You are on page 1of 3

ემპედოკლე

ემპედოკლე ცხოვრობდა ძვ. წ. V საუკუნეში (დაახლ. 483 – 423 წლებში). იგი დაიბადა ქალაქ
აკრაგასში (სიცილია). მისი პოემები ‘ბუნების შესახებ’ და ‘განწმენდანი’ შემორჩენილია 150-ზე
მეტი ფრაგმენტის სახით. გადმოცემის მიხედვით, ემპედოკლე ცნობილი იყო როგორც ექიმი,
წინასწარმეტყველი და სასწაულმოქმედი.

მის სახელს უკავშირდება მატერიის ოთხელემენტიანი თეორიის შექმნა. თალესისეულ წყალს,


ანაქსიმენისეულ ჰაერს და ჰერაკლიტესეულ ცეცხლს ემპედოკლემ კიდევ ერთი საწყისი (მიწა)
მიუმატა. მხოლოდ ერთი საწყისი ვერ გამოდგებოდა, მისი აზრით, მრავლის (სამყაროული
სიმრავლის) ასახსნელად, მრავლის საფუძვლად ისევ მრავალი (ოღონდ განსაზღვრული
რაოდენობის) უნდა ყოფილიყო.1 ეს თითქოს გალაშქრება იყო სამყაროული
მრავალფეროვნების გადასარჩენად ელეატური2 სტატიკური მონიზმის წინააღმდეგ, რომელიც
(ელეატური მონიზმი) ყოველგვან განსხვავებას, ცვლილებას, სიმრავლეს აუქმებდა და
არარსებულად აცხადებდა.

ამ ოთხი ელემენტისგან3 (ან ‘ძირი’, ‘ჩანასახი’ თუ ‘თესლი’ როგორც თავად უწოდებს


ემპედოკლე), მათი შერევით სხვა და სხვა კომბინაციებითა და პროპორციებით, წარმოსდგება
ყოველი არსებული (ცოცხალი არსებების ჩათვლით). თუმცა თითოეული ელემენტი ინარჩუნებს
თვითიგივეობას ნარევში და არის (ეს ელემენტი) მარადიული და უცვლელი.

ემპედოკლეს მსოფლმხედველობის მიხედვით, არსებული არის მარადიული ცვლილების


კოსმიური ციკლი, რომელშიც ორი პერსონიფიცირებული კოსმიური ძალა, - სიყვარული და
სიძულვილი, - ჩართულები არიან დაუსრულებელ ურთიერთდაპირისპირებაში. სიყვარული
მიზიდვისა და შერევის, ხოლო სიძულვილი განზიდვისა და დაშლის წყაროა.4

კოსმოსი, ამდენად, არის მუდმივი მდინარებისა და ცვლილების მდგომარეობაში, რომლის


‘ქვემოთაც’ არის რაღაცგვარი სიმყარე უცვლელი ოთხი ელემენტის სახით. ის რასაც ‘დაბადებას’
და ‘განადგურებას’ ვუწოდებთ, ემპედოკლეს მიხედვით, სხვა არაფერია, თუ არა ამ უცვლელი
ელემენტების შეერთება (‘სიყვარულის’ ძალით) და მათი ნაერთის დაშლა (‘სიძულვილის’
ძალით).

ერთ-ერთი ფრაგმენტი ემპედოკლეს ნაწერებიდან:


„იმისაგან, რაც არსად არ არის, მოუხერხებელია რამე გაჩნდეს. და შეუძლებელია და არც
გაგონილა, რომ ის, რაც არის, ისპობოდეს“

1
საინტერესოა, რატომ მაინც და მაინც ოთხი.
2
პარმენიდე, ძენონი, მელისო.
3
ცეცხლი, მიწა, წყალი, ჰაერი.
4
შდრ. ანაქსიმენისეულ ‘გათხელება-გასქელებას’
ანაქსაგორა

ანაქსაგორა (ძვ.წ. 500-428) წარმოშობით მცირეაზიელი, ლიდიის ქალაქ კლაძომენიდან იყო.


ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ათენში დასახლდა და ითვლება პირველ ათენელ
ფილოსოფოსად. მოღვაწეობდა პერიკლეს ეპოქაში. თავისი კოსმოლოგიური შეხედულებების
გამო (იგი მზეს გავარვარებულ ბირთვად თვლიდა და არა ღვთაებად) ღმერთების მიმართ
მკრეხელობა დააბრალეს და სიკვდილი მიუსაჯეს. სიკვდილისგან პერიკლემ იხსნა. საბოლოოდ
ანაქსაგორას ათენიდან გაძევება მიესაჯა.

ანაქსაგორა იონიელი ‘ფიზიკოსებისა’ და ემპედოკლეს მსგავსად ბუნების მკვლევარი იყო.


თუმცა, იონიელებისაგან განსხვავებით, ჰილოძისტი არ ყოფილა: ანაქსაგორასეული მატერია,
ე.წ. ‘თესლებისაფან’ შედგენილი, თავისთავად პასიური და უმოქმედო იყო. იგი გონებამ - „ნუსმა“
აამოქმედა. „ნუსის“ როგორც აქტიური საწყისის აღიარება კოსმოსის გაფორმების პროცესში
უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იყო პლატონის, არისტოტელესა და ნეოპლატონიკოსების
იდეალიზმისკენ. თუმცა, პლატონი და არისტოტელე სამართლიანად საყვედურობენ
ანაქსაგორას, რომ მისი ‘გონება’ არასაკმარისად ქმედითია. იგი მხოლოდ კოსმოსის
გაფორმების დასაწყისში მოქმედებს, შემდგომ კი ყველაფერი მის გარეშე ვითარდება.

ანაქსაგორა, ემპედოკლესა და დემოკრიტეს მსგავსად პლურალისტი იყო. ‘თესლები’,


რომლებსაც შემდგომში „ჰომეომერები“ (‘ტოლნაწილიანნი’) უწოდეს, თვისებათა სიმრავლეს
წარმოადგენდნენ და ეს თვისებები საგანთა უსასრულო დაყოფით არ იკარგებოდა
(განსხვავებით დემოკრიტეს ატომებისგან). თავდაპირველად ნაერთი აბსოლუტურად ყველა
5

თვისებას შეიცავდა, და ახლაც ყველა საგანი განსხვავებულ საგანთა თვისებებს შეიცავს, ოღონდ
ჩვენ იმ სახით წარმოგვიდგება, რა თვისებაც ჭარბობს მასში. სამყაროში ახალი არაფერი
წარმოიქმნება და არც ისპობა, მხოლოდ ერთიანდება და განცალკევდება.
„ყველაფერია ყველაფერში“, თქვა ანაქსაგორამ და ამ დებულებით თავისებურად სცადა
არარადან წარმოქმნის პრობლემა აერიდებინა.6

5
ანაქსაგორას მიხედვით, ის მასალა, რისგანაც შედგენილია საგანი შეიძლება დაიყოს ნაწილებად
უსასრულოდ. დემოკრიტესეული მატერია კი უსასრულოდ არ იყოფა, ყოველი ნივთი ატომებისაგან
(განუყოფელი ნაწილაკებისგან) არის შედგენილი.
6
დოქსოგრაფიულ კომპენდიუმში ანაქსაგორაზე წერია: [მას] უდიდეს გაუგებრობად ეჩვენებოდა ის,
როგორ შეიძლება არარსიდან რაიმეს წარმოშობა, ან რაიმეს არარსში გადასვლა. მართლაც, ჩვენ ხომ
მარტივსა და ერთგვაროვან საკვებს ვღებულობთ - პურს, წყალს. მათი საშვალებით იკვებება თმა,
ვენებიმ არტერიები, ხოორცი, ძვლები და სხვა ნაწილები. რადგანაც ეს ასე ხდება, უნდა ვაღიაროთ, რომ
მიღებულ საკვებში არის ყოველივე არსებული, და ყველაფერი ამ არსებულიდან იზრდება . ამ
რამდენიმე ფრაგმენტი ანაქსაგორას ნაწერებიდან7:

„ყველაფერში ყველაფერს აქვს წილი, გარდა გონებისა, მაგრამ არსებობს ზოგი რამ, რაშიც
გონებაც არის“

„სხვას ყველაფერში აქვს წილი, გონება კი არის უსაზღვრო, თვითმმართველი და არცერთ


საგანთან არაა შერეული, არამედ ერთადერთია და თავისთავადი. თავისთავადი რომ არ
ყოფილიყო და სხვა რამეს შერეოდა, მაშინ ყველა საგანს იქნებოდა ნაზიარები, თუ კი რომელიმე
ერთს შეერეოდა: ყველაფერში ხომ ყველაფრის წილია ( ... ). ნარევი მას დააბრკოლებდა,
რომელიმე საგნის მმართველი ყოფილიყო (ისე, როგორც არის): ერთადერთი და
თავისთავადი. იგი ყველა საგანზე ნატიფი და წმინდაა, სრული ცოდნა აქვს ყველაფერზე და
ძალიან ძლიერია. ყველაფერს, რასაც სული აქვს, უფრო დიდი იქნება ის თუ უფრო მცირე,
გონება მართავს. საყოველთაო წრებრუნვის მმართველიც გონებაა, ამიტომ დაიწყო ეს
წრებრუნვა. ( ... ) შერეული, გამოყოფილი და ურთიერთგამიჯნული - ყველაფერი გონებამ
განსაზღვრა.8

„უნდა ვიფიქროთ, რომ ყველა შენაერთი შეიცავს სიმრავლესა და მრავალგვარობას, აგრეთვე


ყველა საგნის თესლს, რომლებსაც სხვადასხვა ფორმა, გემო და სუნი აქვთ“

„შეგრძნებათა სისუსტის გამო ჭეშმარიტად ცნობა არ შეგვიძლია“9

„მოვლენა უჩინარის ხილული სახეა“10

საკვებშივეა სისხლის, ძვლების და სხვა ნაწილთა წარმომშობი ნაწილაკები, რომელთა განჭვრეტა


მხოლოდ გონებით შეიძლება.
7
ეს (და არა მხოლოდ ეს) ფრაგმენტები შემორჩენილია ნეოპლატონიკოსი ფილოსოფოსის,
სიმპლიკიოსის ტექსტებიდან.
8
შდრ.ვეფხისტყაოსნის „ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს...“.
9
ეს ფრაგმენტი არა სიმპლიკიოსთან, არამედ სექსტუს ემპირიკუსთანაა შემორჩენილი
10
ესეც

You might also like