You are on page 1of 10

1.

განსაზღვრეთ სოკრატემდელი ფილოსოფიის ქრონოლოგიური ჩარჩოები


და გეოგრაფია. დაასახელეთ ძირითადი წარმომადგენლები და
მიმდინარეობები.
სოკრატემდელები ძვ.წ. VI-V სს. მოღვაწეობდნენ, ისინი არიან „ფიზიკოსები“ -
ბუნების აღმწერი ფილოსოფოსები, ძირითადი წარმომადგენლები არიან: თალესი,
ანაქსიმანდრე, პითაგორა, ჰერაკლიტე, პარმენიდე, ძენონი და ა.შ. ძირითადი
გეოგრაფიული არეალია მილეტი და ელეა, თუმცა მაგ. ჰერაკლიტე ეფესელია.

2. განმარტეთ, როგორ იდგა ერთისა და სიმრავლის საკითხი მილეტის


სკოლაში.
მილეტის სკოლაში ეძებდნენ რაიმე ისეთ ერთს („არხე“) რომელზეც დაიყვანებოდა
სიმრავლე. მაგალითად, თალესთან ეს ერთი იყო წყალი, ანაქსიმენესთან ჰაერი,
ანაქსიმანდრესთან აპეირონი. სწორედ ამ ერთის სახეცვლილებას წარმოადგენდა
მათთან სიმრავლე, მაგ ანაქსიმენესთან ჰაერის შეკუმშვით ან შესქელებით ხდება
საგანთა სიმრავლის შექმნა, თალესთან წყლის და ა.შ.

3. გადმოეცით ანაქსიმანდრეს ძირითადი ფრაგმენტის შინაარსი და


განმარტეთ მისი აზრი.
4. დაახასიათეთ ანაქსიმანდრეს განუსაზღვრელი საწყისი და მისი მიმართება
საგანთა მრავალფეროვან სიმრავლესთან.

ანაქსიმანდრემ შრომა „ბუნებისთვის“ პირველი პროზაული ფილოსოფიური


ნაშრომია. შემორჩენილია ციტატა - „რისგანაც წარმოიშობიან საგნები მასშივე
იხრწნებიან აუცილებლობით...“ - ამგვარ პირველსაწყისს მას აპეირონი უწოდა.
თავად აპეირონი მარადიულია, იგი ქმნის წარმავალ სამყაროებს, რომელიც დროში
ექცევიან. ასევე უშვებდა ევოლუციას - თევზებს ადამიანთა წინაპრად თვლიდა
(„პაიდეია“).
მასთან შეიმჩნევა გაბედული პროგრესი - სასრულის წყარო, მხოლოდ უსასრულო
შეიძლება იყოს. პირველზე გამოიყენა ტერმინი ცნება. დაუშვა სამყაროს მიღმა
განმსაზღვრელი მნიშვნელობის არსება. ანაქსიმანდრე საწყისად განუსაზღვრელს
ასახელებს, რომელსაც ხშირად უსასრულოს უწოდებენ. კოსმოსს, როგორც
განუსაზღვრელ წესრიგს, საფუძვლად რაღაც განუსაზღვრელი აქვს, სამყაროს
საწყისად შეიძლება მივიჩნიოთ ქაოსი. საწყისის განუსაზღვრელობას, ანუ
უსასრულობას, ანაქსიმანდრეს აზრით, შეესაბამება უსასრულო სამყაროთა
არსებობის დოქტრინა, ანუ დოქტრინა განუსაზღვრელი რაოდენობის სამყაროთა
შესახებ, რომლებიც საგანთა შეუჩერებელი დაყოფის, ანუ გამრავლების შედეგია.

5. რატომ შეიძლება მიეჩნია თალესს წყალი ყველაფრის საწყისად და რატომ


ანაქსიმენეს - ჰაერი?
თალესი ეძებდა იმგვარს პირველსაწყისს, რომელიც თავის ბუნებას
დაუმორჩილებდა ყოველივეს. არისტოტელე ამბობს, რომ თალესი ალბათ იმიტომ
მივიდა იმ აზრამდე, რომ წყალია პირველსაწყისი, რადგან ყველა არსების საკვები
წყალს შეიცავს, სითბო სინესტისგანაა და მისით ცოცხლობსო. ანაქსიმენესთვის
„არხე“ არ შეიძლება თვისობრივად განუსაზღვრელი იყოს და ამავე დროს, არც
კონკრეტული და „მოუქნელი“, ამიტომ პირველსაწყისად მიიჩნევდა ჰაერს,
რადგანაც ის უსასრულო და კონკრეტულ ფორმას მოკლებულია, თუმცა
გარკვეულ თვისებებს ფლობს, მისგან იქმნება და მასშივე იშლება კოსმოსი.

6. ვინ იყვნენ პითაგორელები? ორი-სამი წინადადებით განმარტეთ მათი


მოღვაწეობის ძირითადი სფერო.
პითაგორელები იყვნენ პითაგორას მიმდევრები, სწავლობდნენ მის აკადემიაში,
სჯეროდათ, რომ ყველაფერი არსებული აიხსნება რიცხვებით. პირველსაწყისია
რიცხვი ერთი, რომელიც თავის თავში სიმრავლესაც მოიცავს. 10 რიცხვი გვაძლევს
სამყაროს ამომწურავ სახეს, იზიარებდნენ მეტემფსიქოზის თეორიას.
შეისწავლისდნენ „გაგონილებს“ (ცრურწმენებს) და „მათემას“ (რისი დასაბუთებაც
შეიძლება).

7. განმარტეთ ჰერაკლიტესთან ლოგოსის, ცეცხლის, მარადიული მოძრაობისა


და დაპირისპირების ცნებათა შორის მიმართება.
პირველსაწყისად მიიჩნევდა ცეცხლს, მის მინელება-გაღვივების წრეს „დიდ წრეს“
უწოდებდა. ყველაფერი მარადიულად იცვლება, უცვლელია მხოლოდ ცეცხლი,
ასევე მისი ცვალებადობის გზები, როგორც სამყაროს შინაგანი კანონზომიერება,
„ლოგოსი“. ერთადერთი უძრავი და მაინც განსაზღვრული არის ლოგოსი. ლოგოსი
არაა სხეულებრივი, მაგრამ განაპირობებს ფიზიკურის და ფსიქიკურის არსებობას
დაპირისპირებულთა ბრძოლის და ერთიანობის სახით. ბრძოლა ყველაფრის მამაა.
დაპირისპირება არის როგორც საგანთა შორის, ასევე მათ შიგნითაც, უძრაობა მათი
დაშლა იქნებოდა. არსებობა თავისივე თავში შეიცავს არარსებობას.

8. განმარტეთ ერთი საგნის/მოვლენის შიგნით დაპირისპირებულთა საკითხი


ჰერაკლიტესთან.
ბრძოლა ყველაფრის მამაა. დაპირისპირება არის როგორც საგანთა შორის, ასევე
მათ შიგნითაც, უძრაობა მათი დაშლა იქნებოდა. არსებობა თავისივე თავში
შეიცავს არარსებობას. ჰერაკლიტეს მოჰყავს მშვილდის და ლირის მაგალითი,
ვერცერთი მათგანი ვერ იქნება მშვილდი ან ლირა, თუ მის შიგნით შინაგანი
დაპირისპირება მოიხსნება. დაპირისპირება და ჰარმონია განუწყვეტელ
დაძაბულობას იძლევა და სწორედ ის არის რაციონალური კანონი, ანუ ყოველივეს
მიზეზი.

9. დაახასიათეთ ხედვის ორი გზა პარმენიდეს პოემის მიხედვით


(ჭეშმარიტება და შეხედულება).
პარმენიდე წარმოიდგენს თავის პოემაში, რომ მას საიდუმლო თვით სამართლის
ქალღმერთმა გაანდო, რომლის წინაშეც ის იდუმალებით მოცული ეტლით
წარდგა. ქალღმერთი ბუნების ორი ასპექტის შესაბამის ორ დოქტრინას
წარმოუდგენს პარმენიდეს: ჭეშმარიტების დოქტრინას რომელიც ბუნების
საიდუმლო ასპექტს შეესაბამება, და მოსაზრების დოქტრინას რომელიც ბუნების
ხილულ ასპექტს შეესაბამება. ამ ორ დოქტრინას ეძღვნება პოემის ორი ნაწილი-
ჭეშმარიტების ნაწილი და მოსაზრების ნაწილი. თავად პარმენიდე უფრო
მნიშვნელოვნად ჭეშმარიტების ნაწილს ანუ დოქტრინას მიიჩნევს.პარმენიდეს
მიხედვით ყველაფერი არის ყოფნა, და ყოფნა არის ყველაფერი.

10. განმარტეთ, რა და როგორია პარმენიდეს არსი. რატომ არის ის, მისი აზრით,
უძრავი? რა მიმართებაა პარმენიდესთან აზრსა და არსს შორის?
პარმენიდესთან არსი უძრავია, მას აქვს სფეროსებური ფორმა. იგი იცავს
აბსოლუტური ცნების არსს - არსი არაა არარსი. ის არ შეიძლება მოძრაობდეს,
მოძრაობა ცვალებადობაა და თუ არსი იცვლება ეს ნიშნავს, რომ ის ჯერ არაა არსი,
ან უკვე აღარ არის არსი. თუ საქმე გვაქვს ჭეშმარიტ შემეცნებასთან, მაშინ აზრის
და მისი საგნის შინაარსი უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. არსი აზრის
იგივეობრივია.

11. რატომ უწოდებენ ადრეულ ბერძენ ფილოსოფოსებს “ფიზიკოსებს”?


იმიტომ რომ ისინი არიან ბუნების აღმწერი ფილოსოფოსები, სწავლობდნენ
ფიზიკას, გეომეტრიას, ასტრონომიას და ა.შ.

12. რით ჰგავს და რით არ ჰგავს ჰერაკლიტეს და პარმენიდეს ფილოსოფია


ერთმანეთს? პასუხი განმარტეთ.
ორივე თვლის, რომ შემეცნებაში სანდოა გონება, მაგრამ ჰერაკლიტე შესაძლებლად
მიიჩნევდა გრძნობიერების გამოყენებას, პარმენიდე კი გამორიცხავდა. ორივე
ცდილობდა დაედგინა მოვლენების საფუძვლად მყოფი უცვლელი და უძრავი
საფუძველი, ესაა ჰერაკლიტესთან ლოგოსი და პარმენიდესთან არის, თუმცა
ლოგოსი დროსა და სივრცის გარეთაა და მისი გამოვლენა ხდება არსად და
არარსად, პარმენიდესთან კი არსი თვითკმარია, დროისა და სივრცის მიღმურია,
მასთან არსი არაა არარსი.

13. დაასახელეთ ელეატური სკოლის ძირითადი წარმომადგენლები. რას


წარმოადგენს მათი აზრით მოძრაობა?
ძირითადი წარმომადგენლები იყვნენ ქსენოფანე, პარმენიდე და ძენონი.
ამტკიცებდნენ მოძრაობის შეუძლებლობას. მათი აზრით ის რაც მოძრაობად
გვეჩვენება სინამდვილეში უძრაობაა. მაგ. გასროლილი ისარი, რომელიც მოძრავი
გვეჩვენება, სინამდვილეში უძრავია. ის ყოველი დროის გარკვეულ მონაკვეთში
ერთ ადგილასაა უძრავად, მეორე ასეთივე მონაკვეთშიც ერთ ადგილასაა ასევე
უძრავად, მესამე მონაკვეთშიც და ასე შემდეგ.

14. განმარტეთ, როგორც იდგა ერთისა და სიმრავლის საკითხი “უმცროს


ფიზიკოსებთან”.
ანტიკური ფილოსფიის ისტორიაში უმცროს ფიზიკოსებად მოიხსენიებენ
ემპედოკლეს და ანაქსაგორას. ემპედოკლეს მიზანი იყო აეხსნა ბუნება, მისი
აზრით „არხე“ ანუ პირველსაწყისი არ შეიძლება იყოს ერთი, რადგან ერთიდან
მრავლის წარმოშობა შეუძლებელია. ემპედოკლემ იონელების მიერ შემოტანილ
ელემენტებს (წყალი, ჰაერი, ცეცხლი) დაუმატა მეოთხე - მიწა და საფუძვლიანად
დაამუშავა მოძღვრება 4 ელემენტის შესახებ.
ანაქსაგორამ ემპედოკლესაგან განსხვავებით პირველსაწყისად სუბსტანციათა
უსასრულო სიმრავლე აიღო, მისი აზრით, პირველსაწყისი იმდენი უნდა იყოს,
რამდენი თვისობრიობაც არსებობს, საწყისთა რაოდენობა უმცირესი თესლების
სახით უსასრულოა. მცირე პროპორციით ყველაფერია ყველაფერში.

15. რა არის აქტიური და რა - პასიური საწყისები ემპედოკლესთან?


ემპედოკლეს მიზანი იყო აეხსნა ბუნება, მისი აზრით „არხე“ ანუ პირველსაწყისი
არ შეიძლება იყოს ერთი, რადგან ერთიდან მრავლის წარმოშობა შეუძლებელია.
ემპედოკლემ იონელების მიერ შემოტანილ ელემენტებს (წყალი, ჰაერი, ცეცხლი)
დაუმატა მეოთხე - მიწა და საფუძვლიანად დაამუშავა მოძღვრება 4 ელემენტის
შესახებ. ეს ელემენტები თავისთავად უძრავნი არიან (პასიური საწყისები) მათი
მამოძრავებელია - სიყვარული და სიძულვილი (აქტიური საწყისები).

16. რა ფუნქციას ასრულებს ანაქსაგორას ფილოსოფიაში “ნუსი” (გონება)?


ანაქსაგორამ პირველსაწყისად სუბსტანციათა უსასრულო სიმრავლე აიღო, მისი
აზრით, პირველსაწყისი იმდენი უნდა იყოს, რამდენი თვისობრიობაც არსებობს,
საწყისთა რაოდენობა უმცირესი თესლების სახით უსასრულოა. მცირე
პროპორციით ყველაფერია ყველაფერში. თვისობრიობათა უსასრულობა
თავისთავად უძრავი, „ნუსი“ მისი ამამოძრავებელია. ნუსს აქვს სრული ცოდნა
ყოველივეზე. იგი კოსმოსის მომწესრიგებელ ძალაა, რომელიც „თესლებს“
ამოძრავებს, აერთებს და ნაერთებს შლის.

17. დაახასიათეთ დემოკრიტეს ატომები. რით განსხვავდებიან ისინი


ანაქსაგორას “თესლებისგან” და ემპედოკლეს ელემენტებისგან?
დემოკრიტეს თანახმად ატომები სიცარიელეში მოძრაობენ, მისი აზრით ატომი
მოძრაობის გარეშე არ არსებობს, მაგრამ მოძრაობა არ არის ატომის შინაგანი
თვისება, იგი გარედან ხდება ანუ ატომი გარედან დაჯახებული ძალით მოძრაობს,
დემოკრიტეს თანახმად მოძრაობა ისევე მარადიულია, როგორც ატომი.
დემოკრიტემ უარყო „ლოგოსის“ და „ნუსის“ ცნებები, რომელნიც აღნიშნავდნენ
მატერიალური საწყისისგან დამოუკიდებელ კანონზომიერებას, მან ატომთა
მექანიკით სცადა ყველა პროცესის და მოვლენის ახსნა. ემპედოკლესთან გვაქვს
მხლოდ 4 ელემენტი, რომელთა სხვადასხვა პროპორციულობა ქმნის საგანთა
მრავალფეროვნებას, ანაქსაგორასთან კი არის „თესლების“ მომწესრიგებელი
გონება „ნუსი“, დემოკრიტეს მოძღვრების გამოსავალი კი არის მრავალ მოძრავ
საგანთა არსებობა ე.ი ბუნება.

18. შეადარეთ არსის და არარსის გაგება პარმენიდესთან და დემოკრიტესთან.


პარმენიდესთან - არსი არაა არარსი, ანუ თუ არსი არის, მაშინ არ არის არარსი,
მასთან არსი არაა მოძრავი. ხოლო დემოკრიტესთან არსი (ატომი) და არარსი
(სიცარიელე) ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული, რადგან არარსის (სიცარიელის)
გარეშე ვერ იმოძრავებს არსი (ატომები). სწორედ სიცარიელით აიხსნება ატომთა
წარმოშობა და ხრწნადობა.
19. რაში ხედავდნენ მოძრაობის საწყისს იონიელი ფილოსოფოსები (თალესი,
ანაქსიმანდრე, ანაქსიმენე, ჰერაკლიტე) და რას მიიჩნევდნენ მოძრაობის
მიზეზად ე.წ. პლურალისტები (ანაქსაგორა, ემპედოკლე, დემოკრიტე)?
თალესი, ანაქსიმანდრე, ანაქსიმენე და ჰერაკლიტე იყვნენ ჰილოძოისტები.
მათთვის მოძრაობა სულის გარეშე წარმოუდგენელი იყო - ამ შეხედულებას
ეწოდება ჰილოძოიზმი. ანაქსაგონა, ემპედოკლე და დემოკრიტე არ არიან
ჰილოძოისტები. დემოკრიტესთან მოძრაობა აუცილებლობაა, ემპედოკლესთან
უძრავი (4 ელემენტი) და მოძრავი (სიყვარული და სიძულვილი) საწყისები
გვხვდება, ანაქსაგორასთან „თესლების“ (პირველსაწყისების) ამამოძრავებელია
„ნუსი“ (გონი).

20. გადმოეცით და განმარტეთ პროტაგორას ძირითადი დებულება.


„ყველა საგანთა საზომი ადამიანია“ - გულისხმობს, რომ ყოველი ადამიანი
სხვადასხვანაირად შეიცნობს და გაიგებს ყოველ საგანს. იგი არ უარყოფს
ობიექტური რეალობის არსებობას, მაგრამ შეუძლებლად მიაჩნია მისი შემეცნება.

21. გადმოეცით გორგიას ფილოსოფიური ნაშრომის სამი ძირითადი თეზისი.


განმარტეთ ერთ-ერთი მათგანის არსი.
1. არაფერი არ არსებობს
2. რომც არსებობდეს ადამიანისთვის შეუმეცნებელი იქნება
3. შემეცნებადიც რომ იყოს, მისი ახსნა მაინც შეუძლებელი იქნება სხვებისთვის

22. რა შეიცვალა ფილოსოფიაში სოფისტების მოსვლით?


23. რა დამსახურება აქვთ სოფისტებს?
სოფისტები სიბრძნისა და მჭერმეტყველების მასწავლებლები, ფილოსოფოსები,
რომლებიც მოღვაწეობდნენ საბერძნეთში ძვ. წ. V საუკუნის მეორე ნახევარსა და IV
საუკუნის პირველ ნახევარში. სოფისტებმა განმანათლებლური როლი შეასრულეს.
მათ სიბრძნის მასწავლებლობა პროფესიად გაიხადეს. განავითარეს რიტორიკა,
საჯარო გამოსვლის ხელოვნება, სხვ. სოფისტებმა ფილოსოფოსიური კვლევის
ცენტრში ადამიანი დააყენეს - „ყველა საგნის საზომი ადამიანია.“
წარმომადგენლები: პროტაგორა, ჰიპია, გორგია და სხვ.

24. რატომ უპირისპირდებოდა სოკრატე სოფისტებს?


სოფისტების აზროვნებას კარგად ასახავს პროტაგორას ფრაზა - „კაცი არის
ყველაფრის საზომი“, სადაც პროტაგორა მოისაზრებს რადიკალურ რელატივიზმს,
სადაც ჭეშმარიტებას ადამიანი განსაზღვრავს. სოკრატესთვის და პლატონისთვის
ეს მიუღებელი იყო, რადგან თუ ფიქსირებული „ჭეშმარიტება“ არ არსებობს და
ყველაფერი რელატიურია მაშინ ვერ შევძლებთ ეთიკური ცოდნის განსაზღვრას,
ვერ შევძლებთ სამართლიანობის გაგებას და ა.შ

25. განმარტეთ, რას ნიშნავს სოკრატეს “ბებიაქალობა” (“მაიევტიკა”).


სოკრატეს/პლატონის ფილოსოფიასთან კავშირში მაიევტიკა გულისხმობს ცოდნის
შობას, დაბადებას, რაც მიიღწევა არცოდნის შეგნებით.
26. დაახასიათეთ სოკრატეს საქმიანობა “აპოლოგიის” მიხედვით.
იგი თვლიდა, რომ ღმერთმა სწორედ იმ მიზნით გამოგზავნა ქალაქში, რომ მთელი
დღე მუხლჩაუხრელად იაროს კარდაკარ, რათა გამოაფხიზლოს ათენელები,
მოსვენება არ მისცეს და ცოდნით აავსოს. იგი აპოლოგიაში ამბობს: თვითონ
უფალმა მიუჩინა ჩემი თავი ქალაქს, სადღა ნახავთ ჩემისთანა კაცს? თავისი
“გაწეული სამსახურის” შესადრებლა მოჰყავს მაგალითი: როგორც ძლიერ და
კეთილშობილ, მაგრამ სიმსუქნისგან გაზარმაცებულ ცენს უჭირს განძრევა, თუ
კრაზანა არ უკბენს, ასეა ათენელთა საქმეც, თავის თავს კი კრაზანად მოიაზრებდა.

27. როგორ განმარტავს სოკრატე დელფოსის მისნის ნათქვამს მის შესახებ?


(“აპოლოგიის” მიხედვით).
მისანმა თქვა, რომ ყველაზე ბრძენი ადამიანი იყო სოკრატე, რაზეც სოკრატემ თქვა
„ამ მცირედით ვარ უფრო ბრძენი, სახელდობრ, იმით რომ რაკი არაფერი არ ვიცი,
არც მგონია, რომ რაიმე ვიცი.“

28. განმარტეთ, რა არის სოკრატეს “დაიმონი” (“აპოლოგიის” მიხედვით)


სოკრატეს მის დაიმონზე საუბრობს „სოკრატეს აპოლოგიაში“. დაიმონი - ესაა
იდუმალი ხმა, რომელიც სოკრატეს ხელს უშლის ზოგიერთ რაღაცაში, მაგალითად
საზოგადო მოღვაწედ გახდომაში, რადგან ვინც მართლა სამართლიანობისთვის
იბრძვის, ბოლომდე კერძო პირად უნდა დარჩეს. მოკლედ კი შეიძლება ასე ითქვას
დაიმონი გახლდათ სოკრატეს სულში არსებული „ზნეობრივი ხმა“.

29. რატომ უწოდებდა სოკრატე თავის თავს კრაზანას?


იმიტომ რომ სოკრატე კრაზანასავით „დააცხრებოდა“ ქალაქის მცხოვრებთ და არ
აძლევდა მოსვენებას თავისი შეკითხვებით.
სოკრატე ამბობს, რომ თვითონ უფალმა მიუჩინა ჩვენს ქალაქს, როგორც ძლიერსა
და კეთილშობილ, მაგრამ მეტისმეტი სიმსუქნისაგან გაზარმაცებულსა და
გაზულუქებულ ცხენს, რომელსაც უჭირს განძრევა, თუ აბეზარი კრაზანა თავისი
ბასრი ნესტრით.

30. გადაცემადია თუ არა ცოდნა, სოკრატეს აზრით? პასუხი განმარტეთ.


სოკრატეს მიხედვით, ცოდნის გადაცემა შეუძლებელი იყო, ცოდნა უნდა
დაბადებულიყო თითოეულ ინდივიდში. რაშიც მას სოკრატე ეხმარებოდა
თავისებური მაიევტიკით - დიალოგში კითხვების დასმით უბიძგებდა მათ
კრიტიკული აზროვნებისა და საკითხის ღრმა ანალიზისკენ.

31. რატომ იყო, თქვენი აზრით, სოკრატესთვის დიალოგი ძიების


მნიშვნელოვანი ფორმა?
სოკრატესთვის დიალოგი ძიების მნიშვნელოვანი ფორმა იყო. იგი მოსაუბრეს
იმგვარად ესაუბრებოდა, თითქოს თავად არაფერი იცოდა და მისგან სურდა
ცოდნის შეძენა, შემდეგ კი თავისი კითხვებით მიახვედრებდა, რომ მოსაუბრემ
ბევრი არაფერი იცოდა კონკრეტულ საკითხზე. დიალოგი იყო სწორედ
სოკრატესეული მაიევტიკის (ცოდნის დაბადების) განხორციელების გზა.
32. განმარტეთ, რაში სდებენ სოკრატეს ბრალს და რა საფუძველი ჰქონდა (ან არ
ჰქონდა) ამ ბრალდებებს.
სოკრატეს აპოლოგია მთლიანად ეთმობა სოკრატეს სასამართლო პროცესს,
მისთვის წაყენებული 2 ბრალდებაა - ახალგაზრდობის გარყვნა და ღმერთების
უარყოფა. ათენელი დემოკრატიის მესვეურები სოკრატეში სერიოზულ მტერს
ხედავდნენ. სოკრატე არ იყო დემოკრატიის მოტრფიალე, მის სიტყვებს კი ხალხში
ფასი ჰქონდა, ამიტომ მონათმფლობელური დემოკრატიის შერყევა სოკრატეს
აბრალებდნენ, რაც შემდეგ ზემოთთქმული ორი ბრალდებით ჩივილის მიზეზი
გახდა, მომჩივნებს ეგონათ, რომ სოკრატე გაიქცეოდა, რაც ასე არ მოხდა.

33. რატომ მიაჩნდა სოკრატეს სულისთვის ზრუნვა განსაკუთრებით


მნიშვნელოვნად?
იმიტომ რომ სხეული წარმავალია, ხრწნადია, სული კი უკვდავია. სული
თავდაპირველად იყო იდეათა სამყაროში, იგი ადრე ღმერთებთან ერთად
ცხოვრობდა და იდეალური სამყაროს მშვენიერების ცქერით ტკბებოდა, თუმცა მან
ვერ დააფასა იდეათა სიდიადე, რის გამოც დაისაჯა და სხეულში, როგორც
საფლავში, გამოიკეტა. თავად სული უკვდავია და არაერთხელ განსხეულებულია,
თუმცა მაგრამ ყოველ ჯერზე სულის ხორცშესხმისას მისი ცოდნა დავიწყებას
მიეცემა. ადამიანური ცხოვრების მთავარი მიზანი სხეულისაგან საბოლოო
განთავისუფლებაა. ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ადამიანი (სული)
მისთვის ადრე ნაცნობ ჭეშმარიტებებს გაიხსენებს (ანამნეზი). სანამ ადამიანი ამას
არ მიაღწევს, გარდაცვალების შემდეგ მისი სული ერთი სატუსაღოდან მეორეში,
ანუ ერთი სხეულიდან მეორეში გადავა. ამიტომაა მნიშვნელოვანი სულისთვის
ზრუნვა.

34. რას უწოდებენ სოკრატეს ‘ირონიას’?


სოკრატული ირონია არის სოკრატეს ტენდენცია, რომ თავი წარადგინეს სრულიად
არმცოდნედ თავის მოწინააღმდეგის წინააღმდეგ და ამ პლანზე წარმართოს მან
თავისი სოკრატული დიალოგი, სადაც შემდგომ დიალოგში აღმოჩნდება, რომ
თავდაჯერებულმა მეტოქემ სინამდვილეში თვითონაც არაფერი იცის.
არ ცოდნის შეგნებას - მან იცის რომ რაღაც არ იცის და არც ამბობს რომ იცის.
ირონიაა ისიც, რომ ადამიანს ჰგონია რომ რაღაც იცის, თუმცა ადამიანური ცოდნა
არაფერია ჭეშმარიტ ცოდნასთან შედარებით, რომელსაც მხოლოდ ღმერთი
ფლობს.

35. განმარტეთ შინაარსი ბერძნული ტერმინებისა “სოფოსი”, “სოფისტი”,


“ფილოსოფოსი”. რაში ხედავთ ძირითადად მათ შორის მსგავსებას და
განსხვავებას?
სოფოსი ნიშნავს ბრძენს, ფილოსოფოსი სიბრძნის მოყვარეს, სოფისტი სიბრძნის
მასწავლებელი. ყოველი მათგანი დაკავშირებულია ცოდნასთან, თუმცა
სოკრატეს/პლატონის მიხედვით, სოფოსი (ბრძენი) შეიძლება იყოს მხოლოდ
ღმერთი, ფილოსოფოსი (სიბრძნის მოყვარული) ისწრაფის სიბრძნისკენ
სიბრძნისკენ, რაც შეეხება სოფისტებს, ისინი რიტორიკის მასწავლებლები არიან,
რომელნიც ადამიანს ასწავლიდნენ საჯარო გამოსვლის და დავებში, კამათში
გამარჯვების ხელოვნებას.

36. რით განსხვავდებოდა სოკრატეს მოღვაწეობის სფერო “ფიზიკოსების”


მოღვაწეობის სფეროსგან?
პირველი ფილოსოფოსები ("ფიზიკოსები") ეძებდნენ ისეთ პირველსაწყისს, ისეთ ერთს
რაზეც დაიყვანებოდა სიმრავლე. სოკრატემ მოახდინა აზროვნების დიდი შემობრუნება -
ონტოლოგიიდან გნოსეოლოგიური აზროვნებისკენ. დელფოს სამისნოს წარწერა "მან
შეიცან თავი შენი" აქცია ინდივიდის ცნობიერიდან საყოველთაო ჭეშმარიტების ძიების
პრინციპად. სოკრატემ ცოდნის რაობის ძიება დაუკავშირა ადამიანის რაობის ძიების
პრობლემას. ცოდნა სიკეთეა. შემეცნების პრობლემა ეთიკური პრობლემაა.

37. რატომ არ სცადა სოკრატემ თავის გადარჩენა (არც განაჩენამდე თავის


დაცვისას, არც შემდეგ)?
სოკრატეს სჯეროდა, რომ უფრო მნიშვნელოვანი იყო სიმართლის თქმა, ვიდრე
სასჯელისგან თავის გადარჩენა. იგი ამბობდა, რომ ცრუ ბრალდებებს უყენებდნენ
და თუ ის თავს დაიცავდა, გამოვიდოდა, რომ იტყუება, რაც ეწინააღმდეგებოდა
მის პრინციპებს. საბოლოო ჯამში, სოკრატემ არჩია მიეღო სასჯელი და თავისი
პრინციპების ერთგული დარჩენილიყო.

38. რა შეიცვალა ფილოსოფიაში სოკრატეს გამოჩენით?


სოკრატემ მოახდინა აზროვნების დიდი შემობრუნება - ონტოლოგიიდან
გნოსეოლოგიური აზროვნებისკენ. დელფოს სამისნოს წარწერა "მან შეიცან თავი შენი"
აქცია ინდივიდის ცნობიერიდან საყოველთაო ჭეშმარიტების ძიების პრინციპად.
სოკრატემ ცოდნის რაობის ძიება დაუკავშირა ადამიანის რაობის ძიების პრობლემას.
ცოდნა სიკეთეა. შემეცნების პრობლემა ეთიკური პრობლემაა.

39. რა ჰქონდა (თუ ჰქონდა) სოკრატეს სოფისტური და რა, პირიქით, მათი


საპირისპირო?
სოკრატეც და სოფისტებიც დახელოვნებულნი იყვნენ რიტორიკის ხელოვნებაში,
სოკრატეც და სოფისტებიც განმანათლებლები იყვნენ. ისინი ასწავლიდნენ
თავიანთ სტუდენტებს დიალოგისა და დისკუსიის გზით. სოკრატესა და
სოფისტებს შორის ძირითადი განსხვავება მათი განათლების მიზნებში
მდგომარეობდა. სოკრატე უფრო მეტად ზრუნავდა ჭეშმარიტებისკენ,
სათნოებისკენ და ზნეობრივი ხასიათის განვითარებაზე, სოფისტები კი
ორიენტირებულნი იყვნენ კამათში გამარჯვებაზე. ამასთან ერთად, სოკრატესთვის
სოფისტთა რელატივიზმი მიუღებელი იყო.

40. რას ეძებდა სოკრატე? (ზოგადის ძიების თემა)

სოკრატესთვის წარმოდგენებში არსებული კერძოა და პირობითი, ამიტომ ის


ნამდვილი ცოდნა არ არის, ნამდვილი ცოდნა ზოგადი და აბსოლუტური
ხასიათისაა და ცნებებით გამოიხატება, სწორედ ამას ეძებს სოკრატე.
41. როგორი უნდა იყოს ფილოსოფოსი სოკრატე/პლატონის გაგებით?
სახელმწიფოს მეექვსე თავში სოკრატე/პლატონი გვიხატავს როგორი უნდა იყოს
ფილოსფოსი: იგი ვნებიანად მიილტვის ცოდნისკენ, გულწრფელია, სიცრუეს
გადაჭრით უარყოფს, სძულს სიცრუე და უყვარს სიმართლე (ჭეშმარიტება),
ამქვეყნიურ წვრილმანებზე არ დაშვრება, არაა ვერცხილსმოყვარული,
კეთილგონიერია და თვინიერი, ასევე იმახსოვრებს, რასაც ასწავლიან.

42. რამდენად ენდობოდნენ ან არ ენდობოდნენ ბერძნები გრძნობად


მონაცემებს? დაასახელეთ ერთი მაგალითი ნებისმიერი ფილოსოფოსიდან
თალესიდან სოკრატეს ჩათვლით. პასუხი განმარტეთ.

სოკრატე არ ენდობოდა გრძნობად მონაცემებს, ის ფიქრობდა, რომ გრძნობები


შეიძლება შეცდეს, მათ ყოველთვის არ მივყავართ ჭეშმარიტებამდე. მაგალითად,
გამოქვაბულის ანალოგიაში, რასაც პატიმრები ხედავენ კედელზე, სინამდვილეც
ის ჰგონიათ, ანუ ჩრდილები, თუმცა ეს ჩრდილები სულაც არაა სინამდვილე, ესაა
მხოლოდ ცეცხლის ფონზე მოხაზული საგანთა კონტურები, აქედან ჩანს, რომ
გრძნობად მონაცემს, ამ შემთხვევაში იმას, რასაც თვალით ვხედავთ, არ მივყავართ
ჭეშმარიტებამდე.

43. ვინ/რა არის ეროსი/სიყვარული პლატონის “ნადიმის” მიხედვით.


სიკეთის იდეა, რომელიც თავის თავში მოიცავს ჭეშმარიტებასაც და
მშვენიერებასაც, ამოძრავებს და აწესრიგებს ყოველივეს, მისკენ საყოველთაო
კოსმიურ მისწრაფებას ეროსი/სიყვარული ეწოდება.

44. განმარტეთ, რა იგულისხმება, სოკრატე/პლატონის გაგებით, ნათქვამში, რომ


ფილოსოფია არის მზადება სიკვდილისთვის.
ფედონში ვკითხულობთ, სიკვდილის შემდეგ სული თავისუფლდება სხეულის
ტყვეობისგან და ბრუნდება იდეათა სამყაროში. სული იდეათა სამყაროში უკვე
ნამყოფია, მან ვერ დააფასა იდეათა სიდიადე და სხეულში, როგორც საფლავში
გამოიკეტა. სიკეთის იდეა უმაღლესი იდეაა, რომელიც მოიცავს მშვენიერებისა და
ჭეშმარიტების იდეებსაც. ადამიანი სიცოცხლეში ცდილობს ფილოსოფიის
მეშვეობით დაუახლოვდეს ამ იდეებს, სიკვდილის შემდეგ კი იდეათა სამყაროში
ეზიარება მათ.
ფილოსოფოსი შეგნებულად უარყოფს ამქვეყნიურ დიდებას, სიამოვნებას, (თავად
სოკრატე ფეხშიშველი დადის) იგი კონცენტრირებულია სულზე და არა სხეულზე,
რაც სიცოცხლეშივე სულისა და სხეულის შეძლებისდაგვარ განცალკევებაზე
მიუთითებს.

45. განმარტეთ სულის ეტლთან შედარება პლატონის “ფედროსის” მიხედვით.


ფედროსში პლატონი წერს: სული ფრთიანი ეტლის მსგავსია - გონება მეეტლეა,
ნება და სურვილი კი ურჩი ცხენები. იგულისხმება, რომ გონებამ უნდა მართოს
ნება და სურვილი, მიუხედავად იმისა, რომ მათი მართლა რთულია, ამას მოწმობს
სიტყვათშეთანხმება „ურჩი ცხენები“.

46. მოიყვანეთ სულის უკვდავების სასარგებლოდ ერთ-ერთი არგუმენტი


პლატონის “ფედონის” მიხედვით. განმარტეთ, მიგაჩნიათ თუ არა ის
დამაჯერებლად და რატომ.
პირველი - დაპირისპირებულთა ურთიერთგადასვლა (ღვიძილს მოსდევს ძილი,
ძილს ღვიძილი, შესაბამისად სიცოცხლეს მოსდევს სიკვდილი და სიკვდილის
შემდეგაც უნდა იყოს რაღაც)
მეორე - ცოდნა, როგორც გახსენება: სული იქამდეც არსებობდა, სანამ სხეულში
მოევლინებოდა, შესაბამისად სხეულის გარეშეც შეუძლია არსებობა.
მესამე - სულის იდეის თვითიგუვურობა - სული მარტივია და მოუსპობადია,
სხეული შედგენილია და ხრწნადია.
მეოთხე - სული არის სხეულის სიცოცხლე, ის უსულოლდ ვერ იარსებებს, ხოლო
უსხეულოდ სულს მაინც შეუძლია იარსებოს.

47. რა და როგორია არის, პლატონის გაგებით, ადამიანის სული, რა უნარები და


მიდრეკილებები აქვს მას. რით არის ის მნიშვნელოვანი?
ყოველი სუბსტანცია მარადიულია, სული სუბსტანციაა, აქედან გამომდინარე, ის
მარადიულია. ასევე მარტივი მოუსპობადია, სული კი მარტივია. უზენაესი
ღირებულება მარადიულია, სული კი არის სწორედ უზენაესი ღირებულება. სული
თავდაპირველად იდეათა სამყაროშია, თუმცა იგი ვერ დააფასებს იდეათა
სიდიადეს და სხეულში, როგორც საფლავში გამომწყვდევით დაისჯება. სწორი
შემეცნება სხეულიდან მისი გამოთავისუფლებისთვის მზადებაა.

You might also like