You are on page 1of 16

ავტორი: ბაქარ ქავთარაძე

თომა აქვინელი, ფილოსოფოსი, თუ თეოლოგი?

ამ სტატიის მიზანია პასუხი გავცეთ შემდეგ კითხვას: არის თუ არა თომა აქვინელი
(1225–1274) ფილოსოფოსი, თუ ის მხოლოდ სისტემატიკოსი თეოლოგია, რომელიც
ფილოსოფიას საკუთარი რელიგიის დასაცავად იყენებს? სანამ ამ კითხვაზე პასუხი
გაცემას შევუდგებით, მანამდე მოკლედ განვიხილოთ ის საკითხი, თუ ვინ არის ეს
მოაზროვნე? თომა აქვინელი არის მაღალი შუა საუკუნეების (XI-XIII) ერთ-ერთი
ყველაზე გავლენიანი ფილოსოფოსი და თეოლოგი. ის იყო დომინიკელთა ორდერის
წევრი და გამოჩენილი ფილოსოფოსის, თეოლოგის და მეცნიერის ალბერტ დიდის
(+1280) მოწაფე. მან დაწერა უამრავი ფილოსოფიური (მან კომენტარები დაურთო
არისტოტელე ბევრ ნაშრომს1, ისევე როგორც ფსევდოდიონისე არეოპაგელის ერთ
წიგნს2, ბოეციუსის ორ წიგნს3, პეტრე ლომბარდის სენტენციებს და ნეოპლატონური
პათოსით დაწერილ წიგნს, რომლის სახელწოდებაცაა „მიზეზთა წიგნი“ და ა.შ.) და
თეოლოგიური („თეოლოგიის კომპენდიუმი“, „სადავო საკითხები“ „ნებისმიერი
საკითხები“, „არსისა და არსების შესახებ“, ბუნების პრინციპების შესახებ“ „ძველი და
ახალი აღთქმის რამდენიმე წიგნზე კომენტარები4“ და ა.შ.) წიგნი, რომელთა შორისაც
ყველაზე მნიშვნელოვანია მისი ორი ნაშრომი: „შეჯამება წარმართთა წინააღმდეგ“ და
„თეოლოგიის შეჯამება“5. ამ ორ ნაშრომში, აქვინელმა, ბიბლიაზე, ეკლესიის
მასწავლებელ (პატრისტიკის და სქოლასტიკური ფილოსოფიის წარმომადგენლები.
მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი აქვიინელისთვის არის ავგუსტინე +430.)

1
აქვინელმა კომენტარები დაურთო არისტოტელეს შემდეგ შრომებს: „მეტაფიზიკა“, „ფიზიკა“, „სულის
შესახებ“, „ნიკომაქეს ეთიკა“, „მეტეოროლოგია“, „პოლიტიკა“, „ანალიტიკა“, „წარმოშობის და
განადგურების შესახებ“.
2
მან კომენტარები დაურთო არეოპაგიტული კორპუსის პირველ წიგნს, რომელიც შემდეგი
სახელწოდებისაა: „საღმრთო სახელთა შესახებ“.
3
აქვინელმა კომენტარები დაურთო ბოეციუსის ორ წიგნს: „სამების შესახებ“, DE HEDMOBADIBUS.
4
მან კომენტარები დაურთო ძველი (წიგნი იობისა, ფსალმუნნი 1-54, ესაია წინასწამეტყველი, იერემია
წინასწამეტყველი,) და ახალი აღთქმის (მათეს და იოანეს სახარება, პავლე მოციქულის ეპისტოლეები)
წიგნებს.
5
ალბერტ შტეკლი, შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია, მთარგმნელი: ბაჩანა ბრეგვაძე,
თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, 1994, გვ. 158–159
1
თეოლოგებზე, წინასოკრატელ, სოკრატეს შემდგომ (განსაკუთრებით ის იყენებდა
არისტოტელეს ფილოსოფიას), ნეოპლატონიკოს, სტოიკოს, მუსლიმ (ავიცენა +1037,
ავეროესი +1198), და იუდეველ (მოსე მაიმონიდი +1204) ფილოსოფოსების
ნაშრომებზე6 დაყრდნობით7, შექმნა ტოტალური ფილოსოფიურ-თეოლოგიური
სისტემა, რომლის მიზანიც იყო ადამიანის წინაშე წამოჭრილ ყველა ფილოსოფიურ-
თეოლოგიურ კითხვას (არსებობს თუ არა ღმერთი? შეიძლება თუ არა მისი არსებობის
რაციონალური არგუმენტებით დასაბუთება? აქვს თუ არა ადამიანს უკვდავი და
არამატერიალური სული? როგორც იმეცნებს ადამიანი, ღმერთს, ანგელოზს,
ადამიანის ბუნებას, სამყაროს?, რა თეოლოგიური დებულებების დასაბუთება
შეიძლება ფილოსოფიური არგუმენტებით, და რომელი დებულებების დასაბუთება
დგას ფილოსოფიური ძალმოსილების მიღმა? და ა.შ.) ეპასუხა8.

თომა აქვინელი, თავისივე სიცოცხლეში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.


თუმცა, მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური სისტემა, არ იღო სრულად აღიარებული
კათოლიკე ეკლესიაში, არამედ მისი გარდაცვალების შემდეგ, მისმა ავტორიტეტის
ზრდამ კათოლიკე ეკლესიაში რამდენიმე ეტაპი გაიარა. აქვინელის გარდაცვალების
შემდეგ, მისი თეოლოგიურ-ფილოსოფიური სისტემა, სრულიად გაიაზრეს და მიიღეს
დომინიკელებმა. თუმცა, მის ცალკეულ დებულებებს აკრიტიკებდნენ
ფრანცისკანელები9. კათოლიკე ეკლესიამ კი მისი კრებსითი აზრი, თომა აქვინელის
შესახებ დააფიქსირა 1323 წელს, როდესაც იოანე XXII აქვინელი წმინდანაც შერაცხვა.

6
იხ: Jean-Pierre Torrell, Aquinas's Summa: Background, Structure, and Reception, The Catholic University of
America Press, Washngton, 2005, გვ. 76–87
7
თომა აქვინელისთვის პირველადი ავტორიტეტი, რომელსაც ის უცდომელობის სტატუსს
განუკუთვნებს არის ბიბლია (იხ: „თეოლოგიის შეჯამება“, 1. 1. 1–10). ამის შემდეგ მოდიან, ეკლესიის
მასწავლებები თეოლოგები, რომელთა აზრების უდიდეს უმრავლესობას ის ეთანხმება. ხოლო,
არაქრისტიანი ფილოსოფოსების ნაშრომებს ის ორი თვალსაზრისით იყენებს: პირველ შემთხვევაში,
აქვინელი არაქრისტიანი ფილოსოფოსის იმ სფეციფიკურ აზრს მოუხმობს, რომელიც თანხმობაშია
ბიბლიასთან, რომ შემდეგ ამ აზრის შინაარსი გაშალოს და არგუმენტებით დაასაბუთოს მისი
ჭეშმარიტება. მეორე შემთხვევაში, კი აქვინელი არაქრისტიანი ფილოსოფოსის იმ სფეციფიკურ აზრს
მოუხმობს, რომელიც ეწინააღმდეგება ბიბლიას, რომ შემდეგ არგუმენტირებულად დაასაბუთოს, რომ
სწორედ ამ აზრის საწინააღმდეგოა ჭეშმარიტი. სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა გავიგოთ, აქვინელის
მიერ არაქრისტიანი მოაზროვნეების ნაშრომების გამოყენება.
8
ნოდარ, ნათაძე, თომა აქვინელის ფილოსოფია, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1973, გვ. 114
2
პაპმა პიუს V კი 1567 წელს მას ანგელოზებრივი დოქტორი უწოდა 10. 1879 წელს კი,
ლეო XIII თავის ენციკლიკაში განაცხადა, რომ „კათოლიკე ეკლესიის ფილოსოფიური
მოძღვრება შეიძლება გადმოცემულ იქნეს მხოლოდ თომიზმის – თომა აქვინელის
მიერ ჩამოყალიბებული აზროვნებითი სისტემის – საფუძველზე“11. როგორც ვხედავთ,
მისი ავტორიტეტი უფრო და უფრო იზრდებოდა კათოლიკე ეკლესიაში და ამ ზრდამ,
XIX საუკუნის შემდეგ იმ გრადაციას მიაღწია, რომ დღეს თომა აქვინელის არის
ყველაზე ავტორიტეტული თეოლოგი კათოლიკურ სამყაროში12.

თომა აქვინელის პიროვნების მნიშვნელობაზე, ასევე მიუთითებს შემდეგი


ისტორიული ფაქტები. XIV საუკუნის დასაწყისიდან 1879 წლამდე არსებობდა
მიმდინარეობა თომიზმი, ხოლო 1879 წლიდან დღევანდელ დღემდე არსებობს
ნეოთომიზმი, როგორც კათოლიკური თეოლოგიის ბირთვი და მისი ოფიციალური
ფილოსოფიურ-თეოლოგიური სისტემა. თომისტი და ნეოთომისტი ფილოსოფოსების
მიზანია, აქვინელის დებულებების გათანამედროვება, მისი ჭეშმარიტების
დასაბუთება, ამ დებულებების კრიტიკისგან დაცვა და აქვინელის აზრების
საუკეთესო ფორმით საზოგადოებისთვის წარდგენა13. შესაბამისად, თომიზმის და
ნეოთომიზმის სახით, აქვინელის ფილოსოფიურ-თეოლოგიური სისტემა დღესაც
ცოცხალია და დიდი გავლენას ახდენს ფილოსოფოსებზე, თეოლოგებზე,
მეცნიერებზე და ლოგიკოსებზე. ამიტომ, აქვინელის ნაშრომების კვლევა, მისი
დებულებების კრიტიკა და დაცვა დღესაც აქტიურად მიმდინარეობს მოაზროვნეებთა
შორის, რაც აქვინელის პიროვნების მნიშვნელობაზე მიუთითებს.

9
ალბერტ შტეკლი, შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია, მთარგმნელი: ბაჩანა ბრეგვაძე,
თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, 1994, გვ. 197–198
10
Saint Thomas Aquinas, Summa Contra Gentilies, Book One: God, Translated with an Introduction and Notes,
by Anton C. Pegis F.R.S.C., “University of notre Dame Press edition”, USA, 1975, გვ. 16
11
მერაბ ღაღანიძე, რწმენის და იმედის გზაზე, თბილისი, 2003, წმინდა თომა აკვინელი,
http://www.nplg.gov.ge/gsdl//cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0---0prompt-
10---4-------0-1l--10-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-
00&a=d&c=civil2&cl=CL1.21&d=HASHfa6ebded5f416bc0820dfa.44
12
Saint Thomas Aquinas, Summa Contra Gentilies, Book One: God, Translated with an Introduction and Notes,
by Anton C. Pegis F.R.S.C., „University of notre Dame Press edition“, USA, 1975, გვ. 16
13
Reginald Garrigou-Lagrange O.P. (Author), Paul A. Boer Sr. (Editor), Reality: A Synthesis of Thomistic
Thought, „CreateSpace Independent Publishing Platform“, USA, 2012, Chapter 3 The Thomistic Commentators
3
ახლა კი გადავიდეთ მთავარი საკითხის განხილვაზე და პასუხი გავცეთ იმ კითხვას,
რომელმაც სტატიის დასაწყისში გაიჟღერა და რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:
არის თუ არა თომა აქვინელი ფილოსოფოსი, თუ ის უფრო თეოლოგია, რომელიც
ფილოსოფიას იყენებს როგორც გზას, რომელსაც ისევ თეოლოგიამდე მივყავართ? ამ
კითხვაზე ჩვენი პასუხი შემდეგნაირი იქნება. თომა აქვინელი პირველ რიგში არის
თეოლოგი, რომლის თეოლოგიაც ფილოსოფიურია, რადგან ის თეოლოგიური
სისტემის აგებისას, იყენებდა ფილოსოფიურ მეთოდებს.14. ამ დასკვნის ჭეშმარიტება
მაშინ გახდება ჩვენთვის საწვდომი, თუ ჩენ გავაცნობიერებთ, რომ ნამდვილი
ფილოსოფოსი არის ის, ვინც რაიმე საკითხზე მსჯელობისას მხოლოდ საკუთარ
გონებას ეყრდნობა და არა ავტორიტეტს15. თომა აქვინელი კი თავადვე აცხადებს, რომ
ის ეყრდნობა ბიბლიას, როგორც ღვთივშთაგონებულ წიგნს16, რომელსაც ის
უდომელობის სტატუსს განუკუთვნებს. სწორედ ამ მიზეზის გამო სწორად შენიშნავს
ბერტრან რასელი, (1872-1970) რომ თომა აქვინელმა აზროვნების დაწყებამდე იცის რა
არის ჭეშმარიტება, რადგან ეს განაცხადა ღვთაებრივმა (ბიბლია) ავტორიტეტმა 17.
ბერტრან რასელის შეფასება ნამდვილად სწორია, რადგან თომა აქვინელი
უცდომელობის სტატუსს განუკუთვნებს ბიბლიას და შესაბამისად ნებისმიერი
შრომის დაწერისას, მას ბიბლია აქვს გადაშლილი და მისით ხელმძღვანელობს.
მაგრამ, თუ ფილოსოფოსმა მისი გონების მიღმა არსებულ რაიმე ობიექტს (იქნება ეს
ადამიანი, წიგნი თუ სხვა.) უცდომელობის სტატუსს განუკუთვნებს და სწორედ
მისით ხელმძღვანელობს, ის არ იქნება იმ გაგებით ფილოსოფოსი, როგორც სოკრატე,
პლატონი, არისტოტელე და სხვები, რადგან ასეთი ფორმით წიგნების წერით ირღვევა
ის მთავარი პრინციპი, რაც ფილოსოფიაში არსებობს და რითაც ის განსხვავდება
მითოლოგიისგან და რელიგიისგან. კერძოდ, ფილოსოფოსი უნდა ეყრდნობოდეს
მისი გონების ავტონომიურობას18, რაც იმას ნიშნავს, რომ მან არაფერს უნდა

14
ნოდარ ნათაძე, თომა აქვინელის ფილოსოფია, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1973, გვ. 6
15
ნაპო კვარაცხელია, შემეცნების თეორია, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2019, გვ. 194
16
St. Thomas Aquinas The Summa Theologica (Benziger Bros. edition, 1947) Translated by Fathers of the
English Dominican Province, ნაწილი I, კითხვა 1, არტიკლი 1,
https://dhspriory.org/thomas/english/summa/FP/FP002.html#FPQ2OUTP1
17
Bertrand Russell, A History of Western Philosophy, „Simon & Schuster Touchstone“, USA, 1967, გვ. 463
18
ნაპო კვარაცხელია, შემეცნების თეორია, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2019, გვ. 194
4
განუკუთვნოს უცდომელობის სტატუსი, მათ შორის თვით მის გონებასაც.
შესაბამისად, ფილოსოფოსი ეყრდნობა რა მის გონებას და იყენებს რა გარკვეულ
მეთოდებს, ის აცნობიერებს, რომ მისი გონებაც და ეს მეთოდებით შეიძლება
ცალკულ შემთხვევაში შეცდნენ და სწორედ ამიტომ ის აცნობიერებს, რომ ის
გამოთქვამს გონივრულ ვარაუდს19 და არა უცდომელ ჭეშმარიტებას. ამისგან
განსხვავებით, თომა აქვინელი ეყრდნობა არა გონების ავტონომიურობას, (რომლის
დროსაც მოაზროვნესთვის ჭეშმარიტების კრიტერიმი არის დებულების
გონივრულობა და ლოგიკურობა.) არამედ გამოცხადებას. ასევე, თომა აქვინელი არც
ვარაუდის კონტექსტში საუბრობს ფილოსოფიურ-თეოლოგიურ საკითხებზე.
მაგალითად ის არ ამბობს, რომ ღმერთის არსებობა სავარაუდოა, ანუ ღმერთი
შეიძლება არსებობდეს და შეიძლება არა, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ ის
არსებობდეს. ამისგან განსხვავებით, ის დარწმუნებულია იმაში, რომ ღმერთი
არსებობს (რადგან ასე განაცხადა ღვთაებრივმა გამოცხადებამ, ანუ ბიბლიამ.) და ის
ცდილობს, რომ ამაში სხვებიც დაარწმუნოს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ როდესაც
თომა აქვინელი რაიმე დებულებას გადმოსცემს, ის კი უშვებს საწინააღმდეგო
დებულებას, მაგრამ ის არ უშვებს, რომ საწინააღმდეგო დებულება შეიძლება სწორი
იყოს. ეს კი საკითხებისადმი თეოლოგიური მიდგომაა, რადგან როდესაც
ფილოსოფოსი გადმოსცემს რაიმე დებულებას, ან საკითხის გადაჭრის მისეულ
ხედვას წარმოადგენს, მან მის გონებაში უნდა დაუშვას იმ აზრის არსებობა, რომ
შეიძლება ის შეცდა. ფილოსოფიის მსგავსად მეცნიერებაშიც სწორედ ეს მიდგომაა,
რომლის მიხედვითაც რაიმე თეორია სწორედ მაშინ არის ჭეშმარიტად მეცნიერული,
თუ ის თავის თავში იტოვებს შესაძლებლობას, (თუ გამოჩნდება ახალი ემპირიული
ფაქტი, ან ექსპერიმენტის შედეგად მიღებული ცოდნა, რომელიც უკვე არსებულ
თეორიას ან მთლიანად, ან ნაწილობრივ ეწინააღმდეგება.) ის რედაქტირებულ იქნას,
ან საერთოდ უარყოფილ იქნას20. ამისგან განსხვავებით, თომა აქვინელი
ფილოსოფიურ-თეოლოგიურ დებულებებს დოგმატურ სტილში გადმოსცეს, ანუ
როგორც საბოლოო და ურყევ ჭეშმარიტებად, რადგან ეს დებულებების ეყრდნობა
ბიბლიას, რომელსაც ის უცდომელობის სტატუს განუკუთვნებს. სწორედ ამიტომ, ის
19
Bertrand Russell, The Art of Philosophizing and other Essays, Philosophical Library, USA, 2007, გვ. 1
20
სტივენ ჰოუკინგი, დროის მოკლე ისტორია, დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე, მთ: ირაკლი
მაჩაბელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, 2014, გვ. 19
5
არასოდეს საუბრობს ვარაუდის კონტექსტში, რადგან ის არც კი უშვებს, რომ მისი
დებულებები შეიძლება კორექტირებულ იქნას, ან საერთოდ მცდარი იყოს.
შესაბამისად, თომა აქვინელი დებულებებს უფრო დოგმატურ სტილში გადმოცემს და
სწორედ ამიტომ ის არის სისტემატიკოსი თეოლოგი21, რომელიც ბიბლიურ
გამოცხადებას, ეკლესიის მამების ნაწერებს ეყრდნობა და მათი აზრების
სისტემურად გადმოცემას ახდენს.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, თომა აქვინელი უფრო სისტემატიკოსი


თეოლოგია, ვიდრე იმ გაგებით ფილოსოფოსი, რომელიც მხოლოდ მისი გონების
ავტონომიურობას ეყდნობა და რომელიც კვლევის შედეგად მიღებულ დასკვნას
აცნობს საზოგადოებას. თუმცა, თომა აქვინელის პიროვნების შეფასება, რომ სწორი
და ობიექტური იყოს, საჭიროა განსხვავება გავაკეთოთ ფილოსოფიის ორ გაგებას
შორის. ფილოსოფიის პირველი გაგების მიხედვით, ფილოსოფოსი არის ის, ვინც
რაიმე პრობლემას განიხილავს, მხოლოდ საკუთარი გონების ავტონომიურობის
შუქზე22, ისე, რომ მან პრობლემის განხილვამდე არ იცის, თუ როგორ გადაჭრას ის,
არამედ ამ პრობლემის გადაჭრის გზებს, ის კვლევის პროცესში მოიპოვებს. ასევე, ამ
გაგებით ფილოსოფოსი, აცნობიერებს იმასაც, რომ სანამ ის პრობლემის განხილავს
შეუდგება, ეს პრობლემა სხვა მოაზროვნეებმაც განიხილეს. ამიტომ, ის ეცნობა, ამ
მოაზროვნეების წიგნებს და ამ წიგნებში გადმოცეულ აზრებს. თუმცა, ის მხოლოდ იმ
ფილოსოფოსების აზრებს გაიზიარებს, რომელთაც ძლიერად ჩათვლის, რადგან ამ
აზრებს, იმდენად ძლიერი არგმენტები ამაგრებენ, რომ მათი გაბათილება მას არ
შეუძლია. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ფილოსოფოსი, არ იტყვის, რომ პლატონი
სწორია, რადგან ის პლატონია და შეუძლებელია შემცდარიყო. ამისგან განსხვავებით,
ფილოსოფოსი, ყველა მოაზროვნის აზრებს, საკუთარი კრიტიკული გონების შუქზე
მიმოიხილავს და არცერთი ფილოსოფოსის აზრეს არ მიიღებს აპრიორულად, თუ ამ
აზრების უკან, იმდენად ძლიერი არგუმენტები არ დგას, რომ მათი გაბათილება
შეუძლებელია. ასეთი მეთოდით თუ ადამიანი ანხორცილებს აზროვნებას და
საკითხის კვლევას, მაშინ ის არის ფილოსოფოსობის აღმატებულ გრადაციაში. მაგრამ,
21
Norman L. Geizler, A history of western philosophy volume 1: ancient and medieval, „bastion books“ USA,
2016, გვ. 272
22
ნაპო კვარაცხელია, შემეცნების თეორია, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2019, გვ. 194

6
არსებობს ფილოსოფიის მეორე გაგება. ამ დროს, მოაზროვნე, თეოლოგია და
შესაბამისად, ის რაიმე წიგნს, (ბიბლია, ყურანი და ა.შ.) ან პიროვნებას (იესო,
მუჰამედი და ა.შ.) უცდომელობის სტატუსს განუკუთვნებს. შესაბამისად, მისთვის,
ყველაფერი ის, რაც მისთვის ავტორიტეტულმა წიგნმა განაცხადა, არის უცდომელი
ჭეშმარიტება, რომელსაც ის რწმენით იღებს. თუმცა, თეოლოგი, ცდილობს, რომ
ფილოსოფიური მეთოდების (კაუზალობის პრინციპი, ანალოგიის პრინციპი, რაიმე
თვისების, ან მდგომარეობის აბსტრაგირება, საწინააღმდეგო დებულების
აბსურდულობის დასაბუთება და ა.შ.) გამოყენებით, მისთვივსე ავტორიტეტულ
წიგნში არსებული დებულებების, რაც შეიძლება მეტი ნაწილი დაასაბუთოს
არგუმენტებით, ისე, რომ არ მოუხმოს მისთვისვე ავტორიტეტულ წიგნს. თუ
თეოლოგი, ასე იქცევა, ისიც ფილოსოფოსია, მაგრამ ის ფილოსოფოსოფის უფრო
დაბალ გრადაციაში, ვიდრე ის მოაზროვნე, რომელიც ყველა საკითხს გონების
ავტონომიურობის კონტექსტში განიხილავს ისე, რომ არაფერს განუკუთვნებს
უცდომელობის სტატუს. ამ ყოველივედან გამომდინარე, თომა აქვინელი, არის მეორე
გაგებით ფილოსოფოსი, რადგან მისთვის ბიბლიაში გადმოცემული ყველა დებულება
არის სრული და უდომელი ჭეშმარიტება. თუმცა, ის ძალიან დახვეწილად და მაღალ
დონეზე იყენებს ფილოსოფიურ მეთოდებს და ფილოსოფოსთა ნაშრომებს, რომ მათი
დახმარებით, ბიბლიაში გადმოცემული დებულებების, რაც შეიძლება მეტი ნაწილი
დაასაბუთოს არგუმენტირებულად ისე, რომ არ დაეყრდნოს თავად ბიბლიას. აქედან
გამომდირე, თომა აქვინელის არის ფილოსოფოსი, თუმცა, მასში ფილოსოფოსობა
დაბალ გრადაციაშია, რადგან ის ბიბლიას უცდომელობის სტატუსს განუკუთვნებს 23.
ეს გრადაცია კი იმდენად იმატებს, რამდენადაც ის დახვეწილად იყენებს
ფილოსოფიურ მეთოდებს და საკუთარი პოზიციის დაცვის ხელოვნებას. მაგრამ, ეს
გრადაცია რამდენადაც არ უნდა აიწიოს, ის მაინც ვერ გაუტოლდება, იმ
ფილოსოფოსს, რომელიც არაფერს განუკუთვნებს უცდომელობის სტატუსს.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, საჭიროა აღინიშნოს მის მიერ აგებულ


ფილოსოფიურ-თეოლოგიურ სისტემაში არსებული ის ასპექტები, რომელიც
საშუალებას გვაძლევს ვისაუბროთ თომა აქვინელზე, როგორც არამარტო

23
Bertrand Russell, A History of Western Philosophy, „Simon & Schuster Touchstone“, USA, 1967, გვ. 463
7
სისტემატიკოს და დახვეწილ თეოლოგზე, არამედ მოაზროვნეზე რომელიც სწორედ
მეორე გაგებით ფილოსოფოსი იყო.

პირველი გარემობა, რაც აჩვენებს იმას, რომ თომა აქვინელი იყენებდა ფილოსოფიურ
მეთოდებს (და სწორედ ამიტომ, ის არის მეორე გაგებით ფილოსოფოსი.) და
არამარტო თეოლოგიურს (ავტორიტეტზე დაყრდნობა.) არის ის, რომ მან ბევრი
თეოლოგიური საკითხი არ განუკუთვნა არავერიფიცირებად რწმენას, (ისეთი
თეოლოგიური დებულებები, რომლებსაც ვერ გადაამოწმებ ცდით და დაკვირვებით,
ან ისეთი დებულებები, რომლებშიც ასახული შინაარსის ჭეშმარიტებაზე, არ
მიანიშნებს არცერთი დაკვირვებადი ფაქტი, ან მოვლენა. მაგალითად: დებულება,
რომ ღმერთი არის სამება, ეს მხოლოდ ბიბლიის დახმარებით არის ჩვენთვის
ცნობილი, რადგან არაფერი არსებობს კოსმოსში, რაც დაკვირვებადია და იმაზე
მიანიშნებდეს, რომ სამყაროს პირველმიზეზი, თავის თავში სამპიროვანი
რეალობაა.24) არამედ გონებას. მაგალითად ღმერთის ყოფნა-არყოფნის საკითხი, მან
განუკუთვნა არა რწმენას, რომელიც გამოცხადებას (ბიბლია.) ეყრდნობა, არამედ
გონებას. მართალია, ის აზროვნების დაწყებამდე უშვებს, რომ დებულება ღმერთი
არსებობს ჭეშმარიტია25, რადგან ასე განაცხადა ბიბლიამ. მაგრამ, მას ხომ შეეძლო აქ
გაჩერებულიყო და არ გადაედგა შემდეგი ნაბიჯი. თუმცა, ის არ გაჩერდა აქ, არამედ
გადადგა შემდეგი ფილოსოფიური ნაბიჯი და განაცხადა, რომ ღმერთის არსებობის
რაციონალური არგუმენტებით დასაბუთება შესაძლებელია26. როგორც ცნობილია, ის
მოძრაობაზე, მიზეზობრიობაზე, შემთხვევითად არსებულ საგნებზე, თვისებათა
(სიკეთე, ჭეშმარიტება, ღირსება.) გრადაციულ და წესრიგის (უინტელექტო
ბუნებრივი სხეულები მიიწევენ მათი სფეციფიკური მიზნისკენ, რაც აჩვენებს, რომ
ისინი ამ მიზნისკენ გონებამ მიმართა, როგორც ისარი მიმართა მშვილდოსანმა
ნიშნულისკენ.) არსებობაზე დაყრდნობით, ასაბუთებს ღმერთის არსებობას,
რომელიც უნდა იყოს უცვლელი, (წმინდა აქტუალობა27.) უმიზეზო, აუცილებლად
არსებული, (ისეთი აუცილებელი რეალობა, რომელსაც აუცილებელი არსებობა
24
William Lane Craig, Reasonable Faith: Christian Truth and Apologetics, „Crossway Books“ USA, 2008, გვ. 32
25
ზურაბ ხასაია, ფილოსოფიის სიტემური კურსი, გამომცემლობა „Carpe Diem“, თბილისი, 2015, გვ, 59
26
St. Thomas Aquinas The Summa Theologica (Benziger Bros. edition, 1947) Translated by Fathers of the
English Dominican Province, ნაწილი I, კითხვა 2, არტიკლი 3,
https://dhspriory.org/thomas/english/summa/FP/FP002.html#FPQ2OUTP1
8
საკუთარი თავიდანა აქვს28.) თვისებათა მაქსიმუმი29 და უმაღლესი ინტელექტი30. ამ
დასაბუთებების ფორმულირებისას კი ის ეყრდნობა ფილოსოფოსთა
(განსაკუთრებით არისტოტელეს ნაშრომებს, ისევე როგორც იოანე დამასკელის,
ავეროესის, მოსე მაიმონიდის და სხვა ფილოსოფოსების ნაშრომებს.) და თეოლოგთა
მოსაზრებებს, ისევე როგორც ის იყენებს კაუზალობის, ანალოგიის, აბსტრაგციის,
ინდუქციის და სხვა პრინციპებს, რომ მათი დახმარებით ღმერთის არსებობის
რაციონალური დემონსტრირება მოახდინოს. შესაბამისად, თავად საკითხისადმი
ასეთი მიდგომა, რომ ღმერთის არსებობის ურთულესი მეტაფიზიკური საკითხი არ
განუკუთვნო რწმენას, არამედ შეეცადო მისი რაციონალურად გადაჭრა, უკვე
საკითხისადმი ფილოსოფიური მიდგომაა. მართალია, ამ საკითხის თეიზმის
სასარგებლოდ გადაჭრა, მას უკვე აზროვნების დაწყებამდე ქონდა გადაწყვეტილი,
რადგან ამისკენ მას ბიბლიამ უბიძგა. თუმცა, მაშინ როდესაც თომა აქვინელი ამ
საკითხის თეიზმის სასარგებლოდ გადაჭრას შეუდგა, აქ უკვე მან აღარ გამოიყენა
ბიბლია, (თუმცა, ის, რომ თომა აქვინელმა, კაუზალობის პრინციპით ღმერთის
არსებობის დასაბუთება განიზრახა, ამაშიც ბიბლიას, კერძოდ პავლე მოციქულის
რომაელთა ეპისტოლეს პირველი თავის, მეოცე მუხლს დაეყრდნო 31. თუმცა, მან
პავლეს ეს მოსაზრება, ფილოსოფიურად ისე გაშალა, რაც უკვე თავად პავლეს
წერილებში არ გვხდვება.) არამედ მხოლოდ გონების არგუმენტები. სწორედ ამ დროს
გამოიყენა მან ფილოსოფიური მეთოდი, რაც გულისხმობს, საკუთარი დებულებების
არგუმენტირებულად დასაბუთებას.

27
Saint Thomas Aquinas, Summa Contra Gentilies, Book One: God, Translated with an Introduction and Notes,
by Anton C. Pegis F.R.S.C., „University of notre Dame Press edition“, USA, 1975, 15
28
Saint Thomas Aquinas, Summa Contra Gentilies, Book One: God, Translated with an Introduction and Notes,
by Anton C. Pegis F.R.S.C., „University of notre Dame Press edition“, USA, 1975, 15, 6
29
St. Thomas Aquinas The Summa Theologica (Benziger Bros. edition, 1947) Translated by Fathers of the
English Dominican Province, ნაწილი I, კითხვა 2, არტიკლი 3,
https://dhspriory.org/thomas/english/summa/FP/FP002.html#FPQ2OUTP1
30
COMPENDIUM THEOLOGIAE COMPENDIUM OF THEOLOGY by Thomas Aquinas translated by Cyril
Vollert, S.J. St. Louis & London: B. Herder Book Co., 1947, თავი .28,
https://dhspriory.org/thomas/english/Compendium.htm#1
31
Saint Thomas Aquinas, Summa Contra Gentilies, Book One: God, Translated with an Introduction and Notes,
by Anton C. Pegis F.R.S.C., „University of notre Dame Press edition“, USA, 1975, 12, 6
9
მეორე გარემოება, რაც აქვინელის მიერ ფილოსოფიური მეთოდების გამოყენებაზე
მიანიშნებს არის ის, რომ მან არამარტო ღმერთის არსებობა არ განუკუთვნა რწმენას,
არამედ ის სხვა თეოლოგებზე უფრო შორს წავიდა და შეეცადა ღმერთის ღვთაებრივი
ატრიბუტების ნაწილი ისე დაესაბუთებინა, რომ არ მოეხმო ბიბლიისთვის. კერძოდ,
აქვინელი ფილოსოფიური არგუმენტებით ასაბუთებს, რომ ღმერთი უნდა იყოს,
უცვლელი, წმინდა აქტუალობა, მარადიული, უსხეულო, არამატერიალური,
მარტივი, ჭეშმარიტება, ერთი, მასში არსი და არსებობა იდენტური უნდა იყოს,
ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე და ა.შ32. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ატრიბუტების
არსებობის შესახებაც, აქვინელმა ბიბლიიდან იცის. თუმცა, რატომ უნდა ფლობდეს
ღმერთის ისეთ ატრიბუტებს როგორებიცაა მაგალითად: სიმარტივე, უსხეულობა,
წმინდა აქტუალობა, არამატერიალურობა33 და არა სხეულებრივობა, შედგენილობა,
პოტენციურობა და მატერალურობა, აქვინელი ამ დებულებების ჭეშმარიტების
არგუმენტირებულად დასაბუთებას შეეცადა. სწორედ ამ დასაბუთების დროს, ის
ეყრდნობოდა ფლოსოფოსთა და თეოლოგთა მოსაზრებებს, ისევე როგორც საკუთარ
გონებას, რადგან ამ საკითხზე ფილოსოფოსების და თეოლოგების მიერ გამოთქმულ
აზრების ნაწილს არ ეთანხმებოდა (მაგალითად აქვინელი არ ეთანხმება
არისტოტელეს იმაში, რომ უძრავიმამოძრავებელი შეიძლება მრავალი იყოს 34, არამედ
ის არგუმენტირებულად ასაბუთებს, რომ უძრავიმამოძრავებელი აუცილებლად
ერთი უნდა იყოს35.) და მათ სიმცდარეს ასაბუთებს, ისევე როგორც მისი
დებულებების (რომელიც ბიბილიას ეყრდნობა. მაგალითად, როდესაც აქვინელი
ამბობს, რომ ღმერთი არის უსხეულო, ის ეყრდნობა, იოანეს სახარების 4 თავის, 24
მუხლს, სადაც ნათქვაია, რომ ღმერთი არის სული. მაგრამ, ის, თუ რას ნიშნავს, რომ

32
იხ: Saint Thomas Aquinas, Summa Contra Gentilies, Book One: God, Translated with an Introduction and
Notes, by Anton C. Pegis F.R.S.C., „University of notre Dame Press edition“, USA, 1975, თავი. 13–61
33
Saint Thomas Aquinas, Summa Contra Gentilies, Book One: God, Translated with an Introduction and Notes,
by Anton C. Pegis F.R.S.C., „University of notre Dame Press edition“, USA, 1975, თავი. 15-21
34
Bertrand Russell, A History of Western Philosophy, „Simon & Schuster Touchstone“, USA, 1967, გვ. 168
35
Saint Thomas Aquinas, Summa Contra Gentilies, Book One: God, Translated with an Introduction and Notes,
by Anton C. Pegis F.R.S.C., „University of notre Dame Press edition“, USA, 1975, თავი. 42
10
ღმერთი სულია და შესაბამიად, უსხეულო, ამას უკვე აქვინელი არგუმენტირებულად
ასაბუთებს36. ) ჭეშმარიტების დასაბუთების დროს, ის საკუთარ გონებას ეყდნობოდა.

მესამე გარემობა, რაც მიუთითებს თომა აქვინელის მიერ ფილოსოფიური მეთოდების


გამოყენებაზე არის ის, რომ ის თვითონ ირჩევდა საკუთარი გონებაზე დაყრდნობით,
თუ რა გზით და მეთოდით მისულიყო იმ დასკვნამდე, რომელიც მისთვის
აზროვნების დასაწყისშივე იყო მოცემული37. მაგალითად, აქვინელი აზროვნების
დაწყებამდე უშვებს იმას, რომ დებულება ღმერთი არსებობს სრული ჭეშმარიტებაა 38.
მაგრამ, მაშინ როდესაც ის ცდილობს არგუმენტირებულად დაასაბუთოს ღმერთის
არსებობა, ის უკვე საკუთარ გონებაზე დაყრდნობით ირჩევს იმ გზას, რომლის
დახმარებითაც ამ დასკვნამდე მივა და მის ჭეშმარიტებას ბიბლიის გარეშე
დაასაბუთებს. როგორც ცნობილია ამ გზების გაანალიზების შემდეგ, ის აირჩევს
აპოსტერიორულ მეთოდს, რომლის მიხედვითაც ღმერთის არსებობა უნდა
დასაბუთდეს კოსმოსში არსებული დაკვირვებადი (ცვლილება, მიზეზ-
შედეგობრიობა, შემთხვევითობა, სიკეთის, ჭეშმარიტების და ღირსების გრადაციული
არსებობა და კოსმოსში არსებული წესრიგი და მიზანმიმართულობა.) ფენომენების
და საგნების ფილოსოფიური ანალიზით და კაუზალობის პრინციპის გამოყენებით 39.
შესაბამიად, აირჩია რა მან ღმერთის არსებობის დასაბუთების აპოსტერიორული
მეთოდი, ის აკრიტიკებს ღმერთის არსებობის დასაბუთების აპრიორულ მეთოდს,
რომელიც იოანე დამასკელმა +749 (ფსიქოლოგიური არგუმენტის
ფორმულისებისას40.) და ანსელმ კენტერბეირელმა +1109 (ონტოლოგიური

36
St. Thomas Aquinas The Summa Theologica (Benziger Bros. edition, 1947) Translated by Fathers of the
English Dominican Province, ნაწილი I, კითხვა 3, არტიკლი 1,
https://dhspriory.org/thomas/english/summa/FP/FP002.html#FPQ2OUTP1
37
ნოდარ ნათაძე, თომა აქვინელის ფილოსოფია, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1973, გვ. 7
38
ზურაბ ხასაია, ფილოსოფიის სიტემური კურსი, გამომცემლობა „Carpe Diem“, თბილისი, 2015, გვ, 59
39
St. Thomas Aquinas The Summa Theologica (Benziger Bros. edition, 1947) Translated by Fathers of the
English Dominican Province, ნაწილი I, კითხვა 2, არტიკლი 3,
https://dhspriory.org/thomas/english/summa/FP/FP002.html#FPQ2OUTP1
40
წმინდა იოანე დამასკელი მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა, ძეგლი
ბერძნულიდან თანამედროვე ქართულზე თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ედიშერ
ჭელიძემ, თავი. 3, http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/5.htm
11
არგუმენტის ფორმულირებისას41.) გამოიყენეს. ამიტომ, აქვინელი ეთანხმება
დამასკელს, ანსელმს, და სხვა თეისტ ფილოსოფოსებს იმაში, რომ შესაძლებელია
ღმერთის არსებობის რაციონალური არგუმენტებით დასაბუთება. მაგრამ, ამის
შემდეგ, თომა აქვინელი თვითონ ირჩევს და შემდეგ ასაბუთებს, თუ რომ რომელი
მეთოდია სწორია და უფრო ეფექტური, ამ დასკვნამდე ბიბლიის გარეშე
მისასვლელად42. ამ გზის არჩევის დროს, ის იმ ფილოსოფოსებს აკრიტიკებს, ვინც
იგივე დასკვნამდე მისასვლელად სხვა გზა აირჩია. ამ კრიტიკის დროს კი ის ეყდნობა
მისი გონების ავტონომიუობას და არა ავტორიტეტს, რადგან ის რომ ავტორიტეტს
დაყრდნობოდა, დამასკელი და ანსელმ კენტერბერილი სწორედ, რომ დიდი
ქრისტიანი თეოლოგები არიან და შესაბამისად ისინი ავტორიტეტები არიან მათ
შემდგომ მოღავწე ქრისტიანი მოაზროვნეებისთვის. მაგრამ, თომა აქვინელმა მათ
მიერ გამოყენებული აპრიორული მეთოდი, რომლის დახმარებითაც ისინი იმ
დასკვნამდე (რომ ღმერთი არსებობს.) აღწევდნენ, რომლის ჭეშმარიტებასაც
აქვინელიც აღიარებდა, გააკრიტიკა, რომლის დროსაც ის საკუთარ გონებას
დაეყრდნო.

ზემოთ გადმოცემული ამ სამი გარემოებიდან გამომდინარე, თომა აქვინელი არცთუ


ისე იშვიათად იყენებდა ფილოსოფიურ მეთოდებს სხვადასხვა საკითხების
განხილვისას. მიუხედავად ამისა, ის მაინც არ არის პირველი გაგებით ფილოსოფოსი,
რადგან მაშინ ის არც ბიბლიას (მისთვის არ უნდა მიენიჭებინა უცდომელობის
სტატუსი.) უნდა დაყრდნობოდა. მიუხედავად ამისა, ის არის დახვეწილი და მაღალი
დონის თეოლოგი, რომელიც ფილოსოფიურ მეთოდებსაც ხშირად იყენებდა და
ამიტომ ის არის მაღალი დონის თეოლოგი, რომლის თეოლოგიაც ფილოსოფიურია,
ისევე როგორც ის არის მეორე გაგებით ფილოსოფოსი, რადგან თეოლოგიური
დებულებების გადმოცემისას, ის საკუთარ გონებრივ ანალიზს უქვემდებარებდა 43
ფილოსოფოსთა და თეოლოგთა აზრებს, ისვევ როგორც ის თვითონ ირჩევდა, თუ

41
St. Anselm Basic Writings: Proslogium, Mologium, Gaunilo's In Behalf of the Fool, Cur Deus Homo,
Translator), S. N. Deane(Introduction),, Charles Hartshorne, „Open Court“; 2nd Revised ed. Edition, USA,
1982, გვ. 7–9
42
St. Thomas Aquinas The Summa Theologica (Benziger Bros. edition, 1947) Translated by Fathers of the
English Dominican Province, ნაწილი I, კითხვა 2, არტიკლი 1,
https://dhspriory.org/thomas/english/summa/FP/FP002.html#FPQ2OUTP1
12
რომელი გზაა უფრო სწორი და ეფექტური იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომელიც
მისთვის აზროვნების დასაწყისშივე იყო მოცემული44.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, თომა აქვინელი არის იმ სახის თეოლოგი,


რომლის თეოლოგიაც ფილოსოფიურია და რომლის მიერ აგებულ სააზროვნო
სისტემაში, ფილოსოფიას აქვს ის როლი და ფუნქცია, რომ მის მიერ შემუშავებული
მეთოდებით მოხდეს ქრისტიანულ თეოლოგიაში არსებული დებულებების ნაწილის
არგუმენტირებულად დასაბუთება და ბიბლიაში არსებული დებულებების მკაფიოდ
გადმოცემა45, ისევე როგორც საუკეთესო გზის და მეთოდების არჩევა, რომელთაც იმ
დასკვნის აღიარებამდე მივყავართ, რომლებიც ბიბლიაშია მოცეული. სწორედ
ამიტომ, ის იყო მეორე გაგებით ფილოსოფოსი, რომელიც ბიბლიაში გადმოცემული
დებულებების ნაწილს, არგუმენტირებულად ასაბუთებს ისე, რომ არ მოუხმობს
თავად ბიბლიას.

ის, რომ თომა აქვინელი არ იყო პირველი გაგებით ფილოსოფოსი, ეს ჩვენ არც უნდა
გაგვიკვირდეს, რადგან პრინციპულად შეუძლებელია ქრისტიანი მოაზროვნე იყოს იმ
გაგებით ფილოსოფოსი, რომელიც მხოლოდ მის გონებას დაეყრდნობა. ამის მიზეზი
ისაა, რომ პირველი გაგებით ფილოსოფოსი მხოლოდ საკუთარ გონებას უნდა
ეყრდნობოდეს და მან არაფერი არ უნდა მიიღოს აპრიორულად. იმ დროსაც კი,
როდესაც მაგალითად თანამედროვე ფილოსოფოსი პლატონს და არისტოტელეს
ეთანხმება, ის ეყრდნობა არა მათ ავტორიტეტს, არამედ ასაბუთებს, რომ ის რაც
პლატონმა და არისტოტელემ თქვა და არგუმენტირებულად დაასაბუთა, სწორია და
სწორედ ამიტომ ეთანხმება მათ ფილოსოფოსი. თუ, ფილოსოფოსმა არისტოტელეს
დებულებების სისწორე, ამ დებულების ავტორის სტატუსიდან გამოიყვანა და თქვა,
რომ მაგალითად არისტოტელე სწორია, რადგან ის არისტოტელეა და არ შეიძლება
შემცდარიყო, მაშინ ის დაუშვებს ლოგიკურ შეცდომას, რომელსაც ეწოდება

43
ივან მარტინი, ფილოსოფიის ისტორია, მთ. მარიკა სააკაშვილი, სულხან საბა ორბელიანის
უნივერსიტეტი, თბილისი, 2008, გვ. 84
44
ნოდარ ნათაძე, თომა აქვინელის ფილოსოფია, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1973, გვ. 7
45
St. Thomas Aquinas The Summa Theologica (Benziger Bros. edition, 1947) Translated by Fathers of the
English Dominican Province, ნაწილი I, კითხვა 1, არტიკლი 5
https://dhspriory.org/thomas/english/summa/FP/FP002.html#FPQ2OUTP1
13
„ავტორიტეტისადმი მიმართვის არგუმენტი“46. ამ შეცდომას ადამიანები იმ დროს
უშვებენ, როდესაც რაიმე დებულების ჭეშმარიტება გამოყავთ, ამ დებულების
ავტორის სტატუსიდან, რაც არის ლოგიკური ჩავარდნის ერთ-ერთი სახე. ასეთი
ფორმით რაიმეს დასაბუთება იმ მიზეზის გამოა ლოგიკური ჩავარდნა, რომ რაიმე
დებულების ჭეშმარიტება დგინდება არა იმით თუ ვინ თქვა ეს დებულება, არამედ
იმით, შეესაბამება თუ არა ამ დებულებაში ჩადებული შინაარსი რეალობას.
შესაბამისად, პირველი გაგებით ფილოსოფოსმა არცერთი დებულების სისწორე არ
უნდა დაასაბუთოს, დებულების ავტორის სატუსიდან, არამედ ცოდნა თავისი
გონებრივი ძალებით უნდა მოიპოვოს. ხოლო, ის ცოდნა, რომელიც ფილოსოფოსმა
სხვა ფილოსოფოსიგსან მიიღოს, ეს ცოდნა გადაამოწმოს და კრიტიკულად
განიხილოს და თუ მას ეს ცოდნა, რომელიც დასაბუთებაზეა დაფუძნებული ვერ
უარყო, მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა მიიღოს. მაგრამ, თომა აქვინელი თვითონ
აღნიშნავს, რომ ქრისტიანული თეოლოგია დაფუძნებულია იმ პრინციპებზე,
რომლებიც ადამიანმა კი არ აღმოაჩინა თავისი გონებით, არამედ ღმერთმა
განაცხადა47. ეს გამოცხადება კი დაფიქსირდა ბიბლიაში, რომელსაც თომა აქვინელი
ღვთივშთაგონებულ წიგნს უწოდებს და მას უცდომელობის სტატუსს
განუკუთვნებს48. შესაბამისად, თომა აქვინელი აზროვნების დაწყებამდე
აპრიორულად უშვებს, რომ ბიბლია არის უცდომელი ჭეშმარიტება. ამიტომ, ამ
დაშვების გამო, ის ვეღარ იქნება პირველი გაგებით ფილოსოფოსი. სწორედ ამ
მიზეზის გამო, ტერმინი ქრისტიანული ფილოსოფია ისევე წინააღმდეგობრივია,
როგორც გმოთქმა ხის რკინა49. როგორც ფრედერიკ კოპლსტონი (1907-1994)
აღნიშნავს, გამოთქმა ქრისტიანული ფილოსოფია ისევე არასწორი გამოთქმაა

46
ია ბერიძე, გურამ თავართქილაძე, თამარ ფანცულია, ფილოსოფია არასპეციალური ფაკულტეტის
სტუდენტებისთვის, დაიბეჭდა „შპს მწიგნობარი XXI“, თბილისი, 2009, გვ. 63
47
St. Thomas Aquinas The Summa Theologica (Benziger Bros. edition, 1947) Translated by Fathers of the
English Dominican Province, ნაწილი I, კითხვა 1, არტიკლი 8,
https://dhspriory.org/thomas/english/summa/FP/FP002.html#FPQ2OUTP1
48
St. Thomas Aquinas The Summa Theologica (Benziger Bros. edition, 1947) Translated by Fathers of the
English Dominican Province, ნაწილი I, კითხვა 1, არტიკლი 1
https://dhspriory.org/thomas/english/summa/FP/FP002.html#FPQ2OUTP1
49
შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორიის პრობლემები, ნაწილი 1. რედაქტორი გურამ თევზაძე,
თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1981, გვ. 15
14
როგორც ქრისტიანული ბიოლოგია, ან ქრისტიანული მათემატიკა. მათემატიკოსი, ან
ბიოლოგი, შეიძლება იყოს ქრისტიანი, მაგრამ არა მისი ბიოლოგია და მათემატიკა
იქნება ქრისტიანული. იგივენაირად, ფილოსოფოსი შეიძლება იყოს ქრისტიანი,
რადგან ის იყენებდეს ფილოსოფიურ მეთოდს, მაგრამ არა მისი ფილოსოფია იყოს
ქრისტიანული50. როგორც თავად კოპლსტონი მართებულად აღნიშნავს, ფილოსოფია
(ფილოსოფიის პირველი გაგება.) ეყრდნობა მხოლოდ გონებას, მაშინ როდესაც
თეოლოგია ეყრდნობა გამოცხადებას. შესაბამისად, ქრისტიანი შეიძლება იყოს
ფილოსოფოსი, რადგან გამოცხადებული ჭეშმარიტებების გადმოცემისას ის
იყენებდეს ფილოსოფიურ ტერმინებს, (სუბტანცია და აქციდენცია, ფორმა და
მატერია, ესენცია და ეგზისტენიცა და სხვა.51) ისევე როგორც ფილოსოფიურ
მეთოდებს (კაუზალობის პრინციპი, ინდუქციის მეთოდი, აბსტრაქცია, და ა.შ.) და ამ
ყოველივეს დახმარებით, ბიბლიაში გადმოცემული დებულებების ნაწილს მხოლოდ
არგუმენტებით ასაბუთებდეს, ისე რომ არ მოუხმობდეს ავტორიტეტს, ისევე როგორც
რწმენის დებულებების ფილოსოფიური ტერმინებით გაშლას და განმარტებას
ახდენდეს. მაგრამ, ფილოსოფიური სისტემა ვერ იქნება მთლიანად ქრისტიანული,
რადგან ქრისტიანობა ეყრდნობა გამოცხადებას, ხოლო ფილოსოფია მხოლოდ
გონებას. ამ მიზეზის გამო, ფილოსოფიური სისტემა ვერ იქნება ქრისტიანული,
(არამედ ის აუცილებლად თეოლოგიური სისტემაა, რადგან დაფუძნებულია
გამოცხადებაზე.) რადგან შეუძლებელია ერთიდაიგივე ადამიანი საკუთარი
აზრობრივი ოპერაციების დროს მხოლოდ საკუთარ გონების ეყრდნობოდეს და არა
ავტორიტეტს და ამავე დროს იგივე ადამიანი, უშვებდეს, რომ მისი გონების მიღმა
არსებობს გარკვეული ავტორიტეტი (მაგალითად ბიბლია.), რომელიც უცდომელ
ჭეშმარიტებებს განაცხადებს. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე, თომა
აქვინელის არის ქრისტიანი თეოლოგი, რომელიც ფილოსოფიურ მეთოდებს ხშირად
იყენებდა და სწორედ ამ თვალსაზრისით ის არის თეოლოგი, რომლის თეოლოგიაც
ფილოსოფიურია და სწორედ ამ კონტექსტში ის მეორე გაგებით ფილოსოფოსია.

50
Frederick Copleston, History of philosophy: medieval philosophy From Augustine to Duns Scotus, volume
II.: Doubleday, Image Books, New York, 1993, გვ. 557, ვაჟა ვარდიძე, ფუნდამენტური თეოლოგია ნაწილი
1, სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, თბილისი, 2011, გვ. 118-131
51
ვაჟა ვარდიძე, ფუნდამენტური თეოლოგია ნაწილი 1, სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი,
თბილისი, 2011, გვ. 129
15
16

You might also like