You are on page 1of 58

ფსიქოლოგიის დამახასიათებელი,გამორჩეული ნიშნები:

1.ფსიქოლოგია შეისწავლის სულიერი სამყაროს მოვლენებს

ადამიანის სულიერმა და პრაქტიკულმა მოღვაწეობამ კულტურა შექმნა, რის გარეშეც ადამიანური ფორმის
ჩამოყალიბება შეუძლებელია. ამის დასტურია ვიქტორი, ბიჭი რომელიც სოციალურ-კულტურული
კონტექსტიდან იზოლირებულად იზრდებოდა. ის განსხვავდებოდა ჩვეულებრივი განვითარებული
ადამიანისგან: დადიოდა 4 ფეხზე, იკბინებოდა, იღრინებოდა, კონტაქტში არ შედიოდა და ბგერებს
გამოსცემდა. პინელმა მას გამოუსწრებელი გონებაჩლუნგის დიაგნოზი დაუსვა.

2.ადამიანის ფსიქიკის ბიო-სოციოლოგიური განსაზღვრულობა

ადამიანის ფსიქიკის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია ბუნებრივი და სოციალური გარემო ფაქტორები,


ამის გამო ფსიქოლოგია საბუნებისმეტყველო დისციპლინაც არის და ჰუმანისტურ-სოციოლოგიურიც.

3.ფსიქოლოგიაში შერწყმულია მეცნიერების ობიექტი და სუბიექტი

ადრე ადამიანის ინტერესი სხვა რამისკენ იყო მიდრეკილი: არსებობისთვის ბრძოლა, გარე სამყაროს
ათვისება, შემდეგ შეიცვალა და საკუთარი თავისკენ წარიმართა-ეს არის ფსიქოლოგიური ცოდნის
დაბადება. მან აზროვნების კვლევა აზროვნების საშუალებით დაიწყო.

რას შეისწავლის ფსიქოლოგია

ორგვარი განმარტება: 1. იგულისხმება იმ საფუძვლების განხილვა, რომელთაც ემყარებოდა ერთი


შეცედულების შეცვლა მეორეთი,ის თუ რა მათგან და ამჟამად ფსიქოლოგიის საგნის გაგების რა ვარიანტები
არსებობს. 2. მოკლე პასუხი: ფსიქოლოგია ნიშნავს მეცნიერებას სულის შესახებ, რომელსაც
თანამედროვეობაში ფსიქიკას ვეძახით

ფსიქოლოგია შეისწავლის: ფსიქიკურ პროცესების კავშირს ქცევასთან, ინდივიდის ინდივიდუალურ


თავისებურებებს: ტემპერამენტი, ხასიათი, ინტერესები, უნარები და სოციალური პიროვნების აქტივობის
გამოვლენას.

ფსიქიკური პროცესები ქცევაში ვლინდება, სადაც ყალიბდება პიროვნება და მისი თვისებები:


ხასიათი,მიდრეკილება,ნებისყოფა,აზროვნება,მეხსიერება.

ცხოვრებისეული, ხალხური და მეცნიერული ფსიქოლოგია

ხალხური ფსიქოლოგია-ფოლკლორშია შემონახული. სულიერი ცხოვრება გასაგნებულია. მათი შესაწავლით


მეცნიერება იკვლევს აქ დაგროვილ ფსიქოლოგიურ ცოდნას. არასწორი შეხედულების საფუძველი
შეიძლება გახდეს (მისტიკური ამბების სულზე)

ცხოვრებისეული ფსიქოლოგია-ყველა ადამიანს შეუძლია გაუგოს მეორეს და დაეხმაროს, ასევე გავლენა


მოახდინოს მის მოქმედებაზე, იწინასწარმეტყველოს მისი ქცევა და გაითვალისწინოს მისი თვისებები.

მეცნიერული ფსიქოლოგია-სანდოა- ემპირიული და ლოგიკური კვლევით შემოწმებულია.

ფსიქოლოგია და ხელოვნება
ფსიქოლოგია მეცნიერებაა, რომელიც მიმართულია ცოდნის მოპოვებაზე, ხელოვნება კი სამყაროს
ესთეტიკურ გადმოცემას ემსახურება. ხელოვნება მიმართულია აღძრას ადამიანში გრნობები, რომლებიც
შემდგომ ფსიქოლოგიის კვლევის საგანი ხდება.

ფსიქოლოგია ობიექტურია, ხელოვნება კი ადამიანის სუბიექტურ ხედვას ეფუძნება.

მეცნიერება ზოგადი კანონების გამოვლინებაზეა ორიენტირებული, ხელოვნება კი პირიქით-


ინდივიდუალურობის,თუმცა ისიც მიმართავს განზოგადებას.

ლიტერატურის და ფსიქოლოგიის შედარებას რაც შეეხება, ორივე პიროვნებას ახასიათებს, უბრალოდ


სხვადასხვანაირად. ფსიქოლოგიური დახასიათება ნალებ მხატვრუი,მეტაფორუული და
სახალისოა,სამაგიეროდ ზუსტია.

ცალკე დარგად გამოიყო ხელოვნების ფსიქოლოგია, რომელის ძირითადი ამოცანებია:მხატვრული


ნაწარმოების აგება-შექმნოს ფსიქოლოგიური მექანიზმების კვლევა,ხელოვნების ფსიქოლოგიური ნიშნების
გამოვლენა, მისი ზემოქმედების შესქავლა აღმქმელზე

რელიგია და ფსიქოლოგია

მეცნიერება მზადაა უარყოს თავისი თუნდაც საბაზისო პრინციპები,რომლებიც კვლევით გამოცდას ვერ
უძლებენ,რელიგიაში ასე არ ხდება. მნიშვნელოვანია რომ თუნდაც მეცნიერი რელიგიური იყოს ის სამყაროს
განიხილავს დამოუკიდებელ რეალობად. ფსიქოლოგია ცდილობს ფსიქიკის შესწავლას ზებუნებრივი
ძალებისგან განყენებით,რელიგიის მიღედვით სული ღვთიურია.

მაგ: თუ ადამიანმა იქურდა, რელიგიისთვის მნიშვნელოვანია ის დაუბრუნდეს სწორ გზას რომელსაც


გადაუხვია და ცოდვა მოინანიოს, ფსიქოლოგისთვის მნიშვნელოვანია ის თუ რამ მიიყვანა მოცემული
ადამიანი ქურდობამდე.

არსებობს რელიგიის ფსიქოლოგია, რომელიც შეისწავლის რელიგიური განცდების სპეციფიას, რელიგიური


ჯგუფების თვისებებს, რელიგიური კულტურის ზემოქმედებას ადამიანზე

ფსიქოლოგიის კავშირი სხვა მეცნიერებებთან

ფსიქოლოგიის ბიო-სოციალური ბუნებიდან გამომდინარე, ის მჭიდრო კავშირშია როგორც


დაბუნებისმეტყველო, ისე საზოგადოებრივ ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან კავშირი: ძირითადად ბიოლოგიურ მეცნიერებებთან. ევოლუციური


პროცესები საფუძვლად უდევს ფსიქიკის განვითარებას(ზოოფსიქოლოგია), ფსიქოგენეტიკა-
თანდაყოლილი და შეძენილი თვისებების შესწავლა, ფიზიოლოგია განიხილავს სულიერ პროცესებს
ორგანიზმულ დონეზე (ფსიქოფიზიოლოგია, ნეიროფსიქოლოგია). კლინიკური ფსიქოლოგია- კავშირი
მედიცინასთან. ფიზიკამ ფსიქიკურ სამყაროს მიუსადაგა ატომური აგებულება. ქიმიური თეორიები
გამოიყენება ფსიქოლოგიური პროცესებისბ ახსნისთვის(მეხსირება), ასევე ფსიქოფარმაკოლოგია-
პრეპარატების ზემოქმედება ფსიქიკაზე.

ჰუმანისტურ-სოციალურ მეცნიერებებთან კავშირი- ისტორია&ეთნოგრაფია-ინტერესი კულტურების


მიმართ(ისტორიული ფსიქოლოგია& ეთნოფსიქოლოგია). სოციოლოგია- პიროვნების და სოციალური
გარემოს კავშირი(სოციალური ფსიქოლოგია), სამართალმცოდნეობა- დამნაშავის პიროვნული თვისებები
(იურიდიული ფსიქოლოგია), ენათმეცნიერება- ენის ანალიზი აზროვნებასთან კავშირში,მეტყველების აღქმა
(ფსიქოლინგვისტიკა)

ფსიქოლოგიის განვითარება და თანამედროვე მდგომარეობა

ძველმა ცივილიზაციებმა მოიგონეს ღმერთები და ქალღმერთები,რმლებიც იქვევდნენ ამქვეყნად


ყველაფერს, მათ შორის ფსიქიკურ პროცესებსაც

მეტაფიზიკური ფსიქოლოგია - ფილოსოფოსები ფსიქიკურ პროცესებს რაღაც ზებუნებრივი,


მეტაფიზიკური არსის - „სულის'' გამოვლინებას უკავშირებდნენ. პირველი სპეციალური
ფსიქოლოგიური ნაშრომია ტრაქტატი ,,სულის შესახებ'', რომელიც არისტოტელეს ეკუთვნის (ძვ.წ. iv
საუკუნე). აქ იგი სხვა ავტორების მოძღვრებასაც გვაცნობს, მათ შორის მისი მასწავლებელი- პლატონი
ფიქრობდა, რომ სული იდეათა სამყაროა, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად ობიექტურად არსებობს
და მუდამ იძენს ჭეშმარიტ ცოდნას. არისტოტელეს კი მიაჩნდა, რომ სული სხეულის არსია, ანუ ის რაც
სხეულს ცოცხლად ხდის და ისინი ცალ-ცალკე ვერ იარსებებენ. ის ფიქრობდა, რომ სიცოცხლის
ორგანიზაციის სამ დონეს სულის სამი ფორმა შეესაბამება:
1.მცენარეული სული, რომელიც კვების ზრდის და გამრავლების პროცესებს განაგებს;
2.ცხოველური, რომელიც შეგრძნებებს მართავს
3.ადამიანური სული, რომელიც აზროვნებს.

ემპირიული ფსიქოლოგია - 17ს-დან.შეისწავლის რეალურ ფსიქიკურ სინამდვილეს, ემპირიულად


მოცემულ ცნობიერ შინაარსებს. ჯონ ლოკი.ემპირიული ფსიქოლოგიის ძირითადი კატეგორია
ცნობიერებაა(ცნობიერების ფსიქოლოგია). მისი მთავარი პრინციპი არის, ის რომ სუბიექტი აწარმოებს
თვითდაკვირვებას(ინტროსპექცია) ანუ აკვირდება საკუთარ ცნობიერს, რადგან ვერავინ გაიგებს მის
განცდებს, ვინაიდან ადამიანთა ცნობიერება დახშული სფეროა და ამ უფსკრულს ვერავინ გადალახავს.
ემპირიული ფსიქოლოგიის ყველაზე გავრცელებულ მიმდინარეობას წარმოადგენს ასოციაციური
ფსიქოლოგია. ასოციაციონიზმის მეცნიერული იდეალი ფიზიკა და ქიმიაა,როგორც ისინი
წარმოადგენენ სამყაროს გამაერთებლებს,იმავეს ცდილობს ეს დარგიც,რომ ფსიქიკური ელემენტებით
ააგოს მთლიანი ფსიქიკა. ფსიქიკურ ელემენტებად შეგრძნებები და წარმოდგენები გვევლნება, ხოლო
მათ გამაერთიანებელ პრინციპად ასოციაციის ძალა. ვთქვათ, თუ ორი წარმოდგენა რამდენჯერმე
ერთდროულად გაჩნდა ცნობიერებაში, მათი დაკავშირება შემდგომში მექანიკურად ხდება.
ასოციაციონიზმის ყველაზე დიდი ნაკლი მისი მექანიციზმი და ელემენტარიზმია.

1879 წელს ვილჰელმ ვუნდტმა ლაიფციგში დაარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. აქ


მიმდინარე კვლევა იყო ექსპერიმენტულად ორგანიზებული თვითდაკვირვება. ცდისპირებს
ევალებოდათ აღეწერათ, თუ რა გრძნობას იწვევდა მათში გარკვეული გამაღიზიანებლები. ამით
ცდილობდა დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები. მისი
სისტემა იყო ელემენტარისტული (ცნობიერება მარტივი ერთეულებისგან) და
ინტროსპექციული.მნიშვნელოვანია ამ ლაბორატორიის გახსნა რადგან ამ დროს ფსიქოლოგია
გამოვიდა ფილოსოფიის წიაღიდან და ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ მეცნიერებად.

გეშტალფსიქოლოგია- აკრიტიკებს ასოციაციონიზმის ელემენტარიზმს. გარემო ჩვენ მიერ ცალკეული


ელემენტების სახით არ განიცდება ჩვენგან. ჩვენ განვიცდით გარკვეულ ორგანიზებულ მთლიანობას.
მაგ; ჩვენ მუსიკის მოსმენისას არ ვუსმენთ ცალკეულ ნოტებს, არამედ ნოტების ორგანიზებულ
მთლიანობას.

ბიჰევიორიზმი - 20ს.ჯონ უოთსონი. ქცევათმეცნიერებაა. ამ შემთხვევაში ობიექტურად მოცემული ქცევის


კვლევა ხდება. სუბიექტური მეთოდით სუბიექტური მოვლენები შეისწავლებოდა, ხოლო ობიექტურით
- ობირქტური მოვლენები. ესენია ცოცხალი არსების მიერ განხორციელებული რეაქციები, რომელსაც
იწვევს ობიექტურად მოცემული სტიმულები. ანუ ყოველი ქცევა პასუხია რაღაც სტიმულზე. S-R ასეთია
ბიჰებიორიზმის ფორმულა. ბიჰევიორიზმისთვის მთავარია ქცევის წინასწარმეტყველება და მართვა.
რადიკალური ბიჰევიორიზმი უფსიქიკო ფსიქოლოგიაა. ფორმულაში S-R არ არის გათვალისწინებული
ფსიქიკის მონაწილეობა. ნეობიჰევიორისტებმა ქცევის პროცესის აღსაწერად სტიმულსა და რეაქციას
შორის უკვე ე.წ. ,,შუალედური ცვლადი'' ჩაამატეს, მაგ: მოთხოვილება, მოლოდინი, მიზანი, განწყობა
და სხვა. ანუ S-შუალედური ცვლადი-R.

ფსიქოანალიზი-ზიგმუნდ ფროიდი. დაუპირისპირდა გეშტალტფსიქოლოგიასა და ბიჰევიორიზმს.


ფსიქოანალიზის ცენტრალური კატეგორიაა არაცნობიერი. ფროიდი ამტიკცებდა, რომ ცნობიერი
ფსიქიკის მცირე ნაწილია, ჩვენი ქცევა განპირობებულია ძირითადად არაცნობიერი ლტოლვებით. ეს
მისწრაფებებია, რომელთა არსებობას ადამიანი თავის თავსაც არ უმხელს და რომლებიც თავისი
მიუღებლობის გამო ცნობიერში არ დაიშვება და არაცნობიერში განიდევნება. შესაბამისად,
სექსუალური ლტოლვები ყველაზე მეტად ითრგუნება. არაცნობიერად აღქმულ ლტოლვებს და მათ
ენერგიას ფროიდმა ლიბიდო უწოდა. არაცნობიერი არის ქმედითი ძალა, რომელიც მუდამ ესწრაფვის
შეაღწიოს ცნობიერებაში და აღძრას ქცევა, ოღონდ თვითონ სუბიექტმა ამის შესახებ არ იცის და
შეიძლება შენიღბული სახით სიზმარში გამოვლინდეს, ფანტაზიაში, ნევროზში. ფროიდმა აღწერა
ფსიქიკური შინაარსის ცნობიერიდან არაცნობიერისკენ და პირიქით მოძრაობის პროცესი.
რაც შეეხება ფსიქოანალიზს, როგორც მკურნალიბის მეთოდს, ის მიმართულია იმაზე, რომ გაიხსნეს
ნერვოზის ნამდვილი მიზეზი(განდევნილი გაცნები,რომელიც არაცნობიერში ილექება), გაცნობიერდეს
ტრავმა და მოიხსნეს მისი ნეგატიური გავლენა პაციენტზე. კრიტიკა: ზედმეტი სექსუალიზაცია და ის
რომ დასაბუთება შეუძლებელია.

კოგნიტური ფსიქოლოგია-20ს.თავის შესწავლის საგანი- შემეცნებითი ფსიქიკური პროცესები. ამ


მიმდინარეობის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო კიბერნეტიკის განვითარებამ. კომპიუტერის მსგავსად,
ადამიანში ინფორმაცია აისახება, გაიშიფრება, კლასიფიცირდება, შეინახება და გამოიყენება. ერთი
სიტყვით ხდება ინფორმაციის გადამუშავება. ქცევითი კოგნიტიზმი - ცოდნა, აზრი განსაზღვრავს
ქცევას. კოგნიტურ ელემენტებს შორის გაჩენილი შეუსაბამობა აღძრავს ქცევას, რომელიც მიმართულია
ამ შეუსაბამობის მოსახსნელად.

ჰუმანისტური ფსიქოლოგია- 20ს-ის 60-იანი წლები. დაუპირისპირდა ფსიქოანალიზსა და


ბიჰევიორიზმს. ეს მიმდინარეობა ამტკიცებს, რომ ინდივიდი თავისუფალია გარეგანი და შინაგანი
დეტერმინაციისგან, რადგან თავისუფალი არჩევანისა და საკუთარი ნების შესაბამისი ქცევის
განხორციელების უნარი აქვს. უფრო მეტიც იგი თავად ქმნის საკუთარ თავს. პიროვნული სამყარო
ადამიანში განუმეორებელი და ინდივიდუალურია. ჰუმანისტური ფსიქოლოგია ორიენტირებულია
ინდივიდმა მაქსმიალურად მოახერხოს საკუთარი პოტენციალის გამოვლენა,თვითაქტუალიზაცია და
რეალიზაცია. მთავარ კატეგორიას პიროვნება იკავებს და მისი დახასიათება ხდება ინდივიდუალური
პიროვნული თვისებებით, რომელიც შემდგომში ქცევას განსაზღვრავს.

თანამედროვე ფსიქოლოგია ,,ოთხ ვეშაპზე'' დგას:


ცნობიერების,
არაცნობიერის,
ქცევის,
პიროვნების კატეგორიები.
ისინი შემოსაზღვრავენ არეს რომელსაც ფსიქიკურ ცხოვრებას ვუწოდებთ. ფსიქიკა ან ცნობიერია ან
არაცნობიერი, ის ქცევაში ვლინდება, ქცევას კი პიროვნება ახორციელებს.

ფსიქოლოგიის დარგები
პრაქტიკული ფსიქოლოგია

.....
ფსიქოლოგიური კვლევის ზოგადი პრინციპები
კანონი
ორი ან მეტი მონაცემის კავშირის დროს შეგვიძლია ვისაუბროთ კანონზომიერებაზე.
თეორია
ეს არის რიმე ინფორმაციის განზოგადების სახით მიღებული დებულება , რომელსაცაქვს აღწერის
და განჭვრეტის საშუალება . თეორიებს ჩვენ ვყოფთ დიდი და მცირე თეორიებად . შეიძლება დიდი
თეორია რამდენიმე პატარა თეორიისგან შედგებოდეს . მაგალიითად დავიწყების თეორია არის
პატარა თეორია , რომელიც უფრო დიდი თეორიის მეხსიერების თეორიის ნაწილია. კარგი თეორია
აუცილებლად შობს ჰიპოთეზას , ჰიპოთეზა ეს არის ვარაუდი დაფუძნებული რაიმე დებულებაზე ,
ის აუცილებლად აღძრავს ემპირისტულ კვლევას .
დაკვირვება
დაკვირვება მიმდინარეობს ჩვეულებრივ გარემოში და არ გულისხმობს შესასწავლი პროცესების
გამოწვევისთვის საჭირო პირობების შექმნას, თუმცა არ გამორიცხავს დასახული ამოცანებისთვის უფრო
მეტად ხელსაყრელი დროის, ადგილისა და სიტუაციის წინაწარ დაგეგმვას.
ფსიქოლოგიური დაკვირვების რამდენიმე ვარიანტი არსებობს: სხვათა დაკვირვება და თვითდაკვირვება.
თავის მხრივ თვით დაკვირვება კიდევ იყოფა. როდესაც მკვლევარი უშუალოდ აკვირდება საკუთარ
გრძნობებს, აზრებსა და განცდებს, ეს არის უშუალო თვითდაკვირვება. თუ ფსიქოლოგი სხვა ადამიანის
ინტროსპექციის შედეგს აანალიზებს, მაშინ არის გაშუალებული თვითდაკვირვება.
გაშუალებული თვითდაკვირვების მეთოდოლოგიის ფარგლებში გამოიყენება მოქმედების პროდუქტების
შესწავლის მეთოდი. ამ შემთხვევაში ხდება შემოქმედების პროდუქტების ანალიზი, რათა გამოვლინდეს
ქცევის შედეგის თავისებურებანი.
უშუალო დაკვირვება შეიძლება მიმდინარეობდეს წინასწარგანსაზღვრული პროგრამის გარეშე, რაც
თავისუფალი დაკვირვებაა. სტანდარტიზირებული დაკვირვების შემთხვევაში კი, პირიქით, მკაცრად არის
განსაზღვრული რას და როგორ უნდა დავაკვირდეთ.
სხვათა დაკვირვების მეთოდი შეიძლება იყოს ჩართული და გარეგანი. ჩართულის დროს, მკვლევარი
ჩართულია იმ პროცესში რომელსაც შეისწავლის. გარეგანის დროს კი არ მონაწილეობს პროცესში.
საზოგადოდ კი დამკვირვებლის სუბიექტურობა ყოველგვარი დაკვირვების თანმდევი პრობლემაა.
დამკვირვებელი თავისდაუნებურად ინტერპრეტაციას უკეთებს ინფორმაციას და მზადაა აღიქვას ის, რასაც
ელოდება, ვიდრე ის, რაც სინამდვილეშია.
ასევე სირთულეს წარმოადგენს დასწერების ეფექტი. გვინდა არ გვინდა დამკვირვებელის საქმეში ყოფნა
აისახება იმის ქცევაში ვისაც ვაკვირდებით. ამისგან თავის ასარიდებლად გამოიყენება ცალმხრივი ჭვრეტის
შუშით დატიხრული ოთახები. ასეთ დაკვირვებას დაფარული ეწოდება, განსხვავებით ღია დაკვირვებისგან
როცა დამკვირვებელი არ მალავს დაკვირვების ფაქტს.

საუბარი და ანკეტირება
საუბარი (კლინიკური მეთოდი) არის უშუალო ღია დაკვირვება მკვლევარსა და საკვლევ პირს შორის
კომუნიკაციის პროცესში. ფსიქოლოგი ცდილობს მაქსიმალურად სრული ინფორმაცია მიიღოს
ინდივიდუალურ - პიროვნულ თავისებურებების, აზროვნების წესის, ცნობიერის და არაცნობიერის
შინაარსების და სხვათა შესახებ. ე.წ. კლინიკური საუბრის მეთოდი ფართოდ გამოიყენება ფსიქიატრიასა და
პათოფსიქოლოგიაში.
გაშუალებული დაკვირვება გულისხმობს სხვადასხვა ანკეტის, კითხვარის გამოყენებას. ანკეტა არსებითად
დაუსწრებელი გამოკითხვაა. მისი მეშვეობით შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია ადამიანთა დიდ
რაოდენობაზე მათი გარკვეული ნაწილის გამოკითხვის გზით. ანკეტა უნდა იყოს
რეპრეზენტატული(იმეორებს თუ არა მცირე ჯგუფი პოპულაციის ზოგად მახასიათებელს) და ამის
მისაღწევად სხვადასხვა პროცედურებს იყენებენ, რომელთაგან გავრცელებულია საკვლევი ჯუფის
შემთხვევითი არჩევნის წესით დაკომპლექტება. ამონაკრების არარეპრეზენტატულობის მაგალითია
საპრეზიდენტო არჩევნების დროს აშშ-ში ჩატარებული კვლევა. ჟურნალმა 10 მილიონი ბიულეტინი
დაურიგა თავიანთ ხელმომწერებს, აგრეთვე სატელეფონი წიგნებიდან და ავტომობილების სარეგისტრაციო
სიებიდან შემთეხვევით არჩეულ პირებს. 2.5 მილიონი უკან დაბრუნებული ბიულეტინიდან კი გაირკვა რომ
40%-მა დემოკრატ რუზველტს მისცა ხმა, ხოლო 57%-მა კი რესპუბლიკელ კანდიდატ ლენდონს. არჩევნებში
კი რუზველტმა გაიმარჯვა. ჟურნალში იცოდნენ რომ მათი მკითხველები ძირითადად შეძლებული ფენის
წარმომადგენლები იყვნენ, ამიტომ დაამატეს სხვა ადამიანებიც, თუმცა ვერ გაითვალისწინეს, რომ
ავტომობილების და ტელეფონის მფლობელები ასევე შეძლებული ხალხი იქნებოდა და რესპუბლიკელების
მხარდამჭერების რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდეს.
ანკეტები იყოფა ორ ჯგუფად: ღია და დახურული. ღია ანკეტაში ინდივიდებმა თვითონ უნდა მოახდიონ
დასმულ კითხვაზე პასუხის ფორმულირება. დახურულში მათ უნდა აირჩიონ შეთავაზებული პასუხიდან
ერთ-ერთი. ღია ანკეტების უპირატესობა ისაა, რომ ისინი უფრო მდიდარი და სრული ინფოს მიღების
საშუალებას იძლევა. მათი მინუსი კი ისაა, რომ პასუხების სხვადასხვაობის გამო, დამუშავება რთულდება.
გარდა ამისა სხვადასხვა რესპოდენტი სხვადასხვა სიდიდის პასუხებს წერენ, ზოგ რამეს არც კი წერენ,
რადგან ფიქრობენ, რომ ეს თავისთავად ასეა. ამიტომ ღია ანკეტები ნაკლებად სანდოა. დახურული
ანკეტების დამუშავება კი მარტივია და პასუხებიც ზუსტია, მაგრამ მათი საშუალებით მიღებული პასუხები
წინასწარ შეზღუდულია. ამიტომ იდეალური ვარიანტი კომბინირებული ანკეტაა, სადაც ღია შეკითხვები
ცოტაა, დახურული კი ბევრი, თან თითოეულ დახურულ კითხვას თან ახლავს თავისუფალი ადგილი
დაამატებით თავისუფალი კომენტარისთვის.

ტესტები
ტესტირება გულისხმობს, რომ ადამიანი, რომელსაც ვამოწმებთ სპეციალისტის დავალებით ასრულებს
გარკვეულ დავალებას ანუ იგი გაივლის გარკვეულ გამოცდას, რის საფუძველზეც ფსიქოლოგი აკეთებს
დასკვნას. ტესტირება შემოწმებისა და გაზომვის დიაგნოსტირების საშუალებაა.
ტესტის ავკარგიანობა რამდენიმე კრიტერიუმით განისაზრღვრება. აქედან მნიშვნელოვანია სანდოობა,
რაც გულისხმობს ფსიქოდიაგნოსტიკური მეთოდიკის უნარს, მოგვცეს ერთნაირი მონაცემები
განმეორებითი გამოყენებისას იდენტურ პირობებში. თუ ადამიანის ინტელექტი ორშაბათს გამოვიდა
120, ხოლო პარასკევს - 80, ასეთი მაჩვენებლის სანდოობა არსებითად საეჭვოა.
ტესტის ვალიდობა მის ხარისხს გვიჩვენებს. ესაა ტესტის უნარი, გაზომოს სწორედ ის
მახასიათებლები, რომლის გასაზომადაც არის გამიზნული. თუ ტესტი ინტელექტის საზომია, ის
ინტელექტს უნდა ზომავდეს და არა სხვა რამეს.
იმის მიხედვით, თუ რა თვისების გამოვლენა და გაზომვა ხდება, ტესტი იყოფა სამ ჯგუფად:
1. ცოდნა-ჩვევების ოდენობის გამზომი
2. ფსიქიკური ფუნქციებისა და უნარების განვითარების დონის გამზომი
3. პიროვნების ამა თუ იმ ნიშან-თვისების არსებობისა და გამოხატულების შემფასებელი.

კორელაციური კვლევა
დაკვირვების, ტესტირების, ანკეტირების თუ სხვა მონაცემები შეიძლება შევადაროთ ერთმანეთს და
აღმოვაჩენთ რომ მათ შორის გარკვეული კავშირები არსებობს. მაგ. კავშირი აგრესიულობის მაჩვენებელსა
და ტელევიზორში ნანახ ძალადობის ფაქტებს შორის და სხვა. ყოველთვის როცა ვამჩნევთ, რომ გარკვეული
ნიშან-თვისება ან ქცევა თანხვედრაშია სხვა ნიშან-თვისებასთან ან ქცევასთან, ვამბობთ, რომ ისინი
კორელაციაში იმყოფება ერთმანეთთან. ცვლადებს შორის ურთიერთკავშირის გარკვევაზე მიმართულ
კვლევას კორელაციური კვლევა ეწოდება.
ასეთი კვლევა იწყება ცვლადების გაზომვით. ჩვენ შეგვიძლია საკმარისად ზუსტად გავზომოთ
ტელევიზორში ნანახი ძალადობის ფაქტები და აგრესიულობის მაჩვენებელი, შემდეგ გარკვეული
სტატისტიკური მანიპულაციის მეშვეობით გამოითვლება კორელაციის კოეფიციენტი. ეს კოეფიციენტი
იცვლება -1-დან +1-მდე. დადებითი კორელაციის შემთხვევაში ცვლადები პირდაპირპროპორციულ
დამოკიდებულებაშია, ხოლო უარყოფითისას - უკუპოროპორციულში. 0-თან ახლო მნიშვნელობა ნიშნავს,
რომ კორელაცია არ არსებობს. რაც უფრო მეტია კორელაციიის კოეფიციენტი, მით მეტია კავშირი
ცვლადებს შორის. კორელაციის მაგალითებია: თვითშეფასებასა და დეპრესიას შორის; შიზოფრენიის
რისკსა და ადამიანის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას შორის; სტრესის სიძლიერესა და
ინტელექტუალურ პროდუქტიულობას შორის.
ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ როგორი მაღალიც არ უნდა იყოს კორელაცია, არ უნდა შევიდეთ
შეცდომაში, შესაძლოა არც იყოს იმის გამოხატულება რომ ერთმა ცვლადმა მეორე გამოიწვია. მაგალითად
შესაძლოა რომ აგრესიულობისადმი მიდრეკილი ადამიანები უპირატესობას ანიჭებდნენ აგრესიული
ფაქტების ყურებას ტელევიზორში. უარყოფითი კორელაციის მაგაალითი: შესაძლოა დაბალი
თვითშეფასება მართლაც იწვევდეს დეპრესიას, მაგრამ ასევე შესაძლებელია რომ დეპრესიის გამო ჰქონდეს
ადამიანს დაბალი თვითშეფასება. ან საერთოდაც მესამე ფაქტორი არსებობდეს - მაგ. მემკვიდრეობითობა.
ამრიგად, კორელაცია არ ამტკიცებს მიზეზობრივი (კაუზალური) კავშირის არსებობას. ამის დასადგენად
ექსპერიმენტული კვლევაა ჩასატარებელი.

ექსპერიმენტი

ექსპერიმენტი ფსიქოლოგიური კვლევის ძირითადი მეთოდია. დაკვირვებისგან განსხვავებით


ექსპერიმენტში მკვლევარი აქტიურადაა ჩართული. ექსპერიმენტატორი თვითონ იწვევს შესასწავლ
მოვლენას და საჭიროებისამებრ ერევა მასში. აქედან გამომდინარე ჩნდება ცდის პირობებისა და შედეგების
მრავალგზისი განმეორების შესაძლებლობა. ეს კი საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ შესასწავლი
მოვლენები კანონზომიერია თუ შემთხვევითი. ექსპერიმენტი საშუალებას გვაძლევს, შევამოწმოთ
ჰიპოთეზები მიზეზ-შედეგობრივ მიმართებათა შესახებ.
ექსპერიმენტული გამოკვლევის არსი ისაა, რომ ექსპერიმენტატორის მიერ ხდება გამოსაკვლევი
მოვლებებისა და ცვლადების მანიპულირება და გაკონტროლება. ექსპერიმენტში ოპერირება ხდება ორი
ფაქტორით: დამოუკიდებლით და დამოკიდებულით. დამოუკიდებელია ცვლადი რომელიც ახდენს
გავლენას სხვა ცვლადზე, რომელსაც ექსპერიმენტატორი აკვირდება.
დამოკიდებულია ცვლადი, რომელიც იცვლება დამოუკიდებლის +ზემოქმედების შედეგად. ექსპერიმენტში
ასევე მონაწილეობენ კონტროლირებული ან დამატებითი ფაქტორები , რომელთა იზოლაცია ან
ნიველირებაა საჭირო, რათა გავლენა არ მოახდინონ ექსპერიმენტზე.

მაგ. თუ ჩვენ ექსპერიმენტს ვატარებთ იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ძალადობის ფაქტები ტელევიზორში
ადამიანის აგრესიულობაზე და ამავდროულად ისმის მუსიკის ხმა რომელიც უფრო ხმამაღალია, ეს მესამე
ფაქტორი იქნება და ჩვენ გაგვიჭირდება გავარკვიოთ რომელმა ფაქტორმა იქონია გავლენა. ამიტომ
ექსპერიმენტატორი ვალდებულია, გააკონტროლოს ეს ფაქტორები. ამიტომ მათ კონტროლირებული ან
დამატებითი ფაქტორები ეწოდება.
ექსპერიმენტულ გამოკვლევათა უმრავლესობაში ცდისპირებს სულ ცოტა ორ ჯგუფად ყოფენ:
ექსპერიმენტული ჯგუფი, რომელზეც დამოუკიდებელი ცვლადი მოქმედებს და საკონტროლო ჯგუფი,
რომელშიც ამ ცვლადით არ ხდება მანიპულირება და დანარჩენი ყველაფერი იგივეა.
განვიხილოთ რანდენიმე მაგალითი. ვთქვათ კვლევარმა გადაწყვიტა, დაადგინოს ახდენს თუარა გავლენას
ძილის ხანგრძლივობა გახსენების უნარიანობაზე. მკვლევარმა უნდა იღებს რამდენიმე ექსპერიმენტალურ
ჯგუფს 2; 4 და 6 საათიანი ძილით და ერთ საკონტროლო ჯგუფს 8 საათიანი ძილით. ძილის წინ ყველა
ცდის პირს ეძლევა ერთი და იგივე მასალა დასამახსოვრებლად. გაღვიძების შენდეგ კი ადგენენ რა გავლენა
მოახდინა დამოუკიდებელმა ცვლადმა - ძილმა დამოკიდებულ ცვლადზე - გახსენებაზე.
ექსპერიმენტის გამოყენებას ფსიქოლოგიაში გარკვეული სირთულეები ერთვის. საქმე ისაა, რომ კვლევაში
მონაწილეობის ფაქტი გავლენას ახდენს როგორც დამკვირვებელზე ასევე დასაკვირვებელზე. ცდისპირი
შესაძლოა გარკვეულ უხერხულობას განიცდის ექსპერიმენტში მონაწილეობისას. ე.წ. დასწრების ეფექტის
ერთ-ერთი გამოვლინებაა ე.წ. ხოტორნის ეფექტი, როდრსაც ცდის პირი ეხმარება ექსპერიმენტატორს
კვლევის დასრულებაში. ექსპერიმენტატორი ასევე ფრთხულად უნდა იყოს რათა მისი ემოციით გარკვეულ
მომენტში არ მიანიშნოს ცდის პირს, თუ რა შედეგს სურს მიაღწიოს მან (მოლოდინის ან როზენტალის
ეფექტი).
ასეთი დამატებითი ეფექტების თავიდან ასარიდებლად საუკეთესო ვარიანტია, რომ ცდისპირმა არ იცოდეს
რომ ექსპერიმენტში მონაწილეობს. ასეთ ექსპერიმენტს ლაბორატორიულისგან გასხვავებით, ბუნებრივი
ექსპერიმენტი ეწოდება. ბუნებრივი ექსპერიმენტის დროს ცდის პირი ჩვეულებრივად, ბუნებრივად
ცხოვრობს, ასრულებს თავის როლს და არ იცის, რომ აკვირდებიან. ამით განსხვავდება ბუნებრივი საველე
ექსპერიმენტისგან, როცა ექსპერიმენტი ასევე ბუნებრივად ტარდება, თუმცა ცდის პირმა იცის ამის შესახებ.
სამწუხაროდ ბუნებრივი ექსპერიმენტი რთულად ჩასატარებელია, ზოგ შემთხვევაში კი საერთოდ
შეუძლებელი. ამიტომ დასწრების ეფექტის დასაძლევად შემუშავებულია ე.წ. ბრმა მეთოდი, როდესაც ცდის
პირმა იცის რომ ექსპერიმენტში მონაწილეობს, მაგრამ არ იცის ცდის დეტალების შესახებ. არსებობს ასევე
ორმაგად ბრმა მეთოდი, როცა არც ცდის პირმა და არც ექსპერიმენტატორმა არ იცის ექსპერიმენტის
რეალური მიზნების და ტექნოლოგიების შესახებ

პლაცებო ეფექტი
პლაცებო არის სამკურნალო თვისებების არ მქონე პროცედურა ან ნივთირება. პლაცებო ეფექტი ასეთი
ნეიტრალური პრეპარატის გამოყენებით გამოწვეულ დადებით ეფექტს ეწოდება. ის პლაცებო ეფექტის
რწმენის, სამკურნალო ეფექტის მოლოდინის შედეგია. პლაცებო ეფექტი შესაძლოა უარყოფით ფაქტორად
გადაიქცეს ექსპერიმენტული კვლევისას, როცა ვცდილობთ, დავადგინოთ რაიმე პრეპარატის სამკურნალო
თვისებები. იმის დასადგენად მკურნალობის ეფექტი იწვევს თუ არა გამოჯანმრთელებას უნდა ჩავატაროთ
ექსპერიმენტი. ექსპერიმენტულ ჯგუფს უნდა დავუნიშნოთ წამალი, ხოლო საკონტროლოს პლაცებო. ორივე
ჯგუფს უნდა ეგონოს რომ ისინი იღებენ რეალურ მედიკამენტს და ერთნაირ იმედებს ამყარებდნენ. ეს ბრმა
მეთოდია. ორმაგად ბრმა კი, კიდევ უფრო შედეგიანი იქნება, როცა არც სამედიცინო პერსონალს ეცოდინება
რომელია რეალური წამალი. ერთადერთი ვისაც ეცოდინება ყველაფერი, იქნებიან სპეციალისტები,
რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ მკურნალობის პროცესში.
ექსპერიმენტს, ისევე როგორც ანკეტირებას, სჭირდება სტატისტიკური დამუშავება. ასევე საჭიროა
ინსტრუქცია, რომელიც ჩამოყალიბებული უნდა იყოს მკაფიოდ და გასაგებად. ინსტრუქცია ყველას უნდა
მიეწოდის ერთნაირად და ერთნაირ პირობებში. სხვაგვარად ექსპერიმენტის სანდოობა კლებულობს.
თანამედროვე ფსიქოლოგიაში მეთოდების პლურალიზმია დამკვიდრებული. მაგ. დეპრესიის შესწავლის
დროს იყენებენ ექსპერიმენტულ და კორელაციურ კვლევას, ტესტირებასა და კლინიკურ საუბარს, ქცევაზე
დაკვირვებასა და ფიზიოლოგიურ მონაცემებს.
ექსპერიმენტული კვლევა ხშირად აწყდება ეთიკურ პრობლემებს. არსებობს ემპირიული კვლევის ეთიკური
პრინციპები, რომელთა თანახმადაც: ექსპერიმენტატორმა უნდა მიიღოს ფორმალური თანხმობა კვლევაში
მონაწილეობაზე; კვლევამ არ უნდა მოუტანოს ზიანი მათ ჯანმრთელობას; დაცული უნდა იყოს
კონფიდენციალურობის და ანონიმურობის პრინციპი; ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ცდის პირს
უნდა განემარტოს ცდის ნამდვილი მიზანი და შედეგები.
ონტოგენეზი
ონტოგენეზი არის ის ცვლილებები,რომელსაც ადამიანი გადის მთელი სიცოცხლის განმავლობაში,მაგრამ
შეიძლება რომ დეგრადაციაც დაიწყოს. ფილოგენეზი ქცევისა და ფსიქიკური სტრუქტურების განვითარება
,რომელიც ევოლუციის დროს ხორციელდება. ეს ცვალებადობა ხორციელდება: ფიზიკურ სფეროში,
კოგნიტურ სფეროში, ფსიქოსოციალურ სფეროში. ონტოგენეზი განვითარებასთან ერთად გულისხმობს
უკუგანვითარებასაც. ადამიანებში შეიძლებოდა განხვავდებოდეს მომწიფების ტეემბი,მგრამ პროცესთა
თანმიმდევრობა მუდმივი და გენეტიკურად დაპროგრამებულია.მნიშვნელოვანია ასევე გარემო
ფაქტორებიც.
ემპირისტული თვალსაზრისი - როგორ განვითარდება და როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდება
დამოკიდებული არის ემპირიულ გამოცდილებაზე. ჯონ ლოკი ამბობდა,რომ ადამიანი „სუფთა დაფად
იბადება“ და შემდგომში მასში აისახება გარემოს ზემოქმედება, ცხოვრებისეული გამოცდილება
(აზროვნება,ცოდნა). ჯონ უოთსონი ამბობდა,რომ ნებისმიერი ჩვილის აღზრდა შეიძლება ნებისმიერ
პიროვნებად (მხატვარი,ექიმი,ქურდი).
ნატივისტური თვალსაზრისი - ბავშვი ვითარდება ბუნების მიერ ჩანერგილი გეგმის შესაბამისად. ჟან ჟაკ
რუსო ამბობდა, რომ განვითარების პროცესი შინაგანად არის განსაზღვრული და გარემო პირობები
მხოლოდ ხელს უწყობს ამას.
ინტერაქციული თვალსაზრისი -ორივე შეხედულება გაერთიანებულია. ხდება ორმხირივი ზემოქმედება -
შეძენილი და თანდაყოლილი ფაქტორების ურთიერთქმედების.

ასაკობრივი სტადიები

კრიზისული პერიოდი - გარდატეხის, გარდამავალი ეტაპი, როცა რაღაც ცვლილება უნდა მოხდეს
რომ განვითარება სწორად წავიდეს.
სენზიტური პერიოდი - დრო, როცა განსავითარებლად საუკეთესო პირობებია. თუ ამ დროში
საკმარისად ვერ განვითარდა, მაშინ ის ვეღარც მიაღწევს განვითარების მაღალ დონეს. მაგ;ბავშვის
მეტყველება.

3 ასაკობრივი კრიზისისი:

პირველი კრიზისია- 3-5წლის კრიზისი.თვითდამკვიდრებას, როგორც დამოუკიდებელი ინდივიდი, ეს


პროცესი ვლინდება ჭირვეულობასა და სიჯიუტეში და ამას ეწოდება ,,პირველი ჭირვეულობის ხანა’’. თუკი
ბავშვმა პირველი ან მომდევნო კრიზისის ხანა არაჯანსაღად გაიარა, მაშინ კრიზისისთვის
დამახასიათებელი მოვლენები შემდეგ წლებშიც გაგრძელდება ან მთელი ცხოვრების განმავლობაშიც.
სქესობრივი მომწიფების ანუ გარდატეხის ასაკი(11-13-15-16). სიმპტომები:
ნეგატივიზმი,არასრულყოფილების განცდა, მძაფრი მგრძონიარობა კრიტიკისადმი, თანატოლთა
გაერთიანება შეკრულ ჯგუფებად, უფროსებთან დაპირისპირება, თავს იმკვიდრებს საზოგადოებაში.

შუახნის კრიზისი - 40-50.განვლილი ცხოვრების შეფასება, მომავლის დაუსრულებლობა. ემოციური,


განციდის ახალგაზრდობის დაკარგვას.

ერიქსონი - ფსიქოანალიზიზს მომხრეა, მაგრამ ფროიდისგან განსხვავებით, ის ფიქრობდა რომ ადამიანი


მთელი ცხოვრების განმავლობაში იცვლება და ვითარდება. გამოყო 8 კრიზისი:
1. დაბადებიდან 1წ-მდე -დაკავშირებულია იმასთან თუ როგორ უკმაყოფილეს მომვლელი პირი ბავშვს
მოთხოვნილებებს. ყალიბდება: ბაზისური ნდობა ან უნდობლობა
2. 1-3წ - კრიზის უკავშირდება ტუალეტთან და ჰიგიენასთან მიჩვევას. ყალიბდება:ავტონომიურობა,
სირცხვილი, დაურწმუნებლობა
3. 3-6წ -ბავშვმა უნდა აითვისოს საზოგადო ნორმება და შეუსაბამოს მათ თავისი ქცევა.ყალიბდება:
ინიციატივა ან დანაშაულის გრძნობა
4. 6-12წ -უნდა გამოუმუშავდეს მუშაობის უნარი. ყალიბდება:შრომისმოყვარეობა ან
არასრულყოფილება
5. მოზარდობა - წარმატება - კრიზის თემაა თანატოლებთან ურთიერთობა, მომავალი პროფესიის
არჩევა. ყალიბდება:თვითიდენდურობა, წარუმატებელი - ადრეული იდენტურობა
6. ახალგაზრდობა -კრიზისი უკავშირდება საპირისპირო სქესთა ურთიერთობას და ოჯახის შექმნას.
ყალიბდება: წარმატება - ავტონომიურობა, წარუმატებელი - იზოლაცია
7. საშუალო ასაკი - ადამიანმა უნდა განავითაროს შემოქმდებითობა მოღვაწეობის ყველა სფეროში.
ყალიბდება:აქტიურად ისევ - პროდუქტიულობა, თუ არა - სტაგნაცია
8. ხანდაზმულობა - უნდა შეაჯამოს ცხოვრება,აღარ შეაშინოს სიკვდილმა რადგან მისი შთამომავლობა
რჩება. ყალიბდება: - ინტეგრაცია, არა - სასოწარკვეთა

ბავშვობა
უზნაძის აზრით, ჯანსაღი ბავშვი თვითონ იბადება, თვითონ იწყებს და ამთავრებს დედის მუცლიდან
გამოსვლის პროცესს. ესაა პირველი მძლავრი გამოვლინება ფუნქციონალური ტენდენციისა- ანუ შინაგან
შესაძლებლობად ამოქმედებისა და გაშლა განვითარების თანდაყოლილი მისწრაფება. ამავე მისწრაფების
გამოვლინებაა ბავშვის მოუსვენრობა, ცელქობა, თამაში.
ახალშობილი- სიცოცხლისუნარიანი არსებაა. მიუხედავად ძლიერი სტრესისა ეგუება გარემოს
თანდაყოლილი მექანიზმების საშუალებებით. არსებობას იწყებს როგორც ფიზიკურ ასევე სოციალურ
გარემოში. უზნაძის აზრით ბავშვის ძალთა განვითარება მასზე მოქმედ ასაკობრივ გარემოზეა
დამოკიდებული.
ახალშობილის პერცეპტული და მოტორული ჩვევების განვითარება ხელს უწყობს სხვა სისტემების
განვითარებას. უპირველესად ვითარდება თავის მოძრაობის უნარი, 5 თვიდან - ჯდომა და ხელით საგნების
ტაცება, 9-10 თვე ხოხვა, 1 წლის დამოუკიდებლად ფეხზე დგომა(მეტყველებაც იწყება)2-3 წლის ასაკში
მსხვილი მოტორიკის განვითარება ( სირბილი ხტომა ), უფრო ნელა ხდება წვრილი მოტორიკის
განვითარება(ხატვა, კოვზის ხმარება), 6-7 წელი თვალისა და ხელის კოორდინაცია .
აზროვნების განვითარება ყველაზე ფუნდამენტურად შისწავლა ჟან პიაჟემ. მისი თეორიის წინამძღვარია
ბავშვის დიდი აქტიურობა და შემოქმედებითობა, რომელიც თანმიმდევრულად გაივლის განვითარების 4
საფეხურს, ხოლო ლევ ვიგოტსკიმ მეტყველების გადამწყვეტი მნიშვნელობა წარმოაჩინა.
1.სენსომოტორული ანუ პრაქტიკული ინტელექტის სტადია- დაბადებიდან 1,5-2 წლამდე, მუშავდება
სქემები, რომლებიც ლოგიკური აზროვნების საფუძველი გახდება. მხოლოდ აღქმით და მოძრაობით
შეიცნობს სამყაროს.(კუნთებით აზროვნებს)
2. ნივთიერ ხატობრივი აზროვნების სტადია- 1,5-2 წლიდან 5-6 წლამდე. მეტყველებს მაგრამ არ შეუძლია
მსჯელობა და წარმოდგენილ ხატებზე მოქმედება . ტრანსპორტი ამ სტადიაზე შეიძლება იყოს ერთი
კონკრეტული ავტომანქანა.(თვალწინ უნდა ჰქონდეს ნივთები)
3. წარმოდგენით ხატობრივი აზროვნება - 6-7 წლიდან 9-11 წლამდე. ინტერიორიზებული წარმოდგენა -
აზროვნებს, მსჯელობს თუმცა აბსტრაქციის წვდომა არ შეუძლია ტრანსპორტები გააერთიანა მაგრაამ არა
თვითმფრიავი , გემი
4. ლოგიკური ანუ ცნებითი აზროვნების სტადია - იწყება 9-11 წლიდან და უმაღლეს განვითარებას აღწევს
15-17 წლისთვის. არათვალსაჩინო წარმოდგენათა და აბსტრაქციის წვდომა შეუძლია. მეოთხე სტადიაზე
ბავშვს ლოგიკური დასკვნების გამოტანა შეუძლია.

სტადიებს შორის მკვეთრი საზღვრები არაა. დიდხანს გრძელდება ნარევი პერიოდები და შეიძლება უკან
დახევაც (მაგ;დაღლილობისას,აღელვებისას)

ბავშვობის ასაკში მნიშვნელოვანია პოზიტიური მე-ს განცდა. 6წლის ასაკისთვის ბავშვებმა უკვე იციან
თავიანთი სქესი, ფიზიოლოგიური თავისებურებები, შუძლიათ საკუთარი თავის სხვა ბავშვებთან
შედარება. 8-10 წლისთვის მათი მე-ს ხატი სტაბილური ხდება და დაახლოებით 12 წლისთვის ბავშვების
უმეტესობას უკვე აქვს ფორმირებული მე-კონცეფცია. ბავშვები პოზიტიური მე კონცეფციით არიან
მიმნდობი, დამოუკიდებელი, ოპტიმისტები.
ოჯახში არსებული აღზრდის სტილი გავლენას ახდენს ბავშვის მე-კონცეფციის ფორმირებაზე. არსებობს
აღზრდის 5 სტილი:
1.ავტორიტატულია ( მშობელი ადგენს წესებს და ითხოვს მის უპირობო შესრულებას)
2. ავცტორიტეტული (მშობელი ადგენს წესებს და თან უხსნის ბავშვს)
3. ლიბერალურ დემოკრატიული ( არა არის მომთხოვნი, ყველაფრის გადაწყვეტას დემოკრატიულად
ცდილობს, თითქმის ყველაფრის უფლებას აძლევს ,არ სჯის )
4.ინდიფერენტული (უფროსი საკუთარი პრობლემებითაა დაკავებული )
5. უწესრიგო ქაოსური (მშობელს არ აქვს არზრდის ჩამოყალიბებული სტილი, რისთვისაც ერთხელ ბავშვს
სჯის, სხვა დროს იმაზე შიძლება გაიცინოს)
მეგობრობის განვითარებაში შეძლება გამოიყოს 4 სტადია:
6 წლამდე - ემყარება ფიზიკურ და გეოგრაფიულ ფაქტორებს (მეგობარია ვინც ახლოს ცხოვრობს ან კარგი
სათამაშო აქვს)
7-9 წლის - მთავარი ხდება ქცევა და შეფასება (ხდება ურთიერთდამოკიდებულებისა და სხვა ადამიანის
გრძნობების გაცნობიერება)
9-12 - ემყარება ნამდვილ თანასწორ დამოკიდებულებას (მეგობრები არიან ის ადამიანები, რომლებიც
ერთმანეთს ეხმარებიან)
11-12- წლიდან გაგებულია როგორც მყარი ხანგრძლივი ურთიერთობა, რომელსაც საფუძვლად უდევს
მოვალეობები და ურთიერთნდობა.
მორალური მსჯელობი განვითარებაც სტადიებად იყოფა. პიაჟემ დაიწყო იმის შესწავლა თუ როგორ
უყალიბდება ბავშვებს ზნეობრივი ცნობიერება. ლოურენს კოლბერგმა განაგრძო და გააღრმავა ეს კვლევა.
ქმარს მომაკვდავ ცოლისთვის ესაჭიროება წამალი, რომლის ფული არა აქვს. იგი მიმართავს აფთიაქარს
თხოვნით, რომ ფასი დაუკლოს. როცა აფთიაქარისგან უარს მიიღებს, ქმარი იპარავს წამალს.
პასუხების ანალიზმა აჩვენა, რომ მორალური ცნობიერების განვითარება გაივლის 3 სტადიას- მარტივი და
კონკრეტული შეხედულებებიდან აბსტრაქტულ და პრინციპულ პოზიციებამდე.
1.პრეკონვენციური სტადია-უდაბლესია (განპირობებულია დასჯის შიშინ ან ანგარებით )
2. კონვენციური სტადია - 10 წლის შემდეგ (განისაღვრება სირცხვილის გრძნობით ან კანონმდებლობით)
3. პოსტკონცენვიური სტადია - იწყება 13 წლიდან (სიტუაცია ფასდება ადამიანთა უფლებების დაცვის
მიხედვით,სინდისზე დამყარებული საკუთარი კრიტერიუმებით. უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებს
ექვემდებარება).
ამ 3 სტადიის თითოეული დონე იყოფა ქვედონედ:

ზოგადად ორი სხვადასხვა ტიპის მორალი არსებოს: ერთი ემყარება აბსტრაქტურ


სამართლიანობას,მეორეადამიანურ ურთიერთობებს. პირველი ძირითადად კაცებს ახასიათებს, მეორე
ქალებს

მოზარდობა
მოზარდობის ასაკი არის ფიზიკური განვითარებისა და სქესობრივი მომწიფების პერიოდი. ამ პერიოდში
შესამჩნევია სხეულებრივი ცვლილებები, სიმაღლეში ზრდა.
მნიშვნელოვანია მოზარდების ფიზიკური მომწიფების ვადები. ადრე მომწიფების შემთხვევაში ბიჭები
გარკვეულ შფოთვას გრძნობენ, მათგან ითხოვენ ზრდასრულებისთვის დამახასიათებელ ქცევებს და
გაზრდილი მოლოდინის გამო ზეწოლას განიცდიან. მთლიანობაში ეს ვითარება ხელს უწყობთ სოციალურ
ურთიერთობებს. გვიან მომწიფებული მოზარდები ხშირად იტანჯებიან არასრულფასოვნების გრძნობით.
ადრე მომწიფებული გოგონები თავიდან გარკვეულ უხერხულობას გრძნობენ, შემდგომ ეს ცვლილებებები
ხელს უწყობს მათი თვითშეფასების ფორმირებას,ოჯახში ადაპტაცია, ჰარმონიული ურთიერთობების
ჩამოყალიბებას. გვიან განვითარებული გოგოები უარეს სოციალურ მდგომარეობაში არიან.

კოგნიტური განვითარების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება, ვითარდება


აბსტრაქტული და ლოგიკური აზროვნების უნარი. შეუძლიათ ყველა მნიშვნელოვანი ფაქტის
გათვალისწინება და სწორი დასკვნის გაკეთება. ოცნებობენ, მომავალზე ფიქრობენ. კოგნიტურ
განვითარებაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს გარემო ფაქტორებმა (ურბანიზაციის, წიგნიერების,
განათლების დონე). მოზარდის მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას მნიშვნელოვანია, რამდენად
დამოუკიდებელია იგი.

თვითშფასების დონე გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ინტერპერსონალურ ურთიერთობებზე,


სოციალურ ადაპტაციაზე, სასწავლო აქტივობის წარმატებაზე, პროფესიულ მისწრაფებებზე,
კანონსაწინააღმდეგო ქცევის სიხშირეზე. მოზარდობის ხანის დასაწყისში თვითშეფასება უფრო მაღალია,
შემდეგ კი შედარებით დაბლა იწევს. გოგონების თვითშეფასება უფრო მაღალია თავის ასაკის ბიჭებთან
შედარებით. გოგონების თვითშეფასებაზე ყველაზე დიდ გავლენას მეგობრები ახდენენ, ბიჭებისაზე-
მამები. მოზარდების თვითშფასებაზე გავლენას ახდენს დამოკიდებულება მშობლებთან, ასევე მის წინაშე
მდგომი პრობლემები. ასევე მნიშვნელოვანი როლი აქვს დედმამიშვილებს მოზარდების განვითარებაში.
მოზარდებზე პოზიტიური გავლენის მოხდენა შეუძლიათ ასევე ბებიებსა და ბაბუებს.
ახლო მეგობრების ყოლის მოთხოვნილება მოზარდობის ხანაში მკვეთრად მატულობს. ცდილობენ
მშობლების გადაჭარბებული ზრუნვისგან განთავისუფლდნენ, მოზარდები მიისწრაფიან მათკენ, ვისთანაც
საერთო ინტერესები აქვთ და ვისაც შეუძლია დაეხმაროს მათ საკუთარი თავის შეცნობასა და მარტოობის
განცდისგან განთავისუფლებაში. მოზარდობის ხანის დასაწყისში ბავშვს ბევრი მეგობარი სჭირდება,
შემდგომ ერთი-ორი ოღონდ ნამდვილი. დამახასიათებელი სწრაფვაა თანატოლტა რომელიმე ჯგუფის
წევრად გახდომისკენ.
სიყვარული - ჩნდება გრძნობა ზოგჯერ რეალური, ზოგჯერ წარმოსახვითი ადამიანის მიმართ. ასეთი
ურთიერთობები ხშირად ადრეული ქორწინებით სრულდება. ამის მიზეზია: სექსუალური მოთხოვნილება
,საზოგადოების ზეწოლა, არარეალური წარმოდგენა ქორწინებაზე. ადრეული ქორწინების ერთ-ერთი
მთავარი პრობლემაა ადრეულ ასაკში მშობლად ქცევა.
პროფესიის არჩევა და შრომითი საქმიანობითვის მზადება არის მოზარდობის ხანის ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი ამოცანა. არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთულია. ეს პროცესი შიძლება დაიყოს 3
სტადიად: ფანტაზიის სტადია (11 წლამდე), ჰიპოთეტური სტადია (11-17წ), რეალისტური სტადია (17
წლიდან). მრავალი ფაქტორი მოქმედებს მოზარდის არჩევანზე: მშობლების, თანატოლების, გენდერული
და კულტურული ფაქტორები. ასევე მნიშვნელოვანია ინტელექტი, ინდივიდუალური უნარები,
ინტერესები.

ზრდასრულობა
ფიზიკური და მოტორული შესაძლებლობები მაქსიმუმს 25-30 წლის ასაკში აღწევს . შემდეგ თანდათან
ქვეითდება 50 წლამდე. შუახნის პერიოდში 40 წლიდან დგება ფსიქიკური და ფიზიკური კრიზისის ხანა.
ზრდასრულობის შუა ხანა(40დან 60-65მდე) შესაძლოა იყოს პროფესიული აღმავლობის ხანა. ადამიანები
კრიტიკულად აფასებენ თავიანთ ცხოვრებას ერთნი კმაყოფილი არიან, სხვებისთვის შეიძლება ეს
მტკივნეული იყოს. შუა ხნის ასაკში უმნიშვნელოდ ქვეითდება მხედველობა, სმენა, გემოს, სუნის და
ტკივილის შეგრძნებები. 48-51 წლის ქალებისთვის ყველაზე რთული პერიოდია მენოპაუზა. შუახნის
მამაკაცებშიც ხდება ფიზიოლოგიური ცვლილებები, ზოგჯერ საკმაოდ სერიოზულიც როგორიცაა
იმპოტენცია, ხშირი შარდვა, დაღლილობა. ლონგიტური მეთოდოლოგიით შესრულებულმა კვლევებმა
აჩვენა, რომ ინტელექტუალურ ტესტებში 50 წლის ადამიანები უფრო მაღალ შედეგს აღწევენ, ვიდრე 20
წლის ასაკში.

ბავშვობის, მოზარდობის და ჭაბუკობის ხანაში ადამიანი იძენს სამყაროს შემეცნების რთულ სტრუქტურებს
ამას შეძენის პერიოდი ეწოდება. მას მოსდევს მიღწევის პერიოდი, როდესაც ხდება აზროვნების,
პრობლემების გადაწყვეტისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარის ჩამოყალიბება. შემდგომი ეტაპია
სოციალურ მოვალეობათა პერიოდი. შუახნის ადამიანი კოგნიტურ უნარებს იყენებს უკვე სხვა ადამიანების
პრობლემების გადასაწყვეტად. ბოლოს ხანდაზმულობაში ხდება მთელი განვლილი ცხოვრების გააზრება
და შეფასება.
როგორც ჩანს კოგნიტური განვითარების არსი ზრდასრულობაში არის ინტელექტის მოქნილად გამოყენება
ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში.

მოწიფულობის ასაკში, ახალგაზრდობის ასაკთან შედარებით ძლიერდება აზროვნების დიალექტიკურობა,


რაც გამოცდილების დაგროვებას და ინტუიციის განვითარებას ემყარება. ახალგაზრდა ვერ იქნება კარგი
მმართველი ან კარგი აღმზრდელი, იმიტომ რომ მას ფორმალური განათლება აქვს მაგრამ გამოცდილება და
მოქნილობა არა.
ზრდასრული ადამიანის განვითარება სამი დამოუკიდებელი სისტემის ერთიანობაში ხდება. ესაა
პიროვნება, ოჯახი, სამსახური.
ოჯახური ცხოვრება- რამდენიმე პერიოდს მოიცავს. ესაა მშობლების სახლის დატოვება ქორწინების მერე.
მეორე - ქორწინება, მესამე ტიპური მოვლენაა პირველი ბავშის დაბადება.(სიამაყის გრძნობა აქვთ და მეტი
პასუხისმგებლობა - ქალი მშობლის როლს მეტ ყურადღებას აქცევს, კაცი მეტს მუშაობს) შეიძლება იყოს
სხვა მოვლენებიც:პ ირველი ბავშვის სკოლაში წასვლა, ბოლო ბავშვის დაბადება, მეუღლის სიკვდილი.
მნიშვნელოვანია შუახნის ადამიანთა დამოკიდებულება მშობლებისადმი - ისინი მშობლის თანასწორნი
ხდებიან.
პროფესიული საქმიანობა - იწყება პროფესიის არჩევით, ამ სფეროში საქმიანობით და სრულდება პენსიაზე
გასვლით.
პროფესიული განვითარების 5 ეტაპი:
1. ზრდის ეტაპი ( დაბადებიდან 14 წლამდე)
2. ძიების ეტაპი (14-24 წწ)
3. კარიერის განმტკიცების ეტაპი (25-44 წწ)
4. მიღწეულის შენარჩუნების ეტაპი ( 45-64 წწ)
5. დაცემის ეტაპი (65 წლის შემდეგ)
ხანდაზმულობა
ითვლება პერიოდი 60-65 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე. ყოველგვარი სახის, ფსიქოფიზიკური თუ
კოგნიტური რეაგირება ნელდება. მოხუცებულობაში ეცემა დასამახსოვრებელი მასალის ორგანიზაციის,
გამეორების, კოდირების უნარი, ყურადღების მახასიათებლები. თუმცა გააჩნია დამახსოვრების და
გახსენების ვითარებას: თუ საჭიროა მასალის ცნობა, მაშინ მარტივად იხსენებენ, ხოლო დახმარების გარეშე
უჭირთ. გამოცდილება ეხმარებათ აზრიანი მასალის უკეთ დამახსოვრებაში.
განასხვავებენ კრისტალიზებულ და მოძრავ ინტელექტს.
მოძრავი გულისხმობს ახალი პრობლემებისა და ამოცანების გადაჭრას, რომელთა გადასაჭრელადაც არ
არსებობს ჩვეული ხერხები და რომლებიც ახალ და არასტანდარტულ მიდგომებს მოითხოვს.
კრისტალიზებული ინტელექტი დამყარებულია დაგროვილ ცოდნაზე და გამოცდილებაზე. ასაკობრივ
ცვლილებათა მიმართ უფრო მდგრადია და შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში ვითარდებოდეს.
თუკი ასაკთან ერთად იზრდება კრისტალიზებული ინტელექტი, იგი სიბრძნის სახეს იღებს. სიბრძნე-ეს
არის ღრმა დიალექტიკური აზროვნების უნარი, ცხოვრების ურთულესი და უმნიშვნელოვანესი საკითხების
გადაჭრის უნარი.

მოხუცები და უკურნებელი სენით შეპყრობილი ადამიანების დამოკიდებულება მოახლოებული


სიკვდილისადმი რამდენიმე სტადიას გაივლის:
1. უარყოფის სტადია (არ უნდა აღიაროს რომ შეძლება მოკვდეს)
2. ბრაზის სტადია (რატომ მე?)
3. ვაჭრობის სტადია (ეძებს საშუალებას რომ გაიხანგრძლივოს სიცოცხლე)
4. დეპრესიის სტადია (იკეტება თავის თავში)
5. მიღების სტადია ( ემორჩილება ბედს და მშვიდად ელის აღსასრულს)

ზოგიერთი ადამიანი კმაყოფილია განვლილი ცხოვრებით. ცხოვრების გაგრძელებას შთამომავლობაში


ხედავენ. მიეკუთვნებიან ეგო-ინტეგრირებულთა კატეგორიას. ასეთი ადამიანები ,,უკეთეს სამყაროში’’
მიდიან განვლილი ცხოვრების მნიშვნელობის განცდით,
კმაყოფილების გრძნობით, რომ მათ ტყუილად არ უცხოვრიათ.
ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა
განსხვავდება ჩვეული მდგომარეობისგან და უნდა გავიგოთ, როგორც თვისობრივი ძვრა
ჩვეულებრივ, ნორმალურ ფსიქიკაში. ხან ხანმოკლეა და შეუმჩნეველი და ხან ხანგრძლივი.

გამოიყოფა სპონტანურად წარმოქმნილი და ხელოვნურას გამოწვეული ან ფსიქოტექნიკურად


განპირობებული ცშმ.
სპონტანური ჩნდება ბუნებრივ ვითარებაში, ან ექსტრემალურ და არაორდინალურ სიტუაციბში ადამიანის
ცხოვრებისა. ხოლო ფსიქოტექნიკურად განპირობებული ცშმ თან სდევს ფსიქიკური რეაგულაციისა და
თვითრეგულაციის პროცესებს ფსიქოთერაპიაში.

ძილი და სიზმარი
მიუხედავად იმისა, რომ ძილში ცნობიერება გაჩუმებულია, ადამიანი მაინც აქტიურია, მას ესიზმრება
სიზმარი, ზოგი მოძრაობს კიდეც, ასევე არ ეთიშებიან გარეგან ინფორმაციას და იღებენ მისგან სიგნალებს.
ე.ი. ძილშიც და ღვიძილშიც ადამიანი აქტიურია უბრალოდ ეს აქტივობა განსხვავებული ხასიათისაა.

ზრდასრულ ადამიანს დღე-ღამეში 8 საათის ძილი ჰყოფნის, თოთო ბავში დღე-ღამის ძირითად ნაწილს
ძილში ატარებს, ერთი წლის ასაკიდან კი ძილი და ღვიძილი ერთმანეთს უტოლდება. ხანშიშესულ
ადამიანს კი 6 საათზე მეტი ძილი არ სჭირდება.

ძილს გააჩნია 5 საფეხური: 4 ღრმა ანუ ნელი ძილი და ერთი სწრაფი ძილის საფეხურები. ძილის ერთი
ციკლი ღამის განმავლობაში 4-5-ჯერ მეორდება.

I საფეხური-5-10 წთ(ადამინი ღვიძილის მდგომარეობიდან ძილის მდგომარეობაში გადადის)


II საფეხური-10-20 წთ (საკმაოდ ღრმა ძილი)
III-IV საფეხურები-20-30 წთ (განსაკუთრებით ღრმა ძილი)
ნელი ძილის საფეხურების ერთობლიობა დაახლოებით 90 წუთს წარმოადგენს.
V -სწრაფი ძილის საფეხური, რომელიც დაახლოებით 10-15 წუთი გრძელდება. შემდეგ ახალი
ციკლი იწყება. საერთო ჯამში ძილის ერთი ციკლი 1.5 საათამდეა.

სწრაფი და ნელი ძილი განსხვავდება ერთმანეთისგან. ნელ ძილში გულისცემის და სუნთქვის


სიხშირე იკლებს, გუგა წყვეტს მოძრაობას, კუნთები დუნდება, ნივთიერებათა ცვლა ტვინში
ქვეითდება.

სწრაფ ძილში კი პირიქით - ხშირად ტვინის აქტივობა ღვიძილის დროს ტვინი აქტივობასაც კი აღემატება,
ამის პარალელურად კი სხეული აბსოლუტურად უძრავ მდგომარეობაშია
,სწორედ ამიტომ ამ საფეხურს პარადოქსულსაც უწოდებენ და მას არც ძილად და არც ღვიძილად არამედ,
რაღაც მესამე მდგომარეობად მიიჩნევენ.

ძილს, ერთი შეხედვით, აღდგენითი ფუნქცია აქვს, ის ღვიძილის დროს დახარჯულ ენერგია აღადგენს,
მაგრამ ეს მოსაზრება სრულად მართებული ვერ იქნება, რადგან ზედმეტი ძილის შემთხვევაში ადამიანი
თავს მოთენთილად და დაღლილად გრძნობს. მაგრამ ერთი რამ ცხადია ადამიანი და ვერცერთი ცოცხალი
ორგანიზმი უძილობას ვერ იტანს. ზოგადად ცხოველების ძილი დიდად არ განსხვავდება ადამიანის
ძილისგან, ნელი ძლი ნაკლებად დიფერენცირებულია და ისინი ყოველი ციკლის შემდეგ იღვიძებენ.
უძილობა საკმაოდ ბევრს აწუხებს და მასთან გამკლავების სხვადასხვა ხერხს მიმართავენ.
ხშირია ძილის მოშლის სხვა სახეებიც, როგორიცაა ძილის დროს სუნთქვის შეჩერება-აპნოე.
ემართებათ ჭარბწონიან ადამიანებს(უმეტესად). ადამიანი სუნთქვის შეჩერების მომენტში
იღვიძებს და მალევე კი იძნებს, მაგრამ ეს იმდენად ხშირია, რომ საბოლოოდ ადამიანი
გამოუძინებელლი იღვიძებს. კიდევ არსებობს ნარკოლეფსია-ამ დროს ადამიანს დღისით
უეცრად ერევა ძილი და შეიძლება პირდაპირ იქ ჩაიკეცოს და დაეძინოს სადაც დგას.

სიზმარი - ყველაზე საინტერესო და საიდუმლოებით მოცული ასპექტია. ამოუხსნელი თემაა,


ადამიანს სიზმარში არარეალური შესაძლებლობი აქვს და ყოველივე ეს ისე განიცდება
როგორც სინამდვილე. მსგავსი სიზმრების ნახვა სწრაფ ძილშია შესაძლებელი და თუ
ადამიანს სწრაფ ძილში გავაღვიძებთ მას ეს სიზმარი ემახსოვრება. ნელ ძილის დრო
ადამიანთა მხოლოდ 25%-ს შეუძლია ნანახი სიზმრის გახსენება, ნელ ძილში ადამიანს
ნაკლებ ემოციური და უფრო ლოგიკური სიზმრები ესიზმრება.

სიზმრის შინაარსის მასალას წარმოდგენები შეადგენს. მათი უმეტესობა მხედველობითი


წარმოდგენებია. ფროიდმა შეამჩნია ,რომ სიზმრებში დღის მანძილზე მომხდარ მოვლენებზე
ჩვენს დამოკიდებულებებს ვავლენთ.
შედარებით იშვიათად მაგრამ სიზმარზე გარეგამღიზიანებელიც მოქმედებს, მაგალითად
სუნი,სატელეფონო ზარი,წვიმა და ა.შ. სიზმარზე ასევე მოქმედებს შიდა გამღიზიანებელიც,
მაგალითად მშიერ ადამიანს საჭმელი ესიზმრება ,მაგრამ უნდა აღვნიშნოთ რომ იგი სიზმრის
შინაასის უმნიშვნელო ნაწილს განსაზრვრავს.
ფიზიოლოგიური მიდგომის თანახმად ძილში ტვინი ისვენებს, რჩება მხოლოდ ტვინის ის
უბნები აქტიური, რომლებიც სიზმრების პროდუცირებას ახდენენ. სიზმრები-უსისტემო
კომბინაცია, რასაც არ აქვს ლოგიკური კავშირი არც ერთმანეთთან და არც სიფხიზლის
აქტივობასის შინაარსთან. მსგავსი გაგება სიზმარს უსარგებლოდ ტოვებს, რაც ფაქტებს
ეწინააღმდეგება.
ფსიქოლოგიური მიდგომა - სწრაფი ძილის დათრგუნვა იწვევს გამოუძინებლობის განცდას,
სიზმრების მომრავლებას ნელი ძილის დროს და გარკვეულ ფსიქიკურ ცვლილებებს,
რომლებიც პიროვნების ინდივიდუალურ თავისებურებებზეა დამოკიდებული.
ფსიქოლოგიური მიდგომა სიზმარს განიხილავს სერიოზული ფსიქოლოგიური შინაარსის
აქტივობას, რაც დაკავშირებულია ღვიძილის აქტივობასთან და სხვა სიზმრების შინაარსთან
მეტწილად არაცნობიერი ფსიქიკური პროცესების საშუალებით. ანუ აქცენტი კეთდება
სიზმრის სასარგებლო, ადაპტაციურ ფუნქციაზე.

ფროიდის აზრით, ადამიანები არაცნობიერში მალავენ პრიმიტიულ და ზნეობრივად


მიუღებელ სურვილებს რასაც, შემდეგ სიზმარში ეძლევა საშუალება ამოვიდეს, მაგრამ
ადამიანს სიზმარშიც აქვს გარკვეული პიროვნების კონტროლი შენარჩუნებული და ამის გამო
აკრძალულ ლტოლვებს შენიღბული სახით, სიმბოლოებით წარმოადგენს. პლატოსნაც მსგავსი
პოზიცია ჰქონდა ის ამბობდა, რომ კარგი ადამიანები კმაყოფილდებიან სიზმრებით
იმ თაობაზე, რასაც ცუდი ადამიანები სინამდვილეში ჩადიან.
მის ოპონენტებს კი მიაჩნდათ, რომ სიმბოლოები გაშიფრული უნდა იქნას ვითარებისა და
პიროვნების თავისუბურებათა გათვალისწინებით და არა ფროიდის შექმნილი სიზმრების
განმარტებითი ლექსიკონით, სადაც რამე სიმბოლოს კონკრეტული მნიშვნელობა აქ.
მეცნიერების დიდი ნაწილის აზრით სიზმარში სიმბოლური არაფერია და ყველა საგანი იმას
ნიშნავს რაც რეალურადაა. ფროიდმაც კი თქვა „ზოგჯერ სიგარა მხოლოდ სიგარაა“
სხვა თვალსაზრისით სიზმარი ერთგვარი ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმის როლს
ასრულებს. იგი ემსახურება პრობლემების გადაწყვეტას რომელიც ადამიანის წინაშე
ღვიძილის დროს დგას.
თანამედროვე კოგნიტური თეორიების მიხედვით, ტვინი ძილში კომპიუტერის მსგავსია.
ერთი ჰიპოთეზის მიხედვით ჯერ ხდება ინფორმაციის შეფასება და შემდეგ განზოგადება,
რაც ნელი ძილისთვის დამახასიათებელ სიზმრებში აიხსნება. ამ სიმზრების გადამუშავების
მეორე სტადიაზე ინფორმაცია იგზავნება ხანგრძლივი მეხსიერების გარკვეულ უბანში და
უკავშირდება იქ შენახულ მასალას. სწორედ ამიტომაა სწრაფი ძილის სიზმრები
შინაარსობრივად უცნაური, რაც ძველი და ახალი მასალის ურთიერთმოგების პროცესით
აიხსნება.

ოცნება
ოცნება ცნობიერების ისეთი შეცვლილი მდგომარეობაა, რომლისთვისაც, სიზმრის
მსგავსად, დამახასიათებელია ფანტაზიის თავისუფალი მუშაობა. ოცნების შინაარსი
აბსურდული არასდროსაა და მიუხედავად იმისა რომ ისინი სინამდვილეს არ წყდება,
მაინც მეოცნებე აცნობიერებს რომ ეს ყველაფერი ფანტაზიაა. სწორედ ამით
განსხვავდება ის სიზმრისგან, როდესაც მძინარე ადამიანი სიზმარში მიმდინარე
პროცესებს რეალობად აღიქვამს.

ოცნების წარმოშობის საფუძველი ადამიანის მისწრაფებებია. ოღონდ ეს მისწრაფება


ადამიანის ცხოვრების კონკრეტულ პირობებში განუხორციელებადი უნდა იყოს.
ადამიანი ოცნებას იწყებს მაშინ, როდესაც რეალობა არ აკმაყოფილებს და არ აქვს იმის
უნარი რომ რაიმე შეცვალოს. ოცნების ფუნქციაც ის არის რომ დაუკმაყოფილებელი
სურვილები დაკმაყოფილოს წარმოდგენაში.
ოცნების დამახასიათებელი ნიშნები:

 ეგოცენტრულობა-ადამიანი უფრო ხშირად იმაზე ოცნებოს, რაც უშუალოდ მას ეხება.

 პროსპექტულობა- ოცნება ყოველთვის მომავლისკენ არის მიმართული.

ოცნება უფრო ხშირად არაპრაქტიკულ, რომანტიკოს ადამიანებს ახასიათებთ და ნაკლებად


რაციონალურად მოაზროვნე, პრაქტიკულ, რეალისტ პიროვნებებს. ზოგადად, ადამიანს
ოცნებაში ისეთი რამ წარმოუდგენა, რაც მისთვის მიუღწეველია, მაგრამ ზოგადად
განხორციელებადი. ყოველი ადამიანის ოცნების შინაარსი დიდად არის დამოკიდდებული
მის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე და ინფორმირებულბაზე, ვერ იოცნებებ იმაზე, რის
შესახებაც არაფერი გაგიგია და წარმოდგენა არ გაქვს.

ფსიქოაქტიური ნივთიერებები

მათი მიღებისას იცვლება ადამიანის წარმოსახვა ,აღქმა გრძნობები და ხდება უფრო


თავისუფალი(ზოგჯერ ეიფორიაც).

ფსიქოაქტიური ნივთიერებები 3 ჯგუფად იყოფა:

 დეპრესანტები(დამწყნარებელი),

 სტიმულატორები(აღგმზნები),
 ჰალუცინოგენები(ცვლიან აღქმის ნორმალურ მსვლელობას)

ყველა ნივთიერებას საერთო რამ ახასიათებთ- იწვევენ ფსიქიკურ(სიამოვნებას იღებენ) და


ფიზიკურ დამოკიდებულებას.ამ ნივთიერებების მიღების უეცარი შეწყვეტა იწვევს
აბსტინენციის სინდრომს - ლომკას. (თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, მუცლის ტკივილი და
ა.შ) ნარკოტიკული დამოკიდებულება ახასიათებს ტოლერანტობას: სასურველი ეფექტის
მისაღებად სულ უფრო დიდი დოზის მიღება ხდება საჭირო.

დეპრესანტები - აწყნარებენ ადამიანს, ტკივილს აყუჩებენ, ხსნიან დაძაბულობას, იწვევენ


მსუბუქ ეიფორიას. მიეკუთვნება: ტრანკვილიზატორები, ძილის აბები, ალკოჰოლი და
ოპიატები. მიეკუთვნება ალკოჰოლიც. ალკოჰოლის მიღებისას, დასაწყისში მორცხვი
ადამიანი უფრო თამამი ხდება, თითთქოს სტიმულანტივით მოქმედებს ალკოჰოლი
მასზე, მაგრამ საბოლოოდ ძილი ერევა და ნელდება მისი რეაქციები.

ოპიატები - ძლიერი დერეპრესანტები. მიეკუთვნება ოპიუმისგან მიღებული


ნივთიერებები. მაგ: მორფინი, ჰეროინი, კოდეინი. ადრე იყენებდნენ როგორც ძლიერ
ტკიბილგამაყუჩებლებს. ყველაზე გავრცელებული და ძლიერი ოპიატი არის ჰეროინი.
ვენაში შეყვანილი ჰეროინი ნეტარებას და ხანმოკლე ორგაზმს განგაცდევინებს, რომელიც
მალევე დაუფლებული ბედნიერების გრგძნობით იცვლება. ადამიანი აგრესიული არაა და
ინტელექტი არ ქვეითდება. იწვევს ძალიან ძლიერ ფიზიკურ დამოკიდებულებას.
სტიმულანტები - ტონუსის ამწევი, ამაგზნებელი ნივთერებები. მიეკუთვნება: კოფეინი,
ნიკოტინი, კოკაინი, ამფეტამინები. ყველაზე გავრცელებული და ხშირად მოხმარებადი არის
კოფეინი, რომელიც ჩაისა და ყავის შემადგენლობაშ შედის. კოფეინს გააჩნია სუსტი
მატონიზირებელი ეფექტი. ნიკოტინი ხსნის სტრესს, მაგრამ ცოტა ხანში იმატებს ტვინის
აქტივობა და კვლავ ჩნდება მოწევის სურვილი. ამფეტამინები იწვევენ ფსიქოლოგიურ
დამოკიდებულებას. მათი ამაგზნებელი ეფექტი გაცილებით ძლიერი და ხანგრძლივია.
ამფეტამინების მიღებისას თავიდან ადამიანი განიცდის ფიზიკურ კეთილდღეობას,
რისშემდეგაც დგება ინტელექტუალური ეგზალტაციის მდგომარეობა. ამფეტამინის
ხანგრძლივი მოხმარება იწვევს პარანოიას: მომხმარებელს უჩნდება დევნისა და სციალური
საფრთხის განცდა, ჰალუცინაციები, ბოდვითი აზრები.
კოკაინი - შედარებით ყველაზე ძლიერი სტიმულანტია. მისი მიღებით გამოწვეული ეიფორია
უაღრესად ინტენტსიურია. ადამიანი თავს ქმედითად გრძნობს, განიცდის ძალის
მოზღვავებას, თავდაჯერებულობას. იწვევს სწრაფ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ
დამოკიდებულებას.

ჰალუცინოგენები(ფსიქოდელიკები) - ახასიათებთ ჰალუცინაციური, ამაგზნებელი,


ეიფორიული მდგომარეობა. მიეკუთვნება ჰაშიში,მარიხუანა, LSD. ჰაშიში და მარიხუანა იწვევენ
ეიფორიას და აგზნებას. ალკოჰოლის შემდეგ ყველაზე ფართოდ მოხმარებადი ნივთიერებებია.
მათი მოხმარების შემდეგ ჰარმონიაშია ადამიანი ყველასთან.

LSD(ლიზერგინის მჟავა) - ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჰალუცინოგენი. მიღებისას იცვლება


აღქმა(საგნები იცვლიან ფერს,ფორმას, ზომას, ჟღერადობას) , დროის განცდა, საკუთარი
სხეულის შეგრძნება. დიდი დოზისას ჩნდება ჰალუცინაციები. სამყაროსთან რეალური
კავშირის გაწწყვეტამ შეიძლება ადმაინს დიდი ზიანი მიაყენოს. დამოკიდებულებას ნაკლებად
იწვევს.

ჰიპნოზი
იგი ხასიათდება ცნობიერების მოცულობის შევიწროებით და ჩაგონებით.

არსებობს აუტოჰიპნოზი-რომელიც აღმოცენდება სპონტანურად, მიზანდასახული

თვითჩაგონებით ან ჰიპნოტიზაცია, რაც ჰიპნოტიზიორის სპეციალური

ზემოქმედების შედეგად ხორციელდება. ორივე შემთხვევაში ადამიანი ტრანსის

მდგომარეობაშია და ასე თუ ისე ემორჩილება ჰიპნოტიზიორს. ვერბალური

ჰიპნოტიზაციის დროს ადამიანს მითითებებს აძლევენ მაგ; მოდუნდეს, მოეშვას.

არავერბალური ტექნიკა - ძლიერ ან სუსტ გამაღიზიანებელზე ფიქსაციას

გულისხმობს. (მაგ;ბრჭყვიალა რამე).


ჰიპნოზის მდგომარეობაში ინდივიდში ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური რეაქციები
შეიძლება აღმოცენდეს, რომლებიც ამ ინდივიდისთვის არაა დამახასიათებელი ან
შეუძლებელია ზოგადად. (ჩვეულებრივ ცივი მონეტის დადებისას ვინმემ რომ თქვას ხელს
დაიწვავთო გაგეცინებათ,მაგრამ ჰიპნოზში ეს მონეტა მართლა დაგწვავთ). შეიძლება
შეიცვალოს ცნობიერებისთვის მიუწვდომელი პროცესი (წნევა,ტემპერატურა). სწორედ
ამიტომ გამოიყენება ჰიპნოზი სამკურნალოდ.ჰიპნოზში შეიძლება შეიცვალოს აღქმა,
მეხსიერება, აზროვნება, პიროვნება. სწორედ ამიტომ ჰიპნოთერაპია ფსიქოთერაპიის
უძველესი და დამკვიდრებული ფორმაა.

ჰიპნოზს ყველა ერთნაირად არ ექვემდებარება.


ადამიანის 5-10% არაჰიპნობილურია, ანუ მათ ჰიპნოზში ვერ შეიყვანს.
დაახლოებით ამდენივეა ჰიპნობილური,რომლებსაც ძალიან მარტივად შეიყვან ჰიპნოზში.
(მეოცნებე, მდიდარი ფანტაზიის მქონე ადამიანები უმეტესად. კორელაცია ჰიპნობილურობასა
და მიმნდობობას შორის ჯერ არ დადასტურებულა)

არსებობს პოსტჰიპნოზური ამნეზია, რაც გულისხმობს, რომ ადამიანს ავიწყდება ყველაფერი


რაც ჰიპნოზში მოხდა თუ ამას ჰიპნოტიზიორი ეტყვის. მაგრამ ეს ამნეზია აბსოლუტური არ
არის და რაღაცეები მაინც ახსოვთ ხოლმე.

ჰიპნოზისას გვაქვს კიდევ ერთი ფენომენი- ასაკობრივი რეგრესი. ამ დროს ჰიპნოზური


ჩაგონების შედეგად ინდვიდს შეუძლია გაიხსენოს სრულად მივიწყებული ეპიზოდები
წარსულიდან,
გაიხსენოს ბავშვობაში არსებული მეგობრები, ან იმ ენაზე დაიწყოს საუბარი რომელზეც ის
ადრე საუბრობდა მაგრამ ახლა მივიწყებულია.

ჰიპნოზის ყველაზე საინტერესო თავისებურებაა პოსტჰიპნოზური რეაქციები. ადამიანი


არამხოლოდ ჰიპნოზში, არამედ მისგან გამოსვლის შემდეგაც ემორჩილება ჰიპნოტიზიორის
მიერ ჩაგონებებს, ისე რომ ამ დავალების შესახებ არაფერი ახსოვს. მაგრამ თუ ადამიანი რამის
კატეგორიული წინააღმდეგია ის არ გააკეთებს იმ ჩაგონებულ რაღაცას ნორმალურ
მდგომარეობაში.

მედიტაცია
მედიტაციის შედეგად ადამიანი ფიზიკურად დუნდება, სულიერად მშვიდდება.
თანამედროვე სამყაროში მედიტაცია იოგას უკავშირდება, რისი მიზანიც ადამიანის მუდმივი
ტანჯვისგან გათავისუფლებაა. გათავისუფლება ნირვანაში მიიღწევა. სწორედ ნირვანას
მიღწევის გზაა მედიტაცია. იოგა ორ ურთიერთდაკავშირებულ ასპექტს მოიცავს:
თვითშეზღუდვა(ასკეტიზმი) და გონებრივი ჭვრეტა-კოცნენტრაცი.
მედიტაცია სწორედ გონებრივი ჭვრეტა-კონცენტრაციას ნიშნავს, რაც ბოლო საფეხურია
განწმენდის.
განწმენდა და სულიერ გასხივოსნება რვა სტადიას მოიცავს: მკაცრი წესების შესრულებას,
სუნთქვის მართვა, სხეულის ფლობა ,თვითჩაღრმავება, სურვილებისგან გათავისუფლება. ამის
შემდეგ იწყება მედიტაცია. ხდება რაიმე შინაარსზე კონცენტრაცია და ბოლოს
გათავისუფლება.

მედიტაციის I ეტაპზე- ინდივიდი უარს ამბობს ცხოვრებისეულ ინტერესებზე.


II სტადიაზე- ხდება მელანქოლიის განცდების ჩანაცვლება თვითსიყვარულის გრძნობით.
III სტადიაზე - თვითკმარობის სიამოვნება ქრება, მას გულგრილობა და აპათია ცვლის.
IV სტადიაზე - ფსიქიკურ უფორმობად და სიცარიელედ გარდაიქმნება.

ნირვანაში ცნობიერების შეცვლა ხდება. მას სიტყვებით ვერ გამოხატავ, მხოლოდ განიცდი.
ფსიქოლოგიურად ეს არის გარე სამყაროსგან გამიჯვნა და თვითჩაღრმავება. გონებრივი
კუთხით მოვლენების ნამდვილი წვდომა. ეს არის სრულყოფილება, სიწყნარე,
შეუზღუდავობა

მედიტაციური განცდები იცვლება ტექნიკების მიხედვით. ზოგი იყენებს ფიგურებს, ზოგი


სურათებს, იმეორებს ლოცვას, საგნებს ჭვრეტს,ზოგი პარადოქსებს უღრმავდება და ზოგიც
შინაგან შეგრძნებებს. ნებისმიერ შემთხვევაში ცნობიერების დიაპაზონი იცვლება.

მედიტაცია ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური აგზნებისა და დაძაბულობის შემცირების


საკმაოდ კარგი საშუალებაა, განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც შფოთვისა და სტრესის
ვითარებაში უწევს ცხორება.
არაცნობიერის ფსიქოლოგია

არაცნობიერი პროცესები სულიერი სამყაროს ყველაზე ძნელად შესასწავლ მოვლენებს მიეკუთვნება,


იმიტომ რომ ისინი ცნობიერების შინაარსში არ შედიან და თვითდაკვირვებასაც არ ექვემდებარებიან.
მიუხედავად ამისა, არაცნობიერი ცნობიერებასა და ქცევაში ამა თუ იმ სახით მაინც გვევლინება.

არაცნობიერის გამოვლენა ჰიპნოზსა და სიზმარში

1.ცნობილია, რომ ადამიანი ჰიპნოზში მიღებულ ჩაგონებას ცნობიერების მდგომარეობაში დაბრუნების


შემდეგ ასრულებს. მაგ: თუ ადამიანს ჩავაგონებთ რომ სამსახურში ფეხით წავიდეს ის წავა, მაგრამ ამის
მიზეზად კარგ ამინდს დაასახელებს რადგან არ ემახსოვრება ჩვენი ჩაგონება, თუ მას ისევ ჰიპნოზში
დავაბრუნებ ის გვეტყვის რომ ასე იმიტომ მოიქცა, რომ მას ეს ჩვენ დავავალეთ. ესეიგი მის აქტივობას
მართავს ჩაგონების შედეგად შექმნილი არაცნობიერი მდგომარეობა, რომელიც სიფხიზლის
ცნობიერებისთვის მიუწვდომელი რჩება. ხშირად მედიუმი ვერც ხვდება რაიმე ქმედების გაკეთების
მიზეზს ეს აიხსნება იმით, რომ ჩაგონების მიერ შექმნილი არაცნობიერი მდგომარეობა მასზე ძლიერი
აღმოჩნდება და შეასრულებინებს იმას რაც ჰიპნოზატორმა ჩააგონა. მაგ: ერთ-ერთმა ქალბატონმა
გაუაზრებლად დატოვა სახლი და მივიდა ექიმთან რომელმაც მას ჩააგონა ამ დროს იქ მისულიყო, როცა
კითხეს მას იქ მისვლის მიზეზი მან ვერაფერი უპასუხა. აქედან ჩანს რო ჩაგონების მიერ შექმნილი
არაცნობიერი წინასწარ დაგეგმილ და აზრიან მოქმედებას ასრულებინებს ადამიანს, მისი ცნობიერებისგან
დამოუკიდებლად.

2.ფროიდი სიზმარს არაცნობიერისკენ მიმავალ სამეფო გზას უწოდებდა. სიზმრის ცნობიერება უდავოდ
არაცნობიერიდან აღმოცენდება. მაგალითად თუ სიზმარში ჩვენთვის მიუღებელ რაიმეს ჩავდივართ ამ
დროს სიზმარში შემოდის პერსონაჟი რომელიც უარს
გვათქმევინებს მასზე. რაც გულისხმობს იმას რომ ჩვენ სინდისს შემოაქვს ხელის შემშლელი
ვითარება რაც სიზმრის ცნობიერებაში სრულებით არ ჩანს და არაცნობიერად არის მოცემული.
ფროიდს მიაჩნდა რომ ასოციაციის მეთოდი გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდის არაცნობიერი
ტენდენციების შესახებ, რადგან გონებაში უწყვეტი ნაკადით თავისთავად ამოტივტივებულ შინაარსებს
ცნობიერების დაფარულ ზრახვებამდე მივყავართ.

არაცნობიერი მოტივაციის გამოვლინებები


1.არაცნობიერ მისწრაფებათა პრობლემა მჭიდროდ არის დაკავშირებული ზიგმუნდ ფროიდის
ფსიქოანალიზთან. ფროიდის ყურადღება განსაკუთრებით ჰიპნოზმა მიიქცია. მაგ:ქალს დაავალეს, რომ
ჰიპნოზიდან გამოსვლის შემდეგ მას უნდა აეღო იქ მყოფი სტუმრის ქოლგა და გაეშალა. ქალი ასეც
მოიქცა. როდესაც კითხეს ქცევის მიზეზი, უპასუხა რომ უბრალოდ აინტერესებდა, როგორ იშლებოდა
ქოლგა, ხოლო როდესაც შეახსენეს, რომ ის ქოლგის პატრონი არ იყო, ქალი დაიმორცხვა. ფროიდი
პოსტჰიპნოზური ჩაგონების რამდენიმე თავისებურებამ დააფიქრა. ესენია:
 პირველი-შესრულებულ მოქმედებათა მიზეზის გაუცნობიერებლობა;
 მეორე-ამ მიზეზების ქმედითობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ასრულებს დავალებას, იმისდა
მიუხედავად რომ არ იცის რატომ მოქმედებს ასე;
 მესამე-მისწრაფება,რომ ადამიანმა საუთარ ქმედებას ახსნა-განმარტება მოუძებნოს;
 მეოთხე- შესაძლებლობა, რომ ადამიანი თავისი მქმედების ნამდვილი მიზეზის ახსნამდე
მიიყვანოს მასთან საგანგებო მუშაობის გზით.
დაკვირვებების შემდეგ ფროიდმა თქვა, რომ ადამიანის ფსიქიკაში სამი სფერო არსებობს: ცნობიერი,
წინაცნობიერი და საკუთრივ არაცნობიერი.
წინაცნობიერი სფეროს ტიპური წარმომადგენელი დაფარული ან ლატენტური ცოდნაა, რომელიც
ადამიანს აქვს, მაგრამ მოცემულ მომენტში მის ცნობიერებაში არ არის წარმოდგენილი. მაგ:გამრავლების
ტაბულა. ამით ფროიდმა მიგვანიშნა იმაზე რომ ფსიქიკა უფრო ფართოა, ვიდრე ცნობიერება. ფარული
ცოდნაც ფსიქიკური წარმონაქმნია, მაგრამ არაცნობიერი. მისი გაცნობიერებისთვის საჭიროა მხოლოდ
რაიმე კონკრეტული სტიმული, რომელიც ამ ცოდნას უკავშირდება. ასეთ შემთხვევაში ეს ცოდნა
მარტივად გადაიტანება წინაცნობიერიდან ცნობიერში.
საკუთრივ არაცნობიერის სფერო განსხვავდენა წინაცნობიერისგან. პირველ რიგში, ამ სფეროს
წარმომადგენლებს უაღრესად დიდი ძალა აქვთ, რაც იმაში გამოიხატება,რომ ისინი გავლენას ახდენენ
ჩვენს მოქმედებასა და მდგომარეობაზე. ასევე ისინი, თავისი ბუნებრივი სახით, ძნელად ან საერთოდ ვერ
გადადიან ცნობიერებაში, რაც მე-ს თავდაცვის მექანიზმების მოქმედების შედეგია. არაცნობიერი სამყარო
დინამიკური მოტივაციური პროცესების სფეროა, ამიტომ ფსიქოანალიზს დინამიკურ ფსიქოლოგიასაც
უწოდებენ. ფროიდი ამბობდა, რომ ადამიანის ფსიქიკური ცხოვრება ინსტიქტური ლტოლვებით არის
განპირობებული. ფროიდმა მათ “იდი’’ უწოდა. ‘’იდი’’ ორგანიზმის ენერგეტიკის ერთდერთი წყაროა. იგი
რის მომთხოვნი, იმპუსლური, ირაციონალური, უკიდურესად ჰედონისტური, ანუ სიამოვნეაზე
ორიენტირებული. ამიტომ იდის ლტოლვების შეკავებასა და რეგულაციას პიროვნების სოციალური
სტრუქტურრები ემსახურება, რადგას ეს ლტოლვები ადაპტურ და სოციალურად მისაღებ ქცევას ვერ
განაპირობებს. სიცოცხლის მთავარი კანონია: მე-ს და სახეობის შენარჩუნება. ფროიდმა გამოყო მე-
ს(შიმშილი, წყურვილი...) და სექსუალური ლტოლვები. მოგვიანებით კიდევ შეცვალა კლასიფიკაცია და
გამოყო სიცოცხლის(ეროსი)) და სიკვდილის(თანატოსი) ინსტიქტები. სექსუალური ლტოლვები, ანუ
ლიბიდოს ენერგია, ეროსს მიეკუთვნება. თანატოსი ბუნებით დესტრუქციული და აგრესიულია და
შესაბამისი ხასიათის ქმედებების საფუძველსაც წარმოადგენს.
2. სოციალურ ფსიქოლოგიაში ადამიანის ქცევის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორადდ ე,წ სოციალური
განწყობები ითვლება. ისინი გამოხატავენ ჩვენს დამოკიდებულებას სხადასხვა მოვლენების მიმართ და
აღძრავენ სათანადო ქცევას. ხშირად ეს პროცესები გაუცნობიერებლად მიმდინარეობს. მაგ:
ბიჰევიორისტულ და კოგნიტივისტურ შეხედულებაზე წაუკითხეს მასალა და რომელზეც
ექსპერიმენტატორი უბიძგებდა ის უფრო მოსწონდათ და იმას აქებნენ, მიუხედავად მწირი
ინფორმაციისა.
დამოკიდებულებებისა და ღირებულებების ჩამოყალიბების ერთ-ერთი მექანიზმია მიბაძვა. ეს პროცესი
არაცნობიერად მიმდინარეობს. ადამიანი ბაძავს მისთვის ავტორიტეტულ პიროვნნებას. განსაკუთრებით
მკაფიოდ ეს ბავშვებშია გამოხატული. რამდენიმე მექანიზმით მიმდინარეობს ეს პროცესი. მაგ:
იდენტიფიკაცია-თავის გააიგივება ამა თუ იმ პიროვნებასთან, ან საკუტარ თავზე ამა თუ იმ სოციალური
როლის აღება.
ადამიანებს ცხოვრების პროცესში ჩამოყალიბებულ განწყობათა შეცვლა უხდებათ, რაც ხშირად
გაუცნობიერებლად მიმდინარეობს. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანი ყოველთვის ცდილობს საკუთარი
შინაგანი სამყაროს მოვლენები ურთიერთთავსებადი გახადოს. თუ ასე არ მოხდება, წარმოიქმნება
დისონანსის მდგომარეობა, რომელიც აუცილებლად აღძრას წონასწორობის აღდგენის ტენდენციას. მაგ:
დიეტის მაგალითი(აღარ გადმოვწერე ხო იცით რაა). ამ ყველაფერს ადამიანი ცნობიერად არ აკეთებს.
უმეტეს შემთხვევაში დისონანსიდან მომდინარე ტენდენცია ცნობიერების მონაწილეობის გარეშე ცვლის
სუბიექტის განწყობებს.
გადაწყვეტილების შემდგომი დისონანი- როდესაც ადამიანს დაახლოებით ერტი და იმავე
მიმზიდველობის ორი ობიექტიდან უწევს ერთ-ერთს ამორჩევა. არჩევანის გაეთების შემდეგ არჩეული
საგანი კიდევ უფრო მიმზიდველი, ხოლო მისი კონკურეტი ნაკლებად მიმზიდველი ჩანს ადამიანის
თვალში. თავად ცნობიერების შინაარსების ჰარმონიზაციისა და დაბალანსების დროსაც კი ჩვენი ფსიქიკა
ავტომატურ რეჟიმში, უპირატესად არაცნობიერად მუშაობს. უმეტესად არც ამ სამუშაოს აღმძვრელი
ტენდენცია ცნობიერდება და არც მოტივაციური პრობლემის გადაწყვეტის ტექნოლოგია.
3. მიზნის მოქმედება კარგი მაგალითია იმისა, რომ მოტივაციური წარმონაქმნების ფუნქციონირება
ცნობიერების ველს მიღმა მიმდინარეობას. მიზანი მოტივაციური სფეროს მოვლენაა და ფსიქიკაში მეტ-
ნაკლებად ხანგრძლივად რჩება. იგი დასახვიდან განხორციელებამდე არსებობს, მაგრამ ცნობიერების
საგანი იშვიათად ხდება. როდესაც მიზნის განხორციელებაზე გადავდივართ, იგი გადის ცნობიერებიდან,
მაგრამ ჩვენში მაინც არსებობს რაღაც ფორმით და მონაწილეობას იღებს მისი რეალიზაციისთვის საჭირო
ქცევების რეგულაციაში. როდესაც ამ გზაზე ხანდახან ვაცნობიერებთ მიზანს, ის ისე განიცდება, რომ იგი
ყოველთვის იყო და იგულისხმებოდა. (მეგობართან ერთად სტადიონზე ყოფნის მაგალითი რა, რო
ვგულისხმობთ იქ როა)
ჩვენი მოთხოვნილებები აქტივობის პროცესის წარმართვისას ყოველთვის არ ცნობიერდება. ინტერესები,
გრძნობები, მოთხოვნილებები არსებობას ცნობიერების ველზე არც იწყებენ და არც ამთავრებენ. (წიგნის
კითხვის მაგალითი, რო შეიძლება გვერდი ისე ჩავიკიტხთ ვერ გავიაზროთ რა წავიკიტხეთ).
მოთხოვნილებები ხშირად თავიანთ საქმეს ცნობიერების გარეშე აკეთებენ.

არაცნობიერი კოგნიტური პროცესები

1.შეგრძნება და აღქმა არაცნობიერი ფსიქიკის დახასიათებისთვის მდიდარ მასალას იძლევა. მცირე


ინტენსივობის გამღიზიანებლები, რომლებსაც ცნობიერება ვერ აფიქსირებს ადამიანის ფსიქიკაზე მაინც
აისახხება. არსებობს ზღრუბლქვედა ან სუბსენსორული გამღიზიანებლები.
მაგალითად ფილმის მსვლელობისას 1/24 წამის განმავლობაში მრავალჯერ ჩნდებოდა კოკა- კოლის ან
სიმინდის ბურბუშელას რეკლამა, რაც ვიზუალურ სუბსენსორულ გამღიზიანებელს წარმოადგენდა.
ხალხი მას ცნობიერად ვერ ამჩნევდა მაგრამ ფილმის შემდეგ მაყურებელში ამ პროდუქტების შეძენის
სურვილმა გაიღვიძა.
დღესდღეობით ზოგიერთი სპეციალისტი ამგვარი ზემოქმედების ეფექტურობას
სპექტიკურად აფასებს, მაგრამ არავინ უარყოფს ზღრუბლქვედა ანუ არაცნობიერის
გავლენის არსებობას. მაგ:ცდისპირებს თხოვენ შეაფასონ სლაიდები, რომლებიც ისე
სწრაფად იცვლება, რომ ფაქტობრივად დანახვა შეუძლებელია, სურათების
შინაარსი სუბიექტის ცნობიერებისთვის დაფარულია, ობიექტურად კი სურათების
შეფერილობა ან დადებითია ან უარყოფითი. ის ცდისპირები რომლებზეც
დადებითი არაცნობიერი ზეგავლენა მოახდინეს სლაიდებმა შემდგომში სურათზე
გამოსახულ ადამიანებს უფრო დადებითად ახასიათებენ,ხოლო ვინც უარყოფითი
ემოცია მიიღო შესაბამისად უარყოფითად აფასებდნენ.
პერცეპტულ დაცვის მექანიზმს რაც შეეხება, ესაა პროცესი რომლის მეშვეობითაც სუბიექტი
თავს იცავს სხვადასხვა მიუღებელი სტიმულებისგან. მაგალითად:ცდისპირს მისცეს
ამოსაცნობად ერთნაირი რაოდენობის ასოებისგან შემდგარი ერთნაირი სტრუქტურის ორი :
ნეიტრალური და ტაბუირებული სექსთან დაკავშირებული სიტყვვა. ამასთან ერთად
ხდებოდა ემოციების რეგისტრაცია. აღმოჩნდა რომ ცდისპირებმა მნიშვნელოვნად მეტი დრო
დახარჯეს ემოციურად შეფერილი სიტყვის ამოსაცნობად. რაც ადასტურებს რომ
პერცეპტული აქტივობის დონეზე ადამიანი გაუცნობიერებლად რეაგირებენ ემოციონალურ
სტიმულებზე.
ცნობიერისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს ყოველდღიურად ძალიან ბევრი პროცესი,
მაგალითან ქუჩაში სიარულისას არ ვაკვირდებით უსწორმასწორო ქვეფენილს და
ჩვეულებრივ მივაბიჯებთ მასზე, თანამგზავრთან საუბრისას არ ვაქცევთ ყურადღება
ვიტრინებს მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია გავიხსენოთ თურა იდო იქ, ეს იმას
ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფერ ამას არაცნობიერად აღვიქვამთ.
ხმაურიან წვეულება არ ვისმენთ გვერდზე მდგომთა საუბარს მაგრამ საკმარისია მათ
საუბარში ჩვენი სახელი ანუ მნიშვნელოვანი სიგნალი გავიგონოთ ,რომ მივხვდეთ რომ
არაცნობიერად ჩვენ მათ საუბარს ვუსმენდით.

2.მეხსირება. დამახსოვრების და გახსენების/აღდგენის პროცესი არაცნობიერად ხდება.


მეხსიერებაში დაცული მასალა შეიძლება ცნობიერში ისე ამოტივტივდეს რომ ადამიანმა არ
იცოდე თუ რატომ გაახსენდა იგი. პერსევარიცა ესაა თავისთვადი ამოტივტივება
ცნობიერებაში, ხოლო ასოციაციური მეხსიერება, ეს ნიშნავს რომ რაიმეს აღქმა იწვევს რაიმე
მეორეს წარმოდგენას ცნობიერში. ყოველ მოცემულ მომენტში მხოლოდ ის ამოდის
ცნობიერებაში, რისი გაცობიერებაც ამ მომენტისთვისაა აუცილებელი.
ჩვენ მრავალი ათასი სიტყვა ვიცით, საუბრის მომენტში კი ზუსტად ის სიტყვები
ამოტივტივდება რაც ჩვენ გვჭირდება. ხშირად წინადადებას საუბრის პროცესში ვაყალიბებთ,
დავიწყებთ რაიმე გრძელ წინადადებას და თავისდათავად მოდის სიტყვები რაც ამ
წინადადებას საბოლოო სახეს აძლევს. ანუ ჩვენ წინასწარ ცნობიერში სათქმელს არ
ვიფიქრებთ, რადგაც ცნობიერი ამისთვის ძალზედ პატარა ის მხოლოდ ერთ წინადადებას თუ
მოიცავს. არაცნობიერად წამოჭრილ და ჩამოყალიბებულ აზრს უკვე ცნობიერებას
თანდათანობით,გრძელი მსჯელობათა რიგის სახით ვაწვდით.

3.აზროვნება ჩვეულებრივ ცნობიერი გონებრივი მოქმედების საჩვენებლად ითვლება. მაგრამ


ვიურცბურგში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა,რომ აზროვნების მოქცევა ცნობიერებაში
შეუძლებელია. ცნობიერებაში აზროვნების შედეგია მოცემული, ხ ოლო თვითონ აზროვნება
არაცნობიერად მიმდინარეობს ანუ ინტელექტუალური ოპერაციების არ ცნობიერდება. რაიმე
ამოცანის გადაჭრა სათანადო გონებრივი წესებისა და ცოდნის გამოყენებით არაცნობიერად
ხდება.
საბოლოოდ, ადამიანები აღიქვამენ სტიმულებს, ამოაქვთ მეხსიერებიდან და იყენებენ
ინფორმაციას, მსჯელობენ და გამოაქვთ დასკვნები- და ეს ყველაფერი მეტწილად
ცნობიერის მონაწილეობის გარეშე ხდება, რასაც ამ პროცესების და ოპერაციების
ავტომატიზებულობა განაპირობებს.

არაცნობიერი ავტომატიზმები
არაცნობიერ ავტომატიზმებში ჩვეულებრივ ის აქტები იგულისხმება რომლებიც თავისთავად
მიმდინარეობენ ცნობიერების მონაწილეობის გარეშე.. ისინი შეიძლება იყოს გონებრივი და
პრაქტიკული. გამოყოფენ ორი ტიპის ავტომატიზმებს:
 პირველადი ავტომატიზმები-იგივე ავტომატური მოქმედებები. ამ ჯგუფში
ერთიანდება თანდაყოლილი ან ისეთი აქტები რომლებიც ძალიან ადრეულ ასაკში
ყალიბდება (თვალის ხამხამი, ძუძუს წოვის რეფლექსი).
 მეორადი ავტომატიზმები-ვლინდება ავტომატიზებული მოქმედების ანუ ჩვევების
სახით. ჩვევის ფორმირების წყალობით მიიღება ორი ეფექტი. პირველი-მოქმედების
სწრაფად და ზუსტად შესრულება. მეორე-ცნობიერების განტვირთვა, რომელიც
უფრო რთული მოქმედებისკენ შეიძლება წარიმარრთოს.
ადამიანი ჩვევას იძენს, ოსტატდება მარტივი მოძრობებიდან რთულზე გადასვლის გზით,
რასაც განაპირობებს უკვე დაუფლებულ მქმედებათა გადატანა არაცნობიერ
დონეებზე.(პიანინოს მაგალით)
ცნობიერის ველს აქვს ფოკუსი, პერიფერია და საზღვარი, რომლის მიღმაც იწყება
არაცნობიერის სფერო. დასწავლილი კომპონენტების გადანაცვლება ცნობიერების ერთი
ნაწილიდან მეორეში მუდმივად ხდება.
უნდა აღინიშნოს, რომ ყოველტვის ‘ავტოპილოტით’ არ დავფრინავთ და ავტომატიზმზე
სრულა მინდობამ ჩვეულების ან ჩვევის მსხვერპლად შეიძლება გვაქციოს და შეცდომამდე
მიგვიყვანოს. არსებობს შემთხვევები, როდესაც მოქედების გონიერ მართვაზე გვიწევს
გადასვლა. ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ როგორია ქცევითი ამოცანა.

არაცნობიერი დისპოზიციები
ყველა ფსიქიკურ პროცესს აქვს თავისი საფუძველი ანუ დისპოზიცია. დისპოზიცია არის
ინვივიდის მზაობა, უნარი, მიდრეკილება გამოავლინოს გარკვეული თავისებურების მქონდე
ფსიქიკური აქტივობა.
ტემპერამენტი-განსაზღვრავს კონკრეტული ადამიანისთვის დამახასიათებელი ემოციური
სფეროს თავისებურებებს
ინტელექტი-გონებრივ შესაძლებლობებს განსაზღვრავს
ხასიათი ან პიროვული თვისებები-ადამიანის ქცევის შინაარსს განსაზღრვს.
დისპოზიცია ყოველთვის არაცნობიერია. ამით განსხვავდება იგი ფსიქიკური პროცესისგან.
ფსიქიკური პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს ცნობიერადადც და არაცნობიერადაც,
ხოლო დისპოზიცია ყოველთვის არაცნობიერია.
რაც ცნობიერი არ არის, შეიძლება ფიზიოლოგიურიც იყოს. მაგრამ ფიზიოლოგიის
არსებობის ფაქტი სულაც არ გამორიცხავს ფსიქიკური დისპოზზიციების არსებობას, ისეთი
დისპოზიციები როგორიცაა ხასიათი, პიროვული თვისებები, არ დაიყვანება მხოლოდ
ფიზიოლოგიაზე. ისინი ფსიქიკური მოვლენებია,
დადგინდა რომ ცხოველებს გააჩნიათ განცდები დამხოლოდ ინსიქტურ დონეზე არ
არსებობენ.
ადამიანების ფსიქიური ცხოვრების დიდი ნაწილი განცდადი არაცნობიერის დონეზე
მიმდინარეობს. მაგალითია იმპულსური ქცევა, რომელიც დაუბრკოლებლად ხორციელდება
და არ საჭიროებს ცნობიერ მართვას.
დარკვეული სახის მოვლენებ და მექანიზმები დროდადრო განცდად სახეს იღებენ და
საჭიროებისამებრ შემოდიან ცნობიერების სფეროში. ასეთ არაცნობიერს ქვეცნობიერი ან
წინაცნობიერი ეწოდება. დისპოზიციების სახით საქმე გვაქვს ისეთ არაცნობიერ
ფსიქიკასთან რომლის განცდა შეუძლებელია და შესაბამისად ვერც ცნობიერდება. მას
შეიძლება სიღრმივი არაცნობიერი დავარქვათ.
ფროიდმა ადამიანის ფსიქიკა აისბერგს შეადარა რომლის 90% არაცნობიერშია ჩაძირული.
დიმიტრი უზნაძისეული გაწყობის თეორია- იგი გვიჩვენებს არაცნობიერისა და
ცნობიერების ურთიერთქმედების კონკრეტულ კანონზომიერებებს. განწყობა არის
ინდივიდის ძალების თავისებური განლაგება-მოგეზვა-მზადყოფნა, რომელიც
მოთხოვნილებებისა და სიტუაციის შესაბამისად ყალიბდება. განწყობა წარმართავს
ინდივიდის ქცევასად და განცდების მიმდინარეობასაც, ხოლო თვითონ არაგანცდადია,
შესაბამისად არაცნობიერიც. იგი ცნობიერების მონაწილეობის გარეშეც უზრუნველყოფს
ქცევის მიზანშეწონილ მიმდინარეობას.ყოველგვარი დისპოზიცია, მიდრეკილება, ჩვევა-
არსებითად, სხვადასხვა სახის მყარი ფიქსირებული განწყობაა.
პიროვნება

ტერმინი პიროვნება თეატრალურ ნიღაბს აღნიშნავდა, იგი გულისხმობს ადამიანის გარეგნულ,


ზედაპირულ და სოციალურ სახეს. ხშირია პიროვნების გაიგივება ადამიანის თვისებებთან –
მორიდებულობა, მომხიბვლელობა, პოპულარობა და ა.შ , რაც გულისხმობს იმას რომ გარკვეული თვისება
კონკრეტული ადამიანის დამახასიათებელი თვისებაა რომელსაც იგი სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას
ავლენს.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით პიროვნება აერთიანებს ადამიანის მოტივაციებს, აზროვნებას, ემოციას,


განცდებს , ქცევას , აღქმას . სწორედ ის თვისებები რაც განაპირობებს ადამიანის ქცევას გარკვეულ
სიტუაციებში.

ოლპორტმა ჩამოაყალიბა 50–მდე 8 განსაზღვრება პიროვნების შესახებ და დააჯგუფა დამოკიდებულების


მიხედვით : ფილოსოფიურ, იურიდიულ. სოციალური, და თეოლოგიურ მნიშვნელობებად. ოლპორტი
ამბობდა რომ “ ადამიანი ობიექტური რეალობაა” მისი თქმით პიროვნება არის ინდივიდში ფსიქიკური
სისტემების დინამიკური ორგანიზაცია რომელიც განსაზღვრავს ადამიანისთვის დამახასიათებელ ქცევას
და აზროვნებას. დინამიური ორგანიზაცია კი გულისხმობს იმას რომ ადამიანი ყოველთვის იცვლება და
ვითარდება , მისი აზრით ყველა პიროვნება განუმეორებელია .

პიროვნების ერთ–ერთი განსაზღვრებაა ინდივიდი – ეს არის ყველანაირი ადამიანი და ინდივიდი იქცევა


პიროვნებად, იძენს სოციალურ თვისებებს მასშემდეგ რაც იგი ჩაერთვება ურთიერთობებში.
ინდივიდუალურობა ნიშნავს პიროვნების განუმეორებლობას. პიროვნება გულისხმობს ადამიანის ადგილს
სოციალურ გარემოში , მისი სოციალური როლების ერთობლიობას.

არსებობს ფსიქოანალიზური მიდგომა–ფროიდი. ამ თეორიის მიხედვით პიროვნება არის ბრძოლის ველი,


იგი შედგება კონფქლიქტში მონაწილე სამი ქვესისტემისგან – იდი (იგი), ეგო(მე) და სუპერ ეგო (ზე–მე)

იდი არის ინსტიქტური ლტოლვების ასე ვთვქათ ადგილსამყოფელი, ის არაცნობიერია და მხოლოდ


სიამოვნების პრინციპით მოქმედებს , ის არის იმპულსური , მომთხოვნი, ეგოისტური და ჰედონისტური.
იდი ფსიქიკურიენერგიის ერთადერთი წყაროა.

ეგო ს ფუნქციაა იდის სურვილების დაკმაყოფილება ოღონდ რეალობის ფარგლებში– რეალობის პრინციპი,
ფროიდი ეგოს და იდის ურთიერთობას მხედარს და ცხენს ადარებს , მოძრაობის ენერგია ცხენიდან–
იდიდან მომდინარეობს ხოლო მხედარი –იგი მას მართავს. მაგრამ შეიძლება პირიქითაც მოხდეს და ცხენმა
წარმართოს მხედარი.

სუპერ ეგო მორალის პრინციპით მოქმედებს , იგი ქმნის აკრძალვების სისტემას, პიროვნებაში სუპერ ეგო
მოქმედებს როგორც კრიტიკოსი, ზნეობრივი მსაჯული, სუპერ ეგო იდს უპირისპირდება , ეგოს სუპერ ეგო
და იდი გამომრიცხავ მოთხოვნილებებს უყენებენ შედეგად ვითარდება შფოთვა, მისი აღმოფხვრისთვის კი
არსებობს

დაცვითი მექანიზმები რომლებიც სინამდვილის უარყოფას გულისხმობენ:

1. განდევნა(რეპრესია)– მტკივნეული, სახიფათო, არასასურველი აზრების გაძევება არაცნობიერიდან


2. პროექცია–აზრების სხვაზე გადაბრალება
3. ჩანაცვლება– იმპულსების მიმართვა ნაკლებად სახიფათო ობიექტზე
4. უარყოფა– არასასურველი რეალობის აღიარებაზე უარის თქმა
5. რეგრესია– ბავშვობაში დაბრუნება(ეს ჩემით ვთვქვი რო დაგამახსოვრდეთ ეს არ უთხრათ :დ) ,
ცხოვრების უფრო ადრეულ, სასიამოვნო დროში დაბრუნება
6. რაციონალიზაცია – წარუმატებელი ქცევის გამართლება მოგონილი აზრებით
7. სუბლიმაცია– სექსუალური და აგრესიული მისწრაფებების გადაყვანა, რეალიზაცია სხვადასხვა
სფეროებში და შემოქმედებაში – მაგ : ხელოვნება.

ფროიდის მოსაზრებით იდის მოტივაციას სექსუალური და აგრესიული მისწრაფებები წარმოადგენენ ,


სექსუალურ მისწრაფებას – ლიბიდოს ენერგია ეწოდება ეს ეროგენული ზონებიდან(სიამოვნებისადმი
მგრძნობიარე ნაწილები ) წამოსული ენერგიაა .

პიროვნების ფორმირების დინამიკა :


1. ორალური სტადია (1,5 წლამდე)– პირის ღრუსთან დაკავშირებული შეგრძნებები
2. ანალური სტადია(1,5–3)–გამოყოფა
3. ფალოსური სტადია (3–6)–გენიტალიებთან დაკავშირებული გრძნობები, ხდება ოიფიპოსის
კომპლექსის დაძლევა , ყალიბდება სუპერ ეგო და ხდება საკუთარი სქესის გაცნობიერბა.

ფსიქოსექსუალური განვითარების ამ საფეხურებზე განიხილება ნევროზი რომელიც გარკვეული სტადიის


გადმონაშთად მიიჩნევა. ფროიდის აზრით ყოველ საფეხურზე ჩნდება ფრუსტრაცია (წინარე სურვილების
ბროკილება ) , ხდება ფიქსაცია რომელიმე სტადიაზე რაც გარკვეული ქცევის გაბატონებას ნიშნავს. მაგ:
●ორალურ სტადიაზე ფიქსაციისას ჩნდება მავნე ჩვევები– მოწევა, ფრჩხილის კვნეტა, მიდრეკილება სმისკენ
ორალური ხასიათის ადამიანები არიან პასიურები , მიმდობნი, სხვაზე დამოკიდებული რადგან ეს მათ
ძუძუს წოვის ნეტარებიდან ასე ვთქვათ გადმოყვათ.

●ანალური ხასიათის კონფლიქტი დაკავშირებულია ტუალეტთან მიჩვევასთან , ყალიბდებიან სისუფთავის


მოყვარული ადამიანები, პედანტი და ჯიუტი ადამიანი.

ფსიქოანალიზის მიხედვით (ფროიდი) პიროვნების ძირითადი სტრუქტურა ბავშვობაში ვითარდება


დაუცვლელი რჩება ცხოვრების განმავლობაში , ფსიქოანალიზი უკიდურესად აკნინებს გარემოსა და
გამოცდილების როლს პიროვნების ჩამოყალიბებაში.ადამიანის ბუნება უკიდურესად შავბნელ ფერებშია
დახტული,იგი ეგოისტური,ძირითადად სექსუალურ სიამოვნებაზე მიმართული აგრესიული არსებაა.

ფსიქოანალიზურ შეხედულებას უპირისპირდება ბიჰევიორიზმმი და მის საფუძველზე წარმოქმნილი


სოციალურ–კოგნიტური თეორია.

ბიჰევიორისტული შეხედულების აზრით პიროვნება არის გამოცდილება , ადამიანი სწავლობს გარკვეულ


ქცევებს დასწავლის, განმტკიცების და დასჯის მექანიზმებით ,ბიჰევიორისტებისთვის პიროვნებას ქმნის
გარემოში არსებული სიტუაციები , ჯონ უოთსონი ამბობდა რომ მას შეეძლო ჩვილისგან გამოეზარდა
ადვოკატი, ექიმი ის ვისაც თავად მოინდომებდა მიუხედავად ბავშვის მისწრაფებებისა და გენეტიკური
წარმომავლობისა, ბიჰევიორიზმი უგულვებელყოფთა გენეტიკურ და შინაგან ფსიქიკურ ფაქტორებს და
სრულ აბსოლუტიზაციას ანიჭებდა გარემოს ფაქტორებს.

სოციალურ–კოგნიტური შეხედულების მიხედვით ადამიანს შეუძლია ისწავლოს სხვების მოქმედებაზე


დაკვირვებითაც , სხვის მოქმედებაზე დაკვირვებით ამ მოქმედების შეთვისებას – მოდელირება ეწოდება ,
მისი ძირითადი ავტორი ალბერტ ბანდურაა და მან დაადასტურა რომ აგრესიული ქცევის დაკვირვება
ზრდის დამკვირვებელის აგრესიულობასაც .
იმისთვის რომ დაკვირვების შედეგად შესწავლილი მოქმედება განხორციელდეს საჭიროა ადამიანი
დარწმუნდეს იმაში რომ ის მოქმედებას ეფექტურად განახორციელებს რასაც თვითეფექტურობა ეწოდება ,
იგი ცნობიერია და უჩვენებს ადამიანს რამდენად შეუძლია ეფექტურად იმოქმედოს გარკვეულ სიტუაციაში.
სწორედ თვითეფექტურობბა განსაზღვრავს მოქმედების შემდგომ ეტაპებს – წარმატებას თუ
წარუმატებლობას, შფოთვას, სიამაყეს და ა,შ.

ბანდურა თვლიდა რომ ქცევა, პიროვნება და გარემო ერთმანეთს განსაზღვრავს –


ურთიერთდეტერმინიზმის პრინციპი ადამიანი ერთდროულად ქმნის გარკვეულ სიტუაციას და
ამავდროულად იგი რეაგირებს სიტუაციაზე. სწორედ ასე ჩამოყალიბდა ინტერაქციული თვალსაზრისი –
ქცევა გარეგანისა და შინაგანის ერთდროული ურთიერთქმედების შედეგია. პიროვნება ამ თეორიაში
ნიშნავს კოგნიტურს და სწორედ ამიტომ ეწოდება ამ თეორიას სოციალურ–კოგნიტური.

სოციალურ-კოგნიტური თეორიის ბიჰევიორისტული ძირი:წახალისება-დასჯის გავლენა, მაგალითად: თუ


ადამიანი კარგად იქცევა,ის განიცდის სოციალურ მხარდაჭერას და ეს ქცევა განმტკიცდება.

თვითრეგულაცია ხორციელდება ინდივიდუალური კოგნიციებით ,რომელსაც ადამიანი თავად


მართავს(ემოციები, ქცევები და ა,შ) პიროვნება ასე ვთვათ კოგნიტური სტრუქტურების და მათ შორის
დამყარებული კავშირებით აღიწერება. სოციალური კოგნიცია შეისწავლის ურთიერთმიმართებას ქცევასა
და ცნობიერ კოგნიციებს შორის.

სოციალურ–კოგნიტური თეორია აკრიტიკებდა ფქსიქოანალიზს იმის გამო რომ მასში წამოჭრილი


არაცნობიერი ვერ მტკიცდებოდა ასე ვთქვათ იმიტომ რომ არ ჩანდა.

არაცნობიერი სფეროს გათვალისწინების გარეშე პიროვნების დახასიათება შეუძლებელია,იგივე ითქმის


კოგნიციაზეც. შემეცნების გარეშე პიროვნება არ არსებობს, მაგრამ ის წარმოუდგენელია მოტივაციურ-
ემოციური ასპექტის გარეშეც,რომელიც არ დაიყვანება კოგნიტურზე.

ამ შეხედულების მიხედვით ინდივიდის ბინებისა და ქცევის შეცვლა შეუძლია გარემო ცვლილებების


ზეგავლენას. მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც რომ, მაგალითად მდუღარე წყალი კვერხს
ამაგრებს,კარტოფილს-არბილებს, რაც გენოტიპთა განხვავებითაა გამოწვეული, სოციალურ-კოგნიტური
თეორია კი გენეტიკას ძლიერ აკნინებს.

მიუხედავად იმისა რომ სოციალურ–კოგნიტური მოსაზრება შინაგან ფაქტორებსაც განიხილავს იგი მაინც
სიტუაციონიზმისკენაა გადახრილი მათი თქმით საფრთხის შემცველი გარემო ერთს გმირად აქცევს მეორეს
კი არამზადად .

სიტუაციონიზმის ერთერთი ფუძემდებელი – უოლტერ მიშელი ამბობდა რომ ადამიანები სხვადახვა


სიტუაციაში მუდმივ ნიშანთვისებებს ( აგრესულობა, შეგნებულობა , პოზიტიურობა, ექსტრავერსია) არ
ავლენენ . ქცევა მისთვის უფრო განისაზღვრება სიტუაციიდან გამომდინარე ვიდრე პიროვნული
თვისებებიდან გამომდინარე , ამ ყველაფერმა კი სიტუაციონიზმი და დისპოზიციონიზმი დააპირისპირა.

სიტუაცია ყოველთვის ახდენს გავლენას ადამიანის ქცევაზე და მირი პრიორიტეტი პიროვნულ ფაქტორზე
ზოგჯერ მართლაც თვალსაჩინოა, მაგ: არაბუნებრივია ადამიანის აგრესიულობა რელიგიური ცერემონიისას
და კეთილმოსურვეობა-რაგბის თამაშისას.

ყოველდღიური ცნოვიერებისთვის ესაა დამახასიათებელი – გადაჭარბებული დისპოზიციონიზმი და


არასაკმარისად განვითარებული სიტუაციონიზმი ანუ ადამიანი ძალიან მკაფიოდ ავლენს თავის
პიროვნულ თვისებას სიტუაციის შეუსაბამოდ – ატრიბუციის ფუნდამენტური შეცდომა ეწოდება ამ
მოვლენას.

პიროვნული ნიშანთვისებები ცხოვრების მანძილზე არ იცვლება ანუ მათ დროში მდგრადობა ახასიათებთ,
თუმცა მას ბოლომდე არ ახასიათებს სიტუაციური მდგრადობა შეუძლებელია ადამიანისგან ველოდოთ
იმას რომ იგი ყველა სიტუაციაში ერთნაირ თვისებებს გამოავლენს.

პიროვნული ნიშან-თვისებების სიტუაციური მდგრადობის საკითხის შესწავლისას მნიშვნელოვანია


ადამიანის მოქმედება შემოწმდეს ბევრნაირ სიტუაციაში,(თა დავაკვირდებით 1 დღე შედეგს ვერ
განვაზოგადებთ, თუ დავაკვირდებით 1 კვირა შეგვეძლება ვიწინასწარმეტყველოთ როგორ მოიქცევა სხვა
კვირებში)

არსებობს ასევე ნიშან–თვისებების ანუ დისპოზიციების თეორია რომლელიც ორ ძირითად


მახასიაებელს ეყრდნობა: 1) ადამიანებს სხვადასხვა სიტუაციაში ახასიათებთ გარკვული ტიპური ქცევა
რომელიც განსაზღვრულია მათი თვისებებით (დისპოზიციებით) და 2) პიროვნების უნიკალურობა.

ჰანს აიზენკმა გამოყო სამი პიროვნული ფაქტორი: ინტროვერისა–ექსტავერსია, ემოციური სტაბილობა–


ნევროტრიზმი, ფსიქოტიზმი–ძლიერი სუპერ ეგო. კეტელი კი ამტკიცებდა რომ პიროვნება 16
ნიშანთვისებისგან შედგება და ასევე არსებობს ხუთ ფაქტორიანი მოდელიც.

თანამედროვე ფსიქოლოგიის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დარგია ჰუმანისტური ფსიქოლოგია – იგი


შეისწავლის ადამიანს როგორც უნიკალურ ერთიან სისტემას, იგი ეფუძნება ადამიანისთვის
დამახასიათებელ თვითრეალიზაციის შესაძლებლობას , მათი აზრით ადამიანს აქვს თვითაქტუალიზაციის
უდიდესი წყარო, იგი თავისუფალია გარეგანი დეტერმინატებისგან , იმიტომ რომ იგი იღებს გარკვეულ
გადაწყვეტილებებს ცხოვრებაში. ჰუმანისტური ჰგავს ეგზისტენციალურ ფილოსოფიას, რომლის მთავარი
არსია ადამიანის მისწრაფება გაიგოს თავისი არსებობის არსი.

ჰუმანისტები თვლიდნენ რომ პიროვნება მიმართულია მომავლისკენ, იგი ცდილობს მაქსიმალურად


თვითრეალიზებას ( მასლოუს პირამიდა), იგი მიისწრაფის მე–ს კონცეფციის ჰარმონიულობისაკენ , სწორედ
მე–ს კონცეფცია არის თვითრეალიზაციის მექანიზმი

როჯერსის მიხედვით მე–ს კონცეფცია შედგება მეს შეხედულებებისგან ●საკუთარ თავზე ანუ
თვითშეფასება და იმისგან ●თუ როგორი უნდა რომ იყოს – იდეალკური მე.

მე–ს დაშლა ანუ დეზინტეგრაცია ხდება მაშინ როდესაც დიდი სხვაობაა იდეალურ მესა და
თვითშებასებასა და რეალურ ქცევას შორის , დეზინტეგრაცია ვლინდება შიშის, დაურწმუნებლობის სახით,
ამ დროსაც ადამიანი დაცვით მექანიზმებს მიმართავს ( რეალობის დამახინჯება, ჩანაცვლება და ა,შ)

თანდაყოლილი და შეძენილი პიროვნება

ფსიქოანალიზი–ქცევასა და პიროვნების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს ბიოლოგიურ–ინსტიქტურ


საწყისს მიიჩნევს , ბიჰევიორიზმი კი გარემოსეულს . თუმცა ვითარდერბა ორმხრივი–ინტერაქციული
თვალსაზრისი რომლის მიხედვითაც ის თუ როგორ მოქმედებს ადამიანი არის გარემოსა და მისი
პიროვნული მახასიათებლების შერწყმა, ხოლო პიროვნება ყალიბდება მემკვიდრეობისა და გარემოს
ზემოქმედებით მიღებული ნიშანთვისებებით. გენეტიკა ძირითადად განსაზრვრავს – ინტელექტსა და
ტემპერამენტს ხოლო გარემო– ღირებულებებს იდეალებს და მრწამსს.
გენეტიკური წარმოშობა ყველაზე კარგად ვლინდება ტემპერამენტში – ზოგიერთი ბავშვი უფრო აქტიურია
და უშიშარი ხოლო ზოგიერთი პირიქით. ამ თავისებურებეს კი ადამიანი ბავშვობიდანვე ითავისებს და ასე
ვთქვათ ინახავს მთელი ცხოვრება, სწორედ იმიტომ რომ ინდივიდუალური თვისებები თავს იჩენს ადრეულ
ასაკში , არ არის დასწავლაზე დამოკიდებული გვაძლევს უფლებას რომ ვივარაუდოთ გარკვეული
თანდაყოლილი მახასიათებლების არსებობის შესახებ . (გენეტიკაც განსაზღვრავს პიროვნებას ესეიგი)

ამას ადასტურებს იდენტური ტყუპების ექსპერიმენტი, ისინი იზრდებოდნენ სხვადასხვა ქვეყანაში მაგრამ
იდენტური თვისებები გააჩნდათ.

გენეტიკური ფაქტორი პიროვნულ თვისებებში – 40%–ია, ამდენივეა გარემო ფაქტორიც, დანარჩენი 20%
გაზომვის შეცდომებს მიეწერება

ინტერაქციული შეხედულება ამტკიცებს იმას რომ გარემო და გენეტიკა ერთმანეთზე არამხოლოდ


ურთიერთზემოქმედებენ არამედ ისინი თავიდანვე ერთმანეთს გულისხმობენ და განაპირობებენ.
მაგალითად ადამიანის თვისება გავლენას ახდენს გარემოზე– წყნარი მოსიყვარულე ბავშვი მშობლებში
შედარებით სხვა განცდას იწვევს ვიდრე გულჩათხრობილი ბავშვი, აქტიურ ბავშვზე სკოლა უფრო
სხვანაირად რეაგირებს და პასიურზე სხვანაირად , სწორედ ამით არის განპირობებული გამოთქმა–
ადამიანები თავად ქმნიან გარემოს.

რეაქციის დიაპაზონი – მემკვიდრეობა ადგენს პიროვნული თვისების დიაპაზონს ანუ იგი გვაძლევს
გარკვეულ უნარებს რომელსაც გარემოცვა ან გაამტკიცებს ან პირიქით დათრგუნავს , რაც უფრო ძლიერია
თანდაყოლილი მიდრეკილება მით უფრო ვერ ახდენს გარემო ზემოქმედებას.

პიროვნების სტუქტურა
ზოგი თეორიის მიხედვით-პიროვნებას რთული სტრუქტურა აქვს მაგ; ფროიდმა რომ დაყო პიროვნება 3
დონედ: იდი,ეგო და სუპერ ეგო.

ეგო-ფსიქოლოგიის განვითარებისას გამოიკვეთა მე-ს როლი და ეს გაიგივდა პიროვნებასთან. როჯერის


თვალსაზრისიც აქეთკენაა.

თანამედროვე ფსიქოლოგია „მე“-ს და პიროვნებას ცალ ცალკე განსხვავებულად განიხილავს. ამის


მაგ;ჯემსის თეორია.განიხილავდა თვითცნობიერის 2მხრივობას:

1-მე-ანუ შემეცნებითი სუბიექტი

2-პიროვნება(ემპირიული სუბიექტი)-ანუ შესამეცნებელი სუბიექტი.

პიროვნება-ყველაფერი რასაც ადამიანი თავისად მიიჩნევს: ფიზიკური,სულიერი,მეგობრები,ავტორიტეტი.


ეს ყველაფერი აღძრავს რაღაც გრძნობებს. მაგ: თუ რაღაც გარკვეული ქცევა კარგად მიმდინარეობს ადამიანს
დადებითი გრძნობები აქვს, თუ ცუდად მაშინ უარყოფითი.

ემპირიული მე იყოფა 3 ნიშნის მიხედვით: ემოციები, შემადგენელი ნაწილები და მათ მიერ გამოწვეული
გრძნობები.

შემადგენელი ნაწილები იყოფა 3: 1)ფიზიკური პიროვნება ,2)სოციალური პიროვნება,


3)სულიერი(გონითი)პიროვნება.
1.ფიზიკური პიროვნება-ფიზიკური პიროვნების არსებითი ნაწილი. შეიძლება ამის ნაწილად მივიჩნიოთ
ტანსაცმელიც, რადგან დღეს კითხვაზე „ლამაზი გვინდა ვიყოთ და ცუდი ტანსაცმელი გვეცვას, თუ უშნო
გვინდა ვიყოთ და კარგი ტანსაცმელი გვეცვას“ კარგ ტანსაცმელს ვირჩევთ. ასევე ოჯახი, ქონება და ა.შ

2.სოციალური პიროვნება-სხვა ადამიანები როცა გვაღიარებენ პიროვნებად ეს გვაქცევს სოციალურ ანუ


საზოგადოებრივ პიროვნებად. ჩვენში არის ეს თანდაყოლილი მიდრეკილება იმისკენ, რომ მივიპყროთ
სხვისი ყურადღება და ჯეიმსი წერდა, რომ დასჯა ჯობია ისეთ საზოგადოებაში ყოფნას, სადაც არ გაქცევენ
ყურადღებას.( მერე ვბრაზდებით ან სასოწარკვეთილება).

3.სულიერი პიროვნება-ცნობიერების მდგომარეობის, ფსიქიკური უნარების და თავისებურებების


ერთობლიობა. აქტივობის განცდა არის მთავარი.

თვითშეფასება-ეს არის ემოციები ,რომელსაც იწვევს პიროვნების შემადგენელი ნაწილების განცდა.


გულისხმობს თვითონ ადამიანის მიერ საკუთარი თავის შეფასებას და ასევე მის შედარებას სხვა
ადამიანებთან,იგი დამოკიდებულია სხვების შეფასებაზეც. თვითშეფასება ყალიბდება სოციალიზაციის
პროცესში და განსაზღვრავს სოციალურ ადაპტაციას.

პიროვნება რომ დავახასიათოთ უნდა ვიცოდეთ მისი როგორც თვითშეფასება, ასევე მოსალოდნელი
შეფასება(ჩვენზე რას ფიქრობენ სხვები)(ან ახლოსაა ან შორს თვითშეფასებისგან). ადამიანს თუ დაბალი
თვითშეფასება აქვს მას აქვს არასრულფასოვნების კომპლექსი, ხოლო თუ მაღალი აქვს-ამბიციურია.
როდესაც მოსალოდნელი შეფასება და თვითშეფასება ახლოსაა ერთმანეთთან უფრო კომფორტულად
გრძნობს ადამიანი თავს. თვითშეფასება დაკავშირებულია პრეტენზიის დონესთან-ეს არის პიროვნების
თვითშეფასების სასურველი დონე, რომელიც ვლინდება პიროვნების მიზნების სირთულეში. ჩვენი
კმაყოფილება საკუთარ თავთან და ცხოვრებისადმი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვაფასებთ ჩვენს
შესაძლებლობებს.

ჯეიმსის წილადი - თვითპატივისცემა=წარმატება/პრეტენზიები

წარმატების გადიდებით და პრეტენზიის შემცირებით წილადი იზრდება და ეს ნიშნავს, რომ პრეტენზიის


ნაკლებობა იწვევს ისეთივე კმაყოფილების და სიმსუბუქის განცდას, როგორც მათი განხორციელება.
მაგ;ადამიანმა ომის დროს დაკარგა ყველანაირი ქონება და გაუქრა პრეტენზია მილიონერობაზე და უფრო
ბედნიერად და მსუბუქად, თავისუფლად განაგრძო ცხოვრება.

პრეტენზიის დონის ექპტერიმენტალური მეთოდიკა -რაგირება წარმატება-წარუმატებლობაზე.


პრეტენზიის დონე ადეკვატურია-წარმატების შემთხვევაში პრეტენზიები ამაღლდება, მარცხის შემთხვევაში
დაქვეითდება. მაგრამ ექსპერიმენტი გვიჩვენებს საპირისპიროსაც ანუ როცა ადამიანი მარცხს განიცდის
უფრო რთულ მიზანს ისახავს, ხოლო წარმატებული პირიქით,ცდილობს რომ შეინარჩუნოს ეს წარმატება.
აქედან გამომდინარე 2 ტიპის ადამიანი:1-წარმატებაზე ორიენტირებული 2-წარუმატებლობის არიდებაზე
ორიენტირებული.

მოლოდინების 2 ჯგუფი:1.სპეციალური მოლოდინები(კონკრეტული სიტუაცია)

2.გენერალიზებული(პიროვნებების განსხვავება).

კონტროლის ლოკუსი-გარეთ ეძებს ადამიანი თავისი წარუმატებლობის მიზეზს თუ შიგნით.

ექსტერნალური(გარე ლოკუსი)-გარე ფაქტორებს მიაწერენ, მათგან დამოუკიდებელ ძალებს და მიზეზებს.

ინტერნალური(შიგა ლოკუსი)-წარუმატებლობის მიზეზს თავის თავში. (უფრო აქტიურები და


ჯანმრთელები,საკუთარ თავში დარწმუნებულები ვიდრე ის). ყალიბდება გამოცდილების პერიოდში და
სოციალური დასწავლის შედეგია.
პიროვნება ერთი მთლიანობაა და ამ განცდას უზრუნველჰყოფს „მე“-ს ცნობიერება (თვითცნობიერება). იგი
პირველ რიგში ვლინდება იდენტობის განცდაში. მაგ; წარსულში, მომავალში და აწმყო-ში სხვადასხვა
სიტუაციების მიუხედავად ეს“მე“ იმავე ადამიანის „მედ“ რჩება.(ბავშვობაში საკუთარი სახელის,სხეულის
გაცნობიერება „მე მინდა“)

„მე“-ს ხატი (კონცეფცია)-შედარებით მყარი, გაცნობიერებული წარმოდგენა საკუთარ თავზე, ყალიბდება


მოზარდობისას. ეს არის განწყობა საკუთარი თავის მიმართ და 3კომპონენტი: 1.კოგნიტური-წარმოდგენა
საკუთარ თავზე

2.ემოციური-თვითკრიტიკა/თვითკმაყოფილება

3.ქცევითი-მისწრაფებებში ჩანს.(მაგ;პატივისცემის დამსახურების სურვილი და ა.შ)

პიროვნების ნიშან-თვისებები

ნიშან-თვისებათა თეორია-ადამიანს აღწერს რაღაც რაოდენობის საბაზისო ნიშნების მიხედვით.


მაგ;ადაიანის აღწერა ეპითეტების საშუალებით.

უორენ ნორმანის 5 საბაზისო ფაქტორი(დიდი ხუთეული)-ექსტრავერსია, ნევროტიზმი, შეგნებულობა,


თანხმობისთვის მზაობა და გამოცდილებისთვის რომ ღიაა. სუპერფქტორიებია, რომლებიც სხვა წვრილ
ფაქტორებს აერთიანებენ. მაგ; შეგნებულობაში შედის პასუხისმგებლობა, სანდოობა, პატივმოყვარეობა და
ა.შ

აიზენკისეული 3 განზომილებიანი მოდელი- ექსტრავერსია-ინტროვერსია, ფსიქოტიზმი და ძლიერი ეგო


და ნევროტიზმი-სტაბილურობა. პიროვნების სხვადასხვა ელემენტების იერარქიულ წყობას ეთანხმებოდა
და გამოყო ქცევის ორგანიზაციის 4 დონე:1.სპეციფიკური ქმედებები-ეს არის შემთხვევითი და არ აქვს
რაიმე მნიშვნელობა. 2.ჩვევითი მოქმედებები-მეორდება რეგულარულად 3.პიროვნული თვისებები
4.ტიპები ანუ სუპერ ფაქტორები.

ექსტრავერსია-ინტროვერსია-ექსტრავერტები არიან აქტიურები,კომუნიკაბელურები,უდარდელები და


თავდაჯერებულები. მონაწილეობ სხვადასხვა სოციალურ მოვლენებში, ალკოჰოლისკენ და ნარკოტისიკენ
არიან მიდრეკილები. ინტროვერტები, პირიქით, პასიურები, არაკომუნიკაბელურები და
თვითდაკვირვებისკენ აქვთ უფრო მიდრეკილება.

ნევროტიზმი-სტაბილობა-ნევროტიზმიანი ადამიანები ძლიერად რეაგირებენ სხვადასხვა აგზნებაზე და


შემდეგ რთულად უბრუნდებიან თავიანთ მშვიდ, ნორმალურ მდგომარეობას. ისინი არიან
დაძაბულები,აქვთ შფოთვა და დაბალი თვითშეფასება.

ფსიქოტიზმი-სუპერ ეგო-ფსიქოტიზმი ვისაც აქვს არის ცივი, ეგოისტი, აგრესიული, ასოციალური და


ეჭვიანი. ვისაც ძლიერი სუპერ ეგო აქვს ის უფრო მზრუნველია და კარგად არის სოციალურად
ადაპტირებული. მაგ;თანამშრომლობს სხვებთან.

კრიმინალური ადამიანი-ნევროტიზმი, ექსტრავერსია და ფსიქოტიზმი.(კომბინაცია)

არსებობს ნიშნები(დისპოზიციები),რომლებიც განსაზღრავს პიროვნების უნიკალურობას და ის


სტაბილურია. ოლპორტი ამ დისპოზიციური განხრით ასე ვთქვათ ფიქრობდა, რომ არ არსებობს 2
იდენტური ადამიანი. ამას განიხილავს პიროვნულ თვისებებზე. ის პიროვნულ თვისებებს განიხილავს
როგორც, ნეიროფსიქიკურ სტრუქტურას, რომელსაც შეუძლია რომ მრავალი სხვადასხვა სტიმული აქციოს
ექვივალენტად, ასევე აღძრას და წარმართოს სხვადასხვა ქცევა. პიროვნული ნიშან-თვისება-ეს არის
როდესაც სხვადასხვა სიტუაციებში იქცევი ერთნაირად. მაგ;თუ ვინმე მშიშარაა ნებისმიერ სიტუაციაში
გამოავლენს ამას.ოლპორტი მიიჩნევდა,რომ ეს პიროვნული ნიშან-თვისებები ადამიანის სტაბილურობას
განაპირობებს და გამოყო 3 განსხვავება: 1კარდინალური, 2ცენტრალური და 3.მეორადი

კარდინალური- მაგ;შოვინიზმი, დონტიხოტობა - ანუ იმდენად არის ადამიანში დიდი დოზით, თუ არ


ვიცი როგორ ვთქვა, რომ სხვა თვისებებს ჩრდილავს?

ცენტრალური(პირადი)-ყველას აქვს და კარდინალური ცოტას ჰქონდა. ინდივიდუალურობის ძირითადი


მაჩვენებელია და ასევე ის(ოპორტი) ცენტრალური თვისებები, რომლითან შეგვიძია ადამიანი
დავახასიათოთ ცოტაა (5-10) და ასეთია მაგალითად; ყურადღებიანი,შურიანი და ა.შ

მეორადი-ნაკლებად შესამჩნევია და თუ ადამიანს კარგად იცნობ მხოლოდ მაშინ შეამჩნევ. მაგ;ადამიანი


რომელიც მხოლოდ პოლიციასთან არის მორჩილი.

კეტელი მიიჩნევდა რომ არსებობს ზოგადი და ინდივიდუალური თვისებები. ზოგადი- ახასიათებს 1


კულტურის თითქმის ყველა წარმომადგენელს მსგავსად,მაგ:ინტელექტი, თვითშეფასება. და
ინდივიდუალური თვისებები კი შეიძლება ჰქონდეს 1 ან რამდენიმე ადამიანს და ეს ძირითადად რაღაც
ინტერესებში ვლინდება.

ხასიათი,ტემპერამენტი

ხასიათი-დაკავშირებული რაღაც მორალურ სტანდართებთან, რომლის მიხედვითაც ადამიანის შეფასება


ხდება. მაგ; თუ ადამიანს კარგი ხასიათი აქვს - ესე იგი მისი თვისებები არის სასურველი. არსებობს
ცნობილი ფორმულა „ხასიათი-შეფასებული პიროვნებაა, ხოლო პიროვნება-შეუფასებელი ხასიათი“

ტემპერამენტი-ადამიანის თანდაყოლილი ინდივიდუალური თავისებურება, რომელმაც შეიძლება მისი


პროფესიაც და მისწრაფებებიც განსაზღვროს. ძირითადად ვლინდება პიროვნების ემოციებში და აღწერს
მის დინამიკურ მხარეს. არჩევენ 4 ტიპის ტემპერამენტს: სანგვინიკი, ქოლერიკი, ფლეგმატიკი,
მელანქოლიკური.

სანგვინიკი-დადებითი ადამიანი, მაგრამ ადვილად აგზნებადი და შეგუებადი

ქოლერიკი-აფექტური და ძირითადად ურყოფითი ემოციებისკენ აქვს მიდრეკილება

ფლეგმატიკი-დადებითი, ნელი და სერიოზული

მელანქოლიკი-მგრძნობიარეა და ძირითადად შფოთვისკენ და დაძაბულისკენ არის მიდრეკილი.

ამ 4-ვე ტიპის ზუსტი მაგალითები არ გვხვდება.

ინტერესი,ღირებულება,ნიჭი

ინტერესი- შეიძლება მივიჩნიოთ ემოციის სახედ, რადგან ის გვიჩვენებს დადებითი ემოციით დაფარულ
ცნობიერების მიმართულებას. მას აქვს შერჩევითი ხასიათი ანუ ადამიანი თავის ინტერესის სფეროს ირჩევს
თვითონ. ინტერესს კავშირი აქვს შემეცნებასთან, რადგან ამ ჩვენს ინტერესზე გვაინტერესებს რაღაცეები,
გვინდა რომ მეტი ცოდნა მივიღოთ მის შესახებ. ასევე მას ინტელექტუალური ხასიათიც აქვს, რადგან
მთელს ყურადღებას და ინტელექტს ამ ინტერესისკენ აღძრავს და ასევე იწვევს ამ ინტერესის მიმართ
მთელი კონცენტრაციის მიმართვასაც და ასევე ღირებულებაზეც შეიძლება იყოს მიმართული

შპრანგერმა გამოყო ინტერესის 6 ტიპი:

1.თეორიული-ინტელექტუალი ადამიანი ძირითადად დაინტერესებულია ჭეშმარიტების გარკვევით.


2-ესთეტიკური-ის დაინტერესებულია ხელოვნებით. მისი მთავარი ღირებულება-მშვენიერებაა.

3-ეკონომიკური-მისი მთავარი ღირებულება-ეკონომიკაა

4-პოლიტიკური-ორიენტირებულია ბატონობაზე და ძალაუფლებაზე.

5-სოციალური-ის თავს სხვის სამსახურში მიიჩნევს და ახასიათებს სოლიდარობა.

6-რელიგიური-მისი მთავარი ღირებულება არის ღმერთი

ოლპორტ-ვერნონის ტესტი-ღირებულებათა შესწავლისთვის არის. ჩატარდა სტუდენტებზე და


სტუდენტები, რომლებიც ბიზნესზე სწავლობდნენ ეკონომიკურ ღირებულებებში აიღეს მაღალი ქულა,
ასევე თეოლოგიაზე ვინც სწავლობდა რელიგიურში და ა.შ

უნარი,ნიჭი-როდესაც ადამიანი რაღაც ქმედებას კარგად ასრულებს და აქვს მისი დასწავლის უნარი. ანუ
როდესაც ადამიანს აქვს რაიმე სპეციალობის მაგ;სიმღერის, ცეკვის ადვილად და წარმატებით
განხორციელების უნარი. ის ხარისხობრივად განსხვავდება - მაგ; ზოგ ადამიანს უფრო მეტი აქვს,ზოგს
ნაკლები. თუ ადამიანს რაღაც პატარა ჩანასახი არ გააჩნია, ის იმ კონკრეტულ ნიჭს ვერ შეიძენს, თუ
არსებული პატარა ჩანასახის რეალიზება არ მოხდება შეიძლება ადამიანმა საერთოდ ვრ გაიგოს რომ
რაღაცის ნიჭი აქვს.

4.პიროვნება და ჯანმრთელობა

ჯანმრთელობა არის როგორც რაიმე ავადმყოფობის არარსებობა, ასევე სხვადასხვა ფსიქოლოგიური


აშლილობების არ ქონაც ანუ კავშირი აქვს ფიზიოლოგიურ, ფსიქიკური, სოციალურ და პიროვნულ რაღაც
ფაქტორებს. ეს არის ბიოფსიქოსოციალური მოდელი, რომელიც ძველ დროშიც არსებობდა. მაგ; ჩინელები
მიიჩნევდნენ რომ ავადმყოფაში მნიშვნელოვანი როლი ემოციურ ჯანმრთელობასაც ჰქონდა.

პიროვნებასა და ავადმყოფობას შორის არსებობს 2 მიდგომა:

I - ფსიქოსომატური დაავადებისკენ არიან მიდრეკილები(ნეიროდერმიტი, კუჭის წყლული). ამის


გამომწვევი არის სტრესი,სინდისის ქენჯნა

II - ეს პიროვნული ფაქტორები(ნევროტიზმი,თვითშეფასება) ან აძლიერებენ ან ასუსტებენ იმ დაავადებებს


გამომწვევ მიზეზებს.

ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიდრეკილები არიან გულის დაავადებებისადმი და კიბოსადმი:

1-კიბოსადმი მიდრეკილი ადამიანი განიცდის უმწეობას და სჭირდება მისთვის ღირებული ადამიანის


ემოციური სიახლოვე, თუ ის ამის ნაკლებობას იგრძნობს ის სტრესის ქვეშ აღმოჩდნება და სასოწარკვეთილი
გახდება. ასევე ემოციებს ვერ გამოხატავენ

2-გულის დაავადებებისკენ მიდრეკილი ადამიანისთვის ღირებული ადამიანი მიჩნეულია როგორც


სტრესის წყარო, მაგრამ ამავდროულად ისინი დამოკიდებულნი არიან ამ ადამიანზე.

A ტიპი - აგრესიული, მოუთმენელი (მიდრეკილება იშემიური დაავადებებისადმი)

B ტიპი - წყნარი, თბილი და მეგობრული.


ატრიბუციის ნეგატიური სტილი-თავისი წარუმატებლობის მიზეზად მიიჩნევს თავის თვისებებს (დაბალი
თვითშეფასება,მარტოსულობა)

ატრიბუციის პოზიტიური სტილი-წარუმატებლობა არ აბრკოლებს

რატოამ არიან ოპტიმისტები პესიმისტებზე უფრო ჯანმრთელები?

რთულ სიტუაციაში სხვადასხვაგვარად მოქმედებენ. ოპტიმისტები აქტიურ მეთოდს მიმართავენ ესეთი


სიტუაციიდან გამომსასვლელად და პესიმისტები საკუთარ გრძნობებზე არიან უფრო მეტად
ორიენტირებულები.

5.პიროვნების შესწავლის მეთოდები

გამოიყენება პიროვნების ტესტები:თვითანგარიშის და პროექციული.

1-თვითანგარიში ტესტი- ამ დროს ცდისპირებს აძლევენ კითხვარს, სადაც არის ისეთი კითხვები დასმული,
რომელიც ეხება მათ თვისებებს, ხასიათს და წერილობით უნდა უპასუხონ. და ამ დროს სუბიექტი ამ
პასუხის გაცემის სტილის და სხვადასხვა მსჯელობებიდან ერთ-ერთის ამორჩევით თავის თავზე გვაწვდის
რაღაც ინფოს. ზოგჯერ ითხოვენ რომ შეაფასონ საკუთარი თავი. ისინი უნდა იყვნენ გულწრფელები და ამის
შესამოწმებლად არის სიცრუის სკალა, რომელიც შეიცავს ისეთ კითხვებს, რომ ცდისპირები თუ
გულახდილები არიან ერთნაირი პასუხები უნდა გასცენ ყველა კითხვას დაახლოებით.

ისინი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რამდენ მახასიათებელს ზომავენ, არსებობს ერთგანზომილებიანი


ასევე მრავალგანზომილებიანი . ყველაზე დიდი არის მინესოტას მრავალფაქტორიანი პიროვნების ტესტი
(567)

2-პროექციული ტესტი-ამ დროს ცდისპირებს სურათებს და სხვადასხვა სიტუაციებს სთავაზობენ და


სთხოვენ მის აღწერას ან გამოსავლის პოვნას და ამ მეთოდით ცდისპირების ისეთ მახასიათებლებს იგებენ,
როგორიცაა მოტივი, განწყობა, მისწრაფება და ა.შ მრავალი პასუხი აქვს ამას. როშრახის მელნის ტესტი და
თემატური აპერფეციის ტესტი - 30 სურათი და ცდისპირმა უნდა დაწეროს მოთხრობა მაგაზე. და ამის
მიზანია, რომ გავარკვიოთ ადამიანის არაცნობიერის მისწრაფებები. (ჰენრი მიურეი)

როშრახის ტესტზე 10 მელნის ლაქაა აქედან 5 შავ-თეთრი და 5 ფერადი. ცდისპირმა უნდა აღწეროს ეს
ლაქები, რას აგონებს და ა.შ და ქცევას აქცევენ ყურადღებას აქ (დრო პასუხზე)

ინტერპრეტაციისას მხედველობაში მიიღება შემდეგი ფაქტორები -1 -ლაქების ლოკალიზაცია 2-პასუხის


განმსაზღვრელი ფაქტორები 3-შინაარსი და რამდენად ორიგინალურია პასუხები.
X თავი - ემოციები

ემოცია არის შინაგანი მდგომარეობა და ჩვენს დამოკიდებულებას, მიკერძოებას და ინტერესს გამოხატავს


სხვადასხვა მოვლენების(შიდა და გარე) მიმართ. სუბიექტურია. მართალია ემოციებს რაღაც ობიექტი
იწვევს, მაგრამ ეს ემოციები უფრო ამ ობიექტისადმი ჩვენს გრძნობებს გადმოსცემენ, ვიდრე თვითონ
ობიექტს. მაგ: ადამიანს სარკეში თავისი თავი მოეწონება თუ არა ეს სარკეზე დამოკიდებული არ არის, ის ამ
სარკეში ასახულ გამოსახულებას აძლევს შეფასებას.

გრძნობები ხშირად შეგრძნების ორგანოსთან არის გაიგივებული, და არის შემთხვევები, როცა მათი
განცალკევება არის შეუძლებელი. მაგ;რაიმე მელოდიით გამოწვეული სიამოვნებას ან უსიამოვნებას
გავარჩევთ თავად ამ მელოდიისგან, მაგრამ მოფერების, საჭმლის მომნელებელი ან სქესობრივი სისტემების
ანუ ფიზიკური თვითგრძნობის დროს შეგრძნებები და გრძნობები ერთმანეთს ერწყმიან. ეს არის
„შეგრძნებათა ემოციური ტონი“ - ის თან ახლავს შეგრძნებებს, როგორც სასიამოვნო ან უსიამოვნო განცდა
და ასევე გვაჩვენებს როგორი ზემოქმედება აქვს ჩვენს ორგანიზმზე ამ შეგრძნებას. ეს იმისთვის არის
საჭირო, რომ ჩვენ არჩევანი გავაკეთოთ გამღიზიანებელსა და ობიექტზე. თუმცა შეიძლება რომ ისინი
ერთმანეთის შესატყვისი არ იყოს, რადგან ზოგიერთ ცუდი და მავნე ნივთიერების გემო სიამოვნების
გამომწვევი იყოს და პირიქით კარგი რაღაცის, მაგალითად ხილის ან წამლის გემო ცუდი და უარყოფითი
გრძნობების გამომწვევი.

ემოცია არის ჩართული ქცევის რეგულაციის პროცესში, სიგნალის როლს ასრულებს და სულიერ ინდივიდს
ატყობინებს თუ როგორ მიმდინარეობს ქცევა. ემოცია მონაწილეობს ქცევის აღძვრაში ანუ მის საწყის
ეტაპზე და ქცევის მიმდინარეობისას ისინი გვაწვდის ინფორმაციას თუ როგორ მიმდინარეობს -
წარმატებულად თუ არა სხვადასხვა განცდების საშუალებით (მაგ;კმაყოფილება,უსიამოვნო განცდა,შიში და
ა.შ). დიმიტრი უზნაძე ამბობდა,რომ გრძნობა გვევლინება 2 პლანში: 1-სტიმული, რომელიც ქცევის გამშვების
როლს ასრულებს(ქცევის წინ) 2- თან ახლავს ქცევას,რათა გვაჩვენოს თუ როგორ მიმდინარეობს ის
(ხელსაყრელია ინდივიდისთვის,თუ არა).

უარყოფითი ემოციები დადებითზე ბევრად მეტია - მაგ; ჯანმრთელობა ერთია და ავადმყოფობა უფრო მეტი.
ეს მიუთითებს ემოციების შეგუებით ბუნებაზე.

ემოცია თავის ფუნქციას იმიტომ ასრულებს რომ სხეულევბრივ პროცესებთან უშუალო კავშირშია.
თანამედროვე ფსიქოლოგია ამბობს, რომ ემოცია და სხეული ერთ მთლიანობას ქმნიან.

1950წლებში ესპანელმა ნეიროფსიქოლოგმა ხოსე დელგადომ თავის ტვინში მიაგნო „დამშვიდების ცენტრს“.
ცხოველებში ელექტროდებს ჩადებდა ხოლმე და ღილაკზე თითის დაჭერით, ეს ელექტროდები
დამშვიდების ცენტრზე მოქმედებდნენ და ისინი მშვიდდებოდნენ. ამას იყენებდა კორიდაზე( მისკენ
მორბენალ ხარს აჩერებდა).

კანადელმა მეცნიერმა ჯორჯ ოლდსმა ვირთაგვაში აღმოაჩინა „სიამოვნების ზონა“. ამ შემთხვევაში


ცხოველებს თავად შეეძლოთ ბერკეტზე თითის დაჭერა და ამით სხვადასხვა ფიზიოლიოგიურ მოთხოვნებს
იკმაყოფილებდნენ (ჭამა,ძილი). ისინი მუდმივად აღიზიანებდნენ ამ ზონას და ბოლოს გამოფიტვისგან
დაიღუპნენ. ადამიანშიც აღმოაჩინეს ეს ზონა და როგორც გაირკვა აქ მდებარეობს სხვადასხვა
მოთხოვნილების(მაგ;სექსუალური სიამოვნების,ჭამის) ცენტრებიც. ეს ადასტურებს იმას,რომ გრძნობები
მართავს მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
ემოციამ შეიძლება ქცევის დეზორგანიზაციაც გამოიწვიოს. მაგ;აფექტურ მდგომარეობაში ემოცია ხდება
არაადეკვატური, ხშირად მიზანშეწონილი ქცევა ირღვევა და პრიმიტიული ფსიქოფიზიოლოგიური
რეაქციის სახეს ღებულობს.. მაგ;როცა რამის გვეშინია და გაქცევას ვცდილობთ-ვშეშდებით და კამათისას
აგრესიას ვავლენთ, ვიბნევით ავარიულ სიტუაციაში და ა.შ

XX საუკუნეში მიაჩნდათ, რომ ქცევას მადეზორგანიზებელი ფუნქცია ჰქონდა, რაც გულისხმობს იმას რომ ის
ქცევის მიზანშეწონილობას არღვევდა, რაც არაა მართალი, რადგან ეს მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში
ვლინდება, როცა უარყოფითი ემოცია ძალიან ძლიერია. მაგ;სტუდენტი გამოცდის წინ ძალიან
ნერვიულობს, დაძაბულია, ოფლიანობა ახასიათებს, ასევე შეიძლება კუჭ-ნაწლავის მოქმედებაშიც იყოს
დარღვევა. ეს ნერვიულობა და დაძაბულობა ძალიან ძლიერი თუ არაა გამოცდას კარგად ჩააბარებს, მაგრამ
თუ ძლიერია მაშინ დაავიწყდება ნასწავლი მასალა, აიბნევა-დაიბნევა, ტირილს დაიწყებს და გული წაუვა.

ცხოველების ემოციური რეაქციები უფრო სტერეოტიპულია და განხვავდება თითოეული სახეობისთვის. აქ


გვხვდბა გართულებული სიტუაციის „ავარიული“ დაძლევის ევოლუციურად განმტკიცებული ხერხები,
მაგრამ მსგავსი აფექტური რეაქციები მხოლოდ ტიპურ ბიოლოიურ პირობებშია ეფექტური.(ფრინველი
ეხეთქება ოთახის კედლებს)

ცხოველების მაგალითიდან, აფექტური რეაქციები მხოლოდ კონკრეტულ ბიოლოგიურ პირობებში არის


ეფექტური, მაგრამ ადამიანის შემთხვევაში ის სოციალურ სიტუაციაზეც არის დამოკიდებული.
მაგ;ზოგიერთ კულტურაში ზოგი აფ.რეაქცია ნორმად არ ითვლება. აფექტური მდგომარეობა სასარგებლოც
შეიძლება იყოს. მაგ;დაძაბულ სიტუაციაში,როცა გადარჩენა ჩვენს ძალებზეა დამოკიდებული, ასევე
გამოცდისას, სადაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ვითარების ინტერპრეტაციას, ამ დროს მთავარია ის თუ რა
მოტივაცია აქვს სტუდენტს, თუ ამ შემთხვევაში მასში თავდაცვის მოტივაცია ჭარბობს, მაშინ გამოცდის
წესების დამრღვევი ემოციური რეაქციები ადაპტირდებიან.

სოციალური კონტექსტი მადეზორგანიზებელ ემოციურ რეაქციებს სხა მნიშვნელობასაც ანიჭებს,


მადეზორგანიზებელი ფუნქცია შეიძლება თავისდასასარგებლოდაც გამოიყენოს სოციალური ზეგავნელის
მოსახდენად,მაგ: თავისი ისტერიკით თავი შეაცოდოს გამომცდელს. ასევე არიან პატარა ბავშვებიც(მიყიდე
მიყიდეო).

პიერ ჟანემ მაგალითად მოიყვანა ქალის ისტორია. როდესაც ქალი ექიმთან მივიდა, თავის დაავადებაზე რო
უყვებოდა ტირილი დაიწყო და გული წაუვიდა და ამით იმაზე მარტივად მოახდინა ექიმზე ზეგავლენა,
ვიდრე ინტიმურ ცხოვრებაზე ლაპარაკით მოახდენდა.

ამით პრიმიტიული ემოციური გამოვლინებები სოციალიზებული და გარკვეულად ადაპტური ხდება.

თუ გვინდა რომ რაღაც კარგად და წარმატებით შევასრულოთ, მაშინ ემოციის აგზნება უნდა გვქონდეს
ნორმალურად. მაგ: თუ რამე არ გვანტაინტერესებს-მას ნაკლები წარმატებით ვახორციელებთ,
დაინტერესების ზრდასთან ერთად წარმატებაც იზრდება ,მაგრამ თუ ემოცია ძალიან ძლიერია მაშინ ხელს
გვიშლის.(თუ რაღაცის განხორციელება ზედმეტად გვინდა ვიწყებთ ნერვიულოას). ეს ოპტიმალური დონე
ამოცანის სირთულეზე არის დამოკიდებული: მაღალი აგზნებისას-რთულ ამოცანების კარგად შესრულების
ალბათობა იკლებს და მარტივების იზრდება. იერქს-დოდსონის კანონი-რთული ამოცანის შესრულებისას ამ
ოპტიმალურ დონეს უფრო დაბალი ნიშნული აქვს ,ხოლო მარტივის დროს-მაღალზეა.(ანუ მარტივზე
აფექტი გავლენას არ ახდენს და რთულზე - კი)

ემოცია და სხეული
რა ხდება როცა ემოციას განვიცდით: ადრენალური გლანდის მედულა აგზავნის ჰორმონებს-ადრენალინს
და ნორადრენალინს, რომლებიც იწვევენ ავტონომიური ნერვული სისტემის აქტივაციას და აგზნების
მდგომარეობაში გადასვლას. (ფართოვდება გუგა, სუნთქვა ხშირდება, გულის ცემა იმატებს, მადა
ქვეითდება,. უმჯობსდება კონცენტრაცია,მეხსიერება და ყურადღება,რომლებიც ჰორმონთა სიჭარბისას
ქვეითდებიან).

ემოცია არის ძალიან სწრაფი, ის უსწრებს კოგნიტურ პროცესს, რადგან თალამუსი დაკავშირებულია
ნუშისებრ ბირთვთან უფრო მოკლე გზით ვიდრე ჰემისფეროების ნეოკორტექსთან და შესაბამისად
ნუშისებრი ბირთვის რეაგირეის ინიცირება უფრო სწრაფად ხდება. მაგ;გზაზე გადასვლილას მანქანას თუ
დავინახავთ ფიქრს კი არ დავიწყებთ „რამდენად კარგი იქნება გადავალ თუ არა“, არ გადავალთ და უკან
დავიხევთ.

უილიამ ჯეიმსი ამბოდა, რომ ემოციას სხეულებრივი ცვლილებების გარეშე ვერ დაახასიათებ, ისინი
განუყოფელია. მაგ;შიშს კანკალის, გულის ცემის აჩქარების გარეშე ვერ დაახასიათებ, რადგან მისგან სხვა
შემთხვევაში მხოლოდ ცნობიერი შეფასება დარჩება. ასევე ჯეიმსი ამბობდა რომ ემოციები ჩვენი
სხეულებრივი მდგომარეობის გაცნობიერებააო ანუ რო ვტირით მაგიტომ ვართ მოწყენილები.

ჯეიმს-ლანგეს თეორია- რეალური ემოცია განუყოელია სხეულებრივი ცვლილებებისგან

ჯეიმს-ლანგეს მოსაზრებას დაუპირისპირდა უოლტერ კენონი. ის ამბობდა,რომ ნერვულ-ჯირკვლოვანი


რეაგირება არის ძალიან ნელი ემოციით აღძრულ რეაქციასთან შედარებით, ასევე მნიშვნელოვანია,რომ
რეაქციებს დიფუზურობა ახასიათებს, რითაც იგი თავის მრავალფეროვნებას გვაჩვენებს. მაგ;შიში და ბრაზი
ერთნაირ სხეულებრივ ცვლილებებს იწვევს, მაგრამ ვარჩევთ ერთმანეთისგან. ექსპერიმენტი: ცდისპირებს
უკეთებდნენ ნორადრეკანალინს, რათა გამოეწვია ისეთი სხეულებრივი ცვილელები, რაც ახასიათებს შიშს
ანუ მათში ცდილობდნენ შიშის გამოწვევას, მაგრამ ამის ნაცვლად ისინი „თითქოს შეშინებულები იყვნენ“,
მაგრამ თვითონ შიშს არ განიცდიდნენ. და დასკვნა აქედან ის იყო, რომ ამ ნორადრენალინით გამოწვეული
რეაქციებს არ შეუძლია რომ ემოციური განცდა გამოიწვიოს.

ავტონომიური ნერვული სისტემის რეაქციები არც ისეთი ფართო და დიფუზურია როგორიც კენონს
მიაჩნდა.(შიშისას ტემპერატურა იზრდება, ბრაზისას ეცემა)

კენონ-ბარდის თეორია- სტიმული იწვევს 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელ რეაქციას, სხეულებრივ


აგზენას და ემოციურ განცდას. სხეულებრივი რეაქციები ემოციას წინ არ უსწრებენ და სხეულებრივი
აგზნება და ემოციური განცდა არის ერთმანეთისგან დამოუკიდებელი .

თანამედროვე გამოკვლევებით შემუშავდა „ემოციის კოგნიტური შეფასების თეორია“(ორფაქტორიანი),რის


მიხედვითაც ემოციას განსაზღვრავს,როგორც ფიზიოლოგიური პროცესი, ასევე ცნობიერი ინტერპრეტაცია.
სტიმული მოდის და იწვევს აგზნებას, მაგრამ ზოგადნა აგზნებამ კონკრეტული ემოციის ფორმა რომ
მიიღოს სიტუაციის გააზრება არის საჭირო.(თუ ვინმემ გვაწყენინა-ბრაზი და ა.შ)

სტენლი შენხეტისა და ჯერომ სინგერის ექსპერიმენტი: 2 ჯგუფი იყო. 1 ჯგუფმა იცოდა რომ რაღაც
ამაგზნებელ ნივთიერებას აძლევდნენ, მეორემ არ იცოდა და ვიტამინი ეგონა. ეს ცდისპირები იყვნენ უცხო
ადამიანთან, რომელიც სხვადასხვა სიტუაციაში აყენებდა მათ. ხან ეთამაშებოდა , ხან გამომწვევად
იქცეოდა. მეორე ჯგუფში ვინც იყვნენ, ისინი აყვნენ ამ მოქმედებებს და პირველ ჯგუფში ვინც იყვნენ, ისინი
არ აყვნენ, რადგან ამ აგზნებას წამლის ეფექტს აბრალებდნენ. დასკვნა- ერთი და იგივე აგზნება სიტუაციის
შესაბამისად სხვადასხვა ემოციად აღიქმება.
კრიტიკა: ზეიონცის და სხვების კვლევებმა აჩვენა,რომ ზოგიერთი ემოციის წარმოსაქმენლად მოფიქრება
არაა საჭირო. მაგ;ბნელ ტყეში გატკაცუნებაზე რომ შევკრებით, შემდეგ შეფასდება ნეიროკორტექსის მიერი
რამ გამოიწვია ეს ტკაცუნი . ეს იმით არის გამოწვეული რომ ნერვულ სისტემაში არსებობს გზები რომლებიც
ნეიროკორტექსს გვერდს უვლიან და უშუალოდჰიპოთალამუსს ან ლიმბურ სისტემას
უკავშირდებიან,ყველაზე ხშირად ამიგდალას.

ამიგდალა-ემოციების მართვის ცენტრი. სტიმულებზე ემოციური რეაგირება

მარტივი ემოციები-მოწონება, არ მოწონება,ან შიშები არ საჭიროებენ გააზრებას და შეფასებას. მაგ;გველის


ისე გვეშინოდეს, რომ არ ვიცოდეთ რომ არაფერს დაგვიშავებს

რთული ემოციები-ბედნიერება,სიყვარული,დეპრესია და ა.შ გონებით არის ნაკარნახები. მაგ;დაბალ ნიშანს


თუ მივიღებთ ჩვენი ემოცია დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რას დავაბრალებთ ამ დაბალ ნიშანს
(სიზარმაცეს თუ უსამართლობას)

გამომხატველობა(ექსპრესია)

ექსპრესია-ემოციების აშკარა სხეულებრივი გამოხატულება. როცა გვიხარია ვიღიმით და ა.შ.

ურთიერთობას ვერბალურთან ერთად ემოიური გამომხატველობითაც ვამყარებთ,რაც სხვებისთვისაც


გასაგებია.

დარვინი ამბობდა, რომ ეს სხეულებრივი ცვლილებების გამოხატულება არის ოდესღაც სასარგებლო


ინსტიქტების გადმონაშთი. მაგ;გაბრაზებული ადამიანი მუშტებს იკრავს და კბილებს უჭერს, რაც ღრენის
გადმონაშთია. ამ გადმონაშთებმა შეიძინეს ახალი ფუნქცია-სასიგნალო და სოციალური და სხვა მხრივ
გახდნენ სასარგებლოები.

ექსპრესიის საშუალებით მეორე ადამიანისთვის გასაგები ხდება პიროვნების ემოციური მდგომარეობა,


მაგრამ განსხვავებული კულტურის ადამიანებს შეიძლება ეს გაუჭირდეთ. მაგ;მუშტისას ცერა თითი როცაა
აწეული ევროპაში მოწონებას ნიშნავს, ხოლო ბრაზილიაში თავხედობაა. ასევე ევროპელებისთვის
უცნაურად ჩანს, ჩინელების ჟესტები, როდესაც შეწუხების დროს ტაშს უკრავენ და გაბრაზებისას იცინიან.

ინდივიდუალურადაც განსხვავდებიან ადამიანები ემოციის ამოცნობის მიხედვით.(ინტროვერტებს და


ქალებს უკეთ შეუძლიათ)

ცხოველებსაც აქვთ ექსპრესია - მაგ;კუდის ქიცინი.

ძირითადი ემოციები-ბრაზი,ბედნიერება,სიხარული,შიში,ზიზღი,დარდი და ა.შ უნივერსალური ემოციებია,.


ექსპერიმენტი ჩაატარეს სურათები გადაუღეს ხალხს და აჩვენეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და
ყველგან ამოიცნეს.(საბაზისო)

ამოცნობის სიზუსტე მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: გამოხატვის ინტენსივობაზე და კულტურულად


რრა ტიპის ემოციის გამოხატვაა უფრო მისაღები.

ზოგი ემოციისთვის მეცნიერებმა შეძლეს გარკვევა,თუ როდის გამოხატავს ადამიანი რეალურ


ემციას,როდის-ხელოვნურს.(ნამდვილი ღიმილი 2 წამს გრძელდება, დალშე ყალბია),
გამომხატველობის 3 ფენა: ინსტიქტური(ღრმა და მყარი), კულტურული და ინდივიდუალური(ცვალებადი).

გამომხატველობის ამოსაცნობად გარემოცვასაც აქვს დიდი მნიშვნელობა: მაგ; თუ არის საშიში სიტუაცია
ბრაზი შიშად აღიქმება, ან ბედნიერი ადამიანების გარემოცვაში ნეიტრალური სახე ბედნიერებად აღიქმება
და ა.შ პოზებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს: მაგ;ადამიანი თუ წრიალებს ანუ ის შფოთავს ან რამის ეშინია.

2.ემოციის თვისებები

ემოციის სუბიექტურობა

ემოცია აღიქმება და განიცდება, როგორც თვითონ პიროვნებაში მყოფი და ჩანერგილი, რაც აღქმის
საპირისპიროა, რადგან აღქმა პირიქით-პიროვნების გარეთ აღიქმება და არ განიცდება. ემოციის ფუნქციაც
სუბიექტურია, რადგან თვითონ ამ ადამიანის(სუბიექტის) შინაგან მდგომარეობას გამოხატავს.

ემოციის შინაარსიც სუბიექტურია, რადგან ესეც დამოკიდებულია ჩვენს აღქმასა და მდგომარეობაზე. ანუ
ერთი და იგივე პირობებში ჩვენი ემოცია შეიძლება სუბიექტურად შეიცვალოს. ინტერინდივიდუალური
განსხვავება (გემოვნებაზე არ დაობენ). ინტრაინდივიდუალური ცვალებადობა -ჯერ ერთი რაღაც რომ
მოგწონს და მეორე წუთში რომ აღარ მოგწონს.

ემოციის პოლარობა და ამბივალენტობა

პოლარული მიმართულება გულისხმობს, რომ ერთმანეთის საპირისპირო მოქმედება აქვთ ანუ რაღაც
გრძნობა როგორც დადებითია, ისევე შეიძლება იყოს უარყოფითი(ბედნი-უბედურ)

ამბივალენტობა- როდესაც ეს სიამოვნება-უსიამოვნების გრძნობები ერთმანეთს ერწყმიან და ახალი


გრძნობა ჩამოყალიბდება. მაგ;მძაფრი განცდები, ეჭვიანობა,რაღაც კარგის მოლოდინი,დიდი სიმაღლიდან
დასობა

ემოციის ინტენსივობა და ხანიერება

ინტენსივობა- ერთ მომენტში ემოცია მოჭარბებულად გვაქვს, სხვაში არა. მაგ;ხან ძალიან დიდ ბედნიერებას
განვცდით, ხან ნაკლებად. იცვლება თვისებრივად. მაგ;სუსტი და ძლიერი სიხარული.

ხანიერება-ეს არის დროში განფენილობა. დამოკიდებულია ტემპერამენტზე. მაგ;ზოგიერთი ემოცია ძალიან


მალე ქრება(აფექტი), ზოგი დიდი ხნით რჩება და ხანდახან მთელი ცხოვრებაც.

ემოციის ექსტენსივობა და სიღრმე

ექსტენსივობა-ემოციის გავრცელება ინდივიდში. ზოგი ემოცია(გუნება) ადამიანში ძალიან არის


გავრცელებული და გაცდებზე ახდენს გავლენას. რა გუნებაზეც არის ადამიანი რეალობასაც იმ ემოციით
აღიქვამს. და პირიქით, სუსტი გავრცელებადობის ემოცია განცდაზე გავლენას არ ახდენს, მაგ; წამლის
ცუდი გემო, ლამაზ მელოდიას ან ხედს ვერ დაფარავს.

სიღრმე- ემოციები მეტად არის ჩანერგილი და დიდხანს რჩება ადამიანში. ზოგი ემოცია უფრო ღრმად
სწვდება ადამიანს,ზოგი ზედაპირულია და მალე ქრება.
3.გრძნობისა და ემოციის ძირითადი სახეები

ემოცია და გრძნობა

ემოცია-სუბიექტის შინაგანი მდგომარეობა (შიში,მწუხარება,ბედნიერება)

გრძნობა-ეს არის ობიექტზე გადატანილი განცდა. მაგ;საინტერესოა მოთხრობა,სასიამოვნოა


მელოდია.(უფრო ობიექტური ემოციასთან შედარებით,მაგრამ სუბიექტური აღქმასთან შედარებით)

მარტივი გრძნობა-ამას იწვევს საგნის სენსორული თვისება მაგ:საჭმლის საზიზღარი გემო ან ცუდი სუნი

რთული გრძნობა-იწვევს შინაარსული მოვლენა მაგ ;საინტერესო ინფორმაციის მოსმენა,სურათის აღქმა

4 სახის გრძნობა:

1.ესთეტიკური - გულისხმობს სილამაზის განცდას მაგ;ხელოვნებაში,ბუნებაში

2.მორალური - ადამიანებთან ურთიერთობის დროს ჩნდება, როცა ადამიანის კონრეტულ ქცევას მორალს
ვადარებთ მაგ;ზოგი ქცევა ამორალურად ფასდება ან პირიქით,ზნეობრივად,შესაბამისად სირცხვილის ან
სიამაყის გრძნობას გამოიწვევს.

3.ინტელექტუალური - ძირითადად შემეცნებით პროცესებთან არის დაკავშირებული


მაგ;ცნობისმოყვარეობა

4.პრაქსილური - როცა მოქმედებაში ვაღწევთ წარმატებას ან წარუმატებლობას მაშინ აღმოცენდება. ქცევის


მოტივაციას განსაზღრავენ.

ემოციათა სახეები

1.აფექტი-მწვავე ემოცია, რომელიც მალე ქრება და ძლიერ სხეულებრივ ცვლილებებს იწვევს. ამ დროს
ადამიანის ცნობიერება ვიწროვდება. ადამიანი ობიექტურად ვერ აფასებს რეალურ მდგომარეობას. არ
შეუძლია მსჯელობა და ვითარების ნორმალურად შეფასება. იწვევს ადამიანის ქცევის დეზორგანიზაციას,
თუმცა დიდხანს არ გრძელდება და ამიტომ „ფეთქებად ემოციას“ უწოდებენ. მაგ;ძლიერი
შიში,რისხვა,სიხარული. მისი გამოვლენა დამოკიდებული არის ტემპერამენტზე, ტიპზე, სიტუაციაზე და ამ
აფექტის ინსტენსივობაზეც. ყველანაირ ემოციაზე ხანმოკლეა.

აფექტი ცნობიერებას ავიწროვებს, ამიტომ ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის დამშვიდებას აზრი არ აქვს.

2 ჯგუფის აფექტი: სთენიკური(სიძლიერის) და ასთენიკური(სისუსტის)

სთენიკური-ამ დროს ხდება სხეულებრივი ცვლილებების გაძლიერება მაგ;გულის


ცემა,სუნთქვა,ძალა,აზრების მიმდინარეობა. რისხვა,სიხარული,აღტაცება

ასთენიკური-ამ დროს სხეულებრივი ცვილებების პირიქით, დაქვეითება ხდება. ანუ სუნთქვა


ჩერდება,გულის ცემა იკლებს. მაგ; დარდი,შიში
აფექტის შემასუსტებელი ან გამაძლიერებელი პროცესები დამოკიდებულია პიროვნების ტიპზეც, ზოგი
დარდსაც სთენიკურად განიცდის.

2.ვნება-ეს არის უფრო მტკიცე ემოცია და აღმოცენებისას თავისი მიმართულებით წარმართავს ადამიანის
ძალას - ანუ ის დინამიკური სწრაფვაა. ადამიანის ქცევაზე გავლენით ვნება ემსგავსება აფექტს,მაგრამ უფრო
გრძელვადიანია. ვნება ქრონიკული ემოციური მდგომარეობაა, აფექტი-მომენტალური.

ვნებების სიმტკიცე პიროვნებაზე არის დამოკიდებული. ზოგს ეცვლება მალე, ზოგს მთელი ცხოვრება
მარტო 1 ვნება აქვს. მისი შინაარსიც ადამიანზე არის დამოკიდებული მაგ;ტარიელი სიყვარული ვნებით,
კოლექციონერები კოლექციონერობით,მონადირეები ნადირობით.

3.გუნება- მთელი სუბიექტის ზოგადი,გაუნაწევრებელი ემოიური მდგომარეობაა, რომელიც განცდებს


რაღაც თავისებურ ელფერს აძლევს. ახასიათებს დიდი ექსტენსივობა- ანუ მთელ პიროვნების განცდებზე
ვრცელდება. მაგ;კარგ გუნებაზე თუა ადამიანი ყველაფერს დადებითად აღიქვამს. ახასიათებს სუსტი
ინტენსივობა და ამით აფექტის საწინააღმდეგოა ანუ მწვავე განცდა არაა. ხანმოკლეც არაა - ანუ დიდი
ხანიერება ახასიათებს და ამითაც არ ჰგავს აფექტს.

შფოთვა

შფოთვა- ჩნდება მაშინ როდესაც ადამიანი იმ სიტუაციას სახიფათოდ მიიჩნევს. იწვევს ცხოვრებისეული
ცვლილებები მაგ; პროფესიის შეცვლა, ასევე ის ჩნდება წარმოსახული მარცხის მოლოდინში, პოსტრამვული
მდგომარეობისას.

3 ასპექტი: აქტუალური ემოციური მდგომარეობა, პიროვნების მახასიათებელი, მოტივაციის ფაქტორი.

როგორც აქტუალური ემოციური მდგომარეობა-ამ დროს ადამიანი განიცდის მომავალ წარმოსახულ მარცხს
და ასევე მის ფიზიოლოგიურ გამოვლინებასაც (გულის ცემის მომატება,კანკალი)იზომება სიტუაციური
შფოთვის ტესტით.

როგორც პიროვნული მახასითებელი-ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან მიდრეკილებებით, ხოდა


ზოგი ადამიანისთვის რაღაც სიტუაცია არის საშიში მაგ;გამოცდა,კონკურსი. ზომავენ პიროვნული შფოთვის
ტესტებით(შფოთვიანობის დონე)

როგორც მოტივაციის ფაქტორი-გავლენას ახდენს რამე მოქმედების შესრულების ეფექტურობაზე. მაღალი


შფოთვა - არღვევს მოქმედებას და ზრდის შეცდომების რაოდენობას. ზომიერი შფოთვა-ხელს უწყობს
ადამიანის შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას, ხოლო დაბალი შფოთვა ადამიანს
ინდიფერენტულს ხდის ქცევის მიმართ.

ემოციური სტრესი

სტრესი-ადამიანის ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური პასუხი ექსტრემალურ სიტუაციაზე.

სელიე არჩევდა სტრესის 3 სტადიას:


1.განგაშის სტადია -ფსიქოფიზიკური ძალების მომზადება საფრთხის გასამკლავებლად. თუ გაჭიანურდა
მაშინ.

2.წინააღმდეგობის სტადია -ცდილობს ეს საფრთხე დაძლიოს „ბრძოლის და გაქცევის“ გზით.

3.გამოფიტვის სტადია -თუ ვერ მოხერხდა საფრთხის განეიტრალება ან თავიდან აცილება მაშინ დგება ეს
და ორგანიზმი ხვდება რომ ვერ უმკლავდება ამ საფრთხეს და ძალა ქვეითდება,უკიდურეს შემთხვევაში
შეიძლება კოლაფსი ან სიკვდილი გამოიწვიოს.

სტრესის გამომწვევ ფაქტორს ეწოდება - სტრესორი. შეიძლება იყოს მაგ;ტკივილი,ფიზიკური დატვირთვა,


ოჯახური ვითარებები: ახლობლის ავადმყოფობა(ქართველებისთვის) ან სიკვდილი, ოჯახური
ძალადობა,ცხოვრების მაღალი ტემპი,გამოცდა,კონკურენცია,მიწისძვრა და ა.შ.

სტრესორის სიძლიერე დამოკიდებული არის მრავალ ფაქტორზე. მაგ; მოულოდნელი უარყოფითი


სიტუაცია უფრო ძლიერ სტრესს იწვევს, ვიდრე მოსალოდნელი და ასევე სიტუაციაზე კონტროლის
დაკარგვაც დიდ სტრესს იწვევს.(თუ გვშორდებიან უფრო სტრესულია ვიდრე როცა ჩვენ ვშორდებით
შეყვარებულს)

არსებობს მწვავე და ქრონიკული სტრესი: მწვავე სტრესს აქვს დასაწყისი და დასასრული და ქრონიკული
მუდმივად მიმდინარეობს მაგ;წარუმატებელი ქორწინება.

სტრესის უარყოფითი გავლენა ორგანიზმზე:

როცა წინააღმდეგობას ვუწევთ სტრესს, ამით ჩვენი ორგანიზმი იფიტება და ერღვევა ფუნქციონირება:
კუჭში ხდება ზედმეტი მჟავის გამომუშავება, რაც აზიანებს მას და წყლულს იწვევს, ასევე იწვევს იშემიას და
ჰიპერტონიას. ანადგურებს იმუნურ სისტემას-ამას აკეთებს კორტიზოლი - „სტრესის ჰორმონი“. სტრესის
დროს უფრო მაღალია ინფექციების შეყრის შანსი და ასევე კიბოთი დაავადების ალბათობაც. ჩატარდა
კვლევები, რომლებმაც აჩვენა რომ 1 წელი ვინც სტრესში არიან უფრო მარტივად ემართებათ სიმსივნე.

სკალა-ამის საშუალებით ხდება ობიექტური შეფასება იმის, თუ რა გავლენას ახდენს სტრესი


ჯანმრთელობაზე. სტრესის გამომწვევ ფაქტორებს მინიჭებული აქვთ რაღაც ქულა. ეს ქულა აჩვენებს
სტრესოგენულობის ხარისხს. ყველაზე დაბალი ქულა აქვს კანონის დარღვევას მაგ;ქუჩის უადგილო
ადგილას გადაკვეთა, ხოლო ყველაზე მაღალი ქულა - მეუღლის სიკვდილს (100). ადამიანი აღნიშნავს
დროის რაღაც პერიოდში რომელი სტრესი შეეხო, შემდეგ ხდება ქულების დაჯამება და ეს ქულების ჯამი
გამოხატავენ ამ სტრესის საერთო მაჩვენებელს. 300-ზე მეტი ქულა-დასნეულების მაღალი რისკი. 150-300
ქულა- შემდომი 2 წლის განმავლობაში ჯანმრთელობის გაუარესების რისკი 50%-ს უდრის.

პოსტტრამვული სტრესის სინდრომი-იწვევს ომები, კატასტროფები. სიმპტომებია:უძილობა,ტრამვის


აკვიატება, გადარჩენის გამო დანაშაულის გრძნობა, მძიმე განცდები. შეიძლება ხანმოკლეც იყოს და წლებიც
გაგრძელდეს.

„სტრესის დაძლევა“-ლაზარუსის და ფოლკმანის თეორია. 2 ძირითადი გზა სტრესის დროს:

1.პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულობა


2.ემოციური ქოპინგი ანუ გამოხატავს თავის ემოციებს, სხვა უზიარებს.

ასევე ზოგი სტრესისგან გაქცევას ცდილობს- მიმართავს ალკოჰოლს,ნარკოტიკებს. მაგ;სტუდენტი თუ


ჩაიჭრა გამოცდაში მას შეუძლია, რომ კარგად ისწავლოს ეს საგანი და გადააბაროს ან იჩხუბოს, დათვრეს,
ლექტორს გადააბრალოს ან უნიჭოდ მიიჩნიოს თავი.
ფსიქიკური აშლილობა :

ფსიქიკური აშლილობის დროს ხდება არატიპური , სხვებისთვის ხელისშემშლელი , დეზადაპტური და


საფუძველს მოკლებული ქცევა. ადრე ითვლებოდა , რომ გიჟი იყო ზეშთაგონებული ან მასში ბოროტი
სულები ჩასახლდნენ. მეთვრამეტე საუკუნეში მედიცინამ ფსიქიკური დარღვევები დაავადებებად ცნო.
მეცხრამეტე საუკუნეში გამოიყო სიმპტომები, ანუ ავადმყოფის ჩივილები და მათი თანმხლები
გამოვლინებები –ნიშნები. ეს ყველაფერი ერთიანდება სინდრომში , მათში კი უკვე გამოიყოფა
ნოზოლოგიები.

ბიოსამედიცინო მიდგომის თანახმად, ფსიქიური დაღვევების მიზეზი არის რაიმე დარღვევა ორგანიზმის
ფუნქციონირებაში. ფსიქიკურ მიდგომებს კი არ ახასიათებს ორგანული დარღვევები . ეს ხდება როდესაც
ინტენსიური არაცნობიერი ეჯახება ცნობიერს , ეს ადამიანში შფოთვას და სხვა ფსიქიურ გადახრებს იწვევს.

ბუნებრივია მკურნალობა მიმდინარეობს სიმპტომატიკის გათვალისწინებით ანუ ბიოსამედიცინო


მეთოდის დროს ჩვენ დანით და წამლით ვმკურნალობთ და ფსიქოლოგიურის დროს სიტყვით და
ჰიპნოზით.

უნდა განვასხვაოთ ფსიქოზი და ნევროზი. ფსიქოზის დროს ადამიანი კარგავს კავშირს გარე სამყაროსთან ,
მას არ ააქვს შესაძლებლობა რაიმე ტიპის კონტაქტი შეინარჩუნოს რეალობასთან . აზროვნება ჭირს , ხოლო
აღქმა დამახინჯებულია.ნევროზის დროს კი ადამიანს აქვს კონტატი გარე სამყაროსთან , ის ყველაფერს
აცნობიერებს , ის იტანჯება , თუმცა ინარჩუნებს რაციონალური აზროვნების უნარს.

ფსიქიკურ აშლილობათა და სტატისტიკის ნუსხაში ე. წ. DSM–ში 120 ფსიქიური აშლილობა 17 კატეგორიად


დაყოფილი.

შიზოფრენია –

ფსიქიური დარღვევების ჯგუფის საერთო სახელი , რომელსაც ახასიათებს დამახინჯებული აღქმა ,


ბოდვითი აზროვნება, არაადეკვატური ემოციები და ქცევა. ის აწუხებს 1 პროცენტს მოსახლეობის და აქვს
ქალებსაც და კაცებსაც . მისი უმთავრესი ნიშანი არის აზროვნების დეზინტეგრაცია , ავადმყოფს
დაკარგული აქვს უნარი ააგოს ნორმალლური წინადადება , ის დებულებიდან დებულებაზე ხტება და
ყურადღების კონცენტრაცია მისთვის შეუძლებელია .

შიზოფრენიაში გამოყოფენ :

პარანოიდალურს: ამ დროს პაციენტს მიაჩნია , რომ მას უთვალთვალებენ და როგორც წესი ის თავისი თავის
გარშემო აწყობს რაიმე ფსევდლოგიკურ ჯაჭვს , რომლის დესტრუქტიულობაში მისი დარწმუნება
შეუძლებელია, აგრეთვე შეზოფრენიის ამ ფორმის დროს , შესაძლებელია ჰალუცინაციები.

კატატონური შიზოფრენია –ამ დროს ადამიანს ან ძალიან დიდი ფიზიკური აქტივობა ახასიათებს ან
საერთოდ სტუპორი , მსგავსი დაავადების დროს არ არის გამორიცხული მუტიზმი ( როდესაც ადამიანს
შეუძლია საუბარი და არ საუბრობს) და ნეგატივიზმი ( როდესაც ადამიანს არ უნდა რაიმეს გაკეთება ,
უფრო სწორედ მისთვის არის უბრალოდ ტეტანური შრომის ტოლფასი რამის გაკეთება აიძულოს საკუთარ
თავს)

დეზორგანიზირებული შეზოფრენია – მესამე ფორმა ყველაზე მეტად ჰგავს კლასიკურ სიგიჟეს , ადამიანის
ქცევა ემოციები და საუბარი არავითარ კავშირს არ წარმოადგენს , მისი გაგება რთულია .

არადიფერენცირებბული შიზოფრენია , როდესაც სამივე ფორმა შერეულად არის.


მას გარკვეული შეტევები ახასიათებს და აციენტის ცხოვრების უმეტესი ნაწილი იზოლაციაა, დღეს
საუბრობენ მის სომატურ მიზეზებზე , მაგალითად თუ შენი ტყუპისცალი არის დაავადებული
შიზოფრენიით არის ორმოცდაათი პროცენტი , რომ მსგავსი დაავადება შენც გექნება.

აფექტური აშლილობები

ხდება დარტყმა ადამიანის ფსიქო–ემოციურ ფონზე. ვარჩევთ: ბიპოლარულს ანუ მანიაკურს და


მონოპოლარულს ანუ დიდ დეპრესიას.

ის აღენიშნება მოსახლეობის 1 პროცენტს და ძირითადად განსხვავებული სიხშირით ვლინდება , ზოგჯერ


სეზონური ხასიათიც აქვს.

მანიაკალურ მდგომარეობას ახასიათებს: აგზნებულობა, ჰიპერაქტიულობა,ჭარბსიტყვაობა, ზედმეტი


ოპტიმიზმი. ჰიპომანიის(მსუბუქი ფორმა) გარჩევა ეიფორიისგან საკმაოდ რთულია. რაც უფრო მძიმდება
მანია მატულობს არაადეკვატურობა: პაციენტები ავლენენ უსაზღვრო ენერგიას,არ შეუძლიათ
კონცენტრირება,ქვეითდება ინტელექტუალური პროდუქტიულობა, ავადმყოფები ვერ ერკვევიან იმაში თუ
რა არის სოციალურად მიუღებელი და ხდებიან სახიაფათოები. ახასიათებთ განდიდების ბოდვა, მაგრამ
შიზოფრენიისგან განსხვავენით არ აქვს უცნაური და ახირებული ფორმა

დეპრესია მანიის საწინააღმდეგოა. ხასითდება უარყოფითი ემოციური გონით, ქცევითი პასიურობით,


ადამიანს დაკარგული აქვს ცხოვრების ხალისი, დათრგუნული და უიმედოა, აწუხებს სევდა და
სასოწარკვეთილება, უმოტივაციოა, უჭირს საკუთარი თავისთვის რაიმის დაძალება.

მძიმე დეპრესიის დროს ასევე ხდება კოგნიტური სფეროს დაქვეითება: აზროვნება შენელებულია,
კონცენტრაცია გართულებული. მათ ასევე აწუხებთ თვითმკვლელობაზე ფიქრები.

დეპრესიულ ადამიანს ასევე ახასიათებს უსუსურობის შეგრძნება, პერსპექტივის უქონლობის განცდა,


დაბალი თვითშეფასება, შეცვლილი აქვს დროის აღქმა (დრო ძალიან იწელება, განსაკუთრებით დილის
საათები).

არსებობს დეპრესიის მსუბუქი ფორმაც,რომელსაც პერიოდულად ყველა განიცდის. გამოყოფენ ნევროზულ


დეპრესიას, რომელიც ნაკლებ მძიმეა და მისი ძირითადი გამომწვევი ფაქტორი დაღლა და სტრესია.

შფოთვითი აშლილობები

რამდენიმე ფორმა აქვს, საერთო სიმპტომია: ირაციონალური შფოთვა და შიში,რომელსაც ადამიანი


ჩვეულებრივი გზებით ვერ აღწევს თავს. ამ აშლილობის მქონე ადამიანს კავშირი რეალობასთან
დაკარგული არ აქვს და გამომდინარე იქედან რომ არ ანგრევს პიროვნებას მას ფსიქოტურად არ მიიჩნევენ.(
ადრე ნევროზს მიაკუთვნებდენ)

შფოთვა შეიძლება იყოს: კონკრეტული (ფობია) & ფართოდ გავრცელებული (გენერალიზებული შფოთვითი
აშლილობა)

ფობია- კონკრეტული ობიექტების,ქცევების და ვითარებების უსაფუძვლო შიში. ის ძირითადად


გარდატეხის ასაკში ყალიბდება. ამ დროს ადამიანი იაზრებს რომ შიში უსაფუძვლოა,მაგრამ ვერ ერევა
საკუთარ თავს (აგორაფობია-ღია სივრცის, კლაუსტროფობია- დახშული სივრცის, აკროფობია- სიმაღლის,
ზოოფობია- ცხოველების). არსებობს სოციალური ფობიაც, როცა ადამიანს ეშინია სხვის თვალში
დამცირების და ამიტომ თავს არიდებს სოციალურ სიტუაციებს.
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა- ყოვლისმომცველი და უსასრულოა,ყველაზე მეტადაა
გავრცელებული შფოთვითი აშლილობებიდან. პირები მუდამ დაძაბულნი არიან, აქვთ ცუდის
მოლოდინი,ახასიათებთ ჭირვეულობა, ზემგრძნობიარეობა,უძილობა,კონცენტრაციის გართულება.
ფიზიოლოგიური გამოვლინებები: ძლიერი გულისცემა, ოფლიანობა, კუჭის აშლილობა

შფოთვითი აშლილობის პანიკური ფორმა- ახასიათებს პანიკური შეტევები, რომელიც უცაბედია,გრძელდება


რამდენიმე წუთი. მისი სიმპტომებია: გახშირებული სუნთქვა,თავბრუსხვევა,კანკალი,ტაქიკარდია,გულყრა.
ეს არის შიში იმისა რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს. პაციენტებს უვითარდებათ თვითონ შეტევების შიში,
რის გამოც ერიდებიან საზოგადო ადგილებს და სახიფათო ვითარებებს. ვლინდება აგორაფობიაშიც

აბსცესური და კომპულსური აშლილობა - ადამიანს აწუხებს აკვიატებული აზრები(აბსცესია) ან რაიმე


მოქმედების დაუძლეველი სურვილი(კომპულსია),მათ რაციონალური გამართლება არ აქვთ. აკვიატებული
აზრები ხშირად ეხება ჰიგიენას, სიმეტრიას, რელიგიას, სექსს. აბსცესური აზრები იწვევენ ძლიერ
შფოთვას,კომპულსური ნაწილი კი ცდილობს დაძლიოს ეს შფოთვა. მაგ: გაჭუჭყიანების იდეით შბყრობილი
ადამიანი ზედმეტად ხშირად იბანს ხელს. ეს აშლილობა ბავშვობაშივე იჩენს თავს და მოსახლეობის 2-3%ში
გვხვდება. თუ არ ხდება მკურნალობა, მძიმდება და შეიძლება დაემატოს დეპრესიაც,რომელთაცა ისედაც
აქვს საერთო ნიშნები მაგ: სეროტონინის დეფიციტი.

შფოთვით აშლილობებს აქვთ როგორც გენეტიკური ფაქტორი, ასევე ფსიქოლოგიური. ფროიდის აზრით
შფოთვა აღმოცენდება მაშინ,როდესაც არაცნობიერი ლტოლვები აწყდებიან წინააღმდეგობას პიროვნების
სხვა სტრუქტურებში. შფოთვა შეიძლება აღმოცენდეს დასწავლის შედეგად, შეძენილი შიში მისი
გამომწვევი ვითარების დავიწყების შემდეგაც რჩება,მეტიც შეიძლება განიცადოს გენერალიზაცია. მაგ:
ადამიანს რომელსაც ადრე ძაღლმა უკბინა, ეშინოდეს არამარტო ძაღლების ,არამედ ზოგადად ცხოველების.

დისოციაციური აშლილობები

ახასიათებს სუბიექტის მთლიანობის დარღვევა- სინდრომების ჯგუფი, მაგ: ფსიქიკური ფუნქციების, მეს
რელობის ან მოტორული ქცევის ინტეგრირებულობისა და ერთიანობის უეცარი დარღვევა.აქვს სხვადასხვა
სახეები, მაგ:

ფსიქოგენური ამნეზია- ადამიანს მიზეზის გარეშე ეკარგება უნარი გაიხსენოს ფაქტები საკუთარ თავზე.
შეუძლია ახალი ინფორმაციის გახსენება, მაგრამ ვერ იხსენებს წარსულ ფაქტებს( სავარაუდოდ ტრამვას
უკავშირდება)

ფსიქოგენური გაქცევა ან დისოციაციური ფუგა- ამ დროს ადამიანი გარბის სახლიდნ შორს, რომ გახდეს სხვა
პიროვნება.გარკვეული დროის შემდგემ აცნობიერებს საკუთარ მეს და იმას რომ სხვაგანაა, მაგრამ არ ახსოვს
როგორ და როდის მოხვდა ამ სიტუაციაში.

პიროვნების იდენტურობის დარღვევა, მრავალი პიროვნება- დისოციაცია იმდენად ძლიერია,რომ ადამიანში


აღმოცენდება სხვადასხვა პიროვნებები, რომლებიც დომინირების ფაზაში მის ქცევას და განწყობას
განსაზღვრავენ. ამ დროს ადამიანი მთლიანად აიგივებს საკუთარ თავს სხვა პიროვნებასთან ყველა
მახასიათებლით: სახელი, სამყაროსა და საკუთარი თავის ინდივიდუალირი აღქმა,შეხედულებები

დეპერსონალიზაცია- საკუთარი თავის აღქმის დარღვევა იმ დონემდე, რომ საკუთარი თავის რეალობის
განცდა დროებით ქრება. მისი დიაგნოსტიკური კრიტერიუმებია: 1. საკუთარი ფსიქიკისგან და სხეულისგან
განშორების გრძნობა, განცდა იმისა რომ პროცესებს გარედან აკვირდები. 2. განცდა იმისა,რომ ხარ
ავტომატი, რომელიც შენივე კონტორლის გარეშე მოქმედებს
სომატომორფული აშლილობები
სომატომორფული აშლილობების დროს ფსიქიკურის ნაცვლად, წინა პლანზე ფიზიკური სიმპტომები იწევს.
ავადმყოფს აღენიშნება სხვადასხვა ფიზიკური ჩივილები, მაშინაც კი, როდეს არ არსებობს ავადმყოფობის
არავითარი ორგანული ნიშანი, რომელიც მედიცინაში ცნობილ დაავადებას მიეკუთვნება.

სომატომორფული აშლილობებია:

 კონვერსიული აშლილობები- ფროიდმა მათ კონვერსიული ისტერია უწოდა. ამ აშლილობებმა დაუდო


საფუძველი ფსიქოანალიზურ მიდგომას. ამ დროს პაციენტს მართლაც აქვს მოშლილი ორგანიზმის ესა
თუ ის ფუნქცია, რაც შეიძლება გამოიხატოს კიდურების პარალიზში, ნერვულ ტიკებში, მხედველობის
ან სმენის დაქვეითება/დაკარგვაში. ავადმყოფი ამ ჩივილებს არ იგონებს, უბრალოდ მათ არ გააჩნიათ
რაიმე ორგანული საფუძველი. ფროიდის აზრით, ეს იყო ცნობიერის მიერ დათრგუნული სურვილებით
გამოწვეული ენერგიის გარდაქმნა სომატურ სიმპტომებად.
 იპოქონდრია- ყველაზე გავრცელებულია. ამ დროს ადამიანი ზედმეტად წუხს საკუთარ
ჯანმრთელობაზე, მუდამ დადის ექიმთან, იტარებს გამოკვლევებს. პაციენტი დარწმუნებულია, რომ მას
კონკრეტული დაავადება სჭირს, როდესაც იგი ორგანულად სრულებით ჯანმრთელია.
 სომატიზირებული აშლილობა- პაციენტი უჩივის ტკივილს ან დისკომფორტს სხეულის სხვადასხვა
ნაწილში, თუმცა მისი ჩივილები არცერთ ცნობილ დაავადებას არ ერგება.

სომატურ აშლილობათა ზოგადი ახსნა- ყოველგვარი ასეთი აშლილობის მიზეზი ფსიქიკის სფეროშია
საძებნელი. ეს შინაგან კონფლიქტებში, მძიმე განცდებშია ჩანერგილი. ზოგი ადამიანი სულიერ ტკივის
უშუალოდ განიცდის (დეპრესია), ზოგსაც ეს ტკივილი სხეულებრივ ჩივილში გადადის.

პიროვნების აშლილობა
პიროვნების აშლილობა ანუ ფსიქოპათია ადამიანის ხასიათი თავისებურების ავადმყოფური/პათოლოგიური
გამწვავებაა. ამ დროს ხდება რომელიმე ნიშანთვისების, რომელიც ნორმის ფარგლებში მრავალ ჯანსაღ
ადამიანს ახასითებს, მეტისმეტად გამძაფრება. ფსიქოპათიის დიაგნოსტიკური კრიტერიუმებია:

ტოტალურობა- პათოლოგიური ხასიათი ვლინდება ყველგან და ყველასთან.

სტაბილობა- როგორც წესი, ბავშვიობიდან/მოზარდობიდან მოსდევს ადამიას პათოლოგიური ხასიათის


ნიშნები.

პიროვნული აშლილობის სახეები:

 პარანოიდული პიროვნება- ზედმეტად ეჭვიანი, სხვებს ბოროტ ზრახვებს მიაწერს;


 შიზოიდური პიროვნება- სურს საზოგადოებისგან იზოლირებულად ცხოვრება;
 ისტერიული პიროვნება- ახასიათებს ქცევის ზღვარგადასული ექსპრესიულობა/თეატრალურობა
ყურადღების ცენტში ყოფნის მიზნით;
 ნარცისული პიროვნება- საკუთარი პერსონის მნიშვნელობას გადამეტებულად აღიქვამს, თავი
საუკეთესო და სხვებზე მაღლამდგომი მიაჩნია;
 დამოკიდებუილი პიროვნება- უკიდურესად მორჩილი, სჭირდება მუდმივი მფარველობა;
 განრიდებული პიროვნება- ძალიან მორცხვი, სოციალური სიტუაციების შიშით შეპყრობილი;
 პასიურ-აგრესიული პიროვნება- არის არაპროდუქტიული, უზომოდ ჯიუტი, ჯიბრიანი და მუდმივად
მოკამათე;
 ანტისოციალური პიროვნება ანუ სოცოპათი- არ გააჩნია უნარი, მოიქცეს სოციალური ნორმების
შესაბამისად, ვერ ამყარებს სოციალურ ურთიერთობებს, ვერ ასრულებს სოციალურ ვალდებუებებს. მას
არ გააჩნია/აწუხებს დანაშაულის განცდა. ხასიათდება ზღვარგადასული თავშეუკავებლობით,
ფიცხი/ფეთქებადი ხასიათით. უფრო გავრცელებულია მამაკაცებში და ციხეში მყოფ ადამიანებში.
სოციოპათია უმეტესად განსაზღრულია გენეტიკურად, ამიტომაც ბევრი კლინიცისტი საკმაოდ
სკეპტიკურად აფასებს ასეთი პაციენტების მკურნალობის პერსპექტივას.

მკურნალობა- დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე და თვალსაზრისზე ფსიქიკურ აშლილობათა


ბუნების შესახებ. თუ ეს თვალსაზრისი ბიოლოგიურ მიდგომას შეესაბამება, მურნალობა მოიცავს
მედიკამენტებს, ნეიროქირურგიას და ელექტროშოკურ თერაპიას. თუ დაავადების ბუება ფსიქოლოგიური
თვალსაზრისით არის გააზრებული, მაშინ აქცენტი ფსიქოთერაპიაზე ეთდება. უმეტესად, ეს მეთოდები
კომპლექსურად გამოიყენება.

2.ფსიქოთერაპია და ფსიქოლოგიური კონსულტაცია


ზოგადი ნაწილი
პრაქტიკოსი ფსიქოლოგები ასპარეზზე მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოჩდნენ. პრაქტიკული
ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებააა კონკრეტული პიროვნების დახმარება მისი
ფსიქოლოგიური პრობლემის გადაჭრაში.

ფსიქოთერაპია- გამოიყენება, როდესაც პიროვნების ფსიქოლოგიური პრობლემები მის სულიერ და


ფიზიკურ ჯანმრთელობას აზიანებს.

ფსიქოლოგიური კონსულტაცია- პიროვნება ფიზიკურად არაფერს უჩივის, მაგრამ ფსიქოლოგიური


პრობლემები ხელს უშლის სრულფასოვან ცხოვრებაში, ცხოვრებისეული ამოცანების გადაჭრაში.

ფსიქიატრია- გამოიყენება ფსიქიკური აშლილობებისას.

ჰიპოკრატეს მიაჩნდა, რომ არსებობს მკურნალობის სამი საშუალება- დანა(ქირურგია),


ბალახი(ფარმაკოლოგია) და სიტყვა(ფსიქოთერაპია).
დანა/ქირურგია- როდესად ავადდება სხეულის ნაწილი, მისმა ფიზიკურმა მოკვეთამ შესაძლოა
ავადმყოფობა შეაჩეროს. ბალახი/ფარმაკოლოგია- ავადმყოფობა ცვლის ბიოქიმიურ პროცესებს და საჭირ
ნივთიერებებმა შეიძლება ეს პროცესები ნორმაში ჩააყენოს.
სიტყვა/ფსიქოთერაპია- ავადმყოფის მკურნალობა ფსიქოლოგიური ზემოქმედებით.ზემოქმედებაში
იგულისხმება მოქმედება და ინფორმირება. ყველაზე ახალგაზრდაა. ორგანიზმის მიზანშეწონილ მართვას
უზრუნველყოფს ინფორმაციის მიმოცვლა ორგანიზმის შიგნით და ორგანიზმის გარემოსთან
ურთიერთობაში. ინფორმაციის ფიზიურ გადატანაზე პასუხისმგებელია ნერვული სისტემა, ხოლო
ინფორმაციის შინაარსზე ფსიქიკა მუშაობს. ნერვული სისტემის საშუალებით ფსიქიკა იღებს ინფორმაციას
და აფასებს, იმახსოვრებს, გადაამუშავებს მას და იწვევს შესაბამისი საპასუხო პროცესების ინიცირებას.
შესაბამისად, ფსიქიკის არასწორი მოქმედების დროს არასწორად მიმდინარებს პროცესები სხეულშიც. თუკი
პიროვნების ხასიათის ან მისი ცხოვრების თავისებურებათა გამო ფსიქიკა სისტემატურად აშლილია,
შეიძლება აღმოცენდეს როგორც ფსიქიკური, ისე სომატური დაავადებები. მაგ: გადამეტებული სტრესი
იწევს ფსიქოსომატურ დაავადებებს(გულ-სისხლძარღვთა, სასუნთი, საჭმლის მომნელებელი სისტემების
დაავადებები). ეს ხარვეზები ჩნდება პიროვნებაში დაფიქსირებული არასწორი ცნობიერი თუ
გაუცობიერებელი სტილის, ჩვევის, შეედულების, ცხოვრების წესის ან მსოფლმხედველობის გამო.
ფსიქიკური სტრუქტურების კორექცია ფსიქოთერაპევტის ფუნქციაა.
ფსიქოთერაპიის მეცნიერებამდელი და მეცნიერული პარადიგმები

პარადიგმა (სტანდარტი, წესი) – პრობლემის გადაჭრის მოდელი რომელიც გაზიარებულია


საზოგადოების მიერ გარკვეულ ეპოქაში. ერთი პარადიგმა აერთიანებს რამდენიმე თეორიას და მეთოდს.

პარადიგმულობას განსაზრვრავს ის თუ რამდენადაა იგი გაზიარებული ამ დარგის წარმომადგენელთა


უმრავლესობის მიერ.

ფსიქოთერაპიული პარადიგმები სულ ხუთიოდეა. ისინი ძირითადად რელიგიის წიაღში წარმოიშვნენ,


რადგან ყველა რელიგიას ძლიერი ფსიქოთერაპიული ეფექტი აქვს.

ყველაზე ადრეული სუგესტიური პარადიგმაა (ჩაგონება), ესაა ზემოქმედება რომელიც ადამიანში აჩენს
სურვილებს, ემოციებს. (ჰიპნოზს ჰგავს). არსებობს ჰეტეროსუგესტია (სხვისგან) და აუტოსუგესტია
(თვითონ). ასევე, სუგესტია სიფხიზლეში (მაგ. პლაცებო ეფექტი), ჰიპნოზურ ტრანსში და პოსტჰიპნოზური
სუგესტია.

სიფხიზლეში ჩატარებულის მაგალითია პლაცებო, როდესაც ავადმყოფს სამედიცინოს მხრის ნეიტრალურ


ნივთიერებას აძლევენ და ეს „კეთილი ტყული“ ხშირად აჯანმრთელებს ადამიანს.

პლაცებომ რომ იმოქმედოს საჭიროა:

 ექიმის დიდი ავტორიტეტი


 წამლის მაღალი ფასი
 პრეპარატის თვალში საცემობა
 მწარმოებელი ფილმის საქვეყნოდ ცნობილობა

ჩაგონება ლოგიკას უნდა ემყარებოდეს (არსებობს წამალი და ადამიანიც იჯერებს რომ გამოჯანმრთელდება)

შამანებიც სუგესტიას იყენებდნენ. მათი რწმენით ყველაფერს სულთა სამყარო განაგებს. სიკვდილის არის
სხეულიდან სულის წასვლა. ძილი და ავადმყოფობა სხეულიდან სულის დროებით წასვლაა ამიტომაც
შამანების მკურნალობის მეთოდი იყო ავამდყოფის სულის მიბრუნება პატრონთან. ამის
განსახორციელებლად კი საჭირო იყო ტრანსში(სულის სხეულისგან განთავისუფლება) გადასვლა.

ტრანსში მყოფი შამანი ჰყვება თავის ხილვებს, ეს პროცედურა 5–6 საათი გრძელდებოდა რამდენიმე ღამის
განმავლობაში, როცა სულის დაბრუნების ეტაპი დგება მონათხრობში ავადმყოფი ჯანმრთელდება ხოლმე.
ასევე შამანის ჯანმრთელობაც უმჯობესდება(ჰიპნოზი მოქმედებს, პაციენტზე პლაცებო)

აუტოჰიპნოზი უფრო განვითარებულ რელიგიებს უკავშირდება (ჩინურ დაოსიზმი, ბუდიზმი, იუნუიზმი).


მათთვის ტრანსში შესვლის უნარი რელიგიურ მიზნად იყო დასახული. რადგან სხეულისგან თავისუფალი
სული სულთა სამყაროს სწვდება და ღვთაებრივ თისებებს იძენს, რაც ყველა მორწმუნის სწრაფვის მიზანია.
ამ პროცესს თან ახლდა ასევე ჯანმრთელობის გაუმჯობესება.(მაგ. იოგია)

ევროპაში ენციკლოპედისტი ფრანც ანტონ მესმერი მაგნიტის სხეულზე გატარებით მკურნალობდა


ნერვოზულ ქალებს. მაგნიტის გატარებით ისინი ტრანსში ვარდებოდნენ და შემდეგ ჯანმრთელდებოდნენ.
შემდეგ მესმერმა იგივე ეფექტი მხოლოდ ხელის გატარებით მიიღო და იფიქრა რო მაგნეტიზმი თავად
გააჩნდა თუმცა ეს ვერ დამტკიცდა და ის შარლატანად გამოაცხადეს.

მოგვიანების ჯეიმს ბრეიდმა მესმერისეულ ტრანსს „ჰიპნოზი“ უწოდა და ძილის ნაირსახეობად


მიიჩნია.(ჰიპნოსუგესტიის პირველი მეცნიერული ახსნა).

პირველად ტერმინი „ფსიქოთერაპია“ ტიუკმა იხმარა წიგნში „სხულზე გონების გავლენის ილუსტრაციები“.
ამის შემდეგ კლინიკაში დამკვიდრდა ჰიპნოზი (შარკო, ბერნჰეინი) – „ჰიპნოზის ოქროს ხანა“. შარკოსა და
ბერნჰეიმის სკოლებს თეორიული დისკუსია ჰქონდათ. შარკოს აზრით, ჰიპნოზი ხელოვნურად გამოწვეული
ისტერიული ნევროზია. ბერნჰეიმის აზრით, ჰიპნოზი სუგესტია. საბოლოოდ დამკვიდრდა ბერნჰეიმის
პოზიცია.

ჰიპნოტიზაციის ტექნიკის არსი:

 თერაპევტი ადამიანს უქმის ძილისთვის ხელსაყრელ პირობებს


 ჩააგონებს ძილის ფორმულებს
 ჩააგონებს რომ სძინავს

თუ ჩაგონება შედეგიანია ადამიანს ძილში ჰიპნოტიზიორის ხმა ჩაჰყვება. ადამიანს მის მიმართ კრიტიკა
მოხსნილი აქვს ამიტომაც მისი ნათქვამი ყველაფერი სჯერა. ჩაგონების გავლენის მძინარე
აქტიურია(ლაპარაკობს, მოქმედებს)

ჰიპნოტიზიორმა რომც არაფერი ჩააგონოს ჰიპნოზურ ძილსაც თერაპიული ეფექტი აქვს.

პაციენტი გაღვიძების შემდეგ ჩაგონებას შეასრულებს ოღონდ არაფერი ემახსოვრება. (პოსტჰიპნოზური


ჩაგონება)

ჰიპნოზის სირთულეები:

 ადამიანთა უმცირესობა ემორჩილება


 პაციენტს თერაპევტზე ძლიერი მიჯაჭვულობა უჩნდება
 ტრანსში თანდაყოლილი პათოლოგიები შეიძლება გააქტიურდეს
 მცირე შეცდომამაც შეიძლება ავნოს პაციენტს

აუტოტრენინგი და ბიოლოგიური უკუკავშირის ტექნიკა ჰიპნოზის ხარვეზებისგან ნაწილობრივ დაცულია.


ის შექმნეს ჯეკობსონმა და შულცმა იოგას გავლენით.

თვით პაციენტი ჩააგონებს ამ დროს საკუთარ თავს მოდუნების ფორმულებს (თვითჩაგონება, სისტემყრი
რელაქსაცია, აუტოტრენინნი), შემდეგ უკვე „ბიოლოგიური უკუკავშირია“ – პაციენტი მოიხმარს
ფიზიოლოგიურ პაარამეტრების გასაზომ ხელსაწყოს და აკონტროლებს საკუთარ მონაცემებს. ეს მეთოდი
სტრესის მართისთის გამოიყენება ბიჰევიორისტულ ფსიქოთერაპიაში, სპორტში, ყოველდღიურ
ცხოვრებაში.

საკუთრივ ჰიპნოზის განვითარებაში წვლილი შეიტანა ერიკსონმა. მან შექმნა ტექნიკა, რომელშიც
სუგესტიის ელემენტები იყო ჩართული და პაციენტი ვერ ხვდება, რომ ჰიპნოტიზაცია ხდება. მოგვიანებით
შეიქმნა „ნეიროლინგვისტური პროგრამირების“ სისიტემა, რომლითაც არაცნობიერი სტრუტურების მართვა
შეგვიძლია. ის გამოიყენება პოლიტიკასა და რეკლამებშიც კი. მაგრამ, სუგესტიურ პარადიგმას აკლია
მეცნიერული თეორიები.

ფსიქონალიზურ პარადიგმასა და ფსიქოტერაპიას საფუძველი ფროიდმა ჩაუყარა. მან პოსტჰიპნოზურ


ჩაგონებას გაუთანაბრა გაუცნობიერებული მისწრაფებები და ჩათვალა, რომ თუ ის ცნოობიერში გადმოვა
ადამიანი განთავისუფლდება მისგან. გაცნობიერებას აღწევდა პაციენტებთან მათ სიზმრებზე, ბავშვობაზე
და აუხსნელ მოვლენეზე საუბრით. ის მიიჩნევდა, რომ ბავშვის სექსუალური მისწრაფებები და აგრესია
თავისივე სქესის მშობლის მიმართ(ოიდიპოსის ან ოლექტრას კომპლექსი) სოციალური ნორმების
გააზრების შემდეგ არსად ქრება და სწორედ ამით იქმნება არაცნობიერი, ანუ ადამიანის „პანდორას ყუთი“.

შემდეგ, ფროიდის მოსწავლეები ამ პანდორას ყუთს თავისებურად ავსებდნენ: იუნგი- არქეტიპებით;


ადლერი-არასრულფასოვნების კომპლექსით; ჰორნი- შპოთვით; ფრონი- კომფორმიზმით. ისინი ფროისდის
ბიოლოგიზმისგან განსხვავებით იხრებოდნენ ჰუმანისტური ფსიქოლოგიისკენ.

1950-იანებში წამოვიდა ახალი პარადიგმა- ბიჰევიორისტული ფსიქოტერაპია. ის ეყრდნობოდა


ბიჰევიორისტების კანონზომიერებებს. მაგალითად ისინი ეთანხმებიან, რომ ფსიქიკა სასრგებლო ჩვევას
ინარჩუნებს და მავნეს განდევნის. ფსიქიკური აშლილობა სწორედ ამ მავნე ქცევის გადმოსვლაა ფსიქიკაში.
სამკურნალოდ ირჩევენ 2 გზას: 1) ამ მავნე ჩვევის შესუტება ან მოსპობა და 2) ადეკვატურის განმტკიცება.

მავსე ჩვევისგან გათავისუფლებისთვის იყენებდნენ დესენსიბილიზაციას: მოდუნებისა და შიშის


ერთმანეთთან დაკავშირება.შედეგად შიში სუსტდება და ნეიტრალური რეაქცია ყალიბდება. მეორე გზაა
მავნე ჩვევის შეთავსება რაიმე უსიამოვნო მდგომარეობასთან (შარდის შეუკავებლობით დაავადებულ
ბავშვებს ლოგინში დენს უტრებდნენ და დასველების დროს წრედი იკვრებოდა). მოგვიანებით წინ
წამოვიდა წახალისების მეთოდი სასურველი ქცევის შემთხვევაში.70-იანებში ბიჰევიორისტულ-კოგნიტური
პარადიგმა ამტკიცებდა რომ მიბაძვითაც შეიძლება სასურველი ქცევის დასწავლა.

60-იანებში - ჰუმანისტური პარადიგმა- შერწყმულია დასვლური და აღმოსავლური კულტურები.


კლიენტებს თავიანთი თბილი და მეგობრული დამოკიდებულებით ეხმარებიან ეგზისტენციალური
კითვებზე პასუხის პოვნაში და ზრდიან მის პიროვნულ პოტენციალს. ჰუმანისტები წარსულს ნაკლებად
უღმავდებიან ფსიქოანალიზისგან განსხვავებით. მათთვის ადამიანის ცხოველთან ან კომპიუტერთან
გაიგივება დაუშვებელია. ეს მეთოდი ადვილ პრობლემებს აგვარებდა, რთულს კი ვერა, ასევე არ აღიარებდა
ექსპერიმენტულ კვლევებს- ამიტომ დიდი კრიტიკა დაიმსახურა.

ვინაიდან თითოეულ პარადიგმას აქვს სისუსტე, ჩამოყალიბდა ეკლექტიკური პარადიგმა- ამ დროს


თერაპევტი იყენებს სხვა და სხვა თეორიას საჭიროების მიხედვით.

ფსიქოთერაპიის სტრუქტურა და ფორმები

თერაპიის ობიექტი არის რაიმე დაავადების მქონე პაციენტი. არსებობს ორი სახის დაავადებული პაციენტი :
სულით ავადმყოფი ( ფსიქიკის ანომალია და რთულად მიმდინარეობს ფსიქოლოგიური პროცედურები) და
სომატური ავადმყოფი ( ფსიქიკა ჯანმრთელია, მასში თერაპიული პროცესები მიმდინარეობს როგორც
ჯანმრთელ ადამიანში ფსიქოლოგიური კონსულტაციები).

ფსიქოლოგიური კონსულტაცია და ფსიქოთერაპია განსხვავდება იმით რომ პირველ შემთხვევაში


ვეხმარებით ჯანმრთელ ადამიანს პიროვნულ ზრდაში, მეორე შემთხვევაში კი საქმე გვაქ ავადმყოფ
ადამიანთან, სადაც შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქ.

თერაპიის სუბიექტი არის სამი სახის : ბინარული ( თერაპევტი - პაციენტი), აუტოგენური და ჯგუფური
ფსიქოთერაპია.

ბინარულ თერაპიაში - არის ორი პირი, თერაპევტი (ლიცენზირებული ექიმი) და პაციენტი. სეანსები ტარდება
გარკვეული ინტერვალებით, რათა პაციენტს ქონდეს დრო საკუთარ თავთან, ამასთანავე ორი ადამიანი
გამოდის უმცირესი ჯგუფი, სადაც ლოგიკურია მუშაობს სოციალური ფსიქოლოგიის კანონები.

აუტოგენური თერაპია - ფსიქოთერაპევტულ პროცედურებს ატარებს თავად პაციენტი ( კლიენტი). ეს


მოდელი გამოიყენება მაშინ როცა დაავადება არ არის გართულებულ ფორმაში და არ ახასიათებს სიძნელე (
მაგ. ძლიერი ფსიქიკური აშლილობას ეს მოდელი არ გამოდგება). ყველა შემთხვევაში თავდაპირველად უნდა
მოხდეს ბინარული თერაპია რათა დაეხმაროს თერაპევტი პაციენტს ხოლო შემდეგ შეისაძლოა უკვე მოხდეს
აუტოგენური თერაპია.

ჯგუფური თერაპია - თერაპია ტარდება ჯგუფში სადაც სოციალური ფსიქოლოგიის კანონები და ასევე
თერაპიული პარადიგმების პრინციპები მუშაობს. ამ პროცესში მონაწილეობს ფსიქოთერაპევტი მაგრამ ის
არის მხოლოდ და მხოლოდ პროცესის ფასილიტატორი ( აადვილებს ). ყველა პარადიგმას აქვს თავისი
ჯგუფური ვერსია ( ჯგუფური ჰიპნოზი, აუტოტრენინგი, ფსიქოდრამა ფსიქოანალიზში და ა.შ).

აუცილებელია თერაპევტმა სხვა ფსიქოთერაპევთან გაიაროს კურსი და განთავისუფლდეს საკუთარი


პრობლემებისგან რადგან ამ შემთხვევაში მის მიერ ჩატარებული პროცედურა ვერ იქნება ეფექტური.

ფსიქოთერაპია რთული პროცესია, მასში ინფორმაციის წყარო შეიძლება იყოს ბუნებრივი, კულტურული და
სოციალური გარემო, ასევე საკუთარი სხეული და მეხსიერება. ამიტომ ფსიქოთერაპიის პროცესს
სპეციფიკურობა ახასიათებს

1) თერაპიულ ეფექტს იძლევა დიდი რაოდენობით ცვალებადი ინფორმაცია, რომელიც რთულად


აღსაქმელია თერაპევტისთვის და პაციენტისთვის . ამიტომ თერაპევტი უნდა მოქმედებდეს როგორც
ხელოვანი - ინტუიციით, ემოციით და მთელი პიროვნების ჩართვით . ( მეტად გამოცდილია
თერაპევტი, ანუ მეტად გამომუშავებული აქვს ეფექტური ინტუიცია. ამიტომ ფსიქოთერაპია
განიხილება როგორც მეცნიერება და ხელოვნების დარგი.
2) პაციენტის მსჯელობა პრობლემაზე უკვე იძლევა მაღალ თერაპიულ ეფექტს, ამიტომ თერაპევტმა
უნდა უსმინოს პროფესიონალურად , რომ პაციენტს მოუნდეს უფრო და უფრო მეტი პრობლემის
მოყოლა და გამოთქმა.
3) თერაპევტის მიერ მიწოდებულ თეორიას, პაციენტზე აქვს ეფექტი და ეს არის თითქოს წამალი.
ამიტომ თეორიები და პრობლემის გადაჭრის გზები მიწოდებული უნდა იყოს მაქსიმალურად გასაგებ
ენაზე პაციენტისათვის რომ გვქონდეს მაღალი ეფექტი.

თერაპიის პროცესში ანალიზთან ერთად შეიძლება გამოყენებული იქნეს ჰინპოსუგესტია, მედიტაცია,


სოციალური ტრენინგები - ეფექტის გასაძლიერებლად. ეფექტური ფსიქოთერაპია გრძელდება 16 საათი,
2 წლის შემდეგ ეფექტს ინარჩუნებს 10-20 საათამდე გაკეთებული თერაპიული პროცესები. აუციელებლია
მოხდეს დროული დასრულება თერაპიის რათა პაციენტი არ მიეჯაჭვოს თერაპევტს.

ფსიქოთერაპიის ეფექტურობა

ფსიქოლოგიურ კონსულტაციაში ეფექტურობის მანიშნებელია- პაციენტის კმაყოფილება, ხოლო


ფსიქოთერაპიაში - დაავადების სიმპტომების შემცირება, და ფსიქოდიაგნოსტიკური ტესტები.

25000 კაციან კვლევამ აჩვენა, რომ 80 პროცენტით მეტი კლიენტი გრძნობდა თავს უკეთესად
ფსიქოთერაპიის შემდეგ. ეს ეხმარება ადამიანს კარიერულ წინსვლაში, ინტერპერსონალური
ურთიერთობების გაუმჯობესებაში , მატულობს ცხოვრებით ტკბობა და კმაყოფილება.

20-ე საუკუნეში , ჰ. ეინზეკმა შემოიტანა ფსიქოთერაპიის ეფექტურობის შეფასების მექანიზმი ტესტების


საშუალებით. მან ასევე დაადასტურა ის ფაქტი რომ ეფექტურობაზე ზეგავლენას ახდენს თერაპევტის
შთაბეჭდილება, პროფესიონალიზმი, თავდაჯერებულობა და არა სკოლა ( ანუ არსებული პარადიგმები ,
რომლებიც ყველა სფეროში თითქმის ერთნაირია, კოგნიტური ფსიქოთერააპის გარდა.)

ზოგადად თერაპიისთვის არსებული ყველა მეთოდი ეფექტურია, მაგრამ დამოკიდებულია იმაზე თუ რა


პრობლემასთან გვაქ საქმე და მაგის მიხედვით უნდა ავარჩიოთ მიდგომის მეთოდები.
მაგ: ისტერიული აშლილობა - ჩაგონება

ვეგეტატიური დარღვევები - აუტოგენური ვარჯიშები

ცხოვრებისეული სირთულე - საუბრის ტექნიკა

ფობიებისას - ბიჰევიორული თეორია

დეპრესია - კოგნიტური თეორიებით

You might also like