You are on page 1of 6

გიორგი თათარაშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო


უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სამაგისტრო
პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი

ფუტუროლოგია - ელვინ ტოფლერი

მომავლის კვლევის საკითხი ჯერ კიდევ უძველესი პერიოდიდან იწყება, მაშინ


როდესაც ყალიბდებოდა და ხშირ შემთხვევაში ჩამოყალიბებული იყო
სახელმწიფოები და საზოგადოებები. ძველი წელთაღრიცხვით მეხუთე- მეოთხე
საუკუნეებშიმოღვაწე ბერძენმა ფილოსოფოსმა პლატონმა, თავის ნაწარმოებში
„სახელმწიფო“ ჩამოაყალიბა იდეალური სახელმწიფოს კონცეფცია, რომელიც
შემდგომში მრავალი სხვა მოაზროვნისთვის, მომამვლის დანახვის ერთ-ერთ
საშუალებად იქცა, შესაბამისად როდესაც ფუტროლოგიაზე საუბრობენ ხშირად
სწორედ პლატონის სახელმწიფოს ახსენებენ ხოლმე, როგორც მომავლის საკითხების
კვლევის მაგალითი. დროთა განმავლობაში ისტორიას არაერთი მომავლის
საკითხების კვლევის მაგალითა დარჩა.

1516 წელს ინგლისელმა სახელმწიფო მოღვაწემ და ჰუმანისტმა მწერალმა, თომას


მორმა დაწერა „უტოპია“, რომელიც გარკვეულწილად პლატონის სახელმწიფოს
გავლენით შეიქმნა. ზოგიერთი მკვლევარი, ამ ნაწარმოებს აღიქვამს, როგორც ავტრის
წარმოსახვით საზოგადოებას, რომელიც საკმაოდ დიდ ხნიანი სამუშაო გეგმის
შედეგი უნდა გახდეს. და საერთოდ უტოპია შეიძლება დავინახოთ, როგორც
ადამიანების და სახელმწიფოების პოზიტიურად დანახული მომავალი, სადაც
ადამიანთა სურვილები და მოთხოვნილებები ერთიმეორესთან კონფლიქტში არ
მოდის.

1845 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში დააერდა, „საცნობარო ფურცელი“,


სახელად „მეცნიერული ამერიკა“ სადაც ილუსტრილებულად ნაჩვენები იყო, ახალი
ინოვაციები, მეცნიერული პროგრესი და ახალი მეცნიერული მიღწევები, სადაც ასევე
ხშირი იყო სტატიები მომავლის საკითხების კვლევაზე, რაშიც ეს ბეჭდური გამოცემა
პირველი იყო ომ დროისთვის. კარლ მარქსის და ფრიდრიხ ენგელსის, სოციალისტურ
თეორიაზე დაფუძნებული „კომუნისტური მანიფესტი“ ზოგიერთი მომავლის
საკითხები მკვლევარის თვალსაზრისით დანახულია, როგორც ფუტუროლოგიური
ნაშრომი, სადაც ყველაფერი გაწერილია წინასწარ და აღსანიშნავია ისიც, რომ გეგმა
რომელიც კომუნისტებს ჰქონდათ, განხორციელდა მათ შექმნეს სულ სხვა
განსხვავებული სახელმწიფოებრიობა და საზოგადოება, თუმცა ამ ყველაფერმა ცოტა
ხანს იარსება.

1860-70 იან წლებში ფრანგი მწერალი, ჟიულ ვერნი არა ერთ ფუტუროლოგიურ
მოთხრობას წერს. რომელმაც კიდევ უფრო გააღვივა მომავლის შესწავლის პრონოზის,
ძველისა და ახლის შედარება და ამის ანალიზზე დაყრდნობით, მომაბლის
განჭვრეტის მცდელობები. თუნდაც ვახსენოთ ორი უმთავრესი მოთხრობა,
„მოგზაურობა დედამიწიდან მთვარემდე“ და „ოთხმოცი ათასი კილომეტრი
წყალქვეშ“.

1872 წელს, შეერთებულ შტატებში დაარსდა, ამერიკული ყოველთვიური


ჟურნალი „ Popular Science“, სადაც იბეჭდებოდა სტატიები მეცნიერების მომავალზე,
მიღწევებე, ახალ და შესაძლო მომავალში მიღწეულ ტექნოლოგიებზე, აღსანიშნავია,
რომ ეს ჟურნალი ხშირ შემთხვევაში დიდ წილად მომავლის საკითხების კვლევით
ინტერესდებოდა და იშვიათად თუ ბეჭდავდა ინფორმაციას, იმდროინდელ
მეცნიერულ მიღწევებზე, პირიქით ობიქტი მიმართული იყო მომავლის კვლევებზე
და ვარაუდებზე. 1893 წლის კოლუმბიის გამოფენაზე, იგივე ჩიკაგოს მსოფლიო
გამოფენაზე, რომელიც კოლუმბის მიერ ახალი სამყაროს აღმოჩენის 400 წლის თავს
აღნიშნავდა, 74-მა ამერიკელმა გამოჩენილმა პიროვნებამ დაწერეს ესეები იმის
შესახებ თუ ასი წლის თავზე 1993 წელს მსოფლიო როგორი იქნებოდა, ბევრმა
მათგანმა დაწერა, რომ საჰაერო მგზავრობა და მაღალგანვითარებული მატარებლები
ადვილად მისაღწევი იქნებოდა თუმსა საგულისხმია ვახსენოთ, რომ არც ერთ
მათგანს არ უხსენები ავთომობილები.
1901 წელს ბრიტანელმა მწერალმა, ჰერბერტ უელსმა დაწერა კვლევა, სადაც იგი
საუბრობს მეცნიერულ პროგრესზე და მის შედეგებზე კაცობრიობაზე. მას ამ
ფუტუროლოგიური გამოკვლევის გარდა ასევე დაწერილი აქვს, ფუტუროლოგიური
რომანები, როგორიცაა „დროის მანქანა“ და „მსოფლიო ომები“.

1921 წელს რუსმა მეცნიერმა და მწერალმა დაწერა პირველი დისტოპიური


ნოველა, რომელმაც შემდგომ უდიდესი გავლენა მოახდინა, ელვინ ტოფლერის
„მამაცი ახალი სამყარო“ - ზე და ჯორჯ ორუელის „1884“ -ზე. ზამიატინმა აღწერა
სამყარო სადაც, იმდროინდელი რეალობა სრულიად დაკარგული იყო. კერძოდ მისი
მოთხრობა გვიხატავს მსოფლიოს, რომელიც ერთიანია საზღვრების გარეშე, სადაც
ადამიანებს სახელები არ ქვიათ არამედ ნომრების მათი სახელების აღმნიშვნელი.
ნაწარმოების ბოლოს, მსოფლიო ლიდერი ლობოტომიას უკეთებს მთავარ ნარატორს
D-503-ს და ასევე სხვა „დანომრილ სულებსაც“ რითაც რევოლუციას აჩერებს. სწორედ
ამიტომ ქვია ამ ნაწარმოებს დისტოპია სადაც მომავალი დანახულია, როგორც
ბოროტების გამარჯვება.

დიდმა დეპრესიამ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მთავრობას უბიძგა


იმისკენ, რომ რადიკალურად განსხვავებული ზომები გადაედგათ, პრეზიდენტმა
ფრანკლინ დელანო რუზველტმა აამუშავა სოციალური კეთილდღეობისკენ
მიმართული პროგრამა, რომელიც დროში დაგეგმილი იყო და რომლის ავტორებაც
ჯერ კარგად შეისწავლეს წარსული შემდეგ აწმყო და ამის შემდეგ დაგეგმეს
მომავალი. სწორედ ამის გამო, ეს პროგრამა „ახალი კურსი“ თანამედროვე მომავლის
საკითხების შესწავლის გასაღებად - რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მმართველმა
ძალამ შეისწავლა წარსული, აწმყო და განსაზღვრა ალტერნატიული მომავალი რის
შემდეგაც შეირჩა პროექტის განმახორციელებელი გრძელვადიანი გეგმა.

1942 წელს, ბიოქიმიკოსმა და სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალმა, ისააკ


ასიმოვმა დაწერა „რობოტის სამი კანონი“ რომელიც შემდგომში ფუნდამენტურ
კანონებად ჩამოყალიბდა, ხელოვნური ინტელექტის შექმნის გზაზე. ავტორის მოკლე
ნოველაში ეს სამი კანონი წარმოჩენილია შემდეგნაირად: რობოტმა არ უნდა
დააზიანოს ადამიანი. რობოტი უნდა მიჰყვეს ბრძანებებს თუ ეს ბრძანება პირველ
კანონს არ არღვევს. რობოტმა უნდა დაიცვას თავისი თავი, იმ შემთხვევაში თუ ამ
კანონის აღსრულება პირველ და მეორე კანონს არ არღვევს.

მომავლის საკითხების კვლევა როგორც ჩანს, ახალი ამბავი არ არის და მას


ადგილი უძველესი დროიდან მოყოლებული ადამიანის ცნობიერებაში ჰქონდა.
ელვინ ტოფლერი დაიბადა 1928 წლის 3 ოქტომბერს ნიუ იორკში.
ახალგაზრდობაში ტოფლერი მარქსისტი გახლდათ, ერთხელ როდესაც თავის
ახალგაზრდობას იხსენებდა ტოფლერი ამბობდა, „როდესაც ვიყავი მარქსისტი ჩემს
ახალგაზრდობის წლებში, მეოთხედი საუკუნის წინ, მეგონა, რომ ყველა კითხვაზე
პასუხი მქონდა, თუმცა მე მალევე გავაანალიზე, რომ ეს პასუხები იყო ცალმხრივი და
აბსოლუტისტური“. სწორედ ტოფლერის სწრაფვამ მარქსისტული იდეების, კერძოდ
იდელური სახელმწიფოს, უტოპიის შექმნის შესახებ, უბიძგა მას, რომ შემდგომში
განევითარებინა თავისი მოსაზრებები მომავლის საკითხებზე.

ტოფლერი მუშაობდა ასოცირებულ რედაქტორად, „Fortune Magazine” - ში,


ვაშინგტონში. მას შემდეგ რაც, ტოფლერმა თავისი თავი იპოვა როგორც მწერალი,
სარედაქტორო საქმე დატოვა და წიგნების წერა დაიწყო. 1970 წელს მან გამოსცა
თავისი, პოპულარული წიგნი „Future Shock” , რომელმაც საყოველთაო აღიარება
მოუტანა ავტორს, თუმცა სანამ მომავალ(მომავლის) შოკს დაწერდა, ტოფლერმა არა
ერთი წიგნი დაწერა თავის ცოლთან ერთად. თუმცა მისმა ტრილოგიამ, „მომავლის
შოკი“, „მესამე ტალღა“ და “ფავერშიფთი“(ძალაუფლების გადაცემა ერთი ადამიანის
ან ჯგუფის მიერ მეორეზე). ტოფლერის ბოლო ნაშრომმა, „Revolutionary Wealth” იგი
აგრძელებს თავის „მესამე ტალღის საზოგადოების“ ან უბრალოდ ინფორმაციული
საზოგადოების თემას. ტოფლერი თავის ნაშრომებში ცდილობს შეისწავლოს
მომავლის საზოგადოება, თუ როგორი ტიპის საზოგადოება და შესაბამისად
მმართველობა ჩამოყალიბდება ეგრედ წოდებული მესამე ტალღის საზოგადოების
სახით.

ტოფლერი საერთოდ ადამიანთა საზოგადოებებს დასაბამიდან მის დრომდე


ყოფს ს ტიპად და მათ ეძახის, პირველ ტალღას, მეორეს და მესამეს. ტოფლერის
მიხედვით პირველი ტალღის საზოგადოება დაიწყო აგრარული რევოლუციის დროს,
როდესაც შემგროვებლობიდან საზოგადოება გადავიდა სოფლის მეურნეობაზე.
მეორე ტალღის საზოგადოება არის „ინდუსტრიული საზოგადოება“ , რომელიც არის
დაფუძნენული, პროდუქციის წარმოებაზე, მასმედიაზე, მომხმარებლობაზე,
მასობრივი-გამანადგურებელი იარაღის წარმოებაზე, რომელიც შესაბამისობაში და
თანხმობაში მოდის, სტანდარტიზავიასთან, ცენტრალიზაციასთან, რასაც ჩვენ დღეს
ვუწოდებთ ბიუროკრატიას. ხოლო რაც შეეხება მესამეტალღის საზოგადოებას,
ტოფლერი მას უწოდებს ჯერ კიდევ ჩანასახში არსებულს, ახალ ქმნილებას რომელიც
განვითარების პროცესშია, შესაბამისად „მესამე ტალღა“ უკვე დაწყებულია
ტოფლერის მიხედვით. ტოფლერი ასახელებს მეასემე ტალღის საზოგადოების
რამდენიმე უმთავრეს თვისებას. ესენია: ბუნების სულ სხვა თვალით დანახვა, ახალი
შეხედულებები დროზე, პროგრესზე და ცვლილებებზე, სადაც ძალა, ტექნოლოგია და
უპირველეს ყოვლისა ცოდნა წარმმართველ როლს ასრულებს.

ტოფლერი ამბობს, რომ ცოდნა(გონება) მომავლის საზოგადოებაში უმთავრესი


იარაღია, რომელიც წარმოშობს ცვლილებებს. და ტოფლერის მიხედვით, სწორედ
ამის საშუალებისთ იმოქმედებს საზოგადოებაზე, ადამიანზე მომავალი. პირველი
დასაწყისი მომავლის საზოგადოების, ტოფლერთან ხასიათდება, სწრაფი
ურბანიზაციით, უფრო მეტი მომხმარებლობით ვიდრე წინათ იყო და სწრაფი
ეკონომიკური აღმავლობით. ამრიგად, ცოდნა არის საწვავი ჩვლილებების
განხორციელებისთვის, ხოლო ტექნოლოგია ძრავი, რომელიც მთელს სისტემას
ამუშავებს. ტოფლერი, იმ ცვლილებებს რომელიც გამოწვეულია სწორედ ცოდნისა და
ტექნოლოგიის შერწყმით, უწოდებს „ტრანსსაიენსს“(სადაც ყველაფერი არის
დროებითი), ანუ ცვლილებები ყოველთვის თანმდევია.

ამრიგად ტოფლერი ყველა ადამიანს და საზოგადოებას მთლიანობაში


მოუწოდებს, რომ ისწავლონ გზები თუ როგორ უნდა თუ როგორ უნდა მოახერხონ ამ
სწრაფად ცვლად სამყაროში ადაპტირება. ამ ვითარებას. ტოფლერი თავისი საკუთარი
მაგალითიდანაც ხსნის. იგი ამბობს, რომ თავისი კარიერის დასაწყისში, როდესაც
მოგზაურობა ხშირად უხდებოდა ამა თუ იმ ადგილას, დედამიწის გარშემო, ხშირად
შეხვედრია ისეთი ადამიანები, რომლებიც არაკომფორტულად იყვნენ იმ გარემოში
სადაც მოხვდნენ, რაც თავისთავად გამოწვეული იყო გარემოს შეცვლით, რომელიც
ტოფლერმა აღწერა როგორც „კულტურული შოკი“. შესაბამისად ტოფლერი ამბობს,
რომ მომავლის საზოგადოებაში თუ ადამიანმა კითხვა არ იცის ეს იმიტომ ხდება რომ
მან არ ისწავლა თუ როგორ უნდა წაიკითხოს, შესაბამისად მომზადება მომავლის
საზოგადოებისთვის საჭირო ხდება, რომ იმ სწრაფ ტექნოლოგიურ ინოვაციებს არ
ჩამორჩეს და ფეხი აუწყოს.

დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ მთელი ეს ცვლილებების ნაკადი არის


ის გზავნილი, რომელსაც ამერიკა უგზავნის მთელს მსოფლიოს და როგორც
ტოფლერი ამბობს, მთელი ეს პროცესი არ აღწერს და არ გვიჩვენებს ცვლილებები
იქნება კარგი თუ ცუდი. ეს ცვლილებები იქნება სახიფათო, როდესაც საქმე შეეხება
სხვადასხვა ინსტიტუციების დაფუძნებას, რადგან ეს ცვლილებები არ იქნება
მემკვიდრე არც დემოკრატიის არც აუტორიტარიზმის, არც მემარცხენე და არც
მემარჯვენე იდეებით დატვირთული, პირიქით სრულიად ახალი პირმშო, რომელსაც,
ცოდნა და ტექნოლოგიები შობს. ამრიგად ტოფლერი ამბობს, რომ „მემკვიდრეობა“
დროთა განმავლობაში იკარგება და ახლით ნაცვლდება. ტოფლერმა. ცოდნა და
ტექნოლოგია წარმოგვიდგინა, როგორც ორი უძლიერესი იარაღი ცვლილებების
დასამკვიდრებლად და წარმოსაშობად საზოგადოებაში, რომელიც თავისთავად
აყალიბებს სრულიად ახალ „მესამე ტალღის საზოგადოებას“ ან უბრალოდ
ინფორმაციულ საზოგადოებას, რომელიც თავისთავად იქნება სუპერ-
ინდუსტრიული საზოგადოება.

You might also like