You are on page 1of 7

14

აღზრდილი უზნაძის წინაშე დაისვა ამ ფენომენის ემპირიული შესწავლის და შესაბამისი


ექსპერიმენტული მეთოდოლოგიის შექმნის ამოცანა. ამ ამოცანის გადაწყვეტის საქმეში
1927 წლიდან უზნაძე უკვე რთავს თავის მოწაფეებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ
წელს უზნაძემ დააარსა „ქართული საფსიქოლოგიო საზოგადოება“, შეიძლება ითქვას,
რომ უზნაძის კვლევითი სამეცნიერო სკოლის ჩამოყალიბების ათვლის წერტილად ეს
თარიღი შეიძლება ჩაითვალოს. სამი წლის მერე ქვეყნდება უზნაძის პირველი
ექსპერიმენტული გამოკვლევა განწყობის ფსიქოლოგიაში. ამიერიდან სკოლას უკვე აქვს
გაცხადებული კვლევითი პროგრამა, რომლის რეალიზაციაში აქტიურად ერთვებიან
უზნაძის თანამშრომლები. მათი უდიდესი ნაწილი უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის
კათედრასა და ლაბორატორიაში მუშაობს. 1941 წელს დაფუძნდა საქართველოს
მეცნიერებათა აკადემია, სადაც უზნაძემ თავიდანვე გახსნა ფსიქოლოგიის სექტორი. იგი
ორ წელიწადში ფსიქოლოგიის ინსტიტუტად გადაკეთდა. ამიერიდან სკოლის
კვლევითი ცენტრი ინსტიტუტი ხდება.

ლექცია 2
ფსიქოლოგია ძველ საბერძნეთში.
პირველი შეხედულებები, სოფისტები, სოკრატე, პლატონი, არისტოტელე.

შეხედულებები სულის შესახებ გაცილებით ადრე გაჩნდა, ვიდრე ცივილიზაცია და


მისი თანმდევი კულტურული ფენომენები - ფილოსოფია და მეცნიერება.
პირველყოფილი ადამიანების ხანაში ანიმისტური შეხედულებები იყო გავრცელებული.
მათ მიხედვით, არსებობს რაღაც სულიერი ძალა (ანიმა ლათინურად ნიშნავს: „სული”),
რომელიც ზემოქმედებს ბუნების საგნებსა და მოვლენებზე და განსაზღვრავს მათ
აღმოცენებასა და მიმდინარეობას.

ანტიკური ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის საწყის ეტაპზე გაბატონებული იყო


დოქტრინა, რომლის მიხედვით სული ყველგან და ყველაფერშია მოცემული, ანუ
სამყარო განსულიერებულია. ამ შეხედულებას პანფსიქიზმი ეწოდება, ხოლო მის
ანტიკურ ვარიანტს - ჰილოძოიზმი.

სულის აქტიურობა ყველაზე მეტად ადამიანის სხეულთან მიმართებაში იჩენს თავს.


სული სხეულის ფუნქციონირების საფუძველია. პირველი, ვინც ეს მოსაზრება მკაფიოდ
გამოთქვა, ჰერაკლიტე (540-480 ძვ.წ.) იყო. ჰერაკლიტეს მიხედვით, საწყისი
სუბსტანცია, რომლიდანაც ყველაფერი წარმოიქმნა, არის ცეცხლი. სული თავის
ნამდვილ ბუნებას მაშინ ავლენს, როცა ცეცხლისებურია.ის იწვევს სხეულის მოძრაობას,
ორგანიზმულ პროცესებს, ვინაიდან ცეცხლი და წვა არის აქტივობა, მხურვალება და
ენერგია.

საყოველთაო დეტერმინიზმის პოზიციაზე იდგა ძველი დროის უდიდესი


მატერიალისტი და ატომისტი დემოკრიტე (460-370 ძვ.წ.). ყველაფერი, რაც ხდება
15

სამყაროში და ადამიანის ცხოვრებაში, მკაცრად არის განსაზღვრული და გარკვეულ


კანონზომიერებას ემორჩილება.დემოკრიტეს ფილოსოფიური სისტემა სამი ცნების
საფუძველზეა აგებული, ესენია ატომი, სიცარიელე და მოძრაობა.

სულიც მატერიალურია და შედგება ატომებისაგან. ისინი განსაკუთრებულად მოძრავი,


პატარა და მრგვალი ატომებია. სხეულის დაშლისას სულის ატომები ტოვებს მას, ე.ი.
სხეულთან ერთად სულიც მოკვდავია.ავადმყოფობა ატომების პროპორციის დარღვევაა,
დაბერება - სულის მოძრავი ატომების რაოდენობის კლება. მძიმე და მსუბუქი ატომების
ყველაზე კარგი თანაფარდობა ტვინშია.

პირველი სწავლულები, ვინც რადიკალურად შემოაბრუნა ფილოსოფიური აზრი


გარესამყაროს მოწყობიდან შინაგანი სამყაროს გაშუქებისკენ, ალბათ, სოფისტები იყვნენ.
ფსიქოლოგიის ისტორიკოსების შეფასებით, ამ ფილოსოფიური სკოლის ყველაზე
სახელგანთქმული წარმომადგენელი - პროტაგორა (480-410 ძვ.წ.) შეიძლება
ჩაითვალოს სუბიექტურის ცნების აღმომჩენად. თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს
ფსიქოლოგიისთვის, თავისთავად ცხადია. პროტაგორას სუბიექტივიზმი ნათლად
გამოვლინდა მის საყოველთაოდ ცნობილ გამონათქვამში: „ადამიანი არის საზომი ყველა
საგნისა: არსებულებისა, რომ ისინი არსებობენ და არარსებულებისა, რომ ისინი არ
არსებობენ”ამდენად, მთავარია არა ობიექტური სინამდვილე, არამედ ის, თუ როგორ
აღიქვამს და აფასებს მას სუბიექტი. არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება და
ობიექტური ღირებულებები. ყველაფერი შეფარდებითია და დამოკიდებულია
კონკრეტული ინდივიდის მდგომარეობასა და უნარზე. საზომი ინდივიდუალურია:
ერთისთვის საგანი მძიმეა, მეორისთვის - მსუბუქი, ერთისთვის - ლამაზი, მეორისთვის
- უშნო; იგივე ითქმის მორალურ შეფასებებზე, სიკეთისა და ბოროტების
ცნებებზე.მაშასადამე, ყოველგვარი შემეცნება - თეორიული, ესთეტიკური თუ ეთიკური,
პირობითია და სუბიექტური. ამ თვალსაზრისს რელატივიზმი ეწოდება.

სოფისტები ცნობილი იყვნენ, როგორც უბადლო მოკამათეები და ორატორული


ხელოვნების პროფესიონალი მასწავლებლები. ამიტომ ბუნებრივია, რომ ენასთან და
მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემატიკა მათი კვლევის საგანი გახდა.
პროტაგორა შეისწავლიდა სიტყვათცვალებადობის კატეგორიებს და წინადადების
სინტაქსს, სხვები - კავშირებს, სინონიმებს და ა.შ. ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა
სოფისტმა გორგიამ (480-380 ძვ.წ.) მკაფიოდ დააყენა საკითხი სიტყვის, აზრისა და
აღქმული საგნის ურთიერთმიმართების შესახებ.

ფსიქოლოგიის ისტორიის თვალსაზრისით სულიერი სფეროს ასეთ დახასიათებას


ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ სოფისტებმა, სახელდობრ კი
პროტაგორამ, პირველი ნამდვილი სენსუალისტური შეხედულება წარმოადგინეს. ამ
16

ტერმინით აღნიშნული მოძღვრების მიხედვით, ფსიქიკური ცხოვრების საფუძველი


გრძნობადი შთაბეჭდილებებია.

სოფისტების მსგავსად, სოკრატეს (470-399 ძვ.წ.) ფილოსოფიური ინტერესი


ადამიანზეა მიმართული, მაგრამ არა იმდენად მის შინაგან, სულიერ სამყაროზე,
რამდენადაც მის ზნეობრივ ქმედებაზე. სოკრატე მეცნიერული ეთიკის დამაარსებელია.
სოკრატეს მიერ სული განიხილება, როგორც ზნეობრივი ქმედების და არა უბრალოდ
სხეულის აქტიობის საფუძველი, რასაც ადრინდელი ფილოსოფოსები ამტკიცებდენენ
(ჰერაკლიტე, დემოკრიტე და სხვა). სული ინდივიდის ფსიქიკური თვისებაა. მისი
ძირითადი ნიშანია გონიერება, რაც ადამიანს ზნეობრივი იდეალების შესაბამისი
ქმედების განხორციელების საშუალებას აძლევს.

ამავე დროს, სოკრატე კატეგორიულად ეწინააღმდეგება სოფისტების სუბიექტივიზმსა


და რელატივიზმს, რაც მათ მიერ აბსოლუტურ და ყველასთვის სავალდებულო
ჭეშმარიტებათა უარყოფაში მდგომარეობს.

ამავე კონტექსტში დაისმის აუცილებლობისა და თავისუფლების საკითხი. ანტიკური


ხანის ავტორები ამ საკითხის განხილვისას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ
მოქმედების გამომწვევი შინაგანი მიზეზების (ჩვენ ვიტყოდით, მოტივების)
ფსიქოლოგიურ და ზნეობრივ ხასიათს.სოკრატეს მიხედვით, დაბალი
აუცილებლობიდან მაღალზე, ანუ გონიერ თავისუფლებაზე გადასვლა ჭეშმარიტი
ცოდნით არის გაპირობებული. ყველა აუცილებლად ეძებს თავისთვის სიკეთეს, მაგრამ
არ იცის, რაშია ეს სიკეთე. ვინც ეს ნამდვილად იცის, მას ჭეშმარიტი სიკეთე სურს და
კიდეც აღწევს ამას. ახორციელებს კიდეც. უცოდინარი კი, პირიქით, მიიჩნევს რა ცრუ
სიკეთეს, როგორც ჭეშმარიტს მიემართება მისკენ და აუცილებლად ცდება, ცუდ საქმეებს
ჩადის. ნამდვილი „ცოდნით ცუდს არავინ ჩაიდენს” - ამბობს სოკრატე.

სოკრატემ საფუძველი ჩაუყარა ახალ მიმართულებას სულიერი სამყაროს გაგებაში. ეს


მიმართულება გააგრძელა და გააღრმავა ანტიკური ხანის ერთ-ერთმა უდიდესმა
ფილოსოფოსმა პლატონმა.

პლატონის (427-347 ძვ.წ.) ნამდვილი სახელი არისტოკლე იყო. პლატონი (პლატოს -


ფართო) მისთვის არაჩვეულებრივად ფართო მხარბეჭისთვის დაურქმევიათ. პლატონი
დაიბადა ათენში, მდიდარ არისტოკრატულ ოჯახში. მან მიიღო იმ დროისთვის
საუკეთესო და მრავალმხრივი განათლება. განსაკუთრებით გატაცებული იყო პოეზიით.
ოცი წლისა სასწავლებლად მიაბარეს სოკრატეს, რამაც განსაზღვრა მისი, როგორც
მომავალი ფილოსოფოსის, ორიენტაცია. პლატონის პოზიცია სულის რაობის, მისი
ზოგადი ბუნების თაობაზე, არსებითად, მეტაფიზიკურია და ეიდოსების („იდეების”)
შესახებ მისი ცნობილი თეორიის კონტექსტში უნდა იქნეს განხილული.
17

ფსიქოლოგიისთვის მთავარია იმის გარკვევა, თუ რა არის სული. პლატონის


ფილოსოფიურ სისტემაში ეს საკითხი საკმაოდ ბუნდოვანია და არაერთმნიშვნელოვან
ინტერპრეტაციებს წარმოშობს, განსაკუთრებით სულისა და იდეის ცნებათა მიმართების
კუთხით. სულის ძირითადი მახასიათებლები ასეთია: ის არის ერთგვარი საწყისი,
რომელიც აშუალებს იდეებისა და გრძნობადი საგნების მიმართებას. ეს, როგორც ჩანს,
იმაში ვლინდება, რომ სული შეიმეცნებს იდეებს და მათ შესახებ ცოდნის ერთადერთი
მატარებელია.

ბევრი მსგავსების მიუხედავად, სული არ არის იდეა (ეიდოსი), თუნდაც იმიტომ, რომ
ის ჯერ აკვირდება იდეებს, შეიმეცნებს მათ, ხოლო სხეულში მოხვედრისას ამ ცოდნას
აღადგენს (ქვემოთ ამაზე საგანგებოდ ვისაუბრებთ). გამოდის, რომ იდეები სულის
შინაარსს შეადგენენ; იდეასა და სულს შორის მიმართება ისეთივეა, როგორც
შესამეცნებელსა და შემმეცნებელს შორის.

სხეული სულის დროებითი სადგურია, მისი საპყრობილეა. სხეულის მიმართ უდავო


პრიორიტეტის მიუხედავად, სული ამ უკანასკნელის ზემოქმედებას განიცდის. სული
იდეების სამყაროშია თავისუფალ და ლაღ მდგომარეობაში. მაგრამ ცოცხალი
ორგანიზმი, ბოლოს და ბოლოს, სხეულისა და სულის ერთიანობაა. ამიტომ
ოპტიმალური ვითარებაა, როცა მათ შორის შესატყვისობა არსებობს. სხეულისა და
სულის განვითარებაში წონასწორობა უნდა იყოს შენარჩუნებული, რათა მათ შორის
თანაზომიერება არსებობდეს.

სხეულისა და სულის ურთიერთკავშირი ყველაზე მკაფიოდ იჩენს თავს პლატონის მიერ


სულის ნაწილებისა და სხეულთან მათი მიმართების საკითხის დამუშავებისას.
პლატონის მიხედვით, სულს სამი ნაწილი აქვს. პირველი გონიერი სულია და
მოთავსებულია თავში; მეორე კეთილშობილ სწრაფვებს მოიცავს და მკერდის არეში
იმყოფება; მესამე ბრმა ვნებებსა და სურვილებს გამოხატავს და მუცელშია
განთავსებული.

რაციონალური სულის პრიორიტეტი ირაციონალური სულის ნაწილების მიმართ


აშკარაა; გონიერი და ზნეობრივი მოქმედება მხოლოდ მისგან მომდინარეობს. ამასთან,
იდეალურ ვარიანტში სულის ნაწილებს შორის ჰარმონიული კავშირი უნდა იყოს,
რომელსაც უზრუნველყოფს შინაგანი ორგანოები და სისხლი. სამწუხაროდ, რეალური
ადამიანის სულში ამგვარი ჰარმონია იშვიათობაა.

ძილისთვის დამახასიათებელია სხეულის მოწყვეტა გარეგანი გავლენებისაგან.


ძილის დროს, როგორც დახუჭული თვალია მოწყვეტილი სინათლეს, ასევე სულია
თავის თავში ჩაკეტილი, ამბობს პლატონი. მიუხედავად ამისა, ძილში გარემოდან
სრული იზოლაცია არ ხდება და, რაც მთავარია, შენარჩუნებულია სულის შინაგანი
მოძრაობა.
18

ასეა თუ ისე, ცხადია, რომ სიზმარი უნებურად მიმდინარე სულიერი პროცესია.


ასეთივეა შეგრძნებაც, რომელიც თავისთავად აღმოცენდება გრძნობის ორგანოზე საგნის
ზემოქმედებისას. ეს შესაძლებელი ხდება იმიტომ, რომ საგანიც და გრძნობის ორგანოც,
როგორც სხეულის ნაწილი, ერთი და იმავე მატერიალური ელემენტებისაგან შედგება.

იდეის წვდომა გრძნობადი აღქმით არ შეიძლება. იდეას მხოლოდ გონება სწვდება და


ცნებებით გამოხატავს. გრძნობადი აღქმა მხოლოდ საბაბია, გარეგანი სტიმულია იდეის
შემეცნებისთვის. მაგრამ შემეცნების მთელი ეს პროცესი სხვა არაფერია, თუ არა
მოგონება. რეალურ და ჭეშმარიტ ცოდნას სული ზეციურ სამყაროში იღებს იდეათა
პირისპირ ჭვრეტისას. ადამიანის სხეულში ჩასახლების შემდეგ სულს ადაპტაცია
ესაჭიროება, ის შეცბუნებას (ჩვენ ვიტყოდით, სტრესს) განიცდის და ამ ცოდნას
ივიწყებს.

მოგონება მეხსიერების ფუნქციის გამოვლინებაა. აქედან იკვეთება მეხსიერების


განსაკუთრებული როლი შემეცნების პროცესში. თვითონ მეხსიერებაში ცოდნა ისევე
შემოინახება, როგორც „ცვილზე ინახება ბეჭდის კვალი”, ამბობს პლატონი.

პლატონი თავადაც აღიარებს, რომ ლოგიკური აზროვნება ვერ მოგვცემს საგნის


შესახებ ნამდვილ ცოდნას, ვინაიდან ეყრდნობა გარემოდან მომდინარე ცნობებს,
რომლებიც რეალურად ვერ ჩაითვლება. ავტორი ამ ვითარებას ალეგორიულ ფორმაში
გადმოგვცემს, როცა ჩვენს ცხოვრებას გამოქვაბულში გამომწყვდეული ტუსაღების ყოფას
ადარებს.

პლატონი რაციონალისტია. მისთვის პირველ პლანზე ადამიანის გონიერი საწყისი


დგას, ხოლო ემოციების როლსა და მნიშვნელობას არც თუ მაღალ შეფასებას აძლევს.
ყოველ შემთხვევაში, იგი კატეგორიულად უარყოფს ჰედონისტურ შეხედულებას,
რომლის თანახმად ადამიანის ცხოვრების უმაღლესი ღირებულება სიამოვნების მიღებაა.

პლატონი პირველი დიდი ნატივისტია. სულიერი ცხოვრების ანალიზისას იგი


გადამწყვეტ მნიშვნელობას თანდაყოლილ ასპექტებს ანიჭებს. ეს ნათლად გამოიხატა მის
თვალსაზრისში სწავლისა და აღზრდის შესახებ. ორივე მათგანს პლატონი დიდ
ყურადღებას უთმობს. განათლების, სწავლისა და სწავლების საკითხი მას, როგორც
პროფესიონალ პედაგოგს (აკადემიის ხელმძღვანელს) აინტერესებს.

პლატონს აღზრდის პროცესიც პრაქტიკული, კერძოდ, სახელმწიფოს მოწყობის


თვალსაზრისით აინტერესებს. სახელმწიფოში მკაცრად უნდა იყოს გამიჯნული მისი
წევრების ფუნქციები. ეს ფუნქციები სამ მთავარ წოდებას შორის ნაწილდება, ესენია:
დემოსი ანუ ხალხი (მიწათმოქმედები, ხელოსნები, ვაჭრები), მეომრები (მცველები) და
მმართველები.

პლატონი დიფერენციალური ფსიქოლოგიის საკითხებსაც ეხება. მისი აზრით, ქალებს,


მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით მამაკაცებზე სუსტები არიან, შეუძლიათ ისეთივე
საზოგადოებრივი დავალებების შესრულება, რაც მამაკაცებს. აქედან გამომდინარე,
19

სათანადო სათნოების ჩამოყალიბებისთვის ქალებისთვისაც აუცილებელია ფიზიკური


და ესთეტიკური აღზრდა. ქალებს აქვთ უნარი, იყვნენ არა მხოლოდ სამხედროები,
არამედ სახელმწიფოს მმართველებიც.

არისტოტელე (384-322 ძვ.წ.) დაიბადა ქალაქ სტაგირში, ჩრდილოეთ საბერძნეთში.


ბავშვობა გაატარა მაკედონიაში, სადაც მამამისი მეფის კარის ექიმად მსახურობდა. მამამ
მისცა არისტოტელეს პირველადი საექიმო და საბუნებისმეტყველო განათლება.
ჩვიდმეტი წლისა არისტოტელე ჩადის ათენში და ირიცხება პლატონის სახელგანთქმულ
აკადემიაში.

არისტოტელე არა მხოლოდ ძველბერძნული მეცნიერების კორიფედ, არამედ ყველა


დროის ერთ-ერთ უდიდეს მოაზროვნედ არის მიჩნეული. მან განმსაზღვრელი,
ფუძემდებლური წვლილი შეიტანა ცოდნის სხვადასხვა დარგის განვითარებაში.
განუზომელია მისი ღვაწლი ფსიქოლოგიაშიც. მოსაზრებები ამა თუ იმ ფსიქოლოგიურ
საკითხზე გაბნეულია არისტოტელეს ნაწარმოებებში მეტაფიზიკის, ლოგიკის,
ბიოლოგიის, ეთიკის, ესთეტიკის შესახებ. მაგრამ ძირითადია არისტოტელეს ტრაქტატი
„პერი ფსიქე” ანუ „სულის შესახებ”. დასავლურ ცივილიზაციაში ესაა პირველი წმინდა
ფსიქოლოგიური გამოკვლევა. არისტოტელემ შექმნა ფაქტობრივად პირველი მწყობრი
ფსიქოლოგიური სისტემა. მასში დამუშავებული საკითხების კომპლექსი დღემდე რჩება
ე.წ. ზოგადი ფსიქოლოგიის ძირითად შინაარსად: სულის რაობა და სულის სახეები
(ანუ, დღევანდელი გაგებით, ფსიქოლოგიის საგანი); სულის გამოვლინებები ან
თვისებები - შეგრძნება, წარმოსახვა, მეხსიერება, აზროვნება, გრძნობები, სურვილები,
ნებისყოფა (ანუ ფსიქიკური პროცესები), და ბოლოს, ხასიათი (ანუ პიროვნების
თვისებები). ამ და სხვა ე.წ. მცირე ფსიქოლოგიურ თხზულებებში („შეგრძნების შესახებ”
„მეხსიერების შესახებ”, „სიზმრების შესახებ”) და ბიოლოგიურ ტრაქტატში -
(„ცხოველთა ნაწილების შესახებ”), განხილულია ისეთი თემებიც, რომლებიც
ფსიქოლოგიისა და ფიზიოლოგიის მიჯნაზე იმყოფება: ძილი და ღვიძილი, სიცოცხლის
ხანგრძლიობა, მისი ეტაპები ან პერიოდები, სიცოცხლე და სიკვდილი, კვება და
მოძრაობა. ის გარემოება, რომ არისტოტელე მათ სულის მოქმედების სფეროს
მიაკუთვნებს, ადასტურებს, რომ მისთვის სავსებით მისაღები იყო ბიოლოგისტური
ორიენტაცია.

აღწერილ კონსტრუქციას არისტოტელე პირდაპირ იყენებს სხეულისა და სულის


მიმართების პრობლემის ანალიზისას. სული სხეულის ფორმაა; მაშასადამე, ის
ახორციელებს იმ ფუნქციებს, რაც ცოცხალი ორგანიზმისთვის არის დამახასიათებელი.
სულისა და ორგანული სხეულის ურთიერთობა თვალისა და მხედველობის
ურთიერთობის ანალოგიურია.

არისტოტელე სიცოცხლის სამ მთავარ ფორმას გამოყოფს: მცენარეულს, ცხოველურს და


ადამიანურს. ისინი იერარქიას ქმნიან. მცენარეები ყველაზე პრიმიტიული არსებებია,
ადამიანები - ყველაზე რთული. შესაბამისად, განიხილება სულის სამი სახე, რომლებიც
20

მისი განვითარების სამ დონეს ქმნიან. უდაბლეს საფეხურს მცენარეული ანუ


ვეგეტატიური სული შეადგენს. მისი წყალობით ორგანიზმი ახორციელებს
სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს, ესენია: კვება, ზრდა, გამრავლება. შემდეგ
საფეხურზე ცხოველებისთვის დამახასიათებელი შემგრძნობი სული იმყოფება. სულის
უმაღლესი ფორმაა მოაზროვნე სული, ე.წ. „ნუსი” (გონი), რომელიც მხოლოდ
ადამიანისთვისაა სპეციფიკური.

არისტოტელე იწყებს სულის თითოეული სახეობის ანალიზს, რაც, არსებითად, მათი


ძირითადი უნარებისა თუ თვისებების დახასიათებაში მდგომარეობს. ამასთან, ყველგან
გატარებულია პრინციპი - ყოველი სულიერი მოქმედების კვლევა მისი შესატყვისი
ობიექტის შესწავლით უნდა იწყებოდეს: ვეგეტაციურისა - საჭმლის, შეგრძნებისა -
შესაგრძნობი ობიექტით, აზროვნებისა - აზროვნების საგნით.

ვეგეტაციური სულის დახასიათებისას გამოიყოფა მისი სამი მხარე: ის, რაც იკვებება,
რითაც იკვებება და რაც კვებავს. მკვებავი არის პირველი სული. ის, რაც იკვებება და
რაც სულის მატარებელია, არის სხეული, ხოლო რითაც იკვებება, ეს საკვებია.

შეგრძნება არის განცდა. ის წარმოიქმნება გარე ზემოქმედებით გრძნობის ორგანოზე,


რომელიც გადაეცემა სულს. საბოლოო ჯამში, შეიგრძნობს სული გრძნობის ორგანოს
მეშვეობით. ამ პროცესის სათავე საგნებშია, გარედან მოქმედ აგენტებში. მოქმედებს
ხუთი გრძნობის ორგანო. შესაბამისად, გამოიყოფა ხუთი სახის შეგრძნება: მხედველობა,
სმენა, ყნოსვა, გემო და შეხება. ეს უკანასკნელი ძირეულია იმ თვალსაზრისით, რომ ის
აქვს ყველა ცხოველურ ორგანიზმს. ეს გამოწვეულია შეხების მჭიდრო კავშირით
კვებასთან (კვება საკვებთან შეხებას გულისხმობს). შეხება და მისი ერთგვარი
გაგრძელება - გემო, ბიოლოგიურად უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს.

შეგრძნებებზე მსჯელობისას არისტოტელე მიდის ფუნდამენტური მნიშვნელობის


პრობლემებამდე, რაც სცილდება საკუთრივ შეგრძნების ფსიქოლოგიის ფარგლებს.
პირველ რიგში ეს არის აღქმის პრობლემა. ავტორი ხედავს, რომ გრძნობადი შემეცნება
არ ამოიწურება იმ ცნობებით, რასაც ხუთი გრძნობის ორგანო გვაწვდის. ყველა მათგანი
საგნის ამა თუ იმ, თავისთვის სპეციფიკურ თვისებას აფიქსირებს (ფერი, გემო და სხვა).
მაგრამ, როგორ ხდება ე.წ. ზოგადი თვისებების აღქმა, ისეთების, როგორიცაა მოძრაობა,
უძრაობა, ფორმა, სიდიდე, ერთიანობა? ეს თვისებები არც ერთ ცალკეულ გრძნობის
ორგანოს არ ახასიათებს. არ არსებობს რაიმე სხვა, მეექვსე გრძნობის ორგანო, რომელიც
მათ შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდის.

არსებითად იგივე ითქმის ცნობიერების პრობლემაზეც, რომელიც არისტოტელეს წინაშე


შეგრძნებათა კვლევის პროცესში დადგა. იგი მკაფიოდ ხედავს ცნობიერების არსებობის
ფაქტს (თანამედროვე მნიშვნელობით): ჩვენ არა მხოლოდ შევიგრძნობთ რასმე, არამედ
ვგრძნობთ კიდეც, რომ შევიგრძნობთ. ჩვენთვის ერთდროულად არის მოცემული
შეგრძნების ობიექტიც და თვით შეგრძნების აქტიც. არისტოტელე მსჯელობს იმაზე, თუ
როგორ არის ეს შესაძლებელი. მისი აზრით, შეგრძნებას თვითონვე რომ არ შესძლებოდა

You might also like