You are on page 1of 22

მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი

ადამიანის სულისა და მასში არსებული


ენერგიების შესახებ
(მამა იოანე რომანიდისის
აუდიო საუბრების მიხედვით)

თბილისი 2019
მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი და მამა იოანე რომანიდისი (ხელმარჯვნივ).
ვანკუერი, კანადა, 1995 წ.
მოაზროვნეობითი და გონისმიერი ენერგია (მოქმედება)

განღმრთობილმა მამებმა თავიანთი გამოცდილებით უწყიან, რომ სული


მოაზროვნე (λογική) და გონისმიერია (νοερά). ამას აღწერს წმ. იოანე დამასკელი,
ასევე, ნათლად ვხედავთ მაქსიმე აღმსარებლის, გრიგოლ პალამასა და სხვათა
შემოქმედებაში. მაშასადამე, ისინი თავიანთ გულებში შეიგრძნობდნენ რამ
ენერგიას, რომელსაც უწოდეს „გონება“ (νοῦν) და, რომ მადლისმიერი ასკეზით
შესაძლებელია მისი განსხვავება (გამიჯვნა) აზროვნებისაგან, რომელსაც უწოდეს
„აზრი“ (λόγο).

რადგანაც გონება გულში (ე. წ. სულიერ გულში) მოქმედებს, ამიტომ


ტერმინები „გონება“ (νοῦς) და „გული“ (καρδιά) ერთიმეორეს ენაცვლება. ზოგჯერ
„გონება და „აზროვნება“ განირჩევა ერთმანეთისაგან, ზოგჯერ კი - „გული“ და
„აზროვნება“.

„ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა და ეკლესიის მამათა მიხედვით


ადამიანის სულიერი ცხოვრების ცენტრი გულია, ხოლო სააზროვნო ცენტრი -
თავის ტვინი (ἐγκέφαλος).
აქედან, ერთს ეწოდება აზროვნება (განსჯა - διάνοια) და აზრი (λόγος),
მეორეს - გული ან პნევმა (πνεῦμα). ამიტომ, პავლე მოციქულის სიტყვებს, რომ:
„თავად სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილნი ვართ“ (რომ. 8: 15), -
თავისებური განმარტება სჭირდება, რომელიც წარმოადგენს ცოდვისა და
თავისუფლების შესახებ მართლმადიდებლური სწავლების გასაღებს“ 1.
მოციქულები და მამები ამ თემაზეც თავიანთი პიროვნული
გამოცდილებიდან საუბრობდნენ და არა - ლოგიკაზე დაყრდნობით; ისინი
თავიანთ გულებში სიმხურვალეს შეიგრძნობდნენ, და იცოდნენ, რომ ყურადღება
და ლოცვა სწორედ იქაა.

„ყოველივეს მიუხედავად, გონება (νοῦς) არაა ადამიანური ბუნების ერთ-


ერთი შემადგენელი ნაწილი, განცალკევებული გრძნობისმიერი და მოაზროვნე

1
წინამდებარე თარგმანში ბრჭყალებში („“) ჩასმული და დახრილი შრიფტით წარმოდგენილი
ციტატები უშუალოდ მამა იოანე რომანიდისს ეკუთვნის.
სულისაგან. გონება, ისე, როგორც აზროვნება (λόγος/ λογικό), სულის ერთ-ერთი
ენერგიაა (მოქმედება - ἐνέργεια)2.
ეს განსხვავება არა მეტაფიზიკური3 ხედვის, არამედ სულიერი
გამოცდილების გაცნობიერების შედეგია, ფაქტისა, რომ მოღვაწე - განათლებული
ან განღმრთობილი - ღმერთთან და ადამიანებთან ერთდროულად, მთელი
შეგნებით ურთიერთობს; თავისი სიყვარულით, ნებითა და აწ უკვე განწმენდილი
(სახეცვლილი, მთარგ.) ვნებებით ორი მიმართულებით - ღმერთისა და მოყვასისკენ
მიილტვის, და ზოგადად, მთელი ქმნილებისაკენ“.
გონისმიერი და მოაზროვნეობითი ენერგიის ეს საკითხი გამოწვლილვით
იქნება განხილული.

ყოველ უქმნელსა და ქმნილ არსს თავისი ენერგია (მოქმედება) აქვს, იმ


განსხვავებით, რომ უქმნელის ენერგია შეუქმნელია, ქმნილის კი - შექმნილი.
ამრიგად, სულსაც, როგორც ღვთის ქმნილებას, აქვს ენერგია; თუმცა მისი
მოქმედების რაგვარობის შესაბამისად, სხვადასხვა სახელს იღებს. აი, აქედან
გამომდინარე, უკვე სულის ენერგიებზე ვსაუბრობთ.

წმინდა მოძღვრებმა გონისმიერი და მოაზროვნეობითი ენერგია


ურთიერთისგან განაცალკევეს.

„მამებმა იცოდნენ, რომ არსებობს ორგანო, რომელიც არა [გარედან]


დამატებული რამ, არამედ ადამიანური პიროვნების ერთ-ერთი შემადგენელი
ნაწილია, რომელსაც გონისმიერი ენერგია უწოდეს, საპირისპიროდ -
მოაზროვნეობითი ენერგიისა.
მოაზროვნეობითი ენერგიაა ის, რასაც დღეს აზროვნების უნარს ვუწოდებთ,
ანუ ადმიანის მთელი ნევროლოგიურ-მეხსიერებითი სისტემა, რომლის ცენტრიც

2
წმ. იოანე დამასკელი აღნიშნავს: “სული არის ცოცხალი არსება, მარტივი, უსხეულო, თავისი
ბუნებით სხეულებრივ თვალთაგან უხილავი, უკვდავი, მოაზროვნე და გონისმიერი, უსახო,
ორგანული სხეულით მოსარგებლე და მისთვის სიცოცხლის, ზრდის, გრძნობისა და შობადობის
მიმნიჭებელი, რომელსაც გონება აქვს, არა, როგორც საკუთარი თავისაგან განსხვავებული რამ,
არამედ - როგორც თავისივე უწმინდესი ნაწილი, რადგან, როგორც თვალია სხეულში, ისევეა -
გონება სულში...“. (ΗΩΑΝΝΗΣ ΔΑΜΑΣΚΙΝΟΣ, ΕΚΔΟΣΙΣ ΑΚΡΙΒΗΣ ΤΗΣ ΟΡΘΟΔΟΞΟΥ
ΠΙΣΤΕΩΣ, ΔΟΓΜΑΤΙΚΑ Α, Ε.Π.Ε., ΘΕΣΣΑΛΟΝΙΚΗ 1976: 212). აგრეთვე, ნისიის დიდებული
ეპისკოპოსი გრიგოლი გვამცნობს:
3
მეტაფიზიკა წარმოადგენს შემეცნების მეთოდს, რომელიც დიალექტიკისაგან განსხვავებით,
მოვლენებს განიხილავს ერთმანეთისგან მოწყვეტით, დამოუკიდებლად, როგორც ერთხელ და
სამუდამოდ მოცემულთ, უარყოფს საგნებსა და მოვლენების შინაგან წინააღმდეგობას. ტერმინი
„მეტაფიზიკა“ აღმოცენდა I ს. ძვ. წ., როგორც არისტოტელეს ფილოსოფიური მემკვიდრეობის
ნაწილის აღმნიშვნელი და სიტყვა-სიტყვით ნიშნავს - „მას, რაც ფიზიკის შემდეგ მოდის“. თვით
არისტოტელე, თავისი ფილოსოფიური მოძღვრების ამ, მისი რწმენით, უმნიშვნელოვანეს
განყოფილებას „პირველ ფილოსოფიას“ უწოდებდა, რ-იც თითქოს იკვლევს უმაღლეს, გრძნობის
ორგანოებისათვის მიუწვდომელ, მხოლოდ გონებაჭვრეტით მისაწვდომ და ყოველი
არსებულისათვის უცვლელ საწყისებს, აუცილებელს ყველა მეცნიერებისათვის (იხ. ვრცლად:
ფილოსოფიური ლექსიკონი, გამომც., „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 361-362 გვ.).
თავის ტვინია. აზროვნებისაგან განსხვავებულ ენერგიას „გონისმიერი“ უწოდეს,
რომელიც წესით გულში უნდა მყოფებოდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში არაა იქ, თუკი
მართებულად არ ფუნქციონირებს“.
მაშ, საუბარია სულის ორ პარალელურ მოქმედებაზე.

„არსებობს ადამიანის ორი თანადროული მოქმედება - აზროვნებითი და


გონისმიერი. ესა თუ ის ადამიანი თავისი მოაზროვნეობით შესაძლოა
ერუდირებული და ცნობილი თეოლოგი იყოს, მაგრამ გონებით - ბრმა; მისი გონება
სიბნელეში მყოფობდეს. მეორე მხრივ, მავანი ამქვეყნიური გაგებით შეიძლება
სრულიად უსწავლელი იყოს, მაგრამ განათლებული გონება (φωτισμένο νοῦ)
ჰქონდეს და იცოდეს თუ როგორ გაანათლოს სხვა ადამიანებიც, ესე იგი, უწყოდეს
როგორ უწინამძღვროს სხვათაც განწმენდიდან განათლებამდე [მავალ გზაზე].
და ვინ არის „განათლებული“? - ის, ვინც ნაკითხია და გულის განათლებაზე
წარმოდგენაც არ აქვს, თუ ის, ვინც გულთ განათლებულია და იცის სხვა
ადამიანებსაც როგორ წარუძღვეს ამ მდგომარეობამდე?! ამის გათვალისწინებით,
მართლმადიდებლობაში საკვირველ მოვლენას ვაწყდებით, ხშირ შემთხვევაში
მეტად განათლებულნი არიან ისინი, რომელთაც თეოლოგია უნივერსიტეტებში არ
უსწავლიათ. ამრიგად, გვაქვს ორი ფენომენი: ერთი მხრივ, ვინც აზროვნებით
უსწავლელია და გონებით განათლებული, მეორე მხრივ, ის, ვინც განათლებულია
(ნაკითხია, მთარგ.) აზროვნებით და დაბნელებული გონებით.
არსებობს სხვა მაგალითებიც, როცა ადამიანი აზრითაც და გონითაც
განათლებულია. ამ ჰარმონიას ვხვდებით ეკლესიის მამებში. [მაგალითად], გვყავს
მარტოოდენ გონებით განათლებული, უმაღლეს სულიერ საფეხურზე მყოფი
ასკეტები; მათი ნაწერები სულიერი ცხოვრების შესახებ გენიალურია, თუმცა ისეთი
სახის თხზულებები არ დაუტოვებიათ, როგორიცაა, მაგ.: ბასილი დიდის და
გრიგოლ ნისელის, რომელნიც ამქვეყნიურ განათლებასაც ფლობდნენ. ასევე,
სხვაგვარი მაგალითიც ვიცით, როცა ვინმე გულითაც ბრმაა და აზროვნებითაც
უგუნური (სულელი)“.
ღმერთშემოსილი მოძღვრები სულის ამ გონისმიერი ენერგიის კვლევით
არიან დაკავებულნი, რაც უცნობია ფსიქიატრებისათვის; ისინი მას ლოგიკასთან
(აზროვნებასთან) აიგივებენ.

„ვინაიდან მამებისათვის განათლების მდგომარეობის შედეგები (ნაყოფები)


ცნობილი იყო, მათ ეს შედეგები გამოიძიეს ისე, როგორც ამას ფსიქიატრები
აკეთებენ პიროვნების მიმართ. მაგრამ მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ
თანამედროვე ფსიქოლოგებმა და ფსიქიატრებმა არ უწყიან ადამიანის გონისმიერი
ენერგიის არსებობის შესახებ. (მაგ. ინდუისტებმა იციან მის შესახებ, მათთვის
აზროვნებასა და გონებას შორის სხვაობა უცნობი არაა, და ამ თემის ირგვლივ
გარკვეულწილად მოღვაწეობენ).
ეს ნიშნავს, რომ მართლმადიდებელი ეკლესის მამები ერთგვარი სულიერი
ფსიქიატრები (მკურნალები) არიან. და რას იკვლევენ ისინი - ფანტაზიებს თუ
სინამდვილეს? როცა ადამიანი გონისიმიერ ლოცვას ფლობს, ეს რაზე მიუთითებს -
წარმოსახვაზე თუ სინამდვილეზე? თუ ეს რეალობაა, მაშინ მართლმადიდებლობა
ჭეშმარიტია... ხოლო თუკი გონისმიერი ლოცვა არარსებულია, მაშინ თავად
მართლმადიდებლობაც ზმანება ყოფილა“.

მოაზროვნეობითი ენერგია (λογικῆ ἐνέργεια) ფუნქციონირებს ლოგიკაში


(განსჯა - διάνοια), ხოლო გონისმიერი ენერგია (νοερά ἐνέργεια) - განახლებული
ადამიანის გულში. ეკლესიის სწავლებით, „გონება სულის ის ენერგიაა, რომელიც
აზროვნებასთან არ იგივდება, არამედ გულში მკვიდრობს“.
„გულშია გონების ბუნებრივი ადგილსამყოფელი და არა - აზროვნებაში,
ვინაიდან გონება აზროვნება არაა. იგი არც მლოცველ გულის კუნთს წარმოადგენს,
არამედ მასში (გულში, მთარგ.) მლოცველი თავად გონისმიერი ენერგიაა“.
„პატერიკული ტრადიციის მიხედვით ეს ენერგია პიროვნების ბუნებრივი
მახასიათებელია და გულის არეში უნდა მოქმედებდეს. როდესაც გონიერი ენერგია
კანონზომიერად, ე. ი. მართებულად ფუნქციონირებს, მაშინ იგი გულში მყოფობს.
განსჯა არის თავის ტვინში და ეს მამათა მიხედვით აზროვნებაა (ლოგიკა)“.
ამრიგად, აზროვნება არც სხეულის და არც თავის ტვინის ენერგია არაა,
არამედ - სულის (ψυχῆς). ტვინი ესაა ორგანო, რომელიც სულის აზროვნებით
ენერგიას იწყნარებს (იკუთვნებს), მაგრამ თავად არ აწარმოებს მას... გამომდინარე
იქიდან, რომ სული არათუ [პლატონისეული] დაუბადებელი იდეების სამყაროს
განეკუთვნება, არამედ - ღვთის ქმნილებას, ამიტომ ეს (შექმნილობა, მთარგ.)
აზროვნებით ენერგიასაც მიემართება. დასავლეთში განვითარდა თეორია, რომლის
მიხედვითაც, ადამიანში არსებული ლოგიკა უნივთო აზრების არსებობის
მტკიცებულებაა. ეს იმიტომ, რომ მათ სულის ბუნებითი უკვდავობის სჯეროდათ.

„დასავლეთში ღმერთის არსებობის მტკიცებულება დაუკავშირეს ადამიანის


მიერ უნივთო საგნების, ანუ აზრების (σκέψεις) შემეცნებას. მათი მიხედვით აზრი
არამატერიალურია, ვინაიდან (როგორც ძველებს სწამდათ) ადამიანი სხვა ქმნილი
არსებებისგან სწორედ მოაზროვნეობითი უნარით სხვაობს, რაც არც ცხოველებს და
არც მცენარეებს არ გააჩნიათ. მხოლოდ ადამიანს ძალუძს ლოგიკურად განსჯა,
რადგან აზროვნება არამატერიალურია.
მაშასადამე, ვინაიდან არსებობს ადამიანური აზრები, უნდა იყოს ერთი
უმაღლესი აზრიც (λόγος), რომელიც სხვა ყველას შემოკრებდა... აქედან კი
მივდივართ უნივთო აზრთა არსებობის სწავლებამდე, რომლებიც შეიძლება
მრავლად იყოს (ამ შემთხვევაში მრავალღმერთიანობას ვაწყდებით), ან ერთი (ამ
შემთხვევაში ერთღმერთიანობაზე ვსაუბრობთ). პლატონიც, არისტოტელეც და
ყველა ანტიკური ხანის ელინი ფილოსოფოსი პოლითეისტი იყო - მრავალი
ღმერთის მორწმუნე“.
ამრიგად, მოაზროვნეობითი ენერგია არ მიეკუთვნება იდეების შეუქმნელ
სამყაროს.

„ფრანკებს, ავგუსტინეს გავლენით, სულის მატერიალურობის შესახებ


სწავლება ერესად მიაჩნიათ“.
„პატერიკული თეოლოგიის თანახმად ადამიანის აზროვნება ქმნილ
სამყაროს მიეკუთვნება, იგი შემოსაზღვრულია და მისით ღმერთის შემეცნება
შეუძლებელია“.

აზრი და გონება (λόγος καί νοῦς)

ეკლესიის მამებმა თავიანთ თხზულებებში მოაზროვნეობით ენერგიას


უწოდეს „აზრი“ (λόγο), ხოლო გონისმიერ ენერგიას - „გონება“ (νοῦ). ასე რომ, ამ
ტერმინებს მრავალ ნაშრომში ვხედავთ“.

„მამათა თხზულებების კითხვისას, უმთავრესად კი ალექსანდრიელებისა -


დაწყებული მაკარი ეგვიპტელის (IV ს.) ეპოქიდან (ასევე, ფსევდო დიონისე
არეოპაგელის) - ხშირად ვხვდებით „აზრისა“ და „გონების“ შესახებ საუბარს“.

რა თქმა უნდა, ტერმინი „გონება“ (νοῦς) ეტიმოლოგიურად ენათესავება


სიტყვას „განსჯა“ (διάνοια) და ეს ორივე, მნიშვნელობის თვალსაზრისით, თითქმის
უიგივდება ერთმანეთს. თუმცა წმინდა მამებმა გონება და აზრი (განსჯა)
ერთიმეორესაგან გამიჯნეს, რათა თავიანთი სულიწმინდისეული გამოცდილება
გადმოეცათ.

„ნეოელინურ ფილოსოფიაში აზრი და გონება ერთმანეთთან იგივდება.


ამიტომ, როცა ვამბობთ „მოაზროვნეობით ენერგიას“ ანდა „გონისმიერ ენერგიას“,
ბევრს, მამათა თხზულებების მკითხველს, ისინი ერთი და იგივე რამედ მიაჩნია“.
აგრეთვე, ეს აღრევა მღვიძარე მამათა ტექსტების სხვა ენებზე თარგმნის
დროსაც ხდება, სადაც გონებას განსჯასთან (აზროვნებასთან) აიგივებენ.

„დღეს მომიტანეს ფილოკალიის (მშვენიერებათმოყვარეობა) ერთ-ერთი


ინგლისურენოვანი თარგმანი, რომელსაც უკანა მხარეს ტერმინოლოგიის საძიებოც
აქვს დართული (თუ რას გულისხმობს ესა თუ ის ტერმინი). მასში წერია ტერმინი
„გონებაც“ (νοῦς) და გაიგივებულია განსჯასთან (ლოგიკა - διάνοια) მაშინ, როცა
მამებისათვის ეს ორი ერთსა და იმავეს არ ნიშნავს“.
აღნიშნული იქიდანაც ჩანს რომ, როდესაც ისინი გონების გულში ჩაშვებაზე
საუბრობენ, აქ აზროვნების ან თავის ტვინის ჩაყვანას არ გულისხმობენ (რაც
შეუძლებელია), არამედ - გონისმიერი ენერგიის, რომელიც მოაზროვნეობითი
ენერგიისაგან განსხვავდება.

„არ ვიცი როგორ შეიცვალა გონებასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია,


მაგრამ მამებმა, რათა ელინისტური სამყაროსათვის გაეგებინებინათ, რომ
გონისმიერი ლოცვა არ არის გრძნობისმიერი რამ, აიღეს ეს სინონიმური სიტყვები
და ერთიმეორესაგან გამიჯნეს; ამიერიდან „აზრს“ უწოდეს ლოგიკა, ხოლო
„გონებას“ - გონისმიერი ენერგია“.
სიტყვა გონება გამოიყენება ანგელოზებთან მიმართებითაც, რომელთაც
„გონებანი“ (νόες) ეწოდებათ. [...]

„როგორც ცნობილია, აპოლინარი ქრისტეში უარყოფდა არა ადამიანურ


ლოგიკას (აზროვნებას), არამედ - გონებას. ამბობდა, რომ ქრისტემ მოაზროვნე
სული (ψυχή λογική) მიიღო, მაგრამ გონების ადგილი „აზრმა“ (სიტყვა - ὁ Λόγος)
დაიკავა, რაც არიოზის სწავლებას წარმოადგენს. მაშ, ერეტიკოსებთან ამგვარ
ანთროპოლოგას ვხვდებით“.
გარდა ტერმინოლოგიური სხვაობისა, მამებმა თითოეული მათგანის
ფუნქციაც წარმოგვიჩინეს. სხვა რამეა გონების სქმე და სხვა - აზროვნების (λογικῆς).

ამასთანავე, ძველ აღთქმაში საუბარია გულის (καρδιά) შესახებ, რასაც პავლე


მოციქულიც და პირველქრისტიანი მოძღვრებიც იყენებენ.

„ძველი აღთქმის ებრაელებისათვის არსებობს გული. იგი უფრო მეტად


ბიოლოგიური მნიშვნელობის მატარებელია. აი, მამებისათვის არსებობს გული და
გონებრივი თვალები - განსჯა (διάνοια) და გონება (νοῦς), როგორც სვიმეონ ახალი
ღვთისმეტყველი ამბობს. განსჯა არის აზროვნება (ლოგიკა), ხოლო გონება - ის, რაც
ლოცულობს. თუმცა ამ ორივეს ეწოდება „გონებრივი თვალები“ (νοερά όμματα) ან
სულის „გონისმიერი ენერგიები“ (νοερές ἐνέργειες)“.
„პავლე მოციქული მიჰყვება ძველ ტერმინოლოგიას, სადაც აზრი და გონება
ერთმანეთისაგან არ განირჩევა, საპირისპიროდ, დიონისე არეოპაგელისა და სხვა
მამებისა. არც კაბადოკიელებთან ვხვდებით ამ ორ ტერმინს შორის სხვაობას; ისინი
მუდამ „გონებაზე“ საუბრობენ“.
„პატერიკულ ტრადიციაში აზრსა და გონებას შორის განსხვავებას, როგორც
ჩანს, პირველად მაკარი ეგვიპტელთან ვხვდებით, სადაც გონება გაიგივებულია
გულში ფუნქციონირებასთან, ხოლო აზრი (ამიერიდან) დაუკავშირდა ტერმინს
„განსჯა“ (διάνοια), ანუ გაიგივდა ადამიანის აზროვნებასთან“.
მამებმა თავდაპირველად იმემკვიდრეს ტრადიცია, რომელიც მხოლოდ
სიტყვას „გული“ უკავშირდებოდა. ეს იყო ძველაღთქმისეული გარდამოცემა.

„ისინი პირველად მოიხსენიებდნენ „გულს“ და სხვას არაფერს (ან მხოლოდ -


„პნევმას“ (πνεῦμα)). მოგვიანებით, დროთა განმავლობაში, გონებისა და აზრის
ერთმანეთისაგან გარჩევა დაიწყეს, რათა გონისმიერი ენერგია აზროვნებასთან არ
აღრეულიყო.
ამ მიზნით ბერძნული ენისათვის ერთი და იგივე მნიშვნელობის მქონე
სიტყვები (გონება და აზრი) აიღეს და, როგორც ჰიპოსტასი და არსება განაცალკევეს
ერთმანეთისაგან (შინაარსობრივად), ანალოგიური გააკეთეს აქაც. თქვეს: ამის
შემდეგ „აზრს“ (λόγο) ვუწოდებთ თავში არსებულ ლოგიკას (აზროვნება), ხოლო
მას, რაც ადამიანის გულში ლოცულობს - „გონებას“ (νοῦς), და ამით მორჩეს ეს
საკითხი-ო.
ამრიფგად, გონება აზროვნებასთან არ იგივდება... არამედ გულში უწყვეტად
ლოცულობს...“.

უნდა ითქვას, რომ მამები ტერმინით „გონება“ (νοῦς) ხშირ შეთხვევაში


სულსაც (ψυχή) აღნიშნავენ.

[„...“]
„ზოგიერთი მამა საუბრობს სხვადასხვა ენერგიების მქონე გონებაზე, ანუ ამ
შემთხვევაში გონებად ითქმის სული (ψυχή), რომელსაც [ენერგიებად] აქვს აზრი,
გულში მლოცველი ძალა (გონისმიერი ენერგია/ გონება, მთარგ.) და ა. შ. მაგრამ ეს
ყოველივე უბრალოდ ტერმინოლოგიის თემაა4“.

4
ამ საკითხთან დაკავშირებით წმინდა გრიგოლ პალამა ისიხასტებისადმი მიძღვნილ თავის
თხზულებაში შემდეგს აღნიშნავს (სადაც ვარლაამსა და მისიანებს აკრიტიკებს):
„რადგან ჩვენი სული მრავალძალიანი რამაა, იგი საკუთარ ორგანოდ იყენებს მასთან ერთად
ცხოვრებისათვის შექმნილ სხეულს. და რომელი ორგანოებით მოქმედებს მისი (სულის, მთარგ.) ის
ძალა, რომელსაც გონებას (νοῦς) ვუწოდებთ?! ყოველშემთხვევაში, არავინ იფიქრებს იმას, რომ იგი
ფრჩხილებში მკვიდრობს, ანდაც - ქუთუთოებში, ან კიდევ - ნესტოებსა თუ ბაგეებში. იმაზე, რომ იგი
(გონება) ჩვენს შიგნითაა, ყველანი ვთანხმდებით, მაგრამ უთანხმოებაა იმასთან დაკავშირებით თუ
ჩვენი შინაგანიდან პირველ ორგანოდ რომელს იყენებს; რადგან ერთნი მას ათავსებენ თავის ტვინში
(εγκέφαλο), როგორც აკროპოლში (ციხე-სიმაგრეში), მეორენი კი გონებას მიაკუთვნებენ გულის
უღრმესსა და სულის უმაღლეს ნაწილს (ψυχικό πνεύμα). ხოლო ჩვენ ზედმიწევნით ვიცით, რომ
აზროვნებითობა (გონება, მთარგ.) დავანებულია გულის ორგანოში, მაგრამ - არა, როგორც
ჭურჭელში, ვინაიდან იგი (გონება) უსხეულოა, არც - გარეთ, ვინაიდან მასთანაა (გულთან)
გაერთიანებული. ეს არა ადამიანისგან, არამედ თავად ადამიანის შემოქმედისაგან ვისწავლეთ,
რომელიც, რათა წარმოაჩინოს, რომ - „ადამიანს ბილწავს არა პირიდან შესული, არამედ - გამოსული,
ამბობს: „გულისაგან გამოდიან გულისსიტყვანი“ (მათ. 5: 19). იმავეს ამბობს მაკარი დიდიც: „გული
წინამძღვრობს მთელ ორგანოს და, როდესაც მას მადლი მოიცავს, ყველა გულისსიტყვასა და ასოზე
მეუფებს, რამეთუ იქ მკვიდრობს გონება (νοῦς) და სულის ყველა აზრი“ (PG 24, 589 B)... ნეტარად
წოდებული მაკარი თავის ზემოხსენებულ სიტყვას აგრძელებს და ამბობს: „მაშ, იქ უნდა
ვაყურადებდეთ, მადლმა თუ აღბეჭდა სულის კანონები“. სად „იქ“? - მეწინამძღვრე ორგანოში,
მადლის საყდარზე, ესე იგი, გულში, სადაცაა გონება და სულის ყველა აზრი. ხედავ, მდუმარებაში
მცხოვრებთათვის როგორი აუცილებელია გონების სხეულში დაბრუნება და ყოველმხრივ ჩაკეტვა,
უფრო ზუსტად კი, სხეულის უშინაგანეს სხეულში, რომელსაც გულს (καρδιά) ვუწოდებთ?! [...] დაე,
ბოროტმეტყველებდნენ ისინი, რომლებიც ამბობენ: „როგორაა შსაძლებელი გონების საკუთარ თავში
კვლავ დაბრუნება, თუკი იგი ისედაც განუშორებელია სულისაგან და მასში მყოფია“?! როგორც ჩანს,
მათ არ იციან, რომ ერთია გონების არსი (ουσία) და მეორე - მისი ენერგია (ενέργεια)“ (ΓΡΗΓΟΡΙΟΥ
მაშასადამე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, თუ რას აღწერს და გადმოსცემს
ესა თუ ის სიტყვა. [ღმერთშემოსილ მამათა] გამოცდილების გადმოცემა მოითხოვს
საუკეთსო და დახვეწილ ტერმინოლოგიას.

„იმას არ აქვს მნიშვნელობა თუ რა სიტყვებით სრულდება ლოცვა, არამედ -


იმას, რომ გონება არ შეერიოს აზროვნებას... ვინაიდან პირველი აბსოლუტურად
დამოუკიდებელია ამ უკანასკნელისაგან“.

სულის ბუნებრივი ფუნქციონირებისას გულისსიტყვები (λογισμοί)


აზროვნებაში მყოფობს.

„არსებობს რუხი ფერის ნივთიერება, რომელიც თავის ტვინს შეადგენს,


სადაც გულისსიტყვები მკვიდრობს. ეს გულისსიტყვები მოაზროვნეობითი უნარს
განეკუთვნება და ბილწ ფიქრებთან (ἀνήθικες σκέψεις) საერთო არაფერი აქვს. [...]

ეკლესიის მამების თანახმად „გულისსიტყვა“ (აზრი - λογισμός) ნიშნავს


უბრალოდ ფიქრს (λογική σκέψη) და მეტს არაფერს. აზრი (λόγος), გულისსიტყვები
წარმოადგენს აზროვნების ნაწარმს (პროდუქტს)“.
„ადამიანის გონებაში მხოლოდ ერთი აზრი უნდა არსებობდეს - ღვთის
უწყვეტი ხსოვნა, რაც ერთსიტყვიანი ლოცვით მიიღწევა. ერთსიტყვიანი ლოცვა
(Μονολόγιστος εὐχή) გულისხმობს ერთ გულისსიტყვას...: „უფალო იესუ ქრისტე,
შემიწყალე მე ცოდვილი“ 5. გონებაში არსებული ეს ერთი აზრი მხოლოდ „დიდების
უფალს“ მიემართება და ამიტომაც ეწოდება „ერთსიტყვიანი“.
[...]

„თუკი გონება ბუნებრივად ფუნქციონირებს, მაშინ იგი გულშია და


ლოცულობს. ამასთან, როცა ადამიანი თავისი აზროვნებით (საკუთარი
ძლისხმევით, მთარგ.) ლოცულობს, ამას ადამიანური ლოცვა ეწოდება; მაგრამ,
როდესაც გონება გულში ლოცულობს, მაშინ ამას თვით სულიწმინდა აღასრულებს.
ამის საფუძველზე პავლე მოციქული გვამცნობს: „ვილოცებ გონებით, ვილოცებ
სულით“ (I კორ. 14: 15).
მაშასადამე, გვაქვს ორგვარი ლოცვა. მოციქულთან, როგორც ეს ნათლად
ჩანს, სიტყვა „გონება“ აზროვნებას გულისხმობს და, როცა ამბობს - „ვილოცებ
სულით“, აი, ესაა გულში არსებული სულიწმინდის ლოცვა“.
„ძველი ქრისტიანები აცნობიერებდნენ, რომ ადამიანს აქვს ენერგია,
რომელიც გულში უნდა მყოფობდეს და მოუკლებელი ლოცვის ძლით იგი
სულიწმინდის ორგანო ხდება“.

ΤΟΥ ΠΑΛΑΜΑ 2, ΛΟΓΟΙ ΥΠΕΡ ΤΩΝ ΙΕΡΩΣ ΗΣΥΧΑΖΟΝΤΩΝ, Ε.Π.Ε., ΘΕΣΣΑΛΟΝΙΚΗ 1999: 104-
108).
5
მამა იოანე რომანიდისი აქ „იესოს ლოცვის“ პრაქტიკაზე საუბრობს.
„მართებული ფუნქციონირების შემთხვევაში აღნიშნული ენერგია (გონება)
გულშია, ხოლო როდესაც სწორად არ მოქმედებს, მაშინ აქეთ-იქით დაეხეტება და
აზროვნებასთანაა აღრეული“.
„ასკეტები აღწევენ ისეთ სულიერ მდგომარეობას, რომ თავიანთ გონებას
ჭვრეტენ6, ხედავენ გულშია თუ მის გარეთ. აღნიშნული ჰგავს „პინგ-პონგის
(მაგიდის ჩოგბურთი) თამაშს, ვინაიდან გონებას ნათელ სფეროდ ხედავენ და, როცა
თავისი ადგილსამყოფელიდან (გულიდან, მთარგ.) მიდი-მოდის - ყოველივეს
ამჩნევენ“.
„ამიტომ, მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი ასკეტიკა ეფუძნება იმას,
რომ გონება განცალკევდეს აზროვნებისაგან (ლოგიკისაგან) და შემოისაზღვროს
სხეულში, ანუ გულში7.
საოცარია, ამ საქმით მოღვაწებმა უწყიან თუ სადაა გონება (აქ თუ იქ) და, რომ
მისი გარე-შემოსაზღვრაა საჭირო, რათა სულიწმინდა დამკვიდრდეს და ილოცოს
მასში“.

ღმერთის გამოცდილების მქონე ადამიანში, აზროვნება (λογική) და


გრძნობები (αἰσθήσεις) არ იკარგება.

„ის ცოდნა, რასაც ღვთის წმინდანები ფლობენ, ერთი მხრივ, მოიცავს


აზროვნებასაც (ვინაიდან ამ გამოცდილებაში ადამიანის ლოგიკაც და სხეულიც
თანამონაწილეობს); იგივე ეხება გრძნობებსაც, - არც ისინი განქარდება. მაგრამ,
მეორე მხრივ, თვით ჭვრეტა ყოველგვარ გრძნობასა და აზროვნებას აღემატება და
ამიტომ, იგი ღვთის ზელოგიკურ ცოდნას წარმოადგენს.

მამები მას (ღვთის ცოდნას, მთარგ.) „უცნობელობას“ (ἀγνωσία) უწოდებენ,


არა იმიტომ, რომ ცოდნასაა მოკლებული, არამედ - აღმატებულია ყოველგვარ
ცოდნას. აზროვნების მიერ მოიპოვებულ ბუნებრივ ცოდნასთან შდარებით იგი
უცნობელობაა, მაგრამ არა - უმეცრება (ἄγνοια), ვინაიდან ღვთისჭვრეტაა (θεοπτία).
მაშ, ადამიანი ჭეშმარიტად თანამონაწილეობს უქმნელ ენერგიაში, რომელიც
არასგზით არ ჰგავს ქმნილებას. ეს გამოცდილება, რომელსაც წინასწარმეტყველები,

6
წმ. დიადოქოს ფოტიკელი გვასწავლის: „ის, რომ გონება, მას შემდეგ, რაც იწყებს იგი ხშირ
ამოქმედებას საღვთო სინათლის მიერ, მთლიანად ელვარე რამ ხდება, ისე რომ სიჭარბით ხედავს
თავის სინათლეს - არ უნდა იყოს საეჭვო“. ასევე: „...ვერავინ იტყვის, - ამბობს, - „უფალო იესო“, თუ
არა სულიწმინდის მიერ, თუმცა ამ ლოცვას გონება თავის წიაღში იმგვარი უწყვეტობით ჭვრეტდეს
ყოველჟამს, რომ არარა წარმოსახვათა მიმართ არ მიიქცეოდეს იგი, ვინაიდან რომლებიც კი ამ
წმინდა და დიდებულ სახელს თავიანთი გულის სიღრმეში დაუცხრომლად განიწვრთნიან,
შემძლენი ხდებიან იმისა, რომ მათივე გონების სინათლეც იხილონ ოდესმე...“. (წმინდა მღვიძარეთა
მშვენიერებათმოყვარეობა I. III, თბილისი 2013: 24, 33).
7
წმ. იოანე სინელი გვამცნობს: „დაყუდებული (ისიხასტი) იგი არს, რომელმან უჴორცოჲ იგი და
უნივთოჲ გონებაჲ შეაწყუდიოს ნივთიერსა მას სენაკსა შინა, საკჳრველი ესე საქმჱ და დიდი“ (წმიდა
იოვანე სინელი, კლემაქსი, რომელ არს კიბე, გამომც. „ბეთანია“, თბილისი 2016: 324).
მოციქულები და წმინდანები ფლობენ, არის თეოლოგიის საფუძველი, ერთადერთი
უცდომელი და ჭეშმარიტი კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის“ 8.
აშკარაა, რომ სხვა როლი აქვს აზროვნებას და სხვა - გონებას. აზრით ქმნილ
საგნებს ვიმეცნებთ, გონებით - ღმერთს.

„თეოლოგიაში აზროვნებაც მონაწილეობს: განათლებისა და განღმრთობისას


იგი ხვდება თუ რისი შემეცნება ძალგვიძს ღმერთზე და რისი - არა, რომ
აღწერილთა9 მიზანი განღმრთობისაკენ ჩვენი გაძღოლაა და შეუძლებელია ეს
მნიშვნელობები საკუთრივ განღმრთობის გამოცდილებასთან გაიგივდეს10 .
ერეტიკოსების ძალისხმევა მდგომარეობს იმაში, რომ [განათლება-
განღმრთობის გამოცდილების შედეგად გადმოცემული] მნიშვნელობები თავად

8
ამის თაობაზე წმ. პაისი ათონელი თავისი გამოცდილებიდან ამგვარ რამეს ჰყვება:
„კატუნაკიაში ყოფნისას, ერთ საღამოს, როდესაც სენაკში სკვნილით მწუხრის ლოცვა შევასრულე,
ფინჯანი ჩაი შევსვი და განვაგრძე... აღვავლინე სერობის ჟამი და ღვთისმშობლის დაუჯდომელი,
შემდეგ კი ლოცვა დავიწყე... რამდენადაც ვლოცულობდი, იმდენად მტოვებდა დაღლა და თავს
დასვენებულად ვგრძნობდი. გულში სიხარულს განვიცდიდი, რომელიც ძილს არ მანებებდა.
ლოცვას გაუჩერებლივ ვამბობდი. დაახლოებით ღამის თერთმეტ საათზე, მოულოდნელად სენაკი
ტკბილმა, ზეციურმა სინათლემ აღავსო; იგი ძალზე ძლიერი იყო, თუმცა თვალს არ გჭრიდა.
მივხვდი, რომ ჩემი თვალებიც "მოძლიერდა", რათა ეს ბრწყინვალება დამეტია... ამ საღვთო
ნათელში, სხვაგან - სულიერ სამყაროში ვიმყოფებოდი. გამოუთქმელ შვებას ვგრძნობდი, ხოლო
სხეული შემსუბუქდა, თავისი წონა დაკარგა... ვგრძნობდი ღმერთის მადლს - საღვთო განათლებას
(θείο φωτισμό). ჩემს გონებაში საღვთო აზრები სწრაფად მოედინებოდა, როგორც კითხვა-პასუხები...
არ მქონდა საფიქრალი, არც - შეკითხვები რაიმე თემაზე, თუმცა კი ვკითხულობდი და პასუხსაც
მაშინვე ვიღებდი. პასუხები ადამიანური სიტყვებით იყო, მაგრამ ამავდროულად ეს თეოლოგიაც
გახლდათ, რადგან ისინი ღვთისაგან მოდიოდა. ყოველივე ეს იმდენად აურაცხელი იყო, ვინმეს რომ
ჩაეწერა, კიდევ ერთი ევერგეტინოსი გამოვიდოდა. ამ მდგომარეობამ მთელი ღამის განმავლობაში
გასტანა - დილის ცხრა საათამდე. როდესაც ეს ნათელი მთლიანად გაუჩინარდა, ყველაფერი ბნელად
მეჩვენა. გავედი გარეთ და ღამესავით იყო... – „რომელი საათია, ჯერაც არ გათენებულა“? შევეკითხე
იქ გამვლელ მონაზონს. მან შემომხედა და კითხვითვე მომიგო: - „რა თქვი, მამა პაისი“? „რა ვთქვი“?!
ვკითხე საკუთარ თავს და შიგნით შევედი. ვუყურებ საათს და მაშინღა გავაცნობიერე მომხდარი...
დილის ცხრა საათი იყო და მზეც ამოსულიყო, მაგრამ მე ღამედ მეჩვენებოდა! ესე იგი, ვხედავდი,
რომ მზე სულ ოდნავ ანათებდა, თითქოს დაბნელებულიყო... ვიყავი ის, ვინც ძლიერი სინათლიდან
უეცრად სიბნელეში აღმჩნდა; ისეთი დიდი იყო ეს სხვაობა! იმ საღვთო მდგომარეობის შემდეგ
ბუნებრივ, ადამიანურ ყოფაში დავბრუნდი და ჩემს ყოველდღიურ საქმიანობას შევუდექი. გავაკეთე
პატარა ხელსაქმე, სკვნილით აღვასრულე ჟამნების მსახურება, ცხრა საათის შემდეგ კი მცირედი
ორცხობილა დავალბე, რომ მეჭამა, მაგრამ თავს ცხოველივით ვგრძნობდი, რომელიც ხან
უსაქმოდაა, ხან დაბორიალობს, ხანაც სახტად რჩება, და ჩემთვის ვფიქრობდი: "აბა, უყურე, რით ვარ
დაკავებული! ამდენი ხანი ასე [ამაოდ] განვლიე. საღამომდე ისეთ სიხარულს განვიცდიდი, რომ
დასვენება არ მჭირდებოდა. ასეთი ძლიერი იყო ეს მდგომარეობა... მთელი ის დღე ბუნდოვნად
ვხედავდი ისე, რომ ცოტ-ცოტას ვსაქმიანობდი. და იყო ზაფხული, მზე კაშკაშებდა! მეორე დღეს
საგნებს უკვე ბუნებრივად ვამჩნევდი...“.
(https://www.facebook.com/georgehagioritecentre/posts/446021672610928?__tn__=K-R).
9
ესე იგი, აქ ავტორი ღმერთის ჭვრეტის გამოცდილების წერილობითად და ენობრივად
(სიტყვიერად) გადმოცემას გულისხმობს.
10
ამის შესახებ ვრცლად იხ.: https://hagioritecentre.ge/dogmatika/42--.html
განღმრთობასთან გააიგივონ და ამით საკუთარი თავები ღმერთის ცოდნის
მწვერვალზე მიწევნულად მიიჩნიონ...11 .
ადამიანი აზროვნების მეშვეობით თვისი გამოცდილების კლასიფიცირებას
ახდენს და აღწერს. მაგ.: მავანი იჭრება და ტკივილს განიცდის. ესაა გარკვეული
გამოცდილება. ამის შემდეგ მომხდარს უკვე აზროვნება აანალიზებს.

„სიტყვაზე, მაქვს ერთგვარი ტრავმული გამოცდილება - დავიჭერი და


მტკივა. ამის შემდეგ ლოგიკა ჩემი ემპირიის საფუძველზე მომხდარს აანალიზებს,
განსჯის და გამოსავლის ძიებას იწყებს: „ახლა რა ვქნა, ექიმს მოვუხმო თუ ჩემით
ვიმკურნალო? - დავიდებ იოდს და ამგვარად“. ამაში მთელი ნერვიული სისტემაა
ჩართული“.
გონების მიერ საღვთო გამოცდილება აზროვნებასაც განმსჭვალავს,
„რომელიც მას ადამიანურ ენაზე თარგმნის“.
თუკი ვინმე ღვთის ცოდნის მოპოვებას ლოგიკით შეეცდება, მოიხიბლება
(ცდუნდება), ვინაიდან „აზროვნება, ასე ვთქვათ, უბატონო ენერგიაა და შეუძლია,
რასაც მოისურვებს, ის წარმოისახოს“.
ღმერთის შემეცნებისაკენ სწრაფვა ლოგიკის საშუალებით ერესისკენ
მიმავალი გზაა.

„ავგუსტინეს რწმენა, რომ ადამიანს ლოგიკის მეშვეობით ძალუძს ღმერთის


მოხელთება, არის ყველანაირი განსხვავების საფუძველი მართლმადიდებლობასა
და ფრანკებს შორის“.
შესაბამისად, წმ. მამები ერთმანეთისაგან განარჩევენ გონებასა და ლოგიკას.
ეს განსხვავება ინდუისტებისთვისაცაა ცნობილი... თუმცა მათი მიხედვით გონება,
გულისსიტყვათაგან გათავისუფლების (დაცარიელების) მიუხედავად, სხვა
მიმათულებით განიდრიკება, ვინაიდან სულიწმინდისაგან არ ივსება (სულიწმინდა
გონებაში ამ აზრებისაგან გათავისუფლების წილ არ მკვიდრდება, მთარგ.).

„ინდუისტებმა უწყიან, რომ გონება და აზროვნება განსხვავდება და ამ


საკითხის ირგვლივ გარკვეულ მოღვაწეობასაც ეწევიან“.
„მათ იციან, რომ ლოგიკის გარდა არსებობს გონებაც და სულიერადაც ისე
ვარჯიშობენ, რომ გონებიდან ყველანაირ გულისსიტყვას დევნიან, მაგრამ
ერთსიტყვიანი ლოცვა მაინც არ აქვთ.
ჩვენი ასკეტები გონებიდან ყველა გულისსიტყვას დევნიან და იძენენ
ერთსიტყვიან ლოცვას, რომელიც აზროვნებიდან გულში ეშვება. ეს ყოველივე
ბურთის გადაცემასავითაა (მსგავასად „პასისა“, მთარგ.): აზროვნებას, მას შემდეგ,
რაც გონება განიწმინდება, ლოცვა გულში გადააქვს. აი, მაშინ გული გონისმიერად

11
ამის ძალიან კარგი მაგალითია გრიგოლ პალამასა და ვარლაამს შორის საღვთისმეტყველო დავები.
(νοερῶς) ლოცულობს, აზროვნება კი მწუხრის კანონს ასრულებს. მაშ, ადამიანს
შეუძლია პარალელურად ორმაგ ლოცვას აღასრულებდეს - მწუხრს და გონისმიერ
ლოცვას (გონისმიერ ლოცვას მისდა დამოუკიდებლად, ძალისხმევის გარეშე,
მთარგ.), ან სულაც წერდეს, საკვებს ამზადებდეს და სხვ“.
თუკი ინდუისტემბა იციან გონისმიერი ენერგიის არსებობის შესახებ, აი,
ფსიქიატრები ამის უმეცარნი არიან.

„თანამედროვე ფსიქოლოგებმა და ფსიქიატრებმა ადამიანის გონიერი


ენერგიის არსებობის შესახებ არ უწყიან. [...]“.

გონისმიერი ენერგიის კავშირი ვნებებთან, აზროვნებასთან და გარემოსთან

გარდა მოაზროვნეობითი უნარისა (τό λογιστικό), არსებობს სულის ვნებითი


ნაწილიც (το παθητικό). ეკლესიის მამებმა, ვინაიდან ეს ვნებები შინაგანი
გამოცდილებიდან იცოდნენ, სულის სამ ნაწილად დაყოფის პლატონისეული
კონცეპტი შეიწყნარეს. ამრიგად, მათი ნაშრომების მიხედვით სულის
მოაზროვნეობით ნაწილში გულისსიტყვებია განთავსებული, ხოლო ვნებით
ნაწილში - რომელიც, თავის მხრივ, გულისთქმით და გულისწყრომით ნაწილებად
იყოფა - ვნებები (τά πάθη).

რა თქმა უნდა, წმინდა მამებმა პლატონის მიერ შემუშავებული სულის ეს სამ


ნაწილად დაყოფა მიიღეს, მაგრამ მას სხვა შინაარსობრივი მნიშვნელობა შესძინეს.
პლატონის მიხედვით მოაზროვნეობა უკავშირდება უკვადვ სულს, რომელიც
იდეების დაუბადებელ სამყაროში არსებობდა, ხოლო ვნებითი ნაწილი (სურვილი
და მრისხანება) დაცემიდან მომდინარეობს, ესე იგი, - სულის სხეულთან (რაც
სულის საპყრობილეა) შეერთებიდან.

მაშასადამე, ანტიკური ფილოსოფიის თანახმად ადამიანის მოღვაწობის


მიზანი სულის მიერ არქეტიპების (τά ἀρχέτυπα) შცნობაა და მას შემდეგ, რაც
სულის ვნებით ნაწილს მოაკვდინებს, აზროვნების უნარის ძლით კვლავაც იდეების
სამყაროს დაუბრუნდება.

„ავგუსტინეს თანახმად საღვთო მადლის საქმე ყველა სურვილის ამოძირკვაა.


იგი განიცდის პლატონის გავლენას იმ თვალსაზრისით, რომ მოაზროვნეობას
ასახელებს ადამიანის ძირითად მახასიათებელად. ავგუსტინესთვის მოსურვეობა
და მრისხანება დაცემის შედეგია. შესაბამისად, გადარჩენისათვის აუცილებელია
მათგან განშორება. ასე რომ, სრულყოფილ ადამიანში არც გულისთქმითი უნარია
და არც - გულისწყრომითი. ჯერ კიდევ ავგუსტინეს ამ ხედვიდან მოდის მსგავსი
თემების შესახებ პროტესტანტების, კალვინისტებისა და სხვათა თეორიები.
ლათინები, ყველანი არ არიან ავგუსტინეს გავლენის ქვეშ. მაგალითად, თომა
აქვინელი ამ თემაზე არ უბამს მხარს, მაგრამ პროტესტანტები, ისევე, როგორც
ლუთერანები და კალვინისტები, ავგუსტინეს მისდევენ.
ყოველივეს გათვალისწინებით, ცნობილია თუ როგორ განსხვავდება
ხსენებული ლათინი მამის ხედვა მართლმადიდებლური ტრადიციისაგან, სადაც
მრისხანებაც და მოსურვეობაც არსებობას აგრძელებს განღმრთობილ ადამიანში იმ
განსხვავებით რომ, მას (წმინდანს, მთარგ.) უკვე... სხვათა სიკეთე სწადს.
ესე იგი, ისინი (ვნებითი ნაწილის ძალები, მთარგ.) ნარჩუნდება, მაგარამ -
განღმრთობილი სახით. ვნებები გარდაქმნილია, ვინაიდან გონების განწმენდით
ანგარებიანი სიყვარული უანგაროთია შეცვლილი; უკვე აღნიშნული სიყვარული
მართავს მოსურვეობით და მრისხანებით უნარს. [...] აი, ამგვარი ფერიცვალება
ხდება ადამიანში. ამიტომ, როცა ვამბობთ „ვნებათა მოკვდინება“ (νέκρωσις τῶν
παθῶν), არ ვგულისხმობთ მათ დეაქტივაციას (ამოძირკვას), არამედ -
განღმრთობას. სწორედ ესაა უმნიშვნელოვანესი. წმინდა გრიგოლ პალამამ ეს
საკითხი საკმაოდ განიხილა ვარლაამთან [თეოლოგიური] დავებისას“.
ეკლესიის მოძღვრებმა... სულის სამნაწილედობას სხვა მნიშვნელობა
მიანიჭეს. გარდა მოაზროვნეობითისა, ისინი გონისეულ-გონისმიერ უნარზეც
მსჯელობდნენ და, როცა გონება კვლავ ბრუნდება გულში, გარდაქმნის ვნებებსაც, ე.
ი. არ აკვდინებს მათ, ვინაიდან როგორც სული, ისე სხეული, ღმერთმა კეთილად
შექმნა.

ღვთის მადლისგან ფერიცვალებული ადამიანი არ აძევებს გულისთქმისა და


გულისწყრომისეულ სიყვარულს, არამედ გულში მყოფი გონების ძლით
ანგარებიანი სიყვარული - უანგაროთი იცვლება...

„კურნება ანუ უანგარო სიყვარული გონების განწმენდას და განათლებას


მოაქვს, მეტადრე, განღმრთობას. ამის შემდეგ, ადამიანის მიერ ქმნილი სიკეთენი
მხოლოდ ასკეტიკა აღარაა, არამედ - სიყვარულის ნაყოფი, როგორც შედეგი
ადამიანის ბუნებრივი [შინაგანი] მდგომარეობისა და არა - უბრალოდ გარეგანი
საქმე... ამიტომ, განღმრთობა პიროვნების შეცვლაა (გარდაქმნა), -
ანთროპოლოგიური და თერაპიული გაგებით“.
გონება თავის ბუნებრივ მდგომარეობაში - გონისმიერი ლოცვითა და ღვთის
ჭვრეტით (განთლება-განღმრთობა) - ღმერთთან ზიარებას იძენს, ხოლო
მოაზროვნეობით უნარს, ისევე, როგორც სულის ვნებით ნაწილს (წადილი და
მრისხანება), განათლებული გონების ბრწყინვალება ეფინება; სულისა და
სხეულისაგან შემდგარი მთლიანი ადამიანი იცვლება.

დასავლურ თეოლოგიაში (ავგუსტინესა და მისი ნეოპლატონური ხედვის


გავლენით) გონების განათლება არსებათა არქეტიპების შემეცნებას ნიშნავს, ხოლო
ეკლესიის მამათა თეოლოგიაში გონების განათლება „აზროვნების ენერგიათა
განცალკევებაა გონების ენერგიებისაგან, რომ გონება განწმენდილი უნდა იყოს
ლოგიკისა და ვნებების ყოველგვარი ზეგავლენისაგან და მხოლოდ
ლოცულობდეს“.
ამრიგად, გონისმიერი ენერგია (გონება) თავის ბუნებრივ მდგომარეობაში
არათუ აზროვნებისაგან, ვნებებისა და გარემოსაგან არ განიცდის გავლენას, არამედ
პირიქით, თავად განმსჭვალავს მათ. ამ დროს ადამიანში ყველა გრძნობა
ერთიანდება და გონება გულში ერთსახედ იკრიბება.

ამ პრიზმიდან უნდა გაანალიზდეს მოწამეების, ახალმოწამეებისა და


სალოსების ქმედებანი, ესე იგი, რომ არ უარყოფდნენ ქრისტეს.

„სულიერმა მამებმა იცოდნენ, რომ თურქები მონანულ ქრისტიანს


დაიჭერდნენ და ქრისტეს უარყოფას კვლავაც მოსთხოვდნენ. ამიტომ, ასეთ
ქრისტიანს საშინელი წამების გადასატანად სათანადოდ ამზადებდნენ. როცა
გონება გონიერ ლოცვას ფლობს, ყოველგვარ ზეგავლენას აღემატება
(შეუჭირვებელია); იგი აღარაფერს იწყნარებს არც ლოგიკისაგან, არც - ვნებებისაგან
და არც - გარემოსაგან. ამას ჰქვია ვნებათა განწმენდა, როგორადაც მამები
გვასწავლიან - გონება აღარ ექცევა რაიმე გავლენის ქვეშ12. ამით აიხსნება
ქრისტესთვის სალოსებისა და სხვა წმინდანთა საქციელები, რომლებიც სამეძაოში
შედიოდნენ, რომ [გადარჩენის მიზნით] იქ მყოფი გოგონები გამოეყვანათ;
ხედავდნენ შიშველ ქალებს და არანაირი რეაქცია არ ჰქონდათ. რატომ? - იმიტომ,
რომ განათლებული გონება ჰქონდათ“.
იგი, ვისაც ამგვარი გონება აქვს, არა მხოლოდ ლოგიკისაგან, ვნებებისა და
გარემოსაგან არ განიცდის გავლენას, არამედ თვითვე ანათლებს ყოველივეს და
ქრისტეს სიტყვების თანახმად, „სამყაროს ნათელი“ (მათ. 5: 14) ხდება.

აზროვნებითი (სიტყვიერი) და გონისმიერი მსახურება

ზემოთ წარმოჩნდა თუ როგორ ფუნქციონირებს აზროვნება და გონება


ბუნებრივ ადამიანში. გარდა ამისა, ითქვა... გულში მოქმედ გონების ენერგიაზე,
რომელიც ლოგიკისაგან, ვნებებისა და გარესამყაროსაგან დამოუკიდებლია.

ლოგიკასა და გონებას შორის განსხვავებას განსაზღვრავს აზროვნებისმიერ


და გონისმიერ მსახურებათა შორის სხვაობა, ანუ ამ ორი ენერგიის მუშაობა
ლოცვისას. აზროვნება უკავშირდება ქმნილებას, ხოლო გონება - ღმერთს (როგორც
უკვე ითქვა, მთარგ.). თუმცა, ზოგ შემთხვევაში, გონება ეახლება მარადიულობასაც
და ურთიერთობს ანგელოზებთან.

12
იოანე სინელი წერს: „...მე უვნებელობასა სხუად ვერარად გულისჴმა-ვჰყოფ, გარნა ცად გულისა
და გონებისა, რომელსა ყოველნივე ბრძოლანი ეშმაკისანი ნიავად შეერაცხნენ“ (კლემაქსი, რომელ
არს კიბე, 2016: 357).
მასასადამე, არსებობს აზროვნებითი (სიტყვიერი) და გონიერი მსახურება.
ეკლესიის საზოგადოებრივი მსახურება აღესრულება ტროპარებით, ჰიმნებით,
სხვადასხვა ლოცვებით და ამისათვის აზროვნება-აზრი (სიტყვა) გამოიყენება.
გონებრივი მსახურება გულში სრულდება, უხმოდ და უსიტყვოდ, სულიწმინდის
მოქმედებით, სადაც მხოლოდ ერთი აზრი - ქრისტეს სახელია.

„ევქარისტიისას ღმერთს სიტყვიერ (აზრისმიერ) მსახურებას ვწირავთ.


საზოგადო მსახურებანი - ლიტურგიები, მწუხრის ლოცვები და სხვა, სიტყვიერია
(რა დროსაც მოაზროვნეობით ვსარგებლობთ).
გარდა ამისა, არსებობს გონისმიერი მსახურებაც და იგი აღესრულება
გულში, არა - ადამიანისაგან, არამედ - თავად სულიწმინდისაგან, რომელიც
გალობს და დიდებისმეტყველებს მასში. ამრიგად, როცა ვინმე განათლების
სტადიაშია, ფსალმუნებსა და ლოცვებს თავის გულში უსმენს“.
ეს პავლე მოციქულის სწავლებიდანაც ჩანს.

„შენ გწირავთ...“ - ვამბობთ ხოლმე. ღმერთს ჩვენეულ სიტყვიერ მსახრებას


ვწირავთ, ჩვენივე აზროვნებით. ამაზე ამბობს მოციქული პავლე - „ვილოცებ
გონებით“ (προσεύξομαι τῶ νοΐ). მოციქულისათვის „გონება“ (νοΐ - νοῦς) ნიშნავს
აზროვნებას (λογική), ხოლო „სული“ (πνεύματι) - გონისმიერ ლოცვას. „ვილოცებ
სულით, ვილოცებ გონებითაც“ (I კორ. 14: 15)13. ანუ ვილოცებ აზროვნებით და
ვილოცებ ჩემი სულით. სულიწმინდა მოდის და ჩემსავე სულში იწყებს ლოცვას“.
სიტყვიერი მსახურებისას გამოიყენება მრავალი სიტყვა და მნიშვნელობა,
ხოლო გონისმიერ მსახურებაში „ადამიანის გონება მნიშვნელობათა გარეშეა.
მარტოოდენ ლოცვა წარმოებს, მაგრამ, როცა განღმრთობა მოდის, ლოცვაც
წყდება“14.
ბუნებრივ ადამიანში ორივე მსახურება თანადროულად მიმდინარეობს „და
- მამების გამოცდილების თანახმად - ეს ნათლად იხილვება“.
გონისმიერი მსახურება არის ის, რაც ადამიანს ჭვრეტისა და განღმრთბისაკენ
მიუძღვის. განათლებული გონება შესაფერისი ორგანოა ღმერთის საჭვრეტად.

„პატერიკულ თეოლოგიაში წიგნებზე მნიშვნელოვანი განათლებულ


მოღვაწეთა გონებაა. როცა გონება განათლების საფეხურზეა, ტელესკოპით
მხედველ ასტრონომს წააგავს“.

13
შდრ.: „ვილოცვიდე თუ სულითა, ვილოცვიდე გონებითაცა...“ (I კორ. 14: 15); ბერძ.: «προσεύξομαι
τῷ πνεύματι, προσεύξομαι δὲ καὶ τῷ νοΐ» (Α' Κορ. ιδ΄, 15).
14
ლოცვისა და ჭვრეტის სხვადასხვა ხარისხების შესახებ იხ.: ΙΣΑΑΚ ΤΟΥ ΣΥΡΟΥ, ΛΟΓΟΙ
ΑΣΚΗΤΙΚΟΙ (ΚΖ-ΞΑ), ΦΙΛΟΚΑΛΙΑ ΤΩΝ ΝΙΠΤΗΚΩΝ ΚΑΙ ΑΣΚΗΤΙΚΩΝ, 8Β, Ε.Π.Ε., ΘΕΣΣΑΛΟΝΙΚΗ
1991: 60-82.
„ჩვენი ტრადიციის მიხედვით, გონება სუპერმარკეტში ნაყიდი წამლით არ
ნათლდება, რომ გავაპრიალოთ და ა. შ., განსხვავებით ასტრონომიისა, სადაც
ობიექტივს, სუფთად დანახვის მიზნით, ვაპრიალებთ. ჩვენთვის გასასუფთავებელი
ლინზები თვით გულია, რომელიც მოღვაწეობით იწმინდება“.
რადგან გონება, ისევე, როგორც სული, ქმნილებაა, ამიტომ მას ღმერთის
ჭვრეტა უქმნელი ნათლის გარეშე არ ძალუძს. როდესაც ადამიანი ღვთისჭვრეტის
ნიშნულს აღწევს, იგი ბუნებრივ, ადამისა და ევას დაცემამდელ მდგომარეობას
უბრუბდება.

„ყოველი განღმრთობილი ნორმალურ ადამიანს ნიშნავს, ვინაიდან მათი


გონება [სწორად] ფუნქციონირებს - ლოცულობს. ამიტომ ამგვარი ადამიანი
ნორმალურად იწოდება. განღმრთობა ყველაზე აღმატებული მდგომარეობაა“.
ჭვრეტისას მთლიანი ადამიანი მონაწილეობს უქმნელ ენერგიაში, შეიცნობს
ღმერთს, მაგრამ არა - მის არსებას. ამიტომ, როცა ღმერთი ცხადდება, კვლავაც
საიდუმლოდ რჩება. იგი დაფარულად ცხადდება.

„როცა ადამიანი განღმრთობას აღწევს... ამ გამოცდილებაში გრძნობები,


გონება, აზროვნება და ვნებები, - ყველაფერი მონაწილეობს... ღმერთი ყოველგვარ
ადამიანურ ძალებს აღემატება და გამოცხადების დროსაც საიდუმლოდ რჩება“.
გონისმიერი ლოცვით გონება - განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ჭვრეტას
ეახლება - უცდომელ თეოლოგიას იძენს.

„ვინც გონისმიერ ლოცვას არ ფლობს, ავტომატურად ხიბლში


(ცდომილებაში) იმყოფება. რატომ? - იმიტომ, რომ მისი გონება ცდომილებაშია... ეს
ხიბლი მხოლოდ გონიერი ლოცვით განიდევნება“.
ჭეშმარიტი მართლმადიდებელი თეოლოგია განათლებულ გონებას
უკავშირდება.

„გონების [სწორად] ფუნქციონირება თეოლოგიაა. სულიერი განსჯის მადლი


მისი საშუალებით მოიპოვება და ესაა ჭეშმარიტი ღვთისმეტყველების წინაპირობა.
[...]“.
საპირისპიროდ, თუკი გონება სავსეა გულისსიტყვებით, მაშინ მას არ ძალუძს
მართებულად თეოლოგობა.

„ვინც გულისსიტყვებით სავსე გონებით თეოლოგობს, ვერ განაცხადებს


ნამდვილ თეოლოგიას, რადგან საჭიროა მის გონებაში მხოლოდ ერთი აზრი
(ლოცვა) იყოს. თუკი მასში სხვა გულისსიტყვებიც ბინადრობს, სწორად ვერ
იღვთისმეტყველებს.
[გონებით გაუნათლებელ ადამიანს] მხოლოდ წაკითხული ტექსტების
საფუძველზე შეუძლია ისაუბროს თეოლოგიის შესახებ15, ფორმალური რამ გზით,
მაგრამ ვერასოდეს გააცნობიერებს თუ რა კავშირშია ეს სახელები და
მნიშვნელობები (ანუ მოღვაწეთა ტექსტებში გადმოცემული, მთარგ.) მამების
ჭეშმარიტ სულიერ გამოცდილებასთან“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ
ღმერთის მიერ ადამიანი შეიქმნა იმ წინასწარგანზრახულობით, რომ გულში
მოქმედი განათლებული გონების ძლით ჭვრეტას წარემატოს, რა დროსაც ღმერთის
ხილვამდე მაღლდება და ამგვარად იძენს მის ცოდნას; ამის შემდეგ [აღნიშნული
გამოცდილება] აზროვნებითი უნარის გამოყენებით გადმოიცემა (ფორმულირდება,
მთარგ.). ამგვარი იყო ღმრთისაგან შექმნილი თავდაპირველი ადამიანი.

15
ღვთისმეტყველების პროფესორი გიორგი მანძარიდისი შემდეგს აღნინავს: „არსებით განსხვავებას
ღმერთის შესახებ აზროვნებით ცოდნასა და გამოცდილებით ღვთისშემეცნებას (εμπειρική
θεογνωσία) შორის წარმოაჩენს წმინდა გრიგოლ პალამა, ტერმინების - თეოლოგია (θεολογία) და
ღვთისჭვრეტა (θεοπτία) - გამოყენებით. ღვთისმეტყველება - ამბობს იგი - იმდენად შორსაა
ნათელში შემტკიცებული ღვთისჭვრეტისაგან, რამდენადაც - რაიმე საგნის [შესახებ] ცოდნა მისი
შეძენისაგან. სხვაა ღმერთზე საუბარი და სხვა - მასთან ზიარებაში ყოფნა: „ღმერთზე უბნობა და
მასთან თანაყოფნა ერთი და იგივე არაა“ (წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, ეთიკა, 15, 94,
გამომცემა: J. Darrouzès, Syméon le Nouveau Théologien, Traités théologiques et éthiques, "Sources
Chrétiennes, ტომი 129, Paris 1967: 450). თეოლოგია ხმოვან სიტყვასა და ასევე, სიტყვის ხელოვნებას
საჭიროებს, როგორც ლოგიკური აზროვნებისა და მტკიცების გამოყენება საკუთარი ცოდნის
სხვათათვის გადაცემის სურვილით. ადამიანებს ამის გაკეთება ქვეყნიური სიბრძნითაც და
სულიერი განწმენდის გარეშეც ძალუძთ, მაგრამ ვინმემ საკუთარ თავში ღმერთი მოიპოვოს და მის
უწმინდეს ნათელთან ხმობილ იყოს - რამდენადაც შესაძლებელია ეს ადამიანური ბუნებისათვის -
შეუძლებელია თუკი არ განიწმინდა სათნოებათა მოღვაწეობით და საკუთარ თავს... არ აღემატა“
(Γεωργίου Ι. Μαντζαρίδη, Ησυχίας καρποί, Ιερά Μεγίστη Μονή Βατοπαιδίου, Α' έκδοση 2016: 31).
֍֍֍

მამა იოანე რომანიდისის (1927-2001) მოკლე ბიოგრაფია

მამა იოანეს მშობლები წარმოშობით კაბადოკიიდან იყვნენ, კონკრეტულად -


არაბისოდან (აქ დაიბადა წმინდა იოანე როსი და თავიანთ შვილს - იოანე სწორედ
მის საპატივცემულოდ დაარქვეს). მამამისს ერქვა საბა. იგი უბრალო ადამიანი და
კარგი ქრისტიანი იყო; მუშაობდა მკერავად (თერძი), ხოლო დედის სახელი
ევლამბია გახლდათ. რომანიდისების ოჯახი, დაახლოებით ხუთი წლის
განმავლობაში საბერძნეთში, კერძოდ პირეაზე ცხოვრობდა, რის შემდეგაც 1927 წ.,
როდესაც იოანე ჯერ მხოლოდ 72 დღის იყო, საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ
შტატებში, ნიუ იორკში გაემგზავრნენ.

იოანეს და, პართენია რომანიდისი განსხვავებულად მადიდებელზე


დაქორწინდა, რომელიც მართლმადიდებლურად მოინათლა და ამის შემდეგ
საცხოვრებელ ადგილად ახალი ზელანდია აირჩიეს, სადაც დედამისმა, ევლამბია
რომანიდისმა, მართლმადიდებლური გაერთიანება შექმნა და იქ, კრაისტჩერჩში -
სიდიდით ნომერ მეორე ქალაქში - ეკლესიის დაარსებისათვის იღწვოდა. ევლამბია,
თავისი მეუღლის, საბას გარდაცვალების შემდეგ თესალონიკში, თავისი შვილის,
იოანე რომანიდისის გვერდით, გადაცხოვრდა, და 1973 წ. მონაზვნად აღიკვეცა.

რაც შეეხება, საკუთრივ, იოანეს, იგი ნიუ-იორკში, მანჰეტენზე აღიზარდა, და


დაწყებით განათლებასაც იქ იღებდა (ასევე გიმნაზიაშიც დადიოდა). გიმნაზიაში
სწავლისას მის რწმენაზე ერთმა კათოლიკური აღმსარებლობის პროფესორმა
იქონია გავლენა, რომელიც შემდეგ მართლმადიდებლობაზე მოექცა. იოანე
რომანიდისი ოთხი წელი „პატიოსანი ჯვრის სახელობის მართლმადიდებლურ
თეოლოგიურ სკოლაში“ (Holy Cross Greek Orthodox School of Theology), ბრუკლინში
სწავლობდა. მისი დამთავრების შემდგომ „Yale“-ს უნივერსიტეტის თეოლოგიურ
სკოლაში შევიდა. 1951 წ. „Yale“-ს უნივერსიტეტის სტუდენტობის პერიოდში,
იოანეს მღვდლად დაასხეს ხელი და 1954 წ.-მდე Waterbury-ში, წმინდა სამების
სახელობის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მსახურობდა.

გარდა ამისა, მან შეისწავლა და ძალიან კარგად იცოდა კათოლიკური და


პროტესტანტული თეოლოგია, როგორც თომა აქვინელი, ისე სხვა მნიშვნელოვანი
პროტესტანტი ღვთისმეტყველები. თეოლოგიური განათლების მიღების შემდეგ
1957 წელს საბერძნეთში პირველად გაემგზავრა და ათენის კაპოდისტრიას
სახელობის უნივერსიტეტში თეოლოგიის დარგზე სადოქტორო დიპლომი დაიცვა,
თემაზე: „პირველქმნილი ცოდვა“ (Το προπατορικόν αμάρτημα).

დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ დაბრუნდა აშშ-ში, სადაც ამერიკის


არქიეპისკოპოს მიქაელის სახით, მის სამღვდელო მოვალეობასთან დაკავშირებით,
წინააღმდეგობებს წააწყდა. 1958 წელს მამა იოანემ ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის
სახელობის რუსულ სემინარიაში დაიწყო სიარული, მოგვოანებით კი სწავლა
პარიზის წმ. სერგის სახელობის რუსულ ინსტიტუტშიც განაგრძო, სადაც მამა
გიორგი ფლოროვსკის (Georges Vasilievich Florovsky) მოწაფე გახდა. იმ პერიოდში
ამერიკის არქიეპსკოპოსად იაკობი აირჩიეს, რომელმაც იოანე „პატიოსანი ჯვრის
სახელობის მართლმადიდებლური თეოლოგიის სკოლის“ პროფესორად დანიშნა.
პარალელურად, 1958 წ. მღვდლად დაინიშნა Hamshire-ში და ასევე, 1959 წ.-დან 1965
წ.-მდე - წმინდა ათანასეს ეკლესიაში, Arlington-ში. იქ მან მეორე დიპლომის
მოსაპოვებლად დაიწყო მზადება, ამ ჯერად, ჰარვარდისათვის (Harvard), რაც
წარმატებით დააგვირგვინა. 1965 წ. გიორგი ფლოროვსკი „პატიოსანი ჯვრის
სახელობის მართლმადიდებლური თეოლოგიური სკოლის“ პროფესორობიდან
გააგდეს, რომანიდისმა კი პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა.

1968 წლის 12 ივნისს მამა იოანე თესალონიკის არისტოტელეს სახელობის


უნივერსიტეტის (ΑΠΘ) თეოლოგიური სკოლის დოგმატიკის კათედრის მუდმივ
პროფესორად აირჩიეს, მაგრამ ორი წელი სამასწავლებლო საქმიანობას ხელი არ
მოუკიდია, რადგან მარქსისტული იდეოლოგიის მიმდევრობაში უსამართლოდ
დაადანაშაულეს.

როამნიდისი ყველაფერთან ერთად, ჰარვარდის უნივერსიტეტის


ფილოსოფიური სკოლის (School of Arts and Sciences) სტუდენტიც იყო და 1970 წ.-
დან - წმინდა იოანე დამასკელის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული
პროფესორიც (ბალამადა, ლიბანი).

მამა იოანემ პირადული მიზეზების გამო 1984 წელს თესალონიკის


უნივერსიტეტში თავისი თანამდება დატოვა, თუმცა მისთვის საპატიო
პროფესორის ტიტული არ მიუნიჭებიათ. აქედან მოყოლებული იგი ათენში
გადასახლდა, იქ სადაც მისი ქალიშვილი (მას ორი ქალიშვილი ჰყავდა) ევლამბია
ცხოვრობდა. მამა იოანე ბოლო ათი წელი გულის დაავადებით იტანჯებოდა და
მისი არასახარბიელო ჯანმრთელობის გამო, იძულებული გახდა სპეციალური
მკურნალობისათვის ათენის საავადმყოფში დაწოლილიყო.

იგი 2001 წლის 1 ნოემბერს გარდაიცვალა. მან წმინდა მკურნალთა


სახელობის ტაძრიდან (ომონიის ტერიტორია) გამოსვლისთანავე - სადაც
სალოცავად იყო წასული - განუტევა სული.

მამა იოანე რომანიდისი პატერიკული ტრადიციის ჩინებული მცოდნე


გახლდათ, განსაკუთრებით წმინდა გრიგოლ პალამასი. იგი მიიჩნევდა, რომ
დღევანდელი მართლმადიდებლური თეოლოგიური აზროვნება
დასავლურდებოდა და მამათა ტრადიციისაკენ მიბრუნების მნიშვნელობას
უსვამდა ხაზს (მსგავსად პროტოპრესვიტერ გიორგი ფლოროვსკისა).

იგი მონაწილეობას იღებდა, როგორც განსხვავებულად მადიდებელ


ქრისტიანებთან (ანგლიკანები, პროტესტანტები) დიალოგებში, ისე სხვა
სარწმუნოების მიმდევრებთან (იუდეველები, მუსულმანები). მისი შემოქმედება და
მემკვიდრეობა თავის სადოქტორო დისერტაციაში - Prophet of Roman Orthodoxy-
The Theology of John Romanides - Andrew Sopko-მ გამოიკვლია, რომელიც 1998 წ.
გამოიცა.

მამა იოანეს დასავლეთისა და ელინური ისტორიის კარგი ცოდნა იმაში


დაეხმარა, რომ ფრანკულ და რომაულ კულტურებს შორის რადიკალური
განსხვავება წარმოეჩინა. ასევე, იგი ცნობილია, როგორც ნეტარი ავგუსტინეს
ჩინებული მკვლევარი და მამათა თეოლოგიის შუქზე მისი თხზულებების
გამკრიტიკებელი.

მამა იოანე რომანიდისის კალამს შემდეგი ნაშრომები ეკუთვნის:

• «Αυγουστίνος Ιππώνος, Πηγή των αιρέσεων των παπικών προτεσταντών και


του Βαρλαάμ του Καλαβρού».

• «Το προπατορικόν αμάρτημα», το 1989, η διδακτορική του διατριβή στη


Θεολογική Σχολή του Πανεπιστημίου Αθηνών,

• «Πατερική Θεολογία», βιβλίο από απομαγνητοφωνημένες παραδόσεις


μαθημάτων του Ρωμανίδη την ακαδημαϊκή περίοδο 1983-84,

• «Ρωμηοσύνη», το 1975, ιστορικό έργο,

• «Φράγκοι, Ρωμαίοι, Φεουδαλισμός καί Δόγμα», το 1982, ιστορικό έργο,

• «Δογματική και Συμβολική Θεολογία της Ορθοδόξου Καθολικής Εκκλησίας»,

• «Η θρησκεία είναι νευροβιολογική ασθένεια, η δε Ορθοδοξία η θεραπεία της»,

• «Ρωμαίοι ή Ρωμιοί Πατέρες της Εκκλησίας».

სპეციალურად წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მართლმადიდებლური


ღვთისმეტყველების ცენტრის საიტისათვის ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები
დაურთო ლევან ხატიაშვილმა.

წიგნიდან: მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი, მართლმადიდებელი ეკლესიის


გამოცდილებითი დოგმატიკა, მამა იოანე რომანიდისის აუდიო საუბრების
მიხედვით, ტომი II, ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი./ Μητροπολίτου
Ναυπάκτου καί Ἁγίου Βλασίου Ἱεροθέου, Ἐμπειρική Δογματική τῆς Ὀρθοδόξου
Καθολικῆς Ἐκκλησίας, κατά τίς προφορικές παραδόσεις τοῦ π. Ἰωάννου
ρωμανίδη, Τόμος Β', Ἱερά Μονή Γενεθλίου τῆς Θεοτόκου (Πελαγίας).

You might also like