You are on page 1of 16

ზიგმუნდ ფროიდის

თეორიების გავლენა
ხელოვნებაზე
რეფერატი

იანვარი 20, 2023


საბა სალთხუციშვილი
სარჩევი
შესავალი................................................................................................................................................2
ძირითადი ნაწილი..............................................................................................................................3
შეჯამება...............................................................................................................................................15
ბიბლიოგრაფია.......................................................................................................................................16

1
შესავალი

მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში უამრავი მაგალითია იმისა, თუ როგორ


განაპირობებდა ეპოქა ხელოვნების ცვლილებას და ხელოვნება ეპოქის ცვლილებას.
ამის მაგალითები უამრავია, დაწყებული ანტიკური საბერძნეთიდან, სადაც
ჰედონისტურმა1 ფილოსოფიამ გავლენა მოახდინა ხელოვნებაზე, დამთავრებული
თანამედროვე ხელოვნებით, რომელმაც სინთეზი გააკეთა ტექნოლოგიურ
მიღწევებთან. ხელოვნების და ეპოქის უკუკავშირი ერთმანეთთან საუკუნეების
განმავლობაში აყალიბებდა ახალ ხედვებს, ახალ იდეებს, სოციალურ მოძრაობებს და
ხელოვნების მიმდინარეობებს, რომლებმაც თაობები აღზარდა და მსოფლიო
ისტორიას წარუშლელი კვალი დაამჩნია.

ამ ნაშრომში შევეცდები არა ზოგადად ხელოვნების და სამეცნიერო საზოგადოების


ურთიერთგავლენა მიმოვიხილო, არამედ ფსიქოლოგიის, კერძოდ კი ზიგმუნდ
ფროიდის გავლენას შევეხო ხელოვნებაზე. რატომ გახდა პოპულარული
სახელოვნებო სივრცეში, რა გავლენა მოახდინა მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის
ხელოვნებაზე მისმა იდეებმა, რომელი არტისტები იყენებდნენ ფროიდის იდეებს
ხელოვნების ნიმუშებში და ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს ამ საკითხის კვლევას.
სწორედ ამ საკითხებზე შევეცდები გავამახვილო ყურადღება და იმედი მაქვს
მკითხველისთვის ღირებული იქნება ეს ნაშრომი.

ამ საკითხის კუთხით ძალიან მწირია ინფორმაცია და იშვიათად ინტერესდებიან


მკვლევარები მისი კვლევით. არცაა გასაკვირი, იმდენად ფართოა ხელოვნების
არეალი, რთულია მოძებნო ისეთი ექსპერტი, რომელიც აქცენტს კონკრეტულად
ფროიდის იდეების გავლენაზე გააკეთებს ხელოვნებაში. თუმცა მნიშვნელოვანია ამ
საკითხის კვლევა ორი ძირითადი მიზეზის გამო; პირველი ისაა, რომ მოხდეს სრული
ანალიზი იმ შედეგებისა, რაც ზიგმუნდ ფროიდის მოღვაწეობამ გამოიღო ყველა

1
ჰედონიზმი ფილოსოფიური მიმდინარეობაა, რომელიც ცხოვრების მთავარ მიზნად სიამოვნებას
მოიაზრებს. აქედან გამომდინარეობს მისი სახელწოდებაც: ბერძ. „Hedon“ ნიშნავს სიამოვნებას.

2
სფეროში, დაწყებული ფსიქოლოგიით, დამთავრებული ხელოვნებით; მეორე მიზეზი
კი არის ის, რომ საკითხის ანალიზით, თუ რა გავლენა აქვს ფროდიის იდეებს
ხელოვნებაზე და კონკრეტულად რომელ ხელოვნების ნიმუშებში მოხდა ამ
გავლენების რეალიზება, დაგვეხმარება იმაში, რომ საფუძვლიანი გააზრება მოხდეს ამ
ხელოვნების ნიმუშების და არ დარჩეს ასპექტი, რომელიც კვლევის მიღმა დარჩება. ეს
კი, როგორც საზოგადოებას, ისე ხელოვანებს დაეხმარება იმაში, რომ უფრო მეტად
განავითარონ ხელოვნების აღქმის საკუთარი უნარები და მისი დახვეწის გზებზე
იმუშაონ.

მიუხედავად იმისა, როგორც უკვე აღინიშნა, რომ იშვიათია ნაშრომები, რომლებიც


ფროიდისა და ხელოვნების ურთიერთკავშირის საკითხს ეხება, ამ კუთხით მაინც
არსებობს მწირი, მაგრამ ძალზედ საინტერესო კვლევები. გამოსარჩევია არნოლდ
ჰაუზერის, ჰოვარდ მანსფილდის და ედუარდ სმიტის ნაშრომები ხელოვნებაზე,
რომლებშიც ნახსენებია ავსტრიელი ფსიქოლოგი და მისი იდეების გავლენა
ხელოვნებაზე. ასევე უნდა აღინიშნოს ამანდა ბრაიტონის სტატია, რომელიც 2007
წელს გამოქვეყნდა ჟურნალ „Folio Society”_ში, სადაც საინტერესოდაა მოთხრობილი
ფროიდის იდეების ასახვაზე ენტონი ბერჯესის ნაწარმოებში „მექანიკური
ფორთოხალი“.

ვიმედოვნებ მკითხველისთვის საინტერესო და შემეცნებითი იქნება ეს ნაშრომი,


რომელიც ისეთ საკითხს ეხება, სადაც ფსიქოლოგია და ხელოვნება ერთმანეთთან
მჭიდრო კავშირშია, რაც თავისთავად მრავალმხრივ საინტერესო საკვლევი
ფენომენია.

ძირითადი ნაწილი

სანამ ხელოვნებაზე, არტისტებზე და მათ მიერ ნამუშევრებში გამოყენებულ


ფროიდის იდეებს შევეხებოდეთ, უმჯობესია თავად ეს იდეები მიმოვიხილოთ

3
მოკლედ, რათა სრულყოფილად დავინახოთ სურათი, თუ რა იყო ის მიზეზები, რამაც
ფროიდიანული იდეების პოპულარობა განაპირობა ხელოვნებაში.

უმეტესწილად ადამიანებს ფსიქოლოგიის გაგონებაზე ახსენდებათ ზიგმუნდ


ფროიდი, რომლის სახელიც დღემდე პოპულარულია; ერთი საუკუნის მერეც კი, რაც
პირველად გაეცნო საზოგადოება მის მოსაზრებებს ადამიანის ფსიქიკასთან
დაკავშირებით. მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში ვერც ერთმა დიდმა
ფსიქოლოგმა ვერ შეძლო ფროიდზე მაღლა დამდგარიყო პოპულარობით. რამ
გამოიწვია ეს? რატომ არის დღემდე ფროიდის სახელი და მისი იდეები
გავრცელებული ოცდამეერთე საუკუნეში?

საქმე იმაშია, რომ ავსტრიელი ფსიქოლოგი რევოლუციონერია მის სფეროში. მან


ძირფესვიანი გადატრიალება მოახდინა ფსიქოლოგიაში და საუკუნეების მანძილზე
არსებული შეხედულებები ადამიანის ფსიქიკასთან, მის ქმედებებთან, მოტივაციურ
თუ ნებელობით პროცესებთან, ეჭვქვეშ დადგა. ფროიდმა ადამიანს დაუმატა ის, რისი
არსებობისაც არ სჯეროდა უამრავ ადამიანს გასულ საუკუნეებში და უფრო ადრე.
დღესაც საზოგადოების, თუ სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლების დიდ ნაწილს
არ სჯერა ამ ფენომენის არსებობის. ესაა არაცნობიერი.

ზიგმუნდ ფროიდი წლების განმავლობაში მუშაობდა მძიმე ფსიქიკური


დარღვევების მქონე ადამიანებთან. მისმა მრავალწლიანმა პრაქტიკამ საფუძველი
მისცა ეფიქრა, რომ ადამიანი მხოლოდ ცნობიერი ფსიქიკით არ შემოიფარგლებოდა
და მისი მოტივაციური, თუ ქცევითი პატერნების ახსნაც შეუძლებელი იყო
საუკუნეების მანძილზე დადგენილი დოგმებით. იგი არ იყო პირველი, ვინც
არაცნობიერი ფენომენის არსებობა ახსენა ფსიქოლოგიაში, თუმცა დღემდე ამ
მიმდინარეობის მამად მიიჩნევა და მან თავისი მოღვაწეობის მანძილზე ჩამოაყალიბა
ფუნდამენტური შეხედულებები არაცნობიერ ფსიქიკურ მოვლენებზე. ეს
მიმდინარეობა დღემდე არსებობს და უამრავი მიმდევარიც ჰყავს, როგორც
სამეცნიერო წრეებში, ისე სახელოვნებო სივრცეში (ამ უკანასკნელს ქვემოთ უფრო

4
ვრცლად განვიხილავ). ფროიდმა ერთგვარად მთვარის ბნელი ნაწილი აღმოაჩინა,
რომელიც იქამდე უცნობი და დაფარული იყო. (Storr, 2015)

არაცნობიერის სივრცეში ფროიდმა გამოყო სამი განყოფილება: იდი, ეგო და სუპერ-


ეგო. ფროიდის მიხედვით ამ სამ ქვეტიპს სხვადასხვა ფუნქცია აკისრია და
განსხვავებული ნიშან-თვისებებით გამოირჩევა. იდი - ადამიანის ცხოველური
მხარეა, სექსუალური და ძალადობრივი იმპულსებით სავსე. სუპერ-ეგო - სინდისია,
საზოგადოებრივი მორალი და ადამიანისთვის მისი იდეალური „მე“. ხოლო ეგო მათ
შორის დამაკავშირებელი რგოლია, რომელიც აბალანსებს ამ ორი სტრუქტურიდან
წამოსულ იმპულსებს, რათა საზოგადოებრივი ნორმებიდან არ გადაუხვიოს
ადამიანმა და შეინარჩუნოს ადგილი სოციუმში. (Storr, 2015)

ეს იდეები თავისი ექსკლუზიურობით და ორიგინალურობით გასაოცარია და


დღემდე უამრავი ადამიანის ყურადღებას იპყრობს, თუმცა მხოლოდ ამ თეორიების
წყალობით არ დაიმკვიდრა სახელი ზიგმუნდ ფროიდმა ისტორიაში. ავსტრიელი
ფსიქოლოგის მთავარი საყრდენი პოპულარობის საქმეში გახდა მისი მოსაზრებები
სექსუალობაზე. ფროიდს ეკუთვნის ისეთი თეორიები, როგორიცაა „ოიდიპოსის
კომპლექსი“, „განდევნილი სექსუალობა“, „შინაგანი პოლიგამის თეორია“ და სხვა...
თუ გავითვალისწინებთ იმ კონტექსტს რა დროსაც შეიქმნა ეს თეორიები და ცნობილი
გახდა საზოგადოებისთვის, არც იქნება გასაკვირი ფროიდის გარშემო ატეხილი
ამხელა აჟიოტაჟი. ავსტრიელის მოღვაწეობა მოიცავს მეცხრამეტე საუკუნის
მიწურულს და მეოცე საუკუნის პირველ ნახევარს. ეს ის პერიოდია, როდესაც
ბურჟუაზიული საზოგადოება ნელნელა დაშლას იწყებს და საზოგადოება ახალ
სოციალურ-პოლიტიკურ ძვრებს ელოდება. თუმცა მიუხედავად ბურჟუაზიის
დაღმავლობისა, ამ საზოგადოებაში კვლავაც მკაცრად იყო ტაბუირებული
სექსუალობის საკითხი, ოჯახის და დედის ინსტიტუტი კი კვლავაც მყარად იდგა
ტრადიციების საყრდენზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ნათელია თუ რამხელა
რეზონანსს გამოიწვევდა ფროიდი, რომელიც თავად იყო ბურჟუაზიული

5
საზოგადოების წევრი. დღესაც კი გლობალიზაციის პირობებში, როდესაც
ინფორმაციის ზღვა ნაკადი მოდის ჩვენთან ყოველდღიურად, ამ პირობებშიც კი,
ზიგმუნდ ფროიდის თეორიები ხმამაღალი და ვულგარულია, ასე რომ ფაქტია ის
ტალღა, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს დაიძრა, დღემდე მოდის და
დიდი ალბათობით მომავალშიც გააგრძელებს მსოფლიოზე თავისი კვალის
დამჩნევას.

ეს მცირე მიმოხილვა ზიგმუნდ ფროიდის და მისი მემკვიდრეობისა. ახლა


ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ცვლილებებს განიცდიდა და რა გამოწვევების წინაშე იდგა
lXX – XX საუკუნეების ხელოვნება. მეცხრამეტე საუკუნეში ხელოვნებაში ფესვი
გაიდგა ექსპრესიონიზმმა და იმორესიონიზმმა, ხელოვნების მიმდინარეობებმა,
რომლებიც აქცენტს აკეთებდნენ სუბიექტურ აღქმაზე. დასავლური სამყაროს
ქვეყნები: საფრანგეთი, ჰოლანდია, ესპანეთი, იტალია ხელოვანებისათვის იდეალურ
ადგილად იქცა. სწორედ ეს ქვეყნები გახდა სამომავლოდ იმ ხელოვნების სამშობლო,
რომელმაც მრავალი რევოლუცია და სახეცვლა მოუტანა შემოქმედებით სფეროს. ამ
პერიოდში სოციალურ-პოლიტიკურ გამოწვევებს ეხმიანებოდა ხელოვნებაც, სადაც
თავი იჩინა უკვე სოციალურმა თემატიკამ. მხატვრები ხატავდნენ მუშათა კლასის
წარმომადგენლებს, მუსიკოსები თავისუფლებას უმღეროდნენ, მწერლები კი მომავალ
რევოლუციებზე წერდნენ. სწორედ ეს იყო ნიშანი იმისა, რომ ძველი სოცუალური
წყობილება ინგრეოდა და მასთან ერთად ხელოვნების დარგებიც იცვლიდნენ სახეს.
„დოგმატური, „დავარცხნილი“ ხელოვნების ნაცვლად ჩნდება ნამუშევრები,
რომლებიც მძიმე რეალობას აღწერენ საზოგადოების დაბალ ფენებში და
საზოგადოებრივ პრობლემებზე ახდენენ რეფლექსიას“. (Hauser, 1999)

საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები და ის ხელოვანები, რომლებიც ამ თემის


გარშემო აგებდნენ შემოქმედებას, მიუხედავად იმისა, რომ ზიგმუნდ ფროიდის
მოღვაწეობის პერიოდს დაემთხვნენ, არ დაინტერესდნენ მისი თეორიებით. პირიქით,
პოლიტიკური იდეოლოგიები და მასზე აგებული ხელოვნება ირიდებდა თავიდან იმ

6
ფენომენებს, რომლებიც ფროიდმა შემოიტანა ფსიქოლოგიაში. მათ პროპაგანდისთვის
ვერ გამოიყენებდნენ და ვერც იდეურად დაუკავშირდებოდნენ ამ თეორიებს. „მათ
ინტერესებში სრულებით არ შედიოდა ადამიანის სექსუალურ ბუნებაზე
გაეკეთებინათ აქცენტი. ხშირ შემთხვევაში წვავდნენ ფროიდის ნაშრომებს და
უარყოფდნენ მის მოსაზრებებს. აქედან გამომდინარე ამ პერიოდის სახელოვნებო
სივრცეში ფეხი ვერ მოიკიდა ზიგმუნდ ფროიდის თეორიებმა, რაც პოლიტიკური
პროცესებით იყო განპირობებული“. (Smith, 2012)

ფროიდის იდეებით უფრო მოგვიანებით დაინტერესდნენ ხელოვანები, მაშინ,


როდესაც პოლიტიკური ვნებათაღელვა მეტნაკლებად ჩაცხრა და ხელოვნებამაც
აქცენტის გაკეთება ადამიანზე დაიწყო, არა როგორც მასის ნაწილზე, არამედ როგორც
ინდივიდზე. პირველი დიდი გამოყენება ფროიდის იდეებმა სალვადორ დალის
შემოქმედებაში ჰპოვა. (Shanes, 2012)

სალვადორ დალი გამორჩეული ფიგურაა მხატვრობაში. იგი საკმაო


ექსცენტრულობით და ინდივიდუალიზმით გამოირჩეოდა, რაც მის შემოქმედებაშიც
აისახებოდა. იგი პირველი იყო, ვინც სიუარეალიზმის ცნება შემოიტანა სახელოვნებო
სივრცეში და ასევე ერთ-ერთი პირველი, რომლის შემოქმედებაშიც ადგილი
დაიმკვიდრა ზიგმუნდ ფროიდის ნააზრევმა. დალი ისეთ საკითხებს შეეხო,
როგორიცაა ადამიანი, სამყარო, ადამიანის ფსიქიკა და მასში მიდმინარე პროცესები.
სწორედ ამ უკანასკნელში ჰპოვა განვითარება ფსიქოდინამიკის2 მოძღვრებამ. (Shanes,
2012)

ხელოვნებათმცოდნეები მიიჩნევენ, რომ სალვადორ დალის ნამუშევრები: “დიადი


მასტურბატორი“, „ნარცისის მეტამორფოზა“, „ცეცხლმოკიდებული ჟირაფი“,
„მეხსიერების მუდმივობა“ და სხვა, ფროიდის თეორიების გავლენითაა შექმნილი,
კერძოდ კი მისი მოსაზრებებით სექსუალობაზე და სექსუალურ ტენდენციებზე.

2
ფსიქოდინამიკა - ფსიქოლოგიური მიმდინარეობაა, რომლის ფუძემდებლად ზიგმუნდ ფროიდი
მიიჩნევა. ეს მიმდინარეობა აქცენტს აკეთებს ადამიანის არაცნობიერ ფსიქიკურ მხარეზე, მასში
მიმდინარე პროცესებსა და მისგან გამომავალ იმპულსებზე.

7
(Shanes, 2012) ზუსტი პასუხი ამ მოსაზრებაზე უცნობია. თავად სალვადორ დალი
არასდროს ამხელდა მის ნახატების ქვეშ დამალულ იდეებს და იმ გავლენებს რითიც
შეიქმნა ისინი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ესპანელი მხატვარი პირადად
იცნობდა ფროიდს და მისი ხშირი სტუმარიც იყო, სავარაუდოა, რომ ამ ნამუშევრების
ინსპირაცია ავსტრიელი ფსიქოლოგის თეორიებია. სალვადორ დალის და ზიგმუნდ
ფროიდის კავშირებზე დღემდე მიდის კვლევა ხელოვნებათმცოდნეთა
საზოგადოებაში. რაც ცხადია, არის ის, რომ დალი იყო ერთ-ერთი პირველი,
რომელმაც ფსიქოლოგიური ხედვები ასახა მის შემოქმედებაში. (Mansfield, 2012)

სალვადორ დალის ინერციით მიყვნენ სხვა ხელოვანებიც. მას შემდეგ, როგორც უკვე
ავღნიშნეთ, რაც გადაიარა პოლიტიკურ-სოციალურმა ციებცხელებამ ხელოვანების
აქცენტი ადამიანზე გაკეთდა. 50_იანი წლებიდან ამერიკულ და დასავლეთევროპულ
საზოგადოებაში შეინიშნება ძვრები, რაც გამოწვეული იყო მეორე მსოფლიო ომის
სისასტიკით. (Hauser, 1999) მსოფლიომ თვალნათლივ დაინახა, თუ რისი გაკეთება
შეუძლია სახელმწიფოს, რომლის მთავარი ღირებულება არა ადამიანი, არამედ
კოლექტიური საზოგადოება, ან რასაა. იწყება მოძრაობები ადამიანის უფლებების
დაცვის და მისი უმაღლეს ღირებულებად აღიარების კუთხით. ამ მოძრაობაში
წამყვანი როლი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამერიკას უკავია. ამერიკული,
ტრადიციული საზოგადოება, რომელშიც ქრისტიანული დოგმები ღრმად იყო
ფესვგამდგარი, რღვევას განიცდის. ნელნელა ჩნდებოდნენ ადამიანები,
ახალგაზრდები, რომლებიც ნორმების წინააღმდეგ მიდიოდნენ და არ სცნობდნენ
მშობლების თაობის ღირებულებით სისტემას. სწორედ ამ პერიოდიდან შემოდის
ლიტერატურაში ზიგმუნდ ფროიდის გავლენები. (Smith, 2012)

ამერიკაში 50-60_იან წლებში გამოჩნდა ახალი ლიტერატურული მიმდინარეობა,


მოძრაობა, რომლებსაც „ბიტნიკები“ ან „ბიტ თაობა“ ჰქვია. ამ საზოგადოებაში
ერთიანდებოდნენ ექსცენტრული, რევოლუციური, ამბოხებული ახალგაზრდები,
რომლებიც ცდილობდნენ დანეგრიათ ის სოციალური ურთიერთობის, თუ

8
ტრადიციების ფორმები, რომელშიც აღიზარდნენ. თავადაც ხვდებოდნენ, რომ ამ
წყობის ნგრევა გარდაუვალი იყო და მათი მიზანი პროცესის დაჩქარება იყო. ამ
გაერთიანებაში იყვნენ ისეთი ავტორები, როგორებიც არიან: ალენ გინსბერგი, ჯეკ
კერუაკი, უილიამ ბეროუზი, ჯონ კესიდი და სხვანი... მათი შემოქმედება სავსე იყო
ისეთი საკითხებით, როგორიცაა: სექსი, ნარკოტიკები, თავისუფლება და ძალადობა.
სწორედ ამ საკითებთან მოხდა მათი შემოქმედების და ზიგმუნდ ფროიდის
თეორიების გადაკვეთა. (Pendergast, 2002)

გინსბერგი, ბეროუზი, კერუაკი და სხვანი, მის ნაწარმოებებში სექსუალური


თემატიკით და ძალადობით გაჯერებულ სიუჟეტებს გვთავაზობენ. როგორც
შემდგომში ჯეკ კერუაკმა აღნიშნა ჟურნალ „TIMES“_თან ინტერვიუში, მისი ხედვების
ერთ-ერთ ინსპირაციად ფროიდის თეორიები იქცა. (Pendergast, 2002) ასევე უამრავი
ლიტერატურადმცოდნე მიიჩნევს, რომ სხვა ბიტნიკების შემთხვევაშიც, მათი
ხედვები, ძირითად შემთხვევაში, ემთხვევა ავსტრიელი ფსიქოლოგის მოსაზრებებს,
რაც თავისთავად ნიშნავს მათ მჭიდრო კავშირს ერთმანეთთან. ამ მოძრაობის
მწერლებისთვის, ერთგავარი მისწრება იყო ფროიდის რეზონანსული და მასისთვის
აღმაშფოთებელი იდეები, რადგან სწორედ ამ თემებზე აქცენტის გაკეთებით
დააინტერესებდნენ ისინი იმდროინდელ ამერიკულ საზოგადოებას. მკვლევარების
ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს პერიოდი იყო ფროიდიანული ხედვების ფართო
ასახვის დასაწყისი ლიტერატურულ სამყაროში. (Pendergast, 2002)

ამერიკული „თავისუფლების“ ტალღა ევროპასაც გადმოწვდა. ის მოძრაობა,


რომელიც ამერიკაში დაიწყო, ევროპამ იშვილა, განავითარა და სხვა მოძრაობებს
დაუდო სათავე. ამ პერიოდიდან, 60-70_იანი წლებიდან, ევროპული საზოგადოება
ეცნობა ისეთ ნამუშევრებს, რომელშიც სექსი, ძალადობა და თავისუფლება სრულიად
სხვა მასშტაბებით გვხვდება, ვიდრე იქამდე. ზიგმუნდ ფროიდის თეორიები ამ
პერიოდის ევროპელმა მხატვრებმა, მწერლებმა, პერფორებმა, გამოიყენეს მათ
შემოქმედებაში ისე, როგორც იქამდე არც ამერიკაში და არც სხვაგან არ

9
გამოუყენებიათ. ამ კუთხით აღსანიშნავია ენტონი ბერჯესის ნაწარმოები „მექანიკური
ფორთოხალი“, რომელიც ამ ეპოქაში შეიქმნა და ფროიდის გავლენების ნათელი
გამოვლინებაა. ნაწარმოები მოგვითხრობს მოზარდ ბიჭზე და მის მეგობრებზე,
რომელთა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ძალადობა. იმ პერიოდის ინგლისზე,
სადაც დაპრესილი სექსუალური თუ ძალადობრივი იმპულსები ახალგაზრდებში
ამოხეთქვას იწყებდა. ლიტერატურადმცოდნეების მოსაზრებაა, რომ ამ ნაწამოებს
აშკარა გავლენა ეტყობა ფროიდიანული იდეების. თავად ბერჯესი, მეგობრისადმი
გაგზავნილ წერილში, ასეთ რამეს ამბობს: „ვუყურებ როგორ იხრწნება საზოგადოება
და ვცდილობ ამ პროცესებს სათანადო აღწერა მივცე. მინდა შემოვინახო ეპოქის სახე.
თავად ჩემზე ძალიან მოქმედებს ამ ყველაფრის ყურება, კი იცი შენ... ზუსტად
მართლდება ის პროცესები, რასაც ფროიდი აღწერდა თავის დროზე და იმდენად
მძიმეა ჩემთვის ამ ყველაფრის ყურება, რომ მხოლოდ ფროიდი თუ განკურნავს ჩემ
ფსიქიკურ დარღვევებს“. (Brighton, 2007)

როგორც ავღნიშნეთ, 60-70_იანი წლების დასავლურ ხელოვნებაში ფროიდის


იდეების აღმავლობის ხანა იდგა. ხელოვნების ყველა დარგი, ვიზუალური იქნებოდა
ეს, თუ აუდიალური, იყენებდა ფსიქოლოგის ნააზრევებს. თუმცა, როგორც ყველა
პროცესში, ხელოვნებაშიც დაიწყო ფროიდიანული იდეების გავლენის შემცირება. ეს
პროცესი გულისხმობს იმას, რომ მას შემდეგ, რაც უამრავმა ხელოვანმა ფროიდის
გავლენით დაიწყო ხელოვნების ნიმუშების შექმნა, საზოგადოებისთვის აღარ იყო
უცხო და აღარც რეზონანსული ამ იდეების გაგება. ერთგვარად მიეჩვია დასავლური
სივრცე, მიიღო ეს იდეები და გამოიყენა თვითგანვითარებისთვის, თუ ადამიანის
ფსიქიკის უკეთესად გაგებისთვის. 90_იან წლებში ფაქტობრივად აღარც კი იქმნებოდა
ისეთი ნამუშევრები, რომლებსაც საფუძვლად ფსიქოდინამიკის თეორიები ექნებოდა.
ამ პერიოდის სახელოვნებო სივრცე დეპრესიულმა, მუქი ფერების ხელოვნებამ
მოიცვა, სადაც ფროიდისთვის ადგილი აღარ დარჩა. (Mansfield, 2012)

10
მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის ხელოვნებაში ფროიდის იდეების გავლენა
საგრძნობლად მცირდებოდა, ნამუშევარი, რომელმაც აშკარად და თვალნათლივ
გამოიყენა მისი იდეები და უზარმაზარ წარმატებასაც მიაღწია, ჯერ კიდევ არ იყო
შექმნილი. 1996 წელს ამერიკელმა მწერალმა ჩაკ პალანიკმა დაწერა წიგნი,
სახელწოდებით „მებრძოლთა კლუბი“. ნაწარმოებში სამი მთავარი პერსონაჟია,
რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ნაწარმოების ნარატივის
განვითარებაში. სიუჟეტი მოგვითხრობს ადამიანზე, რომელიც ქმნის მიწისქვეშა
კაცების კლუბს, სადაც ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან და ამ გზით ისინი იმ
პრობლემებისგან დაცლას ახერხებენ, რაც საზოგადოებრივ ცხოვრებასა, თუ პირად
საქმიანობაში აქვთ. (Mansfield, 2012) საქმე იმაშია, რომ ეს ნაწარმოები არის
ალეგორიული და გადატანითი მნიშვნელობით გულისხმობს იმ კონცეფციებს,
რომელიც ზიგმუნდ ფროიდმა შემოიტანა მეცნიერებაში. იდი, ეგო, სუპერ-ეგო,
ძალადობის იმპულსები და არაცნობიერის ფენომენი, ეს ის საკითხებია, რომლებიც
ალეგორიულად გადმოტანილია ნაწარმოების სიუჟეტში, მასში მიმდინარე
მოვლენებსა და პერსონაჟებში. ასევე ნაწარმოები სავსეა ფსიქოლოგიური
ფენომენებით და მისი ალეგორიული გამოვლინებებით. (Smith, 2012)

ლიტეარტურთმცოდნეები არც კამათობენ იმაზე, თუ რა უდევს საფუძვლად ამ


ნაწარმოების დედააზრს. ზოგიერთი მათგანისთვის ეს ნაწარმოები საუკეთესოა იმათ
შორის, რომელიც ფროიდის გავლენებით შეიქმნა და მანამდე შექმნილ
ნამუშევრებისგან განსხვავებით, რომელშიც მხოლოდ ნაწილობრივ იყო
წარმოდგენილი ფროიდის იდეები, ამ ნაწარმოებში მთლიანი სტრუქტურა ამაზეა
აგებული და ერთგვარად განდიდება ხდება ამ თეორიების. დღემდე ეს ნაწარმოები
ავტორის საუკეთესო ნამუშევრად ითვლება და დიდი აღიარებით სარგებლობს
მკითხველებში. ამ ფაქტს ავტორი მხოლოდ საკუთარ სამწერლო ნიჭს, ან ფროიდის
იდეების უნიკალურობას არ უნდა უმადლოდეს. ნაწარმოების პოპულარობის
უმთავრესი მიზეზი გახდა ამავე ნაწარმოების მიხედვით შექმნილი ფილმი.
(Pendergast, 2002)

11
1999 წელს, რეჟისორმა დევიდ ფინჩერმა, გადაიღო ფილმი „მებრძოლთა კლუბი“,
რომელიც დღემდე ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და აღიარებული
კინოშედევრია. ფილმში მონაწილეობას იღებენ ცნობილი ჰოლივუდის
ვარსკვლავები. რეჟისორი, რომელმაც ამ ფილმის გადაღება იკისრა, უდიდესი
რეჟისორულ ტალანტს ავლენს ამ ფილმში. ფილმი აგებულია ნაწარმოების
სტრუქტურაზე, რომელიც თავის მხრივ ფროიდის იდეებს ეყრდნობა, თუმცა ამ
ნამუშევარში ბევრად უფრო დახვეწილია ის დეტალები, რაც წიგნში ფიზიკურად ვერ
იქნებოდა. ის დეტალები, რისი გადმოცემაც მხოლოდ გამომსახველობით
ხელოვნებას შეუძლია, კერძოდ კინოს. იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა ამ
ფილმმა კინოკრტიკოსთა საზოგადოებაში, რომ განახლდა კვლევა ფროიდიანული
იდეების გავლენაზე ხელოვნებაში. ამ საკითხის კვლევა მუდმივად მიდიოდა გასულ
საუკუნეში, თუმცა ზემოდაღწერილი მოვლენების გამო, ხშირად ხდებოდა ისეც, რომ
ეს საკითხი ხელოვნებათმცოდნეების და მკვლევარების ინტერესის გარეთ ხვდებოდა.
(Pendergast, 2002)

ეს არის ძირითადი ის ეტაპები, რომლებიც ფროიდიანულმა იდეებმა გაიარა


ხელოვნებაში, დაწყებული მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან, დამთავრებული
თანამედროვე ხელოვნებამდე. ზემოთ მოყვანილი მაგალითები, რა თქმა უნდა, არაა
ვრცელი და სრული სურათის აღქმაში ვერ დაგვეხმარება. თუმცა აღწერილია ის
ძირითადი ეტაპები, რაც დასავლურ ხელოვნებაში გამოიარა ფროიდის თეორიებმა.

ორი სიტყვით შევეხოთ სხვა კონტინენტების ხელოვნებაში, როგორიცაა: სამხ.


ამერიკა, აზია, აფრიკა, ფროიდის თეორიების ასახვას. სამხ. ამერიკაში ფროიდის
იდეებმა სახელოვნებო სივრცეში ფართოდ ვერ მოიკიდა ფეხი. ამ კონტინენტზე
მოღვაწე მწერლები მაგიური რეალიზმის ჟანრში წერდნენ ნაწარმოებებს, სადაც
სამეცნიერო თემატიკაზე მეტად, მწერლის პირადი ფანტაზია და წარმოდგენები იყო
დომინანტური. აქედან გამომდინარე, ფროიდმა და მისმა იდეებმა საყრდენი ვერ
ჰპოვა ამ კონტინენტზე. აღსანიშნავია კარლოს კასტანედა, პერუელი მწერალი,

12
რომლის შემოქმედების ფოკუსი გაკეთებული იყო ადამიანის ფსიქიკის და
მეტაფიზიკური მოვლენების აღწერაზე. ლიტერატურის მკვლვარების ნაწილი
მიიჩნევს, რომ მცირე, მაგრამ საკუთარი ადგილი მაინც მონახა კასტანედას
შემოქმედებაში ფროიდის იდეებმა. (Smith, 2012)

აფრიკულ ხელოვნებაზეც იგივეს თქმა შეიძლება. ზოგადად, იმ მძიმე პროცესების,


პოლიტიკურ-სოციალური პრობლემების ფონზე, რაც აფრიკულ ქვეყნებს აწუხებდა
გასულ საუკუნეში და დღესაც, არ ვართ განებივრებული ამ კონტინენტზე შექმნილი
ნამუშევრების მრავალფეროვნებით. ამ კონტინენტის ხელოვნება აქცენტს ისეთ
საკითხებზე აკეთებდა, როგორიცაა: რასობრივი ჩაგვრა, ეკონომიკური პრობლემები,
სოციალური გამოწვევები და თავისუფლებისთვის ბრძოლა. აქედან გამომდინარე,
არცაა გასაკვირი, რომ ამ სივრცეში ფროიდის იდეებს, ადამიანის შინაგან ფსიქიკურ
პროცესებზე, გამოხმაურება ვერ მოჰყვა და მისთვის ადგილი არ დარჩა აფრიკულ
ხელოვნებაში. (Smith, 2012)

აზიურ ხელოვნებაშიც არაა ბევრი მაგალითი ფროიდიანული მოსაზრებების


ასახვის, თუმცა ზემოთ აღნიშნულ ორ კონტინენტთან შედარებით გაცილებით მეტად
იქნა გამოყენებული ეს იდეები. განსაკუთრებით აზიურ ხელოვნებაზე და მის
კავშირზე ფროიდთან საუბრისას, უნდა აღინიშნოს იაპონია, რომელშიც ყველაზე
მეტად მოიკიდა ფეხი ამ იდეებმა. (Mansfield, 2012) იაპონელი მხატვრები, მწერლები
და კინორეჟისორები აქტიურად იყენებდნენ და დღესაც იყენებენ ავსტრიელი
ფსიქოლოგის თეორიებს, როდესაც საქმე ადამიანის შიანაგანი ბუნების და
მახასიათებლების აღწერას ეხება. ამ კუთხით უნდა გამოვყოთ ისეთი არტისტები,
როგორებიც არიან: ჰარუკი მურაკამი, იუკიო მიშიმა, შინიჩირო ჰონდა, ჰაიო მიაძაკი
და სხვანი. არცაა გასაკვირი, რომ მაღალგანვითარებული იაპონიის ხელოვნებამ,
რომელსაც მთავარი აქცენტი აღარ აქვს სოციალურ პრობლემებზე გაკეთებული,
ფოკუსში ადამიანი მოაქცია მისი შინაგანი სამყაროთი და ამ გზით ფროიდის
იდეებმაც ასახვა ჰპოვა იაპონურ ხელოვნებაში. (Smith, 2012)

13
რაც შეეხება თანამედროვე ტენდენციებს, იშვიათად, მაგრამ დღესდღეობითაც
შევხვდებით ისეთ ნამუშევრებს, რომლებიც ფროიდის გავლენით იქმნება. ამ
იშვიათობის მიზეზი ისაა, რომ ერთგვარად ყველაფერი ითქვა ხელოვნებაში
ფროიდიანული იდეების თვალსაზრისით და რთულია რაიმე ახლის შექმნა ამ
კუთხით. თუმცა იმდენად დიდია გავლენა ფროიდის იდეების ყველა სფეროზე, რომ
როდესაც საუბარია ადამიანზე და მის შინაგან სამყაროზე, რთულია გვერდი აუარო
ამ მოსაზრებებს და შეუძლებელია ირიბი გამოვლინება მაინც ვერ ჰპოვოს მან
ხელოვნებაში.

შეჯამება

ჩემი ნაშრომის მთავარი მიზანი ისაა, რომ მოკრძალებული წვლილი შევიტანო ამ


საკითხის კვლევაში, რათა იმ ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან
ფსიქოლოგიით, ხელოვნებით და მათი ურთიერთმიმართების საკითხით, ამ
ნაშრომით გარკვეული ცოდნა მიიღონ და მეტად აღეძრათ ინტერესი ამ საკითხის
საფუძვლიანად კვლევისთვის.

სულ ეს იყო ის ძირითადი მახასიათებლები, რითიც ხასიათდება ზიგმუნდ


ფროიდის იდეების გავლენა სახელოვნებო სივრცეში. ფროიდის იდეებს, როგორც
ფსიქოლოგიისთვის, ისე ყველა სფეროსთვის, მათ შორის ხელოვნების განვითარების
საქმეშიც დიდი წვლილი აქვს შეტანილი და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. ამ
საკითხით მეტად დაინტერესება კი, დაგვანახებს ფართო სურათს, რაც ფროიდის
მემკვიდრეობას ახასიათებს: მის შედეგებს, გამოვლინებებს და გავლენებს.
მაქსიმალურად ვეცადე ეს კვლევა ობიექტური, ფაქტებზე დაფუძნებული და ფართო
ხედით წარმოჩენილი ყოფილიყო. იმედი მაქვს უფრო მეტი მკვლევარი
დაინტერესდება მომავალში ამ საკითხის კვლევით, რაც ახალ, აქამდე უცნობ
ასპექტებს ნათელს მოჰფენს, რომელიც ჯერ კიდევ დაფარულია ამ მიმართულებით.
ვიმედოვნებ მკითხველისათვის საინტერესო და პროდუქტიული იყო ამ ნაშრომის

14
კითხვა და იმ საკითხების ანალიზი, რასაც ზიგმუნდ ფროიდის იდეების გავლენა
ჰქვია ხელოვნებაზე.

ბიბლიოგრაფია
Brighton, A. (2007, July 25). Folio Society. https://www.foliosociety.com/

Hauser, A. (1999). Social History of Art, Boxed Set: The Social History of Art: Naturalism,
Impressionism, the Film Age. London, England: Art and Universe.

Mansfield, H. H. (2012). History of Modern Art. Manchester, England: Paramount Publishing.

Pendergast, T. P. (2002). Bowling, Beatniks, and Bell-Bottoms: Pop Culture of 20th-Century America.
Luisiana, USA: Lantern.

Shanes, E. (2012). The Life and Masterworks of Salvador Dalí. Madrid, Spain: Toreador.

Smith, E. W. (2012). The Psychology of Artists and the Arts. Seattle , USA: McFarland & Company.

Storr, A. (2015). Freud: A Very Short Introduction. Oxford , England: OXFORD.

15

You might also like