Professional Documents
Culture Documents
ფილოსოფია ფინალური1234 1
ფილოსოფია ფინალური1234 1
რა არის ფილოსოფია
ადამიანებს უხსოვარი დროიდან აფიქრდება მათ გარშემო არსებული სინამდვილე და სამყარო.ყოველივე
ეს წარმოშობდა მათში მრავალგვარ კითხვებს. სწორედ კითხვის დასმით იწყება ფილოსოფია.უკვე მე-6
საუკუნეში თალეს მილეთელი,რომელმაც დასვა კითხვა „არხეს“ შესახებ,შეგვიძლია მივიჩნიოთ პირველ
ფილოსოფოსად.მართალია,უფრო ძველადაც არსებობდა რწმენა-წარმოდგენები სამყაროს შესახებ,ძველი
ეგვიპტური ,შუმერული მითები,თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანებს ამ მითების ბრმად
სწამდათ.პირველმა ფილოსოფოსებმა,რომლებმაც პირველად იხმარეს სიტყვა ფილოსოიფა სწორედ ამით
განსხვავდებოდნენ მათგან,ისინი ბრმად არ ენდობოდნენ დასტურებულს. სიტყვა ფილოსოფია
ბერძნულია და ნიშნავს სიბრძნის სიყვარულს. ეს არის სიბრძნისკენ სწრაფვა. ფილოსოფოსები მხოლოდ
სიბრძნის მაძიებელნი,მოტრფიალენი შეიძლება იყვნენ და არა ბრძენები.აღსანიშნავია,რომ ფილოსოფია
გაკვირვებიდან წარმოიშბა.ეს არის ნაბიჯი უჩვეულოსკენ.სოკრატე ამბობს: „მე ის ვიცი, რომ არაფერი
ვიცი“სწორედ არცოდნაში მდგომარეობს ფილოსოფია.ვარაუდით ჩვენ ვიცით რომ პითაგორამ(ან
ჰერაკლიტემ) შეართა ორი სიტყვა და მიიღო საბოლოოდ ფილოსოფია.ეს არის აზროვნების თავისებური
წესი.სოკრატე,პლატონი და არისტოტელე ასწავლიდნენ რომ ფილოსოფია არის მზადება,წვრთნა
,ტრენინგი მარადიული სიცოცხლის ზეიმისთვის.აღსანშნავია,რომ არისტოტელეს აზრით, ადამიანი
ბუნებით ისწრაფვის შემეცნებისკენ,ის ბუნებითაა ფილოსოფოსი..უნდა გვახსოვდეს,რომ
ფილოსოფიისთვის აუცილებელია როგორც წიგნიერება,ისე ცხოვრებისეული გამოცდილება.ჩვენ ვიცით
ფილოსოფიის სამი ასაკი-ანტიკა-ბერძნები-გენიალური ბავშვები-. სკოლასქტიკა-სასკოლო ასაკი ახ.წ.მე7-
მე-16, განმანათლებლობა-ზრდასრულობა მე17-მე18. წინ მიუღძოდა რენესანსი „კაცობრიობის სიჭაბუკე“.
2. ფილოსოფიური სკოლები
ფილოფოსიური სკოლა არის ტრადიცია, თაობათა ესტაფეტა,რომელიც ხელიდან ხელში გადადიოდა.
ჩვენთვის ცნობილია პითაგორას სკოლა,პლატონის აკადებია,არისოტოტელეს ლიცეუმი. ელინიზმის
ეპოქაში შეიქმა ასევე „კასრის,ბაღის,თაღის“ ფილოსოფიური სკოლები. მე12 საუკუნეში
უნივეერსიტეტები და აკადემიები ბიზანტიაში,იტალიაში და ჩრდ ევროპაშიც იქმენაბ. აღსანიშნავია,რომ
დასავლურ სამყაროში,აღმოსავლურისგან განსხვავებით ფილოსოფიურ სკოლაში მასწავლებლის
პატივისცემა თაყვანისვემაშ არ გადასულა.თვითონ არისოსტელე ამბობს: „პლატონი მიყვრს, მაგრამ
უფრო მეტად მიყვარს ჭეშმარიტება“. ჩვენთვის ცნობილია რომ არსებობდა 3 განსხავევბული სკოლა:
აღმოსავლური სკოლები, ელინურ და ეკლესია. პლატონმა აკადემიკოსის სახელობის ბაღში იყიდა სახლი
და გახსნა სკოლა, რომელსაც აკადემია ეწოდა. აკადემიაში სწავლება უფასო იყო, როგორც სოკრატემ
უანდერძა პლატონს, რომელიც არასდროს იღებდა გასამრჯელოს სიბრძნის სწავლებაში,სოფისტებისგან
განსხავებით.პლატონის აკადემიამ 900 წელი იარსება.
არისტოტელემ,რომელიც 20 წელი სწავლობდა პლატონის აკადემიაში, ათენის გარეუბანში გახსნა
სკოლა, რომელსაც ხეივანი ჰქონდა წინ, ის სწორედ აქ უკითხავდა ლექციებს სტუდენტებს.ათენელებმა
სკოლას ლიცეუმი, ხოლო მის ბინადრებს პერიპატეტიკოსები ანუ მოსეირნეები უწოდეს. სტუდენტებს
ევალებოდათ არა მარტო დაეზეპირებინათ და გადმოეცათ მიღებული მასალის შინაარსი,არამედ
კრიტიკული შენიშვები მოეწოდებინათ სკოლის მოძღვრისთვის. პერიპატეტიკოსთა სკოლამ ახ.წ მეორე
საკუნემდე იარსება.
ბაღის ფილოსოფოსები-ამ სკოლის ფუძემდებელია ეპიკურე, რომელიც პლატონურ აკადემიაში
სწავლობდა შემდეგ დაშორდა მის პრინციპებს და დაარსა საკუთარი სკოლა,რომელიც ბაღში
მდებარეობდა.მას „ეპიკურელთა ბაღი“ შეარქვეს ,ხოლო იქ მოღვაწეებს „ბაღის ფილოსოფოსები“.ეს იყო
ღია სასწავლო-კვლევითი დაწესებულება,სადაც ყოველ გამვლელ/მგზავრს შეეძლო შეეარა და
შეერთებოდა ფილოსოფიურ განხილვებს.ეპიკურეს ზნეობრივი მოძღვრების მიხედვით ფილოსოფია
ბედნიერების მიღწევის გზა იყო..
თაღის ფილოსოფოსები-ეს სკოლა ათენში,თაღოვან დარბაზში, გახსნა ძენონმა ძვ.წ.მე4 საუკუნეში.
ამიტომ მათ „თაღის ფილოსოფოსები „ ეწოდათ. მათი პრიციპი იყო ცხოვრბა ბუნებრივ წესრიგთან
თანხვედრაში. კასრის ფილოსოფებიდან ცნოიბილია დიოგენე. კასრის ფილოსოფოსების მიზანი იყო
ცხოვრების ამაოებიდან განშორება, არაფილოსოფიური სამყაროდან გამიჯვნა,.საკმაოდ საინტერესოა
გადმოცემა ალექსანდრე მაკედონელისა და დიოგენეს შეხვედრის შესახებ, სადაც დიოგენეს პასუხი
ალექსანდრესანდრეს შეკითხვაზე-რა გსურსო, გამორჩეულია „ხელმწიფევ,გთხოვ კასრს მოშორდე,მზეს
მიჩრდილავ“.
1
ჩვენთვის ასევე ცნობილია გელათის აკადემია,სადაც იოანე პეტრიწმა ააღორძინა არა მხოლოდ
ანტიკური ფილოსოფია, არამედ მისტერიათა სიბრძნეც.მან ფილოსოფიური სიბრძნე ქრისტიანულ
ჭრილში განიხილა. უკვე რვა საუკუნეა ფილოსოფიის სკოლა უნივერსიტეტშია,
2
სიტყვა „მეტაფიზიკის“ ავოტირა რედაქტორი ანდრონიკე როდოსელი, რომელმაც არისტოტელეს ერთ
უსათაური წიგნს,რომელიც ფიზიკის შემდეგ იდო „მეტა ტა ფიზიკა“ უწოდა რაც ქართულად ნიშნავს-ის
რაც ფიზიკის შემდეგაა. მოგვიანებით ეს ტერმინი არსისა და აზრის შესახებ მოძღვრების აღმნიშვნელად
იქცა.პირველფილოსოფია ანუ მეტაფიზიკა მოიცავს ონტოლოგიას,შემეცნებას და ცოდნის თეორიებს.
მართალია მეტაფიზიკა გონების „აუცილებელი მეცნიერებაა“,მაგრამ ის გამოდის მეცნიერება
მიუწვდომელის შესახებ,ანუ იმის, რაც ცოდნის მიღმაა. ღმერთი,სამყარო და ადამიანი სწორედ რომ
იდეალებს წარმოადგენენ, რომელთაც შემეცნების ფუნქცია არ აქვთ.შესაძლოა ისინი შევადაროთ
მანათბელ ვარსკვლავებს,რომელნიც ორიენტირს გვაძლევენ, მაგრამ ჩვენ მათ ვერასდროს
მივწვდებით.აქედან გამომდინარე,მეტაფიზიკა დაუსრულებელი დავის ასპარეზია,ვერავინ მოახერხა
საწინააღდეგოსა თუ დამადასტურებელის დასაბუთება. თუმცაღა მეტაფიზიკა ისევ პირველ
ფილოსოფიად მიიჩნევა. ამიტომაც სწორი იქნება თუ მეტაფიზიკას განვიხილავთ არა როგორც
მეცნიერებას, არამედ გონების ბუნებრივ მისწრაფებას.
3
ყოველივე რასაც ჩვენ აღვიქვამთ და ვხედავთ სამყაროს შემადგენელი ნაწილია,მაგრამ სად არის თვით
სამყარო?ჩვენ გვაინტერესბს დაუსაბამოა თუ დასაბამი აქვს სამყაროს. ვირგილიუსი წერდა „არარასგან
თავად ღმერთიც ვერაფერს შექმნის“/ ფილოსოფიის წარმოშობიდან დღემდე არის კითხვები იმაზეაქვს
თუ არა სამყაროს დასაბამი.გვიან შუა საუკუნეებსა და რენესანსის ეპოქაში მეტაფიზიკურ კვლევებში დიდ
ადგილს იკავებს სუბსტანცია,რაც ნიშნავს ქვემდებარეს,ანუ რაც საფუძვლად უდევს მრავალგვარობას. ის
არის ყოველივეს პირველმიზეზი და პირველმამოძრავებელი. ახალ დროში ის იცვლება სუბიექტის
პრინციპით. (აზროვნება გამოდის წინა პლანზე).
მონიზმი (ბერძნ. monos — ერთი) — ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც ყოველი არსებულის
საფუძვლად აცხადებს ერთ საწყისს. მატერიალიზმი ასეთ საწყისად მატერიას მიიჩნევს, ხოლო
იდეალიზმი — ღმერთს. ტერმინი მონიზმი სათავეს დასავლური ფილოსოფიიდან იღებს და ხშირად
გამოიყენება სხვა და სხვა რელიგიებში.
დუალიზმი"ორნაირი"-ფილოსოფოურიმოძღვრება,
რომელიცსამყაროსსაფუძვლადაღიარებსორერთმანეთისსაწინააღმდეგოსაწყისს -
მატერიალურსადაიდეალურს.
ტერმინი პლურალიზმი მიიჩნევს მრავალს საწყისად.
5
13. შემეცნების გრძნობად-ემპირიული საფეხური: შეგრძნება, აღქმა, წარმოდგენა.
შეგრძნება არის ცოდნის პირველწყარო,მისით ჩვენ ვიღებთ არა საგნებს,არამედ საგნის თვისებებს.ეს არის
ადამიანის უშუალო კავშირი სინამდვილესთან.ადამიანი ყველაზე მეტ ინფორმაციას იღებს
მხედველობისა და შეხების შეგრძნებებიდან.შეგრძნებებით მიღებულ საგანს აკლკია გარკვეულობა და
მთლიანობა.ამიტომაც გარკვეულწილად შესაძლოა შეგრძნებები იყოს სუბიექტური ან დამახინჯებული.
ცნება არის საგანთა კლასის არსებითი თვისებების ერთობლიობა.ცნების წარმოქმნა იწყება საგნის
თვისებათა ანალიზით. ცნების მეშვეობით გადაჭრილია სამყაროს მრავალფეროვნების გააზრების
პრობლემა,მაგალითად ,მაგიდის ცნებით შესაძლოა ვახსენოთ,მოვიცვათ ყველა ის მაგიდა,რაც კი
არსებობდა.ამით ადამიანის გონება მეტად ეკონომიური ხდება.თუმცაღა ცნებით აღწერილი სამყარო არ
არის სრული ,ამ სიმრავლეებს შორის არ არის კავშირი,წესრიგი. ეს მხოლოდ მარტივი დონეა.
ი.კანტმა ჩამოაყალიბა თეორიული ცოდნა. მან ცოდნა განსაზღვრა როგორც თეორიული ცოდნა,რომლის
საგანია სინამდვილე,ბუნება..ადგენს რეალობას ისე,როგორც არის თავისთავად.მან უარყო თანშობილი
ცოდნის პლატონისეული თეორია.
შემეცნების პროცესში უდიდესი ადგილი ეთმობა სწორი მეთოდის შერჩევას. სწორედ მეთოდმა უნდა
უზრნუნველყოს უყტუარი ცოდნის მოპოვება დროისა და ენერგის მინიმალური
დანახარჯით.ფილოსოფიას,როგორც მეცნიერებას აქვს 3 მეთოდი,ესენია:
8
ურთიერთდაპირისპირების შედეგად იბადება აზრი.მისი მიზანია,რაციონალურად გადაჭრას
ფილოსოფიური პრობლემები.ის გნესეოლოგიური მეთოდია,რომელიც ხორციელდება „თეზისი-
ანტითესიზი-სინთეზის“ სქემით.დიალექტოკოსებიდან აღსანიშნავია ჰეგელი
9
მატერიალიზმი მიიჩნევს,რომ ცნობიერება სამყაროს ევოლუციური განვითარების შედეგია. საწყისად
მიიჩნევს მატერიას,ფიზიკურ რეალობას. ცნობიერება კი ტვინის ფუნქციაა. მატერიალიზმის პრობლემაა
,თუ ევოლუციის რომელ საფეხურზე წარმოიშვა იდეალური.
21.ენის ფენომენი
ენა და გონიერება ადამიანის ფუნდამენტური ნიშნებია.არისტოტელეს მიხედვით ადამიანი არის
ცოცხალი მეტყველი გონება. ენა მჭირდროდაა კავშირში ცნობიერებასთან,ენა არის ცნობიერების
გამოვლენის,გონების,ცოდნის ობიექტივაციის ფორმა. ენა არსებობს დამწერლობისა და მეტყველების
სახით.ენის ფილოსოფია იკვლევს ენის ბუნებას,მის ფუნქციებს და მის როლს ცოდნის,ცნობიერების
ფუნქციონირებაში. ადამიანი ენა გამოიყენებს აზროვნების,ურთიერთობებისა და გაგებისთის. ადამიანი
ენის საშუალებით აღწერს რეალობას,გამოხატავს გრძნობებს,ახდენს კომუნიკაციას.-აქედან გამომდინარე
ენა საზოგადოების მთლიანობის ერთადერთი საშუალებაა.როგორც ჰაიდეგერი წერს „ენა არის
ყოფიერების სახლი“. ენის,როგორც ნიშნათა სისტემის თეოერია კი სოსიურმა დაამუშავა,რომელიც
თანამედროვე ენათმეცნიერების ფუძემდებელია.ბუნებრივი ენის ნაკლოვანების გამო არსებობს
იდეალური ენის ცნება.
ფილოსოფიურ ამოცანას წარმოადგენდა ენის სრულყოფა. ბუნებრივი ენის ნაკლია სიტყვების
ბუნდოვანება,ორაზროვანი საზრისი.ენის მეცნიერებაში გამოყენება მოითხოვდა მის სიზუსტეს.ყოველ
სიტყვას უნდა ჰქონოდა მხოლოდ ერთი მნიშვნელობა.სწორედ ამიტომ ცდილობდნენ შეექმნათ
იდეალური ენა,რომელიც იქნებოდა ლოგიკურად სრულყოფილი.
10
სისწორე. ლოგიკა ადამიანს აჩვევს ზუსტ აზროვნებას,რათა მან თვისი აზრების ნათელი არგუმენტირება
მოახდინოს. ჩვენი აზრები მუდამ ეფუძნება გარკვეულ წესრიგს, აუცილელობას, სწორედ ამ წესრიგს
ეწოდება ლოგიკურობა.შეგვიძლია განვასხვავოთ პოეტური,ლიტერატურული და თეორიული ტექსტი.
თეორიულ და მეცნიერულ ტექსტს საქმე არ აქვს ჭეშმარიტების ძიებასთან.თუკი მსჯელობის პროცესში
ლოგიკური კანონები არ არის დაციული,მაშინ ჭეშმარიტი წინამძღვრებიდან ვიღებთ მცდარ დასკვნას.
ამგვარად,ლოგიკა გამოხატავს აზროვნების პროცესში აუცილებელ და არსებიბთ კავშირს აზრებს შორის.
11
28.ლოგიკის კანონები(ვაერთიანებ შემდეგ 4 საკითხს).
(ლოგიკის ზოგადი განმარტება) ლოგიკა მოიცავს 4 ძირითად კანონს.
პირველი იგივეობის კანონი ჩამოაყალიბა არისტოტელემ თავის მეტაფიზიკაში.-იაზროვნო ყველაფერზე
ნიშNავს არ იაზროვნო აარაფერზე. ეს კანონი მოითხოვს აზროვნების კონკრეტულობას. ცნება უნდა
უდრიდეს თავის თავს. მისი შინაარსი მსჯელობის პროცესში არ უნდა იცვლებოდეს. მაგალითად როცა
განვიხილავთ სკამს,ჩვენ უნდა განვიხილოთ ის ერთი,დასაჯდომი მნიშვნელობით და ამ შემთხვევაშ არ
უნდა გავურიოთ მისი სხვა დანიშNულებები.ცნების შინაარსი უნდა იყოს კონკრეტული.როდესაც
უნებურად ირღვევა იგივეობის კანონი,ადგილი აქვს ლოგიკურ შეცდომას,ხოლო თუ შეგნებულად მაშინ
სოფიზმთან გვაქვს საქმე,რაც გულისხმობს ორაზროვანი ცნებებით მსჯელობის არსის დამახინჯებას.
ინდუქციური დასკვნის დროს ერთეული მსჯელობიდან ვაკეტთებთ დასკვნას ზოგად მოვლენათა მთელი
კლასის ანუ მრავალი საგნის შესახებ.
დასკვნა ანალოგიის დროს ერთეული ხასითის მსჯელობიდან ვაკეთებთ დასკვას მეორე მოვლენაზე მათი
მსგავსების საფუძველზე.
12
ინტუიციური ლოგიკა, რელევანტური ლოგიკა, მოდალური ლოგიკის ახალი სახეები. არაკლასიკური
ლოგიკის მიხედვით: აზროვნების პროცსი და სამყარო იმდენად რთულია, რომ მისი შემეცნება და აღწერა
მხოლოდ ფორმალური ლოგიკით შეუძლებელია.
13
თვლიან, რომ ღირებულებები ტოტალურად სუბიექტურნი არიან; მათ მიაჩნიათ, რომ მორალი უშუალოდ
ადამიანიდან იღებს სათავეს. თუ არ იარსებებს ადამიანი, არც მორალური ღირებულებების არსებობაა
საჭირო. არსებობს მორალური რელატივიზმის ორი ფორმა: ინდივიდუალური რელატივიზმი, რომელიც
ამტკიცებს, რომ ინდივიდი თვითონ ქმნის საკუთარ მორალურ სტანდარტს; და კულტურული
რელატივზმი, რომელიც თლის, რომ მორალურ პრინციპებს ქმნის საზოგადოება. მეორე საკითხის
განხილვისას - თუ ვინ არის მორალის სუბიექტი, გამოიყოფა ოთხი ასპექტი: რელიგიური მორალი -
რომელიცარეგულირებს პიროვნების მიმართბას მხოლოდ და მხოლოდ ღმერთთან და სხვასთან
არავისთან; მორალი და ბუნება - იგი მიმართულია გახსნას ადამიანისა და ბუნებისურთიერთობა;
ინდივიდუალური მორალი - იგი გულისხმობს ადამიანის რელაციას საკუთარ თავთან; სოციალური
მორალი - გულისხმობს ადამიანების რელაციას სხვა ადამიანებთან.
14
ცხოვრებით, ხოლო მოქმედებებისა და გადაწყვეტილების მიღების ანალიზი მისი საქმე არაა. ამ თეორიის
მიმდევრებისთვის ცენტრალური თემაა „კარგი ცხოვრება’’. მოვალეობის თეორიები მორალს აფუძნებენ
ვალდებულების სპეციფიკურ, ფუნდამენტურ პრინციპზე. ამ თეორიებს დეონტოლოგიურს ანუ
არაკონსიქვენციონალისტურს უწოდებენ. დეონტოლოგიური სტრატეგიის მიხედვით, პრინციპები,
რომელთაც ეფუძნება მორალი არ არიან დამოკიდებულნი გარემოებებზე. მისი ამოსავალი დებულებაა:
„ქცევა არ განისაზღვრება მისი შედეგით“. ტელეოლოგიურად ორიენტირებული ნორმატიული
თეორიების მიხედვით მორალური ქცევა დეტერმინირებულია მხოლოდ ქცევის შედეგით. მორალურად
ის ქცევა მიიჩნევა, რომლის მოსალოდნელი შედეგი ზნეობრივია. ამ თეორიებს კონსიქვენციონალისტურს
უწოდებენ. ამ სტრეტეგიის შიგნით გამოიყოფა სამი ქვეჯგუფი: ეთიკური ეგოიზმი (ქცევა მორალურია,
თუ მისი შედეგები მისაღებია მოქმედი სუბიექტისთვის), ეთიკური ალტრუიზმი (ქცევა მორალურია, თუ
მისი შედეგი დადებითია ყველასთვის, გარდა მოქმედი სუბიექტისა) და უტალიტარიზმი (ქცევა
მორალურია, თუ მისი შედეგი ყველასთვის მისაღებია).
16
სტრატეგია დახვეწილ ფორმას იღებს იმანუელ კანტის ეთიკაში. მან კატეგორიული იმპერატივის სამი
ალტერნატიული ფორმულირება გამოთვა.
1. მიიღე გადაწყვეტილება საკუთარი ქცევების შესახებ ისე, თითქოს წარმოსახვითი სამეფოს
კანონმდებელი ხარ,სადაც ადამიანები საკუთარ თავში მიზნისა და შინაგანი ღირებულების მატარებელნი
არიან.
2. მოიქეცი ისე,რომ კაცობრიობა როგორც შენი,ისე ყველა ადამიანის სახით მიგაჩნდეს მიზნად და
არასდროს საშუალებად.
3. მხოლოდ იმ პრინციპების მიხედვით მოიქცი, რომელსაც ისურვებდი გამხდარიყო საყოველთაო კანონი.
ყველაფერი რასაც ჩვენ ვუწოდებთ კარგს.კანტის მიხედვით,მხოლოდ იმ შემთხვევაშია კარგი, თუ კეთილ
ნებას უკავშირდება. სწორედ კეთილი ნება მიმართავს ადამიანს,მოიქცეს ისე როგორც საჭიროა და არა
საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით.კანტი მიზანსა და საშუალებას შორის განსხვავებას
პოულობს. თუ ქცევა კარგია მიზნის მისაღწევად-ის სასარგებლოა,თუ ის კარგია თავისთავად ის
ზნეობრივია.ქცევის მორალური პრიცნიპი განსაზღვრავს შედეგს და არა პირიქით. კანტის მიხედვით
არსებობს რამდენიმე მაქსიმა,დაურღვეველი პრინციპები. მათგან აღსანიშნავია - იყავი მართალი,იყავი
ატიოსანი,კეთილშობილი,ფუჭად არ გაფანტო ნიჭი,არ მოიკლა თავი,იყავი მზად დასაჯო ყველა,ვინც
ღირსია,იყავი კეთილი ცხოვრების მიმართ> ამ სტრატეგიის მიხედვით მორალური წესი უნივერსალური
და აბსოლუტურია. ყველა ადამიანის მოვალეობაა იყოს ზნეობრივ,გარემოებისგან დამოუკიდებლად.
17
52. რა არის პოლიტიკა
პოლტიკა ძალზედ რთული განსამარტავია,ის მოღვაწეობის მრავალ სფეროს მოიცავს. არისტოტელეს
მეცნიერებათა კლასიფიკაციაში „პოლიტიკიშ“ აღინიშნება ცოდნის ერთ- ერთი ყველაზე არსებითი
სფერო,რომელიც იქვემდებარებს სხვა მეცნიერებებს და პირველი ფილოსოფიის შემდეგ ყველაზე
მნიშვნელოვანი ცოდნაა. თუ გვსურს გავარკვიოთ,თუ რა არის პოლიტიკა,ჯერ ადამიანი უნდა
შევისწავლოთ.მაქს ვებერის მიხედვით „ პოლიტიკა მოღვაეწობის ყველა ნაირსახეობას
მოიცავს“.პოლიტიკა რაღაცისკენ მიმართლი ქმედებაა.პოლიტიკა ძვ.ბერძნული სიტყვაა და პოლისის ან
სახელმწიფოს მართვას ნიშნავს.ოსვალდ შპენგლერის მიხედვით პოლიტიკა არის პრცესი,რომლის
შიგნითად ადამიანებ ქმნიან,ხვეწენ და ინარჩუნებენ ერთად ცხოვრების ნორმებს.პლატონისთვის
პოლიტიკა არის ადამიანის მიერ ადამიანის მართვის სფერო,.არისტოტელეს მიხედვით კი პოლიტიკის
მიზანი სწორედ სიკეთეს უნდაემყარებოდეს.ანტიკურობაში პოლიტიკის საშუალებით ხდება ცხოვრბების
გაუმჯობესება.პოლიტიკა აუცილებლად საზოგადოებრივი ინტერესების ერთობლიობაა.პოლიტიკის
ცნება ორი რადიკალურად განსხვავებული რეპუტაციითაც სარგებლობს: ერთი მიდგომის თანახმად
პოლიტიკა „ბინძური საქმეა’ მეორე მიდგომით კი აუცილებელი,მნიშვნელოვანი.მეცნიერები დღემდე ვერ
თანხმდებიან პოლიტიკის შესახებ,რაც მისივე ცნების მრავალმნიშვნელობითაა გამოწვეული.შეიძლება
გამოიყოს 5 შეხედულება პოლიტიკაზე. 1. პოლიტიკა,როგორც სახელმწიფოს მართვის ხელოვნება-
სახელმწიფოს კონტროლის განხორციელება საზოგადოებით,როგორც ეს ხდება კოლექტიური
გადაწყვეტილებების მიღების დროს.ამ დროს პოლიტიკა წარმოდგება,როგორც ოფიციალური
გადაწყვეტილებათა ერთობლიობა,რომლითაც ხელისუფლების ორგანო საზოგადოებას განუსაზღვრავს
საქმიანობის ამა თუ იმ მიმართლებას.2. პოლიტიკა,როგორც საჯარო პროცესი- ამ მიდგომით ხდება
გარკვევა თუ სად გადის ზღვარი საჯარო ცხოვრებას შორის.სახელმწიფო ორგანოები განახილება
საჯაროდ,რადგან ის პასუხს აგებს საზოგადოების კოლექტიური ცხოვრების ორგანოებზე და ფინაანსდება
საზოგადოების ხარჯზე.სამოქალაქო საზოგადოება კი შედგება კერძო ინსტიტუტებისგან,რადგან მათ
ქმნიან კერძო მოქალაქეები თვიანთი ინტერესების შესაბამისად. 3. პოლიტიკა,როგორც კომპრომისი და
კონსენსუსი- პოლიტიკა განიხილება კონფლიქტების გადაწყვეტის ხერხად.
კომპრომისების,მოლაპარაკებების და სხვა ზომების გამოყენება უპირისპირდება ძალის ანდ
ხელისუფლების უხეშად გამოყენებას.4.პოლიტიკა,როგორც ხელისუფლებისა და რესურსების
განაწილება- ამ მიდგომის მიხედვით პოლიტიკა საზოგადოებრივი საქმიანობის ყველა სფეროშია.ის არის
ყველაფერი,რაც დაკავშირებულია რესურსების განაწილებსათან და გამოყენებასთან საზოგადოების
ნორმალური ფუნქციონირებისთვის. 5. პოლიტიკა, როგორც ძალაუფლება- ამ შემთხვევაშ
პოლიტიკა ცხოვრების ყველა კუნჭლშ აღწევს,როგორც ანდრიან ლეფტვიჩი წერს,პოლიტიკა ნებისმიერ
კოლექტიურ საჯარო საქმიანობას უდევს საფუძვლად.კარლ შმიტის მიხედვით პოლიტიკის არსის
განსაზღვრა რთულია,რადგან ის გამოიკვეთება სხვა ტერმინებთან შეპირისპირებით.თმცა როგორც არ
უნდა იყოს,პოლიტიკური ყოველთვის შეხებაშია სახელმწიფოსთან და მის გარეშე არ მოიაზრება.
19
მდგომარეობს,რომ იგი არ ემორჩილება არანაირ ამქვეყნიურ უპირატეს ძალას ან ადამიანის ნებას
აღიარებს სახელმძღვანელოდ.ადამიანის თავისუფლკება საზოგადოებაშ ისაა,რომ ის არ დაემორჩილოს
სხვა საკანონმდებლო ხელისუფლებას,გარდა იმისა,რაც სახელმწიფოში თნხმობით
მიიღება.ხელისუფლების პირობებშ მცხოვრები ადამანების თავისუფლება მდგომმარეობს იმაში,რომ
არსებობდეს მოქმედი სახელმღვანელო წესები,რაც საზოგადოების ყველა წევრზე თანაბრად ვრცელდება.
ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობას შეიძლება ვუწოდოთ წინასახელმწიფოებრივი პერიოდი. თომას
ჰობსის მიხედვით,ადამანთა პოლიტიკურ ყოფას წინ უსწრებს ბუნებრივი მდგოომარეობა. მასთან
ბუნებრივი მდგომარეობა ხასიათდება თანასწორობით.ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფ ადამიანთა
შორის მტრობის სამი მიზეზი არსებობს: მეტოქეობა,უნდობლობა და პატივმმოყვარეობა ანუ დიდების
წყურვილი.მეტოქეობა,როდესაც ადამიანები ხდებიან ერთმანეთის მტრები,როდესაც ერთი და იგივე რამ
სურთ. უნდობლობა გამომდინარეობს მეტოქეობიდან ,რადგან საფრთხე კარნახობს წინასწარგანჭვრეტას
და მოქმედების აუცილებლობას. პატივმოყვარეობა,რადგან ჯგუფური ცხოვრების თითოეული წევრი
ცდილობს სხვამ პატივი სცეს მას ისე,როგორც ის მიიჩნევს.ამდენად,ჰობსის მიხედვით ადამიანები
იბრძვიან უსაფრთხოებისთვის,ნადავლის ხელში ჩასაგდებად. ,ადამიანებს შორის დაიდო
საზოფადოებრივი ხელშეკრულება,რომლის მიხედვით დაცული უნდა ყოფილიყო თითეული მათგანის
ბუნებრივი უფლება სიცცოხლეზე და ბედნიერებაზე. ამდენად,როგორც ჩანს,სახელმწიფო შეიქმნა
ხელშეკრულების საფუძველზე.ჰობსის მტკიდევით სახელმწიფოს მუდმივი და ძირითადი ფუნქცია
მშვიდობის შენარჩუნებაა. საზოგადოებრივი ხელშეკრულებით დაფუძნებული თანამდებობა,პოსტი
უმაღლესი ხელისუფლების მატარებელი ხდება. ჰობსის ეს შეხედულება გააკრიტიკეს. ჯონ ლოკი
მიიჩნევს,რომ ადამნიანებს შეუძლიათ იცხოვრონ მშვიდობიანად ბუნებრივ მდგომარეობაშც კი. როდესაც
რუსომ გამოაქვეყნა :საზოგადოებრივი ხელშეკრულება“ ხელშეკრულების იდეა მასობრივი ინტერესისა
და მსჯელობის საგანი გახდა. საზოგადოებრივი ხელშეკრულება გულისხმობს საზოგადოებისა თუ
სახელმწიფოში ცაკლეული პიროვნებათა ნებაყოფლობით ურთიერთშეთანხმებას. რუსო უარყოფს
ჰობსის თეორიას „ბუნებრივი მდგომარეობის“ შესახებ. ამასთან,ადამიანებს შორის არსებობს 2 სახის
უთანასწორობა. ერთა ბუნებრივი ანუ ფიზიკური და მეორე პირობითი ანუ პოლიტიკური. ის მყარდება
ადამიანთა შორის გარკვეული კონვენციის საფუძველზე. რუსოს თხზულება სამაგიდო წიგნად იქცა
საფრანგეთის რევოლუციის ლიდერებისათვის. მაქსიმილიან რობესპიერი მას „რევოლუციის ბიბლიად“
აღიქვამდა და საკუთარ თავს მასში დასაბუთებული იდეების აღმასრულებლად მიიჩნევდა.ამ იდეებზე
დამყარებით დაემხო მონარქია. 1789 წლის რევოლუციის შემდეგ დამყარდა რესპუბლიკური წყობა
პრინციპით: „თავისუფლება,თანასწორობა,.ძმობა“.ამიდეალების სახელით შემდეგ სხვა ქვეყნებშც
განხორციელდა რევოლუციები.
21
60.ლეგიტიმურობა და პოლიტიკური მდგრადობა. ვინ მართავს-ადამიანი თუ კანონი?
საზოგადოების პოლიტიკური მართვა შეუძლებელია ლეგიტიმურობის გარეშე.ლეგიტიმურობა ნიშნავს
პოლიტიკური წესრიგის აღიარებას. ის არის აუცილებელი პირობა ძალაუფლების სტაბილურობისა და
ეფექტურობისთვის.ინდივიდი ან ინსტიტუტი ფლობს ლეგიტიმურობას იმ შემთხვევაში,თუ ისინი,ვინც
უნდა დაექვემდებაროს ამ ძალაუფლებას ,აღიარებენ მათ უფლებებს გასცენ ბრძანებები. არსებობს
ლეგიტიმურობის რამდენიმე ფაქტორი. მათ შორის მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი. დროთა
განმავლობაშ ადამაინები ეჩვევიან ძალაუფლების განსაზღვრულ ტიპს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია
წარმატება.ლეგიტიმურობა და სუვერენიტეტი მჭიდრო კავშირშია.ლეგიტიმურობის დაკარგვა
გამოიწვევს მთავრობის სუვერენიტეტის უარყოფას მოცემულ ტერიტორიაზე. საინტერესოა თუ ვინ
მართავს სახელმწიფოს: მონარქია ანუ ერთმმართველობა. იგი შეიძება გადაიზარდოს თვითნებურ
მართვაში-ტირანიაში. არისტოკრატია „უკეთესთა“ მმართველობა. იგი შეიძლება გადაიზარდოს
უმცირესობის მმართველობაში უმრავლესობის საზიანოდ. ოლიგარქიას მივიღებთ. დემოკრატია არის
ხალხის მმართველობა. ის შეიძლება ოქლოკრატიაში-ბბრბოს მმართველობაში გადაიზარდოს.საკითხი
ასეც დგას: „ადამიანთა მიერ მართვა თუ კანონის მიერ?“/ ეს კითხვა ეხება იამს,თუ როგორ ხორციელდება
მმართველობა.ტრადიციულად განსხვავებენ საერთო კეთლდღეობაზე ორიენტირებულ ანუ კარგ და
პერსონალურზე ორიენტირებულ ანუ ცუდ მმართველობას.ამ კრიტერიუმზე დაყრდნობით გამოვყოფთ
ტირანიასა და ავტოკრატიას. არისტოტელეს მიხედვით,საუკეთესო მმართველობაა „პოლიტეა“ ანუ
საშუალო კლასის ძალაუფლება.დესპოტია მმართველობის უარესი ფორმაა,ესაა მმართველობა
ყოველგვარი კანონის გარეშე.დაფუძნებულია შიშზე.კითხვაზე რომელია უკეთესი-როდესაც მართავენ
კანონები თუ ადამიანები,პასუხს სხვადასხვაგვარად იძლეოდნენ,ფილოსოფიის ევოლუციის
პროცესში.მაგალითად,შუა საუკუნეები კანონს ემხრობოდა. კანონის უზენაესობის პრინციპის აღიარება
და მისი ცხოვრებაში გატარება სამართლებრივი სახელმწიფოს დამახასიათებელი ნიშანია,მაგრამ არა
განმსაზღვრელი. სამართლებრივ სახელმწიფოში სამართალი პოლიტიკისგან
დამოუკიდებელია.პოლიტიკაა სამართალზე დამოკიდებული.
28