You are on page 1of 7

შარტრის სკოლა

შარტრის სკოლა 990 წელს დააარსა ფულბერმა (გარდ.1028). ფულბერს ძალიან უყვარდა
ანტიკური ფილოსოფია, მას სოკრატე უწოდეს. ბარბაროსების შემოსევების შედეგად
გაველურებულმა ევროპამ შარტრის სკოლის წყალობით უფრო ახლოს გაიცნო
კლასიკური ანტიკური ფილოსოფია, ძირითადად პლატონისა და არისტოტელეს
მსოფლმხედველობა. ფულბერი ასევე იყო არაბული მეცნიერების დიდი მცოდნე და
მისი წყალობით ევროპაში იწყება არაბული ტრაქტატების შეღწევა. ლათინურ ენაზე
ითარგმნა არაბული და ებრაული წიგნები, ჰიპოკრატეს, გალენის ნაშრომები.
ფულბერის წყალობით ლათინურად ითარგმნა მათემატიკური და ასტრონომიული
ნაშრომები, ვრცელდება დემოკრიტეს და ეპიკურეს იდეები.

შარტრის სკოლის ფილოსოფოსები ცდილობდნენ ფილოსოფიასა და რელიგიას,


მეცნიერებასა და რელიგიას შორის გაჩენილი წინააღმდეგობების დაძლევას. ამ
სკოლის წარმომადგენლები მთავარ ამოცანად თვლიდნენ ფილოსოფიისა და

1
რელიგიის შეთავსებას, გონებასა და რწმენას შორის კავშირის დამყარებას. ეს კი
უმთავრესად ხდებოდა ანტიკურ ფილოსოფიურ წყაროებზე, ძირითადად
არისტოტელეზე, ბოეციუსზე და პლატონის „ტიმეოსზე“ დაყრდნობით.

შარტრის სკოლის დამფუძნებლის ფულბერის შემდეგ სკოლას ხელმძღვანელობდნენ


ბერნარდ შარტრელი (1070/80-1130), ჟილბერ პორეტანელი (1076-1154) და ტიერი
შარტრელი. ამ სკოლას ეკუთვნოდენ ასევე გიომ კონშელი და იოანე სოლსბერიელი.

ბერნარ შარტრელი

სწორედ ბერნარს ეკუთვნის სახელგანთქმული ფრაზა:


« Nous sommes comme des nains juchés sur des épaules de géants (les Anciens), de telle sorte
que nous puissions voir plus de choses et de plus éloignées que n’en voyaient ces derniers. Et cela,
non point parce que notre vue serait puissante ou notre taille avantageuse, mais parce que nous
sommes portés et exhaussés par la haute stature des géants »

“ჩვენ ვგავართ გიგანტების მხრებზე ჩამომსხდარ ჯუჯებს. ჩვენ მათზე მეტს და უფრო
შორს ვხედავთ. არა იმიტომ, რომ უფრო მახვილი მზერა გვაქვს ან მათზე უფრო
მაღლები ვართ, არამედ იმიტომ, რომ ამ გიგანტებმა აგვწიეს და აგვამაღლეს
საკუთარი სიდიადით.“

აღსანიშნავია, რომ ეს გამოთქმა პირველად ახსენა იოანე სოლსბერიელმა, ხოლო


ფრთიან გამოთქმად იქცა 1676 წელს, როდესაც ნიუტონმა სცადა მეცნიერებაში
თავისი მეტოქის, რობერტ ჰუკის დამშვიდება და თქვა, რომ ცოტა მეტს ხედავდა,
რადგან იდგა ბუმბერაზთა ბეჭებზე.

შარტრის სკოლის აყვავების ხანაა XII საუკუნის შუა ხანები. ამ სკოლის აყვავებას
დიდად შეუწყო ხელი ბერნარ შარტრელმა, რომელიც სკოლას ხელმძღვანელობდა
1114-1124 წლებში. ბერნარ შარტრელს იზიდავდა რომაელი პოეტების თვალსაზრისის
სიფართოვე, მათი ნაწერის დახვეწილობა და იდეები. შარტრის საეპისკოპოსო
სკოლის გრამატიკისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ბერნარ შარტრელი
ითვლებოდა მისი დროის ყველაზე სრულყოფილ პლატონიკოსად.

1176 წელს შარტრს ინგლისელი იოანე სოლსბერიელი ესტუმრა, სწორედ მისგან


გვაქვს ცნობები ბერნარ შარტრელის სწავლების მეთოდოლოგიის შესახებ. ბერნარი
თავის მოსწავლეებს ტრივიუმის დონეზე ძველი ავტორების თხზულებებს
ასწავლიდა. მისთვის გრამატიკა მხოლოდ ენის წესების დასწავლა არ გახლდათ, ეს

2
იყო ნამდვილი ფილოლოგია. ტექსტების ბაზაზე იგი გრამატიკის სახეებს,
რიტორიკის ფერებს, სოფიზმის სისხარტეს და სხვა დისციპლინების ნაწილებსაც
აწვდიდა. იგი აიძულებდა მოსწავლეებს დავალებები პროზად და ლექსად
წარმოედგინათ და განხილვის საგნად ექციათ. იოანე სოლსბერილეის მიხედვით,
შარტრის სკოლაში აღმოაჩენდით პლატონსა და მის თხზულებას „ტიმეოსს“
(კალციდიუსის თარგმანი). ბერნარის წახალისებით დაიწყეს პლატონის სწავლა,
თუმცა მაშინ ცნობილი იყო მხოლოდ პლატონის “ტიმეოსი“.

შარტრის სკოლაში მოღვაწეობს ასევე ბერნარის ძმა - ტიერი შარტრელი (Theodoricus


Carnotensis, Thierry de Chartres; +1155), ღვთისმეტყველი და ნატურფილოსოფოსი.
ტრაქტატში „შესაქმის ექვსი დღე ან ჰექსამერონი“ (Tractatus de sex dierum operibus aut
Hexaemeron) შესაქმის წიგნის სამყაროს შექმნია მითის ნატურალისტურ
ინტერპრეტაციას გვთავაზობს. მისი აზრით, ღმერთის საქმე მხოლოდ მატერიის
(რომელიც 4 ელემენტისაგან შედგებოდა: ცეცხლის, ჰაერის, წყლისა და მიწის) შექმნა
იყო. სამყაროს სტრუქტურიზაცია უკვე ელემენტების თვისებებზეა დამოკიდებული.
რაც უფრო მძიმეა ელემენტი, მით უფრო მეტად ხვდება სამყაროს ცენტრში.
ელემენტებს შრის ყველაზე მსუბუქია ცეცხლი, ამიტომ ის კოსმოსის პერიფერიაზე
ხვდება. სამყაროს ცენტრთან ახლოსაა ჰაერი, შემდეგ - წყალი და ბოლოს, მიწა.
ცეცხლიდან გამოსულ მხურვალებას წყალი აორთქლებდა და მიწის ზედაპირის
ნაწილი შიშვლდებოდა. ამგვარად გაჩნდა მსოფლიო ოკეანის ცენტრში კუნძულები.
ზემოთ ასული წყლის ორთქლი კი - ვარსკვლავებიაო.

ტიერი შარტრელი ტრაქტატში „შვიდწიგნეული“ (Heptateucon de artibus liberalibus)


შვიდი თავისუფალი ხელოვნებების შესახებაც მსჯელობს.

ჟილბერ პორეტანელი

ჟილბერ პორეტანელი (Gilbert de la Porrée, Gilbertus Poretta, Gilbert de Poitiers - 1076-1154)


- ბერნარ შარტრელის მოწაფე, თეოლოგი, ფრანგი ფილოსოფოსი. სწავლობდა
პუატიეში, პარიზში გიომ შამპოელთან, შარტრში - ბერნარ შარტრელთან, ლანში -
ანსელმ ლანელთან. შემდგომ ასწავლიდა შარტრში (შემდგომ სკოლის კანცლერი
ხდება) და პარიზში (აქ მისი მოწაფე ხდება იოანე სოლსბერიელი). 1140 წელს სანსის
საეკლესიო კრებაზე როგორც ზომიერი რეალისტი აკრიტიკებს პიერ აბელარს. 1142
წელს პუატიეს ეპისკოპოსი გახდა. მალე სამების დოგმატის განმარტებასთან

3
დაკავშირებით ერესში იქნა ბრალდებული. მას დაუპირისპირდება ძალიან
გავლენიანი ბერნარ კლერვოელი, რომელიც მას სამების მეოთხე წევრის შემოყვანას
დააბრალებს (მხილებულ იქნა პარიზისა და რეიმსის საეკლესიო კრებებზე),
ჟილბერმა შეძლო ცრუ ბრალდებაზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა და ამიტომაც
სასჯელს გადარჩა.

მისი ძირითადი ნაშრომებია:

1. „სამების შესახებ“ (De trinilate)


2. „სუბსტანციების შესახებ“ ( De bonorum hebdomade)
3. „ბოეციუსის მცირე თეოლოგიური ტრაქტატების შესახებ“ (Opuscula sacra)
4. „ევტიხისა და ნესტორის წინააღმდეგ“
5. „წყალობის შვიდეულზე“
6. „ექვსი საწყისის შესახებ“ (De sex principiis) - მიეწერება ჟილბერ პორეტენელს
პიერ აბელართან ერთად ჟილბერ პორეტანელი XII საუკუნის უძლიერეს
ფილოსოფოსად ითვლება. თუ პიერ აბელარი განსაკუთრებით ძლიერი იყო
ლოგიკაში, ჟილბერი - მეტაფიზიკაში.

მისი ნაშრომებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია „ექვსი საწყისის შესახებ“ (De sex


principiis) ან „ექვსი საწყისის წიგნი“ (Liber sex principiorum). ეს თხზულება

4
უნივერსიტეტში ისწავლებოდა თავისუფალი ხელოვნებების ფაკულტეტზე და მას
კომენტარებს ურთავდა ალბერ დიდი.

„ექვსი საწყისის/პრინციპის შესახებ“ არის არისტოტელეს ლოგიკური ტრაქტატის


„კატეგორიების“ მეტაფიზიკური ინტერპრეტაცია, რომელშიც ჟილბერი
ერთმანეთისგან ასხვავებს სუბსტანციას (ის, რაც დამოუკიდებლად, ავტონომიურად
არსებობს, განსხვავებით აქციდენციებისაგან, რომელიც სხვაში ან სხვისი
საშუალებით არსებობს; სუბსტანციას ახასიათებს თვისებათა გარკვეული
რაოდენობა, აქციდენციები - სუბსტანციის დანამატი, არაარსებითი თვისებები) და
სუბსისტენციას (სუბსტანციის ყოფიერება, არსებობა, რომელსაც არ სჭირდება
არსებობისათვის აქციდენციები) ანუ „იმას, რაც არის ( id, quod est) და „იმას, რის
გამოც ის არის (id, quo est), შექმნილ ნივთს და მის ბუნებას.
მაგალითად, ერთი ადამიანი არის ადამიანი თავისი ერთეული ადამიანობით
(სახეობითი სუბსისტენცია), ცხოველი - ერთეული ცხოველობის წყალობით
(საგვარეულო სუნსისტანციით), თეთრი - თავისი ერთეული სთეთრის წყალობით
(აქციდენციალური სუბსტანცია). ინდივიდის ყველა სუბსისტენცია მის
ინდივიდუალურ მახასიათებელს წარმოადგენს, რის გამოც ის ინდივიდად
გვევლინება.

არისტოტელე 10 კატეგორიას გამოყოფდა: სუბსტანციას, რაოდენობას, თვისებას,


დამოკიდებულებას, ადგილს, დროს, მდგომარეობას, ფლობას, მოქმედებას, ტანჯვას.
ლოგიკურად ეს კატეგორიები ეკვივალენტურია, მაგრამ მეტაფიზიკურად - არა.
სუბსტანცია არ არის ადგილი ან დრო.

ჟილბერმა ეს კატეგორიები ორად გაყო. ერთ ჯგუფში მოათავსა სუბსტანცია,


რაოდენობა, თვისება და ურთიერთობა, ხოლო მეორე ჯგუფში - დანარჩენი 6
კატეგორია: ადგილი, დრო, მდგომარეობა, ფლობა, მოქმედება და ტანჯვა.

ჟილბერი უნივერსალიების რეალურ არსებობას ეთანხმებოდა. იგი ყველა


კატეგორიას აძლევს სახელს - „ფორმას“. პირველი ჯგუფის 4 კატეგორიას იგი
„შინაგან ფორმებად“ განიხილავს, ხოლო მეორე ჯგუფს (6 კატეგორიის) – „დამხმარე
ფორმებად“.

შინაგან ფორმებად ჟილბერი იმ ფორმებს მიიჩნევს, რომლებიც ან თავად


წარმოადგენენ სუბსტანციებს, ან შინაგანად ეკუთვნიან სუბსტანციებს. ასეთებია
რაოდენობა და თვისება. რაოდენობა არის საკუთარი რაოდენობა, ხოლო თვისება -
მისი საკუთარი თვისება. ურთიერთობას რაც შეეხება, ეს არის ყოფიერების უნარი,
ამავდროულად იგი შინაგანად უკავშირდება სუბსტანციას.

5
რაც შეეხება, დანარჩენ 6 კატეგორიას, ესენი სუბსტანციის დამატებითი
განმსაზღვრელები, დეტერმინანტებია.

ჟილბერის მეტაფიზიკური თეზისები წარმოდგენილია მის კომენტარებში, რომელიც


მან დაურთო ბოეციუსის თხზულებას „სამების შესახებ“ ან უფრო ზუსტად „რატომაა
სამება ერთიანი ღმერთი და არა სამი ღვთაება“. ჟილბერი ღმერთში გამოარჩევს
საკუთრივ ღმერთს (Deus) და ღვთაებას (Deitas). ღმერთი - სუბსტანციაა, ღვთაება კი -
სუბსისტენცია. ღმერთში ერთმანეთს ემთხვევა სუბსტანცია და სუბსისტენცია,
ღმერთის თვისებები იმავდროულად მისი არსიცაა (essentia). მაგარამ ქმნილი
სამყაროსგან განსხვავებით, ღმერთში სუბსტანცია და სუბსისტენცია ემთხვევა
ერთმანეთს და ამიტომ ღმერთი არის საკუთვრივ არსებობა მაშინ, როდესაც ჩვენ
ვართ არასრული არსებობა. ჩვენ ვარსებობთ იმდენად, რამდენადაც ღმერთი
სუბსტანციას ანიჭებს სუბსისტენციას. თვითონ სუბსისტენციები არსებობენ
ღვთაებრივ გონებაში.

გიომ კონშელი (1080-1150)

წარმოშობით ნორმანდიიდან იყო, შარტრის სკოლაში ასწავლიდა, ასევე ლექციებს


კითხულობდა პარიზში. მის იდეებს ბერნარ კლერვოელი აკრიტიკებდა. გიომი
თვლიდა, რომ პლატონის ფილოსოსფია არ მოდიოდა კონფლიქტში

6
ქრისტიანობასთან. ღვთიურისადმი არსებული რწმენა არ ნიშნავს, რომ ღმერთი რამეს
ისეთს ქმნის, რაც გოენბისათვის მიუწვდომელიაო. პლოტონის „ტიმეოსში“
აღწერილი მსოფლიო სული იგივე სული წმინდააო, ამტკიცებს გიომ კონშელი
ტრაქტატში «De philosophia mundi».

გიომ კონშელის მსოფლმხედველობა შუა საუკუნეობრივ ნატურალიზმს


უკავშირდება: ღმერთმა შექმნა სამყარო, ხოლო შემდეგ ვითარდებოდა საკუთარი
კანონების მიხედვით, რომლის გაგებაც ადამიანს ძალუძს. სამყაროს შექმნის
საფუძველს, გიომის მიხედვით, ატომები, პირველადი ელემენტები, ქმნიან,
რომლებიც მარადიულნი არ არიან. ატომების ურთიერთქმედება 4 ელემენტს ქმნის:
მიწას, ჰაერს, წყალს და ცეცხლს. გიომი არ ეთანხმებოდა არისტოტელეს სწავლებას
მეხუთე ელემენტზე, თუმცა ესმოდა მისი მტკიცებულება დედამიწის სფეროსებურ
ხასიათზე.

იოანე სოლსბერიელი (1115/1120-1180)

ღვთისმეტყველი, შარტრის ეპისკოპოსი. განათლება მიიღო პარიზში, პაპის კარზე


მსახურობდა. 1154 წელს კენტერბერიის არქიეპისკოპოსის მდივანი გახდა.

შუა საუკუნეების ფილოსოფოსებიდან იოანე სოლსბერიელმა პიერ აბელართან


ერთად ერთ-ერთმა პირველმა დააფასა ლოგიკა. ის მიუთითებდა, რომ ფილოსოფიის
შესწავლის დაწყებამდე ყოველმა ადამიანმა ჯერ ლოგიკა უნდა შეისწავლოს,
ვინაიდან ლოგიკა არის ინსტრუმენტი, რომლითაც ადამიანი წვდება ჭეშმარიტებას.
ლოგიკა მნიშვნელოვანია როგორც ფილოსოფიისთვის, ასევე ღმერთის
შემეცნებისთვის და საერთოდ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების მიზანი იოანე
სოლსბერიელის მიხედვით არის ცოდნა. მხოლოდ ცოდნა მიანიჭებს ბედნიერებას
ადამიანს და ამიტომ ბედნიერი შეიძლება იყოს მხოლოდ ფილოსოფოსი.

იოანე სოლსბერიელი დაინტერესებული იყო სკეპტიკოსებით და კერძოდ,


ციცერონით. მეტიც, იოანე სოლსბერიელს უწოდებდნენ თანამედროვე ციცერონს. ის
სკეპტიკურად უყურებდა მრავალ საკითხს, კერძოდ სუბსტანციის პრობლემას,
სულის არსს, ნების თავისუფლებას, მატერიის არსს, რწმენისა და გონების
დამოკიდებულებას, უნივერსალიების პრობლემას და ამბობდა, რომ მას არ შეუძლია
ამ საკითხებზე საბოლოო პასუხის გაცემა.

You might also like