You are on page 1of 13

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
 
სადოქტორო პროგრამა - ამერიკისმცოდნეობა 
 
 
გიორგი თათარაშვილი 
 
ოლდოს ჰაქსლის ფუტუროლოგიური იდეების გავლენა, 
ფუტუროლოგიურ აზრზე ამერიკაში 
 
 
დოქტორანტის სემინარი 
 
   
​ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი, 
ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანასტასია ზაქარიაძე  
რეცენზენტი: ფილოსოფიის დოქტორი ქეთევან ცხვარიაშვილი 
 
 
 
 
 
თბილისი  
2020 
 

შესავალი 
 

  ვფიქრობ, რთულია ისეთი მასშტაბისა და პიროვნების შემოქმედების ანალიზი და კიდევ უფრო 
რთული  მისი  ფუტუროლოგიის  კვლევა  რამდენიმე  გვერდიან  კვლევაში,  როგორიც  ოლდოს 
ჰაქსლია.  ჰაქსლის  ინტერესი  არაერთი  თემის  მიმართ,  მისი  დაუოკებელი  და  უსაზღვრო 
ცნობისმოყვარეობა, ინტელექტუალს ყოველ დღე ახალ-ახალ შემოქმედებით კარს უღებდა.  

  ოლდოს  ჰაქსლი  დიდად  დაფასებული  და  ცნობილია  თავისი  ნოველებიდან  გამომდინარე და 


ხშირ  შემთხვაში  მას  მხოლოდ  ინგლისელ  მწერლად  და  ინგლისურენოვანი  ლიტერატურის 
ბრწყინვალე  წარმომადგენლად  მოიხსენიებენ,  თუმცა  თავად  ჰაქსლი  თავის  თავს  პირველ 
რიგში,  ფილოსოფოსად  და  სოციოლოგად  მიიჩნევდა  და  და ხშირ შემთხვევაში უარყოფდა კიდეც 
1
რომ  ნოველისტი  გახლდათ  და  ლიტერატურული  წარმოსახვის  უნარსაც  ემდუროდა ,  სწორედ 
ამიტომ  ალბათ  მართებული  იქნება  თუ  ვიტყვით,  რომ  მისი  შემოქმედება  უფრო  მეცნიერული 
კვლევებისგან  შედგებოდა(თუნდაც  მისი  ლიტერატურული  ნოველები)  ვიდრე  გასართობი 
ლიტერატურა,  ისტორიიდან  გამომდინარე  კარგად  ჩანს,  რომ  ჰაქსლის  თანამედროვეები  ამ 
დებულებას  არ  სცნობდნენ,  რადგან  ის  სამყარო,  რომელსაც  ავტორი  ხატავდა  მიუწვდომელ, 
პარადოქსულ  რეალობად  ეჩვენებოდათ,  თუმცა  დღეს  ეს  ყოველივე  აღარაა  გამოგონილი, 
არამედ  რეალობა  გვიმტკიცებს,  რომ  ჰაქსლის  ყოველი  ნოველას,  ესეს,  თუ  კვლევას 
მეცნიერული  ხასიათი  ჰქონდა  და  აქვს.  რთულია  ჰაქსლის  ამ  განსაზღვრებას  არ  დავეთანხმოთ, 
რამეთუ  მისი  შემოქმედება  მრავალმხრივია  და  ერთი  კონკრეტული  საკითხით  არ  ამოიწურება. 
ამასთანავე,  რომ  ის  ბრწყინველა  ნოველისტი  გახლდათ  მისი  სახელი  უფრო  მეტად 
ფუტუროლოგიას  უკავშირდება,  რომლითაცაა  გაჯერებული  მისი  ნაწარმოებები,  კვლევები, 
მოკლე ესეები თუ დაკვირვებები.  

  ყველაფერი  რაც  ჰაქსლის  უკავშირდება  სტანდარტულ  ნორმებს  სცილდება,  როგორც  მისი 


შემოქმედება  ასევე,  მისი  ფიზიკური  აღნაგობაც,  რაც  გარკვეულწილად  კონტრასტს  ქმნის 
ჰაქსლის  პიროვნებასა  და  მის  შემოქმედებას  შორის,  რაზეც  თავის  დროზე  მისი  კოლეგები, 
როგორებიც  იყვნენ  ინგლისელი  მწერალი  კრისტოფერ  იშერვუდი  და  ვირჯინია  ვულფი 
ამბობდნენ,  რომ  ის  გიგანტურ  კალიასაც  კი  ჰგავდა  და  უსაშველოდ  მაღალი  იყო.  საერთოდ 
ყველაფერი  რაც  ჰაქსლისთანაა  დაკავშირებული  ჩარჩოებში  არ  ჯდება  და  სიახლისკენაა 
მიმართული.  

  ნაშრომში,  მსურს  ყურადღება  გავამახვილო  ოლდოს  ჰაქსლის  იდეებზე,  მომავლის 


საკითხებზე,  მის  ფუტუროლოგიაზე  და  კერძოდ  მის  დამოკიდებულებაზე  ამერიკის  შეერთებული 

1
Bernd-Peter Lange​. 1990.​ Classics in Cultural Criticism I: Britain, (The "Cultural Criticism" series consists of three
volumes) volume 1, Frankfurt am Main • Bern • New York • Paris,​ 243-374. 
შტატების  მიმართ,  რაც  წლების  განმავლობაში  მისი  აქტიური  მუშაობით  და  ამერიკაში 
ცხოვრებით  ვლინდება.  ჰაქსლი  ამერიკის  შეერთებულ  შტატებში,  1937  წელს  გადავიდა 
საცხოვრებლად  და  ცხოვრების  უდიდესი  წლები  სწორედ,  კალიფორნიაში,  ლოს-ანჯელესში 
გაატარა,  თუმცა  ამერიკაში წასვლამდეც მას დიდი კავშირი ჰქონდა ამ ქვეყანასთან და ამა თუ იმ 
ამერიკულ  გამომცემლობასთან  ესეებსაც  კი  აქვეყნებდა.  მაგალითად,  როგორიცაა  - 
2
„ამერიკული  კულტურის  პერსპექტივა:  მანქანების  ეპოქის  ანარეკლები“ ,  რომელიც  მან  1927 
წელს  ჰარპერის  ყოველთვიურ  ჟურნალში  გამოსცა,  სადაც  ავტორი  ძირითად  ყურადღებას 
ამახვილებს,  თავისი  თანამედროვე  მეცნიერებისა  და  ახალი  ტექნოლოგიების  გავლენას, 
როგორც  ცალკეულ  ინდივიდებზე  ასევე,  მთლიანად  საზოგადოებაზე.  მეორე  მხრივ,  რაც  მეტად 
მნიშვნელოვანი  და  საგულისხმოა  ჰაქსლი  განიხილავს  იმ  თემებს,  რომელიც  დემოკრატიას 
უკავშირდება  და  იმ  საფრთხეებზე  საუბრობს  რაშიც  შესაძლოა  დემოკრატიული  ქვეყნები, 
კერძოდ  ამერიკის  შეერთებული  შტატები  ჩავარდნენ.  კერძოდ  საუბარია, 
ოლიგარქიულ-პლუტოკრატიულ  მმართველობაზე,  მასობრივ  კონტროლზე,  თავისუფლების 
დაკარგვაზე. ავტორი ამ საფრთხეებს პირველ რიგში ხედავდა იმდროინდელი სავაჭრო სისტემის 
განვითარებული  ფორმებიდან  და  მომხმარებლობაზე  ორიენტირებული  ეკონომიკის 
ჩამოყალიბებიდან,  რომელიც  მართალია  იმ  დროისთვის  ასე  აქტუალური  არ  იყო  მაგრამ, 
ჰაქსლი  ამ ყველაფერს, თავისი ფუტუროლოგიზმით, მომავლის საკითხების კვლევით და მაღალი 
ინტელექტუალური  აპარატით  ხედავდა.  სწორედ  ეს  თემები  დაედო  შემდგომში  საფუძვლად  მის 
მიერ  დაწერილ  უმნიშვნელოვანეს  ნოველას  მთავარ  მოტივად,  საუბარია  „საოცარ  ახალ 
სამყაროზე“.  

  ჰაქსლის  იდეები  და  ნააზრევი  თავისდროინდელი  სამყაროსთვის  მიუწვდომელს 


წარმოადგენდა,  თუნდაც  ერთ-ერთი  ხანგრძლივი  ინტერვიუს  დროს(რომელიც  მთავარი 
შთაგონების  წყარო  გახდა  ჩემთვის  ამ  საკითხზე  მუშაობისთვის),  როდესაც  ამერიკელი 
რესპოდენტი  მას  შეკითხვებს  უსვამს,  ჰაქსლი  მიუღებელ,  არაპოპულარულ  პასუხებს 
სთავაზობს,  რომელიც  რთულად  დასაჯერებელია,  თუმცა  დღეს  რეალობა  ჩვენს  ხელთაა,  ამ 
საკითხებზე და აღნიშნულ ინტერვიუზე ძირითად ნაწილში დაწვრილებით ვისაუბრებ.   

2
​The Outlook for American Culture: Some Reflections in a Machine Age – 1927 წელს 
გამოქვეყნებული ესე, რომელიც ჰაქსლიმ ამერიკაზე და პროგრესის ამერიკულ მოდელზე დაკვირვების შემდეგ 
დაწერა  
 

„ამერიკის მომავალი, მსოფლიოს მომავალია“   

   

  1927 წელს, ხუთი წლით ადრე, სანამ ოლდოს ჰაქსლი „საოცარ ახალ სამყაროზე“ მუშაობას 
დაასრულებდა,  მან  ჰარპერის  ყოველთვიური  ჟურნალისთვის,  აგვისტოს  ნომერში  დაწერა  ესე, 
რომელიც  თავდაპირველად  ამ  სახელით  გამოიცა  ჟურნალში,  „ამერიკული  კულტურის 
პერსპექტივა:  მანქანების  ეპოქის  ანარეკლები“,  ხოლო  1970  წელს,  ესე  ხელმეორედ 
გამოიცემის  შემდეგ  შემდგომი  სახელით  გამოქვეყნდა,  „ამერიკა  და  მომავალი“,  რაც  ალბათ 
იმის  მანიშნებელი  იყო,  რომ  ავტორის  ფუტუროლოგია  მართლდებოდა.  პროგნოზები,  რომელიც 
ამერიკული  კულტურის  და  საზოგადოების  მიმართ იყო გამოთქმული იმდროისთვის გამოგონილ 
რეალობას აღარ წარმოადგენდა.  

  მსურს  შეძლებისდაგვარად  ვისაუბრო  აღნიშნულ  ესეზე,  რომელიც  დღესაც  საკმაოდ 


აქტუალურია  და  დღესაც  იმ  გამოწვევებს  აყენებს  ყურადღების  ცენტრში  რაც,  მთლიანად 
მსოფლიოს  და  ალბათ  ერთადერთ  სუპერსახელმწიფოს,  ამერიკის  შეერთებულ  შტატებს  აქვს. 
აღსანიშნავია,  რომ  ესე  შემდეგი  სიტყვებით  იწყება:  „The  future  of  America  is  the  future 
of  the  world.  Material  circumstances  are  driving  all  nations  along  the  path  in 
wich  America  is  going.  Living  in  the  contemporary  environment,  which  is 
everywhere  becoming  more  and  more  American,  man  feel  a  psychological 
compulsion  to  go  the  American  way.  Fate  acts  within  and  within;  there  is  no 
3
resisting.  For  good  or  for  evil,  it  seems  that  the  world  must  be  Americanized” . 
აღნიშნული ციტატიდან გამომდინარე, თვალნათლივ ცხადია, ესე რა პათოსსაც ატარებს.  

  ავტორი  აღნიშნულ  ესეში,  სიღრმისეულად  განიხილავს  ამერიკას.  როგორც  კულტურულ 


ქვეყანას,  მეორე  მხრივ  ამერიკას,  როგორც  ინდუსტრიულ  რელსებზე  შემდგარ  სახელმწიფოს. 
ჰაქსლი  საუბრობს  იმ  უპირატესობებზე  რასაც,  მანქანების  ერა,  ხელოვნური  ინტელექტის  ერა 
უმზადებს  მსოფლიოს,  რადგან  მთელი  მსოფლიო  ჰაქსლის  თუ  დავესესხებით  ამერიკის 
შეერთებულ  შტატებზეა  გამობმული  ან  მალე  იქნება(1920-იანი  წლების  პერსპექტივიდან)  და 
ასევე  როგორც  მედალს  ორი  მხარე  აქვს,  ჰაქსლი  უფრო  მეტ  ყურადღებას  ამახვილებს  იმ 
ნეგატიურ  ფაქტორებზე,  რომელიც  თან  უნდა  ახლდეს  ასეთ  გამძვინვარებულ 
ინდუსტრიალიზაციას  და  ინდუსტრიალიზაციის  კიდევ  უფრო  რთულ  ფორმას,  რომელსაც 
მანქანების ერა უწოდა. აღნიშნული ესე, შეგვიძლია ამ ორ ნაწილად დავყოთ.  

  აღსანიშნავია,  ის  გარემოება,  რომ  ჰაქსლი  საერთოდ  თავის  შემოქმედებას,  როგორც  უკვე 
აღვნიშნეთ  მეცნიერული  კუთხით  უყურებდა  და  აღნიშნული  ესეც  პირველ  რიგში  უნდა  გავიგოთ 
როგორც  კვლევა,  მიზეზ-შედეგობრივი  ანალიზი  და  ფუტუროლოგიის  ერთ-ერთი  გონივრული 
გამოხატულება.  ავტორი  მომავალზე  დაკვირვებას  ახდენს,  პირველ  რიგში  აწმყოდან 
გამომდინარე.  შესაბამისად  მას  კარგად  ესმის,  რომ  ყოველივე  მისი  თქმული  შესაძლოა, 
ადექვატური  მიზეზების  გამო  მომავალში  არ  ასრულდეს  და  შეუძლებელიცაა  მომავლის  სრული 
განჭვრეტა და ნამდვილი მომავლის საკითხების მკვლევარი პირველ რიგში ინტელექტუალი უნდა 
4
იყოს და შემდგომ „წინასწარმეტყველი“.   

  ავტორი  ესეში,  საუბრობს  მანქანების  მხრებზე  მდგარი  ინდუსტრიალიზაციის  დადებით 


ფაქტორებზე,  კერძოდ  იმ  მძიმე  სამუშაოს  გადანაწილებაზე  ადამიანის  მხრებიდან,  რომელსაც 
„მანქანების  ერამდე“  ადამიანი  კისრულობდა  თავის  თავზე,  შესაბამისად  გათავისუფლებულ 
დროზე  და  უფრო  ფართო  ჰორიზონტის  გაშლაზე  ადამიანისთვის.  ტექნოლოგიური  წინსვლა. 
რომელიც  1920-იანი  წლების  ბოლოს  უკვე  სახეზე  იყო,  მრავალ  შესაძლებლობას  აძლევდა 
ადამიანს  დადებითად  გამოეყენებინა  ეს  სიკეთეები  და  ჰაქსლი  ამ  სიკეთეებზეც  დეტალურად 

3
​Huxley Aldous. 1927. The Outlook for American Culture: Some Reflections in a Machine Age, 
Harper’s magazine, August 1927 (An Electronic edition). 
4
Huxley A​ldous​. 1930. In Modern Writers At Work; Piercy, J. K., Ed.; The Macmillan Company: New York, p 45-56. 
http://tienganh.net/archive/index.php/t-6177.html​.  
საუბრობს,  „Machinery  has  set  up  a  tendency  towards  the  realization  of  a  fuller 
5
life” ,  ჰაქსლი  წინამდებარე  სიტყვებით  ასრულებს  მსჯელობას  დადებით  პაფტორებზე  და 
შემდგომ  უფრო  კრიტიკული  თვალით  და  უფრო  რეალისტურად  ასახავს  რეალობას  და 
მომავალს.  

  ჰაქსლის  აღნიშნულ  ესეში,  კულტურის  საკითხი  შემოაქვს  და  სიღრმისეულად  იკვლევს 


კულტურის  კუთხიდან  ამერიკის  მომავალს.  აღნიშნავს,  რომ  ამერიკა,  გასაგებად,  რომ  ვთქვათ 
ცივილიზაციისკენ  ისწრაფვის  და  კულტურის  ფენომნი  შედარებით  ცალკე  მდგომია.  „That 
increased  leisure  does  not  lead  to  increased  culture  among  the  leisured  is  due  to 
two  main  causes,  one  hereditary  and the other environmental. A great many men 
and  women-let  us  frankly  admit  it,  in  spite  of  all  our  humanitarian  and 
democratic  prejudices-do  not  want  to  be  cultured,  are  not  interested  in  the 
higher  life.  For  these  people  existence  on  the  lower,  animal  levels  is  perfectly 
satisfactory.  Given  food,  drink,  the  company  of  their  fellows,  sexual  enjoyment, 
and  plenty  of  noisy  distractions  from  without, they are happy. They enjoy bodily, 
but  hate  mental,  exercise.  They  cannot  bear  to  be  alone,  or  to  think. 
Contemporary  urban  life,  with  its  jazz  bands,  its  negroid  dancing,  its  movies, 
6
theaters,  football  matches,  newspapers,  and  the  like,  is  for  them  ideal” .  მეორე 
მხრივ,  ჰაქსლი  ამბობს,  რომ  მას  დარწმუნებით  არ  შეუძლია,  თქვას,  რომ  „გაზარმაცება“ 
(რაშიც  იგულისხმება,  თუ  ჰაქსლის  ნააზრევს  დავუკვირდებით  უფრი  მეტად,  სულიერი(გონი) და 
შემდგომ  ფიზიკური),  ავტომატურად  უგულებელყოფს  კულტურის  მოკვდინებას  ან  დაკნინებას, 
თუმცა მის შექმნას ან არსებულის გაფართოებასაც ხელს არ უწყობს.  

  ავტორის  თქმით,  მანქანების  ერამ,  ამერიკაში  და  მთლიანად  დასავლურ  სამყაროში 


მოიტანა  გარკვეული  უკუღმართობები(რაშიც  ყველაზე  მეტად  ავტორის  ნააზრევს  თუ 
დავაკვირდებით  გაზარმაცება  იგულისხმება),  თუმცა  ასევე  ამბობს,  რომ  გადაწყვეტით  არ 
შეგვიძლია  იმის  თქმა,  თუ  რა  ზიანი  შეიძლება  მიაყენოს  ყოველივე  ამან  კულტურასა  და 
საზოგადოებას,  ან  პირიქით,  ეს  მხოლოდ  დროის  საკითხია  და  იმ  მოულოდნელი  თუ 
7
მოსალოდნელი  მოვლენების,  რომელიც  მომავალში  აუცილებლად  მოხდება.   ავტორი  ყოველივე 
ზემოთთქმულს  დიდი  პასუხისმგებლობით  ეკიდება  და  ვარაუდების  ნაცვლად  მეცნიერული 
დასაბუთება, რაც ყველა ჭეშმარიტ ფუტუროლოგს მოეთხოვება უპირველესია.  

5
​იქვე. 
6
​იქვე. 
7
​იქვე. 
  აღნიშნულ  ესეში,  ბოლო  თავი  შეიძლება ასეც ითქვას, ჰაქსლიმ ლიბერალურ ტენდენციებსა 
და  კერძოდ  ლიბერალურ  განათლების  სისტემას  მიუძღვნა,  რაშიც  ფაქტობრივად  უზადოდაა 
წარმოჩენილი,  მიზეზ-შედეგობრივი  კავშირები,  იდეები  და  არგუმენტები,  ანალიზი  ძველისა  და 
ახლის  და  მომავლისკენ  ორიენტირებული  ფუტუროლოგია.  ავტორი  ამბობს,  რომ  მე-19-ე 
საუკუნის  პოლიტიკურ  ფილოსოფოსებს(ძირითადად  იგულისხმებიან  ჰუმანისტები)  სჯეროდათ, 
რომ  ადამიანი  დაბადებიდან  თანასწორია  და  სწორი  განათლების  მიღებით  ყველაფერი 
მიიღწეოდა,ნებისმიერი  ინდივიდისთვის.  ჰაქსლის  ასეთი  მაგალითიც  მოჰყავს,  რომ 
8
ჰელვეციუსის   თეორიის  მიხედვით,  ბავშვი  შესაძლოა  ,  ნიუტონი  ან  შექსპირი  გახდეს  თუ  სწორ 
განათლებას  მივცემთ,  მთავარი  მხოლოდ  სწორი  განათლების  უზრუნველყოფაა,  ჰაქსლი  ასევე 
9
დასძენს,  რომ  ამ  განსაზღვრების  ახლა  მხოლოდ  ბიჰევიორისტებს  სჯეროდათ .  ჰაქსლი  ესეში 
საუბრობს  იმ  საკითხზე  თუ,  სადამდე მიიყვანს ლიბერალური განათლების მოდელი ამერიკას და 
დასავლურ  ცივილიზაციას,  „Countries  which,  like  America,  are  traditionally  wedded 
to  the  old-fashioned  democratic  and  humanitarian  ideas  of  the  eighteenth 
century  will  probably  resist  the new tendency. But the force of circumstances will 
be  too  powerful  for  them.  The  growing  incapacity  of  political  democracy  to  deal 
intelligently  with  the  ever-more-complicated  problems  of  modern  world-policy 
will  force  them  to  change  their  ideas  about  government.  The  wastefulness  and 
inadequacy  of  the  present  educational  system  will  compel  them  to  change  their 
ideas  about  education.  The  social  chaos  resulting  from  the  breakdown  of  the 
ancient  standards  of  value  will  make  them  desire  to  set  up  a  hierarchy  more 
natural  and  therefore  stronger  and  more  permanent  than  the  old.  The  changes 
10
may  be  resisted;  but  they  will  be  made.  For  it  is  fate  that  will  impose  them.“  
ფაქტობრივად,  ტენდენციები  დღესაც  ჩანს,  თუმცა  ეს  იდეა  ბოლომდე  არ  განხორციელებულა  და 
ალბათ  ერთადერთი  საკითხი,  რომელიც  ესეშია  დასმული  ავტორის  მიერ  და  დღესაც 
მსვლელობის  პროცესშია  სწორედ,  ლიბერალური  განათლების  მოდელის  თემაა.  ყველა 

8
კლოდ ადრიან ჰელვეციუსი - 1715-1771, ფრანგი განმანათლებელი(ფილოსოფოსი). ჰელვეციუსის ძირითადი 
პედაგოგიური იდეები თავმოყრილია მის ორ ძირითად ნაწარმოებში „გონების შესახებ“ (გამოვიდა 1758 წელს) 
და „ადამიანზე მის გონებრივ ნიჭიერებასა და აღზრდაზე“, რომელიც ნიდერლანდებში გამოიცა 1773 წელს, 
ავტორის გარდაცვალების შემდეგ. პირველი წიგნი მალე გახდა დევნის ობიექტი, იგი ანატემას მისცა რომის პაპმა 
და მთავრობამ, მიუხედავად ასეთი დევნისა, იგი მეტად პოპულარული იყო და მრავალჯერ გამოიცა, მათ შორის 
რუსეთშიც. გამოდიოდა რა ლოკის სენსუალიზმიდან, ჰელვეციუსი ავითარებდა დიდ ინგლისელი ფილოსოფოსისა და 
პედაგოგის მოძღვრების მატერიალისტურ მხარეს. იგი უარყოფდა თანდაყოლილ იდეებს და ფიქრობდა, რომ 
ადამიანში წარმოდგენები და ცნებები ყალიბდება გრძნობითი აღქმის საფუძველზე. ადამიანის აღზრდის ძირითად 
პირობად მიაჩნდა გარემოს გავლენა, ხოლო აღზრდას უსაზღვრო შესაძლებლობებს მიაწერდა ცნობილია მისი 
სიტყვები „აღზრდას ყველაფერი შეუძლია თვით გენიოსის შექმნაც კი“.  
9
Aldous Huxley. 1930. In Modern Writers At Work; Piercy, J. K., Ed.; The Macmillan Company: New York, p 45-56. 
http://tienganh.net/archive/index.php/t-6177.html.   
10
​იქვე. 
დანარჩენმა  საკითხმა  ჩვენს  დროში  და  უფრო  მეტიც  ჰაქსლის  სიცოცხლეშივე  ღრმად  გაიდგა 
ფესვები  დასავლურ  სამყაროში,  რომელსაც  გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ამერიკის 
შეერთებული შტატები უდგას სათავეში.   

  აღნიშნულმა  ესემ,  1920-იან  წლებშივე  დიდი  გამოხმაურება  და  ინტერესი  გამოიწვია, 


თუმცა  შემდგომ  წლებში  მისდამი  ინტერესმა  უფრო  და  უფრო  იმატა,  რაც  ალბათ  გაცხადებულმა 
რეალობამ  გამოიწვია,  თუნდაც  რად  ღირს  იმის  თქმა,  რომ  ესე  ხელახლა  1970  გამოიცა 
შეცვლილი  სათაურით,  „ამერიკა  და  მომავალი“,  რაც  ყველაფერზე  საუბრობს.  1920-იანი 
წლებისთვის  ის  საკითხები,  რაც  ჰაქსლიმ  ესეში  დააყენა  და  პრობლემის  ხასიათი  მისცა, 
სიახლეს  წარმოადგენდა  და  მხოლოდ  შორსმჭვრეტელ  თვალს  თუ  შეეძლო  ისეთ  პროგრესულ, 
დოვლათით  სავსე  ქვეყანაში,  როგორიც  ამერიკა  იყო,  ამ  პრობლემებზე  ეფიქრა  და  დასკვნები 
გამოეტანა,  დადებითი  თუ  უარყოფითი.  თუნდაც  იმ  პერიოდში,  როცა  ფორდს 
კონვეირული(Assembly  line)  წარმოება,  უკვე  მაღალ  სტანდარტში  ჰქონდა  აყვანილი  და  მისი 
ინტერვიუები,  თუ  სტატიები  ამა  თუ  იმ  მედია  საშუალებასთან  დიდი  პოპულარობითა  და 
ენთუსიაზმით  გამოირჩეოდა,  ჰაქსლი  თავისი  კრიტიკული  რეალიზმით  ყველაფერს  „თავდაყირა 
აყენებდა“.  სწორედ  ამით  გამოირჩეოდა  ჰაქსლი  თავისი  თანამედროვეებისგან,  მისი 
ფუტუროლოგია  -  ფილოსოფია,  კი  საკმაოდ  ღრმა  გახლდათ,  რომლის  მთავარი  მოტივიც  კიდევ 
ერთხელ  დავკონკრეტდები  ის  იყო,  რომ  აწმყოზე  დაკვირვება  მთავარი  გზაა  მომავლის 
რაციონალურად შესასწავლად.  

„​საოცარი ახალი სამყარო“ - ამერიკული პერსპექტივა 

   

  ჰარპერის  ყოველთვიური  ჟურნალიში  გამოცემული  ესედან,  ხუთი  წლის  თავზე  ოლდოს 


ჰაქსლიმ  დაასრულა  თავის  ყველაზე  მნიშვნელოვან,  დისტოპიური  ჟანრის  ნოველაზე  „საოცარი 
ახალი  სამყარო“  მუშაობა.  სადაც  ყოველივე  ის  საკითხი,  რომელიც  წინა თავში გარჩეულ ესეში 
იყო  დასმული  ხელახლაა  გაცოცხლებული  და  დისტოპიურ  რეალობაშია  გადატანილი. 
ნაწარმოები  იმდენად  ახლოსაა,  1927  წლის  ესეს  მთავარ  პათოსთან,  რომ  რონალდ  ზიგლერის 
აზრით  შეუძლებელია, ავტორს ამ საკითხებზე უკვე 1927 წელს ესეს წერის დროს არ გასჩენოდა 
11
აზრი „საოცარ ახალ სამყაროზე“.   

​Zigler Lee Ronald. 2015. The Educational Prophecies of Aldous Huxley: The Visionary Legacy of 
11

Brave New World, Ape and Essence, and Island. Routledge. New York. 140-186. 
   

  მან  უმსხვილეს  ტელე  რრაშიც  კარგად  XXI  საუკუნე,  მიუხედავად  იმისა,  რომ ჯერ მხოლოდ 2 
ათეულ  წელს  ითვლის,  არაერთი დაპირისპირებით და კრიზისითაა ცნობილი. დღევანდელ დღეს, 
როდესაც  არსებობს  გლობალიზმის  შედეგად  მიღებული,  მსოფლიო  წესრიგის  პრინციპები, 
ვხვდებით  არაერთ  “გაყინულ  კონფლიქტს”  და  ამავდროულად,  სრულიად  ახალ 
დაპირისპირებებს.  

  კონფლიქტების  ქარცეცხლი,  ცხადია,  რომ  2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებით ამერიკის 


შეერთებულ  შტატებს  ყველაზე  მძლავრად  დაატყდა  და  ფაქტობრივად,  გამოიწვია  ახალი 
პოლიტიკური  რეალობის  ჩამოყალიბების  აუცილებლობა.  ყველაზე  მნიშვნელოვანი  კი  ალბათ 
ისაა,  რომ  დღევანდელ  დღეს,  ამერიკის  შეერთებული  შტატები  კვლავ  იმყოფება  ახალი 
საფრთხის და გამოწვევის წინაშე, რასაც ირანთან დაპირისპირება ჰქვია. 

  აღნიშნულ  ნაშრომში,  მსურს,  განვიხილო  ნეოკონსერვატიზმის  გავლენა  ამერიკის 


შეერთებული  შტატების  პოლიტიკაზე.  განსაკუთრებულ  ყურადღებას  გავამახვილებ 1990-2010 
წლებში  მიმდინარე  მოვლენებზე,  კერძოდ  იმაზე,  თუ  როგორ  შეიცვალა  ამერიკის  შეერთებული 
შტატების საგარეო პოლიტიკა ნეოკონების გავლენის ფონზე.  

  ბოლო  ათწლეულის  განმავლობაში  აქტიუტრად  მიმდინარეობს  ნაციონალიზმის  იდეების 


ზრდა,  რაც  შეინიშნება  როგორც  ევროპაში,  ასევე  ამერიკის  შეერთებულ  შტატებში.  მიუხედავად 
ამისა,  ირანთან  ახალი  კონფლიქტის  შესაძლებლობამ,  საზოგადოებაში  ჩამოაყალიბა 
მოსაზრებები,  რომ  პრეზიდენტი  დონალდ  ტრამპი,  შესაძლოა,  ისევე  მოექცეს 
ნეოკოსერვატორების  გავლენის  ქვეშ,  როგორც  ეს  არაერთხელ  მომხდარა  ამერიკის 
შეერთებული  შტატების  ისტორიაში.  კვლავ  აქტიური გახდა ნეოკონსერვატული იდეების კვლევა 
და  იმის  დადგენა,  თუ  რა  შესაძლო  შედეგები  შეიძლება  მოუტანოს  ამერიკის  შეერთებულ 
შტატებს.   

  ტერმინი ნეოკონსერვატიზმი, როგორც ახალი მიმდინარეობა, თავდაპირველად XX საუკუნის 
60_იან  წლებში,  ამერიკის  შეერთებულ  შტატებში  ჩნდება.  ჟურნალისტმა,  მწერალმა  და 
საზოგადო  მოღვაწემ,  ირვინგ  კრისტოლმა,  რომელიც  ტერმინ  ნეოკონსერვატიზმის 
“ნათლიადაა”  ცნობილი,  დასვა  უმთავრესი  კითხვები:  რა  არის  ნეოკონსერვატიზმი,  რა 
განასხვავებს  მას  კონსერვატიზმისგან  და  რაც  ყველაზე  მნიშვნელოვანია,  რა  გავლენას  ახდენს 
ნეოკონსერვატიზმი ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე. 

  ნიუ-იორკში  მცხოვრები,  ინტელექტუალი  ებრაელი  ამერიკელების  ჯგუფი,  რომელთა  შორის 


მაიკლ  ჰარინგტონი  და  ირვნგ  კრისტოლიც  იყვნენ,  უმთავრეს  პრობლემად  აღიქვამდა 
ლიბერალების  თავდასხმას  საკუთარი  პრინციპებისა  და  მთლიანობის  წინააღმდეგ.  როგორც 
კრისტოლი  აღნიშნავს,  ლიბერალები  იყვნენ  და  არიან  არასწორნი,  რადგან  ისინი  ლიბერალები 
არიან  და  შესაბამისად,  აქვთ  არასწორი  დამოკიდებულება  ადამიანების  და  პოლიტიკური 
რეალობის  მიმართ  -  ​“Liberals  were  wrong,  liberals  are  wrong,  because  they  are 
liberals.  What  is  wrong  with  liberalism  is  liberalism  –  a  metaphysics  and  a 
12
mythology that is woefully blind to human and political reality”.  

  კრისტოლისთვის  რეალობას  ის  წარმოდგენდა,  რომ კაცობრიობა ბუნებრივად იყო ბოროტი. 


მარცხი  განიცადა  სოციალიზზმა  და  ერთადერთი  გამოსავალი,  მისი  აზრით,  არა  სეკულარული, 
ლიბერალური  დემოკრატიის  დევნა  იყო,  რომელიც  რელატივიზმის  კრიზისისკენ  იყო 
13
მიმართული.  ნეოკონსერვატიზმის პირველი წარმომადგენლები ეძებდნენ გზას იმისათვის, რომ 
ორიენტაცია  შეეცვალათ  ამერიკის  შეერთებული  შტატების  შიდა  სახელმწიფოებრივი 
პოლიტიკისათვის.  მათთვის  პრიორიტეტული  იყო  პლატონისეური  იდეოლოგია  და 
ამავდროულად,  ის  მორალური  პრინციპები,  რომლებსაც  რელიგია  სთავაზობდა საზოგადოებას.
14
 

  ნეოკონსერვატორებისთვის  რელიგიის  ჩართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან 


ებრაულ-ქრისტიანული  მორალი  ზუსტად  განსაზღვრავს  სწორსა  და  არასწორს.  კრისტოლის 
აზრით,  მორალური  პრინციპების  ძიება  სეკულარული  სახელმწიფოს  გარეშე,  კაცობრიობას 
მიიყვანს მორალური გაკოტრების, დანაშაულის ზრდისა და არასათანადო მოქმედების ზღვარზე.
15
  ნეოკონსერვატორებმა  გაიაზრეს,  თუ  რა  იყო  საუკეთესო  ამერიკის  შეერთებული 
შტატებისათვის  და  გადაწყვიტეს,  რომ  თავად  ემართათ  ყურადღების  გარეშე  დარჩენილი 
16
საზოგადოება და მოგვიანებით, გავლენა მოეხდინათ აშშ-ს საგარეო პოლიტიკაზეც.  

  1960-1970_იან  წლებში,  ლიბერალების  აქტიური  დემონსტრაციების  და  ზოგადად 


რადიკალური  ლიბერალიზმის  ზრდის  ფონზე,  თვალსაჩინო  გახდა  ნეოკონსერვატული  იდეების 
ზრდაც.  ნეოკონსერვატორებმა  გადააფასეს  როგორც  კლასიკური  კონსერვატიზმი,  ასევე 

12
​Douglas ​Murray, N
​ eoconservatism: Why we need it,​ (London: The Social Affairs Unit, 
2005), 45. Accessed October 25, 2020.   
https://www.scribd.com/document/347300422/NeoConservatism-Why-We-Need-It-D
ouglas-Murray 
13
Murray​, Neoconservatism​, 45-46.
14
​Murray​, Neoconservatism,​ 37.
15
​Irving Kristol, N ​ eoconservatism: The Autobiography of an Idea​, (Chicago: Elephant, 
1995), 365. 
16
​Stephen McGlinchey, “​Neoconservatism and American Foreign Policy​”, 
E-International Relations​ (2009). Accessed November 5, 2020.  
https://www.e-ir.info/2009/06/01/neo-conservatism-and-american-foreign-policy/ 
ლიბერალიზმი  და  თვლიდნენ,  რომ  საჭირო  იყო  შედარებით  მკვეთრი  საგარეო  პოლიტიკის 
წარმოება  ამერიკის  შეერთებული  შტატების  მხრიდან,  რათა  ქვეყნის  სტატუსი  მსოფლიო 
პოლიტიკაში  თვალსაჩინო  ყოფილიყო.  ყოველ  ჯერზე,  როდესაც  დემოკრატიული  პარტიის 
წარმომადგენლები  ცდილობდნენ,  რომ  ეწარმოებინათ  ომის  საწინააღმდეგო  კამპანია, 
ნეოკონები  აქცენტს  აკეთებდნენ  საბჭოთა  კავშირის  დაშლისა  და  ამერიკის  შეერთებული 
შტატების  ნაციონალური  ინტერესების  ზრდის  აუცილებლობაზე. მათ მწვავე რეაქციები ჰქონდათ, 
როდესაც  ქვეყანაში  მცირდებოდა  თავდაცვის  ხარჯები  და  იზრდებოდა  სოციალური 
დახმარებები.  ნეოკონსერვატორები  აქტიურად  აქვეყნებდნენ  სტატიებს,  პუბლიკაციებსა,  თუ 
წიგნებს,  სადაც  გამოხატავდნენ  საკუთარ  გულის  ტკივილს  ამერიკის  შედარებით  „რბილი“ 
საგარეო პოლიტიკის გამო. 

  არაერთი  წიგნი, თუ სტატია ეკუთვნის თავად ირვინგ კრისტოლს, სადაც იგი აღნიშნავს, რომ 
ნეოკენსერვატიზმი  არაა  მოძრაობა,  ნეოკონსერვატიზმი  არის  მრწამსი  “​Neoconservatism 
is  not  a  "movement,"  it  is  what  the  late  historian  of  Jacksonian America, Marvin 
17
Meyers, called a "persuasion".  

Zzdfb  

17
Irving K
​ ristol, “The Neoconservative Persuasion”, ​The Weekly Standard (​ 2003).  
Accessed November 13, 2020 
https://www.washingtonexaminer.com/weekly-standard/the-neoconservative-persuas
ion 
 

ბიბლიოგრაფია: 

1. Murray, Douglas. ​Neoconservatism: Why we need it​. London: The Social 


Affairs Unit, 2005. Accessed October 25, 2020. 
https://www.scribd.com/document/347300422/NeoConservatism-Why-W
e-Need-It-Douglas-Murray  
2. Kristol,  Irving.  ​Neoconservatism:  The  Autobiography  of  an  Idea​,  Chicago: 
Elephant, 1995. 
3. McGlinchey, Stephen. “​Neoconservatism and American Foreign Policy​”, 
E-International Relations​ (2009). Accessed November 5, 2020.  
 
https://www.e-ir.info/2009/06/01/neo-conservatism-and-american-foreign
-policy/ 

4. Kristol,  Irving,  “The  Neoconservative  Persuasion”, ​The  Weekly  Standard 


(2003).  Accessed  November  13,  2020. 
https://www.washingtonexaminer.com/weekly-standard/the-neoconserv
ative-persuasion 
 

You might also like