You are on page 1of 2

უილიამ ჯემსი

უილიამ ჯემსს უწოდებენ ამერიკული ფსიქოლოგიის მამას, რომელმაც თავისი მოღვაწეობა


დაიწყო პირველ რიგში, როგორც ფიზიკოსმა და შემდგომ მისმა აზროვნების სფერომ
ძირითადად, ფსიქოლოგიაში და ფილოსოფიაში გადმოინაცვლა. უილიამ ჯემსი, ასევე
გახლავთ ის მოაზროვნე, რომლის სახელიც ასოცირდება ამერიკულ პრაგმატიზმთან,
რომელიც მე–19–ე საუკუნის მოერე ნახევარში ამერიკის შეერთებულ შტატებში
ფილოსოფიურ სკოლად ჩამოყალიბდა. მან ჩარლზ სანდერს პირსის იდეებისა და მეთოდის
საფუძველზე შექმნა პრაგმატიზმის ორიგინალური კონცეფცია და ძალისხმევა არ დაუკლია
მისი ფართო გავრცელებისათვის. ჯემსის 1200 გვერდიანი ნაშრომი – შედევრი,
„ფსიქოლოგიის საფუძვლები“ არის გონივრული ნაზავი ფიზიოლოგიის, ფსიქოლოგიის,
ფილოსოფიის და პიროვნული ანარეკლის, რომელიც გამოირჩევა და აღძრავს „აზრთა
დინებას“. აღნიშნული ნაშრომი შეიცავს პრაგმატიზმისთვის დამახასიათებელ ნიშნებს და
ასევე ფენომენოლოგიასაც ეხება. ნაშრომმა უდიდესი გავლენა მოახდინა ევროპისა და
ამერიკის მოაზროვნეთა თაობაზე, ისეთებზე როგორებიც არიან: ედმუნდ ჰუსერლი,
ბერტრანდ რასელი, ჯონ დიუი და ლუდვიგ ვიტგენშტეინი. ჯემსი სწავლობდა ჰარვარდის
ლოვრენსის მეცნიერულ სკოლაში, მედიცინის ფაკულტეტზე. აღსანიშნავია, რომ მისი
ნაშრომები დასაწყისიდან, იყო უფრო მეტად ფილოსოფიური ისევე ,როგორც მეცნიერული.
„შენიშვნები სპენსერის გონების, როგორც შესაბამისობის გაგება“ და „რაციონალურობის –
გონივრულობის გრძნობა“ უკვე, ჯემსის ის ადრეული ნაშრომებია, რომლებშიც კარგად ჩანს
მისი პრაგმატიზმი და პლურალიზმი, აგრეთვე ეს ნაშრომები შეიცავს პირველ ნიშნებს იმისა,
რომ ჯემსის ხედვით, ფილოსოფიური თეორიები არის ანარეკლი ფილოსოფიური
ტემპერამენტის, ფილოსოფიური გრძნობადობის. აღსანიშნავია აქვე ვახსენოთ, რომ ჯემსი
თავის ერთ-ერთ უმთავრეს ნამუშევარში „პრაგმატიზმი“, ფილოსოფოსებს სწორედ
ფილოსოფიური ტემპერამენტის მიხედვით ყოფს, იდელისტებად და
რეალისტებად(რაციონალისტები და ემპირისტები), პრაგმატიზმი კი ჯემსის მიხედვით
გვეხმარება ამ ორ ტემპერამენტს შორის არსებული წინააღმდეგობის მოგვარებაში.

უილიამ ჯემსი, გადაკვრით საუბრობს რელიგიურ შეხედულებებზე თავის ადრეულ ესსეებში


და „ფსიქოლოგიის საფუძვლებში“, თუმცა მისი იდეები ამ თემასთან დაკავშირებით უფრო
ცხადი ხდება შემდგომ ნაშრომებში, როგორიცაა: „რწმენის ნება და სხვა ესსეები
ფილოსოფიაში“(1897), „ადამიანური მარადისობა: დოქტრინის ორი სავარაუდო
წინააღმდეგობა“(1898), „რელიგიური გამოცდილების მრავალფეროვნება“(1902) და
„პლურალისტული სამყარო“(1909). ჯემსი ორ აზროვნებას შორისაა მოქცეული, პირველი ესაა
„ადამიანის ბუნების კვლევა“, რომელიც „რელიგიის მეცნიერებასთან“ კავშირშია, მეორე ესაა
რწმენა იმისა, რომ რელიგიური გამოცდილება, მოიცავს მთლიანობაში ზებუნებრივ
სამყაროს, რომელიც მიუწვდომელია მეცნიერებისთვის, მაგრამ მისაწვდომია ცალკეული
ინდივიდისთვის. ჯემსმა, ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფიური ნააზრებანი, თავისი
ცხოვრების ბოლო ათწლეულში შექმნა, რომელთა შორის დიდი პოპულარობით გამოირჩევა
„პრაგმატიზმი“.

ჯემსმა 1907 წელს სრულყო თავისი ფილოსოფიური ნაშრომი, „პრაგმატიზმი“.


ავტორი ნაშრომში გვეუბნება, რომ პრაგმატიზმი ესაა ახალი სახელი აზროვნების ძველი
წესისათვის, ასევე იმას, რომ პრაგმატიზმს აქვს არავითარი ურყევი პრინციპი, არავითარი
თეორია, იგი მხოლოდ მთოდია. ამიტომ თანამედროვე ეპოქაში პრაგმატიზმი უნდა
მოგვევლინოს, ფილოსოფიური კამათის მომგვარებლის როლში. ჯემსის ამავე სახელწოდების
ნაშრომში პრაგმატიზმი ექვსი კუთხით ჩანს: ფილოსოფიური ტემპერამენტი, სიმართლის
თეორია, აზროვნების თეორია, ცოდნის მთლიანი სახე, მატერიალისტური ხედვა და მეთოდი
ფილოსოფიური დისპუტების გადაჭრისა. სწორედ ამ უკანასკნელთან როდესაც გვაქვს საქმე,
პრაგმატიზმი ყოველთვის მომგვარებლის როლში გვევლინება. მაგალითად თვითონ ჯემსი,
რომელიც ემპირიულადაა განწყობილი, მაგრამ ასევე მხარში უდგას ადამიანურ
ღირებულებებს, გრძნობებს და მნიშვნელობა არ აქვს მის რელიგიურობას ან საერთოდ რაიმე
ჯგუფისადმი მიკუთვნებულობას. მეთოდი, კამათის მოგვარებისა და აზროვნების თეორიის
შესახებ, არის ის საკითხები, რომელსაც ჯემსი მოსწრებულად ციყვისა და ადამიანის
მაგალითზე გადაჭრის. უფრო კონკრეტულად სიტუაცია ასეთია, ციყვი ზის ხეზე, მისი
ადგილმდებარეობის საპირისპირო მხარეს, ხესთან კი ადამიანი დგას. ადამიანს უნდა ციყვის
დანახვა და იგი ამისათვის სწრაფად უვლის გარს ხეს, მაგრამ ამაოდ, როგორი სიჩქარითაც
მოძრაობს ადამიანი ზუსტად იმავე სიჩქარით მოძრაობს ციყვიც ხის გარშემო, ხე ყოველთვის
ეფარება ადამიანს და მას არ შეუძლია ციყვის დანახვა. ეს ვითარება წარმოშობს,
მეტაფიზიკურ პრობლემას, მოძრაობს თუ არა ადამიანი ციყვის გარშემო? იგი რასაკვირველია
მოძრაობს ხის გარშემო რომელზეც ციყვი ზის, მაგრამ მოძრაობს კი იგი თვითონ ციყვის
გარშემო? ეს სიტუაცია მოკამათეებს, დისპუტისთვის თითქოსდა გადაუჭრელ საკითხს
სთავაზობს. ჯემსი ამბობს, საკითხი იმისა თუ რომელი მხარეა მართალი, დამოკიდებულია
იმაზე თუ რა პრაქტიკული საზრისი არსებობს ნათქვამში, ციყვის გარშემო მოძრაობა. თუ
ციყვის გარშემო მოძრაობა ნიშნავს, ჯერ ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთისკენ, შემდგომ
სამხრეთისკენ, დასავლეთისკენ, შემდგომ ისევ ჩრდილოეთისაკენ გეზს, და ასე უსასრულოდ,
მაშინ რასაკვირველია ადამიანი მოძრაობს ციყვის გარშემო, რადგან იგი ერთი მეორეს
მიყოლებით იკავებს აღნიშნულ პოზიციებს. ხოლო თუკი ამ გამონათქვამში იგულისხმება,
ადამიანის ყოფნა ჯერ წინ, მერე მარჯვნივ, მერე უკან მერე მარცხნივ და საბოლოოდ ისევ მის
წინ დგომა, მაშინ ადამიანი არ მოძრაობს ციყვის გარშემო, რადგან ამგვარი მოძრაობის
საშუალებით, ციყვი მუდამ უჩვენებს ადამიანს მუცელს და უმალავს ზურგს. ჯემსი ამბობს,
დაადგინეთ ეს აღნიშნული განსხვავება და შემდგომი კამათისთვის საფუძველი არ გექნებათ.
ორივე მხარე სწორია ან არ არის სწორი, იმის მიხედვით თუ რა პრაქტიკული საზრისისთვის
იყნებს ესა თუ ის მხარე გამონათქვამს „გარშემო მოძრაობა“. ეს აღნიშნული მაგალითი კარგად
გვიჩვენებს თუ რა არის პრაგმატიზმი და უფრო კონკრეტულად თუ რა არის „პრაგმატული
მეთოდი“.

უილიამ ჯემსის „პრაგმატიზმი“, მისი ინტელექტუალური საქმიანობის დამაგვირგვინებელი


ფაზაა. ჯემსი იყო მოაზროვნე, რომელიც ფილოსოფიის და აზროვნების ძველ სტანდარტებზე
არ იდგა და ყოველთვის ახალს ეძებდა, პრაგმატული მეთოდი კი ამ ახალთან ყველაზე
ახლოს დგას.

You might also like