You are on page 1of 43

არეოპაგეტული კორპუსის ავტორის საკითხი პატრისტიკულ მემკვიდრეობაში

წინამდებარე პუბლიკაციაში, მამათა შრომების საფუძველზე, განვიხილავთ


საკითხს, თუ ვის განუკუთვნებს საეკლესიო ტრადიცია «არეოპაგეტული კორპუსის»
სახელით ცნობილი კრებულის ავტორობას. ბუნებრივია, ყველა წყაროს გამოწვლილვით
გაანალიზება და დამოწმება, მათი სიმრავლის მიზეზით, ჩვენს შესაძლებლობებს
აღემატება. ამიტომაც მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი პატრისტიკული ძეგლით
შემოვიფარგლებით, რომლებშიც მკაფიოდაა გამოთქმული განსახილავ თემასთან
დაკავშირებული აზრი. უპირველესად ხსენებული კრებულის შემადგენლობას
წარმოვადგენთ (ვიხელმძღვანელებთ წმინდა ეფრემ მცირის მიერ შესრულებული
თარგმანის თანმიმდევრობით): I. „საღმრთოთა სახელთათჳს“;1 II. «ზეცათა
მღდელთმთავრობისათჳს“ (Ibid. გვ. 101-151); III. „საეკლესიოჲსა მღდელთმთავრობისათჳს“ (Ibid. გვ. 155-
220); IV. „საიდუმლოდ ღმრთისმეტყუელებისათჳს“ (Ibid. გვ. 223-229); V. არეოპაგეტული
კორპუსის ბოლო ნაწილი 10 ეპისტოლეს აერთიანებს: 1. „ებისტოლე ა: «გაიოჲს მიმართ
მოწესისა»» (Ibid. გვ. 233); 2. „ებისტოლე ბ: «მისსა მიმართვე»» (Ibid. გვ. 233-234); 3. „ებისტოლე გ:
«მისსა მიმართვე»» (Ibid. გვ. 234); 4. „ებისტოლე დ: «მისსა მიმართვე»» (Ibid. გვ. 234-235); 5.
„ებისტოლე ე: «დოროთეს მიმართ მსახურისა»“ (Ibid. გვ. 235); 6. „ებისტოლე ვ: «სოპატროჲს
მიმართ მღდელისა»“ (Ibid. გვ. 236); 7. „ებისტოლე ზ: «პოლჳკარპოჲს მიმართ მღდელთმთავრისა»“
(Ibid. გვ. 236-239); 8. „ებისტოლე ჱ: «დიმოფილოჲს მიმართ მოწესისა თჳსსა წესსა მოქმედებისთჳს
და სიტკბოებისა»“ (Ibid. გვ. 239-249); 9. „ებისტოლე თ: «ტიტეს მიმართ მღდელთმთავრისა, რომელსა
ებისტოლითა ეკითხა, ვითარმედ რაჲ არს სახლი სიბრძნისაჲ, რაჲ არს ტაკუკი და რაჲ არიან
საჭმელნი მისნი და სასუმელნი»“ (Ibid. გვ. 250-257); 10. „ებისტოლე ი: «იოვანეს მიმართ
ღმრთისმეტყუელისა და მახარებელისა ექსორია ქმნულისა ჭალაკსა პატმოჲსსა»“ (Ibid. გვ. 257-258)2.3

1 იხ. პეტრე იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი), შრომები; თარგმ. ეფრემ მცირისა. ს.


ენუქაშვილის გამოც., თბილისი, 1961, გვ. 5-98.
2პატროლოგია გრეკაში დაცული ბერძნულენოვანი დედანი განსხვავებულ თანმიმდევრობას

გვთავაზობს: I. „ციური იერარქიის შესახებ“ (იხ. PG. t. 3; col. 120-369); II. „საეკლესიო იერარქიის შესახებ“
(იხ. PG. t. 3; col. 369-584); III. „საღმრთო სახელების შესახებ“ (იხ. PG. t. 3; col. 586-996); IV. „მისტიკური
ღვთისმეტყველების შესახებ“ (იხ. PG. t. 3; col. 997-1064); V. „ეპისტოლეები“ [ეპისტოლეთა რიგითობა
ეფრემისეული თარგმანის იგივეობრივია] (იხ. PG. t. 3; col. 1065-1125). აქვე დავიმოწმებთ არეოპაგეტული
შრომებისთვის მაქსიმე აღმსარებლის მიერ წამძღვარებული წინასიტყვაობის ეფრემ მცირისეულ
თარგმანს, რომელშიც მითითებული კრებულის შედგენილობაა წარმოჩენილი. ხაზგასმით უნდა
აღინიშნოს, რომ ხსენებული ცნობა, რომელიც ბოლოს დაერთვის წმინდა მაქსიმეს წინასიტყვას,
ღირსი ეფრემის უწყებაა და არ ეკუთვნის აღმსარებელ მოსაგრეს. აი, შესაბამისი ადგილი: „საცნაურ
იყავნ, ვითარმედ ხუთ წიგნად განიყოფვის ერთი ესე წიგნი წმიდისა დიონჳსისი, ხოლო თჳთეულსა
არიან თავნი ესოდენ: [საღმრთოთა სახელთათჳს, ზეცათა მღდელთმთავრობისათჳს], საეკლესიოჲსა
მღდელმთავრობისათჳს, საიდუმლოდ ღმრთისმეტყუელებისათჳს. ოთხნი ესე წიგნნი ყოველნი ტიმოთეს მიმართ
არიან. ებისტოლენი ათნი: გაიოსის მიმართ - ოთხნი, დოროთეს მიმართ - ა, სოსოპატროჲს მიმართ - ა,
პოლჳკარპოჲს მიმართ - ა, დიმოფილოჲს მიმართ - ა, ტიტეს მიმართ - ა, ღმრთისმეტყუელისა მიმართ - ა“
(ივანე ლოლაშვილი, ფსევდო-დიონისესა და პეტრე იბერიელის იდენტურობის პრობლემა ქართულ
და ევროპულ მეცნიერებაში, თბილისი, 1973, გვ. 113-114). რაც შეეხება წმინდა მაქსიმე აღმსარებლის
მიერ არეოპაგეტული კრებულის კომენტარებისათვის წამძღვარებულ შესავალ ნაწილს, შავ მთაზე
1
პირველი საეკლესიო ავტორი, რომელსაც მოვიხმობთ, წმინდა იოანე დამასკელია.
მის მიერ დაწერილ დოგმატურ სახელმძღვანელოში - „მართლმადიდებლური სარწმუნოების
ზედმიწევნითი გადმოცემა“ - ხუთგზის გვხვდება მითითება წმინდა დიონისე არეოპაგელის
შესახებ. წარმოვადგენთ როგორც ძველი, ასევე, ახალი ქართული თარგმანების
შესაბამის ადგილებს:
I. წმ. ეფრემ მცირე: „ვითარცა წმიდაჲ დიონისიოს იტყჳს, ვითარმედ: სახიერებაჲ არა
კმა არს ღმრთისათჳს სათქუმელად, რამეთუ პირველად ამისი ჯერ-არს თქუმაჲ, ვითარმედ: არს,
და მერმეღა, ვითარმედ: სახიერ არს“;4 თანამედ. თარგმანი: „წმინდა დიონისეს (o( a)/gioj
Dionu/sioj) თქმით, უსაკუთრესი სახელია «კეთილი», რადგან შეუძლებელია ღვთის შესახებ ჯერ
არსებობა ითქვას, შემდეგ კი - კეთილი“ [Ibid. გვ. 334; შდრ. ბერძ. PG. t. 94; col. 836 B].
შევნიშნავთ, რომ წმინდა დიონისესთან დაკავშირებით ზემოხსნებული ხუთი
დამოწმებიდან წინამდებარე შემთხვევა ერთადერთია, როდესაც არსენისეულ
თარგმანში ათენელი მღვდელთმთავრის შესახებ მითითება და შესაბამისი ციტატა არ
გვხვდება, რაც, თავისთავად ცხადია, იყალთოელი მამის მიერ გამოყენებული ღირსი
იოანე დამასკელის «გარდამოცემის» ბერძნული ხელნაწერის მონაცემით არის
განპირობებული.5
შდრ. არეოპაგეტული კორპუსი: „ღმერთმთავრობითისა ყოვლისა მყოფობისათჳს, რაჲ-იგი არს
თჳთბუნებითი იგი სახიერებაჲ, გამოაჩინებს და განაცხადებს, იქებოდის რაჲ საღმრთოთა სიტყუათა
შინა. რამეთუ რაჲ სხუაჲ ისწავების დიდისა მისგან ღმრთისმეტყუელებისა, რაჟამს მომთხრობელ
იყოს ღმერთმთავრობისა და თქუას: «რაჲსა მკითხავ მე სახიერისათჳს? არავინ არს სახიერ, გარნა
მხოლოჲ ღმერთი»“.6

მოღვაწე ქართველმა მოძღვარმა (წმინდა ეფრემ მცირემ) ის ასეთი სახით დაასათაურა: „წინაბჭე
სიტყჳსა - თხრობაჲ დიდისა დიონჳსისთჳს და წიგნთა მათთჳს, მის მიერ აღწერილთა“ (Ibid. გვ. 107).
3წინამდებარე პუბლიკაციაში ეკლესიის მამათა შრომების დამოწმებისას არ ვითვალისწინებთ მათი

სამოღვაწეო ეპოქის ქრონოლოგიას.


4წმინდა იოანე დამასკელი, „მართლმადიდებლური
სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა“, ძველი
ბერძნულიდან თანამედროვე ქართულზე თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ედიშერ
ჭელიძემ, თბილისის სასულიერო აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 2000, გვ. 60.
5კოტერის გამოცემაში ხსენებული ადგილი სქოლიოშია ჩატანილი და არ გვხვდება ის ძირითად

ტექსტში (იხ. Die Schriften des Johannes von Damaskos, herausgegeben vom Byzantinischen Institut der Abtei
Scheyern, II, )/Ekdosij a)kribh\j th=j o)rqodo/cou pi/stewj, besorgt von P. Bonifatius Kotter, Berlin, 1973, p. 31).
6პეტრე იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი), გვ. 14; კიდევ: „რამეთუ სახიერებისა ღმრთის

სახელობაჲ (h( ta/gaqou qewnomi/a) ყოველთავე ყოვლისა მიზეზისა გამომავლობათა გამოაჩინებს; და არსთაცა
მიმართ და არა არსთა განეფინების და ზეშთაარსთაჲსა და ზეშთა არა არსთაჲსა არს“ (Ibid. გვ. 59; შდრ. ბერძ.
PG. t. 3; col. 816 C). წარმოდგენილ სწავლებებში საუბარია იმის შესახებ, რომ წმინდა დიონისე
არეოპაგელისა და ღირსი იოანე დამასკელის თანახმად, ღვთისადმი განკუთვნილ მრავალ სახელს
შორის უსაკუთრესი იქნება გამოვიყენოთ ტერმინი «სახიერი» (ბერძ. Ð ¢gaqÒj). აღნიშნული განხილვა,
წმინდა დიონისეს მიხედვით, სახარებისეულ სწავლებას ეფუძნება, რომელშიც ხაზგასმითაა
მითითებული, რომ ხსენებული ტერმინი მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს განეკუთვნება და არავის
სხვას. აი, შესაბამისი ადგილი: „აჰა მო-ვინმე-უჴდა მას და ჰრქუა: მოძღვარო სახიერო (Did£skale ¢gaqš),
რაჲ კეთილი ვქმნე, რაჲთა მაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ? ხოლო იესუ ჰრქუა მას: რაჲსა მეტყჳ მე სახიერით
2
II. წმ. ეფრემ მცირე: „ესე უკუე გჳსწავიეს ჩუენ სიტყჳსაგან წმიდათა წერილთაჲსა, - ვითარცა
იტყჳს საღმრთოჲ დიონოსი არიოპაგელი, ვითარმედ: «ღმერთი ყოველთა მიზეზ და
დასაბამ არს»“;7 წმ. არსენ იყალთოელი: „ესენი უკუე გუესწავებიან საღმრთოთა სიტყუათა მიერ, -
ვითარცა იტყჳს დიდი დიონჳსიოს არიოპაგელი, ვითარმედ: «ღმერთი ყოველთავე
მიზეზ არს და დასაბამ»“ (Ibid. გვ. 64); თანამედ. თარგმანი: „ამრიგად, ეს გვისწავლია წმინდა
სიტყვებისგან, როგორც ამბობს საღვთო დიონისე არეოპაგელი (qei=oj e)/fi
Dionu/sioj o( )Areopagi/thj), რომ «ღმერთი არის ყოველივეს მიზეზი და დასაბამი»“ (Ibid. გვ. 336;
შდრ. ბერძ. PG. t. 94; col. 844 C).
შდრ. არეოპაგეტული კორპუსი: „უგალობდეთ კეთილთმომცემელსა მას..., ვითარმედ ყოველთა
მიზეზ არს და დასაბამ“.8
III. წმ. ეფრემ მცირე: „ვითარცა წმიდაჲ და დიდებული ღმრთისმეტყუელი
დიონოსიოს არიოპაგელი იტყჳს მათთჳს ესრეთ: «ყოველი ღმრთისმეტყუელებაჲ, ესე
იგი არს, საღმრთოჲ წერილი ზეცისა არსებათა ცხრად უწესს...»“;9 წმ. არსენ იყალთოელი: „ხოლო
ვითარცა ნამდჳლვე წმიდაჲ და ყოვლად სამღდელოჲ და უფროჲსად
ღმრთისმეტყუელი იტყჳს დიონჳსიოს არიოპაგელი: «ყოველი
ღმრთისმეტყუელებაჲ, რომელ არს საღმრთოჲ წერილი, ცხრად უწესს ზეციერთა ასრებათა...»“
(Ibid. გვ. 78); თანამედ. თარგმანი: „როგორც ამბობს უწმინდესი, უსამღვდელოესი და
უღვთისმეტყველესი დიონისე არეოპაგელი (o( agi)w/tatoj, kai/ i(erw/tatoj kai/
qeologikw/tatoj fhsi Dionu/sioj o( )Areopagi/thj): «მთელმა ღვთისმეტყველებამ, ანუ საღვთო
წერილმა, ციური არსებები ცხრად დაასახელა…»“ (Ibid. გვ. 345; შდრ. ბერძ. PG. t. 94; col. 872-
873 CA).
შდრ. არეოპაგეტული კორპუსი: „ყოველთა მათ ზეცისა არსებათა ღმრთისმეტყუელებამან ცხრა
უწოდა საჩინოებითითა სახელისდებითა“.10
IV. წმ. ეფრემ მცირე: „და ეგრეთვე განკაცებასა მას შინა ერთისა სამებისაგანისა, სიტყჳსა
ღმრთისასა, ვიტყჳთ ყოფად, ვითარმედ სრული და ყოველივე ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ, ვითარ-იგი იტყჳს
საღმრთოჲ მოციქული, ვითარმედ: «მის შორის დაიმკჳდრა ყოველმანვე სავსებამან ღმრთეებისამან
ჴორციელად». ვისსა შორის? ცხად არს, ვითარმედ ჴორცთა მათ შორის, რომელნი შეისხნა
მხოლოდშობილმან ძემან ღმრთისამან. და კუალად, ამისივე (პავლე მოციქულის; ი. ო.) იგი
დანერგული მოწაფე, ღმერთშემოსილი და ფრიად განსაკჳრვებელი დიონოსიოს
იტყჳს, ვითრმედ: «ყოვლითურთ მეზიარა ჩუენ ერთისა მის გუამისა თჳსისა მიერ»“;11 წმ. არსენ

(¢gaqÒn)? არავინ არს სახიერი (¢gaqÕj), გარნა მხოლოჲ ღმერთი“ (მათ. 19. 16-17; შდრ. მარკ. 10. 17-18;
ლუკ. 18. 18-19).
7წმინდა იოანე დამასკელი, „გარდამოცემა“, გვ. 64.

8პეტრე იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი), გვ. 7 (აქაც და ქვემოთაც ტექსტს ვიმოწმებთ

მცირედი კორექტირებით).
9წმინდა იოანე დამასკელი, „გარდამოცემა“, გვ. 78.

10პეტრე იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი), გვ. 117.


11წმინდა იოანე დამასკელი, „გარდამოცემა“, გვ. 161.

3
იყალთოელი: „ესრეთვე განკაცებასა შინა ერთისა წმიდისა სამებისაგანისა, სიტყჳსა ღმრთისასა,
ვიტყჳთ, ვითარმედ ყოველი და სრული ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ ერთისა გუამისა თჳსისა მიერ შეეერთა
ყოველსა კაცობრივსა ბუნებასა და არა კერძოჲ - კერძოსა, რამეთუ იტყჳს საღმრთოჲ მოციქული,
ვითარმედ: «მას შინა დაემკჳდრა ყოველი სავსებაჲ ღმრთეებისაჲ ჴორციელად». ესე იგი არს, ჴორცთა
მისთა შინა. და მოწაფე ამისი ღმერთშემოსილი და საღმრთოთა შინა ფრიადი
დიონჳსიოს იტყჳს, ვითრმედ: «ყოვლითურთ მეზიარა ჩუენ ერთისა მის გუამისა თჳსისა
მიერ»“ (Ibid. გვ. 161); თანამედ. თარგმანი: „ამგვარადვე ვამბობთ, რომ წმინდა სამებისგან ერთის,
ღვთის სიტყვის განკაცებისას ღმრთეების მთელი და სრული ბუნება მის ჰიპოსტასთაგან ერთში
შეუერთდა მთელ ადამიანურ ბუნებას, და არა ნაწილი - ნაწილს. მართლაც, საღვთო მოციქულმა თქვა,
რომ «მასში მკვიდრობს ღმრთეების მთელი სისავსე ხორციელად» (კოლას. 2,9), ესე იგი - მის
ხორცში. ხოლო ამ მოციქულის მოწაფე, ღმერთშემოსილი და საღვთოთა დიდად [მცოდნე]
დიონისე (o( qeofo/roj, kai/ ta\ qei=a polu\j Dionu/sioj) ამბობს, რომ «მთლიანად გვეზიარა
ჩვენ თავის ჰიპოსტასთაგან ერთში»“ (Ibid. გვ. 387; შდრ. ბერძ. PG. t. 94; col. 1005 A);
შდრ. არეოპაგეტული კორპუსი: „ჩუენებრ ჭეშმარიტებით ყოვლად განკაცებითა ჭეშმარიტებით
მიზიარნა ჩუენ ერთითა მით გუამითა თჳსითა სიტყუამან ღმრთისამან“.12
V. წმ. ეფრემ მცირე: „სანატრელმან დიონოსიოს «ახლითა რაჲთმე
ღმერთმამაკაცებრივითა მოქმედებითა ქმნილად» ქადაგა მოქალაქობაჲ ქრისტესი ჩუენ შორის. არა
თუ მოსპობდა ბუნებითთა მოქმედებათა მისთა, რაჟამს თქუა ერთი მოქმედებაჲ მოქალაქობად ჩუენ შორის,
რამეთუ დაღაცათუ ერთი თქუა, არამედ ღმრთეებისაგან და კაცებისა ქმნილსა იტყჳს“;13 წმ. არსენ
იყალთოელი: „სანატრელი დიონჳსიოს «ახლითა რაჲთმე ღმერთმამაკაცებრითა
მოქმედებითა» იტყოდის ქუეყანასა მოქალაქექმნილად ქრისტეს ჩუენ შორის, არა მომსპობელი
ბუნებითთა მოქმედებათაჲ, ერთსა მოქმედებასა, საღმრთოჲსაგან და კაცობრივისა ბუნებისაგან ქმნილსა,
იტყჳს“ (Ibid. გვ. 208); თანამედ. თარგმანი: „როდესაც ნეტარი დიონისე ( (O maka/rioj
Dionu/sioj) ქრისტეს შესახებ ამბობს, რომ «ახალი რამ ღმერთმამაკაცური მოქმედება
მოღვაწეობდა ჩვენ შორის» (ეპ. 4), არათუ ბუნებისეულ მოქმედებებს წარხოცს იგი ამით და არათუ იმას
გამოთქვამს, რომ ერთია მოქმედება ადამიანურისგან და საღვთოსგან ქმნილი...“ (Ibid. გვ. 412; შდრ.
ბერძ. PG. t. 94; col. 1077 A);
შდრ. არეოპაგეტული კორპუსი: „განმამაკაცნა რაჲ ღმერთი, ახალი რაჲმე ღმერთმამაკაცებრი
მოქმედებაჲ მოქალაქობდა ჩუენ შორის“.14
წარმოდგენილ ხუთივე შემთხვევაში ღირსი იოანე დამასკელი, როგორც თავადვე
მიუთითებს, წმინდა დიონისე არეოპაგელის მიერ გამოთქმულ მოძღვრებებს ეფუძნება (შდრ.
«იტყჳს ... დიონოსი», «იტყჳს ... დიონოსი», «დიონოსიოს ... იტყჳს», «დიონოსიოს
იტყჳს», «დიონოსიოს ... ქადაგა»). აღნიშნული სწავლებანი კი, როგორც დამოწმებული

12პეტრე
იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი), გვ. 8.
13წმინდა
იოანე დამასკელი, „გარდამოცემა“, გვ. 208.
14პეტრე იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი), გვ. 235.

4
წყაროები ცხადყოფს, ათენელმა მღვდელთმთავარმა «არეოპაგეტული კორპუსის» სახელით
ცნობილ ძეგლებში გადმოსცა.15
ეკლესიის დიდი მოძღვრის, ღირსი ანასტასი სინელის სახელგანთქმულ შრომაში
„წინამძღუარი“ წმინდა დიონისე ათენელი ცამეტჯერ არის ნახსენები, რომელთაგან
თერთმეტი სინას მთის ღირს მოძღვარს ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი ორი სქოლიასტის
შენიშვნაა. წარმოვადგენთ რამდენიმე შესაბამის ადგილს:
I. „დიონჳსი, პავლეს მოწაფე, გაიანეს მიმართ ეპისტოლესა შინა (Dionu/sioj o( Pau/lou
foithth\j, e)n t$= pro\j Gai=ano\n e)pistol$=) არსებად უწოდს კაცებასა ქრისტესსა“;16
შდრ. არეოპაგეტული კორპუსი: „ვითარ იტყჳ იესუს ყოველთა მიერ კერძოსა, ყოველთა
კაცთა თანა არსებითად თანა განწესებულად? რამეთუ არა ვითარცა მიზეზი კაცთაჲ ითქუმის იგი
აქა კაცად, არამედ ვითარცა იგი თჳთ ყოვლად არსებით ჭეშმარიტად კაც არს“.17
სინელი მოსაგრე დამოწმებულ წინადადებაში, ყოველგვარი დაეჭვების გარეშე,
გაიოსის (ძველი ქართულით „გაიანეს“) მიმართ ეპისტოლის ავტორობას წმინდა
დიონისეს განუკუთვნებს, ხსენებული შრომა კი სწორედ არეოპაგეტულ კორპუსში
შემავალი ერთ-ერთი ძეგლია. შევნიშნავთ, რომ ათენელმა მღვდელთმთავარმა გაიოსს
ოთხი ეპისტოლე მისწერა: „ებისტოლე ა: «გაიოჲს მიმართ მოწესისა»,18 ებისტოლე ბ: «მისსა
მიმართვე», ებისტოლე გ: «მისსა მიმართვე», ებისტოლე დ: «მისსა მიმართვე»“.19
II. „სამოციქულოჲცა მამაჲ დიონჳსიოს არიოპაგელი (o( a)postoliko\j Path\r
Dionu/sioj o( )Areopagi/thj) ყოველთავე კაცობრივთა და ბუნებითთა და უგიობელთა საქმეთა
ჩუენთა ზესთა ბუნებისად და არა ბუნებითად იტყჳს ყოფასა ქრისტეს შორის“;20
შდრ. არეოპაგეტული კორპუსი: „დაღათაცუ სიწლო არს გამოთქუმაჲ ამისი, ვითარმედ არა
ხოლო ესე აქუს ზეშთაბუნებისა და ზეშთაარსებისაობად, რომელ უქცეველად და შეურევნელად
მეზიარა ჩუენ და არარაჲ ევნო ზეშთა სავსისა მის და გამოუთქუმელისა დაცარიელებისაგან,
არამედ რამეთუ ყოველთა ახალთა უახლესი აჩუენა ბუნებითთა წესთა შინა ჩუენთა

15აქვე
დავიმოწმებთ ღირსი იოანე დამასკელის მიერ წმინდა დიონისე არეოპაგელისთვის
განკუთვნილ უაღრესად საგულისხმო ეპითეტს: „იტყჳს უკუჱ ფრიადი იგი და ღრმაჲ
საღმრთოთა შინა დიონოსი საიდუმლოდ ხედვასა მას შინა თჳსსა...“
(ირაკლი ბადალაშვილი, „წმ. იოანე დამასკელის სახელით ცნობილი ჰომილია სარწმუნოებით
აღსრულებულთა შესახებ და მისი წმ. ეფრემ მცირისეული თარგმანი“, სადიპლომო ნაშრომი
თეოლოგიის მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად, „წმიდისა და ღმრთივგანბრძნობილისა მამისა ჩუენისა
იოანე დამასკელისაჲ სიტყუაჲ ქრისტეს მიერ შესუჱნებულთათჳს და რაჲთა სამარადისოდ აღვასრულებდეთ
ჴსენებასა მათსა“, თბილისი, 2021, გვ. 125).
16დოგმატიკონი I, ანასტასი სინელი, „წინამძღუარი“, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს ნ. ჩიკვატიამ, მ.

რაფავამ და დ. შენგელიამ; გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთეს ნ. ჩიკვატიამ და დ. შენგელიამ,


თბილისი, 2015, გვ. 202; შდრ. ბერძ. PG. 89, col. 172 C.
17პეტრე იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი), გვ. 234.
18არეოპაგეტულ კორპუსზე დართულ ერთ-ერთ კომენტარში (იხ. PG. t. 4; col. 433 A) წმინდა მაქსიმე

აღმსარებელი აღნიშნავს, რომ ტექსტში ნახსენები გაიოსი იგივე პირია, რომელსაც იოანე
ღვთისმეტყველმა თავისი მესამე ეპისტოლე გაუგზავნა (შდრ. [3 იოან. 1.1]: „მოხუცებული - გაიოსს
საყუარელსა, რომელი მიყუარს მე ჭეშმარიტებით“).
19პეტრე იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი), გვ. 233-235.
20დოგმატიკონი I, ანასტასი სინელი, „წინამძღუარი“, გვ. 246; შდრ. ბერძ. PG. t. 89; col. 213 D.

5
ზეშთაბუნებისა შჯულთაობაჲ და არსებასაცა ჩუენსა შინა არსებათა უზეშთაესობაჲ, რაჟამს
ყოველნივე ბუნებითნი საქმენი ჩუენნი უზეშთაეს ჩუენსა აქუნდა“.21
III. „საღმრთოჲ დიონჳსიოს, ალექსანდრიელთა ეპისკოპოსი, რიტორთაგანი, თარგმანებათა შინა
გარემოწერითთა, რომელნი შეუქმნნა თანამოსახელესა თჳსსა ნეტარსა დიონჳსიოსს
(maka/rion ... Dionu/sion), ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: «შეუქმნელად ჩუეულ არს წოდებასა გარეშე
ფილოსოფოსობაჲ ყოვლისა უხილავისა ბუნებისასა, ეგრეთვე - არსებად თქუმასა გუამთასა»“.22
საგანგებოდ შევნიშნავთ, რომ წმინდა ანასტასი სინელი დიდი მღვდელთმთავრის,
წმინდა დიონისე ალექსანდრიელის (III ს.) მიერ არეოპაგეტულ კორპუსზე
«გარემოწერითად» დართულ განმარტებითი შინაარსის ერთ-ერთ შენიშვნას ციტირებს,
რომელიც, მისივე თქმით, დიონისე ათენელის ნაშრომისთვის განუკუთვნია
ალექსანდრიელ მოსაგრეს (არეოპაგეტულ კორპუსთან აღნიშნული ადგილის
მიმართების შესახებ სათანადო მითითებას ქვემოთ წარმოვადგენთ).
IV. წმინდა ანასტასი სინელი საკუთარი შრომის ერთ-ერთ თავს ასე ასათაურებს:
„ყოვლად წმიდისა და მოციქულებრისა მოძღურისა დიონჳსი
არეოპაგელისაჲ (Tou= a)gi/ou a)postolikou= didaska/lou Dionu/siou tou= )Areopagi/tou)
შეერთებულისა და განყოფილისა ღმრთისმეტყუელებისათჳს თქმულისა თავისაგან“;23
შდრ. არეოპაგეტული კორპუსი: „შეერთებულისათჳს და განყოფილისა ღმრთისმეტყუელებისა,
და თუ რაჲ არს საღმრთოჲ შეერთებაჲ და განყოფაჲ“.24
V. ღირსი ანასტასი სინელი ძე ღმერთის მიერ საკუთარ ჰიპოსტაში მიღებული
კაცების შესახებ მოძღვრებას გადმოგვცემს. აი, შესაბამისი ადგილი: „უჴმდა უკუე
ყოვლისავე სიტყუებისა მამათაჲსა კეთილად მსახურებით შემოღებაჲ, რამეთუ უკუეთუ არარაჲ
ბუნებითთა ჩუენთაგანი მსგავსებითა ჩუენითა აქუნდა ქრისტესა, არამედ ყოველნივე უზესთაეს
ჩუენსა, ტყუის სადმე პავლე, რომელი იტყჳს ქაცქმნილად მას თესლისაგან დავითისსა
ჴორციელად და უთესლოდ და ზიარებულად ყრმათად ჴორცითა და სისხლითა და განცდილად
ყოვლითავე ჩუენებრითა სახითა თჳნიერ ხოლო ცოდვისა“ (Ibid. გვ. 247-248).
აღნიშნულ ციტატას დართული აქვს მარგინალური შენიშვნა, რომელშიც წმინდა
ანასტასის სწავლებათა კომენტატორი ასეთი შინაარსის ცნობას გადმოგვცემს: „ვინაჲთგან
უკუე ყრმათაცა ეზიარა ჴორცითა და სისხლითა, საგონებელ მიჩნს, ვითარმედ ამიერ მოიღო
დიონჳსიოს სიტყუაჲ (o( Dionu/sioj th\n fwnh\n) იგი, ვითარცა მოწაფემან პავლესმან“.25
საქმე ისაა, რომ დამოწმებული მარგინალური განმარტების ავტორი ანასტასი
სინელის ზემორე მსჯელობას არეოპაგეტულ კორპუსში ამოკითხულ შესაბამის
სწავლებასთან აკავშირებს. აი, სათანადო ადგილი: „ხოლო ღმერთმთავრობითისა სახიერებისა
განუზომელმან კაცთმოყუარებამან არა უგულებელსყო თჳთშემოქმედი იგი წინაგანგებაჲ ჩუენი

21პეტრე
იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი), გვ. 23.
22დოგმატიკონი
I, ანასტასი სინელი, „წინამძღუარი“, გვ. 326; შდრ. ბერძ. PG. 89, col. 289 C.
23დოგმატიკონი I, ანასტასი სინელი, „წინამძღუარი“, გვ. 342; შდრ. ბერძ. PG. 89, col. 305 C.
24პეტრე
იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი), გვ. 14 (აღნიშნული თავი მოიცავს
მითითებული გამოცემის 14-22 გვერდებს).
25დოგმატიკონი I, ანასტასი სინელი, „წინამძღუარი“, გვ. 248; შდრ. ბერძ. PG. 89, col. 216 B.

6
სახიერების შუენიერებით, არამედ ჭეშმარიტითა მიღებითა ჩუენებრ იქმნა ყოვლითურთ
უცოდველად“.26
ანონიმი ეგზეგეტის თანახმად, აღნიშნული მოძღვრების გამოთქმისას სწორედ
პავლე მოციქული უნდა ყოფილიყო პირველწყარო წმინდა დიონისესი,27 რომელმაც
(ათენელმა მღვდელთმთავარმა) სინელი მოსაგრის მიერ მოგვიანებით გაჟღერებული
რჯულდება, რამდენიმე საუკუნით ადრე გაახმოვანა საკუთარ შრომაში. ამდენად,
უცნობი სქოლიასტის უმკაფიოესი მითითებით, არეოპაგეტული ძეგლების
წარმომავლობა მოციქულთა და მოციქულებრივ მამათა ეპოქაში მოღვაწე დიონისე
ათენელს უკავშირდება.
მკითხველს კვლავ შევახსნებთ, რომ წარმოდგენილი ხუთი დამოწმებიდან პირველი
ოთხი საკუთრივ ანასტასი სინელს ეკუთვნის, ხოლო ბოლო, მეხუთე ციტატა
«წინამძღუარზე» ანონიმის მიერ დართული განმარტებითი შინაარსის შენიშვნაა.
შესაბამისად, ხსენებული ღირსი მამა და მარგინალური კომენტარის ავტორი
არეოპაგეტული კრებულის წარმომავლობას, ყოველგვარი დაეჭვების გარეშე, ათენის
ეკლესიის უწმინდეს მღვდელთმთავარს, დიონისეს განუკუთვნებენ (დანარჩენი რვა
მითითების შესახებ იხილეთ: დოგმატიკონი I, ანასტასი სინელი, „წინამძღუარი“, დასახ. შრომა,
გვ. 73; Ibid. გვ. 93; Ibid. გვ. 105; Ibid. გვ. 115; Ibid. გვ. 122; Ibid. გვ. 143; Ibid. გვ. 202; Ibid. გვ.
252).
ამჯერად დოგმატიკონში შემავალ კიდევ ერთ, პამფილე იერუსალიმელის შრომად
მიჩნეულ ძეგლს მოვიხმობთ, რომელშიც ათენელი მოსაგრის შესახებ სამგზის გვხვდება
ცნობა და სწორედ ის არის დასახელებული ავტორად არეოპეგტული ძეგლებიდან
ციტირებული სწავლებებისა:
I. „ვითარცა იტყჳს დიდი დიონჳსი, ათენელთა ეკლესიისა ეპისკოპოსი: «არცა
ვითარცა გონებისა ანუ არსებისა გულობაჲ ჯეროან არს ღმერთმთავრობითისა
ზესთაარსებისაჲ...»“;28
შდრ. არეოპაგეტული კორპუსი: „რამეთუ არცა ერთი ნათელი დაჰსახავს მას და ყოველი
სიტყუაჲ და გონებაჲ თანა შეუტყუებელად დაკლებულ არიან მსგავსებისაგან მისისა. ხოლო
ოდესნე უმსგავსოებითაცა მათვე სიტყუათა მიერ ზეშთა სოფლისად იგალობების, რაჟამს
შეუსაზღვრებელ და განუზომელ და დაუტევნელ უწოდდენ მას, რომელთაგან არა რაჲ-იგი არს,
არამედ რაჲ-იგი არა არს, ესოდენ მოესწავების“.29

26პეტრე
იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი), გვ. 180.
27შდრ. „რამეთუ არა ეგევითარი გჳვის მღდელთმოძღარი, რომელიმცა ვერ შემძლებულ იყო შეწყალებად
უძლურებათა ჩუენთა, გამოცდილი ყოვლითავე მსგავსებითა, თჳნიერ ცოდვისა“ (ებრ. 4.15).
28ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენ ვაჩეს ძის „დოგმატიკონში“, ქართული თარგმანების ტექსტი

გამოსაცემად მოამზადა, შენიშნვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბილისი, 1997,


„თითოსახეთა თავთა, ესე იგი არს გამოძიებით კითხულთა აღჴსნაჲ ქრისტეს მიმართისა
კეთილადმსახურებისათჳს...“, გვ. 115.
29პეტრე იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი), გვ. 106; კიდევ: „მოვედ, გნებავს თუ, რაჲთა

ვაქებდეთ სახიერსა მას და საუკუნესა ცხორებასა, ვითარცა ბრძენსა და თჳთსიბრძნესა, უფროჲსღა ვითარცა
ყოვლისა სიბრძნისა გუამმყოფელსა და უფროჲსღა ყოვლისა სიბრძნისა და გულისჴმისყოფისა
7
II. „მოწამე არს არიოპაგელი, საღმრთოჲ დიონჳსიოს, რამეთუ იტყჳს,
ღმრთისმეტყველებდეს რაჲ წმიდისა სამებისათჳს, ვითარმედ «ჭეშმარიტად ყოვლითურთ მეზიარა
ჩუენ ერთისა მის გუამისა თჳსისა მიერ და თავისა მიმართ თჳსისა აღიყვანა კაცობრივი
უნდოებაჲ»“;30
შდრ. არეოპაგეტული კორპუსი: „ჩუენებრ ჭეშმარიტებით ყოვლად განკაცებითა ჭეშმარიტებით
მიზიარნა ჩუენ ერთითა მით გუამითა თჳსითა სიტყუამან ღმრთისამან. და თავისა მიმართ თჳსისა
აღუწოდა და შეიერთა ღმრთეებამან უკანაჲსკნელი სიგლახაკე ჩუენი“.31
III. „ვითარცა იტყჳს საღმრთოჲ დიონჳსიოს არიოპაგელი, ვითარმედ ამის
ვითარცა ითქუა ზესთაარსთაჲსა და საიდუმლოჲსა ღმრთეებისათჳს არა საკადრებელ არს თქუმად,
არცა მოგონებად რაჲმე, თჳნიერ ღმრთივმოცემით თხრობილი ჩუენდა საღმრთოთა სიტყუათა
მიერ“.32
შდრ. არეოპაგეტული კორპუსი: „ამის ზეშთარსებისა და საიდუმლოჲსა ღმრთეებისათჳს,
ვითარცა პირველ ვთქუ, არა საკადრებელ არს თქუმად, თჳნიერ საღმრთოდ თხრობილისა მის
ჩუენდა საღმრთოთა სიტყუათა მიერ“.33
სამივე შემთხვევაში გაჟღერებული საღვთისმეტყველო საკითხი არეოპაგეტულ
კრებულშია დაცული. შესაბამისად, ხსენებული ძეგლების ავტორი, პამფილე
იერუსალიმელის თქმით, პავლე მოციქულის მოწაფე, წმინდა დიონისეა.
ანალოგიურ ცნობას ორგზის ვხვდებით ეკლესიის დიდი მღვდელთმთავრის,
წმინდა გერმანე კონსტანტინეპოლელის ერთ-ერთ ჰომილიაში, რომლის მთარგმნელი
ღირსი ექვთიმე ათონელია. დავიმოწმებთ შესაბამის ადგილებს:
I. „ვითარცა იტყჳს წმიდაჲ დიონოსიოს არიოპაგელი, ვითარმედ ესრეთ
უწყებულ არს წმიდათა მოციქულთა მიერ, რამეთუ ცხრაჲ განწესებაჲ არს ზეცისა მჴედრობათაჲ.
ამათ ცხრათა წესთა სამად განჰყოფს საიდუმლოთა მეტყუელი იგი“ (sin. 91; 141 v2);
შდრ. არეოპაგეტული კორპუსი: „ყოველთა მათ ზეცისა არსებათა ღმრთისმეტყუელებამან ცხრა
უწოდა საჩინოებითითა სახელისდებითა. და ამათ სამობითთა შემკულებათა სამად განჰყოფს
საღმრთოჲ იგი ჩუენი მღდელთსრულმყოფელი“.34

ზეშთაამაღლებულსა. რამეთუ არა ხოლო ზეშთასავსე სიბრძნითა არს ღმერთი და გულისჴმისყოფისა მისისა არა
არს რიცხჳ, არამედ ყოვლისავე სიტყჳსა და გონებისა და სიბრძნისა ზეშთადამყარებულ არს“ (Ibid. გვ. 68);
კიდევ: „ღმერთი ... არცა იცნობების, არცა ითქუმის, არცა სახელიდების“ (Ibid. გვ. 72).
30ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენ ვაჩეს ძის „დოგმატიკონში“, გვ. 121.

31პეტრე იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი), გვ. 8-9. წარმოდგენული ციტატის პირველი

ნაწილი დამოწმებული იყო წმინდა იოანე დამასკელის ზემომოხმობილ განხილვაში. მეტი


თვალსაჩინოებისთვის შესაბამისი მონაკვეთი ამჯერად სრულად წარმოვადგინეთ.
32ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენ ვაჩეს ძის „დოგმატიკონში“, გვ. 151.

33პეტრე იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი), გვ. 6; კიდევ: „... სამებითისა ერთობისა, ერთ-

ღმრთეებისა და ერთ-სახიერებისა არცა გამოთქუმაჲ, არცა მოგონებაჲ შესაძლებელ არს“ (Ibid. გვ. 10).
34პეტრე იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი), გვ. 117. რაც შეეხევა წმინდა დიონისეს მიერ

უსახელოდ წარმოდგენილ მითითებას: „საღმრთოჲ იგი ჩუენი მღდელთსრულმყოფელი“ (ღირსი


გერმარმანეს თანახმად, „საიდუმლოთა მეტყუელი იგი“), მაქსიმე აღმსარებლის კომენტარში შემდეგი
სახის ცნობაა დაცული: „«მღვდელთსრულმყოფელს» ( (Ierotelesth/n) საკუთარი ჩვეულებით უწოდებს ან
8
II. „იტყჳს უკუე წმიდაჲ დიონოსიოს, ვითარმედ ყოველთა მათ შორის უჴორცოთა
განწყობილებათა, უზეშთაესთა მათ წესთა, უმდაბლესთა და შემდგომთაჲ ძალიცა და
ბრწყინვალებაჲ და სახელიცა აქუს“ (sin. 91; 142 r1).
შდრ. არეოპაგეტული კორპუსი: „ვიტყჳთ უკუე, ვითარმედ ყოველთა მათ წმიდათა წესთა
შემკულებასა შინა უზეშტაესთა მათ წესთა ყოველივე აქუს უდარესთა მათ შემკულებათა
გამობრწყინვებაჲ და ძალი“.35
დავაკონკრეტებთ, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიის ხსენებული წინამძღოლი
წინამდებარე მოძღვრების გადმოცემისას არეოპაგეტულ კორპუსში შემავალი ერთ-ერთი
წიგნით - «ზეცათა მღდელთმთავრობისათჳს» - ხელმძღვანელობს36 და მის ავტორად ათენის
ეკლესიის დიდ მოსაგრეს ასახელებს.37
მორიგ დამოწმებებს წმინდა დიონისეს შრომებზე მაქსიმე აღმსარებელის მიერ
დართული კომენტარებიდან მოვიხმობთ. როგორც ცნობილია, ხსნებულმა ღირსმა მამამ
ათენელი მღვდელთმთავრის წერილობითი მემკვიდრეობა, მასზე დართული
განმარტებებითურთ, საფუძვლიანად შეისწავლა, აღნიშნულ კომენტარებს თავადაც
მრავალი ეგზეგეზისი შეჰმატა და შესაბამისი ადგილების მიხედვით სქოლიოები
დაურთო (იხ. PG. t. 4; col. 29-576), რომელთა შორის მრავალი ისეთი ცნობაა, საეკლესიო
თვალთახედვით ამომწურავად რომ უპასუხებს არეოპაგეტული ძეგლების
წარმომავლობის საკითხს. წინამდებარე პუბლიკაციაში რამდენიმე შესაბამის ადგილს
წარმოვადგენთ:
I. აღმსარებელი მოძღვარი სათაურში გაჟღერებულ ტერმინს «მღდელთმთავრობა»
(შდრ. «ზეცათა მღდელთმთავრობისათჳს») ეხმიანება და ბრძანებს: „ამის პირისა თარგმანებასა
თჳთ დიდი ესე დიონოსი (o( me/gaj Dionu/sioj) ქუემორე წინა-დამიდებს ჩუენ
«საეკლესიოჲსა მღდელთმთავრობისათჳს» თქუმულთა სიტყუათა შინა“.38

უსაღმრთოეს პავლეს, ანთუ წმინდა იეროთეოსს, როგორც «საღმრთო სახელთა შესახებ» სიტყვაში ამბობს. ახლა
კი, ვფიქრობ, სხვას არავის მოიაზრებს ის, გარდა პავლე მოციქულისა, რადგან სხვა არავინ ყოფილა მისებრ
მესამე ცამდე მიწევნილი და მათ (ცათა) შესახებ მომთხრობელი“ (PG. t. 4; col. 64 B). რაც შეეხება ღირსი
მამის მითითებას წიგნზე «საღმრთო სახელთა შესახებ», რომელშიც იეროთეოსის თაობაზე ყოფილა
ცნობები დაცული, წმინდა დიონისე ხსენებული პიროვნების უვრცელეს დახასიათებას
წარმოგვიდგენს და მის სულიერ ღირსებებს უშურველად განადიდებს (იხ. პეტრე იბერიელი
(ფსევდო-დიონისე არეოპაგელი), «საღმრთო სახელთა შესახებ», გვ. 28-29). იმავე იეროთეოსის შესახებ
ცნობებს წმინდა მაქსიმე აღმსარებელის მიერ არეოპაგეტულ კრებულზე დართულ
წინასიტყვაობაშიც ვხვდებით. აი, შესაბამისი ადგილი: „სრულ იქმნა უკუე ყოვლისა საცხორებელითა
სჯულითა პავლეს მიერ ყოვლად ძლიერისა. ხოლო მოძღურებითა განისწალა დიდი დიონჳსი
იეროთეოჲსგან, ყოვლად წარჩინებულისა, ვითარცა თჳთ ნეტარი იგი იტყჳს“ (ივანე ლოლაშვილი,
ფსევდო-დიონისესა და პეტრე იბერიელის იდენტურობის პრობლემა... , გვ. 110).
35პეტრე იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი), გვ. 116.
36Ibid. გვ. 101-151.
37საგანგებოდ გვსურს ყურადღების გამახვილება ღირსი გერმანეს მიერ წმინდა დიონისესადმი

განკუთვნილ ეპითეტზე: „მათ ცხრათა წესთა სამად განჰყოფს საიდუმლოთა მეტყუელი იგი“ (sin. 91; 141
v2).
38ქართულ-ბერძნული საღვთისმეტყველო განმარტებანი ანგელოზურ ძალთა შესახებ, განმარტებათა

ძველი ქართული (ეფრემ მცირისეული) ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, ბერძნულ კომენტარებთან


9
ვფიქრობთ, აზრი მკაფიოდაა გამოთქმული: წმინდა მაქსიმეს რჯულდებით, თუკი
ვინმე წაიკითხავს ნაშრომს „ზეცათა მღვდელთმთავრობისათჳს“ და დაინტერესდება ტერმინ
„მღვდელთმთავრობით“, აღნიშნულის შესახებ იმავე ავტორის - წმინდა დიონისეს „ქვემორე“,
ე. ი. თანმდევი ძეგლის39 წაკითხვისას გაიგებს. შესაბამისად, არეოპაგეტული კრებულის
წარმომავლობას ღირსი ბერი ათენელ მოღვაწეს განუკუთვნებს.
II. „თუ რომელთა იტყჳს ნივთიერებად სახეებად და ხატოვნებითად შეზავებად, ამას თჳთვე
განაცხადებს წინამდებარეთა სიტყუათა შინა, რომელ არიან სამღდელონი ქმნანი, ესე იგი არიან, წესნი
საეკლესიონი, რომელთა თჳთ წმიდაჲ ესე (წმინდა დიონისე არეოპაგელი; ი. ო.)
განჰმარტებს «საეკლესიოჲსა მღდელთმთავრობისა» თავთა შინა“ (Ibid. გვ. 123).
მართალია, დამოწმებულ სქოლიოში ღირს მაქსიმეს წმინდა დიონისეს სახელი არ
გაუჟღერებია, თუმცა ზემორე შენიშვნა, რომელშიც სწორედ ხსენებული
მღვდელთმთავარი სახელდება ავტორად შრომისა «საეკლესიოჲსა მღდელთმთავრობისათჳს»,
თავისთავად ცხადყოფს, თუ ვის გულისხმობდა აღმსარებელი მოძღვარი ხაზგასმულ
სიტყვებში: „თჳთ წმიდაჲ ესე განჰმარტებს საეკლესიოჲსა მღდელთმთავრობისა თავთა შინა“.
III. „საძიებელ არს, თუ ვითარ ყრმად უწოდს საკჳრველსა ტიმოთეს დიდი დიონოსი (o( me/gaj
Dionu/sioj), რამეთუ ანუ ამისთჳს, ვითარ ვჰგონებ, ვითარმედ, ვითარცა უმოხუცებულესი ჴორცთა
ჰასაკითა, იტყჳს ამას, ანუ ვითარცა უპირატესი მისსა ფილოსოფოსობისა სიბრძნითა, ვიდრეღა
იკითხვებოდაცა მისგან, ვითარცა ცხად-ჰყოფს მისსა მიმართ მიწერაჲ წიგნთაჲ ამათ, რამეთუ დაღაცათუ
პირველ წმიდისა დიონოსისსა (tou= qei/ou Dionusi/ou) მორწმუნექმნილ იყო წმიდაჲ მოციქული
ტიმოთე, ვითარცა გუაუწყებს საქმე წმიდათა მოციქულთაჲ, არამედ გარეშეთა სწავლულებათაგან
უმდიდრეს იყო დიდი დიონოსი (o( me/gaj Dionu/sioj). გინა თუ ყრმად უწოდს მას მსგავსებითა
უფლისა მიერ თქმულისაჲთა: «ყრმანო, საჭმელი ნუ გაქუს რაჲმე?» გინა თუ ამისთჳს,
ვინაჲთგან საღმრთოდ მომგებელთა უმანკოებისათა ყრმად უწოდიან, ვითარცა პაპია გუაუწყებს
წიგნსა შინა პირველსა «საუფლოთა განმარტებათასა» და კუალად კლიმი ალექსანდრიელი
«პედაღოღოსა» შინა“ (Ibid. გვ. 133; შდრ. ბერძ. PG. t. 4; col. 48 CD).
წარმოდგენილ სწავლებაში წმინდა მაქსიმე განმარტავს მიზეზს იმისა, თუ რატომ
მოიხსენია ათენელმა მღვდელთმთავარმა ტიმოთე ტერმინით «ყრმა» (შდრ. „ხოლო შენ, ჵ
ყრმაო“). აღნიშნულ მიმართვას შეიცავს არეოპაგეტულ კრებულში შემავალი ერთ-ერთი
ძეგლი სახელწოდებით „ზეცათა მღდელთმთავრობისათჳს“.40 აღმსარებელი ბერი ოთხ
სავარაუდო პასუხს ჩამოთვლის: (1) დიონისე, როგორც ასაკით უფროსი, უწოდებს ტიმოთეს
«ყრმას»; (2) შესაძლოა, ფილოსოფიურ მოძღვრებებში ტიმოთეზე დიონისეს აღმატებულებამ
განაპირობა ხსნებული ტერმინის გამოყენება; (3) ათენელმა მღვდელთმთავარმა მაცხოვარს
მიჰბაძა და საკუთარი სულიერი მეგობარი, მსგავსად სახარებისეული უწყებისა, «ყრმად»

შეაჯამა, გამოკვლევა და ტერმინოლოგიური ლექსიკონი დაურთო ანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2001,


გვ. 121; შდრ. ბერძ. PG. t. 4; col. 29 A.
39იგულისხმება შრომა სახელწოდებით „საეკლესიოჲსა მღდელთმთავრობისათჳს“.

40იხ. პეტრე იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი), გვ. 110.

10
მოიხსენია;41 (4) მამათა სწავლების თანახმად, სულიერი უმანკოების მომგებელ ყოველ მოღვაწეს
ტერმინი «ყრმა» განეკუთვნება.
რაც შეეხება ჩვენთვის საყურადღებო საკითხს, წმინდა მაქსიმეს წინამდებარე
კომენტარიც მისსავე ზემოდამოწმებულ სქოლიოებში გადმოცემული შინაარსის
იდენტურია: აღმსარებელი მოძღვარი ავტორად შრომისა «ზეცათა მღდელთმთავრობისათჳს»
დიონისე არეოპაგელს ასახელებს, რადგან მიმართვა: «ხოლო შენ, ჵ ყრმაო» სწორედ
ხსენებულ ძეგლში დაცული ციტატაა.
IV. „ამიერ შეისწავე, ვითარმედ რაჲთა პირსა დაუყოფდე უცნობოსა მას სწავლულებასა მათსა,
რომელნი საღმრთოთა ამათ წიგნთა დიონოსისთა (ე. ი. წმინდა დიონისეს მიერ დაწერილ
შრომებს; ი. ო.) აპოლინარისად იტყჳან ყოფად და არცაღა თჳთ სიტყუათა ამათგან შეატყუებენ, ვითარ
იტყჳს, ვითარმედ: «წარმართთა ნათესავთა, რომელთაგან ჩუენცა მოქცეული ვართ», რომლითა ცხად
არს, ვითარმედ დიდი დიონისი იყო მეკერპეობისაგან მოქცეული და თჳთ
ჭეშმარიტად მისნი არიან წიგნნი ესე, ვითარცა უტყუველი და
უცილობელი ზედაწარწერილი ცხადჰყოფს სიმაღლესა თანა და მართლმადიდებლობასა სიტყუათასა,
რომელთა ვეროდეს მიიჩემებს აპოლინარი, ვითარცა დამწუელთა და განმაქიქებელთა მისთა“ (Ibid.
გვ. 158).
ვფიქრობთ, აზრი იმდენად მკაფიოდაა გამოთქმული, კომენტარი ზედმეტია, თუმცა
ორიოდე სიტყვით მაინც აღვნიშნავთ: ღირსი მაქსიმეს თანახმად, არეოპაგეტულ
კორპუსში შემავალი წიგნების ავტორად ზოგიერთებმა აპოლინარი ლაოდიკიელი
მიიჩნიეს, მაგრამ აღმსარებელი მამა რჯულდებითად განაჩინებს, რომ სწორედ და
მხოლოდ ათენელი მღვდელთმთავრის კალამს ეკუთვნის ისინი, რასაც წმინდა დიონისეს
შრომებში დაცული ყოვლადუცთომელი მართლმადიდებლური სწავლება ცხადყოფს.42

41იგულისხმება
შემდეგი სახარებისეული ადგილი: „ყრმანო, საჭმელი ნუ გაქუს რაჲა?“ (იოან. 21.5).
42ზემომითითებული
არგუმენტაცია არეოპაგეტულ ძეგლებში დაცული სწავლებების
უცდომელობის შესახებ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მიერ ხსენებული კრებულისთვის
წამძღვარებულ წინასიტყვაშია გაჟღერებული და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რითაც
დასახელებული შრომების ეკლესიის წიაღში წარმომავლობასა და ავტორის მართლმადიდებლურ
მსოფლმხედველობას გაესმის ხაზი. აი, შესაბამისი ადგილი: „ხოლო გუაუწყებს ჩუენ ჭეშმარიტების
მოყუარებასა დიდისა ამის დიონოსისსა წულილადი განხილვაჲ აღწერილთა მისთაჲ, ვითარ მართლიად და
უცვალებელად მოიჴსენებს მათ შინა სიტყუასა მის თანა ზრდილთა კაცთასა; რაოდენნი შემოუღია «საქმისაგან
მოციქულთა წიგნისა», გინა თუ მრავალსარგებელთა მათგან ებისტოლეთა პავლე მოციქულისათა, ვითარ
თჳთოეულისა მათისა სიტყუაჲ მარტივად და უწუალებელად მოუჴსენებიეს. და კუალად უფროჲს ამათ
ყოველთასა არს უცთომელობაჲ მისი შჯულთა შინა მართლმადიდებლობისათა“ (ივანე
ლოლაშვილი, ფსევდო-დიონისესა და პეტრე იბერიელის იდენტურობის პრობლემა... , გვ. 113). იმავე
მოსაზრებას გვთავაზობს ღირსი მაქსიმე წმინდა დიონისეს ერთ-ერთი წიგნის - „ზეცათა
მღდელთმთავრობისათჳს“ დართულ კომენტარში. აი, შესაბამისი ადგილი: „ცხად არს, ვითარმედ დიდი
დიონისი იყო მეკერპეობისაგან მოქცეული და თჳთ ჭეშმარიტად მისნი არიან წიგნნი ესე, ვითარცა უტყუველი
და უცილობელი ზედაწარწერილი ცხადჰყოფს სიმაღლესა თანა და მართლმადიდებლობასა
სიტყუათასა, რომელთა ვეროდეს მიიჩემებს აპოლინარი, ვითარცა დამწუელთა და
განმაქიქებელთა მისთა“ (ქართულ-ბერძნული საღვთისმეტყველო განმარტებანი ანგელოზურ
ძალთა შესახებ, დასახ. შრომა, გვ. 158). აღმსარებელი მამის მიერ წარმოდგენილი არგუმენტი
უაღრესად საყურადღებოა, რადგან ბუნებრივია, რომ მხოლოდ მართლმკვეთელი გონების
მფლობელი ადამიანისთვის იყო შესაძლებელი, ესოდენ მრავლად გამოთქმული სწავლებები
11
განვაგრძობთ არეოპაგეტულ ძეგლებზე (კერძოდ, წიგნზე «ზეცათა
მღდელთმთავრობისათჳს“) დართული იმავე წმინდა მაქსიმეს კომენტარებიდან შესაბამისი
ადგილების დამოწმებას ვრცელი განხილვის გარეშე:
V. „შეისწავე, ვითარმედ ლუკაჲს თავსა შინა წერილსა მას ანგელოზსა, რომელი პირველ ვნებისა
განაძლიერებდა იესუს, აქა მოიჴსენებს დიდი დიონოსი (o( me/gaj Dionu/sioj)“ (Ibid. გვ. 139; შდრ.
ბერძ. PG. t. 4; col. 60 A).
VI. „დიდი დიონოსი (o( de\ me/gaj Dionu/sioj) ყოვლადსიბრძნით დაჰჴხსნის წინააღმდგომსა
მათსა პირველად ამით, რამეთუ ღმრთისა მიერ დაბადებულებასა მოასწავებს ყოველთა მათ წმიდათა
ძალთასა“ (Ibid. გვ. 152; PG. t. 4; col. 77 C).
VII. „შეისწავე, ვითარმედ სხჳსა მიერ ესწავა ესე დიონოსის და იგი ასწავებს ნეტარსა
ტიმოთეს“ (Ibid. გვ. 170). წარმოდგენილი ქართული თარგმანი განვრცობილია.
ბერძნულში ვკითხულობთ: „შენიშნე, რომ ესენი (იგულისხმება შრომაში - «ზეცათა
მღდელთმთავრობისათჳს“ გადმოცემული მოძღვრება; ი. ო.) სხვისგან ისწავლა დიდმა დიონისემ (o(
me/gaj Dionu/sioj)“ (PG. t. 4; col. 101 C).
VIII. „სამოციქულოჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: «მრავალსახე იგი სიბრძნე ღმრთისაჲ». და
რაჲსათჳს «მრავალსახედ» უწოდა მას საღმრთომან მან კაცმან, რამეთუ ჩუენ მრავალსახეობასა ოდესმე
სიმანქანისათჳს ვიტყჳთ, ხოლო აქა (შრომაში «ზეცათა მღდელთმთავრობისათჳს“; ი. ო.) დიდი
დიონოსი (o( me/gaj Dionu/sioj) მარტივ და მრავალსახე უწოდს მას“ (Ibid. გვ. 175; PG. t. 4; col.
109 A).
IX. „ხოლო აწ აქა (შრომაში «ზეცათა მღდელთმთავრობისათჳს“; ი. ო.) თჳთ დიდი დიონოსი
(o( me/gaj Dionu/sioj) განაცხადებს“ (Ibid. გვ. 175; PG. t. 4; col. 109 B).
როგორც დამოწმებული ციტატების შინაარსი ცხადყოფს, ღირსი მაქსიმე
აღმსარებელი არეოპაგეტული კორპუსის ავტორობას, ყოველგვარი დაეჭვების გარეშე,
წმინდა დიონისეს განუკუთვნებს.
ათენელი მღვდელთმთავრის შესახებ მითითებას ვხვდებით „აპოკალიფსის“ წიგნზე
ანდრია კესარია-კაპადოკიელის მიერ დაწერილი განმარტების ძველ ქართულ
თარგმანში. აი, შესაბამისი ადგილი: „და კუალად დიდი დიონოსი იტყჳს, რაჟამს
ანგელოზთათჳს იტყოდა, ვითარმედ: რომელთამე მათგანთა წესიერობისა მის ქუეყანისა მთავრობაჲ
მისცა და კეთილად მთავრობად ამცნო, არამედ არად მოჰჴდა აღსრულებაჲ მათისა
მჴედრობისაჲ“.43
უპირველსად შევნიშნავთ, რომ კესარიელი მოღვაწის მოხმობილი შრომის ქართულ
ენაზე მთარგმნელი წმინდა ექვთიმე ათონელია. თუკი დამოწმებულ ფრაგმენტს დედანს
(ბერძნულ ტექსტს) შევუდარებთ, ერთ მნიშვნელოვან გარემოებას აღმოვაჩენთ. საქმე

ყოვლითურთ უცდომელი სახით მიეწოდებინა მკითხველისთვის, რასაც ვერასოდეს შეძლებდა


თუნდაც მცირედი სარწმუნოებრივი ხინჯის მქონე პიროვნება. არეოპაგეტული ძეგლების
უცდომელობა კი, წმინდა მაქსიმეს თანახმად, გამორიცხავს აპოლინარისა თუ, ზოგადად,
ნებისმიერი ფსევდო ავტორის ძიების შესაძლებლობას.
43იოვანეს გამოცხადება და მისი თარგმანება, ძველი ქართული ვერსია, ტექსტი გამოსაცემად

მოამზადა და გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ი. იმნაიშვილმა, თბილისი, 1961, გვ. 76.


12
ისაა, რომ ღირსი ანდრია იოანე ღვთისმეტყველის «გამოცხადებაში» გახმოვანებულ
შემდეგ უწყებას განმარტავს: „და იქმნა ბრძოლაჲ ცათა შინა: მიქაელ და ანგელოზნი მისნი
ჰბრძოდეს ვეშაპსა მას, და ვეშაპი და ანგელოზნი მისნი ებრძოდეს მათ“ (აპოკალ. 12.7) და
ანგელოზის დაცემის მიზეზებთან დაკავშირებულ მოძღვრებას გადმოგვცემს. ერთგან,
ორიგინალის თანახმად, შემდეგი სახის მსჯელობაა წარმოდგენილი (მოგვაქვს
ბერძნული ტექსტის სიტყვასიტყვითი თარგმანი): „უნდა ვიცოდეთ, რომ როგორც მამები
ფიქრობენ, გრძნობადი სამყაროს შექმნის შემდეგ ამპარტავნებისა და შურის გამო დაემხო ის,
ვისაც, მოციქულის თქმისებრ, თავდაპირველად ჰაერის მთავრობა ჰქონდა მინდობილი (th\n a)e/rion
prw=ton pepistateume/noj a)rxh\n)“.44
სწორედ დამოწმებული წინადადების გაგრძელებაა ექვთიმესეული თარგმანიდან
მოხმობილი ზემორე ციტატა, თუმცა ბერძნული ტექსტი მნიშვნელოვნად განსხვავდება
ქართულისგან. აი, ორიგინალში დაცული ცნობა: „პაპიას (Pappi/aj) სიტყვაც ამგვარია:
«მათგან ზოგიერთს, რა თქმა უნდა, ადრე ღვთაებრივ ანგელოზებად მყოფებს, დედამიწის
განგებისთვის გადაეცა მთავრობა». და შემდგომ ამბობს: «მაგრამ არარასკენ მიაქციეს თავიანთი
დასის (th\n ta/cin au)tw=n) აღსასრულებელი»“ (PG. t. 106; col. 325 BCD).
ამდენად, ბერძნული ტექსტის მიხედვით, ანდრია კესარიელის მიერ საკუთარ
ნაშრომში ციტირებული მოძღვრების ავტორი პაპია ჰიერაპოლელია, ხოლო ქართული
თარგმანის თანახმად, იგივე სიტყვები დიონისე არეოპაგელს ეკუთვნის. დასახელებულ
წყაროებში გამოთქმული ამგვარი არსებითი სახესხვაობა ორი ვარაუდის
შესაძლებლობას გვაძლევს:
1. ანდრია კესარია-კაპადოკიელი იმოწმებს სწავლებას, რომლის პირვეწყაროდაც მას
წმინდა პაპია მიაჩნია, თუმცა აღნიშნული უწყების თარგმნისას ექვთიმე მთწმინდელი
ხსენებული მღვდელთმთავრის მიერ დაშვებულ შეცდომას ასწორებს და ქართულ
ტექსტში ნამდვილ ავტორს ასახელებს (მოტანილი ცნობა რომ ათენელ მოსაგრეს
ეკუთვნის, ამაზე ქვემოთ გვექნება საუბარი); აღნიშნული მოსაზრება კი წინამდებარე
პუბლიკაციაში განხილულ საკითხს ეხმიანება და წარმოაჩენს, თუ ვის განუკუთვნებდა
დიდი ქართველი ღვთისმეტყველი, ღირსი ექვთიმე ათონელი არეოპაგეტული
ძეგლების წარმომავლობას (სხვაგვარად სრულიად გაუგებარი იქნებოდა, რატომ უნდა
დაესახელებინა მას ხსენებულ კრებულში დაცული სწავლების ავტორად წმინდა
დიონისე).
2. თუკი დავუშვებთ, რომ მითითებული შეუთავსებლობა ბერძნული ხელნაწერების
განსხვავებული მონაცემებით იყო განპირობებული (ე. ი. ზოგიერთ მანუსკრიპტში პაპია
იყო ნახსენები, ზოგან კი - დიონისე) და, იმავდროულად, მთაწმინდელი მამის მიერ
სათარგმნად შერჩეული წყაროს ავთენტურობის სანდოობასაც გავითვალისწინებთ,

44იგულისხმება პავლე მოციქულის შემდეგი სიტყვები [ეფეს. 6.12]: „არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლითა
მიმართ და ჴორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა
ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე“; შდრ. ბერძ. oÙk œstin
¹m‹n ¹ p£lh prÕj aŒma kaˆ s£rka, ¢ll¦ prÕj t¦j ¢rc£j, prÕj t¦j ™xous…aj, prÕj toÝj kosmokr£toraj toà
skÒtouj toÚtou, prÕj t¦ pneumatik¦ tÁj ponhr…aj ™n to‹j ™pouran…oij.
13
გამოდის, რომ თავდაპირველ, ანდრიასეულ ტექსტშიც არეოპაგეტული ნაშრომების
ავტორად წმინდა დიონისე უნდა ყოფილიყო დასახელებული, რაც მათი
წარმომავლობის თაობაზე თავად კესარიელი მღველთმთავრის პოზიციას ასაჩინოებს.
ამჯერად ვნახოთ, საკუთრივ რა შრომაზე იყო საუბარი ზემორე უწყებაში. კვლავ
მივაქციოთ ყურადღება ქართული თარგმანით ნაუწყებ ერთ გარემოებას: „და კუალად
დიდი დიონოსი იტყჳს“. ამდენად, ავტორი მოძღვრებისა წმინდა დიონისეა, თუმცა იქვეა
მთარგმნელისეული მატება, თუ სად უნდა ეუწყებინა მას აღნიშნულის შესახებ: „რაჟამს
ანგელოზთათჳს იტყოდა“.45 წმინდა ექვთიმე ათონელის მითეთებაში, თავისთავად ცხადია,
იგულისხმება ათენელი მოღვაწის ერთ-ერთი ნაშრომი - „ზეცათა მღვდელთმთავრობისათჳს“.
აი, შესაბამისი ადგილი: „რამეთუ ანგელოზნი, ვითარ-იგი პირველ ვთქუთ, აღსავსებით
შემასრულებელ არიან ყოველთა მათ ზეცისა არსებათა შემკობილებასა დასასრულისაობითა თჳსითა,
ვითარცა ზეცისათა მათ შორის არსებათა მქონებელნი ანგელოზებრივისა თჳთებისანი და უფროჲს
ჩუენდა მომართითა მომთხრობელობითა საჩინოებითად ანგელოზად უფროჲს და უსაკუთრესად
უპირატესთა მათთასა სახელ-დებულნი, რაოდენ უფროჲს უგანცხადებულეს არს მღდელთ-მთავრობაჲ
მათი და უფროჲს სოფლისა ამის ზედად მახლობელი. რამეთუ უზენაესნი იგი დასთა შემკობილებანი,
ვითარცა საიდუმლოჲსა პირველ მოდასეობით უმახლობელესნი, ვითარ-იგი ზემოთქუმულ არს,
უსაიდუმლოეს რეცა საგონებელ იყვნედ მღდელთ-მთავრობის ყოფად მეორეთა ზედა. ხოლო მეორენი იგი,
რომელნი წმიდათა მათ უფლებათა და ძალთა და ჴელმწიფებათა მიერ შეისრულებიან, მთავრობათა და
მთავარ-ანგელოზთა და ანგელოზთა უძღჳან უპირველესთა მათ მათთა უკუე დასთასა უცხადესადრე,
ხოლო შემდგომთა მათთასა უდაფარულესადვე. ხოლო მთავრობათა და მთავარ-ანგელოზთა და
ანგელოზთა საჩინოებით შემკობილებაჲ კაცებრივთა ამათ მღდელთ-მთავრობათა ერთი-ერთისა მიერ
ზედა-მდგომელობენ, რაჲთა წესისაებრ განწყობილად იქმნებოდეს ღმრთისა მიმართი აღყვანებაჲ და
მიქცევაჲ , ზიარებაჲ და შეერთებაჲ. და ეგოს ღმრთისა თანა ყოვლისავე მღდელთ-მთავრობისა მიმართ
სახიერების შუენიერებით მოფენილი და ზიარებით მომავალი და კეთილად შემკობილითა სიწმიდითა
მოცემადი წინა გამომავალობაჲ. ამის მადლისათჳს ღმრთისმეტყუელებამან ჩუენდა მომართი იგი
მღდელთმთავრობაჲ ანგელოზთა განუყო და მთავრად ისრაელთა ერისა მიქაელს სახელსდებს. და
კუალად სხჳსა ნათესავისა სხუასა, ვინაჲცა იტყჳს: «დაადგინნა საზღვარნი თესლებისანი მსგავსად
რიცხჳსა ანგელოზთა ღმრთისათაჲსა» (2 სჯულ. 32.8)“.46
ამდენად, «აპოკალიფსის» განმარტების ქართულ თარგმანში დაცული უწყება, რომ
უქვემოეს, საკუთრივ ანგელოზთა დასის უსხეულო ძალებს მიენიჭა «ქუეყანისა
მთავრობაჲ» და აღნიშნული სწავლების ავტორად ყოველგვარი დაეჭვების გარეშე წმინდა
დიონისეს დასახელება (შდრ. «დიდი დიონოსი იტყჳს»), თავისთავად ცხადყოფს ღირსი
ექვთიმეს (ამასთან, ზემოთქმულისებრ, შესაძლოა, ანდრია კესარია-კაპადოკიელის)

45დამოწმებული
ცნობა წმინდა ექვთიმე ათონელს ეკუთვნის და არ გვხვდება ის ბერძნულ ტექსტში,
რაც, თავის მხრივ, ქართველი მთარგმნელის შეხედულებას ცხადყოს, თუ ვის განუკუთვნებდა იგი
არეოპაგეტული კრებულის წარმომავლობას.
46პეტრე იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი), გვ. 128-129. დავაკონკრეტებთ, რომ ანდრია

კესარიელის მიერ დაცემული ანგელოზების შესახებ საკუთარ ნაშრომში დამოწმებული სწავლება


არა პირდაპირი ციტირებაა, არამედ საკითხის შეჯამების შედეგად გადმოცემული შინაარსი.
14
პოზიციას, რომლის თანახმადაც არეოპაგეტული კორპუსის ავტორად სწორედ ათენელი
მღვდელთმთავრი მიიჩნევა.
დიონისე არეოპაგელის შესახებ ცნობებს ვხვდებით იმავე ღირსი ექვთიმე
მთაწმინდელის მიერ თარგმნილ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებაში. ხსენებული
შრომის ავტორი ერთგან შენიშნავს: „ვინ უკუე აღრაცხოს, საყუარელნო, უფსკრული იგი
სიბრძნისა და გულისხმის-ყოფისაჲ, რომელ მიჰმადლა ღმერთმან მონასა თჳსსა მაქსიმეს; რამეთუ
იყოფოდა რაჲ ექსორიობასა მას შინა, ესოდენნი აღწერნა სწავლანი და განგებანი, ვიდრეღა ყოველსა
სოფელსა განეფინნეს სიტყუანი მისნი საღმრთონი და შუენიერნი; რამეთუ იყო იგი, ვითარცა ზემო
წერილ არს, ჭეშმარიტად ახალი ოქროპირი. ვინ არა განკჳრდეს სათნოსა მას და სულიერსა
მოქალაქობასა მისსა, მარხვასა მას ბუნებისა უაღრესსა, მღჳძარებასა ანგელოზთა მსგავსსა, სიმშჳდესა
სრულსა, სიმდაბლესა გონებისასა უმეტეს ყოველთასა, სიწმიდესა გულისასა ბრწყინვალესა,
ლმობიერებასა ყოველთა მიმართ; ხოლო გონებისა მისისა ღმრთისა მიმართ ხედვაჲ და გულისხმის-
ყოფაჲ და წურთაჲ გულისა არარაჲთ უდარეს იყო უჴორცოთა წესსა, რამეთუ ესოდენთა მათ შრომათა და
ტანჯვათა შინა და ჭირთა ექსორიობისათა და სიბერესა ფრიადსა, რამეთუ ოთხმეოცდაათისა წლისაჲ
აღესრულა, და არაოდეს უდებ იქმნა არცა დაჰჴსნა მოღუაწებაჲ, არცა გონებისა წურთაჲ და ხედვაჲ, და
იყო მის ზედა უხუებით მადლი სულისა წმიდისაჲ. ამისთჳსცა მდინარენი საღმრთოთა სწავლათანი
აღმოეცენებოდეს პირით მისით, და გამოთარგმნა ყოველივე ძუელისა და ახლისა წერილისაჲ,
რომელიცა იპოებოდა, ღრმაჲ და ძნიად გულისხმის-საყოფელი სიტყუაჲ, ყოველი განჰმარტა,
რომელიმე მარტივად, რომელიმე სახისმეტყუელებით; ეგრეთვე ღრმანი იგი სიტყუანი
დიდისა დიონოსიოს არეოპაგელისანი, რომელმან-იგი აღწერა ზეცისა
მჴედრობათათჳს და ეკლესიისა წესთათჳს, შუენიერად განჰმარტნა, რამეთუ ფრიად
იყო სიღრმჱ და დაფარულებაჲ ძალისა მათისაჲ“.47
წარმოდგენილი ფრაგმენტის ბოლო ნაწილში ღირსი მაქსიმეს ბიოგრაფი, მართალია,
აღმსარებელი მამის ლიტერატურულ შემოქმედებაზე საუბრობს, თუმცა არსებითი ისაა,
რომ ჩამონათვალში ყოველგვარი დაეჭვების გარეშე წმინდა დიონისე ათენელია დასახელებული
ავტორად არეოპაგეტულ კრებულში შემავალი წიგნებისა, რომლებსაც «ჭეშმარიტ ფილოსოფოსად»48
და «მართლმადიდებლობის ქადაგად»49 სახელდებულმა მოძღვარმა (წმინდა მაქსიმემ) შესაბამისი
კომენტარები დაურთო.
ამჯერად დიდ სჯულისკანონს დავიმოწმებთ, რომელშიც შესულია წმინდა ბასილი
დიდის შრომის - „სულიწმინდის შესახებ“ - ოცდამეშვიდე თავი. კესარია-კაპადოკიელი
მოძღვარი ერთგან ბრძანებს: „ეკლესიასა შინა დაცვულთა შჯულთა და ქადაგებათაგანნი

47ქართული
ჰაგიოგრაფიული ძეგლები, ნაწილი პირველი, კიმენი, ტომი I, იანვრის, თებერვლის,
მარტის, აპრილის და მაისის თვეთა ტექსტები, გამოცემა რუსეთის სამეცნიერო აკადემიისა
პროფესორ კორნელი კეკელიძის რედაქტორობით, ტფილისი, 1918 წ., „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ
აღმსარებელისა მართლისა სარწმუნოებისაჲ, წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მაქსიმესი“, გვ. 75.
48შდრ. „მაშინ მაქსიმე, ჭეშმარიტმან ფილოსოფოსმან, სიტყჳთ და საქმით და გულისხმისყოფით დაამტკიცა

წესი ფილოსოფოსობისა თჳსისა“ (Ibid. გვ. 63).


49შდრ. „ცხოველ ხარ წინაშე ღმრთისა, რაჲსთჳსცა იღუაწე, ჰოი, ქადაგო მართლმადიდებლობისაო,

საწერტელო და მამხილებელო მწვალებელთაო, ნესტო ეკლესიისაო, მართლგამომეტყუელო სიტყუასა მას


ჭეშმარიტებისასა, მართლმადიდებელო და მართლაღმსარებელო მამისა და ძისა და სულისა წმიდისაო“ (Ibid. გვ.
103).
15
რომელნიმე წერით მოცემულისა მოძღურებისაგან გუქონან, ხოლო რომელნიმე მოცემისაგან
მოციქულთაჲსა საიდუმლოდ მონიჭებულნი ჩუენდა შეგჳწყნარებიან, რომელთაგანთა ორთავე ერთი და
იგივე ძალი აქუს კეთილად მსახურებისა მიმართ და ამას არავინ გუაცილობს, რომელსა კნინოდენიცა
აქუს მეცნიერებაჲ საეკლესიოთა განწესებათაჲ. რამეთუ უკუეთუ უწერელთა წესთა, ვითარცა არა
დიდისა ძალისა მქონებელთა დაჴსნა ჴელ-ვყოთ, საწყალობელად ვიზღვიენით თჳთ მის
სახარებისაგან...“.50
მოხმობილ განმარტებაში ღირსი მღვდელთმთავარი დაწერილი თუ დაუწერელი
რჯულის შესახებ საუბრობს და მათ ერთ მთლიან ღირსებასა და განუყოფლობაზე
მიგვანიშნებს. აღნიშნულ სწავლებას სჯულისკანონში დაერთვის მარგინალური
შენიშვნა, რომელშიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია განხილული. ვიმოწმებთ
შესაბამის ადგილს: „შეისწავე, ვითარმედ დაღათუ დიონჳსიოს არიოპაგელი
თავთა მათ შინა «საეკლესიოჲსა მღდელთმთავრობისათა» თითოეულად წარმოიტყჳს
ამათ ყოველთა წესსაცა, თუ ვითარ აღესრულებიან და საიდუმლოსაცა ხედვასა მათსა თჳნიერ
მცირედთასა, რომელთასა უწერელად მოცემულობასა აღიარებს აქა მოძღუარი, არამედ უწყებულ იყავნ,
ვითარმედ ჟამთა დიდისა მის მამისათა (ე. ი. IV საუკუნეში, ღირსი ბასილის მოღვაწეობისას; ი.
ო.) არღა გამოჩინებულ იყო ჯერეთ წიგნი წმიდისა დიონჳსისი, რამეთუ მის ჟამისა
ფილოსოფოსთა დამალეს იგი, ვითარცა ცხად-ჰყოფს წმიდაჲ მაქსიმე შესავალთა შინა მისთა,
და თჳთ იჩემებდეს სიმაღლესა დიდთა მათ ღმრთისმეტყველებათა მისთა და აღმატებულთა
ხედვათასა და შემდგომთაღა სადმე ჟამთა იპოვა და საცნაურ იქმნა ეკლესიასა შინა. ამისთჳს
იტყჳს აქა დიდი ბასილი უწერელად მოცემულობასა ამათ ყოველთა წესთასა“ (Ibid. გვ. 506).
წარმოდგენილი მარგინალური შენიშვნა სრულ შესაბამისობაშია ზემოდამოწმებულ
წყაროებთან და არეოპაგეტული კორპუსის ავტორობას ათენელთა იერარქს - წმინდა
დიონისეს განუკუთვნებს; იმავდრულად, უარსებითეს განმარტებას გადმოგვცემს
იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იყო ხელმისაწვდომი პირველ-მეორე
საუკუნეებში მოღვაწე მღვდელთმთავრის ლიტერატურული შემოქმედება მესამე-
მეხუთე საუკუნეებში და აღნიშნული აზრის გამოთქმისას ღირსი მაქსიმეს
უმნიშვნელოვანეს ცნობას ეფუძნება, რომელიც ხსენებულმა მამამ არეოპაგეტული
შრომების კომენტირებისას შესავლის სახით წაუმძღვარა დაინტერესებული
მკითხველისთვის (იხ. PG. t. 4; col. 16-24). კერძოდ, აღმსარებელი ბერის თანახმად, უნდა
ვიცოდეთ, რომ ზოგიერთი გარეშე ფილოსოფოსი და, განსაკუთრებით, პროკლე,
ხშირად სარგებლობდა ნეტარი დიონისეს სწავლებებით და მისი სიტყვებით. ამასთან,
საფიქრებელია, რომ დიონისეს შრომები ათენელმა ფილოსოფოსებმა გადამალეს და
მიისაკუთრეს, რათა მათში გადმოცემული მოძღვრებების ავტორებად გაესაღებინათ
საკუთარი თავი (იხ. PG. t. 4; col. 21 D).51

50დიდი
სჯულისკანონი, გამოსაცემად მოამზადეს ე. გაბიძაშვილმა, ე. გიუნაშვილმა, მ. დოლაქიძემ,
გ. ნინუამ; თბილისი, 1975, გვ. 506.
51დავაკონკრეტებთ, რომ მაქსიმე აღმსარებელი საკუთარ წინასიტყვას არეოპაგეტულ კორპუსთან

დაკავშირებით მის ხელთ აღმოჩენილი ერთ-ერთი კომენტარით აბოლოებს, რადგან უაღრესად


მნიშვნელოვნად მიიჩნევს მასში დაცულ შინაარსს (სწორედ ხსენებული კომენტარი დავიმოწმეთ
ზემოთ). მართალია, ავტორის ვინაობა უცნობია, თუმცა დასათაურება წარმოაჩენს, რომ ის ღირსეულ
16
რაც შეეხება ხსენებული წიგნების დაწერის მიზეზს, წმინდა მაქსიმეს მიხედვით,
პავლე მოციქულის მიერ მოქცეულ სამგზის სანატრელ ტიმოთეს, ეფესელთა
ეპისკოპოსს, გაუგზავნა ისინი დიონისე არეოპაგელმა (იგულისხმება არეოპაგეტული
კრებულის პირველი ოთხი წიგნი, ათი ეპისტოლის გამოკლებით, რომელთა
ადრესატები სხვა პირები არიან), რადგან სიტყვაში დახელოვნებულ ეფესელ
ფილოსოფოსებთან კამათისას ჭეშმარიტების დასაცავად დახმარებას საჭიროებდა
ტიმოთე; ამიტომაც მან თხოვნით მიმართა სიბრძნისმოყვარეობაში (ფილოსოფიაში)
ღრმად განსწავლულ დიონისეს, რომ ამ უკანასკნელს დახმარების ხელი გაეწოდებინა
მისთვის (იხ. PG. t. 4; col. 20-21 DA).
აქვე დავიმოწმებთ აღნიშნული ადგილის ეფრემ მცირისეულ თარგმანს: „ხოლო
უმრავლესსა მათგანსა მისწერს სამგზის სანატრელსა ტიმოთეს, მოწაფესა წმიდისა პავლე
მოციქულისასა, ეფესელთა ეპისკოპოსსა, რომელი-იგი ზედამდგომელ იყო მრავალსწავლულთა მათ
ფილოსოფოსთა იონიაჲს-ეფესოჲსათა და მრავალი რაჲ შეემთხუეოდა მათგან კითხვითა და
გამოძიებითა, ვითარცა შეეტყუების ვერაგთა გარეშისა ფილოსოფოსობისათა. ამისთჳს მისწერს
მისსა, რაჲთა ძალითა ამათ თქუმულთაჲთა ძლიერ იქმნეს უმეტესად წინააღდგომად მათდა, და
საწარმართოთავე სიტყუათა მისცემს დასაჴსნელად სიბრძნისა საწარმართოჲსა, რომელი-ესე არა-
შეუმსგავს არს, ვინაჲთგან ყოვლად ღმრთისმოყუარემანცა მოციქულმან პავლე საწარმართონი
რაჲმე იჴუმია სიტყუანი, ნუ უკუე და სმენით სწავლულნი მახლობელთა ვიეთგანმე მისთა
გამოცდილთა საწარმართოჲსა ფილოსოფოსობისათა“.52
უაღრესად საგულისხმოა წმინდა მაქსიმე აღმსარებლის დროისთვის
გახმოვანებული არგუმენტი, თუ რატომ არ ციტირებდნენ წმინდა დიონისეს შრომებს
მის შემდგომ ასპარეზზე გამოჩენილი საეკლესიო ავტორები. აი, შესაბამისი ადგილი:
„ჰე, - მეტყჳან, - ჰე, ეგრეთ არსო, არამედ არა აღწერა სიტყუანი მისნი ევსევი პამფილესმან და
არცა რას ორიგენი მოიჴსენებს მათთჳს!“.53
წარმოდგენილ წინადადებაში ორი ადამიანია დასახელებული: ორიგენე (II-III სს.)
და ევსევი კესარიელი (III-IV სს.). ორივე მათგანს წინ უსწრებს დიონისეს სამოღვაწეო
ეპოქა და ამიტომაც არეოპაგეტული შრომების გვიანდელი წარმომავლობის
მხარდამჭერნი ლოგიკურ მოსაზრებას გამოთქვამდნენ, რომლის თანახმადაც, თუკი
ხსენებული კრებული პირველ-მეორე საუკუნეებში დაიწერა, რატომ არაფერი იციან მის

პიროვნებას ეკუთვნის. კერძოდ, „პატროლოგია გრეკაში“ აღნიშნული სათაური მხოლოდ ლათინურ


ენაზეა შემორჩენილი (იხ. PG. t. 4; col. 22 C: «Ex scholiis diligentissimi cujusdam viri»), თუმცა წმინდა
დიონისეს შრომების რუსულენოვანი თარგმანის სამეცნიერო გამოცემა, რომელშიც ბერძნული
ტექსტი პარალელური სახითაა დამოწმებული, ხსენებული დასათაურების ორიგინალს გვთავაზობს:
«Apo\ sxoli/wn tino\j filopo/nou a)ndro/j» - «ვინმე შრომისმოყვარე კაცის სქოლიოთაგან» (Византийская
библиотека; Дионисий Ареопагит. Сочинения. Максим Исповедник. Толкования. Санкт-Петербург, 2002,
ст. 32). ამდენად, არეოპაგეტული ძეგლების ანონიმი კომენტატორის მიერ გამოთქმული მოსაზრების
უპირობო გაზიარება თავისთავად ცხადყოფს, რომ ღირსი მაქსიმე სრულად ეთანხმება მას.
52ივანე ლოლაშვილი, ფსევდო-დიონისესა და პეტრე იბერიელის იდენტურობის პრობლემა... , გვ.

112-113.
53Ibid. გვ. 112.

17
შესახებ ისეთმა ცნობილმა და თავიანთი შემოქმედებით ნაყოფიერმა ავტორებმა,
როგორებიც ზემომითითებული პირები არიან?
წმინდა მაქსიმე აღმსარებელი შეკითხვას ასე უპასუხებს:
„რომელთა მიმართ ვიტყჳ, ვითარმედ: მრავალთა წიგნთა თანა წარხდების [ევსევი],54
რაოდენი არა მიიწინეს ჴელთა მისთა, რამეთუ არცაღა [მიწევნ]ულ55 არს ზოგან ყოველთა და
უფროჲსღა თჳთ აღიარებს, [არცაღა იტყჳს, თუ ყოველნი შემოკრიბნა],56 ვითარმედ: მრავალნი და
რიცხვის მძლენი წიგნნი არა-მოწევნულ არიან მისსა; და მრავალთაჲ ძალ-მედვა მოჴსენებად,
რომელნი თჳთ მისთავე [არა მოიპოვების, მცხოვრებთა მათ მისსავე ქუეყანისათა],57 ვითარ-იგი
ჳმენეოსისი და ნარსისოჲსი, რომელნი მღდელობდეს ჟამსა მას. ხოლო მე მიმთხუეულ ვარ
რაოდენთამე წიგნთა ჳმენეოსისთა. ამას თანა კუალად არცაღა [პანტენოსისა მიერ თქუ]მულნი
აღწერნა,58 არცა ჰრომისა კლემენტოსისთა, თჳნიერ ხოლო ორთა ებისტოლეთასა და არცა სხუათა
მ[რავალთაგანი. ო]რიგენი,59 არა უწყი, თუ ყოველთა, გარნა მხო[ლო ოთხ]თაჲ60 ოდენ
მოიჴსენა; არამედ დიაკონი ვინმე ჰრომისა, სახელით პეტრე, მითხრობდა მე, ვითარმედ:
«ყოველნივე წიგნნი საკჳრველისა დიონჳსისნი ცოცხლად დაშთომილ და მდებარე არიან დიდსა მას
შინა წიგნისსაცავსა ჰრომთა ეკლესიისასა»“.61
წარმოდგენილ განმარტებაში ღირსი მაქსიმე აღმსარებელი რამდენიმე
უმნიშვნელოვანეს საკითხს მიმოიხილავს და ზემოხსენებული მოსაზრება-შეკითვის
ავტორებს არგუმენტირებულად უპასუხებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი დებულებები
ასეთი შინაარსისაა: (1) ორიგენესა და განსაკუთრებით ევსევი კესარიელის მიერ წმინდა
დიონისეს შრომების მოუხსენებლობაში არაფერია გასაკვირი,62 რადგან თავად ევსევი
აღიარებს, რომ ბევრი რამ მას არ შეუკრებია და განხილვის გარეშე დარჩენია; (2) მეტიც

54ღირსი მაქსიმეს მიერ არეოპაგეტული კორპუსისთვის წამძღვარებული წინასიტყვაობის ეფრემ


მცირისეული თარგმანი, ქართულენოვანი მანუსკრიპტების დაზიანების მიზეზით, ხარვეზიანია და
ზოგან ტექსტი არ იკითხება. ამიტომაც გამომცემელმა მითითებული ადგილები სამწერტილის
გამოყენებით კუთხოვან ბრჭყალებში მოაქცია, რითაც მკითხველს ხსენებულ ხარვეზზე მიანიშნა.
აქაც და ქვემოთაც ჩვენ ბერძნული ორიგინალის მიხედვით აღვადგენთ ნაკლულ ნაწილს, რომ
მკითხველის წინაშე სრულყოფილად წარმოჩნდეს აღმსარებელი მამის პასუხი.
55აღნიშნული ადგილი გამომცემელს კონტექსტის შესაბამისად აქვს აღდგენილი.
56აღდგენილია „პატროლოგია გრეკაში“ დაცული ბერძნული ტექსტის მიხედვით.
57აღდგენილია „პატროლოგია გრეკაში“ დაცული ბერძნული ტექსტის მიხედვით.
58აღდგენილია „პატროლოგია გრეკაში“ დაცული ბერძნული ტექსტის მიხედვით. ორიგინალში

აღნიშნული ადგილი ასეთი შინაარსისაა: «არც პანტენოსის ნაშრომები აღუწერია» (შდრ. ბერძ. [PG. t. 4;
col. 20 C]: «ou)/te Pantai/ou tou\j po/nouj a)negrafyen»). ვინაიდან ძველ ქართულ თარგმანში, ტექსტის
დაზიანების მიზეზით, შესაბამისი სიტყვა სრულად არ იკითხება და მხოლოდ ბოლო ნაწილი
გვხვდება (შდრ. „...მულნი“), ვივარაუდეთ, რომ წმინდა ეფრემ მცირის მიერ დამოწმებული უნდა
ყოფილიყო «თქუმულნი» (შდრ. „[პანტენოსისა მიერ თქუ]მულნი აღწერნა“).
59აღდგენილია „პატროლოგია გრეკაში“ დაცული ბერძნული ტექსტის მიხედვით.
60აღდგენილია „პატროლოგია გრეკაში“ დაცული ბერძნული ტექსტის მიხედვით.
61ივანე ლოლაშვილი, ფსევდო-დიონისესა და პეტრე იბერიელის იდენტურობის პრობლემა... , გვ.

112; შდრ. ბერძ. PG. t. 4; col. 20 CD.


62ევსევიზე საგანგებო ხაზგასმა ლოგიკურად აიხსნება. საქმე ისაა, რომ ხსენებულ პირს დაწერილი

აქვს საეკლესიო ისტორია. ამდენად, როგორც პროფესიონალ ისტორიკოსს, მას უნდა სცოდნოდა
წმინდა დიონისეს ლიტერატურული შემოქმედება და ამის შესახებ მკითხველისთვისაც ეუწყებინა.
18
შეიძლება ითქვას, ევსევის საკუთარი ორი თანამემამულის, ვიმენეოსისა და ნარკისოსის
შრომების შესახებაც არაფერი უხსენებია, რაც არ გამოდგება იმის მტკიცებულებად, რომ
მათ არაფერი დაუწერიათ, რადგან ერთ-ერთის, კერძოდ, ვიმენეოსის ნაშრომი წმინდა
მაქსიმეს ჰქონია ხელთ;63 (3) იმავე ევსევის არც პანტენოს ალექსანდრიელის
წერილობითი მემკვიდრეობა მიუთითებია და არც კლიმენტი რომაელის
ლიტერატურული შემოქმედება დაუსახელებია, გარდა ორი ეპისტოლისა, რაც,
ზემოთქმულისებრ, ვერ იქნება ხსენებულ პირთა წერილობითი მოღვაწეობის
უგულებელმყოფელი არგუმენტი;64 (4) ღირსი მაქსიმეს თანახმად, წმინდა დიონისესთან
დაკავშირებით ორიგენეს დუმილიც არ იქნება მტკიცებულება ზემოთქმულისა, რადგან
ალექსანდრიელი ბიბლეისტი მხოლოდ ოთხი საეკლესიო ავტორის დასახელებით
შემოიფარგლა;65 (5) უაღრესად საგულისხმოა ბოლო ნაწილში წარმოდგენილი ცნობა
ვინმე რომაელი დიაკონის - პეტრეს შესახებ, რომელთანაც პირადი ნაცნობობა ჰქონია
წმინდა მაქსიმეს და სწორედ ხსენებულ პიროვნებას მოუთხრია აღმსარებელი
მამისთვის, რომ რომის დიდ წიგნსაცავში შემონახული ყოფილა დიონისე ათენელის
შრომები.66
მორიგ ჯერზე კიდევ ერთ მოვლენას მივაპყრობთ ყურადღებას. საქმე ისაა, რომ
იმავე წმინდა მაქსიმეს ეკუთვნის შრომა სახელწოდებით „თანაგამოძიება წმინდა მაქსიმესი
პიროსთან ერთად“, რომელშიც ხსენებულ ღირს მოძღვართან მოპაექრე პიროსი ერთგან

63დედანში
დაცული ცნობის თანახმად, მითითებული მოღვაწენი იერუსალიმში აღასრულებდნენ
სამღვდელო მსახურებას (შდრ. PG. t. 4; col. 20 C). აღნიშნული ცნობა ეფრემ მცირის თარგმანში არ
ასახულა.
64წმინდა პანტენოს ალექსანდრიელის წერილობითი შემოქმედების შესახებ ცნობა გვხვდება ევსევი

კესარიელის „საეკლესიო ისტორიაში“. აი, შესაბამისი ადგილი: „პანტენოსი დიდი წარმატებით


წინამძღვრობდა ალექსანდრიის სასწავლებელს აღსასრულამდე, ცოცხალი სიტყვითა (ე. ი. ქადაგების; ი. ო.) და
ნაწერების მეშვეობით განმარტავდა საღვთო დოგმატების საუნჯეთ“ (ევსები კესარიელი, საეკლესიო
ისტორია, მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართული ეკლესია, ძველი ბერძნულიდან
თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო ზურაბ ჯაშმა, თბილისი, 2007, გვ. 204). რაც შეეხება
წმინდა კლიმენტის ლიტერატურულ ღვაწლს, დავიმოწმებთ სამეცნიერო ლიტერატურაში
გაჟღერებულ ცნობას: „წმინდა კლიმენტი რომაელის ისტორიული მნიშვნელობა ყველაზე კარგად იმით
წარმოჩნდება, რომ უძველესი გარდამოცემა მთელი რიგი ნაშრომების ავტორად ასახელებს მას. გარდა
კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლისა, მრავალი სხვა ეპისტოლის ავტორობას განიკუთვნებს იგი (ე. წ.
მეორე ეპისტოლე კორინთელთა მიმართ, ორი ეპისტოლე ქალწულთა მიმართ, ორი - იაკობის, მაცხოვრის
ხორციელი ძმისადმი, ყველა ეკლესიისა და ყველა მორწმუნის მიმართ, კლიმენტის ირი მოწაფის - იულიუსისა
და იულიანესადმი, იერუსალიმელი ქრისტიანების მიმართ), კლიმენტინები, მოციქულთა კანონები, სამოციქულო
განწესებანი“ (Н. И. Сагарда, А. И. Сагарда. Полный корпус лекций по патрологии, Санкт-Петербург, 2004,
ст. 149).
65თუ ვინ მოიაზრება ხსენებულ ოთხეულში, წმინდა მაქსიმე არ აკონკრეტებს.
66ხაზს გავუსვამთ, რომ პეტრე დიაკონის ცნობით, წმინდა დიონისეს შრომები სრულად ყოფილა

დაცული რომის ბიბლიოთეკაში (შდრ. „ყოველნივე წიგნნი საკჳრველისა დიონჳსისნი ცოცხლად


დაშთომილ და მდებარე არიან“). დიაკონის მიერ გაჟღერებული უწყება მცდარია, რადგან ხსენებულმა
პირმა, როგორც ჩანს, რომში აღმოჩენილი წიგნები ათენელი მღვდელთმთავარის სრულ
შემოქმედებად მიიჩნია, თუმცა არეოპაგეტული კორპუსის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ
იმავე დიონისეს წერილობითი მემკვიდრეობის ნაწილი (კერძოდ, რვა წიგნი) ღირსი მაქსიმეს
დროისთვის დაკარგული ყოფილა, რაზეც ქვემოთ ვრცლად გვექნება საუბარი.
19
ასეთი სიტყვებით მიმართავს აღმსარებელ ბერს: „კეთილმსახურებითად და ძალდაუტანებლად
წარმოადგინე მამის (წმინდა კირილე ალექსანდრიელის; ი. ო.) აზრი, რაც არათუ ეწინააღმდეგება, არამედ
ყოვლითურთ თანხვდება ორ მოქმედებას, მაგრამ რა უნდა ვთქვათ წმინდა დიონისეს
შესახებ, რომელსაც გაიოს მოწესისადმი გაგზავნილ ეპისტოლეში ასე
აქვს ქრისტესთან დაკავშირებით ნათქვამი: «ახალი რამ
ღმერთმამაკაცური მოქმედება იმოქალაქა მან ჩვენს
შორის»“. 67

როგორც მოხმობილი წყარო ცხადყოფს, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი პიროსი


საკუთარ სიტყვაში წმინდა დიონისე არეოპაგელს იმოწმებს და მცდარი -
მონოთელიტური და მონოენერგისტული - მოსაზრებების არგუმენტად მის (დიონისეს)
შრომებში გაჟღერელებულ სწავლებას ციტირებს, რომელიც მაცხოვრის ღმერთმამაკაცური
მოქმედების თაობაზე გვამცნობს. აღნიშნული მოძღვრება არეოპაგეტულ კორპუსშია
დაცული, კერძოდ, ეპისტოლეში სახელწოდებით «გაიოჲს მიმართ მოწესისა»68. აი,
შესაბამისი ადგილის ეფრემ მცირისეული თარგმანი: „განმამაკაცნა რაჲ ღმერთი, ახალი
რაჲმე ღმერთ-მამაკაცებრი მოქმედებაჲ მოქალაქობდა ჩუენ
შორის“.69
საგანგებო ხაზგასმას იმსახურებს ის ფაქტი, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიის
პირველი იერარქი დამოწმებული ციტატის (და, შესაბამისად, არეოპაგეტული
კორპუსის) ავტორად არა იდუმალებით მოცულ ფსევდოპიროვნებას მიიჩნევს, არამედ
ყოველგვარი დაეჭვების გარეშე სწორედ და მხოლოდ ათენის სახელგანთქმულ
მღვდელთმთავარს - წმინდა დიონისეს.
საგულისხმოა თავად ღირსი მაქსიმეს მიერ პიროსისადმი გაცემული პასუხი,
რომელიც ჩვენთვის საყურადღებო საკითხს ეხმიანება. კერძოდ, ზემოდასმული
შეკითხვის განმარტებისას ის (წმინდა მაქსიმე) ერთგან შენიშნავს: „მაშასადამე, არ ყოფილა
სიახლე არსება, არამედ - რაგვარობა, აქედან გამომდინარე კი, თუ ერთ მოქმედებად გავიგებდით
ხსენებულ ტერმინს, როგორღა არ მივიდოდით იქამდე, რომ დაპირისპირებულად თავის თავთანაც,
რა თქმა უნდა, და დანარჩენ მამებთანაც წარმოგვეჩინა ეს ღვთისმჩენი მოძღვარი?“.70
კონსტანტინოპოლელი პატრიარქის მხრიდან საკუთარი მცდარი ქრისტოლოგიური
შეხედულებების გასამართლებლად უდიდესი ავტორიტეტის მქონე წმინდა დიონისეს
დამოწმების მცდელობას აღმსარებელი ბერი ყველანაირ საფუძველს გამოაცლის,
რადგან სრული სისავსით და ზედმიწევნითი სიზუსტით განმარტავს არეოპაგეტული
კორპუსიდან მოხმობილი ციტატის საღვთისმეტყველო შინაარსს,71 ხოლო ხსენებული

67წმინდა
მაქსიმე აღმსარებელი, შრომები, I, „თანაგამოძიება წმინდა მაქსიმესი პიროსთან ერთად“, ძველი
ბერძნულიდან თარგმნა, წინასიტყვა და კომენტარები დაურთო ედიშერ ჭელიძემ, თბილისი, 2020,
გვ. 85.
68ხსენებულ პირს წმინდა დიონისემ ოთხი ეპისტოლე მისწერა. მითითებული სწავლება ბოლო,

რიგით მეოთხე ეპისტოლეშია დაცული.


69პეტრე იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი), გვ. 235.
70წმინდა მაქსიმე აღმსარებელი, შრომები, I, „თანაგამოძიება წმინდა მაქსიმესი პიროსთან ერთად“, გვ. 88.

71Ibid. გვ. 85-88.

20
შრომის ავტორის ვინაობასთან დაკავშირებული მისხალი ეჭვის გარეშე დიონისე
ათენელს უაღმატებულესი ეპითეტით - «ღვთისმჩენი მოძღვარი» - მოიხსენიებს.
ამჯერად ერთ მნიშვნელოვან გარემოებას აღვნიშნავთ. საქმე ისაა, რომ მიუხედავად
დიდი სჯულისკანონის ზემოთ წარმოდგენილი განმარტებისა, რომლის თანახმადაც
ბასილი დიდის ეპოქაში (მე-4 საუკუნის ჩათვლით) არეოპაგეტული კორპუსი ჯერ
კიდევ გამოუჩენელი წიგნების კრებული იყო, ყურადღებას იქცევს ღირსი ანასტასი
სინელის შრომა სახელწოდებით «წინამძღუარი». კვლავ დავიმოწმებთ შესაბამის ადგილს:
„საღმრთოჲ დიონჳსიოს, ალექსანდრიელთა ეპისკოპოსი, რიტორთაგანი, თარგმანებათა
შინა გარემოწერითთა, რომელნი შეუქმნნა თანამოსახელესა თჳსსა ნეტარსა დიონჳსიოსს,
ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: «შეუქმნელად ჩუეულ არს წოდებასა გარეშე ფილოსოფოსობაჲ ყოვლისა
უხილავისა ბუნებისასა, ეგრეთვე - არსებად თქუმასა გუამთასა»“.72
წარმოდგენილი ცნობის თანახმად, ალექსანდრიის ეკლესიის მღვდელთმთავარს,
დიონისე დიდს, რომელიც მე-3 საუკუნეში მოღვაწეობდა, «გარემოწერითად», ე. ი. არშიაზე
განთავსებული, ე. წ. მარგინალური კომენტარებით განუმარტია დიონისე ათენელის
წერილობითი მემკვიდრეობა. თავის მხრივ, აღნიშნული მოვლენაა უაღრესად
საყურადღებო, რადგან ღირსი ანასტასის უწყება, რომ მესამე საუკუნეში მოღვაწე
დიონისე დიდმა (ალექსანდრიელმა) არეოპაგეტულ ძეგლებს განმარტებები დაურთო,
თავისთავად ცხადყოფს ხსენებული შრომებისა და მათი ავტორის ეპოქალურად
წინსწრებას.73
სხვათა შორის, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ არეოპაგეტული შრომების ავტორად
წმინდა დიონისეს მიიჩნევს მითითებული ტექსტების ქართულ ენაზე მთარგმნელი
ღირსი ეფრემ მცირე. საქმე ისაა, რომ აღნიშნულ კრებულზე წმინდა მაქსიმეს მიერ
დართული კომენტარების თარგმნისას შავ მთაზე მოღვაწე მოძღვარი, ხშირად ექვთიმე
ათონელისთვის დამახასიათებელ სტილს - მატებას მიმართავს და ბერძნულ დედანში
დაცულ შინაარსს განვრცობილი სახით სთავაზობს ქართველ მკითხველს.
აღნიშნულთან დაკავშირებით დავიმოწმებთ შესაბამის სამეცნიერო ლიტერატურაში
გამოთქმულ შეფასებას: „ეფრემი განავრცობს ტექსტს სიტყვებით, ფრაზებით, მთელი
წინადადებებით, ახდენს მონაკვეთების გადაადგილებას. ტექსტობრივ გავრცობას განმარტების
ხასიათი აქვს, ბერძნულში ლაკონურად გადმოცემული აზრი ქართულში
დაკონკრეტებულია. უმრავლეს შემთხვევაში ეფრემი გვაძლევს წინადადების აზრობრივ
თარგმანს, განმარტავს სათარგმნი სიტყვის ან ფრაზის მნიშვნელობას, მის საღვთისმეტყველო
რაობას“.74

72დოგმატიკონი
I, ანასტასი სინელი, „წინამძღუარი“, გვ. 326; შდრ. ბერძ. PG. 89, col. 289 C.
73აღნიშნულის შესახებ ვრცლად იხ. ედიშერ ჭელიძის სტატია - „ერთი წყარო წმინდა დიონისე
არეოპაგელის შესახებ“, ინტერ. საიტი http://edisherchelidze. blogspot.Com/2018/12/ blog-post_ 66. html
74ქართულ-ბერძნული საღვთისმეტყველო განმარტებანი ანგელოზურ ძალთა შესახებ, დასახ. შრომა,

გვ. 115-116.
21
ზემოთქმულის შემდეგ დავიმოწმებთ რამდენიმე შესაბამის ადგილს, რომლებშიც
მკაფიოდაა წარმოჩენილი თავად წმინდა ეფრემ მცირის დამოკიდებულება, თუ ვის
მიიჩნევს იგი არეოპაგეტული კორპუსის ავტორად:
I. „უზენაესთა მათ ბუნებათათჳს და მყის შემდგომად ღმრთისა განწესებულად თქუმულთა
საყდართათჳს ამას ცხად-ჰყოფს დიდი ესე მოძღუარი“ (Ibid. გვ. 144; შდრ. ბერძ. PG. t. 4; col.
65);
II. „ამის პირისათჳს უწოდა მათ «ღმერთშემოსილ» დიდმან ამან მოძღუართა შორის
აწინდელთა ამათ შინა სიტყუათა თჳსთა“ (Ibid. გვ. 145; შდრ. ბერძ. PG. t. 4; col. 68);
III. „აჰა, სხუაჲცა წიგნი «საღმრთოთა ქებათა» დიდისა ამის მოძღურისა აღწერილად
მოჴსენებული, რომელი ჯერეთ არღასადა პოვნილ არს ჩუენ მიერ“ (Ibid. გვ. 151; შდრ. ბერძ. PG. t. 4;
col. 76 C).
ზემოციტირებული ქართული ტექსტი წმინდა მაქსიმე აღმსარებლის შესაბამისი
ბერძნულენოვანი განმარტებების აზრობრივი (და არა ზედმიწევნითი) თარგმანია,
რომლებშიც ღირსი ეფრემი არეოპაგეტულ კრებულში შემავალი ერთ-ერთი ძეგლის -
„ზეცათა მღდელთმთავრობისათჳს“ და ჩვენამდე მოუღწეველი ნაშრომის „საღმრთო ჰიმნების
შესახებ“ წარმომავლობას სახელდების გარეშე ვინმე დიდ მოძღვარს განუკუთვნებს. თუ ვის
გულისხმობდა ქართველი წმინდანი ხსენებულ დიდ მოძღვარში, ამას მორიგი
კომენტარებიდან ვიგებთ:
IV. „აწ უკუე, ვინაჲთგან ზემო ეთქუა დიდსა დიონოსის, ვითარმედ უპირატესთა მათ ძალთა
ყოველივე აქუს შემდგომთაჲ მათ სახელიცა და პატივიცა, ხოლო შემდგომთა მათთა არა ყოველივე აქუს
პირველთაჲ მათ“ (Ibid. გვ. 164; შდრ. ბერძ. PG. t. 4; col. 93-96 DA).
V. „ვითარ ვჰგონებ, დავითის მიერ თქუმულსა მას ამათთჳს გულისჴმა-ჰყოფს დიდი ესე მოძღუართა
შორის, რაჟამს თქუას: «რომელი იქცევის ფრთეთა ზედა ქართასა» (ფს. 103.3), რომელი-ესე
ამაღლებასა ქრისტესსა ცხად-ჰყოფს, ვითარ-იგი კუალად ქუემორე ესევე დიდი დიონოსი ღრუბლად
სახელ-სდებს ანგელოზთა“ (Ibid. გვ. 176; შდრ. ბერძ. PG. t. 4; col. 109-112 DA).
წარმოდგენილი ორი დამოწმება, მსგავსად ზემოთქმულისა, წმინდა მაქსიმეს
განმარტებების აზრობრივი თარგმანია, რადგან დედანში დიონისე ათენელზე
მითითება არ გვხვდება. შესაბამისად, პირველწყაროში ავტორის მოუხსენიებლობის
მიუხედავად ქართველი მოღვაწის მიერ მისი დასახელება უმკაფიოესად გამოაჩენს
ბერძნულენოვანი საეკლესიო ტექსტების უბადლოდ მცოდნე, დიდი ქართველი
ღვთისმეტყველის, ღირსი ეფრემ მცირის შეხედულებას, თუ ვის მიიჩნევდა ის
არეოპაგეტული კორპუსის შემოქმედად.
აღნიშნულის დასტურად კიდევ ერთ გარემოებაზე გავამახვილებთ ყურადღებას.
საქმე ისაა, რომ წმინდა დიონისეს შრომებზე დართული ღირსი მაქსიმე აღმსარებლის
კომენტარების წინასიტყვას («წინაბჭეს») ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული: „თხრობაჲ
დიდისა დიონჳსისთჳს და წიგნთა მათთჳს, მის მიერ აღწერილთა“.75 აღნიშნული

75ივანე
ლოლაშვილი, ფსევდო-დიონისესა და პეტრე იბერიელის იდენტურობის პრობლემა... , გვ.
107.
22
დასათაურება საკუთრივ ეფრემისეულია და არ გვხვდება ორიგინალში. ბერძნული
ტექსტი მხოლოდ ზოგადი შინაარსის ცნობას გვთავაზობს: «წმინდა მაქსიმეს წინასიტყვა
წმინდა დიონისეს შესახებ».76 ამდენად, შავ მთაზე მოღვაწე მამის მიერ «წინაბჭის» სათაურად
შემოთავაზებული წინადადების შინაარსი ცხადად წარმოაჩენს კვლავ, რომ ღირსი
ეფრემ მცირე არეოპაგეტული კრებულის ავტორობას ათენელ მღვდელთმთავარს
განუკუთვნებდა.
საგულისხმო ცნობებია დაცული იმავე საკითხთან დაკავშირებით წმინდა გიორგი
ათონელის მიერ თარგმნილ «დიდ სჳნაქსარში». კერძოდ, დასახელებული წყაროს
თანახმად, დიონისეს ხსენების დღედ სამი ოქტომბერი არის მითითებული და იქვე მცირე
ბიოგრაფიული მონაცემებია გადმოცემული. სრულად დავიმოწმებთ შესაბამის ადგილს:
„თუესა ოქტომბერსა სამსა. წმიდისა მღვდელმოწამისა დიონოსი არიოპაგელისა და ათინელთა
ეპისკოპოსისაჲ. ხოლო იყო ესე ათინელთა შორის დიდებითა და სიბრძნითა წარჩინებულ, რამეთუ წესი იყო
მათ შორის ცხრათა მსაჯულთა სხდომაჲ ადგილსა, რომელსა არეოპაგი ეწოდებოდა, რომელნი-იგი
სხუათასა უმჯობეს იყვნიან, რაჲთა შჯიდენ საქმეთა ერისათა, რომელთაგანი ერთი იყო ნეტარი
დიონოსიოს, უმაღლესი ყოველთასა სიბრძნითა. ამისთჳსცა ქადაგებდა რაჲ ათინას შინა წმიდაჲ
მოციქული პავლე, მეყსეულად იცნა ჭეშმარიტებაჲ და რწმენა ქრისტეს მიმართ და შეუდგა მას
მჴურვალებით და მის მიერ ათინელთა ეპისკოპოსად ჴელთდასხმულ იქმნა. ხოლო ისწავნა იეროთეოს
ბრძენისაგან საიდუმლონი მაღალნი და ამან ხოლო მარტოდ აღწერა წიგნთა შინა ზეცისა
ძალთა და მჴედრობათათჳს და განწყობილებისა მათისა და კუალად სამღდელოთა
და საეკლესიოთა წესთა სახისმეტყელებაჲ და თარგმანებაჲ. ესე ცეცხლითა დამწუარ
იქმნა წარმართთაგან და შუენიერნი წიგნნი მისნი მის თანა, რომელთასა იტყჳან,
ვითარმედ ჰრომისა ხოლო წიგნისსაცავსა დაშთეს იგინი, იპოვებიან ჩუენ თანაცა
წიგნთა მისთაგანნი ათნი ხოლო და მარტოდ“.77
წარმოდგენილი ლიტურგიკული ძეგლი, ერთი მხრივ, საყოველთაოდ ცნობილი
ისტორიის შესახებ მოგვითხრობს, თუ როგორ მოხდა წმინდა დიონისეს მოქცევა პავლე
მოციქულის მიერ არეოპაგში წარმოთქმული ქადაგებისას,78 მეორე მხრივ კი

76PG.
t. 4; col. 15.
77დიდი
სჳნაქსარი, გიორგი მთაწმინდელი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს და სამეცნიერო აპარატი
დაურთეს მანანა დოლაქიძემ და დალი ჩიტუნაშვილმა, თბილისი, 2018, გვ. 35. შევნიშნავთ, რომ
რომში წმინდა დიონისეს შემორჩენილი შრომების შესახებ «სჳნაქსარში» დაცული ცნობის
წერილობითი პირველწყარო, დიდი ალბათობით, წმინდა მაქსიმე აღმსარებელის შესაბამისი
მითითება უნდა იყოს, რადგან აღნიშნული უწყება სწორედ არეოპაგეტული ძეგლების წინასიტყვაში
გააჟღერა აღმსარებელმა მოსაგრემ. აი, შესაბამისი ადგილი (საჭიროებიდან გამომდინარე ციტატას
ხელმეორედ ვიმოწმებთ): „არამედ დიაკონი ვინმე ჰრომისა, სახელით პეტრე, მითხრობდა მე (ღირს მაქსიმეს;
ი. ო.), ვითარმედ: «ყოველნივე წიგნნი საკჳრველისა დიონჳსისნი ცოცხლად დაშთომილ და მდებარე არიან
დიდსა მას შინა წიგნისსაცავსა ჰრომთა ეკლესიისასა»“ (ივანე ლოლაშვილი, ფსევდო-დიონისესა და პეტრე
იბერიელის იდენტურობის პრობლემა... , გვ. 112).
78აღნიშნულის შესახებ ცნობა, ასევე, დაცულია წმინდა ათენელი მღვდელთმთავრის მარტვილობის

ამსახველ ძველ ქართულ თარგმანში. კერძოდ, ერთგან ჰაგიოგრაფი ასეთი სახის ცნობას გვთავაზობს:
„მეტყუელებდა რაჲ ქადაგი იგი ჭეშმარიტებისაჲ (იგულისხმება პავლე მოციქულის ქადაგება ათენის არეოპაგში;
ი. ო.), გულისჴმა-ყო ბრძენთმთავარმან [დიონისე; ი. ო.] მოჴსენებითა პირველ ხილულისა მის მნათობთა
დაბნელებისაჲთა, რომელი იქმნა ჟამსა ჯუარცმისა უფლისასა. და კაცობრივსა ამას სიბრძნესა ზეშთა ექმნა და
23
სიტყუასა ჭეშმარიტებისასა შეესაკუთრა და მოციქულსა უკუანა შეუდგა და საბანელითა მით მეორედ
შობისაჲთა სრულ იქმნა და ერთბამად მოწაფე და ქადაგ ქრისტესსა - ჭეშმარიტისა მის მოძღურისა იქმნა“
(ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ოქტომბრის მეტაფრასები, ძველი ქართული თარგმანები,
კრიტიკული ტექსტი დაადგინეს, ლექსიკონი და საძიებლები დაურთეს ხელნაწერთა ეროვნული
ცენტრის თანამშრომლებმა: ნინო შალამბერიძემ (1-16 ოქტომბერი), ნარგიზა გოგუაძემ (18-24
ოქტომბერი), ნინო ნატრაძემ (25-31 ოქტომბერი), „წამებაჲ წმიდისა მღდელმოწამისა დიონისიოს
არიოპაგელისა“, თბილისი, 2014, გვ. 38). დამოწმებული ცნობების პირველწყარო წმინდა წერილია,
რომელშიც ხსენებული მოვლენა ასეა აღწერილი: „შეიპყრეს იგი (მოციქული პავლე; ი. ო.) და არიოპაგედ
მიიყვანეს და ეტყოდეს: შემძლებელ ვართ ცნობად, რაჲ არს ახალი ესე შენ მიერ თქუმული მოძღურებაჲ?
რამეთუ უცხოსა რასმე ასმენ სასმენელთა ჩუენთა. მნებავს უკუე ცნობად, რაჲსა ჰნებავს ამას ყოფად. ხოლო
ათინელნი ყოველნი და რომელნი მოსრულ იყვნეს უცხონი, სხუად არად მოცალე იყვნეს, გარნა სიტყუად
რაჲსამე და სმენად უახლესისა. მაშინ დადგა პავლე შორის არიოპაგისა და თქუა: კაცნო ძმანო ათინელნო,
ყოვლითურთ ვითარცა მრჩობლ ეშმაკეულთა გხედავ თქუენ. რამეთუ, მიმო-რაჲ-ვიქცეოდე და მოვიხილევდ
სამსახურებელთა თქუენთა, ვპოვე ბომონიცა, რომელსა ზედა წერილ იყო: უცნაურსა ღმერთსა. აწ უკუე,
რომელსა-იგი უმეცარ ხართ და ჰმსახურებთ მას, მე გახარებ თქუენ ღმერთსა, რომელმან შექმნა სოფელი და
ყოველი, რაჲ არს მას შინა. ესე ცისა და ქუეყანისაჲ არს უფალი, არა ჴელით ქმნულთა ტაძართა შინა
დამკჳრდებულ არს, არცა კაცობრივთა ჴელთა მიერ იმსახურების, ვითარმცა მოქენე ვისამე იყო, რამეთუ იგი
თავად მოსცემს ყოველთა ცხორებასა და სულსა ყოვლით კერძო. და შექმნნა ერთისაგან სისხლისა ყოველნი
ნათესავნი კაცთანი დამკჳდრებად ყოველსავე ზედა პირსა ქუეყანისასა, განაჩინნა დაწესებულნი ჟამნი და
საზღვრის დადებანი დამკჳდრებისა მათისანი მოძიებად ღმრთისა; და უკუეთუმცა ვინ ეძიებდა, პოამცა იგი, და
რამეთუ მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ, ვითარცა-იგი ვინმე თქუენგანნი სიტყჳსმოქმედნი
იტყჳან: რომლისა-იგი ნათესავცა ვართო. აწ უკუე ვინაჲთგან ნათესავ ღმრთისა ვართ, არა გჳღირს, ვითარმცა
ვჰგონებდით ოქროსა გინა ვეცხლსა ანუ ანთრაკსა, გამოხატულსა ხუროებით განზრახვითა კაცთაჲთა,
საღმრთოჲსა მის მსგავს ყოფად. რამეთუ ჟამნი იგი უმეცრებისანი უგულებელს-ყვნა ღმერთმან და აწ ამცნებს
ყოველთა კაცთა ყოველსა ადგილსა შენანებად, ვითარცა-იგი დაამტკიცა დღე, რომელსა შინა ეგულების
განკითხვაჲ სოფლისაჲ სიმართლით, კაცითა მით, რომელი განაჩინა სარწმუნოებაჲ, მოსცა ყოველთა, რამეთუ
აღადგინა იგი მკუდრეთით. ხოლო მათ ვითარცა ესმა აღდგომაჲ მკუდართაჲ, რომელნიმე ეკიცხევდეს და
რომელთამე თქუეს: ვისმინოთ შენი ამისთჳს კუალადცა. და ესრეთ გამოვიდა პავლე შორის მათსა, ხოლო
რომელნიმე კაცნი მისდევდეს მას და ჰრწმენა, რომელთა თანა იყო დიონისიოს არეოპაგელი და
დედაკაცი, სახელით დამარის, და სხუანი მათ თანა“ (საქმ. 17. 19-34). რაც შეეხება ტერმინს «არეოპაგი»,
წმინდა დიონისეს შრომებზე წამძღვარებულ წინასიტყვაობაში ღირსი მაქსიმე ასეთი სახის
განმარტებას გვთავაზობს: „გარეგან ქალაქსა იყო სამსჯავროჲ იგი არიოპაგელთაჲ, წოდებული ესრეთ,
ვითარ-იგი ზღაპრისმეტყუელებენ ათინელნი, რამეთუ თჳთ მას მწუერვალსა ზედა ქალაქისა და მთისასა
სამსჯავროჲ შემოკრბა შორის პოსიდონისსა და არეს. რამეთუ პოსიდონ სასჯელი თქუა არეას მიმართ ადგილსა
მას შინა ძუელთა მათებრ ზღაპრობათა ათინელთასა [... ...] და ვითარმედ: არეს მიერ მოკლული არს ძე მისი
ალლიროთოს, ვინაჲცა ამიერ ეწოდა პაღოსსა მას «არიოპაღოს», რომელ არს «მთა არეოჲსი», რამეთუ «პაღოს»
მთისა სახელი არს“ (ივანე ლოლაშვილი, ფსევდო-დიონისესა და პეტრე იბერიელის იდენტურობის
პრობლემა... , გვ. 108-109). მსგავსი შინაარსის განმარტებას გადმოგვცემს წმინდა დიონისეს
მარტვილური აღსასრულის შემცველი ძველი ქართული თარგმანი: „ხოლო არიოპაგე ეწოდების
ადგილსა მას, ვითარ-იგი იტყჳან ზღაპრობით ესრეთ, ვითარმედ სასჯელი ედვა პოსიდონს არეოჲს თანა, და
ადგილსა მას განიბჭნეს, რამეთუ პოსეიდონის ძე ალიროთიონ მოიკლა არეჲს მიერ“ (ოქტომბრის
მეტაფრასები, „წამებაჲ წმიდის მღდელმოწამისა დიონისიოს არიოპაგელისა“, გვ. 37). წარმოდგენილი
განმარტებების თანახმად, ელინური მითოლოგია იუწყება, რომ პოსეიდონის შვილის მოკვდინების
გამო არესის განსასჯელი სასამართლო მოწყობილა ერთ-ერთ გორაკზე, რომელსაც აღნიშნულის
მიზეზით «არეოპაგი», ე. ი. «არეოსის გორაკი» (ბერძ. )/Areioj pa/goj) დარქმევია. ათენელი
მღვდელთმთავრის ჰაგიოგრაფი თხრობას განაგრძობს: „ამას უკუე ადგილსა მიიყუანებდეს პავლეს, სადა-
იგი სიმაღლესა ზედა საყდართასა და განქარვებადსა სიბრძნესა დიდად მაღლოოდეს. და მიყვანებულ რაჲ იქმნა,
მეყსეულად დასხდეს მსაჯულნი იგი, რომელთაგანი ერთი იყო დიონოსიოს, რომელსა-იგი ვითარცა სიტყუათა
ეზეშთაესობაჲ, ეგრეთვე ჯდომისაჲ აქუნდა მათ შორის, რომელნი-იგი ეტყოდეს და ჰრქუეს პავლეს...“ (Ibid. გვ.
24
უმნიშვნელოვანეს მოვლენებს ასაჩინოებს, რომლის თანახმადაც სწორედ პირველ-
მეორე საუკუნეებში მოღვაწე ათენელ მღვდელთმთავარს დაუწერია არეოპაგეტული
ძეგლები, კერძოდ, სჳნაქსარის მითითება - «ზეცისა ძალთა და მჴედრობათათჳს და
განწყობილებისა მათისა» - თავისთავად ცხადია, გულისხმობს წიგნს სახელწოდებით
«ზეცათა მღდელთმთავრობისათჳს», ხოლო იმავე დიონისეს შემოქმედებაზე ზოგადი
მინიშნება - «სამღდელოთა და საეკლესიოთა წესთა სახისმეტყელებაჲ და თარგმანებაჲ», ჩვენი
თვალთახედვით, არეოპაგეტულ კორპუსში შემავალ სამ წიგნს აერთიანებს: „საღმრთოთა
სახელთათჳს“, „საეკლესიოჲსა მღდელთმთავრობისათჳს“, „საიდუმლოდ ღმრთისმეტყუელებისათჳს“,
რადგან სწორედ სამივე მათგანში გადმოცემული შინაარსის შემოკრება გვთვაზობს
«სამღდელოთა და საეკლესიოთა წესთა სახისმეტყელებასა და თარგმანებას»; ხოლო ბოლო
მითითება: «წიგნთა მისთაგანნი ათნი», ე. ი. ის წიგნები, რომლებიც თანააღირიცხება
ზემოხსენებულ ოთხთან ერთად, ცხადია, არეოპაგეტული კრებულის
დამაბოლოვებელი ათი ეპისტოლის შესახებ უწყებაა.
რაც შეეხება ცნობას, რომ წმინდა დიონისე ცეცხლით იქნა დამწვარი და მასთან
ერთად - მისი წიგნები, რის გამოც მათი ნაწილი სამუდამოდ დაიკარგა, აღნიშნული
ისტორია არეოპაგეტული ძეგლების წარმომავლობას ათენელ მღვდელთმთავრს
უკავშირებს კვლავ, რადგან თავად ხსენებულ კორპუსში და მასზე დართულ
კომენტარებში რამდენიმეგზის გვხვდება წმინდა დიონისეს ჩვენამდე მოუღწეველი

37). ამდენად, წმინდა დიონისე არა რიგითი მსაჯული იყო არეოპაგისა, არამედ საკუთარი
განსწავლულობითა და სხვებთან შედარებით უფრო მაღალი დასაჯდომელი ადგილით
გამოირჩეოდა. წმინდა მაქსიმეს ზემოდამოწმებულ წინასიტყვაობაში აღნიშნულის მიზეზი ასე
განიმარტება: „ამას ადგილსა განისჯებოდეს ათინელნი ყოველთათჳსვე კნინოდენთაცა ბრალთა და
უშჯულოებათა, ვითარ-იგი ყოველსავე წარმოიტყჳს ანდროტიონ პირველსა, ხოლო ფილოხოროს - მეორესა და
მესამესა წიგნსა შინა ათინელთასა. ამისთჳსცა, ვითარცა ახალთა ეშმაკთა მომთხრობელი, შეიპყრეს წმიდაჲ
მოციქული პავლე, თხრობისაებრ ჭეშმარიტებისმოყუარისა ლუკაჲსსა, ჰრქუეს განცოფებულისა მის სიბრძნისა
ტრფიალთა მათ და მოიზიდვიდეს საგანმზრახოდ არიოპაგისა. არამედ მაშინდელისა მის მთავარმან
არიოპაგელთა ბჭობისამან, დიდმან დიონოსი, ვითარცა თუალუხუავმან მსაჯულმან [ქმნა]
თუალუხუავიცა განჩინებაჲ ჭეშმარიტყოფისა სულითა შემოსილთა მათ სიტყუათა პავლესთა“ (ივანე
ლოლაშვილი, ფსევდო-დიონისესა და პეტრე იბერიელის იდენტურობის პრობლემა... , გვ. 109).
შესაბამისად, წმინდა დიონისე არეოპაგეტული სასამართლოს მთავარი მსაჯული იყო და სწორედ
ხსენებული მიზეზის გამოა მითითებული მისი საყდრის გამორჩეულობა. საგულისხმოა, რომ იმავე
შრომაში დაცული არის ცნობები მსაჯულთა რაოდენობის შესახებ: „შემოუკრებიან მათ მსაჯულად,
ვითარცა ანდროტიონ იტყჳს მეორესა წიგნსა შინა ათინელთასა, ხოლო უკანაჲსკნელთა უმრავლესად იქმნა
საგანმზრახოდ იგი არიოპაგია, ესე იგი არს, კაცთა რიცხჳთ ორმეოცდაათერთმეტთა, გარნა მათცა მამულ-
კეთილთა გარდამეტებულთაჲ, ვითარ-იგი პირველ ვთქუ, სიმდიდრითა და სიწმიდითა ცხორებისაჲთა, ვითარცა
მოგჳთხრობს ფილოხოროს მესამითა წიგნითა მათვე ათინელთაჲთა“ (Ibid. გვ. 108). ამდენად,
გვარიშვილობით, სიმდიდრითა და ცხვორების წესის შესაბამისად ხდებოდა არეოპაგის
ორმოცდათერთმეტი მსაჯულის გამორჩევა, რომელთა შორის წმინდა დიონისეს ყველაზე
აღმატებული პატივი განეკუთვნა. ასევე, ხსენებულ წინასიტყვაში დაცულია ცნობა წმინდა დიონისეს
მღვდელთმთავრად დადგინების შესახებ. აი, შესაბამისი ადგილი: „ამისსა შემდგომად დადგინებულ
იქმნა მეშჳდისა წიგნისაებრ სამოციქულოთა განწესებისათა საკჳრველი დიონჳსი პავლესგან
ქრისტეშემოსილისა ეპისკოპოსად ათინას მყოფთა მორწმუნეთაჲ. ხოლო მოიჴსენებენ წმიდისა
დიონჳსისთჳს არიოპაგელისა დიონჳსიოს ძუელი, ეპისკოპოსი კორინთელთაჲ და პოლჳკარპოს ათინელთა
მიმართსა შინა ეპისტოლესა“ (Ibid. გვ. 110).
25
(დაკარგული) შრომების დასახელება, რომელთა ავტორადაც ღირსი მაქსიმე
აღმსარებელი, ყოველგვარი დაეჭვების გარეშე, იმავე მოსაგრეს მიიჩნევს. წარმოვადგენთ
სათანადო ადგილებს:
(1) არეოპაგეტული კორპუსი: „რაოდენნი რაჲ თქმულ არს ჩუენ მიერ თჳთებათათჳს და
წესთა ანგელოზებრთა აღწერილსა შინა“;79
წმინდა მაქსიმეს სქოლიო: „საძებნელია დიონისეს სხვა შრომა «ანგელოზური თვისებებისა
და დასების შესახებ» («Peri\ tw=n a)ggelikw=n i)dioth/twn kai\ ta/cewn»)“;80
(2) არეოპაგეტული კორპუსი: „რაოდენნი რაჲ ჩუენ მიერ სულისათჳს თქუმულთა შინა
აღრაცხულ არს“;81
წმინდა მაქსიმეს სქოლიო: „საძებნელია «სულის შესახებ» („Zitei=tai «to\ Peri\ yuxh=j»“)“;82
(3) არეოპაგეტული კორპუსი: „გარნა ესე ჩუენ მიერ სიმართლისა და საღმრთოთა
მშჯავრთათჳს თქუმულსა შინა ძალისაებრ კმასაყოფელად ითქუა“;83
წმინდა მაქსიმეს სქოლიო: „აღსანიშნავია, რომ არსებობდა მისი (წმ. დიონისეს; ი. ო.) სხვა
შრომა «სიმართლისა და საღმრთო სამსჯaვროს შესახებ» («peri\ dikai/ou kai\ qei/ou
dikaiwthri/ou»)“;84
(4) არეოპაგეტული კორპუსი: „აჰა ეგერა, საღმრთოთა ქებათა შინა აღგჳჴსნიან...“;85
წმინდა მაქსიმეს სქოლიო: „აღსანიშნავია, რომ სხვა შრომაც - «საღმრთო ჰიმნების
შესახებ» («peri\ qei/wn u)/mnwn») - მას (წმ. დიონისეს; ი. ო.) შეუდგენია“;86 აქვე დავიმოწმებთ
აღმსარებელი მამის ზემორე კომენტარის ეფრემ მცირისეულ განვრცობილ თარგმანს:
„აჰა სხუაჲცა წიგნი «საღმრთოთა ქებათაჲ» დიდისა ამის მოძღურისა აღწერილად მოჴსენებული,
რომელი ჯერეთ არასადა პოვნილ არს ჩუენ მიერ“;87
(5) არეოპაგეტული კორპუსი: „გარნა ჩუენ ამათ პირთათჳს საცნაურთა და
გრძნობადთათჳს თქუმულთა შინა უვრცელესად-რე გჳთქუამს“;88
წმინდა მაქსიმეს სქოლიო: „შენიშნე, რომ მის (წმ. დიონისეს; ი. ო.) მიერ დაწერილი
«გონითთა და გრძნობადთა შესახებ» («peri\ nohtw=n kai\ ai)sqhtw=n») ჩვენ შორის არ
მოიპოვება“;89
(6) არეოპაგეტული კორპუსი: „აწ უკუე წმიდაჲ იგი საბანელი, ვითარცა ვთქუთ, შჯულიერსა
მას შინა იყო მღდელთმთავრობასა“;90

79პეტრე
იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი), გვ. 30.
80PG.
t. 4; col. 241 C.
81პეტრე იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი), გვ. 31.
82PG. t. 4; col. 244 A.
83პეტრე იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი), გვ. 58.
84PG. t. 4; col. 308 C.
85პეტრე იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი), გვ. 123.
86PG. t. 4; col. 76 C.
87ქართულ-ბერძნული საღვთისმეტყველო განმარტებანი ანგელოზურ ძალთა შესახებ, დასახ. შრომა,

გვ. 151.
88პეტრე იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი), გვ. 157.
89PG. t. 4; col. 117 B.

26
წმინდა მაქსიმეს სქოლიო: „აღსანიშნავია, რომ არ იყო «რჯულში» საბანელი და რომ სხვა
შრომა ჰქონდა [დიონისეს] - «რჯულთან შესაბამისი იერარქიის შესახებ» («peri\ th=j kata\
no/mon i(erarxi/aj»), რომელიც არ მოიპოვება“;91
(7) არეოპაგეტული კორპუსი: „ღმრთისმეტყუელებითთა უკუე შინა განწესებათა
უსაკუთრესნი წათქუმისითა ღმრთისმეტყუელებისანი ვიგალობენით“;92
წმინდა მაქსიმეს სქოლიო: „რასაც მოიცავს «ღვთისმეტყველებითი განწესებების»
(«Qeologikw=n u(potupw/sewn») ნაშრომი“93;
(8) არეოპაგეტული კორპუსი: „სახისშემოღებითსა ღმრთისმეტყველებასა შინა -
ვითარმედ რანი არაინ გრძნობადთაგან მოცვალებულნი სახელისდებანი“;94
წმინდა მაქსიმეს სქოლიო: „უპირველეს ყოვლისა «სიმბოლურ ღვთისმეტყველებას»
(«Sumbolikh=j Qeologi/aj») ასახელებს“;95
დამოწმებული წყაროების თანახმად, გამოიკვეთა წმინდა დიონისეს რვა შრომა,
რომლებსაც მოგვიანო პერიოდისთვის არ მოუღწევია. ესენია: 1. „ანგელოზური თვისებებისა
და დასების შესახებ“; 2. „სულის შესახებ“; 3. «სიმართლისა და საღმრთო სამსჯaვროს შესახებ»; 4.
«საღმრთო ჰიმნების შესახებ»; 5. «გონითთა და გრძნობადთა შესახებ»; 6. «რჯულთან შესაბამისი
იერარქიის შესახებ»; 7. „ღვთისმეტყველებითი განწესებანი“; 8. „სიმბოლური ღვთისმეტყველება“.96
ამჯერად გავიმეორებთ, რომ «დიდი სჳინაქსარის» თანახმად, ათენელი
მღდელთმთავრის მიერ დაწერილი წიგნების ერთი ნაწილი მარტვილი მამის
მოკვდინებისას, ასევე, გაუნადგურებიათ (შდრ. „ესე (წმინდა დიონისე; ი. ო.) ცეცხლითა
დამწუარ იქმნა წარმართთაგან და შუენიერნი წიგნნი მისნი მის თანა“), რაც რომის იმპერიაში

90პეტრე
იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი), გვ. 179.
91PG.
t. 4; col. 145 D.
92პეტრე იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი), გვ. 226.
93PG. t. 4; col. 424 C.
94პეტრე იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი), გვ. 226-227.

95PG. t. 4; col. 425 B. შევნიშნავთ, რომ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის კომენტარში მითითებული

შრომა („სიმბოლური ღვთისმეტყველბა“) კიდევ ერთხელ არის ნახსენები საინტერესო კონტექსტით,


რითაც დაკარგული ტრაქტატის მოცულობა განისაზღვრება. აი, შესაბამისი ადგილი [PG. t. 4; col. 425
B]: „«ღვთისმეტყველებითი განწესებანი» და «საღმრთო სახელთა შესახებ» გაცილებით უმცირედმუხლესია
(o)ligo/stixoi) [ე. ი. ნაკლები სივრცელისაა;, ი. ო.], ვიდრე «სიმბოლური ღვთისმეტყველება» (Sumbolikh=
Qeologi/a)“.
96დასახელებული შრომების დაკარგვის შესახებ ორგზის გვხვდება მთითება არეოპაგეტული

კორპუსისთვის წმინდა მაქსიმეს მიერ წამძღვარებული წინასიტყვაობის ეფრემ მცირისეულ


თარგმანში. უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული ცნობები საკუთრივ ღირსი ეფრემის უწყებაა და არ
ეკუთვნის აღმსარებელ მოსაგრეს. აი, შესაბამისი ადგილი: „უწყებაჲ ჯერ-არს, ვითარმედ, სხუანიცა
აღწერილნი წმიდისა დიონჳსისნი მოიჴსენებიან წიგნსა ამას შინა (არეოპაგეტულ კრებულში; ი. ო.), რომელნი
არღა მოწევნულ არიან ჩუენდა“ (ივანე ლოლაშვილი, ფსევდო-დიონისესა და პეტრე იბერიელის
იდენტურობის პრობლემა... , გვ. 114); მეორე შემთხვევაში, მართალია, ტექსტი დაზიანებულია,
თუმცა ჩვენთვის საყურადღებო აზრი მკაფიოდ იკითხება: „ამისა [... ... ...] დიდისა ამის
მოძღურისაჲთა [... ... ...] წიგნთა მისთაგნნი არა მოწევნულ [... ... ...], ვითარ-ესე ადგილ-ადგილ
ჩუენდა მოწევნულთა, არცა წიგნთა შინა იწამებს სიტყუასა სხჳსა მის მიერ თქუმულისა საკითხავისასა, რომელი
ამას წიგნსა შინა არა იპოების“ (Ibid. გვ. 115).
27
ქრისტიანთა დევნით უნდა ყოფილიყო განპირობებული. თუმცა მისი ლიტერატურული
შემოქმედება ამით სრულად ვერ შეუმუსრავთ და გარკვეული ტექსტები მაინც
შემონახულა. შესაბამისად, ხსენებულ ლიტურგიკულ წყაროში გაჟღერებული ცნობა
თავად არეოპაგეტული ძეგლებითა და მასზე დართული კომენტარებითაც
დასტურდება, რადგან სახეზეა როგორც წმინდა დიონისეს დაუკარგავი შრომების
კრებული (ე. ი. არეოპაგეტული კორპუსი), ასევე, დაკარგული შრომების ჩამონათვალი.
სხვათა შორის, «დიდი სჳნაქსარის» უწყება კიდევ ერთი სავარაუდო აზრის გამოთქმის
შესაძლებლობას იძლევა. საქმე ისაა, რომ ღირსი მაქსიმეს ზემოთ გახმოვანებული
ეგზეგეტიკის თანახმად, პირველი ოთხი საუკუნის განმავლობაში მარტვილი დიონისეს
ნაწერების მოუხსენებლობა წარმართი ფოლოსოფოსების მიერ მათი გადამალვით იყო
განპირობებული, თუმცა წმინდა გიორგი ათონელის თარგმინილი ლიტურგიკული
ძეგლის უწყება ათენელი მოღვაწის წიგნთა განადგურების შესახებ, შესაძლოა, მეორე
მხრივ, ასეც განიმარტოს: წმინდა დიონისეს გადარჩენილი ლიტერატურის
(არეოპაგეტული ძეგლების) გარკვეული დროით გაუჩინარების მიზეზი სწორედ რომის
იმპერიაში ქრისტიანთა წინააღმდეგ მიმართული დევნა გახდა და უმძიმესი
სამსაუკუნოვანი ეპოქის გამოძახილით უყურადღებოდ (და, ასე ვთქვათ, უპატრონოდ)
დარჩენილი თუ დავიწყებას მიცემული წიგნები, რომლებშიც მართლმადიდებლური
აკრიბიის სრული დაცვით განმარტა ავტორმა (ათენელმა მღვდელთმთავარმა) მრავალი
საღვთისმეტყველო საკითხი, მხოლოდ მოგვიანებით (მეექვსე საუკუნეში), მათი
აღმოჩენისა და გაცნობისას გახდა საცნაური.
ამჯერად წმინდა დიონისეს მიერ იოანე ღვთისმეტყველისადმი გაგზავნილ ბოლო,
მეათე ეპისტოლეზე დართულ ერთ-ერთ კომენტარს დავიმოწმებთ, რომელიც წმინდა
მაქსიმე აღმსარებლს ეკუთვნის და კვლავაც ზემოგანხილულ თემას ეხმიანება:
„სიხარულის მაუწყებელი ეს ეპისტოლე იმ წმინდა სიძველისა და მოწაფის ღირსია, რომელიც
უყვარდა იესოს. ხოლო როცა წერდა ამას და, ამასთან ერთად, წმინდა
პოლიკარპესადმი მეშვიდე [ეპისტოლეს], დიონისე დაახლოებით ოთხმოცდაათი წლის
იყო, რადგან წმინდა პოლიკარპესთან (პოლიკარპესათვის გაგზავნილ ეპისტოლეში; ი. ო.)
ამბობს, რომ ეგვიპტის ჰელიოპოლისში მყოფმა იხილა ბუნების საწინააღდეგო მზის
დაბნელება ქრისტეს მაცხოვნებელი ჯვარცმისას, რაც ტიბერიოსის მეფობის მეთვრამეტე
წელს აღსრულდა, ხოლო მისი მმართველობის მეთხუმეტე წელს დაიწყო უფალმა იესო ქრისტემ
ქადაგება, როგორც ლუკასაგან სახარებაში განცხადდა.97 იქადაგა რა სამი წელი მცირე
თვეებითურთ, უფალი ჩვენი და ღმერთი საკუთარი ნებით ევნო, რაც ტიბერიოსის მეთვრამეტე
წელს მოხდა. მეფობდა ტიბერიოსი ჯამში ოცდასამი წელი. ამდენად, მაცხოვნებელი ვნებიდან
ტიბერიოსის აღსასრულამდე თითქმის ექვსი წელია. გადაასახლეს მახარებელი იოანე კუნძულ

97შდრ.
„წელსა მეათხუთმეტესა ტიბერის კეისრისასა, მთავრობასა პონტიელისა პალატესსა ჰურიასტანს, და
მეოთხედ მთავრობასა გალილეას ჰეროდესსა, ხოლო ფილიპეს, ძმისა მისისა, მეოთხედ მთავრობასა იტურეას და
ტრაქონელთა სოფელსა, და ლჳსანისსა, მეოთხედ მთავრობასა აბილინესა, მღდელთ-მოძღურებასა ანნაჲსსა და
კაიაფაჲსსა იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იოვანეს მიმართ, ძისა ზაქარიაჲსა, უდაბნოს...“ (ლუკ. 3. 1-2).
28
პატმოსზე, რომელიც არის ერთი კიკლადთაგან (mi/a tw=n Kukla/dwn),98 დაახლოებით დომენტიანეს
მეფობის ბოლო წელს, ის კი თხუთმეტი წელი და ხუთი თვე მეფობდა. ტიბერიოსის მეთვრამეტე
წლიდან, როდესაც იყო [მზის] დაბნელება, დომენტიანეს აღსასრულამდე სამოცდაოთხი წელი და
დაახლოებით შვიდი თვე შეჯამდება. ვივარაუდოთ, რომ ღვთაებრივი დიონისე (qei=on
Dionu/sion) მაცხოვრის ჯვარცმის დროს ნანახისას (ე. ი. მზის დაბნელების ხილვისას; ი. ო.)
ოცდახუთი წლის იყო, რადგან, მგონია, რომ ჯერ კიდევ სწავლობდა.99 ამიტომაც სრულად,
ჯამში ოთხომცდაათი წლის იყო.100 დომენტიანეს მმართველობისას უწმინდესი იოანეს
გადასახლებას ირინეოსიც იხსნებდა მესამე და მეხუთე [წიგნში] «ერესების წინააღმდეგ» («Kata\
ai(re/sewn»), რომლებშიც დრო მიანიშნა, და კლიმენტი ალექსანდრიელიც - სწავლებაში «vinaa
ხსნილi მდიდარი?» («Ti/j o( swzo/menoj plou/sioj;»)“ (PG. t. 4; col. 505 ABC).
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი დამოწმებულ განმარტებაში კვლავ ხაზგასმით
გვაუწყებს, რომ ავტორი არეოპაგეტული კორპუსისა წმინდა დიონისე ათენელია. საქმი
ისაა, რომ წარმოდგენილი კომენტარი იოანე ღვთისმეტყველისადმი გაგზავნილ რიგით
ბოლო, მეათე ეპისტოლეს დაერთვის, თუმცა იქვეა ნახსენები წმინდა პოლიკარპე
სმირნელის მისამართით დაწერილი მეშვიდე ეპისტოლე, რომელშიც მაცხოვრის
ჯვარცმისას ქალაქ ჰელიოპოლისში ნანახი მზის დაბნელების შესახებ მოგვითხრობს
ათენელი მღვდელთმთავარი. აი, შესაბამისი ადგილი: „თქუას სადმე აპოლლოფანი ... რასა
იტყჳს საცხორებელსა ჯუარცმასა ქმნილისა მისთჳს მოკლებისა? რამეთუ მაშინ ორნივე ზოგად
მზის ქალაქსა თანა მდგომარე ვიყვენით, რაჟამს საკჳრველებით ვხედევდით მზესა ზედა შესრულად
მთოვარესა (რამეთუ არა იყო ჟამი კრებისაჲ) და კუალად შემდგომად მეცხრით ჟამითგან ვიდრე
მწუხრადმდე საზომისაებრ თჳსისა ზეშთაბუნებისად კუალად ეგო მზე. და კუალად სხუჲცა რაჲმე
მოვაჴსენო მას, რამეთუ უწყის, ვითარმედ ზედა-შესვლაჲცა იგი აღმოსავალით ვიხილეთ
დაწყებულად და ვიდრე აღსასრულადმდე მზისა მისრულად; ამისსა შემდგომად მართლ
უკუნქცეულად და არა კუალად მიერ კერძოვე ქმნად გარდაწმედისა, ვინაჲ-იგი ქმნილ იყო ზედა-
შესლვაჲ, არამედ ფრიად წინა-უკმო ქმნილად. ესე ვითარნი არიან მაშინდელისა მის ჟამისა
ზეშთაბუნებისანი და მხოლოდ ქრისტეს მიერ ყოველთა მიზეზისა შესაძლებელნი საქმენი, მისგან,
რომელი იქმს დიდთა და განსაკრთომელთა, რომელთა არა არს რიცხჳ“.101
ღირსი მაქსიმე სწორედ ზემორე ტექსტში გაჟღერებულ მოვლენებს იხსენებს წმინდა
დიონისეს მიერ იოანე ღვთისმეტყველისადმი გაგზავნილი წერილის განმარტებაში და

98იგულისხმება
ეგეოსის ზღვაში წრიულად განლაგებული კუნძულები, რომელთა სახელწოდებაც
მათი გეოგრაფიით განისაზღვრა. საქმე ისაა, რომ ბერძნული სიტყვა kukla/j (Gen. kukla/doj)
ითარგმება, როგორც «მრგვალი», «წრიული». სწორედ აღნიშნული ტერმინი განეკუთვნა ეგეოსში
წრიული ფორმით მდებარე კუნძულებს, რომელთაგან ერთ-ერთზე, კერძოდ, პატმოსზე გადაასახლეს
იოანე ღვთისმეტყველი.
99იგულისხმება, რომ წმინდა დიონისე ეგვიპტის ქალაქ ჰელიოპოლისის ერთ-ერთ წარმართულ

სასწავლებელში სწავლობდა.
100ე. ი. ოთხმოცდაათი წლის იყო, როდესაც წმინდა პოლიკარპე სმირნელს მისწერა არეოპაგეტულ

კორპუსში შემავალი რიგით მეშვიდე ეპისტოლე და იოანე ღვთისმეტყველს - ბოლო, მეათე


ეპისტოლე.
101იხ. პეტრე იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი), გვ. 238.

29
ეპისტოლეს ავტორობას ყოველგვარი დაეჭვების გარეშე ათენელ მღვდელთმთავარს
განუკუთვნებს, რითაც არეოპაგეტული კორპუსის წარმომავლობის შესახებ საკუთარ
კომენტარებში მრავალგზის გახმოვანებულ საკითხს მორიგ ჯერზეც იგივეობრივად
ეხმიანება.102
რაც შეეხება იმავე აღმსარებელი მამის დამოწმებულ ეგზეგეტიკაში განხილულ
მეორე საკითხს, ის ათენელი მღდელთმთავრის სამოღვაწეო ეპოქის განსაზღვრას
უკავშირდება. საქმე ისაა, რომ არსებობდა ასეთი სახის მოსაზრება: პავლე მოციქულის
ქადაგებისას არეოპაგში დამოწაფებული წმინდა დიონისე თითქოს ვერ შეძლებდა
მეორე საუკუნის შუა წლებში აღსრულებული მარტვილის, წმინდა პოლიკარპე
სმირნელისადმი (დაახ. 70-156 წწ.) წერილის გაგზავნას, რადგან ხსენებულ ორ
პიროვნებას შორის ეპოქალური განსხვავებაა.103 თუმცა დამოწმებული განხილვის
საფუძველზე ღირსი მაქსიმე კონკრეტული მაგალითებით ადასტურებს, რომ მაცხოვრის
ჯვარცმის დროს დაახლოებით ოცდახუთი წლის ასაკში მყოფმა წმინდა დიონისემ ღრმა

102აქვე
წარმოვადგენთ წმინდა დიონისეს მიერ რიგით მეშვიდე ეპისტოლის დაწერის მიზეზსა და
მასში გადმოცემული უარსებითესი საკითხის შემაჯამებელ განხილვას: ათენელი მღვდელთმთავრი
ადრესატს, წმინდა პოლიკარპეს თავიანთი საერთო ნაცნობის, ვინმე სოფისტი აპოლლოფანის შესახებ
ესაუბრება, რომელიც თავდაპირველად წმინდა დიონისეს მეგობარი ყოფილა და ისინი ერთად
განისწავლებოდნენ ეგვიპტეში, თუმცა მოგვიანებით, როდესაც მოციქულის ქადაგების მსმენელი
დიონისე ქრისტეს რჯულზე მოექცა და ელინური სიბრძნის წინააღმდეგ გაილაშქრა, სოფისტმა
აპოლლოფანმა ძველ მეგობრობაზე უარი თქვა და დიონისეს დაუპირისპირდა. სწორედ ამიტომ
ათენელი მღვდელთმთავრი სმირნელ მწყემსმთავარს მოუწოდებს, რომ ამ უკანასკნელმა ხსენებულ
პირს შეახსენოს, თუ როგორ იმყოფებოდნენ ის და თავად დიონისე ქალაქ ჰელიოპოლისში, სადაც
გვერდიგვერდ მდგომებმა მთვარის მიერ მზის სასწაულებრივი გადაფარვა და დაბნელება იხილეს.
აღნიშნულ უწყებას დაერთვის აღმსარებელი მამის უაღესად საყურადღებო კომენტარი, რომელშიც
საინეტერესოდ განიმარტება, თუ რას ნიშნავდა არაბუნებრივი დაბნელება. წმინდა მაქსიმეს
თანახმად, როდესაც მთვარე, წესისამებრ, აღმოსავლეთიდან იწყებს მზის დისკოს დაფარვას,
თავიდან მზის აღმოსავლეთ ნაწილს ჩრდილავს. შესაბამისად, დასავლეთისკენ მსრბოლელი მთვარე,
იმავე ლოგიკით, პირველად მზის დისკოს აღმოსავლეთ ნაწილს განეშორება, ე. ი. სრული
დაბნელების შემდეგ პირველად მზის ის მხარე გამოჩნდება, რომელიც დასაწყისში დაიფარა
მთვარით. მაცხოვრის ვნებისას კი, წმინდა დიონისესა და ღირსი მაქსიმეს თანახმად, განსხვავებული
რამ აღესრულა: დასავლეთისკენ მსრბოლელმა მთვარემ პირველად მზის აღმოსავლეთი ნაწილი
გადაფარა, შემდეგ მთლიანად დაჩრდილა მზე, რამაც სრული დაბნელება გამოიწვია, მაგრამ
ნაცვლად იმისა, რომ კვლავ დასავლეთით ესრბოლა მას (მთვარეს), რაც ბუნებრივად განაპირობებდა
მზის დისკოს აღმოსავლეთი ნაწილის გამოჩენას, სწორედ ამ დროს მოხდა სასწაული, რადგან
მთვარემ, ნაცვლად დასავლეთისა, არაბუნებრივად და ქვეყნიური კანონების საწინააღმდეგოდ,
აღმოსავლეთისკენ (ე. ი. პირუკუ) გააგრძელა მოძრაობა. ამიტომაც მთვარის ჩრდილი პირველად არა
მზის აღმოსავლეთ, არამედ დასავლეთ ნაწილს განშორდა. აღნიშნული მიზეზით თავდაპირველად
მზის დასავლეთი ნაწილი შეიქმნა ხილვადი, ნაცვლად აღმოსავლეთისა, რაც ბუნების
საწინააღმდეგო მოვლენად არის სახელდებული ორივე ზემოხსენებული მოძღვრის მიერ (იხ. PG. t.
4; col. 460 C – 461 AB).
103წმინდა პოლიკარპე სმირნელი, მართალია, პირველ საუკუნეში დაიბადა, თუმცა სმირნის

მღვდელთმთავრად მეორე საუკუნის დასაწყისში (ათიან წლებში) იქნა დადგენილი, ხოლო წმინდა
დიონისე სწორედ მღვდელთმთავრის ხარისხში მყოფ პოლიკარპეს მიმართავს, რაც, ზოგიერთების
თვალთახედვით, ანაქრონიზმია.
30
სიბერეს მიაღწია და მარტივად ძალუძდა, პირადი ნაცნობობა ჰქონოდა სმირნის
უწმინდეს მღვდელთმთავართან.104
ამდენად, არეოპაგეტული კორპუსის წიგნთა ჩამონათვალში წმინდა
პოლიკარპესადმი გაგზავნილი ეპისტოლეს არსებობა, ღირსი მაქსიმეს თანახმად,
არანაირად არ აყენებს ეჭვქვეშ მისი ავტორის ვინაობას, რადგან არაფერია გასაკვირი
იმაში, თუკი ღრმად მოხუცებული წმინდა დიონისე პირადად იცნობდა ეპისკოპოსის
ხარისხში მყოფ მარტვილ პოლიკარპეს.105
აღსანიშნავია სექტემბრის მეტაფრასებში დაცული იოანე ღვთისმეტყველის
ბიოგრაფიული ცნობების შემცველი ტექსტი, რომელშიც ზემოგანხილულ საკითხთან
დაკავშირებით უაღრესად საგულოსხმო გამოხმაურებას ვხვდებით. აი, შესაბამისი
ადგილი: „მიიყვანებოდა უკუე ადგილ ექსორიობისა დიდი მოციქული (იგულისხმება იოანე
მახარებელი; ი. ო.) და ჭალაკსა მას მიიწია მცირედღა შორის, ოდეს მკჳდრნი ჭალაკისა მისნი მაცხოვრად
და ქალაქთმპყრობელად თჳსსა აღსწერდეს ძესა ქუხილისასა შჯულკეთილობად მისგან შეცვალებულნი
და ღმრთისმსახურებისადა შემატებულნი. აქა ყოფასაღა მოციქულისასა საკჳრველმან
დიონოსი ოთხმეოცდამეათესა წელსა ჰასაკისა მისისასა
ათინით მოუწერა ესრეთ: «მოვიკითხავ შენსა სამღდელოსა სულსა, შეყუარებულო, და
არს ესე ჩემდა შენდამი მრავალთასა უთჳსეს. გიხაროდენ უკუე ჭეშმარიტად, შეყუარებულო
ქრისტესო!». რომელსა შინა ამასცა შესძინებს: «რაჲ საკჳრველ, - იტყჳს, - უკუეთუ ქრისტე
ჭეშმარიტებს და მოწაფეთა უსამართლონი ქალაქით განჰჴდიან, თჳთ თავთა თჳსთა ღირსებისაებრ
მიუზღვენ და წმიდათაგან არაწმიდანი განიყოფებიან და განეშორებიან». მერმეცა თჳთ დასასრულსა
შინა ებისტოლისასა მყის ყოფადთათჳსცა მოესწავების, რამეთუ: «ღირს რწმუნებისა ვარ, - ეტყჳს, -
უეჭუელად შენდა წინაცნობითა შენგან ღმრთისა მიერ სწავლული და მეტყუელი, ვითარმედ
პატმოჲსა საპყრობილით განიტეო და ასიისა ქუეყანად უკმოიქცე და მუნ ჰყვნე სახიერისა
ღმრთისა მიბაძვებანი და შენთანათა გარდასცნე». გარნა ესენი ჟამთა შემდგომად იქმნნეს და
აღსასრული აქუნდა წინაწარმეტყუელებასა. ვითარ-იგი შემდგომმან სიტყუამან საცნაურ-ყოს, რამეთუ
დიონოსი რაჲ პირველ სრულ იქმნა დომენტიანეს ზე ქრისტესთჳს წამებითა, დომენტიანე კაცთა გარე
იქმნა და ნერუას106 მიითუალა მთავრობაჲ, რომელმან ექსორიობად დაშჯილთა, ვითარცა კაცთმოყუარემან
მიჰმადლა უკმოწოდებაჲ. არამცირედი ჟამი შუა და ჰრომთა სკიპტრაჲ ტრაიანე მიითუალა და შედგინებით

104წმინდა
დიონისეს, მისი ბიოგრაფის თანახმად, ასევე, ახლო ურთიერთობა ჰქონია წმინდა
კლიმენტი რომაელთან. აი, შესაბამისი ადგილი: „და ესრეთ მიიწია სამეუფოსა ჰრომსა და მიემთხჳა
კლიმენტოსს, რომელსა აქუნდა ჟამსა მას საყდარი იგი სამოციქულოჲ, ვითარცა მიეღო პეტრესგან, თავისაგან
მის მოციქულთაჲსა, რამეთუ მის მიერ ერწმუნა მას საყდარი იგი. ამისსა მივიდა დიონოსი და მას მიუთხრა
ქადაგებაჲ იგი სახარებისა თჳსისაჲ და განაზრახა მას საქმეცა თჳსისა ქადაგებად წარსლვისაჲ...“ (ოქტომბრის
მეტაფრასები, „წამებაჲ წმიდის მღდელმოწამისა დიონისიოს არიოპაგელისა“, გვ. 39).
105უნდა აღინიშნოს, რომ ათენელი მოღვაწის ღრმა სიბერის შესახებ ცნობას გადმოგვცემს მისი

მოწამეობრივი აღსასრულის შემცველი ძველი ქართული თარგმანიც. კერძოდ, სამსჯავროს წინაშე


წარმდგარი დიონისე ასეთ სიტყვებს მოისმენს ხელისუფალთაგან: „ნუ შეურაცხ და უპატივო-ჰყოფ, ჵ
დიონისი, პატიოსანსა მაგას მჴცოვანებასა შენსა“ (ოქტომბრის მეტაფრასები, „წამებაჲ წმიდის
მღდელმოწამისა დიონისიოს არიოპაგელისა“, გვ. 41).
106იგულისხმება ნერონი. მაგალითად, «დიდ სჳნაქსარში» მოცემულია რომაელი მეფეების
ჩამონათვალი, რომელშიც იგი იმავე სახელითაა მოხსენიებული «ნერუა» (დიდი სჳნაქსარი, გიორგი
მთაწმინდელი, გვ. 427).
31
დაამტკიცა კაცთმოყუარებაჲ ექსორიობასა შინათა უკმოწოდებისაჲ. ვინაჲ პატმოდცა მიიწინეს
ბრძანებანი მეფისანი და იოვანესსაცა უკმოწოდებაჲ მოივლინა“.107
სექტემბრის მეტაფრასებიდან დამოწმებული ცნობა, ერთი მხრივ, თანმხვედრია
წმინდა მაქსიმე აღმსარებლის განმარტებასთან, რომლის თანახმადაც იოანე
ღვთისმეტყველისადმი ეპისტოლეს მიწერისას ათენელი მღვდელთმთავარი
ოთხმოცდაათი წლის იყო. ამასთან, მკითხველს შევახსენებთ, რომ არეოპაგეტული
კორპუსის ბოლო, მეხუთე ნაწილი ათი ეპისტოლესგან შედგება, რომელთა
დამასრულებელი, რიგით მეათე წერილი იოანე ღვთისმეტყველის მიმართაა
გაგზავნილი (შდრ. „ებისტოლე ი: «იოვანეს მიმართ ღმრთისმეტყუელისა და მახარებელისა,
ექსორია ქმნულისა ჭალაკსა პატმოჲსსა»“108). იმავეს გვაუწყებს ზემოთ მოხმობილი
პატრისტიკული წყარო, რითაც სრულ თანხმობაშია ზემოდამოწმებულ საეკლესიო
ტექსტებთან, რადგან, მსგავსად არეოპაგეტული ძეგლებისა, მასშიც
ღვთისმეტყველისადმი გაგზავნილი ეპისტოლეს ავტორად წმინდა დიონისე ათენელი
სახელდება (შდრ. „აქა ყოფასაღა მოციქულისასა (კუნძულ პატმოსზე ყოფნის დროს; ი. ო.)
საკჳრველმან დიონოსი, ოთხმეოცდამეათესა წელსა ჰასაკისა მისისასა, ათინით
მოუწერა ესრეთ“).
საკითხის მეტი თვალსაჩინოებისთვის, ხსენებულ მეტაფრასში დაცულ სათანადო
ტექსტს წმინდა დიონისეს შესაბამის უწყებასთან ერთად პარალელური სახით
წარმოვადგენთ:
(1) სექტემბრის მეტაფრასები: „მოვიკითხავ შენსა სამღდელოსა სულსა, შეყუარებულო,
და არს ესე ჩემდა შენდამი მრავალთასა უთჳსეს. გიხაროდენ უკუე ჭეშმარიტად, შეყუარებულო
ქრისტესო! ... რაჲ საკჳრველ, - იტყჳს, - უკუეთუ ქრისტე ჭეშმარიტებს და მოწაფეთა
უსამართლონი ქალაქით განჰჴდიან, თჳთ თავთა თჳსთა ღირსებისაებრ მიუზღვენ და წმიდათაგან
არაწმიდანი განიყოფებიან და განეშორებიან“ (Ibid. გვ. 430-431);
(1) არეოპაგეტული კორპუსი: „მოგიკითხავ შენ, წმიდასა მაგას, საყუარელო! და არს ესე
ჩემდა, შენდა მრავალთასა უგანთჳსებულესად. გიხარიან ჭეშმარიტად, შეყუარებულო, ნამდჳლვე
სატრფიალოჲსა და სასურველისა და საყუარელისაგან. რაჲ საკჳრველ არს, უკუეთუ ქრისტე
ჭეშმარიტებდე და მოწაფეთა მისთა უსამართლონი ქალაქთაგან განჴდედენ და თჳთვე თავთა
თჳსთა ღირსებით მიაგებდენ და წმიდათა არაწმიდათაგან განყოფდენ და განაშორებდენ“ (Ibid. გვ.
257);
(2) სექტემბრის მეტაფრასები: „ღირს რწმუნებისა ვარ, - ეტყჳს, - უეჭუელად შენდა
წინაცნობითა შენგან ღმრთისა მიერ სწავლული და მეტყუელი, ვითარმედ პატმოჲსა საპყრობილით
განიტეო და ასიისა ქუეყანად უკ-მოიქცე და მუნ ჰყვნე სახიერისა ღმრთისა მიბაძვებანი და
შენთანათა გარდასცნე“ (Ibid. გვ. 431);

107ძველი მეტაფრასული კრებულები, სექტემბრის საკითხავები, ტექსტები გამოსაცემად მოამზადა,


კომენტარები და საძიებლები დაურთო ნარგიზა გოგუაძემ, თბილისი, 1986, „მოსაჴსენებელი წმიდისა და
დიდებულისა მოციქულისა ქრისტესისა და მახარობელისა იოვანე ღმრთისმეტყუელისაჲ“, გვ. 430-431.
108 პეტრე იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი), გვ. 257-258.

32
(2) არეოპაგეტული კორპუსი: „რწმუნებისა ღირს ვარ შენდა, რამეთუ წინაჲსწარ
ცნობილსა შენდა მეცა მცნობელ ქმნულ ვარ, მისწავიეს ღმრთისა მიერ და ვიტყჳ, ვითარმედ
პატმოჲთ პყრობილებისაგან განიტეო და ასიელთა ქუყანად უკ-მოიქცე და ჰქმნნე მუნ სახიერისა
ღმრთის მსგავსებანი და შემდგომთა შენთა მისცნე“ (Ibid. გვ. 258).
როგორც დამოწმებული ტექსტები ცხადყოფს, სექტემბრის მეტაფრასებში
შემონახული იოანე ღვთისმეტყველის მოსახსენიებელის ავტორი სწორედ
არეოპაგეტულ ძეგლებში შესულ ეპისტოლეს ციტირებს და ავტორად წმინდა დიონისე
ათენელს ასახელებს, რითაც განსახილავ საკითხთან დაკავშირებით (არეოპაგეტული
კორპუსის ავტორობასთან მიმართებით) ზემოთ დამოწმებული პატრისტიკული
წყაროების იდენტურ ცნობას გვთავაზობს.
სხვათა შორის, საგულისხმოა, რომ ხსენებულ მეტაფრასულ კრებულში წმინდა
იოანე ოქროპირის ცხოვრების ძველი ქართული თარგმანია დაცული, რომელშიც
ერთგან ვკითხულობთ: „ამის ყოვლად ქებულისა იოვანესთჳს თხრობაჲ მოწევნული სასმენელთა
ჩუენთა არაღირს-არს თანა-წარსლვისა, რამეთუ რაჟამს შესწირვიდის წმიდასა მსხუერპლსა,
ყოვლად აღტაცებულ იყჳს და სახეთა რათმე მიერ და მოსწავებათა თუალით მხილველ
იქმნის წმიდასა მას მსხუერპლსა ზედა გარდამოსლვასა სულისა წმიდისა“.109
ხაზგასმულ სიტყვას (შდრ. «სახეთა») ქართულ ხელნაწერში მარგინალური შენიშვნა
დაერთვის, რომლის ავტორი შემდეგს გვაუწყებს: „შეისწავე, ვითარმედ არა სახეთა და
იგავთა თქუმითა დააკნინებს ძალსა მხილველისა და ხილულისასა, არამედ განგიცხადებს,
ვითარმედ ჴორციელნი თუალნი სხუებრ ვერ შეუძლებენ ყოვლისა აღმავსებელისა მიხედვად, არა
თუ სახითა ტრედისაჲთა ანუ სხჳთა რაჲთმე იხილონ იგი, რამეთუ სიტყჳსაებრ
დიდისა დიონოსისსა, ღმრთეებისა გარდამოსლვაჲ და აღსლვაჲ არა არს,
რამეთუ ესე გარეშემოწერილისა საქმენი არიან, ხოლო იგი გარეშეუწერელ არს და
სახის ჩუენებით ხოლო სახილველ“ (Ibid. გვ. 257).
წარმოდგენილი განხილვის თანახმად, ოქროპირის ჰაგიოგრაფის მიერ აღწერილი
მოვლენა, რომ წირვის დროს ღირსი იოანე სულიწმინდის გარდამოსვლას სახეობრივად
(სახეთა საშუალებით) იმეცნებდა, არც ხსენებულ წმინდა მღვდელთმთავარს აკნინებს
და არც მისგან დანახულ უზენაესს, რადგან შეუძრავია ღმრთეება და მხოლოდ სახეებით
ხდება მისი განჭვრეტა, რაც, სქოლიასტის სრულიად მკაფიო რჯულდებით, დიდი დიონისეს
(არეოპაგელის) სწავლებაა. ჩვენი მხრიდან შევნიშნავთ, რომ აღნიშნული მოძღვრების
პირველწყარო არეოპაგეტული კორპუსია, რომელშიც მითითებული საკითხი იმდენგზისაა
განხილული (და მეტიც - ფონად გასდევს მთელ ნაშრომს), რომ მათი სიმრავლის მიზეზით,
კონკრეტული დამოწმებების აუცილებლობა, ვფიქრობთ, აღარ არსებობს.
მორიგ ჯერზე კიდევ ერთ საყურადღებო არგუმენტს წარმოვადგენთ. საქმე ისაა, რომ
მიხეილ საბინინის მიერ გამოცემულ «საქართველოს სამოთხეში» დაცულია ვრცელი უწყება
ყოვლადწმინდა ღვთიმშობლის მიძინების შესახებ და მასში ჩვენთვის საყურადღებო

109ძველი მეტაფრასული კრებულები, სექტემბრის საკითხავები, „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა და


ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისა, კოსტანტინოპოვლელ მთავარეპისკოკოსისაჲ“, გვ. 257-258.
33
მოვლენა ორგზის არის გახმოვანებული. დავიმოწმებთ შესაბამის ადგილებს: „არა
ათორმეტნი ოდენ იყუნეს, არამედ სხუანიცა მრავალნი მოწაფენი მათნი და მოციქულებისა
ღირსქმნილნი, ვითარცა გვასწავებს დიდი დიონოსი არეოპაგელი, რომელნი მიცვალებასა
მის წმიდისა დედოფლისასა მოციქულთავე თანა ღრუბლითა მიიწივნეს სიონს“;110
იმავე შრომაში ვკითხულობთ: „მაშინ ყოველნი მოციქულნი ზარგანჴდილ იყვნეს, თუ
ვითარ წამსა შინა კიდეთგან ქუეყანისათა ყოველნი ერთობით მოიცუალნეს, და ვითარ
მოწაფენიცა მათნი მათ თანავე ერთ კრებად სიონს შემოკრბეს, არამედ დედისა ღმრთისა
მადლისათჳს ჯერჩინებულ იქმნეს და მისცეს დიდება ღმერთსა, რამეთუ მუნ იყო დიონოსიოს
არეოპაგელი, იეროთეოს, ტიტე და ტიმოთე, და სხუანი მრავალნი მოწაფენი მათნი, და
მოციქულისა მადლსა ღირს ქმნილნი, რომელნი შემდგომად თავთა მათ მოციქულთასა, აღძრულნი
სულისაგან, დიდად ღუთისმეტყუელებდეს, აქებდეს აურაცხელსა მას ძლიერებასა ღუთისასა,
შეასხმიდეს გალობითა საღმრთოჲთა დიდებულსა მას დედოფალსა, ქრისტეს დედასა,
გუაუწყებს ზემოხსენებული იგი დიდი დიონოსიოს თავსა
მას შინა, რომელ მიუწერა ტიმოთეს, რომელსა შინა იტყჳს, თუ რაჲ
არს ძალი ლოცვისაჲ და მას შინა იხსენა შეკრება წმინდათა მოციქულთა,
მიცუალებისთჳს წმიდისა ღმრთისმშობელისა, და ვითარ სულმან წმიდამან აღძრა
ყოველნივე ღმრთისმეტყველებად და შესხმად ყოვლადწმიდისა ღუთისმშობელისა“
(Ibid. გვ. 6).
წარმოდგენილი უწყების თანახმად, როდესაც დამდგარა შესაბამისი ჟამი
ყოვლადწმინდა მარიამის მიძინებისა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში საქადაგებლად
მივლენილი მოციქულები და მაცხოვრის სხვა მოწაფენი საღვთო სასწაულის
საშუალებით შემოკრებილან სიონში და მოციქულთა თავებად წოდებულ მოსაგრეებთან
ერთად ქება-გალობას შეასხამდნენ უწმინდეს დედას ღვთისას.111
აღნიშნული ცნობების პირველწყარო, დამოწმებული ძეგლის თანახმად, წმინდა
დიონისე არეოპაგელია, რომელსაც ტიმოთესათვის გაგზავნილ წერილში გადმოუცია
ხსენებული მოვლენები. იქვეა განსაზღვრული, რომ იმავე ეპისტოლეში ათენელი
მღვდელთმთავრი ლოცვის ძალის შესახებ მსჯელობს.
ამდენად, ისმის შეკითხვა: წმინდა დიონისე მარტვილის მიერ დაწერილ კონკრეტულად რა
წყაროს გულისმობს ავტორი?
უპირველესად შევნიშნავთ, რომ არეოპაგეტულ კორპუსში შემავალი ოთხი წიგნი
საკუთრივ ტიმოთესადმია მიწერილი. ხსენებული შრომების სათაურებში ადრესატის

110საქართველოს სამოთხე, სრული აღწერაჲ ღუაწლთა და ვნებათა საქართუჱლოს წმინდანთა,


შეკრებილი ხრონოლოგიურად და გამოცემული პეტერბურღის სასულიერო აკადემიის კანდიდატის
ივერიელის გობრონ (მიხაილ) პავლეს ძის საბინინის მიერ, პეტერბურღი, 1882, „დღესა მიცუალებასა
ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა, თქმული წმიდისა მამისა ჩუენისა ბასილი კესარიელისა, რაჟამს-იგი
აღვიდოდა ქუეყანით ზეცად“, გვ. 3.
111ცნობილი ფაქტია, წოდება - «მოციქულთა თავნი» - პეტრე და პავლე მოციქულებს განეკუთვნება

(შდრ. [პეტრე-პავლობის ტროპარი]: „მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღუარნო, მაცხოვარსა


ყოველთასა ევედრენით, რაჲთა მოსცეს სოფელსა მშვიდობაჲ და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ“). ვის
მოიაზრებდა ტექსტის ავტორი იმავე სინტაგმურ ტერმინში (შდრ. „... შემდგომად თავთა მათ
მოციქულთასა აღძრულნი ...“), აღნიშნულის შესახებ ქვემოთ მივუთითებთ.
34
თაობაზე დაცული ცნობები სამ შემთხვევაში იდენტურია: „თანამღვდელ ტიმოთეს -
მღვდელი დიონისე“ [«T%= sumpresbute/r% Timoqe% Dionu/sioj o( presbu/teroj»] (იხ. I. PG. t. 3;
col. 120, „ციური იერარქიის შესახებ“; II. PG. t. 3; col. 369, „საეკლესიო იერარქიის შესახებ“; III.
PG. t. 3; col. 586, „საღმრთო სახელების შესახებ“). რიგით მეოთხე ძეგლი იმავე ტიმოთეს
მიემართება, თუმცა მასში მოკლე მითითება გვხვდება: „ტიმოთესადმი“ [«pro\j Timo/qeon»]
(იხ. IV. PG. t. 3; col. 997, „მისტიკური ღვთისმეტყველების შესახებ“). რაც შეეხება ბოლო
ნაწილს, რომელშიც ათი ეპისტოლე შედის, ისინი შვიდ ადამიანს გაუგზავნა წმინდა
დიონისემ. ესენი არიან: გაიოსი, დოროთე, სოპატრე, პოლიკარპე, დემოფილე, ტიტე, იოანე.
ამდენად, ცნობა, რომ ღვთისმშობლის მიძინებასთან დაკავშირებული ისტორია
წმინდა დიონისეს მიერ ტიმოთეს მიმართ გაგზავნილ წერილშია დაცული,
ზემოხსენებული ოთხი წყაროდან (ე. ი. საკუთრივ ტიმოთესადმი გაგზავნილ ოთხ
ძეგლს შორის) რომელიღაცა ერთ-ერთის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. კვლავ
გავიხსენებთ, რომ ტექსტის თანახმად, აღნიშნული უწყება იმ შრომის შემადგენელია,
რომელშიც ლოცვის ძალის შესახებაა საუბარი (შდრ. „... გუაუწყებს ზემოხსენებული იგი
დიდი დიონოსიოს თავსა მას შინა, რომელ მიუწერა ტიმოთეს, რომელსა შინა იტყჳს, თუ რაჲ
არს ძალი ლოცვისაჲ“).
ამჯერად ვნახოთ, როგორ არის დასათაურებული არეოპაგეტულ კორპუსში ძველი
ქართული თარგმანის რიგითობის მიხედვით შესული პირველი ძეგლის (იგულისხმება
„საღმრთოთა სახელთათჳს“) მესამე თავი. აი, შესაბამისი ადგილი: „თუ რაჲ არს ლოცვისა
ძალი და ნეტარისა იეროთეოსისათჳს და კრძალულებისათჳს და აღწერისა
ღმრთისმეტყუელებისა“.112
ამდენად, ზემოდამოწმებული ძეგლის ავტორის თქმით, წმინდა დიონისეს
აღწერილობა დაცული უნდა იყოს წიგნში სახელწოდებით „საღმრთოთა სახელთათჳს“,
კერძოდ, მის მესამე თავში, რადგან მითითებული სათაური (შდრ. „თუ რაჲ არს ძალი
ლოცვისაჲ...“) სწორედ მას განეკუთვნება. ხსნებულ თავში კი ზუსტად ის მოვლენებია
გადმოცემული, რომლებიც ღვთისმშობლის მიძინების თაობაზე ზემომოხმობილ
ტექსტში იყო გახმოვანებული (მარადქალწული მარიამის გარდაცვალებისას
მოციქულთა შეკრება და ქება-გალობით მისი განდიდება). აი, შესაბამისი ადგილი: „თჳთ
მათ შორისცა ღმრთის მქადაგებელთა მღდელთმთავართა ჩუენთა, რაჟამს ვითარ-იგი შენცა უწყი,
ჩუენდა მრავალნი წმიდათა მათ ძმათა ჩუენთაგანნი ხილვად ცხორებისდასაბამსა მას გუამსა
შემოვკერბით, მუნ იყო იაკობ, ძმაჲ ღმრთისაჲ, და პეტრე, თავი მოციქულთაჲ და
უმოხუცებულესი ღმრთის-მეტყუელთა მწუერვალობაჲ.113 ამისსა შემდგომად ჯერ-უჩნდა

112პეტრე
იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი), გვ. 25.
113შდრ.
ბერძ. «… Pe/troj, h( korufai/a kai\ presbuta/th tw=n qeolo/gwn a)kro/thj» - «... პეტრე, თავი და
ღვთისმეტყველთა უმოხუცებულესი მწვერვალი» (PG. t. 3; col. 681 D). იმავე მოციქულს ღირსი
გრიგოლ ღვთისმეტყველი მოიხსენიებს როგორც «მოწაფეთა შორის უპატიოსნესი». აი, შესაბამისი
ადგილი: „... [იესო] თავად იხდის დიდრაქმას, და არა მხოლოდ თავისთვის, არამედ - პეტრესთვისაც
(რომელიც უპატიოსნესია მოწაფეთა შორის)“ (წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, თექვსმეტი
სადღესასწაულო სიტყვა, ბერძნულიდან თარგმნა და სქოლიოები დაურთო ედიშერ ჭელიძემ,
35
შემდგომად ხილვისა, რაოდენ კმა იყვნეს თითოეული ყოველთა მათ მღდელთმთავართაგანი
გალობად ძალგანუზომელსა სახიერებასა ღმერთ-მთავრობითისა უძლურებისასა. მაშინ უკუე,
შემდგომად ღმრთისმეტყუელთაჲსა სხუათა მათ ყოველთა მღდელმესაიდუმლოეთა, სძლევდა იგი,
ვითარცა შენცა უწყი, ყოვლად განსრულ იყო ჴორცთაგან, ყოვლად განკჳრვებულ იყო“ (Ibid. გვ.
27-28).
დამოწმებული წყაროს მიხედვით, წმინდა დიონისე არეოპაგელი და მისი სულიერი
ძმები ერთად შემოკრებილან ისეთი ვინმეს სანახავად, ვისაც ხსენებული
მღვდელთმთავარი, ბერძნული ტექსტის თანახმად, ორი ტერმინით მოიხსენიებს:
«ცხოვრებისდასაბამი და ღმერთშემწყნარებელი სხეული» (შდრ. ბერძ. «zwarxikou= kai\ qeodo/xou
sw=ma»114). აღნიშნულ ადგილს წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სქოლიო დაერთვის,
რომელშიც ვკითხულობთ: „ცხოვრებისდასაბამ და ღმერთშემწყნარებელ სხეულს (zwarxiko\n kai\
qeodo/xon sw=ma)115 უმალ წმინდა ღვთისმშობლისას ამბობს (th=j a)gi/aj qeoto/kou le/gei), მაშინ
მიძინებულს“.116

თბილისი, 2020, გვ. 101). აქვე შევნიშნავთ, რომ მიხეილ საბინინის გამოცემაში დაცული
ღვთისმშობლის მიძინების ავტორი მოციქულთა თავებად წმინდა დიონისე არეოპაგელის მიერ
დასახელებულ ორ პიროვნებას - მაცხოვრის ხორციელ ძმას, იაკობს, და პეტრეს - მიიჩნევდა.
114იხ. PG. t. 3; col. 681 B. შევნიშნავთ, რომ არეოპაგეტული კორპუსის მოხმობილი ციტატა

განსხვავებულადაა წარმოდგენილი ეფრემისეულ ძველ ქართულ თარგმანში და ნაცვლად


ზემოდამოწმებული ორი ტერმინისა, მხოლოდ ერთი გვხვდება: «ცხოვრებისდასაბამსა მას გუამსა», რაც
ბერძნულ ხელნაწერებს შორის არსებული განსხვავებების მანიშნებელია.
115როგორც ჩანს, ღირსი მაქსიმესა და წმინდა ეფრემ მცირის მიერ გამოყენებული არეოპაგეტული

ძეგლების პირველწყაროები გარკვეულწილად სხვაობდა ერთმანეთისაგან, რადგან აღმსარებელი


მოძღვრის კომენტარში ღვთისმშობლისადმი განკუთვნილი ორი ტერმინია დაცული, ეფრემისეული
თარგმანი კი მხოლოდ ერთი შესატყვისით შემოიფარგლა. აღნიშნულის დასტურად წმინდა იოანე
დამასკელის მიერ მარადქალწულის მიძინებისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ჰომილიას დავიმოწმებთ,
რომლის მთარგმნელიც, ასევე, ღირსი ეფრემ მცირეა. ერთგან დამასკელი მოსაგრე ღვთისმშობლის
გარდაცვალების ამბავს მოგვითხრობს და ხსენებული მოვლენის წარმოსაჩენად უძველეს წყაროს -
არეოპაგეტული კორპუსის ზემოდამოწმებულ ნაწილს მოიხმობს. აი, შესაბამისი ადგილი: „ხოლო
იყვნეს მაშინ მოციქულთა თანა წმიდაჲ ტიმოთე მოციქული, პირველი ეპისკოპოსი ეფესოჲსაჲ, და დიონოსი
არიოპაგელი, ვითარცა თჳთ დიდი დიონოსი წამებს ნეტარისა იეროთეოჲსთჳს თქუმულთა სიტყუათა შინა, რამეთუ
იგიცა მაშინ მათ თანა იყო, რომლისათჳს მისწერს ტიმოთეს მიმართ და იტყჳს: «ვინაჲთგან თჳთ მათ
ღმრთისმხილველთა მღდელთმთავართა ჩუენთა შორის, რაჟამს ჩუენცა, ვითარცა უწყი, განცადა მრავალნი
დიდთა ძმათა ჩუენთაგანი ხილვად ცხორებისდასაბამისა მის და ღმრთისშემწყნარებელისა გუამისა,
შეკრებულ ვიყვენით; მუნ იყო იაკობცა, ძმაჲ უფლისაჲ, და პეტრე, თავი და უმოხუცებულესი
ღმრთისმეტყუელთა პირველობისაჲ»“ (თბილისის სასულიერო აკადემია, ხელნაწერთა ეროვნული
ცენტრი, ქართული ნათარგმნი ჰომილეტიკური ძეგლები, III, წმიდა იოანე დამასკელის
ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ჰომილიების ძველი ქართული თარგმანები, ტექსტი გამოსაცემად
მოამზადა, შენიშვნები, გამოკვლევა და სინონიმური ლექსიკონ-საძიებლები დაურთო ნინო
მელიქიშვილმა, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემელობა, თბილისი, 2019,
„წმიდისა და ღმრთივგანბრძნობილისა მამისა ჩუენისა იოანე მონაზონისა და ხუცისა დამასკელისაჲ, სიტყუჲ
შესხმისაჲ დაძინებასა წმიდათა უზეშთაესისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადისქალწულისა
მარიამისა“, გვ. 164). ამდენად, უაღრესად საგულისხმოა, რომ ორი სხვადასხვა ბერძნული წყაროს
მონაცემს ღირსი ეფრემ მცირე უცვლელად ასახავს ქართულ თარგმანში და საკუთრივ წმინდა
დიონისე ათენელის ნაშრომის გადმოქართულებისას ღვთისმშობელთან მიმართებით მხოლოდ
ერთი ტერმინით შემოიფარგლება (შდრ. „ცხოვრებისდასაბამსა მას გუამსა“), ღირსი იოანე დამასკელის
36
ამდენად, მართალია, წმინდა დიონისე ღვთისმშობელს სახელით არ მოიხსენიებს,
თუმცა უწყება, რომ ხსენებული მღვდელთმთავარი და მაცხოვრის დანარჩენი
მოწაფეები ცხოვრებისდასაბამი და ღმერთშემწყნარებელი სხეულის გარშემო შემოიკრიბნენ,
სწორედ ყოვლადწმინდა მარიამის მიძინების ჟამს აღსრულებული ისტორიის
გახმოვანებაა, რაზეც მიგვითითებს კიდეც მარადქალწულის გარდაცვალების ამსახველი
ზემოდამოწმებული ტექსტი (ვგულისხმობთ საბინინისეულ პუბლიკაციაში დაცულ
ცნობას) და ავტორობას ათენელ მოღვაწეს განუკუთვნებს, რითაც არეოპაგეტული
ძეგლების წარმომავლობის საკითხს სრულიად ცხადად ასაჩინოებს117.118

ჰომილიაში ციტირებული არეოპაგეტული ძეგლის იმავე ადგილის თარგმნისას კი ორ შესატყვისს


მოიხმობს (შდრ. „ცხორებისდასაბამისა მის და ღმრთისშემწყნარებელისა გუამისა“), რაც ხსენებული
კორპუსის ბერძნულ ხელნაწერებს შორის არსებულ განსხვავებას წარმოაჩენს. აღნიშნულის აზრი
ზემოდამოწმებული ჰომილიის წინაათონური თარგმანითაც დასტურადება. აი, შესაბამისი ადგილი:
„და იყვნეს მას ჟამსა მოციქულთა თანა მოწევნულ ებისკოპოსნი ეფესოჲსაჲ, წმიდაჲ ტიმოთჱ და დიონოსიოს
არიოპაგელი, ვითარ-იგი თჳთ დიდი დიონოსიოს მოწამე არს და იტყჳს თქუმულთა მათ შინა თჳსთა, რომელი თქუა
ნეტარისა იეროთეოსისათჳს, და იგიცა კუალად მათ თანავე მოსრულ იყო. და მიუწერა ტიმოთეს ესრეთ: «რამეთუ
მთავარნი იგი მღდელობისა საღმრთოჲსანი ჟამსა მას, რომელსა ჩუენცა მიწევნულ ვიყვენით, ვითარ-იგი თჳთ
უწყით, და ძმათა ჩუენთაგანნიცა, მღდელნი, შემოკრებულ იყვნეს ჩუენ თანა, რაჲთამცა ვიხილეთ გუამი იგი,
რომელსა შინა დამკჳდრებულ იყო ღმერთი, ცხორების მომცემელი, და მუნ იყო იაკობ, ძმაჲ
უფლისაჲ, და პეტრჱ, წინამძღუარი და მოხუცებული და თავი ღმრთისმეტყუელთაჲ»“ (გვ. 136-137). ამდენად,
წმინდა იოანე დამასკელის მიერ ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ჰომილიის წინაათონური
თარგმანი, მართალია, ეფრემისეულთან შედარებით პრიმიტიულ ფორმებს იყენებს, თუმცა ორ
შესატყვისს გვთავაზობს: „გუამი იგი, რომელსა შინა დამკჳდრებულ იყო ღმერთი“ და „ცხორების
მომცემელი“.
116PG. t. 4; col. 236 C.
117შევნიშნავთ, რომ საბინინის პუბლიკაციაში დაცული ხელნაწერის სათაური ავტორობას ბასილი

კესარიელს (წმინდა ბასილი დიდს) განუკუთვნებს (შდრ. „დღესა მიცუალებასა ყოვლადწმიდისა


ღმრთისმშობელისა, თქმული წმიდისა მამისა ჩუენისა ბასილი კესარიელისა, რაჟამს იგი აღვიდოდა ქუეყანით
ზეცად“), თუმცა აღნიშნული ცნობა მცდარია, რადგან არეოპაგეტულ შრომებსა და მათ ავტორად
წმინდა დიონისე ათენელს ვერანაირად ვერ დაასახელებდა კესარია-კაბადოკიელი
მღვდელთმთავარი. საქმე ისაა, რომ, ზემოთქმულისებრ, საყოველთაო გავრცელებას მხოლოდ
მეექვსე საუკუნეში ჰპოვებს წმინდა დიონისეს წერილობითი შემოქმედება. ამდენად, მეოთხე
საუკუნეში მოღვაწე კაპადოკიელი მამებისთვის უცნობი იყო ისინი. კვლავ დავიმოწმებთ დიდი
სჯულისკანონის მარგინალურ შენიშვნას: „ჟამთა დიდისა მის მამისათა (ე. ი. ღირსი ბასილის მოღვაწეობის
წლებში; ი. ო.) არღა გამოჩინებულ იყო ჯერეთ წიგნი წმიდისა დიონჳსისი“ (დიდი სჯულისკანონი, დასახ.
გამოცემა, გვ. 506). რაც შეეხება «საქართველოს სამოთხეში» გამოქვეყნებულ ტექსტს, ქართულ
ტრადიციაში წმინდა ბასილის სახელით ცნობილი ხსენებული ჰომილია ღირს ანდრია კრიტელს
ეკუთვნის, რის შესახებ შენიშვნა აქვს გაკეთებული ქალბატონ ციალა ქურციკიძეს თავის წიგნში:
„ბასილი კესარიელი, სწავლანი“. მოვიტანთ ამ შენიშვნის ტექსტს: `«მიცვალებისათÂს ღმრთისმშობელისა»
ბასილი დიდის კუთვნილებად იყო მიჩნეული. ეს თხზულება რომ ანდრია კრიტელს ეკუთვნის, ბერნარ უტიემ
მიგვითითა. შდრ. PG 97, გვ. 1072-1089“ (გვ. 11, სქ. N 25). შესაბამისად, ხსენებული წყარო ეკლესიის
მიერ ყოვლითურთ შეწყნარებულ სწავლებას გადმოგვცემს, რაც ღვთისმშობლის მიძინებასთან
დაკავშირებით საეკლესიო ლიტერატურაში დაცული სხვა მრავალი სწავლებითაც დასტურდება.
მაგალითად, ოქტომბრის მეტაფრასებში გამოქვეყნებული წმინდა დიონისეს ცხოვრების სათანადო
ადგილი სრულად თანხვდება მარადქალწული მარიამის მიძინების ანდრიასეულ ცნობას: „რაჟამს-იგი
ყოვლადწმინდაჲ სული ღმრთისმშობელისაჲ ჴორცთაგან განვიდოდა, ესეცა (წმინდა დიონისე; ი. ო.) მოციქულთა
თანა მიყვანებულ იქმნა ღრუბლისა მიერ და სულისა მსახურებად გუამსა მას დედოფლისასა“ (ოქტომბრის
მეტაფრასები, „წამებაჲ წმიდისა მღდელმოწამისა დიონისიოს არიოპაგელისა“, გვ. 39). კრეტელი
37
სხვათა შორის, ზემორე განხილვის საფუძველზე კიდევ ერთი არგუმენტის მოხმობა
შეიძლება, რითაც, ჩვენი აზრით, არეოპაგეტული კრებულის წარმომავლობის სიძველე
დასტურდება. საქმე ისაა, რომ ხსენებული ძეგლებიდან სამს, ზემოთქმულისებრ,
იდენტური დასათაურება აერთიანებს: „თანამღვდელ ტიმოთეს - მღვდელი დიონისე“ («T%=
sumpresbute/r% Timoqe% Dionu/sioj o( presbu/teroj»).119
როგორც ვნახეთ, ბერძნულ ტექსტში დამოწმებულია ტერმინი «presbu/teroj»
(«პრესვიტერი»), რომლის თანამედროვე ქართული თარგმანია «მღვდელი» (ძველი
ქართულით «ხუცესი»), და ის განეკუთვნება როგორც პავლე მოციქულის მოწაფე
ტიმოთეს, ასევე, თავად წმინდა დიონისეს. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ
არეოპაგეტული ძეგლების დაწერისას ორივე მათგანი მღვდელთმთავარი იყო, ხოლო

მღვდელთმთავრის მარიოლოგიის უტყუარობას ამოწმებს ჰომილეტიკური ძეგლების კრებულში


შესული წმინდა იოანე დამასკელის რამდენიმე ჰომილია: (1) „წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა
ჩუენისა იოანე მონაზონისა და ხუცისა დამასკელისაჲ, სიტყუჲ შესხმისაჲ დაძინებასა უმეტესად კურთხეულისა
წმიდისა ქალწულისა და ყოვლადუბიწოჲსა ღმრთისმშობელისა მარიამისა“ (ქართული ნათარგმნი
ჰომილეტიკური ძეგლები, III, გვ. 89-109); (2) კიდევ: „წმიდისა და ღმრთივგანბრძნობილისა მამისა ჩუენისა
იოანე მონაზონისა და ხუცისა დამასკელისაჲ, სიტყუჲ შესხმისაჲ დაძინებასა წმიდათა უზეშთაესისა დედოფლისა
ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადისქალწულისა მარიამისა“ (Ibid. გვ. 140-166); (3) კიდევ: „წმიდისა და
ღმრთივგანბრძნობილისა მამისა ჩუენისა იოანე მონაზონისა და ხუცისა დამასკელისაჲ, სიტყუჲ შესხმისაჲ
დაძინებასა ყოვლადდიდებულისა, წმიდათა უზეშთაესისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა“ (Ibid. გვ. 178-
88). წმინდა ანდრია კრეტელის მარიალოგიის ჭეშმარიტების დასტურია, ასევე, კლარჯულ
მრავალთავში დაცული ღვთისმშობლის მიძინების ოთხი საკითხავი. აი, შესაბამისი სათაურები: (1)
„ბეთლემს შემოკრებაჲ წმიდათა მოციქულთაჲ, ოდეს მიიცვალებოდა წმიდაჲ ღმრთისმშობელი“ (ძველი
ქართული მწერლობის ძეგლები XII1, კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და
გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბილისი, 1991, გვ. 410-413); (2) კიდევ:
„გარდაცვალებაჲ წმიდისა ღმრთისმშობელისაჲ. საკითხავი, თქუმული წმიდისა იოვანჱ ღმრთისმეტყუელისაჲ და
მახარებლისაჲ“ (Ibid. გვ. 413-420); (3) კიდევ: „საკითხავი საიდუმლოთა დაფარულთაგანი გარდაცვალებისათჳს
წმიდისა ღმრთისმშობელისა“ (Ibid. გვ. 420-423); (4) კიდევ: „საკითხავი წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ
გარდაცვალებისათჳს წმიდისა ღმრთისმშობელისაჲ“ (Ibid. გვ. 425-428). ობიექტურობისთვის შევნიშნავთ,
რომ კლარჯული მრავალთავიდან დამოწმებულ არც ერთ ტექსტში დიონისე არეოპაგელის შესახებ
ცნობა დაცული არაა, თუმცა აღნიშნული მოვლენა, ჩვენი თვალთახედვით, ლოგიკურად შეიძლება
აიხსნას. საქმე ისაა, რომ ღვთისმშობლის მიძინების მთხრობელთა მიზანი იყო, არსებით საკითხზე
გაემახვილებინათ ყურადღება - მარადქალწულის გარდაცვალება ეუწყებინათ მსმენელისთვის.
ამდენად, ცხადია, ხსენებულ აღწერილობაში მთავარი მოქმედი პირები უნდა ყოფილიყვნენ
წარმოჩენილი (მაცხოვარი, ღვთისმშობელი, მოციქულები). შესაბამისად, მსგავს ვითარებაში
ათენელი მღვდელთმთავრის (და, ასევე, სხვა მოღვაწეთა) მოუხსენებლობა, ვფიქრობთ, სრულიად
გასაგები ხდება.
118საკითხზე იმის შესახებ, რომ წმინდა ანდრია კრიტელი და ღირსი იოანე დამასკელი

ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ თავ-თავიანთ ჰომილიებში იყენებენ ერთსა და იმავე წყაროს,


კერძოდ, დიონისე არეოპაგელის თხზულების „საღმრთოთა სახელთათBს” მესამე თავის მეორე ქვეთავის
დასასრულ ნაწილს – დიონისეს ეპისტოლეს ეფესოს პირველი ეპისკოპოსის, ტიმოთეს, მიმართ - ნ.
მელიქიშვილი მსჯელობს წერილში: „წმ. ანდრია კრიტელის ღვთისმშობლის მიცვალებისადმი მიძღვნილი
სამი ჰომილიის წმ. ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი და მისი სტრუქტურა ბერძნულ წყაროსთან
მიმართებით“. წერილი იბეჭდება აკად. ზაზა ალექსიძისადმი მიძღვნილ ხელნაწერთა ეროვნული
ცენტრის კრებულში. ავტორმა საშუალება მოგვცა კრებულის გამოსვლამდე გავცნობოდით წერილს,
რისთვისაც მადლობას მოვახსენებთ მას (ი. ო.).
119შესაბამისი გვერდების მითითება იხილეთ ზემოთ.

38
ხსენბული ხარისხის განმსაზღვრელი ტერმინია e)pi/skopoj («ეპისკოპოსი») და არა
«presbu/teroj» («პრესვიტერი», «მღვდელი», «ხუცესი»).
მაშ, რატომ იყენებს დიონისე არეოპაგელი ტიმოთესა და საკუთარი იერარქიული
მდგომარეობის წარმოსაჩენად, ერთი შეხედვით, შეუფერებელ ტერმინოლოგიას?
წმინდა მაქსიმე აღმსარებლის შესაბამისი პასუხი მოვისმინოთ: „aRsaniSnia, რომ
მღვდლის სახელი (tou= presbute/rou o(/noma) ეპისკოპოსსაც ცხადყოფს, რადგან ეპისკოპოსიც
მღვდელი არის (presbu/tero/j e)sti kai\ o( e)pi/skopoj) და განცხადდა ეს «წმინდა მოციქულთა
საქმეებში», როდესაც ასიაში იქაურ ეკლესიებს განსწავლიდა წმინდა მოციქული პავლე“.120
წარმოდგენილ განმარტებაში წმინდა მაქსიმე «საქმე მოციქულთაზე» მიანიშნებს. აი,
შესაბამისი ადგილი: „ინება პავლე ეფესოჲსა თანაწარსლვაჲ, რაჲთა არა დაეყოვნოს მრავალ
ჟამ ასიას შინა, რამეთუ ისწრაფდა, უკუეთუმცა შესაძლებელ იყო მისა, დღისა მის მეერგასისა
ყოფად იერუსალჱმს. ხოლო მელიტონით მიავლინა ეფესოდ და მოუწოდა ხუცესთა ეკლესიისათა“;
შდრ. ბერძ. «kekr…kei g¦r Ð Paàloj parapleàsai t¾n ”Efeson, Ópwj m¾ gšnhtai aÙtù
cronotribÁsai ™n tÍ 'As…v, œspeuden g¦r e„ dunatÕn e‡h aÙtù t¾n ¹mšran tÁj penthkostÁj
genšsqai e„j `IerosÒluma. 'ApÕ d tÁj Mil»tou pšmyaj e„j ”Efeson metekalšsato toÝj
presbutšrouj tÁj ™kklhs…aj» (საქმ. 20. 16-17).
აღმსარებელი მამის თანახმად, ლუკა მახარებლი ხაზგასმულ ტერმინში
ეპისკოპოსებსაც მოიაზრებდა, რადგან, მართალია, ისინი სამღვდელო ხარისხზე მაღლა
დგანან იერარქიულად, თუმცა თავადაც, როგორც საიდუმლოთა აღმსრულებელნი,
მღვდლობის პატივს ფლობენ.
აქვე დავიმოწმებთ სამოციქულოს განმარტების შესაბამის ადგილს: „ხუცად (ე. ი.
პრესვიტერად, მღვდლად; ი. ო.) უწოდდიან მაშინ ჯერეთ ეპისკოპოსთაცა და ეპისკოპოს -
ხუცესთა, რამეთუ არღა მიეღო თჳსაგანი განრჩევაჲ სახელთა ამათ“.121
მოხმობილი წყაროს თანახმად, ქრისტიანული ეკლესიის ჩამოყალიბების ადრეულ
ეტაპზე ჯერ კიდევ არ არსებობდა მკაცრი ტერმინოლოგიური გამიჯნულობა და რიგ
შემთხვევაში პრესვიტერად (მღვდლად, ხუცესად) მოიხსენებდნენ ეპისკოპოსს, სხვა
შემთხვევაში კი პირუკუ ხდებოდა - ეპისკოპოსს უწოდებდნენ პრესვიტერს (მღვდელს,
ხუცესს). შესაბამისად, არეოპაგეტული ძეგლების სათაურებში დაცული მითითებები,
რომელთა მიხედვითაც მღვდელთმთავრის პატივის მქონე ავტორი საკუთარ თავს და
იმავე ხარისხში მყოფ ადრესატს «მღვდლად» («პრესვიტერად», «ხუცესად») მოიხსენიებს (და
არა «ეპისკოპოსად»), ხსენებული შრომების წარმომავლობის სიძველეზე, კერძოდ,
სამოციქულო ან მასთან ძალიან ახლოს მდგომ მოციქულებრივ მამათა ეპოქის საწყის
პერიოდზე მიანიშნებს, როდესაც არ იყო საბოლოოდ დიფერენცირებული საეკლესიო
ხარისხების განმსაზღვრელი სახელწოდებანი.

120PG.t. 4; col. 29 AB.


121განმარტება
სამოციქულოსი, გამოკრებული იოვანე ოქროპირისა და სხვა წმიდა მამათა
თხზულებებიდან, თარგმნილი ეფრემ მცირის (კარიჭის ძის) მიერ, I; ტექსტი გამოსაცემად მოამზადა
და წინასიტყვა დაურთო ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა; თბილისი, 2000, გვ. 260.
39
მსჯელობას განვაგრძობთ და ამჯერად წმინდა დიონისეს ცხოვრების ძველ ქართულ
თარგმანში დაცულ ერთ საგულისხმო ცნობას წარმოვადგენთ. აი, რას გვაუწყებს
ბიოგრაფი: „შემდგომად მოქცევისა იყო იგი ფილოსოფოს და აღმწერელ და გამომეტყუელ
ჯეროვანთა და განცხადებულ სწავლულებითა“.122
დამოწმებული წყაროს თანახმად, ქრისტიანად მონათლვის შემდგომ დიონისე
არეოპაგელს არა მხოლოდ ფილოსოფოსობა და მქადაგებლობა დაუწყია (შდრ.
„ფილოსოფოს და ... გამომეტყუელ ჯეროვანთა“), არამედ მთელი რიგი საღვთისმეტყველო
საკითხები წერილობითი სახითაც გადმოუცია (შდრ. „შემდგომად მოქცევისა იყო იგი ...
აღმწერელ ... ჯეროვანთა“). აღნიშნული უწყება კი, ზემორე განხილვის ფონზე, კიდევ
ერთ პატრისტიკულ ძეგლში დაცული მინიშნებაა, რომელიც არეოპაგეტული შრომების
ავტორობას წმინდა დიონისეს განუკუთვნებს.
შეიძლება ასეთი შეკითხვა დასვას ვინმემ: რა გვაძლევს ამგვარი განაცხადის საფუძველს,
მაშინ როდესაც წარმოდგენილ ცნობაში მხოლოდ ზოგადი შინაარსის მითითებაა ყოველგვარი
კონკრეტიკის გარეშე? საქმე ისაა, რომ, მართალია, მოხმობილ ციტატაში ჰაგიოგრაფი არ
ასახელებს ათენელი მოღვაწის მიერ დაწერილი შრომების სათაურებს, თუმცა იმავე
ცხოვრებაში შენიშნულია: „ესრეთ ასწავებდა და სამებისათჳს ღმრთისმეტყუელებდა [დიონისე].
ხოლო ზეცისა ძალთათჳს განცხადებულად აღსწერდა“ (Ibid. გვ. 39).
ამდენად, მარტვილი მღვდელთმთავარის მოწამეობრივი აღსასრულის შემცველი
ძველი ქართული თარგმანი ამჯერად სრულიად მკაფიოდ მიგვითითებს, რომ წმინდა
დიონისეს დაუწერია თეოლოგიური ტრაქტატი, რომელშიც ანგელოზური ძალების
შესახებ მოძღვრებაა გადმოცემული. აღნიშნული უწყება კი, თავისთავად ცხადია,
გულისხმობს ცნობილ ძეგლს სახელწოდებით „ზეცათა მღდელთმთავრობისათჳს“
(თანამედროვე ქართულით - „ციური იერაქიის შესახებ“),123 რითაც ხსენებული მოსაგრის
ჰაგიოგრაფი, არეოპეგეტული კორპუსის ავტორის ვინაობის განსაზღვრისას, სრულ
თანხმობაშია ზემომოხმობილი წყაროების შესაბამის ცნობებთან.
მორიგ ჯერზე ეკლესიის დიდი მამის, წმინდა გრიგოლ პალამას შესაბამის
მითითებას წარმოვადგენთ, რომელშიც გარკვევითაა ნაჩვენები, თუ ვის განუკუთვნებდა
ხსენებული მოსაგრე არეოპაგეტული ძეგლების ავტორობას. დასამოწმებელი წყარო
განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ღირსი გრიგოლი, ზემოჩამოთვლილი
ავტორებისგან განსხვავებით, ყველაზე გვიანდელი ეპოქის მოძღვარია (XIII-XIV სს.) და,
შესაბამისად, მის შემოქმედებაში დაცული სათანადო ცნობა, წინამდებარე
პუბლიაკაციაში განხილულ საკითხთან დაკავშირებით, ერთი მხრივ, მისი დროის
ეკლესიის ხედვას წარმოაჩენს, ხოლო მეორე მხრივ, არეოპაგეტული კრებულის ავტორის
განმსაზღვრელი წინარე რამდენიმე საუკუნის შემაჯამებელი განჩინებაა. კერძოდ,
თაბორის მთაზე მაცხოვრის ფერისცვალებისას მოციქულთა მიერ განჭვრეტილი

122ოქტომბრის
მეტაფრასები, „წამებაჲ წმიდის მღდელმოწამისა დიონისიოს არიოპაგელისა“, გვ. 39.
123იმავდროულად,
შესაძლოა, იგულისხმებოდეს ათენელი მღვდელთმთავრის დაკარგული შრომა
„ანგელოზური თვისებებისა და დასების შესახებ“.
40
ნათლისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ შრომაში ვკითხულობთ: „ასევე [განვისწავლებით]
ჩვენც, ვისმენთ რა დიდი დიონისეს მიერ გაიოსისადმი მეორე ეპისტოლეში თქმულს
(tou= mega/lou Dionnusi/ou le/gontoj a)kou/ontej, e)n t$= deu/ter# pro\j Ga/i+on e)pistol$=), რომ
«ღვთის ღმერთმყოფელი საბოძვარია ღმერთობა, ღმერთმთავრობა, კეთილმთავრობა, და გვჯერა,
რომ ამ მადლის მბოძებელი ღმერთი ამ ღმერთობაზე უზემოესია. რამეთუ ღმერთი არ განიცდის
მრავალგვარობას (poluplasiasmo\n), არცთუ ორად იტყვის ვინმე ამ წესით ღმრთეებას»“.124
როგორც დამოწმებული წყარო ცხადყოფს, წმინდა დიონისეს მიერ გაიოსისადმი
მიწერილი ოთხი ეპისტოლედან ღირსი გრიგოლ პალამა რიგით მეორე წერილს
ასახელებს, რომელიც არეოპაგეტული კრებულის განუყოფელი ნაწილია,125 და
ავტორობას, ყოველგვარი დაეჭვების გარეშე, ეკლესიის დიდ მოძღვარს, დიონისე
ათენელს განუკუთვნებს, რითაც წინამდებარე პუბლიკაციაში განხილულ საკითხთან
დაკავშირებით საკუთრივ საეკლესიო წიაღში საუკუნეების განმავლობაში უცვლელად
დამკვიდრებულ შეფასებას წარმოგვიდგენს.126
მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე პუბლიკაციაში დამოწმებული
პატრისტიკული ლიტერატურა განხილული საკითხის შესახებ მხოლოდ ერთი
დასკვნის შესაძლებლობას იძლევა, სტატიის დასასრულს ყველაზე არსებითი და
წონადი არგუმენტის გაანალიზებას შევუდგებით. საქმე ისაა, რომ წმინდა დიონისე
ათენელის სახელი და მისი შრომის შესაბამისი ნაწილი დამოწმებულია მეშვიდე
მსოფლიო საეკლესიო კრების მეორე კანონში. აი, შესაბამისი ადგილი: „ყოველი, რომელი
ხარისხსა ზედა ეპისკოპოსობისასა ჴელთდასხმად მოიყვანებოდის, უწყნისმცა ფსალმუნნი დავითისნი,
რაჲთა ესრეთვე ემცნებოდის მის მიერ ყოველსა მწყობრსა ეკლესიისა მისისა მოყუასთასა ამას
შინა მსგავსებაჲ მისი. ხოლო გამოწულილვით გამოიკითხვებოდედ ჴელთდამსხმელისა მისისა
მიტროპოლიტისაგან, უკუეთუ გულსმოდგინე არს გამოძიებით და არა თანაწარვლით კითხვად
საღმრთოთა კანონთა, წმიდასა სახარებასა, წიგნსა საღმრთოჲსა მოციქულისასა და ყოველსა
საღმრთოსა წიგნსა და საღმრთოთა მცნებათაებრ იქცევის და ასწავებს მისდა რწმუნებადსა მას
ერსა, რამეთუ არსება მღდელთმთავრობისა ჩუენისა არიან ღმრთივ მოცემულნი
სიტყუანი, რომელ არს საღმრთოთა წერილთა ჭეშმარიტი ხელოვნებაჲ, ვითარ-იგი განაჩინა
დიდმან დიონჳსიოს“.127

124ჟურნალი „გზა სამეუფო“, N 1(4), წმინდა გრიგოლ პალამა, „წმინდა მთის ტომოსი მემყუდროეთა
შესახებ“, ძველი ბერძნულიდან თარგმნა და კომეტარები დაურთო ედიშერ ჭელიძემ, თბილისი, 1996,
გვ. 6. შდრ. ბერძ. PG. t. 150; col. 1228 D.
125იხ. პეტრე იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი), „ებისტოლე ბ: «მისსა მიმართვე»“, გვ. 233-234.

126წმინდა გრიგოლ პალამას საღვთსიმეტყველო ტრაქტატებში არეოპაგეტულ კრებულზე


მითითების რამდენიმე ათეული შემთხვევა გვხვდება და ყველა მათგანში ანალოგიური სურათია.
127დიდი სჯულისკანონი, დასახ. გამოცემა, გვ. 419-420. აქვე დავიმოწმებთ თანამედროვე ქართულ

ტექსტს: „ყველამ, ვინც უნდა მიიღოს ხელდასხმა ეპისკოპოსის ხარისხში, უნდა იცოდეს დავითის ფსალმუნი,
რათა მისგან ისწავლოს იგი სასულიერო პირთა მთელმა დასმა. ხელდამსხმელმა მიტროპოლიტმა დაწვრილებით
უნდა გამოიკითხოს, გამოიჩენს თუ არა ხელდასხმადი გულმოდგინებას სწავლაში და ისწავლის თუ არა საღვთო
კანონების, წმინდა სახარების, საღვთო მოციქულთა წიგნის, ყველა საღვთო წიგნის კითხვას არა ზერელედ,
არამედ დაკვირვებით. იგი უნდა მოიქცეს საღვთო მცნებების თანახმად და ეს მცნებები უნდა ასწავლოს მისთვის
რწმუნებულ ერს, ვინაიდან ჩვენი მღვდელმთავრობის არსს წარმოადგენენ ღვთივ მოცემული
41
ეკლესიის მიერ უცდომელობით აღსაარებული მსოფლიო კრების განჩინების
ხაზგასმული ნაწილი დაცულია არეოპაგეტულ კორპუსში, კერძოდ, წიგნში
სახელწოდებით „საეკლესიოჲსა მღდელთმთავრობისათჳს“.
მეტი თვალსაჩინოებისთვის ორივე წყაროს პარალელური სახით წარმოვადგენთ.
დიდი სჯულისკანონი: „არსება მღდელთმთავრობისა ჩუენისა არიან ღმრთივ
მოცემულნი სიტყუანი“ (Ibid. გვ. 420).
წმ. დიონისე არეოპაგელი: „არსება ჩუენისა მღდელთმთავრობისა არს ღმრთივ
მოცემულები სიტყუები“.128
მკითხველს შევახსენებთ, რომ დიდი სჯულისკანონი ღირსი არსენ იყალთოელის
მიერ არის თარგმნილი, ხოლო არეოპაგეტული ძეგლების ქართული ტექსტი წმინდა
ეფრემ მცირის შემოქმედებაა. ამდენად, მოხმობილი წინადადებების აბსოლუტური
შინაარსობრივი იდენტურობა (და მხოლოდ ნიუანსური განსხვავებები, რაც ორი
მთარგმნელის კვალობაზე სრულიად ბუნებრივია), უმკაფიოესად ასაჩინოებს, თუ ვის
მიიჩნევდა მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ხმობილი სამას სამოცდაშვიდი
მღვდელთმთავარი არეოპაგეტული კრებულის ავტორად.
მსოფლიო კრებების უცდომელობა ეკლესიის წიაღში საყოველთაოდ აღიარებული
ჭეშმარიტებაა, რასაც, ვფიქრობთ, შესაბამისი წყაროების დამოწმება არ სჭირდება,
თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, ნომოკანონის ქართული თარგმანის
დამასრულებელი რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერიდან წარმოვადგენთ ერთ
კონკრეტულ ადგილს, რომელიც სრულიად გარკვევით გვაუწყებს, თუ როგორი
დამოკიდებულება უნდა იქონიოს ზემოხსენებული დიდი სჯულისკანონისა და მასში
გადმოცემული განჩინებების (მათში დაცული უწყება-მოვლენების) მიმართ ყოველმა
ქრისტიანმა: „ესე არიან შეკრებანი წმიდათა და საეკლესიოთა კანონთანი დაბეჭდულნი და
დამარხულნი თჳნიერ ყოვლისა შემატებისა და მოკლებისა და ამათი მეცნიერებაჲ და
შედგომაჲ და მტკიცედ პყრობაჲ უჴმს ყოველთა წინამძღუართა ქრისტეანობითისა
მადიდებლობისათა მღდელთმთავართა და მღდელთა და დიაკონთა და ჩუენ შორის მოძღურად
სახელდებულთა მათცა მონაზონთა და ერთბამად ყოველსა სავსებასა მართლმადიდებელთა
ეკლესიისასა“.129
შესაბამისად, ყველა ზემოჩამოთვლილი ეკლესიის მოძღვარი და პატრისტიკული
წყარო: წმ. დიონისე (დიდი) ალექსანდრიელი - III ს., პამფილე იერუსალიმელი - VI ს., წმ.

სიტყვები ანუ საღვთო წერილის ჭეშმარიტი ცოდნა, როგორც განაჩინა დიდმა დიონისემ“ (დიდი
სჯულისკანონი, ახალქართული ვერსია მოამზადეს მანანა დოლაქიძემ და გულნარა ნინუამ,
თბილისი, 2009, გვ. 286).
128პეტრე იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი), შრომები, დასახ. გამოცემა, გვ. 158; სრული

ციტატა: „არსება ჩუენისა მღდელთმთავრობისა არს ღმრთივ მოცემულები სიტყვები, ხოლო სამსახურებელად
სიტყუებად მათ ვიტყჳთ, რაოდენი საღმრთოთა მათ ჩუენთა მღდელთ სრულმყოფელთაგან მონიჭებულ არს
ჩუენდა წმინდათ-წერილებითთა და ღმრთისმეტყულებითთა წიგნთა შინა“ (Ibid. გვ. 158-159).
129დიდი სჯულისკანონი, დასახ. გამოცემა, გვ. 547; აქვე დავიმოწმებთ საკუთრივ მეშვიდე კრების

შესახებ რუის-ურბნისის ძეგლისწერაში დაცულ ცნობას: „ხოლო წმიდასა და მეშჳდესა წმიდათა


ხატთათჳს შეკრებულსა მსოფლიოსა კრებასა განუწესებიან კანონნი რიცხჳთ სამნი ოდენ“ (Ibid. გვ. 547).
42
მაქსიმე აღმსარებელი - VI-VII სს., წმ. ანასტასი სინელი - VII ს., წმ. გერმანე
კონსტანტინოპოლელი VII-VIII სს., წმ. იოანე დამასკელი - VII-VIII სს., წმ. ექვთიმე ათონელი
(X-XI სს.), წმ. გიორგი ათონელის მიერ თარგმნილი «დიდი სჳნაქსარი» - XI ს., წმ. ეფრემ
მცირე - XI ს., რიგი ჰაგიოგრაფიული შრომების აღმწერელნი (ოქტომბრის მეტაფრასებში
დაცული წმინდა დიონისე ათენელის მარტვილობისა და კიმენით შემონახული წმინდა მაქსიმე
აღმსარებლის ცხოვრების ბიოგრაფები, სექტემბრის მეტაფრასებში შესული იოანე ღვთისმეტყველის
ცხოვრების ავტორი), «დიდი სჯულისკანონი“, წმინდა გრიგოლ პალამა - XIII-XIV სს., და
მეშვიდო მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დამსწრე 367 მღვდელთმთავარი - VIII ს., ერთხმად,
ერთსულოვნად, უპირობოდ და უთუოდ განაჩინებენ, რომ არეოპაგეტული
ძეგლების ავტორი სწორედ და მხოლოდ ათენის ეკლესიის
სახელგანთქმული მღვდელთმთავარი, პავლე მოციქულის
მიერ მოქცეული, პირველ-მეორე საუკუნეებში მოღვაწე
წმინდა დიონისე არეოპაგელია.

43

You might also like