთივე იყო, როგორც დონ ხუანი - ერთი ამბავი მიჰყვებოდა მეორეს,
მაგრამ მისი მოთხრობები ხალხთან იყო დაკავშირებული. ისინი ჭორების უმაღლეს
ფორმას ჰგავდნენ, რომლებიც მისი უპიროვნობის წყალობით იყო აყვანილი,
ეფექტურობის უმაღლეს საფეხურამდე.
- მე მინდა, რომ ასწავლო ერთი ადამიანს, რომელიც ძალიან გგავს შენ - მითხრა მან
ერთხელ. - მე მინდა, რომ შენ გადახედო ამ ადამიანს ისე, თითქოს მას მთელი
ცხოვრება იცნობდი. ამ ადამიანმა განსაკუთრებული ადგილი ეკავა ჩვენი ხაზის
ფორმირებაში. მისი სახელი იყო ელიასი - ნაგუალ ელიასი. მე მას ვეძახი «ნაგუალს
რომელმაც სამოთხე დაკარგა».
ეს ამბავი არის იმაზე, რომ ნაგუალ ელიასი იყო აღზრდილი როგორც იეზუიტი,
რომელსაც ასწავლეს წერა, კითხვა და დაკვრა. მან ასევე იცოდა ლათინური ენა.
ნაგუალ ელიასს შეეძლო წმინდა ტექსტების ლათინურ ენაზე კითხვა, ისევე როგორც
განათლებულ ადამიანს. ღვთისმეტყველება მისი ბედისწერა იყო, მაგრამ ის ინდიელი
იყო და იმ დროში არცერთი ინდიელი არ დაიშვებოდა ეკლესიის კათედრაზე. ის
ძალიან საშიშად გამოიყურებოდა, ჰქონდა მუქი ფერის კანი - ნამდვილი ინდიელი
იყო. მღვდლები მიეკუთვნებოდნენ საზოგადოების უმაღლეს ფენებს, ისინი
ესპანელების შთამომავლები იყვნენ: თეთრი, ცისფერი თვალებით, სასიამოვნო
გარეგნობითა და პატივისცემით აღჭურვილნი. მათთან შედარებით, ნაგუალ ელიასი
ნამდვილ დათვს ჰგავდა, მაგრამ ის დიდი ხანი იბრძოდა მღვდლად ხელდასხმის
უფლების მოსაპოვებლად, რადგან მისი მოძღვარი აღუთქვამდა მას, რომ უფალი
უზრუნველყოფდა მის ხელდასხმას და ისიც არ ნებდებოდა.
ის გახდა მედავითნე მისი მოძღვრის ტაძარში და ერთ დღეს ეკლესიაში ნამდვილი
ჯადოქარი შევიდა. მისი სახელი იყო ამალია. ამა თუ იმ გზით, ეს ყველაფერი
დასრულდა იმ სამწუხარო ფაქტით, რომ ამალიამ მოხიბლა მედავითნე და ელიასსაც
თავდავიწყებით შეუყვარდა ის, საბოლოოდ კი ნაგუალის ქოხში აღმოჩნდა. დროთა
განმავლობაში, ის გახდა ნაგუალ ელიასი - განათლებული, კარგად ნაკითხი
ადამიანი, რომელსაც პატივით ეპყრობოდნენ. გეგონებოდა, რომ ნაგუალის წოდება
სპეციალურად მისთვის შეიქმნა. ის უზრუნველყოფდა მის ისეთ ანონიმურობას და
ეფექტურობას, როგორსაც სხვაგან ვერსად იპოვიდა.
ის იყო სიზმრადმხილველი - თან ისეთი ოსტატური, რომ უსხეულო
მდგომარეობაში მოიარა სამყაროს ყველაზე უცნობი ადგილები. დრო და დრო მას
თან მოჰქონდა საგნები, რომლებიც მას იზიდავდა; ეს სრულიად ამოუხსნელი რამ
იყო. მან მათ «გამოგონილს» უწოდებდა. მას ჰქონდა ამგვარი ნივთების მთელი
კოლექცია.
- მე მინდა, რომ შენ გაამახვილო ყურადღება და გადახედო ამ «გამოგონილ» ნივთებს,
- მომთხოვა ფლორინდამ. - მე მინდა, რომ შენ შეიგრძნო მათი სურნელი და ხელებით
შეეხო მათ, მიუხედავად იმისა, რომ შენ არასდროს გინახავს ისინი და იცი მხოლოდ
ის, რაც მე ახლა გიამბე. ამგვარი კონცენტრაციის მიღწევა ნიშნავს გარკვეული საწყისი
წერტილის დამკვიდრებას, მსგავსად იმისა, როგორც ალგებრული განტოლების
გამოყვანის დროს, რომელიც გამოითვლება მესამე ცვლადის გამოყენებით. შენ
შეძლებ აბსოლიტური სიცხადით დაინახო ნაგუალ ხუან მათუსი, თუ შეძლებ სხვის
გამოყენებას, როგორც საყრდენ წერტილს.
წიგნი «არწივის საჩუქრები» არის სიღრმისეული მიმოხილვა იმისა, თუ რით იყო
დაკავებული დონ ხუანი ჩემი განსწავლი პროცესში, სანამ ის ამ სამყაროში
იმყოფებოდა. ის შეხედულებები დონ ხუანთან მიმართებაში, რომელსაც მე მივაღწიე,
გადახედვის ახალი ცოდნის წყალობით - და ნაგუალ ელიასის საყრდენ წერტილად
გამოყენებით, - აღმოჩნდა ბევრად უფრო ინტენსიური, ვიდრე ჩემი ნებისმიერი
წარმოდგენა მასზე, როდესაც ის ჯერ კიდევ აქ ცხოვრობდა. გადახედვის შედეგად
მიღებული შეხედულებები მოკლებულია ცხოვრებისეულ სითბოს, მაგრამ მათ აქვთ
სიზუსტე და სიცხადე არასულიერ ობიექტებზე დაკვირვების დროს.
უმნიშვნელოვანესი კონცეფციები «შინაგანი ცეცლიდან»
***
მწუხარების და ტანჯვის გარეშე, სისრულე მიუწვდომელია. მათ გარეშე
შეუძლებელია მიაღწიო სრულყოფილებას, რადგან მათ გარეშე არ შეიძლება
არსებობდეს არც სიკეთე და არც წონასწორობა. სიბრძნე - სიკეთის, ცოდნის და
წონასწორობის გარეშე უსარგებლოა.
***
საკუთარი თავის მნიშვნელობის გრძნობა - ადამიანის ყველაზე მთავარი და ძლიერი
მტერია. ასეთ ადამიანს აზარალებს და ანაწყენებს ნაცნობების მხრიდან
განხორციელებული ქმედებები ან შეტევები, ეს კი მას ასუსტებს. საკუთარი თავის
მნიშვნელობის გრძნობა ადამიანს აიძულებს, რომ მთელი ცხოვრება თავი იგრძნოს
შეურაცხყოფილად.
***
ვინც ცოდნის გზას დაადგა, დიდი წარმოსახვის უნარი უნდა ჰქონდეს. ცოდნის
გზაზე არაფერია ისე აშკარა, როგორც ჩვენ ვისურვებდით.
***
თუ მხედვარი მიაღწევს თავის მიზანს პატარა ტირანთან ურთიერთობაში, მაშინ მას
ნამდვილად შეუძლია, ყოველგვარი ზიანის გარეშე, შეხვდეს უცნობს და მეტიც,
გაუძლოს შეტაკებას ჩაუწვდომელთან.
***
შესაძლოა ბუნებრივად მოგეჩვენოთ, რომ მებრძოლს, რომელსაც შეუძლია დარჩეს
ისეთად როგორიც არის, უცნობთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, შეუძლია
გარანტირებულად გაუმკლავდეს პატარა ტირანს. სინამდვილეში ეს ასე არ არის.
ზუსტად ამ შეცდომის გამო დაიღუპა ანტიკური დროის მრავალი შესანიშნავი
მხედვარი. არაფერი ისე არ აწვრთობს მებრძოლის სულს, ვიდრე აუცილებლობა
იქონიოს საქმე გაუსაძლის ადამიანებთან და გაუმკლავდეს მათ, რომელთაც
რეალური ძალაუფლება აქვთ. ეს არის სრულყოფილი გამოწვევა. მხოლოდ ასეთ
პირობებში იძენს მებრძოლი წონასწორობას და სიცხადეს, რომლის გარეშე
შეუძლებელია გაუძლოს ჩაუწვდომლის თავდასხმას.
***
«უცნობი» - არის ის, რაც ადამიანისგან იმალება არსებობის ქსოვილის უკან. თუმცა,
ის მაინც ხელმისაწვდომია. დროის გარკვეულ მომენტში უცნობი ხდება ნაცნობი.
«ჩაუწვდომელი» კი - არ ექვემდებარება არც აღქმას და არც ცნობიერებას.
ჩაუწვდომელი არასდროს მოექცევა შეცნობად კატეგორიაში, მაგრამ მიუხედავად
ამისა, ის ყოველთვის სადღაც გვერდით არის. ის იპყრობს და აღაფრთოვანებს თავისი
ბრწყინვალებით, და ამავე დროს მისი სიდიადე და უსასრულობა წარმოშობს
მომაკვდინებელ შიშს.
***
ჩვენ აღვიქვამთ. ეს ზუსტად განსაზღვრული ფაქტია. მაგრამ ის, რასაც ჩვენ
აღვიქვამთ, არ მიეკუთვნება ცალსახად განსაზღვრულ ფაქტებს. რადგან ჩვენ
ვსწავლობთ რა და როგორ აღვიქვათ.
***
მებრძოლები ირწმუნებიან, რომ ობიექტების სამყარო მხოლოდ იმიტომ არსებობს,
რომ ჩვენი ცნობიერება ქმნის მას ასეთად. სინამდვილეში კი, მხოლოდ არწივის
ემანაცია არსებობს - მიმდინარე, მუდმივად ცვალებადი და ამავე დროს უცვლელი,
მარადიული.
***
გაუწვრთნელი მებრძოლების ყველაზე დიდი ხარვეზი არის ის, რომ ისინი
ცდილობენ დაივიწყონ იმის სასწაულებრივი ბუნება, რასაც ისინი ხედავენ. მათ
შოკში აგდებთ ის ფაქტი, რომ ისინი ხედავენ და ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ეს
ყველაფერი მათი გენიალობიდან გამომდინარე ხდება. ადამიანისთვის
დამახასიათებელი თითქმის უძლეველი სიზარმაცის დასაძლევად, გამოწვრთობილი
მებრძოლი უნდა იყოს უმწიკვლო. ის რასაც მებრძოლები აკეთებენ იმით, რომ
ხედავენ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად ხედვა.
***
შიში - ერთ-ერთი უდიდესი ძალაა მებრძოლის ცხოვრებაში, რადგან ის აიძულებს
მას, რომ ისწავლოს.
***
ყოველი ცოცხალი არსება სიკვდილისკენ ისწრაფვის. ეს არის ჭეშმარიტება, რომლის
უგულებელყოფაც არ შეუძლია მებრძოლს. ცნობიერება კი აჩერებს სიკვდილს.
***
ამოუცნობი ყოველთვის არის აქ და ახლა, მაგრამ ის ჩვენი ნორმალური
ცნობიერების ფარგლებს მიღმაა. ჩვეულრბრივი ადამიანისთვის ამოუცნობი არის
მისი ცნობიერების ზედმეტი ნაწილი. ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვეულრბრივ ადამიანს
არ აქვს საკმარისი თავისუფალი ენერგია იმისთვის, რომ საკუთარი თავის ეს ნაწილი
დაინახოს.
***
ადამიანის უდიდესი ნაკლი არის ის, რომ მათ არ შეუძლიათ მიატოვონ
რაციონალური აზროვნება. მაგრამ გონებას არ შეუძლია ადამიანი ენერგიად აღიქვას.
გონება საქმე აქვს ინსტრუმენტებთან, რომლებიც ქმნიან ენერგიას. თუმცა, ის
არასდროს არ ფიქრობს სერიოზულად, რომ ჩვენ უფრო მეტნი ვართ, ვიდრე უბრალო
ინსტრუმენტი. ჩვენ ვართ ენერგიის მწარმოებელი ორგანიზმები. ჩვენ ენერგიის
ბუშტები ვართ.
***
მებრძოლმა, რომელმაც მიზანმიმართულად მიაღწია აბსოლუტურ ცნობიერებას, -
აღწევს ჭვრეტის უმაღლეს ფორმას. ამ მომენტში, ის იწვის ცეცხლში, რომელიც
შიგნიდან წარმოიქმნება. დიახ, ცეცხლი შიგნიდან ინთება და შთანთქავს მას. შემდეგ
კი მებრძოლები, რომლებმაც მიაღწიეს სრულ ცნობიერებას, ერწყმიან არწივის დიდ
ემანაციას და უჩინარდებიან მარადიულობაში.
***
საკმარისია მიაღწიო შინაგან სიჩუმეს, რომ ყველაფერი შესაძლებელი ხდება.
შინაგანი დიალოგი ჩერდება იმავე მოვლენის ხარჯზე, რის ხარჯზეც ის იწყება:
ნებისყოფის მოქმედების ხარჯზე. ჩვენ იძულებულნი ვართ, შინაგანი საუბარი
დავიწყოთ, რადგან ჩვენ გვასწავლეს ასე. როდესაც ისინი გვასწავლიან, ისინი
თავიანთ ნებისყოფას იყენებენ, ჩვენ კი ვიყენებთ საკუთარს სწავლის პროცესში.
უბრალოდ ვერც ისინი და ვერც ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ ამას. იმისთვის, რომ
შევწყვიტოთ შინაგანი დიალოგი ჩვენ უნდა გამოვიყენოთ იგივე მექანიზმი:
გამოვიყენოთ ნებისყოფა ყოველგვარი ეჭვის და ყოყმანის გარეშე.
***
სრულყოფილება იწყება რომელიმე მარტივი ქმედებით, რომელიც უნდა იყოს
მიზანმიმართული, ზუსტი და განხორციელდეს მოქნილად. დიდი ხნის
განმავლობაში მსგავსი მოქმედების გამეორებით, ადამიანი იძენს უმწიკვლო
განზრახვას. უმწიკვლო განზრახვა კი შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერ
მოვლენაზე. და როგორც კი ეს მიღწეულია, - გზა ხსნილია. თითოეული ნაბიჯი
გამოიწვევს შემდეგს, და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ მებრძოლის პოტენციალი
სრულად არ განხორციელდება.
***
ცნობიერების ჭეშმარიტი საიდუმლო აღგვავსებს ჩვენ. ეს იდუმალება მჟღავნდება
ჩვენს ყოველ პოზაში, ჩვენ ფაქტიურად გაჯერებული ვართ წყვდიადით და კიდევ
რაღაცით - გამოუხატავით და აუხსნელით. და საკუთარ თავზე სხვანაირად ფიქრი,
არის სიგიჟე. ამიტომ, არ ღირს თვალების დახუჭვა შინაგან საიდუმლოზე, არ ეცადო
მოაქციო იგი საღი აზრის ფარგლებში, ან უთანაგრძნო საკუთარ თავს.
***
გაგება - არის ორი სახის. პირველი - მხოლოდ ლაქლაქია, ემოციების ციმციმი და
მეტი არაფერი. მეორე - არის შეკრების წერტილის ცვლილება. ამგვარი აღქმა არ არის
კავშირში ემოციურ ამოხეთქვებთან, ის არის კავშირში მოქმედებასთან. ემოციური
ცნობიერება წლების შემდეგ მოდის, როდესაც მებრძოლი აფიქსირებს შეკრების
წერტილს და იწყებს მის გამოყენებას.
***
მებრძოლი ყოველთვის ცოცხლობს სიკვდილის გვერდით. მებრძოლმა იცის, რომ
სიკვდილი ყოველთვის ახლოსაა და ამ ცოდნიდან იღებს გამბედაობას, რომ შეხვდეს
ნებისმიერ მოვლენას. სიკვდილი - არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ჩვენ
შეგვემთხვას. მაგრამ რადგან სიკვდილი - ჩვენი ბედია და ის გარდაუვალია, ჩვენ
თავისუფლები ვართ. იმან, ვინც ყველაფერი დაკარგა, არაფრის არ ეშინია.
***
მებრძოლი არ მიემართება ამოუცნობში, რომელსაც აღვივებს სიხარბე. სიხარბე
მხოლოდ ჩვეულებრივ ცხოვრებაში მუშაობს. იმისთვის, რომ გაყინულმა სულმა
გადაესვას მოგზაურობაში და იხილოს სხვა სამყაროების წარმოუდგენელი
სივრცეებით, საჭიროა რაღაც სიხარბეზე უფრო შთამბეჭდავი. სიყვარული. საჭიროა
სიცოცხლის, თავგადასავლების და საიდუმლოებების სიყვარული. უნდა ფლობდე
ამოუწურავ ცნობისმოყვარეობას და უზარმაზარ გამბედაობას.
***
მებრძოლი ფიქრობს მხოლოდ ცნობიერების საიდუმლოებაზე, რადგან მხოლოდ ეს
არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ცოცხალი არსებები ვართ და სიკვდილი ჩვენი ბედია,
ხოლო ჩვენი ცნობიერება უნდა დავაბრუნოთ იქ, საიდანაც ის მივიღეთ. მაგრამ თუ
ჩვენ შევძლებთ ამ ყველაფრის ცოტათი შეცვლას, მაშინ წარმოიდგინეთ რა
საიდუმლოებები გველოდება წინ! რა საიდუმლოებები!
კომენტარები

წიგნი «შინაგანი ცეცხლი» იყო ფლორინდა მათუსის კიდევ ერთი გავლენის შედეგი
ჩემს ცხოვრებაზე. ამჯერად მან შემომთავაზა ყურადღება გამემახვილებინა დონ
ხუანის მასწავლებელზე, ნაგუალ ხულიანზე. როგორც თავად ფლორინდა და ჩემი
ყურადღებიანი კონცენტრაცია მკარნახობდა ეს კაცი, ნაგულ ხულიან ოსორიო
საკმაოდ კარგი მსახიობი იყო და არა მხოლოდ მსახიობი, არამედ საკმაოდ
თავაშვებული ადამიანიც, რომელიც დაკავებული იყო ქალების გარყვნით -
სხვადასხვა ქალების, რომლებთანაც მას ურთიერთობა ჰქონდა თეატრალური
წარმოდგენების დროს. ის იმდენად დაუფიქრებელი იყო, რომ საბოლოოდ გაიფუჭა
ჯანმრთელობა და დაავადდა ტუბერკულოზით.
ერთ დღეს მისმა მასწავლებელმა ნაგუალ ელიასმა ის ქალაქ დურანგოს მახლობლად
მდებარე ღია მინდორში იპოვა, როდესაც მან აცდუნა მდიდარი მიწათმფლობელის
ქალიშვილი. მსახიობური ძალისხმევიდან მას დაეწყო სისხლდენა, რომელიც მალე
იმდენად ძლიერი გახდა, რომ იგი სიკვდილის პირას იყო. ფლორინამ თქვა, რომ
ნაგუალ ელიასმა დაინახა, რომ მსახიობს ვერაფრით დაეხმარებოდა. მისი განკურნება
უბრალოდ შეუძლებელი იყო და ერთადერთი, რისი გაკეთებაც ელიას შეეძლო - იყო
სისხლდენის შეჩერება. ამის შემდეგ, მან ჩათვალა საჭიროდ, რომ მსახიობისთვის
ერთი შეეთავაზება გაეკეთებინა.
- დილის ხუთ საათზე მივდივარ მთებში, - უთხრა მან. - ქალაქის გასასვლელში
შევხვდებით. აუცილებლად მოდი. თუ არ მოხვალ, ბევრად ადრე მოკვდები, ვიდრე
შენ ფიქრობ. შენთვის ერთადერთი ხსნა, ჩემთან ერთად წამოსვლაა. მე ვერასოდეს
შევძლებ შენს განკურნებას, მაგრამ შემიძლია შეცვალო შენი მოძრაობის
მიმართულება უფსკრულისაკენ, რაც შენი სიცოცხლის გარდაუვალ დასასრულს
მიანიშნებს. მე წაგიყვან ძალიან შორს ამ უფსკრულიდან - მარცხნივ ან მარჯვნივ. შენ
იცხოვრებ მანამ, სანამ მასში არ გადაიჩეხები. შენ ვერასდროს გამოჯანმრთელდები,
მაგრამ იცოცხლებ.
ნაგუალ ელიასს ამ მსახიობის დიდი იმედი არ ჰქონდა, ის იყო - ზარმაცი,
უსინდისო, გულგრილი და ალბათ, მშიშარა. ამიტომ ის გაუკვირვებული დარჩა,
როდესაც მეორე დილას, ხუთ საათზე, დაინახა, რომ მსახიობი მას ქალაქის
გასასვლელში ელოდა. მან წაიყვანა იგი მთებში და დროთა განმავლობაში, ეს
მსახიობი გახდა ნაგუალ ხულიანი - ტუბერკულოზით დაავადებული, რომელიც ვერ
გამოჯანმრთელდა, მაგრამ, მაინც იცხოვრა 107 წელი, უფსკრულის პირას მდგომმა.
- რასაკვირველია, შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დააკვირდე იმას, თუ როგორ
დაიარება ნაგუალ ხულიანი უფსკრულის კიდეზე, - ერთხელ მითხრა ფლორინდამ. -
ნაგუალ ხუან მათუსი არასოდეს ინტერესდებოდა ამით. მისთვის ყველაფერი ეს
ზედმეტი იყო. მაგრამ შენ არ ხართ ისეთი ნიჭიერი, როგორიც ნაგუალ ხუან მათუსი
იყო. შენთვის, როგორც მებრძოლისთვის, ზედმეტი არაფერი არ არის. შენ უნდა
უზრუნველყო ის, რომ ძველი მექსიკის შამანების აზრებმა, გრძნობებმა და
წარმოდგენებმა შეფერხების გარეშე მოაღწიოს შენამდე.
ფლორინდა მართალი იყო. მე არ მქონდა ნაგუალ ხუან მათუსის შესაძლებლობები.
როგორც იგი ირწმუნებოდა, ჩემთვის არაფერი იყო ზედმეტი. მე მესაჭიროებოდა
ნებისმიერ დამხმარე აქსესუარი, ნებისმიერ დეტალში. მე არ შემეძლო ძველი
მექსიკის შამანების რაიმე აზრის ან იდეის გამოტოვება, რამდენადაც შორეული არ
უნდა ყოფილიყვნენ ისინი.
ნაგუალ ხულიანის უფსკრულის პირას სიარულზე დაკვირვება გულისხმობდა, რომ
ჩემი გახსენების ფოკუსირების შესაძლებლობა, შეიძლებოდა გაფართოვებულიყო იმ
შეგრძნებებამდე, რომელთაც თავად ნაგუალ ხულიანი განიცდიდა, სიცოცხლისთვის
ბრძოლაში. მე თავიდან ფეხებამდე გაოგნებული დავრჩი როცა გავიგე, რომ ამ
ადამიანის ბრძოლა მიმდინარეობდა ყოველ წამიერად, მის საშინელ ჩვევებსა და
არაჩვეულებრივ მგრძნობელობას შორის, ერთი მხრივ და მის ძლიერ გადარჩენის
სურვილს შორის - მეორეს მხრივ. მისი ბრძოლები არ იყო ერთჯერადი; ეს იყო
დაუოკებელი, დისწიპლინირებული ბრძოლა წონასწორობის შესანარჩუნებლად.
უფსკრულის პირას სიარული გულისხმობდა ბრძოლას, ისეთ წერტილამდე
აყვანილს, სადაც ყოველი წამი მნიშვნელოვანია. სისუსტის ერთ წამსაც შეეძლო
გამოეწვია ნაგუალ ხულიანის ამ უფსკრულში გადაჩეხვა.
ამასთან, ასეთი დაძაბულობა მსუბუქდებოდა, თუ ის აპყრობდა საკუთარ
შეხედულებას, ყურადღებას, შეშფოთებას და კონცენტრაციას იმაზე, რასაც
ფლორინდა უწოდებდაა «უფსკრულის პირს ». რაც არ უნდა დაენახა იქ, ის ვერაფრით
იქნებოდა ისეთი უიმედო, როგორც ის, რაც ძველი ჩვევების დაეუფლების დროს
ემართებოდა მას. როდესაც ასეთ მომენტებში ვუყურებდი ნაგუალ ხულიანს,
მეჩვენებოდა, რომ სულ სხვა პიროვნებას ვადევნებდი თვალს - ადამიანს, რომელიც
იყო უფრო მშვიდი, განდეგილი და კონცენტრირებული.
უმნიშვნელოვანესი კონცეფციები «მდუმარების ძალიდან»
***
არ შეიძლება ითქვას, რომ დროთა განმავლობაში მებრძოლი სწავლობს შამანიზმს, -
უფრო ზუსტი იქნებოდა გვეთქვა, რომ დროთა განმავლობაში ის ენერგიის დაზოგვას
სწავლობს. ეს ენერგია მას აძლევს შესაძლებლობას, რომ გამოიყენოს ენერგეტიკული
ველები, რომლებიც არ მონაწილეობენ ჩვენს ყოველდღიურ სამყაროს აღქმაში.
შამანიზმი - არის ცნობიერების მდგომარეობა, ენერგეტიკული ველების გამოყენების
უნარი, რომლებიც არ მონაწილეობენ, ჩვენთვის ნაცნობ ყოველდღიურ სამყაროს
აღქმაში.
***
სამყაროში არის განუზომელი და აღუწერელი ძალა, რომელსაც შამანები უწოდებენ
განზრახვას და აბსოლიტურად ყველაფერი, რაც სამყაროში არსებობს,
დაკავშირებულია ერთმანეთთან განზრახვის რგოლით. მებრძოლები ცდილობენ,
რომ გაიგონ და გამოიყენონ დამაკავშირებელი რგოლი. ისინი განსაკუთრებით
ზრუნავენ გაასუფთავონ ის, ყოველდღიური ცხოვრების შრომის დამქანცველი
ეფექტისგან. შამანიზმი - ამ დონეზე შეიძლება განისაზღვროს, როგორც გამწმენდი
პროცესი დამაკავშირებელ რგოლთან.
***
შამანებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კავშირი აქვთ წარსულთან, მაგრამ არა მათ
პირად წარსულთან. შამანებისთვის, მათი წარსული იმ საქმეებში მდგომარეობს, რაც
სხვა შამანებმა გააკეთეს. ჩვეულებრივი ადამიანი ასევე დაკავებულია წარსულის
ანალიზით, მაგრამ ის ამას პირადი მიზეზების გამო აკეთებს. ასეთ შემთხვევებში
შამანები საპირისპიროთი არიან დაკავებულნი - ისინი მიმართავენ თავიანთ
წარსულს იმისთვის, რომ დააწესონ ათვლის წერტილი, რაც მათთვის ნიშნავს
დამაკავშირებელი რგოლის გაწმენდას განზრახვასთან.
***
ჩვეულებრივი ადამიანი ასევე იკვლევს წარსულს. მაგრამ ის წარსულით
განსაზღვრავს საკუთარ თავს, მისი საკუთარი წარსულით ან მისი დროის წარსული
ცოდნით. იგი ამას იმისთვის აკეთებს, რომ მოუძებნოს გამათლება თავის საქციელს
აწმყოში ან მომავალში. ან იმისთვის, რომ იპოვნოს საკუთარი თავის მოდელი.
***
სული გამოხატავს მებრძოლს ყოველ წუთში. მაგრამ ეს არ არის მთელი სიმართლე.
სინამდვილეში, სული გამოხატავს საკუთარ თავს თანაბარი ინტენსივობით
ნებისმიერ ადამიანთან მიმართებაში, მაგრამ მხოლოდ მებრძოლი არის განწყობილი,
რომ მასთან ურთიერთობაში შევიდეს.
***
მებრძოლები ლაპარაკობენ შამანიზმზე, როგორც ჯადოსნურ და იდუმალ
ფრინველზე, რომელიც დროებით აჩერებს ფრენას, რათა ადამიანს მისცეს იმედი და
მიზანი, მებრძოლები ცხოვრობენ ამ ფრინველის ფრთების ქვეშ, რომელსაც ისინი
უწოდებენ სიბრძნის ფრინველს, თავისუფლების ფრინველს, ისინი მას კვებავენ
საკუთარი ერთგულებითა და სრულყოფილებით. მებრძოლებმა იციან, რომ
თავისუფლების ფრინველის ფრენა ყოველთვის სწორ ხაზოვანია, მას არ შეუძლია
წრეზე ფრენა, ან უკან დაბრუნება, თავისუფლების ფრინველს შეუძლია მხოლოდ
ორი რამის გაკეთება - წაიყვანოს მებრძოლი თავისთან ან დატოვოს იგი უკან.
***
მებრძოლისთვის სული არის აბსტრაქტული იმიტომ, რომ მას იგი შეიცნობს
სიტყვების და აზრების გარეშე. ის აბსტრაქტულია, რადგან მებრძოლს ვერც კი
წარმოუდგენია, თუ რა არის სული. მიუხედავად იმისა, რომ მებრძოლს არ აქვს
არანაირი შანსი და სურვილი შეიცნოს სული, ის ოპერირებს მისით. მებრძოლი ცნობს
მას, ეძახის მას, ეცნობა და გამოხატავს მას, თავისი ქმედებებით.
***
ჩვეულებრივი ადამიანის, განზრახვასთან დამაკავშირებელი რგოლი თითქმის
მკვდარია, მებრძოლთა უმეტესობა მსგავსი რგოლით იწყებს, რომელიც სრულიად
უსარგებლოა თავისი დამოუკიდებლად მოქმედების არ ქონის გამო. ამ კავშირის
გაღვივების მიზნით, მებრძოლს სჭირდება უდრეკი, უძლიერესი
მიზანმიმართულობა - გონების განსაკუთრებული მდგომარება, რომელსაც ეწოდება
უდრეკი განზრახვა.
***
ადამიანის ძალა უსაზღვროა, სიკვდილი კი არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ
დაბადების მომენტიდან განზრახული გვაქვს სიკვდილს. სიკვდილის განზრახვა
შეიძლება შეჩერდეს შეკრების წერტილის პოზიციის ცვლილებით.
***
სტალკინგის ხელოვნება მოითხოვს შენიღბვის ხელოვნების უმაღლეს დონეზე
სწავლას. დეტალები, ისეთ დონეზე უნდა ისწავლო, რომ ვერავინ მიხვდეს, რომ შენ
ინიღბები. ამისათვის შენ უნდა იყო დაუნდობელი, მოხერხებული, მომთმენი და
თავმდაბალი. მაგრამ დაუნდობლობა არ უნდა იყოს - სისასტიკე, მოქნილობა -
მზაკვრობა, მოთმინება - გულგრილობა და სიმდაბლე - სისულელე.
***
მიუხედავად იმისა, რომ მებრძოლის მოქმედებები მიზანმიმართული ფარული
მიზნის მიღწევისკენ, მას არაფერი აქვს საერთო პირად სარგებელსთან. ჩვეულებრივი
ადამიანი მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაძლებელია რაიმე სარგებლის
მიღება. მებრძოლები ამბობენ, რომ ისინი მოქმედებენ სულისკვეთებისთვის და არა
სარგებლისთვის.
***
ძველმა მხედვარებმა, თავიანთი ხედვის წყალობით, პირველად შეამჩნიეს, რომ
ნებისმიერი უჩვეულო ქცევა იწვევს შეკრების წერტილში რხევას. მალე მათ
დაადგინეს, რომ თუ სისტემატიურად ვავარჯიშებთ და ცნობიერადად მივმართავთ
მსგავს ქცევას, საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს შეკრების წერტილის ცვლილებას.
***
მდუმარებით შეძენილი ცოდნა სხვა არაფერია, თუ არა უშუალო კონტაქტი
განზრახვასთან.
***
შამანიზმი - არის მოგზაურობა, დაბრუნების მიზნით. მებრძოლი გაიმარჯვების
შემდეგ უბრუნდება სულს, ჯოჯოხეთის გავლით და ჯოჯოხეთიდანაც მოაქვს მას
ჯილდო. ერთ-ერთი ასეთი ჯილდოა თანაგრძნობა.
***
მებრძოლებს, როგორც სტალკერებს, სრულყოფილად ესმით ადამიანური ქცევა. მათ
ესმით, მაგალითად, რომ ადამიანები არიან ინვენტარული სიის ნაყოფი. ესა თუ ის
განსაკუთრებული ინვენტარის ცოდნა ადამიანს ხდის, შეგირდს ან მის სფეროში
ოსტატს.
***
მებრძოლებმა იციან, რომ თუ ჩვეულებრივი ადამიანის ინვენტარის სია იწყებს
ნგრევას, ეს ადამიანი აფართოებს მას, თუ არა და მისი თვითრეფლექსიის სამყარო
იშლება. ჩვეულებრივ, ადამიანი ცდილობს თავის ინვენტარში შეიტანოს ახალი
თემები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ ინვენტარის ფუნდამენტურ წესრიგს.
თუმცა თუ თემები ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, ადამიანის გონება ირღვევა.
ინვენტარის სია - არის გონება. მებრძოლები ამას ითვალისწინებენ, როდესაც
ცდილობენ თვითრეფლექსიის სარკის დამსხვრევას.
***
მებრძოლები ვერასდროს ვერ აშენებენ ხიდს, რომელიც ჩვეულებრივ ხალხთან
დააკავშირებს მათ. მაგრამ თუ ხალხს მოუნდება ამის გაკეთება, - სწორედ მათ უნდა
ააგონ მსგავსი ხიდი, რომელიც მათ მებრძოლებთან დააკავშირებს.
***
იმისთვის, რომ შამანიზმის საიდუმლოება ხელმისაწვდომი გახდეს ნებისმიერი
ადამიანისთვის, ასეთ დაინტერესებულ პიროვნებაზე სული უნდა გადმოვიდეს.
უბრალოდ თავისი ყოფნით, სულს გადაყავს ადამიანის შეკრების წერტილი
გარკვეულ მდგომარეობაში. ზუსტად ეს პოზიციაა შამანებისთვის ცნობილი, როგორც
ადგილი, მწუხარების გარეშე.
***
არ არსებობს რეალური პროცედურა, რომელიც შეკრების წერტილს აიძულებდა
გადაადგილებას ადგილზე სადაც მწუხარება არ არსებობს. სული ეხება ადამიანს და
მისი აწყობილი წერტილი იცვლება. ეს ერთადერთი შესაძლებლობაა.
***
ერთადერთი რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაგიით აღვივსოთ, - უნდა
განვდევნოთ ეჭვები გონებიდან. ეჭვების განდევნისთანავე ყველაფერი შესაძლებელი
ხდება.
***
ადამიანის შესაძლებლობები იმდენად უსაზღვრო და იდუმალია, რომ მებრძოლები
ამაზე ფიქრის ნაცვლად, იყენებენ მას, ყოველგვარი იმედის გარეშე, რომ ისინი
როდესმე შეძლებენ ყოველივე ამის გააზრებას.
***
ყველაფერი, რასაც მებრძოლები აკეთებენ, არის მათი აწყობის წერტილის
გადაადგილების შედეგი. და ასეთი ძვრები დამოკიდებულია მხოლოდ ენერგიაზე,
რომელიც მათთვის არის ხელმისაწვდომი.
***
აწყობის წერტილის ნებისმიერი ცვლილება ნიშნავს, გადაჭარბებული პიროვნული
ინდივიდუალობისგან თავის დაღწევას, რაც ითვლება თანამედროვე ადამიანის
განმასხვავებელ ნიშად. შამანები თვლიან, რომ აწყობის წერტილის პოზიცია არის ის,
რაც თანამედროვე ადამიანის მომაკვდინებელი ეგოიზმის მიზეზია, რომელიც
მთლიანად არის დაკარგული საკუთარ გამოსახულებაში. როდესაც ადამიანმა
დაკარგა შემოქმედთან დაბრუნების იმედი, მან დაიწყო სიმშვიდის ძებნა თავის
პიროვნებაში. ამ საქმეში მან წარმატებას მიაღწია და შეძლო შეკრების წერტილის
მკაცრად განსაზღვრულ მდგომარეობაში დაფიქსირება, რითაც დაამკვიდრა
საკუთარი თავის ხატება. ასე რომ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ შეკრების
წერტილის ნებისმიერი მოძრაობა ჩვეული პოზიციიდან, ასე თუ ისე აიძულებს
პიროვნებას, თავი დააღწიოს თვითრეფლექსიას და მის თანმხლებ, საკუთარი თავის
მნიშვნელობის გრძნობას.
***
მებრძოლის გზაზე მთავარი ამოცანა, არის საკუთარი თავის მნიშვნელობის
გრძნობის განადგურება. ყველაფერი რასაც მებრძოლი აკეთებს, ამ მიზნის მიღწევას
ემსახურება.
***
შამანებმა გამოავლინეს საკუთარი თავის მნიშვნელობის გრძნობა და დაადგინეს,
რომ ის არის საკუთარი თავის სიბრალული, რომელიც ამოფარებულია სხვა
მოვლენას.
***
ყოველდღიური ცხოვრების სამყაროში ადამიანს შეუძლია მარტივად შეცვალოს
სიტყვა ან გადაწყვეტილება. ერთადერთი უცვლელი რამ ამ სამყაროში - არის
სიკვდილი. მეორეს მხრივ, შამანების სამყაროში შესაძლებელია გადაიდოს
სიკვდილი, მაგრამ არა მებრძოლის სიტყვა. შამანების სამყაროში არ შეიძლება
გადაწყვეტილების შეცვლა ან გადახედვა. ერთჯერ მიღებული გადაწყვეტილება,
სამუდამოდ ძალაში რჩება.
***
ადამიანის ბუნების ერთ-ერთი ყველაზე დრამატული თვისება, არის საშინელი
კავშირი სისულელესა და რეფლექს შორის. ზუსტად სისულელეა ის, რაც
ჩვეულებრივ ადამიანს აიძულებს უარყოს ყველაფერი, რაც არ შეესაბამება მის
რეფლექსურ მოლოდინებს. მაგალითად, ჩვეულებრივი ადამიანისთვის,
შეუძლებელია შეფასება ცოდნის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტის: აწყობის
წერტილის არსებობის და მისი გადანაცვლების შესაძლებლობის ფაქტი.
***
რაციონალური პიროვნების ურყევი სურვილი, დაიცვას საკუთარი თავის ხატება -
არის შესაძლებლობა, რომ საიმედოდ დააზღვევიოს საკუთარი უმეცრება.
მაგალითად, ის უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ შამანიზმი - არ არის შელოცვები,
მაგიური ფორმულები, ფოკისების ნაკრები, არამედ ის არის აღქმის თავისუფლება,
არა მხოლოდ ყოველდღიურ სამყაროში, არამედ ადამიანისთვის ხელმისაწვდომ
ნებისმიერ სხვა სამყაროში. სწორედ აქ არის, ჩვეულებრივი ადამიანის სისულელე
ყველაზე საშიში. ის ცახცახებს იმ აზრის წინ, რომ თავისუფლება არის აუცილებელი.
არადა ის ხომ ასე ახლოსაა.
***
ადამიანისთვის ყველაზე დიდი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ინტუიციურად
ის გრძნობს თავის ფარულ რესურსებს, მაგრამ ვერ ბედავს მათ გამოყენებას. სწორედ
ამიტომ ამბობენ მებრძოლები, რომ ადამიანი იმყოფება სისულელესა და
უცოდინარობას შორის. მათი თქმით, ადამიანებს ყველაზე მეტად ახლა სჭირდებათ,
ახალი იდეების სწავლება, რომელიც შეეხებოდა მათ შინაგან სამყაროს - ვგულისხმობ
შამანურ იდებს და არა სოციალურს - იდეების, რომლებიც ადამიანს დააყენებდა
უცნობის პირისპირ, საკუთარი სიკვდილის პირისპირ. ყველაზე მეტად სწორედ ახლა
გვესაჭიროვება, აწყობის წერტილის საიდუმლოებების შესწავლა.
***
სული გვისმენს მხოლოდ მაშინ, როცა ის, ვინც მას ესაუბრება, საუბრობს ჟესტებით.
ეს ჟესტები არ არის ნიშნები ან სხეულის მოძრაობები - ეს არის ჭეშმარიტად
ბუნებრივი ქმედებები, დიდსულოვნების მოქმედებები და იუმორი. ჟესტების სახით,
ჯადოქრები გამოხატავენ ყველაფერს საუკეთესოს და თავაზობენ ამას აბსტრაქტულს.
კომენტარები

***
ჩემმა ბოლო წიგნმა დონ ხუანის შესახებ, მიიღო სახელწოდება «მდუმარების ძალა» -
ის შეარჩია ჩემმა რედაქტორმა; მე მას ვუწოდებდი «შინაგან მდუმარებას». ამ წიგნზე
მუშაობის დროს, ძველი მექსიკის შამანების შეხედულებები ჩემთვის სრულიად
აბსტრაქტული გახდა. ფლორინდა წინააღმდეგი იყო ჩემი აბსტრაქტულში ჩაძირვის.
იგი ცდილობდა ჩემი ყურადღება გადაეტანა ძველი შამანების ტექნიკის სხვა
ასპექტებზე, ან უბრალოდ ცდილობდა ჩემი ყურადღების გაფანტვას მისი
სკანდალური ქცევით. თუმცა, ვერაფერი ახერხებდა ჩემი ყურადღების გაფანტვას ამ
ლტოლვისაგან, რომელიც გადაულახავი ჩანდა.
***
«მდუმარების ძალა» - არის ინტელექტუალური მიმოხილვა ძველი მექსიკელი
შამანების აზროვნების, მისი ყველაზე აბსტრაქტული ფორმით. როდესაც
მარტოობაში ვმუშაობდი ამ წიგნზე, მეუფლებოდა ამ ადამიანების განწყობა და
ვგრძნობდი მათ ლტოლვას მეტი ცოდნის მიღებისკენ, რაც ერთგვარი რაციონალური
მეთოდით ვლინდებოდა. ფლორინდამ განმიმარტა, რომ საბოლოოდ ეს შამანები
გახდნენ ძალიან ცივისისხლიანები და განდეგილები. მათთვის უკვე აღარ არსებობდა
არაფერი თბილი. ისინი მთლიანად ჩაძირულნი იყვნენ ძებნაში და მსგავსი
ადამიანური სიცივე იყო მცდელობა, საკუთარი თავის ცივ უსასრულობასთან
შეწყობის. მათ წარმატებით შეცვალეს თავიანთი ადამიანური ხედვა ისე, რომ ის
სრულიად მისადაგებოდა ამოუცნობის ცივი თვალებს.
***
ამას საკუთარი გამოცდილებიდან ვგრძნობდი და უიმედოდ ვცდილობდი
მოვლენების კურსის შეცვლას. ჯერჯერობით არფერი გამომივიდა. ჩემი აზრები სულ
უფრო და უფრო მეტად ემსგავსებოდა იმ ადამიანების აზრებს, როდესაც მათი ძებნის
დასასრულისკენ მივდიოდი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე სიცილის უნარი დავკარგე.
პირიქით - მთელი ჩემი ცხოვრება იქცა გაუთავებელ სიხარულად, მაგრამ ამავე დროს
ის გახდა უსასრულო და დაუნდობელი ძებნა. უსასრულობა მალე მშთანმთქავს და მე
მსურს მოვემზადო ამისთვის. არ მინდა, რომ უსასრულობამ მშთანმთქოს და მაქციოს
არაფრად, რადგან ჯერ კიდევ მაქვს ადამიანური სურვილები, თბილი
მიჯაჭვულობები და სიყვარული, როგორი ბუნდოვანიც არ უნდა ჩანდეს ისინი. ამ
სამყაროში ყველაფერზე მეტად მსურდა, რომ ამ ხალხის მსგავსი გავმხდარიყავი. მე
არასდროს ვიცნობდი მათ. ერთადერთი შამანი, რომელსაც მე ვიცნობდი, იყო დონ
ხუანი და მისი მოსწავლეები, მაგრამ მათი თვითგამოხატვის გზა, წარმოუდგენლად
შორს იყო იმ სიცივისგან, რომელსაც ინტუიციურად ვგრძნობდი იმ ჩემთვის უცხო
ადამიანებში.
***
იმის გავლენის წყალობით, რომელიც მოახდინა ფლორინდამ ჩემს ცხოვრებაზე, მე
მივაღწიე ბრწყინვალე წარმატებას კონცენტრაციის ხელოვნებაში, როდესაც ჩემს
ურყევ ყურადღებას ვამახვილებდი იმ ადამიანების განწყობაზე, რომლებსაც მე
არასოდეს ვიცნობდი. მე ვამახვილებდი ყურადღებას ამ შამანების განწყობის
გადახედვაზე და აღმოვჩნდი სრულიად ჩაფლული მასში, ყოველგვარი იმედის
გარეშე, რომ იქედან როდესმე განვთავისუფლდებოდი. ფლორინდას არ სჯეროდა,
რომ ჩემი მდგომარეობა უკვე შეუქცევადი გახდა. ის მეხუმრებოდა და ღიად
დამცინოდა.
***
- შენი მდგომარეობა მხოლოდ გეჩვენება შეუქცევადი, - ამბობდა ის - მაგრამ ეს, ასე
არ არის. დადგება ისეთი მომენტი, როდესაც შენ შეიცვლი მოქმედების ადგილს.
შესაძლოა შენ მოიცილებ ყოველ აზრს ძველი მექსიკის შამანების შესახებ. არ არის
გამორიცხული, რომ შენ უარყოფ აზრებს და შეხედულებები იმ შამანებთან
დაკავშირებით, რომლებთანაც შენ შრომობდი, - მაგალითად, ნაგუალ ხუან მათუსთან
დაკავშირებით. შესაძლოა შენ უარყო მისი არსებობა საერთოდ, ვნახოთ. მებრძოლს
არ აქვს შეზღუდვები. მისი იმპროვიზაციის გრძნობა ისეთი მკვეთრია, რომ მას
შეუძლია შექმნას ფსიქიკური კონცეფციები არაფრისგან, მაგრამ ეს არ არის უბრალოდ
ცარიელი კონსტრუქციები, არამედ ეს არის რაღაც მოქმედი და პრაგმატული. ვნახოთ.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ უბრალოდ დაივიწყებთ ყოველივე ამას, სანამ უფსკრულს
შეერწყმები - თუ მოიკრებ იმდენ სითამამეს, რომ უფსკრულის კიდეზე გაიაროთ, თუ
იქნები იმდენად გამბედავი, რომ გზიდან არ გადაუხვიო - შენ მიაღწევ
მებრძოლთათვის დამახასიათებელ დასკვნას წესრიგთან და წონასწორობასთან
დაკავშირებით, რომელიც შენთვის უფრო ღირსეული და ახლო იქნება ვიდრე ძველი
მექსიკელი შამანების თავს მოხვეული შეხედულებები. ფლორინდას სიტყვები იქცა
ერთგვარ ტკბილ და შთამაგონებელ წინასწარმეტყველებად ჩემთვის. შესაძლოა ის
მართალი იყო, და რა თქმა უნდა, ის უეჭველად მართალი იყო, როდესაც
ირწმუნებოდა, რომ მებრძოლის შესაძლებლობები ამოუწურავია. თუმცა იმისთვის,
რომ მე გადავრთულიყავი სხვაგვარად მოწესრიგებულ შეხედულებათა სისტემაზე,
რომელიც უფრო შესაფერისი იქნებოდა ჩემი პიროვნებისთვის, უფსკრულის პირას
უნდა გამევლო - მე კი ეჭვი მეპარება იმაში, რომ მაქვს საკმარისი გამბედაობა და ძალა
მსგავსი გმირობისთვის. თუმცა ვინ იცის?

ნაკვესის დასასრული

You might also like